პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ნაპროქსენი ნორმონი 500მგ ტაბლეტები EFG

Naproxeno Normon 500mg comprimidos EFG

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ნაპროქსენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური (ტკივილის საწინააღმდეგო) და ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) თვისებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნაპროქსენი (naproxen)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №40
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042177
რეგისტრირებულია
9 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 9 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანაპროქსენი ნორმონი 500მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ნაპროქსენი ნორმონი 500მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნაპროქსენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური (ტკივილის საწინააღმდეგო) და ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) თვისებები.

ნაპროქსენი ნორმონი ნაჩვენებია სახსრების, კუნთების, მყესებისა და იოგების ანთებითი და მტკივნეული პროცესების დროს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მააანკილოზებელი სპონდილიტი. ნაპროქსენი ნორმონი ასევე ნაჩვენებია პოდაგრის მწვავე შეტევების, რევმატოიდული სინდრომებისა და ტკივილით მიმდინარე მენსტრუალური პერიოდების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზაა:

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი: ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ერთი ან ორი ტაბლეტი (500-1000 მგ ნაპროქსენი) ორჯერ დღეში (დილით და ღამით). პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი ღამის ტკივილი და/ან დაბუჟება დილით, პაციენტებში, რომლებიც სხვა ანტირევმატულ მკურნალობას ცვლიან ნაპროქსენი ნორმონით და ოსტეოართრიტის დროს, როცა ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ერთნახევარი ან ორი ტაბლეტით (750-1000 მგ) დღეში რამდენიმე კვირის განმავლობაში. ერთჯერადი დღიური დოზა - ერთი ან ორი ტაბლეტი (500-1000 მგ) -შეიძლება დაინიშნოს დილით ან ღამით, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.

პოდაგრის მწვავე შეტევა: რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთნახევარი ტაბლეტი (750 მგ), რომლესაც მოსდევს მეორე ტაბლეტი (500 მგ) 8 საათის შემდეგ და ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 8 საათში შეტევის დამთავრებამდე.

დისმენორეა: რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი ტაბლეტი (500 მგ), რომელსაც მოსდევს ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 6 ან 8 საათში.

მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი პროცესი: რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი ტაბლეტი (500 მგ), რომელსაც მოსდევს ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 6-8 საათში.

ძლიერი შეტევის დროს და თუ არ არის კუჭ-ნაწლავის დაავადების ანამნეზი, დოზა შეიძლება გაიზარდოს სამ ტაბლეტამდე (1500 მგ) არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში გამოყენება:

იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს რეკომენდებულია, რომ დოზა 10 მგ/კგ/დღეში გაიყოს ორ მიღებად 12 საათიანი ინტერვალით.

სპეციალური პოპულაციები:

დოზა შეიძლება დაქვეითდეს 65 წელზე მეტი ასაკის ან გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

მიღების მეთოდი:

ნაპროქსენი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან, ჭიქა წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. რეკომენდებულია პროდუქტის მიღება ჭამის დროს.

ნაპროქსენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ნაპროქსენის, ნაპროქსენის ნატრიუმის ან ნაპროქსენი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ და/ან ამ მედიკამენტებმა გამოიწვიეს მძიმე ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პერფორაცია არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები;

ნაპროქსენი ნორმონი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;

თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა;

ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ნაპროქსენი ნორმონის მიღებისას:

თუ პაციენტს წარსულშ ჰქონდა ან აქვს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც იწვევს მუცლის ძლიერ ან მუდმივ ტკივილს და/ან კუპრისფერ განავალს, ან ვითარდება გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე.

რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო დიდია რისკი, განსაკუთრებით, პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევაში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი მედიკამენტის დანიშვნის შესაძლებლობას;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან ალერგიული დაავადებები, ნაპროქსენი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე პრობლემები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან. აღნიშნული რისკი უფრო დიდია მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ იმყოფება ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ (მაგ.: აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან უნდა განიხილოს ამ მედიკამენტით მკურნალობის საკითხი.

ამ ტიპის მედიკამენტებმა შეიძლება, ასევე, გამოიწვიონ სითხის შეკავება განსაკუთრებით გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

თუ პაციენტი იღებს სხვა ანტიანთებით პრეპარატებს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება ან ფიქრობს, რომ აქვს ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან ნაპროქსენი ნორმონმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები;

თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დარღვევები მკურნალობის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი ერთდროულად იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე ან ზრდის წყლულის რისკს, როგორიცაა პერორალური ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები. მკურნალ ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც შესაძლოა ზრდის სისხლდენის რისკს, როგორიცაა: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, რადგან მედიკამენტებმა, როგორიცაა ნაპროქსენი ნორმონი, შეიძლება გააუარესონ ამ დაავადებების მიმდინარეობა.

სიფრთხილის ზომები

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მინიმალური დოზის მიღება, რომელიც საკმარისია ტკივილის გასაკონტროლებლად/მოსახსნელად და მედიკამენტის მიღება არ უნდა გაგრძელდეს იმაზე დიდხანს, რომელიც საკმარისია სიმპტომების გასაკონტროლებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

არ არის რეკომენდებული ნაპროქსენი ნორმონის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

ანტაციდები ან ქოლესტირამინი, რადგან შეიძლება დააყოვნონ ნაპროქსენი ნორმონის მოქმედება;

ჰიდანტოინები (მედიკამენტები ძირითადად გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

სულფონშარდოვანას წარმოებულები (დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები);

სულფონამიდები (მედიკამენტების ტიპი, რომლებიც გამოიყენება დიურეზის გასაზრდელად);

მეთოტრექსატი (იმუნოსუპრესანტი);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს);

ფუროსემიდი (მედკამენტი, რომელიც გამოიყენება დიურეზის გასაზრდელად);

ლითიუმი (ანტიფსიქოზური საშუალება, გამოიყენება დეპრესიის დროს);

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აქვეითებენ არტერიულ წნევას);

β-ბლოკატორები (აქვეითებენ არტერიულ წნევას).

ნაპროქსენი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან, ჭიქა წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. რეკომენდებულია პროდუქტის მიღება ჭამის დროს.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ნაპროქსენი ნორმონი არ უნდა დაინიშნოს ფეხმძიმობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია თვითნებური აბორტების/თანდაყოლილი ანომალიების უფრო მაღალ რისკთან, ამიტომ ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება. ასეთ შემთხვევებში დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე.

ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია ნაპროქსენი ნორმონის მიღება.

ნაპროქსენი ნორმონი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს მშობიარობის დროს პრობლემები. შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში თირკმელებისა და გულის პრობლემები. შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც დედის, ისე ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად. ნაპროქსენი ნორმონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება და ექიმის რეკომენდაცია. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ დროის განმავლობაში ან როცა ცდილობს დაორსულებას, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე დროით. 20 კვირის ფეხმძიმობის შემდეგ ნაპროქსენი ნორმონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის ნაკლებობა ნაყოფის გარეშო (ოლიგოჰიდრამნიონი), ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ პაციენტი საჭიროებს რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობას, ექიმმა შეიძლება მოახდინოს დამატებითი მონიტორინგი.

შვილოსნობის ასაკის ქალი პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია დაფეხმძიმების უნარის დაქვეითებასთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაპროქსენი ნორმონი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომელთა მოქმედება მოითხოვს ყურადღებას და რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ძალიან იშვიათია (10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დროს, ესენია:

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა/შემცირება), აპლაზიური ანემია და ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება), ლეიკოპენია (სიხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქტოიდური რეაქციები (მწვავე ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება (კანის, ლორწოვანი გარსისა და შინაგანი ორგანოების ანთება).

მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები: ჰიპერკალციემია (კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში).

ფსიქიკური დარღვევები: კონცენტრაციის გაძნელება, დეპრესია, ძილის დარღვევები.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცეფალეა (თავის ტკივილი), გულისრევა, ვერტიგო, კოგნიტიური დისფუნქცია (ცნობიერების ცვლილება), ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის გარსის ანთება), გულყრები, უძილობა, ძილის დარღვევები.

თვალის დარღვევები: მხედველობის დარღვევები, რქოვანას გაუმჭვირვალობა (რქოვანაზე ცვლილება მკრთალი ან მოთეთრო-ნაცრისფერი ლაქის სახით, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით), პაპილიტი (მხედველობის ნერვის დვრილის ანთება), რეტრობულბალური ოპტიკური ნევრიტი (ოპტიკური ნერვის ანთება) და დვრილის შეშუპება.

ყურის დარღვევები: სმენის ცვლილება, ტინიტუსი (ხმაური ყურებში), ჰიპოაკუზია (სმენის დაკარგვა).

კარდიოვასკულარული დარღვევები: გულის ფრიალი, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება). ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან. ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი ტიპის მედიკამენტების მკურნალობის დროს აღინიშნა შეშუპება (სითხის შეკავება), მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა.

რესპირატორული დარღვევები: ასთმა, ეოზინოფილური პნევმონიტი (ფილტვების ანთება), ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა), ფილტვის შეშუპება (ფილტვებში სითხის შეკავების გამო).

გასტროინტესტინური დარღვევები: ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა გასტროინტესტინური ეფექტები: პეპტიკური წყლული, კუჭიდან სისხლდენა, პერფორაცია (ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური), განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში. ასევე აღინიშნა გულისრევა ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკვილი, სისხლიანი განავალი, აფთოზური წყლულები პირის ღრუში, წყლულოვანი კოლიტის გაუარესება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე (კანის მოყვითალო პიგმენტაცია). ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დაკავშირებული იყოს ღვიძლის დაზიანებასთან.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: შეშუპება, ექკიმოზები (ექსტრავაზაცია სისხლიდან ქსოვილებში), პრურიტუსი (ქავილი), პურპურა (კანზე ჰემორაგიები), გამონაყარი, ოფლიანობა, ალოპეცია (თმის ცვენა), ერითემა (კანის სიწითლე), ეგზანთემა (გამონაყარი), ბრტყელი ლიქენი (კანის ანთება წითელი კვანძებით ძირითადად კისერზე, წინამხრებზე და მუცელზე), რეაქცია პუსტულებით, გამონაყარი კანზე, სისტემური წითელი მგლურა, ჭინჭრის ცეიბა, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები (ალერგია მზეზე). თუ ვითარდება კანის აქერცვლა ან ბუშტუკების (ბლისტერების) წარმოქმნა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე ბულოზურ რეაქციებთან, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების დარღვევები: მიალგია და კუნთოვანი ასთენია (კუნთების ტკივილი და სისუსტე).

თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები: ჰემატურია (სისხლიანი შარდი), ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), ნეფროზული სინდრომი (ვლინდება შემღვრეული შარდითა და შესივებული სახით), ნეფროპათია (თირკმელების დაავადება), თირკმლის უკმარისობა, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები: უშვილობა.

ზოგადი დარღვევები: ზოგადი სისუსტე, პირექსია (შემცივნება და ცხელება), წყურვილი, ყელის ტკივილი.

დამატებითი ანალიზები: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები, კრეატინინის მაღალი დონე შრატში, ჰიპერკალიემია.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

თავბრუსხვევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულძმარვა, გულისრევა, ღვიძლის გარდამავალი დარღვევები, სისხლში პროთრომბინის დონის დაქვეითება, თირკმლის დარღვევები, სისხლის მჟავიანობის მომატება, სუნთქვის გარდამავალი გაჩერება, დეზორიენტაცია ან ღებინება.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის დროს საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდებულია, პაციენტმა თან იქონიოს შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია სამედიცინო პერსონალთან მიმართვისას.

ნაპროქსენი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ნაპროქსენი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნაპროქსენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი და რკინის ოქსიდი (E-172).

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა

ნაპროქსენი ნორმონი არის მოვარდისფრო, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, გამყოფი ხაზით და აღნიშვნით ტაბლეტები. ტბალეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 40 ტაბლეტს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია 2023 წლის თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე (http://www.aemps.gob.es/).

შენახვის პირობები

ნაპროქსენი ნორმონი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია ნაპროქსენი ნორმონის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ნაპროქსენი ნორმონი 500 მგ ტაბლეტები

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ნაპროქსენი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნაპროქსენი ნორმონის მიღებამდე

ნაპროქსენი ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნაპროქსენი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ნაპროქსენი ნორმონი და მისი გამოყენება

ნაპროქსენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური (ტკივილის საწინააღმდეგო) და ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) თვისებები.

ნაპროქსენი ნორმონი ნაჩვენებია სახსრების, კუნთების, მყესებისა და იოგების ანთებითი და მტკივნეული პროცესების დროს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მააანკილოზებელი სპონდილიტი. ნაპროქსენი ნორმონი ასევე ნაჩვენებია პოდაგრის მწვავე შეტევების, რევმატოიდული სინდრომებისა და ტკივილით მიმდინარე მენსტრუალური პერიოდების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ნაპროქსენი ნორმონის მიღებამდე

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მინიმალური დოზის მიღება, რომელიც საკმარისია ტკივილის გასაკონტროლებლად/მოსახსნელად და მედიკამენტის მიღება არ უნდა გაგრძელდეს იმაზე დიდხანს, რომელიც საკმარისია სიმპტომების გასაკონტროლებლად.

დაუშვებელია ნაპროქსენი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ნაპროქსენის, ნაპროქსენის ნატრიუმის ან ნაპროქსენი ნორმონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ და/ან ამ მედიკამენტებმა გამოიწვიეს მძიმე ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პერფორაცია არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები;

ნაპროქსენი ნორმონი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;

თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა;

ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ნაპროქსენი ნორმონის მიღებისას:

თუ პაციენტს წარსულშ ჰქონდა ან აქვს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც იწვევს მუცლის ძლიერ ან მუდმივ ტკივილს და/ან კუპრისფერ განავალს, ან ვითარდება გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე.

რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო დიდია რისკი, განსაკუთრებით, პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევაში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი მედიკამენტის დანიშვნის შესაძლებლობას;

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან ალერგიული დაავადებები, ნაპროქსენი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე პრობლემები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან. აღნიშნული რისკი უფრო დიდია მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ იმყოფება ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ (მაგ.: აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან უნდა განიხილოს ამ მედიკამენტით მკურნალობის საკითხი.

ამ ტიპის მედიკამენტებმა შეიძლება, ასევე, გამოიწვიონ სითხის შეკავება განსაკუთრებით გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

თუ პაციენტი იღებს სხვა ანტიანთებით პრეპარატებს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება ან ფიქრობს, რომ აქვს ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან ნაპროქსენი ნორმონმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები;

თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დარღვევები მკურნალობის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი ერთდროულად იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე ან ზრდის წყლულის რისკს, როგორიცაა პერორალური ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები. მკურნალ ექიმს ასევე უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც შესაძლოა ზრდის სისხლდენის რისკს, როგორიცაა: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, რადგან მედიკამენტებმა, როგორიცაა ნაპროქსენი ნორმონი, შეიძლება გააუარესონ ამ დაავადებების მიმდინარეობა.

სხვა მედიკამენტები და ნაპროქსენი ნორმონი:

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

არ არის რეკომენდებული ნაპროქსენი ნორმონის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

ანტაციდები ან ქოლესტირამინი, რადგან შეიძლება დააყოვნონ ნაპროქსენი ნორმონის მოქმედება;

ჰიდანტოინები (მედიკამენტები ძირითადად გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

სულფონშარდოვანას წარმოებულები (დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები);

სულფონამიდები (მედიკამენტების ტიპი, რომლებიც გამოიყენება დიურეზის გასაზრდელად);

მეთოტრექსატი (იმუნოსუპრესანტი);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს);

ფუროსემიდი (მედკამენტი, რომელიც გამოიყენება დიურეზის გასაზრდელად);

ლითიუმი (ანტიფსიქოზური საშუალება, გამოიყენება დეპრესიის დროს);

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აქვეითებენ არტერიულ წნევას);

β-ბლოკატორები (აქვეითებენ არტერიულ წნევას).

ნაპროქსენი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან, ჭიქა წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. რეკომენდებულია პროდუქტის მიღება ჭამის დროს.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ნაპროქსენი ნორმონი არ უნდა დაინიშნოს ფეხმძიმობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია თვითნებური აბორტების/თანდაყოლილი ანომალიების უფრო მაღალ რისკთან, ამიტომ ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება. ასეთ შემთხვევებში დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე.

ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია ნაპროქსენი ნორმონის მიღება.

ნაპროქსენი ნორმონი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს მშობიარობის დროს პრობლემები. შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში თირკმელებისა და გულის პრობლემები. შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც დედის, ისე ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად. ნაპროქსენი ნორმონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება და ექიმის რეკომენდაცია. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ დროის განმავლობაში ან როცა ცდილობს დაორსულებას, გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე დროით. 20 კვირის ფეხმძიმობის შემდეგ ნაპროქსენი ნორმონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის ნაკლებობა ნაყოფის გარეშო (ოლიგოჰიდრამნიონი), ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ პაციენტი საჭიროებს რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობას, ექიმმა შეიძლება მოახდინოს დამატებითი მონიტორინგი.

შვილოსნობის ასაკის ქალი პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია დაფეხმძიმების უნარის დაქვეითებასთან.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნაპროქსენი ნორმონი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომელთა მოქმედება მოითხოვს ყურადღებას და რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ნაპროქსენი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზაა:

რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი: ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ერთი ან ორი ტაბლეტი (500-1000 მგ ნაპროქსენი) ორჯერ დღეში (დილით და ღამით). პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი ღამის ტკივილი და/ან დაბუჟება დილით, პაციენტებში, რომლებიც სხვა ანტირევმატულ მკურნალობას ცვლიან ნაპროქსენი ნორმონით და ოსტეოართრიტის დროს, როცა ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ერთნახევარი ან ორი ტაბლეტით (750-1000 მგ) დღეში რამდენიმე კვირის განმავლობაში. ერთჯერადი დღიური დოზა - ერთი ან ორი ტაბლეტი (500-1000 მგ) -შეიძლება დაინიშნოს დილით ან ღამით, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.

პოდაგრის მწვავე შეტევა: რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთნახევარი ტაბლეტი (750 მგ), რომლესაც მოსდევს მეორე ტაბლეტი (500 მგ) 8 საათის შემდეგ და ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 8 საათში შეტევის დამთავრებამდე.

დისმენორეა: რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი ტაბლეტი (500 მგ), რომელსაც მოსდევს ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 6 ან 8 საათში.

მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი პროცესი: რეკომენდებული საწყისი დოზაა ერთი ტაბლეტი (500 მგ), რომელსაც მოსდევს ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 6-8 საათში.

ძლიერი შეტევის დროს და თუ არ არის კუჭ-ნაწლავის დაავადების ანამნეზი, დოზა შეიძლება გაიზარდოს სამ ტაბლეტამდე (1500 მგ) არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში გამოყენება:

იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს რეკომენდებულია, რომ დოზა 10 მგ/კგ/დღეში გაიყოს ორ მიღებად 12 საათიანი ინტერვალით.

სპეციალური პოპულაციები:

დოზა შეიძლება დაქვეითდეს 65 წელზე მეტი ასაკის ან გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

მიღების მეთოდი:

ნაპროქსენი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან, ჭიქა წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. რეკომენდებულია პროდუქტის მიღება ჭამის დროს.

ნაპროქსენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულძმარვა, გულისრევა, ღვიძლის გარდამავალი დარღვევები, სისხლში პროთრომბინის დონის დაქვეითება, თირკმლის დარღვევები, სისხლის მჟავიანობის მომატება, სუნთქვის გარდამავალი გაჩერება, დეზორიენტაცია ან ღებინება.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის დროს საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდებულია, პაციენტმა თან იქონიოს შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია სამედიცინო პერსონალთან მიმართვისას.

ნაპროქსენი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ძალიან იშვიათია (10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დროს, ესენია:

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა/შემცირება), აპლაზიური ანემია და ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება), ლეიკოპენია (სიხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქტოიდური რეაქციები (მწვავე ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება (კანის, ლორწოვანი გარსისა და შინაგანი ორგანოების ანთება).

მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები: ჰიპერკალციემია (კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში).

ფსიქიკური დარღვევები: კონცენტრაციის გაძნელება, დეპრესია, ძილის დარღვევები.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცეფალეა (თავის ტკივილი), გულისრევა, ვერტიგო, კოგნიტიური დისფუნქცია (ცნობიერების ცვლილება), ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის გარსის ანთება), გულყრები, უძილობა, ძილის დარღვევები.

თვალის დარღვევები: მხედველობის დარღვევები, რქოვანას გაუმჭვირვალობა (რქოვანაზე ცვლილება მკრთალი ან მოთეთრო-ნაცრისფერი ლაქის სახით, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით), პაპილიტი (მხედველობის ნერვის დვრილის ანთება), რეტრობულბალური ოპტიკური ნევრიტი (ოპტიკური ნერვის ანთება) და დვრილის შეშუპება.

ყურის დარღვევები: სმენის ცვლილება, ტინიტუსი (ხმაური ყურებში), ჰიპოაკუზია (სმენის დაკარგვა).

კარდიოვასკულარული დარღვევები: გულის ფრიალი, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება). ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან. ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი ტიპის მედიკამენტების მკურნალობის დროს აღინიშნა შეშუპება (სითხის შეკავება), მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა.

რესპირატორული დარღვევები: ასთმა, ეოზინოფილური პნევმონიტი (ფილტვების ანთება), ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა), ფილტვის შეშუპება (ფილტვებში სითხის შეკავების გამო).

გასტროინტესტინური დარღვევები: ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა გასტროინტესტინური ეფექტები: პეპტიკური წყლული, კუჭიდან სისხლდენა, პერფორაცია (ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური), განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში. ასევე აღინიშნა გულისრევა ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკვილი, სისხლიანი განავალი, აფთოზური წყლულები პირის ღრუში, წყლულოვანი კოლიტის გაუარესება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე (კანის მოყვითალო პიგმენტაცია). ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დაკავშირებული იყოს ღვიძლის დაზიანებასთან.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: შეშუპება, ექკიმოზები (ექსტრავაზაცია სისხლიდან ქსოვილებში), პრურიტუსი (ქავილი), პურპურა (კანზე ჰემორაგიები), გამონაყარი, ოფლიანობა, ალოპეცია (თმის ცვენა), ერითემა (კანის სიწითლე), ეგზანთემა (გამონაყარი), ბრტყელი ლიქენი (კანის ანთება წითელი კვანძებით ძირითადად კისერზე, წინამხრებზე და მუცელზე), რეაქცია პუსტულებით, გამონაყარი კანზე, სისტემური წითელი მგლურა, ჭინჭრის ცეიბა, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები (ალერგია მზეზე). თუ ვითარდება კანის აქერცვლა ან ბუშტუკების (ბლისტერების) წარმოქმნა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. ნაპროქსენი ნორმონის მსგავსი მედიკამენტები ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე ბულოზურ რეაქციებთან, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების დარღვევები: მიალგია და კუნთოვანი ასთენია (კუნთების ტკივილი და სისუსტე).

თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები: ჰემატურია (სისხლიანი შარდი), ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელების ანთება), ნეფროზული სინდრომი (ვლინდება შემღვრეული შარდითა და შესივებული სახით), ნეფროპათია (თირკმელების დაავადება), თირკმლის უკმარისობა, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები: უშვილობა.

ზოგადი დარღვევები: ზოგადი სისუსტე, პირექსია (შემცივნება და ცხელება), წყურვილი, ყელის ტკივილი.

დამატებითი ანალიზები: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები, კრეატინინის მაღალი დონე შრატში, ჰიპერკალიემია.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ნაპროქსენი ნორმონის შენახვის წესი

ნაპროქსენი ნორმონი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია ნაპროქსენი ნორმონის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნაპროქსენი ნორმონი:

აქტიური ნივთიერებაა ნაპროქსენი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნაპროქსენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი და რკინის ოქსიდი (E-172).

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა

ნაპროქსენი ნორმონი არის მოვარდისფრო, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, გამყოფი ხაზით და აღნიშვნით ტაბლეტები. ტბალეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 40 ტაბლეტს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია 2023 წლის თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე (http://www.aemps.gob.es/).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა