პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

მირენა

Mirena®

რეცეპტით52მგინსტრუქცია ქართულადფინეთი
რისთვის გამოიყენება

მირენა წარმოადგენს T-ფორმის თერაპიულ საშვილოსნოსშიდა სისტემას (სპირალს), რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ლევონორგესტელს, მირენა მიეკუთვნება ადგილობრივი გამოყენების საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ჯგუფს. ჩადგმის შემდეგ, სპირალი გამოყოფს ლევონორგესტრელს უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევონორგესტრელი (levonorgestrel)
ფორმა და შეფუთვა
52მგ (20მკგ/24სთ) ლევონორგესტრელის შემცველი საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა №1 სტერილურ ბლისტერზე
მწარმოებელი
Bayer OY, ფინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები
ATC კოდი
G02BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-036317
რეგისტრირებულია
31 აგვისტო 2022, მოქმედებს 31 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer AG (გერმანია)
განმცხადებელი
სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამირენა და სხვა წამალი ერთად

მირენა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მირენა წარმოადგენს T-ფორმის თერაპიულ საშვილოსნოსშიდა სისტემას (სპირალს), რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ლევონორგესტელს, მირენა მიეკუთვნება ადგილობრივი გამოყენების საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ჯგუფს. ჩადგმის შემდეგ, სპირალი გამოყოფს ლევონორგესტრელს უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში.

სისტემის T-სებრი ფორმა იმეორებს საშვილოსნოს ღრუს ფორმას. თეთრი T-ფორმის კორპუსის ვერტიკალური ნაწილი შეიცავს ლევონორგესტრელის რეზერვუარს. კორპუსის ვერტიკალური ნაწილის ქვედა ბოლოში მარყუჟზე მიმაგრებულია ორი ყავისფერი ძაფი სისტემის მოსაშორებლად.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი მირენა® გამოიყენება ქალებში:

ორსულობისგან დასაცავად (კონტრაცეფცია);

ძლიერი და/ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენის (იდიოპათიური მენორაგია) მკურნალობისთვის;

ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატ მირენა®ს მოქმედების მეთოდი

საშვილოსნოსშიდა სპირალ მირენა®-ს ადგილობრივი მოქმედება გააჩნია, ყოველთვიურად თრგუნავს რა საშვილოსნოს შიდა გარსის ზრდას და ზრდის საშვილოსნოს ყელის ლორწოს სიბლანტეს. ეს პროცესები იწვევს იმას, რომ არ ხდება სპერმატოზოიდების და კვერცხუჯრედებს შორის კონტაქტი და ორსულობა ვერ დგება. ქალებში, რომლებიც საშვილოსნოსშიდა სპირალ მირენა®-ს იყენებენ, მცირდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ხანგრძლივობა და ინტენსივობა.

თუ საშვილოსნოსშიდა სპირელი მორენა® დაინიშნა მკურნალობის მიზნით და გაუმჯობესება არ მოხდა ან გაუარესებას გრძნობთ, საჭიროა მიმართით ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ჩადგმის შემდეგ სისტემიდან ლევონორგესტრელის გამოყოფის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 20 მკგ /24 საათში.

თქვენს ექიმს შეუძლია შეიყვანოს მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი საშვილოსნოს ღრუში მენსტრუალური სისხლდენის დაწყების შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში. საშვილოსნოსშიდა სპირალი ასევე შეიძლება ჩაიდგას მაშინვე აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში, იმ პირობით, რომ არ არსებობს მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებები. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშვილოსნო ნორმალურ ზომაზე დაბრუნდება, არანაკლებ ექვსი კვირის შემდეგ (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «პერფორაცია (მთლიანობის დარღვევა)»). მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ახალი სისტემით შეცვლა შესაძლებელია ციკლის ნებისმიერ დღეს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის მხოლოდ ესტროგენის შემცველი პრეპარატებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს, თუ არ გაქვთ მენსტრუაცია (ამენორეა). თუ მენსტრუაცია შენარჩუნებული გაქვთ, ჩადგმა ხდება მენსტრუალური სისხლდენის ან «მოხსნის» სისხლდენის ბოლო დღეებში.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ შეისწავლებოდა 65 წელს გადაცილებული ქალების ასაკში, ამიტომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი რეკომენდებული არ აროს პაციენტთა ამ ჯგუფისთვის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე დაავადებების ან სიმსივნეების მქონე ქალებისთვის (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «უკუჩვენებები»).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ შეისწავლებოდა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

შეყვანის გზა და (ან) მეთოდი

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ჩადგმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ამ საშვილოსნოსშიდა სპირალთან მუშაობის გამოცდილება ან კარგად არის გაწვრთნილი ამ პროცედურის შესასრულებლად.

გინეკოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, საშოში შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტი, რომელსაც საშოს სარკე ეწოდება. საშვილოსნოს ყელი და საშო მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. შემდეგ წვრილი მოქნილი პლასტიკის მილის მეშვეობით (შეყვანის მოწყობილობა) ხდება საშვილოსნოში მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში, ჩადგმამდე შეიძლება გამოიყენოს საშვილოსნოს ყელის ადგილობრივი ანესთეზია.

ზოგიერთ ქალს მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ტკივილი და თავბრუსხვევა. ექიმი გირჩევთ, რომ დაისვენოთ გარკვეული დროის განმავლობაში მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ. თუ ეს სიმპტომები არ გაქრება მშვიდ მდგომარეობაში ნახევარი საათის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, შესაძლოა, საშვილოსნოსშიდა სისტემა არასწორად იყოს განთავსებული. ექიმი ჩაატარებს გინეკოლოგიურ გამოკვლევას და, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღებს სისტემას.

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის შემდეგ თქვენი ექიმი მოგცემთ სამახსოვრო ბარათს შემდგომი რეგულარული შემოწმებისთვის. თქვენ თან უნდა გქონდეთ ეს სამახსოვრო ბარათი ყოველი დაგეგმილი ვიზიტის დროს.

თერაპიის ხანგრძლივობა

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შესაძლებელია 6 წლით ორსულობის თავიდან აცილების (კონტრაცეფციის) მიზნით და 5 წლით უხვი და/ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენის (იდიოპათიური მენორაგია) მკურნალობისთვის ან ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია), რის შემდეგაც ხდება მისი ამოღება. თუ გსურთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება, ახალი სისტემის ჩადგმა ხდება მაშინვე წინა სპირალის მოცილების შემდეგ.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობა

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის სწორად ჩადგმისას ორსულობის დადგომის ალბათობა შეადგენს დაახლოებით 0,2 % 1-ლი წლის განმავლობაში. ორსულობის დადგომის რისკი შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან საშვილოსნოს კედლის პერფორაციის შემთხვევაში (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე» – «ექსპულსია (საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის შესაძლო ნიშნები)», «პერფორაცია (მთლიანობის დარღვევა)»).

უხვი მენსტრუალური სისხლდენების მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალით მკურნალობა იწვევს მენსტრუალური სისხლდენების გამოხატულ შემცირებას უკვე სამი თვის განმავლობაში. ზოგ ქალს მენსტრუალური სისხლდენა უწყდება.

როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს

ექიმმა უნდა ჩაატაროს გამოკვლევა საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან 4-12 კვირის შემდეგ, შემდგომში კი საჭიროა რეგულარული შემოწება ექიმის მიერ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ყოველ დაგეგმილ მიღებაზე თან იქონიეთ მომხმარებლის სამახსოვრო ბარათი, რომელიც მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმისგან.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რაც შეიძლება მალე, თუ:

ვერ გრძნობთ ძაფებს საშოში;

შეგიძლიათ შეეხოთ სისტემის ქვედა ბოლოს;

ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ;

გრძნობთ მუდმივ ტკივილს მუცელში, ციებ-ცხელებას ან აღმნიშნავთ საშოდან გამონადენის ჩვეულებრივი ხასიათის ცვლილებას;

თქვენ ან თქვენი პარტნიორი ტკივილს გრძნობთ სქესობრივი აქტის დროს;

აღნიშნავთ მენსტრუალური ციკლის უეცარ ცვლილებას (მაგალითად, თუ მენსტრუაცია იყო მწირი ან არ იყო, ხოლო შემდეგ გაჩნდა მუდმივი სისხლდენა ან ტკივილი, ან მენსტრუაცია ძალზე უხვი გახდა);

გაგიჩნდათ სხვა კლინიკური გამოვლინებები, მაგალითად, შაკიკის ტიპის თავის ტკივილი ან ძლიერი განმეორებადი თავის ტკივილი, მხედველობის უეცარი დარღვევები, სიყვითლე, არტერიული წნევის მატება;

გაგიჩნდათ ნებისმიერი დაავადება და მდგომარეობა, რომელიც ჩამოთვლილია მე-2 კარში «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე ».

რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ დაორსულება ან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება სხვა მიზეზით

თქვენს ექიმს შეუძლია მარტივად მოაცილოს საშვილოსნოსშიდა სპირალი ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც ორსულობა შესაძლებელი ხდება. ჩვეულებრივ მოცილება უმტკივნეულოდ ხდება. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილების შემდეგ ჩასახვის უნარი აღდგება.

როდესაც ორსულობა არასასურველია, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი უნდა ამოღებულ იქნას არაუგვიანეს მენსტრუალური ციკლის მე-7 დღისა (ყოველთვიური ციკლის დროს). თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება მოხდება ციკლის მე-7 დღის შემდეგ, თქვენ უნდა ისარგებლოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდებით (მაგალითად, პრეზერვატივები) მის მოშორებამდე არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაცია არ გაქვთ, საშვილოსნოსშიდა სპირალის მოშორებამდე 7 დღით ადრე უნდა დაიწყოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება და გააგრძელოთ მათი გამოყენება მანამდე, სანამ მენსტრუაცია არ აღდგება. ახალი მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შესაძლებელია წინა სპირალის მოშორებისთანავე; ასეთ შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ ორსულობიდან დასაცავად რაიმე სხვა დამატებითი ზომების გამოყენება.

შეიძლება თუ არა დაორსულება მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ

თქვენ შეძლებთ დაორსულებას მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილების შემდეგ ის წყვეტს თქვენს დაორსულების უნარზე გავლენის მოხდენას. ორსულობა შეიძლება დადგეს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილებიდან პირველივე მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

შეუძლია თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე გავლენის მოხდება

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი გავლენას ახდენს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. მიზი ზეგავლენის ქვეშ მენსტრუაციები შეიძლება შეიცვალოს და «ლაქოვანი» გამონადენის ხასიათი შეიძინოს, გახდეს უფრო ხანგრძლივი ან ნაკლებად ხანგრძლივი, მიმდინარეობდეს მეტად უხვი ან უფრო მწირი, ჩვეულებრივთან შედარებით, სისხლდენით ან საერთოდ შეწყდეს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან პირველი 3-6 თვის შემდეგ უმრავლეს ქალს, მათი ჩვეულებრივი მენსტრუაციის გარდა, შეემჩნევა ხშირი სისხლიანი «ლაქოვანი» გამონადენი ან მწირი სისხლდენა. ზოგ შემთხვევაში ამ პერიოდში აღინიშნება უხვი ან ხანგრძლივი სისხლდენა. თუ აღმოაჩენთ თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, განსაკუთრებით თუ ისინი არ ქრება, აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.

მეტად სავარაუდოა, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას ყოველ თვეს თანდათანობით შემცირდება სისხლდენის დღეების რაოდენობა და დაკარგული სისხლის რაოდენობა. ზოგიერთი ქალი დროთა განმავლობაში აღმოაჩენს, რომ მას მენსტრუაცია მთლიანად შეუწყდა. რადგან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას მენსტრუაციის დროს დაკარგული სისხლის რაოდენობა, ჩვეულებრივ, მცირდება, ქალების უმეტესობას აღენიშნება სისხლში ჰემოგლობინის დონის მატება.

სისტემის მოცილების შემდეგ მენსტრუალური ციკლი ნორმალიზდება.

მენსტრუაციის არქონა

თქვენ შეიძლება არ გქონდეთ მენსტრუაცია მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას. თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ თქვენ შეამჩნიეთ მენსტრუაციის გაქრობა, ეს დაკავშირებულია საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე ჰორმონის ზეგავლენით. ლორწოვანი გარსის ყოველთვიური გასქელება არ ხდება, შესაბამისად, არ ხდება მისი მოწყვეტა მენსტრუაციის დროს. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მიაღწიეთ მენოპაუზას ან ორსულად ხართ. თქვენი საკუთარი ჰორმონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნორმალური რჩება.

მენსტრუაციის ფაქტობრივი არქონა შეიძლება იყოს დიდი უპირატესობა ქალის კომფორტისთვის.

როგორ გაიგოთ, რომ ორსულად ხართ

ორსულობა ქალებში, რომლებიც მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს იყენებენ, თუნდაც მათ არა აქვთ მენსტრუაცია, ნაკლებად სავარაუდოა.

თუ არ გაქვთ მენსტრუაცია 6 კვირის განმავლობაში და ეს გაწუხებთ, ჩაატარეთ ორსულობის ტესტი. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დამატებითი ტესტების ჩატარება საჭირო არ არის, თუ არ გაქვთ ორსულობის სხვა ნიშნები, მაგალითად გულისრევა, დაღლილობა ან სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა.

შეუძლია თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს ტკივილის ან დისკომფორტის გამოწვევა

ზოგიერთ ქალს აღენიშნება ტკივილი (მენსტრუალური ტკივილის მსგავსი) საშვილოსნოსშიდა სპირალს ჩადგმიდან პირველი 2-3 კვირის განმავლობაში. თუ ძლიერ ტკივილს განიცდით ან თუ ტკივილი გაგრძელდება სისტემის ჩადგმიდან 3 კვირაზე მეტხანს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა.

ახდენს თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი გავლენას სქესობრივ აქტზე

არც თქვენ და არც თქვენმა პარტნიორმა არ უნდა იგრძნოთ საშვილოსნოსშიდა სპირალი სქესობრივი აქტის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ აქტს მანამდე, სანამ თქვენი ექიმი არ დარწმუნდება, რომ სისტემა სწორ მდგომარეობაში იმყოფება.

რა დრო უნდა გავიდეს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასა და სქესობრივ აქტს შორის

უკეთესია თავი შეიკავოთ სქესობრივი აქტისგან საშვილოსნოში მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში, რათა ორგანიზმს მისცეთ დასვენების საშუალება. თუმცა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია ჩადგმის მომენტიდან.

შეიძლება თუ არა ტამპონების ან მენსტრუალური ჭიქების გამოყენება

რეკომენდებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას. თუ უკვე იყენებთ ტამპონებს ან მენსტრუალურ ჭიქებს, ისინი ძალიან ფრთხილად უნდა შეცვალოთ, რომ არ გამოაძროთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები. თუ ფიქრობთ, რომ შეგეძლოთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოღება (იხ. ქვეკარი «როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს» შესაძლო ნიშნების გამოსავლენად), თავი შეიკავეთ სქესობრივი აქტისგან ან გამოიყენეთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები (როგორიცაა პრეზერვატივი) და მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

რა მოხდება თუ, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი თვითნებურად ამოვარდება საშვილოსნოს ღრუდან

ძალზე იშვიათად მენსტრუაციის დროს შეიძლება მოხდეს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილება ან ამოვარდნა (ექსპულსია) საშვილოსნოდან. მენსტრუალური სისხლდენის დროს სისხლის დაკარგვის უჩვეულო ზრდა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ამოვარდა საშოდან. შესაძლებელია ასევე საშვილოსნოსშიდა სპირალის ნაწილობრივი ექსპულსია საშვილოსნოს ღრუდან საშოში (თქვენ და თქვენმა პარტნიორმა შეიძლება შეამჩნიოთ ეს სქესობრივ აქტის დროს). მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის საშვილოსნოდან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოსვლის დროს თქვენ უკვე დაცული არ იქნებით ორსულობის დადგომისგან.

რა ნიშნებით შეიძლება დადგინდეს, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ არის თავის ადგილზე

თქვენ შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ, თავის ადგილზეა თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები მას შემდეგ, რაც დასრულდება მენსტრუაცია. მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ ფრთხილად შეიყვანეთ თითი საშოში და მოსინჯეთ ძაფები მის ბოლოს, საშვილოსნოში (საშვილოსნოს ყელი) შესვლის ადგილის მახლობლად.

ძაფები არ უნდა გამოსწიოთ, რადგან შემთხვევით შეიძლება ამოიღოთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი საშვილოსნოდან. თუ ვერ ახერხებთ ძაფების მოსინჯვას, მიმართეთ ექიმს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია ლევონორგესტრელზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომელიც ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში);

ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ;

გაქვთ მცირე მენჯის ორგანოების მწვავე ან მორეციდივე ანთებითი დაავადებები (ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები);

გაქვთ გარე და შიდა სასქესო ორგანოების ინფექციები;

გაქვთ საშვილოსნოს ინფექცია მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი);

გაქვთ ამ გქონდათ ინფექცია აბორტის ან მუცლის მოშლის (სეპტიკური აბორტი) შემდეგ ბოლო სამი თვის განმავლობაში;

გაქვთ საშვილოსნოს ყელის ანთება (ცერვიციტი);

გაქვთ დაავადებები, რომელთა დროს მომატებულია ინფექციის რისკი;

გაქვთ საშვილოსნოს ყელის ანომალური ცვლილებები (დისპლაზია);

საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის კიბო ან ეჭვი მის არსებობაზე;

გაქვთ სიმსივნეები, რომლებიც მგრძნობიარეა პროგესტაგენის ჰორმონის მიმართ, ან მათ არსებობაზე ეჭვი (მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კობო);

გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან;

გაქვთ საშვილოსნოს თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიები, მათ შორის საშვილოსნოს კუნთოვანი ან ფიბროზული ქსოვილის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (ფიბრომიომები), რომლებსაც შეუძლია საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია;

გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადებები ან სიმსივნეები;

ხართ 65 წელს გადაცილებული.

სიფრთხილის ზომები

მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ზოგადი რეკომენდაციები

მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალის ჩადგმამდე ექიმი დაგისვამთ კითხვებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ეხება.

წინამდებარე ჩანართ ფურცელში აღწერილია რამდენიმე სიტუაცია, რა დესაც საჭიროა მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალის მოცილება, ან მისი საიმედოობა შეიძლება შემცირებული იყოს. ასეთ სიტუაციებში უნდა უარი თქვათ სქესობრივ კონტაქტზე, ან გამოიყენოთ პრეზერვატივი ან კონტრაცეფციის სხვა ბარიერული მეთოდი.

არ გამოიყენოთ კალენდარული ან ფიზიოლოგიური კონტრაცეფციის მეთოდები. ეს მეთოდები შეიძლება არასანდო იყოს, რადგან მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალი გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურის ან საშვილოსნოს ყელის ლორწოს ყოველთვიურ ცვლილებაზე.

მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალი, სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივის მსგავსად არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

სიფრთხილით

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალი უნდა გამოიყენოს სიფრთხილით სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ:

თანდაყოლილი გულის მანკები ან გულის სარქვლის დაავადებები (გულის ინფექციური დაავადების – სეპტიკური ენდოკარდიტის განვითარების რისკის გამო);

შაქრიანი დიაბეტი. თქვენი მკურნალი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციას. როგორც წესი, მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენებისას საჭირო არ არის შაქრის დომის შემამცირებელი პრეპარატების გამოყენება, მაგრამ თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს ამაში.

გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი თუნდაც ერთი შემთხვევა თქვენ გეხებათ, ან თუ ნებისმიერი ეს მდგომარეობა გაჩნდა მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენების დროს:

შაკიკი, კეროვანი შაკიკი მხედველობის ასიმეტრიული დაკარგვით ან სხვა სიმპტომებით (მხედველობის, მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან გაშეშება სხეულის ნებისმიერ ნაწილში), რომელიც მიუთითებს თავის ტვინის სისხლძარღვების სისხლმომარაგების დროებით დარღვევაზე (თავის ტვინის გარდამავალი იშემია);

უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი;

სიყვითლე (კანის, თვალის თეთრი გარსის და/ან ფრჩხილების გაყვითლება);

გამოხატული არტერიული წნევის მატება (ჰიპერტენზია);

სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები, მათ შორის ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.

ექიმი მიიღებს გადაწყვეტას მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენების გაგრძელების ან სისტემის მოცილების შესახებ.

პოლიპოზის (კეთილთვისებიანი წარმონაქმნი საშვილოსნოს ღრუს ლორწოვან გარსზე) ენდომეტრიუმის კიბოს ზოგიერთი გამოვლინება შეიძლება შენიღბული იყოს როგოც არარეგულარული სისხლდენა. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დამატებით გამოკვლევას დიაგნოზის დასაზუსტებლად.

მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალი არ მიეკუთვნება პირველ რიგში შესარჩევ პრეპარატებს 65 წლამდე ასაკის ქალებისთვის მენოპაუზის შემდეგ, რომელსაც თან ახლავს საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვა (საშვილოსნოს ატროფია). გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მირენა®ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება არ ზრდის სარძევე ჯირკვლის კობოს გაჩენის რისკს ქალებში პოსტმენოპაუხის პერიოდში 50 წლამდე ასაკში. ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკითვის მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების კვლევებისას მიღებული შეზღუდული მონაცემების გამო, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის წარმოქმნის დადასტურება ან უარყოფა ამ ჩვენებისთვის შეუძლებელია.

სამედიცინო შემოწმებები და კონსულტაციები

გამოკვლევა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმამდე შეიძლება მოიცავდეს საშვილოსნოს ყელის ნაცხს (ნაცხს პაპანიკოლაუს მიხედვით), მცირე მენჯის ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას და სხვა კვლევებს ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსარიცხად.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმამზე თქვენი მკურნალი ექიმი ჩაატარებს გინეკოლოგიურ შემოწმებას საშვილოსნოს მდებარეობის და ზომის განსაზღვრისთვის.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ (პოსტკოიტალური კონტრაცეპციისთვის).

მენსტრუალური სისხლდენის დარღვევები

ფერტილური ასაკის (ჩასახვის უნარის მქონე) ქალებში მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას თანდათანობით მცირდება მენსტრუქციების ხანგრძლივობა და სისხლის დაკარგვის მოცულობა (ნახევარზე მეტ ქალებში პირველი წლის განმავლობაში), ხოლო ზოგიერთ ქალში მენსტრუაცია შეიძლება შეწყდეს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას და უწყვეტ რეჟიმში ესტროგენებით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ჩატარებისას უმრავლეს ქალს მენსტრუაცია უწყდება პირველი წლის განმავლობაში.

თუ თქვენ არ გაქვთ მენსტრუაცია ბოლო მენსტრუაციის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, საჭიროა ორსულობის დადგომის გამორიცხვა (იხ. კარი 3 «პრეპარატ მირენა®-ს გამოყენება» – «შეუძლია თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს თქვეს მენსტრუალურ ციკლზე გავლენის მოხდენა», «მენსტრუაციის არქონა», «როგორ გაიგოთ, რომ ორსულად ხართ»).

ინფექციები

გამტარი მილაკი იცავს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს მიკროორგანიზმებით დაბინძურებისგან ჩადგმის დროს, ხოლო მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს შეყვანის მოწყობილობა სპეციალურად კონსტრუირებულია ისე, მინიმუმამდე დაიყვანოს ინფექციის რისკი. მიუხედავად ამისა, ქალებს, რომლებიც იყენებენ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციას, აქვთ მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი ჩადგმისთანავე და გამოყენების პირველი თვის განმავლობაში.

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებები ქალებში, რომლებსაც საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციას იყენებენ, ხშირად განპირობებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით. ინფექციის რისკი ყველაზე მაღალია, თუ ქალს ან მის პარტნიორს რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ჰყავს.

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება შეამციროს ჩასახვის უნარი (ფერტილობა) და გაზარდოს საშვილოსნოს ღრუს გარეთ (საშვილოსნოსგარე ორსულობის) ორსულობის რისკი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სისტემის ჩადგმიდან მალევე შეიძლება განვითარდეს მძიმე ინფექცია ან სეფსისი (ძალიან მძიმე ინფექცია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს).

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება შეიძლება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის განმეორებითი (მორეციდივე) ანთების (ენდომეტრიტის) ან მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებების, ასევე მძიმე ან მწვავე ინფექციების დროს, რომლებიც მკურნალობისადმი მდგრადია რამდენიმე დღის განმავლობაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ:

მუდმივი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში,

შეციება,

ციებ-ცხელება,

სქესობრივ აქტთან დაკავშირებული ტკივილი (დისპარეუნია),

ხანგრძლივი ან უხვი სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა საშოდან ან საშოდან გამონადენის ხასიათის ცვლილება.

ძლიერი ტკივილის ან ტემპერატურის მატება, რომელიც ჩნდება საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან მალევე, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ინფექცია, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

ექსპულსია (საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის შესაძლო ნიშნები)

საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვა მენსტრუაციის დროს ზოგჯერ იწვევს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილებას ან საშვილოსნოდან მის გამოდევნას. ეს შეიძლება მოხდეს ჭარბი წონის ან უხვი მენსტრუალური სისხლდენის დროს. გადაადგილების დროს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნის დროს თქვე უკვე დაცული არ ხართ ორსულობისგან.

საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის (ექსპულსია) შესაძლო ნიშნებია – სისხლდენა და ტკივილი, მაგრამ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნა ასევე შეიძლება შეუმჩნევლად მოხდეს. რადგან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ამცირებს მენსტრუალური სისხლის დაკარგვას, მისი მატება შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილებაზე ან ამოვარდნაზე.

თუ ვარაუდობთ, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ამოვარდნილია, იხ. ქვეკარი «რა ნიშნებით შეიძლება განსაზღვროთ, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ არის თავის ადგილას» სისტემის მდებარეობის შემოწმებისა და შემდგომი ქმედებებისთვის.

თუ ვერ ახერხებთ ძაფების მოძებნას ან გაქვთ საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის სიმპტომები, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი) და მიმართოთ მკურნალ ექიმს.

პერფორაცია (მთლიანობის დარღვევა)

საშვილოსნოსშიდა სპირალით საშვილოსნოს სხეულის ან ყელის პერფორაცია ან პენეტრაცია (მთლიანობის დარღვევა) შეიძლება მოხდეს ძირითადად შეყვანის დროს, თუმცა, შესაძლოა, შეუმჩნეველი იყოს შეყვანიდან გარკვეული დროის განმავლობაში.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის საშვილოსნოს ღრუს გარეთ გაჭედვისას, ის უკვე არ გიცავთ ორსულობისგან. აუცილებელია მიმართოთ ექიმს სისტემის მოსაცილებლად.

პერფორაციის რისკი მომატებულია ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, ასევე სისტემის შეყვანისას 36 კვირამდე მშობიარობის შემდეგ. პერფორაციის მომატებული რისკი საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანისას არსებობს ქალებში საშვილოსნოს ფიქსირებული არასწორი განლაგებით (რეტროვერსიით ან რეტროფლექსიით).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ისინი შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოსშიდა სპირალით საშვილოსნოს პერფორაციაზე:

თქვენ გრძნობთ მუცლის ძლიერ ტკივილს (მენსტრუალური სპაზმების მსგავსი),

შენიშნეთ მენსტრუალური ციკლის უეცარი ცვლილება (მაგალითად, თუ მენსტრუაცია მცირე რაოდენობით გქონდათ ან საერთოდ არ გქონდათ, ხოლო შემდეგ გაჩნდა მუდმივი სისხლდენა ან ტკივილი, ან მენსტრუაცია ზედმეტად უხვი გახდა);

თქვენ ან თქვენი პარტნიორი ტკივილს გრძნობთ სქესობრივი აქტის დროს;

თქვენ ვერ გრძნობთ ძაფებს საშოში (იხ. კარი 3 «პრეპარატ მირენა®-ს გამოყენება» – «რა ნიშნებით შეიძლება განსაზღვროთ, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ არის თავის ადგილას»).

საშვილოსნოსგარე ორსულობა

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას ორსულობა იშვიათად დგება. მაგრამ, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას ორსულობის დადგომის შემთხვევაში, იზრდება საშვილოსნოს გარეთ ნაყოფის განვითარების (საშვილოსნოსგარე ორსულობა) ფარდობითი რისკი. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის სწორად გამოყენებისას საშვილოსნოსგარე ორსულობა უვითარდება წელიწადში 1000-დან დაახლოებით 1 ქალს. საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ საშვილოსნოსგარე ორსულობა, გადატანილი აქვთ საშვილოსნოს მილების ოპერაცია ან მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია. საშვილოსნოსგარე ორსულობა – სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ისინი შეიძლება საშვილოსნოსგარე ორსულობაზე მიუთითებდეს:

მუდმივი სისხლდენა ან ტკივილი, რომელიც ჩნდება მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ;

ძალიან ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან მთელ მუცლის არეში;

ორსულობის ჩვეულებრივი ნიშნები სისხლდენასთან და თავბრუსხვევასთან ერთად.

სისუსტე (თავბრუდასვევა)

ზოგიერთ ქალს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ თავბრუსხვევა ეწყება. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა. თქვენი ექიმი გირჩევთ, დაისვენოთ გარკვეული დროით მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ.

საკვერცხის კისტები

რადგან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის კონტრაცეფციის ეფექტი განპირობებულია, ძირითადად, მისი ადგილობრივი ეფექტით, ფერტილური ასაკის (ჩასახვის უნარის მქონე) ქალებში ჩვეულებრივ აღენიშნებათ ოვულაციური ციკლები ფოლიკულების (უჯრედები, რომლებიც საკვერცხეში მომწიფებულ კვერცხუჯრედს აკრავს გარს) გასკდომით. ზოგჯერ, ფოლიკულის სიკვდილის პროცესი (ატრეზია) ფერხდება და მათი განვითარება შეიძლება გრძელდებოდეს. შემთხვევათა უმეტესობაში, ეს ფოლიკულები არანაირ სიმპტომებს არ იწვევს, თუმცა ზოგჯერ მათ შეიძლება თან ახლდეს მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

როგორ წესი, ასეთი გადიდებული ფოლიკულები თავისთავად ქრება, მაგრამ ასევე შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.

ბავშვები და მოზარდები

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის მოზარდ გოგონებში ამ მომენტისთვის დადგენილი არ არის. არ არის ჩვენებები მენარქემდე (პირველ მენსტრუაციამდე) მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს ადგილობრივი მოქმედება გააჩია, რაიმე სხვა პრეპარატის მიღება არ ზრდის ორსულობის დადგომის რისკს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ორსულობა

მირენა®-სულობაენებისასის ორსულობის დადგომის რისკს ვის დადგენილი არ არისს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის ან მასზე ეჭვის დროს.

ორსულობა ქალებში, რომლებსაც ჩადგმუილი აქვთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი, ძალზე იშვიათი შემთხვევაა. მაგრამ, თუ მოხდა საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნა საშვილოსნოს ღრუდან, თქვენ უკვე არ იქნებით დაცული ორსულობისგან და უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები თქვენს ექიმთან კონსულტაციამდე.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს ქალებს არა აქვთ მენსტრუალური სისხლდენა. მენსტრუაციის არქონა სულაც არ წარმოადგენს ორსულობის ნიშანს. თუ არ გაქვთ მენსტრუაცია და ამავდროულად არის ორსულობის სხვა ნიშნები (გულისრევა, დაღლილობა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა), უნდა მიმართოთ ექიმს გამოკვლევისა და ორსულობის ტესტის ჩასატარებლად.

თუ ორსულობა დადგა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სისტემის მოსაცილებლად. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილებამ შეიძლება თვითნებური აბორტი გამოიწვიოს. მაგრამ თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ადგილზე რჩება ორსულობის დროს, ეს ზრდის თვითნებური აბორტის, ინფექციის ან ნაადრევი მშობიარობის რისკს. თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება შეუძლებელია, განიხილეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ორსულობის გაგრძელების რისკები და შესაძლებლობა, ასევე ჰორმონების შესაძლო გავლენა ნაყოფის განვითარებაზე.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას უკუნაჩვენები არ არის.

ლევონორგესტრელი მცირე ოდენობით გამოვლინდა მეძუძური ქალების დედის რძეში (ლევონორგესტრელის დოზის დაახლოებით 0,1 % შეიძლება შეაღწიოს ბავშვის ორგანიზმში). მიიჩნევა, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ არ ახდენს მავნე გავლენას ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე. მხოლოდ გესტაგენის ჰორმონის შემცველი კონტრაცეპტივები არ ახდენს გავლენას დედის რძის რაოდენობასა და ხარისხზე.

ფერტილობა (ჩასახვის უნარი)

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილების შემდეგ ფერტილობა (ჩასახვის უნარი) აღდგება ადრინდელ დონემდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე პრეპარატის გავლენის კვლევა არ ჩატარებულა.

პრეპარატი მირენა® შეიცავს ბარიუმის სულფატს

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის T-სებრი ფუძე შეიცავს ბარიუმის სულფატს, რომელიც ხილული ხდება რენტგენოლოგიური კვლევის დროს.

პრეპარატ მირენა®-ს გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მირენა® მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, პრეპარატ მირენა®-ს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მე-2 კარში «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე» მოყვანილია შემთხვევების ჩამონათვალი, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნებოდეს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თავის ტკივილი;

მუცლის ტკივილი, ტკივილი მცირე მენჯის არეში;

სისხლის დაკარგვის რაოდენობის ცვლილება, სისხლდენის ინტენსივობის გაზრდის ან შემცირების ჩათვლით, «ლაქოვანი» სისხლიანი გამონადენი, ოლიგომენორეა (მენსტრუალური სისხლდენის სიხშირის დარღვევა) და ამენორეა (მენსტრუალური სისხლდენის არქონა);

ვულვოვსგინიტი* (გარე სასქესო ორგანოების ან საშოს ანთება);

გამონადენი სასქესო გზებიდან*.

  • «ხშირად» ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის.

ხშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

დათრგუნული გუნება-განწყობა, დეპრესია, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება;

შაკიკი;

თავბრუდახვევა;

გულისრევა;

აკნე;

სხეულზე თმის ჭარბი ზრდა (ჰირსუტიზმი);

ზურგის ტკივილი**;

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციები;

საკვერცხის კისტები;

მენსტრუალური ტკივილები (დისმენორეა);

სარძევე ჯირკვლების ტკივილი**;

სარძევე ჯირკვლების გაუხეშება;

საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნა ან გადაადგილება (მთლიანი ან ნაწილობრივი ექსპულსია);

სხეულის მასის მატება.

  • * «ძალზე ხშირად» ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის.

არახშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თმის ცვენა (ალოპეცია);

ქავილი;

ეგზემა (კანის ანთებითი დაავადება);

კანის ჰიპერპიგმენტაცია;

საშვილოსნოს მთლიანების დარღვევა (პერფორაცია, პენეტრაციის ჩათვლით).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძმობელობის რეაქციები), კანზე გამონაყარის ჩათვლით, ჭინჭრის გამონაყარი და სწრაფად განვითარებადი თვალების, პირის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);

მომატებული არტერიული წნევა.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

თქვენ შეიძლება გქონდეთ საშვილოსნგარე ორსულობის მომატებული რისკი ორსულობის დადგომისას ჩადგმული მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის დროს (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «საშვილოსნოსგარე ორსულობა»).

შეიძლება თქვენმა პარტნიორმა იგრძნოს ძაფები სქესობრივი აქტის დროს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის რისკი ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის უცნობია. იყო შეტყობინებები სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების შესახებ (სიხშირე უცნობია, იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «სიფრთხილით»).

იყო შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციებს შესახებ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის ან ამოღების პროცედურასთან დაკავშირებით: ტკივილი პროცედურის დროს, სისხლდენა პროცედურის დროს, ჩადგმასთან დაკავშირებული ვაზოვაგალური რეაქცია, რასაც თან ახლავდა თავბრუდახვევა ან გულის წასვლა. პროცედურას შეუძლია კრუნჩხვითი შეტევის პროვოცირება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ იყო შეტყობინებები სეფსისის შემთხვევების შესახებ (ძალიან მძიმე სისტემური ინფექციისა, რომელსაც სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია).

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)

ტელეფონი: +7 7172 23 51 35

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო «ჯანდაცვის ექსპერტიზისა და გამოცდების ცენტრი»

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი: +375 17 231 85 14

ფაქსი: +375 17 252 53 58

ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის განტოლების ტელეფონი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected], [email protected]

http://www.rceth.by

პრეპარატ მირენა®-ს შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 30 С ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

ჭარბი დოზა

არ გამოიყენება.

შემადგენლობა

პრეპარატი მირენა® შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა ლევონორგესტრელი.

თითოეული საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა შეიცავს 52 მგ მიკრონიზირებულ ლევონორგესტრელს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია): პოლიდიმეთილსილოქსანის ელასტომერი

უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

პოლიეთილენი

ბარიუმის სულფატი

რკინის ოქსიდი შავი E172

პრეპარატ მირენა®-ს გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი

საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა.

საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა (სშს) მირენა® წარმოადგენს გამტარ მილში მოთავსებულ ლევონორგესტრელის გამომყოფ Т-სებრი კონსტრუქციას. გამტარის კომპონენტებია მილაკი შეყვანისთვის, დგუში, მაჩვენებელი რგოლი, ტარი და მორბედი. საშვილოსნოსშიდა სპირალი შედგება თეთრი ან თითქმის თეთრი ჰორმონალურ-ელასტომერული შუაგულისგან, რომელიც მოთავსებულია Т-სებრ კორპუსზე და დაფარულია ლევონორგესტრელის გამოყოფის მარეგულირებელი არაგამჭვირვალე მემბრანით. თეთრი Т-სებრი კორპუსი აღჭურვილია მარყუჟით ერთ ბოლოზე და ორი მხარით მეორეზე. მარყუჟზე მიმაგრებულია ორი ყავისფერი ძაფი სისტემის მოცილებისთვის. T-სებრი კონსტრუქცია შეიცავს ბარიუმის სულფატს, რაც მას ხილულს ხდის რენტგენული გამოკვლევის დროს. საშვილოსნოსშიდა სპირალი თავისუფალია ხილული მინარევებისაგან.

1 საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა გამტართან ერთად თავსდება ბლისტერში პოლიეთილენის აპკისგან, რომელიც დაფარულია წებოვანი საფარის მქონე თეთრი ფერის უქსოვი ქსოვილით და პოლიეთერით (PETG – პოლიეთილენტერეფტალატ გლიკოლი ან APET – ამორფული პოლიეთილენტერეფტალატი). ბლისტერი ჩანართ ფურცელთან (პაციენტის ბროშურა და ექიმის ინსტრუქცია საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის შესახებ), ასვე მომხმარებლის სამახსოვრო ბარათთან ერთად თავსდება გამჭვირვალე აპკით შეფუთულ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

3 წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 30 °С ტემპერატურაზე.

  • 5. პირველადი შეფუთვის ხასიათი და შიგთავსი

1 საშვილოსნოსშიდა თერაპიულ სისტემას გამტართან ერთად თავსდება ბლისტერში პოლიეთილენის აპკისგან, რომელიც დაფარულია წებოვანი საფარის მქონე თეთრი ფერის უქსოვი ქსოვილით და პოლიეთერით (PETG –პოლიეთილენტერეფტალატ გლიკოლი ან APET – ამორფული პოლიეთილენტერეფტალატი). ბლისტერი ჩანართ ფურცელთან (პაციენტის ბროშურა და ექიმის ინსტრუქცია საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის შესახებ), ასვე მომხმარებლის სამახსოვრო ბარათთან ერთად თავსდება გამჭვირვალე აპკით შეფუთულ მუყაოს კოლოფში.

  • 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მიწოდება ხდება სტერილურ შეფუთვაში, რომელიც იხსნება უშუალოდ საშვილოსნოსშიდა სისტემის ჩადგმის წინ. აუცილებელია ასეპტიკის წესების დაცვა გახსნილ სისტემასთან მოპყრობისას. თუ შეფუთვის სტერილურობა დარღვეული ჩანს, საჭიროა საშვილოსნოსშიდა სპირალის განადგურება როგორც სამედიცინო ნარჩენებისა. ასევე აუცილებელია მოქცევა საშვილოსნოდან მოშორებულ საშვილოსნოსშიდა სპირალთან, რადგან ის ჰორმონის ნარჩენებს შეიცავს.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი სხვა საშუალებები; ადგილობრივი გამოყენების კონტრაცეპტივები; საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები.

ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური კლასიფიკაციის კოდი: G02BA03

მოქმედების მექანიზმი

ლევონორგესტრელის გამომყოფი მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი, ძირითადად, ადგილობრივ გესტაგენურ მოქმედებას ახდენს. გესტაგენი (ლევონორგესტრელი) გამოიყოფა უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში, რაც იძლევა ძალიან დაბალი დღიური დოზით მისი გამოყენების საშუალებას. ენდომეტრიუმში ლევონორგესტრელის მაღალი კონცენტრაცია ხელს უწყობს მისი ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირებას, რაც ენდომეტრიუმს ესტრადიოლის მიმართ არაამთვისებელს ხდის და ძლიერ ანტიპროლიფერაციულ მოქმედებას ახდენს. მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას აღინიშნება ენდომეტრიუმის მორფოლოგიური ცვლილებები და სუსტი ადგილობრივი რეაქცია საშვილოსნოში უცხო სხეულის არსებობაზე. საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის გაზრდა ხელს უშლის საშვილოსნოს ღრუში სპერმატოზოიდების შეღწევას, სპერმატოზოიდების მოძრაობის შემცირებისა და ენდომეტრიუმის ცვლილებების გამო მცირდება კვერცხუჯრედის განაყოფიერების ალბათობა. ზოგიერთ ქალს აღენიშნება ოვულაციის დათრგუნვა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის წინა გამოყენება გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ქალთა დაახლოებით 80 %-ში, რომლებსაც სურთ ბავშვის ყოლა, ორსულობა დგება საშვილოსნოსშიდა სპირალის მოშორებიდან 12 თვის განმავლობაში.

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების პირველ თვეებში ენდომეტრიუმის პროლიფერაციის დათრგუნვის პროცესის შედეგად, შეიძლება აღინიშნებოდეს საშოდან «ლაქოვაი» სისხლიანი გამონადენის საწყისი გაძლიერება. ამის შემდეგ, ენდომეტრიუმის პროლიფერაციის გამოხატული დათრგუნვა იწვევს მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლივობისა და მოცულობის შემცირებას ქალებში, რომლებიც მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს იყენებენ. მწირი სისხლდენა ხშირად ტრანსფორმირდება ოლიგო- ან ამენორეაში. ამავდროულად, საკვერცხეების ფუნქცია და ესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნორმალური რჩება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი შეიძლება გამოყენებულ იქნას იდიოპათიური მენორაგიის სამკურნალოდ, ანუ მენორაგიისა ენდომეტრიუმში ჰიპერპლაზიური პროცესების არარსებობის დროს (ენდომეტრიუმის კიბო, საშვილოსნოს მეტასტაზური დაზიანებები, სუბმუკოზური ან დიდი ინტერსტიციული მიომატოზური კვანძი, რაც იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას, ადენომიოზი), ენდომეტრიტის, ექსტრაგენიტალური დაავადებების და მდგომარეობების, რომლებსაც თან ახლავს მძიმე ჰიპოკოაგულაცია (მაგალითად, ვილებრანდის დაავადება, მძიმე თრომბოციტოპენია), რომელთა სიმპტომებს წარმოადგენს მენორაგია. მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის 3-თვიანი გამოყენების შემდეგ მენსტრუალური სისხლის დაკარგვა მენორაგიის მქონე ქალებში მცირდება 62-94 %-ით და 71-95 %-ით 6-თვიანი გამოყენების შემდეგ.

2 წლის განმავლობაში მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა (მენსტრუალური სისხლის დაკარგვის შემცირება) შეედრება მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს (ენდომეტრიუმის აბლაცია ან რეზექცია). ნაკლებად ხელსაყრელი პასუხი მკურნალობაზე შესაძლებელია საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომით განპირობებული მენორაგიის დროს. მენსტრუალური სისხლის დაკარგვის შემცირება ზრდის სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას, რაც ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის რისკს. მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ამცირებს დისმენორეის სიმპტომების გამოხატულობას.

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პრევენციის მხრივ ესტროგენებით მუდმივი თერაპიის დროს თანაბრად მაღალი იყო ესტროგენის როგორც პერორალური, ასევე კანქვეშა გამოყენებისას.

შეყვანის ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის სწორად ჩადგმისას, პერლის ინდექსი (ორსულობების რაოდენობის ამსახველი მაჩვენებელი 100 ქალში, რომლებიც იყენებდნენ კონტრაცეპტივს 1 წლის განმავლობაში) შეადგენს დაახლოებით 0,2 %-ს. წარუმატებლობის კუმულაციური კოეფიციენტი შეადგენს დაახლოებით 0,7 %-ს 5 წლისთვის. 5 წელზე მეტხანს მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას წარუმატებლობის კოეფიციენტი 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კონტრაცეპციისას 0,29 %-ს შეადგენდა.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოქმედი ნივთიერებაა – ლევონორგესტრელი. ლევონორგესტრელი გამოიყოფა პირდაპირ საშვილოსნოს ღრუში. გაანგარიშებული გამოყოფის სიჩქარე in vivo სხვადასხვა დროის წერტილებში წარმოდგენილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2. გაანგარიშებული გამოყოფის სიჩქარე in vivo მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალისთვის

დრო

გამოყოფის გაანგარიშებული სიჩქარე in vivo (მკგ/24 საათი)

საწყისი ეტაპი

20

შეყვანიდან 1 წლის შემდეგ

18

შეყვანიდან 5 წლის შემდეგ

10

შეყვანიდან 6 წლის შემდეგ

9

საშუალო მნიშვნელობა 5 წლის განმავლობაში

15

საშუალო მნიშვნელობა 6 წლის განმავლობაში

15

აბსორბცია

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ ლევონორგესტრელი იწყებს საშვილოსნოს ღრუში დაუყოვნებლივ გამოყოფას, რაზეც მიუთითებს სისხლის პლაზმაში განსაზღვრული კონცენტრაციები. გამოყოლილი ლევონორგესტრელი სისტემურად ხელმისაწვდომია 90 %-ზე მეტი ოდენობით.

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ ლევონორგესტრელი ფიქსირდება სისხლის პლაზმაში 1 საათის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 414 პგ/მლ და მიიღწევა ჩადგმიდან 2 კვირის განმავლობაში. გამოყოფის შემცირებადი სიჩქარის შესაბამისად, ლევონორგესტრელის მედიანური კონცენტრაცია 55 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალების სისხლის პლაზმაში მცირდება 206 პგ/მლ-დან (25-ე – 75-ე პერცენტილი: 151 პგ/მლ – 264 პგ/მლ), რომელიც განისაზღვრება 6 თვის შემდეგ, 194 პგ/მლ-მდე (146 პგ/მლ – 266 პგ/მლ) 12 თვის შემდეგ და 131 პგ/მლ-მდე (113 პგ/მლ – 161 პგ/მლ) 60 თვის შემდეგ. ლევონორგესტრელის მედიანურმა კონცენტრაციამ 72 თვის შემდეგ (6 წელი) შეადგინა 113 პგ/მლ (87,3 პგ/მლ – 155 პგ/მლ).

საშვილოსნოს ღრუში პრეპარატის მაღალი ადგილობრივი ექსპოზიცია, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმზე მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ადგილობრივი ზემოქმედებისთვის, უზრუნველყოფს კონცენტრაციის მაღალ გრადიენტს ენდომეტრიუმიდან მიომეტრიუმამდე მიმართულებით (ლევონორგესტრელის კონცენტრაცია ენდომეტრიუმში 100-ზე მეტჯერ აღემატება მიომეტრიუმში მის კონცენტრაციას) და ლევონორგესტრელის დაბალ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში (ლევონორგესტრელის კონცენტრაცია ენდომეტრიუმში 1000-ზე მეტჯერ აღემატება სისხლის პლაზმაში მის კონცენტრაციას).

პოსტმენოპაუზის დროს ქალებში, რომლებიც მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს იყენებენ ესტროგენების ერთდროულად გამოყენებასთან, ლევონორგესტრელის მედიანური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება 257 პგ/მლ-დან (25-ე – 75-ე პერცენტილი: 186 პგ/მლ – 326 პგ/მლ), რომელიც განისაზღვრება 12 თვის შემდეგ, 149 პგ/მლ-მდე (122 პგ/მლ – 180 პგ/მლ) 60 თვის შემდეგ. ესტროგენების პერორალურ მიღებასთან ერთდროულად მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას ლევონორგესტრელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რომელიც განისაზღვრება 12 თვის შემდეგ, იზრდება დაახლოებით 478 პგ/მლ-მდე (25-ე – 75-ე პერცენტილი: 341 პგ/მლ – 655 პგ/მლ), რაც განპირობებულია სასქესო ჰორმონის დამაკავშირებელი გლობულინის (სჰდგ) სინთეზის ინდუქციით.

განაწილება

ლევონორგესტრელი არასპეციფიკურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინს ხოლო სპეციფიკურად – სასქესო ჰორმონის დამაკავშირებელი გლობულინს (სჰდგ). ცირკულირებადი ლევონორგესტრელის 2 %-ზე ნაკლები წარმოდგენილია თავისუფალი სტეროიდის სახით. ლევონორგესტრელი უკავშირდება სჰდგ-ს მაღალი აფინობით. ამასთან ამ მხრივ, სისხლის პლაზმაში სჰდგ-ს კონცენტრაციის ცვლილება იწვევს სისხლის პლაზმაში ლევონორგესტრელის საერთო კონცენტრაციის მატებას (სჰდგ-ს უფრო მაღალი კონცენტრაციის დროს) ან შემცირებას (სჰდგ-ს უფრო დაბალი კონცენტრაციის დროს). სჰდგ-ს კონცენტრაცია მცირდება საშუალოდ დაახლოებით 20-30 %-ით მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან 1 თვის განმავლობაში, რჩება ამ დონეზე გამოყენების პირველი წლის განმავლობაში და უმნიშვნელოდ იზრდება შემდეგ. სჰდგ-ს კონცენტრაცია სტაბილური რჩება გამოყენების მე-6 წლის განმავლობაში.

ლევონორგესტრელის განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 106 ლ.

ნაჩვენები იყო, რომ სხეულის მასა და სისხლის პლაზმაში სჰდგ-ს კონცენტრაცია გავლენას ახდენს ლევონორგესტრელის სისტემურ კონცენტრაციაზე, ანუ დაბალი სხეულის მასის და/ან სჰდგ-ს მაღალი კონცენტრაციის დროს ლევონორგესტრელის კონცენტრაცია უფრო მაღალია. დაბალი სხეულის მასის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებში (37–55 კგ) ლევონორგესტრელის მედიანური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაახლოებით 1,5 ჯერ უფრო მაღალია.

ბიოტრანსფორმაცია

ლევონორგესტრელი მნიშვნელოვანწილად მეტაბოლიზდება. მეტაბოლიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი გზებია Δ4-3-ოქსო-ჯგუფის აღდგენა და 2α, 1β და 16β პოზიციებში ჰიდროქსილირება შემდგომი კონიუგირებით. CYP3A4 წარმოადგენს ძირითად ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს ლევონორგესტრელის ოქსიდაციურ მეტაბოლიზმში. ხელმისაწვდომი მონაცემები in vitro იმის ვარაუდს ქმნის, რომ CYP- განპირობებული ბიოტრანსფორმაციის რეაქციები ლევონორგესტრელისთვის ნაკლები მნიშვნელობისაა აღდგენასთან და კონიუგირებასთან შედარებით.

ელიმინაცია

სისხლის პლაზმიდან ლევონორგესტრელის საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 1,0 მლ/წუთ./კგ. უცვლელი სახით ლევონორგესტრელი გამოიყოფა მხოლოდ კვალის რაოდენობით. მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაწლავებისა და თირკმელების მეშვეობით ექსკრეციის კოეფიციენტით, რომელიც დაახლოებით 1,77 ტოლია. ტერმინალურ ფაზაში ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც ძირითადად მეტაბოლიტებით არის წარმოდგენილი, შეადგენს დაახლოებით 24 საათს.

წრფივობა (არაწრფივობა)

ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია სჰდგ-ს კონცენტრაციაზე, რომელზეც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ესტროგენებისა და ანდროგენების კონცენტრაცია. სჰდგ-ს კონცენტრაციის შემცირება იწვევს სისხლის პლაზმაში ლევონორგესტრელის საერთო კონცენტრაციის შემცირებას, რაც მიუთითებს ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკის არაწრფივობაზე დროის მიხედვით. მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის უპირატესად ადგილობრივი მოქმედების გათვალისწინებით, ლევონორგესტრელის სისტემური კონცენტრაციების ცვლილებების გავლენა მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობაზე ნაკლებად სავარაუდოა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი ფურცელი – ინფორმაცია პაციენტებისთვის

მირენა®, 52 მგ საშვილოსნოსშიდა სისტემა თერაპიული

მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი

პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს.

შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი პირადად თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მას შეუძლია მათთვის ზიანის მიყენება, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.

თუ რაიმე არასასურველი რეაქციები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართი ფურცლის მე-4 კარში.

ჩანართი ფურცლის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი მირენა®, და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე

პრეპარატ მირენა®-ს გამოყენება

შესაძლო არასასურველი რეაქციები

პრეპარატ მირენა®-ს შენახვა

შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები

  • რას წარმოადგენს პრეპარატი მირენა® და რისთვის გამოიყენება ის

მირენა წარმოადგენს T-ფორმის თერაპიულ საშვილოსნოსშიდა სისტემას (სპირალს), რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ლევონორგესტელს, მირენა მიეკუთვნება ადგილობრივი გამოყენების საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ჯგუფს. ჩადგმის შემდეგ, სპირალი გამოყოფს ლევონორგესტრელს უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში.

სისტემის T-სებრი ფორმა იმეორებს საშვილოსნოს ღრუს ფორმას. თეთრი T-ფორმის კორპუსის ვერტიკალური ნაწილი შეიცავს ლევონორგესტრელის რეზერვუარს. კორპუსის ვერტიკალური ნაწილის ქვედა ბოლოში მარყუჟზე მიმაგრებულია ორი ყავისფერი ძაფი სისტემის მოსაშორებლად.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი მირენა® გამოიყენება ქალებში:

ორსულობისგან დასაცავად (კონტრაცეფცია);

ძლიერი და/ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენის (იდიოპათიური მენორაგია) მკურნალობისთვის;

ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატ მირენა®ს მოქმედების მეთოდი

საშვილოსნოსშიდა სპირალ მირენა®-ს ადგილობრივი მოქმედება გააჩნია, ყოველთვიურად თრგუნავს რა საშვილოსნოს შიდა გარსის ზრდას და ზრდის საშვილოსნოს ყელის ლორწოს სიბლანტეს. ეს პროცესები იწვევს იმას, რომ არ ხდება სპერმატოზოიდების და კვერცხუჯრედებს შორის კონტაქტი და ორსულობა ვერ დგება. ქალებში, რომლებიც საშვილოსნოსშიდა სპირალ მირენა®-ს იყენებენ, მცირდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ხანგრძლივობა და ინტენსივობა.

თუ საშვილოსნოსშიდა სპირელი მორენა® დაინიშნა მკურნალობის მიზნით და გაუმჯობესება არ მოხდა ან გაუარესებას გრძნობთ, საჭიროა მიმართით ექიმს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი მირენა®, თუ:

გაქვთ ალერგია ლევონორგესტრელზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომელიც ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში);

ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ;

გაქვთ მცირე მენჯის ორგანოების მწვავე ან მორეციდივე ანთებითი დაავადებები (ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები);

გაქვთ გარე და შიდა სასქესო ორგანოების ინფექციები;

გაქვთ საშვილოსნოს ინფექცია მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი);

გაქვთ ამ გქონდათ ინფექცია აბორტის ან მუცლის მოშლის (სეპტიკური აბორტი) შემდეგ ბოლო სამი თვის განმავლობაში;

გაქვთ საშვილოსნოს ყელის ანთება (ცერვიციტი);

გაქვთ დაავადებები, რომელთა დროს მომატებულია ინფექციის რისკი;

გაქვთ საშვილოსნოს ყელის ანომალური ცვლილებები (დისპლაზია);

საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის კიბო ან ეჭვი მის არსებობაზე;

გაქვთ სიმსივნეები, რომლებიც მგრძნობიარეა პროგესტაგენის ჰორმონის მიმართ, ან მათ არსებობაზე ეჭვი (მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კობო);

გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან;

გაქვთ საშვილოსნოს თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიები, მათ შორის საშვილოსნოს კუნთოვანი ან ფიბროზული ქსოვილის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (ფიბრომიომები), რომლებსაც შეუძლია საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია;

გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადებები ან სიმსივნეები;

ხართ 65 წელს გადაცილებული.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ზოგადი რეკომენდაციები

მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალის ჩადგმამდე ექიმი დაგისვამთ კითხვებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ეხება.

წინამდებარე ჩანართ ფურცელში აღწერილია რამდენიმე სიტუაცია, რა დესაც საჭიროა მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალის მოცილება, ან მისი საიმედოობა შეიძლება შემცირებული იყოს. ასეთ სიტუაციებში უნდა უარი თქვათ სქესობრივ კონტაქტზე, ან გამოიყენოთ პრეზერვატივი ან კონტრაცეფციის სხვა ბარიერული მეთოდი.

არ გამოიყენოთ კალენდარული ან ფიზიოლოგიური კონტრაცეფციის მეთოდები. ეს მეთოდები შეიძლება არასანდო იყოს, რადგან მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალი გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურის ან საშვილოსნოს ყელის ლორწოს ყოველთვიურ ცვლილებაზე.

მირენა-ს საშვილოსნისშიდა სპირალი, სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივის მსგავსად არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

სიფრთხილით

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალი უნდა გამოიყენოს სიფრთხილით სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ:

თანდაყოლილი გულის მანკები ან გულის სარქვლის დაავადებები (გულის ინფექციური დაავადების – სეპტიკური ენდოკარდიტის განვითარების რისკის გამო);

შაქრიანი დიაბეტი. თქვენი მკურნალი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციას. როგორც წესი, მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენებისას საჭირო არ არის შაქრის დომის შემამცირებელი პრეპარატების გამოყენება, მაგრამ თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს ამაში.

გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი თუნდაც ერთი შემთხვევა თქვენ გეხებათ, ან თუ ნებისმიერი ეს მდგომარეობა გაჩნდა მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენების დროს:

შაკიკი, კეროვანი შაკიკი მხედველობის ასიმეტრიული დაკარგვით ან სხვა სიმპტომებით (მხედველობის, მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან გაშეშება სხეულის ნებისმიერ ნაწილში), რომელიც მიუთითებს თავის ტვინის სისხლძარღვების სისხლმომარაგების დროებით დარღვევაზე (თავის ტვინის გარდამავალი იშემია);

უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი;

სიყვითლე (კანის, თვალის თეთრი გარსის და/ან ფრჩხილების გაყვითლება);

გამოხატული არტერიული წნევის მატება (ჰიპერტენზია);

სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები, მათ შორის ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.

ექიმი მიიღებს გადაწყვეტას მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენების გაგრძელების ან სისტემის მოცილების შესახებ.

პოლიპოზის (კეთილთვისებიანი წარმონაქმნი საშვილოსნოს ღრუს ლორწოვან გარსზე) ენდომეტრიუმის კიბოს ზოგიერთი გამოვლინება შეიძლება შენიღბული იყოს როგოც არარეგულარული სისხლდენა. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დამატებით გამოკვლევას დიაგნოზის დასაზუსტებლად.

მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალი არ მიეკუთვნება პირველ რიგში შესარჩევ პრეპარატებს 65 წლამდე ასაკის ქალებისთვის მენოპაუზის შემდეგ, რომელსაც თან ახლავს საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვა (საშვილოსნოს ატროფია). გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მირენა®ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება არ ზრდის სარძევე ჯირკვლის კობოს გაჩენის რისკს ქალებში პოსტმენოპაუხის პერიოდში 50 წლამდე ასაკში. ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკითვის მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების კვლევებისას მიღებული შეზღუდული მონაცემების გამო, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის წარმოქმნის დადასტურება ან უარყოფა ამ ჩვენებისთვის შეუძლებელია.

სამედიცინო შემოწმებები და კონსულტაციები

გამოკვლევა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმამდე შეიძლება მოიცავდეს საშვილოსნოს ყელის ნაცხს (ნაცხს პაპანიკოლაუს მიხედვით), მცირე მენჯის ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას და სხვა კვლევებს ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსარიცხად.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმამზე თქვენი მკურნალი ექიმი ჩაატარებს გინეკოლოგიურ შემოწმებას საშვილოსნოს მდებარეობის და ზომის განსაზღვრისთვის.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ (პოსტკოიტალური კონტრაცეპციისთვის).

მენსტრუალური სისხლდენის დარღვევები

ფერტილური ასაკის (ჩასახვის უნარის მქონე) ქალებში მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას თანდათანობით მცირდება მენსტრუქციების ხანგრძლივობა და სისხლის დაკარგვის მოცულობა (ნახევარზე მეტ ქალებში პირველი წლის განმავლობაში), ხოლო ზოგიერთ ქალში მენსტრუაცია შეიძლება შეწყდეს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას და უწყვეტ რეჟიმში ესტროგენებით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ჩატარებისას უმრავლეს ქალს მენსტრუაცია უწყდება პირველი წლის განმავლობაში.

თუ თქვენ არ გაქვთ მენსტრუაცია ბოლო მენსტრუაციის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, საჭიროა ორსულობის დადგომის გამორიცხვა (იხ. კარი 3 «პრეპარატ მირენა®-ს გამოყენება» – «შეუძლია თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს თქვეს მენსტრუალურ ციკლზე გავლენის მოხდენა», «მენსტრუაციის არქონა», «როგორ გაიგოთ, რომ ორსულად ხართ»).

ინფექციები

გამტარი მილაკი იცავს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს მიკროორგანიზმებით დაბინძურებისგან ჩადგმის დროს, ხოლო მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს შეყვანის მოწყობილობა სპეციალურად კონსტრუირებულია ისე, მინიმუმამდე დაიყვანოს ინფექციის რისკი. მიუხედავად ამისა, ქალებს, რომლებიც იყენებენ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციას, აქვთ მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი ჩადგმისთანავე და გამოყენების პირველი თვის განმავლობაში.

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებები ქალებში, რომლებსაც საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციას იყენებენ, ხშირად განპირობებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით. ინფექციის რისკი ყველაზე მაღალია, თუ ქალს ან მის პარტნიორს რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ჰყავს.

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება შეამციროს ჩასახვის უნარი (ფერტილობა) და გაზარდოს საშვილოსნოს ღრუს გარეთ (საშვილოსნოსგარე ორსულობის) ორსულობის რისკი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სისტემის ჩადგმიდან მალევე შეიძლება განვითარდეს მძიმე ინფექცია ან სეფსისი (ძალიან მძიმე ინფექცია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს).

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება შეიძლება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის განმეორებითი (მორეციდივე) ანთების (ენდომეტრიტის) ან მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებების, ასევე მძიმე ან მწვავე ინფექციების დროს, რომლებიც მკურნალობისადმი მდგრადია რამდენიმე დღის განმავლობაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ:

მუდმივი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში,

შეციება,

ციებ-ცხელება,

სქესობრივ აქტთან დაკავშირებული ტკივილი (დისპარეუნია),

ხანგრძლივი ან უხვი სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა საშოდან ან საშოდან გამონადენის ხასიათის ცვლილება.

ძლიერი ტკივილის ან ტემპერატურის მატება, რომელიც ჩნდება საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან მალევე, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ინფექცია, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

ექსპულსია (საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის შესაძლო ნიშნები)

საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვა მენსტრუაციის დროს ზოგჯერ იწვევს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილებას ან საშვილოსნოდან მის გამოდევნას. ეს შეიძლება მოხდეს ჭარბი წონის ან უხვი მენსტრუალური სისხლდენის დროს. გადაადგილების დროს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნის დროს თქვე უკვე დაცული არ ხართ ორსულობისგან.

საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის (ექსპულსია) შესაძლო ნიშნებია – სისხლდენა და ტკივილი, მაგრამ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნა ასევე შეიძლება შეუმჩნევლად მოხდეს. რადგან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ამცირებს მენსტრუალური სისხლის დაკარგვას, მისი მატება შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილებაზე ან ამოვარდნაზე.

თუ ვარაუდობთ, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ამოვარდნილია, იხ. ქვეკარი «რა ნიშნებით შეიძლება განსაზღვროთ, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ არის თავის ადგილას» სისტემის მდებარეობის შემოწმებისა და შემდგომი ქმედებებისთვის.

თუ ვერ ახერხებთ ძაფების მოძებნას ან გაქვთ საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის სიმპტომები, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი) და მიმართოთ მკურნალ ექიმს.

პერფორაცია (მთლიანობის დარღვევა)

საშვილოსნოსშიდა სპირალით საშვილოსნოს სხეულის ან ყელის პერფორაცია ან პენეტრაცია (მთლიანობის დარღვევა) შეიძლება მოხდეს ძირითადად შეყვანის დროს, თუმცა, შესაძლოა, შეუმჩნეველი იყოს შეყვანიდან გარკვეული დროის განმავლობაში.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის საშვილოსნოს ღრუს გარეთ გაჭედვისას, ის უკვე არ გიცავთ ორსულობისგან. აუცილებელია მიმართოთ ექიმს სისტემის მოსაცილებლად.

პერფორაციის რისკი მომატებულია ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, ასევე სისტემის შეყვანისას 36 კვირამდე მშობიარობის შემდეგ. პერფორაციის მომატებული რისკი საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანისას არსებობს ქალებში საშვილოსნოს ფიქსირებული არასწორი განლაგებით (რეტროვერსიით ან რეტროფლექსიით).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ისინი შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოსშიდა სპირალით საშვილოსნოს პერფორაციაზე:

თქვენ გრძნობთ მუცლის ძლიერ ტკივილს (მენსტრუალური სპაზმების მსგავსი),

შენიშნეთ მენსტრუალური ციკლის უეცარი ცვლილება (მაგალითად, თუ მენსტრუაცია მცირე რაოდენობით გქონდათ ან საერთოდ არ გქონდათ, ხოლო შემდეგ გაჩნდა მუდმივი სისხლდენა ან ტკივილი, ან მენსტრუაცია ზედმეტად უხვი გახდა);

თქვენ ან თქვენი პარტნიორი ტკივილს გრძნობთ სქესობრივი აქტის დროს;

თქვენ ვერ გრძნობთ ძაფებს საშოში (იხ. კარი 3 «პრეპარატ მირენა®-ს გამოყენება» – «რა ნიშნებით შეიძლება განსაზღვროთ, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ არის თავის ადგილას»).

საშვილოსნოსგარე ორსულობა

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას ორსულობა იშვიათად დგება. მაგრამ, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას ორსულობის დადგომის შემთხვევაში, იზრდება საშვილოსნოს გარეთ ნაყოფის განვითარების (საშვილოსნოსგარე ორსულობა) ფარდობითი რისკი. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის სწორად გამოყენებისას საშვილოსნოსგარე ორსულობა უვითარდება წელიწადში 1000-დან დაახლოებით 1 ქალს. საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ საშვილოსნოსგარე ორსულობა, გადატანილი აქვთ საშვილოსნოს მილების ოპერაცია ან მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია. საშვილოსნოსგარე ორსულობა – სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ისინი შეიძლება საშვილოსნოსგარე ორსულობაზე მიუთითებდეს:

მუდმივი სისხლდენა ან ტკივილი, რომელიც ჩნდება მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ;

ძალიან ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან მთელ მუცლის არეში;

ორსულობის ჩვეულებრივი ნიშნები სისხლდენასთან და თავბრუსხვევასთან ერთად.

სისუსტე (თავბრუდასვევა)

ზოგიერთ ქალს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ თავბრუსხვევა ეწყება. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა. თქვენი ექიმი გირჩევთ, დაისვენოთ გარკვეული დროით მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ.

საკვერცხის კისტები

რადგან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის კონტრაცეფციის ეფექტი განპირობებულია, ძირითადად, მისი ადგილობრივი ეფექტით, ფერტილური ასაკის (ჩასახვის უნარის მქონე) ქალებში ჩვეულებრივ აღენიშნებათ ოვულაციური ციკლები ფოლიკულების (უჯრედები, რომლებიც საკვერცხეში მომწიფებულ კვერცხუჯრედს აკრავს გარს) გასკდომით. ზოგჯერ, ფოლიკულის სიკვდილის პროცესი (ატრეზია) ფერხდება და მათი განვითარება შეიძლება გრძელდებოდეს. შემთხვევათა უმეტესობაში, ეს ფოლიკულები არანაირ სიმპტომებს არ იწვევს, თუმცა ზოგჯერ მათ შეიძლება თან ახლდეს მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

როგორ წესი, ასეთი გადიდებული ფოლიკულები თავისთავად ქრება, მაგრამ ასევე შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.

ბავშვები და მოზარდები

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის მოზარდ გოგონებში ამ მომენტისთვის დადგენილი არ არის. არ არის ჩვენებები მენარქემდე (პირველ მენსტრუაციამდე) მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისთვის.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი მირენა®

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს ადგილობრივი მოქმედება გააჩია, რაიმე სხვა პრეპარატის მიღება არ ზრდის ორსულობის დადგომის რისკს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ორსულობა

მირენა®-სულობაენებისასის ორსულობის დადგომის რისკს ვის დადგენილი არ არისს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის ან მასზე ეჭვის დროს.

ორსულობა ქალებში, რომლებსაც ჩადგმუილი აქვთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი, ძალზე იშვიათი შემთხვევაა. მაგრამ, თუ მოხდა საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნა საშვილოსნოს ღრუდან, თქვენ უკვე არ იქნებით დაცული ორსულობისგან და უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები თქვენს ექიმთან კონსულტაციამდე.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს ქალებს არა აქვთ მენსტრუალური სისხლდენა. მენსტრუაციის არქონა სულაც არ წარმოადგენს ორსულობის ნიშანს. თუ არ გაქვთ მენსტრუაცია და ამავდროულად არის ორსულობის სხვა ნიშნები (გულისრევა, დაღლილობა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა), უნდა მიმართოთ ექიმს გამოკვლევისა და ორსულობის ტესტის ჩასატარებლად.

თუ ორსულობა დადგა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სისტემის მოსაცილებლად. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილებამ შეიძლება თვითნებური აბორტი გამოიწვიოს. მაგრამ თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ადგილზე რჩება ორსულობის დროს, ეს ზრდის თვითნებური აბორტის, ინფექციის ან ნაადრევი მშობიარობის რისკს. თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება შეუძლებელია, განიხილეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ორსულობის გაგრძელების რისკები და შესაძლებლობა, ასევე ჰორმონების შესაძლო გავლენა ნაყოფის განვითარებაზე.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას უკუნაჩვენები არ არის.

ლევონორგესტრელი მცირე ოდენობით გამოვლინდა მეძუძური ქალების დედის რძეში (ლევონორგესტრელის დოზის დაახლოებით 0,1 % შეიძლება შეაღწიოს ბავშვის ორგანიზმში). მიიჩნევა, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ არ ახდენს მავნე გავლენას ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე. მხოლოდ გესტაგენის ჰორმონის შემცველი კონტრაცეპტივები არ ახდენს გავლენას დედის რძის რაოდენობასა და ხარისხზე.

ფერტილობა (ჩასახვის უნარი)

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილების შემდეგ ფერტილობა (ჩასახვის უნარი) აღდგება ადრინდელ დონემდე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე პრეპარატის გავლენის კვლევა არ ჩატარებულა.

პრეპარატი მირენა® შეიცავს ბარიუმის სულფატს

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის T-სებრი ფუძე შეიცავს ბარიუმის სულფატს, რომელიც ხილული ხდება რენტგენოლოგიური კვლევის დროს.

პრეპარატ მირენა®-ს გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მირენა® მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა:

ჩადგმის შემდეგ სისტემიდან ლევონორგესტრელის გამოყოფის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 20 მკგ /24 საათში.

თქვენს ექიმს შეუძლია შეიყვანოს მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი საშვილოსნოს ღრუში მენსტრუალური სისხლდენის დაწყების შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში. საშვილოსნოსშიდა სპირალი ასევე შეიძლება ჩაიდგას მაშინვე აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში, იმ პირობით, რომ არ არსებობს მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებები. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშვილოსნო ნორმალურ ზომაზე დაბრუნდება, არანაკლებ ექვსი კვირის შემდეგ (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «პერფორაცია (მთლიანობის დარღვევა)»). მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ახალი სისტემით შეცვლა შესაძლებელია ციკლის ნებისმიერ დღეს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის მხოლოდ ესტროგენის შემცველი პრეპარატებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს, თუ არ გაქვთ მენსტრუაცია (ამენორეა). თუ მენსტრუაცია შენარჩუნებული გაქვთ, ჩადგმა ხდება მენსტრუალური სისხლდენის ან «მოხსნის» სისხლდენის ბოლო დღეებში.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ შეისწავლებოდა 65 წელს გადაცილებული ქალების ასაკში, ამიტომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი რეკომენდებული არ აროს პაციენტთა ამ ჯგუფისთვის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე დაავადებების ან სიმსივნეების მქონე ქალებისთვის (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «უკუჩვენებები»).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ შეისწავლებოდა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

შეყვანის გზა და (ან) მეთოდი

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ჩადგმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ამ საშვილოსნოსშიდა სპირალთან მუშაობის გამოცდილება ან კარგად არის გაწვრთნილი ამ პროცედურის შესასრულებლად.

გინეკოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, საშოში შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტი, რომელსაც საშოს სარკე ეწოდება. საშვილოსნოს ყელი და საშო მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. შემდეგ წვრილი მოქნილი პლასტიკის მილის მეშვეობით (შეყვანის მოწყობილობა) ხდება საშვილოსნოში მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში, ჩადგმამდე შეიძლება გამოიყენოს საშვილოსნოს ყელის ადგილობრივი ანესთეზია.

ზოგიერთ ქალს მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ტკივილი და თავბრუსხვევა. ექიმი გირჩევთ, რომ დაისვენოთ გარკვეული დროის განმავლობაში მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ. თუ ეს სიმპტომები არ გაქრება მშვიდ მდგომარეობაში ნახევარი საათის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, შესაძლოა, საშვილოსნოსშიდა სისტემა არასწორად იყოს განთავსებული. ექიმი ჩაატარებს გინეკოლოგიურ გამოკვლევას და, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღებს სისტემას.

მირენა-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის შემდეგ თქვენი ექიმი მოგცემთ სამახსოვრო ბარათს შემდგომი რეგულარული შემოწმებისთვის. თქვენ თან უნდა გქონდეთ ეს სამახსოვრო ბარათი ყოველი დაგეგმილი ვიზიტის დროს.

თერაპიის ხანგრძლივობა

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შესაძლებელია 6 წლით ორსულობის თავიდან აცილების (კონტრაცეფციის) მიზნით და 5 წლით უხვი და/ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენის (იდიოპათიური მენორაგია) მკურნალობისთვის ან ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია), რის შემდეგაც ხდება მისი ამოღება. თუ გსურთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება, ახალი სისტემის ჩადგმა ხდება მაშინვე წინა სპირალის მოცილების შემდეგ.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობა

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის სწორად ჩადგმისას ორსულობის დადგომის ალბათობა შეადგენს დაახლოებით 0,2 % 1-ლი წლის განმავლობაში. ორსულობის დადგომის რისკი შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან საშვილოსნოს კედლის პერფორაციის შემთხვევაში (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე» – «ექსპულსია (საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილების ან ამოვარდნის შესაძლო ნიშნები)», «პერფორაცია (მთლიანობის დარღვევა)»).

უხვი მენსტრუალური სისხლდენების მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალით მკურნალობა იწვევს მენსტრუალური სისხლდენების გამოხატულ შემცირებას უკვე სამი თვის განმავლობაში. ზოგ ქალს მენსტრუალური სისხლდენა უწყდება.

როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს

ექიმმა უნდა ჩაატაროს გამოკვლევა საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან 4-12 კვირის შემდეგ, შემდგომში კი საჭიროა რეგულარული შემოწება ექიმის მიერ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ყოველ დაგეგმილ მიღებაზე თან იქონიეთ მომხმარებლის სამახსოვრო ბარათი, რომელიც მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმისგან.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რაც შეიძლება მალე, თუ:

ვერ გრძნობთ ძაფებს საშოში;

შეგიძლიათ შეეხოთ სისტემის ქვედა ბოლოს;

ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ;

გრძნობთ მუდმივ ტკივილს მუცელში, ციებ-ცხელებას ან აღმნიშნავთ საშოდან გამონადენის ჩვეულებრივი ხასიათის ცვლილებას;

თქვენ ან თქვენი პარტნიორი ტკივილს გრძნობთ სქესობრივი აქტის დროს;

აღნიშნავთ მენსტრუალური ციკლის უეცარ ცვლილებას (მაგალითად, თუ მენსტრუაცია იყო მწირი ან არ იყო, ხოლო შემდეგ გაჩნდა მუდმივი სისხლდენა ან ტკივილი, ან მენსტრუაცია ძალზე უხვი გახდა);

გაგიჩნდათ სხვა კლინიკური გამოვლინებები, მაგალითად, შაკიკის ტიპის თავის ტკივილი ან ძლიერი განმეორებადი თავის ტკივილი, მხედველობის უეცარი დარღვევები, სიყვითლე, არტერიული წნევის მატება;

გაგიჩნდათ ნებისმიერი დაავადება და მდგომარეობა, რომელიც ჩამოთვლილია მე-2 კარში «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე ».

რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ დაორსულება ან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება სხვა მიზეზით

თქვენს ექიმს შეუძლია მარტივად მოაცილოს საშვილოსნოსშიდა სპირალი ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც ორსულობა შესაძლებელი ხდება. ჩვეულებრივ მოცილება უმტკივნეულოდ ხდება. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილების შემდეგ ჩასახვის უნარი აღდგება.

როდესაც ორსულობა არასასურველია, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი უნდა ამოღებულ იქნას არაუგვიანეს მენსტრუალური ციკლის მე-7 დღისა (ყოველთვიური ციკლის დროს). თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილება მოხდება ციკლის მე-7 დღის შემდეგ, თქვენ უნდა ისარგებლოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდებით (მაგალითად, პრეზერვატივები) მის მოშორებამდე არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაცია არ გაქვთ, საშვილოსნოსშიდა სპირალის მოშორებამდე 7 დღით ადრე უნდა დაიწყოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება და გააგრძელოთ მათი გამოყენება მანამდე, სანამ მენსტრუაცია არ აღდგება. ახალი მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შესაძლებელია წინა სპირალის მოშორებისთანავე; ასეთ შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ ორსულობიდან დასაცავად რაიმე სხვა დამატებითი ზომების გამოყენება.

შეიძლება თუ არა დაორსულება მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ

თქვენ შეძლებთ დაორსულებას მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილების შემდეგ ის წყვეტს თქვენს დაორსულების უნარზე გავლენის მოხდენას. ორსულობა შეიძლება დადგეს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მოცილებიდან პირველივე მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

შეუძლია თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე გავლენის მოხდება

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი გავლენას ახდენს თქვენს მენსტრუალურ ციკლზე. მიზი ზეგავლენის ქვეშ მენსტრუაციები შეიძლება შეიცვალოს და «ლაქოვანი» გამონადენის ხასიათი შეიძინოს, გახდეს უფრო ხანგრძლივი ან ნაკლებად ხანგრძლივი, მიმდინარეობდეს მეტად უხვი ან უფრო მწირი, ჩვეულებრივთან შედარებით, სისხლდენით ან საერთოდ შეწყდეს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან პირველი 3-6 თვის შემდეგ უმრავლეს ქალს, მათი ჩვეულებრივი მენსტრუაციის გარდა, შეემჩნევა ხშირი სისხლიანი «ლაქოვანი» გამონადენი ან მწირი სისხლდენა. ზოგ შემთხვევაში ამ პერიოდში აღინიშნება უხვი ან ხანგრძლივი სისხლდენა. თუ აღმოაჩენთ თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, განსაკუთრებით თუ ისინი არ ქრება, აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.

მეტად სავარაუდოა, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას ყოველ თვეს თანდათანობით შემცირდება სისხლდენის დღეების რაოდენობა და დაკარგული სისხლის რაოდენობა. ზოგიერთი ქალი დროთა განმავლობაში აღმოაჩენს, რომ მას მენსტრუაცია მთლიანად შეუწყდა. რადგან მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას მენსტრუაციის დროს დაკარგული სისხლის რაოდენობა, ჩვეულებრივ, მცირდება, ქალების უმეტესობას აღენიშნება სისხლში ჰემოგლობინის დონის მატება.

სისტემის მოცილების შემდეგ მენსტრუალური ციკლი ნორმალიზდება.

მენსტრუაციის არქონა

თქვენ შეიძლება არ გქონდეთ მენსტრუაცია მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას. თუ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ თქვენ შეამჩნიეთ მენსტრუაციის გაქრობა, ეს დაკავშირებულია საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე ჰორმონის ზეგავლენით. ლორწოვანი გარსის ყოველთვიური გასქელება არ ხდება, შესაბამისად, არ ხდება მისი მოწყვეტა მენსტრუაციის დროს. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მიაღწიეთ მენოპაუზას ან ორსულად ხართ. თქვენი საკუთარი ჰორმონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნორმალური რჩება.

მენსტრუაციის ფაქტობრივი არქონა შეიძლება იყოს დიდი უპირატესობა ქალის კომფორტისთვის.

როგორ გაიგოთ, რომ ორსულად ხართ

ორსულობა ქალებში, რომლებიც მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს იყენებენ, თუნდაც მათ არა აქვთ მენსტრუაცია, ნაკლებად სავარაუდოა.

თუ არ გაქვთ მენსტრუაცია 6 კვირის განმავლობაში და ეს გაწუხებთ, ჩაატარეთ ორსულობის ტესტი. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დამატებითი ტესტების ჩატარება საჭირო არ არის, თუ არ გაქვთ ორსულობის სხვა ნიშნები, მაგალითად გულისრევა, დაღლილობა ან სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა.

შეუძლია თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს ტკივილის ან დისკომფორტის გამოწვევა

ზოგიერთ ქალს აღენიშნება ტკივილი (მენსტრუალური ტკივილის მსგავსი) საშვილოსნოსშიდა სპირალს ჩადგმიდან პირველი 2-3 კვირის განმავლობაში. თუ ძლიერ ტკივილს განიცდით ან თუ ტკივილი გაგრძელდება სისტემის ჩადგმიდან 3 კვირაზე მეტხანს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა.

ახდენს თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი გავლენას სქესობრივ აქტზე

არც თქვენ და არც თქვენმა პარტნიორმა არ უნდა იგრძნოთ საშვილოსნოსშიდა სპირალი სქესობრივი აქტის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ აქტს მანამდე, სანამ თქვენი ექიმი არ დარწმუნდება, რომ სისტემა სწორ მდგომარეობაში იმყოფება.

რა დრო უნდა გავიდეს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასა და სქესობრივ აქტს შორის

უკეთესია თავი შეიკავოთ სქესობრივი აქტისგან საშვილოსნოში მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში, რათა ორგანიზმს მისცეთ დასვენების საშუალება. თუმცა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალს ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია ჩადგმის მომენტიდან.

შეიძლება თუ არა ტამპონების ან მენსტრუალური ჭიქების გამოყენება

რეკომენდებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას. თუ უკვე იყენებთ ტამპონებს ან მენსტრუალურ ჭიქებს, ისინი ძალიან ფრთხილად უნდა შეცვალოთ, რომ არ გამოაძროთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები. თუ ფიქრობთ, რომ შეგეძლოთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოღება (იხ. ქვეკარი «როდის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს» შესაძლო ნიშნების გამოსავლენად), თავი შეიკავეთ სქესობრივი აქტისგან ან გამოიყენეთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები (როგორიცაა პრეზერვატივი) და მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

რა მოხდება თუ, მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი თვითნებურად ამოვარდება საშვილოსნოს ღრუდან

ძალზე იშვიათად მენსტრუაციის დროს შეიძლება მოხდეს საშვილოსნოსშიდა სპირალის გადაადგილება ან ამოვარდნა (ექსპულსია) საშვილოსნოდან. მენსტრუალური სისხლდენის დროს სისხლის დაკარგვის უჩვეულო ზრდა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ამოვარდა საშოდან. შესაძლებელია ასევე საშვილოსნოსშიდა სპირალის ნაწილობრივი ექსპულსია საშვილოსნოს ღრუდან საშოში (თქვენ და თქვენმა პარტნიორმა შეიძლება შეამჩნიოთ ეს სქესობრივ აქტის დროს). მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის საშვილოსნოდან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოსვლის დროს თქვენ უკვე დაცული არ იქნებით ორსულობის დადგომისგან.

რა ნიშნებით შეიძლება დადგინდეს, რომ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი არ არის თავის ადგილზე

თქვენ შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ, თავის ადგილზეა თუ არა მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები მას შემდეგ, რაც დასრულდება მენსტრუაცია. მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ ფრთხილად შეიყვანეთ თითი საშოში და მოსინჯეთ ძაფები მის ბოლოს, საშვილოსნოში (საშვილოსნოს ყელი) შესვლის ადგილის მახლობლად.

ძაფები არ უნდა გამოსწიოთ, რადგან შემთხვევით შეიძლება ამოიღოთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი საშვილოსნოდან. თუ ვერ ახერხებთ ძაფების მოსინჯვას, მიმართეთ ექიმს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, პრეპარატ მირენა®-ს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მე-2 კარში «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე» მოყვანილია შემთხვევების ჩამონათვალი, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნებოდეს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თავის ტკივილი;

მუცლის ტკივილი, ტკივილი მცირე მენჯის არეში;

სისხლის დაკარგვის რაოდენობის ცვლილება, სისხლდენის ინტენსივობის გაზრდის ან შემცირების ჩათვლით, «ლაქოვანი» სისხლიანი გამონადენი, ოლიგომენორეა (მენსტრუალური სისხლდენის სიხშირის დარღვევა) და ამენორეა (მენსტრუალური სისხლდენის არქონა);

ვულვოვსგინიტი* (გარე სასქესო ორგანოების ან საშოს ანთება);

გამონადენი სასქესო გზებიდან*.

  • «ხშირად» ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის.

ხშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

დათრგუნული გუნება-განწყობა, დეპრესია, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება;

შაკიკი;

თავბრუდახვევა;

გულისრევა;

აკნე;

სხეულზე თმის ჭარბი ზრდა (ჰირსუტიზმი);

ზურგის ტკივილი**;

მცირე მენჯის ორგანოების ინფექციები;

საკვერცხის კისტები;

მენსტრუალური ტკივილები (დისმენორეა);

სარძევე ჯირკვლების ტკივილი**;

სარძევე ჯირკვლების გაუხეშება;

საშვილოსნოსშიდა სპირალის ამოვარდნა ან გადაადგილება (მთლიანი ან ნაწილობრივი ექსპულსია);

სხეულის მასის მატება.

  • * «ძალზე ხშირად» ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის.

არახშირად (შეიძლება აღინიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თმის ცვენა (ალოპეცია);

ქავილი;

ეგზემა (კანის ანთებითი დაავადება);

კანის ჰიპერპიგმენტაცია;

საშვილოსნოს მთლიანების დარღვევა (პერფორაცია, პენეტრაციის ჩათვლით).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძმობელობის რეაქციები), კანზე გამონაყარის ჩათვლით, ჭინჭრის გამონაყარი და სწრაფად განვითარებადი თვალების, პირის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);

მომატებული არტერიული წნევა.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

თქვენ შეიძლება გქონდეთ საშვილოსნგარე ორსულობის მომატებული რისკი ორსულობის დადგომისას ჩადგმული მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის დროს (იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «საშვილოსნოსგარე ორსულობა»).

შეიძლება თქვენმა პარტნიორმა იგრძნოს ძაფები სქესობრივი აქტის დროს.

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის რისკი ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს საშვილოსნოს შიდა გარსის ჭარბი ზრდის (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია) პროფილაქტიკისთვის უცნობია. იყო შეტყობინებები სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების შესახებ (სიხშირე უცნობია, იხ. კარი 2 «რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მირენა®-ს გამოყენებამდე», ქვეკარი «სიფრთხილით»).

იყო შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციებს შესახებ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის ან ამოღების პროცედურასთან დაკავშირებით: ტკივილი პროცედურის დროს, სისხლდენა პროცედურის დროს, ჩადგმასთან დაკავშირებული ვაზოვაგალური რეაქცია, რასაც თან ახლავდა თავბრუდახვევა ან გულის წასვლა. პროცედურას შეუძლია კრუნჩხვითი შეტევის პროვოცირება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ იყო შეტყობინებები სეფსისის შემთხვევების შესახებ (ძალიან მძიმე სისტემური ინფექციისა, რომელსაც სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია).

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)

ტელეფონი: +7 7172 23 51 35

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო «ჯანდაცვის ექსპერტიზისა და გამოცდების ცენტრი»

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი: +375 17 231 85 14

ფაქსი: +375 17 252 53 58

ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის განტოლების ტელეფონი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected], [email protected]

http://www.rceth.by

პრეპარატ მირენა®-ს შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 30 С ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები

პრეპარატი მირენა® შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა ლევონორგესტრელი.

თითოეული საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა შეიცავს 52 მგ მიკრონიზირებულ ლევონორგესტრელს.

სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია): პოლიდიმეთილსილოქსანის ელასტომერი

უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

პოლიეთილენი

ბარიუმის სულფატი

რკინის ოქსიდი შავი E172

პრეპარატ მირენა®-ს გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი

საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა.

საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა (სშს) მირენა® წარმოადგენს გამტარ მილში მოთავსებულ ლევონორგესტრელის გამომყოფ Т-სებრი კონსტრუქციას. გამტარის კომპონენტებია მილაკი შეყვანისთვის, დგუში, მაჩვენებელი რგოლი, ტარი და მორბედი. საშვილოსნოსშიდა სპირალი შედგება თეთრი ან თითქმის თეთრი ჰორმონალურ-ელასტომერული შუაგულისგან, რომელიც მოთავსებულია Т-სებრ კორპუსზე და დაფარულია ლევონორგესტრელის გამოყოფის მარეგულირებელი არაგამჭვირვალე მემბრანით. თეთრი Т-სებრი კორპუსი აღჭურვილია მარყუჟით ერთ ბოლოზე და ორი მხარით მეორეზე. მარყუჟზე მიმაგრებულია ორი ყავისფერი ძაფი სისტემის მოცილებისთვის. T-სებრი კონსტრუქცია შეიცავს ბარიუმის სულფატს, რაც მას ხილულს ხდის რენტგენული გამოკვლევის დროს. საშვილოსნოსშიდა სპირალი თავისუფალია ხილული მინარევებისაგან.

1 საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა გამტართან ერთად თავსდება ბლისტერში პოლიეთილენის აპკისგან, რომელიც დაფარულია წებოვანი საფარის მქონე თეთრი ფერის უქსოვი ქსოვილით და პოლიეთერით (PETG – პოლიეთილენტერეფტალატ გლიკოლი ან APET – ამორფული პოლიეთილენტერეფტალატი). ბლისტერი ჩანართ ფურცელთან (პაციენტის ბროშურა და ექიმის ინსტრუქცია საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის შესახებ), ასვე მომხმარებლის სამახსოვრო ბარათთან ერთად თავსდება გამჭვირვალე აპკით შეფუთულ მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany

მწარმოებელი:

ბაიერ ოი, პანსიოტიე 47, 20210 ტურკუ ფინეთი

Bayer Oy, Pansiontie 47, 20210 Turku, Finland

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

სს «ბაიერი»

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა, სახლი 18, შენობა 2, რუსეთი

ტელეფონი: +7 495 231 12 00

ყაზახეთის რესპუბლიკა:

შპა «ბაიერ ყაზ»

050057, ქ. ალმათი, ტიმირიაზევის ქუჩა, 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი

ტელეფონი +7 727 258 80 40

ბელარუსის რესპუბლიკა

2220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი, 57, ოთახი 54, ბელარუსი

ტელეფონი: +375 17 239 54 20

ჩანართი ფურცელი გადასინჯულია

ინფორმაციის სხვა წყაროები

დაწვრილებითი მონაცემები ამ პრეპარატის შესახებ მოცემულია კავშირის ვებ-საიტზე https://eec.eaeunion.org.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მედიცინის მუშაკებისთვის:

მირენა®, 52 მგ, საშვილოსნოსშიდა თერაპიული სისტემა

მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი

ინსტრუქცია საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანასთან დაკავშირებით

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი ჩადგმა ხდება სტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით

მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის მიწოდება ხდება გამტართან ერთად სტერილურ შეფუთვაში, რომლის გახსნაც დაყენებამდე დაუშვებელია.

არ ექვემდებარება ხელახალ სტერილიზაციას. მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი, თუ შიდა შეფუთვა დაზიანებული ან გახსნილია. არ ჩაიდგათ მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ჩადგმამდე, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

შეყვანისთვის მომზადება

ჩაატარეთ გინეკოლოგიური გამოკვლევა საშვილოსნოს ზომოს და მდებარეობის განსაზღვრისა და სასქესო ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებების, ორსულობის ან სხვა გინეკოლოგიური უკუჩვენებების ნებისმიერი ნიშნის გამორიცხვისთვის მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩასადგმელად.

მოახდინეთ საშვილოსნოს ყელის ვიზუალიზაცია სარკეების მეშვეობით და მთლიანად დაამუშავეთ საშვილოსნოს ყელი და საშო ანტისეპტიკის ხსნარით.

საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ ასისტენტი დახმარებით.

მაშების გამოყენებით დაიჭირეთ საშვილოსნოს ყელის წინა ტუჩი. ფრთხილი ტრაქციით მაშებით გაასწორეთ ცერვიკალური არხი. მაშები უნდა იმყოფებოდეს ასეთ მდგომარეობაში მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანის მთელი დროის განმავლობაში რათა უზრუნველყოფილი იყოს საშვილოსნოს ყელის ფრთხილი ტრაქცია შესაყვანი ინსტრუმენტისკენ მიმართულებით.

საშვილოსნოს ღრუს ფსკერამდე საშვილოსნოს ზონდის ფრთხილად გატარებით, განსაზღვრეთ ცერვიკალური არხის მიმართულება და საშვილოსნოს ღრუს სიღრმე (მანძილი გარე პირიდან საშვილოსნოს ფსკერამდე), გამორიცხეთ ძგიდეები, სინექიები საშვილოსნოს ღრუში და ლორწოვანქვეშა ფიბრომა. თუ ცერვიკალური არხი ძალიან ვიწროა, რეკომენდებულია არხის გაფართოება და შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების/პარაცერვიკალური ბლოკადის გამოყენება.

შეყვანა

  • გახსენით სტერილური შეფუთვა (სურათი 1). ამის შემდეგ ყველა მანიპულაცია უნდა შესრულდეს სტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტერილურ ხელთათმანებში.

სურათი 1

  • გასწიეთ მორბედი წინ ისრის მიმართულებით ყველაზე უკიდურეს მდგომარეობაში იმისთვის, რონ შესწიოთ საშვილოსნოსშიდა სპირალი გამტარი მილის შიგნით (სურათი 2).

სურათი 2

о

о

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

არ გადაადგილოთ მორბედი ქვემოთ მიმართულებით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ნაადრევი გამოყოფა. ეს თუ მოხდება, გამტარის შიგნით სისტემის ხელახლად მოთავსება შეუძლებელი იქნება.

  • ყველაზე შორეულ მდგომარეობაში მორბედის შენარჩუნებით დააყენეთ მაჩვენებელი რგოლის ზედა კიდე ზონდის მიერ გარე პირიდან საშვილოსნოს ფსკერამდე გაზომილი მანძილის შესაბამისად (სურათი 3).

სურათი 3

  • ყველაზე შორეულ მდგომარეობაში მორბედის შენარჩუნებით ფრთხილად შეწიეთ გამტარი ცერვიკალური არხის მეშვეობით საშვილოსნოში, სანამ მაჩვენებელი რგოლი არ იქნება საშვილოსნოს ყელიდან დაახლოებით 1,5-2 სმ მანძილზე (სურათი 4).

სურათი 4

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

არ შესწიოთ გამტარი ძალისხმევით. საჭიროების შემთხვევაში გააფართოვეთ ცერვიკალური არხი.

  • მორბედის გაუნძრევლად შენარჩუნებით, გასწიეთ მორბედი ნიშნამდე, მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის ჰორიზონტალური მხრების გახსნისთვის (სურათი 5). დაელოდეთ 5-10 წამი, სანამ ჰორიზონტალური მხრები არ გაიხსნება მთლიანად.

სურათი 5

  • ფრთხილად შეწიეთ გამტარი შიგნით, სანამ მაჩვენებელი რგოლი არ შეეხება საშვილოსნოს ყელს. მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის უნდა იყოს საშვილოსნოს ფსკერზე (სურათი 6).

სურათი 6

  • იმავე მდგომარეობაში გამტარის შენარჩუნებით, გამოათავისუფლეთ მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალი მორბედის მაქსიმალურად ქვევით გაწევით (სურათი 7). იმავე მდგომარეობაში მორბედის შენარჩუნებით, ფრთხილად მოაცილეთ გამტარი მისი მოქაჩვით. შეჭერით ძაფები იმგვარად, რომ მათი სიგრძე იყოს 2-3 სმ საშვილოსნოს გარე პირიდან.

სურათი 7

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ სისტემა ჩადგმულია სწორად, შეამოწმეთ მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალი, მაგალითად, ულტრაბგერითი გამოკვლევით ან, საჭიროების შემთხვევაში, მოაცილეთ სისტემა და შეიყვანეთ ახალი სტერილური სისტემა. მოაცილეთ სისტემა, თუ ის მთლიანად არ არის საშვილოსნოს ღრუში. არ შეიძლება მოცილებული სისტემის ხელახლად გამოყენება.

მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის მოშორება/შეცვლა

მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის მოშორებამდე/შეცვლამდე, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის გამოყენების შესახებ.

მირენა®-ს საშვილოსნისშიდა სპირალის მოცილება ხდება მაშებით დაჭერილი ფრთხილად გამოწევით (სურათი 8).

სურათი 8

ახალი მირენა®-ს საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა შესაძლებელია წინა სპირალის მოშორებისთანავე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა