პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები

ნურიტანი ტაბლეტი 0.2მგ

NURITAN TABLET 0.2mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკორეა
მოქმედი ნივთიერება
დესმოპრესინი (desmopressin)
ფორმა და შეფუთვა
0,2მგ ტაბლეტი №30 პირველადი შეფუთვით
მწარმოებელი
NEXPHARM KOREA CO., LTD., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ვაზოპრესინი და ანალოგები
ATC კოდი
H01BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-039115
რეგისტრირებულია
19 სექტემბერი 2023, მოქმედებს 29 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ემ ელ სი მედიკალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებანურიტანი ტაბლეტი 0.2მგ და სხვა წამალი ერთად

ნურიტანი ტაბლეტი 0.2მგ — ინსტრუქცია ქართულად

სიფრთხილის ზომები

შემდეგ პაციენტებსა და ხანდაზმულებში შეიძლება აღინიშნოს კომა და სხვ. ჰიპონატრიემიისა და წყლით ინტოქსიკაციის გამო. ამის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილეა საჭირო, რომ მიღებული იყოს მხოლოდ იმ რაოდენობის წყალი, რაც საჭიროა წყურვილის დასაკმაყოფილებლად.

  • ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პაციენტებში:
  • პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ან ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა ამ პრეპარატის და მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
  • თანდაყოლილი და ფსიქოლოგიური პოლიდიფსიის მქონე პაციენტები

(თუ შარდის მოცულობა აღემატება 40 მლ/კგ-ს 24 საათში)

