პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

დეტრი-კაფსი

DETRI-CAPS

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დეტრი-კაფსის აქტიური ნივთიერებაა ვიტამინი D3. ვიტამინი D3 ორგანიზმს ეხმარება კალციუმის ათვისებაში და ხელს უწყობს ძვლების ფორმირებას. პრეპარატი დეტრი-კაფსი გამოიყენება ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში. ვიტამინი D3-ის დეფიციტის სამკურნალოდ მოზრდილებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კოლეკალციფეროლი (colecalciferol)
ფორმა და შეფუთვა
10 000 ს.ე. რბილი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
H. C. Clover Productos Y Servicios S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
ATC კოდი
A11CC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044642
რეგისტრირებულია
22 იანვარი 2026, მოქმედებს 22 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს ,,ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადეტრი-კაფსი და სხვა წამალი ერთად

დეტრი-კაფსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეტრი-კაფსის აქტიური ნივთიერებაა ვიტამინი D3. ვიტამინი D3 ორგანიზმს ეხმარება კალციუმის ათვისებაში და ხელს უწყობს ძვლების ფორმირებას.

პრეპარატი დეტრი-კაფსი გამოიყენება

ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში.

ვიტამინი D3-ის დეფიციტის სამკურნალოდ მოზრდილებში.

ვიტამინი D3-ის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს, როდესაც საკვები რაციონი ან ცხოვრების წესი ვიტამინ D3-ის საკმარისად მიღებას ვერ უზრუნველყოფს ან ორგანიზმში გაზრდილია მოთხოვნილება ვიტამინ D3-ზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად, ძვლების გარკვეული მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიც არის ძვლების განვითარების შემაფერხებელი მდგომარეობა (ოსტეომალაცია) და ძვლის მასის შემცირება (ოსტეოპოროზი).

დეტრი-კაფსი გამოიყენება მოზრდილ და ხანდაზმულ პაციენტებში.

რისი ცოდნაა საჭირო დეტრი-კაფსის მიღებამდე

დეტრი-კაფსს ნუ მიიღებთ თუ:

  • აღგენიშნებათ ალერგია ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D) ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)
  • გაქვთ კალციუმის მომატებული დონე სისხლში (ჰიპერკალციემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია)
  • გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები (თირკმლის მწვავე უკმარისობა)
  • აღგენიშნებათ D ვიტამინის მომატებული შემცველობა სისხლში (D ჰიპერვიტამინოზი)
  • გაქვთ კალციუმის კენჭები ან კალციუმის ნადები თირკმელებში (ნეფროლითიაზი, ნეფროკალციონიზი).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

დოზირება

დეტრი-კაფსის რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზმში D ვიტამინის დონის და მკურნალობის მიმართ რეაქციის მიხედვით.

D ვიტამინის დეფიციტის პრფილაქტიკისთვის (შემანარჩუნებელი დოზა):

მოზრდილებსა და ხანდაზმულებში: 800-1000 სე დღეში ან ეკვივალენტური ყოველკვირეული ან ყოველთვიური დოზა.

ოსტეოპოროზით დაავადებულ მოზრდილებსა და ხანდაზმულებში: 800-1000 სე დღეში

ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში: მაქსიმალური რეკომენდებული დოზა: 2000 სე დღეში ან ეკვივალენტური ყოველკვირეული ან ყოველთვიური დოზა ოსტეპოროზით დაავადებულ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა დაცემის და მოტეხილობის რისკის განსაკუთრებით მაღალია.

D ვიტამინის მწვავე დეფიციტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და ხანდაზმულებში (დამტვირთავი დოზა)

800-4000 სე დღეში ან ეკვივალენტური ყოველკვირეული ან ყოველთვიური დოზა.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის და/ან შარდის რეგულარული ანალიზები.

გამოყენება ბავშვებში

დეტრი-კაფსი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი

კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყალთან ერთად.

დეტრი-კაფსის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ჰიპერკალციემიასთან და/ან ჰიპერკალციურიასთან დაკავშირებული დაავადებები/მდგომარეობები.

ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი, D-ჰიპერვიტამინოზი.

თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

დეტრი-კაფსის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ პრეპარატით ხანგრძლივ მკურნალობას იტარებთ. თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს კალციუმის დონის კონტროლი სისხლში ან შარდში. თირკმლის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებებს (გლიკოზიდებს ან დიურეტიკებს) იღებენ, კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილ პაციენტებში (ლითიაზი) და სისხლში ფოსფატის მომატებული დონის არსებობისას (ჰიპერფოსფატემია)

თუ გაქვთ თირკმლის დაზიანება ან დაავადება. ექიმმა კალციუმის დონე უნდა განსაზღვროს სისხლში ან შარდში.

თუ აღგენიშნებათ პარათირეოიდული ჰორმონის დისბალანსი (ფსევდოჰიპოპარათირეოზი).

თუ გაქვთ იმუნური სისტემის დარღვევა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ღვიძლზე, ფილტვებზე, კანზე ან ლიმფურ კვანძებზე (სარკოიდოზი). ექიმმა კალციუმის დონე უნდა განსაზღვროს სისხლში ან შარდში.

თუ უკვე იღებთ D-ვიტამინის დამატებით დოზას.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის პრეპარატის 0-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს.

დიურეტიკები (ტაბლეტები, რომელიც შარდმდენ ეფექტს იწვევს). ასეთ შემთხვევაში, ექიმმა რეგულარულად უნდა გააკონტროლოს კალციუმის დონე სისხლში

კორტიკოსტეროიდები (“სტეროიდები”, მაგ., პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი). შესაძლოა, საჭირო იყოს D-ვიტამინის დოზის მომატება

ქოლესტირამინი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ქოლესტერინის დონეს აქვეითებენ) ან საფაღარათო საშუალებები (პარაფინის ზეთი) ან ორლისტატი. ასეთი მედიკამენტების მიღებისას, D-ვიტამინის შეწოვა მცირდება

გულის დაავადებების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები). ასეთ შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობაა საჭირო და შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს გულის ეკგ-ს გადაღება და კალციუმის დონის კონტროლი სისხლში

ანტიკოვულსანტები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ., ფენიტოინი), ციტოტოქსიკური საშუალებები, აქტინომიცინი და იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, საძილე საშუალებები (მაგ., ჰიდანტოინის ბარბიტურატები) ან პრიმიდონი. ეს პრეპარატები D-ვიტამინის ეფექტს ამცირებენ.

კალციტონინი, ეტიდრონატი, გალიუმის ნიტრატი, პამიდრონატი ან პლიკამიცინი. ეს პრეპარატები სისხლში კალციუმის დონეს ამცირებენ.

კალციუმის შემცველი პრეპარატები მაღალი დოზით. ეს პრეპარატები ზრდიან სისხლში კალციუმის მაღალი დონის (ჰიპერკალციემიის) რისკს.

მაგნიუმის შემცველი პრეპარატები (მაგ., ანტაციდები). ასეთი პრეპარატების გამოყენება D-ვიტამინის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის, მაგნიუმის დონის მომატების რისკის გამო.

ფოსფორის შემცველი პრეპარატები მაღალი დოზით. ასეთი პრეპარატების მაღალი დოზით გამოყენება სისხლში ფოსფატის დონის მომატების რისკს ზრდის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ასევე, თუ ორსულობას გეგმავთ ან ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით, პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ასეთი მაღალი კონცენტრაციის შემცველი შემადგენლობა არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დეტრი-კაფსი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დეტრი-კაფსი შეიცავს:

სორბიტოლს: თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს.

დაისის ყვითელი (მხოლოდ დეტრი-კაფსი 10 000 სე-ს შემთხვევაში):

დეტრი-კაფსი 10 000 კაფსულები შეიცავს დაისის ყვითელს, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს).

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში დეტრი-კაფსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

თუ განგივითარდებათ სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიც არის

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება

ყლაპვის გაძნელება

ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დეტრი-კაფსის მიღება და მიმართეთ ექიმს

არსებული მონაცემების საფუძველზე გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ვერ განისაზღვრა.

დეტრი-კაფსის მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი ეფექტები:

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში):

კალციუმის ჭარბი დონე სისხლში (ჰიპერკალციემია). ახლავს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, უმადობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, კუნთების სისუსტე, ძილიანობა და გონების დაბინდვა.

კალციუმის ჭარბი დონე შარდში (ჰიპერკალციურია).

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 შემთხვევაში):

კანის ქავილი (პრურიტუსი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ აცნობოთ ნაციონალურ მარეგულირებელ ორგანოს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას შეუწყობთ ხელს.

  • დეტრი-კაფსის შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზა

მადის დაკარგვა, წყურვილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, გონების დაბინდვა, გახშირებული შარდვა, ძვლების ტკივილი, თირკმლის პრობლემები და მძიმე შემთხვევებში, არითმია, კომა ან სიკვდილიც კი.

კაფსულების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ შეფუთვა და დარჩენილი კაფსულები.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დეტრი-კაფსის მიღება

დეტრი-კაფსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ეს დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ. შემდეგი დოზა მომდევნო დანიშნულ დროს მიიღეთ. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ და პრეპარატის რეკომენდებული დოზის მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს გააგრძელეთ. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

შემდგომში, მომდევნო კაფსულა ექიმის დანიშნულების შესაბამისად მიიღეთ. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დეტრი-კაფსის მიღების შეწყვეტა

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

დეტრი-კაფსის შეფუთვის შიგთავსი

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი

თითოეული 10 000 სე კაფსულა შეიცავს 250 მკგ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3), რაც 10 000 სე-ს ეკვივალენტურია.

თითოეული 50 000 სე კაფსულა შეიცავს 1250 მკგ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3), რაც 50 000 სე-ს ეკვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტები:

10 000 სე კაფსულა: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები და E-ვიტამინის აცეტატი (α-ტოკოფერილის აცეტატი) (E307).

50 000 სე კაფსულა: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები და E-ვიტამინის აცეტატი (α-ტოკოფერილის აცეტატი) (E307).

კაფსულის გარსი 10 000 სე: ჟელატინი (E441), გლიცეროლი (E422), ნაწილობრივ დეჰიდრატირებული თხევადი სორბიტოლი, დაისის ყვითელი (E110) და გაწმენდილი წყალი.

კაფსულის გარსი 50 000 სე: ჟელატინი (E441), გლიცეროლი (E422), ნაწილობრივ დეჰიდრატირებული თხევადი სორბიტოლი, ქინოლინის ყვითელი (E104) და გაწმენდილი წყალი.

დეტრი-კაფსის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ვიტამინი D3 10 000 სეUნარინჯისფერი, გამჭვირვალე, მრგვალი ჟელატინის კაფსულები. კაფსულის შიგთავსი გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ვიტამინი D3 50 000 სეUყვითელი ფერის, გამჭვირვალე, მრგვალი ჟელატინის კაფსულები. კაფსულის შიგთავსი გამჭვირვალე, უფერო სითხეა.

დეტრი-კაფსის 10 000 სეUკაფსულები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. თითოეულ ბლისტერზე მოთავსებულია 10 კაფსულა. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

დეტრი-კაფსის 50 000 სეUკაფსულები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. თითოეულ ბლისტერზე მოთავსებულია 5 კაფსულა. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი:

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

შენახვის პირობები

36 თვე

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატი არ ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ასეთი მიდგომით გარემოს დაცვას შეუწყობთ ხელს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

D ვიტამინი და მისი ანალოგები, ათქ კოდი: A11CC05

ბიოლოგიურად აქტიური ფორმით, D ვიტამინი ასტიმულირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში, კალციუმის შეღწევას ოსტეოიდში და კალციუმის გამოთავისუფლებას ძვლოვანი ქსოვილიდან.

წვრილ ნაწლავში D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის სწრაფ და დაყოვნებულ ათვისებას, ასევე ასტიმულირებს ფოსფატის პასიურ და აქტიურ გადაადგილებას.

თირკმელში D ვიტამინი აინჰიბირებს კალციუმის და ფოსფატის გამოყოფას ტუბულარული რეზორბაციით. პარაფარისებრ ჯირკვალში პარათიროიდული ჰორმონის (PTH) წარმოება პირდაპირ ინჰიბირდება D ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური ფორმით. პარათიროიდული ჰორმონის (PTH) სეკრეცია დამატებით ინჰიბირდება ბიოლოგიურად აქტიური D ვიტამინის გავლენით წვრილ ნაწლავში კალციუმის მომატებული ათვისებით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ცხიმში ხსნადი ვიტამინი D3 ნაღვლის მჟავების არსებობისას წვრილ ნაწლავში შეიწოვება მიცელების დახმარებით და სისხლში გადადის ლიმფის ცირკულაციის გზით.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, ვიტამინი D3 ლაგდება ქილომიკრონებში და სისხლში გადადის. ვიტამინი D3 სწრაფად ნაწილდება ორგანიზმში, ძირითადად ღვიძლში, სადაც მეტაბოლიზდება 25-ჰიდროქსივიტამინ D3-ად, რომელიც ძირითადი მარაგის ფორმაა. უფრო მცირე რაოდენობა ნაწილდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში, სადაც ინახება ვიტამინ D D3-ის სახით და შემდგომში ცირკულაციაში გამოთავისუფლდება. მოცირკულირე ვიტამინი D D3 უკავშირდება D ვიტამინთან დამაკავშირებელ ცილას.

ბიოტრანსფორმაცია

ვიტამინი D3 სწრაფად ჰიდროქსილირდება ღვიძლში, D 25- ჰიდროქსივიტამინ D3-ის ფორმირებით და შემდგომ ჰიდროქსილირდება თირკმელში, 1,25- ჰიდროქსივიტამინ D3-ის ფორმირებით, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას წარმოადგენს. შემდგომი ჰიდროქსილაცია მიმდინარეობს ორგანიზმიდან გამოყოფამდე. ვიტამინი D3-ის მცირე პროცენტი ორგანიზმიდან გამოყოფამდე გლუკურონიდაციას გადის.

გამოყოფა

D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალში და შარდში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია:

ინფორმაცია პაციენტებისთვის

დეტრი-კაფსი (Detri-Caps) 10 000 სე რბილი კაფსულები

დეტრი-კაფსი (Detri-Caps) 50 000 სე რბილი კაფსულები

ქოლეკალციფეროლი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

ინსტრუქცია შეინახეთ. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მხოლოდ თქვენ გამოგიწერეს. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუნდაც გამოვლენილი გვერდითი ეფექტი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული არ იყოს. იხ. პუნქტი 4.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის დეტრი-კაფსი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო დეტრი-კაფსის მიღებამდე

დეტრი-კაფსის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

დეტრი-კაფსის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის დეტრი-კაფსი და რისთვის გამოიყენება

დეტრი-კაფსის აქტიური ნივთიერებაა ვიტამინი D3. ვიტამინი D3 ორგანიზმს ეხმარება კალციუმის ათვისებაში და ხელს უწყობს ძვლების ფორმირებას.

პრეპარატი დეტრი-კაფსი გამოიყენება

ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში.

ვიტამინი D3-ის დეფიციტის სამკურნალოდ მოზრდილებში.

ვიტამინი D3-ის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს, როდესაც საკვები რაციონი ან ცხოვრების წესი ვიტამინ D3-ის საკმარისად მიღებას ვერ უზრუნველყოფს ან ორგანიზმში გაზრდილია მოთხოვნილება ვიტამინ D3-ზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად, ძვლების გარკვეული მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიც არის ძვლების განვითარების შემაფერხებელი მდგომარეობა (ოსტეომალაცია) და ძვლის მასის შემცირება (ოსტეოპოროზი).

დეტრი-კაფსი გამოიყენება მოზრდილ და ხანდაზმულ პაციენტებში.

რისი ცოდნაა საჭირო დეტრი-კაფსის მიღებამდე

დეტრი-კაფსს ნუ მიიღებთ თუ:

  • აღგენიშნებათ ალერგია ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D) ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)
  • გაქვთ კალციუმის მომატებული დონე სისხლში (ჰიპერკალციემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია)
  • გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები (თირკმლის მწვავე უკმარისობა)
  • აღგენიშნებათ D ვიტამინის მომატებული შემცველობა სისხლში (D ჰიპერვიტამინოზი)
  • გაქვთ კალციუმის კენჭები ან კალციუმის ნადები თირკმელებში (ნეფროლითიაზი, ნეფროკალციონიზი).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

დეტრი-კაფსის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან,

თუ პრეპარატით ხანგრძლივ მკურნალობას იტარებთ. თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს კალციუმის დონის კონტროლი სისხლში ან შარდში. თირკმლის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებებს (გლიკოზიდებს ან დიურეტიკებს) იღებენ, კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილ პაციენტებში (ლითიაზი) და სისხლში ფოსფატის მომატებული დონის არსებობისას (ჰიპერფოსფატემია)

თუ გაქვთ თირკმლის დაზიანება ან დაავადება. ექიმმა კალციუმის დონე უნდა განსაზღვროს სისხლში ან შარდში.

თუ აღგენიშნებათ პარათირეოიდული ჰორმონის დისბალანსი (ფსევდოჰიპოპარათირეოზი).

თუ გაქვთ იმუნური სისტემის დარღვევა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ღვიძლზე, ფილტვებზე, კანზე ან ლიმფურ კვანძებზე (სარკოიდოზი). ექიმმა კალციუმის დონე უნდა განსაზღვროს სისხლში ან შარდში.

თუ უკვე იღებთ D-ვიტამინის დამატებით დოზას.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის პრეპარატის 0-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს.

დიურეტიკები (ტაბლეტები, რომელიც შარდმდენ ეფექტს იწვევს). ასეთ შემთხვევაში, ექიმმა რეგულარულად უნდა გააკონტროლოს კალციუმის დონე სისხლში

კორტიკოსტეროიდები (“სტეროიდები”, მაგ., პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი). შესაძლოა, საჭირო იყოს D-ვიტამინის დოზის მომატება

ქოლესტირამინი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ქოლესტერინის დონეს აქვეითებენ) ან საფაღარათო საშუალებები (პარაფინის ზეთი) ან ორლისტატი. ასეთი მედიკამენტების მიღებისას, D-ვიტამინის შეწოვა მცირდება

გულის დაავადებების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები). ასეთ შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობაა საჭირო და შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს გულის ეკგ-ს გადაღება და კალციუმის დონის კონტროლი სისხლში

ანტიკოვულსანტები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ., ფენიტოინი), ციტოტოქსიკური საშუალებები, აქტინომიცინი და იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, საძილე საშუალებები (მაგ., ჰიდანტოინის ბარბიტურატები) ან პრიმიდონი. ეს პრეპარატები D-ვიტამინის ეფექტს ამცირებენ.

კალციტონინი, ეტიდრონატი, გალიუმის ნიტრატი, პამიდრონატი ან პლიკამიცინი. ეს პრეპარატები სისხლში კალციუმის დონეს ამცირებენ.

კალციუმის შემცველი პრეპარატები მაღალი დოზით. ეს პრეპარატები ზრდიან სისხლში კალციუმის მაღალი დონის (ჰიპერკალციემიის) რისკს.

მაგნიუმის შემცველი პრეპარატები (მაგ., ანტაციდები). ასეთი პრეპარატების გამოყენება D-ვიტამინის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის, მაგნიუმის დონის მომატების რისკის გამო.

ფოსფორის შემცველი პრეპარატები მაღალი დოზით. ასეთი პრეპარატების მაღალი დოზით გამოყენება სისხლში ფოსფატის დონის მომატების რისკს ზრდის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ასევე, თუ ორსულობას გეგმავთ ან ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით, პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ასეთი მაღალი კონცენტრაციის შემცველი შემადგენლობა არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

დეტრი-კაფსი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დეტრი-კაფსი შეიცავს:

სორბიტოლს: თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს.

დაისის ყვითელი (მხოლოდ დეტრი-კაფსი 10 000 სე-ს შემთხვევაში):

დეტრი-კაფსი 10 000 კაფსულები შეიცავს დაისის ყვითელს, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს).

დეტრი-კაფსის მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

დოზირება

დეტრი-კაფსის რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზმში D ვიტამინის დონის და მკურნალობის მიმართ რეაქციის მიხედვით.

D ვიტამინის დეფიციტის პრფილაქტიკისთვის (შემანარჩუნებელი დოზა):

მოზრდილებსა და ხანდაზმულებში: 800-1000 სე დღეში ან ეკვივალენტური ყოველკვირეული ან ყოველთვიური დოზა.

ოსტეოპოროზით დაავადებულ მოზრდილებსა და ხანდაზმულებში: 800-1000 სე დღეში

ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში: მაქსიმალური რეკომენდებული დოზა: 2000 სე დღეში ან ეკვივალენტური ყოველკვირეული ან ყოველთვიური დოზა ოსტეპოროზით დაავადებულ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა დაცემის და მოტეხილობის რისკის განსაკუთრებით მაღალია.

D ვიტამინის მწვავე დეფიციტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და ხანდაზმულებში (დამტვირთავი დოზა)

800-4000 სე დღეში ან ეკვივალენტური ყოველკვირეული ან ყოველთვიური დოზა.

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის და/ან შარდის რეგულარული ანალიზები.

გამოყენება ბავშვებში

დეტრი-კაფსი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი

კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყალთან ერთად.

დეტრი-კაფსის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში

ჭარბი დოზირებისას, შეიძლება განგივითარდეთ შემდეგი სიმპტომები: მადის დაკარგვა, წყურვილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, გონების დაბინდვა, გახშირებული შარდვა, ძვლების ტკივილი, თირკმლის პრობლემები და მძიმე შემთხვევებში, არითმია, კომა ან სიკვდილიც კი.

კაფსულების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ შეფუთვა და დარჩენილი კაფსულები.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დეტრი-კაფსის მიღება

დეტრი-კაფსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ეს დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ. შემდეგი დოზა მომდევნო დანიშნულ დროს მიიღეთ. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ და პრეპარატის რეკომენდებული დოზის მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს გააგრძელეთ. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

შემდგომში, მომდევნო კაფსულა ექიმის დანიშნულების შესაბამისად მიიღეთ. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დეტრი-კაფსის მიღების შეწყვეტა

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში დეტრი-კაფსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

თუ განგივითარდებათ სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიც არის

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება

ყლაპვის გაძნელება

ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დეტრი-კაფსის მიღება და მიმართეთ ექიმს

არსებული მონაცემების საფუძველზე გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ვერ განისაზღვრა.

დეტრი-კაფსის მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი ეფექტები:

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში):

კალციუმის ჭარბი დონე სისხლში (ჰიპერკალციემია). ახლავს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, უმადობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, კუნთების სისუსტე, ძილიანობა და გონების დაბინდვა.

კალციუმის ჭარბი დონე შარდში (ჰიპერკალციურია).

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 შემთხვევაში):

კანის ქავილი (პრურიტუსი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ აცნობოთ ნაციონალურ მარეგულირებელ ორგანოს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას შეუწყობთ ხელს.

  • დეტრი-კაფსის შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 36 თვე

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატი არ ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ასეთი მიდგომით გარემოს დაცვას შეუწყობთ ხელს.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

დეტრი-კაფსის შეფუთვის შიგთავსი

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი

თითოეული 10 000 სე კაფსულა შეიცავს 250 მკგ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3), რაც 10 000 სე-ს ეკვივალენტურია.

თითოეული 50 000 სე კაფსულა შეიცავს 1250 მკგ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3), რაც 50 000 სე-ს ეკვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტები:

10 000 სე კაფსულა: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები და E-ვიტამინის აცეტატი (α-ტოკოფერილის აცეტატი) (E307).

50 000 სე კაფსულა: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები და E-ვიტამინის აცეტატი (α-ტოკოფერილის აცეტატი) (E307).

კაფსულის გარსი 10 000 სე: ჟელატინი (E441), გლიცეროლი (E422), ნაწილობრივ დეჰიდრატირებული თხევადი სორბიტოლი, დაისის ყვითელი (E110) და გაწმენდილი წყალი.

კაფსულის გარსი 50 000 სე: ჟელატინი (E441), გლიცეროლი (E422), ნაწილობრივ დეჰიდრატირებული თხევადი სორბიტოლი, ქინოლინის ყვითელი (E104) და გაწმენდილი წყალი.

დეტრი-კაფსის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ვიტამინი D3 10 000 სეUნარინჯისფერი, გამჭვირვალე, მრგვალი ჟელატინის კაფსულები. კაფსულის შიგთავსი გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ვიტამინი D3 50 000 სეUყვითელი ფერის, გამჭვირვალე, მრგვალი ჟელატინის კაფსულები. კაფსულის შიგთავსი გამჭვირვალე, უფერო სითხეა.

დეტრი-კაფსის 10 000 სეUკაფსულები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. თითოეულ ბლისტერზე მოთავსებულია 10 კაფსულა. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

დეტრი-კაფსის 50 000 სეUკაფსულები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. თითოეულ ბლისტერზე მოთავსებულია 5 კაფსულა. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი:

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

მწარმოებელი:

H. C. Clover Productos Y Servicios S.L., ესპანეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა