მემანტინი ბიოგარანი 10 მგ
MÉMANTINE BIOGARAN® 10 mg
- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (memantine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
- მწარმოებელი
- FARMEA, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, დემენციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- N06DX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041770
- რეგისტრირებულია
- 6 აგვისტო 2024, მოქმედებს 6 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მემანტინი ბიოგარანი 10 მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზა. ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა
მოზრდილებისა და ხანდაზმულთათვის მემანტინი ბიოგარან®-ის რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, ეს დოზა მიიღწევა ეტაპობრივად შემდეგი ყოველდღიური მკურნალობის რეჟიმის მიხედვით:
1 კვირა
ნახევარი 10მგ-იანი ტალეტი
მე-2 კვირა
ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი
მე-3 კვირა
ერთ ნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტი
მე-4 კვირა და შემდგომ
ორი 10 მგ ტაბლეტი ან ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ
მკურნალობის დასაწყისში დაიწყებთ 5 მგ დოზის დღეში ერთხელ (ანუ ნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტის) მიღებით. ეს დოზა გაიზრდება 5 მგ-ით ყოველ კვირას რეკომენდებული (შემანარჩუნებელი) დოზის მიღწევამდე. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (1x10 მგ) მეორე კვირაში და ერთნახევარ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ მესამე კვირაში. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 20 მგ (10 მგ-იანი 2 ტაბლეტი ან 20 მგ-იანი 1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, რომელიც მიიღება მეოთხე კვირის დასაწყისში.
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ექიმი გადაწყვეტს თქვენი მდგომარეობის შესაბამის დოზას. ამ შემთხვევაში თქვენი თირკმელების ფუნქციონირება უნდა აკონტროლოს ექიმმა განსაზღვრული ინტერვალებით.
მიღების წესი
მემანტინი ბიოგარან®-ი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. პრეპარატის ეფექტის უზრუნველსაყოფად, მიიღეთ ის რეგულარულად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
გააგრძელეთ მემანტინი ბიოგარან®-ის მიღება მანამ, სანამ მისი მიღება თქვენთვის საჭირო იქნება. ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს თქვენი მკურნალობა.
თუ მიიღეთ მემანტინი ბიოგარან® საჭირო დოზაზე მეტი:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ზოგადად, მემანტინი ბიოგარან®-ის საკმაოდ მაღალი დოზის მიღებას არ უნდა ჰქონდეს რაიმე მავნე გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ სიმპტომების მომატება, რომლებიც ჩამოთვლილია რუბრიკა 4-ში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.
- თუ თქვენ მიიღეთ მემანტინი ბიოგარან®-ის მნიშვნელოვნად ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან მიიღეთ სამედიცინო რჩევა, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ მემანტინი ბიოგარან®-ის მიღება:
- თუ დაგავიწყდათ მემანტინი ბიოგარან®-ის დოზის მიღება, დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღებას ჩვეულებრივ დროს.
- გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
ზოგადად, დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები არის მსუბუქიდან ზომიერ ინტენსივობამდე.
ხშირი (გამოვლენილია 100-დან 1-დან 10-მდე პაციენტში):
- თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციის მომატებული ტესტები, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, ქოშინი, არტერიული წნევის მატება და ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე.
ნაკლებად ხშირი (გამოვლენილია 1000-დან 1-დან 10-მდე პაციენტში):
- დაღლილობა, მიკოზი, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის გაძნელება, გულის უკმარისობა და ვენური თრომბის წარმოქმნა (თრომბოზი/თრომბოემბოლია)
ძალიან იშვიათი (გამოვლენილია 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- კრუნჩხვები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):
- პანკრეასის ანთება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ფსიქოზური რეაქციები.
ალცჰეიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და თვითმკვლელობის შემთხვევებთან. ეს მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მემანტინი ბიოგარან®-ით.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.ansm.sante.fr
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
სიფრთხილის ზომები
მემანტინი ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვის ანამნეზი;
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან თუ გაქვთ არაკომპენსირებული გულის შეგუბებითი უკმარისობა ან უკონტროლო მაღალი არტერიული წნევა (მაღალი არტერიული წნევა).
ამ შემთხვევებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ და მემანტინი ბიოგარან®-ის კლინიკური სარგებელი რეგულარულად უნდა შეფასდეს თქვენი ექიმის მიერ.
თუ გაწუხებთ თირკმლის უკმარისობა (თირკმელების პრობლემები), ექიმმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს თქვენი თირკმელების ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროს მემანტინეს დოზები.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ამანტადინის (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინის (ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საანესთეზიო საშუალებად), დექსტრომეტორფანის (ჩვეულებრივ ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA ანტაგონისტების ერთობლივი გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
მემანტინი ბიოგარან®-ის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
კერძოდ, შესაძლებელია შემდეგი მედიკამენტების ეფექტი შეიცვალოს მემანტინი ბიოგარან®-ის მიღებისას და თქვენს ექიმს დასჭირდეს დოზის კორექტირება:
- ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი;
- დანტროლენი, ბაკლოფენი;
- ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი;
- ჰიდროქლორთიაზიდი (ან ჰიდროქლორთიაზიდის შემცველი ნებისმიერი კომბინაცია);
- ანტიქოლინერგები (ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ნაწლავების პათოლოგიური მოქმედების ან სპაზმების სამკურნალოდ);
- ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვების პრევენციისა და სამკურნალო ნივთიერებები);
- ბარბიტურატები (ნივთიერებები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება ძილის გამოსაწვევად);
- დოფამინის აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოპა და ბრომოკრიპტინი);
- ნეიროლეპტიკები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
- პერორალური ანტიკოაგულანტები.
თუ საავადმყოფოში მოხვდებით, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მემანტინი ბიოგარანს®
მემანტინი ბიოგარანი® საკვებთან და სასმელთან ერთად
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ცოტა ხნის წინ შეცვალეთ ან აპირებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი დიეტა (ჩვეულებრივი დიეტიდან მკაცრად ვეგეტარიანულ დიეტაზე, მაგალითად) ან თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, სისხლში მჟავა წარმომქმნელი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა თირკმლის დისფუნქციის გამო [თირკმელების ფუნქციის დაქვეითება]) ან საშარდე გზების მძიმე ინფექცია (სტრუქტურები, სადაც შარდი მიედინება), რადგან მას შეიძლება დასჭირდეს თქვენი მედიკამენტის დოზის კორექტირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
მემანტინი ბიოგარან®-ის გამოყენება ორსულ ქალებში რეკომენდირებული არ არის.
ლაქტაცია
რეკომენდირებული არ არის ძუძუთი კვება ქალებში, რომლებიც მემანტინი ბიოგარან®-ს
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
ექიმი გეტყვით თუ თქვენი დაავადება საშუალებას მოგცემთ უსაფრთხოდ მართოთ ავტომობილი და სატრანსპორტო საშუალებები.
ასევე შესაძლებელია მემანტინი ბიოგარან®-მა შეამციროს რეაქციის სიჩქარე, რაც შეუძლებელს გახდის მანქანებისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვას.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა:
მემანტინის ჰიდროქლორიდი ------------------------------------------------ 10 მგ
მემანტინის ექვივალენტი ---------------------------------------------- 8,31 მგ
ერთი გაყოფადი შემოგარსული ტაბლეტისთვის.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა (კლასი 102 ან ექვივალენტი), მიკროკრისტალური ცელულოზა (კლასი 200 ან ექვივალენტი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
- აპკი:
ოპადრი II 85F32879 ყვითელი: ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, ტალკი, ქინოლინის ყვითელი ალუმინის ლაქი (E104), ალუმინის ლაქის საღებავი (ponceau) 4 R.
რას შეიცავს მემანტინი ბიოგარან® 20 მგ აპკით დაფარული გაყოფადი ტაბლეტი
- აქტიური ნივთიერებაა:
მემანტინის ჰიდროქლორიდი ------------------------------------------------ 20 მგ
მემანტინის ექვივალენტი -------------------------------------------- 16,62 მგ

ოპადრი II 85F34503 წითელი: ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172).
რა არის მემანტინი ბიოგარან® 10 მგ აპკით დაფარული გაყოფადი ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:
პრეპარატი წარმოდგენილია ღია ყვითელიდან მოყვითალო ფერში, წაგრძელებული ორმხრივამოზნექილი აპკით დაფარული ტაბლეტის ფორმით გაყოფის ზოლით.
ტაბლეტის დაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ზოლად.
თითოეული ყუთი შეიცავს 56 აპკით დაფარულ ტაბლეტს ბლისტერში გაყოფის ზოლით.
რა არის მემანტინი ბიოგარან® 10 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:
პრეპარატი წარმოდგენილია ღია წითელიდან მოწითალო ფერში, წაგრძელებული ორმხრივამოზნექილი აპკით დაფარული ტაბლეტის ფორმით.
თითოეული ყუთი შეიცავს 28 აპკით დაფარულ ტაბლეტს ბლისტერში.
მფლობელი/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ბიოგარანის ლაბორატორია
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერზე და გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა მედიკამენტები - დემენციის საწინააღმდეგო - ATC (ათქ) კოდი: N06DX01.
მემანტინი ბიოგარან® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მემანტინის ჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დემენციის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.
მეხსიერების დაკარგვა ასოცირებული ალცჰეიმერის დაავადებასთან გამოწვეული ტვინში გაგზავნილი შეტყობინების სიგნალების დარღვევით. ტვინი შეიცავს რეცეპტორებს სახელწოდებით N-მეთილ-D-ასპარტეტის (NMDA) რეცეპტორები, რომლებიც მონაწილეობენ ნერვული სიგნალების გადაცემაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დასწავლასა და დამახსოვრებაში. მემანტინი ბიოგარან® მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით NMDA რეცეპტორის ანტაგონისტები. მემანტინი ბიოგარან® მოქმედებს ამ NMDA-ს რეცეპტორებზე, რაც აუმჯობესებს ნერვული სიგნალის გადაცემას და მეხსიერებას.
მემანტინი ბიოგარან® გამოიყენება ზომიერი და მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მემანტინი ბიოგარან®-ის მიღებამდე?
არასოდეს მიიღოთ მემანტინი ბიოგარან®
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მემანტინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
მემანტინი ბიოგარან® (Mémantine Biogaran®) 10მგ.
აპკით დაფარული გაყოფადი ტაბლეტი
მემანტინი ბიოგარან® (Mémantine Biogaran®) 20მგ.
აპკით დაფარული ტაბლეტი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.
ნებისმიერი სახის რჩევის ან ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მზგავსია.
რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რას შეიცავს ინსტრუქცია?
- რა არის მემანტინი ბიოგარან® და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მემანტინი ბიოგარან®-ის მიღებამდე?
- როგორ მიიღება მემანტინი ბიოგარან®?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
- როგორ შევინახოთ მემანტინი ბიოგარან®?
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის მემანტინი ბიოგარან® და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
ცენტრალური ნერვული სისტემა
ფარმაკოთერაპიული კატეგორია: სხვა მედიკამენტები - დემენციის საწინააღმდეგო - ATC (ათქ) კოდი: N06DX01.
მემანტინი ბიოგარან® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მემანტინის ჰიდროქლორიდი. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დემენციის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.
მეხსიერების ნაწილი ასოცირებული ალცჰეიმერის დაავადებასთან გამოწვეული ტვინში გაგზავნილი შეტყობინების სიგნალების დარღვევით. ტვინი შეიცავს რეცეპტორებს სახელწოდებით N-მეთილ-D-ასპარტეტის (NMDA) რეცეპტორები, რომლებიც მონაწილეობენ ნერვული სიგნალების გადაცემაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცდასა და მეხსიერებაში. მემანტინი ბიოგარან® მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით NMDA რეცეპტორის ანტაგონისტები. მემანტინი ბიოგარან® მოქმედებს ამ NMDA-ს რეცეპტორებზე, რაც აუმჯობესებს ნერვული სიგნალის გადაცემას და მეხსიერებას.
მემანტინი ბიოგარან® გამოიყენება ზომიერი და მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მემანტინი ბიოგარან®-ის მიღებამდე?
არასოდეს მიიღოთ მემანტინი ბიოგარან®
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მემანტინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მემანტინი ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვის ანამნეზი;
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან თუ გაქვთ არაკომპენსირებული გულის შეგუბებითი უკმარისობა ან უკონტროლო მაღალი არტერიული წნევა (მაღალი არტერიული წნევა).
ამ შემთხვევებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ და მემანტინი ბიოგარან®-ის კლინიკური სარგებელი რეგულარულად უნდა შეფასდეს თქვენი ექიმის მიერ.
თუ გაწუხებთ თირკმლის უკმარისობა (თირკმელების პრობლემები), ექიმმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს თქვენი თირკმელების ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროს მემანტინეს დოზები.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ამანტადინის (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინის (ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საანესთეზიო საშუალებად), დექსტრომეტორფანის (ჩვეულებრივ ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA ანტაგონისტების ერთობლივი გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
მემანტინი ბიოგარან®-ის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
სხვა პრეპარატები და მემანტინი ბიოგარან®
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
კერძოდ, შესაძლებელია შემდეგი მედიკამენტების ეფექტი შეიცვალოს მემანტინი ბიოგარან®-ის მიღებისას და თქვენს ექიმს დასჭირდეს დოზის კორექტირება:
- ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი;
- დანტროლენი, ბაკლოფენი;
- ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი;
- ჰიდროქლორთიაზიდი (ან ჰიდროქლორთიაზიდის შემცველი ნებისმიერი კომბინაცია);
- ანტიქოლინერგები (ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ნაწლავების პათოლოგიური მოქმედების ან სპაზმების სამკურნალოდ);
- ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვების პრევენციისა და სამკურნალო ნივთიერებები);
- ბარბიტურატები (ნივთიერებები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება ძილის გამოსაწვევად);
- დოფამინის აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოპა და ბრომოკრიპტინი);
- ნეიროლეპტიკები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
- პერორალური ანტიკოაგულანტები.
თუ საავადმყოფოში მოხვდებით, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მემანტინი ბიოგარანს®
მემანტინი ბიოგარანი® საკვებთან და სასმელთან ერთად
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ცოტა ხნის წინ შეცვალეთ ან აპირებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი დიეტა (ჩვეულებრივი დიეტიდან მკაცრად ვეგეტარიანულ დიეტაზე, მაგალითად) ან თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, სისხლში მჟავა წარმომქმნელი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა თირკმლის დისფუნქციის გამო [თირკმელების ფუნქციის დაქვეითება]) ან საშარდე გზების მძიმე ინფექცია (სტრუქტურები, სადაც შარდი მიედინება), რადგან მას შეიძლება დასჭირდეს თქვენი მედიკამენტის დოზის კორექტირება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
მემანტინი ბიოგარან®-ის გამოყენება ორსულ ქალებში რეკომენდირებული არ არის.
ლაქტაცია
რეკომენდირებული არ არის ძუძუთი კვება ქალებში, რომლებიც მემანტინი ბიოგარან®-ს
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
ექიმი გეტყვით თუ თქვენი დაავადება საშუალებას მოგცემთ უსაფრთხოდ მართოთ ავტომობილი და სატრანსპორტო საშუალებები.
ასევე შესაძლებელია მემანტინი ბიოგარან®-მა შეამციროს რეაქციის სიჩქარე, რაც შეუძლებელს გახდის მანქანებისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვას.
როგორ მიიღება მემანტინი ბიოგარან®?
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზა. ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა
მოზრდილებისა და ხანდაზმულთათვის მემანტინი ბიოგარან®-ის რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, ეს დოზა მიიღწევა ეტაპობრივად შემდეგი ყოველდღიური მკურნალობის რეჟიმის მიხედვით:
1 კვირა
ნახევარი 10მგ-იანი ტალეტი
მე-2 კვირა
ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი
მე-3 კვირა
ერთ ნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტი
მე-4 კვირა და შემდგომ
ორი 10 მგ ტაბლეტი ან ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ
მკურნალობის დასაწყისში დაიწყებთ 5 მგ დოზის დღეში ერთხელ (ანუ ნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტის) მიღებით. ეს დოზა გაიზრდება 5 მგ-ით ყოველ კვირას რეკომენდებული (შემანარჩუნებელი) დოზის მიღწევამდე. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (1x10 მგ) მეორე კვირაში და ერთნახევარ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ მესამე კვირაში. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 20 მგ (10 მგ-იანი 2 ტაბლეტი ან 20 მგ-იანი 1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, რომელიც მიიღება მეოთხე კვირის დასაწყისში.
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ექიმი გადაწყვეტს თქვენი მდგომარეობის შესაბამის დოზას. ამ შემთხვევაში თქვენი თირკმელების ფუნქციონირება უნდა აკონტროლოს ექიმმა განსაზღვრული ინტერვალებით.
მიღების წესი
მემანტინი ბიოგარან®-ი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. პრეპარატის ეფექტის უზრუნველსაყოფად, მიიღეთ ის რეგულარულად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
გააგრძელეთ მემანტინი ბიოგარან®-ის მიღება მანამ, სანამ მისი მიღება თქვენთვის საჭირო იქნება. ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს თქვენი მკურნალობა.
თუ მიიღეთ მემანტინი ბიოგარან® საჭირო დოზაზე მეტი:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ზოგადად, მემანტინი ბიოგარან®-ის საკმაოდ მაღალი დოზის მიღებას არ უნდა ჰქონდეს რაიმე მავნე გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ სიმპტომების მომატება, რომლებიც ჩამოთვლილია რუბრიკა 4-ში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.
- თუ თქვენ მიიღეთ მემანტინი ბიოგარან®-ის მნიშვნელოვნად ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან მიიღეთ სამედიცინო რჩევა, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ მემანტინი ბიოგარან®-ის მიღება:
- თუ დაგავიწყდათ მემანტინი ბიოგარან®-ის დოზის მიღება, დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღებას ჩვეულებრივ დროს.
- გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
ზოგადად, დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები არის მსუბუქიდან ზომიერ ინტენსივობამდე.
ხშირი (გამოვლენილია 100-დან 1-დან 10-მდე პაციენტში):
- თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციის მომატებული ტესტები, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, ქოშინი, არტერიული წნევის მატება და ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე.
ნაკლებად ხშირი (გამოვლენილია 1000-დან 1-დან 10-მდე პაციენტში):
- დაღლილობა, მიკოზი, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის გაძნელება, გულის უკმარისობა და ვენური თრომბის წარმოქმნა (თრომბოზი/თრომბოემბოლია)
ძალიან იშვიათი (გამოვლენილია 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- კრუნჩხვები
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):
- პანკრეასის ანთება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ფსიქოზური რეაქციები.
ალცჰეიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და თვითმკვლელობის შემთხვევებთან. ეს მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მემანტინი ბიოგარან®-ით.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: www.ansm.sante.fr
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
- როგორ შევინახოთ მემანტინი ბიოგარან®?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერზე და გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მემანტინი ბიოგარან® 10 მგ აპკით დაფარული გაყოფადი ტაბლეტი
- აქტიური ნივთიერებაა:
მემანტინის ჰიდროქლორიდი ------------------------------------------------ 10 მგ
მემანტინის ექვივალენტი ---------------------------------------------- 8,31 მგ
ერთი გაყოფადი შემოგარსული ტაბლეტისთვის.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა (კლასი 102 ან ექვივალენტი), მიკროკრისტალური ცელულოზა (კლასი 200 ან ექვივალენტი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
- აპკი:
ოპადრი II 85F32879 ყვითელი: ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, ტალკი, ქინოლინის ყვითელი ალუმინის ლაქი (E104), ალუმინის ლაქის საღებავი (ponceau) 4 R.
რას შეიცავს მემანტინი ბიოგარან® 20 მგ აპკით დაფარული გაყოფადი ტაბლეტი
- აქტიური ნივთიერებაა:
მემანტინის ჰიდროქლორიდი ------------------------------------------------ 20 მგ
მემანტინის ექვივალენტი -------------------------------------------- 16,62 მგ
ერთი გაყოფადი შემოგარსული ტაბლეტისთვის.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა (კლასი 102 ან ექვივალენტი), მიკროკრისტალური ცელულოზა (კლასი 200 ან ექვივალენტი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
- აპკი:
ოპადრი II 85F34503 წითელი: ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172).
რა არის მემანტინი ბიოგარან® 10 მგ აპკით დაფარული გაყოფადი ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:
პრეპარატი წარმოდგენილია ღია ყვითელიდან მოყვითალო ფერში, წაგრძელებული ორმხრივამოზნექილი აპკით დაფარული ტაბლეტის ფორმით გაყოფის ზოლით.
ტაბლეტის დაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ზოლად.
თითოეული ყუთი შეიცავს 56 აპკით დაფარულ ტაბლეტს ბლისტერში გაყოფის ზოლით.
რა არის მემანტინი ბიოგარან® 10 მგ აპკით დაფარული ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:
პრეპარატი წარმოდგენილია ღია წითელიდან მოწითალო ფერში, წაგრძელებული ორმხრივამოზნექილი აპკით დაფარული ტაბლეტის ფორმით.
თითოეული ყუთი შეიცავს 28 აპკით დაფარულ ტაბლეტს ბლისტერში.
მფლობელი/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ბიოგარანის ლაბორატორია
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
მწარმოებელი
FARMEA
ბუშე ტომას ქ. 10
49 007 ანჟე
პრეპარატის გადახედვის ბოლო თარიღი 2017 წლის მარტი
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.
ფარმაბრაილი: ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ბრაილის შრიფტით, გადიდებული სიმბოლოებით და აუდიო საიტზე handicapzero.org წამლის ინსტრუქციების განყოფილებაში და მისამართზე: 0 800 39 39 51 მომსახურება და ზარი უფასოა.
რეფლექსი გადამუშავება
შეფუთვის დახარისხება
გამოუყენებელი პრეპარატების დაბრუნება აფთიაქში
ცარიელი პლასტმასის ბლისტერის გადასაყრელად
ცარიელი მუყაოს ყუთი გადამუშავებისთვის
ბიოგარანი
აურელი პოტინ
შეფუთვის კოორდინატორი
დამტკიცებულია 28/06/2017 წელს
ხელმოწერა: ხელმოწერილია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.