ლიპრიმარი
Liprimar®
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით); კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია (IIა და IIბ ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით); დისბეტალიპოპროტეინემია (III ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით) (დიეტაზე დამატების სახით); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ატორვასტატინი (atorvastatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Pfizer Manufacturing Deutschland GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Viatris Pharmaceuticals LLC(აშშ)), გერმანია; Pfizer Manufacturing Deutschland GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pfizer Pharmaceuticals LLC(აშშ)), გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038303
- რეგისტრირებულია
- 8 ივნისი 2023, მოქმედებს 8 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CRATIA LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- მაკა მოდებაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიპრიმარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით);
კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია (IIა და IIბ ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით);
დისბეტალიპოპროტეინემია (III ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით) (დიეტაზე დამატების სახით);
ოჯახური ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით), რეზისტენტული დიეტის მიმართ;
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიისა და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიური მეთოდების არასაკმარისი ეფექტიანობის შემთხვევაში;
გულ-სისხლძარღვთა გართულებების პირველადი პროფილაქტიკა პაციენტებში გიდ-ის კლინიკური ნიშნების გარეშე, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი – ნიკოტინური დამოკიდებულება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლის პლაზმაში მსლპ-ქს-ის დაბალი კონცენტრაციები, გენეტიკური მიდრეკილება, მ.შ. დისლიპიდემიის ფონზე;
გულ-სისხლძარღვთა გართულებების მეორადი პროფილაქტიკა გიდ-ის მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, სტენოკარდიის გამო განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის და რევასკულარიზაციის აუცილებლობის ჯამური მაჩვენებლის შემცირების მიზნით.
პედიატრიულ პრაქტიკაში 10-17 წლის ასაკის პაციენტებში:
ლიპრიმარი® ინიშნება დიეტაზე დამატების სახით საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის და აპოლიპოპროტეინი B-ს შემცველობის დაქვეითების მიზნით ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, თუ დიეტის დაცვის დროს გამოვლინდა შემდეგი პირობები:
ა. დსლპ-ქს-ის დონე შეადგენს >190 მგ/დლ
ბ. დსლპ-ქს-ის დონე შეადგენს >160 მგ/დლ და:
- ოჯახის ანამნეზში არის ახალგაზრდა ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლენის შემთხვევები, ან
- პაციენტს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლენის ორი ან მეტი რისკ-ფაქტორი.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ ლიპრიმარის გამოყენების დაწყებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ჰიპერქოლესტერინემიური დიეტა, რომელიც უნდა დაიცვას მკურნალობის პერიოდში.
პრეპარატის დოზა უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად დსლპ-ქს-ის საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და ჩატარებულ თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.
პრეპარატის სტანდარტული საწყისი დოზაა 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. დოზის კორექტირება საჭიროა 4 კვირის ან მეტი ინტერვალით. პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 80 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია
პაციენტთა უმრავლესობისთვის პრეპარატ ლიპრიმარის გამოყენებით მდგომარეობის კონტროლი მიღწეული იქნა დოზით 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. თერაპიული მოქმედება ვლინდება 2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მაქსიმუმს აღწევს 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნებულია.
ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია
ჰეტეროზიგოტური
პრეპარატ ლიპრიმარის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს ყოველ 4 კვირაში 40 მგ-მდე დღე-ღამეში. შემდეგ პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე – 80 მგ, ან შეთავსებული იქნას ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტები ატორვასტატინის დღე-ღამეში ერთხელ 40 მგ დოზით მიღებასთან.
ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია
გამოყენების მონაცემები შეზღუდულია (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში ატორვასტატინის დოზა შეადგენს 10-80 მგ-ს დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). ამ პაციენტებში ატორვასტატინის გამოყენება საჭიროა დამხმარე საშუალების სახით სხვა ჰიპოლიპიდემიურ მეთოდებთან კომბინაციაში (მაგალითად, დსლპ-აფერეზი) ან თუ შეუძლებელია ამ მეთოდების გამოყენება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის ძირითად კვლევებში გამოყენებული იქნა პრეპარატის დოზა 10 მგ დღე-ღამეში. შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების გამოყენება თანამედროვე რეკომენდაციების შესაბამისი ქოლესტერინის (დსლპ) მნიშვნელობების მიღწევის მიზნით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს აუცილებელია ლიპრიმარის გამოყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება” და “ფარმაკოკინეტიკა”). ლიპრიმარის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ერთდროულად გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტივირუსულ პრეპარატებს ელბასვირს/გრაზოპრევირს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ან პრეპარატ ლეტერმოვირს ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის და ატორვასტატინს, ამ უკანასკნელის დოზა არ უნდა იყოს დღე-ღამეში 20 მგ-ზე მაღალი (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
რეკომენდებული არ არის ატორვასტატინის გამოყენება ლეტერმოვირისა და ციკლოსპორინის კომბინაციასთან ერთად (იხ. პარაგარაფები “განსაკუთრებული მითითება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ხანდაზმული პირები
პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში არ განსხვავდება საერთო პოპულაციაში აღნიშნული მაჩვენებლისგან.
ბავშვები
ჰიპერქოლესტერინემია
მკურნალობა ტარდება ბავშვებში ჰიპერლიპიდემიის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. ეფექტის მისაღწევად საჭიროა პაციენტების რეგულარული განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება. 10 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ატორვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე ყოველდღე მკურნალობაზე ინდივიდუალური რეაქციისა და ამტანობის მიხედვით. დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თერაპიის რეკომენდებული მიზნის შესაბამისად. დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან მეტი დროის ინტერვალებით. დოზის ყოველდღე 80 მგ-მდე ტიტრაციას მხარს უჭერს მოზრდილ პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემები, ასევე ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების შეზღუდული კლინიკური მონაცემები (იხ. პარაგრაფები “გვერდითი მოქმედება” და “ფარმაკოდინამიკა”).
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული ღია კვლევების მიმდინარეობისას მიღებული მონაცემები ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია. ატორვასტატინი არ არის ნაჩვენები 10 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ. დღეისათვის არსებული მონაცემები წარმოდგენილია პარაგრაფებში “გვერდითი მოქმედება”, “ფარმაკოდინამიკა”, “ფარმაკოკინეტიკა”, თუმცა დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია არ არსებობს.
ამ ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სხვა სამკურნალწამლო ფორმების/დოზირებების გამოყენება.
გამოყენების წესი
ლიპრიმარი განკურთვნილია პერორალურად მისაღებად. ატორვასტატინის სადღეღამისო დოზა მიიღება ერთ მიღებაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
უკუჩვენებები
ლიპრიმარის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის:
ჰიპერმგრძნობელობით მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (მოყვანილია პარაგრაფში 2 ~რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა~);
ღვიძლის დაავადებით აქტიურ ფაზაში ან სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის გაურკვეველი გენეზის მყარი მატებით (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად);
ორსულობის, ძუძუთი კვების დროს და შვილოსნობის ასაკის ქალებში. რომლებიც არ იყენებენ სათანადო კონტრაცეფციას (იხ. პარაგრაფი ~გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში~).
18 წლამდე ასაკი (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კლინიკური მონაცემები არასაკმარისია), ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის გარდა (გამოყენება უკუნაჩვენებია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში).
ერთდროულად გამოყენება ფუზიდის მჟავასთან.
ლაქტაზის თანდაყოლილი დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია;
ანტივირუსული პრეპარატების გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის მიღება C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
სიფრთხილით
პაციენტებში, რომლებიც მავნედ მოიხმარენ ალკოჰოლს; პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის დაავადება.
პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით (თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპოთირეოზი, მემკვიდრეობითი კუნთოვანი დარღვევები პაციენტის ანამნეზში ან ოჯახის ანამნეზში, ჰმგ-კოა-რედუქტაზის ინჰიბიტორების (სტატინების) ან ფიბრატების გადატანილი ტოქსიკური გავლენა კუნთოვან ქსოვილზე, ღვიძლის დაავადებები ანამნეზში ან/და პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს მნიშვნელოვანი რაოდენობით, 70 წელზე უფროსი ასაკი, სიტუაციები, როდესაც მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მატება (მაგალითად, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის უკმარისობა
მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა განხორციელდეს ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მანიშნებელი ნებისმიერი გამოვლენისა თუ სიმპტომის განვითარებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა. ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას საჭიროა მათი დონის ნორმალიზება. თუ ტრანსამინაზების აქტივობა სამჯერ მეტად აღემატება ნორმის ზედა ზღვრას, და ნარჩუნდება, რეკომენდებულია ლიპრიმარის დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“).
ლიპრიმარი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მავნედ მოიხმარენ ალკოჰოლს ან/და ანამნეზში გააჩნიათ ღვიძლის დაავადება.
ინსულტის პროფილაქტიკა ქოლესტერინის დონის ინტენსიური დაქვეითებით (კვლევა SPARCL)
ინსულტის ქვეტიპების აპოსტერიორული ანალიზის მონაცემებით პაციენტებში გულის იშემიური დაავადების (გიდ) გარეშე, ახლახანს გადატანილი ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით (ტიშ), ჰემორაგიული ინსულტის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად იღებდნენ ატორვასტატინს დოზით 80 მგ, პლაცებოსთან შედარებით. მომატებული რისკი განსაკუთრებით ხშირად აღენიშნათ პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნური ინფარქტი კვლევაში ჩართვის მომენტისთვის. პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნური ინფარქტი, 80 მგ დოზით ატორვასტატინის რისკისა და სარგებელის თანაფარდობა ცნობილი არ არის, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე გულდასმით უნდა გაანალიზდეს ჰემორაგიული ინსულტის განვითარების პოტენციური რისკი (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
გავლენა ჩონჩხის კუნთებზე
როგორც ჰმგ-კოა-რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორები, ატორვასტატინი იშვიათ შემთხვევებში გავლენას ახდენს ჩონჩხის კუნთებზე და შეიძლება გამოიწვიოს მიალგია, მიოზიტი და მიოპათია, რომლებიც შეიძლება პროგრესირებდეს რაბდომიოლიზამდე (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა), რომელსაც ახასიათებს კრეატინკინაზას (კკ) დონის გამოხატული მომატება (10-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), მიოგლობინემია და მიოგლობინურია, რომლებიც შეიძლება იწვევდეს თირკმელების უკმარისობის განვითარებას.
რეგისტრირებულია ცნობები იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათიის (იგმმ) ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ ზოგიერთი სტატინით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ. იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათიის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს პროქსიმალური კუნთების ხანგრძლივი სისუსტე და სისხლის შრატში კრეატინკინაზას მომატებული დონე, რომლებიც ნარჩუნდება სტატინებით მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, ანტისხეულების არსებობის HMG-CoA რედუქტაზას მიმართ და გაუმჯობესება იმუნოსუპრესანტების მიღების ფონზე.
მკურნალობის დაწყებამდე
ატორვასტატინი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. სტატინების მიღების დაწყებამდე საჭიროა კკ დონის განსაზღვრა შემდეგ შემთხვევებში:
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- ჰიპოთირეოზი;
- კუნთოვანი ქსოვილის მემკვიდრეობითი დაავადებები პაციენტის პირად ან ოჯახის ანამნეზში;
- ანამნეზში მიოტოქსიკურობა სტატინების ან ფიბრატების გამოყენებისას;
- ანამნეზში ღვიძლის დაავადებები ან/და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება;
- ხანდაზმულ პირებში (70 წელზე უფროსი ასაკის) რაბდომიოლიზის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობისას უნდა შეფასდეს კრეატინფოსფოკინაზის დონის განსაზღვრის აუცილებლობა;
- სიტუაციები, როდესაც მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება, მაგალითად, სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შემთხვევებში (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“) და განსაკუთრებულ პოპულაციებში, მათ შორის გენეტიკურ სუბპოპულაციებში გამოყენების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).
ასეთ შემთხვევაში საჭიროა შესაძლო დადებითი ეფექტის მიმართ რისკის შეფასება და ნაჩვენებია კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
თუ კრეატინფოსფოკინაზის აქტივობა საწყის ეტაპზე მომატებულია (>5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), მიზანშეწონილი არ არის პრეპარატით მკურნალობის დაწყება.
კრეატინკინაზას დონის განსაზღვრა
კრეატინკინაზას დონის განსაზღვრა არ არის მიზანშეწონილი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების ან კკ მომატების ნებისმიერი სხვა სავარაუდო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, რადგან ეს ართულებს მიღებული შედეგების განმარტებას. თუ კკ საწყისი დონე მნიშვნელოვნად მომატებულია (>5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), კკ-ის დონე განმეორებით უნდა განისაზღვროს 5-7 დღეში შედეგების დასადასტურებლად.
მკურნალობის დროს
პაციენტებს მოეთხოვებათ დაუყოვნებლივ აცნობონ კუნთების ტკივილის, კუნთების კრუნჩხვის ან სისუსტის განვითარების შესახებ, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის ან ცხელების თანხლებით.
თუ ეს სიმპტომები ვითარდება ატორვასტატინით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა კკ დონის განსაზღვრა. თუ მისი დონე მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი (>5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ კუნთოვანი ქსოვილის მხრივ სიმპტომები მძიმე ხასიათისაა და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტის საკითხის განხილვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კკ დონე <5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
თუ სიმპტომები გაქრა და კკ-ის დონე დაუბრუნდა ნორმას, შეიძლება ატორვასტატინის ან ამ ჯგუფის სხვა პრეპარატის მინიმალური დოზირებით ხელახლა გამოყენების საკითხის განხილვა მკაცრი მონიტორინგით.
ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება კკ-ის დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება (>10-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) ან დადგენილია რაბდომიოლიზის დიაგნოზი ან არსებობს ეჭვი მის განვითარებაზე.
თანმხლები მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება ატორვასტატინისა და ზოგიერთი ისეთი სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღებისას, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია, როგორიცაა CYP3A4 -ის ან სატრანსპორტო ცილის მძლავრი ინჰიბიტორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ლეტერმოვირი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირის, ლოპინავირის, ატაზანავირის, ინდინავირის, დარუნავირის, ტიპრანავირის/რიტონავირის და ა.შ. ჩათვლით). მიოპათიის განვითარების რისკი ასევე, შეიძლება გაიზარდოს ჰემფიბროზილის და ფიბროის მჟავას სხვა წარმოებულების, C (HCV) ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატების (ბოცეპრევირის, ტელაპრევირის, ელბასვირი/გრაზოპრევირის, ლედიპასვირი/სოფოსბუვირის, ერითრომიცინის, ნიაცინის ან ეზეტიმიბის ერთდროულად მიღებისას. თუ შესაძლებელია, ამ პრეპარატების ნაცვლად რეკომენდებულია ალტერნატიული პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც არ შედის სამკურნალწამლო ურთიერთქმედებაში.
ზემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად ატორვასტატინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა კომბინირებული მკურნალობის სარგებელისა და რისკის გულდასმით შეფასება. თუ პაციენტები იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის სისხლის პაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციას, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზის გამოყენება. გარდა ამისა, CYP3A4 -ის მძლავრი ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას განხილული ატორვასტატინის დაბალი საწყისი დოზის გამოყენებისა და პაციენტების მდგომარეობაზე სათანადო კლინიკური მონიტორინგის განხორციელების საკითხი (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
მიოპათიის და/ან რაბდომიოლიზის რისკი შეიძლება გაიზარდოს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების (მაგ., ატორვასტატინი) და დაპტომიცინის ერთდროული გამოყენებისას (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
დაპტომიცინის მიმღებ პაციენტებში უნდა განიხილებოდეს ლიპრიმარის მიღების დროებითი შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთდროული გამოყენების სარგებელი აღემატება რისკს. თუ ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, კრეატინფოსფაკინაზას დონე უნდა გაიზომოს კვირაში 2-3-ჯერ და პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ ნებისმიერი ნიშნის ან სიმპტომის გამოსავლენად, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს მიოპათიაზე.
არ შეიძლება ატორვასტატინის გამოყენება სისტემური გამოყენების ფუზიდის მჟავის პრეპარატებთან ერთად ან ფუზიდის მჟავით მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. თუ ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენება აუცილებელია, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში. მიღებულია შეტყობინებები რაბდომიოლიზის შესახებ (რამდენიმე ლეტალური შემთხვევის ჩათვლით) ფუზიდის მჟავისა და სტატინების ერთდროულად მიღების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). რეკომენდებულია სამედიცინო დახმარებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა კუნთების სისუსტის სიმპტომების, ტკივილის ან შეხებისას მტკივნეული შეგრძნებების გამოვლენისას.
სტატინებით თერაპია შეიძლება ხელმეორედ დაინიშნოს ფუზიდის მჟავის ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია სისტემური ფუზიდის მჟავით მკურნალობის გაგრძელება, მაგალითად მძიმე ინფექციების დროს, პრეპარატ ლიპრიმარის და ფუზიდის მჟავის ერთდროულად გამოყენების აუცილებლობა განიხილება ინდივიდუალურად, მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით.
გამოყენება ბავშვთა ასაკში
კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და სქესობრივ სიმწიფეზე არ აღინიშნა სამწლიანი კვლევის ფარგლებში, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო მომწიფებისა და განვითარების, ტანერის სკალით შეფასების და ზრდისა და სხეულის მასის გაზომვის მაჩვენებლებზე (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, რეგისტრირებულია ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარების ერთეული შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“). ამ დაავადების სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს დისპნოეს, არაპროდუქტიულ ხველას და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (დაღლილობა, წონის დაკლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი
ზოგიერთი მონაცემი ადასტურებს, რომ სტატინები ზრდის გლუკოზის შემცველობას სისხლში და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის მის მიღებას ზოგ შემთხვევაში შეიძლება თან ახლდეს ჰიპერგლიკემიის განვითარება, როდესაც მიზანშეწონილია ჰიპოგლიკემიური ზომების გატარება. მიუხედავად ამისა, სტატინების სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის აღემატება ამ რისკს. ამიტომ, ამ რისკის არსებობა არ წარმოადგენს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის საფუძველს. რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში (უზმოდ გლუკოზის დონე 5.6-6.9 მმოლი/ლ, სმი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია) ნაჩვენებია დინამიკური დაკვირვება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სისხლის ბიოქიმიური კვლევების მაჩვენებლებზე ეროვნული რეკომენდაციების მიხედვით.
მიასთენია გრავისი
დაფიქსირდა მიასთენიის გრავისის დაწყების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო სტატინების გამოყენებით ან ადრე არსებული მიასთენია გრავისის ან თვალის ფორმის მიასთენიის გამწვავება. (იხ. განყოფილება "გვერდითი მოვლენები"). თუ სიმპტომები გაუარესდება, პრეპარატის Liprimar ST™-ის გამოყენება უნდა შეწყდეს. დაფიქსირდა მიასთენია გრავისის რეციდივი იმავე ან განსხვავებული სტატინის განმეორებითი გამოყენებისას.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი მოქმედებით
ლიპრიმარი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებისთვის ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, საერთო დეფიციტი ლაქტოზის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ტაბლეტები 10 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0.00004 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ტაბლეტები 20 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0,00008 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ტაბლეტები 40 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0,00016 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ტაბლეტები 80 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0,00032 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების გავლენა ატორვასტატინზე
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)-ის საშუალებით და წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტების გადამტანების, ორგანული ანიონების 1B1 (OATP1B1) და 1B3 (OATP1B3) სატრანსპორტო პოლიპეპტიდის სუბსტრატს. ატორვასტატინის მეტაბოლიტები წარმოადგენს OATP1B1 -ის სუბსტრატებს.
ასევე, ატორვასტატინი იდენტიფიცირებულია, როგორც სუბსტრატი Р-გლიკოპროტეინის და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის გადამტანებისთვის, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ატორვასტატინის ნაწლავური აბსორბცია და ბილიარული კლირენსი (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკა~).
ატორვასტატინისა და იზოფერმენტ CYP3A4 -ის ინჰიბიტორების ან გადამტანი ცილების ერთდროულად მიღება შეიძლება იწვევდეს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატებას და მიოპათიის განვითარების რისკის გაზრდას. ეს რისკი ასევე, შეიძლება გაიზარდოს ატორვასტატინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, რომლებსაც შეუძლია მიოპათიის განვითარება, როგორიცაა ფიბროის მჟავის წარმოებულები და ეზეტიმიბი (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება” და “განსაკუთრებული მითითება”).
CYP3A4-ის ინჰიბიტორები
ცნობილია, რომ CYP3A4 -ის მძლავრი ინჰიბიტორები იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას (იხ. ცხრილი 1 და სპეციალური ინფორმაცია ქვემოთ). თუ შესაძლებელია, საჭიროა CYP3A4 -ის მძლავრი ინჰიბიტორების (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი HCV სამკურნალოდ (მაგალითად, ელბასვირი/გრაზოპრევირი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირის, ლოპინავირის, ატაზანავირის, ინდინავირის, დარუნავირის და ა.შ. ჩათვლით) გამოყენებისგან თავის არიდება. ამიტომ, თუ ამ სამკურნალო საშუალებების ატორვასტატინთან ერთად გამოყენებისგან თავის არიდება შეუძლებელია, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი საწყისი დოზების და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზირების გამოყენება, ასევე პაციენტის მდგომარეობის სათანადო კლინიკური მონიტორინგის განხორციელება (იხ. ცხრილი 1).
იზოფერმენტ CYP3A4 -ის ზომიერი ინჰიბიტორები (მაგალითად, ერითრომიცინი, დილთიაზემი, ვერაპამილი და ფლუკონაზოლი) შეიძლება ზრდიდეს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციებს (იხ. ცხრილი 1). ერითრომიცინის სტატინებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი. ამიოდარონის ან ვერაპამილის ატორვასტატინზე გავლენის შემაფასებელი ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ცნობილია, რომ ამიოდარონი, ისევე როგორც ვერაპამილი, აინჰიბირებს CYP3A4 -ის აქტივობას, და ატორვასტატინთან მათი ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ატორვასტატინის ზემოქმედების გაზრდას. შესაბამისად, ატორვასტატინისა და CYP3A4 -ის ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია დაინიშნოს ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზები, ასევე განხორციელდეს პაციენტის მდგომარეობის სათანადო კლინიკური მონიტორინგი.
ინჰიბიტორის გამოყენების დაწყების ან დოზის კორექტირების შემდეგ საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე სათანადი კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა.
CYP3A4 -ის ინდუქტორები
ატორვასტატინის ციტოქრომ P450 3A-ს ინდუქტორებთან (მაგალითად ეფავირენცთან, რიფამპინთან, კრაზანას პრეპარატებთან) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის ვარიაბელური დაქვეითება. რიფამპინის მოქმედების ორმაგი მექანიზმის გამო (ციტოქრომ P450 3A-ს ინდუქცია და გადამტანი ცილის OATP1B1-ის ინჰიბირება, რომელიც უზრუნველყოფს ჰეპატოციტების მიერ მიტაცებას) რეკომენდებულია ატორვასტატინისა და რიფამპინის ერთდროულად გამოყენება, რადგან რიფამპინის გამოყენების შემდეგ ატორვასტატინის დაგვიანებული გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, უცნობია ახდენს თუ არა რიფამპინის გამოყენება გავლენას ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ღვიძლის უჯრედებში. ამიტომ, თუ ატორვასტატინისა და რიფამპინის კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა.
გადამტანების ინჰიბიტორები
სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება მოხდეს ატორვასტატინის სისტემური ზემოქმედების ზრდა.
ციკლოსპორინი და ლეტერმოვირი აფერხებენ სატრანსპორტო ცილებს, რომლებიც მონაწილეობენ ატორვასტატინის განლაგებაში, ე.ი. OATP1B1/1B3 ინჰიბიტორები P-გლიკოპროტეინის და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის იწვევს ატორვასტატინის სისტემური ზემოქმედების მომატებას (იხ. ცხრილი 1).
ღვიძლისმიერ მიტაცებაში მონაწილე გადამტანების ინჰიბირების პროცესის გავლენა ატორვასტატინის ექსპოზიციაზე ღვიძლის უჯრედებში უცნობია. თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, საჭიროა კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა ეფექტიანობის შეფასების მიზნით (იხ. ცხრილი 1).
რეკომენდებული არ არის ატორვასტატინის გამოყენება ლეტერმოვირის და ციკლოსპორინის კომბინაციის მიღებისას (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ჰემფიბროზილი/ფიბროის მჟავის წარმოებულები
ფიბრატებით მონოთერაპიისას აღინიშნა კუნთების დარღვევის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის რაბდომიოლიზი. ამ მოვლენების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიბროის მჟავის წარმოებულებისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას. თუ ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, თერაპიული მიზნის მისაღწევად რეკომენდებულია ატორვასტატინის მინიმალური დოზის მიღება, ასევე პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ეზეტიმიბი
ეზეტიმიბით მონოთერაპიისას აღინიშნა კუნთების დარღვევების განვითარების შემთხვევები, მათ შორის რაბდომიოლიზი. შესაბამისად, ასეთი რეაქციების რისკი შეიძლება გაიზარდოს ეზეტიმიბისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენების დროს. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია სათანადო კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
კოლესტიპოლი
კოლესტიპოლთან ერთად ლიპრიმარის გამოყენებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციის დაქვეითება (ატორვასტატინის კონცენტრაციის თანაფარდობა 0,74). ამასთანავე, ლიპრიმარისა და კოლესტიპოლის ერთდროულად გამოყენებისას ლიპიდური ეფექტები უფრო გამოხატული იყო, ვიდრე შესაბამისი მონოთერაპიების შემთხვევაში.
ფუზიდის მჟავა
მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის, განვითარების რისკი შეიძლება მომატებული იყოს ფუზიდის მჟავისა და სტატინების ერთდროულად სისტემური გამოყენებისას. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი (მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ფარმაკოდინამიკური, ფარმაკოკინეტიკური, თუ ორივე ტიპის) ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. მიღებულია ცნობები რაბდომიოლიზის შესახებ (რამდენიმე ლეტალური შემთხვევის ჩათვლით) პრეპარატების ერთად მიღებისას.
თუ ფუზიდის მჟავით მკურნალობა აუცილებელია, ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
კოლხიცინი
მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინისა და კოლხიცინის ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული, მათი კომბინაციის გამოყენებისას რეგისტრირებულია მიოპათიის განვითარების შემთხვევები. ატორვასტატინისა და კოლხიცინის ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
დაპტომიცინი
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების (მაგ., ატორვასტატინი) დაპტომიცინთან ერთად გამოყენებისას ცნობილი იყო შემთხვევები მიოპათიის და/ან რაბდომიოლიზის .
თუ ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული მითითება“)
ატორვასტატინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
დიგოქსინი
დიგოქსინისა და 10 მგ ატორვასტატინის ერთდროულად მრავალჯერადი გამოყენებისას აღინიშნა დიგოქსინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება სტაბილურ მდგომარეობაში. დიგოქსინის მიღებისას საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვება.
ორალური კონტრაცეპტივები
ლიპრიმარის და ორალური კონტრაცეპტივების ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში ნორეტინდრონისა და ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება.
ვარფარინი
კლინიკური კვლევის ფარგლებში ვარფარინის ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფი პაციენტების მონაწილეობით, ატორვასტატინის 80 მგ დღე-ღამეში ვარფარინთან ერთდროულად გამოყენებისას მკურნალობის პირველი 4 დღის განმავლობაში აღინიშნებოდა პროთრომბინული დროის უმნიშვნელო შემცირება (დაახლოებით 1,7 წამით), რომელიც უბრუნდებოდა ნორმას ატორვასტატინით 15 დღიანი თერაპიის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკოაგულანტური ურთიერთქმედების კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შემთხვევები ძალიან იშვიათად აღინიშნა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს, პროთრომბინული დრო უნდა განისაზღვროს ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და განმეორდეს საკმაოდ ხშირად მკურნალობის საწყის ეტაპზე ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილების არ არსებობის დადასტურების მიზნით. პროთრომბინული დროის სტაბილიზაციის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ შეიძლება მისი კონტროლის გაგრძელება კუმარინული ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას დადგენილი ინტერვალებით. ატორვასტატინის დოზის შეცვლის ან მისი გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში კვლავ უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა. ატორვასტატინით თერაპიისას, პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ანტიკოაგულანტებს, სისხლდენის შემთხვევები ან პროთრომბინული დროის შეცვლა არ აღინიშნა.
ბავშვები
სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით. ბავშვთა ასაკის პაციენტებში სამკურნალწამლო ურთიერთქმედების ხარისხი უცნობია. ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ, ასევე გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, რომლებიც მითითებულია პარაგრაფში “განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”, უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვთა ასაკის პაციენტებშიც.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
ცხრილი 1. ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების გავლენა ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე
ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალება და დოზირების რეჟიმი
ატორვასტატინი
დოზა (მგ)
AUC თანაფარდობა&
კლინიკური რეკომენდაციები #
გლეკაპრევირი 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში / პიბრენტასვირი 120 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში
- 3
გლეკაპრევირის ან პიბრენტასვირის შემცველი პრეპარატების ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი ~უკუჩვენება~)
ტიპრანავირი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 200 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 8 დღე (მე-14-21 დღეს)
40 მგ პირველ დღეს, 10 მგ მე-20 დღეს
- 4
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ატორვასტატინთან ერთად მკურნალობის ჩატარება, ატორვასტატინის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. ამ პაციენტებში რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
ტელაპრევირი 750 მგ ერთხელ/8 საათი, 10 დღე
20 მგ ერთჯერადად
- 9
ციკლოსპორინი 5.2 მგ/კგ/დღე-ღამეში, სტაბილური დოზა
10 მგ ერთხელ/დღე-ღამეში 28 დღის განმავლობაში
- 7
ლოპინავირი 400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
20 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღის განმავლობაში
- 9
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ატორვასტატინთან ერთად მკურნალობის ჩატარება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება. ატორვასტატინის 20 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას, ნაჩვენებია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
კლარითრომიცინი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 9 დღე
80 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 8 დღის განმავლობაში
- 54
საკვინავირი 400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/რიტონავირი (300 მგ ორჯერ დღე-ღამეში მე-5-7 დღიდან დოზის შემდგომში მომატებით 400 მგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში მე-8 დღეს), მე-4-18 დღეს, ატორვასტატინის მიღებიდან 30 წუთში
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღის განმავლობაში
- 9
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ატორვასტატინთან ერთად მკურნალობის ჩატარება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება. ატორვასტატინის 40 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას, ნაჩვენებია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
დარუნავირი 300 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში / რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 9 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 დღის განმავლობაში
- 4
იტრაკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღე
40 მგ ერთჯერადად
- 3
ფოსამპრენავირი 700 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე

- 5
ფოსამპრენავირი 1400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე

ელბასვირი 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში/ გრაზოპრევირი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 13 დღე
10 მგ, ერთჯერადად
- 95
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 20 მგ-ს ელბასვირის ან გრაზოპრევირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.
ლეტერმოვირი 480 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღე
20 მგ, ერთჯერადად
- 29
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 20 მგ-ს ლეტერმოვირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.
ნელფინავირი 1250 მგ ორჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 28 დღის განმავლობაში
- 74
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
გრეიპფრუტის წვენი, 240 მლ ერთხელ დღე-ღამეში*
40 მგ, ერთჯერადად
- 37
რეკომენდებული არ არის ატორვასტატინის მიღება დიდი რაოდენობის გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
დილთიაზემი 240 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 28 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 51
დილთიაზემის მიღების დაწყების ან მისი დოზის კორექციის შემდეგ ნაჩვენებია სათანადო კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
ერითრომიცინი 500 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
10 მგ, ერთჯერადად
- 33
ამ პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა, ასევე კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
ამლოდიპინი 10 მგ, ერთჯერადად
80 მგ, ერთჯერადად
- 18↑
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
ციმეტიდინი 300 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირა
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში
- 00
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
ქოლესტიპოლი დოზით 10 გ 2-ჯერ დღე-ღამეში, 24 კვირა
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში 8 კვირის განმავლობაში
- 74**
სპეციალური რეკომენდაცია არ არსებობს.
ანტაციდური საშუალება სუსპენზიის ფორმით, რომელიც შეიცავს მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდებს, 30 მლ 4-ჯერ დღე-ღამეში, 17 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 15 დღის განმავლობაში
- 66
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
ეფავირენზი 600 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 14 დღე
10 მგ, 3 დღის განმავლობაში
- 59
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
რიფამპინი 600 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე (ერთდროულად გამოყენება)
40 მგ, ერთჯერადად
- 12
თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, რეკომენდებულია ატორვასტატინისა და რიფამპინის ერთდროულად გამოყენება და პაციენტის მდგომარეობის კლინიკური მონიტორინგის განხორციელება
რიფამპინი 600 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 5 დღე (ცალკე მიღება)
40 მგ, ერთჯერადად
- 20
ჰემფიბროზილი 600 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 35
ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზირება და კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
ფენოფიბრატი 160 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 03

ბოცეპრევირი 800 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 3
ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზირება და კლინიკური მონიტორინგის განხორციელება. ბოცეპრევირთან ერთდროულად გამოყენებისას ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს დღე-ღამეში.
& წარმოდგენილია თერაპიის ტიპების დამოკიდებულება (პრეპარატის და ატორვასტატინის ერთად გამოყენება, ატორვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით).
# კლინიკურ მნიშვნელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოდგენილია პარაგრაფებში „განსაკუთრებული მითითება“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“.
- შემადგენლობაში შედის CYP3A4-ის აქტივობის დამთრგუნველი ერთი ან რამდენიმე კომპონენტი, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში ისეთი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციები, რომლებიც განიცდის მეტაბოლურ გარდაქმნებს ამ ფერმენტის ზემოქმედებით. ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენის (240 მლ) გამოყენება ასევე იწვევდა ორთო-ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტის AUC -ის შემცირებას 20.4%-ით. გრეიპფრუტის წვენის მნიშვნელოვანი რაოდენობით მიღების შემთხვევაში (1.2 ლ-ზე მეტი დღეში 5 დღის განმავლობაში) იწვევდა ატორვასტატინის AUC-ის 2,5-ჯერ და აქტიური ნაერთების (ატორვასტატინის და მისი მეტაბოლიტების) AUC -ის მომატებას.
- * დამოკიდებულების მნიშვნელობა ემყარება დოზის მიღებიდან 8-16 საათში აღებული ერთადერთი ნიმუშის ანალიზის მონაცემებს.
ერთხელ/დღე-ღამეში – ერთხელ დღე-ღამეში; 2-ჯერ დღე-ღამეში – ორჯერ დღე-ღამეში, 3-ჯერ/დღე-ღამეში – სამჯერ დღე-ღამეში; 4-ჯერ/დღე-ღამეში – ოთხჯერ დღე-ღამეში.
ცხრილი 2. ატორვასტატინის გავლენა ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
ატორვასტატინი და დოზირების რეჟიმი
ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალება
სამკურნალო საშუალება/ დოზა (მგ)
AUC თანაფარდობა &
კლინიკური რეკომენდაციები #
80 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღის განმავლობაში
დიგოქსინი 0,25 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 20 დღე
1,15
საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის განხორციელება დიგოქსინის მიღებისას.
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 22 დღის განმავლობაში
ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალება, ერთხელ დღე-ღამეში, 12 თვე
- ნორეტინდრონი 1 მგ
- ეთინილესტრადიოლი 35 მკგ
1,28
- 19
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 15 დღის განმავლობაში
- ფენაზონი, 600 მგ, ერთჯერადად
- 03
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
10 მგ ერთჯერადად
ტიპრანავირი 500 მგ ორჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 200 მგ ორჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
- 08

0,73
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 700 მგ ორჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
- 99

- ატორვასტატინისა და ფენაზონის ერთდროულად მრავალჯერადი გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენდა გავლენას ან უმნიშვნელო გავლენას ახდენდა ფენაზონის კლირენსზე.
ერთხელ/დღე-ღამეში – ერთხელ დღე-ღამეში; 2-ჯერ დღე-ღამეში – ორჯერ დღე-ღამეში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
შვილოსნობის ასაკის ქალები
შვილოსნობის ასაკის ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ორსულობა
ლიპრიმარის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. პარაგრაფი |”უკუჩვენება”). ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. ორსულებში ატორვასტატინის კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული. აღნიშნულია თანდაყოლილი ანომალიების იშვიათი შემთხვევები ნაყოფზე ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების ზემოქმედების შემდეგ მუცლად ყოფნის პერიოდში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია ტოქსიკური გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ორსულის მიერ ატორვასტატინის მიღებისას ნაყოფში შესაძლებელია მევალონატის დონის დაქვეითება, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედს. ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და, როგორც წესი, ორსულობის დროს ჰიპოლიპიდემიური სამკურნალო საშუალებების მოხსნა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას პირველად ჰიპერქოლესტერინემიასთან დაკავშირებულ გრძელვადიან რისკზე.
ამასთან დაკავშირებით, ლიპრიმარი არ უნდა დაინიშნოს ორსულებში, ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობაზე ეჭვის არსებობისას. ლიპრიმარი უნდა მოიხსნას ორსულობის დროს ან ორსულობის არ არსებობის დადგენამდე (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ძუძუთი კვების პერიოდი
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ანალოგიურია რძეში აღნიშნული კონცენტრაციებისა. სერიოზული არასასურველი რეაქციების რისკის განვითარების გამო ლიპრიმარის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”). ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ატორვასტატინი არ ახდენდა გავლენას ხვადი ან ძუ ჯიშების ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ატორვასტატინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ატორვასტატინის პლაცებო კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა 16 066 პაციენტი (8755 პაციენტი იღებდა ლიპიტორს და 7311 პაციენტი - პლაცებოს), რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა საშუალოდ 53 კვირის განმავლობაში, ატორვასტატინის ჯგუფში პაციენტების 5,2%-მა შეწყვიტა თერაპია არასასურველი რეაქციების განვითარების გამო, 4,0%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში.
ცხრილში ქვემოთ წარმოდგენილია პრეპარატ ლიპრიმარის მიღებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები კლინიკური კვლევებისა და პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი ფართო გამოყენების პერიოდში.
არასასურველი რეაქციების გაანგარიშებული სიხშირე დაყოფილია შემდეგი კატეგორიების შესაბამისად: ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირად (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ხშირად: ნაზოფარინგიტი
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათად: თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ხშირად: ალერგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსია
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ხშირად: ჰიპერგლიკემია
არც ისე ხშირად: ჰიპოგლიკემია, სხეულის მასის მატება, ანორექსია
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
არც ისე ხშირად: ღამის კოშმარები, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავის ტკივილი
არც ისე ხშირად: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპესთეზია, დისგევზია, ამნეზია
იშვიათად: პერიფერიული ნეიროპათია
უცნობია: მიასთენია გრავისი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
არც ისე ხშირად: არამკვეთრი მხედველობა
იშვიათად: მხედველობის დარღვევა
უცნობი: თვალის მიასთენია
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
არც ისე ხშირად: ხმაური ყურებში
ძალიან იშვიათად: სმენის დაკარგვა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ
ხშირად: ფარინგოლარინგეალური ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირად: შეკრულობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა
არც ისე ხშირად: ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა და ქვედა არეში, ბოყინი, პანკრეატიტი
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
არც ისე ხშირად: ჰეპატიტი
იშვიათად: ქოლესტაზი
ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არც ისე ხშირად: ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია.
იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი, მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი და ლიქენოიდური წამლისმიერი რეაქცია.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირად: მიალგია, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, კუნთების სპაზმი, სახსრების შესიება, ტკივილი ზურგის არეში
არც ისე ხშირად: კისრის ტკივილი, კუნთების სისუსტე
იშვიათად: მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, კუნთების გაწყვეტა, ტენდინოპათია, ზოგჯერ გართულებული მყესის გაწყვეტით
ძალიან იშვიათად: მგლურას მსგავსი სინდრომი
უცნობია: იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათია
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ძალიან იშვიათად: გინეკომასტია.
სისხლძარღვთა დაავადებები
იშვიათად: ვასკულიტი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არც ისე ხშირად: შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, მომატებული დაღლილობა, ციებ-ცხელება
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე
ხშირად: ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევა, კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატება
არც ისე ხშირად: შარდში ლეიკოციტების შემცველობის ანალიზის დადებითი შედეგი
ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, ლიპრიმარით მკურნალობისას პაციენტებში რეგისტრირებულია სისხლის შრატში ტრანსაზმინაზის დონის მომატების შემთხვევები. როგორ წესი, ეს ცვლილებები იყო მსუბუქი, გარდამავალი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება (3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) დაფიქსირდა პაციენტების 0.8%-ში პრეპარატ ლიპრიმარის ჯგუფში. ასეთი მომატება დოზადამოკიდებულ ხასიათს ატარებდა და შექცევადი იყო ყველა პაციენტში.
კლინიკური კვლევების პერიოდში ლიპრიმარის ჯგუფში პაციენტების 2.5%-ს აღენიშნა სისხლის შრატში კრეატინკინაზის შემცველობის მომატება (3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), რაც ასევე, დამახასიათებელია ჰმგ-კოა-რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორებისთვის. ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი კონცენტრაციები გამოუვლინდა პაციენტების 0.4%-ს ლიპრიმარის ჯგუფში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ბავშვთა ასაკის პაციენტები
10-დან 17 წლამდე ბავშვთა ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით, არასასურველი მოვლენების პროფილი მსგავსი იყო პაციენტების პროფილთან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ყველაზე ხშირად აღნიშნულ არასასურველ მოვლენებს ორივე ჯგუფში, მიუხედავად მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირისა, წარმოადგენდნენ ინფექციები. არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და სქესობრივ სიმწიფეზე სამწლიანი კვლევის ფარგლებში, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო მომწიფებისა და განვითარების, ტანერის სკალით შეფასების და ზრდისა და სხეულის მასის გაზომვის მაჩვენებლებზე. ბავშვთა ასაკის პაციენტებში უსაფრთხოებისა და ამტანობის პროფილი მსგავსი იყო მოზრდილ პაციენტებში ცნობილი უსაფრთხოების პროფილისა.
უსაფრთხოების მონაცემთა კლინიკურ ბაზაში რეგისტრირებულია ბავშვთა ასაკის 520 პაციენტის უსაფრთხოების მონაცემები ატორვასტატინის ჯგუფში, რომელთაგან 7 პაციენტი იყო 6 წლამდე ასაკის, 121 პაციენტი - 6-9 წლის ასაკის და 392 პაციენტი - 10-დან 17 წლამდე ასაკის. არსებული მონაცემების საფუძველზე, არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მსგავსია ბავშვებსა და მოზრდილებში.
ზოგიერთი სტატინის მიღებისას რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები:
- სქესობრივი ფუნქციის დარღვევა;
- დეპრესია;
- ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”);
- შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებულია რისკის ფაქტორების არსებობაზე თუ არარსებობაზე (უზმოდ სისხლში გლუკოზის დონე >5,6 მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, არტერიული ჰიპერტენზია ანამნეზში).
ჭარბი დოზა
ლიპრიმარით ჭარბი დოზირების სამკურნალო სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. საჭიროა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების და სისხლის შრატში კკ დონის კონტროლი. იმის გამო, რომ პრეპარატი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად ვერ დააჩქარებს ატორვასტატინის კლირენსს.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: კალციუმის ატორვასტატინი (10მგ, 20მგ, 40მგ ან 80მგ ატორვასტატინის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი;
აპკიანი გარსი: ოპადრაი თეთრი YS-1-7040 (შეიცავს ჰიპრომელოზას, პოლიეთილენგლიკოლს 8000, ტიტანის დიოქსიდს, ტალკს), სიმეთიკონის ემულსია (შეიცავს სიმეთიკონს, სტეარინულ ემულგატორს, შემასქელებელს, ბენზოის მჟავას, სორბინის მჟავას, წყალს).
აღწერა
10 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “10” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
20 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “20” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
40 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “40” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
80 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “80” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
შენახვის პირობები
შეინახეთ 250C დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ-კოა-რედუქტაზის ინჰიბიტორი
ათქ კოდი: C10AA05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ატორვასტატინი _ ჰმგ-კოა-რედუქტაზის, საკვანძო ფერმენტის, სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორია, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A-ს სტეროლების წინამორბედ მევალონატად, ქოლესტერინის ჩათვლით. ღვიძლში ტრიგლიცერიდები სინთეზური ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ღვიძლში ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ერთვება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლ) შემადგენლობაში, ხვდება პლაზმაში და გადადის პერიფერიულ ქსოვილში. ძდსლ წარმოქმნის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (დსლპ), რომლებიც კატაბოლიზდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალაფინურ რეცეპტორებთან (დსლპ-რეცეპტორები) ურთიერთქმედებისას.
ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის და ლიპოპროტეინების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, ჰმგ-კოა-რედუქტაზის და ღვიძლში ქოლესტერინის ბიოსინთეზის ინჰიბირებით და დსლპ-რეცეპტორების რიცხვის გაზრდით ჰეპატოციტების მემბრანებზე, რაც იწვევს დსლპ-ის მიტაცებისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.
ატორვასტატინი ამცირებს დსლპ-ის წარმოქმნას და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკთა რიცხვს. ატორვასტატინი იწვევს დსლპ-რეცეპტორების აქტივობის გამოხატულ და მდგრად მომატებას, დსლპ ნაწილაკების სასიკეთო თვისობრივ ცვლილებებთან შეთავსებით. ატორვასტატინი ეფექტიანად ამცირებს დსლპქს-ის კონცენტრაციას ავადმყოფებში ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით, რომლებსაც ჩვეულებრივ არ აღენიშნებათ რეაქცია ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობაზე.
დოზა-ეფექტის კვლევის პროცესში ატორვასტატინი ამცირებდა საერთო ქოლესტერინის (30-46%-ით), დსლპქს-ის (41-61%-ით), აპოლიპოპროტეინ B-ს (34-50%-ით) და ტრიგლიცერიდების (14-33%-ით) კონცენტრაციას, ამავდროულად იწვევს მსლპ ქოლესტერინისა და აპოლიპოპროტეინი A1-ის კონცენტრაციის სხვადასხვა ხარისხის გამოხატულობის მომატებას. თერაპიის შედეგები მსგავსია ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის, ჰიპერქოლესტერინემიის არაგენეტიკური ფორმების და შერეული ჰიპერლიპიდემიის ფორმების მქონე პაციენტებში, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ნაჩვენებია, რომ საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ქს და აპოლიპოპროტეინ B-ს დონის დაქვეითება იწვევს გულ-სისხლძარღვთა მოვლენებისა და სიკვდილიანობის რისკის შემცირებას.
ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია
მულტიცენტრული 8-კვირიანი ღია საქველმოქმედო კვლევა ხანგრძლივობის დამატებითი არასავალდებულო ფაზით მოიცავდა 335 პაციენტს, რომელთაგან 89-ს დადასტურებული ჰქონდა ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია. ამ 89 პაციენტიდან დსლპ-ქს კონცენტრაციის საშუალო დააქვეითება დაახლოებით 20%-ს შეადგენდა. ამ კვლევაში ატორვასტატინი ინიშნებოდა დოზით 80მგ-მდე დღე-ღამეში.
ათეროსკლეროზი
კვლევაში REVERSAL (Reversing Atherosclerosis with Aggressive Lipid-Lowering Study - ინტენსიური ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ფონზე ათეროსკლეროზის უკუგანვითარების კვლევა) პერიოდში ანგიოგრაფიის დროს ჩატარებული ინტრავასკულური ულტრაბგერითი გამოკვლევის (ივუბგ) საშუალებით შედარებული იქნა ლიპიდების კონცენტრაციის დაქვეითების ინტენსიური და სტანდარტული რეჟიმის ეფექტიანობა (ატორვასტატინი დოზით 80 მგ/დღე-ღამეში და პრავასტატინი დოზით 40 მგ/დღე-ღამეში, შესაბამისად) კორონარული ათეროსკლეროზის გამოხატულებაზე გიდ-ის მქონე პაციენტებში. მოცემულ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში ივუბგ ჩატარდა მკურნალობის დასაწყისში და 18 თვის შემდეგ 502 პაციენტში. ატორვასტატინის ჯგუფში (n=253) ათეროსკლეროზი არ პროგრესირებდა.
ათეროსკლეროზული ფოლაქის საერთო მოცულობის ცვლილების მედიანა, საწყის დონესთან შედარებით (გამოკვლევის მთავარი კრიტერიუმი) შეადგენდა - 0,4% (p=0,98)-ს ატორვასტატინის ჯგუფში და +2,7% (p=0,001)-ს პრავასტატინის ჯგუფში (n=249). პრავასტატინთან შედარებით ატორვასტატინის გავლენა აღწევდა სტატისტიკურ მნიშვნელობას (p=0,02). გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილებზე ინტენსიური ჰიპოლიპიდემიური თერაპიის გავლენა (მაგალითად, რევასკულარიზაციის საჭიროება, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, სიკვდილი კორონარული პათოლოგიის გამო) ამ კვლევაში შესწავლილი არ იყო.
ატორვასტატინის ჯგუფში დსლპ ქოლესტერინის დონე დაქვეითდა საშუალოდ 2,04 მმოლით/ლ ±+0,8 (78,9 მგ/დლ +30) საწყის დონესთან შედარებით 3,89 მმოლი/ლ +0,7 (150 მგ/დლ ±28), პრავასტატინის ჯგუფში კი დსლპ-ქს შემცირდა საშუალოდ 2.85 მმოლით/ლ +0.7 (110 მგ/დლ+26) საწყის დონესთან შედარებით 3,89 მმოლი/ლ+0,7 (150 მგ/დლ ±26) (p<0,0001). ატორვასტატინი აგრეთვე მნიშვნელოვნად აქვეითებდა საერთო ქოლესტერინის საშუალო შემცველობას 34,1%-ით (პრავასტატინი: -18,4%, p<0,0001), ტრიგლიცერიდების (ტგ) საშუალო შემცველობას 20%-ით (პრავასტატინი -6,8%, p<0,0009) და აპოპროტეინ-B-ს საშუალო შემცველობას 39,1%-ით (პრავასტატინი -22%, p<0,0001). ატორვასტატინი ზრდიდა მსლპ ქოლესტერინის საშუალო დონეს 2,9%-ით (პრავასტატინი: +5,6%, p=სტატისტიკურად უმნიშვნელო). С-რეაქტიული ცილის შემცველობის საშუალო დაქვეითება ატორვასტატინის ჯგუფში შეადგენდა 36,4%-ს და პრავასტატინსი ჯგუფში 5,2%-ით (p<0,0001).
ეს შედეგები მიღებული იყო პრეპარატის 80მგ დოზის გამოყენებით. ამიტომ, ამ კვლევაში მიღებული შედეგების ექსტრაპოლირება არ შეიძლება უფრო დაბალ დოზებზე.
პრეპარატების უსაფრთხოება და ამტანობა შეთავსებადი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში.
ამ კვლევაში შესწავლილი არ იყო ინტენსიური ჰიპოლიპიდემიური თერაპიის გავლენა გულ-სისხლძარღვთა ძირითად საბოლოო წერტილებზე. ამასთან დაკავშირებით ვიზუალური გამოკვლევის შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პირველადი და მეორადი პროფილაქტიკისთვის უცნობია.
მწვავე კორონარული სინდრომი
კვლევაში MIRACL (Myocardial Ischemia Reduction with Aggressive Cholesterol Lowering – ქოლესტერინის შემცველობის აგრესიული დაქვეითების ფონზე მიოკარდიუმის იშემიის შემცირების კვლევა) შეფასდა ატორვასტატინის 80მგ/დღე-ღამეში დოზის გამოყენება 3086 პაციენტში (ატორვასტატინის ჯგუფი n =1538; პლაცებოს ჯგუფი n =1548), რომლებსაც აღენიშნებოდათ მწვავე კორონარული სინდრომი (მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე ან არასტაბილური სტენოკარდია). მკურნალობა იწყებოდა მწვავე ფაზაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ და გრძელდებოდა 16 კვირა. ატორვასტატინის დღე-ღამეში 80მგ-ის გამოყენება ზრდიდა დროს კომბინირებული საბოლოო ძირითადი წერტილის მიღწევამდე (რომელიც მოიცავდა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილს, არაფატალურ მი, გულის გაჩერებას, რომელიც საჭიროებდა რეანიმაციას, ან სტენოკარდიას მიოკარდიუმის იშემიის ნიშნებით, რომელიც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას), ამასთან რისკის დაქვეითება შეადგენდა 16%-ს (p =0,048), რაც ძირითადად მიიღწეოდა განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის 26%-ით შემცირებით სტენოკარდიის გამო მიოკარდიუმის იშემიის ნიშნებით (p =0,018). სხვა დამატებითი საბოლოო წერტილების შედეგები თავის მხრივ არ აღწევდა სტატისტიკურ მნიშვნელობას (საერთო ჯამში, პლაცებო 22,2%, ატორვასტატინი 22,4%).
ატორვასტატინის უსაფრთხოების პროფილი MIRACL კვლევაში შეესაბამებოდა აღწერას პარაგრაფში “გვერდითი მოქმედება”.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
ატორვასტატინის გავლენას გულის ფატალურ და არაფატალურ იშემიურ დაავადებაზე სწავლობდნენ კვლევაში A ASCOT-LLA (Anglo-Scandinavian Cardiac Outcomes Trial Lipid Lowering Arm მ - ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ჯგუფი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსავლების ანგლო-სკანდინავიურ კვლევაში) არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 40-79 წლის პაციენტების მონაწილეობით, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის გარეშე, რომლებსაც ადრე ჩატარებული არ ქონდათ სტენოკრდიის მკურნალობა, ხოლო საერთო ქოლესტერინის დონე იყო <6,5 მმოლ/ლ (251 მგ/დლ). ყველა პაციენტს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადების ადრე განსაზღვრული არანაკლებ 3 რისკ-ფაქტორი: მამრობითი სქესი, ასაკი ≥55 წელი, მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, გიდ უახლოესი ნათესავის ანამნეზში, საერთო ქოლესტერინის და მსლპ ქოლესტერინის შეფარდება >6, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, ანამნეზში ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ეკგ შედეგების სპეციფიკური გადახრა, პროტეინურია/ალბუმინურია. ყველა ჩართული პაციენტი არ იმყოფებოდა პირველადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენის მაღალი რისკის ქვეშ.
პაციენტები იღებდნენ ანტიჰიპერტენზიურ თერაპიას (ამლოდიპინის ან ატენოლოლის ფონზე) და/ან ატორვასტატინს 10მგ-ს დღე-ღამეში (n = 5168), ან პლაცებოს (n = 5137).
ატორვასტატინის გავლენის აბსოლუტური და შეფარდებითი მაჩვენებლები დაავადებების განვითარების რისკის შემცირებაზე:
მოვლენა
შეფარდებითი რისკის
შემცირება
(%)
მოვლენების
რაოდენობა
(ატორვასტატინი, პლაცებოსთან შედარებით)
აბსოლუტური
რისკის
შემცირება1 (%)
Р
მნიშვნელობა
ფატალური გიდ და
არაფატალური მი
გულ-სისხლძარღვთა მოვლენების და
რევასკულარიზაციის
პროცედურების საერთო
რაოდენობა
კორონარული მოვლენების
საერთო რაოდენობა
36%
100 da 154
1,1%
0,0005
20%
389 da 483
1,9%
0,0008
29%
178 da 247
1,4%
0,0006
1 მოცემული მაჩვენებელი დაფუძნებულია დაკვირვების პერიოდში მოვლენების სიხშირის მიახლოებული მნიშვნელობების განსხვავებაზე, რომლის მედიანაც შეადგენდა 3,3 წელს.
გიდ - გულის იშემიური დაავადება; იმ = მიოკარდიუმის ინფარქტი
საერთო სიკვდილიანობის და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება არ აღინიშნა (185 და 212 მოვლენა, p=0,17 და 74 და 82 მოვლენა, p=0,51). სქესის მიხედევით ქვეჯგუფების ანალიზისას (მამაკაცები – 81%, ქალები – 19%) ატორვასტატინის დადებითი გავლენა აღინიშნებოდა მამაკაცებში, მაგრამ არ იყო გამოვლენილი ქალებში, შესაძლოა ქალების ქვეჯგუფში მოვლენების დაბალი სიხშირის გამო. საერთო სიკვდილიანობა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილიანობა რიცხვობრივად უფრო მაღალი იყო ქალების ქვეჯგუფში (38 და 30, ასევე 17 და 12), მაგრამ განსხვავება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. მკურნალობის შედეგების მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნა საწყისი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის მიხედვით. ატორვასტატინი მნიშვნელოვნად აქვეითებდა ძირითადი საბოლოო წერტილის მიღწევის სიხშირეს (ფატალური გიდ და არაფატალური მი) პაციენტებში, რომლებიც ამლოდიპინს იღებდნენ (რისკის შეფარდება (რშ) 0,47 (0,32 – 0,69), p=0,00008), იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ატენოლოლს იღებდნენ (რშ 0,83 (0,59 – 1,17), p=0,287).
ატორვასტატინის გავლენას გულ-სისხლძარღვთა ფატალურ და არაფატალურ დაავადებებზე აგრეთვე სწავლობდნენ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში – CARDS (Collaborative Atorvastatin Diabetes Study - ატორვასტატინის გაერთიანებული კვლევა შაქრიანი დიაბეტის დროს) II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 40-75 წლის პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში არ აღენიშნებოდათ გულსისხლძარღვთა დაავადებები და დსლპ ქოლესტერინის შემცველობა იყო <4,14 მმოლი/ლ (160 მგ/დლ) და ტგ <6,78 მმოლი/ლ (600 მგ/დლ). ასევე, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა არანაკლებ 1 შემდეგი რისკ-ფაქტორი: არტერიული ჰიპერტენზია, მოწევა ამ დროისთვის, რეტინოპათია, მიკრო- ან მაკროალბუმინურია.
კვლევის ფარგლებში პაციენტები იღებდნენ 10მგ ატორვასტატინს დღე-ღამეში (n=1428) ან პლაცებოს (n=1410), დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანით 3,9 წელი.

(ატორვასტატინი, პლაცებო)
აბსოლუტური
რისკის
შემცირება1 (%)
p-
მნიშვნელობა
გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებები (ფატალური და არაფატალური მმი უსიმპტომო მი, სიკვდილი მწვავე გიდ-ს გამო, არასტაბილური სტენოკარდია, აკშ, კტკა, რევასკულარიზაცია, ინსულტი)
მი (ფატალური და
არაფატალური მმი, უსიმპტომო მი)
37%
42%
83 და 127
38 და 64
3,2%
1,9%
0,0010
0,0070
48%
21 და 39
1,3%
0,0163
ინსულტი (ფატალური და არაფატალური)
1 მოცემული მაჩვენებელი დაფუძნებულია დაკვირვების პერიოდში მოვლენების სიხშირის მიახლოებული მნიშვნელობების განსხვავებაზე, რომლის მედიანაც შეადგენდა 3,9 წელს.
მმი – მიოკარდიუის მწვავე ინფარქტი; აკშ = აორტოკორონარული შუნტირება; მი – მიოკარდიუმის ინფარქტი; კტკა = კანგავლითი ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა.
პაციენტების სქესის, ასაკის ან დსლპ ქოლესტერინის საწყისი შემცველობის მიხედვით თერაპიული ეფექტის განსხვავება არ აღინიშნა. აღინიშნა სასარგებლო გავლენა სიკვდილიანობაზე (82 ლეტალური გამოსავალი პლაცებოს ჯგუფში და 61 ლეტალური გამოსავალი ატორვასტატინის ჯგუფში, p=0,0592).
განმეორებითი ინსულტი
SPARCL კვლევაში (Stroke Prevention by Aggressive Reduction in Cholesterol Levels - ინსულტის პროფილაქტიკა ქოლესტერინის დონის ინტენსიური დაქვეითების გზით) სწავლობდნენ ატორვასტატინის 80მგ/დღე-ღამეში დოზის და პლაცებოს გავლენას ინსულტზე, 4731 პაციენტში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ), ანამნეზში გულის იშემიური დაავადების გარეშე კვლევამდე 6 თვის განმავლობაში. პაციენტების 60%-ს შეადგენდნენ მამაკაცები, პაციენტების ასაკი იყო 21-92 წელი (საშუალო ასაკი 63 წელი), დსლპ საწყისი დონე შეადგენდა საშუალოდ 133მგ/დლ-ს (3,4 მმოლი/ლ). ატორვასტატინით მკურნალობის დროს დსლპ ქოლესტერინის საშუალო შემცველობა შეადგენდა 73მგ/მლ-ს (1,9მმოლი/ლ) და 129მგ/დლ-ს (3,3მმოლ/ლ) პლაცებოთი მკურნალობის დროს. შემდგომი დაკვირვების ხანგრძლივობის მედიანა შეადგენდა 4,9 წელს.
ატორვასტატინი დღე-ღამეში 80მგ დოზით აქვეითებდა ფატალური ან არაფატალური ინსულტის ძირითადი საბოლოო წერტილის მიღწევის რისკს 15%-ით (შრ 0,85; 95% სი, 0,72-1,00; p=0,05 ან 0,84; 95% სი, 0,71-0,99; p=0,03 საწყისი ფაქტორების შესწორებების შეტანის შემდეგ) პლაცებოსთან შედარებით. საერთო სიკვდილიანობა შეადგენდა 9,1%-ს (216/2365) ატორვასტატინის ჯგუფში და 8,9%-ს (211/2366) პლაცებოს ჯგუფში.
აპოსტერიორულ ანალიზში ატორვასტატინი 80მგ დოზით აქვეითებდა იშემიური ინსულტის განვითარების სიხშირეს (218/2365, 9,2% და 274/2366, 11,6%, p=0,01) და ზრდიდა ჰემორაგიული ინსულტის სიხშირეს (55/2365, 2,3% და 33/2366, 1,4%, p =0,02) პლაცებოსთან შედარებით.
ჰემორაგიული ინსულტის განვითარების რისკი მომატებული იყო იმ პაციენტებში, რომლებსაც კვლევაში ჩართვის მომენტისთვის უკვე გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი (7/45 ატორვასტატინის ჯგუფში და 2/48 პლაცებოს ჯგუფში; შრ 4,06; 95% სი: 0,84-19,57), იშემიური ინსულტის რისკი მსგავსი იყო ორივე ჯგუფში (3/45 ატორვასტატინის ჯგუფში და 2/48 პლაცებოს ჯგუფში; შრ=1,64; 95% სი: 0,27-9,82).
ჰემორაგიული ინსულტის განვითარების რისკი მომატებული იყო იმ პაციენტებში, რომლებსაც კვლევაში ჩართვის მომენტისთვის უკვე გადატანილი ჰქონდათ ლაკუნური ინფარქტი (20/708 ატორვასტატინის ჯგუფში და 4/701 პლაცებოს ჯგუფში; შრ=4,99; 95% სი: 1,71-14,61), იშემიური ინსულტის რისკი ამ პაციენტებში დაქვეითებული იყო (79/708 ატორვასტატინის ჯგუფში 102/701 პლაცებოს ჯგუფში; შრ=0,76, 95% სი: 0,57-1,02). შესაძლოა, რომ ინსულტის სუფთა რისკი იმატებს პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ ლაკუნური ინფარქტი და იღებენ ატორვასტატინს დღე-ღამეში 80მგ დოზით.
ანამნეზში ჰემორაგიული ინსულტის მქონე პაციენტების ქვეჯგუფში საერთო სიკვდილიანობა შეადგენდა 15,6%-ს (7/45) ატორვასტატინის ჯგუფში და 10,4%-ს (5/48) პლაცებოს ჯგუფში. ანამნეზში ლაკუნური ინფარქტის მქონე პაციენტებში საერთო სიკვდილიანობა შეადგენდა 10,9%-ს (77/708) ატორვასტატინის ჯგუფში და 9,1%-ს (64/701) პლაცებოს ჯგუფში.
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია (ჰგჰქ) 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში
ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, უსაფრთხოებისა და ამტანობის შესაფასებელი 8 კვირიანი ღია კვლევა ჩატარდა გენეტიკურად დადასტურებული ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში დსლპ ქოლესტერინის საწყისი დონით >4 მმოლი/ლ. საერთო ჯამში, მოცემულ კვლევაში ჩართული იყო 6-დან 17 წლამდე ასაკის 39 ბავშვი და მოზარდი. კოჰორტა A მოიცავდა 6-დან 12 წლამდე ასაკის 15 ბავშვს (I სტადია სქესობრივი მომწიფების შეფასების ტანერის მიხედვით). კოჰორტა B მოიცავდა 10-დან 17 წლამდე ასაკის 24 ბავშვს (>2 სტადია სქესობრივი მომწიფების შეფასების ტანერის სკალის მიხედვით).
A კოჰორტაში საღეჭი ტაბლეტების ფორმით ატორვასტატინის საწყისი დოზა შეადგენდა 5 მგ-ს დღე-ღამეში და B კოჰორტაში 10 მგ-ს დღე-ღამეში ტაბლეტების ფორმით. ატორვასტატინის კარგი ამტანობის შემთხვევაში დასაშვები იყო ატორვასტატინის დოზის გაორმაგება, თუ პაციენტი ვერ აღწევდა დსლპ ქოლესტერინის კონცენტრაციის სამიზნე მნიშვნელობას <3.35 მმოლ/ლ მე-4 კვირაში.
კვლევის მე-2 კვირისთვის ყველა პაციენტს აღენიშნებოდა დსლპ ქოლესტერინის, სქ, ძდსლპ ქოლესტერინის და აპო-B-ს საშუალო მნიშვნელობების დაქვეითება. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პრეპარატის გაორმაგებულ დოზას, პირველივე შეფასებისას კვლევის დაწყებიდან მე-2 კვირაში დოზის გაზრდის შემდეგ აღენიშნათ ამ მაჩვენებლების მნიშვნელობების დამატებით დაქვეითება. ლიპიდური ცვლის ფრაქციების მნიშვნელობების დაქვეითება (%) საშუალოდ ერთნაირი იყო ორივე ჯგუფში, მიუხედავად პრეპარატის საწყისი დოზის თუ გაორმაგებული დოზის მიღებისა. კვლევის მე-8 კვირას დსლპ ქოლესტერინისა და საერთო ქოლესტერინის შემცველობის პროცენტული ცვლილება საწყის შემცველობასთან შედარებით ზემოქმედების დიაპაზონში შეადგენდა საშუალოდ დაახლოებით 40% და 30%-ს, შესაბამისად.
6-დან 15 წლამდე ასაკის მამრობითი და მდედრობითი სქესის 271 ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ჰგჰქ, ჩართული იყო მეორე ღია არაშედარებით კვლევაში და უტარდებოდა მკურნალობა ატორვასტატინით სამი წლის განმავლობაში. კვლევაში ჩართვის კრიტერიუმს წარმოადგენდა ჰგჰქ-ის დადასტურება, ასევე დსლპ ქოლესტერინის საწყისი კონცენტრაცია >4 მმოლი/ლ (დაახლოებით 152 მგ/დლ). კვლევაში მონაწილეობდა 139 ბავშვი ტანერის სკალით განვითარების 1-ლი სტადიით (ჩვეულებრივ, 6-დან 10 წლამდე). ატორვასტატინს (საღეჭი ტაბლეტი) დოზით 5 მგ იღებდნენ (ერთხელ დღე-ღამეში) 10 წლამდე ასაკის ბავშვები. 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები იღებდნენ ატორვასტატინს დოზით 10 მგ (ერთხელ დღე-ღამეში). ყველა ბავშვს შეეძლო დოზის გაზრდა უფრო მაღალ მნიშვნელობამდე, დსლპ ქოლესტერინის <3.35 მმოლი/ლ მიღწევამდე. 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საშუალო შეწონილი დოზა შეადგენდა 19,6 მგ-ს, ხოლო 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საშუალო შეწონილი დოზა შეადგენდა 23.9 მგ-ს.
დსლპ ქოლესტერინის საშუალო საწყისი მნიშვნელობა (+/- CO) შეადგენდა 6,12 (1,26) მმოლი/ლ, რომელიც დაახლოებით 233 (48) მგ/დლ შეადგენდა. საბოლოო შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 3, ქვემოთ.
მონაცემებით დადასტურდა პრეპარატის ზემოქმედების არარსებობა ზრდისა და განვითარების რომელიმე პარამეტრზე (ე.ი. სიმაღლე, სხეულის მასა, სხეულის მასის ინდექსი, სქესობრივი განვითარების სტადია ტანერის სკალით, მკვლევარის მიერ საერთო მომწიფებისა და განვითარების შეფასება), ბავშვებსა და მოზარდებში ГНСГ-ით, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა ატორვასტატინით სამწლიანი კვლევის პერიოდში. შეფასების თანახმად მკვლევარის მიერ ვიზიტებზე არ იყო აღნიშნული პრეპარატის გავლენა ზრდაზე, წონასა და სხეულის მასის ინდექსზე ასაკისა თუ სქესის მიხედვით.
ცხრილი 3. ატორვასტატინის ჰიპოლიპიდემიური ეფექტები მოზარდ ბიჭებსა და გოგონებში, რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (მმოლი/ლ)
დროის მომენტი
N
სქ (CO)
დსლპ-ქს (CO)
მსლპ-ქ (CO)
ტგ (CO)
აპო-B (CO)#
საწყისი დონე
271
- 86 (1.30)
- 12 (1.26)
- 314 (0.2663)
- 93 (0.47)
- 42 (0.28)**
თვე 30
206
- 95 (0.77)*
- 25 (0.67)
- 327 (0.2796)
- 79 (0.38)*
- 90 (0.17)*
თვე 36/ОЛ
240
- 12 (0.86)
- 45 (0.81)
- 308 (0.2739)
- 78 (0.41)
- 93 (0.20)***
სქ - საერთო ქოლესტერინი; დსლპ-ქს - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი; მსლპ-ქ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი; ტგ - ტრიგლიცერიდები; აპო-B - აპოლიპოპროტეინი B; ~თვე 36/ОЛ” - ჩართულია პაციენტის ბოლო ვიზიტის მონაცემები, რომლებიც გაირიცხნენ კვლევიდან დაგეგმილი 36 თვის გასვლამდე, ასევე 36 თვის ყველა მონაცემი იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებმაც დაასრულეს კვლევაში მონაწილეობა 36 თვის განმავლობაში; ~*~ - N30-ე თვეზე N ამ პარამეტრთან დაკავშირებით შეადგენდა 207; ~**~ - საწყის დონეზე N ამ პარამეტრისთვის შეადგენდა 270; ~***~ - 36/ОЛ-თვისთვის N ამ პარამეტრისთვის შეადგენდა 243; ~#~ - გ/ლ აპო-B-სთვის.
ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში
ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში შემდგომი ღია ფაზით 10-17 წლის (საშუალო ასაკი 14.1 წელი) 187 ბიჭი და გოგონა მენარხეს შემდგომ პერიოდში, რომლებსაც ჰქონდათ ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია (გჰ) ან მძიმე ჰიპერქოლესტერინემია, რანდომიზებული იქნენ ან ატორვასტატინის (ნ=140), ან პლაცებოს (ნ=47) ჯგუფებში 26 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ყველა ბავშვი იღებდა ატორვასტატინს კიდევ 26 კვირის განმავლობაში. ატორვასტატინის დოზა (ერთხელ დღე-ღამეში) შეადგენდა 10 მგ პირველი 4 კვირის განმავლობაში შემდგომი ტიტრირებით 20 მგ-მდე იმ შემთხვევაში, თუ დსლპ ქოლესტერინის დონე იყო >3.36 მმოლი/ლ. ატორვასტატინი სარწმუნოდ აქვეითებდა საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ქს, ტგ და აპოპროტეინი B-ს შემცველობას სისხლის პლაზმაში კვლევის 26 კვირიანი ორმაგად ბრმა ფაზის განმავლობაში. კვლევის 26 კვირიანი ორმაგად ბრმა ფაზის პერიოდში მიღწეული დსლპ-ქს-ის საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 3,38 მმოლს/ლ (დიაპაზონი: 1.81 - 6.26 მმოლი/ლ) ატორვასტატინის ჯგუფში, 5.91 მმოლი/ლ-თან (დიაპაზონი: 3.93-9.96 მმოლი/ლ) შედარებით პლაცებოს ჯგუფში.
ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-18 წლის ასაკის პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევით, რომლის პროცესშიც შედარებული იქნა ატორვასტატინი და კოლესტიპოლი, ნაჩვენებია, რომ ატორვასტატინის მიღება (N=25) იწვევდა დსლპ ქოლესტერინის მნიშვნელოვან დაქვეითებას 26-ე კვირაში (პ<0.05) კოლესტიპოლთან შედარებით (N=31).
მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის (ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის) მქონე პაციენტებში ჩატარებულ საქველმოქმედო კვლევაში ჩართული იყო ბავშვთა ასაკის 46 პაციენტი, რომელიც იღებდა ატორვასტატინს დოზის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ლიპრიმარი
სავაჭრო დასახელება: ლიპრიმარი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ატორვასტატინი
სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: კალციუმის ატორვასტატინი (10მგ, 20მგ, 40მგ ან 80მგ ატორვასტატინის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი;
აპკიანი გარსი: ოპადრაი თეთრი YS-1-7040 (შეიცავს ჰიპრომელოზას, პოლიეთილენგლიკოლს 8000, ტიტანის დიოქსიდს, ტალკს), სიმეთიკონის ემულსია (შეიცავს სიმეთიკონს, სტეარინულ ემულგატორს, შემასქელებელს, ბენზოის მჟავას, სორბინის მჟავას, წყალს).
აღწერა
10 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “10” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
20 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “20” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
40 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “40” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
80 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
გრავირებით “80” ერთ მხარეს და “ATV” მეორე მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ-კოა-რედუქტაზის ინჰიბიტორი

მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის (ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის) მქონე პაციენტებში ჩატარებულ საქველმოქმედო კვლევაში ჩართული იყო ბავშვთა ასაკის 46 პაციენტი, რომელიც იღებდა ატორვასტატინს დოზის ტიტრაციით მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად (ზოგი პაციენტი იღებდა ატორვასტატინს დოზით 80 მგ დღე-ღამეში). ეს კვლევა გაგრძელდა 3 წელი: დსლპ-ქს-ის დონე შემცირდა 36%-ით.
ბავშვთა ასაკში ატორვასტატინით მკურნალობის ხანგრძლივი ეფექტიანობა მოზრდილ ასაკში დაავადებისა და სიკვდიალიანობის შემცირების თვალსაზრისით დადგენილი არ არის.
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობაში და 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული (შერეული) ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობაში და გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკისთვის ატორვასტატინის გამოყენების კვლევის შედეგების წარდგენის თვალსაზრისით (ბავშვთა ასაკში პეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ პარაგრაფში ~გამოყენების წესი და დოზები~).
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ; სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-2 საათში. ატორვასტატინის შეწოვის ხარისხი იზრდება პრეპარატის დოზის პროპორციულად. ატორვასტატინის შემოგარსული ტაბლეტების ბიოშეღწევადობა, პერორალურად მისაღებ ხსნართან შედარებით, შეადგენს 95-99%. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 12%-ს, ხოლო მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა ჰმგ-კოა-რედუქტაზასთან მიმართებაში _ დაახლოებით 30%-ს. დაბალ სისტემურ ბიოშეღწევადობას უკავშირებენ პრესისტემურ კლირენსს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში ან/და ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში პირველი გავლის დროს.
განაწილება
ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 381 ლ-ს. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს >98%-ს.
მეტაბოლიზმი
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით ორთო- და პარაჰიდროქსილირებული წარმოებულებისა და ბეტა-დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტების წარმოქმნით. მეტაბოლიზმის სხვა გზების გარდა, ეს პროდუქტები განიცდის შემდეგ გლუკურონიზაციას. In vitro ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები ახდენს მაინჰიბირებელ მოქმედებას ჰმგ-კოა-რედუქტაზაზე, რომელიც მსგავსია ატორვასტატინის ასეთივე მოქმედების. ჰმგ-კოა-რედუქტაზასთან მიმართებაში პრეპარატის მაინჰიბირებელი მოქმედება დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება მოცირკულირე მეტაბოლიტების აქტივობით.
გამოყოფა
ატორვასტატინი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლით, ღვიძლისმიერი ან/და არაღვიძლისმიერი ბიოტრანსფორმაციის შედეგად, ნაწლავურ-ღვიძლისმიერი რეცირკულაციის გარეშე. ადამიანში ატორვასტატინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 საათს. მაინჰიბირებელი აქტივობა ჰმგ-კოა-რედუქტაზასთან მიმართებაში ნარჩუნდება დაახლოებით 20-30 საათს აქტიური მეტაბოლიტების საშუალებით.
ატორვასტატინი წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტების გადამტანების სუბსტრატს, OA OATP1B1 და OATP1B3 გადამტანს. ატორვასტატინის მეტაბოლიტებს წარმოადგენს OATP1B1 სუბსტრატები. ასევე, ატორვასტატინი იდენტიფიცირებულია, როგორც სუბსტრატი Р-გლიკოპროტეინის და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის გადამტანებისთვის, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ატორვასტატინის ნაწლავური აბსორბცია და ბილიარული კლირენსი.
პაციენტების ცალკეული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებში სისხლის პლაზმაში ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში, ხოლო მოქმედება ლიპიდურ პროფილზე შედარებადია უფრო ახალგაზრდა პირებში აღნიშნულ მაჩვენებელთან.
ბავშვები
8 კვირიან ღია კვლევაში 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები ტანერის სქესობრივი მომწიფების I სტადიით (n=15) და >II სტადიით (n=24) ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიით და დსლპ-ქს საწყისი კონცენტრაციით >4 მმოლი/ლ ღებულობდნენ ატორვასტატინს 5მგ ან 10მგ საღეჭი ტაბლეტების ან 10 მგ და 20 მგ შემოგარსული ტაბლეტების სახით ერთხელ დღე-ღამეში, შესაბამისად. ატორვასტატინით ნამკურნალები პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ მოდელში ერთადერთი მნიშვნელოვანი კოვარიაცია იყო სხეულის მასა. ბავშვებში ატორვასტატინის პერორალურად მიღების შემდეგ მოჩვენებითი კლირენსი არ განსხვავდებოდა მოზრდილი პაციენტების მაჩვენებლისგან სხეულის მასის მიხედვით ალომეტრული გაზომვის დროს. ატორვასტატინის და ო-ჰიდროქსიატორვასტატინის მოქმედების დიაპაზონში აღინიშნებოდა დსლპქს-ის და სააერთო ქს-ის თანმიმდევრული დაქვეითება.
სქესი
ქალებში ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაცია განსხვავდება ანალოგიური მაჩვენებლებისგან მამაკაცებში (ქალებში Cmax დაახლოებით 20%-ით მეტი, AUC 10%-ით დაბალი). თუმცა, ამ განსხვავებებს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო მამაკაცებსა და ქალებში ჰიპოლიპიდემიური მოქმედება თითქმის ერთნაირია.
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები
თირკმელების დაავადება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე ან მის ზემოქმედებაზე ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებზე.
ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები
სისხლის პლაზმაში ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება Cmax დაახლოებით 16-ჯერ და AUC 11-ჯერ) პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებით (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით).
SLOC1B1 პოლიმორფიზმი
ჰმგ-კოა-რედუქტაზის ყველა ინჰიბიტორის, მათ შორის ატორვასტატინის, ღვიძლისმიერი მიტაცება ხდება OATP1B1 გადამტანის მონაწილეობით. SLCO1B1 გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში არსებობს ატორვასტატინის ექსპოზიციის მომატების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რაბდომიოლიზის განვითარების რისკის გაზრდა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~). გენის პოლიმორფიზმი, რომელიც იწვევს OATP1B1 (SLCO1B1 c.521CC) კოდირებას, უკავშირდება ატორვასტატინის AUС მომატებას 2,4-ჯერ იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ აღენიშნებათ ასეთი გენოტიპიური ცვლილება (c. 521TT). ღვიძლის მიერ ატორვასტატინის მიტაცების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკურ დარღვევებთან, ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს ასეთ პაციენტებში. პრეპარატის ეფექტიანობასთან მიმართებაში შესაძლო შედეგები უცნობია.
გამოყენების ჩვენება
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით);
კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია (IIა და IIბ ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით);
დისბეტალიპოპროტეინემია (III ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით) (დიეტაზე დამატების სახით);
ოჯახური ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით), რეზისტენტული დიეტის მიმართ;
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიისა და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიური მეთოდების არასაკმარისი ეფექტიანობის შემთხვევაში;
გულ-სისხლძარღვთა გართულებების პირველადი პროფილაქტიკა პაციენტებში გიდ-ის კლინიკური ნიშნების გარეშე, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი – ნიკოტინური დამოკიდებულება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლის პლაზმაში მსლპ-ქს-ის დაბალი კონცენტრაციები, გენეტიკური მიდრეკილება, მ.შ. დისლიპიდემიის ფონზე;
გულ-სისხლძარღვთა გართულებების მეორადი პროფილაქტიკა გიდ-ის მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, სტენოკარდიის გამო განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის და რევასკულარიზაციის აუცილებლობის ჯამური მაჩვენებლის შემცირების მიზნით.
პედიატრიულ პრაქტიკაში 10-17 წლის ასაკის პაციენტებში:
ლიპრიმარი® ინიშნება დიეტაზე დამატების სახით საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის და აპოლიპოპროტეინი B-ს შემცველობის დაქვეითების მიზნით ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, თუ დიეტის დაცვის დროს გამოვლინდა შემდეგი პირობები:
ა. დსლპ-ქს-ის დონე შეადგენს >190 მგ/დლ
ბ. დსლპ-ქს-ის დონე შეადგენს >160 მგ/დლ და:
- ოჯახის ანამნეზში არის ახალგაზრდა ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლენის შემთხვევები, ან
- პაციენტს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლენის ორი ან მეტი რისკ-ფაქტორი.
უკუჩვენება
ლიპრიმარის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის:
ჰიპერმგრძნობელობით მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (მოყვანილია პარაგრაფში 2 ~რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა~);
ღვიძლის დაავადებით აქტიურ ფაზაში ან სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის გაურკვეველი გენეზის მყარი მატებით (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად);
ორსულობის, ძუძუთი კვების დროს და შვილოსნობის ასაკის ქალებში. რომლებიც არ იყენებენ სათანადო კონტრაცეფციას (იხ. პარაგრაფი ~გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში~).
18 წლამდე ასაკი (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კლინიკური მონაცემები არასაკმარისია), ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის გარდა (გამოყენება უკუნაჩვენებია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში).
ერთდროულად გამოყენება ფუზიდის მჟავასთან.
ლაქტაზის თანდაყოლილი დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია;
ანტივირუსული პრეპარატების გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის მიღება C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
სიფრთხილით
პაციენტებში, რომლებიც მავნედ მოიხმარენ ალკოჰოლს; პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის დაავადება.
პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით (თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპოთირეოზი, მემკვიდრეობითი კუნთოვანი დარღვევები პაციენტის ანამნეზში ან ოჯახის ანამნეზში, ჰმგ-კოა-რედუქტაზის ინჰიბიტორების (სტატინების) ან ფიბრატების გადატანილი ტოქსიკური გავლენა კუნთოვან ქსოვილზე, ღვიძლის დაავადებები ანამნეზში ან/და პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს მნიშვნელოვანი რაოდენობით, 70 წელზე უფროსი ასაკი, სიტუაციები, როდესაც მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მატება (მაგალითად, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
შვილოსნობის ასაკის ქალები
შვილოსნობის ასაკის ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ორსულობა
ლიპრიმარის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. პარაგრაფი |”უკუჩვენება”). ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. ორსულებში ატორვასტატინის კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული. აღნიშნულია თანდაყოლილი ანომალიების იშვიათი შემთხვევები ნაყოფზე ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების ზემოქმედების შემდეგ მუცლად ყოფნის პერიოდში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია ტოქსიკური გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ორსულის მიერ ატორვასტატინის მიღებისას ნაყოფში შესაძლებელია მევალონატის დონის დაქვეითება, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედს. ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და, როგორც წესი, ორსულობის დროს ჰიპოლიპიდემიური სამკურნალო საშუალებების მოხსნა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას პირველად ჰიპერქოლესტერინემიასთან დაკავშირებულ გრძელვადიან რისკზე.
ამასთან დაკავშირებით, ლიპრიმარი არ უნდა დაინიშნოს ორსულებში, ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობაზე ეჭვის არსებობისას. ლიპრიმარი უნდა მოიხსნას ორსულობის დროს ან ორსულობის არ არსებობის დადგენამდე (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ძუძუთი კვების პერიოდი
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ანალოგიურია რძეში აღნიშნული კონცენტრაციებისა. სერიოზული არასასურველი რეაქციების რისკის განვითარების გამო ლიპრიმარის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”). ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ატორვასტატინი არ ახდენდა გავლენას ხვადი ან ძუ ჯიშების ფერტილობაზე.
გამოყენების მეთოდი და დოზები
დოზირების რეჟიმი
პრეპარატ ლიპრიმარის გამოყენების დაწყებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ჰიპერქოლესტერინემიური დიეტა, რომელიც უნდა დაიცვას მკურნალობის პერიოდში.
პრეპარატის დოზა უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად დსლპ-ქს-ის საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და ჩატარებულ თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.
პრეპარატის სტანდარტული საწყისი დოზაა 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. დოზის კორექტირება საჭიროა 4 კვირის ან მეტი ინტერვალით. პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 80 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია
პაციენტთა უმრავლესობისთვის პრეპარატ ლიპრიმარის გამოყენებით მდგომარეობის კონტროლი მიღწეული იქნა დოზით 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში. თერაპიული მოქმედება ვლინდება 2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მაქსიმუმს აღწევს 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნებულია.
ჰეტეროზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია
ჰეტეროზიგოტური
პრეპარატ ლიპრიმარის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. დოზის კორექტირება უნდა განხორციელდეს ყოველ 4 კვირაში 40 მგ-მდე დღე-ღამეში. შემდეგ პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე – 80 მგ, ან შეთავსებული იქნას ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტები ატორვასტატინის დღე-ღამეში ერთხელ 40 მგ დოზით მიღებასთან.
ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია
გამოყენების მონაცემები შეზღუდულია (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში ატორვასტატინის დოზა შეადგენს 10-80 მგ-ს დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). ამ პაციენტებში ატორვასტატინის გამოყენება საჭიროა დამხმარე საშუალების სახით სხვა ჰიპოლიპიდემიურ მეთოდებთან კომბინაციაში (მაგალითად, დსლპ-აფერეზი) ან თუ შეუძლებელია ამ მეთოდების გამოყენება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის ძირითად კვლევებში გამოყენებული იქნა პრეპარატის დოზა 10 მგ დღე-ღამეში. შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების გამოყენება თანამედროვე რეკომენდაციების შესაბამისი ქოლესტერინის (დსლპ) მნიშვნელობების მიღწევის მიზნით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს აუცილებელია ლიპრიმარის გამოყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება” და “ფარმაკოკინეტიკა”). ლიპრიმარის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ერთდროულად გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტივირუსულ პრეპარატებს ელბასვირს/გრაზოპრევირს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ან პრეპარატ ლეტერმოვირს ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის და ატორვასტატინს, ამ უკანასკნელის დოზა არ უნდა იყოს დღე-ღამეში 20 მგ-ზე მაღალი (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
რეკომენდებული არ არის ატორვასტატინის გამოყენება ლეტერმოვირისა და ციკლოსპორინის კომბინაციასთან ერთად (იხ. პარაგარაფები “განსაკუთრებული მითითება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ხანდაზმული პირები
პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში არ განსხვავდება საერთო პოპულაციაში აღნიშნული მაჩვენებლისგან.
ბავშვები
ჰიპერქოლესტერინემია
მკურნალობა ტარდება ბავშვებში ჰიპერლიპიდემიის მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. ეფექტის მისაღწევად საჭიროა პაციენტების რეგულარული განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება. 10 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ატორვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე ყოველდღე მკურნალობაზე ინდივიდუალური რეაქციისა და ამტანობის მიხედვით. დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თერაპიის რეკომენდებული მიზნის შესაბამისად. დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან მეტი დროის ინტერვალებით. დოზის ყოველდღე 80 მგ-მდე ტიტრაციას მხარს უჭერს მოზრდილ პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემები, ასევე ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების შეზღუდული კლინიკური მონაცემები (იხ. პარაგრაფები “გვერდითი მოქმედება” და “ფარმაკოდინამიკა”).
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული ღია კვლევების მიმდინარეობისას მიღებული მონაცემები ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია. ატორვასტატინი არ არის ნაჩვენები 10 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ. დღეისათვის არსებული მონაცემები წარმოდგენილია პარაგრაფებში “გვერდითი მოქმედება”, “ფარმაკოდინამიკა”, “ფარმაკოკინეტიკა”, თუმცა დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია არ არსებობს.
ამ ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სხვა სამკურნალწამლო ფორმების/დოზირებების გამოყენება.
გამოყენების წესი
ლიპრიმარი განკურთვნილია პერორალურად მისაღებად. ატორვასტატინის სადღეღამისო დოზა მიიღება ერთ მიღებაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
გვერდითი მოქმედება
ატორვასტატინის პლაცებო კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა 16 066 პაციენტი (8755 პაციენტი იღებდა ლიპიტორს და 7311 პაციენტი - პლაცებოს), რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა საშუალოდ 53 კვირის განმავლობაში, ატორვასტატინის ჯგუფში პაციენტების 5,2%-მა შეწყვიტა თერაპია არასასურველი რეაქციების განვითარების გამო, 4,0%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში.
ცხრილში ქვემოთ წარმოდგენილია პრეპარატ ლიპრიმარის მიღებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები კლინიკური კვლევებისა და პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი ფართო გამოყენების პერიოდში.
არასასურველი რეაქციების გაანგარიშებული სიხშირე დაყოფილია შემდეგი კატეგორიების შესაბამისად: ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირად (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ხშირად: ნაზოფარინგიტი
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათად: თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ხშირად: ალერგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსია
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ხშირად: ჰიპერგლიკემია
არც ისე ხშირად: ჰიპოგლიკემია, სხეულის მასის მატება, ანორექსია
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
არც ისე ხშირად: ღამის კოშმარები, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავის ტკივილი
არც ისე ხშირად: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპესთეზია, დისგევზია, ამნეზია
იშვიათად: პერიფერიული ნეიროპათია
უცნობია: მიასთენია გრავისი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
არც ისე ხშირად: არამკვეთრი მხედველობა
იშვიათად: მხედველობის დარღვევა
უცნობი: თვალის მიასთენია
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
არც ისე ხშირად: ხმაური ყურებში
ძალიან იშვიათად: სმენის დაკარგვა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ
ხშირად: ფარინგოლარინგეალური ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირად: შეკრულობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა
არც ისე ხშირად: ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა და ქვედა არეში, ბოყინი, პანკრეატიტი
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
არც ისე ხშირად: ჰეპატიტი
იშვიათად: ქოლესტაზი
ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არც ისე ხშირად: ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია.
იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი, მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი და ლიქენოიდური წამლისმიერი რეაქცია.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირად: მიალგია, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, კუნთების სპაზმი, სახსრების შესიება, ტკივილი ზურგის არეში
არც ისე ხშირად: კისრის ტკივილი, კუნთების სისუსტე
იშვიათად: მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, კუნთების გაწყვეტა, ტენდინოპათია, ზოგჯერ გართულებული მყესის გაწყვეტით
ძალიან იშვიათად: მგლურას მსგავსი სინდრომი
უცნობია: იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათია
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ძალიან იშვიათად: გინეკომასტია.
სისხლძარღვთა დაავადებები
იშვიათად: ვასკულიტი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არც ისე ხშირად: შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, მომატებული დაღლილობა, ციებ-ცხელება
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე
ხშირად: ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევა, კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატება
არც ისე ხშირად: შარდში ლეიკოციტების შემცველობის ანალიზის დადებითი შედეგი
ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, ლიპრიმარით მკურნალობისას პაციენტებში რეგისტრირებულია სისხლის შრატში ტრანსაზმინაზის დონის მომატების შემთხვევები. როგორ წესი, ეს ცვლილებები იყო მსუბუქი, გარდამავალი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. სისხლის შრატში ტრანსამინაზების დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება (3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) დაფიქსირდა პაციენტების 0.8%-ში პრეპარატ ლიპრიმარის ჯგუფში. ასეთი მომატება დოზადამოკიდებულ ხასიათს ატარებდა და შექცევადი იყო ყველა პაციენტში.
კლინიკური კვლევების პერიოდში ლიპრიმარის ჯგუფში პაციენტების 2.5%-ს აღენიშნა სისხლის შრატში კრეატინკინაზის შემცველობის მომატება (3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), რაც ასევე, დამახასიათებელია ჰმგ-კოა-რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორებისთვის. ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი კონცენტრაციები გამოუვლინდა პაციენტების 0.4%-ს ლიპრიმარის ჯგუფში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ბავშვთა ასაკის პაციენტები
10-დან 17 წლამდე ბავშვთა ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით, არასასურველი მოვლენების პროფილი მსგავსი იყო პაციენტების პროფილთან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ყველაზე ხშირად აღნიშნულ არასასურველ მოვლენებს ორივე ჯგუფში, მიუხედავად მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირისა, წარმოადგენდნენ ინფექციები. არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და სქესობრივ სიმწიფეზე სამწლიანი კვლევის ფარგლებში, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო მომწიფებისა და განვითარების, ტანერის სკალით შეფასების და ზრდისა და სხეულის მასის გაზომვის მაჩვენებლებზე. ბავშვთა ასაკის პაციენტებში უსაფრთხოებისა და ამტანობის პროფილი მსგავსი იყო მოზრდილ პაციენტებში ცნობილი უსაფრთხოების პროფილისა.
უსაფრთხოების მონაცემთა კლინიკურ ბაზაში რეგისტრირებულია ბავშვთა ასაკის 520 პაციენტის უსაფრთხოების მონაცემები ატორვასტატინის ჯგუფში, რომელთაგან 7 პაციენტი იყო 6 წლამდე ასაკის, 121 პაციენტი - 6-9 წლის ასაკის და 392 პაციენტი - 10-დან 17 წლამდე ასაკის. არსებული მონაცემების საფუძველზე, არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მსგავსია ბავშვებსა და მოზრდილებში.
ზოგიერთი სტატინის მიღებისას რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები:
- სქესობრივი ფუნქციის დარღვევა;
- დეპრესია;
- ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”);
- შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებულია რისკის ფაქტორების არსებობაზე თუ არარსებობაზე (უზმოდ სისხლში გლუკოზის დონე >5,6 მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, არტერიული ჰიპერტენზია ანამნეზში).
ჭარბი დოზირება
ლიპრიმარით ჭარბი დოზირების სამკურნალო სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. საჭიროა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების და სისხლის შრატში კკ დონის კონტროლი. იმის გამო, რომ პრეპარატი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად ვერ დააჩქარებს ატორვასტატინის კლირენსს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების გავლენა ატორვასტატინზე
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)-ის საშუალებით და წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტების გადამტანების, ორგანული ანიონების 1B1 (OATP1B1) და 1B3 (OATP1B3) სატრანსპორტო პოლიპეპტიდის სუბსტრატს. ატორვასტატინის მეტაბოლიტები წარმოადგენს OATP1B1 -ის სუბსტრატებს.
ასევე, ატორვასტატინი იდენტიფიცირებულია, როგორც სუბსტრატი Р-გლიკოპროტეინის და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის გადამტანებისთვის, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ატორვასტატინის ნაწლავური აბსორბცია და ბილიარული კლირენსი (იხ. პარაგრაფი ~ფარმაკოკინეტიკა~).
ატორვასტატინისა და იზოფერმენტ CYP3A4 -ის ინჰიბიტორების ან გადამტანი ცილების ერთდროულად მიღება შეიძლება იწვევდეს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატებას და მიოპათიის განვითარების რისკის გაზრდას. ეს რისკი ასევე, შეიძლება გაიზარდოს ატორვასტატინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, რომლებსაც შეუძლია მიოპათიის განვითარება, როგორიცაა ფიბროის მჟავის წარმოებულები და ეზეტიმიბი (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება” და “განსაკუთრებული მითითება”).
CYP3A4-ის ინჰიბიტორები
ცნობილია, რომ CYP3A4 -ის მძლავრი ინჰიბიტორები იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას (იხ. ცხრილი 1 და სპეციალური ინფორმაცია ქვემოთ). თუ შესაძლებელია, საჭიროა CYP3A4 -ის მძლავრი ინჰიბიტორების (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი HCV სამკურნალოდ (მაგალითად, ელბასვირი/გრაზოპრევირი) და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირის, ლოპინავირის, ატაზანავირის, ინდინავირის, დარუნავირის და ა.შ. ჩათვლით) გამოყენებისგან თავის არიდება. ამიტომ, თუ ამ სამკურნალო საშუალებების ატორვასტატინთან ერთად გამოყენებისგან თავის არიდება შეუძლებელია, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი საწყისი დოზების და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზირების გამოყენება, ასევე პაციენტის მდგომარეობის სათანადო კლინიკური მონიტორინგის განხორციელება (იხ. ცხრილი 1).
იზოფერმენტ CYP3A4 -ის ზომიერი ინჰიბიტორები (მაგალითად, ერითრომიცინი, დილთიაზემი, ვერაპამილი და ფლუკონაზოლი) შეიძლება ზრდიდეს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციებს (იხ. ცხრილი 1). ერითრომიცინის სტატინებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი. ამიოდარონის ან ვერაპამილის ატორვასტატინზე გავლენის შემაფასებელი ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ცნობილია, რომ ამიოდარონი, ისევე როგორც ვერაპამილი, აინჰიბირებს CYP3A4 -ის აქტივობას, და ატორვასტატინთან მათი ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ატორვასტატინის ზემოქმედების გაზრდას. შესაბამისად, ატორვასტატინისა და CYP3A4 -ის ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია დაინიშნოს ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზები, ასევე განხორციელდეს პაციენტის მდგომარეობის სათანადო კლინიკური მონიტორინგი.
ინჰიბიტორის გამოყენების დაწყების ან დოზის კორექტირების შემდეგ საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე სათანადი კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა.
CYP3A4 -ის ინდუქტორები
ატორვასტატინის ციტოქრომ P450 3A-ს ინდუქტორებთან (მაგალითად ეფავირენცთან, რიფამპინთან, კრაზანას პრეპარატებთან) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის ვარიაბელური დაქვეითება. რიფამპინის მოქმედების ორმაგი მექანიზმის გამო (ციტოქრომ P450 3A-ს ინდუქცია და გადამტანი ცილის OATP1B1-ის ინჰიბირება, რომელიც უზრუნველყოფს ჰეპატოციტების მიერ მიტაცებას) რეკომენდებულია ატორვასტატინისა და რიფამპინის ერთდროულად გამოყენება, რადგან რიფამპინის გამოყენების შემდეგ ატორვასტატინის დაგვიანებული გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, უცნობია ახდენს თუ არა რიფამპინის გამოყენება გავლენას ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ღვიძლის უჯრედებში. ამიტომ, თუ ატორვასტატინისა და რიფამპინის კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა.
გადამტანების ინჰიბიტორები
სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება მოხდეს ატორვასტატინის სისტემური ზემოქმედების ზრდა.
ციკლოსპორინი და ლეტერმოვირი აფერხებენ სატრანსპორტო ცილებს, რომლებიც მონაწილეობენ ატორვასტატინის განლაგებაში, ე.ი. OATP1B1/1B3 ინჰიბიტორები P-გლიკოპროტეინის და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის იწვევს ატორვასტატინის სისტემური ზემოქმედების მომატებას (იხ. ცხრილი 1).
ღვიძლისმიერ მიტაცებაში მონაწილე გადამტანების ინჰიბირების პროცესის გავლენა ატორვასტატინის ექსპოზიციაზე ღვიძლის უჯრედებში უცნობია. თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, საჭიროა კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა ეფექტიანობის შეფასების მიზნით (იხ. ცხრილი 1).
რეკომენდებული არ არის ატორვასტატინის გამოყენება ლეტერმოვირის და ციკლოსპორინის კომბინაციის მიღებისას (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ჰემფიბროზილი/ფიბროის მჟავის წარმოებულები
ფიბრატებით მონოთერაპიისას აღინიშნა კუნთების დარღვევის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის რაბდომიოლიზი. ამ მოვლენების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიბროის მჟავის წარმოებულებისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას. თუ ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, თერაპიული მიზნის მისაღწევად რეკომენდებულია ატორვასტატინის მინიმალური დოზის მიღება, ასევე პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ეზეტიმიბი
ეზეტიმიბით მონოთერაპიისას აღინიშნა კუნთების დარღვევების განვითარების შემთხვევები, მათ შორის რაბდომიოლიზი. შესაბამისად, ასეთი რეაქციების რისკი შეიძლება გაიზარდოს ეზეტიმიბისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენების დროს. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია სათანადო კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
კოლესტიპოლი
კოლესტიპოლთან ერთად ლიპრიმარის გამოყენებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციის დაქვეითება (ატორვასტატინის კონცენტრაციის თანაფარდობა 0,74). ამასთანავე, ლიპრიმარისა და კოლესტიპოლის ერთდროულად გამოყენებისას ლიპიდური ეფექტები უფრო გამოხატული იყო, ვიდრე შესაბამისი მონოთერაპიების შემთხვევაში.
ფუზიდის მჟავა
მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის, განვითარების რისკი შეიძლება მომატებული იყოს ფუზიდის მჟავისა და სტატინების ერთდროულად სისტემური გამოყენებისას. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი (მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ფარმაკოდინამიკური, ფარმაკოკინეტიკური, თუ ორივე ტიპის) ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. მიღებულია ცნობები რაბდომიოლიზის შესახებ (რამდენიმე ლეტალური შემთხვევის ჩათვლით) პრეპარატების ერთად მიღებისას.
თუ ფუზიდის მჟავით მკურნალობა აუცილებელია, ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
კოლხიცინი
მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინისა და კოლხიცინის ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული, მათი კომბინაციის გამოყენებისას რეგისტრირებულია მიოპათიის განვითარების შემთხვევები. ატორვასტატინისა და კოლხიცინის ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
დაპტომიცინი
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების (მაგ., ატორვასტატინი) დაპტომიცინთან ერთად გამოყენებისას ცნობილი იყო შემთხვევები მიოპათიის და/ან რაბდომიოლიზის .
თუ ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული მითითება“)
ატორვასტატინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
დიგოქსინი
დიგოქსინისა და 10 მგ ატორვასტატინის ერთდროულად მრავალჯერადი გამოყენებისას აღინიშნა დიგოქსინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება სტაბილურ მდგომარეობაში. დიგოქსინის მიღებისას საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვება.
ორალური კონტრაცეპტივები
ლიპრიმარის და ორალური კონტრაცეპტივების ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში ნორეტინდრონისა და ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება.
ვარფარინი
კლინიკური კვლევის ფარგლებში ვარფარინის ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფი პაციენტების მონაწილეობით, ატორვასტატინის 80 მგ დღე-ღამეში ვარფარინთან ერთდროულად გამოყენებისას მკურნალობის პირველი 4 დღის განმავლობაში აღინიშნებოდა პროთრომბინული დროის უმნიშვნელო შემცირება (დაახლოებით 1,7 წამით), რომელიც უბრუნდებოდა ნორმას ატორვასტატინით 15 დღიანი თერაპიის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკოაგულანტური ურთიერთქმედების კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შემთხვევები ძალიან იშვიათად აღინიშნა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს, პროთრომბინული დრო უნდა განისაზღვროს ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და განმეორდეს საკმაოდ ხშირად მკურნალობის საწყის ეტაპზე ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილების არ არსებობის დადასტურების მიზნით. პროთრომბინული დროის სტაბილიზაციის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ შეიძლება მისი კონტროლის გაგრძელება კუმარინული ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას დადგენილი ინტერვალებით. ატორვასტატინის დოზის შეცვლის ან მისი გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში კვლავ უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა. ატორვასტატინით თერაპიისას, პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ანტიკოაგულანტებს, სისხლდენის შემთხვევები ან პროთრომბინული დროის შეცვლა არ აღინიშნა.
ბავშვები
სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით. ბავშვთა ასაკის პაციენტებში სამკურნალწამლო ურთიერთქმედების ხარისხი უცნობია. ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ, ასევე გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, რომლებიც მითითებულია პარაგრაფში “განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”, უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვთა ასაკის პაციენტებშიც.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
ცხრილი 1. ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების გავლენა ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე
ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალება და დოზირების რეჟიმი
ატორვასტატინი
დოზა (მგ)
AUC თანაფარდობა&
კლინიკური რეკომენდაციები #
გლეკაპრევირი 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში / პიბრენტასვირი 120 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში
- 3
გლეკაპრევირის ან პიბრენტასვირის შემცველი პრეპარატების ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი ~უკუჩვენება~)
ტიპრანავირი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 200 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 8 დღე (მე-14-21 დღეს)
40 მგ პირველ დღეს, 10 მგ მე-20 დღეს
- 4
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ატორვასტატინთან ერთად მკურნალობის ჩატარება, ატორვასტატინის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. ამ პაციენტებში რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
ტელაპრევირი 750 მგ ერთხელ/8 საათი, 10 დღე
20 მგ ერთჯერადად
- 9
ციკლოსპორინი 5.2 მგ/კგ/დღე-ღამეში, სტაბილური დოზა
10 მგ ერთხელ/დღე-ღამეში 28 დღის განმავლობაში
- 7
ლოპინავირი 400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
20 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღის განმავლობაში
- 9
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ატორვასტატინთან ერთად მკურნალობის ჩატარება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება. ატორვასტატინის 20 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას, ნაჩვენებია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
კლარითრომიცინი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 9 დღე
80 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 8 დღის განმავლობაში
- 54
საკვინავირი 400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/რიტონავირი (300 მგ ორჯერ დღე-ღამეში მე-5-7 დღიდან დოზის შემდგომში მომატებით 400 მგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში მე-8 დღეს), მე-4-18 დღეს, ატორვასტატინის მიღებიდან 30 წუთში
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღის განმავლობაში
- 9
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ატორვასტატინთან ერთად მკურნალობის ჩატარება, რეკომენდებულია ატორვასტატინის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება. ატორვასტატინის 40 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას, ნაჩვენებია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება.
დარუნავირი 300 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში / რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 9 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 დღის განმავლობაში
- 4
იტრაკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღე
40 მგ ერთჯერადად
- 3
ფოსამპრენავირი 700 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 დღის განმავლობაში
- 5
ფოსამპრენავირი 1400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 დღის განმავლობაში
- 3
ელბასვირი 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში/ გრაზოპრევირი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 13 დღე
10 მგ, ერთჯერადად
- 95
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 20 მგ-ს ელბასვირის ან გრაზოპრევირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.
ლეტერმოვირი 480 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღე
20 მგ, ერთჯერადად
- 29
ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 20 მგ-ს ლეტერმოვირის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.
ნელფინავირი 1250 მგ ორჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 28 დღის განმავლობაში
- 74
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
გრეიპფრუტის წვენი, 240 მლ ერთხელ დღე-ღამეში*
40 მგ, ერთჯერადად
- 37
რეკომენდებული არ არის ატორვასტატინის მიღება დიდი რაოდენობის გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
დილთიაზემი 240 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 28 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 51
დილთიაზემის მიღების დაწყების ან მისი დოზის კორექციის შემდეგ ნაჩვენებია სათანადო კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
ერითრომიცინი 500 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
10 მგ, ერთჯერადად
- 33
ამ პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა, ასევე კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
ამლოდიპინი 10 მგ, ერთჯერადად
80 მგ, ერთჯერადად
- 18↑
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
ციმეტიდინი 300 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირა
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში
- 00
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
ქოლესტიპოლი დოზით 10 გ 2-ჯერ დღე-ღამეში, 24 კვირა
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში 8 კვირის განმავლობაში
- 74**
სპეციალური რეკომენდაცია არ არსებობს.
ანტაციდური საშუალება სუსპენზიის ფორმით, რომელიც შეიცავს მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდებს, 30 მლ 4-ჯერ დღე-ღამეში, 17 დღე
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 15 დღის განმავლობაში
- 66
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
ეფავირენზი 600 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 14 დღე
10 მგ, 3 დღის განმავლობაში
- 59
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის
რიფამპინი 600 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე (ერთდროულად გამოყენება)
40 მგ, ერთჯერადად
- 12
თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, რეკომენდებულია ატორვასტატინისა და რიფამპინის ერთდროულად გამოყენება და პაციენტის მდგომარეობის კლინიკური მონიტორინგის განხორციელება
რიფამპინი 600 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 5 დღე (ცალკე მიღება)
40 მგ, ერთჯერადად
- 20
ჰემფიბროზილი 600 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 35
ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზირება და კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
ფენოფიბრატი 160 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 03
ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზირება და კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
ბოცეპრევირი 800 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
40 მგ, ერთჯერადად
- 3
ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზირება და კლინიკური მონიტორინგის განხორციელება. ბოცეპრევირთან ერთდროულად გამოყენებისას ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს დღე-ღამეში.
& წარმოდგენილია თერაპიის ტიპების დამოკიდებულება (პრეპარატის და ატორვასტატინის ერთად გამოყენება, ატორვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით).
# კლინიკურ მნიშვნელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოდგენილია პარაგრაფებში „განსაკუთრებული მითითება“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“.
- შემადგენლობაში შედის CYP3A4-ის აქტივობის დამთრგუნველი ერთი ან რამდენიმე კომპონენტი, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში ისეთი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციები, რომლებიც განიცდის მეტაბოლურ გარდაქმნებს ამ ფერმენტის ზემოქმედებით. ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენის (240 მლ) გამოყენება ასევე იწვევდა ორთო-ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტის AUC -ის შემცირებას 20.4%-ით. გრეიპფრუტის წვენის მნიშვნელოვანი რაოდენობით მიღების შემთხვევაში (1.2 ლ-ზე მეტი დღეში 5 დღის განმავლობაში) იწვევდა ატორვასტატინის AUC-ის 2,5-ჯერ და აქტიური ნაერთების (ატორვასტატინის და მისი მეტაბოლიტების) AUC -ის მომატებას.
- * დამოკიდებულების მნიშვნელობა ემყარება დოზის მიღებიდან 8-16 საათში აღებული ერთადერთი ნიმუშის ანალიზის მონაცემებს.
ერთხელ/დღე-ღამეში – ერთხელ დღე-ღამეში; 2-ჯერ დღე-ღამეში – ორჯერ დღე-ღამეში, 3-ჯერ/დღე-ღამეში – სამჯერ დღე-ღამეში; 4-ჯერ/დღე-ღამეში – ოთხჯერ დღე-ღამეში.
ცხრილი 2. ატორვასტატინის გავლენა ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
ატორვასტატინი და დოზირების რეჟიმი
ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალება
სამკურნალო საშუალება/ დოზა (მგ)
AUC თანაფარდობა &
კლინიკური რეკომენდაციები #
80 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღის განმავლობაში
დიგოქსინი 0,25 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 20 დღე
1,15
საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის განხორციელება დიგოქსინის მიღებისას.
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 22 დღის განმავლობაში
ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალება, ერთხელ დღე-ღამეში, 12 თვე
- ნორეტინდრონი 1 მგ
- ეთინილესტრადიოლი 35 მკგ
1,28
- 19
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 15 დღის განმავლობაში
- ფენაზონი, 600 მგ, ერთჯერადად
- 03
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
10 მგ ერთჯერადად
ტიპრანავირი 500 მგ ორჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 200 მგ ორჯერ დღე-ღამეში, 7 დღე
- 08
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 1400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
0,73
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 700 მგ ორჯერ დღე-ღამეში/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე
- 99
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არის.
& წარმოდგენილია თერაპიის ტიპების დამოკიდებულება (პრეპარატის და ატორვასტატინის ერთად გამოყენება, ატორვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით).
- ატორვასტატინისა და ფენაზონის ერთდროულად მრავალჯერადი გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენდა გავლენას ან უმნიშვნელო გავლენას ახდენდა ფენაზონის კლირენსზე.
ერთხელ/დღე-ღამეში – ერთხელ დღე-ღამეში; 2-ჯერ დღე-ღამეში – ორჯერ დღე-ღამეში.
განსაკუთრებული მითითება
ღვიძლის უკმარისობა
მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა განხორციელდეს ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მანიშნებელი ნებისმიერი გამოვლენისა თუ სიმპტომის განვითარებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა. ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას საჭიროა მათი დონის ნორმალიზება. თუ ტრანსამინაზების აქტივობა სამჯერ მეტად აღემატება ნორმის ზედა ზღვრას, და ნარჩუნდება, რეკომენდებულია ლიპრიმარის დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“).
ლიპრიმარი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მავნედ მოიხმარენ ალკოჰოლს ან/და ანამნეზში გააჩნიათ ღვიძლის დაავადება.
ინსულტის პროფილაქტიკა ქოლესტერინის დონის ინტენსიური დაქვეითებით (კვლევა SPARCL)
ინსულტის ქვეტიპების აპოსტერიორული ანალიზის მონაცემებით პაციენტებში გულის იშემიური დაავადების (გიდ) გარეშე, ახლახანს გადატანილი ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით (ტიშ), ჰემორაგიული ინსულტის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად იღებდნენ ატორვასტატინს დოზით 80 მგ, პლაცებოსთან შედარებით. მომატებული რისკი განსაკუთრებით ხშირად აღენიშნათ პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნური ინფარქტი კვლევაში ჩართვის მომენტისთვის. პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნური ინფარქტი, 80 მგ დოზით ატორვასტატინის რისკისა და სარგებელის თანაფარდობა ცნობილი არ არის, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე გულდასმით უნდა გაანალიზდეს ჰემორაგიული ინსულტის განვითარების პოტენციური რისკი (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკა“).
გავლენა ჩონჩხის კუნთებზე
როგორც ჰმგ-კოა-რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორები, ატორვასტატინი იშვიათ შემთხვევებში გავლენას ახდენს ჩონჩხის კუნთებზე და შეიძლება გამოიწვიოს მიალგია, მიოზიტი და მიოპათია, რომლებიც შეიძლება პროგრესირებდეს რაბდომიოლიზამდე (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა), რომელსაც ახასიათებს კრეატინკინაზას (კკ) დონის გამოხატული მომატება (10-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), მიოგლობინემია და მიოგლობინურია, რომლებიც შეიძლება იწვევდეს თირკმელების უკმარისობის განვითარებას.
რეგისტრირებულია ცნობები იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათიის (იგმმ) ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ ზოგიერთი სტატინით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ. იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათიის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს პროქსიმალური კუნთების ხანგრძლივი სისუსტე და სისხლის შრატში კრეატინკინაზას მომატებული დონე, რომლებიც ნარჩუნდება სტატინებით მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად, ანტისხეულების არსებობის HMG-CoA რედუქტაზას მიმართ და გაუმჯობესება იმუნოსუპრესანტების მიღების ფონზე.
მკურნალობის დაწყებამდე
ატორვასტატინი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. სტატინების მიღების დაწყებამდე საჭიროა კკ დონის განსაზღვრა შემდეგ შემთხვევებში:
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- ჰიპოთირეოზი;
- კუნთოვანი ქსოვილის მემკვიდრეობითი დაავადებები პაციენტის პირად ან ოჯახის ანამნეზში;
- ანამნეზში მიოტოქსიკურობა სტატინების ან ფიბრატების გამოყენებისას;
- ანამნეზში ღვიძლის დაავადებები ან/და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება;
- ხანდაზმულ პირებში (70 წელზე უფროსი ასაკის) რაბდომიოლიზის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობისას უნდა შეფასდეს კრეატინფოსფოკინაზის დონის განსაზღვრის აუცილებლობა;
- სიტუაციები, როდესაც მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება, მაგალითად, სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შემთხვევებში (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“) და განსაკუთრებულ პოპულაციებში, მათ შორის გენეტიკურ სუბპოპულაციებში გამოყენების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა“).
ასეთ შემთხვევაში საჭიროა შესაძლო დადებითი ეფექტის მიმართ რისკის შეფასება და ნაჩვენებია კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.
თუ კრეატინფოსფოკინაზის აქტივობა საწყის ეტაპზე მომატებულია (>5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), მიზანშეწონილი არ არის პრეპარატით მკურნალობის დაწყება.
კრეატინკინაზას დონის განსაზღვრა
კრეატინკინაზას დონის განსაზღვრა არ არის მიზანშეწონილი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების ან კკ მომატების ნებისმიერი სხვა სავარაუდო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, რადგან ეს ართულებს მიღებული შედეგების განმარტებას. თუ კკ საწყისი დონე მნიშვნელოვნად მომატებულია (>5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), კკ-ის დონე განმეორებით უნდა განისაზღვროს 5-7 დღეში შედეგების დასადასტურებლად.
მკურნალობის დროს
პაციენტებს მოეთხოვებათ დაუყოვნებლივ აცნობონ კუნთების ტკივილის, კუნთების კრუნჩხვის ან სისუსტის განვითარების შესახებ, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის ან ცხელების თანხლებით.
თუ ეს სიმპტომები ვითარდება ატორვასტატინით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა კკ დონის განსაზღვრა. თუ მისი დონე მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი (>5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ კუნთოვანი ქსოვილის მხრივ სიმპტომები მძიმე ხასიათისაა და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტის საკითხის განხილვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კკ დონე <5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
თუ სიმპტომები გაქრა და კკ-ის დონე დაუბრუნდა ნორმას, შეიძლება ატორვასტატინის ან ამ ჯგუფის სხვა პრეპარატის მინიმალური დოზირებით ხელახლა გამოყენების საკითხის განხილვა მკაცრი მონიტორინგით.
ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება კკ-ის დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება (>10-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) ან დადგენილია რაბდომიოლიზის დიაგნოზი ან არსებობს ეჭვი მის განვითარებაზე.
თანმხლები მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება ატორვასტატინისა და ზოგიერთი ისეთი სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღებისას, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია, როგორიცაა CYP3A4 -ის ან სატრანსპორტო ცილის მძლავრი ინჰიბიტორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ლეტერმოვირი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირის, ლოპინავირის, ატაზანავირის, ინდინავირის, დარუნავირის, ტიპრანავირის/რიტონავირის და ა.შ. ჩათვლით). მიოპათიის განვითარების რისკი ასევე, შეიძლება გაიზარდოს ჰემფიბროზილის და ფიბროის მჟავას სხვა წარმოებულების, C (HCV) ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატების (ბოცეპრევირის, ტელაპრევირის, ელბასვირი/გრაზოპრევირის, ლედიპასვირი/სოფოსბუვირის, ერითრომიცინის, ნიაცინის ან ეზეტიმიბის ერთდროულად მიღებისას. თუ შესაძლებელია, ამ პრეპარატების ნაცვლად რეკომენდებულია ალტერნატიული პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც არ შედის სამკურნალწამლო ურთიერთქმედებაში.
ზემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად ატორვასტატინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა კომბინირებული მკურნალობის სარგებელისა და რისკის გულდასმით შეფასება. თუ პაციენტები იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის სისხლის პაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციას, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზის გამოყენება. გარდა ამისა, CYP3A4 -ის მძლავრი ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას განხილული ატორვასტატინის დაბალი საწყისი დოზის გამოყენებისა და პაციენტების მდგომარეობაზე სათანადო კლინიკური მონიტორინგის განხორციელების საკითხი (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
მიოპათიის და/ან რაბდომიოლიზის რისკი შეიძლება გაიზარდოს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების (მაგ., ატორვასტატინი) და დაპტომიცინის ერთდროული გამოყენებისას (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
დაპტომიცინის მიმღებ პაციენტებში უნდა განიხილებოდეს ლიპრიმარის მიღების დროებითი შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთდროული გამოყენების სარგებელი აღემატება რისკს. თუ ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, კრეატინფოსფაკინაზას დონე უნდა გაიზომოს კვირაში 2-3-ჯერ და პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ ნებისმიერი ნიშნის ან სიმპტომის გამოსავლენად, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს მიოპათიაზე.
არ შეიძლება ატორვასტატინის გამოყენება სისტემური გამოყენების ფუზიდის მჟავის პრეპარატებთან ერთად ან ფუზიდის მჟავით მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. თუ ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენება აუცილებელია, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში. მიღებულია შეტყობინებები რაბდომიოლიზის შესახებ (რამდენიმე ლეტალური შემთხვევის ჩათვლით) ფუზიდის მჟავისა და სტატინების ერთდროულად მიღების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). რეკომენდებულია სამედიცინო დახმარებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა კუნთების სისუსტის სიმპტომების, ტკივილის ან შეხებისას მტკივნეული შეგრძნებების გამოვლენისას.
სტატინებით თერაპია შეიძლება ხელმეორედ დაინიშნოს ფუზიდის მჟავის ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია სისტემური ფუზიდის მჟავით მკურნალობის გაგრძელება, მაგალითად მძიმე ინფექციების დროს, პრეპარატ ლიპრიმარის და ფუზიდის მჟავის ერთდროულად გამოყენების აუცილებლობა განიხილება ინდივიდუალურად, მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით.
გამოყენება ბავშვთა ასაკში
კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და სქესობრივ სიმწიფეზე არ აღინიშნა სამწლიანი კვლევის ფარგლებში, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო მომწიფებისა და განვითარების, ტანერის სკალით შეფასების და ზრდისა და სხეულის მასის გაზომვის მაჩვენებლებზე (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, რეგისტრირებულია ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარების ერთეული შემთხვევები (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“). ამ დაავადების სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს დისპნოეს, არაპროდუქტიულ ხველას და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (დაღლილობა, წონის დაკლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი
ზოგიერთი მონაცემი ადასტურებს, რომ სტატინები ზრდის გლუკოზის შემცველობას სისხლში და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის მის მიღებას ზოგ შემთხვევაში შეიძლება თან ახლდეს ჰიპერგლიკემიის განვითარება, როდესაც მიზანშეწონილია ჰიპოგლიკემიური ზომების გატარება. მიუხედავად ამისა, სტატინების სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის აღემატება ამ რისკს. ამიტომ, ამ რისკის არსებობა არ წარმოადგენს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის საფუძველს. რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში (უზმოდ გლუკოზის დონე 5.6-6.9 მმოლი/ლ, სმი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია) ნაჩვენებია დინამიკური დაკვირვება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სისხლის ბიოქიმიური კვლევების მაჩვენებლებზე ეროვნული რეკომენდაციების მიხედვით.
მიასთენია გრავისი
დაფიქსირდა მიასთენიის გრავისის დაწყების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო სტატინების გამოყენებით ან ადრე არსებული მიასთენია გრავისის ან თვალის ფორმის მიასთენიის გამწვავება. (იხ. განყოფილება "გვერდითი მოვლენები"). თუ სიმპტომები გაუარესდება, პრეპარატის Liprimar ST™-ის გამოყენება უნდა შეწყდეს. დაფიქსირდა მიასთენია გრავისის რეციდივი იმავე ან განსხვავებული სტატინის განმეორებითი გამოყენებისას.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი მოქმედებით
ლიპრიმარი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებისთვის ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, საერთო დეფიციტი ლაქტოზის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ტაბლეტები 10 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0.00004 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ტაბლეტები 20 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0,00008 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ტაბლეტები 40 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0,00016 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ტაბლეტები 80 მგ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0,00032 მგ ბენზოის მჟავას თითო ტაბლეტში.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ატორვასტატინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარზე.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ, 20 მგ, 40 მგ და 80 მგ.
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
3 ბლისტერი თითოში 10 ტაბლეტით მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ 250C დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
“ფაიზერ მენუფექჩერინგ დოიჩლანდ გმბჰ”, გერმანია
(Pfizer Manufacturing Deutschland GmbH )
Mooswaldallee 1, Freiburg Im Breisgau, 79108 , გერმანია
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Viatris Specialty LLC (აშშ)
3711 Collins Ferry Road, Morgantown, ЗВ 26505, (აშშ)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.