ნოვორაპიდი პენფილი
NovoRapid® Penfill®
- მოქმედი ნივთიერება
- insulin aspart
- ფორმა და შეფუთვა
- 100სე/მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი და ი.ვ. საინექციო ხსნარი კარტრიჯი №5
- მწარმოებელი
- Novo Nordisk Producao Farmaceutica do Brasil Ltda, ბრაზილია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სწრაფი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
- ATC კოდი
- A10AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043491
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2025, მოქმედებს 26 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Novo Nordisk A/S (დანია)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნოვორაპიდი პენფილი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
NovoRapid® წარმოადგენს სწრაფმოქმედ ინსულინის ანალოგს. NovoRapid®-ის დოზირება არის ინდივიდუალური და განისაზღვრება პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ გამოიყენება საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან, დღეში მინიმუმ ერთჯერადად. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზას მონიტორინგის და ინსულინის დოზის კორექტირება ოპტიმალური გლიკემური კონტროლის მისაღწევად.
ზრდასრულებსა და ბავშვებში ინსულინის ინდივიდუალური მოთხოვნა ჩვეულებრივ არის 0.5 და 1.0 ერთეული/კგ/დღეში. ბაზალურ-ბოლუსური მკურნალობის რეჟიმის დროს, ამ მოთხოვნის 50-70% შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი NovoRapid®-ის მეშვეობით, ხოლო დანარჩენი - საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის მეშვეობით. დოზირების კორექტირება შეიძლება გახდეს აუცილებელი, თუკი პაციენტს გაეზრდება ფიზიკური აქტივობა, შეეცვლება მისი ჩვეულებრივი დიეტა ან თანმხლები დაავადების დროს.
NovoRapid® გამოირჩევა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყებით და უფრო მოკლე ხანგრძლივობით, ვიდრე ადამიანის ინსულინი.
მოქმედების უფრო სწრაფი დაწყების გამო, NovoRapid® ჩვეულებრივ მიიღება საჭმლის მიღებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, NovoRapid® შეიძლება იყოს მიღებული საჭმლის მიღებიდან მალევე.
უფრო მოკლე ხანგრძლივობის გამო, NovoRapid® გააჩნია ღამის ჰიპოგლიკემური ეპიზოდების გამოწვევის უფრო დაბალი რისკი.
განსაკუთრებული პოპულაციები
ყველა ინსულინის პროდუქტის მსგავსად, მოხუცებულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, უნდა იყოს ინტენსიფიცირებული გლუკოზის მონიტორინგი და ინდივიდუალურ საფუძველზე კორექტირებული ინსულინის დოზირება.
პედიატრიული პოპულაცია
NovoRapid® შეიძლება იყოს გამოყენებული მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან ხსნადი ადამიანის ინსულინის მაგივრად, როდესაც მოქმედების სწრაფი დაწყება უფრო ხელსაყრელია. მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული ინექციის დროის შერჩევისას. NovoRapid®-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა. მონაცემები არ არსებობს.
ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლა
ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლისას, NovoRapid®-ის დოზის და საბაზისო ინსულინის დოზის კორექტირება შესაძლოა გახდეს აუცილებელი.
გამოყენების მეთოდი
ნოვორაპიდი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მკლავში, მხარში ან დუნდულაში ინექცირების გზით. ერთსადაიმავე მიდამოში საინექციო ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის რისკის შემცირების მიზნით და კანის ამილოიდოზი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები). როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, მუცლის კედელში კანქვეშ ინექცირება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აბსორბციას, ვიდრე სხვა საინექციო ადგილებში ინექცირება.
მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავდება დოზის, ინექციის ადგილის, სისხლის მიმოქცევის, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონიდან გამომდინარე. თუმცა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყება, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, ნარჩუნდება ინექციის ადგილის მიუხედავად.
NovoRapid® Penfill® შემუშავებულია ნოვო ნორდისკის ინსულინის მისაღები სისტემით ან NovoTwist® ნემსებით გამოყენებისთვის.
ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზია (CSII):
NovoRapid® შეიძლება გამოიყენებოდეს ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზიისთვის (CSII) ინსულინის ინფუზიისთვის განკუთვნილ ტუმბოს სისტემაში. ინექცია (CSII) უნდა იყოს გაკეთებული მუცლის კედელში. ინფუზიის ადგილი უნდა იცვლებოდეს.
ინსულინის ინფუზიის ტუმბოსთან ერთად გამოყენებისას, NovoRapid® არ უნდა იყოს შერეული ინსულინის სხვა პროდუქტებთან.
პაციენტები, CSII-ის გამოყენებისას, უნდა იყვნენ დეტალურად ინფორმირებული ტუმბოს სისტემის გამოყენების შესახებ და გამოიყენონ სწორი რეზერვუარი და ტუმბოს სისტემის მილები. საინფუზიო კომპლექტი (მილი და კათეტერი) უნდა გამოცვალოთ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მოყვანილია საინფუზიო კომპლექტთან ერთად მიწოდებულ პროდუქტზე ინფორმაციაში.
NovoRapid® CSII-ის მეშვეობით NovoTapid-ის მიმღებ პაციენტებს უნდა გააჩნდეთ ინსულინის ალტერნატიული საშუალება, ტუმბოს სისტემის დაზიანების შემთხვევისთვის.
ინტრავენური გამოყენება:
აუცილებლობის შემთხვევაში, NovoRapid® შეიძლება მიიღებოდეს ინტრავენურად, მაგრამ მხოლოდ ექიმის ან ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მეშვეობით, თუ შესაძლებელია.
ინტრავენური გამოყენებისთვის, საინფუზიო სისტემა, NovoRapid® 100 ერთეული/მლ ინსულინი ასპარტის კონცენტრაციით 0.05 ერთეული/მლ-დან 1.0 ერთეული/მლ-მდე, 0.9% ნატრიუმ ქლორიდის, 5% დექსტროზა ან 10% დექსტროზა, 40 მმოლ/ლ კალიუმის ქლორიდთან ერთად, ინფუზიის სითხეში, საინფუზიო პოლიპროპილენის საინფუზიო ჩანთების გამოყენებით, შეინახება ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატი რჩება სტაბილური მეტი დროის განმავლობაშიც, თუმცა ინსულინის გარკვეული ოდენობა იქნება აბსორბირებული საინფუზიო ჩანთის მიერ. ინსულინის ინფუზიის დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგი.
უკუჩვენებები
აქტიური სუბსტანციისა თუ სხვა დამატებითი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
გამოყენებისას სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დროის სხვადასხვა სარტყელში მოგზაურობამდე, პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევა, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს ინსულინი და კვება სხვადასხვა დროს.
ჰიპერგლიკემია
არაადეკვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით პირველი ტიპის დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია ან დიაბეტური კეტოაციდოზი.
ჰიპოგლიკემია
კვების მიღების გამოტოვებას ან დაუგეგმავ, დაძაბულ ვარჯიშს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
განსაკუთრებით ბავშვებში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ინსულინის დოზების დასამთხვევად (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსურ რეჟიმებში) საკვების მიღებასთან, ფიზიკურ აქტივობასთან და სისხლში არსებულ გლუკოზას დონესთან ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.
ჰიპოგლიკემია შეიძლება წარმოიქმნას, თუკი ინსულინის დოზა არის ძალიან დიდი ინსულინის მოთხოვნასთან შედარებით.
პაციენტებმა, რომელთაც სისხლში გლუკოზის კონტროლის მაჩვენელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგ. ინტენსიფიცირებული ინსულინის თერაპიით, შეიძლება განიცადონ ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეულებრივი გამაფრთხილებელი სიმპტომებში და საჭიროებენ ექიმის რჩევას. ჩვეულებრივი გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
სწრაფმოქმედი ინსულინის ანალოგის ფარმაკოდინამიკის შედეგი არის ის, რომ თუკი ჰიპოგლიკემია წარმოიქმნება, ის შეიძლება წარმოიქმნას ინიექციის შემდგომ უფრო მალე, ხსნად ადამიანის ინსულინთან შედარებით.
ვინაიდან NovoRapid® უნდა გამოიყენებოდეს საჭმლის მიღებასთან დაუყოვნებლივ კავშირში, მოქმედების სწრაფი დაწყება უნდა მიიღებოდეს მხედველობაში თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში ან მკურნალობისას, სადაც ნავარაუდევია კვების შენელებული აბსორბცია.
თანმხლები დაავადება, განსაკუთრებით ინფექციები და ციებ-ცხელების ნიშნები, ჩვეულებრივ ზრდის პაციენტების მოთხოვნას ინსულინში. თირკმლის, ღვიძლის თანმხლები დაავადებები ან თირკმელზედა, ჰიპოფიზისა და ფარისებრი დაზიანებულმა ჯირკვალმა შეიძლება მოითხოვოს ცვლილება ინსულინის დოზაში.
როდესაც პაციენტები გადადიან ინსულინის სხვადასხვა ტიპის პროდუქტებიდან, ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება იყოს ნაკლებად გამოკვეთილი, ვიდრე განვითარებული წინა ინსულინის დროს.
ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადაყვანა
პაციენტის ინსულინის სხვა ტიპსა თუ ბრენდზე (მაგ. სიძლიერის ანდა მწარმოებლის მიხედვით) გადაყვანა უნდა იყოს განხორციელებული მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობით და შეიძლება მოითხოვდეს დოზირების ან დღიური ინიექციების რაოდენობის ცვლილებას იმასთან შედარებით, რაც გამოიყენებოდა მათი ჩვეულებრივი ინსულინის პროდუქტის დროს. თუკი საჭიროა კორექტირება, ეს შეიძლება განხორციელდეს პირველი დოზის დროს ან პირველი რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში.
რეაქციები ინიექციის ადგილას
ინსულინის სხვა თერაპიის მსგავსად, შეიძლება წარმოიქმნას ინიექციის ადგილის რეაქციები, რაც მოიცავს ტკივილს, სიწითლეს, ურტიკარიას, ანთებას, სისხლჩაქცევას, შეშუპებას და ქავილს. ინიექციის ადგილის ცვლილებამ მოცემული ზონის ფარგლებში შეიძლება ხელი შეუწყოს ამ რეაქციების განვითარების შემცირებას. რეაქციები ჩვეულებრივ დაიძლევა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდში. იშვიათ შემთხვევებში, ინიექციის ადგილის რეაქციების შეიძლება გახდეს საჭირო NovoRapid®-ს მიღების შეწყვეტა.
კანის და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.
თიაზოლიდინდიონებისა და ინსულინის სამედიცინო პროდუქტების კომბინაცია
გულის ქრონიკული უკმარისობის დაფიქსირების შემთხვევებში, როდესაც თიაზოლიდინდიონები გამოიყენება ინსულინთან კომბინაციაში, განსაკურებით გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს უნდა იყოს გათვალიწინებული, თუკი ნავარაუდევია თიაზოლიდინდიონისა და ინსულინის სამედიცინო პროდუქტების კომბინაციით მკურნალობა. თუკი ეს კომბინაცია გამოიყენება, პაციენტი უნდა იყოს დაკვირვებული გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნებსა და სიმპტომებზე წონის მომატებასა და ედემაზე. თიაზოლიდინდიონების მიღება უნდა შეწყდეს თუ შეინიშნება გულის მხრივ სიმპტომების რაიმე სახის დარღვევა.
შემთხვევითი შერევის/შეცდომით გამოყენების თავიდან აცილება
საჭიროა პაციენტებისთვის მითითება რომ ყოველთვის შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ შეცდომით შერევის თავიდან ასაცილებლად NovoRapid® -სა და ინსულინის სხვა პროდუქტებს შორის.
ინსულინის ანტისხეულები
ინსულინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ანტისხეულების ფორმირება. იშვიათად, მსგავსი ანტისხეულების არსებობამ შეიძლება საჭირო გახადოს ინსულინის დოზის კორექცია ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექციის მიზნით.
სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ცნობილია, რომ რამდენიმე სამედიცინო პროდუქტი შედის ურთიერთქმედებაში გლუკოზის მეტაბოლიზმთან.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტის ინსულინის მოთხოვნები:
პერორალური ანტიდიაბეტური პროდუქტები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორი (MAOI), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორი, სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტის ინსულინის მოთხოვნები:
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.
ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდ/ლანრეოტიდს შეუძლია როგორც გაზარდოს, ისევე შეამციროს ინსულინში მოთხოვნები.
ალკოჰოლს შეუძლია მოახდინოს ინსულინის ჰიპოგლიკემიის ეფექტის ინტენსიფიცირება ან შემცირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კლინიკურმა კვლევამ, რომლის ფარგლებში ინსულინი ასპარტის უსაფრთხოება და ეფექტურობა იყო შედარებული ადამიანის ხსნად ინსულინთან პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ორსული ქალების მკურნალობისას (322 კვლევას დაქვემდებარებული ორსული), არ აჩვენა ორსულობაზე ინსულინი ასპარტის ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე რაიმე გვერდითი ეფექტი.
ამასთან, კლინიკური კვლევის მონაცემებით, რომელმაც მოიცვა ჰესტაციური დიაბეტის მქონე 27 ქალი, რანდომიზებული ინსულინი ასპარტით მკურნალობამ ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, აჩვენა უსაფრთხოების მსგავსი პროფილები, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კვების მიღების შემდგომი გლუკოზის კონტროლში ინსულინი ასპარტით ნამკურნალებ ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
NovoRapid®-ში პროლინის ამინომჟავის ჩანაცვლება ასპარტის მჟავით პოზიციზე B28 ამცირებს ჰექსამერის ფორმირების ტენდენციას, როგორც ეს შეინიშნება ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში. ამიტომ NovoRapid® უფრო სწრაფად აბსორბირდება კანქვეშა შრეებიდან ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.
მაქსიმალური კონცენტრაციის დრო საშუალოდ არის იმის ნახევარი, რაც ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში. პლაზმაში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია - 492 პმოლ/ლ მიიღწევა 0.15 ერთეული/კგ სხეულის წონის პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში კანქვეშა დოზიდან 40 წუთის შემდეგ. ინსულინის კონცენტრაცია უბრუნდება საწყის დონეს დოზიდან დაახლოებით 4-6 საათში. აბსორბციის დონე უფრო ნელია მეორე ტიპის დიაბეტურ პაციენტებში, რაც გამოიხატება უფრო დაბალ Cmax (352± 240 პმოლ/ლ) და უფრო გვიან tmax (60 წუთი). ინტრაინდივიდუალური სხვაობა დროში მაქსიმალურ კონცენტრაციამდე მნიშვნელოვნად ნაკლებია NovoRapid®-სთვის, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის, მაშინ როდესაც ინტრაინდივიდუალური სხვაობა Cmax-ში NovoRapid®-თვის არის უფრო ფართო.
ბავშვები და მოზარდები: NovoRapid®-ის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები იყო გამოკვლეული ბავშვებსა და მოზარდებში პირველი ტიპის დიაბეტით. ინსულინი ასპარტი სწრაფ აბსორბირებას ახდენს ორივე ასაკობრივ ჯგუფში, მსგავსი tmax-ით ზრდასრულებში. თუმცა Cmax განსხვავდება ასაკობრივ ჯგუფებში, რაც ხაზს უსმევს NovoRapid®-ის ინდივიდუალური ტიტრირების მნიშვნელოვანს.
ხანდაზმულები: შესაბამისი განსხვავებები ფარმაკინეტიკურ თვისებებში ინსულინი ასპარტისა და ადამიანის ხსნად ინსულინში მოხუცებულ პაციენტებში მეორე ტიპის დიაბეტით იყო მსგავსი იმისა, რაც იყო დაკვირვებული ჯანმრთელ სუბიექტებში და დიაბეტის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში. აბსორბციის შემცირებული დონე შეინიშნებოდა მოხუცებულ სუბიექტები, უფრო დაგვიანებული tmax-ით (82 წუთი), მაშინ როდესაც Cmax იყო მგავსი იმისა, რაც შეინიშნებოდა ახალგაზრდა პაციენტებში მეორე ტიპის დიაბეტით და ოდნავ დაბალი, ვიდრე დიაბეტის პირველი ტიპის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში tmax იყო დაგვიანებული დაახლოებით 85 წუთით (50 წუთი სუბიექტებში ნორმალური ჰეპატური ფუნქციით), მაშინ როდესაც AUC, Cmax და CL/F იყო მსგავსი.
თირკმლის უკმარისობა: ჩატარდა ინსულინი ასპარტის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა 18 სუბიექტში ნორმალურიდან მძიმემდე დაქვეითებული თირკმლის ფუნქციით. არ იქნა აღმოჩენილი ინსულინის ასპარტის აშკარა ეფექტი კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების AUC, Cmax და CL/F-ზე. მონაცემები იყო შეზღუდული სუბიექტებში თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე სუბიექტები, რომელთაც ესაჭიროებათ დიალიზის მკურნალობა, არ იყვნენ გამოკვლეული.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
არაკლინიკური მონაცემები არ ცხადყოფენ სპეციალურ საფრთხეს ადამიანებისთვის, რაც ეფუძნება ფარმაკოლოგიის უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის და რეპროდუქციის მიმართ გენოტოქსიკურობის კონვენციური კვლევების საფუძველზე.
in vitro ტესტებში, მათ შორის ინსულინთან და IGF-1 რეცეპტორის ადგილების კავშირსა და უჯრედების ზრდაზე ზემოქმედება, ინსულინის ასპარტი მოქმედებს ისეთი გზით, რაც ძალიან ჰგავს ადამიანის ინსულინს. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ინსულინის ასპარტის ინსულინის რეცეპტორის კავშირის დაშლა არის ადამიანის ინსულინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცეროლი, ფენოლი, მეტაკრეზოლი, თუთიის ქლორიდი, დინატრიუმი ფოსფატი დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექტირებისთვის) და საინექციო წყალი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ სისხლში შაქრის დონე დაბალი ან მაღალია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრირების და რეაგირების უნარზე და შესაბამისად, ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება სახიფათო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის. გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს, შეძლებთ თუ არა ავტომობილების ან მექანიზმების მართვას:
► თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები.
► თუ გიჭირთ ჰიპოგლიკემიის ამოცნობა.
ნოვორაპიდს® აქვს სწრაფი ეფექტი. შესაბამისად, თუ ვითარდება ჰიპოგლიკემია, ხსნად ადამიანის ინსულინთან შედარებით, უფრო ადრე აღინიშნება ინექცირების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის მოკლე შეჯამება
NovoRapid®-ს მომხმარებელ პაციენტებში დაკვირვებული გვერდითი რეაქციების ძირითადად არის დაკავშირებული ინსულინის ფარმაკოლოგიურ ეფექტთან.
ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციას მკურნალობის დროს წარმოადგენს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდება პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემური კონტროლის დონიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ სექციას გ.
ინსულინით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება წარმოიქმნას რეფრაქციული ანომალიები, ედემა და ინიექციის ადგილას რეაქციები (ინიექციის ადგილას ტკივილი, სიწითლე, ურტიკარია, ანთება, სისხლჩაქცევა, შეშუპება და ქავილი). ეს რეაქციების ჩვეულებრივ გარდამავალია. სისხლში გლუკოზის კონტროლისას სწრაფი მატება შეიძლება იყოს ასოცირებული მწვავე მტკივნეულ ნეიროპათიასთან, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ინსულინის თერაპიის ინტენსიფიკაცია გლიკემურ კონტროლში მკვეთრი გაუმჯობესებით შეიძლება იყოს ასოცირებული დიაბეტური რეთინოპათიის დროებით გაუარესებასთან, მაშინ როდესაც გლიკემური კონტროლის გრძელვადიანი გაუმჯობესება ამცირებს დიაბეტური რეთინოპათიის პროგრესირების რისკს.
ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები ეფუძნება კლინიკური ცდის მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 – 1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი - ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარი
ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*
დარრვევები ნერვული სისტემის მხრივ
იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)
დარღვევები თვალის მხრივ
არახშირი - რეფრაქციული დარღვევები
არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი - ლიპოდისტროფია*
უცნობია - კანის ამილოიდოზი*†
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას
არახშირი - შეშუპება
- იხილეთ პუნქტი „გ“
† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან
გ. შერჩევითი გვერდითი რეაქციების აღწერა
ანაფილაქტიკური რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციების წარმოქმნა (მათ შორის კანზე გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, გამონადენი, კუჭნაწლავური აშლილობა, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გართულება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) არის ძალიან იშვიათი, მაგრამ პოტენციურად შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.
ჰიპოგლიკემია
ყველაზე ხშირად დაკვირვებული გვერდითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. იგი შეიძლება წარმოიქმნას, თუკი ინსულინის დოზა ბევრად აღემატება ინსულინის მოთხოვნას. მძიმე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბინდვა ან/და კონვულსიები და გამოიხატოს ტვინის ფუნქციის დროებითი თუ მუდმივი დარღვევით ან სიკვდილით. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ჩვეულებრივ წარმოიქმნება უეცრად. ისინი შეიძლება შეიცავდეს ცივ ოფლს, გაციებულ ფერმკრთალ კანს, დაღლილობას, ნერვიულობას ან ტრემორს, შფოთვას, უჩვეულო დაღლილობას თუ სისუსტეს, დაბნეულობას, კონცენტრაციის სირთულეს, ძილიანობას, ძლიერ შიმშილს, მხედველობის ცვლილებას, თავი ტკივილს, გულისრევასა და პალპიტაციას.
კლინიკურ კველვებში, ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდებოდა პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემური კონტროლიდან გამომდინარე. კლინიკური კვლევების დროს ჰიპოგლიკემიის მთლიანი დონე არ განსხვავდებოდა ინსულინი ასპარტით ნამკურნალებ პაციენტებში ადამიანის ინსულინთან შედარებით.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ჭარბი დოზა
შეუძლებელია ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა, თუმცა ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს მომდევნო სტადიებზე, თუკი მიღებული დოზა მნიშვნელობიდან აღემეტება პაციენტის მოთხოვნებს.
ზომიერი ჰიპოგლიკემიიის ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზისა ან შაქრის პროდუქტების პერორალური მიღებით. ამიტომ რეკომენდებულია, რომ პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.
მძიმე ჰიპოგლიკემის ეპიზოდები, როდესაც პაციენტი კარგავს გონებას, შეიძლება იყოს ნამკურნალები გლუკაგონით (0.5-დან 1-მდე მგ), რომელიც შეიყვანება კუნთში ან კანქვეშ გამოცდილების მქონე პირის მეშვეობით, ან გლუკოზის ინტრავენურად მიღებით ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მეშვეობით. გლუკოზა უნდა მიიღებოდეს ინტრავენურად, თუკი პაციენტი არ პასუხობს გლუკაგონზე 10-15 წუთის განმავლობაში.
ცნობიერების აღგდენისას პაციენტისთვის რეკომენდებულია ნახშირწყლის პერორალურად მიღება რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს ინსულინი ასპარტს (insulin aspart*) 100 ერთეულს (3.5 მგ ეკვივალენტური)
1 კარტრიჯი შეიცავს 3მლ ექვივალენტურს 300 ერთეულის .
- ინსულინ ასპარტი იწარმოება რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის მეშვეობით, Saccharomyces cerevisiae გამოყენებით.
შენახვის პირობები
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპის 1 შუშა) პლუნჟერით (ბრომობუტილი) და რეზინის ხუფით (ბრომობუტილი/პოლიიზოპრენი) მუყაოს კოლოფში.
შეფუთვა შეიცავს 5 და 10 კარტრიჯს. შესაძლებელია, გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომა.
მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები
დაუშვებელია ნემსებისა და ნოვორაპიდი® პენფილის® გამოყენება სხვადასხვა პირების მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.
ნოვორაპიდის® გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის სუფთა და უფერო, ან თუ ის გაყინულია.
პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.
ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება საინფუზიო ტუმბოს სისტემაში (CSII), როგორც ეს აღწერილია შეყვანის წესში. შესწავლილია პოლიეთილენის ან პოლიოლეფინისგან დამზადებული შიდა ზედაპირის მასალის მქონე მილები და დადგენილია მათი შეთავსებადობა ტუმბოში გამოსაყენებლად.
გადაუდებელი შემთხვევის დროს (ჰოსპიტალიზაციის ან ინსულინის კალმის გაფუჭების დროს) შეიძლება ნოვორაპიდის® ამოღება 100 ე ინსულინის შპრიცით კარტრიჯიდან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს მისაღები პრეპარატები. ინსულინი და ანალოგები საინექციოდ, სწრაფმოქმედი, ATC კოდი A10AB05.
მოქმედების მექანიზმი
NovoRapid® წარმოქმნის მოქმედების უფრო სწრაფ დაწყებას ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, გლუკოზის უფრო დაბალ კონცენტრაციასთან ერთად, რაც შეფასებულია კვების მიღებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში. NovoRapid®-ს გააჩნია მოქმედების უფრო მოკლე ხანგრძლივობა ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით კანქვეშა ინექციის შემდეგ.
როდესაც NovoRapid® ინექცია კეთდება კანქვეშ, მოქმედების დაწყება წარმოიქმნება ინექციდან 10-დან 20 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება ინექციიდან 1-დან 3 საათის ინტერვალში. მოქმედების ხანგრძლივობა არის 3-დან 5 საათამდე.
ინსულინი ასპარტს მოლეკულურულ საფუძველზე გააჩნია ადამიანის ხსნადი ინსულინის თანაბარი ეფექტურობა.
მოზრდილები: დიაბეტის პირველი ტიპის მქონე პაციენტებში კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა გლუკოზის უფრო დაბალი დონე სისხლში კვების მიღების შემდეგ NovoRapid®-ის შემთხვევებში ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. ორ გრძელვადიან ღია კვლევაში, შესაბამისად 1070 და 884 პაციენტის მონაწილეობით, NovoRapid®-მა შეამცირა გლიკოზირებული ჰემოგლობინი 0.12 პროცენტული პუნქტით და 0.15 პროცენტული პუნქტით ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით; შეზღუდული კლინიკური მნიშვნელობის განსხვავება.
1 ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებში ჩატარებულ კინიკურ კვლევებში გამოვლინდა ღამის ჰიპოგლიკემიის შემცირებული რისკი ინსულინის ასპარტის გამოყენებით ადამიანის ხსნად ინსულითან შედარებით. დღის მანზილზე ჰიპოგლიკემიის რისკი არ იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი.
ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის (PK/PD) კვლევებში შესაბამისი განსხვავება ფარმაკოდინამიკურ თვისებებში ინსულინ ასპარტსა და ადმიანის ხსნად ინსულინს შორის მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში იყო მსგავსი ჯანმრთელ სუბიექტებში და დიაბეტის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში არსებული თვისებების.
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში გამოყენებისას, NovoRapid®-მა აჩვენა მსგავსი გრძელვადიანი გლუკოზის კონტროლი ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.
ბავშვებსა და 2-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ინსულინი ასპარტის ფარმაკოდინამიკური პროფილი იყო ზრდასრულებში არსებულის მსგავსი.
NovoRapid®-ს ეფექტურობა და უსაფრთხოება ბოლუსური ინსულინის სახით მიღებისას ინსულინ დეტემირთან ან ინსულინ დეგლუდეკთან კომბინაციაში ბაზალური ინსულინის სახით შესწავლილი იქნა 12 თვის მანზილზე ორ რანდომიზებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში მოზრდილებსა და 1-18 წლის ასაკის ბავშვებში (n=172) . კვლევები მოიცავდა 167 1-5 წლის, 260 6-11 წლის და 185 12-17 წლის ასაკის ბავშვს. HbA1c-ს და უსაფრთხოების პროფილის გაუმჯობესება შედარებითი იყო ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ნოვორაპიდი® პენფილი®
100 ერთეული/მლ ხსნარი კარტრიჯში.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს ინსულინი ასპარტს (insulin aspart*) 100 ერთეულს (3.5 მგ ეკვივალენტური)
1 კარტრიჯი შეიცავს 3მლ ექვივალენტურს 300 ერთეულის .
- ინსულინ ასპარტი იწარმოება რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის მეშვეობით, Saccharomyces cerevisiae გამოყენებით.
ფარმაცევტული ფორმა
სუფთა, უფერული, წყალხსნარი საინექციოდ კარტრიჯში. Penfill®.
თერაპევტული ჩვენებები
ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.
დოზირება
NovoRapid® წარმოადგენს სწრაფმოქმედ ინსულინის ანალოგს. NovoRapid®-ის დოზირება არის ინდივიდუალური და განისაზღვრება პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩვეულებრივ გამოიყენება საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან, დღეში მინიმუმ ერთჯერადად. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზას მონიტორინგის და ინსულინის დოზის კორექტირება ოპტიმალური გლიკემური კონტროლის მისაღწევად.
ზრდასრულებსა და ბავშვებში ინსულინის ინდივიდუალური მოთხოვნა ჩვეულებრივ არის 0.5 და 1.0 ერთეული/კგ/დღეში. ბაზალურ-ბოლუსური მკურნალობის რეჟიმის დროს, ამ მოთხოვნის 50-70% შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი NovoRapid®-ის მეშვეობით, ხოლო დანარჩენი - საშუალო მოქმედების და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის მეშვეობით. დოზირების კორექტირება შეიძლება გახდეს აუცილებელი, თუკი პაციენტს გაეზრდება ფიზიკური აქტივობა, შეეცვლება მისი ჩვეულებრივი დიეტა ან თანმხლები დაავადების დროს.
NovoRapid® გამოირჩევა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყებით და უფრო მოკლე ხანგრძლივობით, ვიდრე ადამიანის ინსულინი.
მოქმედების უფრო სწრაფი დაწყების გამო, NovoRapid® ჩვეულებრივ მიიღება საჭმლის მიღებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, NovoRapid® შეიძლება იყოს მიღებული საჭმლის მიღებიდან მალევე.
უფრო მოკლე ხანგრძლივობის გამო, NovoRapid® გააჩნია ღამის ჰიპოგლიკემური ეპიზოდების გამოწვევის უფრო დაბალი რისკი.
განსაკუთრებული პოპულაციები
ყველა ინსულინის პროდუქტის მსგავსად, მოხუცებულ პაციენტებსა და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, უნდა იყოს ინტენსიფიცირებული გლუკოზის მონიტორინგი და ინდივიდუალურ საფუძველზე კორექტირებული ინსულინის დოზირება.
პედიატრიული პოპულაცია
NovoRapid® შეიძლება იყოს გამოყენებული მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან ხსნადი ადამიანის ინსულინის მაგივრად, როდესაც მოქმედების სწრაფი დაწყება უფრო ხელსაყრელია. მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული ინექციის დროის შერჩევისას. NovoRapid®-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა. მონაცემები არ არსებობს.
ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლა
ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადმოსვლისას, NovoRapid®-ის დოზის და საბაზისო ინსულინის დოზის კორექტირება შესაძლოა გახდეს აუცილებელი.
გამოყენების მეთოდი
ნოვორაპიდი® შეიყვანება კანქვეშ მუცლის კედელში, ბარძაყში, ზედა მკლავში, მხარში ან დუნდულაში ინექცირების გზით. ერთსადაიმავე მიდამოში საინექციო ადგილები ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ლიპოდისტროფიის რისკის შემცირების მიზნით და კანის ამილოიდოზი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და არასასურველი ეფექტები). როგორც ყველა ინსულინური პროდუქტის შემთხვევაში, მუცლის კედელში კანქვეშ ინექცირება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აბსორბციას, ვიდრე სხვა საინექციო ადგილებში ინექცირება.
მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავდება დოზის, ინექციის ადგილის, სისხლის მიმოქცევის, ტემპერატურისა და ფიზიკური აქტივობის დონიდან გამომდინარე. თუმცა მოქმედების უფრო სწრაფი დაწყება, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, ნარჩუნდება ინექციის ადგილის მიუხედავად.
NovoRapid® Penfill® შემუშავებულია ნოვო ნორდისკის ინსულინის მისაღები სისტემით ან NovoTwist® ნემსებით გამოყენებისთვის.
ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზია (CSII):
NovoRapid® შეიძლება გამოიყენებოდეს ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზიისთვის (CSII) ინსულინის ინფუზიისთვის განკუთვნილ ტუმბოს სისტემაში. ინექცია (CSII) უნდა იყოს გაკეთებული მუცლის კედელში. ინფუზიის ადგილი უნდა იცვლებოდეს.
ინსულინის ინფუზიის ტუმბოსთან ერთად გამოყენებისას, NovoRapid® არ უნდა იყოს შერეული ინსულინის სხვა პროდუქტებთან.
პაციენტები, CSII-ის გამოყენებისას, უნდა იყვნენ დეტალურად ინფორმირებული ტუმბოს სისტემის გამოყენების შესახებ და გამოიყენონ სწორი რეზერვუარი და ტუმბოს სისტემის მილები. საინფუზიო კომპლექტი (მილი და კათეტერი) უნდა გამოცვალოთ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მოყვანილია საინფუზიო კომპლექტთან ერთად მიწოდებულ პროდუქტზე ინფორმაციაში.
NovoRapid® CSII-ის მეშვეობით NovoTapid-ის მიმღებ პაციენტებს უნდა გააჩნდეთ ინსულინის ალტერნატიული საშუალება, ტუმბოს სისტემის დაზიანების შემთხვევისთვის.
ინტრავენური გამოყენება:
აუცილებლობის შემთხვევაში, NovoRapid® შეიძლება მიიღებოდეს ინტრავენურად, მაგრამ მხოლოდ ექიმის ან ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მეშვეობით, თუ შესაძლებელია.
ინტრავენური გამოყენებისთვის, საინფუზიო სისტემა, NovoRapid® 100 ერთეული/მლ ინსულინი ასპარტის კონცენტრაციით 0.05 ერთეული/მლ-დან 1.0 ერთეული/მლ-მდე, 0.9% ნატრიუმ ქლორიდის, 5% დექსტროზა ან 10% დექსტროზა, 40 მმოლ/ლ კალიუმის ქლორიდთან ერთად, ინფუზიის სითხეში, საინფუზიო პოლიპროპილენის საინფუზიო ჩანთების გამოყენებით, შეინახება ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატი რჩება სტაბილური მეტი დროის განმავლობაშიც, თუმცა ინსულინის გარკვეული ოდენობა იქნება აბსორბირებული საინფუზიო ჩანთის მიერ. ინსულინის ინფუზიის დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგი.
უკუჩვენებები
აქტიური სუბსტანციისა თუ სხვა დამატებითი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
გამოყენებისას სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დროის სხვადასხვა სარტყელში მოგზაურობამდე, პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევა, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს ინსულინი და კვება სხვადასხვა დროს.
ჰიპერგლიკემია
არაადეკვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით პირველი ტიპის დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია ან დიაბეტური კეტოაციდოზი.
ჰიპოგლიკემია
კვების მიღების გამოტოვებას ან დაუგეგმავ, დაძაბულ ვარჯიშს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
განსაკუთრებით ბავშვებში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ინსულინის დოზების დასამთხვევად (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსურ რეჟიმებში) საკვების მიღებასთან, ფიზიკურ აქტივობასთან და სისხლში არსებულ გლუკოზას დონესთან ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.
ჰიპოგლიკემია შეიძლება წარმოიქმნას, თუკი ინსულინის დოზა არის ძალიან დიდი ინსულინის მოთხოვნასთან შედარებით.
პაციენტებმა, რომელთაც სისხლში გლუკოზის კონტროლის მაჩვენელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგ. ინტენსიფიცირებული ინსულინის თერაპიით, შეიძლება განიცადონ ცვლილება ჰიპოგლიკემიის ჩვეულებრივი გამაფრთხილებელი სიმპტომებში და საჭიროებენ ექიმის რჩევას. ჩვეულებრივი გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება გაქრეს ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
სწრაფმოქმედი ინსულინის ანალოგის ფარმაკოდინამიკის შედეგი არის ის, რომ თუკი ჰიპოგლიკემია წარმოიქმნება, ის შეიძლება წარმოიქმნას ინიექციის შემდგომ უფრო მალე, ხსნად ადამიანის ინსულინთან შედარებით.
ვინაიდან NovoRapid® უნდა გამოიყენებოდეს საჭმლის მიღებასთან დაუყოვნებლივ კავშირში, მოქმედების სწრაფი დაწყება უნდა მიიღებოდეს მხედველობაში თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში ან მკურნალობისას, სადაც ნავარაუდევია კვების შენელებული აბსორბცია.
თანმხლები დაავადება, განსაკუთრებით ინფექციები და ციებ-ცხელების ნიშნები, ჩვეულებრივ ზრდის პაციენტების მოთხოვნას ინსულინში. თირკმლის, ღვიძლის თანმხლები დაავადებები ან თირკმელზედა, ჰიპოფიზისა და ფარისებრი დაზიანებულმა ჯირკვალმა შეიძლება მოითხოვოს ცვლილება ინსულინის დოზაში.
როდესაც პაციენტები გადადიან ინსულინის სხვადასხვა ტიპის პროდუქტებიდან, ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება იყოს ნაკლებად გამოკვეთილი, ვიდრე განვითარებული წინა ინსულინის დროს.
ინსულინის სხვა პროდუქტებიდან გადაყვანა
პაციენტის ინსულინის სხვა ტიპსა თუ ბრენდზე (მაგ. სიძლიერის ანდა მწარმოებლის მიხედვით) გადაყვანა უნდა იყოს განხორციელებული მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობით და შეიძლება მოითხოვდეს დოზირების ან დღიური ინიექციების რაოდენობის ცვლილებას იმასთან შედარებით, რაც გამოიყენებოდა მათი ჩვეულებრივი ინსულინის პროდუქტის დროს. თუკი საჭიროა კორექტირება, ეს შეიძლება განხორციელდეს პირველი დოზის დროს ან პირველი რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში.
რეაქციები ინიექციის ადგილას
ინსულინის სხვა თერაპიის მსგავსად, შეიძლება წარმოიქმნას ინიექციის ადგილის რეაქციები, რაც მოიცავს ტკივილს, სიწითლეს, ურტიკარიას, ანთებას, სისხლჩაქცევას, შეშუპებას და ქავილს. ინიექციის ადგილის ცვლილებამ მოცემული ზონის ფარგლებში შეიძლება ხელი შეუწყოს ამ რეაქციების განვითარების შემცირებას. რეაქციები ჩვეულებრივ დაიძლევა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდში. იშვიათ შემთხვევებში, ინიექციის ადგილის რეაქციების შეიძლება გახდეს საჭირო NovoRapid®-ს მიღების შეწყვეტა.
კანის და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.
თიაზოლიდინდიონებისა და ინსულინის სამედიცინო პროდუქტების კომბინაცია
გულის ქრონიკული უკმარისობის დაფიქსირების შემთხვევებში, როდესაც თიაზოლიდინდიონები გამოიყენება ინსულინთან კომბინაციაში, განსაკურებით გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს უნდა იყოს გათვალიწინებული, თუკი ნავარაუდევია თიაზოლიდინდიონისა და ინსულინის სამედიცინო პროდუქტების კომბინაციით მკურნალობა. თუკი ეს კომბინაცია გამოიყენება, პაციენტი უნდა იყოს დაკვირვებული გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნებსა და სიმპტომებზე წონის მომატებასა და ედემაზე. თიაზოლიდინდიონების მიღება უნდა შეწყდეს თუ შეინიშნება გულის მხრივ სიმპტომების რაიმე სახის დარღვევა.
შემთხვევითი შერევის/შეცდომით გამოყენების თავიდან აცილება
საჭიროა პაციენტებისთვის მითითება რომ ყოველთვის შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ შეცდომით შერევის თავიდან ასაცილებლად NovoRapid® -სა და ინსულინის სხვა პროდუქტებს შორის.
ინსულინის ანტისხეულები
ინსულინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ანტისხეულების ფორმირება. იშვიათად, მსგავსი ანტისხეულების არსებობამ შეიძლება საჭირო გახადოს ინსულინის დოზის კორექცია ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემიის ტენდენციის კორექციის მიზნით.
სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ცნობილია, რომ რამდენიმე სამედიცინო პროდუქტი შედის ურთიერთქმედებაში გლუკოზის მეტაბოლიზმთან.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტის ინსულინის მოთხოვნები:
პერორალური ანტიდიაბეტური პროდუქტები, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორი (MAOI), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორი, სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ პაციენტის ინსულინის მოთხოვნები:
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ზრდის ჰორმონები და დანაზოლი.
ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდ/ლანრეოტიდს შეუძლია როგორც გაზარდოს, ისევე შეამციროს ინსულინში მოთხოვნები.
ალკოჰოლს შეუძლია მოახდინოს ინსულინის ჰიპოგლიკემიის ეფექტის ინტენსიფიცირება ან შემცირება.
ორსულობა
NovoRapid® (ინსულინი ასპარტი) შეიძლება გამოიყენებოდეს ორსულობის დროს. ორი რანდომიზებული კონტროლირებადი კლინიკური გამოცდის მონაცემებმა არ აჩვენა ინსულინი ასპარტის რაიმე გვერდითი მოქმედება ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით (იხილეთ ფარმაკოდინამიკური თვისებები).
დიაბეტის მქონე ორსული ქალების სისხლში გლუკოზის ინტენსიფიცირებული კონტროლი და მონოტორინგი რეკომენდებულია ორსულობის დროს და სავარაუდო ორსულობისას. ინსულინში მოთხოვნები ჩვეულებრივ მცირდება პირველ ტრიმესტრში და იზრდება შესაბამისად მეორე და მესამე ტრიმესტრებში. მშობიარობის შედმეგ ინსულინში მოთხოვნები ჩვეულებრივ უბრუნდება სწრაფად ორსულობის წინა მნიშვნელობებს.
ლაქტაცია
არ არსებობს შეზღუდვები NovoRapid®-ით მკურნალობის მიმართ ძუძუთი კვების დროს. მეძუძური დედის ინსულინით მკურნალობა არ წარმოადგენს რისკს ბავშვისთვის, თუმცა NovoRapid® დოზა შეიძლება დაექვემდებაროს კორექტირებას.
ავტომანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება
პაციენტის კონცენტრირება და რეაგირება შეიძლება იყოს დაქვეითებული ჰიპოგლიკემიის შედეგად. ამან შეიძლება შექმნას რისკი სიტუაციაში, როდესაც ასეთი უნარები არის განსაკუთრებულად მნიშნელოვანი (მაგ. მანქანის მართვისა ანდა სხვა მექანიზმის ოპერირებისას).
პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რათა თავიდან აიცილონ ჰიპოგლიკემია მართვისას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს სუსტი დონის ან საერთოდ არ გააჩნია ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნების შეგრძნება ანდა გააჩნია ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის მოკლე შეჯამება
NovoRapid®-ს მომხმარებელ პაციენტებში დაკვირვებული გვერდითი რეაქციების ძირითადად არის დაკავშირებული ინსულინის ფარმაკოლოგიურ ეფექტთან.
ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციას მკურნალობის დროს წარმოადგენს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდება პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემური კონტროლის დონიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ სექციას გ.
ინსულინით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება წარმოიქმნას რეფრაქციული ანომალიები, ედემა და ინიექციის ადგილას რეაქციები (ინიექციის ადგილას ტკივილი, სიწითლე, ურტიკარია, ანთება, სისხლჩაქცევა, შეშუპება და ქავილი). ეს რეაქციების ჩვეულებრივ გარდამავალია. სისხლში გლუკოზის კონტროლისას სწრაფი მატება შეიძლება იყოს ასოცირებული მწვავე მტკივნეულ ნეიროპათიასთან, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ინსულინის თერაპიის ინტენსიფიკაცია გლიკემურ კონტროლში მკვეთრი გაუმჯობესებით შეიძლება იყოს ასოცირებული დიაბეტური რეთინოპათიის დროებით გაუარესებასთან, მაშინ როდესაც გლიკემური კონტროლის გრძელვადიანი გაუმჯობესება ამცირებს დიაბეტური რეთინოპათიის პროგრესირების რისკს.
ბ. უარყოფითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები ეფუძნება კლინიკური ცდის მონაცემებს და კლასიფიცირებულია MedDRA-ს სისტემურ ორგანოთა კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1000 – 1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი - ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარი
ძალიან იშვიათი - ანაფილაქსური რეაქციები*
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ძალიან ხშირი - ჰიპოგლიკემია*
დარრვევები ნერვული სისტემის მხრივ
იშვიათი - პერიფერიული ნეიროპათია (ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია)
დარღვევები თვალის მხრივ
არახშირი - რეფრაქციული დარღვევები
არახშირი - დიაბეტური რეტინოპათია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი - ლიპოდისტროფია*
უცნობია - კანის ამილოიდოზი*†
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
ხშირი - რეაქციები ინექციის ადგილას
არახშირი - შეშუპება
- იხილეთ პუნქტი „გ“
† ADR - პოსტმარკეტინგული წყაროებიდან
გ. შერჩევითი გვერდითი რეაქციების აღწერა
ანაფილაქტიკური რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქციების წარმოქმნა (მათ შორის კანზე გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, გამონადენი, კუჭნაწლავური აშლილობა, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გართულება, პალპიტაცია და არტერიული წნევის დაწევა) არის ძალიან იშვიათი, მაგრამ პოტენციურად შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.
ჰიპოგლიკემია
ყველაზე ხშირად დაკვირვებული გვერდითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია. იგი შეიძლება წარმოიქმნას, თუკი ინსულინის დოზა ბევრად აღემატება ინსულინის მოთხოვნას. მძიმე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბინდვა ან/და კონვულსიები და გამოიხატოს ტვინის ფუნქციის დროებითი თუ მუდმივი დარღვევით ან სიკვდილით. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ჩვეულებრივ წარმოიქმნება უეცრად. ისინი შეიძლება შეიცავდეს ცივ ოფლს, გაციებულ ფერმკრთალ კანს, დაღლილობას, ნერვიულობას ან ტრემორს, შფოთვას, უჩვეულო დაღლილობას თუ სისუსტეს, დაბნეულობას, კონცენტრაციის სირთულეს, ძილიანობას, ძლიერ შიმშილს, მხედველობის ცვლილებას, თავი ტკივილს, გულისრევასა და პალპიტაციას.
კლინიკურ კველვებში, ჰიპოგლიკემიის სიხშირე განსხვავდებოდა პაციენტთა პოპულაციის, დოზირების რეჟიმებისა და გლიკემური კონტროლიდან გამომდინარე. კლინიკური კვლევების დროს ჰიპოგლიკემიის მთლიანი დონე არ განსხვავდებოდა ინსულინი ასპარტით ნამკურნალებ პაციენტებში ადამიანის ინსულინთან შედარებით.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები
ლიპოდისტროფია (ლიპოჰიპერტროფიის, ლიპოატროფიის ჩათვლით) და კანის ამილოიდოზი შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილას და შეაჩეროს ინსულინის ადგილობრივი შეწოვა. ინექციის ამ მიდამოს ფარგლებში ინექციის ადგილის უწყვეტმა შეცვლამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ამ რეაქციების შემცირებას ან მოახდინოს მათი პრევენცია (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ჭარბი დოზა
შეუძლებელია ინსულინის სპეციფიკური ჭარბი დოზის განსაზღვრა, თუმცა ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს მომდევნო სტადიებზე, თუკი მიღებული დოზა მნიშვნელობიდან აღემეტება პაციენტის მოთხოვნებს.
ზომიერი ჰიპოგლიკემიიის ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზისა ან შაქრის პროდუქტების პერორალური მიღებით. ამიტომ რეკომენდებულია, რომ პაციენტმა ყოველთვის თან ატაროს შაქრის შემცველი პროდუქტები.
მძიმე ჰიპოგლიკემის ეპიზოდები, როდესაც პაციენტი კარგავს გონებას, შეიძლება იყოს ნამკურნალები გლუკაგონით (0.5-დან 1-მდე მგ), რომელიც შეიყვანება კუნთში ან კანქვეშ გამოცდილების მქონე პირის მეშვეობით, ან გლუკოზის ინტრავენურად მიღებით ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მეშვეობით. გლუკოზა უნდა მიიღებოდეს ინტრავენურად, თუკი პაციენტი არ პასუხობს გლუკაგონზე 10-15 წუთის განმავლობაში.
ცნობიერების აღგდენისას პაციენტისთვის რეკომენდებულია ნახშირწყლის პერორალურად მიღება რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს მისაღები პრეპარატები. ინსულინი და ანალოგები საინექციოდ, სწრაფმოქმედი, ATC კოდი A10AB05.
მოქმედების მექანიზმი
NovoRapid® წარმოქმნის მოქმედების უფრო სწრაფ დაწყებას ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, გლუკოზის უფრო დაბალ კონცენტრაციასთან ერთად, რაც შეფასებულია კვების მიღებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში. NovoRapid®-ს გააჩნია მოქმედების უფრო მოკლე ხანგრძლივობა ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით კანქვეშა ინექციის შემდეგ.
როდესაც NovoRapid® ინექცია კეთდება კანქვეშ, მოქმედების დაწყება წარმოიქმნება ინექციდან 10-დან 20 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება ინექციიდან 1-დან 3 საათის ინტერვალში. მოქმედების ხანგრძლივობა არის 3-დან 5 საათამდე.
ინსულინი ასპარტს მოლეკულურულ საფუძველზე გააჩნია ადამიანის ხსნადი ინსულინის თანაბარი ეფექტურობა.
მოზრდილები: დიაბეტის პირველი ტიპის მქონე პაციენტებში კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა გლუკოზის უფრო დაბალი დონე სისხლში კვების მიღების შემდეგ NovoRapid®-ის შემთხვევებში ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. ორ გრძელვადიან ღია კვლევაში, შესაბამისად 1070 და 884 პაციენტის მონაწილეობით, NovoRapid®-მა შეამცირა გლიკოზირებული ჰემოგლობინი 0.12 პროცენტული პუნქტით და 0.15 პროცენტული პუნქტით ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით; შეზღუდული კლინიკური მნიშვნელობის განსხვავება.
1 ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებში ჩატარებულ კინიკურ კვლევებში გამოვლინდა ღამის ჰიპოგლიკემიის შემცირებული რისკი ინსულინის ასპარტის გამოყენებით ადამიანის ხსნად ინსულითან შედარებით. დღის მანზილზე ჰიპოგლიკემიის რისკი არ იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი.
ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის (PK/PD) კვლევებში შესაბამისი განსხვავება ფარმაკოდინამიკურ თვისებებში ინსულინ ასპარტსა და ადმიანის ხსნად ინსულინს შორის მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში იყო მსგავსი ჯანმრთელ სუბიექტებში და დიაბეტის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში არსებული თვისებების.
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში გამოყენებისას, NovoRapid®-მა აჩვენა მსგავსი გრძელვადიანი გლუკოზის კონტროლი ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.
ბავშვებსა და 2-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ინსულინი ასპარტის ფარმაკოდინამიკური პროფილი იყო ზრდასრულებში არსებულის მსგავსი.
NovoRapid®-ს ეფექტურობა და უსაფრთხოება ბოლუსური ინსულინის სახით მიღებისას ინსულინ დეტემირთან ან ინსულინ დეგლუდეკთან კომბინაციაში ბაზალური ინსულინის სახით შესწავლილი იქნა 12 თვის მანზილზე ორ რანდომიზებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში მოზრდილებსა და 1-18 წლის ასაკის ბავშვებში (n=172) . კვლევები მოიცავდა 167 1-5 წლის, 260 6-11 წლის და 185 12-17 წლის ასაკის ბავშვს. HbA1c-ს და უსაფრთხოების პროფილის გაუმჯობესება შედარებითი იყო ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის.
ორსულობა: კლინიკურმა კვლევამ, რომლის ფარგლებში ინსულინი ასპარტის უსაფრთხოება და ეფექტურობა იყო შედარებული ადამიანის ხსნად ინსულინთან პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ორსული ქალების მკურნალობისას (322 კვლევას დაქვემდებარებული ორსული), არ აჩვენა ორსულობაზე ინსულინი ასპარტის ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე რაიმე გვერდითი ეფექტი.
ამასთან, კლინიკური კვლევის მონაცემებით, რომელმაც მოიცვა ჰესტაციური დიაბეტის მქონე 27 ქალი, რანდომიზებული ინსულინი ასპარტით მკურნალობამ ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით, აჩვენა უსაფრთხოების მსგავსი პროფილები, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კვების მიღების შემდგომი გლუკოზის კონტროლში ინსულინი ასპარტით ნამკურნალებ ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
NovoRapid®-ში პროლინის ამინომჟავის ჩანაცვლება ასპარტის მჟავით პოზიციზე B28 ამცირებს ჰექსამერის ფორმირების ტენდენციას, როგორც ეს შეინიშნება ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში. ამიტომ NovoRapid® უფრო სწრაფად აბსორბირდება კანქვეშა შრეებიდან ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.
მაქსიმალური კონცენტრაციის დრო საშუალოდ არის იმის ნახევარი, რაც ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში. პლაზმაში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია - 492 პმოლ/ლ მიიღწევა 0.15 ერთეული/კგ სხეულის წონის პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში კანქვეშა დოზიდან 40 წუთის შემდეგ. ინსულინის კონცენტრაცია უბრუნდება საწყის დონეს დოზიდან დაახლოებით 4-6 საათში. აბსორბციის დონე უფრო ნელია მეორე ტიპის დიაბეტურ პაციენტებში, რაც გამოიხატება უფრო დაბალ Cmax (352± 240 პმოლ/ლ) და უფრო გვიან tmax (60 წუთი). ინტრაინდივიდუალური სხვაობა დროში მაქსიმალურ კონცენტრაციამდე მნიშვნელოვნად ნაკლებია NovoRapid®-სთვის, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის, მაშინ როდესაც ინტრაინდივიდუალური სხვაობა Cmax-ში NovoRapid®-თვის არის უფრო ფართო.
ბავშვები და მოზარდები: NovoRapid®-ის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები იყო გამოკვლეული ბავშვებსა და მოზარდებში პირველი ტიპის დიაბეტით. ინსულინი ასპარტი სწრაფ აბსორბირებას ახდენს ორივე ასაკობრივ ჯგუფში, მსგავსი tmax-ით ზრდასრულებში. თუმცა Cmax განსხვავდება ასაკობრივ ჯგუფებში, რაც ხაზს უსმევს NovoRapid®-ის ინდივიდუალური ტიტრირების მნიშვნელოვანს.
ხანდაზმულები: შესაბამისი განსხვავებები ფარმაკინეტიკურ თვისებებში ინსულინი ასპარტისა და ადამიანის ხსნად ინსულინში მოხუცებულ პაციენტებში მეორე ტიპის დიაბეტით იყო მსგავსი იმისა, რაც იყო დაკვირვებული ჯანმრთელ სუბიექტებში და დიაბეტის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში. აბსორბციის შემცირებული დონე შეინიშნებოდა მოხუცებულ სუბიექტები, უფრო დაგვიანებული tmax-ით (82 წუთი), მაშინ როდესაც Cmax იყო მგავსი იმისა, რაც შეინიშნებოდა ახალგაზრდა პაციენტებში მეორე ტიპის დიაბეტით და ოდნავ დაბალი, ვიდრე დიაბეტის პირველი ტიპის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში tmax იყო დაგვიანებული დაახლოებით 85 წუთით (50 წუთი სუბიექტებში ნორმალური ჰეპატური ფუნქციით), მაშინ როდესაც AUC, Cmax და CL/F იყო მსგავსი.
თირკმლის უკმარისობა: ჩატარდა ინსულინი ასპარტის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა 18 სუბიექტში ნორმალურიდან მძიმემდე დაქვეითებული თირკმლის ფუნქციით. არ იქნა აღმოჩენილი ინსულინის ასპარტის აშკარა ეფექტი კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების AUC, Cmax და CL/F-ზე. მონაცემები იყო შეზღუდული სუბიექტებში თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე სუბიექტები, რომელთაც ესაჭიროებათ დიალიზის მკურნალობა, არ იყვნენ გამოკვლეული.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
არაკლინიკური მონაცემები არ ცხადყოფენ სპეციალურ საფრთხეს ადამიანებისთვის, რაც ეფუძნება ფარმაკოლოგიის უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის და რეპროდუქციის მიმართ გენოტოქსიკურობის კონვენციური კვლევების საფუძველზე.
in vitro ტესტებში, მათ შორის ინსულინთან და IGF-1 რეცეპტორის ადგილების კავშირსა და უჯრედების ზრდაზე ზემოქმედება, ინსულინის ასპარტი მოქმედებს ისეთი გზით, რაც ძალიან ჰგავს ადამიანის ინსულინს. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ინსულინის ასპარტის ინსულინის რეცეპტორის კავშირის დაშლა არის ადამიანის ინსულინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცეროლი, ფენოლი, მეტაკრეზოლი, თუთიის ქლორიდი, დინატრიუმი ფოსფატი დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექტირებისთვის) და საინექციო წყალი.
შეუთავსებლობა
NovoRapid®-ზე დამატებულმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიონ ინსულინის ასპარტის დეგრადაცია.
ეს პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული ან განზავებული სხვა პროდუქტებთან გარდა პოსოლოგიის ნაწილში ჩამოთვლილი საინფუზიო სითხეებისა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
გახსნამდე: ინახება მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე). შეინახეთ გაცივების ელემენტებისგან მოშორებით.
გამოყენების დროს ან სათადარიგოს სახით გამოყენებისას: არ შეინახოთ მაცივარში. ინახება არაუმტეს 30℃ ტემპერატურაზე. გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში.
არ გაყინოთ.
შეინახეთ კარტრიჯი მეორეულ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
NovoRapid® უნდა იყოს დაცული ძლიერი სიცხისა და სინათლისგან.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე.
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
3 მლ ხსნარი კარტრიჯში (ტიპის 1 შუშა) პლუნჟერით (ბრომობუტილი) და რეზინის ხუფით (ბრომობუტილი/პოლიიზოპრენი) მუყაოს კოლოფში.
შეფუთვა შეიცავს 5 და 10 კარტრიჯს. შესაძლებელია, გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომა.
მოხმარებისა და უტილიზაციის სპეციალური პირობები
დაუშვებელია ნემსებისა და ნოვორაპიდი® პენფილის® გამოყენება სხვადასხვა პირების მიერ. კარტრიჯების ხელახლა შევსება არ შეიძლება.
ნოვორაპიდის® გამოყენება არ შეიძლება, თუ ის არ არის სუფთა და უფერო, ან თუ ის გაყინულია.
პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, რომ გადააგდოს ნემსი ყოველი ინექციის შემდეგ.
ნოვორაპიდის® გამოყენება შეიძლება საინფუზიო ტუმბოს სისტემაში (CSII), როგორც ეს აღწერილია შეყვანის წესში. შესწავლილია პოლიეთილენის ან პოლიოლეფინისგან დამზადებული შიდა ზედაპირის მასალის მქონე მილები და დადგენილია მათი შეთავსებადობა ტუმბოში გამოსაყენებლად.
გადაუდებელი შემთხვევის დროს (ჰოსპიტალიზაციის ან ინსულინის კალმის გაფუჭების დროს) შეიძლება ნოვორაპიდის® ამოღება 100 ე ინსულინის შპრიცით კარტრიჯიდან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
NovoNordisk A/S, ნოვო ალე, DK-2880 ბაგსვერდი, დანია
მწარმოებელი
Novo Nordisk Producao Farmaceutica do Brasil Ltda.
ავენიდა C, 1413, ინდუსტრიული უბანი, მონტე კარლო - მინა გერა, ბრაზილია 39404-004
ნოვორაპიდი®, ფლექსპენი®, ნოვოფაინი®და ნოვოტვისტი®
სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის კომპანიას
Novo Nordisk A/S, დანია.
© 2021
Novo Nordisk A/S
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


