კლოტრიმაზოლი
Clotrimazole
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი განკუთვნილია ადგილობრივი მკურნალობისათვის: ყველა სახის დერმატომიკოზები, რომლებიც გამოწვეულია ობისა და სხვა სახეობის სოკოებით (მაგ.: Trichophytonspecies, მათ შორის დერმატოფიტოზი (რუბროფიტია); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლოტრიმაზოლი (clotrimazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Delpharm Poznań S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- D01AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040543
- რეგისტრირებულია
- 21 მარტი 2024, მოქმედებს 21 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლოტრიმაზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
განკუთვნილია ადგილობრივი მკურნალობისათვის:
ყველა სახის დერმატომიკოზები, რომლებიც გამოწვეულია ობისა და სხვა სახეობის სოკოებით (მაგ.: Trichophytonspecies, მათ შორის დერმატოფიტოზი (რუბროფიტია);
Candida-თი და სხვა მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციები, მაგ.:
Staphylococciდა Bacteroides, გარდა Lactobacilli;
აღნიშნული სოკოებით მეორადი ინფიცირების შედეგად განვითარებული კანის დაავადებები;
საფენის დერმატიტი, რომელიც გართულებულია კანდიდოზით, ვულვიტით და ბალანიტით;
ქატოსებრი ლიქენი;
ერითრაზმები.
მიღების წესი და დოზირება
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კრემი დაიტანება სუფთა და მშრალ კანის დაზიანებულ უბანზე (დაბანილი უნდა იქნეს ნეიტრალური pH-ის მქონე საპნით). ტერფზე დატანისას ფეხი გულმოდგინედ უნდა იქნეს დაბანილი, გამშრალი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს გარეგანი გამოყენების კრემის წასმა თითებს შორის.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ სიმპტომები არ უმჯობესდება, საჭიროა მიმართვა სამედიცინო დახმარებისათვის.
მიღების მეთოდი
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე ორ-სამჯერ დღეში.
რეციდივის პროფილაქტიკისათვის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის ყველა სიმპტომის გაქრობიდან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა:
დერმატოფიტური ინფექციები: არანაკლებ ერთი თვე
კანდიდოზური ინფექციები: არანაკლებ ორი კვირა

ბავშვები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულები

ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა

უკუჩვენებები
კლოტრიმაზოლი უკუნაჩვენებია:
კლოტრიმაზოლის ან პრეპარატის სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
თავიდან უნდა იქნეს აცილებული თვალში მოხვედრა. დაუშვებელია გადაყლაპვა. აუცილებელია პოტენციურად ინფიცირებული ყველა უბნის ერთდროულად დამუშავება.
ურთიერთქმედებები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კონტრაცეფციული საშუალებები
ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლატექსის შემცველი კონტრაცეპტივების დაზიანება. შესაბამისად, კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შემდეგ არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული ფუნქცია
კლოტრიმაზოლის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის შესახებ კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა, თუმცა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პრეპარატის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ორსულობა
მონაცემები კლოტრიმაზოლის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში შეზღუდული რაოდენობითაა. კლოტრიმაზოლის კვლევებმა ცხოველებში დაადასტურეს პრეპარატის რეპროდუქციული ტოქსიკურობა მაღალი დოზებით პერორალური შეყვანისას (იხ. პარაგრაფი “პრეკლინიკური მონაცემები”). კლოტრიმაზოლის დაბალი დოზებით სისტემატური გამოყენებისას, არ არის მოსალოდნელი საზიანო გავლენა, რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებული, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაცია
არსებული მონაცემებით, რომელიც მიღებულია ფარმაკოდინამიკური/ ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგად ცხოველებზე, დადასტურდა კლოტრიმაზოლის/მეტაბოლიტების გამოყოფა დედის რძეში ინტრავენური შეყვანის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “პრეკლინიკური მონაცემები”). კანზე გამოყენების დროს ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში კლოტრიმაზოლი მინიმალურად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში კანთან კონტაქტის ადგილიდან ან კანის ანთებითი ადგილიდან (იხ. ფარმაკოკინეტიკა”).
არ არის მონაცემები კლოტრიმაზოლის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. თუმცა, სისტემური აბსორბცია მინიმალურია გამოყენების შემდეგ და არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიოს სისტემური ეფექტები. კლოტრიმაზოლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ლაქტაციის დროს. ძუძუს არეში ადგილობრივი გამოყენებისას ბავშვის კვებამდე საჭიროა სარძევე ჯირკვლების ჩამობანა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სამკურნალო პრეპარატი არ ახდენს რაიმე გავლენას ავტომობილის ან მექანიზებული საშუალებების მართვის უნარზე, ან მსგავსი გავლენა არ არის მხედველობაში მისაღები.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევების მონაცემები
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
რეგისტრაციის შემდგომი მონაცემები
ქვემოთ მოცემულია წამლის არასასურველი გვერდითი რეაქციები MedDRA კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასებისა და განვითარების სიხშირის მიხედვით
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100-დან 1<10-მდე
არახშირი ≥1/1000-დანდა 1<100-მდე
იშვიათი ≥1/10000-დან 1<1000-მდე
ძალიან იშვიათი <1/10000
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
იმუნური სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: ჭინჭრის ციება, ქოშინი, ჰიპოტონია და გულისწასვლა).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა, დისკომფორტი/ტკივილი, შეშუპება, წვა, გაღიზიანება, ერითემა, ჩხვლეტის შეგრძნება, კონტაქტური დერმატიტი, პარესთეზია, გამოყენების ადგილზე რეაქცია
ჭარბი დოზა
სიმპტომები და ნიშნები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა
პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას აუცილებელია სიმპტომური მკურნალობის სტანდარტული ზომების მიღება.
შემდგომ მკურნალობას უნდა ჰქონდეს კლინიკური ჩვენება ან უნდა ჩატარდეს ეროვნული ტოქსიკოლოგიური ცენტრის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაციების მიხედვით.
შემადგენლობა
კომპონენტები (გ)
მოქმედი ნივთიერება
კლოტრიმაზოლი 100%*
- 00
სხვა კომპონენტები
ცეტოსტეარილის სპირიტ
- 50
ოქტილდოდეკანოლი
- 00
პოლისორბატი 60
- 50
სორბიტანსტეარატი
- 00
სინთეზური სპერმაცეტი (ცეტილის ეთერების ცვილი)
- 00
ბენზილის სპირტი
- 00
გაწმენდილი წყალი
- 00
სულ
100.00
შენიშვნა:
- კლოტრიმაზოლის მითითებული რაოდენობა შეესაბამება უწყლო საწყისი ნივთიერების 100%-ს და უნდა გამოითვალოს საწყის ნივთიერებაში მოქმედი ნივთიერების და წყლის რეალური შემცველობის გათვალისწინებით, მიღებული განსხვავება უნდა დაკორექტირდეს გაწმენდილი წყლის რაოდენობით.
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
შეფუთვის ფორმა და შემცველობა
კრემი მოთავსებულია 20 გ ალუმინის გრავირებულ ტუბში, რომელიც შიგნიდან დაფარულია ლაქით, აქვს მემბრანა და ხრახნიანი პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის თავსახური.
ინდივიდუალური შეფუთვა შეიცავს 1 ტუბს, რომელიც სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წეი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები.
ათქ კოდი:
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
D01AC01
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
კლოტრიმაზოლი თრგუნავს მიკროორგანიზმების ზრდასა და გაყოფას და კონცენტრაციის მიხედვით შეიძლება ჰქონდეს ფუნგისტატური ან ფუნგიციდური მოქმედება. კლოტრიმაზოლის მოქმედების მექანიზმი მოიცავს უჯრედული მემბრანის განვლადობის ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ერგოსტეროლის სინთეზის დარღვევით, ასევე სოკოს უჯრედების კედლებში ფოსფოლიპიდების შებოჭვას.
კლოტრიმაზოლი თრგუნავს ცილების, ცხიმების, დნმ-ის და პოლისაქარიდების სინთეზს, აზიანებს უჯრედულ ნუკლეინის მჟავებს და აჩქარებს კალიუმის გამოყოფას. ასევე შეიძლება დათრგუნოს დამჟანგველი და პეროქსიდაზული ფერმენტები და ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების ბიოლოგიური სინთეზი სოკოს უჯრედში. მაღალი კონცენტრაციებით გამოყენებისას კლოტრიმაზოლი იწვევს უჯრედული მემბრანის დაზიანებას ისეთი მექანიზმებით, რომლებიც არ არის დამოკიდებული სტეროლების სინთეზზე. კლოტრიმაზოლი ხელს უშლის Candida albicans-ის ბლასტოსპორების გარდაქმნას სოკოს ინვაზიურ ფორმებად. უჯრედული მემბრანის აქტივობის ცვლილება იწვევს უჯრედების სიკვდილს და დამოკიდებულია მიკროორგანიზმებზე პრეპარატის ზემოქმედებაზე.
მოქმედების სპექტრი
კლოტრიმაზოლი ხასიათდება სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. პრეპარატი თრგუნავს განვითარებას და ანადგურებს:
დერმატოფიტებს (Epidermophyton floccosum, Microsporumcanis, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton rubrum);
საფუარა სოკოებს (Candida sp., Cryptococcus neoformans);
დიმორფულ სოკოებს (Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum, Paracoccidicides brasiliensis).
ასევე, ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია ზოგიერთი გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ.
სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად კლოტრიმაზოლი გავლენას ახდენს გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (Streptococci/Staphylococci/ Gardnerella vaginalis) და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (ბაქტეროიდები). პრეპარატი არ ახდენს გავლენას Lactobacilli-ზე.
in vitro პირობებში კლოტრიმაზოლი თრგუნავს კორინობაქტერიებისა და გრამდადებითი კოკების გამრავლებას, გარდა ენტეროკოკებისა, სუბსტრატის 0.5-10 მკგ/მლ კონცენტრაციებით შეყვანისას.
in vitro პირობებში კლოტრიმაზოლმა გამოავლინა ფუნგისტატური და ფუნგიციდური მოქმედების ფართო სპექტრი. მისი გავლენა დერმატოფიტების მიცელიუმზე (Trichophyton, Microsporum, Epidermophyton) გრიზეოფულვინის მოქმედების ანალოგიურია და მისი ეფექტი საფუარა სოკოებზე (Candida) პოლიენების მოქმედების ანალოგიურია (ამფოტერიცინი B და ნისტატინი).
1 მკგ/მლ-ზე დაბალი კონცენტრაციებით კლოტრიმაზოლი თრგუნავს Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum და Microsporum canis უმეტესი შტამების განვითარებას.
3 მკგ/მლ კონცენტრაციებით ის თრგუნავს უმეტესი სხვა გამომწვევების განვითარებას: Pitorosporum orbiculare, Aspergillus fumigatus, Candida-ს ოჯახი, მათ შორის Candida albicans, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes ზოგიერთი შტამები, ასევე, Proteus vulgaris და Salmonella-სზოგიერთი შტამები. კლოტრიმაზოლი მოქმედებს Sporothrix, Cryptococcus, Cephalosporium და Fusarium-ის წინააღმდეგ.
ძალიან იშვიათად გვხვდება სოკოები, რომლებიც რეზისტენტულები არიან კლოტრიმაზოლის მიმართ, მათ მიეკუთვნება მხოლოდ Candida guilliermondi-ის შტამები.
დღეისთვის არ არსებობს მონაცემები სოკოების რეზისტენტობის შესახებ, რომლებიც მგრძნობიარეები არიან კლოტრიმაზოლის მიმართ, Candida albicans და Trichophyton mentagrophytes-ის დათესვის შემდეგ. არ აღინიშნა კლოტრიმაზოლის მიმართ მდგრადობა C. albicans-ის შტამებს შორის, რომლებიც რეზისტენტულები იყვნენ პოლიენური ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიმართ ქიმიური მუტაციის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა და განაწილება
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კანზე დატანის შემდეგ ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგების მიხედვით, ადამიანებში კლოტრიმაზოლი მინიმალურად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში კანთან კონტაქტის ადგილიდან ან ანთებითი უბნიდან. კლოტრიმაზოლის მიღებული პიკური კონცენტრაციები პლაზმაში გაზომვადი დონის ქვემოთაა და შეადგენს 0.001 მკგ/მლ-ს, რაც მიუთითებს, რომ ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლი არ იწვევს გაზომვად სისტემურ ეფექტებს ან გვერდით მოვლენებს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
კლოტრიმაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ ნივთიერებად და გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
კლინიკური გამოკვლევები
არ ეხება აღნიშნულ პრეპარატს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კლოტრიმაზოლი
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
1 გრამი კრემი შეიცავს 10 მგ კლოტრიმაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები
შემადგენლობა
კომპონენტები (გ)
მოქმედი ნივთიერება
კლოტრიმაზოლი 100%*
- 00
სხვა კომპონენტები
ცეტოსტეარილის სპირიტ
- 50
ოქტილდოდეკანოლი
- 00
პოლისორბატი 60
- 50
სორბიტანსტეარატი
- 00
სინთეზური სპერმაცეტი (ცეტილის ეთერების ცვილი)
- 00
ბენზილის სპირტი
- 00
გაწმენდილი წყალი
- 00
სულ
100.00
შენიშვნა:
- კლოტრიმაზოლის მითითებული რაოდენობა შეესაბამება უწყლო საწყისი ნივთიერების 100%-ს და უნდა გამოითვალოს საწყის ნივთიერებაში მოქმედი ნივთიერების და წყლის რეალური შემცველობის გათვალისწინებით, მიღებული განსხვავება უნდა დაკორექტირდეს გაწმენდილი წყლის რაოდენობით.
ფარმაცევტული ფორმა
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
რბილი, თეთრი ფერის, ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა
ან
რბილი, თეთრი ფერის, ერთგვაროვანი კრემი ბენზილის სპირტის სუნით.
კლინიკური მონაცემები
გამოყენების ჩვენებები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
განკუთვნილია ადგილობრივი მკურნალობისათვის:
ყველა სახის დერმატომიკოზები, რომლებიც გამოწვეულია ობისა და სხვა სახეობის სოკოებით (მაგ.: Trichophytonspecies, მათ შორის დერმატოფიტოზი (რუბროფიტია);
Candida-თი და სხვა მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციები, მაგ.:
Staphylococciდა Bacteroides, გარდა Lactobacilli;
აღნიშნული სოკოებით მეორადი ინფიცირების შედეგად განვითარებული კანის დაავადებები;
საფენის დერმატიტი, რომელიც გართულებულია კანდიდოზით, ვულვიტით და ბალანიტით;
ქატოსებრი ლიქენი;
ერითრაზმები.
მიღების წესი და დოზები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კრემი დაიტანება სუფთა და მშრალ კანის დაზიანებულ უბანზე (დაბანილი უნდა იქნეს ნეიტრალური pH-ის მქონე საპნით). ტერფზე დატანისას ფეხი გულმოდგინედ უნდა იქნეს დაბანილი, გამშრალი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს გარეგანი გამოყენების კრემის წასმა თითებს შორის.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ სიმპტომები არ უმჯობესდება, საჭიროა მიმართვა სამედიცინო დახმარებისათვის.
მიღების მეთოდი
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე ორ-სამჯერ დღეში.
რეციდივის პროფილაქტიკისათვის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის ყველა სიმპტომის გაქრობიდან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა:
დერმატოფიტური ინფექციები: არანაკლებ ერთი თვე
კანდიდოზური ინფექციები: არანაკლებ ორი კვირა
თუ მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ სიმპტომები არ უმჯობესდება, საჭიროა მიმართვა სამედიცინო დახმარებისათვის.
ბავშვები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულები
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ღვიძლის უკმარისობა
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
თირკმლის უკმარისობა
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
უკუჩვენებები
კლოტრიმაზოლი უკუნაჩვენებია:
კლოტრიმაზოლის ან პრეპარატის სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
თავიდან უნდა იქნეს აცილებული თვალში მოხვედრა. დაუშვებელია გადაყლაპვა. აუცილებელია პოტენციურად ინფიცირებული ყველა უბნის ერთდროულად დამუშავება.
ურთიერთქმედებები
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კონტრაცეფციული საშუალებები
ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლატექსის შემცველი კონტრაცეპტივების დაზიანება. შესაბამისად, კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შემდეგ არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.
ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული ფუნქცია
კლოტრიმაზოლის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის შესახებ კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა, თუმცა ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პრეპარატის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ორსულობა
მონაცემები კლოტრიმაზოლის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში შეზღუდული რაოდენობითაა. კლოტრიმაზოლის კვლევებმა ცხოველებში დაადასტურეს პრეპარატის რეპროდუქციული ტოქსიკურობა მაღალი დოზებით პერორალური შეყვანისას (იხ. პარაგრაფი “პრეკლინიკური მონაცემები”). კლოტრიმაზოლის დაბალი დოზებით სისტემატური გამოყენებისას, არ არის მოსალოდნელი საზიანო გავლენა, რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებული, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაცია
არსებული მონაცემებით, რომელიც მიღებულია ფარმაკოდინამიკური/ ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგად ცხოველებზე, დადასტურდა კლოტრიმაზოლის/მეტაბოლიტების გამოყოფა დედის რძეში ინტრავენური შეყვანის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “პრეკლინიკური მონაცემები”). კანზე გამოყენების დროს ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში კლოტრიმაზოლი მინიმალურად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში კანთან კონტაქტის ადგილიდან ან კანის ანთებითი ადგილიდან (იხ. ფარმაკოკინეტიკა”).
არ არის მონაცემები კლოტრიმაზოლის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. თუმცა, სისტემური აბსორბცია მინიმალურია გამოყენების შემდეგ და არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიოს სისტემური ეფექტები. კლოტრიმაზოლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ლაქტაციის დროს. ძუძუს არეში ადგილობრივი გამოყენებისას ბავშვის კვებამდე საჭიროა სარძევე ჯირკვლების ჩამობანა.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
სამკურნალო პრეპარატი არ ახდენს რაიმე გავლენას ავტომობილის ან მექანიზებული საშუალებების მართვის უნარზე, ან მსგავსი გავლენა არ არის მხედველობაში მისაღები.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევების მონაცემები
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
რეგისტრაციის შემდგომი მონაცემები
ქვემოთ მოცემულია წამლის არასასურველი გვერდითი რეაქციები MedDRA კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასებისა და განვითარების სიხშირის მიხედვით
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100-დან 1<10-მდე
არახშირი ≥1/1000-დანდა 1<100-მდე
იშვიათი ≥1/10000-დან 1<1000-მდე
ძალიან იშვიათი <1/10000
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
იმუნური სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: ჭინჭრის ციება, ქოშინი, ჰიპოტონია და გულისწასვლა).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა, დისკომფორტი/ტკივილი, შეშუპება, წვა, გაღიზიანება, ერითემა, ჩხვლეტის შეგრძნება, კონტაქტური დერმატიტი, პარესთეზია, გამოყენების ადგილზე რეაქცია
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები და ნიშნები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა
პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას აუცილებელია სიმპტომური მკურნალობის სტანდარტული ზომების მიღება.
შემდგომ მკურნალობას უნდა ჰქონდეს კლინიკური ჩვენება ან უნდა ჩატარდეს ეროვნული ტოქსიკოლოგიური ცენტრის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაციების მიხედვით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკული თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები.
ათქ კოდი:
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
D01AC01
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
კლოტრიმაზოლი თრგუნავს მიკროორგანიზმების ზრდასა და გაყოფას და კონცენტრაციის მიხედვით შეიძლება ჰქონდეს ფუნგისტატური ან ფუნგიციდური მოქმედება. კლოტრიმაზოლის მოქმედების მექანიზმი მოიცავს უჯრედული მემბრანის განვლადობის ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ერგოსტეროლის სინთეზის დარღვევით, ასევე სოკოს უჯრედების კედლებში ფოსფოლიპიდების შებოჭვას.
კლოტრიმაზოლი თრგუნავს ცილების, ცხიმების, დნმ-ის და პოლისაქარიდების სინთეზს, აზიანებს უჯრედულ ნუკლეინის მჟავებს და აჩქარებს კალიუმის გამოყოფას. ასევე შეიძლება დათრგუნოს დამჟანგველი და პეროქსიდაზული ფერმენტები და ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების ბიოლოგიური სინთეზი სოკოს უჯრედში. მაღალი კონცენტრაციებით გამოყენებისას კლოტრიმაზოლი იწვევს უჯრედული მემბრანის დაზიანებას ისეთი მექანიზმებით, რომლებიც არ არის დამოკიდებული სტეროლების სინთეზზე. კლოტრიმაზოლი ხელს უშლის Candida albicans-ის ბლასტოსპორების გარდაქმნას სოკოს ინვაზიურ ფორმებად. უჯრედული მემბრანის აქტივობის ცვლილება იწვევს უჯრედების სიკვდილს და დამოკიდებულია მიკროორგანიზმებზე პრეპარატის ზემოქმედებაზე.
მოქმედების სპექტრი
კლოტრიმაზოლი ხასიათდება სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. პრეპარატი თრგუნავს განვითარებას და ანადგურებს:
დერმატოფიტებს (Epidermophyton floccosum, Microsporumcanis, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton rubrum);
საფუარა სოკოებს (Candida sp., Cryptococcus neoformans);
დიმორფულ სოკოებს (Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum, Paracoccidicides brasiliensis).
ასევე, ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია ზოგიერთი გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ.
სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად კლოტრიმაზოლი გავლენას ახდენს გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (Streptococci/Staphylococci/ Gardnerella vaginalis) და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (ბაქტეროიდები). პრეპარატი არ ახდენს გავლენას Lactobacilli-ზე.
in vitro პირობებში კლოტრიმაზოლი თრგუნავს კორინობაქტერიებისა და გრამდადებითი კოკების გამრავლებას, გარდა ენტეროკოკებისა, სუბსტრატის 0.5-10 მკგ/მლ კონცენტრაციებით შეყვანისას.
in vitro პირობებში კლოტრიმაზოლმა გამოავლინა ფუნგისტატური და ფუნგიციდური მოქმედების ფართო სპექტრი. მისი გავლენა დერმატოფიტების მიცელიუმზე (Trichophyton, Microsporum, Epidermophyton) გრიზეოფულვინის მოქმედების ანალოგიურია და მისი ეფექტი საფუარა სოკოებზე (Candida) პოლიენების მოქმედების ანალოგიურია (ამფოტერიცინი B და ნისტატინი).
1 მკგ/მლ-ზე დაბალი კონცენტრაციებით კლოტრიმაზოლი თრგუნავს Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum და Microsporum canis უმეტესი შტამების განვითარებას.
3 მკგ/მლ კონცენტრაციებით ის თრგუნავს უმეტესი სხვა გამომწვევების განვითარებას: Pitorosporum orbiculare, Aspergillus fumigatus, Candida-ს ოჯახი, მათ შორის Candida albicans, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes ზოგიერთი შტამები, ასევე, Proteus vulgaris და Salmonella-სზოგიერთი შტამები. კლოტრიმაზოლი მოქმედებს Sporothrix, Cryptococcus, Cephalosporium და Fusarium-ის წინააღმდეგ.
ძალიან იშვიათად გვხვდება სოკოები, რომლებიც რეზისტენტულები არიან კლოტრიმაზოლის მიმართ, მათ მიეკუთვნება მხოლოდ Candida guilliermondi-ის შტამები.
დღეისთვის არ არსებობს მონაცემები სოკოების რეზისტენტობის შესახებ, რომლებიც მგრძნობიარეები არიან კლოტრიმაზოლის მიმართ, Candida albicans და Trichophyton mentagrophytes-ის დათესვის შემდეგ. არ აღინიშნა კლოტრიმაზოლის მიმართ მდგრადობა C. albicans-ის შტამებს შორის, რომლებიც რეზისტენტულები იყვნენ პოლიენური ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიმართ ქიმიური მუტაციის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა და განაწილება
კლოტრიმაზოლი, 10 მგ/გ, კრემი
კანზე დატანის შემდეგ ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგების მიხედვით, ადამიანებში კლოტრიმაზოლი მინიმალურად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში კანთან კონტაქტის ადგილიდან ან ანთებითი უბნიდან. კლოტრიმაზოლის მიღებული პიკური კონცენტრაციები პლაზმაში გაზომვადი დონის ქვემოთაა და შეადგენს 0.001 მკგ/მლ-ს, რაც მიუთითებს, რომ ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლი არ იწვევს გაზომვად სისტემურ ეფექტებს ან გვერდით მოვლენებს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
კლოტრიმაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ ნივთიერებად და გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
კლინიკური გამოკვლევები
არ ეხება აღნიშნულ პრეპარატს.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე არ არის დადგენილი პრეპარატის რაიმე საფრთხე ადამიანებში გამოყენებისას ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, მრავალჯერადი გამოყენებისას ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენობის და რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან ნაყოფის განვითარებაზე ტოქსიკური გავლენის სტანდარტული კვლევების საფუძველზე.
კლოტრიმაზოლის სხვადასხვა დოზირების ფორმების ადგილობრივი და სისტემური ამტანობა შეფასდა ძაღლებსა და მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში ინტრავაგინალური შეყვანისას და კურდღლებში კანისმიერი ქვემწვავე ტოქსიკურობის კვლევებში. არც ერთ ამ კვლევაში არ გამოვლინდა მკურნალობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ან სისტემური გვერდითი ეფექტების მტკიცებულებები.
კლოტრიმაზოლის პერორალური ტოქსიკურობა კარგად არის შესწავლილი.
კლოტრიმაზოლის ერთჯერადი პერორალური შეყვანისას ექსპერიმენტულ ცხოველებში გამოვლინდა სუსტი ან ზომიერი ხასიათის ტოქსიკურობა LD50 სიდიდეებით: 761 - 923 მგ/კგ სხეულის წონის თაგვებისათვის, 95 - 114 მგ/კგ სხეულის წონის ახალშობილი ვირთხებისათვის და 114 - 718 მგ/კგ სხეულის წონის ზრდასრული ვირთხებისათვის, >1000 მგ/კგ სხეულის წონის ბოცვრებისათვის და >2000 მგ/კგ სხეულის წონის ძაღლებისა და კატებისათვის.
ვირთხებსა და ძაღლებზე ჩატარებული განმეორებითი პერორალური დოზების კვლევებში აღმოჩნდა, რომ ღვიძლი წარმოადგენს მთავარ სამიზნე ორგანოს ტოქსიკურობისათვის. ამაზე მიუთითებს შრატში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება და ღვიძლის ვაკუოლიზაციისა და ცხიმოვანი დეპოზიტების გაჩენა ვირთხებში 50 მგ/კგ დოზიდან ქრონიკულ (78-კვირიან) კვლევებში და ძაღლებში 100 მგ/კგ დოზიდან სუბქრონიკულ (13-კვირიან) კვლევებში.
კლოტრიმაზოლი კარგად არის შესწავლილი მუტაგენობის in vitro და in vivo ანალიზებში და არ აღმოჩენილა მუტაგენობის პოტენციალის რაიმე ნიშანი. კლოტრიმაზოლის პერორალური დოზირების 78-კვირიანმა კვლევამ ვირთხებში არ გამოავლინა კანცეროგენული ეფექტი.
ვირთხების ფერტილობის კვლევებში FB30 ჯგუფის ვირთხები პერორალურად იღებდნენ კლოტრიმაზოლს 50 მგ/კგ-მდე სხეულის წონის 10 კვირის განმავლობაში შეწყვილებამდე და ან შეწყვილების 3-კვირიანი პერიოდის განმავლობაში (მხოლოდ მამრებისათვის), ან მდედრებისათვის ორსულობის მე-13 დღემდე, ან 4 კვირამდე მშობიარობის შემდეგ. ახალშობილების გადარჩენადობა დაქვეითებული იყო ჯგუფში, სადაც იღებდნენ 50 მგ/კგ-ს სხეულის წონის. კლოტრიმაზოლი, დოზებამდე 25 მგ/კგ სხეულის წონის, არ ახდენდა შთმომავლობის განვითარების დარღვევას. კლოტრიმაზოლი ყველა დოზებზე არ ახდენდა გავლენას ფერტილობაზე.
თაგვებზე, ბოცვრებსა და ვირთხებზე კვლევებში არ გამოვლინდა ტერატოგენული ეფექტები პერორალურ დოზებზე 200, 180 და 100 მგ/კგ, შესაბამისად.
კვლევამ, სადაც 3 ვირთხას ლაქტაციის პერიოდში ინტრავენურად უკეთდებოდა 30 მგ/კგ კლოტრიმაზოლი, აჩვენა, რომ პრეპარატის სეკრეცია რძეში 10-20-ჯერ უფრო მეტი იყო პლაზმასთან შედარებით შეყვანიდან 4 საათის შემდეგ, რომელიც შემდგომ დაქვეითდა 0.4-ჯერადამდე 24 საათის შემდეგ.
ვაგინალური გამოყენების შემდეგ კლოტრიმაზოლის შეზღუდული აბსორბციის გათვალისწინებით (დაახლოებით 3%-10%), არ არის მოსალოდნელი საფრთხე კლოტრიმაზოლის ვაგინალური გამოყენებისას.
ფარმაცევტული მახასიათებლები
შენახვის ვადა
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
შეფუთვის ფორმა და შემცველობა
კრემი მოთავსებულია 20 გ ალუმინის გრავირებულ ტუბში, რომელიც შიგნიდან დაფარულია ლაქით, აქვს მემბრანა და ხრახნიანი პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის თავსახური.
ინდივიდუალური შეფუთვა შეიცავს 1 ტუბს, რომელიც სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წეი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეუთავსებლობა
საჭირო კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
მწარმოებელი
მწარმოებელი (ხარისხის კონტროლის გამცემი)
<<დელფარმ პოზნან ს.ა., პოლონეთი>>/
Delpharm Poznan, S.A.
ქ. პოზნანი, 60-322, გრუნვალდსკას ქ. 189,
პოლონეთი/ ul. Grunwaldzka, 189, 60-322, Poznan, Poland
სამკურნალო პროდუქტის სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
<<გლაქსოსმითკლაინ ექსფორთ ლტდ, გაერთიანებული სამეფო >> /
GlaxoSmithKline Export Limited, UK
79 ნიუ ოქსფორდ სთრით, ლონდონი, WC1A 1DG გაერთიანებული სამეფო / 79 New Oxford Street, London, WC1A 1DG, United Kingdom
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.