ნაველა
Navela
ნაველა არის გადაუდებელი კონტრაცეფციის პრეპარატი რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში (3 დღის განმავლობაში), ან თუ გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდი არასაიმედო აღმოჩნდა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევონორგესტრელი (levonorgestrel)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5მგ ტაბლეტი №1
- მწარმოებელი
- Laboratorios León Farma, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, ექსტრემალური კონტრაცეპტივები
- ATC კოდი
- G03AD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036953
- რეგისტრირებულია
- 2 დეკემბერი 2022, მოქმედებს 2 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ელელგრუპი“
- GMP
- -
ნაველა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნაველა არის გადაუდებელი კონტრაცეფციის პრეპარატი რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში (3 დღის განმავლობაში), ან თუ გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდი არასაიმედო აღმოჩნდა.
ეს მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:
- სქესობრივი აქტის დროს კონტრაცეფცია არ ყოფილა გამოყენებული
- კონტრაცეფციის ღონისძიება არასწორად იქნა გამოყენებული, მაგალითად, თუ დაირღვა პრეზერვატივის მთლიანობა, ჩამოცურდა ან არასწორად გამოიყენეს, თუ ვაგინალურმა პესარიამ ან დიაფრაგმამ შეიცვალა პოზიცია. გასკდა, გატყდა ან ამოიღეს დროზე ადრე, coitus interruptus -ის დროს წარუმატებელი შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ. სპერმის ეაკულაცია მოხდა საშოში ან გარე სასქესო ორგანოებზე).
მოქმედინივთიერების სახით ნაველა შეიცავს სინთეზურ ჰორმონის მსგავს ნივთიერებას ლევონორგესტრელს. ის ხელს უშლის მოსალოდნელი ორსულობათა დაახლოებით 84%-ს, თუ მას მიიღებთ დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში. ის ყოველთვის ვერ შეუშლის ხელს ორსულობას და უფრო ეფექტურია დაუცველი სექსის შემდეგ რაც შეიძლება მალე მიღების შემთხვევაში. უმჯობესია მისი მიღება 12 საათის განმავლობაში, ვიდრე მესამე დღემდე გადადება.
ნაველა მოქმედებს შემდეგი გზით:
- ხელს უშლის საკვერცხეებს კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებაში;
- ხელს უშლის სპერმატოზოიდს იმ კვერცხუჯრედის განაყოფიერებაში, რომელიც შესაძლოა უკვე გამოთავისუფლდა
- ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე.
ნაველას დაორსულების თავიდან აცილება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებთ დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში. ის არ მოქმედებს, თუ უკვე ორსულად ხართ. თუ ნაველას გამოყენების შემდეგ განხორციელდება მორიგი დაუცველი სქესობრივი კავშირი (მაშინაც, თუ ეს მოხდება იმავე მენსტრუალური ციკლის დროს), ტაბლეტი არ გამოიმუშავებს თავის კონტრაცეპტიულ ეფექტს და კვლავ არსებობს ორსულობის რისკი.
ნაველა არ არის ნაჩვენები პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე (მენარქე) გამოსაყენებლად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში ან როგორც თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ტაბლეტი რაც შეიძლება მალე, სასურველია 12 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 72 საათისა (3 დღისა) დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ. არ გადადოთ ტაბლეტის მიღება. ტაბლეტი მაქსიმალურად ეფექტურია დაუცველი სექსის შემდეგ მისი მასიმალურად მალე მიღების შემთხვევაში. მას შეუძლია აგარიდოთ ორსულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებთ დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში.
- თუ იყენებთ რაიმე წამალს რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაველას შესაბამის მოქმედებას (იხ. განყოფილება ზემოთ „სხვა მედიკამენტები და ნაველა“) ან თუ იყენებდით რომელიმე ასეთ მედიკამენტს ბოლო 4 კვირის განმავლობაში, ნაველა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს თქვენთვის. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა ტიპის (არაჰორმონალური) ექსტრემალური კონტრაცეპტივები, ან სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (DIU- Cu). თუ ეს არ არის თქვენთვის სასურველი ან თუ თქვენ ვერ შეძლებთ ექიმთან დროულად მისვლას, შეგიძლიათ მიიღოთ ნაველას ორმაგი დოზა (ანუ ერთდროულად მიღებული 2 ტაბლეტი).
- თუ უკვე იყენებთ კონტრაცეფციის რეგულარულ მეთოდს, როგორიცაა კონტრაცეპტული აბები, შეგიძლიათ გააგრძელოთ მათი მიღება რეგულარულ დროს.
თუ ნაველას გამოყენების შემდეგ განხორციელდება მორიგი დაუცველი სქესობრივი კავშირი (ასევე, თუ ეს ხდება იმავე მენსტრუალური ციკლის დროს), ტაბლეტი ვერ განახორციელებს კონტრაცეპტიულ მოქმედებას და კვლავ იქნება ორსულობის რისკი.
როგორ მოიქცეთ ღებინების შემთხვევაში
ტაბლეტის მიღებიდან სამი საათის განმავლობაში ღებინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი.
ნაველას მიღების შემდეგ
თუ ნაველას მიღების შემდეგ გსურთ გქონდეთ სექსუალური კავშირი და არ იყენებთ კონტრაცეპტიულ აბებს, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი ან დიაფრაგმა პლუს სპერმიციდი მომდევნო მენსტრუაციამდე, რადგან ნაველა არ იმუშავებს, თუ კვლავ დაუცველი სექსი გექნებათ, მომდევნო მენსტრუაციის დადგომამდე.
ნაველას მიღების შემდეგ, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნაველამ იმოქმედა. თუ მენსტრუაცია დაგვიანდა 5 დღეზე მეტით ან უჩვეულოდ მსუბუქი ან მძიმეა, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, ამ წამლის მიღების შემდეგ დაორსულების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს.
თქვენს ექიმს ასევე შეუძლია გითხრათ კონტრაცეფციის გრძელვადიანი მეთოდების შესახებ, რომლებიც უფრო ეფექტურია ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
თუ განაგრძობთ რეგულარული ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენებას, როგორიცაა კონტრაცეპტული ტაბლეტი და არ გაქვთ სისხლდენა ტაბლეტების გარეშე პერიოდში, მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ორსულად არ ხართ.
ნაველას მიღების შემდეგი მენსტრუაცია
ნაველას გამოყენების შემდეგ თქვენი მენსტრუალური ციკლი ნორმალურია და დაიწყება ჩვეულებრივ დღეს; თუმცა ზოგჯერ ის რამდენიმე დღით ადრე ან გვიან იწყება. თუ თქვენი მენსტრუაცია იწყება მოსალოდნელზე 5 დღეზე მეტით გვიან, ან ადგილი აქვს „პათოლოგიურ“ სისხლდენას ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ორსულობის ტესტით უნდა შეამოწმოთ ხართ თუ არა ორსულად.
თუ იმაზე მეტი ნაველა მიიღეთ ვიდრე საჭიროა
მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული მავნე ზემოქმედების შესახებ მეტისმეტად ბევრი ტაბლეტის ერთდროული მიღების შემთვევაში, თქვენ შეიძლება იგრძნოთ გულისრევა (ღებინება) ან გამოვლინდეს ვაგინალური სისხლდენა. მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს, ექთანს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას რჩევსათვის, განსაკუთრებით გულისრევის შემთხვევაში, რადგან შესაძლოა ტაბლეტმა არ იმოქმედა სათანადოდ.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთნ ან ფარმაცევტთან ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში ნომერზე: 91 562 04 20, მიღებული წამლის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ ლევონორგესტრელზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6-ე ნაწილში)
სიფრთხილის ზომები
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ნაველას მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს, რადგან ნაველას მიღება ექსტრემალური კონტრაცეფციიის სახით შეიძლება არ იყოს თქვენთვის ეფექტური. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა სახის ექსტრემალური კონტრაცეფცია.
- თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა უკვე ორსულად იყოთ. ეს წამალი არ იმოქმედებს, თუ უკვე ორსულად ხართ. თუ უკვე ორსულად ხართ, ნაველა ორსულობას ვერ შეწყვეტს, ამიტომ ნაველა არ არის ტაბლეტი ორსულობის შეწყვეტისათვის.
თქვენ შეიძლება უკვე იყოთ ორსულად, თუ:
− თქვენი მენსტრუაცია დაგვიანებულია 5 დღეზე მეტით, ან გაქვთ უჩვეულო სისხლდენა, როდესაც გექნებათ მორიგი მენსტრუაცია;
- გქონიათ დაუცველი სექსი 72 საათის წინ და ბოლო მენსტრუაციის შემდეგ.
ნაველას გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ:
- გაქვთ წვრილი ნაწლავის დაავადება (როგორიცაა კრონის დაავადება), რომელიც აფერხებს პრეპარატის შეწოვას;
- გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები;
- გაქვთ საშვილოსნოსგარე ორსულობის ისტორია (როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩამაგრდება საშვილოსნოს გარეთ)
- გაქვთ ფალოპის მილების ანთების (სალპინგიტის) ანამნეზი.
წინა საშვილოსნოსგარე ორსულობა და ფალოპის მილების ინფექციის ისტორია ზრდის ახალი საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს.
ყველა ქალში ექსტრემალური კონტრაცეფცია უნდა იქნას მიღებული დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ რაც შეიძლება მალე. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ნაველა შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური გაზრდილი სხეულის წონის ან სხეულის მასის ინდექსის (BMI) გამო, მაგრამ ეს მონაცემები შეზღუდული და არათანმიმიმდერული იყო. ამიტომ ნაველა კვლავ რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, მიუხედავად მათი წონისა და BMI-ისა.
რეკომენდებულია მიმართოთ ჯანდაცვის პროფესიონალს, თუ გაწუხებთ რაიმე პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ექსტრემალური კონტრაცეფციის მიღებასთან.
ბავშვები და მოზარდები
ნაველა არ არის ნაჩვენები პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე (მენარქე) გამოსაყენებლად.
თუ გაწუხებთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
თუ სქესობრივი აქტის დროს არ იყენებდით პრეზერვატივს (ან თუ მისი მთლიანობა დაირღვა ან ჩამოცურდა), შესაძლოა დაგემართოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ან აივ ვირუსი. ეს წამალი არ დაგიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ეს მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია. ჰკითხეთ ექიმს, ექთანს, ოჯახის დაგეგმვის კლინიკას ან ფარმაცევტს, თუ ეს საკითხიი გაღელვებთ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტების ან მცენარეული საშუალებების ჩათვლით.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ნაველას ეფექტურ მუშაობას. თუ ბოლო 4 კვირის განმავლობაში იყენებდით ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე წამალს, ნაველა შეიძლება ნაკლებად შესაფერისი იყოს თქვენთვის. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა ტიპის (არაჰორმონალური) ექსტრემალური კონტრაცეპტივები, ან სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (DIU-Cu). თუ ეს არ არის თქვენთვის სასურველი ან თუ თქვენ ვერ შეძლებთ ექიმთან დროულად მისვლას, შეგიძლიათ მიიღოთ ნაველას ორმაგი დოზა:
- ბარბიტურატები და სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი).
- ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგალითად, რიფამპიცინი და რიფაბუტინი).
- აივ-ის სამკურნალო საშუალება (რიტონავირი, ეფავირენცი).
- წამალი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (გრიზეოფულვინი).
− St. John's Wort (Hypericum perforatum)-ის შემცველი მცენარეული საშუალებები.
ესაუბრეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს, თუ გჭირდებათ დამატებითი რჩევა თქვენთვის სწორი დოზის შესახებ.
ტაბლეტების მიღების შემდეგ რაც შეიძლება მალე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რეგულარული კონტრაცეფციის საიმედო ფორმის შესახებ და ორსულობის გამორიცხვის მიზნით (დამატებითი რეკომენდაციებისათვის იხილეთ აგრეთვე სექცია 3 „როგორ მივიღოთ ნაველა“).
ნაველამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე
- წამალი სახელწოდებით ციკლოსპორინი (თრგუნავს იმუნურ სისტემას)
რამდენად ხშირად შეიძლება ნაველას გამოყენება
ნაველა უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში და არა როგორც კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდი. თუ ნაველას ერთ ჯერზე მეტად იყენებთ მენსტრუალური ციკლის დროს, ის ნაკლებად სანდოა და მეტად სავარაუდოა დაარღვიოს თქვენი მენსტრუალური ციკლი.
ნაველას არ აქვს კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდების მსგავსი მოქმედება. თქვენს ექიმს, ექთანს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას შეუძლიათ გირჩიონ კონტრაცეფციის გრძელვადიანი მეთოდები, რომლებიც უფრო ეფექტურია დაორსულების თავიდან ასაცილებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას,
ორსულობა
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ უკვე ორსულად ხართ. თუ თქვენ დაორსულდებით ამ წამლის მიღების შემდეგაც კი, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნაველა ზიანს აყენებს ბავშვს, რომელიც ვითარდება თქვენს საშვილოსნოში თუ ნაველას იყენებთ დანიშნულებისამებრ.
მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს შემოწმება საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოსარიცხად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი ნაველას მიღების შემდეგ ან თუ ადრე გქონიათ საშვილოსნოსგარე ორსულობა, ქირურგიული ჩარევა ფალოპის მილზე ან მენჯი ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა მიიჩნევა რომ ეს არ არის ბავშვისათვის საზიანო. თუმცა, თუ ეს მაინც გაღელვებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ტაბლეტი ძუძუთი კვების შემდეგ დაუყოვნებლივ და მოერიდოთ ძუძუთი კვებას ნაველას მიღებიდან სულ მცირე 6 საათის შემდეგ, ხოლო რძე გამოწუროთ ტუმბოს საშუალებით და გადაღვაროთ. ამგვარად, თქვენ შამცირებთ აქტიური ნივთიერების რაოდენობას, რომელიც ბავშვმა დედის რძესთან ერთად შეიძლება მიიღოს.
ნაყოფიერება
ნაველა ზრდის მენსტრუალური ციკლის დარღვევის შესაძლებლობას, რამაც შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ნაადრევი ან დავიანებული ოვულაცია და შესაბამისად ნაყოფიერების პერიოდის შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ნაყოფიერების შესახებ გრძელვადიანი მონაცემები ნაველას მიღების შემდეგ მოსალოდნელია ნაყოფიერების სწრაფი დაბრუნება და ამიტომ რეგულარული კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს ან დაიწყოს რაც შეიძლება მალე ნაველას გამოყენების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაველამ იმოქმედოს მანქანის მართვის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, თუ გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და მანქანა-დანადგარები.
ნაველა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ, იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირია ისინი:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს ყოველი 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- გულისრევა
- არარეგულარული სისხლდენა მომდევნო მენსტრუაციამდე.
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- დაღლილობა
- თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს ყოველი 10-დან 1მდე პაციენტში):
- ღებინება. ღებინების შემთხვევაში წაიკითხეთ სექცია "როგორ მოვიქცეთ ღებინების შემთხვევაში".
- თქვენი მენსტრუაციული ციკლი შეიძლება უჩვეულო იყოს. ქალების უმეტესობას ნორმალური მენსტრუაცია ექნება მოსალოდნელ დროს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს დაგვიანებული ან ნაადრევი მენსტრუაცია. ასევე შეიძლება გქონდეთ არარეგულარული სისხლდენა ან მცირე ზომის სისხლდენები მომდევნო მენსტრუაციამდე. თუ მენსტრუაცია დაგვიანდა5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან უჩვეულოდ მსუბუქი ან მძიმეა, უნდა მიმართოთ ექიმს რაც შეიძლება მალე.
- მკერდში მომატებული მგრძნობელობა, დიარეა ან თავბრუსხვევა ამ პრეპარატის მიღების შემდეგ
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 -მდე მომხმარებელში):
- გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის ქავილი და შეშუპება, ტკივილი მენჯის არეში, მტკივნეული მენსტრუაცია.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ ადამიანებში გამოყენებული წამლებისათვის ესპანეთის ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის მეშვეობით: https://www.notificarem.es. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
რას შეიცავს ნაველა
აქტიური ნივთიერებაა ლევონორგესტრელი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ლევონორგესტრელს.
სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (ლაქტოზა), პოლოქსამერი 188, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
როგორია გამოიყურება ნაველა და შეფუთვის შიგთავსი
თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთი სრული კურსისათვის ერთ მრგვალ, თეთრ ტაბლეტს, დაახლოებით 6 მმ დიამეტრით რომლის ერთ მხარეზე აღნიშუნლია "C" ხოლო მეორე მხარეს "1".
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გადააგდეთ ის შეფუთვა და წამლები, რომლებიც აღარ გჭირდებათ აფთიაქის შესაბამის პუნქტში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ნაველა 1.5 მგ ტაბლეტი EFG
ლევონორგესტრელი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- არ გადააგდოთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ სექცია 4.
ურეცეპტოდ გასაცემი პროდუქტებისთვის
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
- არ გადააგდოთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ. - ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ დამატებით ინფორმაცია ან რჩევა.
- თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ სექცია 4.
რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში:
- რა არის ნაველა და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ ნაველას მიღებამდე
- როგორ მივიღოთ ნაველა
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შეინახოთ ნაველა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ნაველა და რისთვის გამოიყენება ის
ნაველა არის გადაუდებელი კონტრაცეფციის პრეპარატი რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში (3 დღის განმავლობაში), ან თუ გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდი არასაიმედო აღმოჩნდა.
ეს მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:
- სქესობრივი აქტის დროს კონტრაცეფცია არ ყოფილა გამოყენებული
- კონტრაცეფციის ღონისძიება არასწორად იქნა გამოყენებული, მაგალითად, თუ დაირღვა პრეზერვატივის მთლიანობა, ჩამოცურდა ან არასწორად გამოიყენეს, თუ ვაგინალურმა პესარიამ ან დიაფრაგმამ შეიცვალა პოზიცია. გასკდა, გატყდა ან ამოიღეს დროზე ადრე, coitus interruptus -ის დროს წარუმატებელი შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ. სპერმის ეაკულაცია მოხდა საშოში ან გარე სასქესო ორგანოებზე).
მოქმედინივთიერების სახით ნაველა შეიცავს სინთეზურ ჰორმონის მსგავს ნივთიერებას ლევონორგესტრელს. ის ხელს უშლის მოსალოდნელი ორსულობათა დაახლოებით 84%-ს, თუ მას მიიღებთ დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში. ის ყოველთვის ვერ შეუშლის ხელს ორსულობას და უფრო ეფექტურია დაუცველი სექსის შემდეგ რაც შეიძლება მალე მიღების შემთხვევაში. უმჯობესია მისი მიღება 12 საათის განმავლობაში, ვიდრე მესამე დღემდე გადადება.
ნაველა მოქმედებს შემდეგი გზით:
- ხელს უშლის საკვერცხეებს კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებაში;
- ხელს უშლის სპერმატოზოიდს იმ კვერცხუჯრედის განაყოფიერებაში, რომელიც შესაძლოა უკვე გამოთავისუფლდა
- ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე.
ნაველას დაორსულების თავიდან აცილება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებთ დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში. ის არ მოქმედებს, თუ უკვე ორსულად ხართ. თუ ნაველას გამოყენების შემდეგ განხორციელდება მორიგი დაუცველი სქესობრივი კავშირი (მაშინაც, თუ ეს მოხდება იმავე მენსტრუალური ციკლის დროს), ტაბლეტი არ გამოიმუშავებს თავის კონტრაცეპტიულ ეფექტს და კვლავ არსებობს ორსულობის რისკი.
ნაველა არ არის ნაჩვენები პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე (მენარქე) გამოსაყენებლად.
- რა უნდა იცოდეთ ნაველას მიღებამდე
არ მიიღოთ ნაველა
- თუ ალერგიული ხართ ლევონორგესტრელზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6-ე ნაწილში)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ნაველას მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს, რადგან ნაველას მიღება ექსტრემალური კონტრაცეფციიის სახით შეიძლება არ იყოს თქვენთვის ეფექტური. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა სახის ექსტრემალური კონტრაცეფცია.
- თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა უკვე ორსულად იყოთ. ეს წამალი არ იმოქმედებს, თუ უკვე ორსულად ხართ. თუ უკვე ორსულად ხართ, ნაველა ორსულობას ვერ შეწყვეტს, ამიტომ ნაველა არ არის ტაბლეტი ორსულობის შეწყვეტისათვის.
თქვენ შეიძლება უკვე იყოთ ორსულად, თუ:
− თქვენი მენსტრუაცია დაგვიანებულია 5 დღეზე მეტით, ან გაქვთ უჩვეულო სისხლდენა, როდესაც გექნებათ მორიგი მენსტრუაცია;
- გქონიათ დაუცველი სექსი 72 საათის წინ და ბოლო მენსტრუაციის შემდეგ.
ნაველას გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ:
- გაქვთ წვრილი ნაწლავის დაავადება (როგორიცაა კრონის დაავადება), რომელიც აფერხებს პრეპარატის შეწოვას;
- გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები;
- გაქვთ საშვილოსნოსგარე ორსულობის ისტორია (როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩამაგრდება საშვილოსნოს გარეთ)
- გაქვთ ფალოპის მილების ანთების (სალპინგიტის) ანამნეზი.
წინა საშვილოსნოსგარე ორსულობა და ფალოპის მილების ინფექციის ისტორია ზრდის ახალი საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს.
ყველა ქალში ექსტრემალური კონტრაცეფცია უნდა იქნას მიღებული დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ რაც შეიძლება მალე. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ნაველა შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური გაზრდილი სხეულის წონის ან სხეულის მასის ინდექსის (BMI) გამო, მაგრამ ეს მონაცემები შეზღუდული და არათანმიმიმდერული იყო. ამიტომ ნაველა კვლავ რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, მიუხედავად მათი წონისა და BMI-ისა.
რეკომენდებულია მიმართოთ ჯანდაცვის პროფესიონალს, თუ გაწუხებთ რაიმე პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ექსტრემალური კონტრაცეფციის მიღებასთან.
ბავშვები და მოზარდები
ნაველა არ არის ნაჩვენები პირველი მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე (მენარქე) გამოსაყენებლად.
თუ გაწუხებთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
თუ სქესობრივი აქტის დროს არ იყენებდით პრეზერვატივს (ან თუ მისი მთლიანობა დაირღვა ან ჩამოცურდა), შესაძლოა დაგემართოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ან აივ ვირუსი. ეს წამალი არ დაგიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ეს მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია. ჰკითხეთ ექიმს, ექთანს, ოჯახის დაგეგმვის კლინიკას ან ფარმაცევტს, თუ ეს საკითხიი გაღელვებთ.
სხვა მედიკამენტები და ნაველა
აცნობეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტების ან მცენარეული საშუალებების ჩათვლით.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ნაველას ეფექტურ მუშაობას. თუ ბოლო 4 კვირის განმავლობაში იყენებდით ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე წამალს, ნაველა შეიძლება ნაკლებად შესაფერისი იყოს თქვენთვის. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა ტიპის (არაჰორმონალური) ექსტრემალური კონტრაცეპტივები, ან სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (DIU-Cu). თუ ეს არ არის თქვენთვის სასურველი ან თუ თქვენ ვერ შეძლებთ ექიმთან დროულად მისვლას, შეგიძლიათ მიიღოთ ნაველას ორმაგი დოზა:
- ბარბიტურატები და სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი).
- ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგალითად, რიფამპიცინი და რიფაბუტინი).
- აივ-ის სამკურნალო საშუალება (რიტონავირი, ეფავირენცი).
- წამალი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (გრიზეოფულვინი).
− St. John's Wort (Hypericum perforatum)-ის შემცველი მცენარეული საშუალებები.
ესაუბრეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს, თუ გჭირდებათ დამატებითი რჩევა თქვენთვის სწორი დოზის შესახებ.
ტაბლეტების მიღების შემდეგ რაც შეიძლება მალე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რეგულარული კონტრაცეფციის საიმედო ფორმის შესახებ და ორსულობის გამორიცხვის მიზნით (დამატებითი რეკომენდაციებისათვის იხილეთ აგრეთვე სექცია 3 „როგორ მივიღოთ ნაველა“).
ნაველამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე
- წამალი სახელწოდებით ციკლოსპორინი (თრგუნავს იმუნურ სისტემას)
რამდენად ხშირად შეიძლება ნაველას გამოყენება
ნაველა უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში და არა როგორც კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდი. თუ ნაველას ერთ ჯერზე მეტად იყენებთ მენსტრუალური ციკლის დროს, ის ნაკლებად სანდოა და მეტად სავარაუდოა დაარღვიოს თქვენი მენსტრუალური ციკლი.
ნაველას არ აქვს კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდების მსგავსი მოქმედება. თქვენს ექიმს, ექთანს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას შეუძლიათ გირჩიონ კონტრაცეფციის გრძელვადიანი მეთოდები, რომლებიც უფრო ეფექტურია დაორსულების თავიდან ასაცილებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას,
ორსულობა
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ უკვე ორსულად ხართ. თუ თქვენ დაორსულდებით ამ წამლის მიღების შემდეგაც კი, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნაველა ზიანს აყენებს ბავშვს, რომელიც ვითარდება თქვენს საშვილოსნოში თუ ნაველას იყენებთ დანიშნულებისამებრ.
მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს შემოწმება საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოსარიცხად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი ნაველას მიღების შემდეგ ან თუ ადრე გქონიათ საშვილოსნოსგარე ორსულობა, ქირურგიული ჩარევა ფალოპის მილზე ან მენჯი ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა მიიჩნევა რომ ეს არ არის ბავშვისათვის საზიანო. თუმცა, თუ ეს მაინც გაღელვებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ტაბლეტი ძუძუთი კვების შემდეგ დაუყოვნებლივ და მოერიდოთ ძუძუთი კვებას ნაველას მიღებიდან სულ მცირე 6 საათის შემდეგ, ხოლო რძე გამოწუროთ ტუმბოს საშუალებით და გადაღვაროთ. ამგვარად, თქვენ შამცირებთ აქტიური ნივთიერების რაოდენობას, რომელიც ბავშვმა დედის რძესთან ერთად შეიძლება მიიღოს.
ნაყოფიერება
ნაველა ზრდის მენსტრუალური ციკლის დარღვევის შესაძლებლობას, რამაც შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ნაადრევი ან დავიანებული ოვულაცია და შესაბამისად ნაყოფიერების პერიოდის შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ნაყოფიერების შესახებ გრძელვადიანი მონაცემები ნაველას მიღების შემდეგ მოსალოდნელია ნაყოფიერების სწრაფი დაბრუნება და ამიტომ რეგულარული კონტრაცეფცია უნდა გაგრძელდეს ან დაიწყოს რაც შეიძლება მალე ნაველას გამოყენების შემდეგ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაველამ იმოქმედოს მანქანის მართვის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, თუ გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და მანქანა-დანადგარები.
ნაველა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
- როგორ მივიღოთ ნაველა
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში ან როგორც თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ტაბლეტი რაც შეიძლება მალე, სასურველია 12 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 72 საათისა (3 დღისა) დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ. არ გადადოთ ტაბლეტის მიღება. ტაბლეტი მაქსიმალურად ეფექტურია დაუცველი სექსის შემდეგ მისი მასიმალურად მალე მიღების შემთხვევაში. მას შეუძლია აგარიდოთ ორსულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებთ დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში.
- თუ იყენებთ რაიმე წამალს რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაველას შესაბამის მოქმედებას (იხ. განყოფილება ზემოთ „სხვა მედიკამენტები და ნაველა“) ან თუ იყენებდით რომელიმე ასეთ მედიკამენტს ბოლო 4 კვირის განმავლობაში, ნაველა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს თქვენთვის. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა ტიპის (არაჰორმონალური) ექსტრემალური კონტრაცეპტივები, ან სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (DIU- Cu). თუ ეს არ არის თქვენთვის სასურველი ან თუ თქვენ ვერ შეძლებთ ექიმთან დროულად მისვლას, შეგიძლიათ მიიღოთ ნაველას ორმაგი დოზა (ანუ ერთდროულად მიღებული 2 ტაბლეტი).
- თუ უკვე იყენებთ კონტრაცეფციის რეგულარულ მეთოდს, როგორიცაა კონტრაცეპტული აბები, შეგიძლიათ გააგრძელოთ მათი მიღება რეგულარულ დროს.
თუ ნაველას გამოყენების შემდეგ განხორციელდება მორიგი დაუცველი სქესობრივი კავშირი (ასევე, თუ ეს ხდება იმავე მენსტრუალური ციკლის დროს), ტაბლეტი ვერ განახორციელებს კონტრაცეპტიულ მოქმედებას და კვლავ იქნება ორსულობის რისკი.
როგორ მოიქცეთ ღებინების შემთხვევაში
ტაბლეტის მიღებიდან სამი საათის განმავლობაში ღებინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი.
ნაველას მიღების შემდეგ
თუ ნაველას მიღების შემდეგ გსურთ გქონდეთ სექსუალური კავშირი და არ იყენებთ კონტრაცეპტიულ აბებს, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი ან დიაფრაგმა პლუს სპერმიციდი მომდევნო მენსტრუაციამდე, რადგან ნაველა არ იმუშავებს, თუ კვლავ დაუცველი სექსი გექნებათ, მომდევნო მენსტრუაციის დადგომამდე.
ნაველას მიღების შემდეგ, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნაველამ იმოქმედა. თუ მენსტრუაცია დაგვიანდა 5 დღეზე მეტით ან უჩვეულოდ მსუბუქი ან მძიმეა, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, ამ წამლის მიღების შემდეგ დაორსულების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს.
თქვენს ექიმს ასევე შეუძლია გითხრათ კონტრაცეფციის გრძელვადიანი მეთოდების შესახებ, რომლებიც უფრო ეფექტურია ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
თუ განაგრძობთ რეგულარული ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენებას, როგორიცაა კონტრაცეპტული ტაბლეტი და არ გაქვთ სისხლდენა ტაბლეტების გარეშე პერიოდში, მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ორსულად არ ხართ.
ნაველას მიღების შემდეგი მენსტრუაცია
ნაველას გამოყენების შემდეგ თქვენი მენსტრუალური ციკლი ნორმალურია და დაიწყება ჩვეულებრივ დღეს; თუმცა ზოგჯერ ის რამდენიმე დღით ადრე ან გვიან იწყება. თუ თქვენი მენსტრუაცია იწყება მოსალოდნელზე 5 დღეზე მეტით გვიან, ან ადგილი აქვს „პათოლოგიურ“ სისხლდენას ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ორსულობის ტესტით უნდა შეამოწმოთ ხართ თუ არა ორსულად.
თუ იმაზე მეტი ნაველა მიიღეთ ვიდრე საჭიროა
მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული მავნე ზემოქმედების შესახებ მეტისმეტად ბევრი ტაბლეტის ერთდროული მიღების შემთვევაში, თქვენ შეიძლება იგრძნოთ გულისრევა (ღებინება) ან გამოვლინდეს ვაგინალური სისხლდენა. მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს, ექთანს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას რჩევსათვის, განსაკუთრებით გულისრევის შემთხვევაში, რადგან შესაძლოა ტაბლეტმა არ იმოქმედა სათანადოდ.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთნ ან ფარმაცევტთან ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში ნომერზე: 91 562 04 20, მიღებული წამლის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ, იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირია ისინი:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს ყოველი 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- გულისრევა
- არარეგულარული სისხლდენა მომდევნო მენსტრუაციამდე.
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- დაღლილობა
- თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს ყოველი 10-დან 1მდე პაციენტში):
- ღებინება. ღებინების შემთხვევაში წაიკითხეთ სექცია "როგორ მოვიქცეთ ღებინების შემთხვევაში".
- თქვენი მენსტრუაციული ციკლი შეიძლება უჩვეულო იყოს. ქალების უმეტესობას ნორმალური მენსტრუაცია ექნება მოსალოდნელ დროს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს დაგვიანებული ან ნაადრევი მენსტრუაცია. ასევე შეიძლება გქონდეთ არარეგულარული სისხლდენა ან მცირე ზომის სისხლდენები მომდევნო მენსტრუაციამდე. თუ მენსტრუაცია დაგვიანდა5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან უჩვეულოდ მსუბუქი ან მძიმეა, უნდა მიმართოთ ექიმს რაც შეიძლება მალე.
- მკერდში მომატებული მგრძნობელობა, დიარეა ან თავბრუსხვევა ამ პრეპარატის მიღების შემდეგ
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 -მდე მომხმარებელში):
- გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის ქავილი და შეშუპება, ტკივილი მენჯის არეში, მტკივნეული მენსტრუაცია.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ ადამიანებში გამოყენებული წამლებისათვის ესპანეთის ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის მეშვეობით: https://www.notificarem.es. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ შევინახოთ ნაველა
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გადააგდეთ ის შეფუთვა და წამლები, რომლებიც აღარ გჭირდებათ აფთიაქის შესაბამის პუნქტში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია. რას შეიცავს ნაველა
აქტიური ნივთიერებაა ლევონორგესტრელი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ლევონორგესტრელს.
სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (ლაქტოზა), პოლოქსამერი 188, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
როგორია გამოიყურება ნაველა და შეფუთვის შიგთავსი
თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთი სრული კურსისათვის ერთ მრგვალ, თეთრ ტაბლეტს, დაახლოებით 6 მმ დიამეტრით რომლის ერთ მხარეზე აღნიშუნლია "C" ხოლო მეორე მხარეს "1".
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Exeltis Healthcare S.L. Avda. Miralcampo 7. Polígono Industrial Miralcampo 19200 Azuqueca de Henares. Guadalajara. Spain
მწარმოებელი:
Laboratorios León Farma, S.A. Pol. Ind. Navatejera C/La Vallina s/n, 24008-Navatejera, León Spain
ეს სამკურნალო პროდუქტი რეგისტრირებულია EEA-ს წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:
ნიდერლანდები: Tansy 1,5 mg tabletten
ავსტრია: Navela 1.5 mg tabletten
ჩეხეთი: Navela1.5 mg tableta
ესტონეთი: Labella Pharma
საფრანგეთი: Levunique 1,5 mg comprimé
გერმანია: Navela 1.5 mg Tabletten
იტალია: Afterel
ლიტვა: Labella 1.5mg tablete
ლატვია: Labella 1.5mg tablete
სლოვაკეთი: Isabelle 1,5mg tablety
ესპანეთი: Navela 1,5mg comprimido EFG
გაერთიანებული სამეფო: Melkine 1.5 mg tablet
ეს ინსტრუქცია ბოლოს განახლდა: 2021 წლის თებერვალში
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: https://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


