პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები

უროპრესი

UROPRES®

რეცეპტით0,1მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

როგორც ანტიდიურეზული საშუალება: ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობა; პოსტტრავმული პოლიურიის და პოლიდიფსიის დროს ჰიპოფიზექტომიის, ჰიპოფიზის არეში ან ქალა-ტვინის ტრავმების ოპერაციების შემდეგ ანტიდიურეზული ჰორმონის ტრანზიტორული უკმარისობის ან არარსებობის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესმოპრესინი (desmopressin)
ფორმა და შეფუთვა
0,1მგ/მლ 5მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
«Farmak» JSC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ვაზოპრესინი და ანალოგები
ATC კოდი
H01BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040150
რეგისტრირებულია
6 თებერვალი 2024, მოქმედებს 6 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
განმცხადებელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაუროპრესი და სხვა წამალი ერთად

უროპრესი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როგორც ანტიდიურეზული საშუალება: ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობა; პოსტტრავმული პოლიურიის და პოლიდიფსიის დროს ჰიპოფიზექტომიის, ჰიპოფიზის არეში ან ქალა-ტვინის ტრავმების ოპერაციების შემდეგ ანტიდიურეზული ჰორმონის ტრანზიტორული უკმარისობის ან არარსებობის დროს.

როგორც დიაგნოსტიკური საშუალება: ექსპრეს ტესტისთვის თირკმელების კონცენტრაციული უნარის დასადგენად; უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ინტრანაზალურად. გამოყენების წინ საჭიროა ცხვირის გამოწმენდა.

1 სპრეი-დოზა შეიცავს 5 მკგ აქტიურ ნივთიერებას და შეესაბამება ერთ დაჭერას.

უშაქრო დიაბეტი, ცენტრალური გენეზის პოსტტრავმული პოლიურია და პოლიდიფსია

დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, თუმცა მოზრდილებისათვის ოპტიმალური დოზაა 10-20 მკგ (2-4 დაჭერა) 1-2-ჯერ დღე-ღამეში. 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დოზა შეადგენს 10 მკგ-ს (2 დაჭერას) 1-2-ჯერ დღე-ღამეში. სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის სიმპტომების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა დოზის კორექცია.

თირკმლების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრის ექსპრეს-ტესტი და უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ტესტი

თირკმელების კონცენტრაციული უნარის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი დოზები: მოზრდილები - 40 მკგ (8 დაჭერა), 1 წლამდე ასაკის ბავშვები - 10 მკგ (2 დაჭერა), 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 20 მკგ (4 დაჭერა).

ექსპრეს-ტესტი გამოიყენება დიფერენციალური დიაგნოზისთვის უშაქრო დიაბეტსა და სხვა გენეზის პოლიურიულ სინდრომს შორის, ასევე, თირკმელების კონცენტრაციული უნარის დაქვეითების განსაზღვრისთვის, რომელიც დაკავშირებულია შარდის გამომყოფ გზებთან (ცისტიტი, პიელონეფრიტი). ტესტი, ასევე, გამოიყენება ტუბულოინტერსტიციალური დაზიანების ადრეული დიაგნოსტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია, მაგალითად, ლითიუმის პრეპარატებით, ანალგეტიკებით, ქიმიოთერაპიული პრეპარატებით და იმუნოსუპრესორებით.

ექსპრეს-ტესტის ჩატარება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. პრეპარატის გამოყენებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში სითხის მიღება უნდა შეიზღუდოს. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და გულის დაავადებების ან არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მიღებული სითხის რაოდენობა უნდა შემცირდეს ორჯერ.

ტესტის ჩატარებამდე უნდა განისაზღვროს შარდის ოსმოლარობა. დესმოპრესინის შეყვანის შემდეგ უნდა იქნას აღებული შარდის 2 ნიმუში (სასურველია 2 და 4 საათის შემდეგ). პირველი საათის განმავლობაში მიღებული შარდი უნდა შეგროვდეს ცალკე და გადაიღვაროს. შარდის ორივე ნიმუშში განისაზღვრება ოსმოლარობა. თირკმელების კონცენტრაციული უნარის დასადგენად ოსმოლარობის მიღწეული უდიდესი მნიშვნელობა უნდა შედარდეს ტესტის ჩატარებამდე არსებულ ან რეფერენტულ მაჩვენებელთან, რომელიც შეესაბამება პაციენტის ასაკს (მოზრდილებისათვის - 800-1000 მოსმ/კგ). შარდის ოსმოლარობის დაბალი მაჩვენებლები, ზრდის არარსებობა ან უმნიშვნელო ზრდა მიუთითებს თირკმლების კონცენტრაციული უნარის დარღვევაზე. თუ შარდის ოსმოლარობა მნიშვნელოვნად იმატებს, ხოლო შარდის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება, ეს მიუთითებს, რომ პოლიურია დაკავშირებულია ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტთან.

ნაზალური სპრეის გამოყენების სქემა:

მოხსენით დამცავი ხუფი ფლაკონს.

მოიყვანეთ მოქმედებაში გამფრქვევზე დაჭერით (საცდელი გაფრქვევა).

მოთავსდით ვერტიკალურ მდგომარეობაში და მოათავსეთ საცმის თავი რიგრიგობით ორივე ნესტოში და დააჭირეთ ტუმბო-დოზატორს.

გამოყენების შემდეგ დაახურეთ ხუფი ფლაკონს.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება უფროსების ზედამხედველობით, რათა გაკონტროლდეს პრეპარატის დოზა.

თირკმელების კონცენტრაციული უნარის ტესტი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაციონარის პირობებში და შემდგომი დაკვირვებით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დესმოპრესინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

პირველადი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია, პოლიდიფსია ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში;

ვილენბრანდის დაავადების მძიმე ფორმები (ტიპი IIბ);

VIII ფაქტორის აქტივობის დაქვეითება 5%-მდე და VIII ფაქტორის მიმართ ანტისხეულების არსებობა;

გულის უკმარისობა ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ დიურეზულების დანიშვნას;

თირმელების ზომიერი ან გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ ნაკლები);

ჰიპონატრიემია;

ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე მცირე დოზით, დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით, სიფრთხილით. უროპრესი, ნაზალური სპრეი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც უკუნაჩვენებია დესმოპრესინის ტაბლეტის პერორალური მიღება.

დესმოპრესინით თერაპიამ სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და ჰიპონატრიემია, რომლებიც ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა: სხეულის მასის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და შეშუპება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა. ჰიპერჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის ბალანსის შენარჩუნება.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობის დროს მძიმე ჰიპონატრიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის გამოყენებასთან.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით: ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში; მდგომარეობების დროს, რომლებიც ხასიათდება წყლის და/ან ელექტროლიტების დისბალანსით; ქალასშიდა წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებში; თრომბოზის რისკის მქონე პაციენტებში.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მუკოვისციდოზით დაავადებულებში.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს შარდის ბუშტის დისფუნქცია და შარდსადენის ობსტრუქცია.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტთან უნდა მოხდეს შეთანხმება სითხის მიღების შეზღუდვაზე. პაციენტები, მშობლები (თუ პაციენტი ბავშვია) და სამედიცინო პერსონალი გაფრთხილებული უნდა იყვნენ სითხით დატვირთვის თავიდან აცილების აუცილებლობაზე (მათ შორის, ცურვაზე სიარულის დროს) და დესმოპრესინის მიღება უნდა შეწყდეს ღებინების და ფაღარათის დროს, სანამ არ აღდგება სითხის ბალანსი.

ჰიპონატრიემიული კრუნჩხვების რისკი შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმუმამდე, თუ მოხდება რეკომენდებული საწყისი დოზის მიღება და გამოირიცხება ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება, რომლებიც ზრდის ვაზოპრესინის სეკრეციას.

სითხის შეკავების არსებობა შეიძლება დადგინდეს პაციენტის სხეულის მასის, სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის ან ოსმოლარობის მონიტორინგით.

სხეულის მასის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის დოზის გადაჭარბებასთან ან უფრო ხშირად - ჰიპერჰიდრატაციასთან.

დესმოპრესინისთ მკურნალობა უნდა შეწყდეს სხვა მწვავე ინტერკურენტული დაავადებების განვითარების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის დარღვევა, როგორიცააL სისტემური ინფექციები, გასტროენტერიტი, ცხელება.

სიფრთხილის ზომები ჰიპონატრიემიის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის სითხის მიღების შეზღუდვა და შრატის ნატრიუმის უფრო ხშირი მონიტორინგი, უნდა იქნას მიღებული ისეთი პრეპარატებით თანმხლები თერაპიის დროს, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევს ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომს, მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

თირკმელების კონცენტრაციული უნარის ტესტის ჩატარების დროს სითხის მოცულობა უნდა შეიზღუდოს 0.5 ლ-მდე, განსაკუთრებით, პრეპარატის მიღებამდე 1 საათით ადრე და მიღების შემდეგ 8 საათის განმავლობაში.

უშაქრო დიაბეტზე დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარების ან თირკმლის კონცენტრაციული უნარის ტესტის შემდეგ საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რათა არ მოხდეს სითხით გადატვითვა. სითხის მიღება, პერორალურად ან პარენტერალურად, არ უნდა იყოს იძულებითი და პაციენტებმა უნდა მიიღონ იმდენი სითხე, რაც აუცილებელია წყურვილის დასაკმაყოფილებლად.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა, რომელსაც შეიცავს პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. თუ არსებობს ეჭვი ასეთი რეაქციის არსებობაზე (ცხვირის ქრონიკული გაჭედილობა), პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი პრეპარატის ნაზალურ ფორმაზე, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტს.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა, რომელსაც შეიცავს პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი. უროპრესი, ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ცხვირის ლორწოვანი გარსის ცვლილებების დროს: დაზიანება, შეშუპება ან სხვა დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის ცვლილება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის გამოწვევა, მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი, დიაბეტის საწინააღმდეგო სულფონილშარდოვანას კლასის ზოგიერთი პრეპარატი (კერძოდ, ქლორპროპამიდი), შეუძლია გააძლიეროს ანტიდიურეზული ეფექტი და გაზარდოს სითხის შეკავების რისკი და ჰიპონატრიემია.

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება ან ჰიპონატრიემია.

ოქსიტოცინთან ერთდროული შეყვანისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერება და საშვილოსნოს პერფუზიის დაქვეითება.

კლოფიბრატს და ინდომეტაცინს შეუძლია გააძლიეროს დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი, გლიბენკლამიდსა და ლითიუმის მარილებს შეუძლია დააქვეითოს ეს ეფექტი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები გამოიყენება ერთდროულად, საჭიროა არტერიული წნევის, პლაზმაში ნატრიუმის დონის და დიურეზის კონტროლი.

დესმოპრესინის ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც გავლენას ახდენს ღვიძლის მეტაბოლიზმზე, ნაკლებსავარაუდოა, რადგან ადამიანის ღვიძლის უჯრედებში მიკროსომული მეტაბოლიზმის კვლევებმა in vitro არ გამოავლინა დესმოპრესინის მნიშვნელოვანი მეტაბოლიზმი. თუმცა, ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები in vivo არ არის ჩატარებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დესმოპრესინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულებში. რეპროდუქციული უნარის კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და ბოცვრებზე ადამიანის დოზაზე 100-ჯერ მეტი დოზებით, არ აჩვენა დესმოპრესინის რაიმე საზიანო გავლენა ნაყოფზე. ასევე, იშვიათად აღინიშნა ბავშვების განვითარების მანკები, რომელთა დედებიც იტარებდნენ მკურნალობას უშაქრო დიაბეტის გამო ორსულობის დროს. თუმცა, არსებული მონაცემებით, არ დგინდება მთელი ორსულობის განმავლობაში დესმოპრესინის მიღების გამო ბავშვების განვითარების მანკების სიხშირის გაზრდა.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში: დედების რძის ანალიზის მიხედვით, რომლებიც ჩვილებს კვებავდნენ რძით და იღებდნენ დესმოპრესინის დიდ დოზებს (300 მკგ-ს ინტრანაზალურად), დესმოპრესინის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაეცეს ჩვილს, გაცილებით მცირეა იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია, რათა მოხდეს დიურეზზე გავლენა.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

პრეპარატს არ აქვს ან ძალიან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ცხელება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ჰიპონატრიემია, გაუწყლოება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, თავის ტვინის შეშუპება, ჰიპონატრიემიული კრუნჩხვები, კრუნჩხვები, ცნობიერების არევა, ცნობიერების დაქვეითება, კომა.

ფსიქიკის მხრივ: უძილობა, აფექტური ლაბილობა, კოშმარები, ნერვიულობა, აგრესიულობა, ემოციური დარღვევები ბავშვებში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, წამოხურება; გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სტენოკარდიული შეტევა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის გაჭედილობა, რინიტი, ცხვირიდან სისხლდენა, ყელის სიმშრალე, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გასტროენტერიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გაძლიერებული ოფლიანობა, ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სპაზმები.

ზოგადი დარღვევები: მომატებული დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მკერდის არეში, შემცივნება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: სხეულის ტემპერატურის მომატება, სხეულის მასის მომატება.

პედიატრიული პოპულაცია: ჰიპონატრიემია არის შექცევადი ხასიათის მდგომარეობა, ბავშვებში ხშირად აღინიშნება დღის რეჟიმის ცვლილების გამო, რომელიც მოქმედებს წყლის მოხმარებაზე და/ან ოფლის გამოყოფაზე.

პაციენტების სხვა განსაკუთებული ჯგუფები: მცირე ასაკის ბავშვებში, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებშიც სისხლის შრატში ნატრიუმის კონცენტრაცია ნორმის ქვედა ზღვარზეა, შეიძლება აღინიშნოს ჰიპონატრიემიის მომატებული რისკი.

ჭარბი დოზა

დესმოპრესინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია და კრუნჩხვები. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ძალიან დიდი დოზებით მიღებისას, დესმოპრესინთან ერთად ან მისი გამოყენების შემდეგ სითხის დიდი რაოდენობით მიღებისას, პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანისას მისი შეწოვის არაადეკვატური პირობების არსებობის შემთხვევაში. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: სხეულის მასის მომატება (წყლის შეკავება), თავის ტკივილი, გულისრევა, უმნიშვნელო არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, „ალები“, მძიმე შემთხვევებში - ჰიპერჰიდრატაცია და კრუნჩხვები.

დოზის გადაჭარბება შეიძლება აღინიშნოს ადრეული ასაკის ბავშვებში დოზის არასწორად შერჩევის გამო.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა, გაიზარდოს დოზებს შორის ინტერვალი ან მოიხსნას პრეპარატი. თავის ტვინის შეშუპების განვითარებისას საჭიროა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციის განყოფილებაში. ბავშვებში კრუნჩხვების განვითარება ასევე მოითხოვს გადაუდებელ ინტენსიურ თერაპიას. ჰიპონატრიემიის განვითარების შემთხვევაში დესმოპრესინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეიზღუდოს სითხის მიღება, სანამ არ ნორმალიზდება შრატის ნატრიუმის დონე. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. თუ არსებობს დიურეზული თერაპიის ჩვენება, შესაძლებელია სალურეტიკების, მაგალითად, ფუროსემიდის, გამოყენება.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი

1 მლ ხსნარი შეიცავს დესმოპრესინის აცეტატს დესმოპრესინის 100% ნივთიერებაზე გადათვლით 0.1 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, ბეტაინის ჰიდროქლორიდი, გაწმენდილი წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. ნაზალური სპრეი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე. შენჯღრევისას წარმოიქმნება ქაფის ფენა, რომელიც ქრება 30 წუთის შემდეგ.

შენახვის პირობები

2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ შენახვის ვადაა 50 დღე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 2-8˚C ტემპერატურაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ჰორმონული პრეპარატები, გარდა სასქესო ჰორმონებისა და ინსულინებისა. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ვაზოპრესინი და მისი ანალოგები. ათქ კოდი: H01BA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დესმოპრესინი - ბუნებრივი ჰორმონის L-არგინინ-ვაზოპრესინის სტრუქტურული ანალოგი. პრეპარატი ზრდის თირკმელების კლაკნილი მილაკების დისტალური ნაწილების ეპითელიუმის განვლადობას წყლისთვის და აძლიერებს მის რეაბსორბციას. ამცირებს გამოყოფილი შარდის მოცულობას და ამავე დროს, ზრდის მის ოსმოლარობას, აქვეითებს სისხლის პლაზმის ოსმოლარობას. ეს იწვევს შარდვის სიხშირისა და ნიქტურიის შემცირებას. 10-20 მკგ დესმოპრესინის ინტრანაზალური შეყვანისას მისი ანტიდიურეზული მოქმედება გრძელდება 8-12 საათი.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის ბიოშეღწევადობა ინტრანაზალური შეყვანისას შეადგენს 3-5%-ს. სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების შესამჩნევი კონცენტრაცია დგება შეყვანიდან 15-30 წუთის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ და დამოკიდებულია შეყვანილ დოზაზე. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.2-0.3 ლ/კგ-ზე. დესმოპრესინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი ინტრანაზალური შეყვანის შემდეგ საშუალოდ შეადგენს 2-3 საათს. დესმოპრესინის უმნიშვნელო რაოდენობა მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

უროპრესი (UROPRES)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი

1 მლ ხსნარი შეიცავს დესმოპრესინის აცეტატს დესმოპრესინის 100% ნივთიერებაზე გადათვლით 0.1 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, ბეტაინის ჰიდროქლორიდი, გაწმენდილი წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. ნაზალური სპრეი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე. შენჯღრევისას წარმოიქმნება ქაფის ფენა, რომელიც ქრება 30 წუთის შემდეგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების ჰორმონული პრეპარატები, გარდა სასქესო ჰორმონებისა და ინსულინებისა. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები. ვაზოპრესინი და მისი ანალოგები. ათქ კოდი: H01BA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დესმოპრესინი - ბუნებრივი ჰორმონის L-არგინინ-ვაზოპრესინის სტრუქტურული ანალოგი. პრეპარატი ზრდის თირკმელების კლაკნილი მილაკების დისტალური ნაწილების ეპითელიუმის განვლადობას წყლისთვის და აძლიერებს მის რეაბსორბციას. ამცირებს გამოყოფილი შარდის მოცულობას და ამავე დროს, ზრდის მის ოსმოლარობას, აქვეითებს სისხლის პლაზმის ოსმოლარობას. ეს იწვევს შარდვის სიხშირისა და ნიქტურიის შემცირებას. 10-20 მკგ დესმოპრესინის ინტრანაზალური შეყვანისას მისი ანტიდიურეზული მოქმედება გრძელდება 8-12 საათი.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის ბიოშეღწევადობა ინტრანაზალური შეყვანისას შეადგენს 3-5%-ს. სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების შესამჩნევი კონცენტრაცია დგება შეყვანიდან 15-30 წუთის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ და დამოკიდებულია შეყვანილ დოზაზე. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.2-0.3 ლ/კგ-ზე. დესმოპრესინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი ინტრანაზალური შეყვანის შემდეგ საშუალოდ შეადგენს 2-3 საათს. დესმოპრესინის უმნიშვნელო რაოდენობა მეტაბოლიზდება ღვიძლში.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

როგორც ანტიდიურეზული საშუალება: ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობა; პოსტტრავმული პოლიურიის და პოლიდიფსიის დროს ჰიპოფიზექტომიის, ჰიპოფიზის არეში ან ქალა-ტვინის ტრავმების ოპერაციების შემდეგ ანტიდიურეზული ჰორმონის ტრანზიტორული უკმარისობის ან არარსებობის დროს.

როგორც დიაგნოსტიკური საშუალება: ექსპრეს ტესტისთვის თირკმელების კონცენტრაციული უნარის დასადგენად; უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დესმოპრესინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

პირველადი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია, პოლიდიფსია ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში;

ვილენბრანდის დაავადების მძიმე ფორმები (ტიპი IIბ);

VIII ფაქტორის აქტივობის დაქვეითება 5%-მდე და VIII ფაქტორის მიმართ ანტისხეულების არსებობა;

გულის უკმარისობა ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ დიურეზულების დანიშვნას;

თირმელების ზომიერი ან გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ ნაკლები);

ჰიპონატრიემია;

ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის გამოწვევა, მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი, დიაბეტის საწინააღმდეგო სულფონილშარდოვანას კლასის ზოგიერთი პრეპარატი (კერძოდ, ქლორპროპამიდი), შეუძლია გააძლიეროს ანტიდიურეზული ეფექტი და გაზარდოს სითხის შეკავების რისკი და ჰიპონატრიემია.

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება ან ჰიპონატრიემია.

ოქსიტოცინთან ერთდროული შეყვანისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერება და საშვილოსნოს პერფუზიის დაქვეითება.

კლოფიბრატს და ინდომეტაცინს შეუძლია გააძლიეროს დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი, გლიბენკლამიდსა და ლითიუმის მარილებს შეუძლია დააქვეითოს ეს ეფექტი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები გამოიყენება ერთდროულად, საჭიროა არტერიული წნევის, პლაზმაში ნატრიუმის დონის და დიურეზის კონტროლი.

დესმოპრესინის ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც გავლენას ახდენს ღვიძლის მეტაბოლიზმზე, ნაკლებსავარაუდოა, რადგან ადამიანის ღვიძლის უჯრედებში მიკროსომული მეტაბოლიზმის კვლევებმა in vitro არ გამოავლინა დესმოპრესინის მნიშვნელოვანი მეტაბოლიზმი. თუმცა, ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები in vivo არ არის ჩატარებული.

გამოყენების თავისებურებები

მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე მცირე დოზით, დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით, სიფრთხილით. უროპრესი, ნაზალური სპრეი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც უკუნაჩვენებია დესმოპრესინის ტაბლეტის პერორალური მიღება.

დესმოპრესინით თერაპიამ სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და ჰიპონატრიემია, რომლებიც ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა: სხეულის მასის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და შეშუპება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა. ჰიპერჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის ბალანსის შენარჩუნება.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობის დროს მძიმე ჰიპონატრიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის გამოყენებასთან.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით: ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში; მდგომარეობების დროს, რომლებიც ხასიათდება წყლის და/ან ელექტროლიტების დისბალანსით; ქალასშიდა წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებში; თრომბოზის რისკის მქონე პაციენტებში.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მუკოვისციდოზით დაავადებულებში.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს შარდის ბუშტის დისფუნქცია და შარდსადენის ობსტრუქცია.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტთან უნდა მოხდეს შეთანხმება სითხის მიღების შეზღუდვაზე. პაციენტები, მშობლები (თუ პაციენტი ბავშვია) და სამედიცინო პერსონალი გაფრთხილებული უნდა იყვნენ სითხით დატვირთვის თავიდან აცილების აუცილებლობაზე (მათ შორის, ცურვაზე სიარულის დროს) და დესმოპრესინის მიღება უნდა შეწყდეს ღებინების და ფაღარათის დროს, სანამ არ აღდგება სითხის ბალანსი.

ჰიპონატრიემიული კრუნჩხვების რისკი შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმუმამდე, თუ მოხდება რეკომენდებული საწყისი დოზის მიღება და გამოირიცხება ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება, რომლებიც ზრდის ვაზოპრესინის სეკრეციას.

სითხის შეკავების არსებობა შეიძლება დადგინდეს პაციენტის სხეულის მასის, სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის ან ოსმოლარობის მონიტორინგით.

სხეულის მასის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის დოზის გადაჭარბებასთან ან უფრო ხშირად - ჰიპერჰიდრატაციასთან.

დესმოპრესინისთ მკურნალობა უნდა შეწყდეს სხვა მწვავე ინტერკურენტული დაავადებების განვითარების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის დარღვევა, როგორიცააL სისტემური ინფექციები, გასტროენტერიტი, ცხელება.

სიფრთხილის ზომები ჰიპონატრიემიის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის სითხის მიღების შეზღუდვა და შრატის ნატრიუმის უფრო ხშირი მონიტორინგი, უნდა იქნას მიღებული ისეთი პრეპარატებით თანმხლები თერაპიის დროს, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევს ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომს, მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

თირკმელების კონცენტრაციული უნარის ტესტის ჩატარების დროს სითხის მოცულობა უნდა შეიზღუდოს 0.5 ლ-მდე, განსაკუთრებით, პრეპარატის მიღებამდე 1 საათით ადრე და მიღების შემდეგ 8 საათის განმავლობაში.

უშაქრო დიაბეტზე დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარების ან თირკმლის კონცენტრაციული უნარის ტესტის შემდეგ საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რათა არ მოხდეს სითხით გადატვითვა. სითხის მიღება, პერორალურად ან პარენტერალურად, არ უნდა იყოს იძულებითი და პაციენტებმა უნდა მიიღონ იმდენი სითხე, რაც აუცილებელია წყურვილის დასაკმაყოფილებლად.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა, რომელსაც შეიცავს პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. თუ არსებობს ეჭვი ასეთი რეაქციის არსებობაზე (ცხვირის ქრონიკული გაჭედილობა), პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი პრეპარატის ნაზალურ ფორმაზე, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტს.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა, რომელსაც შეიცავს პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი. უროპრესი, ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ცხვირის ლორწოვანი გარსის ცვლილებების დროს: დაზიანება, შეშუპება ან სხვა დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის ცვლილება.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

გამოყენება ორსულობის პერიოდში: დესმოპრესინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულებში. რეპროდუქციული უნარის კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და ბოცვრებზე ადამიანის დოზაზე 100-ჯერ მეტი დოზებით, არ აჩვენა დესმოპრესინის რაიმე საზიანო გავლენა ნაყოფზე. ასევე, იშვიათად აღინიშნა ბავშვების განვითარების მანკები, რომელთა დედებიც იტარებდნენ მკურნალობას უშაქრო დიაბეტის გამო ორსულობის დროს. თუმცა, არსებული მონაცემებით, არ დგინდება მთელი ორსულობის განმავლობაში დესმოპრესინის მიღების გამო ბავშვების განვითარების მანკების სიხშირის გაზრდა.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში: დედების რძის ანალიზის მიხედვით, რომლებიც ჩვილებს კვებავდნენ რძით და იღებდნენ დესმოპრესინის დიდ დოზებს (300 მკგ-ს ინტრანაზალურად), დესმოპრესინის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაეცეს ჩვილს, გაცილებით მცირეა იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია, რათა მოხდეს დიურეზზე გავლენა.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

პრეპარატს არ აქვს ან ძალიან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მიღების წესი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ინტრანაზალურად. გამოყენების წინ საჭიროა ცხვირის გამოწმენდა.

1 სპრეი-დოზა შეიცავს 5 მკგ აქტიურ ნივთიერებას და შეესაბამება ერთ დაჭერას.

უშაქრო დიაბეტი, ცენტრალური გენეზის პოსტტრავმული პოლიურია და პოლიდიფსია

დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, თუმცა მოზრდილებისათვის ოპტიმალური დოზაა 10-20 მკგ (2-4 დაჭერა) 1-2-ჯერ დღე-ღამეში. 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დოზა შეადგენს 10 მკგ-ს (2 დაჭერას) 1-2-ჯერ დღე-ღამეში. სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის სიმპტომების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა დოზის კორექცია.

თირკმლების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრის ექსპრეს-ტესტი და უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ტესტი

თირკმელების კონცენტრაციული უნარის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი დოზები: მოზრდილები - 40 მკგ (8 დაჭერა), 1 წლამდე ასაკის ბავშვები - 10 მკგ (2 დაჭერა), 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 20 მკგ (4 დაჭერა).

ექსპრეს-ტესტი გამოიყენება დიფერენციალური დიაგნოზისთვის უშაქრო დიაბეტსა და სხვა გენეზის პოლიურიულ სინდრომს შორის, ასევე, თირკმელების კონცენტრაციული უნარის დაქვეითების განსაზღვრისთვის, რომელიც დაკავშირებულია შარდის გამომყოფ გზებთან (ცისტიტი, პიელონეფრიტი). ტესტი, ასევე, გამოიყენება ტუბულოინტერსტიციალური დაზიანების ადრეული დიაგნოსტიკისათვის, რომელიც გამოწვეულია, მაგალითად, ლითიუმის პრეპარატებით, ანალგეტიკებით, ქიმიოთერაპიული პრეპარატებით და იმუნოსუპრესორებით.

ექსპრეს-ტესტის ჩატარება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. პრეპარატის გამოყენებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში სითხის მიღება უნდა შეიზღუდოს. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და გულის დაავადებების ან არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მიღებული სითხის რაოდენობა უნდა შემცირდეს ორჯერ.

ტესტის ჩატარებამდე უნდა განისაზღვროს შარდის ოსმოლარობა. დესმოპრესინის შეყვანის შემდეგ უნდა იქნას აღებული შარდის 2 ნიმუში (სასურველია 2 და 4 საათის შემდეგ). პირველი საათის განმავლობაში მიღებული შარდი უნდა შეგროვდეს ცალკე და გადაიღვაროს. შარდის ორივე ნიმუშში განისაზღვრება ოსმოლარობა. თირკმელების კონცენტრაციული უნარის დასადგენად ოსმოლარობის მიღწეული უდიდესი მნიშვნელობა უნდა შედარდეს ტესტის ჩატარებამდე არსებულ ან რეფერენტულ მაჩვენებელთან, რომელიც შეესაბამება პაციენტის ასაკს (მოზრდილებისათვის - 800-1000 მოსმ/კგ). შარდის ოსმოლარობის დაბალი მაჩვენებლები, ზრდის არარსებობა ან უმნიშვნელო ზრდა მიუთითებს თირკმლების კონცენტრაციული უნარის დარღვევაზე. თუ შარდის ოსმოლარობა მნიშვნელოვნად იმატებს, ხოლო შარდის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება, ეს მიუთითებს, რომ პოლიურია დაკავშირებულია ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტთან.

ნაზალური სპრეის გამოყენების სქემა:

მოხსენით დამცავი ხუფი ფლაკონს.

მოიყვანეთ მოქმედებაში გამფრქვევზე დაჭერით (საცდელი გაფრქვევა).

მოთავსდით ვერტიკალურ მდგომარეობაში და მოათავსეთ საცმის თავი რიგრიგობით ორივე ნესტოში და დააჭირეთ ტუმბო-დოზატორს.

გამოყენების შემდეგ დაახურეთ ხუფი ფლაკონს.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება უფროსების ზედამხედველობით, რათა გაკონტროლდეს პრეპარატის დოზა.

თირკმელების კონცენტრაციული უნარის ტესტი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაციონარის პირობებში და შემდგომი დაკვირვებით.

დოზის გადაჭარბება

დესმოპრესინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია და კრუნჩხვები. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ძალიან დიდი დოზებით მიღებისას, დესმოპრესინთან ერთად ან მისი გამოყენების შემდეგ სითხის დიდი რაოდენობით მიღებისას, პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანისას მისი შეწოვის არაადეკვატური პირობების არსებობის შემთხვევაში. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: სხეულის მასის მომატება (წყლის შეკავება), თავის ტკივილი, გულისრევა, უმნიშვნელო არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, „ალები“, მძიმე შემთხვევებში - ჰიპერჰიდრატაცია და კრუნჩხვები.

დოზის გადაჭარბება შეიძლება აღინიშნოს ადრეული ასაკის ბავშვებში დოზის არასწორად შერჩევის გამო.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა, გაიზარდოს დოზებს შორის ინტერვალი ან მოიხსნას პრეპარატი. თავის ტვინის შეშუპების განვითარებისას საჭიროა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციის განყოფილებაში. ბავშვებში კრუნჩხვების განვითარება ასევე მოითხოვს გადაუდებელ ინტენსიურ თერაპიას. ჰიპონატრიემიის განვითარების შემთხვევაში დესმოპრესინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეიზღუდოს სითხის მიღება, სანამ არ ნორმალიზდება შრატის ნატრიუმის დონე. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. თუ არსებობს დიურეზული თერაპიის ჩვენება, შესაძლებელია სალურეტიკების, მაგალითად, ფუროსემიდის, გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ცხელება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ჰიპონატრიემია, გაუწყლოება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, თავის ტვინის შეშუპება, ჰიპონატრიემიული კრუნჩხვები, კრუნჩხვები, ცნობიერების არევა, ცნობიერების დაქვეითება, კომა.

ფსიქიკის მხრივ: უძილობა, აფექტური ლაბილობა, კოშმარები, ნერვიულობა, აგრესიულობა, ემოციური დარღვევები ბავშვებში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, წამოხურება; გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სტენოკარდიული შეტევა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის გაჭედილობა, რინიტი, ცხვირიდან სისხლდენა, ყელის სიმშრალე, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გასტროენტერიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გაძლიერებული ოფლიანობა, ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სპაზმები.

ზოგადი დარღვევები: მომატებული დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მკერდის არეში, შემცივნება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: სხეულის ტემპერატურის მომატება, სხეულის მასის მომატება.

პედიატრიული პოპულაცია: ჰიპონატრიემია არის შექცევადი ხასიათის მდგომარეობა, ბავშვებში ხშირად აღინიშნება დღის რეჟიმის ცვლილების გამო, რომელიც მოქმედებს წყლის მოხმარებაზე და/ან ოფლის გამოყოფაზე.

პაციენტების სხვა განსაკუთებული ჯგუფები: მცირე ასაკის ბავშვებში, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებშიც სისხლის შრატში ნატრიუმის კონცენტრაცია ნორმის ქვედა ზღვარზეა, შეიძლება აღინიშნოს ჰიპონატრიემიის მომატებული რისკი.

ვარგისობის ვადა. 2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ შენახვის ვადაა 50 დღე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 2-8˚C ტემპერატურაზე.

შეუთავსებლობა. არ არის გამოვლენილი.

შეფუთვა. 5 მლ ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი. სს “ფარმაკი”

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი

უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქ., 74

ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი: 29.08.2022

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია (სააქციო საზოგადოება ~ფარმაკი~; ქ. კიევი, უკრაინა; საიდენტიფიკაციო კოდი: 00481198)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა