პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

მორესერკი

Moreserc®

ურეცეპტოდ24მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მენიერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სამი ძირითადი სიმპტომი: თავბრუსხვევა (გულისრევის/ ღებინების თანხლებით) სმენის დაკარგვა ტინიტუსი პრეპარატი ინიშნება ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბეტაჰისტინი (betahistine)
ფორმა და შეფუთვა
24მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
ATC კოდი
N07CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042712
რეგისტრირებულია
30 იანვარი 2025, მოქმედებს 30 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამორესერკი და სხვა წამალი ერთად

მორესერკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მენიერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სამი ძირითადი სიმპტომი:

თავბრუსხვევა (გულისრევის/ ღებინების თანხლებით)

სმენის დაკარგვა

ტინიტუსი

პრეპარატი ინიშნება ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობისთვის.

მიღების წესი და დოზირება

24 მგ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. დღე-ღამის დოზა შეადგენს 48 მგ-ს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის მიზნით პრეპარატი უნდა მიიღოთ 2 დოზის სახით.

16 მგ: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დღე-ღამის დოზა მერყეობს 24-48 მგ-ის ფარგლებში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის მიზნით პრეპარატი უნდა მიიღოთ 3 დოზის სახით.

დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს პრეპარატის მიმართ პაციენტის რეაქციის შესაბამისად. მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. ზოგ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში.

არსებობს მონაცემები, რომ დაავადების დასაწყისშივე ჩატარებული მკურნალობა ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას ან/და სმენის დაკარგვას, რომელსაც ადგილი აქვს დაავადების გვიან სტადიებზე.

მიღების წესი:

მხოლოდ პერორალურად.

საკვებთან ერთად მიღება ანელებს ბეტაჰისტინის შეწოვას, მაგრამ საერთო აბსორბცია მშიერ მდგომარეობაში მიღების მსგავსია.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისთვის:

თირკმელების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა:

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების ამ ჯგუფში სპეციფიკური კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის, დოზის კორექტირება სავარაუდოდ საჭირო არ არის პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე.

პედიატრიული პოპულაცია:

მორესერკი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ამ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმულები:

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური ცდების მონაცემები შეზღუდულია პაციენტების ამ ჯგუფში, ფართო პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პაციენტების ამ ჯგუფში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.

ფეოქრომოციტომა.

სიფრთხილის ზომები

პაციენტები ბრონქული ასთმით და ანამნეზში პეპტიური წყლულით ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით მკურნალობის პერიოდში საჭიროებენ გულდასმით მონიტორინგს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

in vivo ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული. in vitro კვლევების მონაცემების საფუძველზე, in vivo ციტოქრომ P450 ფერმენტების ინჰიბირება მოსალოდნელი არ არის.

in vitro მონაცემები მიუთითებს, რომ მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, მაო-ს B სუბტიპის ჩათვლით (მაგალითად, სელეგილინი), თრგუნავს ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმს. რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ბეტაჰისტინისა და მაო-ს ინჰიბიტორების (მაო-B-ს სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით) ერთდროულად გამოყენებისას.

ვინაიდან ბეტაჰისტინი ჰისტამინის ანალოგია, ბეტაჰისტინისა და ანტიჰისტამინების ურთიერთქმედებამ თეორიულად შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის ეფექტიანობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია: B

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია

მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

ორსულებში ბეტაჰისტინის ზემოქმედების კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი თუ არაპირდაპირი საზიანო მოქმედება ორსულობაზე/ ემბრიონალურ/ფეტალურ განვითარებაზე/ მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

ორსულებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ბეტაჰისტინი დედის რძეში. ბეტაჰისტინი გადადის ვირთაგვების რძეში. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ორსულობის შემდგომი ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ ძალიან დიდი დოზების გამოყენებისას.

უნდა შეფასდეს დედისთვის პრეპარატის აუცილებლობა და ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლიანობა და შესაძლო რისკები.

რეპროდუქციულობის უნარი/ფერტილობა

რეპროდუქციულობის უნარზე/ფერტილობაზე პრეპარატის ზემოქმედება უცნობია. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე გავლენა ვირთაგვების ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბეტაჰისტინი ინიშნება მენიერის დაავადებისა და შიდა ყურის დაავადებებით გამოწვეული თავბრუსხვევის დროს. ამ დაავადებებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

კლინიკურ კვლევებში, რომელიც სპეციალურად ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის შესასწავლად, ბეტაჰისტინის ზემოქმედება გამოვლენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არც ისე ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებული მოვლენების გარდა, შემდეგი არასასურველი მოვლენები რეგისტრირებულია სპონტანურად პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში და სამეცნიერო ლიტერატურაში. არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ კლასიფიცირებულია კატეგორიაში “უცნობია“.

ბეტაჰისტინთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება წარმოდგენილია ცხრილში ორგანოთა და სისტემათა კლასების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. თითოეულ კატეგორიაში გვერდითი მოვლენები მითითებულია სიმძიმის კლებადობით.

სისტემათა და ორგანოთა კლასი

ხშირი (>1/100, <1/10)

უცნობია (არსებული მონაცემები არასაკმარისია შეფასებისთვის)

იმუნური სისტემის დაავადებები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

გულისრევა და დისპეფსია

მსუბუქი ჩივილები კუჭის მხრივ (მაგალითად, ღებინება, ტკივილი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის შებერილობა და აირები).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ, განსაკუთრებით ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი და ქავილი.

  • მოცემული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ აღინიშნება დოზის მიღებისას საკვების მიღების დროს ან დოზის შემცირებისას.

ჭარბი დოზა

ცნობილია დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. ზოგ პაციენტს აღენიშნა მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ძილიანობა, ტკივილი მუცლის არეში) 640 მგ-მდე დოზის მიღებისას. უფრო მძიმე გართულებები (მაგალითად, კრუნჩხვა, გართულებები ფილტვების ან გულის მხრივ) აღინიშნა ბეტაჰისტინის დოზის განზრახ გადაჭარბებისას, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა ითვალისწინებს სტანდარტულ შემანარჩუნებელ ზომებს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 24 მგ

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 16 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი 75 მგ

მანიტოლი 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები იხილეთ პარაგრაფში 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე

შენახვისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვის სახე და შიგთავსი

30 და 100 ტაბლეტი მოთავსებულია პვქ/პე/პვდქ/ალ ფოლგის ბლისტერში.

ადამიანისთვის განკუთვნილი სამედიცინო პროდუქტების ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ზომები

გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს “სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციისა“ და “შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ მოთხოვნების შესაბამისად.

ლიცენზიის მფლობელი

ლიცენზიის მფლობელი: Helba İlaç İç ve Diş San. Tic. A. Ş.

Çamlık Mahallesi Pamuk Sk. A Blok Apt. No:12-16/17, უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: 0212 465 09 46

ფაქსი: 0212 465 09 47

ელ-ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

თავბრუსხვევის სამკურნალო საშუალებები

ათქ კოდი: N07CA01

ბეტაჰისტინის მოქმედების მექანიზმი ნაწილობრივ გასაგებია. არსებობს ბევრი ვარაუდი, რომლებიც ემყარება ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებსა და ადამიანებში მიღებულ მონაცემებს:

ბეტაჰისტინი გავლენას ახდენს ჰისტამინერგულ სისტემაზე:

ბეტაჰისტინი ასევე მოქმედებს როგორც ჰისტამინური H1-რეცეპტორის ნაწილობრივი აგონისტი და ჰისტამინური H3-რეცეპტორის ანტაგონისტი ნერვულ ქსოვილებში. H2-რეცეპტორის აქტივობა უმნიშვნელოა. ბეტაჰისტინი ზრდის ჰისტამინის ციკლს, მისი გამოყოფა ხდება პრესინაფსური H3-რეცეპტორების ბლოკირების გზით და H3-რეცეპტორის რეგულაციის დათრგუნვით.

ბეტაჰისტინს შეუძლია გაზარდოს სისხლის მიწოდება კოჰლეარულ არესა და მთლიანად თავის ტვინში

ცხოველებში ჩატარებული ფარმაკოლოგიური ანალიზებით ნაჩვენებია სისხლძარღვოვან ზოლში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება შუა ყურში; სავარაუდოდ, შიდა ყურის მიკროცირკულაციაში პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების გამო. ბეტაჰისტინმა ასევე აჩვენა ადამიანის თავის ტვინში სისხლის დინების გაუმჯობესება.

ბეტაჰისტინი ხელს უწყობს ვესტიბულურ კომპენსაციას:

ბეტაჰისტინი აჩქარებს ცხოველებში ცალმხრივი ნეირექტომიის შემდეგ ვესტიბულურ აღდგენას ცენტრალური ვესტიბულური კომპენსაციის გაზრდით და ხელშეწყობით; ეს ეფექტი ხასიათდება ჰისტამინური ციკლის გაძლიერებით და გამოთავისუფლებით, და მიიღწევა H3-რეცეპტორის ანტაგონიზმით. ადამიანებში გამოჯანმრთელების დრო ვესტიბულური ნეირექტომიის შემდეგ ასევე მცირდება ბეტაჰისტამინის გამოყენებით.

ბეტაჰისტინი ცვლის ნეირონების აგზნებას ვესტიბულურ ბირთვში:

ასევე აღმოჩნდა, რომ ბეტაჰისტინს აქვს ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვის ნეორონებში სპაიკების ფორმირების დოზადამოკიდებული ეფექტი.

ცხოველებში ნაჩვენებია, რომ ფარმაკოდინამიკური თვისებები შეიძლება ხელს უწყობდეს ბეტაჰისტინის თერაპიულ სარგებელს ვესტიბულური სისტემის მხრივ.

კვლევებში ნაჩვენებია ბეტაჰისტინის ეფექტიანობა თავბრუსხვევის შეტევების სიმძიმის გაუმჯობესებისა და სიხშირის მხრივ ვესტიბულური თავბრუსხვევისა და მენიერის დაავადების მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა: პერორალურად მიღებული ბეტაჰისტინი მარტივად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ნაწილიდან. შეწოვის შემდეგ პრეპარატი სწრაფად და თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად. პლაზმაში ბეტაჰისტინის კონცენტრაცია ძალიან დაბალია. შესაბამისად, ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ემყარება 2-PAA გაზომვას პლაზმასა და შარდში. Cmax კონცენტრავია უფრო დაბალია ჭამის შემდგომ მდგომარეობაში, ვიდრე მშიერ მდგომარეობაში. თუმცა, ბეტაჰისტინის საერთო აბსორბცია მსგავსია ორივე შემთხვევაში, რაც მიუთითებს, რომ მისი საკვებთან ერთად მიღება მხოლოდ ანელებს ბეტაჰისტინის აბსორბციას.

დაშლა: ბეტაჰისტინის პროცენტული მაჩენებელი, რომელსაც იკავშირებს სისხლის პლაზმის ცილები, 5%-ზე ნაკლებს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია: შეწოვის შემდეგ ბეტაჰისტინი სწრაფად და თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად (არა-ფარმაკოლოგიურად აქტიური). ბეტაჰისტინის პერორალურად მიღების შემდეგ პლაზმაში (და შარდში) 2-PAA კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს მიღებიდან 1 საათში და იწყებს შემცირებას ნახევრგამოყოფის პერიოდით, რომელიც შეადგენს დაახლოებით 3.5 საათს.

ელიმინაცია: 2-PAA მარტივად გამოიყოფა შარდში. 8-48 მგ დოზის ინტერვალში საწყისი დოზის დაახლოებით 85% აღინიშნა შარდში. ბეტაჰისტინის გამოყოფა შარდსა და განავალში უმნიშვნელოა.

ხაზოვნება/არახაზოვნება: გამოჯანმრთელების მაჩვენებელი სტაბილურია 8-48 მილიგრამზე მეტი პერორალური დოზის ინტერვალში. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ ბეტაჰისტინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია და დაკავშირებული მეტაბოლური გზა არ არის გაჯერებული.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის ზოგადი დახასიათება

ადამიანების მიერ გამოსაყენებელი სამედიცინო პროდუქტის დასახელება

მორესერკი 24 მგ

მორესერკი 16 მგ

ტაბლეტი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 24 მგ

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 16 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი 75 მგ

მანიტოლი 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები იხილეთ პარაგრაფში 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტი, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს

გამყოფი ხაზი განკუთვნილია არა მის გასაყოფად ორ თანაბარ ნაწილად, არამედ გადაყლაპვის გასაადვილებლად.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

მენიერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სამი ძირითადი სიმპტომი:

თავბრუსხვევა (გულისრევის/ ღებინების თანხლებით)

სმენის დაკარგვა

ტინიტუსი

პრეპარატი ინიშნება ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობისთვის.

დოზირება და მიღების წესი

24 მგ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. დღე-ღამის დოზა შეადგენს 48 მგ-ს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის მიზნით პრეპარატი უნდა მიიღოთ 2 დოზის სახით.

16 მგ: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დღე-ღამის დოზა მერყეობს 24-48 მგ-ის ფარგლებში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის მიზნით პრეპარატი უნდა მიიღოთ 3 დოზის სახით.

დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს პრეპარატის მიმართ პაციენტის რეაქციის შესაბამისად. მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. ზოგ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში.

არსებობს მონაცემები, რომ დაავადების დასაწყისშივე ჩატარებული მკურნალობა ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას ან/და სმენის დაკარგვას, რომელსაც ადგილი აქვს დაავადების გვიან სტადიებზე.

მიღების წესი:

მხოლოდ პერორალურად.

საკვებთან ერთად მიღება ანელებს ბეტაჰისტინის შეწოვას, მაგრამ საერთო აბსორბცია მშიერ მდგომარეობაში მიღების მსგავსია.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისთვის:

თირკმელების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა:

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების ამ ჯგუფში სპეციფიკური კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის, დოზის კორექტირება სავარაუდოდ საჭირო არ არის პოსტმარკეტინგული მონაცემების საფუძველზე.

პედიატრიული პოპულაცია:

მორესერკი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ამ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმულები:

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური ცდების მონაცემები შეზღუდულია პაციენტების ამ ჯგუფში, ფართო პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პაციენტების ამ ჯგუფში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.

ფეოქრომოციტომა.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პაციენტები ბრონქული ასთმით და ანამნეზში პეპტიური წყლულით ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით მკურნალობის პერიოდში საჭიროებენ გულდასმით მონიტორინგს.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

in vivo ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული. in vitro კვლევების მონაცემების საფუძველზე, in vivo ციტოქრომ P450 ფერმენტების ინჰიბირება მოსალოდნელი არ არის.

in vitro მონაცემები მიუთითებს, რომ მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, მაო-ს B სუბტიპის ჩათვლით (მაგალითად, სელეგილინი), თრგუნავს ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმს. რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ბეტაჰისტინისა და მაო-ს ინჰიბიტორების (მაო-B-ს სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით) ერთდროულად გამოყენებისას.

ვინაიდან ბეტაჰისტინი ჰისტამინის ანალოგია, ბეტაჰისტინისა და ანტიჰისტამინების ურთიერთქმედებამ თეორიულად შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის ეფექტიანობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია: B

შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია

მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

ორსულებში ბეტაჰისტინის ზემოქმედების კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი თუ არაპირდაპირი საზიანო მოქმედება ორსულობაზე/ ემბრიონალურ/ფეტალურ განვითარებაზე/ მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

ორსულებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ბეტაჰისტინი დედის რძეში. ბეტაჰისტინი გადადის ვირთაგვების რძეში. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ორსულობის შემდგომი ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ ძალიან დიდი დოზების გამოყენებისას.

უნდა შეფასდეს დედისთვის პრეპარატის აუცილებლობა და ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლიანობა და შესაძლო რისკები.

რეპროდუქციულობის უნარი/ფერტილობა

რეპროდუქციულობის უნარზე/ფერტილობაზე პრეპარატის ზემოქმედება უცნობია. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე გავლენა ვირთაგვების ფერტილობაზე.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ბეტაჰისტინი ინიშნება მენიერის დაავადებისა და შიდა ყურის დაავადებებით გამოწვეული თავბრუსხვევის დროს. ამ დაავადებებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

კლინიკურ კვლევებში, რომელიც სპეციალურად ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის შესასწავლად, ბეტაჰისტინის ზემოქმედება გამოვლენილი არ არის.

არასასურველი მოვლენები

ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არც ისე ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებული მოვლენების გარდა, შემდეგი არასასურველი მოვლენები რეგისტრირებულია სპონტანურად პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში და სამეცნიერო ლიტერატურაში. არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ კლასიფიცირებულია კატეგორიაში “უცნობია“.

ბეტაჰისტინთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება წარმოდგენილია ცხრილში ორგანოთა და სისტემათა კლასების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. თითოეულ კატეგორიაში გვერდითი მოვლენები მითითებულია სიმძიმის კლებადობით.

სისტემათა და ორგანოთა კლასი

ხშირი (>1/100, <1/10)

უცნობია (არსებული მონაცემები არასაკმარისია შეფასებისთვის)

იმუნური სისტემის დაავადებები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია)

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

გულისრევა და დისპეფსია

მსუბუქი ჩივილები კუჭის მხრივ (მაგალითად, ღებინება, ტკივილი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის შებერილობა და აირები).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ, განსაკუთრებით ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი და ქავილი.

  • მოცემული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ აღინიშნება დოზის მიღებისას საკვების მიღების დროს ან დოზის შემცირებისას.

დოზის გადაჭარბება და მკურნალობა

ცნობილია დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. ზოგ პაციენტს აღენიშნა მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ძილიანობა, ტკივილი მუცლის არეში) 640 მგ-მდე დოზის მიღებისას. უფრო მძიმე გართულებები (მაგალითად, კრუნჩხვა, გართულებები ფილტვების ან გულის მხრივ) აღინიშნა ბეტაჰისტინის დოზის განზრახ გადაჭარბებისას, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა ითვალისწინებს სტანდარტულ შემანარჩუნებელ ზომებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო საშუალებები

ათქ კოდი: N07CA01

ბეტაჰისტინის მოქმედების მექანიზმი ნაწილობრივ გასაგებია. არსებობს ბევრი ვარაუდი, რომლებიც ემყარება ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებსა და ადამიანებში მიღებულ მონაცემებს:

ბეტაჰისტინი გავლენას ახდენს ჰისტამინერგულ სისტემაზე:

ბეტაჰისტინი ასევე მოქმედებს როგორც ჰისტამინური H1-რეცეპტორის ნაწილობრივი აგონისტი და ჰისტამინური H3-რეცეპტორის ანტაგონისტი ნერვულ ქსოვილებში. H2-რეცეპტორის აქტივობა უმნიშვნელოა. ბეტაჰისტინი ზრდის ჰისტამინის ციკლს, მისი გამოყოფა ხდება პრესინაფსური H3-რეცეპტორების ბლოკირების გზით და H3-რეცეპტორის რეგულაციის დათრგუნვით.

ბეტაჰისტინს შეუძლია გაზარდოს სისხლის მიწოდება კოჰლეარულ არესა და მთლიანად თავის ტვინში

ცხოველებში ჩატარებული ფარმაკოლოგიური ანალიზებით ნაჩვენებია სისხლძარღვოვან ზოლში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება შუა ყურში; სავარაუდოდ, შიდა ყურის მიკროცირკულაციაში პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების გამო. ბეტაჰისტინმა ასევე აჩვენა ადამიანის თავის ტვინში სისხლის დინების გაუმჯობესება.

ბეტაჰისტინი ხელს უწყობს ვესტიბულურ კომპენსაციას:

ბეტაჰისტინი აჩქარებს ცხოველებში ცალმხრივი ნეირექტომიის შემდეგ ვესტიბულურ აღდგენას ცენტრალური ვესტიბულური კომპენსაციის გაზრდით და ხელშეწყობით; ეს ეფექტი ხასიათდება ჰისტამინური ციკლის გაძლიერებით და გამოთავისუფლებით, და მიიღწევა H3-რეცეპტორის ანტაგონიზმით. ადამიანებში გამოჯანმრთელების დრო ვესტიბულური ნეირექტომიის შემდეგ ასევე მცირდება ბეტაჰისტამინის გამოყენებით.

ბეტაჰისტინი ცვლის ნეირონების აგზნებას ვესტიბულურ ბირთვში:

ასევე აღმოჩნდა, რომ ბეტაჰისტინს აქვს ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვის ნეორონებში სპაიკების ფორმირების დოზადამოკიდებული ეფექტი.

ცხოველებში ნაჩვენებია, რომ ფარმაკოდინამიკური თვისებები შეიძლება ხელს უწყობდეს ბეტაჰისტინის თერაპიულ სარგებელს ვესტიბულური სისტემის მხრივ.

კვლევებში ნაჩვენებია ბეტაჰისტინის ეფექტიანობა თავბრუსხვევის შეტევების სიმძიმის გაუმჯობესებისა და სიხშირის მხრივ ვესტიბულური თავბრუსხვევისა და მენიერის დაავადების მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა: პერორალურად მიღებული ბეტაჰისტინი მარტივად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ნაწილიდან. შეწოვის შემდეგ პრეპარატი სწრაფად და თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად. პლაზმაში ბეტაჰისტინის კონცენტრაცია ძალიან დაბალია. შესაბამისად, ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ემყარება 2-PAA გაზომვას პლაზმასა და შარდში. Cmax კონცენტრავია უფრო დაბალია ჭამის შემდგომ მდგომარეობაში, ვიდრე მშიერ მდგომარეობაში. თუმცა, ბეტაჰისტინის საერთო აბსორბცია მსგავსია ორივე შემთხვევაში, რაც მიუთითებს, რომ მისი საკვებთან ერთად მიღება მხოლოდ ანელებს ბეტაჰისტინის აბსორბციას.

დაშლა: ბეტაჰისტინის პროცენტული მაჩენებელი, რომელსაც იკავშირებს სისხლის პლაზმის ცილები, 5%-ზე ნაკლებს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია: შეწოვის შემდეგ ბეტაჰისტინი სწრაფად და თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად (არა-ფარმაკოლოგიურად აქტიური). ბეტაჰისტინის პერორალურად მიღების შემდეგ პლაზმაში (და შარდში) 2-PAA კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს მიღებიდან 1 საათში და იწყებს შემცირებას ნახევრგამოყოფის პერიოდით, რომელიც შეადგენს დაახლოებით 3.5 საათს.

ელიმინაცია: 2-PAA მარტივად გამოიყოფა შარდში. 8-48 მგ დოზის ინტერვალში საწყისი დოზის დაახლოებით 85% აღინიშნა შარდში. ბეტაჰისტინის გამოყოფა შარდსა და განავალში უმნიშვნელოა.

ხაზოვნება/არახაზოვნება: გამოჯანმრთელების მაჩვენებელი სტაბილურია 8-48 მილიგრამზე მეტი პერორალური დოზის ინტერვალში. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ ბეტაჰისტინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია და დაკავშირებული მეტაბოლური გზა არ არის გაჯერებული.

უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

ქრონიკული ტოქსიკურობა

ძაღლებსა და მაიმუნებში აღინიშნა გვერდითი მოვლენები ნერვულ სისტემაზე 120 მგ/კგ ან მეტი დოზების ინტრავენურად შეყვანისას.

ჩატარდა ბეტაჰისტინის დიჰიდოქლორიდის ქრონიკული პერორალური ტოქსიკურობის შემსწავლელი 18 კვირის ხანგრძლივობის კვლევები ვირთაგვებში და 6 თვის ხანგრძლივობის კვლევები ძაღლებში. დამტკიცებულია ვირთაგვებში 500 მგ/კგ და ძაღლებში 25 მგ/კგ დოზების ტოლერანტობა.

მუტაგენური და კანცეროგენული პოტენციალი

ბეტაჰისტინს არ ახასიათებს მუტაგენობა.

ნაჩვენებია, რომ ბეტაჰისტინის დიჰიდოქლორიდს არ აქვს კანცეროგენული პოტენციალი 500 მგ-მდე/კგ დოზის გამოყენებისას 18 თვიან კვლევაში.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

რეპროდუქციული ტოქსიკუროის კვლევაში ასეთი ტოქსიკურობის ეფექტი აღინიშნა მხოლოდ ძალიან მაღალი დოზებისას. კლინიკურ გამოყენებაში ამას მცირე მნიშვნელობა აქვს.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მიკროკრისტალური ცელულოზა

მანიტოლი

ლიმონმჟავა უწყლო

კოლოიდური უწყლო სილიციუმი

ჰიდროქსიპროპილცელულოზა

ტალკი

შეუთავსებლობა

ცნობები მიღებული არ არის.

ვარგისობის ვადა

36 თვე

შენახვისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვის სახე და შიგთავსი

30 და 100 ტაბლეტი მოთავსებულია პვქ/პე/პვდქ/ალ ფოლგის ბლისტერში.

ადამიანისთვის განკუთვნილი სამედიცინო პროდუქტების ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ზომები

გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს “სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციისა“ და “შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ მოთხოვნების შესაბამისად.

ლიცენზიის მფლობელი

ლიცენზიის მფლობელი: Helba İlaç İç ve Diş San. Tic. A. Ş.

Çamlık Mahallesi Pamuk Sk. A Blok Apt. No:12-16/17, უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: 0212 465 09 46

ფაქსი: 0212 465 09 47

ელ-ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა