პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ლევოპლანტი

LEVOPLANT

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადჩინეთი
რისთვის გამოიყენება

ლევოპლანტი გამოიყენება ორსულობის პროფილაქტიკისთვის (კონტრაცეფცია). იმპლანტი შედგება ორი წვრილი, დრეკადი ღეროსაგან, რომლებიც დამზადებულია რეზინის მსგავი მასალისაგან, რომლების ჩადგმაც ხდება უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევის მსვლელობაში უშუალოდ კანქვეშ, ხელის ზედა ნაწილის შიდა მხარეს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევონორგესტრელი (levonorgestrel)
ფორმა და შეფუთვა
75მგ პროლონგირებული მოქმედების კანქვეშ შესაყვანი იმპლანტი - ღერო №2 პეტ-ის და პოლიეთილენის ლამინირებული, სტერილური პაკეტი №10 (10X2)
მწარმოებელი
Shanghai Dahua Pharmaceutical Co. Ltd, ჩინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ჰორმონალური კონტრაცეპტივები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
G03AC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044821
რეგისტრირებულია
17 თებერვალი 2026, მოქმედებს 17 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Shanghai Dahua Pharmaceutical Co. Ltd (ჩინეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალევოპლანტი და სხვა წამალი ერთად

ლევოპლანტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლევოპლანტი გამოიყენება ორსულობის პროფილაქტიკისთვის (კონტრაცეფცია). იმპლანტი შედგება ორი წვრილი, დრეკადი ღეროსაგან, რომლებიც დამზადებულია რეზინის მსგავი მასალისაგან, რომლების ჩადგმაც ხდება უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევის მსვლელობაში უშუალოდ კანქვეშ, ხელის ზედა ნაწილის შიდა მხარეს.

_______________________________________________

1სავაჭრო დასახელებები არ გადიან ჯანმო წინასწარ კვალიფიკაციას. ეს ვალდებულება მიეკუთვნება ფარმაცევტული კონტროლის ადგილობრივი ორგანოს კვალიფიკაციას. WHOPAR წინამდებარე ანგარიშის ტექსტში პატენტირებული დასახელება მოყვანილია მხოლოდ მაგალითის სახით.

იმპლანტები ნელა ახდენენ მცირე რაოდენობის ლევონორგესტრელის გამოთავისუფლებას, რომელიც არის მრავალი ორალური კონტრაცეპტული საშუალებების ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი. ლევოპლანტს გააჩნია პროლონგირებული მოქმედება და ეფექტურია სამი წლის განმავლობაში. ჩაყენებისთანავე ჰორმონის დაბალი დოზა იწყებს უწყვეტად გამოთავისუფლებას ორგანიზმის ქსოვილებში.

ლევოპლანტის ფუნქცია კომბინირებულია. მათგან ყველაზე მთავარია კვერცხუჯრედის რეგულარული მომწიფების პრევენცია და ცერვიკალური ლორწოს ფენის გასქელება, რაც აძნელებს სპერმატოზოიდების წვდომას კვერცხუჯრედთან.

  • რისი ცოდნაა საჭირო ლევოპლანტის გამოყენების წინ

ზოგადი შენიშვნები

ლევოპლანტის ან კონტრაცეფციის ნებისნიერი სხვა მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რეკომენდებულია მათი სხვა მისაწვდომ მეთოდებთან შედარება. თუ თქვენ გსურთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება კონტრაცეფციის სხვა მეთოდების შესახებ, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება. ერთ-ერთი მსგავსი მეთოდებიდან შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის უფრო მოსახერხებელი Lლევოპლანტთან შედარებით. თითოეულ ქალს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ლევოპლანტის გამოყენების შესახებ, უნდა ახსოვდეს კონტრაცეფციის ამ მეთოდის უპირატესობის და რისკის შესახებ სხვა მეთოდებთან შედარებით. წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს სრულ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ამ გააწყვეტილების მიღებაში, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება. ექიმთან აუცილებელია ინფორმაციის განხილვა, რომელიც მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ ლევოპლანტის გამოყენებას, ასევე გასინჯვების ჩატარების რეგულარობისა. საჭიროა ექიმის ყველა რეკომენდაციის შესრულება გასინჯვის ჩატარებასთან მიმართებაში ლევოპლანტის გამოყენების პერიოდის განმავლობაში.

ზოგიერთი ქალისთვის არ არის რეკომენდებული ლევოპლანტის გამოყენება. იმის გასაგებად, მიეკუთვნებით თქვენ თუ არა მათ რიცხვს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება და ნაწილების წაკითხვა, რომელთაც ეწოდებაL “არ არის რეკომენდებული ლევოპლანტის გამოყენება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.

ზოგიერთ ქალს, რომლებიც იყენებენ ლევოპლანტს, შეიძლება აღენიშნოს გვერდითი ეფექტები. მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს მათი გამოვლენის ნიშნების შესახებ. მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება და ნაწილებთან “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები” და “შესაძლო გვერდითი ეფექტები” გაცნობა.

იმპლანტ ლევოპლანტის კონტრაცეპტული მოქმედების ეფექტურობა

ლევოპლანტი არის შექცევადი კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. მიუხედავად ამისა, კონტრაცეფციის არცერთ მეთოდს არ გააჩნია 100%-ანი ეფექტი. ორსულობის დადგომის საშუალო ყოველწლიური მაჩვენებელი ლევოპლანტის გამოყენებისას 3 წლის განმავლობაში შეადგენს 1%-ზე ნაკლებს. ეს ნიშნავს, რომ ორსულობა დგება 100-დან 1-ზე ნაკლებ ქალში გამოყენების პირველ წელს.

დაცვა აივ ინფექციისაგან ან სხვა დაავადებებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადაიცემა

ლევოპლანტი არ უზრუნველყოფს დაცვას აივ ინფექციისაგან (შიდსი) ან სხვა დაავადებებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადაიცემა.

არ არის რეკომენდებული ლევოპლანტის გამოყენება, თუ:

გაქვთ ალერგია ლევონორგესტრელზე ან ლევოპლანტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)

სახეზეა პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა

დიაგნოსტირებულია ან არსებობს ეჭვი სარძევე ჯირკვლის კიბოზე ან საშვილოსნის ლორწოვანის კიბოზე

დიაგნოსტირებულია ან ოდესმე იყო დიაგნოსტირებული ღვიძლის სერიოზული დაავადება, რომლის ფუნქცია არ აღდგა მთლიანად, რაც დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატრიული კვლევების ჩატარების მსვლელობაში

დიაგნოსტირებულია ან ოდესმე იყო დიაგნოსტირებული ახალწარმონაქმნი ღვიძლში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი)

დიაგნოსტირებულია თრომბი სისხლძარღვში (თრომბოზი), მაგალითად ფეხში, ფილტვში ან თვალში.

მიღების წესი და დოზირება

ლევოპლანტი წარმოადგენს სხვებისგან განსხვავებულ კონტრაცეფციის მეთოდს. იმპლანტის ჩაყენების და ამოღების პროცედურა უნდა განახორციელოს მხოლოდ მედიცინის პერსონალმა, რომელსაც გავლილი აქვს უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევების ჩატარების სწავლება.

იმპლანტების ჩადგმამდე მკურნალმა ექიმმა უნდა:

მიიღოს ინფორმაცია დაავადებების ისტორიის შესახებ

ჩაატაროს ფიზიკური გასინჯვა

დაწრმუნდეს ორსულობის არარსებობაში.

ლევოპლანტის დაყენება

ლევოპლანტი დაყენებული უნდა იქნას მენსტრუალური სისხლდენის (მენსტრუალური ციკლი) დაწყებიდან შვიდი დღის განმავლობაში. მსგავს შემთხვევაში არ არსებობს კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენების აუცილებლობა.

თუ იმპლანტის დაყენება ხდება 7 დღის შემდეგ (სისხლდენის დაწყების თარიღიდან), პაციენტს დაჭირდება სხვა კონტრაცეფციის არაჰორმნალური მეთოდების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივების) მინიმუმ 7 მომდევნო დღის განმავლობაში. აუცილებელია ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან გაცნობა.

გადასვლა კონტრაცეფციის კომბინირებული ჰორმონალური მეთოდებიდან (კომბინირებული პერირალური კონტრაცეპტივი/კოკ, ვაგინალური რგოლი, ტრანსდერმალური სალბუნი)

ლევოპლანტის დაყენება სასურველია მომდევნო დღეს იმის შემდეგ, რაც მიღებული იქნება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ბოლო ტაბლეტი, მაგრამ არაუგვიანეს მე-7 დღისა ინტერვალის შემდეგ, რომლის დროსაც არ ხდებოდა ტაბლეტების მიღება, ან მიღებული იყო პლაცებო პრეპარატი.

თუ ადრე გამოიყენებოდა ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური სალბუნი, ლევოპლანტის დაყენება სასურველია ბოლო რგოლის ან სალბუნის ციკლიდან მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო რგოლის ან სალბუნის გამოყენების დღისა.

გადასვლა კონტრაცეფციის სხვა მეთოდიდან პროგესტაგენის გამოთავისუფლებით (დაბალდოზირებული ორალური კონტრაცეპტივი, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგესტაგენს, ინექცია, იმპლანტი) ან სხვა საშვილოსნისშიდა სისტემის გამოყენებიდან

ლევოპლანტი შეიძლება დაყენებული იქნას

ნებისმიერ დღეს, თუ მანამდე გამოიყენებოდა დაბალდოზირებული ორალური კონტრაცეპტივი, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგესტაგენს.

ნებისმიერ დღეს იმის შემდეგ, როგორც კი იქნება ამოღებული წინა იმპლანტი ან საშვილოსნოსშიდა სისტემა.

შემდეგი ინექციის შეყვანის დღეს.

ლევოპლანტის გამოყენება მშობიარობის, მუცლის მოშლის ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

ლევოპლანტი შეიძლება ჩაყენებული იქნას მშობიარობისთანავე

თუ ლევოპლანტის ჩაყენება ხდება ბავშვის გაჩენიდან 3 კვირის განმავლობაში, მაშინ არ არის საჭირო კონტრაცეფციის სხვა მეთოდებს გამოყენება.

თუ ლევოპლანტის ჩაყენება ხდება ბავშვის გაჩენიდან 3 კვირის შემდეგ, მკურნალი ექიმი უნდა დარწმუნდეს ორსულობის არარსებობაში და პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდები იმპლანტის დაყენებიდან მინიმუმ 7 დღის განმავლობაში.

თუ ახლო წარსულში ადგილი ჰქონდა მუცლის მოშლას ან ჩატარებული იყო ორსულობის შეწყვეტის პროცედურა, იმპლანტის დაყენება შეიძლება დაუყოვნებლივ. ამ საკითხთან დაკავშირებული უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა წარადგინოს ექიმმა.

პროცედურა

ექიმი დააყენებს ლევოპლანტს ორ წვრილ იმპლანტს უშუალოდ კანის საფარის ქვეშ წინამხარის შიდა ნაწილში. თუ პაციენტი არ არის ცაცია, იმპლანტს ჩვეულებრივ აყენებენ მარცხენა ხელში, თუ ცაციაა - მარჯვენაში.

იმპლანტის ჩასაყენებლად კეთდება მცირე კვეთა. ამისთვის დაყენების ადგილში შეიყვანება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

იმპლანტების ჩაყენება ხდება კენქვეშ, ერთი ერთ ჯერზე, შესაბამისი ინსტრუმენტის (ტროაკარის) დახმარებით. იმის შემდეგ, რაც იმოქმედებს საანესთეზიო საშუალება, პაციენტმა ტკივილი არ უნდა იგრძნოს.

პროცედურის ჩატარების შემდეგ შეყვანის ადგილი იხურება სპეციალური ლენტით ან სახვევით. 3 დღის განმავლობაში ჭრილობა უნდა იყოს შრალი და სახვევით. თავი უნდა ავარიდოთ ხელის, რომელშიც ჩაყენებულია იმპლანტი, დაზიანებას და დაძაბვას.

იმპლანტაციის ადგილას შეყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს სილურჯე, ფერის დაკარგვა და შეშუპება, მაგრამ ეს არ იქნება დაბრკოლება ყოველდღიური მოქმედებების შესასრულებლად. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ინფექცია ან დროებითი ტკივილის სინდრომი, დოსკომფორტი ან ქავილი.

ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტატების ჩაყენების გამო შეიძლება აღინიშნის შემდეგი კანის რეაქციები:

ნაწიბურები, ბუშტუკების წარმოქმნა, გამონადენი კანიდან, დაწყლულებები, ჩხვლეტა და გაბუჟება.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

იმპლანტის ამოგდება ან გადაადგილება

შეიძლება მოხდეს იმპლანტის ამოგდენა შეხორცებამდე კვეთის ადგილას იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტი დაყენებული იყო ძალიან ახლოს კანის ზედაპირთან ან ძალიან ახლოს კვეთის ადგილთან, ან თუ კვეთის ადგილი ინფიცირებულია. თუ ეს მოხდა, აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რადგანაც ამოგდებული იმპლანტი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ახალი, სტარილური იმპლანტით.

ასევე აუცილებელია არაჰორმონალური კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება, მაგალითად, პრეზერვატივების, იმ მომენტამდე, სანამ ექიმი არ ჩაატარებს გასინჯვას. საჭიროა ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან ყურადღებით გაცნობა.

იპლანტი შეიძლება გადაადგილდეს დაყენების ადგილიდან ხელში, ეს არ ხდება ხშირად, მაგრამ შეიძლება გახდეს ტკივილის შეგრძნების და დისკომფორტის მიზეზი. თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ იმპლანტი გადაადგილდა, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

“სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები

თუ თქვენ გესაჭიროებათ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები

საჭიროა საიმედო არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება, როგორიცაა პრეზერვატივები

ან

თავი შევიკავოთ სქესობრივი აქტისაგან.

არ არის რეკომენდირებული ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა “კალენდარული მეთოდი” ან “ტემპერატურული მეთოდი”. სხეულის ტემპერატურისა და ცერვიკალური არხის ლორწოს ცვლილება, რომელიც ჩვეულებრივ ხდება მენსტრუალური ციკლის დროს, ლევოპლანტის გამოყენებისას არ შეინიშნება.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

იმპლანტების ჩადგმის მომენტიდან გარკვეული დროის შემდეგ ექიმმა შეიძლება გამოთქვას ჩაყენების ადგილის შემოწმების სურვილი.

ისევე, როგორც სხვა ჰორმონალური კონტრაცეფციის მეთოდების შემთხვევაში, პაციენტი რეგულარულად უნდა მივიდეს ექიმთან ლევოპლანტის გამოყენების პროცესში. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ, თუ რა სიხშირით უნდა მიხვიდეთ გასასინჯად.

როგორ უნდა მოხდეს ლევოპლანტის ამოღება?

ლევოპლანტის ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, რის შემდეგას შესაძლებელია ორსულობის დადგომა. ამგვარად, თუ არ არსებობს სხვა იმპლანტის ჩაყენების სურვილი, ასევე არ არის დაორსულების სურვილი, საჭიროა დაუყოვნებლივ კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენების დაწყება.

ლევოპლანტი ამოღებული უნდა იქნას 3 წლის ვადის დასრულებისას. არ არის რეკომენდებული ამოღების პროცედურის გადადება პერიოდით, რომელიც 3 წელს აღემატება, რადგანაც იმპლანტები დაიწყებენ თავის ეფექტურობის დაკარგვას დროის ამ პერიოდის გასვლისას. თუ არ არის ექიმთან დროულად მისვლის საშუალება იმპლანტების ამოღების მიზნით სამწლიანი პერიოდის ამოწურვისას, საჭიროა კონტრაცეფციის დამატებით მეთოდების გამოყენება და იმპლანტების ამოღება რაც შეიძლება მალე. საჭიროა ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან ყურადღებით გაცნობა.

თუ გსურთ იმპლანტების გამოყენების გაგრძელება, ძველი იმპლანტების ამოღების შემდეგ შეიძლება ახალი კომპლექტის დაყენება.

ლევოპლანტის ამოღების პროცედურა

ლევოპლანტის ამოღების პროცესი შეიძლება წარმოადგენდეს უფრო რთულ პროცედურას ჩაყენებასთან შედარებით. მან შეიძლება დაიკავოს მეტი დრო და იყოს უფრო მტკივნეული. მოცემული პროცედურის შემდეგ შეიძლება დარჩეს ნაიარევი - რისკი, რომელსაც არ გააჩნია კავშირი კონტრაცეფციის სხვა უმეტეს მეთოდებთან.

რადგანაც იმპლანტები თავსდება კანქვეშ წინამხარის შიდა მხარეს, ისინი ამოღებული უნდა იქნას პროფესიონალი ექიმის მიერ. არ არის რეკომენდირებული იმპლანტების დამოუკიდებლად ამოღების მცდელობა.

იმპლანტის ამოღების ადგილას შეიყვანება საანესთეზიო საშუალება და კეთდება მცირე კვეთა.

ამოღების შემდეგ საჭიროა ჭრილობის შენარჩუნება მშრალ და სუფთა მდგომარეობაში 3-5 დღის განმავლობაში, მანამდე, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება.

ამოღების შემდეგ ჩაყენების ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სისხლჩაქცევა. თუ იმპლანტები იქნება ღრმად განთავსებული, ამოღების პროცედურა შეიძლება გაძნელდეს.

თუ შეუძლებელია ორივე იმპლანტის ამოღება პირველივე ცდისას, საჭიროა ექიმთან კიდევ ერთხელ მიმართვა. ორივე იმპლანტის ამოღებამდე აუცილებელია კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როდესაც იმპლანტის ამოღება გაძნელებულია, არსებობს მინაცემები, რომ წინამხარის არეში შეიძლება აღინიშოს ტკივილი, გაბუჟება ჩხვლეტა და ნაწიბურების წარმოქმნა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ლევონორგესტრელის ან ლევოპლანტის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ

სარძევე ჯირკვლის კიბოს არსებობა (ანამნეზში)

სხვა დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ახალწარმონაქმნები, დაკავშირებული სასქესო ორგანოებთან

ღვიძლის გამოხატული დაავადებები, ინფექციები ან სიმსივნეები

თრომბოემბოლიური დაავადება

გაურკვეველი ხასიათის ვაგინალური სისხლდენა

სისტემური წითელი მგლურა ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებზე ტესტის დადებითი ან უცნობი შედეგით.

სიფრთხილის ზომები

ლევოპლანტის გამოყენების წინ ან გამოყენების პროცესში აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომატიკა:

შაკიკი ან შაკიკის შეტევების სიხშირის ზრდა

მუდმივი თავის ტკივილი ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით პაციენტებში ჭარბი წონით ან წონის მატებით ბოლო პერიოდში.

უეცარი თავის ტკივილი ან ღებინება, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა, მხედველობის ან მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან ხელის ან ფეხის გაბუჟება

წვივის ტკივილი ან ხელების ან ფეხების უჩვეულო შეშუპება

მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უეცარი გაძნელება, ან სისხლიანი ხველა

გაუსაძლისი ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში

ძლიერი ტკივილი მუცელში ან მტკივნეული შეგრძნებები მუცლის არეში

ეჭვი ორსულობაზე

ძლიერი ვაგინალური სისხლდენა

თვალებში ან კანზე სიყვითლის გაჩენა

სარძევე ჯირკვალში კვანძების წარმოქმნა

იმპლანტების შეყვანის ადგილას ტკივილი, ჩირქის წარმოქმნა ან სისხლდენა

ძილის პრობლემები, სისუსტე, ენერგიის უკმარისობა დაღლილობა ან განწყობის ცვალებადობა

იმპლანტის მოცილება

სითხის შეკავება

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ სერიოზული დაავადებები, აუცილებელია მკურნალ ექიმთან ამ საკითხის განხილვა იმპლანტების დაყენების შემთხვევაში. აუცილებელია ექიმის ინფორმირება, თუ თქვენ:

დიაგნოსტირებული გქონდათ საშვილოსნოსგარე ორსულობა (როდესაც არსებობს მტკიცებულებანი, რომ ემბრიონი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ; იხ. ნაწილი “ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპდოდუქციული ფუნქცია”)

ან თქენი ოჯახის წევრებში დიაგნოსტირებული იყო თრომბოზების წარმოქმნის შემთხვევეი (თრომბოზი) ან სისხლის შედედების დარღვევები (კოაგულაცია), ინსულტი, გულის შეტევა, მაღალი არტერიული წნევა, ლიპიდების ან ქოლესტერინის მაღლი დონე, ან გულის იშემიური დაავადება (იხ. ნაწილი “თრომბების წარმოქმნა (თრომბოზი)”)

დიაგნოსტირებული იყო შაკიკი ან ხშირი თავის ტკივილი

ხართ მეძუძური დედა

გაქვთ კვანძები სარძევე ჯირკვალში, მასტოპათია (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც მკერდის ტკივილი ან მკერდის მტკივნეულობა) ან პათოლოგიური მამოგრაფია (მკერდის რენტგენი), ან თქვენი ოჯახის წევრებს დაუდგინდათ სარძევე ჯირკვლის კიბო

გაქვთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ღვძლის ან თირკმელების დაავადებები

დიაგნოსტირებულია დიაბეტი

დიაგნოსტირებულია დეპრესია

სახეზეა სმენის დარღვევები მდგომარეობის გამო, რომელსაც ეწოდება ოტოსკლეროზი

დიაგნოსტირებულია ქავილი, წითელი ურტიკარული გამონაყარი ან მცირე ბუშტუკები ორსულობის დროს (გესტაციური ჰერპესი)

მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლევოპლანტის გამოყენების შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, Yთუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ჩამოთვლილი ფაქტორებიდან.

თრომბების წარმოქმნა (თრომბოზი)

ისევე, როგორც სხვა ორალური კონტრაცეპტივების შეთხვევაში, არსებობს მონაცემები თრომბოზის, გულის შეტევების და ინსულტის განვითარების შესახებ, ასოცირებულის იმპლანტების გამოყენებასთან, რომლებიც ახდენენ ლევონორგესტრელის გამოთავისუფლებას.

თუ თქვენ აღმოგიჩინეს თრომბის წარმოქმნა, მაგალითად ფეხში, ფილტვში ან თვალში, საჭიროა ლევოპლანტის ამოღება.

თუ თქვენ იცავთ წოლით რეჟიმს ქირურგიული ჩარევის ჩატარების გამო, ან შეზღუდული გაქვთ მოძრაობა დაავადების გამო ან იმის გამო, რომ თქვენ მოგივიდათ უბედური შემთხვევა, თრომბის წარმოქმნის რისკი შეიძლება გაიზარდოს. მსგავს შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლევოპლანტის ამოღების შესახებ.

არტერიული წნევა

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ჩარჩოებში არ ყოფილა მიღებული მონაცემები არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატების შესახებ ლევოპლანტის მომხმარებლებში, არტერიული წნევის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ ქალში. ამიტომ აუცილებელია არტერიული წნევის მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი იმპლანტის გამოყენების პროცესში.

თუ იმპლანტის გამოყენების პროცესში არტერიული წნევის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, ან თუ არტერიული წნევის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება და შეუძლებელია მისი შესაბამისად კონტროლირება სამედიცინო პრეპარატების დახმარებით, ლევოპლანტი ამოღებული უნდა იქნას.

სარძევე ჯირკვლის კიბო

არ არის რეკომენდებული იმპლანტის გამოყენება, თუ დიაგნოსტირებული იყო ან არსებობს ეჭვი სარძევე ჯირკვლის კიბოს არსებობაზე. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს (1,24 ჯერ ნორმლური მაჩვენებლიდან) პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პროგესტინურ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა ლევოპლანტი.

თუ პაციენტს დაუდგინდა კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში, სარძევე ჯირკვლის ფიბროზული (უხეში) ქსოვილი ან არსებობს პათოლოგია მამოგრაფიის მონაცემებში, ან არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს ოჯახური ანამნეზი, ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს პაციენტის მდგომარეობას.

მომატებული ქალასშიდა წნევა (ინტრაკრანიალური წნევა)

ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტების მომხმარებლებში მომატებული ქალასშიდა წნევის დიაგნოსტირება იშვიათ შემთხვევებში ხდება. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაკავშირება, თუ თქვენ აღგენიშნებათ ხშირი, გამოხატული ან მუდმივი თავის ტკივილი, ან აღგენიშნებათ მხედველობის პრობლემები.

გადიდებული ოვარიალური ფოლიკულები (საკვერცხის კისტა)

ზოგიერთ ქალებში, რომლებიც იყენებენ ლევოპლანტს, შეიძლება აღინიშნოს მსგავსი მდგომარეობა. მსგავსი ფოლიკულები შეიძლება აღმოჩენილი იქნას ფიზიკური გასინჯვის ჩატარებისას და ჩვეულებრივ დამოუკიდებლად ქრებიან. იშვიათ შემთხვევებში, მიუხედავად ამისა, შეიძლება მოხდეს მათი გადაგრეხა ან გასკდომა, რასაც ახლავს ტკივილის სინდრომი, და რის შედეგადაც შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. თუ თქვენ იგრძნობთ ტკივილს ან დისკონფორტს, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

ლევოპლანტის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მაჩვენებლები არ ყოფილა დადგენილი 18 წლამდე ასაკის ქალებში.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ლევოპლანტი

აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ, ახლახან იღებდით ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები. ასევე საჭიროა ნებისმიერი სხვა ექიმის ინფორმირება, რომ თქვენ იყენებთ ლევოპლანტს. მას შეუძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, გჭირდებათ თუ არა თქვენ კონტრაცეფციის დამატებითი ხერხების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივის), და თუ ეს ასეა, რა პერიოდის განმავლობაში (იხ. ნაწილი “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები”), ან იმის შესახებ, საჭიროა თუ არა თქვენთვის სხვა სამკურალო პრეპარატის, რომლის მიღებაც თქვენთვის აუცილებელია, გამოყენების კურსში ცვლილებების შეტანა.

ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები

რომლებსაც შეუძლათ გავლენის მოხდენა სისხლის მაჩვენებლებზე ლევოპლანტის გამოყენებისას

შეუძლიათ იმის ხელშეწყობა, რომ ლევოპლანტის ეფექტურობა დაქვეითებული იქნება ორსულობის პრევენციასთან მიმართებაში

შეიძლება გახდნენ მოულოდნელი სისხლდენის მიზეზი

ეს ეხება სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სამკურნალოდ

აივ ინფექციის: ეგრეთ წოდებული უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები (მაგალითად, ეფავირენცი, ნევირაპინი, ეტრავირინი)

ტუბერკულოზის (მაგალითად, რიფამიცინი)

სოკოს ინფექციების (გრიზეოფულვინი, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)

ეპილეფსიის (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეინი, ოკსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი)

ფოლტვის არტერიის ჰიპერტონიის (მაგალითად, ბოზენტანი)

ბაქტერიული ინფექციების; ეგრედ წოდებული მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)

გულის გარკვეული დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ეგრედ წოდებული კალციუმის არხების ბლოკატორები (მაგალითად, ვერაპამილი, დილთიაზემი)

არსებობს მონაცემები სისხლდენის განვითარების შესახებ ციკლის შუაში და არასასურველი ორსულობის შესახებ.

აუცილებელია დამატებით საიმედო არაჰორმონალური კონტრაცეფციის ზომების მიღება, მაგალითად პრეზერვატივების გამოყენება, სხვა პრეპარატების მიღების დროს და ამის შემდეგ 28 დღის განმავლობაში. საჭიროა ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან გაცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა ლევოპლანტის გარდა სხვა კონტრაცეფციის საშუალებების გამოყენების ვარიანტის განხილვა.

მცენარეული წარნშობის სამკურნალო საშუალება კრაზანა - ეს ნივთიერება ზრდის ლევონორგესტრელის კლირენს.

ლევოპლანტს შეუძლია ზემოქმედება მსგავსი სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობაზე. შესაბამისად, კონცენტრაცია სხვა მსგავსი სამკურნალო პრეპარატებისა სისხლსა და ქსოვილებში შეიძლება გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი, საშუალება, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისათვის) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი, საშუალება რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

ლაბორატორიული კვლევები

სისხლის ანალიზის ან სხვა ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ლაბორატორიის პერსონალის ინფორმირება იმის შესახებ, რომ თქვენ იყენებთ ლევოპლანტს, რადგანაც მას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ზოგიერთი კვლევის შედეგებზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედება ლევოპლანტზე

ურთიერთქმედება შეიძლება წარმოიქმნას სამკურნალო საშუალებებთან მიმართებაში, რომლებიც აინდუცირებენ მიკროსომალურ ფერმენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონების კლირენსის გაზრდა და საშვილოსნოდან სისხლდენის ცვლილებები და/ან გახდეს კონტრაცეპტული თვისებების დარღვევის მიზეზი.

ქალებმა, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა მსგავსი პრეპარატების გამოყენებით, დროებით უნდა გამოიყენონ ბარიერული მეთოდი ლევოპლანტის დამატებად ან აირჩიონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი. ბარიერული მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია პრეპარატების კომბინირებული გამოყენების პერიოდის განმავლობაში და 28 დღის განმავლობაში კომბინირებული გამოყენების დასრულების შემდეგ.

ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ლევონოგესტრელის კლირენსის გაზრდა (ლევოპლანტის ეფექტურობის შემცირება ფერმენტების ინდუქციის ხარჯზე), როგორიცაა:

ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ეფავირენცი და, შესაძლებელია, ასევე ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ბოზენტანი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი და კრაზანას შეცველი პროდუქტები.

ფერმენტის ინდუქცია აღინიშნება უკვე მკურნალობის რამდენიმე დღის შემდეგ.

ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია აღინიშნება, როგორც წესი, რამდენიმე კვირის განმავლობაში. სამკურნალო თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ფერმენტის ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.

ლევოპლანტის მომხმარებლები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ კონტრაცეფციის ეფექტურობის შემცირების შესაძლებლობის შესახებ სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც ავლენენ ფერმენტ-მაინდუცირებელ აქტივობას, როგორიცაა ზემოთ წარმოდგენილი ნივთიერებები. არსებობს მონაცემები მასიური სისხლდენის განვითარების და დაუგეგმავი ორსულობის დადგომის შესახებ.

ნივთირებები, რომლებიც ამცირებენ ლევონორგესტრელის კლირენს (ფერმენტების ინჰიბიტორები)

ნივთიერებებს, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა აზოლის სოკოს საწინაამდეგო პრეპარატები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ვერაპამილი, მაკროლიდები (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი) და დილთიაზემი, შეუძლიათ პლაზმაში პროგესტინის კონცენტრაციის ზრდა.

ნივთიერებები ცვლადი ზემოქმედებით ლევონორგესტრელის კლირენსზე:

ერთდროულად დანიშვნისას მრავალ სამკურნალო პრეპარატს, განკუთვნილს აივ ინფექციის სამკურნალოდ, შეუძლიათ პლაზმაში ლევონორგესტრელის კონცენტრაციის შემცირება ან გაზრდა (შემცირება [მაგალითად, ნევირაპინი, ეტრავირინი, ეფავირენცი] ან გაზრდა [რიტონავირი, დარუნავირი/რიტონავირი, ლოპინავირი/რიტონავირი, ატაზანავირი/რიტონავირი, ტიპრანავირი და რიტრანავირი/ფოსამპრენავირი/რიტონავირი, ინდანავირი]). ზოგიერთ შემთხვევაში მსგავს ცვლილებებს შეიძლება გააჩნდეს კლინიკური მნიშვნელობა.

(შენიშვნა: აივ-ით დაავადებულ ქალებს არ მიუღიათ მონაწილეობა ძირითად კლინიკურ კვლევაში).

ლევოპლანტის ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

ლევოპლანტს შეუძლია ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, მათი კონცენტრაცია პლაზმასა და ქსოვილებში შეიძლება გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი).

შენიშვნა: რეკომენდირებულია ინფორმაციის შემოწმება თანმხლები სამკურნალო პრეპარატების დანიშვნის შესახებ პოტენციური ურთიერთქმედებების გამოვლენის მიზნით.

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ლაბორატორიული კვლევები

სტეროიდული კონტრაცეპტივების გამოყენებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს გარკვეული ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. ლევოპლანტს შეუძლია ზემოქმედების მოხდენა ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე ენდოკრინოლოგიის სფეროში:

გლობულინშემაკავშირებელი სასქესო ჰორმონის კონცენტრაციის შემცირება

ტიროქსინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის შრატში და მნიშვნელობის ზრდა კვლევის ჩატარებისას ტრიიოდტირონინის შეკავშირებაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდირებული ლევოპლანტის გამოყენება ორსულობის დროს ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში.

ზოგიერთ შემთხვევაში ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტების მომხმარებლებში შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობა.

საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლინების სიმპტომატიკა მოიცავს:

მცირე გამონადენს (სუსტი ვაგინალური სისხლდენა)

სპაზმები მუცელში, ტკივილი

ჩვეულებრივ მსგავსი სიმპტომატიკა ვითარდება მაშინათვე მენსტრუაციის პირველი შეფერხების შემდეგ. მენსტრუაციის შეფერხების ან მუცელში ტკივილის აღიშვნის შემხთვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტების ჩაყენების შემდეგ დგება პირველი რეგულარული მენსტრუაცია, რომელსაც მოსდევს შეფერხება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა დაწრმუნება, რომ არ დადგა ორსულობა.

ორსულობის დადგომის შემთხვევაში ლევოპლანტის გამოყენების პროცესში, იმპლანტები დაუყოვნებლივ უნდა იქნას ამოღებული. მონაცემები, მიღებული ლევოპლანტის კვლევების ჩარჩოებში ბავშვზე მის ზემოქმედებასთან დაკავშირებით, მისი გამოყენებისას ორსულობის დადგომამდე ან მსვლელობაში, არ არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენებას ლევონორგესტრელის შემცველობით ორსულობის დადგომამდე ან მის მსვლელობაში, არ მოუხდენია უარყოფითი ზეგავლენა ბავშვზე.

თუ ლევოპლანტის გამოყენების შემთხვევაში ჩნდება დაორსულების სურვილი, იმპლანტის ამოღება შეიძლება ნებისმიერ დროს (იხ. ნაწილი 3 “როდის არის რეკომენდირებული ლევოპლანტის ამოღება?”), რის შემდეგაც რეპროდუქციული ფუნქცია აღდგება.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს მსგავსი იმპლანტების გამოყენების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა ამ საკითხის ექიმთან განხილვა. დედის რძეში გამოიყოფა ლევონორგესტრელის (ჰორმონი, რომელიც შედის ლევოპლანტში) მცირე რაოდენობა. კვლევის ჩარჩოებში არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლება მეძუძური ბავშების ზრდაზე ან განვითარებაზე, რომელთა დედები იყენებდნენ სხვა ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელ იმპლანტებს მშობიარობიდან მეექვსე კვირიდან დაწყებული. მაგრამ უცნობია, იყო თუ არა აღმოჩენილი ლევონორგესტრელი დედის რძეში მშობიარობიდან პირველი 6 კვირის შემდეგ.

რეპროდუქციული ფუნქცია

იმპლანტების ამოღების შემდეგ რეპროდუქციული ფუნქცია აღდგება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლევოპლანტი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატების შემთხვევაში, წინამდებარე პრეპარატმა შეიძლება გამოწვიოს გვერდითი ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

მენსტრუალური სისხლდენის რეგულარობის დარღვევა ციკლის ხანგრძლივობის გაზრდისას (იკავებს მეტ Dდღეს, ვიდრე ჩვეულებრივ), ტკივილი, მეტად ან ნაკლებად გამოხატული მიმდინარეობა, სიხშირის ზრდა და შემცირება, მცირე გამონადები ციკლებს შორის. ზოგიერთ ქალს მენსტრუაცია შეიძლება საერთოდ შეუწყდეს.

სისხლდენის მსგავსი დარღვევები აღინიშნება უმეტეს მომხმარებლებში პირველი წლის განმავლობაში, და მათი გამოვლინების სიხშირე მცირდება ლევოპლანტის გამოყენების გაგრძელებისას. სისხლდენის გაგრძელების დღეების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სისხლის დანაკარგის ყოველთვიური მაჩვენებელი არ აღემატება ჩვეულებრივი მენსტრუაციის მაჩვენებელს.

იმპლანტის გატეხვა ამოღების პროცესში.

სისხლში შაქრის და ცხიმების (ლიპიდების) მაჩვენებელი ასევე შეიძლება შეიცვალოს ამ იმპლანტის გამოყენების პროცესში. ამიტომ პაციენტებმა დიაბეტით ან ლიპიდური ცვლის დარღვევით უნდა გაიარონ სათანადო კონტროლი ამ იმპლანტის გამოყენების პროცესში. ბილირუბინის დონე სისლში, რაც ასახვას ღვიძლის ფუნქციას, შეიძლება გაიზარდოს იმპლანტების გამოყენების დასაწყისში.

თუU პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები მხედელობის სიმახვილის მხრივ ან შეიძლება გაჩნდეს პრობლემები კონტაქტური ლინზების ტარებასთან დაკავშირებით.

კლინიკური კვლევების ჩარჩოებში აღნიშნული იყო შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ქალში

იმპლანტის გატეხვა ამოღების პროცესში

თავის ტკივილი, ნერვოზულობა, თავბრუსხვევა

ცუდად ყოფნა (გულისრევა)

საშვილოსნოს ყელის ანთება, გამონადენი საშოდან, გარე სასქესო ორგანოების ქავილი

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში

გულმკერდის ტკივილი

წონის მატება

ზურგის ტკივილი

ტკივილი იმპლანტაციის ადგილას

ვაგინალური ინფექცია, ვირუსული ინფექცია სახელწოდებით ჩიკუნგუნია

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ქალში

განწყობის ცვალებადობა, დეპრესია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს

შაკიკი

გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში

მაღალი არტერიული წნევა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება

სუნთქვის გაძნელება

დისკომფორტი მუცელში

ბილირუბინი, რომელიც გამომუშავდება თქვენი ღვიძლით, შეიძლება გაიზარდოს (ეს ნაჩვენები იქნება სისხლის ანალიზებში)

ფერისმჭამელები, კანის გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი), თმის ცვენა, ჭარბთმიანობა, გამონაყარი, ქავილი, კანის ფერის ცვლილება

სიმპტომატიკა საშარდე გზების მხრივ

საშოს ანთება, საკვერცხეების კისტები, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვენძების წარმოქმნა, გამონადენი მკერდიდან

ქავილი იმპლანტაციის ადგილას, ტკივილი მთლიანობაში, დაღლილობა

წონის დაკარგვა

არახშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ქალში

ჩალურჯებები ან ინფექციები იმპლანტაციის ადგილას

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ქალში

იმპლანტის ამოგდება (იხ. ნაწილი “იმლანტის ამოგდება და გადაადგილება”), ხელის ტკივილი, გაბუჟება ჩხვლეტა და ნაწიბურები, სიძნელეები იმპლანტების ამოღებისას, ნერვის დაზიანება ხელში, დაკავშირებული იმპლანტის ამოღებასთან, კანის გამუქება იმპლანტის ჩაყენების ადგილის ქვეშ

არსებობს მონაცემები საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების შესახებ (იხ. ნაწილი “ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ფუნქცია”).

კანის საფარის მონაკვეთების გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია) აღინიშნებოდა სხვა ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტების მომხმარებლებში.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტები გამოვლინების შესახებ

რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის წარმოდგენილი წინამდებარე ინსტრუქციაში. ასევე პაციენტმა შეიძლება მოახდინოს გვერდითი ეფექტების გამოვლინების შესახებ უშუალოდ სამკურნალო პრეპარატების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს ან მწარმოებლის ინფორმირება. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ წინამდებარე სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი რაოდენობის მონაცემების შეგროვებას.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები ჭარბი დოზირების შეახებ.

შემადგენლობა

რას წარმოადგენს ლევოპლანტი

პროდუქტი შედგება ორი იმპლანტისაგან, რომლებსაც აყენებენ კანქვეშ.

აქტიური ნივთიერება - ლევონორგესტრელი. თითოეული იმპლანტი შეიცავს 75 მგ ლევონორგესტრელს.

დამხმარე ნივთიერებები: პოლიდიმეთილსილოქსანი, კრემნიუმის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური.

ლევოპლანტის აღწერა და შეფუთვა

კომპლექტი შეიცავს ორ დრეკად, ჰერმეტულ ღეროვან იმპლანტს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებით 4 მმ სიგრძის და 2,4 მმ დიამეტრის.

ორი სტერილური იმპლანტი მოთავსებულია კონტეინერში, რომელიც დაზადებულია სპეციალური პლასტიკი/ნაქსოვი მასალისაგან. წინამდებარე შეფუთვა ექვემდებარება ერთჯერად გამოყენებას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მიმწოდებელი და მწარმოებელი

Shanghai Dahua Pharmaceutical Company Ltd.

3503 Chagnzheng Road

Chagnzheng Farm, Chongming County

(შანხაი, ჩინეთი)

ტელეფონი: 86-21-5931-1132

ფაქსი: 86-21-5931-1132

e-mail: [email protected]

წინამდებარე ინსტრუქციის განახლება - 2018 წლის თებერვალი.

დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემული სამკურნალო პრეპარატის შესახებ წარმოდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე (ჯმო) მისამართზე:

შენახვის პირობები

წინამდებარე პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუვწდონელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ლევოპლანტი არ ექვემდებარება ჩაყენებას ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მიეკუთვნება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროგესტაგენები, ლევონორგესტრელი.

ათქ კოდი: G03AC03

ლევოპლანტის აქტიური ნივთიერებაა ლევონორგესტრელი, რომელიც წარმოადგენს სინთეტიკურ პროგესტინს.

ლევონორგესტრელის ძირითად ფარმაკოლოგიურ ეფექტს წარმოადგენს მისი ჩასახვის საწინააღმდეგი ეფექტი. ნაჩვენები იყო, რომ ლევონორგესტრელი ზემოქმედებას ახდენს საკვერცხეების ფუნქციაზე სხვადასხვა გზით. ზემოქმედება ვარირებს ფოლიკულური და ლუტეინური აქტივობის არარსებობიდან ნორმალურ ფოლიკულურ აქტივობამდე, ასევე არასაკმარისი ლუტეინური აქტივობიდან ნორალურ ოვულაციურ ფუნქციამდე. ლევონორგესტრელი იწვევს ცერვიკალური ლორწოს ფენის გასქელებას, რითაც ახდენს საშვილოსნოში სპერმატოზოიდების შეღწევის პრევენციას. ასევე ის სუპრესიულად მოქმედებს ენდომეტრიუმზე და გააჩნია ბლასტოცისტის იმპლანტაციის პრევენციის უნარი.

ლევოპლანტის კონტრაცეპტული ეფექტი შესწავლილი იქნა 514 ქალის მონაწილეობით, რომლებსაც დაენიშნათ გამოსაყენებლად დომინიკანის რესპუბლიკაში. პერლის ინდექსმა (ორსულობის დადგომის შემთხვევების რაოდენობა 100 ქალზე წელიწადში) ლევოპლანტის მიმართ პირველი სამი წლის განმავლობაში შეადგინა 0,18 (სანდობის ინტერვალი 95% 0,20-დან 0,65-მდე). მიუხედვად ამისა მეოთხე წლის განმავლობაში პერლის ინდექსი მნიშვნელოვნად გაიზარდა 3,54-მდე (სანდობის ინტერვალი 95% 1,53-დან 6,97-მდე). პერლის საერთო ინდექსმა ოთხი წლის მანძილზე შეადგინა 0,74 (სანდობის ინტერვალი 95% 0,36-დან 1,37-მდე).

ლევოპლანტში ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები იყო მნიშვნელოვნად დაბალი გამოყენების 2 წლის შემდეგ შესადარებელ პრეპარატთან Jadelle-სთან შედარებით. საშუალო გეომეტრიულის შეფარდებამ საერთო ლევონორგესტრელზე ლევოპლანტში Jadelle-თან შედარებით 24, 36 და 48 თვის შემდეგ შეადგინა 0,81, 0,78 და 0,68.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ლევონორგესტრელი გამოთავისუფლდება ლევოპლანტიდან უშუალოდ ქსოვილის სითხეში. ლევონორგესტრელის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 833 ± 367 პგ/მლ, მიიღწევა შეყვანიდან დაახლოებით 5-4 დღის შემდეგ. საწყისი ფაზის დასრულების შემდეგ ლევონორგესტრელის კონცენტრაცია მცირდება 430 ± 205 პგ-მდე/მლ ერთი თვის განმავლობაში, 351 ± 210 პგ-მდე/მლ ექვსი თვის განმავლობაში, 311 ± 197 პგ-მდე/მლ ერთი წლის განმავლობაში. ლევონორგესტრელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სხეულის მასის უკუპროპორციულია. მიუხედავად ამისა, სისხლის პლაზმაში ლევონორგესტრელის კონცენტრაციებში და ინდივიდუალურ პასუხში მნიშვნელოვანი ვარიაციების გამო, მხოლოდ კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში არ წარმოადგენენ ფაქტორს, რომელიც მოასწავებს ორსულობის დადგომის რისკს თითოეულ ქალში. არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ინტრაინდივიდუალური ვარიაბელურობა და ინტერინდივიდუალური ვარიაბელურობა. ამიტომ სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციაზე ზემოქმედებას ახდენენ, მათ შორის, კლირენსის და სხეულის მასის ინდივიდუალური მაჩვენებლები. ლევოპლანტის მომხმარებლებში სისხლის პლაზმაში ლევონორგესტრელის კონცენტრაციის მაჩვენებელი წარმოადგენს მნიშვნელოვნად უფრო დაბალ მნიშვნელობას მაჩვენებლებთან შედარებით ქალებში, რომლებიც იღებენ ლევონორგესტრელის შემცველ ორალურ კონტრაცეპტივებს.

განაწილება

სისხლის პლაზმაში ლევონორგესტრელი ძირითადად ცილებს უკავშირდება. დაახლოებით შემცველობის ნახევარი უკავშირდება გლობულინ-შემაკავშირებელ სასქესო ჰორმონს, ნახევარი - ალბუმინს. გლობულინ-შემაკავშირებელ სასქესო ჰორმონის კონცენტრაციები მცირდება ლევონორგესტრელის ზემოქმედების გამო შეყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც იწვევს მოცირკულირე ლევონორგესტრელის კონცენტრაციის შემცირებას.

მეტაბოლიზმი

ლევონორგესტრელის მეტაბოლური გზები მხოლოდ ნაწილობრივ იყო განსაზღვრული. 16β-ჰიდროქსილირება - ეს არის იდენტიფიცირებული მეტაბოლური გზა. მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის მიმოქცევის სისტემაში მალევე აჭარბებს ლევონორგესტრელის კონცენტრაციის მაჩვენებელს, ძირითადად კონიუგირებული სულფატების სახით. მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე სხვადასხვა ადამიანებში შეიძლება რამდენჯერმე განსხვავდებოდეს, რაც გარკვეული მონაცემების მიხედვით, ასევე ნაწილობრივ ხსნის სისხლის შრატში ლევონორგესტრელის კონცენტრაციების გაფანტულობას იმპლანტების მომხმარებელს შორის.

გამოყოფა

ლევონორგესტრელის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13-დან 18-მდე საათს. ლევონორგესტრელი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით (40%-დან 68%-მდე), 16-დან კი 48%-მდე გამოიყოფა განავალით. იმპლანტების ამოღების შემდეგ ლევონორგესტრელის კონცენტრაციები მცირდება 100 პგ/მლ-ზე ქვევით 96 საათის განმავლობაში და მგრძნობელობის მაჩვენებლის ქვევით, რომელიც მიღებულია კვლევის ჩარჩოებში, 5 დღიდან 2 კვირამდე პერიოდში.

  • 3 წინაკლინიკური კვლევების უსაფრთხოების მონაცემები

ლევონორგესტრელის ტოქსიკურობის პროფილი დადგენილი იყო და არ მოიცავს მონაცემებს რისკის შესახებ ადამიანის ჯანრთელობისთვის. გარდა რისკებისა, რომლებიც აღწერილია სამკურნალო პრეპარატის მოკლე დახასიათების სხვა ნაწილებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ლევოპლანტი Sino-Implant (II)1

ლევონორგესტრელი 2 X 75 მგ

საჭიროა მოცემული ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა წინამდებარე პრეპარატის გამოყენების წინ, რადგანაც ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

წინამდებარე პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.

რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის წარმოდგენილი წინამდებარე ინსტრუქციაში.

რა ინფორმაციაა წარმოდგენილი წინამდებარე ინსტრუციაში

რა არის იმპლანტები ლევოპლანტი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო იმპლანტი ლევოპლანტის გამოყენების წინ

იმპლანტი ლევოპლანტის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

იმპლანტი ლევოპლანტის შენახვის წესი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის ლევოპლანტი და რისთვის გამოიყენება

ლევოპლანტი გამოიყენება ორსულობის პროფილაქტიკისთვის (კონტრაცეფცია). იმპლანტი შედგება ორი წვრილი, დრეკადი ღეროსაგან, რომლებიც დამზადებულია რეზინის მსგავი მასალისაგან, რომლების ჩადგმაც ხდება უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევის მსვლელობაში უშუალოდ კანქვეშ, ხელის ზედა ნაწილის შიდა მხარეს.

_______________________________________________

1სავაჭრო დასახელებები არ გადიან ჯანმო წინასწარ კვალიფიკაციას. ეს ვალდებულება მიეკუთვნება ფარმაცევტული კონტროლის ადგილობრივი ორგანოს კვალიფიკაციას. WHOPAR წინამდებარე ანგარიშის ტექსტში პატენტირებული დასახელება მოყვანილია მხოლოდ მაგალითის სახით.

იმპლანტები ნელა ახდენენ მცირე რაოდენობის ლევონორგესტრელის გამოთავისუფლებას, რომელიც არის მრავალი ორალური კონტრაცეპტული საშუალებების ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი. ლევოპლანტს გააჩნია პროლონგირებული მოქმედება და ეფექტურია სამი წლის განმავლობაში. ჩაყენებისთანავე ჰორმონის დაბალი დოზა იწყებს უწყვეტად გამოთავისუფლებას ორგანიზმის ქსოვილებში.

ლევოპლანტის ფუნქცია კომბინირებულია. მათგან ყველაზე მთავარია კვერცხუჯრედის რეგულარული მომწიფების პრევენცია და ცერვიკალური ლორწოს ფენის გასქელება, რაც აძნელებს სპერმატოზოიდების წვდომას კვერცხუჯრედთან.

  • რისი ცოდნაა საჭირო ლევოპლანტის გამოყენების წინ

ზოგადი შენიშვნები

ლევოპლანტის ან კონტრაცეფციის ნებისნიერი სხვა მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რეკომენდებულია მათი სხვა მისაწვდომ მეთოდებთან შედარება. თუ თქვენ გსურთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება კონტრაცეფციის სხვა მეთოდების შესახებ, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება. ერთ-ერთი მსგავსი მეთოდებიდან შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის უფრო მოსახერხებელი Lლევოპლანტთან შედარებით. თითოეულ ქალს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ლევოპლანტის გამოყენების შესახებ, უნდა ახსოვდეს კონტრაცეფციის ამ მეთოდის უპირატესობის და რისკის შესახებ სხვა მეთოდებთან შედარებით. წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს სრულ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ამ გააწყვეტილების მიღებაში, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება. ექიმთან აუცილებელია ინფორმაციის განხილვა, რომელიც მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ ლევოპლანტის გამოყენებას, ასევე გასინჯვების ჩატარების რეგულარობისა. საჭიროა ექიმის ყველა რეკომენდაციის შესრულება გასინჯვის ჩატარებასთან მიმართებაში ლევოპლანტის გამოყენების პერიოდის განმავლობაში.

ზოგიერთი ქალისთვის არ არის რეკომენდებული ლევოპლანტის გამოყენება. იმის გასაგებად, მიეკუთვნებით თქვენ თუ არა მათ რიცხვს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება და ნაწილების წაკითხვა, რომელთაც ეწოდებაL “არ არის რეკომენდებული ლევოპლანტის გამოყენება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.

ზოგიერთ ქალს, რომლებიც იყენებენ ლევოპლანტს, შეიძლება აღენიშნოს გვერდითი ეფექტები. მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს მათი გამოვლენის ნიშნების შესახებ. მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება და ნაწილებთან “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები” და “შესაძლო გვერდითი ეფექტები” გაცნობა.

იმპლანტ ლევოპლანტის კონტრაცეპტული მოქმედების ეფექტურობა

ლევოპლანტი არის შექცევადი კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. მიუხედავად ამისა, კონტრაცეფციის არცერთ მეთოდს არ გააჩნია 100%-ანი ეფექტი. ორსულობის დადგომის საშუალო ყოველწლიური მაჩვენებელი ლევოპლანტის გამოყენებისას 3 წლის განმავლობაში შეადგენს 1%-ზე ნაკლებს. ეს ნიშნავს, რომ ორსულობა დგება 100-დან 1-ზე ნაკლებ ქალში გამოყენების პირველ წელს.

დაცვა აივ ინფექციისაგან ან სხვა დაავადებებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადაიცემა

ლევოპლანტი არ უზრუნველყოფს დაცვას აივ ინფექციისაგან (შიდსი) ან სხვა დაავადებებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადაიცემა.

არ არის რეკომენდებული ლევოპლანტის გამოყენება, თუ:

გაქვთ ალერგია ლევონორგესტრელზე ან ლევოპლანტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)

სახეზეა პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა

დიაგნოსტირებულია ან არსებობს ეჭვი სარძევე ჯირკვლის კიბოზე ან საშვილოსნის ლორწოვანის კიბოზე

დიაგნოსტირებულია ან ოდესმე იყო დიაგნოსტირებული ღვიძლის სერიოზული დაავადება, რომლის ფუნქცია არ აღდგა მთლიანად, რაც დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატრიული კვლევების ჩატარების მსვლელობაში

დიაგნოსტირებულია ან ოდესმე იყო დიაგნოსტირებული ახალწარმონაქმნი ღვიძლში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი)

დიაგნოსტირებულია თრომბი სისხლძარღვში (თრომბოზი), მაგალითად ფეხში, ფილტვში ან თვალში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლევოპლანტის გამოყენების წინ ან გამოყენების პროცესში აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომატიკა:

შაკიკი ან შაკიკის შეტევების სიხშირის ზრდა

მუდმივი თავის ტკივილი ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით პაციენტებში ჭარბი წონით ან წონის მატებით ბოლო პერიოდში.

უეცარი თავის ტკივილი ან ღებინება, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა, მხედველობის ან მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან ხელის ან ფეხის გაბუჟება

წვივის ტკივილი ან ხელების ან ფეხების უჩვეულო შეშუპება

მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უეცარი გაძნელება, ან სისხლიანი ხველა

გაუსაძლისი ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში

ძლიერი ტკივილი მუცელში ან მტკივნეული შეგრძნებები მუცლის არეში

ეჭვი ორსულობაზე

ძლიერი ვაგინალური სისხლდენა

თვალებში ან კანზე სიყვითლის გაჩენა

სარძევე ჯირკვალში კვანძების წარმოქმნა

იმპლანტების შეყვანის ადგილას ტკივილი, ჩირქის წარმოქმნა ან სისხლდენა

ძილის პრობლემები, სისუსტე, ენერგიის უკმარისობა დაღლილობა ან განწყობის ცვალებადობა

იმპლანტის მოცილება

სითხის შეკავება

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ სერიოზული დაავადებები, აუცილებელია მკურნალ ექიმთან ამ საკითხის განხილვა იმპლანტების დაყენების შემთხვევაში. აუცილებელია ექიმის ინფორმირება, თუ თქვენ:

დიაგნოსტირებული გქონდათ საშვილოსნოსგარე ორსულობა (როდესაც არსებობს მტკიცებულებანი, რომ ემბრიონი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ; იხ. ნაწილი “ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპდოდუქციული ფუნქცია”)

ან თქენი ოჯახის წევრებში დიაგნოსტირებული იყო თრომბოზების წარმოქმნის შემთხვევეი (თრომბოზი) ან სისხლის შედედების დარღვევები (კოაგულაცია), ინსულტი, გულის შეტევა, მაღალი არტერიული წნევა, ლიპიდების ან ქოლესტერინის მაღლი დონე, ან გულის იშემიური დაავადება (იხ. ნაწილი “თრომბების წარმოქმნა (თრომბოზი)”)

დიაგნოსტირებული იყო შაკიკი ან ხშირი თავის ტკივილი

ხართ მეძუძური დედა

გაქვთ კვანძები სარძევე ჯირკვალში, მასტოპათია (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც მკერდის ტკივილი ან მკერდის მტკივნეულობა) ან პათოლოგიური მამოგრაფია (მკერდის რენტგენი), ან თქვენი ოჯახის წევრებს დაუდგინდათ სარძევე ჯირკვლის კიბო

გაქვთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ღვძლის ან თირკმელების დაავადებები

დიაგნოსტირებულია დიაბეტი

დიაგნოსტირებულია დეპრესია

სახეზეა სმენის დარღვევები მდგომარეობის გამო, რომელსაც ეწოდება ოტოსკლეროზი

დიაგნოსტირებულია ქავილი, წითელი ურტიკარული გამონაყარი ან მცირე ბუშტუკები ორსულობის დროს (გესტაციური ჰერპესი)

მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლევოპლანტის გამოყენების შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, Yთუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ჩამოთვლილი ფაქტორებიდან.

თრომბების წარმოქმნა (თრომბოზი)

ისევე, როგორც სხვა ორალური კონტრაცეპტივების შეთხვევაში, არსებობს მონაცემები თრომბოზის, გულის შეტევების და ინსულტის განვითარების შესახებ, ასოცირებულის იმპლანტების გამოყენებასთან, რომლებიც ახდენენ ლევონორგესტრელის გამოთავისუფლებას.

თუ თქვენ აღმოგიჩინეს თრომბის წარმოქმნა, მაგალითად ფეხში, ფილტვში ან თვალში, საჭიროა ლევოპლანტის ამოღება.

თუ თქვენ იცავთ წოლით რეჟიმს ქირურგიული ჩარევის ჩატარების გამო, ან შეზღუდული გაქვთ მოძრაობა დაავადების გამო ან იმის გამო, რომ თქვენ მოგივიდათ უბედური შემთხვევა, თრომბის წარმოქმნის რისკი შეიძლება გაიზარდოს. მსგავს შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლევოპლანტის ამოღების შესახებ.

არტერიული წნევა

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ჩარჩოებში არ ყოფილა მიღებული მონაცემები არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატების შესახებ ლევოპლანტის მომხმარებლებში, არტერიული წნევის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ ქალში. ამიტომ აუცილებელია არტერიული წნევის მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი იმპლანტის გამოყენების პროცესში.

თუ იმპლანტის გამოყენების პროცესში არტერიული წნევის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, ან თუ არტერიული წნევის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება და შეუძლებელია მისი შესაბამისად კონტროლირება სამედიცინო პრეპარატების დახმარებით, ლევოპლანტი ამოღებული უნდა იქნას.

სარძევე ჯირკვლის კიბო

არ არის რეკომენდებული იმპლანტის გამოყენება, თუ დიაგნოსტირებული იყო ან არსებობს ეჭვი სარძევე ჯირკვლის კიბოს არსებობაზე. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს (1,24 ჯერ ნორმლური მაჩვენებლიდან) პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პროგესტინურ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა ლევოპლანტი.

თუ პაციენტს დაუდგინდა კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში, სარძევე ჯირკვლის ფიბროზული (უხეში) ქსოვილი ან არსებობს პათოლოგია მამოგრაფიის მონაცემებში, ან არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს ოჯახური ანამნეზი, ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს პაციენტის მდგომარეობას.

მომატებული ქალასშიდა წნევა (ინტრაკრანიალური წნევა)

ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტების მომხმარებლებში მომატებული ქალასშიდა წნევის დიაგნოსტირება იშვიათ შემთხვევებში ხდება. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაკავშირება, თუ თქვენ აღგენიშნებათ ხშირი, გამოხატული ან მუდმივი თავის ტკივილი, ან აღგენიშნებათ მხედველობის პრობლემები.

გადიდებული ოვარიალური ფოლიკულები (საკვერცხის კისტა)

ზოგიერთ ქალებში, რომლებიც იყენებენ ლევოპლანტს, შეიძლება აღინიშნოს მსგავსი მდგომარეობა. მსგავსი ფოლიკულები შეიძლება აღმოჩენილი იქნას ფიზიკური გასინჯვის ჩატარებისას და ჩვეულებრივ დამოუკიდებლად ქრებიან. იშვიათ შემთხვევებში, მიუხედავად ამისა, შეიძლება მოხდეს მათი გადაგრეხა ან გასკდომა, რასაც ახლავს ტკივილის სინდრომი, და რის შედეგადაც შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. თუ თქვენ იგრძნობთ ტკივილს ან დისკონფორტს, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

ლევოპლანტის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მაჩვენებლები არ ყოფილა დადგენილი 18 წლამდე ასაკის ქალებში.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ლევოპლანტი

აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ, ახლახან იღებდით ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები. ასევე საჭიროა ნებისმიერი სხვა ექიმის ინფორმირება, რომ თქვენ იყენებთ ლევოპლანტს. მას შეუძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, გჭირდებათ თუ არა თქვენ კონტრაცეფციის დამატებითი ხერხების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივის), და თუ ეს ასეა, რა პერიოდის განმავლობაში (იხ. ნაწილი “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები”), ან იმის შესახებ, საჭიროა თუ არა თქვენთვის სხვა სამკურალო პრეპარატის, რომლის მიღებაც თქვენთვის აუცილებელია, გამოყენების კურსში ცვლილებების შეტანა.

ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები

რომლებსაც შეუძლათ გავლენის მოხდენა სისხლის მაჩვენებლებზე ლევოპლანტის გამოყენებისას

შეუძლიათ იმის ხელშეწყობა, რომ ლევოპლანტის ეფექტურობა დაქვეითებული იქნება ორსულობის პრევენციასთან მიმართებაში

შეიძლება გახდნენ მოულოდნელი სისხლდენის მიზეზი

ეს ეხება სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სამკურნალოდ

აივ ინფექციის: ეგრეთ წოდებული უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები (მაგალითად, ეფავირენცი, ნევირაპინი, ეტრავირინი)

ტუბერკულოზის (მაგალითად, რიფამიცინი)

სოკოს ინფექციების (გრიზეოფულვინი, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)

ეპილეფსიის (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეინი, ოკსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი)

ფოლტვის არტერიის ჰიპერტონიის (მაგალითად, ბოზენტანი)

ბაქტერიული ინფექციების; ეგრედ წოდებული მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)

გულის გარკვეული დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ეგრედ წოდებული კალციუმის არხების ბლოკატორები (მაგალითად, ვერაპამილი, დილთიაზემი)

არსებობს მონაცემები სისხლდენის განვითარების შესახებ ციკლის შუაში და არასასურველი ორსულობის შესახებ.

აუცილებელია დამატებით საიმედო არაჰორმონალური კონტრაცეფციის ზომების მიღება, მაგალითად პრეზერვატივების გამოყენება, სხვა პრეპარატების მიღების დროს და ამის შემდეგ 28 დღის განმავლობაში. საჭიროა ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან გაცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა ლევოპლანტის გარდა სხვა კონტრაცეფციის საშუალებების გამოყენების ვარიანტის განხილვა.

მცენარეული წარნშობის სამკურნალო საშუალება კრაზანა - ეს ნივთიერება ზრდის ლევონორგესტრელის კლირენს.

ლევოპლანტს შეუძლია ზემოქმედება მსგავსი სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობაზე. შესაბამისად, კონცენტრაცია სხვა მსგავსი სამკურნალო პრეპარატებისა სისხლსა და ქსოვილებში შეიძლება გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი, საშუალება, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისათვის) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი, საშუალება რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

ლაბორატორიული კვლევები

სისხლის ანალიზის ან სხვა ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ლაბორატორიის პერსონალის ინფორმირება იმის შესახებ, რომ თქვენ იყენებთ ლევოპლანტს, რადგანაც მას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ზოგიერთი კვლევის შედეგებზე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ფუნქცია

ორსულობა

არ არის რეკომენდირებული ლევოპლანტის გამოყენება ორსულობის დროს ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში.

ზოგიერთ შემთხვევაში ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტების მომხმარებლებში შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობა.

საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლინების სიმპტომატიკა მოიცავს:

მცირე გამონადენს (სუსტი ვაგინალური სისხლდენა)

სპაზმები მუცელში, ტკივილი

ჩვეულებრივ მსგავსი სიმპტომატიკა ვითარდება მაშინათვე მენსტრუაციის პირველი შეფერხების შემდეგ. მენსტრუაციის შეფერხების ან მუცელში ტკივილის აღიშვნის შემხთვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტების ჩაყენების შემდეგ დგება პირველი რეგულარული მენსტრუაცია, რომელსაც მოსდევს შეფერხება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა დაწრმუნება, რომ არ დადგა ორსულობა.

ორსულობის დადგომის შემთხვევაში ლევოპლანტის გამოყენების პროცესში, იმპლანტები დაუყოვნებლივ უნდა იქნას ამოღებული. მონაცემები, მიღებული ლევოპლანტის კვლევების ჩარჩოებში ბავშვზე მის ზემოქმედებასთან დაკავშირებით, მისი გამოყენებისას ორსულობის დადგომამდე ან მსვლელობაში, არ არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენებას ლევონორგესტრელის შემცველობით ორსულობის დადგომამდე ან მის მსვლელობაში, არ მოუხდენია უარყოფითი ზეგავლენა ბავშვზე.

თუ ლევოპლანტის გამოყენების შემთხვევაში ჩნდება დაორსულების სურვილი, იმპლანტის ამოღება შეიძლება ნებისმიერ დროს (იხ. ნაწილი 3 “როდის არის რეკომენდირებული ლევოპლანტის ამოღება?”), რის შემდეგაც რეპროდუქციული ფუნქცია აღდგება.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს მსგავსი იმპლანტების გამოყენების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა ამ საკითხის ექიმთან განხილვა. დედის რძეში გამოიყოფა ლევონორგესტრელის (ჰორმონი, რომელიც შედის ლევოპლანტში) მცირე რაოდენობა. კვლევის ჩარჩოებში არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლება მეძუძური ბავშების ზრდაზე ან განვითარებაზე, რომელთა დედები იყენებდნენ სხვა ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელ იმპლანტებს მშობიარობიდან მეექვსე კვირიდან დაწყებული. მაგრამ უცნობია, იყო თუ არა აღმოჩენილი ლევონორგესტრელი დედის რძეში მშობიარობიდან პირველი 6 კვირის შემდეგ.

რეპროდუქციული ფუნქცია

იმპლანტების ამოღების შემდეგ რეპროდუქციული ფუნქცია აღდგება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე

ლევოპლანტი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • ლევოპლანტის გამოყენების წესი

ლევოპლანტი წარმოადგენს სხვებისგან განსხვავებულ კონტრაცეფციის მეთოდს. იმპლანტის ჩაყენების და ამოღების პროცედურა უნდა განახორციელოს მხოლოდ მედიცინის პერსონალმა, რომელსაც გავლილი აქვს უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევების ჩატარების სწავლება.

იმპლანტების ჩადგმამდე მკურნალმა ექიმმა უნდა:

მიიღოს ინფორმაცია დაავადებების ისტორიის შესახებ

ჩაატაროს ფიზიკური გასინჯვა

დაწრმუნდეს ორსულობის არარსებობაში.

ლევოპლანტის დაყენება

ლევოპლანტი დაყენებული უნდა იქნას მენსტრუალური სისხლდენის (მენსტრუალური ციკლი) დაწყებიდან შვიდი დღის განმავლობაში. მსგავს შემთხვევაში არ არსებობს კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენების აუცილებლობა.

თუ იმპლანტის დაყენება ხდება 7 დღის შემდეგ (სისხლდენის დაწყების თარიღიდან), პაციენტს დაჭირდება სხვა კონტრაცეფციის არაჰორმნალური მეთოდების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივების) მინიმუმ 7 მომდევნო დღის განმავლობაში. აუცილებელია ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან გაცნობა.

გადასვლა კონტრაცეფციის კომბინირებული ჰორმონალური მეთოდებიდან (კომბინირებული პერირალური კონტრაცეპტივი/კოკ, ვაგინალური რგოლი, ტრანსდერმალური სალბუნი)

ლევოპლანტის დაყენება სასურველია მომდევნო დღეს იმის შემდეგ, რაც მიღებული იქნება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ბოლო ტაბლეტი, მაგრამ არაუგვიანეს მე-7 დღისა ინტერვალის შემდეგ, რომლის დროსაც არ ხდებოდა ტაბლეტების მიღება, ან მიღებული იყო პლაცებო პრეპარატი.

თუ ადრე გამოიყენებოდა ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმალური სალბუნი, ლევოპლანტის დაყენება სასურველია ბოლო რგოლის ან სალბუნის ციკლიდან მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო რგოლის ან სალბუნის გამოყენების დღისა.

გადასვლა კონტრაცეფციის სხვა მეთოდიდან პროგესტაგენის გამოთავისუფლებით (დაბალდოზირებული ორალური კონტრაცეპტივი, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგესტაგენს, ინექცია, იმპლანტი) ან სხვა საშვილოსნისშიდა სისტემის გამოყენებიდან

ლევოპლანტი შეიძლება დაყენებული იქნას

ნებისმიერ დღეს, თუ მანამდე გამოიყენებოდა დაბალდოზირებული ორალური კონტრაცეპტივი, რომელიც შეიცავს მხოლოდ პროგესტაგენს.

ნებისმიერ დღეს იმის შემდეგ, როგორც კი იქნება ამოღებული წინა იმპლანტი ან საშვილოსნოსშიდა სისტემა.

შემდეგი ინექციის შეყვანის დღეს.

ლევოპლანტის გამოყენება მშობიარობის, მუცლის მოშლის ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ

ლევოპლანტი შეიძლება ჩაყენებული იქნას მშობიარობისთანავე

თუ ლევოპლანტის ჩაყენება ხდება ბავშვის გაჩენიდან 3 კვირის განმავლობაში, მაშინ არ არის საჭირო კონტრაცეფციის სხვა მეთოდებს გამოყენება.

თუ ლევოპლანტის ჩაყენება ხდება ბავშვის გაჩენიდან 3 კვირის შემდეგ, მკურნალი ექიმი უნდა დარწმუნდეს ორსულობის არარსებობაში და პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდები იმპლანტის დაყენებიდან მინიმუმ 7 დღის განმავლობაში.

თუ ახლო წარსულში ადგილი ჰქონდა მუცლის მოშლას ან ჩატარებული იყო ორსულობის შეწყვეტის პროცედურა, იმპლანტის დაყენება შეიძლება დაუყოვნებლივ. ამ საკითხთან დაკავშირებული უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა წარადგინოს ექიმმა.

პროცედურა

ექიმი დააყენებს ლევოპლანტს ორ წვრილ იმპლანტს უშუალოდ კანის საფარის ქვეშ წინამხარის შიდა ნაწილში. თუ პაციენტი არ არის ცაცია, იმპლანტს ჩვეულებრივ აყენებენ მარცხენა ხელში, თუ ცაციაა - მარჯვენაში.

იმპლანტის ჩასაყენებლად კეთდება მცირე კვეთა. ამისთვის დაყენების ადგილში შეიყვანება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

იმპლანტების ჩაყენება ხდება კენქვეშ, ერთი ერთ ჯერზე, შესაბამისი ინსტრუმენტის (ტროაკარის) დახმარებით. იმის შემდეგ, რაც იმოქმედებს საანესთეზიო საშუალება, პაციენტმა ტკივილი არ უნდა იგრძნოს.

პროცედურის ჩატარების შემდეგ შეყვანის ადგილი იხურება სპეციალური ლენტით ან სახვევით. 3 დღის განმავლობაში ჭრილობა უნდა იყოს შრალი და სახვევით. თავი უნდა ავარიდოთ ხელის, რომელშიც ჩაყენებულია იმპლანტი, დაზიანებას და დაძაბვას.

იმპლანტაციის ადგილას შეყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს სილურჯე, ფერის დაკარგვა და შეშუპება, მაგრამ ეს არ იქნება დაბრკოლება ყოველდღიური მოქმედებების შესასრულებლად. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ინფექცია ან დროებითი ტკივილის სინდრომი, დოსკომფორტი ან ქავილი.

ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტატების ჩაყენების გამო შეიძლება აღინიშნის შემდეგი კანის რეაქციები:

ნაწიბურები, ბუშტუკების წარმოქმნა, გამონადენი კანიდან, დაწყლულებები, ჩხვლეტა და გაბუჟება.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

იმპლანტის ამოგდება ან გადაადგილება

შეიძლება მოხდეს იმპლანტის ამოგდენა შეხორცებამდე კვეთის ადგილას იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტი დაყენებული იყო ძალიან ახლოს კანის ზედაპირთან ან ძალიან ახლოს კვეთის ადგილთან, ან თუ კვეთის ადგილი ინფიცირებულია. თუ ეს მოხდა, აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რადგანაც ამოგდებული იმპლანტი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ახალი, სტარილური იმპლანტით.

ასევე აუცილებელია არაჰორმონალური კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება, მაგალითად, პრეზერვატივების, იმ მომენტამდე, სანამ ექიმი არ ჩაატარებს გასინჯვას. საჭიროა ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან ყურადღებით გაცნობა.

იპლანტი შეიძლება გადაადგილდეს დაყენების ადგილიდან ხელში, ეს არ ხდება ხშირად, მაგრამ შეიძლება გახდეს ტკივილის შეგრძნების და დისკომფორტის მიზეზი. თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ იმპლანტი გადაადგილდა, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

“სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები

თუ თქვენ გესაჭიროებათ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები

საჭიროა საიმედო არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება, როგორიცაა პრეზერვატივები

ან

თავი შევიკავოთ სქესობრივი აქტისაგან.

არ არის რეკომენდირებული ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა “კალენდარული მეთოდი” ან “ტემპერატურული მეთოდი”. სხეულის ტემპერატურისა და ცერვიკალური არხის ლორწოს ცვლილება, რომელიც ჩვეულებრივ ხდება მენსტრუალური ციკლის დროს, ლევოპლანტის გამოყენებისას არ შეინიშნება.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

იმპლანტების ჩადგმის მომენტიდან გარკვეული დროის შემდეგ ექიმმა შეიძლება გამოთქვას ჩაყენების ადგილის შემოწმების სურვილი.

ისევე, როგორც სხვა ჰორმონალური კონტრაცეფციის მეთოდების შემთხვევაში, პაციენტი რეგულარულად უნდა მივიდეს ექიმთან ლევოპლანტის გამოყენების პროცესში. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ, თუ რა სიხშირით უნდა მიხვიდეთ გასასინჯად.

როგორ უნდა მოხდეს ლევოპლანტის ამოღება?

ლევოპლანტის ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, რის შემდეგას შესაძლებელია ორსულობის დადგომა. ამგვარად, თუ არ არსებობს სხვა იმპლანტის ჩაყენების სურვილი, ასევე არ არის დაორსულების სურვილი, საჭიროა დაუყოვნებლივ კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენების დაწყება.

ლევოპლანტი ამოღებული უნდა იქნას 3 წლის ვადის დასრულებისას. არ არის რეკომენდებული ამოღების პროცედურის გადადება პერიოდით, რომელიც 3 წელს აღემატება, რადგანაც იმპლანტები დაიწყებენ თავის ეფექტურობის დაკარგვას დროის ამ პერიოდის გასვლისას. თუ არ არის ექიმთან დროულად მისვლის საშუალება იმპლანტების ამოღების მიზნით სამწლიანი პერიოდის ამოწურვისას, საჭიროა კონტრაცეფციის დამატებით მეთოდების გამოყენება და იმპლანტების ამოღება რაც შეიძლება მალე. საჭიროა ნაწილში “”სარეზერვო” კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები” წარმოდგენილ ინფორმაციასთან ყურადღებით გაცნობა.

თუ გსურთ იმპლანტების გამოყენების გაგრძელება, ძველი იმპლანტების ამოღების შემდეგ შეიძლება ახალი კომპლექტის დაყენება.

ლევოპლანტის ამოღების პროცედურა

ლევოპლანტის ამოღების პროცესი შეიძლება წარმოადგენდეს უფრო რთულ პროცედურას ჩაყენებასთან შედარებით. მან შეიძლება დაიკავოს მეტი დრო და იყოს უფრო მტკივნეული. მოცემული პროცედურის შემდეგ შეიძლება დარჩეს ნაიარევი - რისკი, რომელსაც არ გააჩნია კავშირი კონტრაცეფციის სხვა უმეტეს მეთოდებთან.

რადგანაც იმპლანტები თავსდება კანქვეშ წინამხარის შიდა მხარეს, ისინი ამოღებული უნდა იქნას პროფესიონალი ექიმის მიერ. არ არის რეკომენდირებული იმპლანტების დამოუკიდებლად ამოღების მცდელობა.

იმპლანტის ამოღების ადგილას შეიყვანება საანესთეზიო საშუალება და კეთდება მცირე კვეთა.

ამოღების შემდეგ საჭიროა ჭრილობის შენარჩუნება მშრალ და სუფთა მდგომარეობაში 3-5 დღის განმავლობაში, მანამდე, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება.

ამოღების შემდეგ ჩაყენების ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სისხლჩაქცევა. თუ იმპლანტები იქნება ღრმად განთავსებული, ამოღების პროცედურა შეიძლება გაძნელდეს.

თუ შეუძლებელია ორივე იმპლანტის ამოღება პირველივე ცდისას, საჭიროა ექიმთან კიდევ ერთხელ მიმართვა. ორივე იმპლანტის ამოღებამდე აუცილებელია კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როდესაც იმპლანტის ამოღება გაძნელებულია, არსებობს მინაცემები, რომ წინამხარის არეში შეიძლება აღინიშოს ტკივილი, გაბუჟება ჩხვლეტა და ნაწიბურების წარმოქმნა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატების შემთხვევაში, წინამდებარე პრეპარატმა შეიძლება გამოწვიოს გვერდითი ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

მენსტრუალური სისხლდენის რეგულარობის დარღვევა ციკლის ხანგრძლივობის გაზრდისას (იკავებს მეტ Dდღეს, ვიდრე ჩვეულებრივ), ტკივილი, მეტად ან ნაკლებად გამოხატული მიმდინარეობა, სიხშირის ზრდა და შემცირება, მცირე გამონადები ციკლებს შორის. ზოგიერთ ქალს მენსტრუაცია შეიძლება საერთოდ შეუწყდეს.

სისხლდენის მსგავსი დარღვევები აღინიშნება უმეტეს მომხმარებლებში პირველი წლის განმავლობაში, და მათი გამოვლინების სიხშირე მცირდება ლევოპლანტის გამოყენების გაგრძელებისას. სისხლდენის გაგრძელების დღეების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სისხლის დანაკარგის ყოველთვიური მაჩვენებელი არ აღემატება ჩვეულებრივი მენსტრუაციის მაჩვენებელს.

იმპლანტის გატეხვა ამოღების პროცესში.

სისხლში შაქრის და ცხიმების (ლიპიდების) მაჩვენებელი ასევე შეიძლება შეიცვალოს ამ იმპლანტის გამოყენების პროცესში. ამიტომ პაციენტებმა დიაბეტით ან ლიპიდური ცვლის დარღვევით უნდა გაიარონ სათანადო კონტროლი ამ იმპლანტის გამოყენების პროცესში. ბილირუბინის დონე სისლში, რაც ასახვას ღვიძლის ფუნქციას, შეიძლება გაიზარდოს იმპლანტების გამოყენების დასაწყისში.

თუU პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები მხედელობის სიმახვილის მხრივ ან შეიძლება გაჩნდეს პრობლემები კონტაქტური ლინზების ტარებასთან დაკავშირებით.

კლინიკური კვლევების ჩარჩოებში აღნიშნული იყო შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ქალში

იმპლანტის გატეხვა ამოღების პროცესში

თავის ტკივილი, ნერვოზულობა, თავბრუსხვევა

ცუდად ყოფნა (გულისრევა)

საშვილოსნოს ყელის ანთება, გამონადენი საშოდან, გარე სასქესო ორგანოების ქავილი

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში

გულმკერდის ტკივილი

წონის მატება

ზურგის ტკივილი

ტკივილი იმპლანტაციის ადგილას

ვაგინალური ინფექცია, ვირუსული ინფექცია სახელწოდებით ჩიკუნგუნია

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ქალში

განწყობის ცვალებადობა, დეპრესია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს

შაკიკი

გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში

მაღალი არტერიული წნევა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება

სუნთქვის გაძნელება

დისკომფორტი მუცელში

ბილირუბინი, რომელიც გამომუშავდება თქვენი ღვიძლით, შეიძლება გაიზარდოს (ეს ნაჩვენები იქნება სისხლის ანალიზებში)

ფერისმჭამელები, კანის გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი), თმის ცვენა, ჭარბთმიანობა, გამონაყარი, ქავილი, კანის ფერის ცვლილება

სიმპტომატიკა საშარდე გზების მხრივ

საშოს ანთება, საკვერცხეების კისტები, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვენძების წარმოქმნა, გამონადენი მკერდიდან

ქავილი იმპლანტაციის ადგილას, ტკივილი მთლიანობაში, დაღლილობა

წონის დაკარგვა

არახშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ქალში

ჩალურჯებები ან ინფექციები იმპლანტაციის ადგილას

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ქალში

იმპლანტის ამოგდება (იხ. ნაწილი “იმლანტის ამოგდება და გადაადგილება”), ხელის ტკივილი, გაბუჟება ჩხვლეტა და ნაწიბურები, სიძნელეები იმპლანტების ამოღებისას, ნერვის დაზიანება ხელში, დაკავშირებული იმპლანტის ამოღებასთან, კანის გამუქება იმპლანტის ჩაყენების ადგილის ქვეშ

არსებობს მონაცემები საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების შესახებ (იხ. ნაწილი “ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ფუნქცია”).

კანის საფარის მონაკვეთების გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია) აღინიშნებოდა სხვა ლევონორგესტრელის გამომათავისუფლებელი იმპლანტების მომხმარებლებში.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტები გამოვლინების შესახებ

რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის წარმოდგენილი წინამდებარე ინსტრუქციაში. ასევე პაციენტმა შეიძლება მოახდინოს გვერდითი ეფექტების გამოვლინების შესახებ უშუალოდ სამკურნალო პრეპარატების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს ან მწარმოებლის ინფორმირება. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ წინამდებარე სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი რაოდენობის მონაცემების შეგროვებას.

ლევოპლანტის იმპლანტის შენახვის წესი

წინამდებარე პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუვწდონელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ლევოპლანტი არ ექვემდებარება ჩაყენებას ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მიეკუთვნება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ლევოპლანტი

პროდუქტი შედგება ორი იმპლანტისაგან, რომლებსაც აყენებენ კანქვეშ.

აქტიური ნივთიერება - ლევონორგესტრელი. თითოეული იმპლანტი შეიცავს 75 მგ ლევონორგესტრელს.

დამხმარე ნივთიერებები: პოლიდიმეთილსილოქსანი, კრემნიუმის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური.

ლევოპლანტის აღწერა და შეფუთვა

კომპლექტი შეიცავს ორ დრეკად, ჰერმეტულ ღეროვან იმპლანტს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებით 4 მმ სიგრძის და 2,4 მმ დიამეტრის.

ორი სტერილური იმპლანტი მოთავსებულია კონტეინერში, რომელიც დაზადებულია სპეციალური პლასტიკი/ნაქსოვი მასალისაგან. წინამდებარე შეფუთვა ექვემდებარება ერთჯერად გამოყენებას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მიმწოდებელი და მწარმოებელი

Shanghai Dahua Pharmaceutical Company Ltd.

3503 Chagnzheng Road

Chagnzheng Farm, Chongming County

(შანხაი, ჩინეთი)

ტელეფონი: 86-21-5931-1132

ფაქსი: 86-21-5931-1132

e-mail: [email protected]

წინამდებარე ინსტრუქციის განახლება - 2018 წლის თებერვალი.

დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემული სამკურნალო პრეპარატის შესახებ წარმოდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე (ჯმო) მისამართზე:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა