პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

მუსიტროლი

Musitrol

ურეცეპტოდ250მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

მუსიტროლის ტაბლეტები გამოიყენება კანისა და ხელებისა და ფეხების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ტერბინაფინი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა სკალპისა და თმების, საზარდულის და სხეულის სხვა ნაწილების, ტერფის (ათლეტის ტერფი) Tinea (დერმატოფიტებით გამოწვეული) და კანის საფუარა სოკოებით …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტერბინაფინი (terbinafine)
ფორმა და შეფუთვა
250მგ ტაბლეტი №14 (2X7)
მწარმოებელი
S.C. SLAVIA PHARM S.R.L., რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები
ATC კოდი
D01BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040921
რეგისტრირებულია
2 მაისი 2024, მოქმედებს 2 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამუსიტროლი და სხვა წამალი ერთად

მუსიტროლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მუსიტროლის ტაბლეტები გამოიყენება კანისა და ხელებისა და ფეხების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

ტერბინაფინი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა სკალპისა და თმების, საზარდულის და სხეულის სხვა ნაწილების, ტერფის (ათლეტის ტერფი) Tinea (დერმატოფიტებით გამოწვეული) და კანის საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები.

ტერბინაფინი მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება კანის, თმებისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. პერორალურად მიცემის შემთხვევაში, პრეპარატი აღწევს ინფექციის კერას მაღალი კონცენტრაციით, რომელიც საკმარისია სოკოს მოსაკლავად ან მისი ზრდის შესაჩერებლად.

მიღების წესი და დოზირება

მუსიტროლი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას. თუ გრძნობთ, რომ მუსიტროლი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზრდასრულები

რეკომენდებული დოზა ხანდაზმულებისა და ზრდასრული პაციენტებისათვის არის 250 ტერბინაფინი (მუსიტროლის ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

ბავშვები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში (ჩვეულებრივ 12 კგ-მდე წონით) პრეპარატის მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისწვდომი.

40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის მუსიტროლის ერთი ტაბლეტი (250 მგ ტერბინაფინი) დღეში ერთხელ.

მუსიტროლის მიღების ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმძიმეზე და სხეულის დაზიანებული ნაწილზე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ტაბლეტები.

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის:

ტერფის Tinea-ს (დერმატოფიტებით გამოწვეული) (ათლეტის ტერფი) ინფექციებისათვის, მუსიტროლის მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში.

Tinea-ს ინფექციებისათვის (დერმატოფიტებით გამოწვეული) და სოკოვანი ინფექციებისათვის, საზარდული და სხვა ინფექციებისათვიეს, მუსიტროლი მიიღება 2-4 კვირის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება ყოველდღიურად და ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით. ამით უზრუნველყოფთ, რომ ინფექცია სრულად განკურნებულია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რეციდივის შანსები ბევრად ნაკლებია.

სკალპისა და თმის ინფექციები

სკალპისა და თმის Tinea (დერმატოფიტებით გამოწვეული) ინფექციებისათვის, მუსიტროლის მიღება შეიძლება 4 კვირა.

ფრჩხილების ინფექციები

ჩვეულებრივ ფრჩხილების ინფექციების მკურნალობა, უფრო ხანგრძლივია, ვიდრე კანის ინფექციებისათვის. ფრჩხილების უმეტესობა ინფექციისათვის, მუსიტროლი მიიღება 6-12 კვირის განმავლობაში.

ხელის ფრჩხილების ინფექციები

მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევაში 6 კვირა საკმარისია.

ფეხის ფრჩხილების ინფექციები

მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევაში 12 კვირა საკმარისია.

ზოგიერთ პაციენტს, ფრჩხილების ნელი ზრდით, უფრო ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება დასჭირდეთ. ამას ექიმის თქვეთან განიხილავს.

თუ მიიღეთ მუსიტროლის ჭარბი დოზა, მაშინ:

თუ შემთხვევით მიიღეთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი გულმკერდში და თავბრუ.

თუ დაგავიწყდათ მუსიტროლის მიღება

თუ გამოგრჩათ მუსიტროლის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩენილია 4 საათზე მეტი. ამ შემთხვევაში, მოიცადეთ და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

მედიკამენტთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ან მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6);

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები;

მუსიტროლის მიღებამდე, აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენთან კავშირშია.

სიფრთხილის ზომები

თუ იღებთ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს (იხ. მუსიტროლი და სხვა მედიკამენტები) აცნობეთ მკურნალ ექიმს მუსიტროლის მიღებამდე, თუ შეამჩნევთ შემდეგ:

უწყვეტი და აუხსნელი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, უჩვეულო სისუსტე, თუ შენიშნავთ კანის ან თვალების გაყვითლებას; თუ თქვენი შარდი უჩვეულოდ მუქი გახდება ან განავალი უჩვეულოდ ღია ფერის (ღვიძლის დარღვევის ნიშნები);

გამონაყარი, სიწითლე ან კანის აქერცვლა; ტუჩებზე, თვალებსა თუ პირის ღრუში ბუშტუკები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები);

სისუსტე, უჩვეული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები (სისხლის პათოლოგიების ნიშნები).

გამოყენება ხანდაზმულებში

მუსიტროლის ტაბლეტების მიღება შეიძლება 65 წელს ზემოთ პირებში. თუ ხართ > 65 წელის, თქვენ უნდა მიიღოთ იგივე დოზა, როგორც ზრდასრულები.

გამოყენება ბავშვებში

მუსიტროლი ჩვეულებრივ არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მუსიტროლი და სხვა მედიკამენტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მცენარეული მედიკამენტების, პერორალური კონტრაცეპტივების (ორსულობის საწინააღმდეგო ტაბლეტები) ჩათვლით.

ეს მოიცავს:

ანტიბიოტიკები (მაგ. რიფამპიცინი);

კოფეინი;

ანტიდეპრესანტი (მაგ. დესიპრამინი);

გულის პრობლემენის სამკურნელო მედიკამენტები (მაგ. პროპაფენონი);

არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. მეტოპროლოლი);

კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი);

ხველის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. დექსტრომეთორფანი);

ციკლოსპორინი, იმუნური სისტემის საკონტროლო მედიკამენტები გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით.

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ზემოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღების შესახებ.

მუსიტროლის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად.

მუსიტროლის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

In vitro და in vivo კვლევებმა აჩვენეს, რომ ტერბინაფინი აინჰიბირებს CYP2D6-ით განპირობებულ მეტაბოლიზმს. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობენ ძირითადად CYP2D6-ით მეტაბოლიზებული ნაერთებით, მაგალითად პრეპარატების შემდეგი ჯგუფის ზოგიერთი წევრი, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანტიარითმიული საშუალებები (1A, 1B და 1C კლასის ჩათვლით) და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები-ტიპი B, განსაკუთრებით, თუ მათ ასევე აქვთ ვიწრო თერაპიული ფაჯნარა (იხ. პუნქტი 4.5).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი

სხვ პრეპარატების ზეგავლენა ტერბინაფინზე

ტერბინაფინის პლაზმური კლირენსი შეიძლება გაძლიერდეს ფერმენტის-მასტიმულირებელის ეფექტის მქონე პრეპარატებით და შეიძლება დაითრგუნოს ციტოქრომ P450-ის მაინჰიბირებელი პრეპარატებით.

ასეთი პრეპარატის ერთად გამოყენების აუცილებელობის შემთხვევაში, საჭიროა ტერბინაფინის დოზის შესაბამისი კორექცია.

ციმეტიდინმა შეამცირა ტერბინაფინის კლირენსი 30%-ით და შესაბამისად შეუძლია გაზარდოს ტერბინაფინის ეფექტი ან პლაზმური კონცენტრაცია.

რიფამპიცინმა გაზარდა ტერბინაფინის კლირენსი 100%-ით და შესაბამისად შეუძლია შეამციროს ტერბინაფინის ეფექტი ან პლაზმური კონცენტრაცია.

ფლუკონაზოლმა გაზარდა ტერბინაფინის Cmax და AUC 52% და 68%-ით შესაბამისად, CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტების ინჰიბირების გამო. ზემოქმედების მსგავსი ზრდა შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც სხვა პრეპარატები, რომლებიც აინჰიბირებენ, როგორც CYP2C9-სა, ასევე CYP3A4-ს, როგორიცაა კეტოკონაზოლი და ამიოდარონი, გამოიყენება ტერბინაფინთან ერთად.

ტერბინაფინის ეფექტი სხვა პრეპარატებზე

In vitro და ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევები ცხადყოფენ, რომ ტერბინაფინი ავლენს უმნიშვნელო უნარს, მოახდინოს ციტოქრომ P450 ფერმენტებით მეტაბოლიზებული უმეტესობა პრეპარატის დათრგუნვა ან სტიმულირება (მაგ. ტერფენადინი, ტრიაზოლამი, ტოლბუტამინი ან პერორალური კონტრაცეპტივები), გარდა პრეპარატებისა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2D6-ით (იხ. ქვემოთ).

ტერბინაფინი ხელს არ უშლის ანტიპირინის (ფენაზონის) ან დიგოქსინის კლირენსს.

პაციენტებში, რომლებიც ტერბინაფინს იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად, დაფიქსირებულია მენსტრუალური დარღვევების შემთხვევები, თუმცა აღნიშნული დარღვევების განვითარების სიხშირე ჯდება იმ ფარგლებში, რაც აღინიშნება მხოლოდ პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას.

არ დაფიქსირებულად ტერბინაფინის გავლენა ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. გარდა ამისა, აღ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტერბინაფინსა და თანმხლებ პრეპარატებთან, როგორივაა კოტრიმოქსაზოლი (ტრიმეთოპრიმი და სულფამეთოქსაზოლი), ზიდოვუდინი ან თეოფილინი.

ტერბინაფინმა შეიძლება გაზარდოს შემდეგი პრეპარატების გავლენა ან პლაზმური კონცენტრაცია

კოფეინი

ტერბინაფინი ამცირება ინტრავენური კოფეინის კლირენსს 21%-ით.

ნაერთები, რომლებიც მეტაბოლიზდენიან CYP2D6-ით

In vitro და in vivo კვლევებმა აჩვენეს, რომ ტერბინაფინი აინჰიბირებს СYP2D6-ით განპირობებულ მეტაბოლიზმს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული ფერმენტით მეტაბოლიზებული პრეპარატებით, მაგ. შემდეგი ჯგუფის პრეპარატებით, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (TCAs), ბეტა-ბლოკატორები, სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs), ანტიარითმიული საშუალებები (1A, 1B და 1C ჯგუფის ჩათვლით) და მონოამინ ოქსიდაზა ინჰიბიტორები (მაო ინჰიბიტორები)-ტიპი B, განსაკუთრებით, თუ მათ ასევე აქვთ ვიწრო თერაპიული ფანჯარა.

ტერბინაფინი ამცირებს დესიპრამინის კლირენსს 82%-ით.

ტებინაფინი ზრდის ციკლოსპორინის კლირენსს 15%-ით და შესაბამისად შეუძლია შეამციროს მისი ეფექტი და პლაზმური კონცენტრაცია.

დექსტრომეთორფანის (ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი და CYP2D6 ტესტ-სუბსტრატი) ინტენსიურ მეტაბოლიზატორებში, ჯანმრთელ პირებში ჩატარებულ კვლევებში, ტერბინაფინმა გაზარდა დექსტრომეთორფანის/დექსტრორფანის მეტაბოლური პროპორცია შარდიშ 16-97-ჯერ საშუალოდ. ამრიგად, ტერბინაფინს შეუძლია ინტენსიური CYP2D6 მეტაბოლიზატორების სტატუსი გარდაქმნას ცუდ მეტაბოლიზატორებად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობა, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევთან ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. არ მიიღოთ მუსიტროლი ორსულობის დროს, თუ არ არსებობს ამის აბსოლუტური ჩვენება. ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის დროს მუსიტროლის მიღების შესაძლო რისკების.

ძუძუთი კვება

მუსიტროლის მიღებისას არ შეიძლება ძუძუთი კვება, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვებზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ მისიტროლის მიღების შემდეგ, იგრძნობთ თავბრუსხვევას, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. ჩვეულებრივ მუსიტროლი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:

იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის პრობლემები სერიოზულია.

მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავს სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, ლუპუსს (აუტოიმუნური მდგომარეობა), კანის მძიმე რეაქციებს, მძიმე ალერგიულ რეაქციებს, სისხლძარღვების ანთებას, პანკრეასის ანთებასა და კუნთების ნეკროზს.

აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ:

პერსისტული და აუხსნელი გულისრევა, კუჭის დარღვევები, მადის დაკარგვა, უჩვეულო სისუსტე ან ადვილად დაღლილობა;

კანის ან თვალების გაყვითლება; თუ შარდი უჩვეულად გამუქდა ან განავალი გაღიავდა (ღვიძლის დარღვევის ნიშანი);

ყელის ტკივილი ცხელებითა და შემცივნებით;

სისხლდენა ან უჩვეულო სისხლჩაქცევა (დაავადების ნიშანი, რომელიც ზეგავლენას ახდენს გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობაზე);

კანის, ლორწოვანი გარსებისა თუ ფრჩხილების პათოლოგიური სიფერმკრთალე, თუ გამოვლინდეა სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება (დაავადების ნიშნები ერითროციტების მონაწილეობით);

სუნთქვის გაძნელება, თავბრი, სახისა და ყელის შეშუპება, სიწითლე, სპაზმების მსგავსი მუცლის ტკივილი და გონების დაკრგვა, თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახსრების რიგიდულობა, ტრანზიტორული გამონაყარი, ცხელება ან შესიებული/გადიდებული ლიმფური კვანძები (მძიმე ალერგიული რეაქციების შესაძლო ნიშნები);

ტრანზიტორული გამონაყარი, ცხელება, ქავილი, სისუსტე ან შენიშნება წითელი-ალისფერი ლაქები კანის ქვეშ (სისხლძარღვების ანთების შესაძლო ნიშნები);

კანის ნებისმიერი მძიმე დარღვევა;

ძლიერი ტკივილის მუცლის ზედა არეში, რომელიც გადაეცემა წელში (პანკრეასის ანთების შესაძლეო ნიშნები);

სისუსტე და კუნთების უჩვეულო ტკივილი ან მუქი შარდი (ყავისფერი-წითელი) (კუნთების ნეკროზის შესაძლო ნიშნები).

ძალიან ხშირი ( 1/10)

შებერილობა, მადის დაკარგვა, მონელების დარღვევა, გულისრევა, ტკივილი გულმკერდში, ფაღარათი. იმ შემთხვევაში, თუ ფაღარათი გრძელდება რამდენიმე დღეს, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის სქემის შეცვლა;

გამონაყარი, ჭინჭრის ციება;

სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი.

ხშირი ( 1/100 - < 1/10)

თავის ტკივილი

არახშირი ( 1/1,000 - < 1/100)

გემოს დარღვევები ან გემოს დაკარგვა; ეს დარღვევები ტრანზიტორულია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მადის დაქვეითება და წონაში მნიშვნელოვანი შემცირება. აცნობეთ მკურნალ ექიმა, თუ გემოს დაკარგვა გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

იშვიათი ( 1/10,000 - < 1/1000)

ღვიძლის დარღვევები

ძალიან იშვიათი (< 1/10,000)

სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების დაკარგვა, ლუპუსი (აუტოიმუნური პათოლოგია), კანის მძიმე რეაქციები, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, შემცირებული ფიზიკური მგრძნობელობა, დაბუჟება და ქავილი.

ასევე ფიქსირდება შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ერითროციტების შემცირებული რაოდენობა, მძიმე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, ყნოსვის დარღვევები, ყნოსვის პერმანენტული დაკარგვის ჩათვლით, პანკრეასის ანთება, კუნთების ნეკროზი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. სისუსტე, შემცივნება, სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი), ცხელება, სისხლში კუნთების ფერმენტების დონის გაზრდა (კრეატინ ფოსფოკინაზა), მზის მიმართ კანის მგრძნობელობის მატება.

უცნობი: ფსორიაზის გაუარესება (კანის აქერცვლის დაავადება), ადვილად დაღლილობა, კანის მძიმე რეაქციები (მაგ. გენერალიზებული მწვავე ეგზანთემური პუსტულოზი).

ჭარბი დოზა

დაფიქსირებულია ჭარბი დოზირების (5 გრ-მდე) რამდენიმე შემთხვევაში. ძირითადი სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი და თავბრუ. ჭარბი დოზირების რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს პრეპარატის მოცილება, ძირითადად აქტივირებული ნახშირის ამოყენებით და სიმპტომატური დამხმარე თერაპიით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ტერბინაფინს (ტერბინაფინ ჰიდროქლორიდის სახით);

სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება მუსიტროლი და შეფუთვის შიგთავსი

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი, 7 ტაბლეტით თითოში.

მუსიტროლი არის ბრტყელი ტაბლეტები, თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, 11 მმ დიამეტრით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, თავის შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ მუსიტროლი შეფუთვაზე აღნიშნული (EXP) ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამეტები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკიტხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო მედიკამენტების უტილიზაცია. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერორალური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (ათქ კოდი D01BA02)

ტერბინაფინი არის ალილამინი, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტსი. დაბალ კონცენტრაციებზე ტერბინაფინი ფუნგიციდურია დერმატოფიტების, ობის სოკოებისა და გარკვეული დისმორფული სოკოების წინააღმდეგ. საფუარა სოკოების წინააღმდეგ აქტოვობა არის ფუნგიციდური ან ფუნგისტატური სახეობის მიხედვით.

სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას განაპირობებს ერგოსტეროლის სინტეზის შემცირენა, რომელიც მნიშვნელოვანი სოკოს უჯრედის მემბრანის მნიშვნელობანი კომპონენტია. ტერბინაფინის მოქმედება სქვალენ-ეპოქსიდაზას ინჰიბირებით, უშლის რა ხელს სოკოს ერგოსტეროლის ადრეულ ბიოსინთეზს, რაც თავის მხრივ იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და უჯრედშიდა სქვალენის აკუმულირებას, რაც ტოქსიკური მიკროორგანიზმნისათვის, და შემდგომში იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს.

პერორალურად მიცემის შემთხვევაში, პრეპარატი კონცენტრირდება კანზე, თმებსა და ფრჩხილებში კონცენტრაციებით, რომელიც უზრუნველჰყოფს ფუნგიციდურ აქტივობას. აქტიური ნივთიერების გაზომვანი კონცენტრაციები კვლავ შეინიშნება მკურნალობის შეწყვეტიდან 15-20 დღის შემდეგ.

ტერბინაფინი გამოიყენება ტრიქოფიტონით (T.rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.violaceum), Microsporum canis და Epidermophyton floccosum-ით გამოწვეული კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

შემდეგ ცხრილში მოცემულია დერმატოფიტების წინააღმდეგ მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების (MIC) დიაპაზონი

მიკროორგანიზმი

MIC (მკგ/მლ)

Trychophyton rubrum

  • 001 – 0.15

Trychophyton mentagrophytes

  • 0001 – 0.05

Trychophyton verrucosum

  • 001 – 0.006

Trychophyton violaceum

  • 001 – 0.1

Microsporum canis

  • 0001 – 0.1

Epidermophyton floccosum

  • 001 – 0.05

ტერბინაფინი ავლენს სუსტ ეფექტურობას Candida სახეობის ბევრი საფუარა სოკოს წინააღმდეგ.

პერორალური ტერბინაფინი ადგილობრივ მკურნალობასთან შედარებით, არ გააჩნია ეფექტი Pityriasis (Tinea) versicolor-თან მკურნალობაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალური მიღების შემდეგ, ტერბინაფინი კარგად შეიწოვება (>70%) და ტერბინაფინის აბსოლუტური ბიოამთვისებლობა პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შედეგად არის დაახლოებით 50%. 250 მგ ტერბინაფინის ერთჯერადი პერორალური დოზა იწვევს საშუალო მაქს. პლაზმურ კონცენტრაციას 0,97 მკგ/მლ მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. წონასწორულ მდგომარეობაში, ტერბინაფინი მაქსიმალური კონცენტრაცია საშუალოდ 25%-ით უფრო მაღალი იყო და პლაზმური AUC გაიზარდა ფაქტორით 2.3 ერთჯერადი დოზის მიღებასთან შედარებით. ტერბინაფინის პერორალური მიღების შემდეგ ბიოამთვისებლობაზე საშუალოდ მოქმედებს საკვები (AUC-ის მატება <20%-ით), თუმცა არ არის საკმარისი დოზის კორექციისათვის.

ტერბინაფინი ძლიერად უკავშირდება პლაზმურ ცილებს (99%). ტერბინაფინი სწრაფად განიცდის დიფუზიას კანში და კონცენტრირდება ლიპოფილურ stratum corneum-ში. ტერბინაფინი გამოიყოფა კანის ცხიმში, და მაღალ კონცენტრაციებს აღწევს თმის ფოლიკულებში, თმასა და ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ კანის სტრუქტურებში. არსებობს მტკიცებულება, რომ ტერბინაფინი ნაწილდება ფრჩხილის ფირფიტაში თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ტერბინაფინი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდება სულ მცირე შვიდი CYP-იზოფერმენტით, ძირითადად CYP2C9, CYP1A2, CYP3A4, CYP2C8 და CYP2C19-ით. მთავარი მეტაბოლური გზა არის N-დეალკილირება N-ცენტრალზე, მეთილის ჯგუფის გვერდითი ჯაჭვების დაჟანგვა და დიჰიდროდიოლის წარმოქმნა. ბიოტრანსფორმაცია წარმოქმნის მეტაბოლიტებს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის გარეშე, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა შარდში; დოზის 70%-ზე მეტი გვხვდება შარდში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით.

ექსკრეცია მიმდინარეობს ორ ფაზად დისტრიბუციის პერიოდით 4.6 საათი და გამოყოფის ნახევარ დაშლის პერიოდით 17 საათი.

პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ) და უკვე არსებული ღვიძლის მსუბუქი ან მძიმე დისფუნქციით, ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტერბინაფინის კლირენსი შეიძლება შემცირდეს 50%-ით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

მუსიტროლი

ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგინიშნეს თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. სხვა შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

რა არის მუსიტროლი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ მუსიტროლის მიღებამდე

მუსიტროლის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

მუსიტროლის შენახვის პირობები

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რა არის მუსიტროლი და რისთვის გამოიყენება

მუსიტროლის ტაბლეტები გამოიყენება კანისა და ხელებისა და ფეხების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

ტერბინაფინი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა სკალპისა და თმების, საზარდულის და სხეულის სხვა ნაწილების, ტერფის (ათლეტის ტერფი) Tinea (დერმატოფიტებით გამოწვეული) და კანის საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები.

ტერბინაფინი მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება კანის, თმებისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. პერორალურად მიცემის შემთხვევაში, პრეპარატი აღწევს ინფექციის კერას მაღალი კონცენტრაციით, რომელიც საკმარისია სოკოს მოსაკლავად ან მისი ზრდის შესაჩერებლად.

რა უნდა იცოდეთ მუსიტროლის მიღებამდე

მუსიტროლის ტაბლეტები დაგენიშნებათ ექიმის მიერ. დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითებანი, მაშინაც კი, თუ ისინი გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულ ზოგადი ინფორმაციისაგან განსხვავდება.

არ მიიღოთ მუსიტროლი:

თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ან მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6);

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები;

მუსიტროლის მიღებამდე, აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენთან კავშირშია.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

თუ იღებთ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს (იხ. მუსიტროლი და სხვა მედიკამენტები) აცნობეთ მკურნალ ექიმს მუსიტროლის მიღებამდე, თუ შეამჩნევთ შემდეგ:

უწყვეტი და აუხსნელი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, უჩვეულო სისუსტე, თუ შენიშნავთ კანის ან თვალების გაყვითლებას; თუ თქვენი შარდი უჩვეულოდ მუქი გახდება ან განავალი უჩვეულოდ ღია ფერის (ღვიძლის დარღვევის ნიშნები);

გამონაყარი, სიწითლე ან კანის აქერცვლა; ტუჩებზე, თვალებსა თუ პირის ღრუში ბუშტუკები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები);

სისუსტე, უჩვეული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები (სისხლის პათოლოგიების ნიშნები).

გამოყენება ხანდაზმულებში

მუსიტროლის ტაბლეტების მიღება შეიძლება 65 წელს ზემოთ პირებში. თუ ხართ > 65 წელის, თქვენ უნდა მიიღოთ იგივე დოზა, როგორც ზრდასრულები.

გამოყენება ბავშვებში

მუსიტროლი ჩვეულებრივ არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მუსიტროლი და სხვა მედიკამენტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მცენარეული მედიკამენტების, პერორალური კონტრაცეპტივების (ორსულობის საწინააღმდეგო ტაბლეტები) ჩათვლით.

ეს მოიცავს:

ანტიბიოტიკები (მაგ. რიფამპიცინი);

კოფეინი;

ანტიდეპრესანტი (მაგ. დესიპრამინი);

გულის პრობლემენის სამკურნელო მედიკამენტები (მაგ. პროპაფენონი);

არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. მეტოპროლოლი);

კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი);

ხველის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. დექსტრომეთორფანი);

ციკლოსპორინი, იმუნური სისტემის საკონტროლო მედიკამენტები გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით.

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ზემოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღების შესახებ.

მუსიტროლის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად.

მუსიტროლის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობა, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევთან ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. არ მიიღოთ მუსიტროლი ორსულობის დროს, თუ არ არსებობს ამის აბსოლუტური ჩვენება. ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის დროს მუსიტროლის მიღების შესაძლო რისკების.

ძუძუთი კვება

მუსიტროლის მიღებისას არ შეიძლება ძუძუთი კვება, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვებზე.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

თუ მისიტროლის მიღების შემდეგ, იგრძნობთ თავბრუსხვევას, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.

მუსიტროლის მიღების წესი

მუსიტროლი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას. თუ გრძნობთ, რომ მუსიტროლი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზრდასრულები

რეკომენდებული დოზა ხანდაზმულებისა და ზრდასრული პაციენტებისათვის არის 250 ტერბინაფინი (მუსიტროლის ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

ბავშვები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში (ჩვეულებრივ 12 კგ-მდე წონით) პრეპარატის მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისწვდომი.

40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის მუსიტროლის ერთი ტაბლეტი (250 მგ ტერბინაფინი) დღეში ერთხელ.

მუსიტროლის მიღების ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმძიმეზე და სხეულის დაზიანებული ნაწილზე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ტაბლეტები.

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის:

ტერფის Tinea-ს (დერმატოფიტებით გამოწვეული) (ათლეტის ტერფი) ინფექციებისათვის, მუსიტროლის მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში.

Tinea-ს ინფექციებისათვის (დერმატოფიტებით გამოწვეული) და სოკოვანი ინფექციებისათვის, საზარდული და სხვა ინფექციებისათვიეს, მუსიტროლი მიიღება 2-4 კვირის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება ყოველდღიურად და ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით. ამით უზრუნველყოფთ, რომ ინფექცია სრულად განკურნებულია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რეციდივის შანსები ბევრად ნაკლებია.

სკალპისა და თმის ინფექციები

სკალპისა და თმის Tinea (დერმატოფიტებით გამოწვეული) ინფექციებისათვის, მუსიტროლის მიღება შეიძლება 4 კვირა.

ფრჩხილების ინფექციები

ჩვეულებრივ ფრჩხილების ინფექციების მკურნალობა, უფრო ხანგრძლივია, ვიდრე კანის ინფექციებისათვის. ფრჩხილების უმეტესობა ინფექციისათვის, მუსიტროლი მიიღება 6-12 კვირის განმავლობაში.

ხელის ფრჩხილების ინფექციები

მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევაში 6 კვირა საკმარისია.

ფეხის ფრჩხილების ინფექციები

მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევაში 12 კვირა საკმარისია.

ზოგიერთ პაციენტს, ფრჩხილების ნელი ზრდით, უფრო ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება დასჭირდეთ. ამას ექიმის თქვეთან განიხილავს.

თუ მიიღეთ მუსიტროლის ჭარბი დოზა, მაშინ:

თუ შემთხვევით მიიღეთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი გულმკერდში და თავბრუ.

თუ დაგავიწყდათ მუსიტროლის მიღება

თუ გამოგრჩათ მუსიტროლის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩენილია 4 საათზე მეტი. ამ შემთხვევაში, მოიცადეთ და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

მედიკამენტთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. ჩვეულებრივ მუსიტროლი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:

იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის პრობლემები სერიოზულია.

მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავს სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, ლუპუსს (აუტოიმუნური მდგომარეობა), კანის მძიმე რეაქციებს, მძიმე ალერგიულ რეაქციებს, სისხლძარღვების ანთებას, პანკრეასის ანთებასა და კუნთების ნეკროზს.

აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ:

პერსისტული და აუხსნელი გულისრევა, კუჭის დარღვევები, მადის დაკარგვა, უჩვეულო სისუსტე ან ადვილად დაღლილობა;

კანის ან თვალების გაყვითლება; თუ შარდი უჩვეულად გამუქდა ან განავალი გაღიავდა (ღვიძლის დარღვევის ნიშანი);

ყელის ტკივილი ცხელებითა და შემცივნებით;

სისხლდენა ან უჩვეულო სისხლჩაქცევა (დაავადების ნიშანი, რომელიც ზეგავლენას ახდენს გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობაზე);

კანის, ლორწოვანი გარსებისა თუ ფრჩხილების პათოლოგიური სიფერმკრთალე, თუ გამოვლინდეა სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება (დაავადების ნიშნები ერითროციტების მონაწილეობით);

სუნთქვის გაძნელება, თავბრი, სახისა და ყელის შეშუპება, სიწითლე, სპაზმების მსგავსი მუცლის ტკივილი და გონების დაკრგვა, თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახსრების რიგიდულობა, ტრანზიტორული გამონაყარი, ცხელება ან შესიებული/გადიდებული ლიმფური კვანძები (მძიმე ალერგიული რეაქციების შესაძლო ნიშნები);

ტრანზიტორული გამონაყარი, ცხელება, ქავილი, სისუსტე ან შენიშნება წითელი-ალისფერი ლაქები კანის ქვეშ (სისხლძარღვების ანთების შესაძლო ნიშნები);

კანის ნებისმიერი მძიმე დარღვევა;

ძლიერი ტკივილის მუცლის ზედა არეში, რომელიც გადაეცემა წელში (პანკრეასის ანთების შესაძლეო ნიშნები);

სისუსტე და კუნთების უჩვეულო ტკივილი ან მუქი შარდი (ყავისფერი-წითელი) (კუნთების ნეკროზის შესაძლო ნიშნები).

ძალიან ხშირი ( 1/10)

შებერილობა, მადის დაკარგვა, მონელების დარღვევა, გულისრევა, ტკივილი გულმკერდში, ფაღარათი. იმ შემთხვევაში, თუ ფაღარათი გრძელდება რამდენიმე დღეს, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის სქემის შეცვლა;

გამონაყარი, ჭინჭრის ციება;

სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი.

ხშირი ( 1/100 - < 1/10)

თავის ტკივილი

არახშირი ( 1/1,000 - < 1/100)

გემოს დარღვევები ან გემოს დაკარგვა; ეს დარღვევები ტრანზიტორულია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მადის დაქვეითება და წონაში მნიშვნელოვანი შემცირება. აცნობეთ მკურნალ ექიმა, თუ გემოს დაკარგვა გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

იშვიათი ( 1/10,000 - < 1/1000)

ღვიძლის დარღვევები

ძალიან იშვიათი (< 1/10,000)

სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების დაკარგვა, ლუპუსი (აუტოიმუნური პათოლოგია), კანის მძიმე რეაქციები, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, შემცირებული ფიზიკური მგრძნობელობა, დაბუჟება და ქავილი.

ასევე ფიქსირდება შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ერითროციტების შემცირებული რაოდენობა, მძიმე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, ყნოსვის დარღვევები, ყნოსვის პერმანენტული დაკარგვის ჩათვლით, პანკრეასის ანთება, კუნთების ნეკროზი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. სისუსტე, შემცივნება, სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი), ცხელება, სისხლში კუნთების ფერმენტების დონის გაზრდა (კრეატინ ფოსფოკინაზა), მზის მიმართ კანის მგრძნობელობის მატება.

უცნობი: ფსორიაზის გაუარესება (კანის აქერცვლის დაავადება), ადვილად დაღლილობა, კანის მძიმე რეაქციები (მაგ. გენერალიზებული მწვავე ეგზანთემური პუსტულოზი).

მუსიტროლის შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, თავის შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ მუსიტროლი შეფუთვაზე აღნიშნული (EXP) ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამეტები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკიტხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო მედიკამენტების უტილიზაცია. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მუსიტროლი

აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ტერბინაფინს (ტერბინაფინ ჰიდროქლორიდის სახით);

სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება მუსიტროლი და შეფუთვის შიგთავსი

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი, 7 ტაბლეტით თითოში.

მუსიტროლი არის ბრტყელი ტაბლეტები, თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, 11 მმ დიამეტრით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი

S.C. Slavia Pharm S.R.L.

B-dul თეოდორ პალადის ქ. 44C, სექტორი 3, ბუქარესტი, რუმინეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა