კლოპი-დენკი შიცავს კლოპიდოგრელს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოციტული სამედიცინო პროდუქტები. თრომბოციტები არიან სისხლის ძალიან მცირე სტრუქტურები, რომლებიც ეწებებიან ერთმანეთს სისხლის შედედების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლოპიდოგრელი (clopidogrel)
- ფორმა და შეფუთვა
- 75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Artesan Pharma GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038001
- რეგისტრირებულია
- 2 მაისი 2023, მოქმედებს 2 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DENK PHARMA GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლოპი-დენკ 75 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კლოპი-დენკი შიცავს კლოპიდოგრელს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოციტული სამედიცინო პროდუქტები. თრომბოციტები არიან სისხლის ძალიან მცირე სტრუქტურები, რომლებიც ეწებებიან ერთმანეთს სისხლის შედედების დროს. ასეთი აგრეგაციის პრევენციით ანტითრომბოციტური პრეპარატები ამცირებენ სისხლის კოლტის წარმოქმნის (პროცესი სახელწოდებით თრომბოზი) შესაძლებლობას.
კლოპი-დენკი გამოიყენება მოზრდილების მიერ, არაელასტიურ სისხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის კოლტის წარმოქმნის (თრომბის) პრევენციისთვის, პროცესი სახელწოდებით ათეროსკლეროზი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ათეროთრომბული მოვლენა (მაგალითად: ინსულტი, გულის ინფარქტი ან სიკვდილი).
კლოპი-დენკი ინიშნება სისხლის კოლტის წარმოქმნის პრევენციისა და ამ მძიმე მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად, რადგან:
აღინიშნება არტერიების კედლების გამაგრება (აგრეთვე ეწოდება ათეროსკლეროზი), და
ანამნეზში აღინიშნება გულის ინფარქტი, ინსულტი ან პაციენტს აქვს არტერიების პერიფერიული დაავადება, ან
პაციენტს აწუხებს მწვავე სახის ტკივილი გულ-მკერდის არეში, რასაც ასევე ეწოდება “არასტაბილური სტენოკარდია” ან “მიოკარდიუმის ინფარქტი” (გულის შეტევა). აღნიშნული მდგომარეობების სამკურნალოდ ექიმმა შესაძლებელია ჩადგას სტენტი ბლოკირებულ ან შევიწროვებულ არტერიაში, რათა აღდგეს სისხლის ეფექტური მიმოქცევა. ასევე ექიმმა შესაძლებელია დამატებით დანიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც ბევრი მედიკამენტის შემადგენლობაშია და გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად და ტემპერატურის დასაწევად, ასევე სისხლის შედედების პრევენციისთვის).
თუ აღინიშნა ინსულტის სიმპტომები, რომლებიც ქრება დროის მოკლე პერიოდში (ცნობილი, როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა) ან მსუბუქი სიმძიმის იშემიური ინსულტი. პაციენტს შეიძლება დაენიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა ექიმის მიერ, პირველი 24 საათის განმავლობაში.
პაციენტს აქვს გულის არარეგულარული რითმი, მდგომარეობა რომელსაც ეწოდება “წინაგულოვანი ფიბრილაცია” და მას არ შეუძლია მიიღოს პრეპარატები, რომლებსაც ეწოდებათ “ორალური ანტიკოაგულანტები” (ვიტამინ K-ს ანტაგონისტები), რომლებიც ხელს უშლიან ახალი კოლტების წარმოქმნას და არსებული კოლტების ზრდას. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ ,,ორალური ანტიკოაგულანტები” უფრო ეფექტურნი არიან, ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავა ან კლოპი-დენკის და აცეტილსალიცილის მჟავის კომბინირებული გამოყენება ასეთი მდგომარეობის დროს. მკურნალი ექიმი დანიშნავს კლოპი-დენკს აცეტილსალიცლის მჟავასთან ერთად თუ პაციენტს არ შეუძლია მიიღოს პერორალური ანტიკოაგულანტები და არ აღინიშნება ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკი.
რა არის გასათვალისწინებელი კლოპი-დენკის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა, მათ შორის ე/წ ‘წინაგულის ფიბრილაცია’ (გულის უჩვეულო რითმი), არის კლოპი-დენკ 75-ის 1 ტაბლეტი დღეში, პერორალურად, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად და ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
თუ გამოვლინდა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (არასტაბილური სტენოკარდია), მკურნალმა ექიმმა მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დანიშნოს 300 მგ ან 600 მგ კლოპიდოგრელი ერთჯერადად (კლოპი-დენკ 75-ის 4 ან 8 ტაბლეტი). შემდეგ, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს კლოპი-დენკ 75-ის ერთ ტაბლეტს დღეში, ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით.
თუ ანამნეზში აღინიშნება ინსულტის სიმპტომები, რომელიც ქრება დროის მოკლე პერიოდში (ასევე ცნობილია როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა) ან მსუბუქი სიმძიმის იშემიური ინსულტი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს 300 მგ კლოპიდოგრელი ერთჯერადად მკურნალობის დასაწყისში (კლოპი-დენკ 75-ის 4 ტაბლეტი). შემდგომ, რეკომენდებული დოზაა კლოპი დენკ 75-ის ერთი ტაბლეტი დღეში, როგორც აღნიშნულია ზემოთ აცეტილსალიცილის მჟავათი 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ, ექიმი დანიშნავს მხოლოდ კლოპი დენკს ან მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავას.
კლოპი-დენკი მიიღება იმ ხანგრძლივობით, რა ვადასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
კლოპი-დენკის დოზის გადაჭარბება
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილებას, რადგან არსებობს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი.
კლოპი-დენკ 75-ის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს გამორჩა კლოპი-დენკის დოზის მიღება, მაგრამ გაახსენდა ჩვეული დოზის მიღებამდე 12 საათის განმავლობაში, მაშინ ტაბლეტი მიიღება დაუყოვნებლივ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულ დროს.
თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება 12 საათზე მეტი დროის განმავლობაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ.
კლოპი-დენკის მკურნალობის შეწყვეტა
არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეწყვეტამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
პაციენტი ალერგიულია კლოპიდოგრელის ან ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
პაციენტს აქვს დაავადება, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, როგორიც არის კუჭის წყლული ან სისხლდენა ტვინში.
თუ აღინიშნება ღვიძლის მწვავე დაავადება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ეხება მას, ან რაიმე ეჭვის გაჩენის შეთხვევაში, კლოპი-დენკის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.
სიფრთხილის ზომები
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ეხება პაციენტს, კლოპი-დენკის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს:
თუ აღინიშნება სისხლდენის განვითარების რისკი, მაგალითად:
სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლული),
სისხლის დაავადებები, რომლის დროს შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (სისხლდენა სხეულის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა ან სახსარში);
უახლოეს პერიოდში მიღებული სერიოზული ტრავმა;
უახლოეს პერიოდში ჩატარებული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)
უახლოესი 7 დღის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)
თუ აღინიშნება კოლტი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი), რომელიც განვითარდა ბოლო 7 დღის განმავლობაში.
თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგია, ან რეაქცია რომელიმე დაავადების სამკურნალო მედიკამენტის მიმართ
თუ ანამნეზში აღინიშნება თავის ტვინის არატრავმული სისხლდენა
კლოპი-დენკის მიღების დროს:
უნდა ეცნობოს ექიმს, თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური);
ასევე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ისეთი მდგომარეობის განვითარება (ასევე ცნობილია როგორც, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა ან TTC), რომელსაც ახასიათებს ცხელება, ჩალურჯებები კანის ქვეშ და შესაძლებელია ჩანდეს, როგორც წითელი ქინძისთავისხელა წერტილები, რაც შეიძლება მიმდინარეობდეს აუხსნელი დაღლილობის შეგრძნებით, გონების დაბინდვით, კანის და თვალების სიყვითლით ან მის გარეშე (იხ. პუნქტი 4).
ჭრილობის ან თვითდაზიანის მიყენების შემთხვევაში სისხლდენა შესაძლებელია გაგრძელდეს ჩვეულებრივზე მეტ ხანს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმდებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. პუნქტი 4).
მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები.
ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება ბავშვებისათვის, ვინაიდან იგი არ მოქმედებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში იღებდა, ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს კლოპი-დენკის მოქმედებაზე ან პირიქით.
განსაკუთრებით, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:
მედიკამენტი, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს, როგორიც არის:
ორალური ანტიკოაგულანტები, სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ძირითადად გამოიყენება კუნთის ან სახსრის ტკივილის და/ან ანთებითი პროცესების სამკურნალოდ
ჰეპარინი ან ნებისმიერი სხვა საინექციო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად
თიკლოპიდინი ან სხვა ანტითრომბოციტული საშუალებები
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი (მათ შორის ფლოქსეტინი ან ფლუვოქსამინი, თუმცა, არ შემოიფარგლება ამით), მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
რიფამპიცინი (გამოიყენება მწვავე ინფექციების სამკურნალოდ)
ომეპრაზოლი, ან ესომეპრაზოლი, კუჭის გაღიზიანების სამკურნალო პრეპარატები
ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები
ეფავირენზი ან სხვა ანტივირუსული მედიკამენტები (აივ-ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი)
კარბამაზეპინი, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალო პრეპარატი.
მოკლობემიდი, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი;
რეპაგლინიდი, დიაბეტის სამკურნალო საშუალება
პაკლიტაქსელი, სიმსივნის სამკურნალო საშუალება
ოპიოიდები: კლოპიდოგრელის მკურნალობის დროს, რომელიმე ოპიოიდის დანიშვნამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს (გამოიყენება მწვავე ტკივილის სამკურნალოდ).
როზუვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)
თუ აღინიშნება ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის ინფარქტი), გარდამავალი იშემიური შეტევა ან იშემიური ინსულტი მსუბუქი სიმწვავის, კლოპი-დენკი შესაძლებელია დაინიშნოს აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ნივთიერება, რომელიც ბევრი სამედიცინო პრეპარატის ნივთიერებაა, და გამოიყენება ტკივილის და დაბალი სიცხის სამკურნალოდ. აცეტილსალიცილის მჟავას (არაუმეტეს 1,000 მგ ყოველ 24 საათში) შემთხვევით მიღებამ შესაძლებელია არ გამოიწვიოს პრობლემა, თუმცა სხვა გარემოებებში ხანგრძილივი გამოყენებისას კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
კლოპი-დენკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კლოპი-დენკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არის სასურველი აღნიშნული პროდუქტის მიღება ორსულობის პერიოდში.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ფიქრობს რომ არის ორსულად, კლოპი დენკის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კლოპი-დენკის მიღების დროს თუ პაციენტი დარჩა ორსულად, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან კლოპიდოგრელის მიღება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული.
აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს არ არის დაშვებული ლაქტაცია.
თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს მისი დაწყება, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის და მექანიზმების მართვა
კლოპი-დენკი სავარაუდოდ, არ ახდენს გავლენას მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
კლოპი-დენკი შეიცავს ლაქტოზას.
თუ პაციენტი ინფორმირებულია ექიმის მიერ, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ იგი ყველას არ უვლინდება
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი:
ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ზოგიერთი უჯრედების იშვიათი დაავადების გამო;
ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სისხლდენასთან, რაც ვლინდება კანქვეშ წითელი ქინძისთავის ზომის წერტილების სახით და/ან გონების დაბინდვით (იხ. ნაწილი 2).
პირის ღრუს შეშუპება ან კანის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები კანზე. ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული რეაქცია.
კლოპიდოგრელის შედეგად გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია სისხლდენა.
სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, სილურჯეები, ჰემატომა (უჩვეულო სისლხდენა ან სილურჯე კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენა ვითარდება თვალში, თავში, ფილტვებში ან სახსარში.
თუ კლოპი-დენკით მკურნალობის დროს გამოვლინდა ხანგრძლივი სისხლდენა
ჭრილობის ან თვითდაზიანების შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შესაძლებელია ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. აღნიშნული დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 2).
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 10 პაციენტიდან): ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეპსია ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 100 პაციენტიდან):
თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი აირების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი ეფექტი (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 1,000 პაციენტიდან):
თავბრუსხვევა, მკერდის გაზრდა მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 10,000 პაციენტიდან):
სიყვითლე, ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილთან ერთად ან მის გარეშე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ხველასთან ერთად, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები (მაგალითად ზოდაგად სიცხის შეგრძნება, უეცარი ზოგადი დისკომფორტით, გულის წასვლა), პირის ღრუს შეშუპება, კანზე ბუშტუკების განვითარება, კანის მხრივ ალერგია, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), დაქვეითებული არტერიული წნევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, სახსრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, საკვებთან დაკავშირებული გემოვნების შეცვლა ან დაკარგვა.
უცნობი სიხშირით გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მკერდის ან მუცლის ტკივილით, მუდმივად სისხლში დაბალი შაქრის სიმპტომები.
გარდა ამისა, მკურნალმა ექიმმა ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოს ცვლილებები სისხლის და შარდის ანალიზებში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი დაგვეხმარება ამ მედინამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
ჭარბი დოზა
კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის გახანგრძლივება და სისხლდენის შემდგომი გართულებები. უნდა ჩატარდეს შესაბამისი თერაპია სისხლდენის გამოვლენისას. კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური საქმიანობის ანტიდოტი არ იქნა ნაპოვნი. თუ საჭირო გახდა ხანგრძლივი სისხლდენის სწრაფი კორექცია, თრომბოციტების გადასხმამ შეიძლება შეცვალოს კლოპიდოგრელის მოქმედება.
ფარამაკოლოგიური თვისებები
შემადგენლობა
კლოპი-დენკ 75-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის კლოპიდოგრელი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (კლოპიდოგრელის ბესილატის სახით).
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი (ტიპი A), ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, მაკროგოლ 6000, სტეარინის მჟავა, ტალკი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, რკინის წითელი ოქსიდი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
მედიკამენტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.
კლოპი-დენკ 75-ის აღწერილობა და შეფუთვა
კლოპი-დენკ 75-ის არის ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კლოპი-დენკ 75 ხელმისაწვდომია ალუმინი/ალუმინის ბლისტერებზე.
შეფუთვაში: 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენშტრ. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები:
არტესან ფარმა გმბჰ და კო.კგ
ვენდლანდშტრ. 1
29439 ლუჩოუ
გერმანია
აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 04/2023.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ, ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 2 წელი
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ სამკურნალო პროდუქტზე რაიმე ცვლილებას, შეფუთვის დაზიანებას ან გაყალბების ნიშნებს.
არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში, რომელიც მავნებლურად მოქმედებს გარემოზე. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების გარდა, ჰეპარინი, ათქ კოდი: B01AC04.
მოქმედების მექანიზმი
კლოპიდოგრელი არის საშუალება, რომლის ერთ-ერთი მეტაბოლიტი არის თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი. კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება CYP450 ფერმენტებით, რათა შეიქმნას აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი შერჩევით აფერხებს ადენოზინის დიფოსფატის (ADP) დაკავშირებას მის თრომბოციტ P2Y12 რეცეპტორთან და გლიკოპროტეინების GPIIb/IIIa კომპლექსის ADP–ის საშუალებით გააქტიურებას, რითაც ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. შეუქცევადი აუცილებლობის გამო, თრომბოციტების ზემოქმედება გავლენას ახდენს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე (დაახლოებით 7-10 დღე) და თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება თრომბოციტების ბრუნვის შესაბამისი სიჩქარით., თრომბოციტების აგრეგაცია, რომელიც გამოწვეულია ADP-ს გარდა სხვა აგონისტებით, ასევე შეფერხებულია თრომბოციტების ამპლიკაციის ბლოკირებით გააქტიურებული ADP-ს მიერ.
იმის გამო, რომ აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება CYP450 ფერმენტებით, რომელთაგან ზოგიერთი არის პოლიმორფული ან დაქვემდებარებული სხვა სამკურნალო პროდუქტების ინჰიბირებაზე, ყველა პაციენტს არ ექნება თრომბოციტების სათანადო ინჰიბიცია.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ADP გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაცია პირველივე დღიდან განმეორებითი დოზით დღეში 75 მგ წარმოიშვა მნიშვნელოვანი ინჰიბიცია; ეს თანდათანობით გაიზარდა და მიაღწია სტაბილურ მდგომარეობას მე-3 და მე-7 დღეს შორის. სტაბილურ მდგომარეობაში, 75 მგ დოზით დაფიქსირებული ინჰიბირების საშუალო დონეა 40%-დან 60%-მდე. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით დაუბრუნდა საწყის მნიშვნელობებს, ზოგადად მკურნალობიდან 5 დღის შემდეგ შეჩერებულია.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა 7 ორმაგად-ბრმა კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 100,000-ზე მეტი პაციენტი: CAPRIE შესწავლა, კლოპიდოგრელის შედარება ASA-ს და CURE-ს, CLARITY-ის, COMMIT, CHANCE; POINT და ACTIVE-A-ს კვლევებით, კლოპიდოგრელის შედარება პლაცებოსთან, ორივე სამკურნალო პროდუქტი, რომლებიც მოცემულია ASA–სთან და სხვა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად.
მიოკარდიუმის ბოლოდროინდელი ინფარქტი (MI), ბოლოდროინდელი ინსულტი ან დადგენილი პერიფერიული არტერიული დაავადება
CAPRIE კვლევაში შედის 19,185 არტერიული თრომბოზის მქონე პაციენტი, როგორც ეს გამოხატულია ბოლოდროინდელი მიოკარდიუმის ინფარქტით (<35 დღე), ბოლოდროინდელი იშემიური ინსულტი (7 დღიდან 6 თვემდე) ან დადგენილია პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD). პაციენტები რანდომიზებული იქნა კლოპიდოგრელის 75 მგ დღეში ან ASA 325 მგ დღეში, გაგრძელდა 1-3 წლის გაანმავლობაში. მიოკარდიუმის ინფარქტის ქვეჯგუფში, პაციენტთა უმრავლესობამ მიიღო ASA პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
კლოპიდოგრელმა მნიშვნელოვნად შეამცირა ახალი იშემიური მოვლენების შემთხვევები (მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული დასასრული, იშემიური ინსულტი და სისხლძარღვთა კვდომა) როდესაც შედარდა ASA–სთან. ანალიზის მკურნალობის მიზნით, აღინიშნა 939 მოვლენა კლოპიდოგრელის ჯგუფში და 1,020 მოვლენა ASA–სთან (შედარებითი რისკის შემცირება (RRR) 8.7%, [95% CI: 0.2 to 16.4]; p=0.045), რაც შეესაბამება ყველა 1,000 პაციენტს, რომლებიც მკურნალობენ 2-დან 10 წლის განმავლობაში [CI: 0-დან 20-მდე] დამატებით პაციენტებს, რომლებიც თავიდან აიცილებენ ახალ იშემიურ მოვლენას. მთლიანი სიკვდილიანობის, როგორც მეორადი დასასრულის ანალიზმა, არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება კლოპიდოგრელს (5.8%) და ASA (6.0%) შორის.
ქვეჯგუფის ანალიზში საკვალიფიკაციო პირობით (მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი და PAD) სარგებელი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა (სტატისტიკური მნიშვნელობის მისაღწევად p=0.003) PAD– ში რეგისტრირებულ პაციენტებში (განსაკუთრებით მათ, ვისაც ასევე ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტის ისტორია) (RRR = 23.7%; CI: 8.9 to 36.2) და უფრო სუსტი (მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ASA- სგან) ინსულტის მქონე პაციენტებში (RRR = 7.3%; CI: -5.7 to 18.7 [p=0.258]). იმ პაციენტებში რომლებსაც აღმოაჩნდათ მიოკარდიუმის ინფარქტი, კლოპიდოგრელი რიცხობრივად დაბალი იყო, მაგრამ სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა ASA-სგან (RRR = -4.0%; CI: -22.5 to 11.7 [p=0.639]). ამასთან, ქვეჯგუფის მიერ ასაკობრივი ანალიზით დადგინდა, რომ კლოპიდოგრელის სარგებელი 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში უფრო ნაკლები იყო, ვიდრე პაციენტებში <75 წლის ასაკიდან.
ვინაიდან CAPRIE-ს ტესტირება არ განხორციელებულა ინდივიდუალური ქვეჯგუფების ეფექტურობის შესაფასებლად, გაუგებარია, საკვალიფიკაციო პირობებში ფარდობითი რისკის შემცირების განსხვავებები რეალურია თუ შანსის შედეგი.
მწვავე კორონარული სინდრომი
CURE-ს გამოკვლევაში შედის 12,562 პაციენტი მწვავე კორონარული სინდრომი მომატებული არა-ST სეგმენტის (არასტაბილური სტენოკარდია ან არა Q-ტალღის მიოკარდიუმის ინფარქტი), გულმკერდის ტკივილის ბოლო ეპიზოდის დაწყებიდან 24 საათში ან იშემიის სიმპტომების შესაბამისად. პაციენტებს მოეთხოვებოდათ ECG-ს ცვლილებების შეთავსება ახალ იშემიასთან ან მომატებული გულის ფერმენტები ან ტროპონინი I ან T მინიმუმ ორჯერ აღემატებოდეს ნორმის ზედა ზღვარს. პაციენტებს ჩაუტარდათ შემთხვევითი შერჩევა კლოპიდოგრელზე (300 მგ-მდე დასატვირთი დოზა, შემდგომ 75 მგ/დღეში, N=6,259) ან პლაცებო (N=6,303), ორივე მოცემულია ASA– სთან ერთად (75-325 მგ დღეში ერთხელ) და სხვა სტანდარტული თერაპიები. პაციენტებს მკურნალობდნენ ერთ წლამდე. CURE-ში, 823 (6.6%) პაციენტმა მიიღო ერთდროული GPIIb/IIIa რეცეპტორის ანტაგონისტური თერაპია. ჰეპარინები ენიშნებათ პაციენტების 90%-ზე მეტს და კლოპიდოგრელსა და პლაცებოს შორის სისხლდენის ფარდობითი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ მოქმედებდა ჰეპარინის კომბინირებული თერაპიით.
ავადმყოფთა რიცხვი, რომლებიც განიცდიდნენ პირველად დასასრულის [გულ-სისხლძარღვთა (CV)) სიკვდილიანობა, მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) ან ინსულტი] იყო 582 (9.3%) კლოპიდოგრელით ნამკურნალევ პაციენტთა ჯგუფში, ხოლო პლაცებოთი ნამკურნალევ ჯგუფში 719 (11.4%), კლოპიდოგრელით ნამკურნალები ჯგუფისთვის 20% ფარდობითი რისკის შემცირება (95% CI of 10%- 28%; p=0.00009) (17% ფარდობითი რისკის შემცირება, როდესაც პაციენტებს მკურნალობდნენ კონსერვატიულად, 29%, როდესაც პაციენტებს გავლილი აქვთ პერკუტანული ტრანსმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა (PTCA) სტენტით ან მის გარეშე და 10%, როდესაც მათ გაიარეს კორონარული არტერიული ბაიპას გრაფტი (CABG)). თავიდან აიცილეს ახალი კარდიოვასკულური მოვლენები (პირველადი დასკვნა), რომელთა შეფარდება შემცირდა 22%-ით (CI: 8.6, 33.4), 32% (CI: 12.8, 46.4), 4% (CI: -26.9, 26.7), 6% (CI: -33.5, 34.3) და 14% (CI: -31.6, 44.2), შესაბამისად 0-1, 1-3, 3-6, 6-9 და 9-12 თვის შესწავლილი ინტერვალებით. ამრიგად, 3 თვიანი მკურნალობის მიღმა კლოპიდოგრელის + ASA ჯგუფში დაფიქსირებული სარგებელი არ გაიზრდილა, ხოლო სისხლდენის რისკი შენარჩუნდა (იხ. პუნქტი 4.4)
კლოპიდოგრელის გამოყენება CURE-ში დაკავშირებულია თრომბოლიზური თერაპიის შემცირებულ საჭიროებასთან (RRR = 43.3%; CI: 24.3%, 57.5%) და GPIIb / IIIa ინჰიბიტორები (RRR = 18.2%; CI: 6.5%, 28.3%).
პაციენტთა რაოდენობა, რომლებმაც განიცადეს პირველადი საბოლოო დასკვნა (CV გარდაცვალება, MI, ინსულტი ან რეფრაქციული იშემია) იყო 1,035 (16.5%) კლოპიდოგრელით ნამკურნალევ ჯგუფში და 1,187 (18.8%) პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფში, 14% ფარდობითი რისკის შემცირება (95% CI 6%-21%, p=0.0005) კლოპიდოგრელით ნამკურნალები ჯგუფისთვის. ეს სარგებელი ძირითადად განპირობებული იყო MI-ის ინციდენტის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირებით [287 (4.6%) კლოპიდოგრელის ნამკურნალებ ჯგუფში და 363 (5.8%) პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფში]. არ დაფიქსირებულა გავლენა რეჰოსპიტალიზაციის სიჩქარეზე არასტაბილური სტენოკარდიისთვის.
მიღებული შედეგები სხვადასხვა მახასიათებლების პოპულაციიდან (მაგ. არასტაბილური სტენოკარდიის ან Q-ტალღის არასტაბილური მიოზიტით, დაბალი და მაღალი რისკის დონეზე, დიაბეტით, რევასკულარიზაციის საჭიროებით, ასაკი, სქესი და ა.შ.) შეესაბამება პირველადი ანალიზის შედეგებს. კერძოდ, 2,172 პაციენტის (მთლიანი ნამკურნალევი პოპულაციის 17%) შემდგომი ანალიზის დროს, რომლებმაც გაიარეს სტენტის განთავსება (Stent-CURE), მონაცემებმა აჩვენა, რომ კლოპიდოგრელმა პლაცებოსთან შედარებით აჩვენა მნიშვნელოვანი RRR 26,2% კლოპიდოგრელის სასარგებლოდ - პირველადი საბოლოო წერტილი (სისხლძარღვთა დაავადებები, MI, ინსულტი), ისევე როგორც მნიშვნელოვანი RRR 23,9% მეორე პირველადი საბოლოო წერტილისთვის (CV სიკვდილი, MI, ინსულტი ან რეფრაქციული იშემია). უფრო მეტიც, კლოპიდოგრელის უსაფრთხოების პროფილს პაციენტების ამ ქვეჯგუფში განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუწვევია. ამრიგად, ამ ქვეჯგუფის შედეგები შეესაბამება საცდელი პერიოდის საერთო შედეგებს.
კლოპიდოგრელის მიღების დროს გამოვლენილი სარგებელი დამოუკიდებელი იყო სხვა მწვავე და გრძელვადიანი კარდიოვასკულური თერაპიისგან (მაგალითად, ჰეპარინი/LMWH, GPIIb/IIIa ანტაგონისტები, ლიპიდების შემამცირებელი პრეპარატები, ბეტა ბლოკატორები და აგფ-ინჰიბიტორები). კლოპიდოგრელის ეფექტიანობა დაფიქსირდა ASA დოზისგან დამოუკიდებლად (75-325 მგ დღეში ერთხელ).
პაციენტებში ST-სეგმენტის მომატებული მწვავე MI, კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა 2 რანდომიზებულ, პლაცებო კონტროლირებად, ორმაგად–ბრმა კვლევებში, CLARITY და COMMIT.
CLARITY კვლევაში, მონაწილეობა მიიღო 3,491 პაციენტმა, რომლებიც გამოვლინდნენ ST ელევაციის MI– ს დაწყებიდან 12 საათში და დაიგეგმა თრომბოლიზური თერაპიისთვის. პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელი (300 მგ დასატვირთი დოზა, შემდეგ 75 მგ/დღეში, n=1,752) ან პლაცებო (n=1,739), ორივე მათგანი ASA-სთან ერთად (150-დან 325 მგ-მდე დატვირთვის დოზა, შემდეგ 75-დან 162 მგ/დღეში), ფიბრინოლიზური საშუალება და საჭიროების შემთხვევაში, ჰეპარინი. პაციენტებს უტარდებოდათ 30 დღის განმავლობაში. პირველადი საბოლოო წერტილი იყო ოკლუდირებულ-ინფარქტთან დაკავშირებული არტერიის კომპოზიტის გამოვლენა წინასწარი განმუხტვის ანგიოგრამაზე ან სიკვდილიანობა ან მოიკარდიუმის ინფარქტის რეციდივი კორონარულ ანგიოგრაფიამდე. პაციენტებს რომლებსაც არ ჩატარებიათ ანგიოგრაფია, პირველადი საბოლოო წერტილი იყო სიკვდილიანობა ან მიოკარდიუმის ინფარქტი მე–8 დღეს ან საავადმყოფოდან გაწერის დროს. პაციენტებში შედიოდა 19.7 % ქალი და 29.2% პაციენტი ≥ 65 წლის. პაციენტთა 99,7%–მა მიიღო ფიბრინოლიტიკები (ფიბრინის სპეციფიკური: 68,7%, არაფიბრინის სპეციფიკური: 31,1%), 89,5% ჰეპარინი, 78,7% ბეტა ბლოკატორები, 54,7% აგფ ინჰიბიტორები და 63% სტატინები.
კლოპიდოგრელის ჯგუფის პაციენტთა თხუთმეტმა პროცენტმა (15.0%) და პლაცებოს ჯგუფის 21.7% -მა მიაღწია პირველად საბოლოო წერტილს, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ შემცირებას 6.7% და 36% კოეფიციენტების შემცირებას კლოპიდოგრელის სასარგებლოდ (95% CI: 24. 47%; p < 0.001), ძირითადად დაკავშირებულია ოკლუზიურ ინფარქტთან დაკავშირებული არტერიების შემცირებასთან. ეს სარგებელი თანმიმდევრული იყო ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში, პაციენტების ასაკისა და სქესის, ინფარქტის ადგილმდებარეობის და გამოყენებული ფიბრინოლიზური ან ჰეპარინის ტიპის ჩათვლით.
2x2 ფაქტორიანი დიზაინის COMMIT–ის კვლევა მოიცავდა 45,852 პაციენტს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გამოხატავდნენ ეჭვმიტანილ MI–ს სიმპტომებს ეკგ – ს ანომალიების მხარდაჭერით (ე.ი. ST მომატებით, ST დეპრესიით ან მარცხენა ტოტის ბლოკადით). პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელი (75 მგ/დღეში, n=22,961) ან პლაცებო (n=22,891), ASA– სთან ერთად (162 მგ/დღეში), 28 დღის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გამოწერამდე. პირველადი საბოლოო წერტილები იყო სიკვდილიანობა ნებისმიერი მიზეზით და განმეორებითი ინფარქტის ინსულტის ან სიკვდილიანობის პირველი შემთხვევით. მოსახლეობაში შედიოდა 27.8% ქალი, პაციენტის 58.4% ≥ 60 წელზე ქვევით (26% ≥70 წელი) და პაციენტების 54,5%, რომლებიც იღებდნენ ფიბრინოლიტიკებს.
კლოპიდოგრელმა მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის რისკი ნებისმიერი მიზეზით 7%-ით (p= 0.029), ხოლო განმეორებითი ინფარქტის, ინსულტის ან სიკვდილიანობის კომბინაციის ფარდობითი რისკი 9%-ით. ეს სარგებელი თანმიმდევრული იყო ასაკთან, სქესთან და ფიბრინოლიტიკების საშუალებით ან მის გარეშე და დაფიქსირდა 24 საათში.
P2Y12 ინჰიბიტორის აგენტების დეესკალაცია ACS-ში
გადასვლა უფრო ძლიერი P2Y12 რეცეპტორის ინჰიბიტორიდან კლოპიდოგრელზე პლუს ასპირინზე მწვავე ACS-ის შემდეგ, შეფასებული იყო ორ ISS-ის მიერ დაფინანსებულ რანდომიზებულ კვლევაში, TOPIC და TROPICAL-ACS, კლინიკური შედეგების მონაცემებით.
კლინიკური სარგებელი, რომელსაც უზრუნველყოფს უფრო ძლიერი P2Y12 ინჰიბიტორები, ტიკაგრელორი და პრასუგრელი, მათ ძირითად კვლევებში უკავშირდება მორეციდივე იშემიური მოვლენების მნიშვნელოვან შემცირებას (სტენტის მწვავე და ქვემწვავე თრომბოზის (ST), მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) და გადაუდებელი რევასკულარიზაციის ჩათვლით). მიუხედავად იმისა, რომ იშემიური ეფექტი სტაბილური იყო პირველი წლის განმავლობაში, იშემიური რეციდივების უფრო დიდი შემცირება ACS-ის შემდეგ დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან პირველ დღეებში. ამის საპირისპიროდ, რეტროსპექტულმა ანალიზმა აჩვენა სისხლდენის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა უფრო ძლიერი P2Y12 ინჰიბიტორებით, რაც ძირითადად ხდება შენარჩუნების ფაზაში, ACS-დან პირველი თვის შემდეგ. TOPIC და TROPICAL-ACS შექმნილია იმის შესასწავლად, თუ როგორ უნდა შემცირდეს სისხლდენის მოვლენები ეფექტურობის შესანარჩუნებლად.
TOPIC (თრომბოციტების ინჰიბირების დრო მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ)
ეს რანდომიზებული, ღია ეტიკეტირების კვლევა მოიცავდა ACS პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ PCI. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ასპირინს და უფრო ძლიერ P2Y12 ბლოკერს და არ ჰქონდათ გვერდითი მოვლენები ერთი თვის შემდეგ, დაევალათ გადასულიყვნენ ასპირინისა და კლოპიდოგრელის ფიქსირებულ დოზაზე (ორმაგი ანტითრომბოციტური თერაპია შემცირებული ესკალაციით (DAPT)) ან განაგრძონ მკურნალობა (DAPT უცვლელი).
სულ ჩატარდა ანალიზი 645 პაციენტში 646-დან STEMI ან STEMI ან არასტაბილური სტენოკარდიით (DAPT-ის დეესკალაცია (n = 322); უცვლელი DAPT (n = 323)). ერთწლიანი დაკვირვება ჩატარდა 316 პაციენტისთვის (98.1%) DAPT დეესკალაციის ჯგუფში და 318 პაციენტისთვის (98.5%) უცვლელი DAPT ჯგუფში. საშუალო დაკვირვების დრო ორივე ჯგუფში იყო 359 დღე. შესწავლილი კოჰორტის მახასიათებლები მსგავსი იყო 2 ჯგუფში.
პირველადი შედეგი, გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის, ინსულტის, გადაუდებელი რევასკულარიზაციისა და BARC (სისხლდენის აკადემიური კვლევის კონსორციუმი) 1 წლის შემდეგ სისხლდენა ≥2 ACS, დაფიქსირდა 43 პაციენტში (13.4%) დეესკალირებული DAPT ჯგუფში და 85 პაციენტში (26.3%) უცვლელი DAPT ჯგუფში (p<0.01). ეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ძირითადად გამოწვეული იყო ნაკლები სისხლდენის მოვლენებით, იშემიურ საბოლოო წერტილებში სხვაობა არ იყო მოხსენებული (p=0.36), ხოლო BARC ≥2 სისხლდენა ხდებოდა ნაკლებად ხშირად დეესკალირებული DAPT ჯგუფში (4.0%) უცვლელთან შედარებით 14.9% DAPT ჯგუფი (p<0.01). სისხლდენის მოვლენები განისაზღვრა როგორც ყველა BARC, დაფიქსირდა 30 პაციენტში (9.3%) დეესკალირებული DAPT ჯგუფში და 76 პაციენტში (23.5%) უცვლელი DAPT ჯგუფში (p<0.01).
TROPICAL-ACS (თრომბოციტების დათრგუნვის პასუხის ტესტირება მწვავე კორონარული სინდრომების ქრონიკულ ანტითრომბოციტულ თერაპიაში)
ეს რანდომიზებული, ღია ეტიკეტირების კვლევა მოიცავდა 2,610 ბიომარკერზე დადებით ACS პაციენტს წარმატებული PCI-ის შემდეგ. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ პრასუგრელის 5 ან 10 მგ/დღეში (დღეები 0-14) (n=1,306), ან პრასუგრელი 5 ან 10 მგ/დღეში (დღეები 0-7), შემდეგ დეესკალირებული კლოპიდოგრელამდე 75 მგ/დ (8-14 დღე) (n=1,304), ASA-სთან კომბინაციაში (<100 მგ/დღეში). მე-14 დღეს, ჩატარდა თრომბოციტების ფუნქციის ტესტირება (PFT). მხოლოდ ისინი, რომლებიც იღებდნენ პრასუგრელს აგრძელებდნენ პრასუგრელის მიღებას 11.5 თვის განმავლობაში.
დეესკალაციის მქონე პაციენტებს ჩაუტარდათ მაღალი თრომბოციტების რეაქტიულობის (HPR) ტესტირება. თუ HPR≥46 ერთეული, პაციენტები გადაიზარდა პრასუგრელამდე 5 ან 10 მგ/დღეში 11.5 თვის განმავლობაში; თუ HPR<46 ერთეული, პაციენტებმა განაგრძეს კლოპიდოგრელი 75 მგ/დღეში 11.5 თვის განმავლობაში. ამრიგად, კონტროლირებადი დეესკალაციის ჯგუფში პაციენტები იღებდნენ პრასუგრელს (40%) ან კლოპიდოგრელს (60%). ამრიგად, კონტროლირებადი დეესკალაციის ჯგუფში პაციენტები იღებდნენ პრასუგრელს (40%) ან კლოპიდოგრელს (60%). ყველა პაციენტმა გააგრძელა ასპირინის მიღება და მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში.
მიღწეული იქნა პირველადი საბოლოო წერტილი (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და BARC სისხლდენის ქულა ≥2 კომბინირებული სიხშირე 12 თვეზე), რაც თანაბრად ეფექტურია. 95 პაციენტს (7%) კონტროლირებადი დეესკალაციის ჯგუფში და 118 პაციენტს (9%) საკონტროლო ჯგუფში (p არასრულფასოვნება = 0.0004) ჰქონდა მოვლენა. მართვადი დეესკალაცია არ იწვევდა იშემიური მოვლენების ერთობლივი რისკის ზრდას (2.5% დეესკალაციის ჯგუფში 3.2% საკონტროლო ჯგუფში; p არანაკლებ ეფექტური = 0.0115) ან ძირითადი მეორადი სისხლდენის საბოლოო წერტილი BARC ≥2 ((5%) დეესკალაციის ჯგუფში 6% საკონტროლო ჯგუფში (p=0.23)). ყველა სისხლდენის კუმულაციური სიხშირე (BARC 1-5 ხარისხი) იყო 9% (114 მოვლენა) კონტროლირებად დეესკალაციის ჯგუფში 11% (137 მოვლენა) საკონტროლო ჯგუფში (p = 0.14).
ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია (DAPT) მწვავე მცირე IS ან საშუალო და მაღალი რისკის TIA-ში
DAPT კომბინირებული თერაპია კლოპიდოგრელთან და ASA–სთან ერთად, როგორც მკურნალობა ინსულტის თავიდან ასაცილებლად მწვავე მცირე IS ან საშუალო და მაღალი რისკის TIA-ს შემდეგ, შეფასებული იყო ორ რანდომიზებულ მკვლევარის მიერ დაფინანსებულ კვლევაში (ISS) – CHANCE და POINT - კლინიკური უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შედეგების მონაცემებით.
CHANCE (კლოპიდოგრელი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე არაშეზღუდული ცერებროვასკულური მოვლენები)
რანდომიზებული, ორმაგი–ბრმა, მულტიცენტრული, პლაცებოზე კონტროლირებადი კლინიკური კვლევა მოიცავდა 5,170 ჩინელ პაციენტს მწვავე TIA-ით (ABCD2 ქულა >4) ან მწვავე მცირე ინსულტით (NIHSS <3). ორივე ჯგუფის პაციენტებმა მიიღო ღია ეტიკეტირების ASA 1 დღეს (დოზით 75–დან 300 მგ–მდე, მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ). კლოპიდოგრელ–ASA ჯგუფში, შემთხვევით შერჩეულმა პაციენტებმა მიიღეს 300 მგ კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზა 1 დღეს, რასაც მოჰყვა 75 მგ კლოპიდოგრელის დოზა 2-დან 90 დღემდე და ASA დოზით 75 მგ დღეში, 2-დან 21 დღის განმავლობაში. ASA ჯგუფში, შემთხვევით შერჩეულმა პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელის პლაცებო ვერსია 1-დან 90 დღემდე და ASA დოზით 75 მგ დღეში 2-დან 90 დღემდე.
პირველადი ეფექტიანობის შედეგი იყო ნებისმიერი ახალი ინსულტის მოვლენა (იშემიური და ჰემორაგიული) პირველი 90 დღის განმავლობაში, მწვავე მცირე IS ან მაღალი რისკის TIA–ს შემდეგ. ეს დაფიქსირდა 212 პაციენტში (8.2%) კლოპიდოგრელ–ASA ჯგუფში, შედარებული 303 პაციენტთან (11.7%) ASA-ს ჯგუფში (საფრთხის თანაფარდობა [HR], 0.68; 95% ნდობის ინტერვალი [CI], 0.57-დან 0.81-მდე; P<0.001). IS დაფიქსირდა 204 პაციენტში (7.9%) კლოპიდოგრელ–ASA ჯგუფში, შედარებული 295 პაციენტთან (11.4%) ASA-ს ჯგუფში (HR, 0.67; 95% CI, 0.56-დან 0.81-მდე; P<0.001). ჰემორაგიული ინსულტი დაფიქსირდა 8 პაციენტში, ორი საკვლევი ჯგუფიდან თითოეულში (თითოეული ჯგუფის 0.3%). საშუალო ან ძლიერი სისხლდნა დაფიქსირდა შვიდ პაციენტში (0.3%) კლოპიდოგრელ–ASA ჯგუფში და რვა პაციენტში (0.3%) ASA ჯგუფში (P=0.73). ნებისმიერი სისხლდენის მოვლენის სიხშირე იყო 2.3% კლოპიდოგრელ–ASA ჯგუფში, 1.6% ASA ჯგუფთან შედარებით (HR, 1.41; 95% CI, 0.95-დან 2.10-მდე; P=0.09).
POINT (თრომბოციტებზე ორიენტირებული ინჰიბირება ახალ TIA–სა და მცირე იშემიურ ინსულტში)
რანდომიზებული, ორმაგი–ბრმა, მულტიცენტრული, პლაცებოზე კონტროლირებადი კლინიკური კვლევა მოიცავდა 4,881 საერთაშორისო პაციენტს, მწვავე TIA–ით (ABCD2 ქულა >4) ან მცირე ინსულტით (NIHSS <3). ორივე ჯგუფის ყველა პაციენტმა მიიღო ღია ეტიკეტირების ASA 1-დან 90 დღემდე (50-325 მგ მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ). კლოპიდოგრელის ჯგუფში შემთხვევით შერჩეულმა პაციენტებმა მიიღეს 600 მგ კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზა 1 დღეს, რასაც მოჰყვა 75 მგ კლოპიდოგრელი 2-დან 90 დღემდე. პლაცებოს ჯგუფში შემთხვევით შერჩეულმა პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელი პლაცებო 1-დან 90-დღემდე.
პირველადი ეფექტიანობის შედეგი იყო ძირითადი იშემიური შემთხვევების კომპოზიტი (IS, MI ან სიკვდილიანობა იშემიური ვასკულარული მოვლენებისგან) 90-ე დღეს. ეს აღინიშნა 121 პაციენტში (5.0%), რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს და ASA-ს, რაც შედარებულია იმ 160 პაციენტს (6.5%), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ASA-ს (HR, 0.75; 95% CI, 0.59-დან 0.95-მდე; P=0.02). მეორეული შედეგი გამოვლინდა 112 პაციენტში (4.6%), რომლებიც იღებენ კლოპიდოგრელს და ASA-ს, ვიდრე 155 პაციენტი (6.3%), რომლები იღებენ მხოლოდ ASA-ს (HR, 0.72; 95% CI, 0.56-0.92; P=0.01). ძირითადი ჰემორაგიის პირველადი უსაფრთხოების შედეგი დაფიქსირდა 2,432 პაციენტიდან 23–ში (0.9%), რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს და ASA-ს და 2,449 პაციენტიდან 10-ში (0.4%), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ASA-ს (HR, 2.32; 95% CI, 1.10-დან 4.87-მდე; P=0.02). მცირე ჰემორაგია აღინიშნა 40 პაციენტში (1.6%), რომლებiც იღებდნენ კლოპიდოგრელს და ASA-ს, და 13-ში (0.5%), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ASA-ს (HR, 3.12; 95% CI, 1.67-დან 5.83-მდე; P<0.001).
CHANCE და POINT დროის კურსის ანალიზი
DAPT გაგრძელებისას ეფექტიანობის სარგებელი არ ყოფილა 21 დღის შემდეგ. ძირითადი იშემიური შემთხვევების დროული განაწილება და ძირითადი ჰემორაგია მკურნალობის დანიშვნით ჩატარდა DAPT–ის მოკლევადიანი კურსის გავლენის გასაანალიზებლად.
ცხრილი 1 – ძირითადი იშემიური შემთხვევების და ძირითადი ჰემორაგიების დროის განაწილება მკურნალობის დანიშვნით CHANCE და POINT-ში.
შემთხვევების რაოდენობა
შემთხვევები CHANCE და POINT-ში
მკურნალობის დანიშვნა
მთლიანი
1-ლი კვირა
მე–2 კვირა
მე–3 კვირა
ძირითადი იშემიური შემთხვევები
ASA (n=5,035)
CLP+ASA (n=5,016)
განსხვავება
458 …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
კლოპი-დენკ 75
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი – პერორალურად მისაღებად
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი
აქტიური ნივთიერება: კლოპიდოგრელი
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის სრულად, ყურადღებით წაკითხვა, რადგან იგი შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა აღნიშნული ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირისთვის. მიუხედავად სიმპტომების მსგავსებისა, პრეპარატმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მას.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია
რა არის კლოპი-დენკი და რისთვის გამოიყენება
რა არის გასათვალისწინებელი კლოპი-დენკის მიღებამდე
კლოპი-დენკის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
კლოპი-დენკის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის კლოპი-დენკი და რისთვის გამოიყენება
კლოპი-დენკი შიცავს კლოპიდოგრელს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოციტული სამედიცინო პროდუქტები. თრომბოციტები არიან სისხლის ძალიან მცირე სტრუქტურები, რომლებიც ეწებებიან ერთმანეთს სისხლის შედედების დროს. ასეთი აგრეგაციის პრევენციით ანტითრომბოციტური პრეპარატები ამცირებენ სისხლის კოლტის წარმოქმნის (პროცესი სახელწოდებით თრომბოზი) შესაძლებლობას.
კლოპი-დენკი გამოიყენება მოზრდილების მიერ, არაელასტიურ სისხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის კოლტის წარმოქმნის (თრომბის) პრევენციისთვის, პროცესი სახელწოდებით ათეროსკლეროზი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ათეროთრომბული მოვლენა (მაგალითად: ინსულტი, გულის ინფარქტი ან სიკვდილი).
კლოპი-დენკი ინიშნება სისხლის კოლტის წარმოქმნის პრევენციისა და ამ მძიმე მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად, რადგან:
აღინიშნება არტერიების კედლების გამაგრება (აგრეთვე ეწოდება ათეროსკლეროზი), და
ანამნეზში აღინიშნება გულის ინფარქტი, ინსულტი ან პაციენტს აქვს არტერიების პერიფერიული დაავადება, ან
პაციენტს აწუხებს მწვავე სახის ტკივილი გულ-მკერდის არეში, რასაც ასევე ეწოდება “არასტაბილური სტენოკარდია” ან “მიოკარდიუმის ინფარქტი” (გულის შეტევა). აღნიშნული მდგომარეობების სამკურნალოდ ექიმმა შესაძლებელია ჩადგას სტენტი ბლოკირებულ ან შევიწროვებულ არტერიაში, რათა აღდგეს სისხლის ეფექტური მიმოქცევა. ასევე ექიმმა შესაძლებელია დამატებით დანიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც ბევრი მედიკამენტის შემადგენლობაშია და გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად და ტემპერატურის დასაწევად, ასევე სისხლის შედედების პრევენციისთვის).
თუ აღინიშნა ინსულტის სიმპტომები, რომლებიც ქრება დროის მოკლე პერიოდში (ცნობილი, როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა) ან მსუბუქი სიმძიმის იშემიური ინსულტი. პაციენტს შეიძლება დაენიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა ექიმის მიერ, პირველი 24 საათის განმავლობაში.
პაციენტს აქვს გულის არარეგულარული რითმი, მდგომარეობა რომელსაც ეწოდება “წინაგულოვანი ფიბრილაცია” და მას არ შეუძლია მიიღოს პრეპარატები, რომლებსაც ეწოდებათ “ორალური ანტიკოაგულანტები” (ვიტამინ K-ს ანტაგონისტები), რომლებიც ხელს უშლიან ახალი კოლტების წარმოქმნას და არსებული კოლტების ზრდას. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ ,,ორალური ანტიკოაგულანტები” უფრო ეფექტურნი არიან, ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავა ან კლოპი-დენკის და აცეტილსალიცილის მჟავის კომბინირებული გამოყენება ასეთი მდგომარეობის დროს. მკურნალი ექიმი დანიშნავს კლოპი-დენკს აცეტილსალიცლის მჟავასთან ერთად თუ პაციენტს არ შეუძლია მიიღოს პერორალური ანტიკოაგულანტები და არ აღინიშნება ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკი.
რა არის გასათვალისწინებელი კლოპი-დენკის მიღებამდე
კლოპი-დენკი არ მიიღება, თუ:
პაციენტი ალერგიულია კლოპიდოგრელის ან ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
პაციენტს აქვს დაავადება, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, როგორიც არის კუჭის წყლული ან სისხლდენა ტვინში.
თუ აღინიშნება ღვიძლის მწვავე დაავადება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ეხება მას, ან რაიმე ეჭვის გაჩენის შეთხვევაში, კლოპი-დენკის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ეხება პაციენტს, კლოპი-დენკის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს:
თუ აღინიშნება სისხლდენის განვითარების რისკი, მაგალითად:
სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლული),
სისხლის დაავადებები, რომლის დროს შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (სისხლდენა სხეულის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოსა ან სახსარში);
უახლოეს პერიოდში მიღებული სერიოზული ტრავმა;
უახლოეს პერიოდში ჩატარებული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)
უახლოესი 7 დღის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)
თუ აღინიშნება კოლტი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი), რომელიც განვითარდა ბოლო 7 დღის განმავლობაში.
თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგია, ან რეაქცია რომელიმე დაავადების სამკურნალო მედიკამენტის მიმართ
თუ ანამნეზში აღინიშნება თავის ტვინის არატრავმული სისხლდენა
კლოპი-დენკის მიღების დროს:
უნდა ეცნობოს ექიმს, თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური);
ასევე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ისეთი მდგომარეობის განვითარება (ასევე ცნობილია როგორც, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა ან TTC), რომელსაც ახასიათებს ცხელება, ჩალურჯებები კანის ქვეშ და შესაძლებელია ჩანდეს, როგორც წითელი ქინძისთავისხელა წერტილები, რაც შეიძლება მიმდინარეობდეს აუხსნელი დაღლილობის შეგრძნებით, გონების დაბინდვით, კანის და თვალების სიყვითლით ან მის გარეშე (იხ. პუნქტი 4).
ჭრილობის ან თვითდაზიანის მიყენების შემთხვევაში სისხლდენა შესაძლებელია გაგრძელდეს ჩვეულებრივზე მეტ ხანს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმდებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. პუნქტი 4).
მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები.
ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება ბავშვებისათვის, ვინაიდან იგი არ მოქმედებს.
სხვა მედიკამენტები და კლოპი-დენკი
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში იღებდა, ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს კლოპი-დენკის მოქმედებაზე ან პირიქით.
განსაკუთრებით, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს:
მედიკამენტი, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს, როგორიც არის:
ორალური ანტიკოაგულანტები, სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ძირითადად გამოიყენება კუნთის ან სახსრის ტკივილის და/ან ანთებითი პროცესების სამკურნალოდ
ჰეპარინი ან ნებისმიერი სხვა საინექციო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად
თიკლოპიდინი ან სხვა ანტითრომბოციტული საშუალებები
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი (მათ შორის ფლოქსეტინი ან ფლუვოქსამინი, თუმცა, არ შემოიფარგლება ამით), მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
რიფამპიცინი (გამოიყენება მწვავე ინფექციების სამკურნალოდ)
ომეპრაზოლი, ან ესომეპრაზოლი, კუჭის გაღიზიანების სამკურნალო პრეპარატები
ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები
ეფავირენზი ან სხვა ანტივირუსული მედიკამენტები (აივ-ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი)
კარბამაზეპინი, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალო პრეპარატი.
მოკლობემიდი, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი;
რეპაგლინიდი, დიაბეტის სამკურნალო საშუალება
პაკლიტაქსელი, სიმსივნის სამკურნალო საშუალება
ოპიოიდები: კლოპიდოგრელის მკურნალობის დროს, რომელიმე ოპიოიდის დანიშვნამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს (გამოიყენება მწვავე ტკივილის სამკურნალოდ).
როზუვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)
თუ აღინიშნება ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (არასტაბილური სტენოკარდია ან გულის ინფარქტი), გარდამავალი იშემიური შეტევა ან იშემიური ინსულტი მსუბუქი სიმწვავის, კლოპი-დენკი შესაძლებელია დაინიშნოს აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ნივთიერება, რომელიც ბევრი სამედიცინო პრეპარატის ნივთიერებაა, და გამოიყენება ტკივილის და დაბალი სიცხის სამკურნალოდ. აცეტილსალიცილის მჟავას (არაუმეტეს 1,000 მგ ყოველ 24 საათში) შემთხვევით მიღებამ შესაძლებელია არ გამოიწვიოს პრობლემა, თუმცა სხვა გარემოებებში ხანგრძილივი გამოყენებისას კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
კლოპი-დენკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კლოპი-დენკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის სასურველი აღნიშნული პროდუქტის მიღება ორსულობის პერიოდში.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ფიქრობს რომ არის ორსულად, კლოპი დენკის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კლოპი-დენკის მიღების დროს თუ პაციენტი დარჩა ორსულად, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან კლოპიდოგრელის მიღება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული.
აღნიშნული პრეპარატის მიღების დროს არ არის დაშვებული ლაქტაცია.
თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს მისი დაწყება, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის და მექანიზმების მართვა
კლოპი-დენკი სავარაუდოდ, არ ახდენს გავლენას მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
კლოპი-დენკი შეიცავს ლაქტოზას.
თუ პაციენტი ინფორმირებულია ექიმის მიერ, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
კლოპი-დენკის მიღების წესი
ეს მედიკამტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა, მათ შორის ე/წ ‘წინაგულის ფიბრილაცია’ (გულის უჩვეულო რითმი), არის კლოპი-დენკ 75-ის 1 ტაბლეტი დღეში, პერორალურად, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად და ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
თუ გამოვლინდა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (არასტაბილური სტენოკარდია), მკურნალმა ექიმმა მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დანიშნოს 300 მგ ან 600 მგ კლოპიდოგრელი ერთჯერადად (კლოპი-დენკ 75-ის 4 ან 8 ტაბლეტი). შემდეგ, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს კლოპი-დენკ 75-ის ერთ ტაბლეტს დღეში, ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით.
თუ ანამნეზში აღინიშნება ინსულტის სიმპტომები, რომელიც ქრება დროის მოკლე პერიოდში (ასევე ცნობილია როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა) ან მსუბუქი სიმძიმის იშემიური ინსულტი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს 300 მგ კლოპიდოგრელი ერთჯერადად მკურნალობის დასაწყისში (კლოპი-დენკ 75-ის 4 ტაბლეტი). შემდგომ, რეკომენდებული დოზაა კლოპი დენკ 75-ის ერთი ტაბლეტი დღეში, როგორც აღნიშნულია ზემოთ აცეტილსალიცილის მჟავათი 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ, ექიმი დანიშნავს მხოლოდ კლოპი დენკს ან მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავას.
კლოპი-დენკი მიიღება იმ ხანგრძლივობით, რა ვადასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
კლოპი-დენკის დოზის გადაჭარბება
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილებას, რადგან არსებობს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი.
კლოპი-დენკ 75-ის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს გამორჩა კლოპი-დენკის დოზის მიღება, მაგრამ გაახსენდა ჩვეული დოზის მიღებამდე 12 საათის განმავლობაში, მაშინ ტაბლეტი მიიღება დაუყოვნებლივ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულ დროს.
თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება 12 საათზე მეტი დროის განმავლობაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ.
კლოპი-დენკის მკურნალობის შეწყვეტა
არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეწყვეტამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ იგი ყველას არ უვლინდება
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი:
ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ზოგიერთი უჯრედების იშვიათი დაავადების გამო;
ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სისხლდენასთან, რაც ვლინდება კანქვეშ წითელი ქინძისთავის ზომის წერტილების სახით და/ან გონების დაბინდვით (იხ. ნაწილი 2).
პირის ღრუს შეშუპება ან კანის მხრივ დარღვევები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები კანზე. ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული რეაქცია.
კლოპიდოგრელის შედეგად გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია სისხლდენა.
სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, სილურჯეები, ჰემატომა (უჩვეულო სისლხდენა ან სილურჯე კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენა ვითარდება თვალში, თავში, ფილტვებში ან სახსარში.
თუ კლოპი-დენკით მკურნალობის დროს გამოვლინდა ხანგრძლივი სისხლდენა
ჭრილობის ან თვითდაზიანების შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შესაძლებელია ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. აღნიშნული დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 2).
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 10 პაციენტიდან): ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეპსია ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 100 პაციენტიდან):
თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი აირების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი ეფექტი (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 1,000 პაციენტიდან):
თავბრუსხვევა, მკერდის გაზრდა მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 შემთხვევაში 10,000 პაციენტიდან):
სიყვითლე, ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილთან ერთად ან მის გარეშე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ხველასთან ერთად, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები (მაგალითად ზოდაგად სიცხის შეგრძნება, უეცარი ზოგადი დისკომფორტით, გულის წასვლა), პირის ღრუს შეშუპება, კანზე ბუშტუკების განვითარება, კანის მხრივ ალერგია, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), დაქვეითებული არტერიული წნევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, სახსრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, საკვებთან დაკავშირებული გემოვნების შეცვლა ან დაკარგვა.
უცნობი სიხშირით გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მკერდის ან მუცლის ტკივილით, მუდმივად სისხლში დაბალი შაქრის სიმპტომები.
გარდა ამისა, მკურნალმა ექიმმა ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოს ცვლილებები სისხლის და შარდის ანალიზებში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი დაგვეხმარება ამ მედინამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
კლოპი-დენკის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ, ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 2 წელი
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ სამკურნალო პროდუქტზე რაიმე ცვლილებას, შეფუთვის დაზიანებას ან გაყალბების ნიშნებს.
არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში, რომელიც მავნებლურად მოქმედებს გარემოზე. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
კლოპი-დენკ 75-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის კლოპიდოგრელი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (კლოპიდოგრელის ბესილატის სახით).
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი (ტიპი A), ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, მაკროგოლ 6000, სტეარინის მჟავა, ტალკი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, რკინის წითელი ოქსიდი, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
მედიკამენტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.
კლოპი-დენკ 75-ის აღწერილობა და შეფუთვა
კლოპი-დენკ 75-ის არის ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კლოპი-დენკ 75 ხელმისაწვდომია ალუმინი/ალუმინის ბლისტერებზე.
შეფუთვაში: 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტენშტრ. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები:
არტესან ფარმა გმბჰ და კო.კგ
ვენდლანდშტრ. 1
29439 ლუჩოუ
გერმანია
აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 04/2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


