პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

კლოტრიმაზოლი

CLOTRIMAZOLE

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ინფექციები სასქესო ორგანოების არეში (ვაგინიტი), რომლებიც გამოწვეულია სოკოებით (ჩვეულებრივ Candida-ს სახეობის), და სუპერინფექციები, რომლებიც გამოწვეულია კლოტრიმაზოლისადმი მგრძნოებიარე ბაქტერიებით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლოტრიმაზოლი (clotrimazole)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ვაგინალური ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
G01AF02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043923
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლოტრიმაზოლი და სხვა წამალი ერთად

კლოტრიმაზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინფექციები სასქესო ორგანოების არეში (ვაგინიტი), რომლებიც გამოწვეულია სოკოებით (ჩვეულებრივ Candida-ს სახეობის), და სუპერინფექციები, რომლებიც გამოწვეულია კლოტრიმაზოლისადმი მგრძნოებიარე ბაქტერიებით.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულებში გამოიყენება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ან 1 ტაბლეტი დღეში 6 დღის განმავლობაში.

ვაგინალური ტაბლეტები შეიყვანება საშოში რაც შეიძლება ღრმად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საღამოთი, უფრო მოსახერხებელია შეყვანა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში ოდნავ მოხრილი ფეხებით.

კლოტრიმაზოლი, ვაგინალური ტაბლეტები, უნდა დატენიანდეს საშოში, რათა სრულად გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუხსნელი ვაგინალური ტაბლეტების ნაწილები შეიძლება გამოვარდეს საშოდან. ამის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია პრეპარატის საშოში ისე ღრმად შეყვანა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძილის წინ. თუ ვაგინალური ტაბლეტები სრულად არ იხსნება ერთი ღამის განმავლობაში, უნდა იქნას განხილული ვაგინალური კრემის გამოყენების შესაძლებლობა.

ბავშვები.

არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში 12 წლიდან გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

აკრძალულია ტაბლეტების შიგნით მიღება. თავი უნდა ავარიდოთ კონტაქტს თვალებთან.

პაციენტისთვის რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება შემდეგ შემთხვევებში:

სიმპტომების შენარჩუნება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;

სიმპტომების ხელახლა გამოვლენა 2 თვის განმავლობაში;

ჰიპერმგრძნობელობის აღმოჩენისას ნებისმიერი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ;

თუ პაციენტს ან მის სქესობრივ პარტნიორს ანამნეზში ჰქონდათ დაავადებები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით;

კანდიდოზური ვაგინიტის ორ ეპიზოდზე მეტი ბოლო 6 თვის განმავლობაში;

სხეულის მაღალი ტემპერატურის (38°C ან მეტი), მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების, დიზურიის, ზურგის ტკივილის, საშოდან არასაიამოვნო სუნის მქონე ჩირქიანი გამონადენის, ვულვის წყლულებისა და ვაგინალური წყლულების, გაწითლების, გულისრევის ან ღებინების, დიარეის, ვაგინალური სისხლდენების დროს ან სისხლის კოლტების გამოყოფისას, რომლებსაც თან ახლავს ტკივილი მხარში.

ამ პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა ავარიდოთ ვაგინალურ სქესობრივ კონტაქტებს, ვინაიდან ინფექცია შეიძლება გადაედოს სქესობრივ პარტნიორს. პრეპარატმა შესაძლებელია შეამციროს ლატექსისაგან დამზადებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა (პრეზერვატივები, დიაფრაგმები). ეს ეფექტი დროებითია და აღინიშნება მხოლოდ მკურნალობის პერიოდში. პაციენტებისთვის რეკომენდირებულია კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება პრეპარატის გამოყენების შემდეგ როგორც მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია გარეთა სასქესო ორგანოების იმავდროული დამუშავება კლოტრიმაზოლის 1% მალამოთი ან 1% ხსნარით; აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს დამატებითი სისტემური სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, მეტრონიდაზოლი პერორალურად).

ასევე გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება, თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვი აქვს, რომ არის ორსულად; თუ პაციენტი არის 12 წლამდე ან 60 წლის ზევით ასაკის.

მკურნალობა არ უნდა იქნას ჩატარებული მენსტრუაციის პერიოდში. მკურნალობა უნდა დასრულდეს მენსტრუაციის დაწყებამდე.

პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ტამპონები, ინტრავაგინალური შესხურებები, სპერმიციდები ან სხვა ვაგინალური საშუალებები.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა მისი ფუნქციური მდგომარების პერიოდული შემოწმება.

ეფექტის არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნას ჩატარებული მიკრობიოლოგიური კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად და დაავადების სხვა მიზეზის გამოსარიცხად. რეკომენდირებულია ორივე სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.

აუცილებელია პრეპარატის გამოყენება მკურნალობის მთელი ვადის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადების სიმპტომები უფრო ადრე ალაგდება. ამ რეკომენდაციების დაცვა დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ რეინფექციის განვითარება.

გამოყენება ორსულობს ან ძუძუთი კვების პერიოდში.

მოქმედი ნივთიერების კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ცხოველებზე, არ გამოავლინეს კლოტრიმაზოლის ზეგავლენა ფერტილობაზე და პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. ორსულობის პერიოდში კლოტრიმაზოლის გამოყენების კვლევების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ რეკომენდირებულია პრეპარატ კლოტრიმაზოლის, ვაგინალური ტაბლეტები, გამოყენებისაგან თავის არიდება ორსულობის I ტრიმესტრში.

ორსულობის პერიოდში ვაგინალური ტაბლეტები უნდა იქნას გამოყენებული აპლიკატორის გამოყენების გარეშე.

პრეპარატ კლოტრიმაზოლით, ვაგინალური ტაბლეტებით, მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედების უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

არ მოქმედებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლოტრიმაზოლის, ვაგინალური ტაბლეტების ერთდროულად გამოყენებისას ტაკროლიმუსთან პერორალურად (FK-506; იმუნოდეპრესანტი) ან სიროლიმუსთან შეიძლება გაიზარდოს ტაკროლიმუსის/სიროლიმუსის დონე სისხლის პლაზმაში. საჭიროა ავადმყოფის მდგომარეობის გულდასმითი კონტროლირება ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოსავლენად, აუცილებლობის შემთხვევაში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემოწმებით.

კლოტრიმაზოლის ერთდროულად გამოყენებისას ნისტატინთან, B ამფოტერიცინთან და სხვა პოლიენის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, კლოტრიმაზოლის აქტივობა შეიძლება შემცირდეს.

დექსამეტაზონი, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით, ამცირებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

კლოტრიმაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებენ n-ოქსიბენზოის მჟავას პროპილის ეთერის ადგილობრივი მაღალი კონცნეტრაციები.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ერითემა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, გულის წასვლა, არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, ჭინჭრის ციება, ქავილი. ამ სიმპტომების წარმოქმნის შეთხვევაში კლოტრიმაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლები: კანის აქერცვლა სასქესო ორგანოების არეში; წვის შეგრძნება, გაწითლება, დისკომფორტი, ლორწოვანი გარსის ტკივილი და შეშუპება საშოში შესასვლელ არეში; გაღიზიანება, ტკივილი მენჯის არეში, ვაგინალური სისხლდენა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: მუცლის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მწვავე ინტოქსიკაციის არანაირი რისკი, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბება შესაძლებელია ერთჯერადი ვაგინალური დოზის შემდეგ, ისევე, როგორც შემთხვევითი პერორალურად გამოყენების შემდეგ.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შემთხვევითი პერორალური გამოყენების დროს, იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს კუჭის ამორეცხვა, თუ დოზა, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, გამოყენებული იქნა წინა ერთი საათის განმავლობაში ან სახეზეა დოზის გადაჭარბების სიმპტომები (მაგალითად, თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება). კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სასუნთქი გზების სათანადო დაცვა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: კლოტრიმაზოლი;

1 ტაბლეტი შეიცავს კლოტრიმაზოლს (100% მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით) - 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ადიპინის მჟავა, კალციუმის სტეარატი.

სამკურნალო ფორმა. ვაგინალური ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, ოვალური ფორმის, ორმხრივამობურცული ზედაპირით.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, თითო ბლისტერი კოლოფში.

გაცემის წესი.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში. იმიდაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი G01AF02.

ფარმოკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

იმიდაზოლის ანტიმიკოზული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვასთან, რაც იწვევს ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და ფუნქციურ დაზიანებას.

კლოტრიმაზოლს in vitro და in vivo გააჩნია ანტიმიკოზული აქტივობის ფართო სპექტრი, მოქმედებს დერმატოფიტებზე, საფუარის, ობის სოკოებზე.

ტესტირების შესაბამის პირობებში მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები ამ ტიპის სოკოებისთვის შეადგენენ დაახლოებით სუბსტრატის 0,062-8,0 მკგ/მლ-ზე ნაკლებს.

კლოტრიმაზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პირველად ფუნგისტატურ ან ფუნგიციდურ აქტივობასთან ინფექციის ადგილას კლიტრიმაზოლის კონცენტრაციიდან გამომდინარე.

In vitro აქტივობა შეზღუდულია სოკოს ელემენტებით, რაც პროლიფერირდება; სოკოს სპორებს გააჩნიათ მხოლოდ უმნიშვნელო მგრძნობელობა.

ანტიმიკოზური აქტივობის გარდა, კლოტრიმაზოლი ასევე მოქმედებს Trichomonas vaginalis-ზე, გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები) და გრამ-უარყოფით მიკროორგანიზმებზე (Bacteroids, Gardnerella vaginalis).

In vitro კლოტრიმაზოლი თრგუნავს Corynebacteria-სა და გრამდადებითი კოკების გამრავლებას (Enterococci-ს გარდა) სუბსტრატის 0,5-10 მკგ/მლ კონცენტრაციით და ახდენს ტრიქომონაციდურ მოქმედებას 100 მკგ/მლ კონცენტრაციით.

მგრძნობიარე სოკოების სახეობების თავიდანვე რეზისტენტული შტამები იშვიათად გვხვდება. მკურნალობის დროს მეორადი რეზისტენტობის განვითარება მგრძნობიარე სოკოებში დღემდე აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად.

ფარმაკოკინეტიკა.

შეიწოვება კლოტრიმაზოლის უმნიშვნელო რაოდენობა (3-10%). აბსორბირებული კლოტრიმაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. ამიტომ კლოტრიმაზოლის პლაზმური კონცენტრაციის პიკი ვაგინალური გამოყენების შემდეგ 500 მგ დოზით იყო 10 ნგ/მლ-ზე ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ გაზომვადი სისტემური გვერდითი ეფექტების წარმოქმნა კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური გამოყენების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

კლოტრიმაზოლი

(CLOTRIMAZOLE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: კლოტრიმაზოლი;

1 ტაბლეტი შეიცავს კლოტრიმაზოლს (100% მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით) - 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ადიპინის მჟავა, კალციუმის სტეარატი.

სამკურნალო ფორმა. ვაგინალური ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, ოვალური ფორმის, ორმხრივამობურცული ზედაპირით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში. იმიდაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი G01AF02.

ფარმოკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

იმიდაზოლის ანტიმიკოზული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვასთან, რაც იწვევს ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და ფუნქციურ დაზიანებას.

კლოტრიმაზოლს in vitro და in vivo გააჩნია ანტიმიკოზული აქტივობის ფართო სპექტრი, მოქმედებს დერმატოფიტებზე, საფუარის, ობის სოკოებზე.

ტესტირების შესაბამის პირობებში მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები ამ ტიპის სოკოებისთვის შეადგენენ დაახლოებით სუბსტრატის 0,062-8,0 მკგ/მლ-ზე ნაკლებს.

კლოტრიმაზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პირველად ფუნგისტატურ ან ფუნგიციდურ აქტივობასთან ინფექციის ადგილას კლიტრიმაზოლის კონცენტრაციიდან გამომდინარე.

In vitro აქტივობა შეზღუდულია სოკოს ელემენტებით, რაც პროლიფერირდება; სოკოს სპორებს გააჩნიათ მხოლოდ უმნიშვნელო მგრძნობელობა.

ანტიმიკოზური აქტივობის გარდა, კლოტრიმაზოლი ასევე მოქმედებს Trichomonas vaginalis-ზე, გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები) და გრამ-უარყოფით მიკროორგანიზმებზე (Bacteroids, Gardnerella vaginalis).

In vitro კლოტრიმაზოლი თრგუნავს Corynebacteria-სა და გრამდადებითი კოკების გამრავლებას (Enterococci-ს გარდა) სუბსტრატის 0,5-10 მკგ/მლ კონცენტრაციით და ახდენს ტრიქომონაციდურ მოქმედებას 100 მკგ/მლ კონცენტრაციით.

მგრძნობიარე სოკოების სახეობების თავიდანვე რეზისტენტული შტამები იშვიათად გვხვდება. მკურნალობის დროს მეორადი რეზისტენტობის განვითარება მგრძნობიარე სოკოებში დღემდე აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად.

ფარმაკოკინეტიკა.

შეიწოვება კლოტრიმაზოლის უმნიშვნელო რაოდენობა (3-10%). აბსორბირებული კლოტრიმაზოლი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. ამიტომ კლოტრიმაზოლის პლაზმური კონცენტრაციის პიკი ვაგინალური გამოყენების შემდეგ 500 მგ დოზით იყო 10 ნგ/მლ-ზე ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ გაზომვადი სისტემური გვერდითი ეფექტების წარმოქმნა კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური გამოყენების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ინფექციები სასქესო ორგანოების არეში (ვაგინიტი), რომლებიც გამოწვეულია სოკოებით (ჩვეულებრივ Candida-ს სახეობის), და სუპერინფექციები, რომლებიც გამოწვეულია კლოტრიმაზოლისადმი მგრძნოებიარე ბაქტერიებით.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

კლოტრიმაზოლის, ვაგინალური ტაბლეტების ერთდროულად გამოყენებისას ტაკროლიმუსთან პერორალურად (FK-506; იმუნოდეპრესანტი) ან სიროლიმუსთან შეიძლება გაიზარდოს ტაკროლიმუსის/სიროლიმუსის დონე სისხლის პლაზმაში. საჭიროა ავადმყოფის მდგომარეობის გულდასმითი კონტროლირება ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოსავლენად, აუცილებლობის შემთხვევაში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემოწმებით.

კლოტრიმაზოლის ერთდროულად გამოყენებისას ნისტატინთან, B ამფოტერიცინთან და სხვა პოლიენის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, კლოტრიმაზოლის აქტივობა შეიძლება შემცირდეს.

დექსამეტაზონი, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით, ამცირებს კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

კლოტრიმაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებენ n-ოქსიბენზოის მჟავას პროპილის ეთერის ადგილობრივი მაღალი კონცნეტრაციები.

გამოყენების თავისებურებები.

აკრძალულია ტაბლეტების შიგნით მიღება. თავი უნდა ავარიდოთ კონტაქტს თვალებთან.

პაციენტისთვის რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება შემდეგ შემთხვევებში:

სიმპტომების შენარჩუნება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;

სიმპტომების ხელახლა გამოვლენა 2 თვის განმავლობაში;

ჰიპერმგრძნობელობის აღმოჩენისას ნებისმიერი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ;

თუ პაციენტს ან მის სქესობრივ პარტნიორს ანამნეზში ჰქონდათ დაავადებები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით;

კანდიდოზური ვაგინიტის ორ ეპიზოდზე მეტი ბოლო 6 თვის განმავლობაში;

სხეულის მაღალი ტემპერატურის (38°C ან მეტი), მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების, დიზურიის, ზურგის ტკივილის, საშოდან არასაიამოვნო სუნის მქონე ჩირქიანი გამონადენის, ვულვის წყლულებისა და ვაგინალური წყლულების, გაწითლების, გულისრევის ან ღებინების, დიარეის, ვაგინალური სისხლდენების დროს ან სისხლის კოლტების გამოყოფისას, რომლებსაც თან ახლავს ტკივილი მხარში.

ამ პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა ავარიდოთ ვაგინალურ სქესობრივ კონტაქტებს, ვინაიდან ინფექცია შეიძლება გადაედოს სქესობრივ პარტნიორს. პრეპარატმა შესაძლებელია შეამციროს ლატექსისაგან დამზადებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა (პრეზერვატივები, დიაფრაგმები). ეს ეფექტი დროებითია და აღინიშნება მხოლოდ მკურნალობის პერიოდში. პაციენტებისთვის რეკომენდირებულია კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება პრეპარატის გამოყენების შემდეგ როგორც მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია გარეთა სასქესო ორგანოების იმავდროული დამუშავება კლოტრიმაზოლის 1% მალამოთი ან 1% ხსნარით; აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს დამატებითი სისტემური სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, მეტრონიდაზოლი პერორალურად).

ასევე გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება, თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვი აქვს, რომ არის ორსულად; თუ პაციენტი არის 12 წლამდე ან 60 წლის ზევით ასაკის.

მკურნალობა არ უნდა იქნას ჩატარებული მენსტრუაციის პერიოდში. მკურნალობა უნდა დასრულდეს მენსტრუაციის დაწყებამდე.

პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ტამპონები, ინტრავაგინალური შესხურებები, სპერმიციდები ან სხვა ვაგინალური საშუალებები.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა მისი ფუნქციური მდგომარების პერიოდული შემოწმება.

ეფექტის არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნას ჩატარებული მიკრობიოლოგიური კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად და დაავადების სხვა მიზეზის გამოსარიცხად. რეკომენდირებულია ორივე სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.

აუცილებელია პრეპარატის გამოყენება მკურნალობის მთელი ვადის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადების სიმპტომები უფრო ადრე ალაგდება. ამ რეკომენდაციების დაცვა დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ რეინფექციის განვითარება.

გამოყენება ორსულობს ან ძუძუთი კვების პერიოდში.

მოქმედი ნივთიერების კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ცხოველებზე, არ გამოავლინეს კლოტრიმაზოლის ზეგავლენა ფერტილობაზე და პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. ორსულობის პერიოდში კლოტრიმაზოლის გამოყენების კვლევების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ რეკომენდირებულია პრეპარატ კლოტრიმაზოლის, ვაგინალური ტაბლეტები, გამოყენებისაგან თავის არიდება ორსულობის I ტრიმესტრში.

ორსულობის პერიოდში ვაგინალური ტაბლეტები უნდა იქნას გამოყენებული აპლიკატორის გამოყენების გარეშე.

პრეპარატ კლოტრიმაზოლით, ვაგინალური ტაბლეტებით, მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედების უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

არ მოქმედებს.

გამოყენების წესი და დოზები.

ზრდასრულებში გამოიყენება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ან 1 ტაბლეტი დღეში 6 დღის განმავლობაში.

ვაგინალური ტაბლეტები შეიყვანება საშოში რაც შეიძლება ღრმად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საღამოთი, უფრო მოსახერხებელია შეყვანა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში ოდნავ მოხრილი ფეხებით.

კლოტრიმაზოლი, ვაგინალური ტაბლეტები, უნდა დატენიანდეს საშოში, რათა სრულად გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუხსნელი ვაგინალური ტაბლეტების ნაწილები შეიძლება გამოვარდეს საშოდან. ამის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია პრეპარატის საშოში ისე ღრმად შეყვანა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძილის წინ. თუ ვაგინალური ტაბლეტები სრულად არ იხსნება ერთი ღამის განმავლობაში, უნდა იქნას განხილული ვაგინალური კრემის გამოყენების შესაძლებლობა.

ბავშვები.

არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში 12 წლიდან გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება.

არ არსებობს მწვავე ინტოქსიკაციის არანაირი რისკი, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბება შესაძლებელია ერთჯერადი ვაგინალური დოზის შემდეგ, ისევე, როგორც შემთხვევითი პერორალურად გამოყენების შემდეგ.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შემთხვევითი პერორალური გამოყენების დროს, იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს კუჭის ამორეცხვა, თუ დოზა, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, გამოყენებული იქნა წინა ერთი საათის განმავლობაში ან სახეზეა დოზის გადაჭარბების სიმპტომები (მაგალითად, თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება). კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სასუნთქი გზების სათანადო დაცვა.

გვერდითი რეაქციები.

იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ერითემა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, გულის წასვლა, არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, ჭინჭრის ციება, ქავილი. ამ სიმპტომების წარმოქმნის შეთხვევაში კლოტრიმაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლები: კანის აქერცვლა სასქესო ორგანოების არეში; წვის შეგრძნება, გაწითლება, დისკომფორტი, ლორწოვანი გარსის ტკივილი და შეშუპება საშოში შესასვლელ არეში; გაღიზიანება, ტკივილი მენჯის არეში, ვაგინალური სისხლდენა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: მუცლის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, თითო ბლისტერი კოლოფში.

გაცემის წესი.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

საჯარო სააქციო საზოგადოება “სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მირის ქ., 17.

ბოლო გადახედვის თარიღი. 14.07.2017

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა