პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები

მინირინი

Minirin

რეცეპტით10მკგ/დოზაინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

როგორც ანტიდიურეზული საშუალება: ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობა; პოსტტრავმული პოლიურიის და პოლიდიფსიის დროს ტრანზიტორული ნაკლოვანების არსებობისას ან ანტიდიურეზული ჰორმონის უქონლობისას ჰიპოფიზექტომიის, ჰიპოფიზის არეში ოპერაციის ან ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესმოპრესინი (desmopressin)
ფორმა და შეფუთვა
10მკგ/დოზა 5მლ (50 დოზა) დოზირებული ნაზალური სპრეი, ხსნარი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
Ferring International Center SA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Ferring GmbH(გერმანია)), შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ვაზოპრესინი და ანალოგები
ATC კოდი
H01BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043903
რეგისტრირებულია
25 აგვისტო 2025, მოქმედებს 25 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ferring GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
სს ფერინგ ფარმაცევტიკალს ეს ეი-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამინირინი და სხვა წამალი ერთად

მინირინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როგორც ანტიდიურეზული საშუალება:

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობა;

პოსტტრავმული პოლიურიის და პოლიდიფსიის დროს ტრანზიტორული ნაკლოვანების არსებობისას ან ანტიდიურეზული ჰორმონის უქონლობისას ჰიპოფიზექტომიის, ჰიპოფიზის არეში ოპერაციის ან ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ;

როგორც დიაგნოსტიკური საშუალება:

ექსპრეს-ტესტში თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის;

უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ინტრანაზალურად.

გამოყენების წინ ცხვირი უნდა გაისუფთავოთ.

შეიყვანეთ ნაზალური აპლიკატორი ერთ-ერთ ნესტოში და ერთხელ დააჭირეთ. ერთი შესხურება უზრუნველყოფს 10 მკგ დოზას.

თუ საჭიროა უფრო მეტი დოზის შეყვანა, უნდა შეისხუროთ პრეპარატი მეორე ნესტოშიც. შესხურების დროს უნდა მშვიდად ისუნთქოთ ცხვირით. გამოყენების შემდეგ ფლაკონს აპლიკატორით უნდა დაახუროთ დამცავი თავსახური.

უშაქრო დიაბეტი და ცენტრალური გენეზის პოსტტრავმული პოლიურია და პოლიდიფსია

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თუმცა, მოზრდილებისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 10-20 მკგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებისათვის დოზა შეადგენს 10 მკგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. თუ შეინიშნება სითხის შეკავების ნიშნები და/ან ჰიპონატრიემია, მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს, ხოლო დოზა უნდა იქნას კორექტირებული.

უნდა განისაზღვროს გამოყოფილი შარდის მოცულობა და ოსმოლარობა, რათა მოხდეს დოზის ტიტრირება ოპტიმალურამდე. არაეფექტურობის შემთხვევაში დოზა უნდა გაიზარდოს.

ინტრანაზალური შეყვანა (სადღეღამისო დოზა შეყავთ 1-2 მიღებაზე)

სადღეღამისო დოზა (მკგ)

შეყავთ მეშვეობით

მოზრდილები

10-20 მკგ

1-2 შესხურება

1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები

10 მკგ

1 შესხურება

თერაპია ორიენტირებული უნდა იყოს ძილის ადეკვატურ ხანგრძლივობაზე და ადეკვატურ წყლის ბალანსზე.

ექსპრეს-ტესტი თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის და უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის

1x40 მკგ

4 შესხურება

1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები

1x20 მკგ

2 შესხურება

1 წლამდე ასაკის ბავშვები

1x10 მკგ

1 შესხურება

ექსპრეს-ტესტი გამოიყენება დიფერენციალური დიაგნოზისათვის უშაქრო დიაბეტსა და სხვა გენეზის პოლიურიულ სინდრომს შორის, და აგრეთვე თირკმელების დაქვეითებული კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის, რომელიც დაკავშირებულია შარდგამომყოფი გზების ინფექციასთან (ცისტიტი, პიელონეფრიტი). იგი აგრეთვე გამოიყენება ტუბულოინტერსტიციალური დაზიანების ადრეული დიაგნოსტიკისათვის, გამოწვეული, მაგალითად, ლითიუმის პრეპარატებით, ანალგეტიკებით, ქიმიოთერაპიული პრეპარატებით და იმუნოსუპრესორებით.

ექსპრეს-ტესტის ჩატარება უკეთესია დღის პირველ ნახევარში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ პირველი 12 საათის განმავლობაში აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და გულის დაავადებისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მოხმარებული სითხის მოცულობა უნდა შემცირდეს ორჯერ.

ტესტის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს შარდის ოსმოლარობა. დესმოპრესინის შეყვანის შემდეგ იღებენ შარდის ორ სინჯს (სასურველია 2 და 4 საათის შემდეგ). პირველი საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდი უნდა შეაგროვოთ ცალკე და გადაღვაროთ. შარდის ორივე სინჯში განსაზღვრავენ ოსმოლარობას. თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის ოსმოლარობის მიღწეული მაქსიმალური სიდიდეს ადარებენ მის სიდიდეს გამოკვლევამდე ან რეფერენტულ სიდიდეს, რომელიც შეესაბამება პაციენტის ასაკს (მოზრდილებისათვის 800-1000 მოსმ/კგ). დაბალი მაჩვენებლები, შარდის ოსმოლარობის გაზრდის არარსებობა ან უმნიშვნელო გაზრდა მიუთითებს თირკმელების კონცენტრაციული უნარის დარღვევაზე. იმ შემთხვევაში, თუ შარდის ოსმოლარობა მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო შარდის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება, ეს ნიშნავს, რომ პოლიურია დაკავშირებულია ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტთან.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა დესმოპრესინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ;
  • პირველადი და ფსიქოგენური პოლიდიფსია, პოლიდიფსია ალკოჰოლიზმით დაავადებულებში;
  • ვილებრანდის კლასიკური დაავადების მძიმე ფორმები (ტიპი IIბ), VIII ფაქტორის აქტიურობის შემცირება 5%-მდე და VIII ფაქტორის მიმართ ანტისხეულების არსებობა;
  • გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომელიც მოითხოვს დიურეტიკების დანიშვნას;
  • ჰიპონატრიემია;
  • თირკმელების მსუბუქი ან მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე დაბალია);
  • ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ოქსიტოცინთან ერთად ერთდროული გამოყენებისას საყურადღებოა ანტიდიურეზული ეფექტის მომატება და საშვილოსნოს პერფუზიის შემცირება.

კლოფიბრატმა, ინდომეტაცინმა და კარბამაზეპინმა შეიძლება გააძლიერონ დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი, ხოლო გლიბენკლამიდმა და ლითიუმის მარილებმა შეიძლება შეამცირონ იგი.

ქლორპრომაზინმა, ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერება და ამით გაზარდონ სითხის შეკავების რისკი.

თუ ყველა ზემოხსენებული პრეპარატი გამოიყენება ერთდროულად, აუცილებელია არტერიული წნევის, პლაზმაში ნატრიუმის დონის და დიურეზის გაკონტროლება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ჩატარებულმა დესმოპრესინის პრეპარატის ნაზალური ფორმის გამოყენების კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს არასაურველი რეაქციების არანაირი ნიშნები დედისა თუ ბავშვისათვის. ნაზალური სპრეი მინირინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის პერიოდში ანტიდიურეზული ჰორმონის დეფიციტის ჩანაცვლებითი თერაპიის დროს.

პრეპარატ ნაზალური სპრეი მინირინის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა აღწევს დედის რძეში. იმ დედების რძის ანალიზის შედეგები, რომლებიც ძუძუთი კვებავდნენ ბავშვებს და იღებდნენ დესმოპრესინის მაღალ დოზებს (300 მკგ ინტრანაზალურად), მეტყველებენ იმაზე, რომ დესმოპრესინის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაეცეს ბავშვს, მნიშვნელოვნად ნაკლებია იმაზე, ვიდრე აუცილებელია დიურეზზე გავლენისათვის.

ბავშვები

პრეპარატის დოზის კონტროლის მიზნით ბავშვებში ის გამოიყენება უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.

ტესტს კონცენტრაციულ უნარზე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ატარებენ მხოლოდ სტაციონარის პირობებში, შემდგომი დაკვირვებით.

გამოყენების თავისებულრებები და სიფრთხილის ზომები

ნაზალური სპრეი მინირინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დესმოპრესინის პერორალური გამოყენება შეუძლებელია. მკურნალობა იწყება მინიმალური დოზების გამოყენებით, დოზას თანდათანობით სიფრთხილით ზრდიან.

კონცენტრაციულ უნარზე ტესტის ჩატარების დროს სითხის მოცულობა უნდა შეზღუდულ იქნას 0,5ლ-მდე, განსაკუთრებით მიღებამდე 1 საათით ადრე და 8 საათის განმავლობაში პრეპარატის გამოყენების შემდეგ.

ნაზალური სპრეი მინირინი გამოიყენება სიფრთხილით: ახალგაზრდა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; მდგომარეობის დროს, რომელიც ხასიათდება წყლის და/ან ელექტროლიტური დისბალანსით; შიდაქალის წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებში; თრომბოზის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობისას მძიმე ჰიპონატრიემია შეიძლება იყოს დაკავშირებული ნაზალური სპრეი მინირინის გამოიყენებასთან.

ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებების დროს (მაგალითად, ნაწიბურები, შეშუპება) ინტრანაზალურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის ცვლილება. ამ შემთხვევებში ნუ გამოიყენებთ დესმოპრესინს ინტრანაზალურად.

განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი გამოიყენება მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში.

სითხის მოხმარების შეზღუდვის გარეშე დესმოპრესინის თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და ჰიპონატრიემია, რომლებსაც მოყვება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სხეულის მასის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა და შეშუპება. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტი თანახმაა შეზღუდოს სითხის მიღება.

პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა მოერიდოს სითხის დიდი რაოდენობით მიღებას (მათ შორის ცურვის დროსაც), ხოლო ღებინებისა და დიარეის ფონზე უნდა შეწყვიტოს დესმოპრესინის მიღება, სანამ არ აღდგება სითხის ბალანსი.

ჰიპონატრიემიული კრუნჩხვების რისკი შეიძლება იქნას დაყვანილი მინიმუმამდე, თუ შენარჩუნდება რეკომენდებული სასტარტო დოზა და გამოირიცხება იმ თანმხლები პრეპარატების მიღება, რომლებიც ზრდიან ვაზოპრესინის სეკრეციას.

სითხის მოხმარება უნდა შემცირდეს ჰიპერჰიდრატაციის და ჰიპონატრიემიის თავიდან ასაცილებლად ახალგაზრდა და ზანდაზმულ პაციენტებში, მდგომარეობების დროს, რომელიც ხასიათდება წყლის და ელექტროლიტური დისბალანსით და მომატებული შიდაქალის წნევით.

სითხის შეკავება შეიძლება განსაზღვრულ იქნას პაციენტის სხეულის მასის, სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის ან ოსმოლარობის მონიტორინგის გზით.

სხეულის მასის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის ჭარბ დოზირებასთან, ან უფრო ხშირად - ჰიპერჰიდრატაციასთან.

ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, როგორც დამხმარე ნივთიერება, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. თუ გაჩნდა ეჭვი ესეთი რეაქციის შესახებ (ცხვირის ქრონიკული დაცულობის დროს), პაციენტი შესაძლებლობისამებრ უნდა გადაყვანილ იქნას პრეპარატის ნაზალურ ფორმაზე, კონსერვანტების გარეშე. თუ ესეთი პრეპარატები მიუწვდომელია, უნდა განხილულ იქნას პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა სხვა სამკურნალო ფორმით.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

დესმოპრესინით მკურნალობა უნდა შეწყდეს მწვავე ინტერკურენტული დაავადებების განვითარების შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის დარღვევა, როგორიც არის: სისტემური ინფექციები, გასტროენტერიტი, ტემპერატურის მომატება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის გამოვლენილი

გვერდითი მოვლენები

სითხის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: წონის მომატება, ჰიპონატრიემია, ხოლო მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვები, რომლებსაც თან ერთვის გონების დაბინდვა და გონების ხანგრძლივად დაკარგვაც კი. ყველაზე ხშირად ეს აღინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში, მათი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე.

ორგანოთა კლასი

ხშირად (˃1/100 -

<1/10-მდე)

იშვიათად (˃1/10000 -

< 1/1000-მდე)

ძალიან იშვიათად

(< 1/10000-მდე)

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის დახშობა, რინიტი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

ტვინის შეშუპება, ცნობიერების არევა და ჰიპონატრიემიასთან დაკავშირებული კრუნჩხვები.

კანის მხრივ/ზოგადი რეაქციები, რეაქციები შეყვანის ადგილას

ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ქავილი, კანზე გამონაყარი, ციებ-ცხელება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია).

მეტაბოლური დარღვევები

ჰიპონატრიემია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

წყლის რეაბსორბციის გაზრდასთან დაკავშირებით შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს (მდგრადი) არტერიული ჰიპერტენზია. გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შესაძლებელია სტენოკარდიული შეტევის განვითარება.

შესაძლებელია თავის ტკივილი, ემოციური აშლილობა ბავშვებში.

დოზის შემცირებისას, ყველა ეს გვერდითი ეფექტი, ალერგიული რეაქციების გარდა, ქრება.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის ძალიან დიდი დოზის მიღების დროს, დესმოპრესინის მიღებისას ან მიღების შემდეგ სითხის ჭარბი მოხმარებისას, ინტრანაზალური შეყვანის დროს პრეპარატის რეზორბციის არაადეკვატურ პირობებში.

სიმპტომები: სხეულის მასის მომატება (წყლის შეკავება), თავის ტკივილი, გულისრევა, მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, "ალები", ხოლო მძიმე შემთხვევებში - ჰიპერჰიდრატაცია და კრუნჩხვები.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს ადრეული ასაკის ბავშვებში დოზის არასათანადო შერჩევასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, გაიზარდოს ინტერვალი დოზების მიღებებს შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტვინის შეშუპების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციულ განყოფილებაში. ბავშვებში კრუნჩხვების განვითარებისას ასევე საჭიროა ინტენსიური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. თუ არსებობს დიურეზული თერაპიის ჩვენება, შესაძლებელია სალურეტიკების გამოყენება, მაგალითად ფუროსემიდის.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი;

სპრეის 1 მლ (10 დოზა) შეიცავს 0,1 მგ დესმოპრესინის აცეტატს (10 მკგ დოზაში), ექვივალენტურს დესმოპრესინის ფუძის 0,089 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა

უფერო გამჭვირვალე ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბამშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შეფუთვა

მუქი შუშის ფლაკონი მადოზირებელი მოწყობილობით, ნაზალური აპლიკატორით და დამცავი ხუფით, რომელიც შეიცავს 50 დოზას (5 მლ). ერთი ფლაკონი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ჰორმონული პრეპარატები. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები.

ათქ კოდი: H01BA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დესმოპრესინი წარმოადგენს L-არგინინ-ვაზოპრესინის ბუნებრივი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს და ფორმალურად განსხვავდება უკანასკნელისაგან იმით, რომ ამინოჯგუფის ცისტეინი მდგომარეობაში 1 არ არსებობს, ხოლო 8-L-არგინინი ჩანაცვლებულია 8-D-არგინინით. ეს ცვლილებები ნიშნავს, რომ მოლეკულამ დიდწილად დაკარგა ვაზოპრესორული ეფექტი იმ დროს, როდესაც ანტიდიურეზული ეფექტი და მისი ხანგრძლივობა გაიზარდა.

დესმოპრესინი ზრდის კლაკნილი მილაკების დისტალური ნაწილების ეპითელიუმის გამტარობას წყლისათვის და ზრდის მის რეაბსორბციას პირველადი შარდიდან. დესმოპრესინის ინტრანაზალური შეყვანისას, უშაქრო დიაბეტის კონტროლისათვის აუცილებელი დოზა მნიშვნელოვნად გასხვავდება ინდივიდუალურად. საშუალოდ, ინტრანაზალურად მიღებული დესმოპრესინის 20 მკგ ეფექტურია 10 საათის განმავლობაში და მეტ ხანს.

ინტრანაზალური შეყვანის შემდეგ დესმოპრესინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 10%

ფარმაკოკინეტიკა

მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 50 წუთის შემდეგ დესმოპრესინის ინტრანაზალური შეყვანიდან.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-დან 3 საათამდე. დესმოპრესინი გამოიყოფა თირკმელებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მინირინი

(MINIRIN®)

სავაჭრო დასახელება: მინირინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დესმოპრესინი

წამლის ფორმა: დოზირებული ნაზალური სპრეი

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი;

სპრეის 1 მლ (10 დოზა) შეიცავს 0,1 მგ დესმოპრესინის აცეტატს (10 მკგ დოზაში), ექვივალენტურს დესმოპრესინის ფუძის 0,089 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა

უფერო გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ჰორმონული პრეპარატები. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები.

ათქ კოდი: H01BA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დესმოპრესინი წარმოადგენს L-არგინინ-ვაზოპრესინის ბუნებრივი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს და ფორმალურად განსხვავდება უკანასკნელისაგან იმით, რომ ამინოჯგუფის ცისტეინი მდგომარეობაში 1 არ არსებობს, ხოლო 8-L-არგინინი ჩანაცვლებულია 8-D-არგინინით. ეს ცვლილებები ნიშნავს, რომ მოლეკულამ დიდწილად დაკარგა ვაზოპრესორული ეფექტი იმ დროს, როდესაც ანტიდიურეზული ეფექტი და მისი ხანგრძლივობა გაიზარდა.

დესმოპრესინი ზრდის კლაკნილი მილაკების დისტალური ნაწილების ეპითელიუმის გამტარობას წყლისათვის და ზრდის მის რეაბსორბციას პირველადი შარდიდან. დესმოპრესინის ინტრანაზალური შეყვანისას, უშაქრო დიაბეტის კონტროლისათვის აუცილებელი დოზა მნიშვნელოვნად გასხვავდება ინდივიდუალურად. საშუალოდ, ინტრანაზალურად მიღებული დესმოპრესინის 20 მკგ ეფექტურია 10 საათის განმავლობაში და მეტ ხანს.

ინტრანაზალური შეყვანის შემდეგ დესმოპრესინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 10%

ფარმაკოკინეტიკა

მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 50 წუთის შემდეგ დესმოპრესინის ინტრანაზალური შეყვანიდან.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-დან 3 საათამდე. დესმოპრესინი გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები:

როგორც ანტიდიურეზული საშუალება:

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობა;

პოსტტრავმული პოლიურიის და პოლიდიფსიის დროს ტრანზიტორული ნაკლოვანების არსებობისას ან ანტიდიურეზული ჰორმონის უქონლობისას ჰიპოფიზექტომიის, ჰიპოფიზის არეში ოპერაციის ან ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ;

როგორც დიაგნოსტიკური საშუალება:

ექსპრეს-ტესტში თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის;

უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა დესმოპრესინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ;
  • პირველადი და ფსიქოგენური პოლიდიფსია, პოლიდიფსია ალკოჰოლიზმით დაავადებულებში;
  • ვილებრანდის კლასიკური დაავადების მძიმე ფორმები (ტიპი IIბ), VIII ფაქტორის აქტიურობის შემცირება 5%-მდე და VIII ფაქტორის მიმართ ანტისხეულების არსებობა;
  • გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომელიც მოითხოვს დიურეტიკების დანიშვნას;
  • ჰიპონატრიემია;
  • თირკმელების მსუბუქი ან მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე დაბალია);
  • ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ინტრანაზალურად.

გამოყენების წინ ცხვირი უნდა გაისუფთავოთ.

შეიყვანეთ ნაზალური აპლიკატორი ერთ-ერთ ნესტოში და ერთხელ დააჭირეთ. ერთი შესხურება უზრუნველყოფს 10 მკგ დოზას.

თუ საჭიროა უფრო მეტი დოზის შეყვანა, უნდა შეისხუროთ პრეპარატი მეორე ნესტოშიც. შესხურების დროს უნდა მშვიდად ისუნთქოთ ცხვირით. გამოყენების შემდეგ ფლაკონს აპლიკატორით უნდა დაახუროთ დამცავი თავსახური.

უშაქრო დიაბეტი და ცენტრალური გენეზის პოსტტრავმული პოლიურია და პოლიდიფსია

დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თუმცა, მოზრდილებისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 10-20 მკგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებისათვის დოზა შეადგენს 10 მკგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. თუ შეინიშნება სითხის შეკავების ნიშნები და/ან ჰიპონატრიემია, მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს, ხოლო დოზა უნდა იქნას კორექტირებული.

უნდა განისაზღვროს გამოყოფილი შარდის მოცულობა და ოსმოლარობა, რათა მოხდეს დოზის ტიტრირება ოპტიმალურამდე. არაეფექტურობის შემთხვევაში დოზა უნდა გაიზარდოს.

ინტრანაზალური შეყვანა (სადღეღამისო დოზა შეყავთ 1-2 მიღებაზე)

სადღეღამისო დოზა (მკგ)

შეყავთ მეშვეობით

მოზრდილები

10-20 მკგ

1-2 შესხურება

1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები

10 მკგ

1 შესხურება

თერაპია ორიენტირებული უნდა იყოს ძილის ადეკვატურ ხანგრძლივობაზე და ადეკვატურ წყლის ბალანსზე.

ექსპრეს-ტესტი თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის და უშაქრო დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის

ინტრანაზალური შეყვანა (სადღეღამისო დოზა შეყავთ 1-2 მიღებაზე)

სადღეღამისო დოზა (მკგ)

შეყავთ მეშვეობით

მოზრდილები

1x40 მკგ

4 შესხურება

1 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები

1x20 მკგ

2 შესხურება

1 წლამდე ასაკის ბავშვები

1x10 მკგ

1 შესხურება

ექსპრეს-ტესტი გამოიყენება დიფერენციალური დიაგნოზისათვის უშაქრო დიაბეტსა და სხვა გენეზის პოლიურიულ სინდრომს შორის, და აგრეთვე თირკმელების დაქვეითებული კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის, რომელიც დაკავშირებულია შარდგამომყოფი გზების ინფექციასთან (ცისტიტი, პიელონეფრიტი). იგი აგრეთვე გამოიყენება ტუბულოინტერსტიციალური დაზიანების ადრეული დიაგნოსტიკისათვის, გამოწვეული, მაგალითად, ლითიუმის პრეპარატებით, ანალგეტიკებით, ქიმიოთერაპიული პრეპარატებით და იმუნოსუპრესორებით.

ექსპრეს-ტესტის ჩატარება უკეთესია დღის პირველ ნახევარში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ პირველი 12 საათის განმავლობაში აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და გულის დაავადებისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მოხმარებული სითხის მოცულობა უნდა შემცირდეს ორჯერ.

ტესტის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს შარდის ოსმოლარობა. დესმოპრესინის შეყვანის შემდეგ იღებენ შარდის ორ სინჯს (სასურველია 2 და 4 საათის შემდეგ). პირველი საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდი უნდა შეაგროვოთ ცალკე და გადაღვაროთ. შარდის ორივე სინჯში განსაზღვრავენ ოსმოლარობას. თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრისათვის ოსმოლარობის მიღწეული მაქსიმალური სიდიდეს ადარებენ მის სიდიდეს გამოკვლევამდე ან რეფერენტულ სიდიდეს, რომელიც შეესაბამება პაციენტის ასაკს (მოზრდილებისათვის 800-1000 მოსმ/კგ). დაბალი მაჩვენებლები, შარდის ოსმოლარობის გაზრდის არარსებობა ან უმნიშვნელო გაზრდა მიუთითებს თირკმელების კონცენტრაციული უნარის დარღვევაზე. იმ შემთხვევაში, თუ შარდის ოსმოლარობა მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო შარდის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება, ეს ნიშნავს, რომ პოლიურია დაკავშირებულია ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტთან.

გვერდითი მოვლენები

სითხის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: წონის მომატება, ჰიპონატრიემია, ხოლო მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვები, რომლებსაც თან ერთვის გონების დაბინდვა და გონების ხანგრძლივად დაკარგვაც კი. ყველაზე ხშირად ეს აღინიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში, მათი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე.

ორგანოთა კლასი

ხშირად (˃1/100 -

<1/10-მდე)

იშვიათად (˃1/10000 -

< 1/1000-მდე)

ძალიან იშვიათად

(< 1/10000-მდე)

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის დახშობა, რინიტი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

ტვინის შეშუპება, ცნობიერების არევა და ჰიპონატრიემიასთან დაკავშირებული კრუნჩხვები.

კანის მხრივ/ზოგადი რეაქციები, რეაქციები შეყვანის ადგილას

ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ქავილი, კანზე გამონაყარი, ციებ-ცხელება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია).

მეტაბოლური დარღვევები

ჰიპონატრიემია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

წყლის რეაბსორბციის გაზრდასთან დაკავშირებით შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს (მდგრადი) არტერიული ჰიპერტენზია. გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შესაძლებელია სტენოკარდიული შეტევის განვითარება.

შესაძლებელია თავის ტკივილი, ემოციური აშლილობა ბავშვებში.

დოზის შემცირებისას, ყველა ეს გვერდითი ეფექტი, ალერგიული რეაქციების გარდა, ქრება.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის ძალიან დიდი დოზის მიღების დროს, დესმოპრესინის მიღებისას ან მიღების შემდეგ სითხის ჭარბი მოხმარებისას, ინტრანაზალური შეყვანის დროს პრეპარატის რეზორბციის არაადეკვატურ პირობებში.

სიმპტომები: სხეულის მასის მომატება (წყლის შეკავება), თავის ტკივილი, გულისრევა, მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, "ალები", ხოლო მძიმე შემთხვევებში - ჰიპერჰიდრატაცია და კრუნჩხვები.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს ადრეული ასაკის ბავშვებში დოზის არასათანადო შერჩევასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, გაიზარდოს ინტერვალი დოზების მიღებებს შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტვინის შეშუპების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციულ განყოფილებაში. ბავშვებში კრუნჩხვების განვითარებისას ასევე საჭიროა ინტენსიური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. თუ არსებობს დიურეზული თერაპიის ჩვენება, შესაძლებელია სალურეტიკების გამოყენება, მაგალითად ფუროსემიდის.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ჩატარებულმა დესმოპრესინის პრეპარატის ნაზალური ფორმის გამოყენების კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს არასაურველი რეაქციების არანაირი ნიშნები დედისა თუ ბავშვისათვის. ნაზალური სპრეი მინირინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის პერიოდში ანტიდიურეზული ჰორმონის დეფიციტის ჩანაცვლებითი თერაპიის დროს.

პრეპარატ ნაზალური სპრეი მინირინის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა აღწევს დედის რძეში. იმ დედების რძის ანალიზის შედეგები, რომლებიც ძუძუთი კვებავდნენ ბავშვებს და იღებდნენ დესმოპრესინის მაღალ დოზებს (300 მკგ ინტრანაზალურად), მეტყველებენ იმაზე, რომ დესმოპრესინის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაეცეს ბავშვს, მნიშვნელოვნად ნაკლებია იმაზე, ვიდრე აუცილებელია დიურეზზე გავლენისათვის.

ბავშვები

პრეპარატის დოზის კონტროლის მიზნით ბავშვებში ის გამოიყენება უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.

ტესტს კონცენტრაციულ უნარზე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ატარებენ მხოლოდ სტაციონარის პირობებში, შემდგომი დაკვირვებით.

გამოყენების თავისებულრებები და სიფრთხილის ზომები

ნაზალური სპრეი მინირინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დესმოპრესინის პერორალური გამოყენება შეუძლებელია. მკურნალობა იწყება მინიმალური დოზების გამოყენებით, დოზას თანდათანობით სიფრთხილით ზრდიან.

კონცენტრაციულ უნარზე ტესტის ჩატარების დროს სითხის მოცულობა უნდა შეზღუდულ იქნას 0,5ლ-მდე, განსაკუთრებით მიღებამდე 1 საათით ადრე და 8 საათის განმავლობაში პრეპარატის გამოყენების შემდეგ.

ნაზალური სპრეი მინირინი გამოიყენება სიფრთხილით: ახალგაზრდა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; მდგომარეობის დროს, რომელიც ხასიათდება წყლის და/ან ელექტროლიტური დისბალანსით; შიდაქალის წნევის მომატების რისკის მქონე პაციენტებში; თრომბოზის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტის მკურნალობისას მძიმე ჰიპონატრიემია შეიძლება იყოს დაკავშირებული ნაზალური სპრეი მინირინის გამოიყენებასთან.

ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებების დროს (მაგალითად, ნაწიბურები, შეშუპება) ინტრანაზალურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის ცვლილება. ამ შემთხვევებში ნუ გამოიყენებთ დესმოპრესინს ინტრანაზალურად.

განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი გამოიყენება მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში.

სითხის მოხმარების შეზღუდვის გარეშე დესმოპრესინის თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება და ჰიპონატრიემია, რომლებსაც მოყვება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სხეულის მასის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა და შეშუპება. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტი თანახმაა შეზღუდოს სითხის მიღება.

პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა მოერიდოს სითხის დიდი რაოდენობით მიღებას (მათ შორის ცურვის დროსაც), ხოლო ღებინებისა და დიარეის ფონზე უნდა შეწყვიტოს დესმოპრესინის მიღება, სანამ არ აღდგება სითხის ბალანსი.

ჰიპონატრიემიული კრუნჩხვების რისკი შეიძლება იქნას დაყვანილი მინიმუმამდე, თუ შენარჩუნდება რეკომენდებული სასტარტო დოზა და გამოირიცხება იმ თანმხლები პრეპარატების მიღება, რომლებიც ზრდიან ვაზოპრესინის სეკრეციას.

სითხის მოხმარება უნდა შემცირდეს ჰიპერჰიდრატაციის და ჰიპონატრიემიის თავიდან ასაცილებლად ახალგაზრდა და ზანდაზმულ პაციენტებში, მდგომარეობების დროს, რომელიც ხასიათდება წყლის და ელექტროლიტური დისბალანსით და მომატებული შიდაქალის წნევით.

სითხის შეკავება შეიძლება განსაზღვრულ იქნას პაციენტის სხეულის მასის, სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის ან ოსმოლარობის მონიტორინგის გზით.

სხეულის მასის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის ჭარბ დოზირებასთან, ან უფრო ხშირად - ჰიპერჰიდრატაციასთან.

ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, როგორც დამხმარე ნივთიერება, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. თუ გაჩნდა ეჭვი ესეთი რეაქციის შესახებ (ცხვირის ქრონიკული დაცულობის დროს), პაციენტი შესაძლებლობისამებრ უნდა გადაყვანილ იქნას პრეპარატის ნაზალურ ფორმაზე, კონსერვანტების გარეშე. თუ ესეთი პრეპარატები მიუწვდომელია, უნდა განხილულ იქნას პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა სხვა სამკურნალო ფორმით.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

დესმოპრესინით მკურნალობა უნდა შეწყდეს მწვავე ინტერკურენტული დაავადებების განვითარების შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის დარღვევა, როგორიც არის: სისტემური ინფექციები, გასტროენტერიტი, ტემპერატურის მომატება.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

არ არის გამოვლენილი

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეობები

ოქსიტოცინთან ერთად ერთდროული გამოყენებისას საყურადღებოა ანტიდიურეზული ეფექტის მომატება და საშვილოსნოს პერფუზიის შემცირება.

კლოფიბრატმა, ინდომეტაცინმა და კარბამაზეპინმა შეიძლება გააძლიერონ დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი, ხოლო გლიბენკლამიდმა და ლითიუმის მარილებმა შეიძლება შეამცირონ იგი.

ქლორპრომაზინმა, ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერება და ამით გაზარდონ სითხის შეკავების რისკი.

თუ ყველა ზემოხსენებული პრეპარატი გამოიყენება ერთდროულად, აუცილებელია არტერიული წნევის, პლაზმაში ნატრიუმის დონის და დიურეზის გაკონტროლება.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბამშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შეფუთვა

მუქი შუშის ფლაკონი მადოზირებელი მოწყობილობით, ნაზალური აპლიკატორით და დამცავი ხუფით, რომელიც შეიცავს 50 დოზას (5 მლ). ერთი ფლაკონი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

ფერინგ გმბხ, გერმანია

ვიტლანდ 11, პოსტფაში 21 45, დ-24109 კილი, გერმანია

შემფუთავი

ფერინგ ინტერნეშნლ სენტერ სა, შვეიცარია

ჩემინ დე ლა ვერგოგნაუსაზ 50, 11 62, სენ პრე შვეიცარია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა