ნოვორაპიდი ფლექსპენი
NovoRapid® FlexPen®
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზდრილებში, მოზარდებსა და 1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- insulin aspart
- ფორმა და შეფუთვა
- 100სე/მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი და ი.ვ. საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული კალამი №5
- მწარმოებელი
- Novo Nordisk Producao Farmaceutica do Brasil Ltda, ბრაზილია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სწრაფი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
- ATC კოდი
- A10AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043490
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2025, მოქმედებს 26 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Novo Nordisk A/S (დანია)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნოვორაპიდი ფლექსპენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზდრილებში, მოზარდებსა და 1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
ნოვორაპიდი® არის სწრაფად მოქმედი ინსულინის ანალოგი. ნოვორაპიდის® დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროების მიხედვით. როგორც წესი, გამოიყენება საშუალო მოქმედების ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან კომბინაციაში და კეთდება დღეში მინიმუმ ერთხელ. გლიკემიის ოპტიმალური კონტროლის მისაღწევად რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის მონიტორინგი და ინსულინის დოზის კორექცია.
მოზრდილებსა და ბავშვებში ინსულინზე ინდივიდუალური მოთხოვნა, როგორც წესი, შეადგენს 0.5-1.0 ე/კგ/დღეში. ბაზალურ-ბოლუსური მკურნალობის რეჟიმის დროს, მოთხოვნის 50-70%-ს უზრუნველყოფს ნოვორაპიდი®, ხოლო დარჩენილ მოთხოვნას აკმაყოფილებს საშუალო ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი. დოზის კორექცია შეიძლება აუცილებელი იყოს პაციენტის გაზრდილი ფიზიკური აქტივობისას, ჩვეული კვების რეჟიმის ცვლილებისას ან იმავდროულად სხვა დაავადების არსებობისას.
ნოვორაპიდის® მოქმედება უფრო სწრაფად იწყება და მოქმედების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის.
იმის გამო, ნოვორაპიდის® მოქმედება სწრაფად იწყება, ზოგადად, ის შეიყვანება უშუალოდ ჭამის წინ. აუცილებლობისას, ნოვორაპიდის® შეყვანა შეიძლება ჭამის დასრულებისთანავე.
უფრო ხანმოკლე ხანგრძლივობის გამო, უფრო დაბალია რისკი, რომ ნოვორაპიდმა® გამოიწვიოს ღამის განმავლობაში ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები.
სპეციალური პოპულაციები
როგორც ყველა ინსულინის პროდუქტის შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გლუკოზის მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს და ინსულინ ასპარტის დოზა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად.
პედიატრიული პოპულაცია
ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში 1 წლის ასაკიდან ხსნადი ადამიანის ინსულინთან უპირატესობით, როდესაც მოქმედების სწრაფად დაწყება შესაძლოა სასარგებლო იყოს, მაგალითად, ინექციების გაკეთების დროის თვალსაზრისით კვებასთან მიმართებაში.
ნოვორაპიდის®უსაფრთხოება და ეფექტიანობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გადმოსვლა სხვა ინსულინის პროდუქტებიდან
სხვა ინსულინის პროდუქტებიდან გადმოსვლისას შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® და ბაზალური ინსულინის დოზისა კორექცია.
გამოყენების წესი
ნოვორაპიდი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მკლავში, მხარში ან დუნდულაში ინექცირების გზით. ერთსადაიმავე მიდამოში საინექციო ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის რისკის შემცირების მიზნით და კანის ამილოიდოზი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები). როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, მუცლის კედელში კანქვეშ ინექცირება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აბსორბციას, ვიდრე სხვა საინექციო ადგილებში ინექცირება.
მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავდება დოზის, ინექცირების ადგილის, სისხლის ნაკადის, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით. თუმცა, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით მოქმედების დაწყება უფრო სწრაფად ხდება ინექცირების ადგილის მიუხედავად.
ნოვორაპიდი® ფლექსპენი® არის წინასწარ შევსებული კალამი, რომელიც გამოიყენება ნოვოფაინის® ან ნოვოტვისტის® ერთჯერად 8 მმ სიგრძის ნემსებთან.
ნოვორაპიდი® ფლექსპენს®გააჩნია ფერადი კოდი და მას თან ახლავს შეფუთვის ფურცელი გამოყენების დეტალური ინსტრუქციებით, რომელთა დაცვა აუცილებელია.
ინსულინის უწყვეტი ინფუზია კანქვეშ (CSII):
ნოვორაპიდი® შეიძლება გამოყენებული იყოს ინსულინის უწყვეტი ინფუზიით კანქვეშ, ინსულინის ინფუზირებისათვის შესაფერის ტუმბოს სისტემებში. ინსულინის უწყვეტი ინფუზია კანქვეშ უნდა მოხდეს მუცლის კედელში. ინფუზირების ადგილების უნდა შეიცვალოს. ინსულინის საინფუზიო ტუმბოთი გამოყენებისას არ შეიძლება ნოვორაპიდის® შერევა ნებისმიერ სხვა ინსულინის პროდუქტთან. იმ პაციენტებს, რომლებიც იკეთებენ ინსულინის უწყვეტ ინფუზიას კანქვეშ უნდა მიეცეთ სრულყოფილი მითითებები ტუმბოს სისტემის გამოყენების და ტუმბოს რეზერვუარისა და მილების სწორი გამოყენების შესახებ. საინფუზიო კომპლექტი (მილები და კანულა) უნდა შეიცვალოს საინფუზიო კომპლექტში მოთავსებული პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში მოცემული ინსტრუქციების მიხედვით.
ნოვორაპიდის® გამოყენებისას პაციენტებს ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა ჰქონდეთ ინსულინის მიწოდების ალტერნატიული მეთოდი იმ შემთხვევისთვის, თუ ტუმბოს სისტემა არ იმუშავებს.
ვენებში შეყვანა:
აუცილებლობისას, შესაძლებელია ნოვორაპიდის® შეყვანა ვენებში ექიმის ან სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ, ასეთის არსებობისას.
ვენებში შესაყვანად გამოიყენება საინფუზიო სისტემები 100 ერთ/მლ ნოვორაპიდით® კონცენტრაციით 0.05 მლ-დან 1.0 ერთ/მლ-მდე ინსულინი ასპარტი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის, 5% დექსტროზას ან 10% დექსტროზას საინფუზიო ხსნარებში 40 მმოლ/ლ კალიუმის ქლორიდის ჩათვლით, რომლებიც სტაბილურია ოთახის ტმეპრატურაზე 24 საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობას, ინსულინის გარკვეული რაოდენობა თავდაპირველად აბსორბირდება საინფუზიო ტომარაში.
ინსულინის ინფუზირების დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
დროის სხვადასხვა ზონებს შორის მოგზაურობის წინ პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს რჩევის მისაღებად, ვინაიდან პაციენტმა ინსულინი და საკვები განსხვავებულ დროს უნდა მიიღოს.
ჰიპერგლიკემია
არაადეკვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი.
ჰიპოგლიკემია
საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
განსაკუთრებით ბავშვებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინსულინის დოზის შეთავსებისას (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმების დროს) საკვებთან, ფიზიკურ აქტივობასთან და გლუკოზის არსებულ დონესთან, რათა შემცირდეს ჰიპოგლიკემიის რისკი.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით.
იმ პაციენტებში, რომლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი, მაგალითად, გაძლიერებული ინსულინ თერაპიით, შეიძლება აღინიშნოს ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომების მხრივ და მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი რჩევა. ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგების ფარმაკოდინამიკის შედეგი არის ის, რომ თუ ვითარდება ჰიპოგლიკემია, ეს შეიძლება მოხდეს ინექციის შემდეგ უფრო ადრე, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის ინექცირებისას.
ვინაიდან ნოვორაპიდი მიიღება უშუალოდ კვებასთან მიმართებაში, მოქმედების სწრაფად დაწყება გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად იღებენ ისეთ პრეპარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების შეწოვის დაგვიანება.
იმავდროულად სხვა დაავადების არსებობა, განსაკუთრებით ინფექციების და ცხელებით მიმდინარე მდგომარეობების, როგორც წესი, ზრდის პაციენტის მოთხოვნას ინსულინზე. იმავდროული დაავადებების არსებობისას, როგორიცაა თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, საჭიროა ინსულინის დოზის ცვლილებას.
როდესაც ხდება პაციენტების გადაყვანა ინსულინის პროდუქტების სხვადასხვა სახეობებზე, ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს, ვიდრე მანამდე ინსულინის მიღებისას გამოვლენილი სიმპტომები.
გადასვლა სხვა ინსულინური პრეპარატებიდან
პაციენტის გადაყვანა სხვა სახის ან სავაჭრო ნიშნის ინსულინზე უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან დღიური ინექციების რაოდენობის ცვლილება მანამდე გამოყენებულ სხვა ინსულინის პროდუქტებისგან განსხვავებით.
რეაქციები ინექცირების ადგილას
როგორც ნებისმიერი ინსულინით თერაპიისას, შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექცირების ადგილას და აღინიშნოს ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. მოცემულ უბანზე ინექცირების ადგილის მუდმივად შეცვლამ შეიძლება შეამციროს ამ რეაქციების განვითარების რისკი. რეაქციები, როგორც წესი, გადის რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. იშვიათად, ინექცირების ადგილას განვითარებული რეაქციების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® შეწყვეტა.
კანის და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.
თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაცია
გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღინიშნა თიაზოლიდინედიონების გამოყენებისას ინსულინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ განიხილება მკურნალობის ჩატარება თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაციით. კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის, წონაში მომატებისა და შეშუპების ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინედიონების გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულის სიმპტომების რაიმე გაუარესება.
შემთხვევითი შერევების/სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილება
პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ ყოველი ინექციის წინ შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ნოვორაპიდსა® და სხვა ინსულინის პროდუქტებს შორის შემთხვევითი შერევების თავიდან ასაცილებლად.
ინსულინის ანტისხეულები
ინსულინის შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს ინსულინის ანტისხეულების წარმოქმნა. იშვიათ შემთხვევებში, ამგვარი ინსულინის ანტისხეულების არსებობამ შეიძლება განაპირობოს ინსულინის დოზის კორექციის აუცილებლობა ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექციის მიზნით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცნობილია, რომ აღინიშნება რამდენიმე სამკურნალო საშუალების ურთიერთქმედება გლუკოზის მეტაბოლიზმთან.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:
პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI-ები), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE), სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტიკები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.
ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდმა/ლანრეოტიდმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ინსულინზე მოთხოვნა.
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კლინიკურმა ცდამ, რომლის დროსაც მოხდა ინსულინ ასპარტის და ადამიანის ხსნადი ინსულინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება ტიპი 1 დიაბეტის მქონე ორსული ქალების მკურნალობისას (322 ექსპოზირებული ორსულობა), არ აჩვენა ინსულინ ასპარტის რაიმე უარყოფითი ზემოქმედება ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
გარდ ამისა, კლინიკური ცდის მონაცემებით, რომლის დროსაც გესტაციური დიაბეტის მქონე 27 ქალი რანდომიზებული იყო ინსულინ ასპარტით მკურნალობაზე ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, მკურნალობებს შორის უსაფრთხოების პროფილი ერთიდაიგივე იყო, აგრეთვე პოსტპრანდიული გლუკოზის კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო ინსულინ ასპარტის მიმღებ ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნოვორაპიდის® ჩანაცვლება ამინომჟავას პროლაინის ასპარტის მჟავათი B28 პოზიციაზე ამცირებს ჰექსამერების წარმოქმნის ტენდენციას, როგორც ეს გამოვლენილია ადამიანის ხსნად ინსულინთან. შესაბამისად, ნოვორაპიდი უფრო სწრაფად შეიწოვება კანქვეშა ფენიდან, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი.
მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს საშუალოდ არის ადამიანის ხსნადი ინსულინის დროის ნახევარი. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 492 პმოლ/ლ მიიღწეოდა კანქვეშ 0.15 ერთ/კგ სხეულის წონაზე კანქვეშა დოზის შეყვანიდან 40 წუთში, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში. ინსულინის კონცენტრაციები საბაზისო მნიშვნელობას უბრუნდებოდა დოზის შეყვანიდან დაახლოებით 4-6 საათში. აბსორბციის სიჩქარე რამდენადმე უფრო დაბალი იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რის შედეგადაც Cmax (352+240 პმოლ/ლ) იყო უფრო დაბალი, ხოლო tmax - უფრო დაყოვნებული (60 წუთი). მაქსიმალური კონცენტრაციის დროის ინდივიდუალური ცვალებადობა მნიშვნელოვნად უფრო დაბალია ნოვორაპიდის® შემთხვევაში, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში, ხოლო ნოვორაპიდის® შემთხვევაში Cmax-ის ინდივიდუალური ცვალებადობა უფრო დიდია.
ბავშვები და მოზარდები: ნოვორაპიდის® ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები შესწავლილ იქნა ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. ინსულინ ასპარტი ორივე ასაკობრივ ჯგუფში სწრაფად შეიწოვებოდა, tmax ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში. მიუხედავად ამისა, Cmax განსხვავდებოდა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, რაც ხაზს უსვამს ნოვორაპიდის® ინდივიდუალური ტიტრირების მნიშვნელობას.
ხანდაზმულები: ინსულინ ასპარტისა და ადამიანის ხსნადი ინსულინის ფარმაკოკინეტიკური თვისებების შედარებითი სხვაობები ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ისეთივე იყო, როგორიც ჯანმრთელ მოხალისეებსა და დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა აბსორბციის სიჩქარის შემცირება, რის შედეგედაც გაიზარდა tmax (82 წუთი), ხოლო Cmax ისეთივე იყო, როგორიც ტიპი 2 დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში და ოდნავ უფრო დაბალი ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნა tmax-ის დაყოვნება დაახლოებით 85 წუთით (50 წუთი ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში), ხოლო AUC, Cmax და CL/F იყო ერთნაირი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ჩატარდა ინსულინ ასპარტის ერთი დოზის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ნორმალურიდან მწვავე ხარისხამდე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე 18 პაციენტში. არ გამოვლინდა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების რაიმე აშკარა ეფექტი ინსულინ ასპარტის AUC, Cmax, CL/F და tmax-ზე. კვლევაში არ მონაწილეობდნენ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, რომლებიც საჭიროებდნენ დიალიზით მკურნალობას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ სისხლში შაქრის შემცველობა დაბალია ან მაღალია, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი კონცენტრირებისა და რეაგირების უნარზე, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება საფრთხე შეუქმნათ საკუთარ თავს ან სხვებს. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა:
► თუ თქვენ გაქვთ ხშირი ჰიპოგლიკემია.
►თუ გიჭირთ ჰიპოგლიკემიის ამოცნობა.
ნოვორაპიდის® ახასიათებს სწრაფი მოქმედება. ამიტომ, თუ ჰიპოგლიკემია ვლინდება, შეიძლება ინექციის შემდეგ უფრო ადრე გამოგივლინდეთ, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ნოვორაპიდის® გამოყენებისას პაციენტებში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები ძირითადად გამოწვეულია ინსულინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.
მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად განვითარებული უარყოფითი რეაქციაა ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდება პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის დონის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ პუნქტი „გ“.
ინსულინით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს რეფრაქციული ანომალიები, შეშუპება და რეაქციები ინექცირების ადგილას (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, ჩალურჯებები, ინექციის ადგილას შეშუპება და ქავილი). ეს რეაქციები, როგორც წესი, ტრანზიტორული ხასიათისაა. სისხლში გლუკოზის კონტროლის სწრაფი გაუმჯობესება შეიძლება ასოცირებული იყოს ტკივილით მიმდინარე მწვავე ნეიროპათიასთან, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ინსულინით თერაპიის გაძლიერება გლიკემიური კონტროლის ერთბაშად გაუმჯობესებით შეიძლება ასოცირებული იყოს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, ხოლო გრძელვადიანი გაუმჯობესებული გლიკემიური კონტროლი ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკს.
ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები ეფუძნება კლინიკური ცდის მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 – 1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი - ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარი
ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*
დარრვევები ნერვული სისტემის მხრივ
იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)
დარღვევები თვალის მხრივ
არახშირი - რეფრაქციული დარღვევები
არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი - ლიპოდისტროფია*
უცნობია - კანის ამილოიდოზი*†
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას
არახშირი - შეშუპება
- იხილეთ პუნქტი „გ“
† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან
გ. შერჩეული უკურეაქციების აღწერა
ანაფილაქსიური რეაქციები
გენერალიზებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ქავილი, ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ანგიონევროტული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) ვლინდება ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში იყოს.
ჰიპოგლიკემია
ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით. მწვავე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და/ან კონვულსიები და შედეგად ტვინის ფუნქციის დროებით ან მუდმივად დარღვევა ან სიკვდილიც კი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უცებ. ეს სიმპტომებია ცივი ოფლი, ცივი და მკრთალი კანი, დაღლილობა ნერვოზულობა ან ტრემორი, აგზნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, გონების არევა, კონცენტრირების გაძნელება, ძილიანობა, ძლიერი შიმშილი, მხედველობის ცვლილებები, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.
კლინიკური ცდებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე განსხვავდებოდა პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის მიხედვით. კლინიკური ცდების დროს ჰიპოგლიკემიის საერთო შემთხვევების რაოდენობა არ განსხვავდებოდა ინსულინის ასპარტსა და ადამიანის ინსულინის მიმღებ პაციენტებს შორის.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ჭარბი დოზა
ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თანმიმდევრულ ეტაპებზე, თუ გამოიყენება პაციენტისათვის საჭიროზე ძალიან მაღალი დოზები:
მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზას ან შაქრიანი პროდუქტების პერორალური გზით მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.
მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდებისას, რომლის დროსაც პაციენტმა გონება დაკარგა, სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს გლუკაგონი (0.5-1მგ), რომელიც შეიყვანება კუნთებში ან კანქვეშ შესაბამისად განსწავლული პირის მიერ ან გლუკოზით, რომელიც შეიყვანება ვენებში სამედიცინო სპეციალისტის მიერ. გლუკოზა ვენებში შეიყვანება, თუ პაციენტი არ რეაგირებს გლუკაგონზე 10-15 წუთში. გონების დაბრუნებისთანავე რეკომენდებულია პაციენტისათვის პერორალურად ნახშირწყლების მიცემა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
შემადგენლობა
ხსნარის ერთი მლ შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ ასპარტს* (3.5 მგ-ს ექვივალენტი).
1 წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 3 მლ-ს, რაც 300 ერთეულის ექვივალენტია.
- ინსულინ ასპარტი წარმოიქმნება რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით Saccharomyces cerevisiae-ში.
შენახვის პირობები
გახსნის წინ: შეინახეთ მაცივარში (2°C–8°C). შეინახეთ გაგრილების ელემენტისგან მოშორებით.
გამოყენებისას ან სათადარიგო დანიშნულებით ტარებისას: შეინახეთ 300C-მდე. შეიძლება მაცივარში შენახვა (2°C–8°C). გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში.
არ გაყინოთ.
შეინახეთ ნოვორაპიდი® ფლექსპენი® კალმის თავსახურით სინათლის ზემოქმედებისაგან მისი დაცვის მიზნით.
ნოვორაპიდი® უნდა ინახებოდეს ჭარბი სითბოსა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ეტიკეტსა და კოლოფზე.
კონტეინერის სახეობა და შემცველობა
3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპი 1 შუშა) დგუშით (ბრომობუტილის) და რეზინის თავსახურით (ბრომობუტილ/პოლისოპრენი) წინასწარ შევსებულ მრავალდოზიან ერთჯერად პოლიპროპილენის კალამში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში. შეფუთვის ზომებია 1, 5 და 10 წინასწარ შევსებული კალამი. ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი.
მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები
დაუშვებელია ნემსებისა და ნოვორაპიდი® ფლექსპენის® გამოყენება სხვადასხვა პირების მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.
ნოვორაპიდის® გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის სუფთა და უფერო, ან თუ ის გაყინულია.
პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.
ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება საინფუზიო ტუმბოს სისტემაში (CSII), როგორც ეს აღწერილია შეყვანის წესში. შესწავლილია პოლიეთილენის ან პოლიოლეფინისგან დამზადებული შიდა ზედაპირის მასალის მქონე მილები და დადგენილია მათი შეთავსებადობა ტუმბოში გამოსაყენებლად.
გადაუდებელი შემთხვევის დროს (ჰოსპიტალიზაციის ან ინსულინის კალმის გაფუჭების დროს) შეიძლება ნოვორაპიდის® ამოღება ფლექსპენიდან® 100 ე ინსულინის შპრიცით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს. საინექციო ინსულინები და ანალოგები, ხანგრძლივად მოქმედი.
ათქ კოდი: A10AB05.
მოქმედების მექანიზმი
ნოვორაპიდის® მოქმედება იწყება უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის, გლუკოზის უფრო დაბალი კონცენტრაციით, როგორც ეს ფასდება საკვების მიღებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში. კანქვეშ ინექცირების შემდეგ ნოვორაპიდის® მოქმედების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის.
როდესაც ნოვორაპიდი® ინექციით შეიყვანება კანქვეშ, მოქმედების დაწყება აღინიშნება ინექცირებიდან 10-20 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი მიირწევა ინექცირებიდან 1-3 საათის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა არის 3-დან 5 საათამდე.
ინსულინ ასპარტი მოლარულ საფუძველზე ადამიანის ხსნადი ინსულინის ექვიპოტენციურია.
მოზრდილები: ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ნოვორაპიდის მიღებისას სისხლში პოსტპრანდიალური გლუკოზა უფრო დაბალია, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შეყვანისას. ორი გრძელვადიანი ღია ეტიკეტის ცდის დროს, რომლებიც ჩატარდა ტიპი 1 დიაბეტის მქონე 1,070 და 884 პაციენტში, შესაბამისად, ნოვორაპიდის® შეყვანის შედეგად გლიკირებული ჰემოგლობინი შემცირდა 0.12 პროცენტით და 0.15 პროცენტით ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით; აღნიშნულ სხვაობას მცირე კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია.
ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებული კლინიკური ცდებისას გამოვლინდა, რომ ღამის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი უფრო დაბალია ინსულინ ასპარტის შემთხვევაში, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. დღის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ცდისას ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ინსულინ ასპარტსა და ადამიანის ხსნად ინსულინს შორის ფარმაკოდინამიკური თვისებების მხრივ სხვაობა ისეთივე იყო, როგორიც დიაბეტის მქონე ჯანმრთელ სუბიექტებსა და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში გამოყენებისას ნოვორაპიდმა® აჩვენა ადამიანის ხსნადი ინსულინის მსგავსი გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლი.
ბავშვებსა და 2-17 წლის მოზარდებში ჩატარებული კლინიკური ცდებისას ინსულინ ასპარტის ფარმაკოდინამიკური პროფილი ბავშვებში ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში.
ნოვორაპიდის® ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბოლუსური ინსულინის სახით შეყვანისას ინსულინ დეტემირთან ან ინსულინ დეგლუდეკთან კომბინაციაში ბაზალური ინსულინის სახით შესწავლილ იქნა 12 თვემდე ორი რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური ცდებისას მოზარდებსა და 1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (n=712). ცდებში ჩართული იყო 1-5 წლის 167 ბავშვი, 6-11 წლის 260 ბავშვი და 12-17 წლის 285 მოზარდი. HbA1c და უსაფრთხოების პროფილის მხრივ გაუმჯობესება ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთნაირი იყო.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ნოვორაპიდი® ფლექსპენი®
100 ე/მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ხსნარის ერთი მლ შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ ასპარტს* (3.5 მგ-ს ექვივალენტი).
1 წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 3 მლ-ს, რაც 300 ერთეულის ექვივალენტია.
- ინსულინ ასპარტი წარმოიქმნება რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით Saccharomyces cerevisiae-ში.
ფარმაცევტული ფორმა
სუფთა, უფერო, წყლიანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში. ფლექსპენი®.
თერაპიული ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზდრილებში, მოზარდებსა და 1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში.
დოზირება
ნოვორაპიდი® არის სწრაფად მოქმედი ინსულინის ანალოგი. ნოვორაპიდის® დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროების მიხედვით. როგორც წესი, გამოიყენება საშუალო მოქმედების ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან კომბინაციაში და კეთდება დღეში მინიმუმ ერთხელ. გლიკემიის ოპტიმალური კონტროლის მისაღწევად რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის მონიტორინგი და ინსულინის დოზის კორექცია.
მოზრდილებსა და ბავშვებში ინსულინზე ინდივიდუალური მოთხოვნა, როგორც წესი, შეადგენს 0.5-1.0 ე/კგ/დღეში. ბაზალურ-ბოლუსური მკურნალობის რეჟიმის დროს, მოთხოვნის 50-70%-ს უზრუნველყოფს ნოვორაპიდი®, ხოლო დარჩენილ მოთხოვნას აკმაყოფილებს საშუალო ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი. დოზის კორექცია შეიძლება აუცილებელი იყოს პაციენტის გაზრდილი ფიზიკური აქტივობისას, ჩვეული კვების რეჟიმის ცვლილებისას ან იმავდროულად სხვა დაავადების არსებობისას.
ნოვორაპიდის® მოქმედება უფრო სწრაფად იწყება და მოქმედების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის.
იმის გამო, ნოვორაპიდის® მოქმედება სწრაფად იწყება, ზოგადად, ის შეიყვანება უშუალოდ ჭამის წინ. აუცილებლობისას, ნოვორაპიდის® შეყვანა შეიძლება ჭამის დასრულებისთანავე.
უფრო ხანმოკლე ხანგრძლივობის გამო, უფრო დაბალია რისკი, რომ ნოვორაპიდმა® გამოიწვიოს ღამის განმავლობაში ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები.
სპეციალური პოპულაციები
როგორც ყველა ინსულინის პროდუქტის შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გლუკოზის მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს და ინსულინ ასპარტის დოზა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად.
პედიატრიული პოპულაცია
ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში 1 წლის ასაკიდან ხსნადი ადამიანის ინსულინთან უპირატესობით, როდესაც მოქმედების სწრაფად დაწყება შესაძლოა სასარგებლო იყოს, მაგალითად, ინექციების გაკეთების დროის თვალსაზრისით კვებასთან მიმართებაში.
ნოვორაპიდის®უსაფრთხოება და ეფექტიანობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გადმოსვლა სხვა ინსულინის პროდუქტებიდან
სხვა ინსულინის პროდუქტებიდან გადმოსვლისას შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® და ბაზალური ინსულინის დოზისა კორექცია.
გამოყენების წესი
ნოვორაპიდი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მკლავში, მხარში ან დუნდულაში ინექცირების გზით. ერთსადაიმავე მიდამოში საინექციო ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის რისკის შემცირების მიზნით და კანის ამილოიდოზი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები). როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, მუცლის კედელში კანქვეშ ინექცირება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აბსორბციას, ვიდრე სხვა საინექციო ადგილებში ინექცირება.
მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავდება დოზის, ინექცირების ადგილის, სისხლის ნაკადის, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით. თუმცა, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით მოქმედების დაწყება უფრო სწრაფად ხდება ინექცირების ადგილის მიუხედავად.
ნოვორაპიდი® ფლექსპენი® არის წინასწარ შევსებული კალამი, რომელიც გამოიყენება ნოვოფაინის® ან ნოვოტვისტის® ერთჯერად 8 მმ სიგრძის ნემსებთან.
ნოვორაპიდი® ფლექსპენს®გააჩნია ფერადი კოდი და მას თან ახლავს შეფუთვის ფურცელი გამოყენების დეტალური ინსტრუქციებით, რომელთა დაცვა აუცილებელია.
ინსულინის უწყვეტი ინფუზია კანქვეშ (CSII):
ნოვორაპიდი® შეიძლება გამოყენებული იყოს ინსულინის უწყვეტი ინფუზიით კანქვეშ, ინსულინის ინფუზირებისათვის შესაფერის ტუმბოს სისტემებში. ინსულინის უწყვეტი ინფუზია კანქვეშ უნდა მოხდეს მუცლის კედელში. ინფუზირების ადგილების უნდა შეიცვალოს. ინსულინის საინფუზიო ტუმბოთი გამოყენებისას არ შეიძლება ნოვორაპიდის® შერევა ნებისმიერ სხვა ინსულინის პროდუქტთან. იმ პაციენტებს, რომლებიც იკეთებენ ინსულინის უწყვეტ ინფუზიას კანქვეშ უნდა მიეცეთ სრულყოფილი მითითებები ტუმბოს სისტემის გამოყენების და ტუმბოს რეზერვუარისა და მილების სწორი გამოყენების შესახებ. საინფუზიო კომპლექტი (მილები და კანულა) უნდა შეიცვალოს საინფუზიო კომპლექტში მოთავსებული პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში მოცემული ინსტრუქციების მიხედვით.
ნოვორაპიდის® გამოყენებისას პაციენტებს ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა ჰქონდეთ ინსულინის მიწოდების ალტერნატიული მეთოდი იმ შემთხვევისთვის, თუ ტუმბოს სისტემა არ იმუშავებს.
ვენებში შეყვანა:
აუცილებლობისას, შესაძლებელია ნოვორაპიდის® შეყვანა ვენებში ექიმის ან სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ, ასეთის არსებობისას.
ვენებში შესაყვანად გამოიყენება საინფუზიო სისტემები 100 ერთ/მლ ნოვორაპიდით® კონცენტრაციით 0.05 მლ-დან 1.0 ერთ/მლ-მდე ინსულინი ასპარტი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის, 5% დექსტროზას ან 10% დექსტროზას საინფუზიო ხსნარებში 40 მმოლ/ლ კალიუმის ქლორიდის ჩათვლით, რომლებიც სტაბილურია ოთახის ტმეპრატურაზე 24 საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობას, ინსულინის გარკვეული რაოდენობა თავდაპირველად აბსორბირდება საინფუზიო ტომარაში.
ინსულინის ინფუზირების დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
დროის სხვადასხვა ზონებს შორის მოგზაურობის წინ პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს რჩევის მისაღებად, ვინაიდან პაციენტმა ინსულინი და საკვები განსხვავებულ დროს უნდა მიიღოს.
ჰიპერგლიკემია
არაადეკვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი.
ჰიპოგლიკემია
საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
განსაკუთრებით ბავშვებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინსულინის დოზის შეთავსებისას (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმების დროს) საკვებთან, ფიზიკურ აქტივობასთან და გლუკოზის არსებულ დონესთან, რათა შემცირდეს ჰიპოგლიკემიის რისკი.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით.
იმ პაციენტებში, რომლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი, მაგალითად, გაძლიერებული ინსულინ თერაპიით, შეიძლება აღინიშნოს ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომების მხრივ და მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი რჩევა. ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგების ფარმაკოდინამიკის შედეგი არის ის, რომ თუ ვითარდება ჰიპოგლიკემია, ეს შეიძლება მოხდეს ინექციის შემდეგ უფრო ადრე, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის ინექცირებისას.
ვინაიდან ნოვორაპიდი მიიღება უშუალოდ კვებასთან მიმართებაში, მოქმედების სწრაფად დაწყება გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად იღებენ ისეთ პრეპარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების შეწოვის დაგვიანება.
იმავდროულად სხვა დაავადების არსებობა, განსაკუთრებით ინფექციების და ცხელებით მიმდინარე მდგომარეობების, როგორც წესი, ზრდის პაციენტის მოთხოვნას ინსულინზე. იმავდროული დაავადებების არსებობისას, როგორიცაა თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, საჭიროა ინსულინის დოზის ცვლილებას.
როდესაც ხდება პაციენტების გადაყვანა ინსულინის პროდუქტების სხვადასხვა სახეობებზე, ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს, ვიდრე მანამდე ინსულინის მიღებისას გამოვლენილი სიმპტომები.
გადასვლა სხვა ინსულინური პრეპარატებიდან
პაციენტის გადაყვანა სხვა სახის ან სავაჭრო ნიშნის ინსულინზე უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან დღიური ინექციების რაოდენობის ცვლილება მანამდე გამოყენებულ სხვა ინსულინის პროდუქტებისგან განსხვავებით.
რეაქციები ინექცირების ადგილას
როგორც ნებისმიერი ინსულინით თერაპიისას, შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექცირების ადგილას და აღინიშნოს ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. მოცემულ უბანზე ინექცირების ადგილის მუდმივად შეცვლამ შეიძლება შეამციროს ამ რეაქციების განვითარების რისკი. რეაქციები, როგორც წესი, გადის რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. იშვიათად, ინექცირების ადგილას განვითარებული რეაქციების გამო, შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® შეწყვეტა.
კანის და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.
თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაცია
გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღინიშნა თიაზოლიდინედიონების გამოყენებისას ინსულინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ განიხილება მკურნალობის ჩატარება თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო საშუალებების კომბინაციით. კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის, წონაში მომატებისა და შეშუპების ნიშნებსა და სიმპტომებზე. თიაზოლიდინედიონების გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა გულის სიმპტომების რაიმე გაუარესება.
შემთხვევითი შერევების/სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილება
პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ ყოველი ინექციის წინ შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ნოვორაპიდსა® და სხვა ინსულინის პროდუქტებს შორის შემთხვევითი შერევების თავიდან ასაცილებლად.
ინსულინის ანტისხეულები
ინსულინის შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს ინსულინის ანტისხეულების წარმოქმნა. იშვიათ შემთხვევებში, ამგვარი ინსულინის ანტისხეულების არსებობამ შეიძლება განაპირობოს ინსულინის დოზის კორექციის აუცილებლობა ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექციის მიზნით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ცნობილია, რომ აღინიშნება რამდენიმე სამკურნალო საშუალების ურთიერთქმედება გლუკოზის მეტაბოლიზმთან.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:
პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI-ები), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ACE), სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტის მოთხოვნა ინსულინზე:
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტიკები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.
ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდმა/ლანრეოტიდმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ინსულინზე მოთხოვნა.
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
ორსულობა
ნოვარაპიდის® (ინსულინ ასპარტი) გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს. ორი რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური ცდის შედეგები არ აჩვენებს ინსულინ ასპარტის რაიმე უარყოფით ზემოქმედებას ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით (იხილეთ ფარმაკოდინამიკური თვისებები).
დიაბეტის მქონე ქალებში ორსულობის მთელ პერიოდში და ორსულობის დაგეგმვისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის გაძლიერებული კონტროლი და მონიტორინგი. ინსულინზე მოთხოვნა, როგორც წესი, მცირდება პირველ ტრიმესტრში და შემდგომ იზრდება მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს. მშობიარობის შემდეგ ინსულინზე მოთხოვნა ჩვეულებრივ სწრაფად უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მნიშნელობებს.
ლაქტაცია
არ არსებობს ნოვორაპიდით® მკურნალობის აკრძალვები ძუძუთი კვების დროს. მეძუძური დედების მკურნალობა ინსულინით არ უქმნის ბავშვს რაიმე საშიშროებას.
მიუხედავად ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს ნოვორაპიდის® დოზის კორექცია.
ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმები ს მართვის უნარზე
ჰიპოგლიკემიის შედეგად შეიძლება დაირღვეს პაციენტის კონცენტრირების და რეაგირების უნარი, რაც შეიძლება სახიფათო იყოს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგ. ავტომობილის ან დანადგარების მართვა).
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ მიიღონ სიფრთხილის ზომები ავტომობილის მართვისას ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც არ იციან ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ და აქვთ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ნოვორაპიდის® გამოყენებისას პაციენტებში გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები ძირითადად გამოწვეულია ინსულინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.
მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად განვითარებული უარყოფითი რეაქციაა ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდება პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის დონის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ პუნქტი „გ“.
ინსულინით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს რეფრაქციული ანომალიები, შეშუპება და რეაქციები ინექცირების ადგილას (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, ჩალურჯებები, ინექციის ადგილას შეშუპება და ქავილი). ეს რეაქციები, როგორც წესი, ტრანზიტორული ხასიათისაა. სისხლში გლუკოზის კონტროლის სწრაფი გაუმჯობესება შეიძლება ასოცირებული იყოს ტკივილით მიმდინარე მწვავე ნეიროპათიასთან, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია. ინსულინით თერაპიის გაძლიერება გლიკემიური კონტროლის ერთბაშად გაუმჯობესებით შეიძლება ასოცირებული იყოს დიაბეტური რეტინოპათიის დროებით გაუარესებასთან, ხოლო გრძელვადიანი გაუმჯობესებული გლიკემიური კონტროლი ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკს.
ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები ეფუძნება კლინიკური ცდის მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 – 1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი - ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარი
ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*
დარრვევები ნერვული სისტემის მხრივ
იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)
დარღვევები თვალის მხრივ
არახშირი - რეფრაქციული დარღვევები
არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი - ლიპოდისტროფია*
უცნობია - კანის ამილოიდოზი*†
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას
არახშირი - შეშუპება
- იხილეთ პუნქტი „გ“
† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან
გ. შერჩეული უკურეაქციების აღწერა
ანაფილაქსიური რეაქციები
გენერალიზებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ქავილი, ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ანგიონევროტული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) ვლინდება ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში იყოს.
ჰიპოგლიკემია
ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინზე მოთხოვნასთან შედარებით. მწვავე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და/ან კონვულსიები და შედეგად ტვინის ფუნქციის დროებით ან მუდმივად დარღვევა ან სიკვდილიც კი. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება უცებ. ეს სიმპტომებია ცივი ოფლი, ცივი და მკრთალი კანი, დაღლილობა ნერვოზულობა ან ტრემორი, აგზნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, გონების არევა, კონცენტრირების გაძნელება, ძილიანობა, ძლიერი შიმშილი, მხედველობის ცვლილებები, თავის ტკივილი, გულისრევა და პალპიტაცია.
კლინიკური ცდებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე განსხვავდებოდა პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემიის კონტროლის მიხედვით. კლინიკური ცდების დროს ჰიპოგლიკემიის საერთო შემთხვევების რაოდენობა არ განსხვავდებოდა ინსულინის ასპარტსა და ადამიანის ინსულინის მიმღებ პაციენტებს შორის.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ჭარბი დოზა
ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს თანმიმდევრულ ეტაპებზე, თუ გამოიყენება პაციენტისათვის საჭიროზე ძალიან მაღალი დოზები:
მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზას ან შაქრიანი პროდუქტების პერორალური გზით მიღებით. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.
მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდებისას, რომლის დროსაც პაციენტმა გონება დაკარგა, სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს გლუკაგონი (0.5-1მგ), რომელიც შეიყვანება კუნთებში ან კანქვეშ შესაბამისად განსწავლული პირის მიერ ან გლუკოზით, რომელიც შეიყვანება ვენებში სამედიცინო სპეციალისტის მიერ. გლუკოზა ვენებში შეიყვანება, თუ პაციენტი არ რეაგირებს გლუკაგონზე 10-15 წუთში. გონების დაბრუნებისთანავე რეკომენდებულია პაციენტისათვის პერორალურად ნახშირწყლების მიცემა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს. საინექციო ინსულინები და ანალოგები, ხანგრძლივად მოქმედი.
ათქ კოდი: A10AB05.
მოქმედების მექანიზმი
ნოვორაპიდის® მოქმედება იწყება უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის, გლუკოზის უფრო დაბალი კონცენტრაციით, როგორც ეს ფასდება საკვების მიღებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში. კანქვეშ ინექცირების შემდეგ ნოვორაპიდის® მოქმედების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის.
როდესაც ნოვორაპიდი® ინექციით შეიყვანება კანქვეშ, მოქმედების დაწყება აღინიშნება ინექცირებიდან 10-20 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი მიირწევა ინექცირებიდან 1-3 საათის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა არის 3-დან 5 საათამდე.
ინსულინ ასპარტი მოლარულ საფუძველზე ადამიანის ხსნადი ინსულინის ექვიპოტენციურია.
მოზრდილები: ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ნოვორაპიდის მიღებისას სისხლში პოსტპრანდიალური გლუკოზა უფრო დაბალია, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შეყვანისას. ორი გრძელვადიანი ღია ეტიკეტის ცდის დროს, რომლებიც ჩატარდა ტიპი 1 დიაბეტის მქონე 1,070 და 884 პაციენტში, შესაბამისად, ნოვორაპიდის® შეყვანის შედეგად გლიკირებული ჰემოგლობინი შემცირდა 0.12 პროცენტით და 0.15 პროცენტით ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით; აღნიშნულ სხვაობას მცირე კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია.
ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებული კლინიკური ცდებისას გამოვლინდა, რომ ღამის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი უფრო დაბალია ინსულინ ასპარტის შემთხვევაში, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. დღის განმავლობაში ჰიპოგლიკემიის რისკი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ცდისას ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ინსულინ ასპარტსა და ადამიანის ხსნად ინსულინს შორის ფარმაკოდინამიკური თვისებების მხრივ სხვაობა ისეთივე იყო, როგორიც დიაბეტის მქონე ჯანმრთელ სუბიექტებსა და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში გამოყენებისას ნოვორაპიდმა® აჩვენა ადამიანის ხსნადი ინსულინის მსგავსი გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლი.
ბავშვებსა და 2-17 წლის მოზარდებში ჩატარებული კლინიკური ცდებისას ინსულინ ასპარტის ფარმაკოდინამიკური პროფილი ბავშვებში ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში.
ნოვორაპიდის® ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბოლუსური ინსულინის სახით შეყვანისას ინსულინ დეტემირთან ან ინსულინ დეგლუდეკთან კომბინაციაში ბაზალური ინსულინის სახით შესწავლილ იქნა 12 თვემდე ორი რანდომიზებული კონტროლირებული კლინიკური ცდებისას მოზარდებსა და 1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (n=712). ცდებში ჩართული იყო 1-5 წლის 167 ბავშვი, 6-11 წლის 260 ბავშვი და 12-17 წლის 285 მოზარდი. HbA1c და უსაფრთხოების პროფილის მხრივ გაუმჯობესება ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთნაირი იყო.
ორსულობა: კლინიკურმა ცდამ, რომლის დროსაც მოხდა ინსულინ ასპარტის და ადამიანის ხსნადი ინსულინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება ტიპი 1 დიაბეტის მქონე ორსული ქალების მკურნალობისას (322 ექსპოზირებული ორსულობა), არ აჩვენა ინსულინ ასპარტის რაიმე უარყოფითი ზემოქმედება ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
გარდ ამისა, კლინიკური ცდის მონაცემებით, რომლის დროსაც გესტაციური დიაბეტის მქონე 27 ქალი რანდომიზებული იყო ინსულინ ასპარტით მკურნალობაზე ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, მკურნალობებს შორის უსაფრთხოების პროფილი ერთიდაიგივე იყო, აგრეთვე პოსტპრანდიული გლუკოზის კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო ინსულინ ასპარტის მიმღებ ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნოვორაპიდის® ჩანაცვლება ამინომჟავას პროლაინის ასპარტის მჟავათი B28 პოზიციაზე ამცირებს ჰექსამერების წარმოქმნის ტენდენციას, როგორც ეს გამოვლენილია ადამიანის ხსნად ინსულინთან. შესაბამისად, ნოვორაპიდი უფრო სწრაფად შეიწოვება კანქვეშა ფენიდან, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი.
მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს საშუალოდ არის ადამიანის ხსნადი ინსულინის დროის ნახევარი. საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 492 პმოლ/ლ მიიღწეოდა კანქვეშ 0.15 ერთ/კგ სხეულის წონაზე კანქვეშა დოზის შეყვანიდან 40 წუთში, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში. ინსულინის კონცენტრაციები საბაზისო მნიშვნელობას უბრუნდებოდა დოზის შეყვანიდან დაახლოებით 4-6 საათში. აბსორბციის სიჩქარე რამდენადმე უფრო დაბალი იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რის შედეგადაც Cmax (352+240 პმოლ/ლ) იყო უფრო დაბალი, ხოლო tmax - უფრო დაყოვნებული (60 წუთი). მაქსიმალური კონცენტრაციის დროის ინდივიდუალური ცვალებადობა მნიშვნელოვნად უფრო დაბალია ნოვორაპიდის® შემთხვევაში, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში, ხოლო ნოვორაპიდის® შემთხვევაში Cmax-ის ინდივიდუალური ცვალებადობა უფრო დიდია.
ბავშვები და მოზარდები: ნოვორაპიდის® ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები შესწავლილ იქნა ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. ინსულინ ასპარტი ორივე ასაკობრივ ჯგუფში სწრაფად შეიწოვებოდა, tmax ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში. მიუხედავად ამისა, Cmax განსხვავდებოდა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, რაც ხაზს უსვამს ნოვორაპიდის® ინდივიდუალური ტიტრირების მნიშვნელობას.
ხანდაზმულები: ინსულინ ასპარტისა და ადამიანის ხსნადი ინსულინის ფარმაკოკინეტიკური თვისებების შედარებითი სხვაობები ტიპი 2 დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ისეთივე იყო, როგორიც ჯანმრთელ მოხალისეებსა და დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა აბსორბციის სიჩქარის შემცირება, რის შედეგედაც გაიზარდა tmax (82 წუთი), ხოლო Cmax ისეთივე იყო, როგორიც ტიპი 2 დიაბეტის მქონე უფრო ახალგაზრდა პაციენტებში და ოდნავ უფრო დაბალი ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნა tmax-ის დაყოვნება დაახლოებით 85 წუთით (50 წუთი ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში), ხოლო AUC, Cmax და CL/F იყო ერთნაირი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ჩატარდა ინსულინ ასპარტის ერთი დოზის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ნორმალურიდან მწვავე ხარისხამდე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე 18 პაციენტში. არ გამოვლინდა კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების რაიმე აშკარა ეფექტი ინსულინ ასპარტის AUC, Cmax, CL/F და tmax-ზე. კვლევაში არ მონაწილეობდნენ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, რომლებიც საჭიროებდნენ დიალიზით მკურნალობას.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისათვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კარცინოგენური პოტენციალის ან რეპროდუქციის მიმართ ტოქსიკურობის კვლევების საფუძველზე.
ადამიანის უჯრედების ინ ვიტრო ტესტებისას, რომლის დროსაც შესწავლილ იქნა შეკავშირება ინსულინთან და IGF-1 რეცეპტორის უბნებთან და ეფექტები უჯრედების ზრდაზე, ინსულინ ასპარტის მოქმედება ძლიერ ჰგავდა ადამიანის ისნულინის მოქმედებას. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ინსულინ ასპარტის ინსულინის რეცეპტორთან ბმის დაშლა ადამიანის ინსულინის მსგავსია.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცეროლი, ფენოლი, მეტაკრეზოლი, თუთიის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისთვის) და საინექციო წყალი.
შეუთავსებლობები
ნოვორაპიდზე® დამატებულმა სუბსტანციებმა შეიძლება გამოიწვიონ ინსულინ ასპარტის დაშლა.
არ შეიძლება ამ პროდუქტის გაზავება ან შერევა სხვა პროდუქტებთან, გარდა იმ საინფუზიო ხსნარებისა, რომლებიც მოცემულია პუნქტში დოზირება.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
გახსნის წინ: შეინახეთ მაცივარში (2°C–8°C). შეინახეთ გაგრილების ელემენტისგან მოშორებით.
გამოყენებისას ან სათადარიგო დანიშნულებით ტარებისას: შეინახეთ 300C-მდე. შეიძლება მაცივარში შენახვა (2°C–8°C). გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში.
არ გაყინოთ.
შეინახეთ ნოვორაპიდი® ფლექსპენი® კალმის თავსახურით სინათლის ზემოქმედებისაგან მისი დაცვის მიზნით.
ნოვორაპიდი® უნდა ინახებოდეს ჭარბი სითბოსა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ეტიკეტსა და კოლოფზე.
კონტეინერის სახეობა და შემცველობა
3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპი 1 შუშა) დგუშით (ბრომობუტილის) და რეზინის თავსახურით (ბრომობუტილ/პოლისოპრენი) წინასწარ შევსებულ მრავალდოზიან ერთჯერად პოლიპროპილენის კალამში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში. შეფუთვის ზომებია 1, 5 და 10 წინასწარ შევსებული კალამი. ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი.
მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები
დაუშვებელია ნემსებისა და ნოვორაპიდი® ფლექსპენის® გამოყენება სხვადასხვა პირების მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.
ნოვორაპიდის® გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის სუფთა და უფერო, ან თუ ის გაყინულია.
პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.
ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება საინფუზიო ტუმბოს სისტემაში (CSII), როგორც ეს აღწერილია შეყვანის წესში. შესწავლილია პოლიეთილენის ან პოლიოლეფინისგან დამზადებული შიდა ზედაპირის მასალის მქონე მილები და დადგენილია მათი შეთავსებადობა ტუმბოში გამოსაყენებლად.
გადაუდებელი შემთხვევის დროს (ჰოსპიტალიზაციის ან ინსულინის კალმის გაფუჭების დროს) შეიძლება ნოვორაპიდის® ამოღება ფლექსპენიდან® 100 ე ინსულინის შპრიცით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
NovoNordisk A/S, ნოვო ალე, DK-2880 ბაგსვერდი, დანია
მწარმოებელი
Novo Nordisk Producao Farmaceutica do Brasil Ltda.
ავენიდა C, 1413, ინდუსტრიული უბანი, მონტე კარლო - მინა გერა, ბრაზილია 39404-004
ნოვორაპიდი®, ფლექსპენი®, ნოვოფაინი®და ნოვოტვისტი®
სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის კომპანიას
Novo Nordisk A/S, დანია.
© 2021
Novo Nordisk A/S
NovoRapid® საინექციო ხსნარის FlexPen®-ში გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის
ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები FlexPen®-ის გამოყენებამდე. ინსტრუქციის დაუცველობის შემთხვევაში შესაძლებელია მიიღოთ ძალიან მცირე ან ძალიან დიდი რაოდენობის ინსულინი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ან დაბალი დონე.
თქვენი FlexPen® არის წინასწარ შევსებული ინსულინის კალმისტარი დოზების გრადუირებით. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ 1-დან 60 ერთეულამდე მატება 1 ერთეულის ფარგლებში. FlexPen® განკუთვნილია NovoFine® ანდა NovoTwist®-ის 8 მმ სიგრძის ერთჯერად ნემსებთან ერთად გამოყენებისთვის. გამოიყენეთ სიფრთხილით, ყოველთვის ატარეთ ინსულინის სათადარიგო მიწოდების მოწყობილობა იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენი FlexPen® დაიკარგა ან დაზიანდა.
კალმის მოვლა
თქვენი FlexPen® უნდა გმაოიყენო სიფრთხილით.
ფრთხილად მოეპყარით თქვენს FlexPen-ს .
თუ ის დავარდა , დაზიანდა ან დაიმსხვრა, არსებობს ინსულინის გაჟონვის რისკი. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი დოზირება და შედეგად გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ან დაბალი დონე.
თქვენ უნდა გაწმინდოთ თქვენი FlexPen® გარედან სამედიცინო ტამპონით. არ დაასველოთ არ გარეცხოთ, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს კალმისტარი.
არ შეავსოთ ხელახლა თქვენი FlexPen®.
თქვენი NovoRapid® FlexPen® მომზადება
შეამოწმეთ თქვენი კალმის დასახელება და ფერადი ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი FlexPen® შეიცავს ინსულინის სწორ ტიპს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ იღებთ ინსულინის ერთ ტიპზე მეტს. თუ მიიღებთ ინსულინის არასწორ ტიპს, სისხლში შაქრის შემცველობა შეიძლება ძალიან მაღალი ან დაბალი იყოს.
A
მოხსენით კალმისტრის თავსახური
B
მოაცილეთ დამცავი ბუნიკი ახალ ერთჯერად ნემსს.
დაამაგრეთ ნემსი პირდაპირ და მჭიდროდ თქვენს FlexPen®-ზე.
C
მოხსენით ნემსის გარე თავსახური და შეინახეთ .
D
მოხსენით ნემსს შიდა თავსახური და გადააგდეთ ის.
დაუშვებელია ნემსზე შიდა თავსახურის ხელახლა მორგება. შესაძლებელია შეგერჭოთ.
ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი თითოეული ინექციის თვის კონტამინაციისგან, ინფქციის, ინსულინის გადმოჟონვის, ნემსის ბლოკირების და არასწორი დოზირებისგან თავის დასაცავად.
იყავით ყურადღებით, რათა არ დააზიანოთ ნემსი გამოყენებამდე.
ინსულინის დინების შემოწმება
თითოეულ ინექციამდე, ჩვეულებრივ გამოყენებისას, კარტრიჯში შეიძლება მოგროვდეს ჰაერის მცირე მოცულობა. ჰაერის ინექციისგან თავის არიდების მიზნით და სწორი დოზის უზრუნველსაყოფად:
E
მოაბრუნეთ დოზის სელექტორი 2 ერთეულისკენ.
F
დაიჭირეთ თქვენი FlexPen® ნემსით ზევით და რბილად დააჭირეთ კარტრიჯს თითით ცოტა ხნით, რათა კარტრიჯის ზედა ნაწილში შეგროვდეს ჰაერის ბუშტუკები.
G
ნემსის ზევითკენ მდგომარეობის შენარჩუნებით, დააჭირეთ მოქმედების ღილაკს ბოლომდე. დოზის სელექტორი დაუბრუნდება 0-ს.
ნემსის წვეტზე გამოჩნდება ინსულინის წვეთი. თუკი არ გამოჩნდა, გამოცვალეთ ნემსი და გაიმეორეთ პროცედურა არა უმეტეს 6-ჯერისა.
თუკი ინსულინი კვალავ არ გამოჩნდა, კალმისტარი არის წუნდებული, და თქვენ უნდა გამოიყენოთ ახალი.
დარწმუნდით რომ ნემსზე გამოჩნდეს წვეთი ინექციამდე. ეს ნიშნავს რომ ინსულინი გამოდის. წვეთის არგამოჩენის შემთხვევაში დაუშვებელია ინსულინის ინექცია მიუხედავად იმისა, რომ სელექტორი მოძრაობს. ეს მიუთითებს ნემსის დახშობაზე ან დაზიანებაზე.
ინექციამდე ყოველთვის შეამოწმეთ ნაკადი. თუ არ შეამოწმებთ ნაკადს, შესაძლებელია მიიღოთ ინსულინის ძალიან მცირე რაოდენობა ან საერთოდ არ მიიღოთ ის რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე.
შეარჩიეთ თქვენი დოზა
შეამოწმეთ, რომ დოზის სელექტორი იყოს 0-ზე.
H
მოაბრუნეთ დოზის სელექტორი იმ ერთეულის რიცხვის შესარჩევად, რომლის ინექცია გესაჭიროებათ.
დოზის კორექტირება შესაძლებელია დოზის სელექტორის გადაადგილებით ზევით ან ქვევით, სანამ ისარი არ გაუსწორდება ნიშნულს. დოზის სელექტორის გადაადგილებისას, იყავით ყურადღებით, რომ არ დააჭიროთ მოქმედების ღილაკს, რადგან ამ შემთხვევაში გამოვა ინსულინი.
თქვენ ვერ შეარჩევთ დოზას, რომელიც აღემატება კარტრიჯში დარჩენილ ერთეულთა რაოდენობას.
(ნახატი) შერჩეულია 5 ერთეული, შერჩეულია 24 ერთეული
ყოველთვის გამოიყენეთ დოზის სელექტორი და ნიშნული იმისათვის რომ ნახოთ რამდენი ერთეულია შერჩეული ინსულინის ინექციამდე.
არ დაითვალოთ კალმის ხმა. არასწორი დოზის შერჩევის ან ინექციისას, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მაღალი ან დაბალი იყოს. არ გამოიყენოთ ნარჩენი შკალა, იგი მიუთითებს მხოლოდ დაახლოებით რა აროდენობის ინსულინია კალამში დარჩენილი.
ინექციის განხორციელება
შეარჭეთ ნემსი კანში, გამოიყენეთ ინექციის ის ტექნიკა, რომელიც იყო ნაჩვენები თქვენი ექიმის ანდა ექთნის მიერ.
I
მოახდინეთ დოზის ინექცია მოქმედ ღილაკზე დააჭირეთ ბოლომდე, სანამ ნიშნული არ გაუსწორდება 0-ს. იყავით ყურადღებით, რათა ინექციის დროს დააჭიროთ მხოლოდ ღილაკს.
დოზის სელექტორის ბრუნვა არ მოახდენს ინსულინის ინექციას.
J
ღილაკზე თითი დააჭირეთ ბოლომდე და ნემსი დააყოვნეთ კანქვეშ 6 წამის განმავლობაში. ეს უზრუნველყოფს, რომ მოხდეს სრული დოზის ინექცია.
გამოიღეთ კანიდან ნემსი და აუშვით თითი ღილაკს.
ინექციის შემდეგ სელექტორი უნდა დაუბრუნდეს 0-ს. თუ დოზის სელექტორი გაჩერდება ვიდრე იგი დაუბრუნდება 0-ს, არ მოხდება სრული დოზის მიღება რაც გამოიწვევს სისხლში შაქრის ძალიან მაღალ ან დაბალ დონეს.
K
მიიტანეთ ნემსი დიდ გარე თავსახურში, ამ დიდი გარე თავსახურის ხელუხლებლად, როდესაც ნემსი დაიფარება, ფრთხილად მიაწექით ნემსის დიდ გარე თავსახურს და შემდეგ მოხსენით ნემსი.
მოაცილეთ ის ფრთხილად და დააბრუნეთ კალმისტრის თავსახური თავის ადგილას.
ყოველთვის მოაცილეთ ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ და შეინახეთ თქვენი FlexPen® დამაგრებული ნემსის გარეშე. შედეგად შემცირდება დაბიძნურების, ინფექციის, ინსულინის გამოდსვლის, ნემსის ბლოკირების და არაზუსტი დოზირების რისკი.
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მომსახურე პირები უნდა ძალიან მფრთხალად გამოიყენონ ნემსები, ნემსის ჩხვლეტის და ჯვარედინი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
გადააგდეთ გამოყენებული FlexPen® ფრთხილად, დამაგრებული ნემსის გარეშე.
ნემსები და NovoRapid® FlexPen® არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა პირების მიერ. შესაძლებელია გამოიწვიოს ჯვარედინი ინფიცირება.
არ გადასცეთ კალამი სხვა პირებს. თქვენი პრეპარატი მავნებელი იქნება მათთვის.
კალამი და ნემსები შეინახეთ სხვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


