პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

კლოტრიმაზოლი

CLOTRIMAZOLE

ურეცეპტოდ1%ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარის, ობის სოკოებით და სხვა პათოგენებით, მგრძნობიარე კლოტრიმაზოლის მიმართ; პირის ღრუს კანდოდოზები (კანდიდოზური სტომატიტი). ნაირფერი ლიქენი, ერითრაზმა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლოტრიმაზოლი (clotrimazole)
ფორმა და შეფუთვა
1% (10მგ/მლ) 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
D01AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043124
რეგისტრირებულია
15 აპრილი 2025, მოქმედებს 15 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლოტრიმაზოლი და სხვა წამალი ერთად

კლოტრიმაზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარის, ობის სოკოებით და სხვა პათოგენებით, მგრძნობიარე კლოტრიმაზოლის მიმართ; პირის ღრუს კანდოდოზები (კანდიდოზური სტომატიტი).

ნაირფერი ლიქენი, ერითრაზმა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის აპლიკაციის წინ კანი უნდა იქნას ჩამობანილი საპნიანი წყლით, განსაკუთრებით თითებსშორის უბნები, და იქნას საგულდაგულოდ გამშრალებული. კლოტრიმაზოლი ისმევა დაზიანებულ უბნებზე დღე-ღამეში2-3-ჯერ და შეიზილება მსუბუქად. კლოტრიმაზოლის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს მთელ დაზიანებულ ზედაპირზე თანაბრად წასასმელად. ტერფების დერმმატომიკოზის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ყოველი დაბანის შემდეგ.

პირის ღრუს სოკოვანი დაზიანებების მკურნალობის დროს ხსნარის 10-20 წვეთი (0,5 – 1 მლ) წაესმება ლორწოვანი გარსის უბნებს ბამბის ტამპონის ან ბამბიანი ჯოხის მეშვეობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის წასმის შემდეგ რეკომენდებულია არ მიიღოთ საკვები და სასმელი 1 საათის მანძილზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:

დერმატომიკოზების დროს -3-4 კვირა.;

ერითრაზმა - 2-4 კვირა;

ქატოსებრი ლიქენი - 1-3 კვირა.

ბავშვები.

ვინაიდან ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, პრეპარატი არ არის რეკომენდებული ამ კატეგორიის პაციენტების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

კლოტრიმაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, თუ ადრე ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებზე. გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის არ გამოყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის კონტაქტი თვალებთან. თუ ეს მაინც მოხდა, თვალები უნდა იქნას ჩამობანილი წყლის დიდი რაოდენობით.

პრეპარატი არ გადაყლაპოთ!

არ არის რეკომენდებული მკურნალობის პერიოდში ისეთი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება, რომელიც არ ატარებს ჰაერსა და ტენს. პრეპარატის წასმის შემდეგ არ დაფაროთ დამუშავებული ზედაპირი ან არ გამოიყენოთ ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) სახვევი.

ეფექტის არდადგომის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მიკრობიოლოგიური გამოკვლევა დიაგნოზის დადასტურებისა და სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით.

პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც დაავადების სიმპტომები უფრო ადრე გაქრა. ამ რეკომენდაციბის დაცვა დაგეხმარებათ რეინფექციის განვითარების (დაავადების ხელმეორედ განვითარების) პროფილაქტიკაში.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლოტრიმაზოლი თრგუნავს სხვა გარეგანი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას, კერძოდ ამფოტერიცინის, ნისტატინისა და ნატამიცინისა.

კლოტრიმაზოლის ანტიმიკრობული მოქმედება აძლიერებს ჰიდროქსიბენზოის მჟავას პროპილის ეთერის მაღალ კონცენტრაციებს.

დექსამეტაზონი მაღალ დოზებში აფერხებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კლინიკური კვლევები ქალების ფერტილობაზე კლოტრიმაზოლის გავლენის შესახებ არ ჩატარებულა, თუმცა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევას არ გამოუვლენია ფერტილობაზე კლოტრიმაზოლის ზემოქმედება.

ორსულობის დროს კლოტრიმაზოლის გამოყენების კვლევების რაოდენობა შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს არ გამოუვლენია პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეგავლენა რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. პროფილაქტიკის ზომების სახით სასურველია თავიდან იქნას აცილებული კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

კლოტრიმაზოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა იქნას შეწყვეტილი.

ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმის მართვისას რეაქციის სისწრაფეზე გავლენის მოხდენის უნარი.

არ მოქმედებს.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემა.

ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტიური/ანაფილაქტიუდური რეაქციების ჩათვლით( ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპებები, არტერიული ჰიპოტენზია,გულის წასვლა, ქოშინი, ჭინჭრის ციება).

კანი და კანქვეშა უჯრედისი

შეწითლება, ბებერების წარმოქმნა, აქერცვლა, წვის/სიცხის შეგრძნება, ჩხვლტები, ლოკალური შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ზოგადი გაღიზიანება, ტკივილი/დისკომფორტი, სიმშრალის შეგრძნება, ალერგიული, კონტაქტური დერმატიტი.

ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

სიმპტომები: მწვავე ინტოქციკაციის არანაირი რისკი არ არსებობს, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბება მოხდეს კანზე ერთჯერადი წასმის შემდეგ (გამოყენება კანის დიდ ზედაპირზე პირობებში, რომლებიც ხელს უწყობს მომატებულ შეწოვას), ასევე შემთხვევითი პერორალური გამოყენების შემდეგ.

პრეპარატის დიდი რაოდენობის ორგანიზმში მოხვედრის დროს შეიძლება იშვიათად წარმოიშვას კუჭის ამორეცხვის აუცილებლობა, თუკი დოზა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, გამოყენებული იყო უახლოესი ერთი საათის წინ ან თუ არსებობს დოზის გადაჭარბების ხილული სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, კუჭის გამორეცხვა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არის სასუნთქი გზების შესაფერისი დაცვა. სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: კლოტრიმაზოლი

პრეპარატის 1 მლ შეიცავს კლოტრიმაზოლს (100% მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით)- 10 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 400, ეთანოლი 96%.

სამკურნალო ფორმა. ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე ოდნავ მოყვითალო ფერით.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები. სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 25 მლ ფლაკონში.

გაცემის კატეგორია- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის. იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი D01AC01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

კლოტრიმაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული, მოქმედების ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის სინთეზის დამუხრუჭებაში, რომელიც საჭიროა სოკოების უჯრედული მემბრანის აღმშენებლობისათვის, რაც იწვევს მისი გამტარუნარიანობის დაზიანებას და უჯრედის შემდგომ დარღვევას. გარდა ამისა, კლოტრიმაზოლი თრგუნავს პეროქსიდაზების აქტიურობას, რაც დამატებით აიოლებს სოკოს უჯრედში წყალბადის ზეჟანგის დაგროვებას. წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაცია იზრდება ტოქსიკურ დონემდე, რასაც შემდგომ მოჰყვება უჯრედის დარღვევა.

კლოტრიმაზოლს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარის სოკოების მიმართ; ახდენს ანტიბაქტერიულ ეფექტს ერითრაზმის გამომწვევებზე, სტაფილოკოკებზე (Staphylococcus spp) და სტრეპტოკოკებზე (Streptococcus spp).

ფარმაკოკინეტიკა

კანზე წასმისას აღწევს კანის რქოვან შრეში და იქ გროვდება. გარეგანი გამოყენების დროს კანის მეშვეობით შეიწოვება პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა. პრაქტიკულად არ აბსორბირდება სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კლოტრიმაზოლი

( CLOTRIMAZOLE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: კლოტრიმაზოლი

პრეპარატის 1 მლ შეიცავს კლოტრიმაზოლს (100% მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით)- 10 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 400, ეთანოლი 96%.

სამკურნალო ფორმა. ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე ოდნავ მოყვითალო ფერით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის. იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი D01AC01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

კლოტრიმაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული, მოქმედების ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის სინთეზის დამუხრუჭებაში, რომელიც საჭიროა სოკოების უჯრედული მემბრანის აღმშენებლობისათვის, რაც იწვევს მისი გამტარუნარიანობის დაზიანებას და უჯრედის შემდგომ დარღვევას. გარდა ამისა, კლოტრიმაზოლი თრგუნავს პეროქსიდაზების აქტიურობას, რაც დამატებით აიოლებს სოკოს უჯრედში წყალბადის ზეჟანგის დაგროვებას. წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაცია იზრდება ტოქსიკურ დონემდე, რასაც შემდგომ მოჰყვება უჯრედის დარღვევა.

კლოტრიმაზოლს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარის სოკოების მიმართ; ახდენს ანტიბაქტერიულ ეფექტს ერითრაზმის გამომწვევებზე, სტაფილოკოკებზე (Staphylococcus spp) და სტრეპტოკოკებზე (Streptococcus spp).

ფარმაკოკინეტიკა

კანზე წასმისას აღწევს კანის რქოვან შრეში და იქ გროვდება. გარეგანი გამოყენების დროს კანის მეშვეობით შეიწოვება პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა. პრაქტიკულად არ აბსორბირდება სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარის, ობის სოკოებით და სხვა პათოგენებით, მგრძნობიარე კლოტრიმაზოლის მიმართ; პირის ღრუს კანდოდოზები (კანდიდოზური სტომატიტი).

ნაირფერი ლიქენი, ერითრაზმა.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

კლოტრიმაზოლი თრგუნავს სხვა გარეგანი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას, კერძოდ ამფოტერიცინის, ნისტატინისა და ნატამიცინისა.

კლოტრიმაზოლის ანტიმიკრობული მოქმედება აძლიერებს ჰიდროქსიბენზოის მჟავას პროპილის ეთერის მაღალ კონცენტრაციებს.

დექსამეტაზონი მაღალ დოზებში აფერხებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

გამოყენების თავისებურებები.

კლოტრიმაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, თუ ადრე ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებზე. გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის არ გამოყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის კონტაქტი თვალებთან. თუ ეს მაინც მოხდა, თვალები უნდა იქნას ჩამობანილი წყლის დიდი რაოდენობით.

პრეპარატი არ გადაყლაპოთ!

არ არის რეკომენდებული მკურნალობის პერიოდში ისეთი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება, რომელიც არ ატარებს ჰაერსა და ტენს. პრეპარატის წასმის შემდეგ არ დაფაროთ დამუშავებული ზედაპირი ან არ გამოიყენოთ ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) სახვევი.

ეფექტის არდადგომის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მიკრობიოლოგიური გამოკვლევა დიაგნოზის დადასტურებისა და სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით.

პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც დაავადების სიმპტომები უფრო ადრე გაქრა. ამ რეკომენდაციბის დაცვა დაგეხმარებათ რეინფექციის განვითარების (დაავადების ხელმეორედ განვითარების) პროფილაქტიკაში.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

კლინიკური კვლევები ქალების ფერტილობაზე კლოტრიმაზოლის გავლენის შესახებ არ ჩატარებულა, თუმცა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევას არ გამოუვლენია ფერტილობაზე კლოტრიმაზოლის ზემოქმედება.

ორსულობის დროს კლოტრიმაზოლის გამოყენების კვლევების რაოდენობა შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს არ გამოუვლენია პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეგავლენა რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. პროფილაქტიკის ზომების სახით სასურველია თავიდან იქნას აცილებული კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

კლოტრიმაზოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა იქნას შეწყვეტილი.

ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმის მართვისას რეაქციის სისწრაფეზე გავლენის მოხდენის უნარი.

არ მოქმედებს.

გამოყენების წესი და დოზები.

პრეპარატის აპლიკაციის წინ კანი უნდა იქნას ჩამობანილი საპნიანი წყლით, განსაკუთრებით თითებსშორის უბნები, და იქნას საგულდაგულოდ გამშრალებული. კლოტრიმაზოლი ისმევა დაზიანებულ უბნებზე დღე-ღამეში2-3-ჯერ და შეიზილება მსუბუქად. კლოტრიმაზოლის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს მთელ დაზიანებულ ზედაპირზე თანაბრად წასასმელად. ტერფების დერმმატომიკოზის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ყოველი დაბანის შემდეგ.

პირის ღრუს სოკოვანი დაზიანებების მკურნალობის დროს ხსნარის 10-20 წვეთი (0,5 – 1 მლ) წაესმება ლორწოვანი გარსის უბნებს ბამბის ტამპონის ან ბამბიანი ჯოხის მეშვეობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის წასმის შემდეგ რეკომენდებულია არ მიიღოთ საკვები და სასმელი 1 საათის მანძილზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს:

დერმატომიკოზების დროს -3-4 კვირა.;

ერითრაზმა - 2-4 კვირა;

ქატოსებრი ლიქენი - 1-3 კვირა.

ბავშვები.

ვინაიდან ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, პრეპარატი არ არის რეკომენდებული ამ კატეგორიის პაციენტების სამკურნალოდ.

დოზის გადაჭარბება.

პრეპარატის ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

სიმპტომები: მწვავე ინტოქციკაციის არანაირი რისკი არ არსებობს, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბება მოხდეს კანზე ერთჯერადი წასმის შემდეგ (გამოყენება კანის დიდ ზედაპირზე პირობებში, რომლებიც ხელს უწყობს მომატებულ შეწოვას), ასევე შემთხვევითი პერორალური გამოყენების შემდეგ.

პრეპარატის დიდი რაოდენობის ორგანიზმში მოხვედრის დროს შეიძლება იშვიათად წარმოიშვას კუჭის ამორეცხვის აუცილებლობა, თუკი დოზა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, გამოყენებული იყო უახლოესი ერთი საათის წინ ან თუ არსებობს დოზის გადაჭარბების ხილული სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, კუჭის გამორეცხვა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არის სასუნთქი გზების შესაფერისი დაცვა. სიმპტომური თერაპია.

გვერდითი რეაქციები.

იმუნური სისტემა.

ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტიური/ანაფილაქტიუდური რეაქციების ჩათვლით( ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპებები, არტერიული ჰიპოტენზია,გულის წასვლა, ქოშინი, ჭინჭრის ციება).

კანი და კანქვეშა უჯრედისი

შეწითლება, ბებერების წარმოქმნა, აქერცვლა, წვის/სიცხის შეგრძნება, ჩხვლტები, ლოკალური შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ზოგადი გაღიზიანება, ტკივილი/დისკომფორტი, სიმშრალის შეგრძნება, ალერგიული, კონტაქტური დერმატიტი.

ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები. სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 25 მლ ფლაკონში.

გაცემის კატეგორია- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმო ცენტრი „ბორშჩაგოვის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“.

წარმოების ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 03134, ქალ. კიევი, მირის ქუჩა, 17.

ბოლო გადახედვის თარიღი. 22.02.2019.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა