მინირინი
Minirin®
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი; პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან „თურქული კეხის“ მიდამოს ოპერაციის შემდეგ პირველადი ღამის ენურეზი მოზრდილებში და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დესმოპრესინი (desmopressin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,1მგ ტაბლეტი №30 ფლაკონში
- მწარმოებელი
- Ferring International Center SA, შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ვაზოპრესინი და ანალოგები
- ATC კოდი
- H01BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037164
- რეგისტრირებულია
- 17 იანვარი 2023, მოქმედებს 17 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ferring International Center SA (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- სს ფერინგ ფარმაცევტიკალს ეს ეი-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მინირინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი;
პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან „თურქული კეხის“ მიდამოს ოპერაციის შემდეგ
პირველადი ღამის ენურეზი მოზრდილებში და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;
ნოქტურია მოზრდილებში, რაც დაკავშირებულია ღამის პოლიურიასთან (შარდის ჭარბად წარმოქმნა ღამით, რაც აჭარბებს შარდის ბუშტის ტევადობას და აუცილებელს ხდის ღამით შარდის ბუშტის დაცლის მიზნით ერთზე მეტჯერ ადგომას) - სიმპტომური თერაპიის სახით.
მიღების წესი და დოზირება
პერორალურად. პრეპარატ მინირინის® ოპტიმალური დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია საკვების მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ, რადგან საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის აბსორბციასა და მის ეფექტურობაზე.
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან „თურქული კეხის“ მიდამოს ოპერაციის შემდეგ
მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ოპტიმალური დოზა ექიმის მიერ განისაზღვრება ინდივიდუალურად შარდის ოსმოლარობის მაჩვენებლების და მოცულობის გათვალისწინებით. მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია ძილის ხანგრძლივობის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მგ-ს დღე-ღამეში სამჯერ. შემდგომში დოზას ცვლიან მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. ჩვეული სადღეღამისო დოზა შეადგენს 0.2-1.2 მგ-ს. პაციენტების უმრავლესობისთვის ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 0,1-0,2 მგ-ს დღე-ღამეში სამჯერ.
სითხის შეკავების/ჰიპონატრიემიის ნიშნების გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია.
პირველადი ღამის ენურეზი
ოპტიმალური თერაპიული დოზა ისაზღვრება ინდივიდუალურად და მისი კორექცია ხდება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის გათვალისწინებით.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0,2 მგ-ს ღამით. ეფექტის არ არსებობისას დოზა შეიძლება 0,4 მგ-მდე გაიზარდოს. აუცილებელია კონტროლი სითხის მიღების შეზღუდვით საღამოს პერიოდში.

უწყვეტი მკურნალობის რეკომენდებული კურსი შეადგენს 3 თვეს. მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ კლინიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აღინიშნება პრეპარატის მოხსნის შემდეგ 1 კვირის განმავლობაში.
ნოქტურია
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0,1 მგ-ს ღამით. 1 კვირის განმავლობაში ეფექტის არ არსებობისას დოზას ზრდიან 0,2 მგ-მდე, შემდგომში 0,4 მგ-მდე, დოზის ზრდა უნდა მოხდეს არანაკლებ კვირაში ერთხელ.
თუ მკურნალობის 4 კვირის და დოზის კორექციის შემდეგ ადეკვატური კლინიკური ეფექტი არ აღინიშნება, პრეპარატის მიღების გაგრძელება რეკომენდებული არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა დესმოპრესინის ან პრეპარატების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
ჩვეული ან ფსიქოგენური პოლიდიფსია (შარდის წარმოქმნა 40 მლ/კგ/24 საათში);
პოლიდიფსია ქრონიკული ალკოჰოლიზმისას;
ცნობილი ან საეჭვო გულის ქრონიკული უკმარისობა და სხვა მდგომარეობა, რაც დიურეტიკების დანიშვნას საჭიროებს;
ჰიპონატრიემია, მათ შორის ანამნეზში;
საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (კკ) 50მლ/წთ-ზე ნაკლები);
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური პროდუქციის სინდრომი;
4 წლამდე ასაკი (უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ) და 5 წლამდე ასაკი (პირველადი ღამის ენურეზის სამკურნალოდ)
ლაქტაზას დეფიციტი, გალაქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია;
65 წელი და უფროსი ასაკი - ნოქტურიის სიმპტომური თერაპიისთვის გამოყენებისას.
სიფრთხილით
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კკ 50მლ/წთ-ზე მეტი), მუკოვისციდოზი, შარდის ბუშტის ფიბროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოზის განვითარების რისკი, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ქალასშიდა წნევის მომატების პოტენციური რისკი, ორსულობა, მათ შორის პრეეკლამფსია, ხანდაზმული ასაკი (65 წელზე მეტი).
სიფრთხილის ზომები
გვერდითი ეფექტების განვითარების ასაცილებლად საჭიროა მინიმუმამდე შეიზღუდოს სითხის მიღება მის გამოყენებამდე 1 საათით ადრე და მისი მიღების შემდეგ 8 საათის განმავლობაში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღამის პირველადი ენურეზი. პრეპარატის მიღების წესების დაუცველობა შეიძლება გახდეს ორგანიზმში სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის მიზეზი, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის მომატება, მძიმე შემთხვევებში - ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა. ღამის ენურეზის შემთხვევაში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ღამის ენურეზის სამკურნალოდ დესმოპრესინის მიღებისას აღინიშნა ტვინის შეშუპების და კრუნჩხვების შემთხვევები ჯანმრთელ ბავშვებში და მოზარდებში. ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ტვინის შეშუპების და კრუნჩხვების რისკი ყველაზე მაღალია პრეპარატის მიღების პირველი კვირის განმავლობაში.
ყველაზე ხშირად ჰიპონატრიემია ვითარდება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსი ასაკის) და იმ პირებში, რომლებშიც დასაწყისში დაბალია ნატრიუმის კონცენტრაცია.
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა იზრდება დოზის მატებასთან ერთად, რაც იწვევს ჰიპონატრიემიის რისკის ზრდას. დოზის მომატება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით.
პრეპარატი მინირინი® სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შარდის ბუშტის ფიბროზი, მუკოვისციდოზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ქალასშიდა წნევის მომატების პოტენციალით; წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა; პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თრომბოზის განვითარების რისკი; ორსულობისას, მათ შორის პრეეკლამფსიის დროს; ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსი ასაკის). პრეპარატის მიღების დაწყებამდე (და მიღების დაწყებიდან ან დოზის მომატებიდან 3 დღის შემდეგ) 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის განსაზღვრა. თავის ტკივილის და/ან გულისრევისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
არტერიული ჰიპერტენზიით ან თირკმლის ქრონიკული დაავადებით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია სიმპტომების განვითარება, რომლებიც აღწერილია პარაგრაფში „გვერდითი მოქმედება“. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატ მინირინის® ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქალასშიდა წნევის მომატების რისკი, უნდა ეცადონ ორგანიზმში სითხის შეკავების პრევენციას.
პრეპარატის მიღების რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება და ჰიპონატრიემია.
პაციენტები და, პრეპარატის ბავშვებში გამოყენებისას, მათი მშობლები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სითხის მიღების შეზღუდვის და დესმოპრესინის მიღების შეწყვეტის შესახებ ღებინების, დიარეის სისტემური ინფექციური დაავადებების და ტემპერატურის მომატებისას, მიღება არ უნდა განახლდეს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზაციამდე.
ჰიპონატრიემიის ან სითხის შეკავების პრევენციისთვის აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა შემდეგ შემთხვევებში:
პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც იწვევს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, ქლორპროპამიდი და კარბამაზეპინი);
აასს-ს გამოყენებისას.
მკურნალობისას უნდა გაკონტროლდეს სხეულის მასის ცვლილება.
პრეპარატის გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს პოლიურიის, შარდის მოცულობის მომატების ან ნოქტურიის ორგანული მიზეზები, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, შარდგამომყოფი გზების ინფექციების, ნეფროლითიაზის, შარდის ბუშტის სიმსივნის, შარდის ბუშტის სფინქტერის მუშაობის დარღვევის, პოლიდიფსიის ან გლიკემიური კონტროლის დარღვევის ჩათვლით შაქრიანი დიაბეტის დროს, ზემოაღნიშნული დაავადებების არსებობისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის ან ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის თერაპია.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული დაავადებები გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ჩათვლით, პრეპარატი მინირინი® არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ერთდროული გამოყენებისას კლოფიბრატმა, ინდომეტაცინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (აასს), ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა, ქლორპრომაზინმა, კარბამაზეპინმა და სხვა პრეპარატებმა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი, შეიძლება გააძლიეროს დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი და გამოიწვიოს სითხის შეკავების და ჰიპონატრიემიის რისკის მომატება. დესმოპრესინის ზემოაღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევის, პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის და შარდის მოცულობის ინტენსიური კონტროლი. დესმოპრესინის ლოპერამიდთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში დესმოპრესინის კონცენტრაციის სამჯერ მომატება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სითხის შეკავების და ჰიპონატრიემიის განვითარების რისკს.
არსებობს ალბათობა, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს და მოტორიკას.
ოქსიტოცინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დესმოპრესინის ანტიდიურეზული მოქმედება და შეამციროს საშვილოსნოს პერფუზია.
გლიბენკლამიდის და ლითიუმის პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი.
ნაკლებსავარაუდოა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება, რომლებიც ღვიძლში მეტაბოლიზდება, რადგან დესმოპრესინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ღვიძლის მეტაბოლიზმზე, ღვიძლის მიკროსომების in vitro კვლევების შედეგების თანახმად. in vivo კვლევები არ ჩატარებულა.
სტანდარტული დიეტა, 27% ცხიმის შემცველობით, იწვევს დესმოპრესინის შეწოვის შემცირებას (რაოდენობის და დროის) პერორალური მიღებისას. პრეპარატის ფარმაკოდინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა (შარდის მოცულობა ან ოსმოლარობა) გამოვლენილი არ არის. ამგვარად პრეპარატ მინირინის® გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად. თუმცა შესაძლებელია ანტიდიურეზული მოქმედების გამოხატულების და ხანგრძლივობის შემცირება პრეპარატის დაბალი დოზის საკვებთან ერთად მიღებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უშაქრო დიაბეტით დაავადებულ ორსულ ქალებში დესმოპრესინის გამოყენების შეზღუდული მონაცემების მიუხედავად (n=53), არ აღინიშნა ნეგატიური მოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ორსულის, ნაყოფის ან ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კლინიკამდელმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, საშვილოსნოსშიდა განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. თუმცა პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია საჭიროა პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი.
ძუძუთი კვების პერიოდი
დესმოპრესინი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს რძეში. როგორც კვლევებმა აჩვენა, იმ ქალის რძით ახალშობილის ორგანიზმში მოხვედრილი დესმოპრესინის რაოდენობა, რომელიც დესმოპრესინის მაღალ დოზებს იღებს, მნიშვნელოვნად ნაკლებია დიურეზზე გავლენისთვის საჭირო დოზაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ დროისათვის არ არსებობს მონაცემები პრეპარატ მინირინის® გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და პოტენციურად საშიში მოქმედებების განხორციელებაზე, რაც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობისას რეკომენდებულია სიფრთხილე.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატ მინირინის® გამოყენებამ სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება და/ან ჰიპონატრიემია, რაც შეიძლება უსიმპტომო იყოს ან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, სხეულის წონის მომატება; მძიმე შემთხვევებში-კრუნჩხვები, რომლებსაც ახლავს ცნობიერების დარღვევა ცნობიერების ხანგრძლივ დაკარგვამდე.
გვერდითი ეფექტების სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000 - <1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე დადგენილი არ არის (ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების გავრცელების შესახებ).
მოზრდილები
ცხრილში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები და მითითებულია მათი სიხშირე მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ნოქტურიის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევებში (N=1557) და პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას ყველა ჩვენებით (მათ შორის უშაქრო დიაბეტისას).
სისტემურ-ორგანული კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
ნაკლებად ხშირი
იშვიათი
სიხშირე დადგენილი არ არის
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
-
-
-
-
ანაფილაქსიური რეაქციები
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
-
ჰიპონატრიემია*
-
-
გაუწყლოება**, ჰიპერნატრიემია*
ფსიქიკის მხრივ დარღვევები
-
-
უძილობა
ცნობიერების დაბინდვა*
-
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი*
თავბრუსხვევა*
ძილიანობა, პარესთეზია
-
კრუნჩხვები*, ასთენია**, კომა*
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
-
-
მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება
-
-
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
-
-
ვერტიგო*
-
-
დარღვევები გულის მხრივ
-
-
გულისცემის შეგრძნება
-
-
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
-
არტერიული ჰიპერტენზია
ორთოსტატული ჰიპოტენზია
-
-
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოებისმხრივ
-
-
ქოშინი
-
-
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
-
გულისრევა*, მუცლის ტკივილი*, დიარეა, ყაბზობა, ღებინება*
დისპეფსია, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა
-
-
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
-
-
მომატებული ოფლიანობა, ქავილი, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ალერგიული დერმატიტი
-
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
-
-
კუნთების სპაზმები, მიალგია
-
-
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
-
შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევები, შარდის გამოყოფის დარღვევები
-
-
-
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
-
პერიფერიული შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება
დისკომფორტის შეგრძნება *, ტკივილი მკერდში, გრიპისმსგავსი სინდრომი
-
-
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
-
-
სხეულის მასის მომატება*, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპოკალიემია
-
-
- ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის მომატება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, დისკომფორტის შეგრძნება, მეხსიერების დარღვევა, ვერტიგო, დაცემა, კრუნჩხვები და კომა.
- *არასასურველი რეაქციები აღინიშნებოდა მხოლოდ უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ბავშვები
ცხრილში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები და მითითებულია მათი სიხშირე მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია დესმოპრესინის პერორალური გამოყენებისას ბავშვებში პირველადი ღამის ენურეზის მკურნალობისთვის (N=1923).

ჰიპონატრიემია
ფსიქიკის მხრივ დარღვევები
-
ემოციური ლაბილობა. აგრესიის გამოვლინება
შფოთვა, ღამის კოშმარები*, განწყობის მკვეთრი ცვლილება*
ემოციური დარღვევები, ქცევის ცვლილება, დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი*
-
ძილიანობა
ყურადღების დარღვევა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, კონვულსიები*
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
-
-
არტერიული ჰიპერტენზია
-
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ
-
-
-
ცხვირიდან სისხლდენა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
-
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა

კანის გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება

გაღიზიანება
-
- ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის მომატება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, დისკომფორტის შეგრძნება, მეხსიერების დარღვევა, დაცემა, ვერტიგო, კრუნჩხვები და კომა.
ხანდაზმული პაციენტები
ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი მომატებულია ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროს ასაკში) და პაციენტებში, რომლებშიც ნატრიუმის კონცენტრაცია ნორმის ქვედა ზღვარზეა.
თუ ინსტრუქციაში მოცემული ნებისმიერი არასასურველი რეაქცია მწვავდება ან შენიშნავთ სხვა არასასურველ მოვლენებს, რომლებიც ინსტრუქციაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება განვითარდეს დესმოპრესინის ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას ან მისი მიღებიდან მოკლე დროში სითხის დიდი რაოდენობით მიღებისას.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: სხეულის მასის მომატება სითხის შეკავების შედეგად, თავის ტკივილი, გულისრევა, მძიმე შემთხვევებში - ჰიპერჰიდრატაცია (წყლით ინტოქსიკაცია), რასაც ახლავს კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა ან დაკარგვა. დოზის გადაჭარბებისას მომატებულია ჰიპონატრიემიის რისკი.
დოზის გადაჭარბება შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში ადრეულ ასაკში დოზის არასათანადო შერჩევის გამო.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მისი სიმძიმის მიხედვით უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა, გაიზარდოს მიღებას შორის დრო დღის განმავლობაში ან შეწყდეს პრეპარატის მიღება. თავის ტვინის შეშუპებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციის განყოფილებაში. კრუნჩხვების გამოვლინებისას საჭიროა ინტენსიური თერაპია. დესმოპრესინის სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დიურეზის ინდუქციისთვის შესაძლებელია დიურეტიკების გამოყენება, როგორიცაა ფუროსემიდი. ერთდროულად უნდა მოხდეს პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი 0,1 გ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი 0,089 მგ (დესმოპრესინის აცეტატის სახით 0.1 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 123,7 მგ, კარტოფილის სახამებელი 73,4 მგ, პოვიდონი К 25 1,90 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,51 მგ.
1 ტაბლეტი 0,2 მგ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი 0,178 მგ (დესმოპრესინის აცეტატის სახით 0,2 მგ).

აღწერა
ტაბლეტები 0,1 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი თეთრი ტაბლეტები ნაპრალით ერთ მხარეს და გრავირებით «0,1» - მეორე მხარეს.
ტაბლეტები 0,2 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ტაბლეტები ნაპრალით ერთ მხარეს და გრავირებით «0,2» მეორე მხარეს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპრესინი და მისი ანალოგები
ათქ კოდი: Н01ВА02
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თავსახურიდან არ უნდა ამოიღონ გამოსაშრობი კაფსულა.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მინირინი® შეიცავს დესმოპრესინს-ჰიპოთალამუსის ბუნებრივი პეპტიდური ჰორმონის არგინინ ვაზოპრესინის სტრუქტურული ანალოგს, რომელიც მიღებულია ვაზოპრესინის მოლეკულის შენების ცვლილების შედეგად. განსხვავება მდგომარეობს ცისტეინის დეზამინირებაში (1 პოზიციაში) და L-არგინინის ჩარევაში (მე-8 პოზიციაში) D-არგინინით. ეს იწვევს ანტიდიურეზული მოქმედების მნიშვნელოვან გახანგრძლივებას და ნაკლებად გამოხატულ მოქმედებას სისხლძარღვების და შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე ნეგატიურ არგინინ-ვაზოპრესინთან შედარებით.
დესმპორესინი ზრდის მილაკების დისტალური ნაწილების ეპითელიუმის გამტარობას და ზრდის წყლის რეაბსორბციას, რაც იწვევს შარდის გამოყოფის მოცულობის შემცირებას, შარდის ოსმოლარობის მომატებას და პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითებას, შარდის გამოყოფის სიხშირის შემცირებას და ნოქტურიის შემცირებას (ღამის პოლიურია).
ანტიდიურეზული მოქმედება 0.1 მგ-ის პერორალურად მიღებისას ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ) შეწოვა სწრაფია. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 საათის შემდეგ. საკვების მიღება შეიძლება ამცირებდეს კნტ-დან შეწოვას 40%-ით. პრეპარატ მინირინის® პერორალური მიღებისას დესმოპრესინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს - 0.08-0.16%-ს. სხვადასხვა პაციენტებში ბიოშეღწევადობა შეიძლება ვარირებდეს.
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს 0,2–0,3 ლ/კგ-ს. დესმოპრესინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
მეტაბოლიზმი
ღვიძლის მიკროსომების in vitro გამოკვლევისას დადგინდა, რომ დესმოპრესინის უმნიშვნელო რაოდენობა მეტაბოლიზდება ღვიძლში. მიღებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ დესმოპრესინის მეტაბოლიზმს ღვიძლში in vivo არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
გამოყოფა
დესმოპრესინის გამოყოფა შეესაბამება პირველი რიგის გამოყოფის კინეტიკას, თუმცა უფრო ნაკლებია სისწრაფე არგინინ-ვაზოპრესინთან შედარებით. დესმოპრესინი თირკმლით გამოიყოფა. პერორალურად მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-3.2 საათს შეადგენს. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი დესმოპრესინის დაახლოებით 65% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
მინირინი
MINIRIN
სავაჭრო დასახელება: მინირინი®
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: დესმოპრესინი
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი 0,1 გ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი 0,089 მგ (დესმოპრესინის აცეტატის სახით 0.1 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 123,7 მგ, კარტოფილის სახამებელი 73,4 მგ, პოვიდონი К 25 1,90 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,51 მგ.
1 ტაბლეტი 0,2 მგ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დესმოპრესინი 0,178 მგ (დესმოპრესინის აცეტატის სახით 0,2 მგ).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 123,7 მგ, კარტოფილის სახამებელი 73,4 მგ, პოვიდონი К 25 1,90 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,51 მგ.
აღწერა
ტაბლეტები 0,1 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი თეთრი ტაბლეტები ნაპრალით ერთ მხარეს და გრავირებით «0,1» - მეორე მხარეს.
ტაბლეტები 0,2 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ტაბლეტები ნაპრალით ერთ მხარეს და გრავირებით «0,2» მეორე მხარეს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპრესინი და მისი ანალოგები
ათქ კოდი: Н01ВА02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი მინირინი® შეიცავს დესმოპრესინს-ჰიპოთალამუსის ბუნებრივი პეპტიდური ჰორმონის არგინინ ვაზოპრესინის სტრუქტურული ანალოგს, რომელიც მიღებულია ვაზოპრესინის მოლეკულის შენების ცვლილების შედეგად. განსხვავება მდგომარეობს ცისტეინის დეზამინირებაში (1 პოზიციაში) და L-არგინინის ჩარევაში (მე-8 პოზიციაში) D-არგინინით. ეს იწვევს ანტიდიურეზული მოქმედების მნიშვნელოვან გახანგრძლივებას და ნაკლებად გამოხატულ მოქმედებას სისხლძარღვების და შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე ნეგატიურ არგინინ-ვაზოპრესინთან შედარებით.
დესმპორესინი ზრდის მილაკების დისტალური ნაწილების ეპითელიუმის გამტარობას და ზრდის წყლის რეაბსორბციას, რაც იწვევს შარდის გამოყოფის მოცულობის შემცირებას, შარდის ოსმოლარობის მომატებას და პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითებას, შარდის გამოყოფის სიხშირის შემცირებას და ნოქტურიის შემცირებას (ღამის პოლიურია).
ანტიდიურეზული მოქმედება 0.1 მგ-ის პერორალურად მიღებისას ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ) შეწოვა სწრაფია. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 საათის შემდეგ. საკვების მიღება შეიძლება ამცირებდეს კნტ-დან შეწოვას 40%-ით. პრეპარატ მინირინის® პერორალური მიღებისას დესმოპრესინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს - 0.08-0.16%-ს. სხვადასხვა პაციენტებში ბიოშეღწევადობა შეიძლება ვარირებდეს.
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს 0,2–0,3 ლ/კგ-ს. დესმოპრესინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
მეტაბოლიზმი
ღვიძლის მიკროსომების in vitro გამოკვლევისას დადგინდა, რომ დესმოპრესინის უმნიშვნელო რაოდენობა მეტაბოლიზდება ღვიძლში. მიღებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ დესმოპრესინის მეტაბოლიზმს ღვიძლში in vivo არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
გამოყოფა
დესმოპრესინის გამოყოფა შეესაბამება პირველი რიგის გამოყოფის კინეტიკას, თუმცა უფრო ნაკლებია სისწრაფე არგინინ-ვაზოპრესინთან შედარებით. დესმოპრესინი თირკმლით გამოიყოფა. პერორალურად მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-3.2 საათს შეადგენს. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი დესმოპრესინის დაახლოებით 65% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში.
მიღების ჩვენება
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი;
პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან „თურქული კეხის“ მიდამოს ოპერაციის შემდეგ
პირველადი ღამის ენურეზი მოზრდილებში და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;
ნოქტურია მოზრდილებში, რაც დაკავშირებულია ღამის პოლიურიასთან (შარდის ჭარბად წარმოქმნა ღამით, რაც აჭარბებს შარდის ბუშტის ტევადობას და აუცილებელს ხდის ღამით შარდის ბუშტის დაცლის მიზნით ერთზე მეტჯერ ადგომას) - სიმპტომური თერაპიის სახით.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დესმოპრესინის ან პრეპარატების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
ჩვეული ან ფსიქოგენური პოლიდიფსია (შარდის წარმოქმნა 40 მლ/კგ/24 საათში);
პოლიდიფსია ქრონიკული ალკოჰოლიზმისას;
ცნობილი ან საეჭვო გულის ქრონიკული უკმარისობა და სხვა მდგომარეობა, რაც დიურეტიკების დანიშვნას საჭიროებს;
ჰიპონატრიემია, მათ შორის ანამნეზში;
საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (კკ) 50მლ/წთ-ზე ნაკლები);
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური პროდუქციის სინდრომი;
4 წლამდე ასაკი (უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ) და 5 წლამდე ასაკი (პირველადი ღამის ენურეზის სამკურნალოდ)
ლაქტაზას დეფიციტი, გალაქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია;
65 წელი და უფროსი ასაკი - ნოქტურიის სიმპტომური თერაპიისთვის გამოყენებისას.
სიფრთხილით
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (კკ 50მლ/წთ-ზე მეტი), მუკოვისციდოზი, შარდის ბუშტის ფიბროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოზის განვითარების რისკი, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ქალასშიდა წნევის მომატების პოტენციური რისკი, ორსულობა, მათ შორის პრეეკლამფსია, ხანდაზმული ასაკი (65 წელზე მეტი).
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
უშაქრო დიაბეტით დაავადებულ ორსულ ქალებში დესმოპრესინის გამოყენების შეზღუდული მონაცემების მიუხედავად (n=53), არ აღინიშნა ნეგატიური მოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ორსულის, ნაყოფის ან ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კლინიკამდელმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, საშვილოსნოსშიდა განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. თუმცა პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია საჭიროა პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი.
ძუძუთი კვების პერიოდი
დესმოპრესინი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს რძეში. როგორც კვლევებმა აჩვენა, იმ ქალის რძით ახალშობილის ორგანიზმში მოხვედრილი დესმოპრესინის რაოდენობა, რომელიც დესმოპრესინის მაღალ დოზებს იღებს, მნიშვნელოვნად ნაკლებია დიურეზზე გავლენისთვის საჭირო დოზაზე.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
პერორალურად. პრეპარატ მინირინის® ოპტიმალური დოზა ირჩევა ინდივიდუალურად. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია საკვების მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ, რადგან საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის აბსორბციასა და მის ეფექტურობაზე.
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, პოლიურია/პოლიდიფსია ჰიპოფიზექტომიის ან „თურქული კეხის“ მიდამოს ოპერაციის შემდეგ
მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ოპტიმალური დოზა ექიმის მიერ განისაზღვრება ინდივიდუალურად შარდის ოსმოლარობის მაჩვენებლების და მოცულობის გათვალისწინებით. მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია ძილის ხანგრძლივობის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მგ-ს დღე-ღამეში სამჯერ. შემდგომში დოზას ცვლიან მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. ჩვეული სადღეღამისო დოზა შეადგენს 0.2-1.2 მგ-ს. პაციენტების უმრავლესობისთვის ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 0,1-0,2 მგ-ს დღე-ღამეში სამჯერ.
სითხის შეკავების/ჰიპონატრიემიის ნიშნების გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია.
პირველადი ღამის ენურეზი
ოპტიმალური თერაპიული დოზა ისაზღვრება ინდივიდუალურად და მისი კორექცია ხდება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის გათვალისწინებით.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0,2 მგ-ს ღამით. ეფექტის არ არსებობისას დოზა შეიძლება 0,4 მგ-მდე გაიზარდოს. აუცილებელია კონტროლი სითხის მიღების შეზღუდვით საღამოს პერიოდში.
სითხის შეკავების/ჰიპონატრიემიის ნიშნების გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია.
უწყვეტი მკურნალობის რეკომენდებული კურსი შეადგენს 3 თვეს. მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ კლინიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აღინიშნება პრეპარატის მოხსნის შემდეგ 1 კვირის განმავლობაში.
ნოქტურია
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0,1 მგ-ს ღამით. 1 კვირის განმავლობაში ეფექტის არ არსებობისას დოზას ზრდიან 0,2 მგ-მდე, შემდგომში 0,4 მგ-მდე, დოზის ზრდა უნდა მოხდეს არანაკლებ კვირაში ერთხელ.
თუ მკურნალობის 4 კვირის და დოზის კორექციის შემდეგ ადეკვატური კლინიკური ეფექტი არ აღინიშნება, პრეპარატის მიღების გაგრძელება რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატ მინირინის® გამოყენებამ სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება და/ან ჰიპონატრიემია, რაც შეიძლება უსიმპტომო იყოს ან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, სხეულის წონის მომატება; მძიმე შემთხვევებში-კრუნჩხვები, რომლებსაც ახლავს ცნობიერების დარღვევა ცნობიერების ხანგრძლივ დაკარგვამდე.
გვერდითი ეფექტების სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000 - <1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე დადგენილი არ არის (ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების გავრცელების შესახებ).
მოზრდილები
ცხრილში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები და მითითებულია მათი სიხშირე მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ნოქტურიის მქონე პაციენტების კლინიკურ კვლევებში (N=1557) და პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას ყველა ჩვენებით (მათ შორის უშაქრო დიაბეტისას).
სისტემურ-ორგანული კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
ნაკლებად ხშირი
იშვიათი
სიხშირე დადგენილი არ არის
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
-
-
-
-
ანაფილაქსიური რეაქციები
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
-
ჰიპონატრიემია*
-
-
გაუწყლოება**, ჰიპერნატრიემია*
ფსიქიკის მხრივ დარღვევები
-
-
უძილობა
ცნობიერების დაბინდვა*
-
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი*
თავბრუსხვევა*
ძილიანობა, პარესთეზია
-
კრუნჩხვები*, ასთენია**, კომა*
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
-
-
მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება
-
-
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
-
-
ვერტიგო*
-
-
დარღვევები გულის მხრივ
-
-
გულისცემის შეგრძნება
-
-
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
-
არტერიული ჰიპერტენზია
ორთოსტატული ჰიპოტენზია
-
-
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოებისმხრივ
-
-
ქოშინი
-
-
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
-
გულისრევა*, მუცლის ტკივილი*, დიარეა, ყაბზობა, ღებინება*
დისპეფსია, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა
-
-
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
-
-
მომატებული ოფლიანობა, ქავილი, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ალერგიული დერმატიტი
-
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
-
-
კუნთების სპაზმები, მიალგია
-
-
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
-
შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევები, შარდის გამოყოფის დარღვევები
-
-
-
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
-
პერიფერიული შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება
დისკომფორტის შეგრძნება *, ტკივილი მკერდში, გრიპისმსგავსი სინდრომი
-
-
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
-
-
სხეულის მასის მომატება*, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპოკალიემია
-
-
- ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის მომატება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, დისკომფორტის შეგრძნება, მეხსიერების დარღვევა, ვერტიგო, დაცემა, კრუნჩხვები და კომა.
- *არასასურველი რეაქციები აღინიშნებოდა მხოლოდ უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ბავშვები
ცხრილში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები და მითითებულია მათი სიხშირე მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია დესმოპრესინის პერორალური გამოყენებისას ბავშვებში პირველადი ღამის ენურეზის მკურნალობისთვის (N=1923).
სისტემურ-ორგანული კლასი
ხშირი
ნაკლებად ხშირი
იშვიათი
სიხშირე დადგენილი არ არის
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
-
-
-
ანაფილაქსიური რეაქციები
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
-
-
-
ჰიპონატრიემია
ფსიქიკის მხრივ დარღვევები
-
ემოციური ლაბილობა. აგრესიის გამოვლინება
შფოთვა, ღამის კოშმარები*, განწყობის მკვეთრი ცვლილება*
ემოციური დარღვევები, ქცევის ცვლილება, დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი*
-
ძილიანობა
ყურადღების დარღვევა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, კონვულსიები*
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
-
-
არტერიული ჰიპერტენზია
-
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ
-
-
-
ცხვირიდან სისხლდენა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
-
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა
-
-
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
-
-
-
კანის გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
-
შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევები, შარდის გამოყოფის დარღვევები
-
-
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
-
პერიფერიული შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება
გაღიზიანება
-
- ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის მომატება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, დისკომფორტის შეგრძნება, მეხსიერების დარღვევა, დაცემა, ვერტიგო, კრუნჩხვები და კომა.
ხანდაზმული პაციენტები
ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი მომატებულია ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროს ასაკში) და პაციენტებში, რომლებშიც ნატრიუმის კონცენტრაცია ნორმის ქვედა ზღვარზეა.
თუ ინსტრუქციაში მოცემული ნებისმიერი არასასურველი რეაქცია მწვავდება ან შენიშნავთ სხვა არასასურველ მოვლენებს, რომლებიც ინსტრუქციაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება განვითარდეს დესმოპრესინის ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას ან მისი მიღებიდან მოკლე დროში სითხის დიდი რაოდენობით მიღებისას.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: სხეულის მასის მომატება სითხის შეკავების შედეგად, თავის ტკივილი, გულისრევა, მძიმე შემთხვევებში - ჰიპერჰიდრატაცია (წყლით ინტოქსიკაცია), რასაც ახლავს კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა ან დაკარგვა. დოზის გადაჭარბებისას მომატებულია ჰიპონატრიემიის რისკი.
დოზის გადაჭარბება შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში ადრეულ ასაკში დოზის არასათანადო შერჩევის გამო.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მისი სიმძიმის მიხედვით უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა, გაიზარდოს მიღებას შორის დრო დღის განმავლობაში ან შეწყდეს პრეპარატის მიღება. თავის ტვინის შეშუპებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციის განყოფილებაში. კრუნჩხვების გამოვლინებისას საჭიროა ინტენსიური თერაპია. დესმოპრესინის სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დიურეზის ინდუქციისთვის შესაძლებელია დიურეტიკების გამოყენება, როგორიცაა ფუროსემიდი. ერთდროულად უნდა მოხდეს პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას კლოფიბრატმა, ინდომეტაცინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (აასს), ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა, ქლორპრომაზინმა, კარბამაზეპინმა და სხვა პრეპარატებმა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი, შეიძლება გააძლიეროს დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი და გამოიწვიოს სითხის შეკავების და ჰიპონატრიემიის რისკის მომატება. დესმოპრესინის ზემოაღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევის, პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის და შარდის მოცულობის ინტენსიური კონტროლი. დესმოპრესინის ლოპერამიდთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში დესმოპრესინის კონცენტრაციის სამჯერ მომატება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სითხის შეკავების და ჰიპონატრიემიის განვითარების რისკს.
არსებობს ალბათობა, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც აქვეითებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს და მოტორიკას.
ოქსიტოცინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დესმოპრესინის ანტიდიურეზული მოქმედება და შეამციროს საშვილოსნოს პერფუზია.
გლიბენკლამიდის და ლითიუმის პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დესმოპრესინის ანტიდიურეზული ეფექტი.
ნაკლებსავარაუდოა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება, რომლებიც ღვიძლში მეტაბოლიზდება, რადგან დესმოპრესინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ღვიძლის მეტაბოლიზმზე, ღვიძლის მიკროსომების in vitro კვლევების შედეგების თანახმად. in vivo კვლევები არ ჩატარებულა.
სტანდარტული დიეტა, 27% ცხიმის შემცველობით, იწვევს დესმოპრესინის შეწოვის შემცირებას (რაოდენობის და დროის) პერორალური მიღებისას. პრეპარატის ფარმაკოდინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა (შარდის მოცულობა ან ოსმოლარობა) გამოვლენილი არ არის. ამგვარად პრეპარატ მინირინის® გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად. თუმცა შესაძლებელია ანტიდიურეზული მოქმედების გამოხატულების და ხანგრძლივობის შემცირება პრეპარატის დაბალი დოზის საკვებთან ერთად მიღებისას.
განსაკუთრებული მითითებები
გვერდითი ეფექტების განვითარების ასაცილებლად საჭიროა მინიმუმამდე შეიზღუდოს სითხის მიღება მის გამოყენებამდე 1 საათით ადრე და მისი მიღების შემდეგ 8 საათის განმავლობაში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღამის პირველადი ენურეზი. პრეპარატის მიღების წესების დაუცველობა შეიძლება გახდეს ორგანიზმში სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიის მიზეზი, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, სხეულის მასის მომატება, მძიმე შემთხვევებში - ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები და კომა. ღამის ენურეზის შემთხვევაში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ღამის ენურეზის სამკურნალოდ დესმოპრესინის მიღებისას აღინიშნა ტვინის შეშუპების და კრუნჩხვების შემთხვევები ჯანმრთელ ბავშვებში და მოზარდებში. ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ტვინის შეშუპების და კრუნჩხვების რისკი ყველაზე მაღალია პრეპარატის მიღების პირველი კვირის განმავლობაში.
ყველაზე ხშირად ჰიპონატრიემია ვითარდება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსი ასაკის) და იმ პირებში, რომლებშიც დასაწყისში დაბალია ნატრიუმის კონცენტრაცია.
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა იზრდება დოზის მატებასთან ერთად, რაც იწვევს ჰიპონატრიემიის რისკის ზრდას. დოზის მომატება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით.
პრეპარატი მინირინი® სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შარდის ბუშტის ფიბროზი, მუკოვისციდოზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ქალასშიდა წნევის მომატების პოტენციალით; წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა; პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თრომბოზის განვითარების რისკი; ორსულობისას, მათ შორის პრეეკლამფსიის დროს; ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსი ასაკის). პრეპარატის მიღების დაწყებამდე (და მიღების დაწყებიდან ან დოზის მომატებიდან 3 დღის შემდეგ) 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის განსაზღვრა. თავის ტკივილის და/ან გულისრევისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
არტერიული ჰიპერტენზიით ან თირკმლის ქრონიკული დაავადებით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია სიმპტომების განვითარება, რომლებიც აღწერილია პარაგრაფში „გვერდითი მოქმედება“. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატ მინირინის® ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქალასშიდა წნევის მომატების რისკი, უნდა ეცადონ ორგანიზმში სითხის შეკავების პრევენციას.
პრეპარატის მიღების რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება და ჰიპონატრიემია.
პაციენტები და, პრეპარატის ბავშვებში გამოყენებისას, მათი მშობლები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სითხის მიღების შეზღუდვის და დესმოპრესინის მიღების შეწყვეტის შესახებ ღებინების, დიარეის სისტემური ინფექციური დაავადებების და ტემპერატურის მომატებისას, მიღება არ უნდა განახლდეს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზაციამდე.
ჰიპონატრიემიის ან სითხის შეკავების პრევენციისთვის აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა შემდეგ შემთხვევებში:
პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც იწვევს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, ქლორპროპამიდი და კარბამაზეპინი);
აასს-ს გამოყენებისას.
მკურნალობისას უნდა გაკონტროლდეს სხეულის მასის ცვლილება.
პრეპარატის გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს პოლიურიის, შარდის მოცულობის მომატების ან ნოქტურიის ორგანული მიზეზები, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, შარდგამომყოფი გზების ინფექციების, ნეფროლითიაზის, შარდის ბუშტის სიმსივნის, შარდის ბუშტის სფინქტერის მუშაობის დარღვევის, პოლიდიფსიის ან გლიკემიური კონტროლის დარღვევის ჩათვლით შაქრიანი დიაბეტის დროს, ზემოაღნიშნული დაავადებების არსებობისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის ან ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის თერაპია.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული დაავადებები გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ჩათვლით, პრეპარატი მინირინი® არ უნდა მიიღონ.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ამ დროისათვის არ არსებობს მონაცემები პრეპარატ მინირინის® გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და პოტენციურად საშიში მოქმედებების განხორციელებაზე, რაც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობისას რეკომენდებულია სიფრთხილე.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 0,1 ან 0,2 მგ.
15, 30 ან 90 ტაბლეტი პვპ ფლაკონში დახუფული პოლიპროპილენის თავსახურით და პირველადი გახსნის საკონტროლო რგოლით, სახურავის შიგნით გამოსაშრობი კაფსულით მუყაოს კოლოფში, მიღების ინსტრუქციასთან ერთად. მუყაოს კოლოფზე შესაძლებელია სტიკერის დაკვრა პირველადი გახსნის კონტროლისთვის.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თავსახურიდან არ უნდა ამოიღონ გამოსაშრობი კაფსულა.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
ფერინგ ინტერნეიშენალ სენტერ სა
შემინ დე ლა ვერგოგნასაზ 50, 1162 სან-პრე, შვეიცარია
ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელსაც გააჩნია სამკურნალო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის მესაკუთრის ან მფლობელისგან ნებართვა მომხმარებლების პრეტენზიების მიღებაზე
შპს „ფერინგ ფარმასეუტიკალს“
115054, ქ. მოსკოვი, კოსმოდემიანსკაიას სანაპირო, N52, შენობა N4
ტელ.: + 7 (495) 287-0343.
ფაქსი: +7 (495) 287-0342.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.