მილურიტი® შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ალოპურინოლი. ის ანელებს გარკვეული ქიმიური რეაქციების სიჩქარეს თქვენს ორგანიზმში, და აქვეითებს სისხლსა და შარდში შარდმჟავას დონეს. მილურიტი® გამოიყენება: პოდაგრას პროფილაქტიკისათვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ალოპურინოლი (allopurinol)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში
- მწარმოებელი
- „EGIS Pharmaceuticals“ PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, შარდმჟავას წარმოქმნის მაინჰიბირებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- M04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041748
- რეგისტრირებულია
- 1 აგვისტო 2024, მოქმედებს 1 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „EGIS Pharmaceuticals“ PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მილურიტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მილურიტი® შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ალოპურინოლი. ის ანელებს გარკვეული ქიმიური რეაქციების სიჩქარეს თქვენს ორგანიზმში, და აქვეითებს სისხლსა და შარდში შარდმჟავას დონეს.
მილურიტი® გამოიყენება:
პოდაგრას პროფილაქტიკისათვის. ასე ეწოდება დაავადებას, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი გამოიმუსავებს ჭრბი რაოდენობით ნივთიერებას “შარდმჟავას”. შარდმჟავა გროვდება სახსრებსა და მყესებში კრისტალების სახით. ეს კრისტალები იწვევენ ანთებით რეაქციას. ანთების შედეგად წარმოიქმნება კანის შებერილობა გარკვეულ სახსრებში, მისი მომატებული მგრძნობელობა და მტკივნეულობა მსუბუქი შეხების დროსაც კი. მოძრაობისას სახსარში შეიძლება ძლიერი ტკივილი იგრძნოთ.
სხვა მდგომარეობების პროფილაქტიკისათვის, რომელთა დროს ხდება ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება. მათ მიეკუთვნება თირკმლის კენჭები და თირკმლების მხრივ სხვა სახის დარღვევები, ასევე მდგომარეობები ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის დროს ან ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მილურიტი®-ის მიღებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს მილურიტს® თუ
გაქვთ ალერგია ალოპურინოლზე ან აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რომელიც მოცემულია პუნქტში 6.
მიღების წესი და დოზირება
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. თუ ეჭვი გაგიჩნდათ თქვენი მოქმედებების სისწორეში, კიდევ ერთხელ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
მიღების წესი
მილურიტი მიირება დღეში ერთხელ კვების შემდეგ, წყლის მიყოლებით. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მიიღეთ ბევრი სითხე (2-3 ლიტრი დღეში). თუ დღიური დოზა აღემატება 300 მგ-ს, ან თუ იგრნობთ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, როგორებიცაა გულისრევა ან ღებინება (იხ. პუნქტი 4), ექიმმა შეიძლება დაყოს ალოპურინოლის დღიური დოზა რამდენიმე მიღებად აღნიშნული მოვლენების შემცირების მიზნით,
ინდივიდუალური დოზა ყოველთვის დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივ რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
უფროსები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება თანდათანობით გაზარდოს დოზა, თუ შრატში ურატების დონე საკმარისი არ არის. შემანარჩუნებელი დოზები რეკომენდებულია შემდეგ დიაპაზონებში:
100-200 მგ დღეში მსუბუქი სიმძიმის მდგომარეობის დროს, 300-600 მგ დღეში საშუალო სიმძიმის დროს და 700-900 მგ მძიმე მდგომარეობის დროს.
თუ მოითხოვება დოზის დადგება მგ-ში კგ სხეულის მასაზე, მაშინ უნდა დავიცვათ 2-10 მგ/კგ/დღეში დიაპაზონი.
მკურნალობის საწყის სტადიაზე პოდაგრული ართრიტის შეტევების პრევენციის მიზნით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალება ან კოლხიცინი ერთი თვით ან მეტი.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (15 წლამდე)
გამოყენება ბავშვებში იშვიათია, ავთვისებიანი მდგომარეობების (განსაკუთრებით, ლეიკოზები) და ზოგიერთი ფერმენტატული დარღვევების (მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომი) გარდა.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ დღეში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ, გაყოფილი 3 მიღებად.
ხანდაზმული პაციენტები
მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატ მილურიტის® მინიმალურ დოზას დაავადების სიმპტომების მაქსიმალური მოხსნისათვის.
თუ აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის შემცირება. თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგინიშნონ 100 მგ-ზე ნაკლები დღეში, ან 100მგ-ის მიღება, ოღონდ ერთი დღის შემდეგ.
თუ გიტარდებათ ჰემოდიალიზი ორჯერ ან სამჯერ კვირაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის დოზა 300 ან 400 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ექიმი გამოიკვლევს თირკმლის ფუნქციას, განსაკუთრებით, თუ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (კერძოდ კი თიაზიდურ შარდმდენებს, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი).
თუ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შემცირება. შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ურატების მომატებული წარმოქმნით მიმდინარე დაავადებების მკურნალობა
(მაგალითად, ახალწარმონაქმნების, ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები)
სასურველია შარდმჟავას მაღალი დონის კორექცია პრეპარატ მილურიტის® საშუალებით ციტოტოქსიური თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.
რეაქციები კანის მხრივ
კანის მხრივ რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ალოპურინოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მსუბუქი სიმძიმის რეაქციების შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ალოპურინოლის დაბალი დოზით (50 მგ/კგ) გამოყენების აღდგენის შესახებ. ამის შემდეგ შეიძლება დოზის თანდათანობით მომატება, კანის მხრივ რეაქციების და სხვა შესაძლო არასასურველ მოვლენებზე დაკვირვებით. თუ კანის მხრივ რეაქციები კვლავ გამოვლინდება, ალოპურინოლის მიღება საბოლოოდ უნდა შეწყდეს, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის უფრო მძიმე რეაქციები (იხ. პუნქტი 4).
თუ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა, ვიდრე იყო დანიშნული, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან უნდა იქონიოთ აღნიშნული ინსტრუქცია, დარჩენილი ტაბლეტები და სამკურნალო საშუალების შეფუთვა, ცნობილი რომ იყოს, თუ რა ტებლეტები იყო მიღებული. ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან თავბრუ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე არის ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მილურიტის® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროს არის, გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
ნუ შეწყვიტავთ პრეპარატ მილურიტის® მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გარდა ალერგიული რეაქციების ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევებისა (იხ. პუნქტი 4).
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
მომატებული ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხამრე ნივთიერების მიმართ, მოცემულია 6.1 პარაგრაფში;
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
განსაკუთრებული სიფრთხილე და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა შეიძლება საჭირო იყოს შემდეგი შემთხვევების დროს:
თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ან გთხოვოთ უფრო იშვიათად მიიღოთ პრეპარატი, ვიდრე დღეში ერთხელ. ასევე თქვენ უფრო ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით.
თუ თქვენ პრობლემები გაქვთ გულის მხრივ ან მომატებული არტერიული წნევა, და თქვენ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი) და/ან გარკვეული ტიპის ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ეწოდება აგფ ინჰიბიტორები (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი).
თუ დღეისათვის გაქვთ პოდაგრას შეტევა.
თუ თქვენ ან რომელიმე თქვენს ახლო ნათესავს აქვს ჰემოქრომატოზი (იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება რკინის მომატებული შეწოვით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და იწვევს რკინის ჭარბ აკუმულაციას, განსაკუთრებით ღვიძლში).
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.
თუ მკურნალობთ აზათიოპრინით (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად) ან მერკაპტოპურინით (გამოიყენება ლეიკოზის დროს).
თუ ხართ ხანსკის ეთნიკური ჯგუფის ჩინელი ან კორეელი.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ალოპურინოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევები (ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). არაიშვიათად გამონაყარს თან ახლავს წყლულები პირის ღრუში, ხორხში, ცხვირში, გენიტალურ ორგანოებში და კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება). ამ სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ, კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევებს წინ უსწრებს სიმტომები, რომლებიც აღინიშნება გრიპის დროს, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება (გრიპის-მსგავსი სიმპტომები). გამონაყარს შეუძლია პროგრესირება და გამოიწვიოს ბუშტუკების გავრცელება და კანის აქერცვლა.
მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების შედარებით მაღლი რისკი.
კანის მხრივ ასეთი სერიოზული რეაქციები უფრო ხშირად უვითარდებათ ხანსკის ეთნიკური ჯგუფის ჩინელებს, ტაიელებს ან კორეელებს. F
თირკმლის ქრონიკული დაავადების არსებობამ შეიძლება დამატებით გაზარდოს ამ პაციენტებში ასეთი რეაქციების განვითარების რისკი.
გამონაყარის ან კანის მხრივ ზემოთ აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან აცნობეთ, რომ ღებულობთ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატ მილურიტის® მიღებისას განვითარდა კანის მძიმე გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, არასოდეს არ უნდა მიიღოთ პრეპარატი მილურიტი®.
პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის ადრეულ სტადიებზე შეიძლება განვითარდეს პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა. ამიტომ ექიმმა შეიძლება დანიშნოს პროფიალაქტიკური მკურნალობა შესაფერისი ანთების საწინააღმდეგო საშუალებით ან კოლხიცინით, სულ მცირე ერთი თვით.
პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე დაკვირვებისათვის ექიმმა შეიძლება გაგიშვათ ერთი ან რამდენიმე ლაბორატორიული ანალიზის გასაკეთებლად. გთხოვთ, ჩააბარეთ ისინი და არ დაგავიწყდეთ ანალიზის შედეგები აჩვენოთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ კიბო ან ლეშ-ნიხანის სინდრომი, თქვენს შარდში შეიძლება გაიზარდოს შარდმჟავას შემადგენლობა. ამის პრევენციისათვის, უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, შარდის განზავებისათვის.
თუ გაქვთ კენჭები თირკმლებში, ისინი შეიძლება შემცირდეს ზომებში და ჩავიდეს შარდგამომყოფ გზებში.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ მილურიტის® დანიშვნა არ შეიძლება, გარდა ავთვისებიანი სიმსივნიის ზოგიერთი ტიპისა (განსაკუთრებით ლეიკოზი), და ასევე გარკვეული ფერმენტული დარღვევების მკურნალობისა, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის სინდრომი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის, ცხელების ან ანთების შესამცირებლად, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა).
თეოფილინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოების დაავადებების დროს. მკურნალი ექიმი შეამოწმებს თეოფილინის დონეს სისხლში, განსაკუთრებით პრეპარატ მილურიტის® მიღების დასაწყისში ან დოზის შეცვლის დროს.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ (ფენიტოინი).
ამპიცილინი ან ამოქსიცილინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). ალერგიული რეაქციების მომატებული სიხშირის გამო, პაციენტებს შეძლებისდაგვარად უნდა დაენიშნოს სხვა ანტიბიოტიკები.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აინ-ინფექციის სამკურნალოდ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) (დიდანოზიდი).
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ვიდარაბინი). შენიშვნა: ვიდარაბინის დროს გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს. მათი გამოვლენისას აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ალოპურინოლის ერთდროული გამოყენებისას ციტოსტატიურ საშუალებებთან ერთად (კერძოდ კი ისეთის, როგორიც არის ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი და ალკილ ჰალოგენტები). უფრო ხშირად ვითარდება დისკრაზიები (დარღვევები) სისხლის მხრივ, ცალკე მხოლოდ ციტოსტატიკების გამოყენებასთან შედარებით. მკურნალი ექიმი რეგულარულად მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას.
ალოპურინოლის ერთდროული მიღებისას ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს, შეიძლება შემცირდეს ალოპურინოლის ეფექტი. ამის გამო, ამ პრეპარატების მიღებებს შორის საჭიროა მინიმუმ 3 საათიანი შესვენების გაკეთება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად (იმუნოდეპრესანტები), როგორებიცაა ციკლოსპორინი (ცისკლოსპორინის გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გვხვდებოდეს) და აზატიოპრინი (საჭიროა აზატიოპრინის დოზის შემცირება).
მერკაპტოპურინი (გამოიყენება ლეიკოზის სამკურნალოდ). აუცილებელია მერკაპტოპურინის დოზის შემცირება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ქლორპროპამიდი). ქლორპროპამიდის დოზის შემცირება შეიძლება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მხრივ დარღვევების ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორებიცაა “აგფ ინჰიბიტორები” (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი) ან შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები, განსაკუთრებით, თიაზიდური დიურეტიკები, როგორებიცაა ჰიდროქლორთიაზიდი ან ფუროსემიდი).
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად (შედედების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორებიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი და აცენოკუმაროლი. თქვენი მკურნალი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს სისხლის შედედების მაჩვენებლებს, და თუ საჭიროა, შეამცირებს ასეთი სამკურნალო საშუალებების დოზას.
პოდაგრას სამკურნალო ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან შეგეძლოთ მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. ეს გულისხმობს ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების და მცენარეული წარმოშობის პრეპარატების ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრეპარატმა მილურიტი® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პრეპარატ მილურიტზე®.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ორსულობა
ადამიანში ორსულობის პერიოდში პრეპარატ მილურიტის® გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.
მილურიტის® გამოყენება ორსულებში არ შეიძლება, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს მკურნალობის უფრო უსაფრთხო ალტერნატივა ან თუ თვითონ დაავადება უფრო დიდ რისკს წარმოადგენს დედისა და ბავშვისათვის, ვიდრე პრეპარატის მიღება.
ძუძუთი კვება
მილურიტი® გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან უსაფრთხოების შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს, პრეპარატ მილურიტის® გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუ ან მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
პრეპარატ მილურიტის® 100 მგ შეიცავს 50 მგ ლაქტოზას
თუ მკურნალ ექიმს უთქვამთ თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
გვერდითი მოვლენები
ღოგორც სხვა პრეპარატებმა, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ისინი ვლინდება არა ყველა ადამიანში.
პრეპარატ მილურიტის® გამოყენებისას არასასურველი მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება იშვიათად და უმეტეს შემთხვევებში ხასიათდება მსუბუქი ხარისხის სიმძიმით.
არასასურველი მოვლენების სიხშირე შეიძლება ვარირებდეს მიღებული დოზაზე, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებაზე დამოკიდებულებით. მათი სიხშირე შედარებით მაღალია პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის დარღვევებით.
არსებობს ცნობები სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში კანის გამონაყარის სახეობების შესახებ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პუნქტი 2).
თუ პრეპარატ მილურიტის® მიღების დროს თქვენ აღმოაჩენთ ნებისმიერ შემდეგ არასასურველ მოვლენას, რომელიც მოყვანილია ქვემოთ, შეწყვიტეთ აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
არახშირი (შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია შემდეგი ნიშნები:
გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა, ტუჩებისა და პირის ღრუს მტკივნეულობა
სახის, ხელების, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება
ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება
ძალიან იშვიათი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ხიხინებს, გახშირებულ გულისცემას ან გულმკერდში მოჭერის შეგრძნებას და კოლაფსს.
ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ნუ მიიღებთ მილურიტის® ტაბლეტებს თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე.
იშვიათი (შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთებში მტვრევა (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ზოგადი სისუსტე;
კანის ნებისმიერი ცვლილებები, მაგალითად პირის ღრუს, ხახის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულები და კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება), გავრცელებული ბუშტუკები ან აქერცვლა;
ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები, რომელიც მოიცავს ცხელებას, კანზე გამონაყარს, სახსრების ტკივილს და სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგების და ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრას (რომლებიც შეიძლება იყოს პოლიორგანული დარღვევის ნიშნები/ბევრი შინაგანი ორგანოს ფუნქციის დარღვევა/ ჰიპერმგრძნობელობის ტიპის მიხედვით).
არსებობს შეტყობინებები სხვა არასასურველი მოვლენების შესახებ:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კანზე გამონაყარი
თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება სისხლში
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გულისრევა, ღებინება და ფაღარათი
ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ცვლილება.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ტკივილი სახსრებში ან მტკივნეული შეშუპება საზარდულში, იღლიებსა და ყელზე
სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება)
დარღვევები ღვიძლის მხრივ, როგორიცაა ღვიძლის ანთება
დარღვევები თირკმლების მხრივ
კენჭების წარმოქმნა შარდგამომყოფ გზებში, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლის გამოვლენას შარდში და ტკივილს მუცელში, გვერდში ან საზარდულის მიდამოში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მილურიტი შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სისხლზე. ამის ნიშნები შეიძლება იყოს: სიფერმკრთალე, ანთება პირის ღრუში, სისხლნაჟღენთების გაჩენა, სისხლჩაქცევები ტუჩებში, თვალებში, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებში, ტკივილი ყელში ან ინფექციის სხვა ნიშნები. ეს მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება ღვიძლის ან თირკმლების დარღვევების მქონე პირებში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
მილურტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ლიმფურ ჯირკვლებზე
მძიმე ალერგიული რეაქციები სახის და ყელის შეშუპებით
სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ალერგიული რეაქციები
სხეულის ტემპერატურის მომატება
სისხლი შარდში, თირკმლის უკმარისობა
სისხლიანი პირღებინება
სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მაღალი დონე
ზოგადი სისუსტე ან სისუსტის შეგრძნება
უჩვეულო შეგრძნებების განვითარება, სისუსტე, ხელებისა და ფეხების გაბუჟება, არასტაბილურობა ფეხზე დგომისას, ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების ნებაყოფლობითი მოძრაობების დარღვევა (დამბლა) ან გონების დაკარგვა
თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა ან მხედველობის დარღვევა
ტკივილი გულმკერდში, არტერიული წნევის მომატება ან პულსის შენელება
კაცის უნაყოფობა ან ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების დარღვევები
სარძევე ჯირკვლების გადიდება კაცებსა და ქალებში
ნაწლავების მუშაობის ჩვეული რითმის შეცვლა, ცხიმის არსებობა განავალში
გემოვნების შეგრძნების ცვლილება
კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა), თვალის ყვითელი ლაქას დაზიანება
თმის ცვენა ან თმის ფერის შეცვლა
კრუნჩხვითი შეტევები
დეპრესია
სითხის შეკავება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით კოჭების
წყურვილის, დაღლილობის შეგრძნება, სხეულის მასის შემცირება (შაქრიანი დიაბეტის შესაძლო სიმპტომები). ამის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება განსაზღვროს შაქრის დონე სისხლში
ფურუნკულები (ფურუნკულოზი, მცირე ზომის მტკივნეული წითელი მუწუკები კანზე)
ტკივილი კუნთებში
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
ტკივილი მუცელში
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლით აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დამატებით ინფორმაციას აწვდით მოცემული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
აღწერილია ალოპურინოლის 22,5 გ დოზით პერორალურად მიღების შემთხვევა, გვერდითი მოვლენების გარეშე.
პაციენტს, რომელმაც მიიღო 20 გ ალოპურინოლი, აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და თავბრუსხვევა. საერთო მხარდამჭერი ღონისძიებების შემდეგ მდგომარეობა დარეგულირდა.
ალოპურინოლის მასიურმა შეწოვამ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინოქსიდაზას მოქმედების მნიშვნელოვანი დათრგუნვა (ინჰიბიცია), რომელიც თავად არ იწვევს გვერდით მოვლენებს, მაგრამ შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატთან, განსაკუთრებით 6-მერკაპტოპურინთან და/ან აზათიოპრინთან ერთად მიღებისას.
მკურნალობა:
კონკრეტული ანტიდოტი ცნობილი არ არის.
ადექვატური ჰიდრატაცია, ოპტიმალური დიურეზის უზრუნველყოფის მიზნით, ხელს უწყობს ალოპურინოლის და მისი მეტაბოლიტების გამოდევნას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ალოპურინოლი.
მილურიტი® 100 მგ ტაბლეტები: 100 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
მილურიტი® 150 მგ ტაბლეტები: 150 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
მილურიტი® 200 მგ ტაბლეტები: 200 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
მილურიტი® 300 მგ ტაბლეტები: 300 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
100 მგ ტაბლეტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A).
150 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A), ჟელატინი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
200 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A), ჟელატინი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
300 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჟელატინი, მაგნიუმის სტეატი,
კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.
მილურიტის® ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტების აღწერილობა
100 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 351 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
150 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ოვალური ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 353 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
200 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ოვალური ტაბლეტები, SNAP გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 354 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
300 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 352 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
შეფუთვა:
30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100 ან 120 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიეთილენის თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით და ამორტიზატორით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მილურიტის® ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება, თუ შეინიშნება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნება (მაგალითად ფერის შეცვლა)
ვარგისიანობა
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს არსებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაგდება საკანალიზაციო წყალსა თუ ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით
შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური მოქმედება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი, შარდმჟავას სინთეზის ინჰიბიტორები. ალოპურინოლი
ATX კოდი: M04A A01
მოქმედების მექანიზმი
ალოპურინოლი წარმოადგენს ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორს. ალოპურინოლი და მისი მთავარი მეტაბოლიტი ოქსიპურინოლი ამცირებს შარდმჟავას კონცენტრაციის დონეს სისხლის პლაზმასა და შარდში, ქსანტინოქსიდაზას ინჰიბირების გზით, ფერმენტი, რომელიც იწვევს ჰიპოქსანტინის ჟანგვას ქსანტინამდე და ქსანტინის ჟანგვას შარდმჟავამდე. ჰიპერურიკემიის მქონე ზოგ, მაგრამ არა ყველა პაციენტში პურინების კატაბოლიზმის ინჰიბირების გარდა, ითრგუნება de novo პურინების ბიოსინთეზი უკუკავშირის მექანიზმით, რაც გამოწვეულია ჰიპოქსანტინ-გუანინის ფოსფორიბოსილ-ტრანსფერაზას ფერმენტის ინჰიბირებით. ალოპურინოლის სხვა მეტაბოლიტებს შორისაა ალოპურინოლ-რიბოზიდი და ოქსიპურინოლ-7-რიბოზიდი.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ალოპურინოლი მოქმედებს პერორალურად მიღებისას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან. ფარმაკოკინეტიკური კვლევების თანახმად, ალოპურინოლი სისხლში ხვდება მიღებიდან 30-60 წუთში. ბიოშეღწევადობის მაჩვენებლები მერყეობს 67% - 90% ფარგლებში. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატ მილურიტის® პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 1.5 საათში. შემდეგ ალოპურინოლის კონცენტრაცია სწრაფად მცირდება და მიღებიდან 6 საათში სისხლის პალზმაში აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის კვალი. აქტიური მეტაბოლიტის - ოქსიპურინოლის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა პრეპარატ მილურიტის® პერორალურად მიღებიდან 3-5 საათში და მისი კონცენტრაციის დონე სისხლის პლაზმაში მცირდება მნიშვნელოვნად ნელა.
განაწილება
ალოპურინოლი თითქმის არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ცილების დონის შეცვლამ არ უნდა იმოქმედოს მნიშვნელოვნად მის კლირენსზე. ალოპურინოლის გავრცელების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1,6 გ/კგ-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქსოვილები საკმარისად გამოხატულად შთანთქავენ პრეპარატს. ალოპურინოლის შემცველობა ადამიანის სხვადასხვა ქსოვილებში შესწავლილი არ არის, თუმცა, სავსებით დასაშვებია, რომ ალოპურინოლი და ოქსიპურინოლი ყველაზე დიდი კონცენტრაციით გროვდებოდეს ღვიძლსა და ნაწლავების ლორწოვან გარსში, სადაც ქსანტინოქსიდაზა არის მაღალაქტიური.
ბიოგარდაქმნა
ალოპურინოლის მთავარი მეტაბოლიტია ოქსიპურინოლი. ალოპურინოლის სხვა მეტაბოლიტებს შორისაა ალოპურინოლ-რიბოზიდი და ოქსიპურინოლ-7-რიბოზიდი.
გამოყოფა
პერორალურად მიღებული ალოპურინოლოს დაახლოებით 20% ნაწლავებით გამოიყოფა 48-72 საათის განმავლობაში. ალოპურინოლი ძირითადად გამოიყოფა ოქსიპურინოლის სახით მეტაბოლური გარდაქმნით, ქსანტინოქსიდაზას და ალდეჰიდოქსიდაზას ზემოქმედების შედეგად, ამასთან, დღიური დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ალოპურინოლის სახით. სისხლის პლაზმიდან ალოპურინოლის ნახევრად-გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 0,5-1,5 საათს შეადგენს.
ალოპურინოლთან შედარებით, ოქსიპურინოლი, ქსანტინოქსიდაზას ნაკლებად ძლიერი ინჰიბიტორია, თუმცა, მისი ნახევრად-გამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად მეტია. არსებული შეფასებით, ადამიანებში ეს მაჩვენებელი 13-30 საათს შეადგენს. ამგვარად, ალოპურინოლის დღეში ერთჯერადად მიღებისას, ქსანტინოქსიდაზას აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის ნორმალური ფუნქცია აღენიშნებათ, ოქსიპურინოლის შემცველობა ნელ-ნელა იზრდება, სანამ არ მიაღწევს სისხლის პლაზმაში ოქსიპურინოლის კონცენტრაციის ბალანსს. დღეში 300 მგ ალოპურინოლის მიღებისას, ასეთი პაციენტების სისხლის პლაზმაში ოქსიპურინოლის კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს 5-10 მგ/ლ-ს.
ოქსიპურინოლი, უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, თუმცა ტუბულარული რეაბსორბციისას მას უხანგრძლივდება ნახევრად-გამოყოფის პერიოდი და მერყეობს 13,6-დან 29 საათამდე. ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება შეიძლება დაკავშირებულია გამოკვლევის სტრუქტურის სხვაობასთან და/ან პაციენტებში კრეატინინის კლირენსთან.
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი.
პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ალოპურინოლის და ოქსიპურინოლის კლირენსი მნიშვნელოვანწილად შეიძლება შენელდეს პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, რაც ხანგრძლივი თერაპიის დროს იწვევს სისხლის პლაზმაში ამ შენაერთების კონცენტრაციის გაზრდას. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლები მერყეობს 10 – 20 მლ/წთ ფარგლებში, დღიური 300 მგ ალოპურინოლით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ოქსიპურინოლოს კონცენტრაციამ სისხლში შეადგინა დაახლოებით 30 მგ/ლ. ოქსიპურინოლის ასეთი კონცენტრაციის მიღწევა შესაძლებელია 600 მგ/დღე დოზებით თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში. ამიტომ, პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, აუცილებელია მილურიტის® დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ნაკლებ სავარაუდოა ალოპურინოლის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება. გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში“).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისათვის)
მილურიტი®
ტაბლეტები 100მგ, 150მგ, 200მგ, 300მგ
(ალოპურინოლი)
პრეპარატის მიღებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
აღნიშნული პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცემთ მას სხვებს. სხვას მან შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი თუU დაავადების ნიშნები მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში (იხ. პუნქტი 4).
ინსტრუქციის შინაარსი
რა არის პრეპარატი მილურიტი® და რისთვის გამოიყენება
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მილურიტი®-ის მიღებამდე
როგორ მივიღოთ პრეპარატი მილურიტი®
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება პრეპარატი მილურიტი®
ვარგისიანობა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის პრეპარატი მილურიტი® და რისთვის გამოიყენება
მილურიტი® შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ალოპურინოლი. ის ანელებს გარკვეული ქიმიური რეაქციების სიჩქარეს თქვენს ორგანიზმში, და აქვეითებს სისხლსა და შარდში შარდმჟავას დონეს.
მილურიტი® გამოიყენება:
პოდაგრას პროფილაქტიკისათვის. ასე ეწოდება დაავადებას, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი გამოიმუსავებს ჭრბი რაოდენობით ნივთიერებას “შარდმჟავას”. შარდმჟავა გროვდება სახსრებსა და მყესებში კრისტალების სახით. ეს კრისტალები იწვევენ ანთებით რეაქციას. ანთების შედეგად წარმოიქმნება კანის შებერილობა გარკვეულ სახსრებში, მისი მომატებული მგრძნობელობა და მტკივნეულობა მსუბუქი შეხების დროსაც კი. მოძრაობისას სახსარში შეიძლება ძლიერი ტკივილი იგრძნოთ.
სხვა მდგომარეობების პროფილაქტიკისათვის, რომელთა დროს ხდება ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება. მათ მიეკუთვნება თირკმლის კენჭები და თირკმლების მხრივ სხვა სახის დარღვევები, ასევე მდგომარეობები ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის დროს ან ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მილურიტი®-ის მიღებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს მილურიტს® თუ
გაქვთ ალერგია ალოპურინოლზე ან აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რომელიც მოცემულია პუნქტში 6.
განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
განსაკუთრებული სიფრთხილე და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა შეიძლება საჭირო იყოს შემდეგი შემთხვევების დროს:
თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ან გთხოვოთ უფრო იშვიათად მიიღოთ პრეპარატი, ვიდრე დღეში ერთხელ. ასევე თქვენ უფრო ძლიერი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით.
თუ თქვენ პრობლემები გაქვთ გულის მხრივ ან მომატებული არტერიული წნევა, და თქვენ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი) და/ან გარკვეული ტიპის ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ეწოდება აგფ ინჰიბიტორები (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი).
თუ დღეისათვის გაქვთ პოდაგრას შეტევა.
თუ თქვენ ან რომელიმე თქვენს ახლო ნათესავს აქვს ჰემოქრომატოზი (იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება რკინის მომატებული შეწოვით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და იწვევს რკინის ჭარბ აკუმულაციას, განსაკუთრებით ღვიძლში).
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.
თუ მკურნალობთ აზათიოპრინით (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად) ან მერკაპტოპურინით (გამოიყენება ლეიკოზის დროს).
თუ ხართ ხანსკის ეთნიკური ჯგუფის ჩინელი ან კორეელი.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ალოპურინოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევები (ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). არაიშვიათად გამონაყარს თან ახლავს წყლულები პირის ღრუში, ხორხში, ცხვირში, გენიტალურ ორგანოებში და კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება). ამ სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ, კანის გამონაყარის მძიმე შემთხვევებს წინ უსწრებს სიმტომები, რომლებიც აღინიშნება გრიპის დროს, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება (გრიპის-მსგავსი სიმპტომები). გამონაყარს შეუძლია პროგრესირება და გამოიწვიოს ბუშტუკების გავრცელება და კანის აქერცვლა.
მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების შედარებით მაღლი რისკი.
კანის მხრივ ასეთი სერიოზული რეაქციები უფრო ხშირად უვითარდებათ ხანსკის ეთნიკური ჯგუფის ჩინელებს, ტაიელებს ან კორეელებს. F
თირკმლის ქრონიკული დაავადების არსებობამ შეიძლება დამატებით გაზარდოს ამ პაციენტებში ასეთი რეაქციების განვითარების რისკი.
გამონაყარის ან კანის მხრივ ზემოთ აღწერილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან აცნობეთ, რომ ღებულობთ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატ მილურიტის® მიღებისას განვითარდა კანის მძიმე გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, არასოდეს არ უნდა მიიღოთ პრეპარატი მილურიტი®.
პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის ადრეულ სტადიებზე შეიძლება განვითარდეს პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა. ამიტომ ექიმმა შეიძლება დანიშნოს პროფიალაქტიკური მკურნალობა შესაფერისი ანთების საწინააღმდეგო საშუალებით ან კოლხიცინით, სულ მცირე ერთი თვით.
პრეპარატ მილურიტით® მკურნალობის უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე დაკვირვებისათვის ექიმმა შეიძლება გაგიშვათ ერთი ან რამდენიმე ლაბორატორიული ანალიზის გასაკეთებლად. გთხოვთ, ჩააბარეთ ისინი და არ დაგავიწყდეთ ანალიზის შედეგები აჩვენოთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ კიბო ან ლეშ-ნიხანის სინდრომი, თქვენს შარდში შეიძლება გაიზარდოს შარდმჟავას შემადგენლობა. ამის პრევენციისათვის, უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, შარდის განზავებისათვის.
თუ გაქვთ კენჭები თირკმლებში, ისინი შეიძლება შემცირდეს ზომებში და ჩავიდეს შარდგამომყოფ გზებში.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ მილურიტის® დანიშვნა არ შეიძლება, გარდა ავთვისებიანი სიმსივნიის ზოგიერთი ტიპისა (განსაკუთრებით ლეიკოზი), და ასევე გარკვეული ფერმენტული დარღვევების მკურნალობისა, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის სინდრომი.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი მილურიტი®
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის, ცხელების ან ანთების შესამცირებლად, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა).
თეოფილინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოების დაავადებების დროს. მკურნალი ექიმი შეამოწმებს თეოფილინის დონეს სისხლში, განსაკუთრებით პრეპარატ მილურიტის® მიღების დასაწყისში ან დოზის შეცვლის დროს.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ (ფენიტოინი).
ამპიცილინი ან ამოქსიცილინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). ალერგიული რეაქციების მომატებული სიხშირის გამო, პაციენტებს შეძლებისდაგვარად უნდა დაენიშნოს სხვა ანტიბიოტიკები.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აინ-ინფექციის სამკურნალოდ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) (დიდანოზიდი).
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ (ვიდარაბინი). შენიშვნა: ვიდარაბინის დროს გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს. მათი გამოვლენისას აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ალოპურინოლის ერთდროული გამოყენებისას ციტოსტატიურ საშუალებებთან ერთად (კერძოდ კი ისეთის, როგორიც არის ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი და ალკილ ჰალოგენტები). უფრო ხშირად ვითარდება დისკრაზიები (დარღვევები) სისხლის მხრივ, ცალკე მხოლოდ ციტოსტატიკების გამოყენებასთან შედარებით. მკურნალი ექიმი რეგულარულად მოითხოვს სისხლის ანალიზის გაკეთებას.
ალოპურინოლის ერთდროული მიღებისას ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს, შეიძლება შემცირდეს ალოპურინოლის ეფექტი. ამის გამო, ამ პრეპარატების მიღებებს შორის საჭიროა მინიმუმ 3 საათიანი შესვენების გაკეთება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის შესამცირებლად (იმუნოდეპრესანტები), როგორებიცაა ციკლოსპორინი (ცისკლოსპორინის გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო ხშირად გვხვდებოდეს) და აზატიოპრინი (საჭიროა აზატიოპრინის დოზის შემცირება).
მერკაპტოპურინი (გამოიყენება ლეიკოზის სამკურნალოდ). აუცილებელია მერკაპტოპურინის დოზის შემცირება.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ქლორპროპამიდი). ქლორპროპამიდის დოზის შემცირება შეიძლება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მხრივ დარღვევების ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორებიცაა “აგფ ინჰიბიტორები” (მაგალითად, კაპტოპრილი, რამიპრილი) ან შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები, განსაკუთრებით, თიაზიდური დიურეტიკები, როგორებიცაა ჰიდროქლორთიაზიდი ან ფუროსემიდი).
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად (შედედების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორებიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი და აცენოკუმაროლი. თქვენი მკურნალი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს სისხლის შედედების მაჩვენებლებს, და თუ საჭიროა, შეამცირებს ასეთი სამკურნალო საშუალებების დოზას.
პოდაგრას სამკურნალო ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი).
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან შეგეძლოთ მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. ეს გულისხმობს ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების და მცენარეული წარმოშობის პრეპარატების ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრეპარატმა მილურიტი® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პრეპარატ მილურიტზე®.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ორსულობა
ადამიანში ორსულობის პერიოდში პრეპარატ მილურიტის® გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.
მილურიტის® გამოყენება ორსულებში არ შეიძლება, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს მკურნალობის უფრო უსაფრთხო ალტერნატივა ან თუ თვითონ დაავადება უფრო დიდ რისკს წარმოადგენს დედისა და ბავშვისათვის, ვიდრე პრეპარატის მიღება.
ძუძუთი კვება
მილურიტი® გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან უსაფრთხოების შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს, პრეპარატ მილურიტის® გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, თავბრუ ან მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
პრეპარატ მილურიტის® 100 მგ შეიცავს 50 მგ ლაქტოზას
თუ მკურნალ ექიმს უთქვამთ თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
როგორ მივიღოთ პრეპარატი მილურიტი®
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. თუ ეჭვი გაგიჩნდათ თქვენი მოქმედებების სისწორეში, კიდევ ერთხელ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
მიღების წესი
მილურიტი მიირება დღეში ერთხელ კვების შემდეგ, წყლის მიყოლებით. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მიიღეთ ბევრი სითხე (2-3 ლიტრი დღეში). თუ დღიური დოზა აღემატება 300 მგ-ს, ან თუ იგრნობთ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, როგორებიცაა გულისრევა ან ღებინება (იხ. პუნქტი 4), ექიმმა შეიძლება დაყოს ალოპურინოლის დღიური დოზა რამდენიმე მიღებად აღნიშნული მოვლენების შემცირების მიზნით,
ინდივიდუალური დოზა ყოველთვის დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივ რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
უფროსები
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში ერთხელ. ექიმმა შეიძლება თანდათანობით გაზარდოს დოზა, თუ შრატში ურატების დონე საკმარისი არ არის. შემანარჩუნებელი დოზები რეკომენდებულია შემდეგ დიაპაზონებში:
100-200 მგ დღეში მსუბუქი სიმძიმის მდგომარეობის დროს, 300-600 მგ დღეში საშუალო სიმძიმის დროს და 700-900 მგ მძიმე მდგომარეობის დროს.
თუ მოითხოვება დოზის დადგება მგ-ში კგ სხეულის მასაზე, მაშინ უნდა დავიცვათ 2-10 მგ/კგ/დღეში დიაპაზონი.
მკურნალობის საწყის სტადიაზე პოდაგრული ართრიტის შეტევების პრევენციის მიზნით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანთების საწინააღმდეგო საშუალება ან კოლხიცინი ერთი თვით ან მეტი.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (15 წლამდე)
გამოყენება ბავშვებში იშვიათია, ავთვისებიანი მდგომარეობების (განსაკუთრებით, ლეიკოზები) და ზოგიერთი ფერმენტატული დარღვევების (მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომი) გარდა.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ დღეში. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ, გაყოფილი 3 მიღებად.
ხანდაზმული პაციენტები
მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატ მილურიტის® მინიმალურ დოზას დაავადების სიმპტომების მაქსიმალური მოხსნისათვის.
თუ აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის შემცირება. თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგინიშნონ 100 მგ-ზე ნაკლები დღეში, ან 100მგ-ის მიღება, ოღონდ ერთი დღის შემდეგ.
თუ გიტარდებათ ჰემოდიალიზი ორჯერ ან სამჯერ კვირაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის დოზა 300 ან 400 მგ ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, ექიმი გამოიკვლევს თირკმლის ფუნქციას, განსაკუთრებით, თუ ღებულობთ შარდმდენ საშუალებებს (კერძოდ კი თიაზიდურ შარდმდენებს, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი).
თუ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შემცირება. შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ურატების მომატებული წარმოქმნით მიმდინარე დაავადებების მკურნალობა
(მაგალითად, ახალწარმონაქმნების, ფერმენტების ფუნქციის გარკვეული დარღვევები)
სასურველია შარდმჟავას მაღალი დონის კორექცია პრეპარატ მილურიტის® საშუალებით ციტოტოქსიური თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.
რეაქციები კანის მხრივ
კანის მხრივ რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ალოპურინოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მსუბუქი სიმძიმის რეაქციების შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ალოპურინოლის დაბალი დოზით (50 მგ/კგ) გამოყენების აღდგენის შესახებ. ამის შემდეგ შეიძლება დოზის თანდათანობით მომატება, კანის მხრივ რეაქციების და სხვა შესაძლო არასასურველ მოვლენებზე დაკვირვებით. თუ კანის მხრივ რეაქციები კვლავ გამოვლინდება, ალოპურინოლის მიღება საბოლოოდ უნდა შეწყდეს, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის უფრო მძიმე რეაქციები (იხ. პუნქტი 4).
თუ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ მილურიტის® ჭარბი დოზა, ვიდრე იყო დანიშნული, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან უნდა იქონიოთ აღნიშნული ინსტრუქცია, დარჩენილი ტაბლეტები და სამკურნალო საშუალების შეფუთვა, ცნობილი რომ იყოს, თუ რა ტებლეტები იყო მიღებული. ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის გულისრევა, ღებინება, ფაღარათი ან თავბრუ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე არის ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ მილურიტის® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროს არის, გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ მილურიტის® მიღება
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
ნუ შეწყვიტავთ პრეპარატ მილურიტის® მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გარდა ალერგიული რეაქციების ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევებისა (იხ. პუნქტი 4).
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
ღოგორც სხვა პრეპარატებმა, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ისინი ვლინდება არა ყველა ადამიანში.
პრეპარატ მილურიტის® გამოყენებისას არასასურველი მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება იშვიათად და უმეტეს შემთხვევებში ხასიათდება მსუბუქი ხარისხის სიმძიმით.
არასასურველი მოვლენების სიხშირე შეიძლება ვარირებდეს მიღებული დოზაზე, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებაზე დამოკიდებულებით. მათი სიხშირე შედარებით მაღალია პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის დარღვევებით.
არსებობს ცნობები სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში კანის გამონაყარის სახეობების შესახებ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პუნქტი 2).
თუ პრეპარატ მილურიტის® მიღების დროს თქვენ აღმოაჩენთ ნებისმიერ შემდეგ არასასურველ მოვლენას, რომელიც მოყვანილია ქვემოთ, შეწყვიტეთ აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
არახშირი (შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია შემდეგი ნიშნები:
გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა, ტუჩებისა და პირის ღრუს მტკივნეულობა
სახის, ხელების, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება
ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება
ძალიან იშვიათი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ხიხინებს, გახშირებულ გულისცემას ან გულმკერდში მოჭერის შეგრძნებას და კოლაფსს.
ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ნუ მიიღებთ მილურიტის® ტაბლეტებს თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე.
იშვიათი (შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთებში მტვრევა (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ზოგადი სისუსტე;
კანის ნებისმიერი ცვლილებები, მაგალითად პირის ღრუს, ხახის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულები და კონიუქტივიტი (თვალების შეწითლება და შეშუპება), გავრცელებული ბუშტუკები ან აქერცვლა;
ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები, რომელიც მოიცავს ცხელებას, კანზე გამონაყარს, სახსრების ტკივილს და სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგების და ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრას (რომლებიც შეიძლება იყოს პოლიორგანული დარღვევის ნიშნები/ბევრი შინაგანი ორგანოს ფუნქციის დარღვევა/ ჰიპერმგრძნობელობის ტიპის მიხედვით).
არსებობს შეტყობინებები სხვა არასასურველი მოვლენების შესახებ:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კანზე გამონაყარი
თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება სისხლში
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გულისრევა, ღებინება და ფაღარათი
ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ცვლილება.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ტკივილი სახსრებში ან მტკივნეული შეშუპება საზარდულში, იღლიებსა და ყელზე
სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება)
დარღვევები ღვიძლის მხრივ, როგორიცაა ღვიძლის ანთება
დარღვევები თირკმლების მხრივ
კენჭების წარმოქმნა შარდგამომყოფ გზებში, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლის გამოვლენას შარდში და ტკივილს მუცელში, გვერდში ან საზარდულის მიდამოში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1 ან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მილურიტი შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სისხლზე. ამის ნიშნები შეიძლება იყოს: სიფერმკრთალე, ანთება პირის ღრუში, სისხლნაჟღენთების გაჩენა, სისხლჩაქცევები ტუჩებში, თვალებში, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებში, ტკივილი ყელში ან ინფექციის სხვა ნიშნები. ეს მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება ღვიძლის ან თირკმლების დარღვევების მქონე პირებში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
მილურტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ლიმფურ ჯირკვლებზე
მძიმე ალერგიული რეაქციები სახის და ყელის შეშუპებით
სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ალერგიული რეაქციები
სხეულის ტემპერატურის მომატება
სისხლი შარდში, თირკმლის უკმარისობა
სისხლიანი პირღებინება
სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მაღალი დონე
ზოგადი სისუსტე ან სისუსტის შეგრძნება
უჩვეულო შეგრძნებების განვითარება, სისუსტე, ხელებისა და ფეხების გაბუჟება, არასტაბილურობა ფეხზე დგომისას, ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების ნებაყოფლობითი მოძრაობების დარღვევა (დამბლა) ან გონების დაკარგვა
თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა ან მხედველობის დარღვევა
ტკივილი გულმკერდში, არტერიული წნევის მომატება ან პულსის შენელება
კაცის უნაყოფობა ან ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების დარღვევები
სარძევე ჯირკვლების გადიდება კაცებსა და ქალებში
ნაწლავების მუშაობის ჩვეული რითმის შეცვლა, ცხიმის არსებობა განავალში
გემოვნების შეგრძნების ცვლილება
კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა), თვალის ყვითელი ლაქას დაზიანება
თმის ცვენა ან თმის ფერის შეცვლა
კრუნჩხვითი შეტევები
დეპრესია
სითხის შეკავება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით კოჭების
წყურვილის, დაღლილობის შეგრძნება, სხეულის მასის შემცირება (შაქრიანი დიაბეტის შესაძლო სიმპტომები). ამის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება განსაზღვროს შაქრის დონე სისხლში
ფურუნკულები (ფურუნკულოზი, მცირე ზომის მტკივნეული წითელი მუწუკები კანზე)
ტკივილი კუნთებში
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
ტკივილი მუცელში
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლით აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დამატებით ინფორმაციას აწვდით მოცემული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება მილურიტის® ტაბლეტები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მილურიტის® ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება, თუ შეინიშნება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნება (მაგალითად ფერის შეცვლა)
ვარგისიანობა
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს არსებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაგდება საკანალიზაციო წყალსა თუ ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით
შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მილურიტი
აქტიური ნივთიერება: ალოპურინოლი.
მილურიტი® 100 მგ ტაბლეტები: 100 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
მილურიტი® 150 მგ ტაბლეტები: 150 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
მილურიტი® 200 მგ ტაბლეტები: 200 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
მილურიტი® 300 მგ ტაბლეტები: 300 მგ ალოპურინოლი ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
100 მგ ტაბლეტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A).
150 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A), ჟელატინი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
200 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A), ჟელატინი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
300 მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ჟელატინი, მაგნიუმის სტეატი,
კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.
მილურიტის® ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტების აღწერილობა
100 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 351 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
150 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ოვალური ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 353 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
200 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის ოვალური ტაბლეტები, SNAP გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 354 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
300 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E-ს გრავირებით ერთ მხარეს და ციფრებით 352 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.
შეფუთვა:
30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100 ან 120 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიეთილენის თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით და ამორტიზატორით. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედნები:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ. 118-120
9900-უნგრეთი, კერმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


