პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

კონვურატი 200

CONVURAT 200

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

• ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები; • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში); • სამწვერა ნერვის ნევრალგია; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბამაზეპინი (carbamazepine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №50 (5X10)
მწარმოებელი
AVERSI-RATIONAL LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pharma Start LLC(უკრაინა)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, კარბოქსამიდის წარმოებულები
ATC კოდი
N03AF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041672
რეგისტრირებულია
19 ივლისი 2024, მოქმედებს 19 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AVERSI-RATIONAL LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკონვურატი 200 და სხვა წამალი ერთად

კონვურატი 200 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;
  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში);
  • სამწვერა ნერვის ნევრალგია;
  • გლოსოფარინგეალური ნევრალგია;
  • ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს;
  • ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილის შეტევები;
  • ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიული მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს); აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა;
  • ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, ნეიროჰორმონალური გენეზის პოლიურია და პოლიდიფსია.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად ჩვენების და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით და შემდგომ თანდათანობითი გაზრდა ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე.

მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ; კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით დოზა იზრდება კვირაში ერთხელ არა უმეტეს 200 მგ-ით დღეში შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 800-1200 მგ/დღეში. მიღების სიხშირე - 1-4-ჯერ დღეში.

4 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 20-60 მგ დღე-ღამეში, საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან 20-60 მგ-ით დღეგამოშვებით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.

ბავშვებში 4 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ დღე-ღამეში; საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 100 მგ-ით დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.

შემანარჩუნებელი დღიური დოზები ბავშვებისთვის შეადგენს 10-20 მგ/კგ, რამდენიმე მიღების სახით:

ასაკი

სადღეღამისო დოზა

ბავშვები 1-დან 5 წლამდე

200-400 მგ (1-2 მიღების სახით)

ბავშვები 6-დან 10 წლამდე

400-600 მგ (2-3 მიღების სახით)

ბავშვებში 11-დან 15 წლამდე

600-1000 მგ (2-3 მიღების სახით)

მაქსიმალური დოზა მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში შეადგენს 1200 მგ/დღეში.

სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში კონვურატი 200 დოზას თანდათან ზრდიან, ხოლო კრუნჩხვის საწინააღმდეგო მეორე პრეპარატის დოზა შენარჩუნებულია ან თანდათან მცირდება. კონვურატი 200 დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ გულყრების 2-3 წლიანი არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობით შემცირებით 1-2 წლის განმავლობაში.

კრუნჩხვითი გულყრების თავიდან აცილების მიზნით ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს სტაციონარის პირობებში კონვურატი 200 საშუალო დოზა შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა 400 მგ-დე 3-ჯერ დღეში (1200 მგ-დე დღეღამეში). მკურნალობის შეწყვეტა ხდება დოზის თანდათანობით შემცირებით 7 - 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კარბამაზეპინის დონის მუდმივი კონტროლი სისხლის პლაზმაში.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის და გლოსოფარინგეალური ნევრალგიის დროს კონვურატი 200 საწყისი დოზა შეადგენს 200 - 400 მგ დღეში, დოზას თანდათანობით ზრდიან 400 - 800 მგ/დღეში 3-4 მიღებაზე ტკივილის სრულ გაქრობამდე. ამის შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემანარჩუნებელი დოზით, რომელიც შეადგენს 400 მგ/დღეში 2 მიღებაზე.

ტკივილის სინდრომისას დიაბეტური ნეიროპათიის დროს კონვურატი 200 საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ 2-4 ჯერ დღეში.

ეპილეპტიფორმული კრუნჩხვებისას გაფანტული სკლეროზის დროს საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს 2 მიღებაზე.

ფსიქოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის კონვურატი 200 ინიშნება 200 - 400 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 800 მგ – მდე დღეში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ ასაკში კონვურატი 200 ინიშნება შედარებით დაბალი დოზით. რეკომენდებული საწყისი დოზა ხანდაზმულ ასაკში შეადგენს 100 მგ 2-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები

  • კარბამაზეპინის ან ქიმიურად მსგავსი სტრუქტურის მქონე პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;
  • AV ბლოკადა;
  • ძვლის ტვინის დაზიანება, მიელოსუპრესია ან მწვავე პორფირია ანამნეზში;
  • მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება;
  • ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება;
  • ორსულობა (I ტრიმესტრი);
  • ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატით მკურნალობა ტარდება ექიმის დაკვირვების ქვეშ.

მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში აუცილებელია სისხლის და შარდის ანალიზის, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების და პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლი.

კონვურატი 200 სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების დროს, წყალ-მარილოვანი ცვლის მძიმე დარღვევისას (ჰიპონატრიემია), ჰემატოლოგიური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის დროს, მომატებული აგზნებადობისას, ხანდაზმულ ასაკში.

კონვურატი 200 არ ინიშნება ატიპიური და მცირე ეპილეფსიური გულყრების და მიოკლონუსის დროს.

პრეპარატი არ გამოიყენება ჩვეულებრივი ტკივილის მოხსნის მიზნით. ასევე არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალგიის ხანგრძლივი რემისიის პერიოდში.

მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატი 200 მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

ორსულებში რეკომენდებულია ფოლის მჟავას მიღება (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიონ ფოლის მჟავას დეფიციტი); სისხლდენის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით ქალებს ორსულობის ბოლო კვირებში და ახალშობილებს ენიშნებათ ვიტამინი K.

შესაძლოა გულყრების და/ან სუნთქვის დათრგუნვის განვითარება ახალშობილებში, რომელთა დედები ღებულობდნენ კარბამაზეპინს სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრაპარატებთან ერთდროულად.

პრეპარატის მიღება შეიძლება გახდეს სუიციდური აზრების და/ან ქცევის წყარო. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება და საჭიროებისას მკურნალობის სქემის მოდიფიცირება.

კონვურატი 200 შესაძლოა გახდეს სერიოზული დერმატოლოგიური რეაქციების მიზეზი, მათ შორის: ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. აღწერილი სინდრომები უპირატესად აღინიშნება კავკასიურ პოპულაციაში, 10 000-დან 1-6 პაციენტში.

კონვურატი 200 მკურნალობის შეწყვეტა და სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატზე გადაყვანა ხდება არა მაშინვე, არამედ დოზის თანდათანობითი შემცირებით.

პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს კრუნჩხვითი გულყრების განვითარება.

პრეპარატით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

დაუშვებელია ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატი 200 მიღებამდე 2 კვირით ადრე. კონვურატი 200 სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალი, ჰექსამიდინი, ფენიტოინი, პრიმიდონი) კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა კონვურატი 200 ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტის დაქვეითება. ვალპროის მჟავასთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა გონების დაკარგვა და კომის განვითარება. კონვურატი 200 აქვეითებს პერორალური კონტრაცეპტიული საშუალებების, ანტიკოაგულანტების, ნეიროლეპსიური საშუალებების ეფექტურობას, აძლიერებს ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკურ ეფექტს. მაკროლიდებთან, იზონიაზიდთან, კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი, დილთიაზემი), დექსტროპროპოქსიფენთან, ვილოქსალინთან, ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენების დროს შესაძლოა სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატება. პროპოქსიფენი ახდენს კონვურატი 200 კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის პოტენცირებას, ხოლო ტეტრაციკლინები ამცირებენ მის კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტს.

პრეპარატები, რომელთა კონცენტრაცია შესაძლოა შემცირდეს კარბამაზეპინის გამოყენებისას: დანაზოლი, დექსტროპროქსიფენი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები - ერითრომიცინი და კლარითრომიცნი, ციპროფლოქსაცინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, ტრაზოდონი, ვიგაბატრინი, აზოლები (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ვარიკონაზოლი), ოლანზაპინი, იზონიაზიდი, რიტონავირი, აცეტაზოლამიდი, ვერაპამილი, დილთიაზემი, ომეპრაზოლი, ციმეტიდინი.

კონვურატი 200 და პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენების შეთხვევაში იმატებს პარაცეტამოლის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკი და მცირდება მისი თერაპიული ეფექტი. პრეპარატი აძლიერებს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს კონვურატი 200 გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მონოთერაპია რომელიმე ერთი პრეპარატით, ვინაიდან კომბინაციის შემთხვევაში იზრდება ნაყოფის განვითარების ანომალიების წარმოქმნის რისკი. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, კონვურატი 200 ინიშნება მინიმალური დოზით.

პრეპარატი გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ახალშობილს აღენიშნება გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა, წონაში ცუდად მატება) საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები

კონვურატი 200, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, შეიძლება იწვევდეს გვერდით რეაქციებს, რომლებიც ყველასთან არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ხშირად - თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; არახშირად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევა; იშვიათად - მეტყველების დარღვევები (დიზართრია), პერიფერიული ნევრიტი, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, პარეზი;

ფსიქიკური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი და სმენითი), დეპრესია, უმადობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა, ღებინება; ხშირად - პირის სიმშრალე; არახშირი - დიარეა ან ყაბზობა; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი, გლოსიტი, სტომატიტი;

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად – სიყვითლე, ტუტე ფოსფატაზას და ტრანსამინაზების დონის მომატება, ჰეპატიტი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის გამტარებლობის დარღვევა, არტერიული ჰიპერ- ან ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ლეიკოპენია; ხშირად -თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; ძალიან იშვიათად - რეტიკულოციტოზი, ანემია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, აგრანულოციტოზი;

შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლების დისფუნქცია (ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია), ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - კუნთების სისუსტე; ძალიან იშვიათად - ძვალთა მეტაბოლიოზმის დარღვევა (კალციუმისა და 25-ჰიდროქსი-ქოლიკალციფეროლის პლაზმური კონცენტრაციის მომატება);

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, ერითროდერმია, იშვიათად – ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მგლურასმაგვარი სინდრომი;

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – გემოვნების დარღვევა, ბროლის შემღვრევა, კონიუნქტივიტი; სმენის დარღვევა, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია;

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად - შეშუპება, სითხის შეკავება, სხეულის მასის მომატება, ჰიპონატრიემია და სისხლის ოსმოლარობის მომატება (ანტიდიურეზული ჰორმონის მსგავსი ეფექტი), ძალიან იშვიათად – ჭარბთმიანობა, გალაქტორეა, გინეკომასტია, სექსუალური ფუნქციების დარღვევა;

სხვა: პიგმენტაციის დარღვევა, აკნე, ჰიპონატრიემია, ლიმფადენოპათია.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, მხედველობის დაბინდვა, დეზორიენტაცია, დიზართრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია, ჰიპერ-/ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია, კომა; სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება; ტაქიკარდია, ჰიპო-/ჰიპერტენზია, გულის გაჩერება და ცნობიერების დარღვევა, AV ბლოკადა; გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება; ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი; ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი, ანაფილაქსიური რეაქციები.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების ინდუცირება, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და მარილოვანი საფაღარათო საშუალებების მიღება, ფორსირებული დიურეზი. სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად – ტრაქეის ინტუბაცია, ხელოვნური სუნთქვა. ჰიპოტენზიის და შოკის დროს – პლაზმის შემცვლელები, დოფამინი, დობუტამინი, კრუნჩხვების დროს – ბენზოდიაზეპინების (დიაზეპამი) ან სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა; ჰიპონატრიემიის განვითარებისას – სითხის მიღების შეზღუდვა, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ფრთხილი ი/ვ ინფუზია. თუ მძიმე მოწამვლას თან ერთვის თირკმლის უკმარისობა, ნაჩვენებია ჰემოდიალიზის ჩატარება. საჭიროა გათვალისწინებული იქნეს დოზის გადაჭარბების სიმპტომების განმეორებითი გაძლიერება მათი გამოვლინებიდან მე-2-3 დღეს, რაც დაკავშირებულია პრეპარატის შენელებულ შეწოვასთან.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: კარბამაზეპინს - 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონვურატი 200 წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას (გააჩნია როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ფსიქოტროპული ეფექტი), ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიდეპრესიული, ნორმოთიმიური და ანალგეზიური მოქმედებით (ნეიროგენული ტკივილის დროს). მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პოტენციალდამოკიდებული Na+ - არხების ბლოკადით, რაც იწვევს ნეირონების მემბრანის სტაბილიზებას, ნეირონების სერიული განმუხტვების ინჰიბირებას და იმპულსების სინაფსური გამტარებლობის შენელებას. პრეპარატი აფერხებს Na+ - დამოკიდებული მოქმედების პოტენციალების განმეორებით წარმოქმნას დეპოლარიზებულ ნეირონებში, აქვეითებს ამგზნები ნეირომედიატორული ამინომჟავა გლუტამატის გამოთავისუფლებას, ზრდის კრუნჩხვის განვითარების დაქვეითებულ ზღურბლს და შესაბამისად, აქვეითებს ეპილეფსიური შეტევის განვითარების რისკს. იგი ზრდის K+-არხების გამტარებლობას, ახდენს პოტენციალდამოკიდებული Ca2+-არხების მოდულირებას, რამაც ასევე შეიძლება განაპირობოს პრეპარატის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

პრეპარატი ახდენს პიროვნების ეპილეფსიური ცვლილებების კორექციას, რაც საბოლოო ჯამში ზრდის პაციენტების კომუნიკაბელობას, ხელს უწყობს მათ სოციალურ რეაბილიტაციას. ეფექტურია ფოკალური (პარციალური) ეპილეფსიური შეტევების დროს, გენერალიზებულ ტონურ-კლონური ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს, ასევე აღნიშნული ფორმების კომბინაციის შემთხვევაში (არ არის ეფექტური მცირე შეტევების – petit mal, აბსანსების და მიოკლონური კრუნჩხვების დროს). ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) ეფექტურია შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების კუპირებისთვის, ასევე გაღიზიანების და აგრესიულობის შესამცირებლად. კონვურატი 200 ხელს უშლის ტკივილის შეტევების წარმოქმნას სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ამცირებს ალკოჰოლური აბსტინენციის სიმპტომების კლინიკურ გამოვლენას, აქვეითებს კრუნჩხვით აქტიურობას. უშაქრო დიაბეტის დროს ახდენს წყლის ბალანსის სწრაფ კომპენსაციას, ამცირებს დიურეზს და წყურვილის შეგრძნებას.

ფარმაკოკინეტიკა:

კარბამაზეპინი ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის ერთი ტაბლეტის ერთჯერადად მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 70-80%-ს. კარბამაზეპინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის 33%-ს.

კარბამაზეპინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში.

განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T 1/2) საშუალოდ შეადგენს 12-36 სთ-ს.

პრეპარატი გამოიყოფა თირკმლების (70%) და ნაწლავების (30%) საშუალებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კონვურატი 200

(CONVURAT 200)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბამაზეპინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით;

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: კარბამაზეპინს - 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები, 200 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები. კარბოქსამიდის წარმოებულები.

ათქ-კოდი: N03AF01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კონვურატი 200 წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას (გააჩნია როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ფსიქოტროპული ეფექტი), ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიდეპრესიული, ნორმოთიმიური და ანალგეზიური მოქმედებით (ნეიროგენული ტკივილის დროს). მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პოტენციალდამოკიდებული Na+ - არხების ბლოკადით, რაც იწვევს ნეირონების მემბრანის სტაბილიზებას, ნეირონების სერიული განმუხტვების ინჰიბირებას და იმპულსების სინაფსური გამტარებლობის შენელებას. პრეპარატი აფერხებს Na+ - დამოკიდებული მოქმედების პოტენციალების განმეორებით წარმოქმნას დეპოლარიზებულ ნეირონებში, აქვეითებს ამგზნები ნეირომედიატორული ამინომჟავა გლუტამატის გამოთავისუფლებას, ზრდის კრუნჩხვის განვითარების დაქვეითებულ ზღურბლს და შესაბამისად, აქვეითებს ეპილეფსიური შეტევის განვითარების რისკს. იგი ზრდის K+-არხების გამტარებლობას, ახდენს პოტენციალდამოკიდებული Ca2+-არხების მოდულირებას, რამაც ასევე შეიძლება განაპირობოს პრეპარატის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

პრეპარატი ახდენს პიროვნების ეპილეფსიური ცვლილებების კორექციას, რაც საბოლოო ჯამში ზრდის პაციენტების კომუნიკაბელობას, ხელს უწყობს მათ სოციალურ რეაბილიტაციას. ეფექტურია ფოკალური (პარციალური) ეპილეფსიური შეტევების დროს, გენერალიზებულ ტონურ-კლონური ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს, ასევე აღნიშნული ფორმების კომბინაციის შემთხვევაში (არ არის ეფექტური მცირე შეტევების – petit mal, აბსანსების და მიოკლონური კრუნჩხვების დროს). ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) ეფექტურია შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების კუპირებისთვის, ასევე გაღიზიანების და აგრესიულობის შესამცირებლად. კონვურატი 200 ხელს უშლის ტკივილის შეტევების წარმოქმნას სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ამცირებს ალკოჰოლური აბსტინენციის სიმპტომების კლინიკურ გამოვლენას, აქვეითებს კრუნჩხვით აქტიურობას. უშაქრო დიაბეტის დროს ახდენს წყლის ბალანსის სწრაფ კომპენსაციას, ამცირებს დიურეზს და წყურვილის შეგრძნებას.

ფარმაკოკინეტიკა:

კარბამაზეპინი ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის ერთი ტაბლეტის ერთჯერადად მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 70-80%-ს. კარბამაზეპინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის 33%-ს.

კარბამაზეპინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში.

განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T 1/2) საშუალოდ შეადგენს 12-36 სთ-ს.

პრეპარატი გამოიყოფა თირკმლების (70%) და ნაწლავების (30%) საშუალებით.

ჩვენება:

  • ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;
  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში);
  • სამწვერა ნერვის ნევრალგია;
  • გლოსოფარინგეალური ნევრალგია;
  • ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს;
  • ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილის შეტევები;
  • ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიული მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს); აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა;
  • ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, ნეიროჰორმონალური გენეზის პოლიურია და პოლიდიფსია.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად ჩვენების და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით და შემდგომ თანდათანობითი გაზრდა ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე.

მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ; კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით დოზა იზრდება კვირაში ერთხელ არა უმეტეს 200 მგ-ით დღეში შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 800-1200 მგ/დღეში. მიღების სიხშირე - 1-4-ჯერ დღეში.

4 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 20-60 მგ დღე-ღამეში, საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან 20-60 მგ-ით დღეგამოშვებით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.

ბავშვებში 4 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ დღე-ღამეში; საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 100 მგ-ით დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.

შემანარჩუნებელი დღიური დოზები ბავშვებისთვის შეადგენს 10-20 მგ/კგ, რამდენიმე მიღების სახით:

ასაკი

სადღეღამისო დოზა

ბავშვები 1-დან 5 წლამდე

200-400 მგ (1-2 მიღების სახით)

ბავშვები 6-დან 10 წლამდე

400-600 მგ (2-3 მიღების სახით)

ბავშვებში 11-დან 15 წლამდე

600-1000 მგ (2-3 მიღების სახით)

მაქსიმალური დოზა მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში შეადგენს 1200 მგ/დღეში.

სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში კონვურატი 200 დოზას თანდათან ზრდიან, ხოლო კრუნჩხვის საწინააღმდეგო მეორე პრეპარატის დოზა შენარჩუნებულია ან თანდათან მცირდება. კონვურატი 200 დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ გულყრების 2-3 წლიანი არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობით შემცირებით 1-2 წლის განმავლობაში.

კრუნჩხვითი გულყრების თავიდან აცილების მიზნით ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს სტაციონარის პირობებში კონვურატი 200 საშუალო დოზა შეადგენს 200 მგ 3-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა 400 მგ-დე 3-ჯერ დღეში (1200 მგ-დე დღეღამეში). მკურნალობის შეწყვეტა ხდება დოზის თანდათანობით შემცირებით 7 - 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კარბამაზეპინის დონის მუდმივი კონტროლი სისხლის პლაზმაში.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის და გლოსოფარინგეალური ნევრალგიის დროს კონვურატი 200 საწყისი დოზა შეადგენს 200 - 400 მგ დღეში, დოზას თანდათანობით ზრდიან 400 - 800 მგ/დღეში 3-4 მიღებაზე ტკივილის სრულ გაქრობამდე. ამის შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემანარჩუნებელი დოზით, რომელიც შეადგენს 400 მგ/დღეში 2 მიღებაზე.

ტკივილის სინდრომისას დიაბეტური ნეიროპათიის დროს კონვურატი 200 საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ 2-4 ჯერ დღეში.

ეპილეპტიფორმული კრუნჩხვებისას გაფანტული სკლეროზის დროს საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს 2 მიღებაზე.

ფსიქოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის კონვურატი 200 ინიშნება 200 - 400 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 800 მგ – მდე დღეში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ ასაკში კონვურატი 200 ინიშნება შედარებით დაბალი დოზით. რეკომენდებული საწყისი დოზა ხანდაზმულ ასაკში შეადგენს 100 მგ 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

კონვურატი 200, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, შეიძლება იწვევდეს გვერდით რეაქციებს, რომლებიც ყველასთან არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ხშირად - თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; არახშირად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევა; იშვიათად - მეტყველების დარღვევები (დიზართრია), პერიფერიული ნევრიტი, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, პარეზი;

ფსიქიკური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი და სმენითი), დეპრესია, უმადობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა, ღებინება; ხშირად - პირის სიმშრალე; არახშირი - დიარეა ან ყაბზობა; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი, გლოსიტი, სტომატიტი;

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად – სიყვითლე, ტუტე ფოსფატაზას და ტრანსამინაზების დონის მომატება, ჰეპატიტი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის გამტარებლობის დარღვევა, არტერიული ჰიპერ- ან ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ლეიკოპენია; ხშირად -თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; ძალიან იშვიათად - რეტიკულოციტოზი, ანემია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, აგრანულოციტოზი;

შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლების დისფუნქცია (ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია), ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - კუნთების სისუსტე; ძალიან იშვიათად - ძვალთა მეტაბოლიოზმის დარღვევა (კალციუმისა და 25-ჰიდროქსი-ქოლიკალციფეროლის პლაზმური კონცენტრაციის მომატება);

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, ერითროდერმია, იშვიათად – ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მგლურასმაგვარი სინდრომი;

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – გემოვნების დარღვევა, ბროლის შემღვრევა, კონიუნქტივიტი; სმენის დარღვევა, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია;

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად - შეშუპება, სითხის შეკავება, სხეულის მასის მომატება, ჰიპონატრიემია და სისხლის ოსმოლარობის მომატება (ანტიდიურეზული ჰორმონის მსგავსი ეფექტი), ძალიან იშვიათად – ჭარბთმიანობა, გალაქტორეა, გინეკომასტია, სექსუალური ფუნქციების დარღვევა;

სხვა: პიგმენტაციის დარღვევა, აკნე, ჰიპონატრიემია, ლიმფადენოპათია.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

  • კარბამაზეპინის ან ქიმიურად მსგავსი სტრუქტურის მქონე პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;
  • AV ბლოკადა;
  • ძვლის ტვინის დაზიანება, მიელოსუპრესია ან მწვავე პორფირია ანამნეზში;
  • მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება;
  • ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება;
  • ორსულობა (I ტრიმესტრი);
  • ძუძუთი კვების პერიოდი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატი 200 მიღებამდე 2 კვირით ადრე. კონვურატი 200 სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალი, ჰექსამიდინი, ფენიტოინი, პრიმიდონი) კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა კონვურატი 200 ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტის დაქვეითება. ვალპროის მჟავასთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა გონების დაკარგვა და კომის განვითარება. კონვურატი 200 აქვეითებს პერორალური კონტრაცეპტიული საშუალებების, ანტიკოაგულანტების, ნეიროლეპსიური საშუალებების ეფექტურობას, აძლიერებს ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკურ ეფექტს. მაკროლიდებთან, იზონიაზიდთან, კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი, დილთიაზემი), დექსტროპროპოქსიფენთან, ვილოქსალინთან, ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენების დროს შესაძლოა სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატება. პროპოქსიფენი ახდენს კონვურატი 200 კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის პოტენცირებას, ხოლო ტეტრაციკლინები ამცირებენ მის კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტს.

პრეპარატები, რომელთა კონცენტრაცია შესაძლოა შემცირდეს კარბამაზეპინის გამოყენებისას: დანაზოლი, დექსტროპროქსიფენი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები - ერითრომიცინი და კლარითრომიცნი, ციპროფლოქსაცინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, ტრაზოდონი, ვიგაბატრინი, აზოლები (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ვარიკონაზოლი), ოლანზაპინი, იზონიაზიდი, რიტონავირი, აცეტაზოლამიდი, ვერაპამილი, დილთიაზემი, ომეპრაზოლი, ციმეტიდინი.

კონვურატი 200 და პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენების შეთხვევაში იმატებს პარაცეტამოლის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკი და მცირდება მისი თერაპიული ეფექტი. პრეპარატი აძლიერებს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, მხედველობის დაბინდვა, დეზორიენტაცია, დიზართრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია, ჰიპერ-/ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია, კომა; სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება; ტაქიკარდია, ჰიპო-/ჰიპერტენზია, გულის გაჩერება და ცნობიერების დარღვევა, AV ბლოკადა; გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება; ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი; ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი, ანაფილაქსიური რეაქციები.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების ინდუცირება, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და მარილოვანი საფაღარათო საშუალებების მიღება, ფორსირებული დიურეზი. სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად – ტრაქეის ინტუბაცია, ხელოვნური სუნთქვა. ჰიპოტენზიის და შოკის დროს – პლაზმის შემცვლელები, დოფამინი, დობუტამინი, კრუნჩხვების დროს – ბენზოდიაზეპინების (დიაზეპამი) ან სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა; ჰიპონატრიემიის განვითარებისას – სითხის მიღების შეზღუდვა, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ფრთხილი ი/ვ ინფუზია. თუ მძიმე მოწამვლას თან ერთვის თირკმლის უკმარისობა, ნაჩვენებია ჰემოდიალიზის ჩატარება. საჭიროა გათვალისწინებული იქნეს დოზის გადაჭარბების სიმპტომების განმეორებითი გაძლიერება მათი გამოვლინებიდან მე-2-3 დღეს, რაც დაკავშირებულია პრეპარატის შენელებულ შეწოვასთან.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს კონვურატი 200 გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მონოთერაპია რომელიმე ერთი პრეპარატით, ვინაიდან კომბინაციის შემთხვევაში იზრდება ნაყოფის განვითარების ანომალიების წარმოქმნის რისკი. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, კონვურატი 200 ინიშნება მინიმალური დოზით.

პრეპარატი გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ახალშობილს აღენიშნება გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა, წონაში ცუდად მატება) საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობა ტარდება ექიმის დაკვირვების ქვეშ.

მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში აუცილებელია სისხლის და შარდის ანალიზის, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების და პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლი.

კონვურატი 200 სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების დროს, წყალ-მარილოვანი ცვლის მძიმე დარღვევისას (ჰიპონატრიემია), ჰემატოლოგიური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის დროს, მომატებული აგზნებადობისას, ხანდაზმულ ასაკში.

კონვურატი 200 არ ინიშნება ატიპიური და მცირე ეპილეფსიური გულყრების და მიოკლონუსის დროს.

პრეპარატი არ გამოიყენება ჩვეულებრივი ტკივილის მოხსნის მიზნით. ასევე არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალგიის ხანგრძლივი რემისიის პერიოდში.

მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატი 200 მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

ორსულებში რეკომენდებულია ფოლის მჟავას მიღება (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიონ ფოლის მჟავას დეფიციტი); სისხლდენის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით ქალებს ორსულობის ბოლო კვირებში და ახალშობილებს ენიშნებათ ვიტამინი K.

შესაძლოა გულყრების და/ან სუნთქვის დათრგუნვის განვითარება ახალშობილებში, რომელთა დედები ღებულობდნენ კარბამაზეპინს სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრაპარატებთან ერთდროულად.

პრეპარატის მიღება შეიძლება გახდეს სუიციდური აზრების და/ან ქცევის წყარო. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება და საჭიროებისას მკურნალობის სქემის მოდიფიცირება.

კონვურატი 200 შესაძლოა გახდეს სერიოზული დერმატოლოგიური რეაქციების მიზეზი, მათ შორის: ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. აღწერილი სინდრომები უპირატესად აღინიშნება კავკასიურ პოპულაციაში, 10 000-დან 1-6 პაციენტში.

კონვურატი 200 მკურნალობის შეწყვეტა და სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატზე გადაყვანა ხდება არა მაშინვე, არამედ დოზის თანდათანობითი შემცირებით.

პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს კრუნჩხვითი გულყრების განვითარება.

პრეპარატით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

დაუშვებელია ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა