ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზარდებსა და მოზრდილებში. ოსტეოპოროზის სპეციფიური თერაპიის დამატების სახით პაციენტებში ვიტამინ D-ს დეფიციტით ან ვიტამინ D-ს დეფიციტის აღნიშვნის რისკით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კოლეკალციფეროლი (colecalciferol)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000სე კაფსულა №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
- ATC კოდი
- A11CC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034152
- რეგისტრირებულია
- 5 იანვარი 2022, მოქმედებს 5 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კოლედანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზარდებსა და მოზრდილებში.
ოსტეოპოროზის სპეციფიური თერაპიის დამატების სახით პაციენტებში ვიტამინ D-ს დეფიციტით ან ვიტამინ D-ს დეფიციტის აღნიშვნის რისკით.
მიღების წესი და დოზირება
ერთი კაფსულა შეიცავს 1000 სე ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3).
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები
ვიტამინ D-ს დეფიციტის მკურნალობა: 1-4 კაფსულა (1000-4000 სე) დღე-ღამეში 10 კვირის განმავლობაში დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპიით, რომელიც შეადგენს 1-2 კაფსულას (1000-2000 სე) დღე-ღამეში (ექიმის რეკომენდაციის მიხედვით).
შრატში 25-(OH)D შემდგომი გაზომვები უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ, სამიზნე დონის მიღწევის დასადასტურებლად.
ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ან მკურნალობა: 1-2 კაფსულა (1000-2000 სე) დღე-ღამეში. მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების დანიშვნა.
მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი მიდრეკილნი არიან ვიტამინ D-ს დეფიციტის უფრო მაღალ რისკს, რასთანაც დაკავშირებით ასეთ ჯგუფებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები და 25-(OH)D დონის მონიტორინგი სისხლის შრატში:
- ინსტიტუციონალიზირებული ან ჰოსპიტალიზირებული პირები;
- შავკანიანი ადამიანები;
- პირები მზის შეზღუდული ეფექტური ზემოქმედებით დამცავი ტანსაცმლის გამოყენების ან მზისგან დამცავი მოწყობილობების მუდმივი გამოყენების გამო;
- პაციენტები ოსტეოპოროზის დიაგნოზით;
- სხეულის ჭარბი წონის მქონე პირები;
- პაციენტები, რომლებიც იყენებენ ზოგიერთ თანმხლებ სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები, ანტირეტროვირუსული პრეპარატები);
- პაციენტები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს ვიტამინ D-ს დეფიციტის მკურნალობა და საჭიროებენ შემანარჩუნებელ თერაპიას;
- პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით;
- მალაბსორბციის მქონე პაციენტები, ნაწლავის ანთებითი დაავადების და ცელიაკიის ჩათვლით.
ოსტეოპოროზის სპეციფიური თერაპიის დამატების სახით: 1 კაფსულა (1000 სე) დღე-ღამეში.
ბავშვები (12 წელზე უფროსი ასაკის)
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ვიტამინ D-ს დეფიციტის ან დეფიციტის წარმოქმნის რისკის მკურნალობა: 1 კაფსულა (1000 სე) დღე-ღამეში, დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატი გამოიყენება ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (1-12 წლის)
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ჰიპერკალცემია და/ან ჰიპერკალციურია;
ნეფროლითიაზი;
ჰიპერვიტამინოზი;
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით და მოხდეს სისხლში კალციუმის და ფოსფატების დონის კონტროლირება. გათვალისიწნებული უნდა იქნას რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ქოლეკალციფეროლის მეტაბოლიზმი დარღვეულია, ამიტომ ვიტამინ D-ს სხვა ფორმები უნდა იქნას გამოყენებული.
პრეპარატი კოლედანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კალციუმშემცველი თირკმლისმიერი კენჭების წარმოქმნისადმი მიდერეკილებით.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ვიტამინ D-ს გამოყენებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში სარკოიდოზით, ვიტამინ D-ს მის აქტიურ ფორმაში მეტაბოლიზმის სიჩქარის შესაძლო ზრდის გამო. ამ პაციენტებში საჭიროა სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
პრეპარატის საერთო დღიური დოზის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვიტამინ D-ს დანამატების, ვიტამინ D-ს შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება ან სხვა წყაროებიდან ვიტამინ D-ს მიღება.
კალციუმის დამატებითი დანიშვნის საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად.
კალციუმის თანმხლები გამოყენება უნდა განხორციელდეს სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. მკურნალობის დროს საჭიროა სამედიცინო დაკვირვება ჰიპერკალციემიის თავიდან ასაცილებლად.
ბავშვები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს რაფინირებულ არაქისის ზეთს. პრეპარატი კოლედანი უკუნაჩვენებია არაქისზე ან სოიოზე ალერგიის შემთხვევაში.
სანსეტ ყვითელმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის რეკომენდირებული ფოსფატების ინფუზიის დანიშვნა ჰიპერკალციემიის შესამცირებლად ვიტამინ D-ს ჰიპერვიტამინოზის დროს მეტასტაზური კალციფიკაციის საშიშრობის გამო.
პაციენტები, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი კალციუმის მაღალი დონის მიმართ, ამიტომ მათ უნდა გაუკონტროლდეთ ეკგ-ს პარამეტრები და კალციუმის დონე. რეკომენდირებულია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, თუ შარდში კალციუმის შემცველობა აღემატება 7,5 მმოლ / დღე-ღამეში (300 მგ / დღე-ღამეში).
ბენზოთიადიაზინის წარმოებულების (თიაზიდური შარდმდენების) ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი, რადგან ისინი ამცირებენ შარდით კალციუმის გამოყოფას. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას, რეკომენდირებულია სისხლის შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლირი.
D ვიტამინის ან მისი წარმოებულების ანალოგების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლის შრატში კალციუმის დონის სათანადო მონიტორინგი.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი) ან ბარბიტურატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტურობა ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო.
რიფამპიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს ეფექტურობა ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო.
იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს ეფექტურობა მისი მეტაბოლური აქტივაციის ინჰიბირების გამო.
სამკურნალო საშუალებებით თანმხლებმა მკურნალობამ, რომლებიც იწვევენ ცხიმის შეწოვის დარღვევას, როგორიცაა ორლისტატი, პარაფინის ზეთი, ქოლესტირამინი, შეიძლება შეამციროს ქოლეკალციფეროლის შეწოვა.
ციტოტოქსიური აგენტი აქტინომიცინი და იმიდაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აგენტები გავლენას ახდენენ ვიტამინ D-ს აქტიურობაზე, აინჰიბირებენ რა 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს გარდაქმნას 1,25-დიჰიდროქსივიტამინ D-დ თირკმლის ფერმენტ 25-ჰიდროქსივიტამინი D-1-ჰიდროქსილაზას მიერ.
გლუკოკორტიკოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტურობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კოლედანი 1000 სე არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ საჭიროებს ქოლეკალციფეროლით მკურნალობას იმ დოზით, რომელიც აუცილებელია დეფიციტის დასაძლევად.
ორსულობის დროს ქალებმა უნდა დაიცვან ექიმის რეკომენდაციები, დოზა კი შეიძლება ვარირებდეს დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
ორსულობის დროს თავი უნდა იქნას არიდებული ვიტამინ D-ს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებას, რადგან ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება, გულისა და თვალის თანდაყოლილი მანკები.
ლაქტაცია
ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში ჭარბი დოზირების შემთხვევები, დაკავშირებული დედის მიერ პრეპარატის გამოყენებასთან, არ არის აღწერილი. თუმცა, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს დედის მიერ მიღებული ვიტამინ D-ს დოზა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენასთან დაკავშირებული კვლევები. ქოლეკალციფეროლს არ გააჩნია ცნობილი არასასურველი რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ქოლეკალციფეროლის მწვავე ან ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, სისხლის შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაციის მომატება. ინტოქსიკაციის სიმპტომები არასპეციფიურია და მოიცავს გულისრევას, ღებინებას, საწყის ეტაპზე - დიარეას, მოგვიანებით ეტაპზე - ყაბზობას, მადის დაკარგვას, დაღლილობას, თავის ტკივილს, მიალგიას, ართრალგიას, კუნთების სისუსტეს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, ნეფროლითიაზს, ნეფროკალცინოზს, თირკმლის უკმარისობას, რბილი ქსოვილების კალციფიკაციას, ეკგ პარამეტრების შეცვლას, არითმიებს და პანკრეატიტს. იშვიათ და ერთეულ შემთხვევებში არის შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ჰიპერკალციემია იწვევდა ლეტალურ დასასრულს.
მკურნალობა
პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ჰიპერკალციემიის აღმოფხვრას რამდენიმე კვირა სჭირდება. რეკომენდაციები ჰიპერკალციემიის სამკურნალოდ: უნდა შეწყდეს ვიტამინ D-ს მიღება, დანამატების და საკვებთან ერთად მოხმარების ჩათვლით და საჭიროა მზის სხივებისგან თავის არიდება. მკურნალობის ზომები შეიძლება შეიცავდეს დიეტას კალციუმის დაბალი შემცველობით ან კალციუმის გარეშე, დიდი რაოდენობით სითხის გამოყენებას და შარდმდენებით მკურნალობას, როგორიცაა ფუროსემიდი, ადექვატური დიურეზის უზრუნველყოფისათვის. ასევე შეიძლება განხილული იქნას კალციტონინისთ ან კორტიკოსტეროიდებით დამატებითი მკურნალობა.
არ არის რეკომენდირებული ფოსფატების ინფუზიის დანიშვნა ჰიპერკალციემიის შესამცირებლად D ჰიპერვიტამინოზის დროს მეტასტაზური კალციფიკაციის საშიშროების გამო.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0,025 მგ (1000 სე ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერება: რაფინირებული არაქისის ზეთი; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი სანსეტი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი.
პრეპარატის ათქ კოდი A11CC05
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გსავლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ,“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. ვიტამინი D და მისი ანალოგები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ქოლეკალციფეროლი წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, მათ შორის მზის სხივების ზემოქმედებით.
ვიტამინ D-ს ბიოლოგიურად აქტიური ფორმა ასტიმულირებს კალციუმის იონების შეწოვას წვრილი ნაწლავიდან, ოსტეოკლასტურ რეზორბციას და კალციუმის გამოთავისუფლებას ძვლოვანი ქსოვილიდან. წვრილ ნაწლავში ის ხელს უწყობს კალციუმის სწრაფ და დაგვიანებულ შეწოვას. ვიტამინი D ასევე ასტიმულირებს ფოსფატების პასიურ და აქტიურ ტრანსპორტს. თირკმელებში ის აინჰიბირებს კალციუმის და ფოსფატის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს მილაკოვან რეაბსორბციას. ქოლეკალციფეროლის ბიოლოგიურად აქტიური ფორმის გავლენით და კალციუმის იონების აბსორბციის გაძლიერებით წვრილ ნაწლავში ხდება პარათირეოიდული ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვა.
ფარმაკოკინეტიკა
ქოლეკალციფეროლის ფარმაკოკინეტიკა სათანადოდ არის შესწავლილი და კარგად ცნობილია. ქოლეკალციფეროლი პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ალიმენტარული ლიპიდების და ნაღვლის მჟავების არსებობისას დოზებით, რომლებიც მიიღება საკვებთან ერთად.
ქოლეკალციფეროლი გროვდება ცხიმოვან ქსოვილში. მისი ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 დღეს.
ქოლეკალციფეროლი მეტაბოლიზდება მიკროსომული ჰიდროქსილაზით 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე (25-(OH)D3, კალციდიოლი), ვიტამინ D3-ის დეპონირების ძირითად ფორმამდე. 25-(OH)D3 ექვემდებარება თირკმელებში მეორად ჰიდროქსილირებას, უპირატესი აქტიური მეტაბოლიტის 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (1,25-(OH)2D3, კალციტრიოლი) წარმოქმნით. სისხლში მოცირკულირე მეტაბოლიტები უკავშირდებიან სპეციფიკურ α- გლობინს.
ქოლეკალციფეროლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, სისხლის შრატში 25-(OH)D3 მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 7 დღის შემდეგ. შემდგომ 25-(OH)D3 ნელა გამოიყოფა; ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 დღეს. ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან და განავალთან ერთად.
ქოლეკალციფეროლის მაღალი დოზების მიღების შემდეგ, 25-(OH)D3 შრატისმიერი კონცენტრაცია შეიძლება დარჩეს მომატებული რამდენიმე თვის განმავლობაში. დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ჰიპერკალციემია შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
კოლედანი
სავაჭრო დასახელება
კოლედანი, Coledan
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ქოლეკალციფეროლი, Cholecalciferol
სამკურნალო ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა: რბილი ჟელატინის კაფსულები, ოვალური, გაუმჭვირვალე, ყავისფერი ფერის, რომლებიც შეიცავს გამჭვირვალე უფერო ხსნარს.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0,025 მგ (1000 სე ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერება: რაფინირებული არაქისის ზეთი; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი სანსეტი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი.
პრეპარატის ათქ კოდი A11CC05
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. ვიტამინი D და მისი ანალოგები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ქოლეკალციფეროლი წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, მათ შორის მზის სხივების ზემოქმედებით.
ვიტამინ D-ს ბიოლოგიურად აქტიური ფორმა ასტიმულირებს კალციუმის იონების შეწოვას წვრილი ნაწლავიდან, ოსტეოკლასტურ რეზორბციას და კალციუმის გამოთავისუფლებას ძვლოვანი ქსოვილიდან. წვრილ ნაწლავში ის ხელს უწყობს კალციუმის სწრაფ და დაგვიანებულ შეწოვას. ვიტამინი D ასევე ასტიმულირებს ფოსფატების პასიურ და აქტიურ ტრანსპორტს. თირკმელებში ის აინჰიბირებს კალციუმის და ფოსფატის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს მილაკოვან რეაბსორბციას. ქოლეკალციფეროლის ბიოლოგიურად აქტიური ფორმის გავლენით და კალციუმის იონების აბსორბციის გაძლიერებით წვრილ ნაწლავში ხდება პარათირეოიდული ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვა.
ფარმაკოკინეტიკა
ქოლეკალციფეროლის ფარმაკოკინეტიკა სათანადოდ არის შესწავლილი და კარგად ცნობილია. ქოლეკალციფეროლი პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ალიმენტარული ლიპიდების და ნაღვლის მჟავების არსებობისას დოზებით, რომლებიც მიიღება საკვებთან ერთად.
ქოლეკალციფეროლი გროვდება ცხიმოვან ქსოვილში. მისი ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 დღეს.
ქოლეკალციფეროლი მეტაბოლიზდება მიკროსომული ჰიდროქსილაზით 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე (25-(OH)D3, კალციდიოლი), ვიტამინ D3-ის დეპონირების ძირითად ფორმამდე. 25-(OH)D3 ექვემდებარება თირკმელებში მეორად ჰიდროქსილირებას, უპირატესი აქტიური მეტაბოლიტის 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (1,25-(OH)2D3, კალციტრიოლი) წარმოქმნით. სისხლში მოცირკულირე მეტაბოლიტები უკავშირდებიან სპეციფიკურ α- გლობინს.
ქოლეკალციფეროლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, სისხლის შრატში 25-(OH)D3 მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 7 დღის შემდეგ. შემდგომ 25-(OH)D3 ნელა გამოიყოფა; ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 დღეს. ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან და განავალთან ერთად.
ქოლეკალციფეროლის მაღალი დოზების მიღების შემდეგ, 25-(OH)D3 შრატისმიერი კონცენტრაცია შეიძლება დარჩეს მომატებული რამდენიმე თვის განმავლობაში. დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ჰიპერკალციემია შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
გამოყენების ჩვენებები
ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზარდებსა და მოზრდილებში.
ოსტეოპოროზის სპეციფიური თერაპიის დამატების სახით პაციენტებში ვიტამინ D-ს დეფიციტით ან ვიტამინ D-ს დეფიციტის აღნიშვნის რისკით.
გამოყენების წესი და დოზირება
ერთი კაფსულა შეიცავს 1000 სე ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3).
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები
ვიტამინ D-ს დეფიციტის მკურნალობა: 1-4 კაფსულა (1000-4000 სე) დღე-ღამეში 10 კვირის განმავლობაში დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, შემდგომი შემანარჩუნებელი თერაპიით, რომელიც შეადგენს 1-2 კაფსულას (1000-2000 სე) დღე-ღამეში (ექიმის რეკომენდაციის მიხედვით).
შრატში 25-(OH)D შემდგომი გაზომვები უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ, სამიზნე დონის მიღწევის დასადასტურებლად.
ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ან მკურნალობა: 1-2 კაფსულა (1000-2000 სე) დღე-ღამეში. მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების დანიშვნა.
მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი მიდრეკილნი არიან ვიტამინ D-ს დეფიციტის უფრო მაღალ რისკს, რასთანაც დაკავშირებით ასეთ ჯგუფებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები და 25-(OH)D დონის მონიტორინგი სისხლის შრატში:
- ინსტიტუციონალიზირებული ან ჰოსპიტალიზირებული პირები;
- შავკანიანი ადამიანები;
- პირები მზის შეზღუდული ეფექტური ზემოქმედებით დამცავი ტანსაცმლის გამოყენების ან მზისგან დამცავი მოწყობილობების მუდმივი გამოყენების გამო;
- პაციენტები ოსტეოპოროზის დიაგნოზით;
- სხეულის ჭარბი წონის მქონე პირები;
- პაციენტები, რომლებიც იყენებენ ზოგიერთ თანმხლებ სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები, ანტირეტროვირუსული პრეპარატები);
- პაციენტები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს ვიტამინ D-ს დეფიციტის მკურნალობა და საჭიროებენ შემანარჩუნებელ თერაპიას;
- პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით;
- მალაბსორბციის მქონე პაციენტები, ნაწლავის ანთებითი დაავადების და ცელიაკიის ჩათვლით.
ოსტეოპოროზის სპეციფიური თერაპიის დამატების სახით: 1 კაფსულა (1000 სე) დღე-ღამეში.
ბავშვები (12 წელზე უფროსი ასაკის)
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ვიტამინ D-ს დეფიციტის ან დეფიციტის წარმოქმნის რისკის მკურნალობა: 1 კაფსულა (1000 სე) დღე-ღამეში, დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატი გამოიყენება ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (1-12 წლის)
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
სამკურნალო პრეპარატ კოლედანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ საჭიროებს მკურნალობას.
ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში ჭარბი დოზირების შემთხვევები, დაკავშირებული დედის მიერ პრეპარატის გამოყენებასთან, არ არის აღწერილი. თუმცა, ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის პრეპარატის დანიშვნისას, გათვალისწინებული უნდა იქნას დედის მიერ მიღებული ვიტამინ D-ს დოზა.
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად.
კაფსულა უნდა იქნას გადაყლაპოს მთლიანად, წყლის დაყოლებით, სასურველია ძირითადი საკვების მიღების დროს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ჰიპერკალცემია და/ან ჰიპერკალციურია;
ნეფროლითიაზი;
ჰიპერვიტამინოზი;
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირად - ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით და მოხდეს სისხლში კალციუმის და ფოსფატების დონის კონტროლირება. გათვალისიწნებული უნდა იქნას რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ქოლეკალციფეროლის მეტაბოლიზმი დარღვეულია, ამიტომ ვიტამინ D-ს სხვა ფორმები უნდა იქნას გამოყენებული.
პრეპარატი კოლედანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კალციუმშემცველი თირკმლისმიერი კენჭების წარმოქმნისადმი მიდერეკილებით.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ვიტამინ D-ს გამოყენებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში სარკოიდოზით, ვიტამინ D-ს მის აქტიურ ფორმაში მეტაბოლიზმის სიჩქარის შესაძლო ზრდის გამო. ამ პაციენტებში საჭიროა სისხლის შრატში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
პრეპარატის საერთო დღიური დოზის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვიტამინ D-ს დანამატების, ვიტამინ D-ს შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება ან სხვა წყაროებიდან ვიტამინ D-ს მიღება.
კალციუმის დამატებითი დანიშვნის საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად.
კალციუმის თანმხლები გამოყენება უნდა განხორციელდეს სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. მკურნალობის დროს საჭიროა სამედიცინო დაკვირვება ჰიპერკალციემიის თავიდან ასაცილებლად.
ბავშვები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს რაფინირებულ არაქისის ზეთს. პრეპარატი კოლედანი უკუნაჩვენებია არაქისზე ან სოიოზე ალერგიის შემთხვევაში.
სანსეტ ყვითელმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ჩატარებულა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენასთან დაკავშირებული კვლევები. ქოლეკალციფეროლს არ გააჩნია ცნობილი არასასურველი რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
კოლედანი 1000 სე არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ საჭიროებს ქოლეკალციფეროლით მკურნალობას იმ დოზით, რომელიც აუცილებელია დეფიციტის დასაძლევად.
ორსულობის დროს ქალებმა უნდა დაიცვან ექიმის რეკომენდაციები, დოზა კი შეიძლება ვარირებდეს დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
ორსულობის დროს თავი უნდა იქნას არიდებული ვიტამინ D-ს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებას, რადგან ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება, გულისა და თვალის თანდაყოლილი მანკები.
ლაქტაცია
ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში ჭარბი დოზირების შემთხვევები, დაკავშირებული დედის მიერ პრეპარატის გამოყენებასთან, არ არის აღწერილი. თუმცა, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს დედის მიერ მიღებული ვიტამინ D-ს დოზა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდირებული ფოსფატების ინფუზიის დანიშვნა ჰიპერკალციემიის შესამცირებლად ვიტამინ D-ს ჰიპერვიტამინოზის დროს მეტასტაზური კალციფიკაციის საშიშრობის გამო.
პაციენტები, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი კალციუმის მაღალი დონის მიმართ, ამიტომ მათ უნდა გაუკონტროლდეთ ეკგ-ს პარამეტრები და კალციუმის დონე. რეკომენდირებულია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა, თუ შარდში კალციუმის შემცველობა აღემატება 7,5 მმოლ / დღე-ღამეში (300 მგ / დღე-ღამეში).
ბენზოთიადიაზინის წარმოებულების (თიაზიდური შარდმდენების) ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი, რადგან ისინი ამცირებენ შარდით კალციუმის გამოყოფას. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას, რეკომენდირებულია სისხლის შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლირი.
D ვიტამინის ან მისი წარმოებულების ანალოგების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლის შრატში კალციუმის დონის სათანადო მონიტორინგი.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი) ან ბარბიტურატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტურობა ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო.
რიფამპიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს ეფექტურობა ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო.
იზონიაზიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს ეფექტურობა მისი მეტაბოლური აქტივაციის ინჰიბირების გამო.
სამკურნალო საშუალებებით თანმხლებმა მკურნალობამ, რომლებიც იწვევენ ცხიმის შეწოვის დარღვევას, როგორიცაა ორლისტატი, პარაფინის ზეთი, ქოლესტირამინი, შეიძლება შეამციროს ქოლეკალციფეროლის შეწოვა.
ციტოტოქსიური აგენტი აქტინომიცინი და იმიდაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აგენტები გავლენას ახდენენ ვიტამინ D-ს აქტიურობაზე, აინჰიბირებენ რა 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს გარდაქმნას 1,25-დიჰიდროქსივიტამინ D-დ თირკმლის ფერმენტ 25-ჰიდროქსივიტამინი D-1-ჰიდროქსილაზას მიერ.
გლუკოკორტიკოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტურობა.
ჭარბი დოზირება
ქოლეკალციფეროლის მწვავე ან ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, სისხლის შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაციის მომატება. ინტოქსიკაციის სიმპტომები არასპეციფიურია და მოიცავს გულისრევას, ღებინებას, საწყის ეტაპზე - დიარეას, მოგვიანებით ეტაპზე - ყაბზობას, მადის დაკარგვას, დაღლილობას, თავის ტკივილს, მიალგიას, ართრალგიას, კუნთების სისუსტეს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, ნეფროლითიაზს, ნეფროკალცინოზს, თირკმლის უკმარისობას, რბილი ქსოვილების კალციფიკაციას, ეკგ პარამეტრების შეცვლას, არითმიებს და პანკრეატიტს. იშვიათ და ერთეულ შემთხვევებში არის შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ჰიპერკალციემია იწვევდა ლეტალურ დასასრულს.
მკურნალობა
პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ჰიპერკალციემიის აღმოფხვრას რამდენიმე კვირა სჭირდება. რეკომენდაციები ჰიპერკალციემიის სამკურნალოდ: უნდა შეწყდეს ვიტამინ D-ს მიღება, დანამატების და საკვებთან ერთად მოხმარების ჩათვლით და საჭიროა მზის სხივებისგან თავის არიდება. მკურნალობის ზომები შეიძლება შეიცავდეს დიეტას კალციუმის დაბალი შემცველობით ან კალციუმის გარეშე, დიდი რაოდენობით სითხის გამოყენებას და შარდმდენებით მკურნალობას, როგორიცაა ფუროსემიდი, ადექვატური დიურეზის უზრუნველყოფისათვის. ასევე შეიძლება განხილული იქნას კალციტონინისთ ან კორტიკოსტეროიდებით დამატებითი მკურნალობა.
არ არის რეკომენდირებული ფოსფატების ინფუზიის დანიშვნა ჰიპერკალციემიის შესამცირებლად D ჰიპერვიტამინოზის დროს მეტასტაზური კალციფიკაციის საშიშროების გამო.
გამოშვების ფორმა
კაფსულები.
30 კაფსულა პლასტმასის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გსავლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ,“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