  • მეტაბოლური დისფუნქციით გამოწვეული გულის უკმარისობის მქონე პაციენტები
  • პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულებს
  • პაციენტები ნეფროგენული შაქრიანი დიაბეტით
  • ღამის ენურეზის სამკურნალოდ, ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში
  • პაციენტები თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლები)
  • პაციენტები ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომით
  • ჰიპონატრიემიის დიაგნოზის მქონე პაციენტები
  • ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გენეტიკური პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
  • ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგ პაციენტებში:
  • პაციენტები სისხლის მიმოქცევის დაავადებით, მძიმე არტერიოსკლეროზით ან კორონარული თრომბოზით, რომელსაც თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა (შეიძლება გააუარესოს სიმპტომები არტერიული წნევის მომატებით)
  • თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები
  • ორსული ქალები, ან ქალები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ორსულად
  • ბავშვები და ხანდაზმულები
  • პაციენტები დაავადებებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი და პაციენტები ქალასშიდა წნევის მომატების რისკით
  • პაციენტები დაავადებებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი, როგორიცაა კისტოზური ფიბროზი (შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია)
  • პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ გადაუდებელი შარდვის საჭიროება და/ან მომატებული შარდვა ან ნოქტურია დისპოზიციური მიზეზების გამო (მაგ. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტში კენჭები/სიმსივნე), პოლიდიფსია და შაქრიანი დიაბეტი, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება, მკურნალობა უნდა იყოს ორიენტირებული მათ დაავადებებზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • ამ პრეპარატის კუმშვადობის მოქმედება ძალიან დაბალია ანტიდიურეზულ მოქმედებასთან შედარებით, მაგრამ აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი ამ პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას სხვა შემკუშავ საშუალებებთან ერთად კომბინირებული მკურნალობის ფარგლებში.
  • ვინაიდან დაფიქსირდა ჰიპონატრემიული კრუნჩხვები ამ პრეპარატის გამოიყენებისას ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და იმიპრამინის ჰიდროქლორიდთან, აუცილებელია შრატში ნატრიუმის და პლაზმის ოსმოსური წნევის მონიტორინგი.
  • ქლორპრომაზინმა, კარბამაზეპინმა, კლოფიბრატმა, ქლორპროპამიდმა, ინდომეტაცინმა და პროსტაგლანდინის სინთეტაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ წყლის შეკავების რისკი ანტიდიურეზული მოქმედების გაზრდით.
  • ანტიდიურეზული მოქმედება შეიძლება შემცირდეს გლიბენკლამიდთან ერთად მიღებისას.
  • ოქსიტოცინთან ერთად მიღებისას ანტიდიურეზული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს და საშვილოსნოს სისხლით მომარაგება შეიძლება შესუსტდეს.
  • არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას სიფრთხილეა საჭირო ჰიპონატრიემიის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის სითხის მიღების შეზღუდვით და შრატში ნატრიუმის მონიტორინგის გზით.
  • ლოპერამიდთან კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს წყლის შეკავების/ჰიპონატრიემიის რისკი დესმოპრესინის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 3-ჯერ გაზრდით.
  • დიმეთიკონით კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს დესმოპრესინის აბსორბცია.
  • ვინაიდან ადამიანის მიკროსომებით ჩატარებული ინ ვიტრო ანალიზისას ეს პრეპარატი არ ექვემდებარება რაიმე მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ღვიძლში, როგორც ჩანს, არ არსებობს ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმზე (in vivo კვლევები არ ჩატარებულა).
  • ნორმალური საკვების მიღება, რომელიც შედგება 27% ცხიმისგან, ამ პრეპარატის მიღების დროს ან დოზის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე, ამცირებს დესმოპრესინის შეწოვის სიჩქარეს დაახლოებით 40%-ით. თუმცა, არ დაფიქსირდა რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი ფარმაკოდინამიკის თვალსაზრისით (შარდის გამომუშავება ან ოსმოსური წნევა).
  • ვინაიდან საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, ყოველთვის მიიღეთ საკვებთან ერთად.
  • მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში
  • ორსულებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ამ პრეპარატის მიღებისას, რადგან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა რეპროდუქციულ ტესტში არ აღინიშნა არასასურველი ეფექტი ნაყოფზე, და ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა ორსულ ქალებში შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებისას, ორსულ ქალებზე ტესტირება არ არის საკმარისი. ამიტომ, ის უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში და ქალებში, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეფასებულია, რომ თერაპიული სარგებელი აღემატება რისკს.
  • ამ პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (300 მკგ-ს ნაზალური შეყვანა), ამ პრეპარატის დიდი რაოდენობა გადადის დედის რძეში. რეკომენდებულია ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა ლაქტაციის პერიოდში, რადგან ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
  • რეაგირება დოზის გადაჭარბებაზე
  • სიმპტომები: იზრდება წყლის შეკავებისა და ჰიპონატრიემიის რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, სიცივის შეგრძნება, ღებინება, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.
  • მკურნალობა: სიმპტომებიდან გამომდინარე, შეამცირეთ დოზა და შეზღუდეთ მოხმარებული წყლის რაოდენობა. ამ პრეპარატის სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. თუ პაციენტს აქვს წყლის მძიმე შეკავება, შეყვანილი უნდა იყოს იზოტონური ან ჰიპერტონული ფიზიოლოგიური ხსნარი. თუ აღინიშნება წყლის შეკავების მძიმე სიმპტომები (კრუნჩხვები, გონების დაკარგვა და ა.შ.), უნდა დაინიშნოს შარდმდენი, როგორიცაა ფუროსემიდი.
  • ინფორმაცია ბიოეკვივალენტობის ტესტირების შესახებ

ა. სისხლში დესმოპრესინის გაზომვის გზით 2X2 ჯვარედინი დიზაინის ტესტით 57 ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტში, რომლებშიც გამოიყენეოდა თითოეული საკვლევი პრეპარატის 2 ტაბლეტი დესმოპრესინი ტაბ. 0.2 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.) და რეფერენს პრეპარატი მინირინი ტაბ. 0.2 მგ (Korea Ferring Pharmaceuticals Co., Ltd.) შესაბამისად უზმოზე ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, როდესაც სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა შედარებითი შეფასების პარამეტრების ტრანსფორმაციით (AUCt, Cmax), საშუალო სხვაობის 90% ნდობის ინტერვალი იყო 0.8-დან 1.25-მდე, რაც ადასტურებს, რომ ისინი ბიოლოგიურად ექვივალენტური იყო.

კლასი

(დესმოპრესინი)

შედარებითი შეფასების პარამეტრი

რეფერენსის შეფასების პარამეტრი

AUC0-12სთ

(pg.სთ/მლ)

Cmax

(პგ/მლ)

Tmax (სთ)

t1/2 (სთ)

რეფერენს პრეპარატი

მინირინი ტაბ. 0.2 მგ

(Korea Ferring Pharmaceuticals Co., Ltd.)

108.5

+49.0

  • 94

+13.08

  • 5

(0.75-2.0)

  • 73

+0.40

საკვლევი პრეპარატი

დესმოპრესინი ტაბ. 0.2 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.)

114.7

+57.2

  • 10

+14.59

  • 5 (0.75
  • 2.0)
  • 71

+0.42

90% ნდობის ინტერვალი*

(სპეციფიკაცია: 0.8-1.25)

  • 9420
  • 1.1268
  • 9789-1.1429

-

-

(საშუალო მნიშვნელობა +სტანდარტული გადახრა, N=57)

AUCt: ფართობი სისხლის ან პლაზმის კონცენტრაცია- დროის მრუდის ქვეშ

Cmax: მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია

Tmax: მაქსიმალური დრო Cmax-ის მისაღწევად

t1/2: ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი

  • 90% ტრანსფორმირებული შედარებითი შეფასების პარამეტრების საშუალო სხვაობის 90% ნდობის ინტერვალი

ბ. ფარმაცევტული ექვივალენტობის ტესტის სტანდარტების 7(2) მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი იყო საკვლევ პრეპარატ დესმოპრესინი ტაბ. 0.1 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.) და რეფერენს პრეპარატ დესმოპრესინი ტაბ. 0.2 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.) დაშლის ტესტის შედარებითი მონაცემები და აღმოჩნდა, რომ დაშლის მოდელი ისეთივე იყო, როგორიც რეფერენს პრეპარატის. შესაბამისად, ბიოექვივალენტობა დადასტურდა მონაცემებით (მხოლოდ ნურიტანი ტაბ. 0.1 მგ-სთვის (დესმოპრესინის აცეტატი)).

გვერდითი მოვლენები

  • აღსანიშნავია, რომ შემდეგ პაციენტებსა და ხანდაზმულებში შეიძლება აღინიშნოს წყლით მძიმე ინტოქსიკაცია და ჰიპონატრიემია, რასაც თან ახლავს კომა, კრუნჩხვები, წონის მომატება და სხვ.
  • ენურეზის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია შემდეგი: ალერგიული რეაქცია, ჰიპონატრიემია, ემოციური აშლილობა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, კანის ალერგიული რეაქცია.
  • ღამის შარდვის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, პაციენტების 35%-ს, რომლებმაც აღნიშნეს გვერდითი მოვლენები, განუვითარდა გვერდითი რეაქცია დოზის კორექციის დროს. მოხსენებული გვერდითი რეაქციები მოიცავდა ჰიპონატრიემიას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, პერიფერიულ შეშუპებას, გახშირებულ შარდვას, მუცლის ტკივილს, გულისრევას, წყურვილის შეგრძნებას და წონის მატებას.
  • ზოგადი სიფრთხილის ზომები
  • თუ არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სტიმულაციის უკმარისობა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პირველი მიღების შემდეგ და მიღების დროს, წყლით ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.
  • წყლის მიღება უნდა შეიზღუდოს ამ პრეპარატის მიღებამდე 1 საათით ადრე და მიღებიდან 8 საათამდე.

თუმცა, თირკმელების ფუნქციის დიაგნოსტიკისას, წყლის მიღება შემოიფარგლება მაქსიმუმ 0,5 ლ-მდე ამ პრეპარატის მიღებამდე 1 საათიდან და მიღებიდან 12 საათამდე. სითხის შეუზღუდავმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და/ან ჰიპონატრიემია (თავის ტკივილი, გულისრევა/ღებინება, წონის მომატება და მძიმე შემთხვევებში, კრუნჩხვები).

  • კლინიკურ კვლევებში ჰიპონატრიემიის სიხშირე უფრო მაღალი იყო 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ამიტომ, რეკომენდებული არ არის მკურნალობის დაწყება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით პაციენტებში ისეთი მდგომარეობებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი. ჰიპონატრიემიის რისკი მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნატრიუმის დაბალი დონე შრატში და დიდი 24-საათიანი კუმულაციური დაცლის მოცულობის მქონე პაციენტებში (>2,8-3 ლ). თუ მკურნალობა განიხილება ხანდაზმულ პაციენტებში, შრატში ნატრიუმი უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 დღის შემდეგ ან დოზის გაზრდისას და საჭიროების შემთხვევაში, შეყვანისას. თუ აღინიშნება წყლის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის სიმპტომები (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, წონის მომატება და კრუნჩხვები და სხვ.), პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს პაციენტის მდგომარეობის სრულად აღდგენამდე. მკურნალობის განახლებისას აუცილებელია სითხის მკაცრი შეზღუდვა.
  • ნოქტურიის დიაგნოსტიკისთვის შარდვის სიხშირე/გამოყოფის მოცულობა უნდა აღირიცხოს აღრიცხვის ფურცელში მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 2 დღით ადრე. ღამის პოლიურიად განიხილება მდგომარება, როდესაც წარმოქმნილი ნოქტურიის რაოდენობა აღემატება შარდის ბუშტის ფუნქციურ მოცულობას, ან 24-საათიან პერიოდში დაგროვილი შარდის მოცულობის 1/3-ზე მეტია.
  • მკურნალობა უნდა შეწყდეს მწვავე პერიოდული დაავადებების დროს, როგორიცაა სისტემური ინფექცია, ცხელება და კუჭ-ნაწლავის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სითხის და/ან ელექტროლიტების დისბალანსი.
  • ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შენახვის პირობები

დალუქული კონტეინერი, ოთახის ტემპერატურა (1-30℃)

■ შენახვის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან

■ შეფუთვა: 30 ტაბლეტი/ ბოთლი

ამ მედიკამენტს გავლილი აქვს მკაცრი ხარისხის კონტროლი. შეძენისას გასულია ვარგისიანობის ვადა ან თუ დისტრიბუციის პროცესში აღმოჩნდა, რომ პრეპარატი გაფუჭებული ან დაზიანებულია, ჩვენ შევცვლით მას იმ აფთიაქის მეშვეობით, სადაც ის იყო შეძნილია. პრეპარატთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე 070-4346-1213.

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ თანდართული დოკუმენტი და შეინახეთ თანდართული დოკუმენტი პრეპარატთან ერთად.

სხვა ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სურსათისა და წამლის უსაფრთხოების სამინისტროს მედიკამენტების ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის „პრეპარატის ძიების“ ველში (https://nedrug.mfds.go.kr).

განცხადება პრეპარატით გამოწვეული გვერდითი ეფექტებისგან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად: კორეის წამლის უსაფრთხოებისა და რისკის მართვის ინსტიტუტი (1644-6223, 14-3330)

პრეპარატები უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რევიზიის თარიღი:2021.08.05

■ მწარმოებელი: NEXPHARM KOREA CO., LTD.

168-41, Osongsaengmyeong 4-ro, Osong-eup, Heungdeok-gu, Cheongju-si, Chungcheongbuk-do, კორეა

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

PET257102-02

ნურიტანი ტაბლეტი 0.1 მგ/0.2 მგ (დესმოპრესინის აცეტატი)

დესმოპრესინის აცეტატი 0.1მგ/0.2 მგ

რეცეპტორული მედიკამენტი

კლასიფიკაციის N. 02410

■ სამკურნალო ნივთიერება და შემადგენლობა: 1 ტაბლეტზე

ნურიტანი ტაბლეტი 0.1 მგ (დესმოპრესინის აცეტატი)

აქტიური ნივთიერება: დესმოპრესინის აცეტატი (0,089 მგ დესმოპრესინის სახით) (EP) – 0,1 მგ

დამხმარე ნივთიერება (ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტი): ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხა, რძე)

სხვა დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი

ნურიტანი ტაბლეტი 0.2 მგ (დესმოპრესინის აცეტატი)

აქტიური ნივთიერება: დესმოპრესინის აცეტატი (0,178 მგ დესმოპრესინის სახით) (EP) – 0,2 მგ

დამხმარე ნივთიერება (ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტი): ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხა, რძე)

სხვა დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი

■ გარეგნობა

ნურიტანი ტაბლეტი 0.1 მგ (დესმოპრესინის აცეტატი): თეთრი ოვალური ტაბლეტი

ნურიტანი ტაბლეტი 0.2 მგ (დესმოპრესინის აცეტატი): თეთრი მრგვალი ტაბლეტი

■ ჩვენება

პირველადი ღამის ენურეზი (5 წლის ზემოთ ასაკში), ღამის პოლიურიასთან დაკავშირებული ნოქტურიის სიმპტომების მკურნალობა (მხოლოდ მოზრდილებში)

■ დოზირება და მიღება

პირველადი ღამის ენურეზი (5 წლის ზემოთ ასაკში)

: მიიღება 0,2 მგ დესმოპრესინის აცეტატი პერორალურად ძილის წინ. თუ ეფექტი არ არის საკმარისი, დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.4 მგ-მდე. გადაწყვეტილება გამოყენების გაგრძელების შესახებ მიღებული უნდა იყოს მაშინ, როდესაც მიღება შეწყვეტილია მინიმუმ 1 კვირა 3-თვიანი გამოყენების შემდეგ.

ღამის პოლიურიასთან დაკავშირებული ნოქტურიის სიმპტომების მკურნალობა (მხოლოდ მოზრდილებში)

: მიიღება 0,1 მგ დესმოპრესინის აცეტატი პერორალურად ძილის წინ. თუ ეფექტი არ არის საკმარისი 1 კვირის შემდეგ, დოზა იზრდება 0,2 მგ-მდე დღეში. თუ ეფექტი მაინც არ არის საკმარისი, დოზა შეიძლება გაიზარდოს ყოველკვირეული ინტერვალით 0,4 მგ-მდე დესმოპრესინის აცეტატის გამოყენებით.

თუ დოზის დადგენიდან 4 კვირის განმავლობაში კლინიკური ეფექტი არ აღინიშნება, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული პირველადი მკურნალობის სახით. ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, უნდა გაკონტროლდეს შრატში ნატრიუმის დონეები.

(იხილეთ 5. ზოგადი სიფრთხილის ზომები, სიფრთხილის ზომები გამოყენებისას)

■ სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

  • გაფრთხილება

შემდეგ პაციენტებსა და ხანდაზმულებში შეიძლება აღინიშნოს კომა და სხვ. ჰიპონატრიემიისა და წყლით ინტოქსიკაციის გამო. ამის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილეა საჭირო, რომ მიღებული იყოს მხოლოდ იმ რაოდენობის წყალი, რაც საჭიროა წყურვილის დასაკმაყოფილებლად.

  • ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პაციენტებში:
  • პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ან ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა ამ პრეპარატის და მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
  • თანდაყოლილი და ფსიქოლოგიური პოლიდიფსიის მქონე პაციენტები

(თუ შარდის მოცულობა აღემატება 40 მლ/კგ-ს 24 საათში)

  • მეტაბოლური დისფუნქციით გამოწვეული გულის უკმარისობის მქონე პაციენტები
  • პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულებს
  • პაციენტები ნეფროგენული შაქრიანი დიაბეტით
  • ღამის ენურეზის სამკურნალოდ, ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში
  • პაციენტები თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლები)
  • პაციენტები ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომით
  • ჰიპონატრიემიის დიაგნოზის მქონე პაციენტები
  • ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გენეტიკური პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
  • ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შემდეგ პაციენტებში:
  • პაციენტები სისხლის მიმოქცევის დაავადებით, მძიმე არტერიოსკლეროზით ან კორონარული თრომბოზით, რომელსაც თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა (შეიძლება გააუარესოს სიმპტომები არტერიული წნევის მომატებით)
  • თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები
  • ორსული ქალები, ან ქალები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ორსულად
  • ბავშვები და ხანდაზმულები
  • პაციენტები დაავადებებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი და პაციენტები ქალასშიდა წნევის მომატების რისკით
  • პაციენტები დაავადებებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი, როგორიცაა კისტოზური ფიბროზი (შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია)
  • პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ გადაუდებელი შარდვის საჭიროება და/ან მომატებული შარდვა ან ნოქტურია დისპოზიციური მიზეზების გამო (მაგ. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტში კენჭები/სიმსივნე), პოლიდიფსია და შაქრიანი დიაბეტი, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება, მკურნალობა უნდა იყოს ორიენტირებული მათ დაავადებებზე.
  • არასასურველი რეაქცია
  • აღსანიშნავია, რომ შემდეგ პაციენტებსა და ხანდაზმულებში შეიძლება აღინიშნოს წყლით მძიმე ინტოქსიკაცია და ჰიპონატრიემია, რასაც თან ახლავს კომა, კრუნჩხვები, წონის მომატება და სხვ.
  • ენურეზის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია შემდეგი: ალერგიული რეაქცია, ჰიპონატრიემია, ემოციური აშლილობა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, კანის ალერგიული რეაქცია.
  • ღამის შარდვის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, პაციენტების 35%-ს, რომლებმაც აღნიშნეს გვერდითი მოვლენები, განუვითარდა გვერდითი რეაქცია დოზის კორექციის დროს. მოხსენებული გვერდითი რეაქციები მოიცავდა ჰიპონატრიემიას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, პერიფერიულ შეშუპებას, გახშირებულ შარდვას, მუცლის ტკივილს, გულისრევას, წყურვილის შეგრძნებას და წონის მატებას.
  • ზოგადი სიფრთხილის ზომები
  • თუ არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სტიმულაციის უკმარისობა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პირველი მიღების შემდეგ და მიღების დროს, წყლით ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.
  • წყლის მიღება უნდა შეიზღუდოს ამ პრეპარატის მიღებამდე 1 საათით ადრე და მიღებიდან 8 საათამდე.

თუმცა, თირკმელების ფუნქციის დიაგნოსტიკისას, წყლის მიღება შემოიფარგლება მაქსიმუმ 0,5 ლ-მდე ამ პრეპარატის მიღებამდე 1 საათიდან და მიღებიდან 12 საათამდე. სითხის შეუზღუდავმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და/ან ჰიპონატრიემია (თავის ტკივილი, გულისრევა/ღებინება, წონის მომატება და მძიმე შემთხვევებში, კრუნჩხვები).

  • კლინიკურ კვლევებში ჰიპონატრიემიის სიხშირე უფრო მაღალი იყო 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ამიტომ, რეკომენდებული არ არის მკურნალობის დაწყება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით პაციენტებში ისეთი მდგომარეობებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი. ჰიპონატრიემიის რისკი მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნატრიუმის დაბალი დონე შრატში და დიდი 24-საათიანი კუმულაციური დაცლის მოცულობის მქონე პაციენტებში (>2,8-3 ლ). თუ მკურნალობა განიხილება ხანდაზმულ პაციენტებში, შრატში ნატრიუმი უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 დღის შემდეგ ან დოზის გაზრდისას და საჭიროების შემთხვევაში, შეყვანისას. თუ აღინიშნება წყლის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის სიმპტომები (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, წონის მომატება და კრუნჩხვები და სხვ.), პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს პაციენტის მდგომარეობის სრულად აღდგენამდე. მკურნალობის განახლებისას აუცილებელია სითხის მკაცრი შეზღუდვა.
  • ნოქტურიის დიაგნოსტიკისთვის შარდვის სიხშირე/გამოყოფის მოცულობა უნდა აღირიცხოს აღრიცხვის ფურცელში მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 2 დღით ადრე. ღამის პოლიურიად განიხილება მდგომარება, როდესაც წარმოქმნილი ნოქტურიის რაოდენობა აღემატება შარდის ბუშტის ფუნქციურ მოცულობას, ან 24-საათიან პერიოდში დაგროვილი შარდის მოცულობის 1/3-ზე მეტია.
  • მკურნალობა უნდა შეწყდეს მწვავე პერიოდული დაავადებების დროს, როგორიცაა სისტემური ინფექცია, ცხელება და კუჭ-ნაწლავის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სითხის და/ან ელექტროლიტების დისბალანსი.
  • ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
  • ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
  • ამ პრეპარატის კუმშვადობის მოქმედება ძალიან დაბალია ანტიდიურეზულ მოქმედებასთან შედარებით, მაგრამ აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი ამ პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას სხვა შემკუშავ საშუალებებთან ერთად კომბინირებული მკურნალობის ფარგლებში.
  • ვინაიდან დაფიქსირდა ჰიპონატრემიული კრუნჩხვები ამ პრეპარატის გამოიყენებისას ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და იმიპრამინის ჰიდროქლორიდთან, აუცილებელია შრატში ნატრიუმის და პლაზმის ოსმოსური წნევის მონიტორინგი.
  • ქლორპრომაზინმა, კარბამაზეპინმა, კლოფიბრატმა, ქლორპროპამიდმა, ინდომეტაცინმა და პროსტაგლანდინის სინთეტაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ წყლის შეკავების რისკი ანტიდიურეზული მოქმედების გაზრდით.
  • ანტიდიურეზული მოქმედება შეიძლება შემცირდეს გლიბენკლამიდთან ერთად მიღებისას.
  • ოქსიტოცინთან ერთად მიღებისას ანტიდიურეზული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს და საშვილოსნოს სისხლით მომარაგება შეიძლება შესუსტდეს.
  • არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას სიფრთხილეა საჭირო ჰიპონატრიემიის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის სითხის მიღების შეზღუდვით და შრატში ნატრიუმის მონიტორინგის გზით.
  • ლოპერამიდთან კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს წყლის შეკავების/ჰიპონატრიემიის რისკი დესმოპრესინის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 3-ჯერ გაზრდით.
  • დიმეთიკონით კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს დესმოპრესინის აბსორბცია.
  • ვინაიდან ადამიანის მიკროსომებით ჩატარებული ინ ვიტრო ანალიზისას ეს პრეპარატი არ ექვემდებარება რაიმე მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ღვიძლში, როგორც ჩანს, არ არსებობს ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმზე (in vivo კვლევები არ ჩატარებულა).
  • ნორმალური საკვების მიღება, რომელიც შედგება 27% ცხიმისგან, ამ პრეპარატის მიღების დროს ან დოზის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე, ამცირებს დესმოპრესინის შეწოვის სიჩქარეს დაახლოებით 40%-ით. თუმცა, არ დაფიქსირდა რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი ფარმაკოდინამიკის თვალსაზრისით (შარდის გამომუშავება ან ოსმოსური წნევა).
  • ვინაიდან საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, ყოველთვის მიიღეთ საკვებთან ერთად.
  • მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში
  • ორსულებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ამ პრეპარატის მიღებისას, რადგან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა რეპროდუქციულ ტესტში არ აღინიშნა არასასურველი ეფექტი ნაყოფზე, და ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა ორსულ ქალებში შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებისას, ორსულ ქალებზე ტესტირება არ არის საკმარისი. ამიტომ, ის უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში და ქალებში, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეფასებულია, რომ თერაპიული სარგებელი აღემატება რისკს.
  • ამ პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (300 მკგ-ს ნაზალური შეყვანა), ამ პრეპარატის დიდი რაოდენობა გადადის დედის რძეში. რეკომენდებულია ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა ლაქტაციის პერიოდში, რადგან ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
  • რეაგირება დოზის გადაჭარბებაზე
  • სიმპტომები: იზრდება წყლის შეკავებისა და ჰიპონატრიემიის რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, სიცივის შეგრძნება, ღებინება, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.
  • მკურნალობა: სიმპტომებიდან გამომდინარე, შეამცირეთ დოზა და შეზღუდეთ მოხმარებული წყლის რაოდენობა. ამ პრეპარატის სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. თუ პაციენტს აქვს წყლის მძიმე შეკავება, შეყვანილი უნდა იყოს იზოტონური ან ჰიპერტონული ფიზიოლოგიური ხსნარი. თუ აღინიშნება წყლის შეკავების მძიმე სიმპტომები (კრუნჩხვები, გონების დაკარგვა და ა.შ.), უნდა დაინიშნოს შარდმდენი, როგორიცაა ფუროსემიდი.
  • ინფორმაცია ბიოეკვივალენტობის ტესტირების შესახებ

ა. სისხლში დესმოპრესინის გაზომვის გზით 2X2 ჯვარედინი დიზაინის ტესტით 57 ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტში, რომლებშიც გამოიყენეოდა თითოეული საკვლევი პრეპარატის 2 ტაბლეტი დესმოპრესინი ტაბ. 0.2 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.) და რეფერენს პრეპარატი მინირინი ტაბ. 0.2 მგ (Korea Ferring Pharmaceuticals Co., Ltd.) შესაბამისად უზმოზე ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, როდესაც სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა შედარებითი შეფასების პარამეტრების ტრანსფორმაციით (AUCt, Cmax), საშუალო სხვაობის 90% ნდობის ინტერვალი იყო 0.8-დან 1.25-მდე, რაც ადასტურებს, რომ ისინი ბიოლოგიურად ექვივალენტური იყო.

კლასი

(დესმოპრესინი)

შედარებითი შეფასების პარამეტრი

რეფერენსის შეფასების პარამეტრი

AUC0-12სთ

(pg.სთ/მლ)

Cmax

(პგ/მლ)

Tmax (სთ)

t1/2 (სთ)

რეფერენს პრეპარატი

მინირინი ტაბ. 0.2 მგ

(Korea Ferring Pharmaceuticals Co., Ltd.)

108.5

+49.0

  • 94

+13.08

  • 5

(0.75-2.0)

  • 73

+0.40

საკვლევი პრეპარატი

დესმოპრესინი ტაბ. 0.2 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.)

114.7

+57.2

  • 10

+14.59

  • 5 (0.75
  • 2.0)
  • 71

+0.42

90% ნდობის ინტერვალი*

(სპეციფიკაცია: 0.8-1.25)

  • 9420
  • 1.1268
  • 9789-1.1429

-

-

(საშუალო მნიშვნელობა +სტანდარტული გადახრა, N=57)

AUCt: ფართობი სისხლის ან პლაზმის კონცენტრაცია- დროის მრუდის ქვეშ

Cmax: მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია

Tmax: მაქსიმალური დრო Cmax-ის მისაღწევად

t1/2: ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი

  • 90% ტრანსფორმირებული შედარებითი შეფასების პარამეტრების საშუალო სხვაობის 90% ნდობის ინტერვალი

ბ. ფარმაცევტული ექვივალენტობის ტესტის სტანდარტების 7(2) მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი იყო საკვლევ პრეპარატ დესმოპრესინი ტაბ. 0.1 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.) და რეფერენს პრეპარატ დესმოპრესინი ტაბ. 0.2 მგ (NEXPHARM KOREA CO., LTD.) დაშლის ტესტის შედარებითი მონაცემები და აღმოჩნდა, რომ დაშლის მოდელი ისეთივე იყო, როგორიც რეფერენს პრეპარატის. შესაბამისად, ბიოექვივალენტობა დადასტურდა მონაცემებით (მხოლოდ ნურიტანი ტაბ. 0.1 მგ-სთვის (დესმოპრესინის აცეტატი)).

■ შენახვის პირობები: დალუქული კონტეინერი, ოთახის ტემპერატურა (1-30℃)

■ შენახვის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან

■ შეფუთვა: 30 ტაბლეტი/ ბოთლი

ამ მედიკამენტს გავლილი აქვს მკაცრი ხარისხის კონტროლი. შეძენისას გასულია ვარგისიანობის ვადა ან თუ დისტრიბუციის პროცესში აღმოჩნდა, რომ პრეპარატი გაფუჭებული ან დაზიანებულია, ჩვენ შევცვლით მას იმ აფთიაქის მეშვეობით, სადაც ის იყო შეძნილია. პრეპარატთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე 070-4346-1213.

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ თანდართული დოკუმენტი და შეინახეთ თანდართული დოკუმენტი პრეპარატთან ერთად.

სხვა ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სურსათისა და წამლის უსაფრთხოების სამინისტროს მედიკამენტების ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის „პრეპარატის ძიების“ ველში (https://nedrug.mfds.go.kr).

განცხადება პრეპარატით გამოწვეული გვერდითი ეფექტებისგან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად: კორეის წამლის უსაფრთხოებისა და რისკის მართვის ინსტიტუტი (1644-6223, 14-3330)

პრეპარატები უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რევიზიის თარიღი:2021.08.05

■ მწარმოებელი: NEXPHARM KOREA CO., LTD.

168-41, Osongsaengmyeong 4-ro, Osong-eup, Heungdeok-gu, Cheongju-si, Chungcheongbuk-do, კორეა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა