პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები

მინირინ მელტი

Minirin MELT

რეცეპტით120მკგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან ჰიპოფიზის არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ პირველადი ღამის ენურეზის მკურნალობა თირკმლის კონცენტრაციული უნარის დასადგენად (ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის სადიაგნოსტიკო ტესტი) ინფორმაცია, რომლის ცოდნა აუცილებელია პრეპარატის გამოყენებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესმოპრესინი (desmopressin)
ფორმა და შეფუთვა
120მკგ სუბლინგვალური ლიოფილიზატი №30 (3X10)
მწარმოებელი
Catalent U.K. Swindon Zydis limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ვაზოპრესინი და ანალოგები
ATC კოდი
H01BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040989
რეგისტრირებულია
16 მაისი 2024, მოქმედებს 16 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ferring International Center SA (შვეიცარია)
განმცხადებელი
ფერინგ ფარმაცევტიკალს ბ.ვ. წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამინირინ მელტი და სხვა წამალი ერთად

მინირინ მელტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი

პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან ჰიპოფიზის არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ

პირველადი ღამის ენურეზის მკურნალობა

თირკმლის კონცენტრაციული უნარის დასადგენად (ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის სადიაგნოსტიკო ტესტი)

ინფორმაცია, რომლის ცოდნა აუცილებელია პრეპარატის გამოყენებამდე

უკუჩვენებები

დესმოპრესინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა

თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია (შარდის მოცულობით, რომელიც მეტია 40მლ/კგ/24 სთ-ში), ალკოჰოლიზმი

სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპება

გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს შარდმდენი პრეპარატების დანიშვნას. მინირინ მელტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში.

ჰიპონატრიემია

თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 50მლ/წთ-ზე ქვემოთ)

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი

5 წლამდე ასაკის ბავშვები (ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი და პირველადი ღამის ენურეზი)

პაციენტები ასაკით 65 წელი და მეტი, თუ დესმოპრესინი გამოიყენება ნიქტურიისა და პირველადი ღამის ენურეზის სამკურნალოდ

სიფრთხილის აუცილებელი ზომები გამოყენებისას

მინირინ მელტის მიღებისას ღამის ენურეზის სამკურნალოდ, სითხის მოხმარება უნდა შეიზღუდოს, რაც სიფრთხილის ზომას წარმოადგენს და გულისხმობს სითხის შეზღუდვას პრეპარატის მიღებამდე 1 საათით ადრე და 8 საათის მანძილზე მისი მიღებიდან და სითხის ოდენობა მცირდება წყურვილის მოკვლის დონემდე. სითხის თანმხლები შემცირების გარეშე მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და/ან ჰიპონატრიემია და წარმოქმნას სიმპტომები, როგორიცაა; თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, სხეულის მასის მომატება, მძიმე შემთხვევებში- თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.

ხანდაზულ პაციენტებში (>65 წელზე) და ნატრიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში შეიძლება მომატებული იყოს ჰიპონატრიემიის რისკი.

დესმოპრესინი უნდა გამოიყენონ დიდი სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ კისტოზური ფიბროზი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, თრომბის წარმოქმნისადმი მიდრეკილება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, პრეეკლამფსია, მომატებული შიდა ქალის წნევა ან წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

არტერიული ჰიპერტენზიისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გვერდითი (არასასურველი) რეაქციების სიმპტომები შეიძლება წაიშალოს. პაციენტები და თუ პაციენტები ბავშვებია, მათი მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რომ მოერიდონ ზედმეტი სითხის მიღებას და რომ ღებინების, დიარეის, სისტემური ინფექციისა და ცხელების შემთხვევაში დესმოპრესინის მიღება უნდა შეწყდეს მანამდე, სანამ წყლის ბალანსი ნორმას არ დაუბრუნდება.

ჰიპონატრიემიისა და წყლით ინტოქსიკაციის განვითარების რისკის შემცირების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხის მოხმარების შემცირება:

სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევენ ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომს (SIADH) (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, ქლორპროპამიდი და კარბამაზეპინი);

თანმხლები თერაპიისას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDS) გამოყენებით

მნიშვნელოვანია სხეულის წონის კონტოლი მკურნალობის პერიოდში.

65 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტებში სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობა უნდა დადგინდეს მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან ან დოზის მომატებიდან 3 დღის შემდეგ. მკურნალობა უნდა შეწყდეს თავის ტკივილის და/ან გულისრევის შემთხვევაში.

პოლიურიის ან შარდის გაზრდილი გამოყოფის ან ნიქტურიის ორგანული მიზეზები, როგორიცაა; წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პროსტატის ადენომა), საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტში კენჭები ან შარდის ბუშტის სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული სფინქტერის მოშლა, პოლიდიფსია ან შაქრიანი დიაბეტი, რომელიც მკურნალობას ცუდად ექვემდებარება, უნდა გამოირიცხოს ან განიკურნოს შესაბამისი თერაპიით. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან ჰიპოთირეოზი უნდა განიკურნოს დესმოპრესინით მკურნალობის დაწყებამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ოქსიტოცინთან ერთად თამხლები გამოყენებისას შესაძლოა ანტიდიურეზული ეფექტის ზრდა და საშვილოსნოს პერფუზიის შემცირება. გლიბენკლამიდისა და ლითიუმის პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ მინირინ მელტის ანტიდიურეზული ეფექტი. კლოფიბრატმა, ინდომეტაცინმა და არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებმა, ამინაზინმა, კარბამაზეპინმა, ანტიდეპრესანტებმა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურმა ინჰიბიტორებმა და ყველა სამკურნალო პრეპარატმა, რომელიც მოქმედებს სითხის/ელექტროლიტების ბალანსზე, შეიძლება გაზარდოს მინირინ მელტის ანტიდიურეზული ეფექტი და ამგვარად ხელი შეუწყოს წყლის შეკავების/ჰიპონატრიემიის რისკის ზრდას. საჭიროა არტერიული წნევის, სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დონისა და დიურეზის კონტროლი ზემოხსენებული პრეპარატების ერთდროულად მიღებისას.

ლოპერამიდით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დესმოპრესინის კონცენტრაციის ზრდას პლაზმაში პრაქტიკულად 3-ჯერ, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავების/ჰიპონატრიემიის რისკის ზრდა. ნაკლებად სავარაუდოა რომ დესმოპრესინი ზემოქმედებს ნივთიერებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის მეტაბოლიზმზე, ვინაიდან დესმოპრესინმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი ინ ვიტრო კვლევებში ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე. დღევანდელ დღემდე, ინ ვივო კვლევები პოტენციური ურთიერთზემოქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა.

სტანდარტული დიეტა 27%-იანი ცხიმით მნიშვნელოვნად ამცირებს პერორალურად გამოყენებადი დესმოპრესინის შეწოვას (რაოდენობა და ხანგრძლივობა). რაც შეეხება ფარმაკოდინამიკურ თვისებებს (შარდის გამოყოფა და ოსმოლარობა), შესამჩნევი ეფექტი არ ვლინდება. ამგვარად, დესმოპრესინი შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში, მიიღოთ საკვებთან ერთად. თუმცა, დესმოპრესინის დაბალი პერორალური დოზის დროს, საკვებმა შეიძლება შეამციროს ანტიდიურეზული ეფექტის ინტენსივობა და ხანგრძლივობა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ორსულ ქალებში პრეპარატის დანიშვნისას. ორსულ ქალებში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პრეპარატით გამოწვეული მოსალოდნელი სარგებელი მომავალი დედისთვის გადაწონის ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობის დროს ორსულებში, დოზა უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალურ მოთხოვნებს, ვინაიდან ეს მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს ორსულობის პერიოდში.

პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეკომენდირებულია არტერიული წნევის მონიტორინგი.

სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და პოტენციურ საფრთხის შემცველ მექანიზმებზე

შესაძლო გვერდითი მოქმედებების გათვალისწინებით, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო.

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები

მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ოპტიმალური დოზა დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, ოსმოლარობისა და შარდის მოცულობის გათვალისწინებით. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ორი პარამეტრის შესაბამისად: ძილის აუცილებელი ხანგრძლივობა და გაწონასწორებული წყლის ბალანსი. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვინაიდან საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის აბსორბციასა და მის ეფექტურობაზე.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი

პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან ჰიპოფიზის არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ

დოზის დგინდება ინდივიდუალურად. საწყისი რეკომენდირებული დოზა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის შეადგენს 60მკგ-ს 3-ჯერ დღე-ღამეში, ენისქვეშ. დოზირება ინდივიდუალურად რეგულირდება პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე. საშუალო დღიური დოზა შეადგენს 120მკგ-720მგკ-ს. პაციენტთა უმრავლესობისთვის, ოპტიმალური მკურნალობა მიიღწევა მინირინ მელტის 60-120მგკ-ის ოდენობით დანიშვნისას 3-ჯერ დღეში. პერორალური ლიოფილიზატი უნდა გააჩეროთ ენის ქვეშ 10 წამის მანძილზე გადაყლაპვის წინ. სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა აუცილებლად უნდა შეწყდეს და საჭიროა დოზის კორექტირება.

ახალშობილები: არ გამოიყენება ახალშობილებში.

პირველადი ღამის ენურეზი

ეფექტური თერაპიული დოზა ცვალებადობს ინდივიდუალური მაჩვენებლებიდან გამომდინარე და კორექტირება ხდება მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად.

ბავშვები (5 წელზე ზემოთ) და მოზრდილები (65 წლამდე) თირკმლის ნორმალური კონცენტრაციული უნარით: რეკომენდირებული საწყისი დოზა-120მკგ ძილის წინ, ენის ქვეშ. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 240მკგ-მდე. მკურნალობის დროს აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა ღამის პერიოდში. სითხის შეკავების/ჰიპონატრიემიის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა აუცილებლად უნდა შეწყდეს და მოხდეს დოზის კორექტირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა- 3 თვემდე. შემდგომი მკურნალობის საჭიროება უნდა გადაიხედოს არანაკლებ 1 კვირის ვადით მკურნალობის შეჩერების შემდეგ.

თუ ერთი კვირის მანძილზე შესაბამისი დოზის მიღებისას ადეკვატური კლინიკური ეფექტი არ დადგა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თირკმლის კონცენტრაციული უნარის განსაზღვრის ტესტი

თირკმლის კონცენტრაციული უნარის დადგენის ტესტი მინირინის პრეპარატის გამოყენებისას 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაციონარის პირობებში.

მოკლე ტესტი უკეთესია ჩატარდეს დილის საათებში. მიღებული სითხის ოდენობა უნდა შეიზღუდოს პრეპარატის მიღებიდან პირველი 12 საათის მანძილზე. 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა გულის დაავადებით ან მაღალი სისხლის წნევით უნდა შეამცირონ სითხის მოხმარება სანახევროდ.

შარდის ოსმოლარობა აუცილებელია განისაზღვროს ტესტირების დაწყებამდე. დესმოპრესინის მიღების შემდეგ, შარდის 2 ნიმუშს აიღებენ (სასურველია 2 და 4 საათის შემდეგ). პირველი საათის განმავლობაში, შარდი უნდა აიღოთ და მოიშოროთ, რადგან არ გამოიყენება. ოსმოლარობა დგინდება შარდის ორივე ნიმუშში. თირკმლის კონცენტრაციული უნარის დასადგენად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დარდება საწყის მაჩვენებელს ტესტირების დაწყებამდე ან ასაკობრივ საკონტროლო მნიშვნელობას (მოზრდილები 800-1000მოსმ/კგ). შარდის ოსმოლარობის დაბალი მაჩვენებელი, არარსებობა ან მხოლოდ მინიმალური ზრდა მიუთითებს თირკმლის კონცენტრაციული უნარის დარღვევაზე. ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტთან დაკავშირებული პოლიურია არსებობს მაშინ, როცა შარდის ოსმოლარობის მნიშვნელოვანი ზრდა და შარდის მოცულობის არსებითი შემცირება ფიქსირდება.

პრეპარატის ზედოზირებისას მისაღები აუცილებელი ზომები

სიმპტომები: ორგანიზმში სითხის შეკავება, ჰიპონატრიემია, თავის ტკივილი, გულისრევა, მძიმე შემთხვევებში-წყლით ინტოქსიკაცია კონვულსიებით, ზოგჯერ გონების დაბინდვა ახლავს თან მისული გონების დაკარგვამდე.

მკურნალობა: დოზის შემცირება, ერთჯერად დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სითხის მიღების შეზღუდვა და სიმპტომატური მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში. თავის ტვინის შეშუპებაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კონვულსიები ასევე მოითხოვს ინტენსიურ ზომებს.

გვერდითი (არასასურველი) რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება პრეპარატის სტანდარტული მიღებისას და ამ დროს გასატარებელი ღონისძიებები

სითხის მიღების პარალელური შეზღუდვის გარეშე მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება ორგანიზმში/ჰიპონატრიემია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თანხლები გამაფრთხილებელი სიმპტომებით (თავის ტკივილი, გულისრევა/ღებინება, წონის მატება და მძიმე შემთხვევებში - სპაზმები, ზოგჯერ დაკავშირებული ძილიანობასთან და გონების დაკარგვამდე მისვლა) ან განვითარდეს მათ გარეშე. ეს სიმპტომები ძირითადად დამახასიათებელია 1 წლამდე პატარა ბავშვებისთვის და ხანდაზმული პირებისთვის, მათი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე.

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე):

  • თავის ტკივილი, დაღლილობა
  • ტკივილი მუცლის არეში, სპაზმები, გულისრევა, ღებინება, დიარეა
  • გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია, პულსის სიხშირის ზრდა, ჰიპერემია

იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე):

  • თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები ჰიპონატრიემიის დროს

ძალიან იშვიათი (<1/10,000):

  • ალერგიული რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ქავილი, ეგზანთემა, ცხელება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია)
  • ჰიპონატრიემია, წყლით ინტოქსიკაცია
  • ემოციური აშლილობა (ბავშვებში)

უცნობი:

  • თრომბოზული გართულებები (ცერებრალური და კორონარული არტერიის

თუ ჭარბი სითხის მოხმარებას ჰქონდა ადგილი ან მეტისმეტად ზედმეტი დოზა გამოიყენება, სხეულის წონის მატება, ჰიპონატრიემია, კრუნჩხვები, თავის ტვინის შეშუპება და კომა შეიძლება განვითარდეს წყლის შეკავების შედეგად. განსაკუთრებით ეს ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს და ხანდაზმულ პაციენტებს მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე. წყლით ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წყლის ბალანსის წონასწორობის უზრუნველყოფა. წყლის რეაბსორბციის შედეგად არტერიული წნევა შეიძლება გაიზარდოს და რიგ შემთხვევებში განვითარდეს ჰიპერტონია. გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს სტენოკარდია.

გვერდითი რეაქციების განვითარებისას, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან უშუალოდ სამკურნალო პრეპარატებზე გვერდითი რეაქციების (მოქმედება) მონაცემთა ბაზას.

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საქონლისა და მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კომიტეტის ეკონომიკური საქმიანობის წარმოების უფლების მქონე სახელმწიფო დაწესებულება „სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

http://www.ndda.kz

დამატებითი ინფორმაცია

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა

ერთი ლიოფილიზატი შეიცავს

აქტიური ნივთიერება - დესმოპრესინი 0.060 მგ, 0.120 მგ და 0.240 მგ (პრეპარატის თითოეული დოზა შეიცავს დესმოპრესინის აცეტატს, რომელიც 60 მკგ, 120 მკგ ან 240 მკგ თავისუფალი დესმოპრესინის ექვივალენტურია)

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მანიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა

გარეგნობის, სუნის, გემოს აღწერა

ლიოფილიზატი თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, მარკირებით წარმოდგენილი ერთი წვეთის სახით ერთ მხარეს (60მკგ დოზირებისთვის)

ლიოფილიზატი თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, მარკირებით წარმოდგენილი ორი წვეთის სახით ერთ მხარეს (120მკგ დოზირებისთვის)

ლიოფილიზატი თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, მარკირებით წარმოდგენილი სამი წვეთის სახით ერთ მხარეს (240მკგ დოზირებისთვის)

შენახვის პირობები

4 წელი

ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ პირველადი შეფუთვით მშრალ ადგილას არაუმეტეს 25 оС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

კატალენტ იუქეი სვინდონ ზიდის ლიმიტედი, დიდი ბრიტანეთი

Francland Road Blagrove Swindon SN5 8RU, გაერთიანებული სამეფო

ტელ: არ არის მონაცემები

ფაქსი: არ არის მონაცემები

ელექტრონული ფოსტა: არ არის მონაცემები

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური მოქმედების ჰორმონალური პრეპარატები სასქესო ჰორმონებისა და ინსულინის გამოკლებით. ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის ჰორმონები და მისი ანალოგები. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ვაზოპრესინი და მისი ანალოგები. დესმოპრესინი. კოდი АТХ Н01ВА02

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია (ფურცელი ჩანართი)

სავაჭრო დასახელება

მინირინ მელტი

საერთაშორისო არა-პატენტური დასახელება

დესმოპრესინი

სამკურნალო ფორმა, დოზირება

ლიოფილიზატი პერორალური 60მკგ, 120მკგ, 240 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სისტემური მოქმედების ჰორმონალური პრეპარატები სასქესო ჰორმონებისა და ინსულინის გამოკლებით. ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის ჰორმონები და მისი ანალოგები. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ვაზოპრესინი და მისი ანალოგები. დესმოპრესინი. კოდი АТХ Н01ВА02

ჩვენებები პრეპარატის გამოყენებისთვის

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი

პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან ჰიპოფიზის არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ

პირველადი ღამის ენურეზის მკურნალობა

თირკმლის კონცენტრაციული უნარის დასადგენად (ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის სადიაგნოსტიკო ტესტი)

ინფორმაცია, რომლის ცოდნა აუცილებელია პრეპარატის გამოყენებამდე

უკუჩვენებები

დესმოპრესინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა

თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია (შარდის მოცულობით, რომელიც მეტია 40მლ/კგ/24 სთ-ში), ალკოჰოლიზმი

სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპება

გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს შარდმდენი პრეპარატების დანიშვნას. მინირინ მელტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში.

ჰიპონატრიემია

თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 50მლ/წთ-ზე ქვემოთ)

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი

5 წლამდე ასაკის ბავშვები (ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი და პირველადი ღამის ენურეზი)

პაციენტები ასაკით 65 წელი და მეტი, თუ დესმოპრესინი გამოიყენება ნიქტურიისა და პირველადი ღამის ენურეზის სამკურნალოდ

სიფრთხილის აუცილებელი ზომები გამოყენებისას

მინირინ მელტის მიღებისას ღამის ენურეზის სამკურნალოდ, სითხის მოხმარება უნდა შეიზღუდოს, რაც სიფრთხილის ზომას წარმოადგენს და გულისხმობს სითხის შეზღუდვას პრეპარატის მიღებამდე 1 საათით ადრე და 8 საათის მანძილზე მისი მიღებიდან და სითხის ოდენობა მცირდება წყურვილის მოკვლის დონემდე. სითხის თანმხლები შემცირების გარეშე მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და/ან ჰიპონატრიემია და წარმოქმნას სიმპტომები, როგორიცაა; თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, სხეულის მასის მომატება, მძიმე შემთხვევებში- თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.

ხანდაზულ პაციენტებში (>65 წელზე) და ნატრიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში შეიძლება მომატებული იყოს ჰიპონატრიემიის რისკი.

დესმოპრესინი უნდა გამოიყენონ დიდი სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ კისტოზური ფიბროზი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, თრომბის წარმოქმნისადმი მიდრეკილება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, პრეეკლამფსია, მომატებული შიდა ქალის წნევა ან წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

არტერიული ჰიპერტენზიისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გვერდითი (არასასურველი) რეაქციების სიმპტომები შეიძლება წაიშალოს. პაციენტები და თუ პაციენტები ბავშვებია, მათი მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რომ მოერიდონ ზედმეტი სითხის მიღებას და რომ ღებინების, დიარეის, სისტემური ინფექციისა და ცხელების შემთხვევაში დესმოპრესინის მიღება უნდა შეწყდეს მანამდე, სანამ წყლის ბალანსი ნორმას არ დაუბრუნდება.

ჰიპონატრიემიისა და წყლით ინტოქსიკაციის განვითარების რისკის შემცირების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხის მოხმარების შემცირება:

სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევენ ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომს (SIADH) (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, ქლორპროპამიდი და კარბამაზეპინი);

თანმხლები თერაპიისას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDS) გამოყენებით

მნიშვნელოვანია სხეულის წონის კონტოლი მკურნალობის პერიოდში.

65 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტებში სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობა უნდა დადგინდეს მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან ან დოზის მომატებიდან 3 დღის შემდეგ. მკურნალობა უნდა შეწყდეს თავის ტკივილის და/ან გულისრევის შემთხვევაში.

პოლიურიის ან შარდის გაზრდილი გამოყოფის ან ნიქტურიის ორგანული მიზეზები, როგორიცაა; წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პროსტატის ადენომა), საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტში კენჭები ან შარდის ბუშტის სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული სფინქტერის მოშლა, პოლიდიფსია ან შაქრიანი დიაბეტი, რომელიც მკურნალობას ცუდად ექვემდებარება, უნდა გამოირიცხოს ან განიკურნოს შესაბამისი თერაპიით. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან ჰიპოთირეოზი უნდა განიკურნოს დესმოპრესინით მკურნალობის დაწყებამდე.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ოქსიტოცინთან ერთად თამხლები გამოყენებისას შესაძლოა ანტიდიურეზული ეფექტის ზრდა და საშვილოსნოს პერფუზიის შემცირება. გლიბენკლამიდისა და ლითიუმის პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ მინირინ მელტის ანტიდიურეზული ეფექტი. კლოფიბრატმა, ინდომეტაცინმა და არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებმა, ამინაზინმა, კარბამაზეპინმა, ანტიდეპრესანტებმა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურმა ინჰიბიტორებმა და ყველა სამკურნალო პრეპარატმა, რომელიც მოქმედებს სითხის/ელექტროლიტების ბალანსზე, შეიძლება გაზარდოს მინირინ მელტის ანტიდიურეზული ეფექტი და ამგვარად ხელი შეუწყოს წყლის შეკავების/ჰიპონატრიემიის რისკის ზრდას. საჭიროა არტერიული წნევის, სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დონისა და დიურეზის კონტროლი ზემოხსენებული პრეპარატების ერთდროულად მიღებისას.

ლოპერამიდით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დესმოპრესინის კონცენტრაციის ზრდას პლაზმაში პრაქტიკულად 3-ჯერ, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავების/ჰიპონატრიემიის რისკის ზრდა. ნაკლებად სავარაუდოა რომ დესმოპრესინი ზემოქმედებს ნივთიერებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის მეტაბოლიზმზე, ვინაიდან დესმოპრესინმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი ინ ვიტრო კვლევებში ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე. დღევანდელ დღემდე, ინ ვივო კვლევები პოტენციური ურთიერთზემოქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა.

სტანდარტული დიეტა 27%-იანი ცხიმით მნიშვნელოვნად ამცირებს პერორალურად გამოყენებადი დესმოპრესინის შეწოვას (რაოდენობა და ხანგრძლივობა). რაც შეეხება ფარმაკოდინამიკურ თვისებებს (შარდის გამოყოფა და ოსმოლარობა), შესამჩნევი ეფექტი არ ვლინდება. ამგვარად, დესმოპრესინი შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში, მიიღოთ საკვებთან ერთად. თუმცა, დესმოპრესინის დაბალი პერორალური დოზის დროს, საკვებმა შეიძლება შეამციროს ანტიდიურეზული ეფექტის ინტენსივობა და ხანგრძლივობა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ორსულ ქალებში პრეპარატის დანიშვნისას. ორსულ ქალებში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პრეპარატით გამოწვეული მოსალოდნელი სარგებელი მომავალი დედისთვის გადაწონის ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობის დროს ორსულებში, დოზა უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალურ მოთხოვნებს, ვინაიდან ეს მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს ორსულობის პერიოდში.

პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეკომენდირებულია არტერიული წნევის მონიტორინგი.

სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და პოტენციურ საფრთხის შემცველ მექანიზმებზე

შესაძლო გვერდითი მოქმედებების გათვალისწინებით, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო.

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები

მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ოპტიმალური დოზა დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, ოსმოლარობისა და შარდის მოცულობის გათვალისწინებით. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ორი პარამეტრის შესაბამისად: ძილის აუცილებელი ხანგრძლივობა და გაწონასწორებული წყლის ბალანსი. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვინაიდან საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის აბსორბციასა და მის ეფექტურობაზე.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი

პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან ჰიპოფიზის არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ

დოზის დგინდება ინდივიდუალურად. საწყისი რეკომენდირებული დოზა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის შეადგენს 60მკგ-ს 3-ჯერ დღე-ღამეში, ენისქვეშ. დოზირება ინდივიდუალურად რეგულირდება პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე. საშუალო დღიური დოზა შეადგენს 120მკგ-720მგკ-ს. პაციენტთა უმრავლესობისთვის, ოპტიმალური მკურნალობა მიიღწევა მინირინ მელტის 60-120მგკ-ის ოდენობით დანიშვნისას 3-ჯერ დღეში. პერორალური ლიოფილიზატი უნდა გააჩეროთ ენის ქვეშ 10 წამის მანძილზე გადაყლაპვის წინ. სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა აუცილებლად უნდა შეწყდეს და საჭიროა დოზის კორექტირება.

ახალშობილები: არ გამოიყენება ახალშობილებში.

პირველადი ღამის ენურეზი

ეფექტური თერაპიული დოზა ცვალებადობს ინდივიდუალური მაჩვენებლებიდან გამომდინარე და კორექტირება ხდება მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად.

ბავშვები (5 წელზე ზემოთ) და მოზრდილები (65 წლამდე) თირკმლის ნორმალური კონცენტრაციული უნარით: რეკომენდირებული საწყისი დოზა-120მკგ ძილის წინ, ენის ქვეშ. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 240მკგ-მდე. მკურნალობის დროს აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა ღამის პერიოდში. სითხის შეკავების/ჰიპონატრიემიის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა აუცილებლად უნდა შეწყდეს და მოხდეს დოზის კორექტირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა- 3 თვემდე. შემდგომი მკურნალობის საჭიროება უნდა გადაიხედოს არანაკლებ 1 კვირის ვადით მკურნალობის შეჩერების შემდეგ.

თუ ერთი კვირის მანძილზე შესაბამისი დოზის მიღებისას ადეკვატური კლინიკური ეფექტი არ დადგა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თირკმლის კონცენტრაციული უნარის განსაზღვრის ტესტი

თირკმლის კონცენტრაციული უნარის დადგენის ტესტი მინირინის პრეპარატის გამოყენებისას 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაციონარის პირობებში.

მოკლე ტესტი უკეთესია ჩატარდეს დილის საათებში. მიღებული სითხის ოდენობა უნდა შეიზღუდოს პრეპარატის მიღებიდან პირველი 12 საათის მანძილზე. 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა გულის დაავადებით ან მაღალი სისხლის წნევით უნდა შეამცირონ სითხის მოხმარება სანახევროდ.

შარდის ოსმოლარობა აუცილებელია განისაზღვროს ტესტირების დაწყებამდე. დესმოპრესინის მიღების შემდეგ, შარდის 2 ნიმუშს აიღებენ (სასურველია 2 და 4 საათის შემდეგ). პირველი საათის განმავლობაში, შარდი უნდა აიღოთ და მოიშოროთ, რადგან არ გამოიყენება. ოსმოლარობა დგინდება შარდის ორივე ნიმუშში. თირკმლის კონცენტრაციული უნარის დასადგენად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დარდება საწყის მაჩვენებელს ტესტირების დაწყებამდე ან ასაკობრივ საკონტროლო მნიშვნელობას (მოზრდილები 800-1000მოსმ/კგ). შარდის ოსმოლარობის დაბალი მაჩვენებელი, არარსებობა ან მხოლოდ მინიმალური ზრდა მიუთითებს თირკმლის კონცენტრაციული უნარის დარღვევაზე. ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტთან დაკავშირებული პოლიურია არსებობს მაშინ, როცა შარდის ოსმოლარობის მნიშვნელოვანი ზრდა და შარდის მოცულობის არსებითი შემცირება ფიქსირდება.

პრეპარატის ზედოზირებისას მისაღები აუცილებელი ზომები

სიმპტომები: ორგანიზმში სითხის შეკავება, ჰიპონატრიემია, თავის ტკივილი, გულისრევა, მძიმე შემთხვევებში-წყლით ინტოქსიკაცია კონვულსიებით, ზოგჯერ გონების დაბინდვა ახლავს თან მისული გონების დაკარგვამდე.

მკურნალობა: დოზის შემცირება, ერთჯერად დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სითხის მიღების შეზღუდვა და სიმპტომატური მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში. თავის ტვინის შეშუპებაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კონვულსიები ასევე მოითხოვს ინტენსიურ ზომებს.

გვერდითი (არასასურველი) რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება პრეპარატის სტანდარტული მიღებისას და ამ დროს გასატარებელი ღონისძიებები

სითხის მიღების პარალელური შეზღუდვის გარეშე მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება ორგანიზმში/ჰიპონატრიემია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თანხლები გამაფრთხილებელი სიმპტომებით (თავის ტკივილი, გულისრევა/ღებინება, წონის მატება და მძიმე შემთხვევებში - სპაზმები, ზოგჯერ დაკავშირებული ძილიანობასთან და გონების დაკარგვამდე მისვლა) ან განვითარდეს მათ გარეშე. ეს სიმპტომები ძირითადად დამახასიათებელია 1 წლამდე პატარა ბავშვებისთვის და ხანდაზმული პირებისთვის, მათი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე.

ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე):

  • თავის ტკივილი, დაღლილობა
  • ტკივილი მუცლის არეში, სპაზმები, გულისრევა, ღებინება, დიარეა
  • გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია, პულსის სიხშირის ზრდა, ჰიპერემია

იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე):

  • თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები ჰიპონატრიემიის დროს

ძალიან იშვიათი (<1/10,000):

  • ალერგიული რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ქავილი, ეგზანთემა, ცხელება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია)
  • ჰიპონატრიემია, წყლით ინტოქსიკაცია
  • ემოციური აშლილობა (ბავშვებში)

უცნობი:

  • თრომბოზული გართულებები (ცერებრალური და კორონარული არტერიის

თუ ჭარბი სითხის მოხმარებას ჰქონდა ადგილი ან მეტისმეტად ზედმეტი დოზა გამოიყენება, სხეულის წონის მატება, ჰიპონატრიემია, კრუნჩხვები, თავის ტვინის შეშუპება და კომა შეიძლება განვითარდეს წყლის შეკავების შედეგად. განსაკუთრებით ეს ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს და ხანდაზმულ პაციენტებს მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე. წყლით ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წყლის ბალანსის წონასწორობის უზრუნველყოფა. წყლის რეაბსორბციის შედეგად არტერიული წნევა შეიძლება გაიზარდოს და რიგ შემთხვევებში განვითარდეს ჰიპერტონია. გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს სტენოკარდია.

გვერდითი რეაქციების განვითარებისას, სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან უშუალოდ სამკურნალო პრეპარატებზე გვერდითი რეაქციების (მოქმედება) მონაცემთა ბაზას.

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საქონლისა და მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კომიტეტის ეკონომიკური საქმიანობის წარმოების უფლების მქონე სახელმწიფო დაწესებულება „სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

http://www.ndda.kz

დამატებითი ინფორმაცია

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა

ერთი ლიოფილიზატი შეიცავს

აქტიური ნივთიერება - დესმოპრესინი 0.060 მგ, 0.120 მგ და 0.240 მგ (პრეპარატის თითოეული დოზა შეიცავს დესმოპრესინის აცეტატს, რომელიც 60 მკგ, 120 მკგ ან 240 მკგ თავისუფალი დესმოპრესინის ექვივალენტურია)

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მანიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა

გარეგნობის, სუნის, გემოს აღწერა

ლიოფილიზატი თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, მარკირებით წარმოდგენილი ერთი წვეთის სახით ერთ მხარეს (60მკგ დოზირებისთვის)

ლიოფილიზატი თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, მარკირებით წარმოდგენილი ორი წვეთის სახით ერთ მხარეს (120მკგ დოზირებისთვის)

ლიოფილიზატი თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, მარკირებით წარმოდგენილი სამი წვეთის სახით ერთ მხარეს (240მკგ დოზირებისთვის)

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ლიოფილიზატს ათავსებენ ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს ფოლგას ალუმინის საფარველით.

3 ბლისტერულ შეფუთვას ყაზახურ და რუსულ ენებზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ კარდონის ყუთში.

შენახვის ვადა

4 წელი

ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ პირველადი შეფუთვით მშრალ ადგილას არაუმეტეს 25 оС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

კატალენტ იუქეი სვინდონ ზიდის ლიმიტედი, დიდი ბრიტანეთი

Francland Road Blagrove Swindon SN5 8RU, გაერთიანებული სამეფო

ტელ: არ არის მონაცემები

ფაქსი: არ არის მონაცემები

ელექტრონული ფოსტა: არ არის მონაცემები

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ფერინგ ინტერნეშენელ სენტერ სა, შვეიცარია

Chemin de la Vergognausaz 50, 1162 St-Prex, შვეიცარია

ტელეფონი: +41 58 462 02 11

ფაქსი: +41 58 462 02 12

ელექტრონული ფოსტა: არ არის მონაცემები

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა