პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

კოლედანი

COLEDAN

ურეცეპტოდ5000სეინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ვიტამინ D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზარდებსა და მოზრდილებში. ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დამატების სახით პაციენტებში ვიტამინ D-ს დეფიციტით ან ვიტამინ D-ს დეფიციტის აღნიშვნის რისკით, უმჯობესია კალციუმთან კომბინაციაში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კოლეკალციფეროლი (colecalciferol)
ფორმა და შეფუთვა
5000სე კაფსულა №30 (2X15)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, D ვიტამინი და ანალოგები
ATC კოდი
A11CC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-035799
რეგისტრირებულია
6 ივლისი 2022, მოქმედებს 6 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლედანი და სხვა წამალი ერთად

კოლედანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვიტამინ D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზარდებსა და მოზრდილებში.

ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დამატების სახით პაციენტებში ვიტამინ D-ს დეფიციტით ან ვიტამინ D-ს დეფიციტის აღნიშვნის რისკით, უმჯობესია კალციუმთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდირებული დოზა: 1 კაფსულა (5000 სე) კვირაში.

სისხლის შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25-(OH)D) საჭირო დონის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები.

ერთი კვირის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 კაფსულას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

კორექცია არ არის საჭირო.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

არ არის რეკომენდირებული სამკურნალო პრეპარატის კოლედანი გამოყენება პაცინტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.

ბავშვები

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღებად.

კაფსულა მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, წყლის დაყოლებით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

დაავადებები და/ან მდგომარეობები, რომლებიც იწვევნ ჰიპერკალცემიას და/ან ჰიპერკალციურიას;

ნეფროლითიაზი;

ნეფროკალცინოზი;

D ჰიპერვიტამინოზი.

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პრეპარატი პაციენტებში სარკოიდოზით ვიტამინ D-ს მის აქტიურ ფორმაში მეტაბოლიზმის სიჩქარის გაზრდის რისკის გამო. ასეთ პაციენტებში აუცილებელია სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი და თირკმლის ფუნქციის კონტროლი შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის გაზომვის გზით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისათვის, რომლებიც ერთდროულად იტარებენ მკურნალობას საგულე გლიკოზიდებით ან დიურეზულებით, და პაციენტებში კენჭის წარმოქმნისადმნი მაღალი მიდრეკილებით. ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (300 მგ-ზე მეტი (7,5 მმოლი)/24 საათი), ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების შემთხვევაში, დოზა უნდა იქნას შემცირებული ან შეწყდეს მკურნალობა.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მოხდეს სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატების დონეების კონტროლირება. გათვალისიწნებული უნდა იქნას რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ვიტამინი D ქოლეკალციფეროლის ფორმით სათანადოდ არ მეტაბოლიზდება, ამიტომ უნდა იქნას გამოყენებული ვიტამინ D-ს სხვა ფორმები.

ვიტამინ D-ს შემცველი სხვა სამკურნალო პრეპარატების დანიშვნისას, საჭიროა პრეპარატ კოლედანში ვიტამინ D-ს (5000 სე) შემცველობის გათვლისწინება. ვიტამინ D-ს დამატებითი დოზები მიღებული უნდა იქნას სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის უფრო ხშირი კონტროლირება.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს რაფინირებულ არაქისის ზეთს. პრეპარატი კოლედანი უკუნაჩვენებია არახისზე ან სოიოზე ალერგიის შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თიაზიდური დიურეზულები ამცირებენ კალციუმის ექსკრეციას შარდთან ერთად. ჰიპერკალციემიის მომატებული რისკის გამო, რეკომენდირებულია რეგულარულად სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი თიაზუდურ დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენებისას.

ფენიტოინის ან ბარბიტურატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს ეფექტურობა მეტაბოლიზმის აქტივაციის გამო.

ვიტამინ D-ს ჭარბი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რამაც შეიძლება გაზარდოს დიგიტალისის ტოქსიურობის და სერიოზული არითმიების რისკი დამატებითი ინოტროპული ეფექტების გამო. პაციენტებში საჭიროა ეკგ-ს პარამეტრების და სისხლის შრატში კალციუმის დონის სათანადო კონტროლი.

გლუკოკორტიკოიდებს შეუძლიათ ვიტამინ D-ს მეტაბოლიზმის და გამოყოფის გაძლიერება. ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ კოლედანის უფრო მაღალი დოზა.

იონგაცვლითი ფისებით თანმხლებმა მკურნალობამ, როგორიცაა ქოლესტირამინი, ან საფაღარათო საშუალებებით, როგორიცაა პარაფინის ზეთი, შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრეაქტიდან. ორლისტატმა შეიძლება დაარღვიოს ქოლეკალცირეროლის აბსორბცია, რადგანაც ის ცხიმში ხსნადია.

ციტოტოქსიური აგენტი აქტინომიცინი და იმიდაზოლური სოკოს საწინააღმდეგო აგენტები გავლენას ახდენენ ვიტამინ D-ს აქტიურობაზე, აინჰიბირებენ რა 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს გარდაქმნას 1,25-დიჰიდროქსივიტამინ D-დ თირკმლის ფერმენტ 25-ჰიდროქსივიტამინი D-1-ჰიდროქსილაზას მიერ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ვიტამინ D-ს დეფიციტი მავნებელია დედისთვის და ბავშვისთვის. ცხოველებზე კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ვიტამინ D-ს მაღალ დოზებს გააჩნიათ ტერატოგენური მოქმედება.

ორსულობის დროს თავი უნდა იქნას არიდებული ვიტამინ D-ს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებას, რადგან ხანგრძლივმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება, სუპრავალვულარული აორტალური სტენოზი და რეტინოპათია ბავშვებში.

პრეპარატ კოლედანის დასაშვები დოზა შეადგენს 2 კაფსულას 5000 სე კვირაში მხოლოდ ვიტამინ D-ს დეფიციტის არსებობისას.

ლაქტაცია

ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. არასასურველი რეაქციები ჩვილ ბავშვებში არ აღნიშნულა. პრეპარატ კოლედანის გამოყენება შეიძლება რეკომენდირებული დოზებით ლაქტაციის პერიოდში ვიტამინ D-ს დეფიციტის დროს.

ფერტილობა

მოსალოდნელია, რომ ვიტამინ D-ს ნორმალური ენდოგენური დონე არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ნაკლებად სავარაუდოა პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება ან ხორხის შეშუპება.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს D-ს ჰიპერვიტამინოზი. ვიტამინ D-ს სიჭარბე იწვევს სისხლში კალციუმის ანომალურად მაღალ დონეს, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს რბილის ქსვილების და თირკმელების სერიოზული დაზიანებები. ვიტამინ D3-ის (ქოლეკალციფეროლის) მაქსიმალურად ასატანი მოხმარება დადგენილია 4000 სე (100 მკგ) დონეზე დღეში. საჭიროა ვიტამინ D3-ს დიფერენცირება მისი აქტიური მეტაბოლიტებიდან.

ჰიპერკალციემიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მადის დაქვეითებას, წყურვილს, გულისრევას, შეკრულობას, მუცლის ტკივილს, კუნთების სისუსტეს, დაღლილობას, ფსიქიურ აშლილობებს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, ძვლების ტკივილს, ნეფროკალცინოზს, კენჭებს თირკმელებში და, მძიმე შემთხვევებში, არითმიას. მძიმე ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და ლეტალური დასასრული.

კალციუმის მუდმივმა მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების შუქცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

მკურნალობა

საჭიროა ვიტამინ D-ს მიღების შეწყვეტა. ასევე უნდა შეწყდეს მკურნალობა თიაზიდური დიურეზულებით, ლითიუმით, A ვიტამინით და საგულე გლიკოზიდებით. განხილული უნდა იქნას რეჰიდრატაციის შესალებლობა და, სიმძიმის ხარისხის მიხედვით, იზოლირებული ან კომბინირებული მკურნალობა მარყუჟოვანი დიურეზულებით, ბისფოსფონატებით, კალციტონინით და კორტიკოსტეროიდებით. აუცილებელია სისლის შრატში ელექტროლიტების, თირკმელების ფუნქციის და დიურეზის კონტროლი. მძიმე შემთხვევებშო საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიის და ცენტრალური ვენოზური წნევის პარამეტრების კონტროლი.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0,125 მგ (5000 სე ექვივალენტი).

დამხმარე ნივთიერება: რაფინირებული არაქისის ზეთი; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი.

პრეპარატის ათქ კოდი A11CC05

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. ვიტამინი D და მისი ანალოგები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვიტამინი D აძლიერებს ნაწლავში კალციუმის და ფოსფატების შეწოვას.

ვიტამინი D3-ის გამოყენება ხელს უშლის რაქიტის განვითარებას ბავშვებში და ოსტეომალაციისა მოზრდილებში. ის ასევე თრგუნავს პარათირეოიდული ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებას, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და იწვევს ძვლების გაძლიერებულ რეზორბციას. ძვლების და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გარდა, მრავალ სხვა ქსოვილებს გააჩნიათ D ვიტამინის რეცეპტორები, რომლებსაც უკავშირდება D ვიტამინის აქტიური ჰორმონალური ფორმა (კალციტრიოლი).

ფარმაკოკინეტიკა

ვიტამინი D

მზის ზემოქმედება: ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით 7-დეჰიდროქოლესტერინი, რომელიც არის კანში, გარდაიქმნება ქოლეკალციფეროლად.

შეწოვა

ვიტამინი D კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. საკვების მიღება პოტენციურად აძლიერებს ვიტამინ D-ს შეწოვას.

განაწილება და ბიოტრანსფორმაცია

ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები ცირკულირებენ სისხლში, შეკავშირებული სპეციფიკურ გლობულინთან. ვიტამინი D ჰიდროქსილირდება ღვიძლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის წარმოქმნით. შემდეგ ის ექვემდებარება შემდგომ ჰიდროქსილირებას თირკმელებში აქტიური მეტაბოლიტის 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლის წარმოქმნით. 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი - აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის აბსორბციის გაზრდაზე. ვიტამინი D, რომელიც არ მეტაბოლიზდება, დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში.

ქოლეკალციფეროლის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიიღწევა დაახლოებით 7 დღის შემდეგ. შემდგომ 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი ნელა გამოიყოფა; ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 დღეს. ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან და განავალთან ერთად.

გამოყოფა

ვიტამინი D გამოიყოფა ძირითადად ნაღველით და განავლით, უმნიშვნელო რაოდენობა - შარდით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კოლედანი

სავაჭრო დასახელება

კოლედანი, Coledan

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ქოლეკალციფეროლი, Cholecalciferol

სამკურნალო ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა: ოვალური, გაუმჭვირვალე, ღია ყავისფერი ფერის, რბილი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავს გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარს.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0,125 მგ (5000 სე ექვივალენტი).

დამხმარე ნივთიერება: რაფინირებული არაქისის ზეთი; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი.

პრეპარატის ათქ კოდი A11CC05

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. ვიტამინი D და მისი ანალოგები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვიტამინი D აძლიერებს ნაწლავში კალციუმის და ფოსფატების შეწოვას.

ვიტამინი D3-ის გამოყენება ხელს უშლის რაქიტის განვითარებას ბავშვებში და ოსტეომალაციისა მოზრდილებში. ის ასევე თრგუნავს პარათირეოიდული ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებას, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და იწვევს ძვლების გაძლიერებულ რეზორბციას. ძვლების და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გარდა, მრავალ სხვა ქსოვილებს გააჩნიათ D ვიტამინის რეცეპტორები, რომლებსაც უკავშირდება D ვიტამინის აქტიური ჰორმონალური ფორმა (კალციტრიოლი).

ფარმაკოკინეტიკა

ვიტამინი D

მზის ზემოქმედება: ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით 7-დეჰიდროქოლესტერინი, რომელიც არის კანში, გარდაიქმნება ქოლეკალციფეროლად.

შეწოვა

ვიტამინი D კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. საკვების მიღება პოტენციურად აძლიერებს ვიტამინ D-ს შეწოვას.

განაწილება და ბიოტრანსფორმაცია

ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები ცირკულირებენ სისხლში, შეკავშირებული სპეციფიკურ გლობულინთან. ვიტამინი D ჰიდროქსილირდება ღვიძლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის წარმოქმნით. შემდეგ ის ექვემდებარება შემდგომ ჰიდროქსილირებას თირკმელებში აქტიური მეტაბოლიტის 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლის წარმოქმნით. 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი - აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის აბსორბციის გაზრდაზე. ვიტამინი D, რომელიც არ მეტაბოლიზდება, დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში.

ქოლეკალციფეროლის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიიღწევა დაახლოებით 7 დღის შემდეგ. შემდგომ 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი ნელა გამოიყოფა; ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 დღეს. ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან და განავალთან ერთად.

გამოყოფა

ვიტამინი D გამოიყოფა ძირითადად ნაღველით და განავლით, უმნიშვნელო რაოდენობა - შარდით.

გამოყენების ჩვენებები

ვიტამინ D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზარდებსა და მოზრდილებში.

ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დამატების სახით პაციენტებში ვიტამინ D-ს დეფიციტით ან ვიტამინ D-ს დეფიციტის აღნიშვნის რისკით, უმჯობესია კალციუმთან კომბინაციაში.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

რეკომენდირებული დოზა: 1 კაფსულა (5000 სე) კვირაში.

სისხლის შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25-(OH)D) საჭირო დონის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები.

ერთი კვირის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 კაფსულას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

კორექცია არ არის საჭირო.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

არ არის რეკომენდირებული სამკურნალო პრეპარატის კოლედანი გამოყენება პაცინტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.

ბავშვები

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღებად.

კაფსულა მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, წყლის დაყოლებით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

დაავადებები და/ან მდგომარეობები, რომლებიც იწვევნ ჰიპერკალცემიას და/ან ჰიპერკალციურიას;

ნეფროლითიაზი;

ნეფროკალცინოზი;

D ჰიპერვიტამინოზი.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება ან ხორხის შეშუპება.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პრეპარატი პაციენტებში სარკოიდოზით ვიტამინ D-ს მის აქტიურ ფორმაში მეტაბოლიზმის სიჩქარის გაზრდის რისკის გამო. ასეთ პაციენტებში აუცილებელია სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი და თირკმლის ფუნქციის კონტროლი შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაციის გაზომვის გზით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისათვის, რომლებიც ერთდროულად იტარებენ მკურნალობას საგულე გლიკოზიდებით ან დიურეზულებით, და პაციენტებში კენჭის წარმოქმნისადმნი მაღალი მიდრეკილებით. ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (300 მგ-ზე მეტი (7,5 მმოლი)/24 საათი), ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების შემთხვევაში, დოზა უნდა იქნას შემცირებული ან შეწყდეს მკურნალობა.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მოხდეს სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატების დონეების კონტროლირება. გათვალისიწნებული უნდა იქნას რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ვიტამინი D ქოლეკალციფეროლის ფორმით სათანადოდ არ მეტაბოლიზდება, ამიტომ უნდა იქნას გამოყენებული ვიტამინ D-ს სხვა ფორმები.

ვიტამინ D-ს შემცველი სხვა სამკურნალო პრეპარატების დანიშვნისას, საჭიროა პრეპარატ კოლედანში ვიტამინ D-ს (5000 სე) შემცველობის გათვლისწინება. ვიტამინ D-ს დამატებითი დოზები მიღებული უნდა იქნას სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის უფრო ხშირი კონტროლირება.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს რაფინირებულ არაქისის ზეთს. პრეპარატი კოლედანი უკუნაჩვენებია არახისზე ან სოიოზე ალერგიის შემთხვევაში.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ნაკლებად სავარაუდოა პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ვიტამინ D-ს დეფიციტი მავნებელია დედისთვის და ბავშვისთვის. ცხოველებზე კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ვიტამინ D-ს მაღალ დოზებს გააჩნიათ ტერატოგენური მოქმედება.

ორსულობის დროს თავი უნდა იქნას არიდებული ვიტამინ D-ს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებას, რადგან ხანგრძლივმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება, სუპრავალვულარული აორტალური სტენოზი და რეტინოპათია ბავშვებში.

პრეპარატ კოლედანის დასაშვები დოზა შეადგენს 2 კაფსულას 5000 სე კვირაში მხოლოდ ვიტამინ D-ს დეფიციტის არსებობისას.

ლაქტაცია

ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. არასასურველი რეაქციები ჩვილ ბავშვებში არ აღნიშნულა. პრეპარატ კოლედანის გამოყენება შეიძლება რეკომენდირებული დოზებით ლაქტაციის პერიოდში ვიტამინ D-ს დეფიციტის დროს.

ფერტილობა

მოსალოდნელია, რომ ვიტამინ D-ს ნორმალური ენდოგენური დონე არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ფერტილობაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თიაზიდური დიურეზულები ამცირებენ კალციუმის ექსკრეციას შარდთან ერთად. ჰიპერკალციემიის მომატებული რისკის გამო, რეკომენდირებულია რეგულარულად სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი თიაზუდურ დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენებისას.

ფენიტოინის ან ბარბიტურატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს ეფექტურობა მეტაბოლიზმის აქტივაციის გამო.

ვიტამინ D-ს ჭარბი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რამაც შეიძლება გაზარდოს დიგიტალისის ტოქსიურობის და სერიოზული არითმიების რისკი დამატებითი ინოტროპული ეფექტების გამო. პაციენტებში საჭიროა ეკგ-ს პარამეტრების და სისხლის შრატში კალციუმის დონის სათანადო კონტროლი.

გლუკოკორტიკოიდებს შეუძლიათ ვიტამინ D-ს მეტაბოლიზმის და გამოყოფის გაძლიერება. ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ კოლედანის უფრო მაღალი დოზა.

იონგაცვლითი ფისებით თანმხლებმა მკურნალობამ, როგორიცაა ქოლესტირამინი, ან საფაღარათო საშუალებებით, როგორიცაა პარაფინის ზეთი, შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრეაქტიდან. ორლისტატმა შეიძლება დაარღვიოს ქოლეკალცირეროლის აბსორბცია, რადგანაც ის ცხიმში ხსნადია.

ციტოტოქსიური აგენტი აქტინომიცინი და იმიდაზოლური სოკოს საწინააღმდეგო აგენტები გავლენას ახდენენ ვიტამინ D-ს აქტიურობაზე, აინჰიბირებენ რა 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს გარდაქმნას 1,25-დიჰიდროქსივიტამინ D-დ თირკმლის ფერმენტ 25-ჰიდროქსივიტამინი D-1-ჰიდროქსილაზას მიერ.

ჭარბი დოზირება

ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს D-ს ჰიპერვიტამინოზი. ვიტამინ D-ს სიჭარბე იწვევს სისხლში კალციუმის ანომალურად მაღალ დონეს, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს რბილის ქსვილების და თირკმელების სერიოზული დაზიანებები. ვიტამინ D3-ის (ქოლეკალციფეროლის) მაქსიმალურად ასატანი მოხმარება დადგენილია 4000 სე (100 მკგ) დონეზე დღეში. საჭიროა ვიტამინ D3-ს დიფერენცირება მისი აქტიური მეტაბოლიტებიდან.

ჰიპერკალციემიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მადის დაქვეითებას, წყურვილს, გულისრევას, შეკრულობას, მუცლის ტკივილს, კუნთების სისუსტეს, დაღლილობას, ფსიქიურ აშლილობებს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, ძვლების ტკივილს, ნეფროკალცინოზს, კენჭებს თირკმელებში და, მძიმე შემთხვევებში, არითმიას. მძიმე ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და ლეტალური დასასრული.

კალციუმის მუდმივმა მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების შუქცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

მკურნალობა

საჭიროა ვიტამინ D-ს მიღების შეწყვეტა. ასევე უნდა შეწყდეს მკურნალობა თიაზიდური დიურეზულებით, ლითიუმით, A ვიტამინით და საგულე გლიკოზიდებით. განხილული უნდა იქნას რეჰიდრატაციის შესალებლობა და, სიმძიმის ხარისხის მიხედვით, იზოლირებული ან კომბინირებული მკურნალობა მარყუჟოვანი დიურეზულებით, ბისფოსფონატებით, კალციტონინით და კორტიკოსტეროიდებით. აუცილებელია სისლის შრატში ელექტროლიტების, თირკმელების ფუნქციის და დიურეზის კონტროლი. მძიმე შემთხვევებშო საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიის და ცენტრალური ვენოზური წნევის პარამეტრების კონტროლი.

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

15 კაფსულა ბლისტერში.

2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა