მენიერის დაავადების სიმპტომური მკურნალობა. ვესტიბულარული ვერტიგოს სიმპტომური მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბეტაჰისტინი (betahistine)
- ფორმა და შეფუთვა
- 24მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Medochemie Ltd (FACTORY AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Farmaceutisch Analytisch Laboratorium Duiven B.V. (FAL B.V)(ნიდერლანდი)), კვიპროსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
- ATC კოდი
- N07CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039298
- რეგისტრირებულია
- 10 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MEDOCHEMIE LTD (კვიპროსი)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიუსერკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მენიერის დაავადების სიმპტომური მკურნალობა.
ვესტიბულარული ვერტიგოს სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი დაარეგულირებს დოზას მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად.
განაგრძეთ მედიკამენტის მიღება. ამ მედიკამენტის ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს დროის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.
მიღების წესი
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ნიუსერკმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მხრივ მცირე პრობლემები (იხ. მე-4 პუნქტი). საკვებთან ერთად ნიუსერკის მიღებამ შეიძლება შეამციროს კუჭის მხრივ პრობლემები.
რეკომენდებული დოზა
ჩვეულებრივი დოზაა 24 მგ - 48 მგ ბეტაჰისტინი დღეში, გაყოფილი 2 ან 3 თანაბარ დოზად. ნიუსერკი 24 მგ ტაბლეტები: ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში.
თუ უნდა მიიღოთ დღეში ერთზე მეტი ტაბლეტი, გადაანაწილეთ ტაბლეტის მიღება მთელ დღეზე, მაგალითად, მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს.
შეეცადეთ, მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. ეს ჩვევა ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მედიკამენტის მუდმივი ოდენობის შენარჩუნებას. მედიკამენტის ერთსა და იმავე დროს მიღება ასევე დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ ტაბლეტის მიღება.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში);
თუ ექიმისგან იცით, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ცნობილია, როგორც ფეოქრომოციტომა).
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
სიფრთხილის ზომები
ნიუსერკის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია:
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ კუჭის წყლული;
თუ გაქვთ ასთმა.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ნიუსერკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ექიმმა შეიძლება რეგულარული სამედიცინო შემოწმება დაგინიშნოთ.
ნიუსერკის მიღება არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
განსაკუთრებით, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას:
ანტიჰისტამინური საშუალებები - მათ შეიძლება (თეორიულად) შეამცირონ ბეტაჰისტინის ეფექტი. ნიუსერკმა შეიძლება ასევე შეამციროს ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტი.
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI) - გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ბეტაჰისტინის რაოდენობა ორგანიზმში.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ნიუსერკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ნიუსერკის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
ნიუსერკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მხრივ მცირე პრობლემები (იხ. მე-4 პუნქტი). საკვებთან ერთად ნიუსერკის მიღებამ შეიძლება შეამციროს კუჭის მხრივ პრობლემები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი რამდენად ახდენს ნიუსერკი გავლენას ნაყოფზე ან თუ გადადის დედის რძეში. თუ ორსულად ხართ, არ მიიღოთ ნიუსერკი, თუ ექიმის აზრით, ამის აუცილებელი საჭიროება არაა.
თუ იღებთ ნიუსერკს, არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი, სანამ ექიმი არ გეტყვით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სავარაუდოდ, ნიუსერკი გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დაავადებებმა, რის გამოც ღებულობთ ნიუსერკს (როგორიცაა მენიერის დაავადება ან ვერტიგო), შეიძლება გამოიწვიონ თავბრუსხვევა ან პირღებინება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ნიუსერკის შეამდგენლობაში შედის ლაქტოზა
შაქრის აუტანლობის შემთხვევაში ნიუსერკის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ნიუსერკის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
ნიშნები:
წითელი ან ამობურცული და ქავანა გამონაყარი, კანის ანთებითი რეაქცია;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
არტერიული წნევის დაცემა;
გონების დაკარგვა;
სუნთქვის გაძნელება.
რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხევვაში შეწყვიტეთ ნიუსერკის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
პირღებინება;
მომნელებელი ფუნქციის დარღვევა (დისპეფსია);
თავის ტკივილი.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა ბეტაჰისტინის გამოყენებისას:
კუჭთან დაკავშირებული მსუბუქი სიმძიმის სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი, შებერილობა. საკვებთან ერთად ნიუსერკის მიღებამ შეიძლება შეამციროს კუჭის მხრივ პრობლემები.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
ჭარბი დოზა
ნიუსერკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში ან ძილიანობა. თუ სიმპტომები შემაწუხებელი გახდა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
ნიუსერკის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ნიუსერკის მიღება ექიმის მითითების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
რა არის ნიუსერკი და რა დროს გამოიყენება
რა არის ნიუსერკი
ნიუსერკის შემადგენლობაში შედის ბეტაჰისტინი. იგი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „ჰისტამინის ანალოგები“.
რა დროს გამოიყენება ნიუსერკი
ნიუსერკი გამოიყენება მენიერის დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა:
თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრევა ან ღებინება;
ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი);
სმენის დაკარგვა.
თავბრუსხვევის შეგრძნება შიდა ყურში წონასწორობის მაკონტროლებელი ნაწილის ფუნქციის დარღვევებზე მიუთითებს (სახელად ვესტიბულარული ვერტიგო).
როგორ მუშაობს ნიუსერკი
ნიუსერკი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს შიდა ყურის ირგვლივ, რაც ამცირებს წნევას შიდა ყურში.
შენახვის პირობები
აღნიშნული მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო საშუალებები, ათქ კოდი: N07CA01.
ბეტაჰისტინის მოქმედების მექანიზმი მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი.
არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც გამყარებულია ცხოველებზე ჩატარებული კვლევებითა და კლინიკური მონაცემებით:
ბეტაჰისტინი გავლენას ახდენს ჰისტამინურ სისტემაზე: ბეტაჰისტინი ერთდროულად არის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და H3-რეცეპტორების ანტაგონისტი. ამავე დროს, იგი უმნიშვნელო გავლენას ახდენს H2-რეცეპტორების აქტივობაზე ნერვულ ქსოვილში. ბეტაჰისტინი აჩქარებს ჰისტამინის ცვლას და გამოთავისუფლებას H3 პრესინაფსური რეცეპტორებისა და უკუკავშირის სისტემის ბლოკადის მეშვეობით.
ბეტაჰისტინი შესაძლოა აუმჯობესებდეს კოხლეარულ სისხლის მიმოქცევას, ასევე სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში: ცხოველებზე ჩატარებული ფარმაკოლოგიური კვლევები აჩვენებს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შიგნითა ყურის ანგიოიდურ ზოლებში (stria vascularis), სავარაუდოდ, შიგნითა ყურის მიკროცირკულატორულ კალაპოტში პრეკაპილარული სფინქტერების გაფართოების შედეგად. ბეტაჰისტინი ასევე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ადამიანის თავის ტვინში.
ბეტაჰისტინი აუმჯობესებს ვესტიბულური აპარატის კომპენსაციას: ბეტაჰისტინი აჩქარებს ნორმალური ვესტიბულური ფუნქციის აღდგენას ცალმხრივი ნევრექტომიის შემდგომ ცხოველებში და ასტიმულირებს და ხელს უწყობს ცენტრალური ვესტიბულური კომპენსაციის პროცესს; ეს ეფექტი დგება ჰისტამინის ცვლისა და გამოთავისუფლებისა და H3 რეცეპტორებზე ანტაგონისტური ზემოქმედების შედეგად. პაციენტებში ბეტაჰისტინით მკურნალობის დროს ასევე შემცირდა ნეირექტომიის შემდეგ ვესტიბულური ფუნქციის აღდგენის დრო.
ბეტაჰისტინი ცვლის ნეორონების აქტიურობას ვესტიბულურ ბირთვებში: ასევე დადგენილია, რომ ბეტაჰისტინი დოზადამოკიდებულად აინჰიბირებს ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში მაქსიმალური პოტენციალის გენერაციას.
ცხოველთა კვლევებით დადასტურებულია, რომ ბეტაჰისტინის ფარმაკოდინამიკური თვისებები შესაძლოა დადებით თერაპიულ გავლენას ახდენდეს ვესტიბულურ აპარატზე.
ბეტაჰისტინის ეფექტურობა დადასტურებულია ვესტიბულარული ვერტიგოსა და მენიერის დაავადების მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევებით, სადაც დაფიქსირდა თავბრუსხვევების ინტენსივობისა და სიხშირის შემცირება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების დროს ბეტაჰისტინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. შეწოვის შემდეგ სწრაფად და ფაქტობრივად სრულად ახდენს ბიოტრანსფორმაციას 2-პირიდილძმარმჟავად (2-PAA). ბეტაჰისტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან დაბალია. ამიტომ ფარმაკოკინეტიკური ანალიზები ეფუძნება 2-PAA-ის კონცენტრაციის გაზომვას პლაზმასა და შარდში.
ჭამის დროს საკვების მიღების შემთხვევაში Cmax უფრო დაბალია, ვიდრე უზმოზე მიღების შემთხვევაში. თუმცა, ბეტაჰისტინის სრული შეწოვა მსგავსია ორივე შემთხვევაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკვები ანელებს ბეტაჰისტინის შეწოვას.
განაწილება
პლაზმის ცილებთან დაკავშირებული ბეტაჰისტინის პროცენტული მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია.
ბიოტრანსფორმაცია
შეწოვის შემდეგ ბეტაჰისტინი სწრაფად და ფაქტობრივად სრულად მეტაბოლიზდება 2-PAA მჟავად, რომელსაც არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა.
ბეტაჰისტინის პერორალური გამოყენების შემდეგ, 2-PAA-ის კონცენტრაცია პლაზმაში (და შარდში) მაქსიმალურ მნიშვნელობას 1 საათის შემდეგ აღწევს და მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდით, რაც შეადგენს დაახლოებით 3.5 საათს.
გამოყოფა
2-PAA სწრაფად გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის მიღებისას 8 - 48 მგ დოზით, საწყისი დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდთან ერთად. თავად ბეტაჰისტინის გამოყოფა განავალთან ან შარდთან ერთად უმნიშვნელოა.
ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა
გამოყოფის დონე 8 - 48 მგ დოზის დიაპაზონში მუდმივია, რაც ბეტაჰისტინის წრფივ ფარმაკოკინეტიკაზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ მეტაბოლური გზა არაგაჯერებული რჩება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ნიუსერკი (NEWSERK) 24 მგ ტაბლეტები
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ პუნქტი 4 .
შინაარსი:
რა არის ნიუსერკი და რა დროს გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ნიუსერკის მიღებამდე
ნიუსერკის მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნიუსერკის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის ნიუსერკი და რა დროს გამოიყენება
რა არის ნიუსერკი
ნიუსერკის შემადგენლობაში შედის ბეტაჰისტინი. იგი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „ჰისტამინის ანალოგები“.
რა დროს გამოიყენება ნიუსერკი
ნიუსერკი გამოიყენება მენიერის დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა:
თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრევა ან ღებინება;
ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი);
სმენის დაკარგვა.
თავბრუსხვევის შეგრძნება შიდა ყურში წონასწორობის მაკონტროლებელი ნაწილის ფუნქციის დარღვევებზე მიუთითებს (სახელად ვესტიბულარული ვერტიგო).
როგორ მუშაობს ნიუსერკი
ნიუსერკი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს შიდა ყურის ირგვლივ, რაც ამცირებს წნევას შიდა ყურში.
რა უნდა იცოდეთ ნიუსერკის მიღებამდე
არ მიიღოთ ნიუსერკი:
თუ გაქვთ ალერგია ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში);
თუ ექიმისგან იცით, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ცნობილია, როგორც ფეოქრომოციტომა).
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ნიუსერკის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია:
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ კუჭის წყლული;
თუ გაქვთ ასთმა.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ნიუსერკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ექიმმა შეიძლება რეგულარული სამედიცინო შემოწმება დაგინიშნოთ.
ნიუსერკის მიღება არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიუსერკი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
განსაკუთრებით, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას:
ანტიჰისტამინური საშუალებები - მათ შეიძლება (თეორიულად) შეამცირონ ბეტაჰისტინის ეფექტი. ნიუსერკმა შეიძლება ასევე შეამციროს ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტი.
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI) - გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ბეტაჰისტინის რაოდენობა ორგანიზმში.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ნიუსერკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ნიუსერკის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
ნიუსერკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მხრივ მცირე პრობლემები (იხ. მე-4 პუნქტი). საკვებთან ერთად ნიუსერკის მიღებამ შეიძლება შეამციროს კუჭის მხრივ პრობლემები.
ორსულობა, დალაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი რამდენად ახდენს ნიუსერკი გავლენას ნაყოფზე ან თუ გადადის დედის რძეში. თუ ორსულად ხართ, არ მიიღოთ ნიუსერკი, თუ ექიმის აზრით, ამის აუცილებელი საჭიროება არაა.
თუ იღებთ ნიუსერკს, არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი, სანამ ექიმი არ გეტყვით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
სავარაუდოდ, ნიუსერკი გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დაავადებებმა, რის გამოც ღებულობთ ნიუსერკს (როგორიცაა მენიერის დაავადება ან ვერტიგო), შეიძლება გამოიწვიონ თავბრუსხვევა ან პირღებინება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ნიუსერკის შეამდგენლობაში შედის ლაქტოზა
შაქრის აუტანლობის შემთხვევაში ნიუსერკის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
ნიუსერკის მიღების წესი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი დაარეგულირებს დოზას მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად.
განაგრძეთ მედიკამენტის მიღება. ამ მედიკამენტის ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს დროის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.
მიღების წესი
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ნიუსერკმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მხრივ მცირე პრობლემები (იხ. მე-4 პუნქტი). საკვებთან ერთად ნიუსერკის მიღებამ შეიძლება შეამციროს კუჭის მხრივ პრობლემები.
რეკომენდებული დოზა
ჩვეულებრივი დოზაა 24 მგ - 48 მგ ბეტაჰისტინი დღეში, გაყოფილი 2 ან 3 თანაბარ დოზად. ნიუსერკი 24 მგ ტაბლეტები: ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში.
თუ უნდა მიიღოთ დღეში ერთზე მეტი ტაბლეტი, გადაანაწილეთ ტაბლეტის მიღება მთელ დღეზე, მაგალითად, მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს.
შეეცადეთ, მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. ეს ჩვევა ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მედიკამენტის მუდმივი ოდენობის შენარჩუნებას. მედიკამენტის ერთსა და იმავე დროს მიღება ასევე დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ ტაბლეტის მიღება.
დოზის გადაჭარბება
ნიუსერკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში ან ძილიანობა. თუ სიმპტომები შემაწუხებელი გახდა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
ნიუსერკის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ნიუსერკის მიღება ექიმის მითითების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ნიუსერკის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
ნიშნები:
წითელი ან ამობურცული და ქავანა გამონაყარი, კანის ანთებითი რეაქცია;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
არტერიული წნევის დაცემა;
გონების დაკარგვა;
სუნთქვის გაძნელება.
რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხევვაში შეწყვიტეთ ნიუსერკის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
პირღებინება;
მომნელებელი ფუნქციის დარღვევა (დისპეფსია);
თავის ტკივილი.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა ბეტაჰისტინის გამოყენებისას:
კუჭთან დაკავშირებული მსუბუქი სიმძიმის სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი, შებერილობა. საკვებთან ერთად ნიუსერკის მიღებამ შეიძლება შეამციროს კუჭის მხრივ პრობლემები.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
ნიუსერკის შენახვის პირობები
აღნიშნული მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნიუსერკი
აქტიური ნივთიერება არის ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ლიმონმჟავა უწყლო (E330), პოვიდონი K 25 (E1201), კროსპოვიდონი, ტიპი A (E1202) და ჰიდროგენური მცენარეული ზეთი.
ნიუსერკის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები მოჭრილი კიდით, ერთ მხარეს გასაყოფი ჭდით, დიამეტრი 10.0 მმ.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ ნახევრებად.
შეფუთვაში შედის 30 ტაბლეტი, რომლებიც დაფასოებულია ბლისტერებზე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს Medochemie, ლიმასოლი, კვიპროსი
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.
ბოლო გადახედვის თარიღი: 29/05/2018 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



