პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები

მილურიტი

Milurit®

რეცეპტით300მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

მილურიტი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ალოპურინოლი. ის მოქმედებს შარდმჟავას წარმოქმნისა და ჩAლაგების შენელების გზით. შარდმჟავა წარმოიქმნება საკუთარი უჯრედების ან მიღებულ საკვებში შემავალი უჯრედების ბირთვის დაშლისას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ალოპურინოლი (allopurinol)
ფორმა და შეფუთვა
300მგ ტაბლეტი №30 ყავისფერ მინის ფლაკონში
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals Plc., უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, შარდმჟავას წარმოქმნის მაინჰიბირებელი პრეპარატები
ATC კოდი
M04AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037301
რეგისტრირებულია
10 თებერვალი 2023, მოქმედებს 10 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals Plc. (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამილურიტი და სხვა წამალი ერთად

მილურიტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მილურიტი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ალოპურინოლი. ის მოქმედებს შარდმჟავას წარმოქმნისა და ჩAლაგების შენელების გზით. შარდმჟავა წარმოიქმნება საკუთარი უჯრედების ან მიღებულ საკვებში შემავალი უჯრედების ბირთვის დაშლისას. სისხლში შარდმჟავას დონის მომატება ხელს უწყობს კრისტალების ჩალაგებას თირკმელებში, ასევე კანში და სახსრებში, რაც იწვევს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, თირკმლის ფუნქციის მოშლას. კანში ბრტყელი კვანძების წარმოქმნას, შეშუპებას, სახსრების მგრძნობელობის და მტკივნეულობის გაზრდას ზეწოლისას.

მილურიტი® გამოიყენება:

პოდაგრას პროფილაქტიკისათვის. ასე ეწოდება დაავადებას, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი გამოიმუსავებს ჭრბი რაოდენობით ნივთიერებას “შარდმჟავას”. შარდმჟავა გროვდება სახსრებსა და მყესებში კრისტალების სახით. ეს კრისტალები იწვევენ ანთებით რეაქციას. ანთების შედეგად ვითარდება კანის შებერილობა გარკვეულ სახსრებში, მისი მომატებული მგრძნობელობა და მტკივნეულობა მსუბუქი შეხების დროსაც კი. მოძრაობისას სახსარში შეიძლება ძლიერი ტკივილი იგრძნოთ.

სხვა მდგომარეობების პროფილაქტიკისათვის, რომელთა დროს ხდება ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება. მათ მიეკუთვნება თირკმლის კენჭები და თირკმლების მხრივ სხვა სახის დარღვევები, ასევე მდგომარეობები ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის დროს ან ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მილურიტი®-ის მიღებამდე

ნუ მიიღებთ პრეპარატს მილურიტს®, თუ

გაქვთ ალერგია ალოპურინოლზე ან აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე.

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. თუ ეჭვი გაგიჩნდათ თქვენი მოქმედებების სისწორეში, კიდევ ერთხელ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

მიღების წესი

რეკომენდებული დოზები:

უფროსები

არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას, მაგ 100მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია თანდათანობით გაზარდოს დოზა.

რეკომენდებულ შემანარჩუნებელ დოზას თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

შემანარჩუნებელი დოზები რეკომენდებულია შემდეგ დიაპაზონებში:

100-200 მგ დღეში მსუბუქი სიმძიმის მდგომარეობის დროს.

300-600 მგ დღეში საშუალო სიმძიმის დროს.

700-900 მგ მძიმე მდგომარეობის დროს.

თუ მოითხოვება დოზის განსაზღვრა მგ-ში კგ სხეულის მასაზე, მაშინ უნდა დავიცვათ 2-10 მგ/კგ/დღეში დიაპაზონი.

მკურნალობის საწყის სტადიაზე პოდაგრული ართრიტის შეტევების პრევენციის მიზნით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალება ან კოლხიცინი ერთი თვით ან მეტი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (15 წლამდე)

გამოყენება ბავშვებში ნაჩვენებია უკიდურესად იშვიათად, გარდა ავთვისებიანი დაავადებებისა (განსაკუთრებით, ლეიკოზები) და ზოგიერთი ფერმენტატული დარღვევებისა (მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომი).

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ დღეში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს, გაყოფილს 3 მიღებად.

გამოყენების წესი

მილურიტი მიიღება დღეში ერთხელ კვების შემდეგ, წყლის მიყოლებით. ვიდრე ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (2-3 ლიტრი დღეში). თუ დღიური დოზა აღემატება 300 მგ-ს, და თუ იგრძნობთ არასასურველ მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორებიცაა გულისრევა ან ღებინება (იხ. პუნქტი 4), ექიმმა შეიძლება დაყოს ალოპურინოლის დღიური დოზა რამდენიმე მიღებად აღნიშნული მოვლენების შემცირების მიზნით.

ინდივიდუალური დოზა ყოველთვის დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზა შეირჩევა ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატ მილურიტის® მინიმალურ დოზას, რათა ადეკვატურად გააკონტროლოს თქვენი დაავადების სიმპტომები.

თუ თქვენ აგეღნიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა დოზის შემცირება.

შეიძლება დაგინოშნონ < 100 მგ დღეში

შეიძლება დაგინიშნონ 100 მგ არა ყოველდღიურად.

თუ გიტარდებათ ჰემოდიალიზი ორჯერ ან სამჯერ კვირაში, ექიმმა შეიძლება მაშინვე დანიშნოს პრეპარატის დოზა 300 ან 400 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ექიმი გამოიკვლევს თირკმლის ფუნქციას, განსაკუთრებით, თუ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (კერძოდ კი თიაზიდურ შარდმდენებს, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი).

თუ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. Eქიმმა შეიძლება გირჩიოთ ღვიძლის ფუნქციის პერიოდული ანალიზები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

მდგომარეობების მკურნალობა, რომელთაც თან ახლავს შარდმჟავას/ურატების მომატებული წარმოქმნა

(მაგალითად, ახალწარმონაქმნების, ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები)

სასურველია შარდმჟავას მაღალი დონის კორექცია პრეპარატ მილურიტის® საშუალებით ციტოტოქსიური თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.

რეაქციები კანის მხრივ

კანის მხრივ რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ალოპურინოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მსუბუქი სიმძიმის რეაქციების შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ალოპურინოლის დაბალი დოზით (50 მგ/კგ) გამოყენების აღდგენის შესახებ. ამის შემდეგ შეიძლება დოზის თანდათანობით მომატება, კანის მხრივ რეაქციების და სხვა შესაძლო არასასურველ მოვლენებზე დაკვირვებით. თუ კანის მხრივ რეაქციები კვლავ გამოვლინდება, ალოპურინოლის მიღება საბოლოოდ უნდა შეწყდეს, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის უფრო მძიმე რეაქციები (იხ. პუნქტი 4).

თუ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა, ვიდრე იყო დანიშნული, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან უნდა იქონიოთ აღნიშნული ინსტრუქცია, დარჩენილი ტაბლეტები და სამკურნალო საშუალების შეფუთვა, ცნობილი რომ იყოს, თუ რა ტებლეტები იყო მიღებული. ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან თავბრუ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე არის ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შეფუთვა და დარჩენილი ტაბლეტები, რათა ექიმმა იცოდეს რამდენი ტაბლეტი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მილურიტის® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროს არის, გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება

მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

ნუ შეწყვიტავთ პრეპარატ მილურიტის® მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გარდა ალერგიული რეაქციების ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევებისა (იხ. პუნქტი 4).

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

მომატებული ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხამრე ნივთიერების მიმართ, მოცემულია 6.1 პარაგრაფში;

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

განსაკუთრებული სიფრთხილე და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა შეიძლება საჭირო იყოს შემდეგი შემთხვევების დროს:

თუ თქვენ ხართ ჰან წარმოშობის ჩინელი, ტაილანდელი ან კორეელი.

ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ან გთხოვოთ უფრო იშვიათად მიიღოთ პრეპარატი, ვიდრე დღეში ერთხელ. ასევე თქვენ უფრო ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით.

თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან მომატებული არტერიული წნევა, და თქვენ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს და/ან გარკვეული ტიპის ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ეწოდება აგფ ინჰიბიტორები. ასეთ შემთხვევებში შეიძლება გაუარესდეს თირკმლის ფუნქცია, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატ მილურიტის დოზის შემცირება.

თუ დღეისათვის გაქვთ პოდაგრას შეტევა.

თუ თქვენ ან რომელიმე თქვენს ახლო ნათესავს აქვს იდიოპათიური ჰემოქრომატოზი (იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ალოპურინოლის გამოყენებით და ახასიათებს ღვიძლში ჭარბი რაოდენობით რკინის დაგროვება).

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

თუ მკურნალობთ აზათიოპრინით (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად) ან მერკაპტოპურინით (გამოიყენება ლეიკოზის დროს).

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ალოპურინოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევები (ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ხშირად გამონაყარს თან ახლავს წყლულები პირის ღრუში, ხორხში, ცხვირში, გენიტალურ ორგანოებში და კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება). ამ სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ, კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევებს წინ უსწრებს სიმტომები, რომლებიც აღინიშნება გრიპის დროს, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება (გრიპის-მსგავსი სიმპტომები). გამონაყარს შეუძლია პროგრესირება და გამოიწვიოს ბუშტუკების გავრცელება და კანის აქერცვლა.

მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების შედარებით მაღალი რისკი. კანის მხრივ ასეთი სერიოზული რეაქციები უფრო ხშირრად გვხვდება ჰანის ეროვნების ჩინელებში, ტაილანდელებში და კორეელებში. თირკმლის ქრონიკული დაავადების არსებობამ დამატებით შეიძლება გაზარდოს ასეთი რეაქციების რისკი ამ პაციენტებში.

კანზე გამონაყარის ან კანის მხრივ ზემოთ აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან აცნობეთ, რომ ღებულობთ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატ მილურიტის® მიღებისას განვითარდა კანის გამონაყარის მძიმე სახეობა, ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თქვენ არასოდეს არ უნდა მიიღოთ პრეპარატი მილურიტი®.

პრეპარატ მილურიტის® მკურნალობის ადრეულ სტადიებზე შეიძლება განვითარდეს პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა. ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს პროფიალაქტიკური მკურნალობა შესაფერისი ანთების საწინააღმდეგო საშუალებით ან კოლხიცინით, სულ მცირე ერთი თვით.

თუ გაქვთ კიბო ან ლეშ-ნიხანის სინდრომი, თქვენს შარდში შეიძლება გაიზარდოს შარდმჟავას შემადგენლობა. ამის პრევენციისათვის, უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, შარდის განზავებისათვის.

თუ გაქვთ კენჭები თირკმლებში, ისინი შეიძლება შემცირდეს ზომებში და ჩავიდეს შარდგამომყოფ გზებში.

პრეპარატ მილურიტით მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მკურნალი ექიმი თქვენ დაგინიშნავთ რეგულარულ ლაბორატორიულ ანალიზებს. თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატე მილურიტით მკურნალობის დროსმკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული ლაბორატორიული ანალიზები. Aუცილებლად გაიარეთ ეს ანალიზები და აჩვენეთ მათი შედეგები თქვენს მკურნალ ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი ასევე პერიოდულად გააკონტროლებს თირკმელების ფუნქციას, განსაკუთრებით თუ თქვენ ერთდროულად ღებულობთ შარდმდენ პრეპარატებს (განსაკუთრებით თიაზიდური ჯგუფის პრეპარატებს).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ მილურიტის® დანიშვნა არ შეიძლება, გარდა ავთვისებიანი სიმსივნიის ზოგიერთი ტიპისა (განსაკუთრებით ლეიკოზი), და ასევე გარკვეული ფერმენტული დარღვევების მკურნალობისა, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის, ცხელების ან ანთების შესამცირებლად, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა).

თეოფილინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოების დაავადებების დროს. მკურნალი ექიმი შეამოწმებს თეოფილინის დონეს სისხლში, განსაკუთრებით პრეპარატ მილურიტის® მიღების დასაწყისში ან დოზის შეცვლის დროს.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ (ფენიტოინი).

ამპიცილინი ან ამოქსიცილინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). ალერგიული რეაქციების მომატებული სიხშირის გამო, პაციენტებს შეძლებისდაგვარად უნდა დაენიშნოს სხვა ანტიბიოტიკები.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აინ-ინფექციის სამკურნალოდ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) (დიდანოზიდი).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ვიდარაბინი). შენიშვნა: ვიდარაბინის დროს გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს. მათი გამოვლენისას აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ალოპურინოლის ერთდროული გამოყენებისას ციტოსტატურებთან (ისეთებთან როგორიც არის ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი და ალკილ ჰალოგენიდები) უფრო ხშირად ვითარდება დისკრაზიები (დარღვევები) სისხლის მხრივ, ვიდრე მხოლოდ ციტოსტატურების გამოყენებისას. თქვენი მკურნალი ექიმი რეგულარულად მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას.

ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ იმ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს, შეიძლება შეამციროს ალოპურინოლის ეფექტი. ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის საჭიროა დროის ინტერვალის დაცვა, სულ მცირე 3 საათი მაინც.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად (იმუნოდეპრესანტები), როგორებიცაა ციკლოსპორინი (ცისკლოსპორინის გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გვხვდებოდეს) და აზატიოპრინი (საჭიროა აზატიოპრინის დოზის შემცირება).

მერკაპტოპურინი (გამოიყენება ლეიკოზის სამკურნალოდ). აუცილებელია მერკაპტოპურინის დოზის შემცირება.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ქლორპროპამიდი). ქლორპროპამიდის დოზის შემცირება შეიძლება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მხრივ დარღვევების ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორებიცაა “აგფ ინჰიბიტორები” (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი) ან შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები, განსაკუთრებით, თიაზიდური დიურეტიკები, როგორებიცაა ჰიდროქლორთიაზიდი ან ფუროსემიდი).

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად (შედედების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორებიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი და აცენოკუმაროლი. თქვენი მკურნალი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს სისხლის შედედების მაჩვენებლებს, და თუ საჭიროა, შეამცირებს ასეთი სამკურნალო საშუალებების დოზას.

პოდაგრას სამკურნალო ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი).

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან შეგეძლოთ მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. ეს გულისხმობს ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების და მცენარეული წარმოშობის პრეპარატების ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრეპარატმა მილურიტი® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პრეპარატ მილურიტზე®.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ორსულობა

ადამიანში ორსულობის პერიოდში პრეპარატ მილურიტის® გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.

მილურიტის® გამოყენება ორსულებში არ შეიძლება, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს მკურნალობის უფრო უსაფრთხო ალტერნატივა ან თუ თვითონ დაავადება უფრო დიდ რისკს წარმოადგენს დედისა და ბავშვისათვის, ვიდრე პრეპარატის მიღება.

ძუძუთი კვება

მილურიტი® გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან უსაფრთხოების შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს, პრეპარატ მილურიტის® გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუ ან მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.

პრეპარატ მილურიტის® 100 მგ შეიცავს 50 მგ ლაქტოზას

თუ მკურნალ ექიმს უთქვამთ თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნული სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.

პრეპარატ მილურიტის® გამოყენებისას არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება იშვიათად და უმეტეს შემთხვევებში ხასიათდებს მსუბუქი სიმძიმით.

არასასურველი რეაქციები შეიძლება ვარირებდეს სიხშირის მიხედვით, რაც დამოკიდებულია მიღებულ დოზასა და ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებაზე. მათი სიხშირე უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების დარღვევებით.

აღინიშნება კანის გამონაყარის სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში შემთხვევების არსებობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პუნქტი 2).

თუ პრეპარატ მილურიტის® მიღების დროს გამოვლინდება ქვემოთ მოცემული რომელიმე დარღვევა, შეწყვიტეთ აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაიცეცნტში)

ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია შემდეგი ნიშნები: კანზე გამონაყარი, კანის აქერცვლა, ტუჩებისა და პირის ღრუს შეშუპება, ბუშტუკების წარმოქმნა ან ანთება, ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უეცარი სუნთქვის გაძნელება, კანკალი, ცნობიერების დაკარგვა ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში და კოლაფსი.

ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ნუ მიიღებთ მილურიტის® ტაბლეტებს მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთებში მტვრევის შეგრძნება (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ზოგადი სისუსტე;

კანის ნებისმიერი ცვლილებები, მაგალითად პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულები, კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება), გავრცელებული ბუშტუკები და აქერცვლა;

ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები, ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგების და ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრის (რაც შეიძლება იყოს პოლიორგანული დარღვევის ნიშანი/ბევრი შინაგანი ორგანოს ფუნქციის დარღვევა/ ჰიპერმგრძნობელობის ტიპის მიხედვით) ჩათვლით.

სიხშირე უცნობია (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრა შეუძლებელია)

თავის და ზურგის ტვინის გარსების არაინფექციური ანთება (ასეპტიური მენინგიტი), რომლის სიმპტომებიც არის: კისრის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ცხელება, ცნობიერების დაბინდვა.

ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

არსებობს სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევები:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

კანზე გამონაყარი

სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გულისრევა, ღებინება და ფაღარათი

ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების შეცვლა.

ტკივილი სახსრებში ან მტკივნეული შეშუპება საზარდულში, იღლიებსა და ყელზე

სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება)

ღვიძლის ანთება

დარღვევები თირკმლების მხრივ

კენჭების წარმოქმნა შარდგამომყოფ გზებში, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლის გამოვლენას შარდში და ტკივილს მუცელში, გვერდში ან საზარდულის მიდამოში.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის და ხორხის შეშუპებას;

სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ალერგიული რეაქცია

ზოგიერთ შემთხვევაში მილურიტი შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სისხლზე. ამის ნიშნები შეიძლება იყოს: სიფერმკრთალე, ანთება პირის ღრუში, სისხლნაჟღენთები, სისხლჩაქცევები ტუჩებში, თვალებში, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებში, ტკივილი ყელში ან ინფექციის სხვა ნიშნები. აღნიშნული მოვლენები ხშირად ვითარდება პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლების დარღვევებით. დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ლიმფური ჯირკვლების დაავადებები

სხეულის ტემპერატურის მომატება

სისხლი შარდში, თირკმლის უკმარისობა

სისხლიანი პირღებინება

სისხლში ლიპიდების (ცხიმები) მაღალი დონე (ჰიპერლიპიდემია);

ზოგადი უგუნებობა ან სისუსტის შეგრძნება

მგრძნობელობის დარღვევა, სისუსტე, ფეხების გაბუჟება, ჩხვლეტითი ტკივილები კიდურებში, სიარულის და მოძრაობის დარღვევა, კუნთების ნებაყოფლობითი მოძრაობის შეუძლებლობა (პარალიზი) და კომა

თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა ან მხედველობის დარღვევა

ტკივილი გულმკერდში, მომატებული არტერიული წნევა ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება

კაცის უნაყოფობა ან ერექციის დარღვევები

სარძევე ჯირკვლების გადიდება კაცებსა და ქალებში

ნაწლავების მუშაობის ჩვეული რითმის შეცვლა, ცხიმის არსებობა განავალში

გემოს შეცვლა

კატარაქტა (თვალის ბრონის შემღვრევა), თვალის ყვითელი ლაქას დაზიანება

თმის ბუდობრივი ცვენა ან თმის ფერის შეცვლა

კრუნჩხვითი შეტევები

დეპრესია

სითხის შეკავება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით კოჭების მიდამოში

წყურვილის, შიმშილის შეგრძნება, სხეულის მასის შემცირება (შაქრიანი დიაბეტის შესაძლო სიმპტომები). ამის შესამოწმებლად ექიმმა შეიძლება განსაზღვროს შაქრის დონე სისხლში

ფურუნკულოზი (თმის ფოლიკულის ჩირქოვანი ანთება)

ტკივილი კუნთებში

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება)

ტკივილი მუცელში

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ასევე თუ გამოვლინდა მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლით აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, დამატებით ინფორმაციას აწვდით აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

აღწერილია ალოპურინოლის 22,5 გ დოზით პერორალურად მიღების შემთხვევა, გვერდითი მოვლენების გარეშე.

პაციენტს, რომელმაც მიიღო 20 გ ალოპურინოლი, აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და თავბრუსხვევა. საერთო მხარდამჭერი ღონისძიებების შემდეგ მდგომარეობა დარეგულირდა.

ალოპურინოლის მასიურმა შეწოვამ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინოქსიდაზას მოქმედების მნიშვნელოვანი დათრგუნვა (ინჰიბიცია), რომელიც თავად არ იწვევს გვერდით მოვლენებს, მაგრამ შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატთან, განსაკუთრებით 6-მერკაპტოპურინთან და/ან აზათიოპრინთან ერთად მიღებისას.

მკურნალობა:

კონკრეტული ანტიდოტი ცნობილი არ არის.

ადექვატური ჰიდრატაცია, ოპტიმალური დიურეზის უზრუნველყოფის მიზნით, ხელს უწყობს ალოპურინოლის და მისი მეტაბოლიტების გამოდევნას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ალოპურინოლი.

მილურიტი® 100 მგ ტაბლეტები: 100 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

მილურიტი® 300 მგ ტაბლეტები: 300 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

100 მგ ტაბლეტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A).

300 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჟელატინი, მაგნიუმის სტეატი,

კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

მილურიტის® ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტების აღწერილობა

100 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 351 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

300 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 352 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

100 მგ ტაბლეტები: 30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100 ან 120 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიურეთანის თავსახურავით, პირველი გახსნის კონტროლით და ამორტიზატორით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

300 მგ ტაბლეტები: 30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100 ან 120 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიურეთანის თავსახურავით, პირველი გახსნის კონტროლით და ამორტიზატორით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მილურიტის® ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება, თუ შეინიშნება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნება (მაგალითად ფერის შეცვლა)

ვარგისიანობა

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს არსებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაგდება საკანალიზაციო წყალსა თუ ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიური მოქმედება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი, შარდმჟავას სინთეზის ინჰიბიტორები.

ATX კოდი: M04A A01

მოქმედების მექანიზმი

ალოპურინოლი წარმოადგენს ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორს. ალოპურინოლი და მისი მთავარი მეტაბოლიტი ოქსიპურინოლი ამცირებს შარდმჟავას კონცენტრაციის დონეს სისხლის პლაზმასა და შარდში, ქსანტინოქსიდაზას ინჰიბირების გზით, ფერმენტი, რომელიც იწვევს ჰიპოქსანტინის ჟანგვას ქსანტინამდე და ქსანტინის ჟანგვას შარდმჟავამდე. ჰიპერურიკემიის მქონე ზოგ, მაგრამ არა ყველა პაციენტში პურინების კატაბოლიზმის ინჰიბირების გარდა, ითრგუნება de novo პურინების ბიოსინთეზი უკუკავშირის მექანიზმით, რაც გამოწვეულია ჰიპოქსანტინ-გუანინის ფოსფორიბოსილ-ტრანსფერაზას ფერმენტის ინჰიბირებით. ალოპურინოლის სხვა მეტაბოლიტებს შორისაა ალოპურინოლ-რიბოზიდი და ოქსიპურინოლ-7-რიბოზიდი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ალოპურინოლი მოქმედებს პერორალურად მიღებისას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან. ფარმაკოკინეტიკური კვლევების თანახმად, ალოპურინოლი სისხლში ხვდება მიღებიდან 30-60 წუთში. ბიოშეღწევადობის მაჩვენებლები მერყეობს 67% - 90% ფარგლებში. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატ მილურიტის® პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 1.5 საათში. შემდეგ ალოპურინოლის კონცენტრაცია სწრაფად მცირდება და მიღებიდან 6 საათში სისხლის პალზმაში აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის კვალი. აქტიური მეტაბოლიტის - ოქსიპურინოლის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა პრეპარატ მილურიტის® პერორალურად მიღებიდან 3-5 საათში და მისი კონცენტრაციის დონე სისხლის პლაზმაში მცირდება მნიშვნელოვნად ნელა.

განაწილება

ალოპურინოლი თითქმის არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ცილების დონის შეცვლამ არ უნდა იმოქმედოს მნიშვნელოვნად მის კლირენსზე. ალოპურინოლის გავრცელების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1,6 გ/კგ-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქსოვილები საკმარისად გამოხატულად შთანთქავენ პრეპარატს. ალოპურინოლის შემცველობა ადამიანის სხვადასხვა ქსოვილებში შესწავლილი არ არის, თუმცა, სავსებით დასაშვებია, რომ ალოპურინოლი და ოქსიპურინოლი ყველაზე დიდი კონცენტრაციით გროვდებოდეს ღვიძლსა და ნაწლავების ლორწოვან გარსში, სადაც ქსანტინოქსიდაზა არის მაღალაქტიური.

ბიოგარდაქმნა

ალოპურინოლის მთავარი მეტაბოლიტია ოქსიპურინოლი. ალოპურინოლის სხვა მეტაბოლიტებს შორისაა ალოპურინოლ-რიბოზიდი და ოქსიპურინოლ-7-რიბოზიდი.

გამოყოფა

პერორალურად მიღებული ალოპურინოლოს დაახლოებით 20% ნაწლავებით გამოიყოფა 48-72 საათის განმავლობაში. ალოპურინოლი ძირითადად გამოიყოფა ოქსიპურინოლის სახით მეტაბოლური გარდაქმნით, ქსანტინოქსიდაზას და ალდეჰიდოქსიდაზას ზემოქმედების შედეგად, ამასთან, დღიური დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ალოპურინოლის სახით. სისხლის პლაზმიდან ალოპურინოლის ნახევრად-გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 0,5-1,5 საათს შეადგენს.

ალოპურინოლთან შედარებით, ოქსიპურინოლი, ქსანტინოქსიდაზას ნაკლებად ძლიერი ინჰიბიტორია, თუმცა, მისი ნახევრად-გამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად მეტია. არსებული შეფასებით, ადამიანებში ეს მაჩვენებელი 13-30 საათს შეადგენს. ამგვარად, ალოპურინოლის დღეში ერთჯერადად მიღებისას, ქსანტინოქსიდაზას აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის ნორმალური ფუნქცია აღენიშნებათ, ოქსიპურინოლის შემცველობა ნელ-ნელა იზრდება, სანამ არ მიაღწევს სისხლის პლაზმაში ოქსიპურინოლის კონცენტრაციის ბალანსს. დღეში 300 მგ ალოპურინოლის მიღებისას, ასეთი პაციენტების სისხლის პლაზმაში ოქსიპურინოლის კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს 5-10 მგ/ლ-ს.

ოქსიპურინოლი, უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, თუმცა ტუბულარული რეაბსორბციისას მას უხანგრძლივდება ნახევრად-გამოყოფის პერიოდი და მერყეობს 13,6-დან 29 საათამდე. ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება შეიძლება დაკავშირებულია გამოკვლევის სტრუქტურის სხვაობასთან და/ან პაციენტებში კრეატინინის კლირენსთან.

პერორალურად მიღებული ალოპურინოლის დაახლოებით 20% გამოიყოფა ნაწლავების გზით 48-72 საათში. სადღეღამისო დოზის 10% გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი ალოპურინოლის სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 70%გამოიყოფა თირკმელებით ოქსიპურინოლის ფორმით გლომერულური ფილტრაციის გზით. ალოპურინოლის ოქსიპურინოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 0.5-1.5საათს 13-30 საათიდან შესაბამისად.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ალოპურინოლის და ოქსოპურინოლის კლირენსი მნიშვნელოვანწილად შეიძლება შენელდეს პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, რაც ხანგრძლივი თერაპიის დროს იწვევს სისხლის პლაზმაში ამ შენაერთების კონცენტრაციის გაზრდას. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, როდესაც კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლები მერყეობს 10 – 20 მლ/წთ ფარგლებში, დღიური 300 მგ ალოპურინოლით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ოქსიპურინოლოს კონცენტრაციამ სისხლში შეადგინა დაახლოებით 30 მგ/ლ. ოქსიპურინოლის ასეთი კონცენტრაციის მიღწევა შესაძლებელია 600 მგ/დღე დოზებით თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ამიტომ, პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, აუცილებელია მილურიტის® დოზის შემცირება.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ნაკლებ სავარაუდოა ალოპურინოლის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება. გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში“).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისათვის)

მილურიტი®

ტაბლეტები 100 მგ, 300 მგ

(ალოპურინოლი)

პრეპარატის მიღებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აღნიშნული პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცემთ მას სხვებს. სხვას მან შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი თუU დაავადების ნიშნები მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში (იხ. პუნქტი 4).

ინსტრუქციის შინაარსი

რა არის პრეპარატი მილურიტი® და რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მილურიტი®-ის მიღებამდე

როგორ მივიღოთ პრეპარატი მილურიტი®

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ პრეპარატი მილურიტი®

ვარგისიანობა

აფთიაქიდან გაცემის პირობები

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის პრეპარატი მილურიტი® და რისთვის გამოიყენება

მილურიტი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ალოპურინოლი. ის მოქმედებს შარდმჟავას წარმოქმნისა და ჩAლაგების შენელების გზით. შარდმჟავა წარმოიქმნება საკუთარი უჯრედების ან მიღებულ საკვებში შემავალი უჯრედების ბირთვის დაშლისას. სისხლში შარდმჟავას დონის მომატება ხელს უწყობს კრისტალების ჩალაგებას თირკმელებში, ასევე კანში და სახსრებში, რაც იწვევს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, თირკმლის ფუნქციის მოშლას. კანში ბრტყელი კვანძების წარმოქმნას, შეშუპებას, სახსრების მგრძნობელობის და მტკივნეულობის გაზრდას ზეწოლისას.

მილურიტი® გამოიყენება:

პოდაგრას პროფილაქტიკისათვის. ასე ეწოდება დაავადებას, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი გამოიმუსავებს ჭრბი რაოდენობით ნივთიერებას “შარდმჟავას”. შარდმჟავა გროვდება სახსრებსა და მყესებში კრისტალების სახით. ეს კრისტალები იწვევენ ანთებით რეაქციას. ანთების შედეგად ვითარდება კანის შებერილობა გარკვეულ სახსრებში, მისი მომატებული მგრძნობელობა და მტკივნეულობა მსუბუქი შეხების დროსაც კი. მოძრაობისას სახსარში შეიძლება ძლიერი ტკივილი იგრძნოთ.

სხვა მდგომარეობების პროფილაქტიკისათვის, რომელთა დროს ხდება ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება. მათ მიეკუთვნება თირკმლის კენჭები და თირკმლების მხრივ სხვა სახის დარღვევები, ასევე მდგომარეობები ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის დროს ან ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მილურიტი®-ის მიღებამდე

ნუ მიიღებთ პრეპარატს მილურიტს®, თუ

გაქვთ ალერგია ალოპურინოლზე ან აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე.

განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

განსაკუთრებული სიფრთხილე და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა შეიძლება საჭირო იყოს შემდეგი შემთხვევების დროს:

თუ თქვენ ხართ ჰან წარმოშობის ჩინელი, ტაილანდელი ან კორეელი.

ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ან გთხოვოთ უფრო იშვიათად მიიღოთ პრეპარატი, ვიდრე დღეში ერთხელ. ასევე თქვენ უფრო ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით.

თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან მომატებული არტერიული წნევა, და თქვენ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს და/ან გარკვეული ტიპის ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ეწოდება აგფ ინჰიბიტორები. ასეთ შემთხვევებში შეიძლება გაუარესდეს თირკმლის ფუნქცია, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატ მილურიტის დოზის შემცირება.

თუ დღეისათვის გაქვთ პოდაგრას შეტევა.

თუ თქვენ ან რომელიმე თქვენს ახლო ნათესავს აქვს იდიოპათიური ჰემოქრომატოზი (იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ალოპურინოლის გამოყენებით და ახასიათებს ღვიძლში ჭარბი რაოდენობით რკინის დაგროვება).

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

თუ მკურნალობთ აზათიოპრინით (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად) ან მერკაპტოპურინით (გამოიყენება ლეიკოზის დროს).

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ალოპურინოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევები (ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ხშირად გამონაყარს თან ახლავს წყლულები პირის ღრუში, ხორხში, ცხვირში, გენიტალურ ორგანოებში და კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება). ამ სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ, კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევებს წინ უსწრებს სიმტომები, რომლებიც აღინიშნება გრიპის დროს, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება (გრიპის-მსგავსი სიმპტომები). გამონაყარს შეუძლია პროგრესირება და გამოიწვიოს ბუშტუკების გავრცელება და კანის აქერცვლა.

მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების შედარებით მაღალი რისკი. კანის მხრივ ასეთი სერიოზული რეაქციები უფრო ხშირრად გვხვდება ჰანის ეროვნების ჩინელებში, ტაილანდელებში და კორეელებში. თირკმლის ქრონიკული დაავადების არსებობამ დამატებით შეიძლება გაზარდოს ასეთი რეაქციების რისკი ამ პაციენტებში.

კანზე გამონაყარის ან კანის მხრივ ზემოთ აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან აცნობეთ, რომ ღებულობთ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატ მილურიტის® მიღებისას განვითარდა კანის გამონაყარის მძიმე სახეობა, ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თქვენ არასოდეს არ უნდა მიიღოთ პრეპარატი მილურიტი®.

პრეპარატ მილურიტის® მკურნალობის ადრეულ სტადიებზე შეიძლება განვითარდეს პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა. ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს პროფიალაქტიკური მკურნალობა შესაფერისი ანთების საწინააღმდეგო საშუალებით ან კოლხიცინით, სულ მცირე ერთი თვით.

თუ გაქვთ კიბო ან ლეშ-ნიხანის სინდრომი, თქვენს შარდში შეიძლება გაიზარდოს შარდმჟავას შემადგენლობა. ამის პრევენციისათვის, უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, შარდის განზავებისათვის.

თუ გაქვთ კენჭები თირკმლებში, ისინი შეიძლება შემცირდეს ზომებში და ჩავიდეს შარდგამომყოფ გზებში.

პრეპარატ მილურიტით მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მკურნალი ექიმი თქვენ დაგინიშნავთ რეგულარულ ლაბორატორიულ ანალიზებს. თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატე მილურიტით მკურნალობის დროსმკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული ლაბორატორიული ანალიზები. Aუცილებლად გაიარეთ ეს ანალიზები და აჩვენეთ მათი შედეგები თქვენს მკურნალ ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი ასევე პერიოდულად გააკონტროლებს თირკმელების ფუნქციას, განსაკუთრებით თუ თქვენ ერთდროულად ღებულობთ შარდმდენ პრეპარატებს (განსაკუთრებით თიაზიდური ჯგუფის პრეპარატებს).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ მილურიტის® დანიშვნა არ შეიძლება, გარდა ავთვისებიანი სიმსივნიის ზოგიერთი ტიპისა (განსაკუთრებით ლეიკოზი), და ასევე გარკვეული ფერმენტული დარღვევების მკურნალობისა, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის სინდრომი.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი მილურიტი®

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის, ცხელების ან ანთების შესამცირებლად, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა).

თეოფილინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოების დაავადებების დროს. მკურნალი ექიმი შეამოწმებს თეოფილინის დონეს სისხლში, განსაკუთრებით პრეპარატ მილურიტის® მიღების დასაწყისში ან დოზის შეცვლის დროს.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ (ფენიტოინი).

ამპიცილინი ან ამოქსიცილინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). ალერგიული რეაქციების მომატებული სიხშირის გამო, პაციენტებს შეძლებისდაგვარად უნდა დაენიშნოს სხვა ანტიბიოტიკები.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აინ-ინფექციის სამკურნალოდ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) (დიდანოზიდი).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ვიდარაბინი). შენიშვნა: ვიდარაბინის დროს გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს. მათი გამოვლენისას აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ალოპურინოლის ერთდროული გამოყენებისას ციტოსტატურებთან (ისეთებთან როგორიც არის ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი და ალკილ ჰალოგენიდები) უფრო ხშირად ვითარდება დისკრაზიები (დარღვევები) სისხლის მხრივ, ვიდრე მხოლოდ ციტოსტატურების გამოყენებისას. თქვენი მკურნალი ექიმი რეგულარულად მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას.

ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ იმ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს, შეიძლება შეამციროს ალოპურინოლის ეფექტი. ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის საჭიროა დროის ინტერვალის დაცვა, სულ მცირე 3 საათი მაინც.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად (იმუნოდეპრესანტები), როგორებიცაა ციკლოსპორინი (ცისკლოსპორინის გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გვხვდებოდეს) და აზატიოპრინი (საჭიროა აზატიოპრინის დოზის შემცირება).

მერკაპტოპურინი (გამოიყენება ლეიკოზის სამკურნალოდ). აუცილებელია მერკაპტოპურინის დოზის შემცირება.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ქლორპროპამიდი). ქლორპროპამიდის დოზის შემცირება შეიძლება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მხრივ დარღვევების ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორებიცაა “აგფ ინჰიბიტორები” (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი) ან შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები, განსაკუთრებით, თიაზიდური დიურეტიკები, როგორებიცაა ჰიდროქლორთიაზიდი ან ფუროსემიდი).

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად (შედედების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორებიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი და აცენოკუმაროლი. თქვენი მკურნალი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს სისხლის შედედების მაჩვენებლებს, და თუ საჭიროა, შეამცირებს ასეთი სამკურნალო საშუალებების დოზას.

პოდაგრას სამკურნალო ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი).

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან შეგეძლოთ მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. ეს გულისხმობს ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების და მცენარეული წარმოშობის პრეპარატების ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრეპარატმა მილურიტი® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პრეპარატ მილურიტზე®.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ორსულობა

ადამიანში ორსულობის პერიოდში პრეპარატ მილურიტის® გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.

მილურიტის® გამოყენება ორსულებში არ შეიძლება, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს მკურნალობის უფრო უსაფრთხო ალტერნატივა ან თუ თვითონ დაავადება უფრო დიდ რისკს წარმოადგენს დედისა და ბავშვისათვის, ვიდრე პრეპარატის მიღება.

ძუძუთი კვება

მილურიტი® გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან უსაფრთხოების შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს, პრეპარატ მილურიტის® გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუ ან მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.

პრეპარატ მილურიტის® 100 მგ შეიცავს 50 მგ ლაქტოზას

თუ მკურნალ ექიმს უთქვამთ თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

როგორ მივიღოთ პრეპარატი მილურიტი®

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. თუ ეჭვი გაგიჩნდათ თქვენი მოქმედებების სისწორეში, კიდევ ერთხელ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

მიღების წესი

რეკომენდებული დოზები:

უფროსები

არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას, მაგ 100მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია თანდათანობით გაზარდოს დოზა.

რეკომენდებულ შემანარჩუნებელ დოზას თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

შემანარჩუნებელი დოზები რეკომენდებულია შემდეგ დიაპაზონებში:

100-200 მგ დღეში მსუბუქი სიმძიმის მდგომარეობის დროს.

300-600 მგ დღეში საშუალო სიმძიმის დროს.

700-900 მგ მძიმე მდგომარეობის დროს.

თუ მოითხოვება დოზის განსაზღვრა მგ-ში კგ სხეულის მასაზე, მაშინ უნდა დავიცვათ 2-10 მგ/კგ/დღეში დიაპაზონი.

მკურნალობის საწყის სტადიაზე პოდაგრული ართრიტის შეტევების პრევენციის მიზნით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალება ან კოლხიცინი ერთი თვით ან მეტი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (15 წლამდე)

გამოყენება ბავშვებში ნაჩვენებია უკიდურესად იშვიათად, გარდა ავთვისებიანი დაავადებებისა (განსაკუთრებით, ლეიკოზები) და ზოგიერთი ფერმენტატული დარღვევებისა (მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომი).

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ დღეში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს, გაყოფილს 3 მიღებად.

გამოყენების წესი

მილურიტი მიიღება დღეში ერთხელ კვების შემდეგ, წყლის მიყოლებით. ვიდრე ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (2-3 ლიტრი დღეში). თუ დღიური დოზა აღემატება 300 მგ-ს, და თუ იგრძნობთ არასასურველ მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორებიცაა გულისრევა ან ღებინება (იხ. პუნქტი 4), ექიმმა შეიძლება დაყოს ალოპურინოლის დღიური დოზა რამდენიმე მიღებად აღნიშნული მოვლენების შემცირების მიზნით.

ინდივიდუალური დოზა ყოველთვის დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზა შეირჩევა ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატ მილურიტის® მინიმალურ დოზას, რათა ადეკვატურად გააკონტროლოს თქვენი დაავადების სიმპტომები.

თუ თქვენ აგეღნიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა დოზის შემცირება.

შეიძლება დაგინოშნონ < 100 მგ დღეში

შეიძლება დაგინიშნონ 100 მგ არა ყოველდღიურად.

თუ გიტარდებათ ჰემოდიალიზი ორჯერ ან სამჯერ კვირაში, ექიმმა შეიძლება მაშინვე დანიშნოს პრეპარატის დოზა 300 ან 400 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ექიმი გამოიკვლევს თირკმლის ფუნქციას, განსაკუთრებით, თუ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (კერძოდ კი თიაზიდურ შარდმდენებს, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი).

თუ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. Eქიმმა შეიძლება გირჩიოთ ღვიძლის ფუნქციის პერიოდული ანალიზები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

მდგომარეობების მკურნალობა, რომელთაც თან ახლავს შარდმჟავას/ურატების მომატებული წარმოქმნა

(მაგალითად, ახალწარმონაქმნების, ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები)

სასურველია შარდმჟავას მაღალი დონის კორექცია პრეპარატ მილურიტის® საშუალებით ციტოტოქსიური თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.

რეაქციები კანის მხრივ

კანის მხრივ რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ალოპურინოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მსუბუქი სიმძიმის რეაქციების შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ალოპურინოლის დაბალი დოზით (50 მგ/კგ) გამოყენების აღდგენის შესახებ. ამის შემდეგ შეიძლება დოზის თანდათანობით მომატება, კანის მხრივ რეაქციების და სხვა შესაძლო არასასურველ მოვლენებზე დაკვირვებით. თუ კანის მხრივ რეაქციები კვლავ გამოვლინდება, ალოპურინოლის მიღება საბოლოოდ უნდა შეწყდეს, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის უფრო მძიმე რეაქციები (იხ. პუნქტი 4).

თუ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა, ვიდრე იყო დანიშნული, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან უნდა იქონიოთ აღნიშნული ინსტრუქცია, დარჩენილი ტაბლეტები და სამკურნალო საშუალების შეფუთვა, ცნობილი რომ იყოს, თუ რა ტებლეტები იყო მიღებული. ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან თავბრუ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე არის ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შეფუთვა და დარჩენილი ტაბლეტები, რათა ექიმმა იცოდეს რამდენი ტაბლეტი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მილურიტის® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროს არის, გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება

მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.

ნუ შეწყვიტავთ პრეპარატ მილურიტის® მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გარდა ალერგიული რეაქციების ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევებისა (იხ. პუნქტი 4).

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება

სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნული სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.

პრეპარატ მილურიტის® გამოყენებისას არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება იშვიათად და უმეტეს შემთხვევებში ხასიათდებს მსუბუქი სიმძიმით.

არასასურველი რეაქციები შეიძლება ვარირებდეს სიხშირის მიხედვით, რაც დამოკიდებულია მიღებულ დოზასა და ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებაზე. მათი სიხშირე უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების დარღვევებით.

აღინიშნება კანის გამონაყარის სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში შემთხვევების არსებობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პუნქტი 2).

თუ პრეპარატ მილურიტის® მიღების დროს გამოვლინდება ქვემოთ მოცემული რომელიმე დარღვევა, შეწყვიტეთ აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაიცეცნტში)

ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია შემდეგი ნიშნები: კანზე გამონაყარი, კანის აქერცვლა, ტუჩებისა და პირის ღრუს შეშუპება, ბუშტუკების წარმოქმნა ან ანთება, ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უეცარი სუნთქვის გაძნელება, კანკალი, ცნობიერების დაკარგვა ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში და კოლაფსი.

ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ნუ მიიღებთ მილურიტის® ტაბლეტებს მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთებში მტვრევის შეგრძნება (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ზოგადი სისუსტე;

კანის ნებისმიერი ცვლილებები, მაგალითად პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულები, კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება), გავრცელებული ბუშტუკები და აქერცვლა;

ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები, ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგების და ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრის (რაც შეიძლება იყოს პოლიორგანული დარღვევის ნიშანი/ბევრი შინაგანი ორგანოს ფუნქციის დარღვევა/ ჰიპერმგრძნობელობის ტიპის მიხედვით) ჩათვლით.

სიხშირე უცნობია (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრა შეუძლებელია)

თავის და ზურგის ტვინის გარსების არაინფექციური ანთება (ასეპტიური მენინგიტი), რომლის სიმპტომებიც არის: კისრის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ცხელება, ცნობიერების დაბინდვა.

ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

არსებობს სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევები:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

კანზე გამონაყარი

სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გულისრევა, ღებინება და ფაღარათი

ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების შეცვლა.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ტკივილი სახსრებში ან მტკივნეული შეშუპება საზარდულში, იღლიებსა და ყელზე

სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება)

ღვიძლის ანთება

დარღვევები თირკმლების მხრივ

კენჭების წარმოქმნა შარდგამომყოფ გზებში, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლის გამოვლენას შარდში და ტკივილს მუცელში, გვერდში ან საზარდულის მიდამოში.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის და ხორხის შეშუპებას;

სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ალერგიული რეაქცია

ზოგიერთ შემთხვევაში მილურიტი შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სისხლზე. ამის ნიშნები შეიძლება იყოს: სიფერმკრთალე, ანთება პირის ღრუში, სისხლნაჟღენთები, სისხლჩაქცევები ტუჩებში, თვალებში, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებში, ტკივილი ყელში ან ინფექციის სხვა ნიშნები. აღნიშნული მოვლენები ხშირად ვითარდება პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლების დარღვევებით. დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ლიმფური ჯირკვლების დაავადებები

სხეულის ტემპერატურის მომატება

სისხლი შარდში, თირკმლის უკმარისობა

სისხლიანი პირღებინება

სისხლში ლიპიდების (ცხიმები) მაღალი დონე (ჰიპერლიპიდემია);

ზოგადი უგუნებობა ან სისუსტის შეგრძნება

მგრძნობელობის დარღვევა, სისუსტე, ფეხების გაბუჟება, ჩხვლეტითი ტკივილები კიდურებში, სიარულის და მოძრაობის დარღვევა, კუნთების ნებაყოფლობითი მოძრაობის შეუძლებლობა (პარალიზი) და კომა

თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა ან მხედველობის დარღვევა

ტკივილი გულმკერდში, მომატებული არტერიული წნევა ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება

კაცის უნაყოფობა ან ერექციის დარღვევები

სარძევე ჯირკვლების გადიდება კაცებსა და ქალებში

ნაწლავების მუშაობის ჩვეული რითმის შეცვლა, ცხიმის არსებობა განავალში

გემოს შეცვლა

კატარაქტა (თვალის ბრონის შემღვრევა), თვალის ყვითელი ლაქას დაზიანება

თმის ბუდობრივი ცვენა ან თმის ფერის შეცვლა

კრუნჩხვითი შეტევები

დეპრესია

სითხის შეკავება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით კოჭების მიდამოში

წყურვილის, შიმშილის შეგრძნება, სხეულის მასის შემცირება (შაქრიანი დიაბეტის შესაძლო სიმპტომები). ამის შესამოწმებლად ექიმმა შეიძლება განსაზღვროს შაქრის დონე სისხლში

ფურუნკულოზი (თმის ფოლიკულის ჩირქოვანი ანთება)

ტკივილი კუნთებში

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება)

ტკივილი მუცელში

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ასევე თუ გამოვლინდა მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლით აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, დამატებით ინფორმაციას აწვდით აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ შევინახოთ მილურიტის® ტაბლეტები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მილურიტის® ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება, თუ შეინიშნება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნება (მაგალითად ფერის შეცვლა)

ვარგისიანობა

ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს არსებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაგდება საკანალიზაციო წყალსა თუ ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მილურიტი

აქტიური ნივთიერება: ალოპურინოლი.

მილურიტი® 100 მგ ტაბლეტები: 100 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

მილურიტი® 300 მგ ტაბლეტები: 300 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

100 მგ ტაბლეტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A).

300 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჟელატინი, მაგნიუმის სტეატი,

კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

მილურიტის® ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტების აღწერილობა

100 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 351 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

300 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 352 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

100 მგ ტაბლეტები: 30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100 ან 120 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიურეთანის თავსახურავით, პირველი გახსნის კონტროლით და ამორტიზატორით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

300 მგ ტაბლეტები: 30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100 ან 120 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიურეთანის თავსახურავით, პირველი გახსნის კონტროლით და ამორტიზატორით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

მილურიტი 100მგ:

მზა სამკურნალო ფორმის შეფუთვა,

შეფუთვა და გამშვები კონტროლი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

9900-უნგრეთი, კერმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65

მილურიტი 300მგ:

მზა სამკურნალო ფორმის წარმოება

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ. 118-120

შეფუთვა და გამშვები კონტროლი:

9900-უნგრეთი, კერმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა