პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ნეიროქსონი

NEUROXON®

რეცეპტით100მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე ფაზა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების გართულებებისა და შედეგების მკურნალობა. ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები. კოგნიციური დარღვევები და მოქცევის დარღვევები ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დარღვევების შედეგად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციტიკოლინი (citicoline)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/მლ 45მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ფლაკონი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
მწარმოებელი
«Halychpharm» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX06
რეგისტრაციის ნომერი
რ-042919
რეგისტრირებულია
6 მარტი 2025, მოქმედებს 6 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Halychpharm» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანეიროქსონი და სხვა წამალი ერთად

ნეიროქსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე ფაზა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების გართულებებისა და შედეგების მკურნალობა.

ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები.

კოგნიციური დარღვევები და მოქცევის დარღვევები ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დარღვევების შედეგად.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება შიგნით. სამკურნალო საშალების ნეიროქსონი®, პერორალური გამოყენების ხსნარი რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 500 მგ-დან (5 მლ) 2000 მგ-მდე (20 მლ) დღეში, რომელიც 2-3 მიღებაზე იყოფა.

სამკურნალო საშუალება გამოიყენება დოზირებული შპრიცით შემდეგი სქემით:

გამოყენების წინ დოზირებული შპრიცის დგუში მთლიანად ჩაწიეთ;

ამოწიეთ დგუში და ამოიღეთ საჭირო დოზა, იმის გათვალისწინებით, რომ სითხის რაოდენობა შპრიცში უნდა შეესაბამებოდეს დანიშნულ დოზას;

სამკურნალო საშუალება მიიღება პირდაპირ ან ნახევარ ჭიქა წყალში (120 მლ) გაზავებით, საკვების მიღების მიუხედავად.

აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ დოზირებული შპრიცის გარეცხვა წყლით.

სამკურნალო საშუალების დოზა და მკურნალობის ვადა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ბავშვები. ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ციტიკოლინის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.

პარასიმპატიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.

სიფრთხილის ზომები

ფრუქტოზას მიმართ ტოლერანტობის მემკვიდრეობითი დარღვევის მქონე პაციენტებში ნეიროქსონი®, პერორალური გამოყენების ხსნარი არ გამოიყენება, მასში სორბიტის შემცველობის გამო. სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქიები (ჩვეულებრივ შენელებული ტიპის).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნა არ შეიძლება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ციტიკოლინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. მონაცემები ციტიკოლინის დედის რძეში ექსკრეციის და ნაყოფზე მისი მოქმედების შესახებ ცნობილი არ არის. ამიტომ, ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალება შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი.

ინდივიდუალურ შემთხვევებში, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთმა გვერდითმა რეაქციამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვითარდება (<1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ფსიქიკური აშლილობები: ჰალუცინაციები.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ძლიერი ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ქოშინი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, პერიოდული დიარეა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ჰიპერემია, ეგზანთემა, პურპურა.

ზოგადი რეაქციები: კანკალი, შეშუპებები.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: citicoline;

1 მლ ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ციტიკოლინს, ციტიკოლინზე გადაანგარიშებით - 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218); პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216); კალიუმის სორბატი; გლიცერინი; სორბიტი (E420); გლიცერინფორმალი; ნატრიუმის ციტრატი; ნატრიუმის საქარინი; ლიმონმჟავა, მონოჰიდრატი; გამოხდილი წყალი.

წამლის ფორმა. პერორალური გამოყენების ხსნარი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: უფერო ან უფერო მოყვითალო შეფერილობით სითხე სპეციფიკური სუნით. დაიშვება ოპალესცენცია.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ და არ გააციოთ!

შენახვის პროცესში შესაძლებელია მსუბუქი ოპალესცენციის წარმოქმნა, რაც ქრება სამკურნალო საშუალების ოთახის ტემპერატურაზე (≈200С) გაჩერებისას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქომასტიმულირებლები, საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტის სინდრომის და ჰიპერაქტივობის (ყდსჰ) დროს, ნოოტროპული საშუალებები. სხვა ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები.

ათქ კოდი N06B X06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტიკოლინი ასტიმულირებს ნეირონების მემბრანაში სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს, რაც დასტურდება მაგნიტო-რეზონანსული სპექტროსკოპიის მონაცემებით. ასეთი მოქმედების მექანიზმის წყალობით, ციტიკოლინი აუმჯობესებს მემბრანების ისეთი მექანიზმების ფუნქციონირებას, როგორიცაა იონცვლადი ტუმბოებისა და რეცეპტორების მუშაობა, რომელთა მოდულირება აუცილებელია ნერვული იმპულსების ნორმალურად გატარებისთვის.

ნეირონების მემბრანაზე მასტაბილიზებელი მოქმედების წყალობით ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინის შეშუპების შემცირებას.

ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტიკოლინი აინჰიბირებს ზოგიერთი ფოსფოლიპაზას (A1, A2, C და D) გააქტიურებას, ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ახდენს მემბრანული სისტემების დაშლის პრევენციას და ინარჩუნებს ანტიოქსიდანტურ დამცავ სისტემებს, როგორიც არის გლუტატიონი.

ციტიკოლინი ინარჩუნებს ნეირონების ენერგიის მარაგს, აინჰიბირებს ოპოპტოზს და ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს.

ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ციტიკოლინი ასევე ავლენს პროფილაქტიკურ ნეიროპროტექტორულ მოქმედებას თავის ტვინის ფოკალური იშემიის დროს.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტიკოლინი ნამდვილად ზრდის ფუნქციურ აღდგენას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე იშემიური დარღვევის მქონე პაციენტებში, რაც ნეიროვიზუალიზების მონაცემებით თავის ტვინის იშემიური დაზიანების მოცულობის ზრდის შეფერხებას ემთხვევა.

ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებში ციტიკოლინი აჩქარებს აღდგენას და ამცირებს ტრავმის შემდგომი სინდრომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას.

ციტიკოლინი აუმჯობესებს ყურადღებისა და ცნობიერების დონეს, თავის ტვინის იშემიასთან დაკავშირებლ კოგნიციურ და ნევროლოგიურ დარღვევებს, ხელს უწყობს ამნეზიის გამოვლინებათა შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა.

ციტიკოლინი პრაქტიკულად სრულად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. სამკურნალო საშუალების შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში აღინიშნება ქოლინების დონეების მნიშვნელოვანი ზრდა. სამკურნალო საშუალება მეტაბოლიზდება ნაწლავებში და ღვიძლში ქოლინისა და ციტიდინის წარმოქმნით.

შეყვანის შემდეგ ციტიკოლინი ფართოდ ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში ქოლინის ფრაქციის სწრაფი ჩართვით და ციტიდინის ფრაქციის ჩართვით ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნულკეინის მჟავებში. თავის ტვინში ციტიკოლინი ჯდება უჯრედების, ციტოპლაზმისა და მიტოქონდრიების მემბრანებში, ფოსფოლიპიდური ფრაქციის სტრუქტურაში ინტეგრირებით.

დოზის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა განისაზღვრება შარდსა და განავალში (3%-ზე ნაკლები). დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა გამოსუნთქული CO2-ით. სამკურნალო საშუალების შარდით გამოყოფისას ორი ფაზა გამოიყოფა: პირველი ფაზა - 36 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება, და მეორე ფაზა - რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე გაცილებით უფრო ნელა მცირდება. ასეთივე ფაზურობა აღინიშნება სასუნთქი გზებით გამოყოფისას. CO2-ით გამოყოფის სიჩქარე მცირდება სწრაფად, დაახლოებით 15 საათის განმავლობაში, შემდეგ - გაცილებით უფრო ნელა მცირდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ნეიროქსონი®

(NEUROXON®)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: citicoline;

1 მლ ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ციტიკოლინს, ციტიკოლინზე გადაანგარიშებით - 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218); პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216); კალიუმის სორბატი; გლიცერინი; სორბიტი (E420); გლიცერინფორმალი; ნატრიუმის ციტრატი; ნატრიუმის საქარინი; ლიმონმჟავა, მონოჰიდრატი; გამოხდილი წყალი.

წამლის ფორმა. პერორალური გამოყენების ხსნარი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: უფერო ან უფერო მოყვითალო შეფერილობით სითხე სპეციფიკური სუნით. დაიშვება ოპალესცენცია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ფსიქომასტიმულირებლები, საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტის სინდრომის და ჰიპერაქტივობის (ყდსჰ) დროს, ნოოტროპული საშუალებები. სხვა ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები.

ათქ კოდი N06B X06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტიკოლინი ასტიმულირებს ნეირონების მემბრანაში სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს, რაც დასტურდება მაგნიტო-რეზონანსული სპექტროსკოპიის მონაცემებით. ასეთი მოქმედების მექანიზმის წყალობით, ციტიკოლინი აუმჯობესებს მემბრანების ისეთი მექანიზმების ფუნქციონირებას, როგორიცაა იონცვლადი ტუმბოებისა და რეცეპტორების მუშაობა, რომელთა მოდულირება აუცილებელია ნერვული იმპულსების ნორმალურად გატარებისთვის.

ნეირონების მემბრანაზე მასტაბილიზებელი მოქმედების წყალობით ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინის შეშუპების შემცირებას.

ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტიკოლინი აინჰიბირებს ზოგიერთი ფოსფოლიპაზას (A1, A2, C და D) გააქტიურებას, ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ახდენს მემბრანული სისტემების დაშლის პრევენციას და ინარჩუნებს ანტიოქსიდანტურ დამცავ სისტემებს, როგორიც არის გლუტატიონი.

ციტიკოლინი ინარჩუნებს ნეირონების ენერგიის მარაგს, აინჰიბირებს ოპოპტოზს და ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს.

ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ციტიკოლინი ასევე ავლენს პროფილაქტიკურ ნეიროპროტექტორულ მოქმედებას თავის ტვინის ფოკალური იშემიის დროს.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტიკოლინი ნამდვილად ზრდის ფუნქციურ აღდგენას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე იშემიური დარღვევის მქონე პაციენტებში, რაც ნეიროვიზუალიზების მონაცემებით თავის ტვინის იშემიური დაზიანების მოცულობის ზრდის შეფერხებას ემთხვევა.

ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებში ციტიკოლინი აჩქარებს აღდგენას და ამცირებს ტრავმის შემდგომი სინდრომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას.

ციტიკოლინი აუმჯობესებს ყურადღებისა და ცნობიერების დონეს, თავის ტვინის იშემიასთან დაკავშირებლ კოგნიციურ და ნევროლოგიურ დარღვევებს, ხელს უწყობს ამნეზიის გამოვლინებათა შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა.

ციტიკოლინი პრაქტიკულად სრულად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. სამკურნალო საშუალების შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში აღინიშნება ქოლინების დონეების მნიშვნელოვანი ზრდა. სამკურნალო საშუალება მეტაბოლიზდება ნაწლავებში და ღვიძლში ქოლინისა და ციტიდინის წარმოქმნით.

შეყვანის შემდეგ ციტიკოლინი ფართოდ ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში ქოლინის ფრაქციის სწრაფი ჩართვით და ციტიდინის ფრაქციის ჩართვით ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნულკეინის მჟავებში. თავის ტვინში ციტიკოლინი ჯდება უჯრედების, ციტოპლაზმისა და მიტოქონდრიების მემბრანებში, ფოსფოლიპიდური ფრაქციის სტრუქტურაში ინტეგრირებით.

დოზის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა განისაზღვრება შარდსა და განავალში (3%-ზე ნაკლები). დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა გამოსუნთქული CO2-ით. სამკურნალო საშუალების შარდით გამოყოფისას ორი ფაზა გამოიყოფა: პირველი ფაზა - 36 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება, და მეორე ფაზა - რომლის დროსაც გამოყოფის სიჩქარე გაცილებით უფრო ნელა მცირდება. ასეთივე ფაზურობა აღინიშნება სასუნთქი გზებით გამოყოფისას. CO2-ით გამოყოფის სიჩქარე მცირდება სწრაფად, დაახლოებით 15 საათის განმავლობაში, შემდეგ - გაცილებით უფრო ნელა მცირდება.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე ფაზა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების გართულებებისა და შედეგების მკურნალობა.

ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები.

კოგნიციური დარღვევები და მოქცევის დარღვევები ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დარღვევების შედეგად.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა ციტიკოლინის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.

პარასიმპატიკური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებათა სხვა სახეობები.

ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნა არ შეიძლება.

გამოყენების თავისებურებები.

ფრუქტოზას მიმართ ტოლერანტობის მემკვიდრეობითი დარღვევის მქონე პაციენტებში ნეიროქსონი®, პერორალური გამოყენების ხსნარი არ გამოიყენება, მასში სორბიტის შემცველობის გამო. სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქიები (ჩვეულებრივ შენელებული ტიპის).

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულ ქალებში ციტიკოლინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. მონაცემები ციტიკოლინის დედის რძეში ექსკრეციის და ნაყოფზე მისი მოქმედების შესახებ ცნობილი არ არის. ამიტომ, ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალება შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი.

ინდივიდუალურ შემთხვევებში, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთმა გვერდითმა რეაქციამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები.

მიიღება შიგნით. სამკურნალო საშალების ნეიროქსონი®, პერორალური გამოყენების ხსნარი რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 500 მგ-დან (5 მლ) 2000 მგ-მდე (20 მლ) დღეში, რომელიც 2-3 მიღებაზე იყოფა.

სამკურნალო საშუალება გამოიყენება დოზირებული შპრიცით შემდეგი სქემით:

გამოყენების წინ დოზირებული შპრიცის დგუში მთლიანად ჩაწიეთ;

ამოწიეთ დგუში და ამოიღეთ საჭირო დოზა, იმის გათვალისწინებით, რომ სითხის რაოდენობა შპრიცში უნდა შეესაბამებოდეს დანიშნულ დოზას;

სამკურნალო საშუალება მიიღება პირდაპირ ან ნახევარ ჭიქა წყალში (120 მლ) გაზავებით, საკვების მიღების მიუხედავად.

აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ დოზირებული შპრიცის გარეცხვა წყლით.

სამკურნალო საშუალების დოზა და მკურნალობის ვადა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ბავშვები. ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

ჭარბი დოზა. ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.

გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვითარდება (<1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ფსიქიკური აშლილობები: ჰალუცინაციები.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ძლიერი ტკივილი, ვერტიგო, ჰალუცინაციები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ქოშინი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, პერიოდული დიარეა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ჰიპერემია, ეგზანთემა, პურპურა.

ზოგადი რეაქციები: კანკალი, შეშუპებები.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ და არ გააციოთ!

შენახვის პროცესში შესაძლებელია მსუბუქი ოპალესცენციის წარმოქმნა, რაც ქრება სამკურნალო საშუალების ოთახის ტემპერატურაზე (≈200С) გაჩერებისას.

შეუთავსებლობა. უცნობია.

შეფუთვა. 45 მლ შუშის ფლაკონები, დახუფული თავსახურით. ფლაკონებზე დაწებებულია ეტიკეტი. თითოეული ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და დოზატორთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი. სსს „გალიჩფარმი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი. უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი, ოპრიშკოვსკაიას ქ., 6/8.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა