პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

კლოტრი-დენკი 100 ვაგინალი

Clotri-Denk 100 Vaginal

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება ვაგინალური სოკოვანი ინფექციბის სამკურნალოდ. კლოტრიმაზოლი, კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აქტიური ნივთიერება, თრგუნავს სოკოს ისეთი უჯრედების ზრდას და გამრავლებას, როგორიც არის მაგალიტად საფუარა, ასევე სხვა ბევრი სოკოვანი ელემენტები და ზოგიერთი ბაქტერია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლოტრიმაზოლი (clotrimazole)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ვაგინალური ტაბლეტი №6 აპლიკატორთან ერთად
მწარმოებელი
Artesan Pharma GmbH & Co.KG., გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
G01AF02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035701
რეგისტრირებულია
29 ივნისი 2022, მოქმედებს 29 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლოტრი-დენკი 100 ვაგინალი და სხვა წამალი ერთად

კლოტრი-დენკი 100 ვაგინალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება ვაგინალური სოკოვანი ინფექციბის სამკურნალოდ.

კლოტრიმაზოლი, კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აქტიური ნივთიერება, თრგუნავს სოკოს ისეთი უჯრედების ზრდას და გამრავლებას, როგორიც არის მაგალიტად საფუარა, ასევე სხვა ბევრი სოკოვანი ელემენტები და ზოგიერთი ბაქტერია.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება

საფუარა სოკოს მიერ გამოწვეული ვაგინალური გამონადენის, სოკოთი გამოწვეული ვაგინალური ანთების დროს - ძირითადად საფუარის სოკოები candida genus – ასევე, კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თანმხლები ინფექციები (სუპერინფექციები).

უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი თავს არ გრძნობს უკეთ, ან მისი მდგომარეობა გაუარესდა.

რა არის გასათვალისწინებელი კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის გამოყენებამდე

კლოტრი დენკ 100 ვაგინალი არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია კლოტრიმაზოლის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. (ჩამოთვლილი პუნქტში 6).

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ამ ინსტრუქციაში აღწერილი გამოყენების ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზა:

თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, მაშინ გამოიყენება 1 ვაგინალური ტაბლეტი დღეში, რაც შეიძლება ღრმად, 6 დღის განმავლობაში, სასურველია ღამით.

გამოყენება აპლიკატორით:

საჭიროა ვაგინალური ტაბლეტის ამოღება ალუმინის ფოლგიდან და მოთავსება აპლიკატორში;

ტაბლეტის შემცველი აპლიკატორი შეჰყავთ რაც შეიძლება ღრმად საშოში. ვაგინალური ტაბლეტები შედის საშოში ტუმბოს ფრთხილი დაჭერით მანამადე, სანამ ის არ გაჩერდება;

გამოყენების შემდეგ საჭიროა აპლიკატორის გამოღება საშოდან და ფრთხილად გაწმენდა თბილი წყლის საშუალებით. ტუმბო ასევე უნდა მოშორდეს აპლიკატორს გაწმენდის მიზნით.

სიფრთხილე გაწმენდის დროს: არ შეიძლება ადუღებული წყლის გამოყენება!

გამოყენება აპლიკატორის გარეშე:

ასევე შესაძლებელია ვაგინალური ტაბლეტების შეყვანა საშოში ხელის მეშვეობით. შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა.

არ არის მიზანშეწონილი მკურნალობა მენსტრუალური პერიოდის დროს. მკურნალობა უნდა იყოს დასრულებული მენსტრუაციის დაწყებამდე.

შენიშვნა: მშრალი საშოს შემთხვევაში, შესაძლოა მთლიანად არ დაიშალოს ვაგინალური ტაბლეტი. შესაძლოა შეინიშნოს, როგორც საშოდან გამოსული მყარი ნაწილების დაშლის სახით, და აღმოაჩინოთ, მაგალითად, საცვლებში. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა მოხდეს ვაგინალური კრემის გამოყენებით, აპლიკატორის მეშვეობით, რომელშიც მოთავსებულია კრემი.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ზოგადად, მკურნალობის კურსი გრძელდება 6 დღე, რაც საკმარისია სოკოვანი ინფექციის ელიმინაციისათვის. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია განმეორდეს.

ზოგადად, სოკოებით გამოწვეული ვაგინალური ანთების ნიშნები (როგორიცა: ქავილი, გამონადენი, წვა), მნიშვნელოვნად მცირდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 4 დღის განმავლობაში. თუ სიმპტომები შესამჩნევლად არ გაუმჯობესდა 4 დღის შემდეგ, გთხოვთ მიმართოთ მკურნალ ექიმს.

გთხოვთ მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გრძნობთ, რომ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.

თუ თქვენ გამოტოვეთ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება საღამოს, შეგიძლიათ მიიღოთ ის მეორე დილით.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღების შეწყვეტა:

ინფექციის სრული განკურნებისა და რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია არ მოხდეს მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, არსებობს სიმპტომების რეციდივის გამოვლენის რისკი, რადგან სოკოვანი ინფექცია არ განიკურნა შესაბამისად.

თუმცა, მკურნალობა ასევე არ უნდა შეწყდეს სიმპტომების გაქრებისთანავე, მაგრამ უნდა გაგრძელდეს უწყვეტად 6 დღის განმავლობაში.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ჰიპერსენსიტიურობა აქტიური ნივთიერების ან პუნქტ 6-ში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ქვემოთ მოცემულია, როდესაც მედიკამენტი მიიღება გარკვეულ გარემოეებში და მხოლოდ სიფრთხილით.

ცხელების (ტემპერატურა 38OC და ზემოთ), მუცლისა და ზურგის ტკივილი, უსიამოვნო სუნი ვაგინალური გამონადენის, გულისრევის, ვაგინალური სისხლდენის და/ან მხარის ტკივილთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს:

თუ ასეთი სიმპტომები პირველად გამოვლინდა

თუ გამოვლინდა ოთხი ან მეტი მსგავსი სოკოვანი ინფექციები ბოლო 12 თვის განმავლობაში.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი და სხვა მედიკამენტები:

უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, ბოლო დროს განმავლობაში ღებულობდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერ სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტების ჩათვლით.

ტაკროლიმუსისა და მსგავსი სიროლიმუსის პლაზმური დონის მატება შეიძლება გამოვლინდეს ვაგინალური კლოტრიმაზოლითა და ორალური ტაკროლიმუსით (FK-506 იმუნოსუპრესანტი) ერთდროული მკურნალობის დროს. ამიტომ, ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგი, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი პლაზმური კონცენტრაციით დადგენა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტაკროიმუსის და მსგავსი სიროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის დონეის მომატება, შეიძლება გამოვლინდეს ვაგინალური კლოტრიმაზოლის და პერორალური ტაკროლიმუსის (FK-506 იმუნოსუპრესანტი) კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის დოზის გადაჭარბების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი, შესაბამისი პლაზმური კონცენტრაციის განსაზღვრით

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად, ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დაშვებულია, მხოლოდ ექიმის მითითებებით.

არ ჩატარებულა კვლევები კლოტრიმაზოლის ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შენიშვნა:

ლატექსის პროდუქტების კომბინირებულმა გამოყენებამ (მაგ: პრეზერვატივები და დიაფრაგმები) შეიძლება გამოიწვიოს ამ პროდუქტების ფუნქციის შემცირება და შესაბამისად უსაფრთხოების შემცირება კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის დამხმარე ნივთიერებების გამო. ეფექტი დროებითია და ვლინდება მხოლოდ მკურნალობის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლოტრიმაზოლის ვაგინალური ტაბლეტები არ ახდენს ან უმნიშვნელოდ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების მართვის უნარის მხრივ

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად კლოტრი-დენკ 100 ვაგინალსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის სიხშირე გამოიხატება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ძალიან ხშირად შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ან მეტ ადამიანზე.

ხშირად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე.

იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე

ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანზე

უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა.

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა კლოტრიმაზოლის პოსტ-ავტორიზაციის შემდგომ.

რადგან აღნიშნული რეაქციები მოწოდებული იქნა ნებაყოფლობით, დაუზუსტებელი რაოდენობის მომხმარებელთა ჯგუფის მიერ, სიხშირე ვერ დადგინდება არსებული მონაცემებით.

მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები ან ნიშნები, რომლიც გამოვლენის შემთხვევაში უნდა იყოთ ფრთხილად და მიიღოთ შესაბამისი ზომები.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება და მიემართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

ალერგიული რეაქციები (ქოშინი, სისუსტე).

რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

გამონაყარი, გენიტალიებზე კანის აქერცვლა, შეშუპება, დისკომფორტი, მენჯის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

მუცლის ტკივილი

სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები:

ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ჰიპოტენზია)

ქავილი, წვის შეგრძნება, კანის სიწითლე, კანის გაღიზიანება.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

არ ვლინდება მწვავე ინტოქსიკაციის რისკი, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს ერთჯერადმა ვაგინალურმა მიღებამ ან კანზე ერთჯერადად გამოყენებამ (დიდ ფართობზე დატანის სწრაფად შეწოვის მდგომარეობა) ან შემთხვევითი პერორალური მიღება

სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერება არის კლოტრიმაზოლი. თითოეული ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100მგ კლოტრიმაზოლს.

დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცეცლულოზა, ნატრიუმის ლაურილ-სულფატი, ჰიპრომელოზა, ცელულოზის ფხვნილი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი [ბოსტნეული].

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი არის თეთრი, ლობიოს მარცვლის ფორმის ვაგინალური ტაბლეტი.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი ხელმისაწვდომია PVC/PVDC ალუმინის ბლისტერებში. ბლისტერი შეფუთულია ყუთებში აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შეფუთვის ზომა: 6 ვაგინალური ტაბლეტი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი:

დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ

პრინცრეგენშტრასე 79, 81675 მიუნხენი, გერმანია

ბალკის მწარმოებელი, შეფუთვა და სერიის გამშვები:

არტესან ფარმა გმბჰ და კო.კგ

ვენდლანდშტრ. 1, 29439 ლუჩოუ, გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 11/2020

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც დატანილია შეფუთვის ყუთზე და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე

შენახვის ვადა: 3 წელი

არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წულებში. მიმართეთ ფამაცევტს იმ მედიკამენტის გადასაგდებად, რომელსაც აღარ მოიხმართ. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები და ანტისეპტიკები, იმიდაზოლის დერივატივები, ათქ კოდი: G01AF02

კლოტრიმაზოლი მოქმედებს სოკოზე, ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით. აღნიშნული ინჰიბირება იწვევს სოკოვანი პათოგენის, ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და ფუნქციურ დარღვევას.

In vitro და in vivo კლოტრიმაზოლს გააჩნია ფართოს სპექტრის მოქმედება, რაც მოიცავს დერმატოფიტებს, სოკოებს, ობის სოკოებს და დიმორფულ სოკოებს.

ტესტის ჩასატარებლად საჭირო პირობებში, MIC მაჩვენებელი ამ ტიპის სოკოებისთვის შეადგენს 0.062–8 μგ/მლ-ზე ნაკლებ სუბსტრატს. კლოტრიმაზოლი პირველ რიგში არის ფუნგისტატიკური ან ფუნგიციდური მოქმედებების რეჟიმი, დამოკიდებულია კლოტრიმაზოლის კონცენტრაციაზე ინექციის ადგილზე. კლოტრიმაზოლი მოქმედებს მხოლოდ სოკოვანი ელემენტების გამრავლებაზე; სოკოს სპორები მხოლოდ ოდნავ მგრძნობიარეა.

გარდა მისი ანტიმიკოზური მოქმედებისა, კლოტრიმაზოლი ასევე მოქმედებს გრამ-დადებით მიკროორგანიზმებზე(სტრეპტოკოკები/სტაფილოკოკები/Gardnerella vaginalis) და გრამ-უარყოფით მიკროორგანიზმებზე (ბაქტეროიდები). კლოტრიმაზოლი ასევე აინჰიბირებს in vitro კორინებაქტერიებისა და გრამ-დადებითი კოკების რეპროდუქციას, გარდა ენტეროკოკებისთვის, კონცენტრაციით 0.5 – 10 μგ/მლ სუბსტრატი.

რეზისტენტობის თვალსაზრისით კლოტრიმაზოლი შეიძლება კლასიფიცირდეს დადებითად, სოკოვანი სახეობების პირველადი რეზისტენტული ტიპები ძალიან იშვიათია. მგრძნობიარე სოკოს მეორეული რეზისტენტული განვითარება შეინიშნება თერაპიული პირობების ქვეშ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

კანისა და ვაგინალურად გამოყენების შემდეგ ფარნაკოკინეტიკურ ექსპერიმენტებში გამოვლინდა, რომ კლოტრიმაზოლის დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი (3-10%) შეიწოვება.

კლოტრიმაზოლის შეწოვის სწრაფი მეტაბოლიზმის გამო, ფარმაკოლოგიურად არააქტიურია მეტაბოლიტები ღვიძლში, შედეგად მიღებული პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაციები, 500მგ ვაგინალური დოზის მიღების შემდეგ, არის <10 ნგ/მლ. აღნიშნული მიუთითებს, რომ კლოტრიმაზოლის შეყვანა ინტრავაგინალურად არ იწვევს მნიშვნელოვან სისტემურ ეფექტებს ან გვერდით ეფექტებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Clotri-Denk 100 Vaginal

კლოტრი-დენკი 100 ვაგინალი

ვაგინალური ტაბლეტი – ვაგინალური გამოყენებისთვის

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

აქტიური ნივთიერება: კლოტრიმაზოლი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება გამოყენების ამ ინსტრუქციის, ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით.

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა;

დამატებითი ინფორმაციისა ან რჩევის მიღებისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის მითითებული გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გაუარესდა, უნდა მიემართს ექიმს.

გამოყენების ამ ინსტრუქციაში მოცემულია:

რა არის კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი და რისთვის გამოიყენება იგი

რა არის გასათვალისწინებელი კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის გამოყენებამდე

კლოტრი-დენკი 100 ვაგინალის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი და რისთვის გამოიყენება იგი

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება ვაგინალური სოკოვანი ინფექციბის სამკურნალოდ.

კლოტრიმაზოლი, კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აქტიური ნივთიერება, თრგუნავს სოკოს ისეთი უჯრედების ზრდას და გამრავლებას, როგორიც არის მაგალიტად საფუარა, ასევე სხვა ბევრი სოკოვანი ელემენტები და ზოგიერთი ბაქტერია.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება

საფუარა სოკოს მიერ გამოწვეული ვაგინალური გამონადენის, სოკოთი გამოწვეული ვაგინალური ანთების დროს - ძირითადად საფუარის სოკოები candida genus – ასევე, კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თანმხლები ინფექციები (სუპერინფექციები).

უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი თავს არ გრძნობს უკეთ, ან მისი მდგომარეობა გაუარესდა.

რა არის გასათვალისწინებელი კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის გამოყენებამდე

კლოტრი დენკ 100 ვაგინალი არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია კლოტრიმაზოლის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. (ჩამოთვლილი პუნქტში 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ქვემოთ მოცემულია, როდესაც მედიკამენტი მიიღება გარკვეულ გარემოეებში და მხოლოდ სიფრთხილით.

ცხელების (ტემპერატურა 38OC და ზემოთ), მუცლისა და ზურგის ტკივილი, უსიამოვნო სუნი ვაგინალური გამონადენის, გულისრევის, ვაგინალური სისხლდენის და/ან მხარის ტკივილთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს:

თუ ასეთი სიმპტომები პირველად გამოვლინდა

თუ გამოვლინდა ოთხი ან მეტი მსგავსი სოკოვანი ინფექციები ბოლო 12 თვის განმავლობაში.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი და სხვა მედიკამენტები:

უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, ბოლო დროს განმავლობაში ღებულობდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერ სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტების ჩათვლით.

ტაკროლიმუსისა და მსგავსი სიროლიმუსის პლაზმური დონის მატება შეიძლება გამოვლინდეს ვაგინალური კლოტრიმაზოლითა და ორალური ტაკროლიმუსით (FK-506 იმუნოსუპრესანტი) ერთდროული მკურნალობის დროს. ამიტომ, ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგი, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი პლაზმური კონცენტრაციით დადგენა.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად, ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დაშვებულია, მხოლოდ ექიმის მითითებებით.

არ ჩატარებულა კვლევები კლოტრიმაზოლის ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შენიშვნა:

ლატექსის პროდუქტების კომბინირებულმა გამოყენებამ (მაგ: პრეზერვატივები და დიაფრაგმები) შეიძლება გამოიწვიოს ამ პროდუქტების ფუნქციის შემცირება და შესაბამისად უსაფრთხოების შემცირება კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის დამხმარე ნივთიერებების გამო. ეფექტი დროებითია და ვლინდება მხოლოდ მკურნალობის დროს.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენება ამ ინსტრუქციაში აღწერილი გამოყენების ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზა:

თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, მაშინ გამოიყენება 1 ვაგინალური ტაბლეტი დღეში, რაც შეიძლება ღრმად, 6 დღის განმავლობაში, სასურველია ღამით.

გამოყენება აპლიკატორით:

საჭიროა ვაგინალური ტაბლეტის ამოღება ალუმინის ფოლგიდან და მოთავსება აპლიკატორში;

ტაბლეტის შემცველი აპლიკატორი შეჰყავთ რაც შეიძლება ღრმად საშოში. ვაგინალური ტაბლეტები შედის საშოში ტუმბოს ფრთხილი დაჭერით მანამადე, სანამ ის არ გაჩერდება;

გამოყენების შემდეგ საჭიროა აპლიკატორის გამოღება საშოდან და ფრთხილად გაწმენდა თბილი წყლის საშუალებით. ტუმბო ასევე უნდა მოშორდეს აპლიკატორს გაწმენდის მიზნით.

სიფრთხილე გაწმენდის დროს: არ შეიძლება ადუღებული წყლის გამოყენება!

გამოყენება აპლიკატორის გარეშე:

ასევე შესაძლებელია ვაგინალური ტაბლეტების შეყვანა საშოში ხელის მეშვეობით. შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა.

არ არის მიზანშეწონილი მკურნალობა მენსტრუალური პერიოდის დროს. მკურნალობა უნდა იყოს დასრულებული მენსტრუაციის დაწყებამდე.

შენიშვნა: მშრალი საშოს შემთხვევაში, შესაძლოა მთლიანად არ დაიშალოს ვაგინალური ტაბლეტი. შესაძლოა შეინიშნოს, როგორც საშოდან გამოსული მყარი ნაწილების დაშლის სახით, და აღმოაჩინოთ, მაგალითად, საცვლებში. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა მოხდეს ვაგინალური კრემის გამოყენებით, აპლიკატორის მეშვეობით, რომელშიც მოთავსებულია კრემი.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ზოგადად, მკურნალობის კურსი გრძელდება 6 დღე, რაც საკმარისია სოკოვანი ინფექციის ელიმინაციისათვის. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია განმეორდეს.

ზოგადად, სოკოებით გამოწვეული ვაგინალური ანთების ნიშნები (როგორიცა: ქავილი, გამონადენი, წვა), მნიშვნელოვნად მცირდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 4 დღის განმავლობაში. თუ სიმპტომები შესამჩნევლად არ გაუმჯობესდა 4 დღის შემდეგ, გთხოვთ მიმართოთ მკურნალ ექიმს.

გთხოვთ მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გრძნობთ, რომ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.

თუ თქვენ გამოტოვეთ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება საღამოს, შეგიძლიათ მიიღოთ ის მეორე დილით.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღების შეწყვეტა:

ინფექციის სრული განკურნებისა და რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია არ მოხდეს მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, არსებობს სიმპტომების რეციდივის გამოვლენის რისკი, რადგან სოკოვანი ინფექცია არ განიკურნა შესაბამისად.

თუმცა, მკურნალობა ასევე არ უნდა შეწყდეს სიმპტომების გაქრებისთანავე, მაგრამ უნდა გაგრძელდეს უწყვეტად 6 დღის განმავლობაში.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად კლოტრი-დენკ 100 ვაგინალსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის სიხშირე გამოიხატება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ძალიან ხშირად შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ან მეტ ადამიანზე.

ხშირად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე.

იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე

ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 ადამიანზე

უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა.

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა კლოტრიმაზოლის პოსტ-ავტორიზაციის შემდგომ.

რადგან აღნიშნული რეაქციები მოწოდებული იქნა ნებაყოფლობით, დაუზუსტებელი რაოდენობის მომხმარებელთა ჯგუფის მიერ, სიხშირე ვერ დადგინდება არსებული მონაცემებით.

მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები ან ნიშნები, რომლიც გამოვლენის შემთხვევაში უნდა იყოთ ფრთხილად და მიიღოთ შესაბამისი ზომები.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის მიღება და მიემართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

ალერგიული რეაქციები (ქოშინი, სისუსტე).

რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

გამონაყარი, გენიტალიებზე კანის აქერცვლა, შეშუპება, დისკომფორტი, მენჯის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

მუცლის ტკივილი

სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები:

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ჰიპოტენზია)

რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ დარღვევები (უცნობი სიხშირით):

ქავილი, წვის შეგრძნება, კანის სიწითლე, კანის გაღიზიანება.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

კლოტრი-დენკი 100 ვაგინალის შენახვის წესი

ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც დატანილია შეფუთვის ყუთზე და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს

ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე

შენახვის ვადა: 3 წელი

არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წულებში. მიმართეთ ფამაცევტს იმ მედიკამენტის გადასაგდებად, რომელსაც აღარ მოიხმართ. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გინეკოლოგიური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები და ანტისეპტიკები, იმიდაზოლის დერივატივები, ათქ კოდი: G01AF02

კლოტრიმაზოლი მოქმედებს სოკოზე, ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით. აღნიშნული ინჰიბირება იწვევს სოკოვანი პათოგენის, ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და ფუნქციურ დარღვევას.

In vitro და in vivo კლოტრიმაზოლს გააჩნია ფართოს სპექტრის მოქმედება, რაც მოიცავს დერმატოფიტებს, სოკოებს, ობის სოკოებს და დიმორფულ სოკოებს.

ტესტის ჩასატარებლად საჭირო პირობებში, MIC მაჩვენებელი ამ ტიპის სოკოებისთვის შეადგენს 0.062–8 μგ/მლ-ზე ნაკლებ სუბსტრატს. კლოტრიმაზოლი პირველ რიგში არის ფუნგისტატიკური ან ფუნგიციდური მოქმედებების რეჟიმი, დამოკიდებულია კლოტრიმაზოლის კონცენტრაციაზე ინექციის ადგილზე. კლოტრიმაზოლი მოქმედებს მხოლოდ სოკოვანი ელემენტების გამრავლებაზე; სოკოს სპორები მხოლოდ ოდნავ მგრძნობიარეა.

გარდა მისი ანტიმიკოზური მოქმედებისა, კლოტრიმაზოლი ასევე მოქმედებს გრამ-დადებით მიკროორგანიზმებზე(სტრეპტოკოკები/სტაფილოკოკები/Gardnerella vaginalis) და გრამ-უარყოფით მიკროორგანიზმებზე (ბაქტეროიდები). კლოტრიმაზოლი ასევე აინჰიბირებს in vitro კორინებაქტერიებისა და გრამ-დადებითი კოკების რეპროდუქციას, გარდა ენტეროკოკებისთვის, კონცენტრაციით 0.5 – 10 μგ/მლ სუბსტრატი.

რეზისტენტობის თვალსაზრისით კლოტრიმაზოლი შეიძლება კლასიფიცირდეს დადებითად, სოკოვანი სახეობების პირველადი რეზისტენტული ტიპები ძალიან იშვიათია. მგრძნობიარე სოკოს მეორეული რეზისტენტული განვითარება შეინიშნება თერაპიული პირობების ქვეშ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

კანისა და ვაგინალურად გამოყენების შემდეგ ფარნაკოკინეტიკურ ექსპერიმენტებში გამოვლინდა, რომ კლოტრიმაზოლის დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი (3-10%) შეიწოვება.

კლოტრიმაზოლის შეწოვის სწრაფი მეტაბოლიზმის გამო, ფარმაკოლოგიურად არააქტიურია მეტაბოლიტები ღვიძლში, შედეგად მიღებული პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაციები, 500მგ ვაგინალური დოზის მიღების შემდეგ, არის <10 ნგ/მლ. აღნიშნული მიუთითებს, რომ კლოტრიმაზოლის შეყვანა ინტრავაგინალურად არ იწვევს მნიშვნელოვან სისტემურ ეფექტებს ან გვერდით ეფექტებს.

რას შეიცავს კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი

აქტიურ ნივთიერება არის კლოტრიმაზოლი. თითოეული ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100მგ კლოტრიმაზოლს.

დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცეცლულოზა, ნატრიუმის ლაურილ-სულფატი, ჰიპრომელოზა, ცელულოზის ფხვნილი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი [ბოსტნეული].

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი არის თეთრი, ლობიოს მარცვლის ფორმის ვაგინალური ტაბლეტი.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი ხელმისაწვდომია PVC/PVDC ალუმინის ბლისტერებში. ბლისტერი შეფუთულია ყუთებში აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შეფუთვის ზომა: 6 ვაგინალური ტაბლეტი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი:

დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ

პრინცრეგენშტრასე 79, 81675 მიუნხენი, გერმანია

ბალკის მწარმოებელი, შეფუთვა და სერიის გამშვები:

არტესან ფარმა გმბჰ და კო.კგ

ვენდლანდშტრ. 1, 29439 ლუჩოუ, გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 11/2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა