პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

პლავიქსი 75მგ

Plavix® 75mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ათეროთრომბოზული გართულებების მეორადი პროფილაქტიკა: მოზრდილ პაციენტებში მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტის (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ხანგრძლივობით), ახლახანს გადატანილი იშემიური ინსულტის (7 დღიდან 6 თვემდე ხანგრძლივობით) შემდეგ ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებისას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლოპიდოგრელი (clopidogrel)
ფორმა და შეფუთვა
75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14) კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
Sanofi Winthrop Industrie, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044593
რეგისტრირებულია
13 იანვარი 2026, მოქმედებს 13 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SANOFI Winthrop Industrie (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპლავიქსი 75მგ და სხვა წამალი ერთად

პლავიქსი 75მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ათეროთრომბოზული გართულებების მეორადი პროფილაქტიკა:

მოზრდილ პაციენტებში მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტის (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ხანგრძლივობით), ახლახანს გადატანილი იშემიური ინსულტის (7 დღიდან 6 თვემდე ხანგრძლივობით) შემდეგ ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებისას.

მოზრდილ პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით:

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე), მათ შორის პაციენტები, რომლებმაც უნდა მიიღონ მედიკამენტური მკურნალობა, და პაციენტები, რომლებისთვისაც ნაჩვენებია პერკუტანული კორონარული ჩარევა (სტენტირებით ან სტენტირების გარეშე) ან აორტოკორონარული შუნტირება (აკშ).

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის მომატებით, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც იღებენ მედიკამენტურ მკურნალობას, მათ შორის თრომბოლიზურ თერაპიას.

ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით (მოციმციმე არითმიით)

მოზრდილ პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით (მოციმციმე არითმიით), რომლებსაც აქვთ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, არ შეუძლიათ K ვიტამინის ანტაგონისტების მიღება და აქვთ სისხლდენების განვითარების დაბალი რისკი, კლოპიდოგრელი აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში ნაჩვენებია ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლური მოვლენების, მათ შორის ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

მოზრდილ პაციენტებში საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის ან მცირე იშემიური ინსულტის დროს (ასმ-სთან კომბინაციაში)

კლოპიდოგრელი ასმ-სთან კომბინაციაში ნაჩვენებია:

მოზრდილი პაციენტებისთვის საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის (შეფასება ABCD2 შკალით >4) ან მცირე იშემიური ინსულტის (NIHSS** <3) დროს, ტრანზიტორული იშემიური შეტევის ან იშემიური ინსულტის შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში.

  • ტიშ-ის შემდეგ ადრეული ინსულტის რისკის შეფასების შკალა საფუძვლად იღებს შემდეგ პარამეტრებს: ასაკი, არტერიული წნევა, კლინიკური სიმპტომები, ტიშ-ის ხანგრძლივობა და შაქრიანი დიაბეტი.
  • * ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის შკალა.

მიღების წესი და დოზირება

პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტი, ახლახანს გადატანილი ინსულტი და პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადება

რეკომენდებული დოზაა 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში.

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე)

კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყება საჭიროა 300 მგ ან 600 მგ დამტვირთავი დოზის ერთჯერადი მიღებით. 600 მგ დამტვირთავი დოზა შეიძლება დაენიშნოთ 75 წლამდე ასაკის პაციენტებს, როდესაც იგეგმება პერკუტანული კორონარული ჩარევა. კლოპიდოგრელით მკურნალობის გაგრძელება შეიძლება დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში 75-325 მგ დოზით ასმ-სთან კომბინაციაში. ვინაიდან ასმ-ს უფრო მაღალი დოზები დაკავშირებული იყო სისხლდენის უფრო მაღალ რისკთან, რეკომენდებულია, რომ ასმ-ს დოზა არ აღემატებოდეს 100 მგ-ს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ოფიციალურად დადგენილი არ არის. კლინიკური კვლევების მონაცემები ადასტურებს 12 თვემდე მკურნალობის ხანგრძლივობის შესაძლებლობას; მკურნალობის მაქსიმალური ეფექტიანობა აღინიშნა 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის მომატებით

კლოპიდოგრელი ინიშნება დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 300 მგ დამტვირთავი დოზით ან დამტვირთავი დოზის გარეშე ასმ-სთან კომბინაციაში, ასევე თრომბოლიზურ პრეპარატებთან ერთად ან მათ გარეშე.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მისი დამტვირთავი დოზის გარეშე. კომბინირებული თერაპიის დაწყება საჭიროა რაც შეიძლება ადრე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ და ის უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ოთხი კვირა.

წინაგულების ფიბრილაცია

კლოპიდოგრელი უნდა მიიღოთ სადღეღამისო დოზით, რომელიც შეადგენს 75 მგ.

კლოპიდოგრელთან კომბინაციაში ასმ მიიღება დოზით 75-100 მგ ყოველდღე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).

მოზრდილი პაციენტები საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის ან მცირე იშემიური ინსულტის დროს

მოზრდილ პაციენტებში საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის (შეფასება ABCD2* შკალით >4) ან მცირე იშემიური ინსულტის (NIHSS** <3) დროს ინიშნება კლოპიდოგრელის 300 მგ დამტვირთავი დოზა, რის შემდეგაც ინიშნება კლოპიდოგრელი დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში და ასმ (75-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში). კლოპიდოგრელისა და ასმ-ს მიღების დაწყება საჭიროა მოვლენის განვითარებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ინიშნება ერთი ანტიაგრეგანტული საშუალება.

ფარმაკოგენეტიკა (პაციენტები იზოფერმენტ CYP2C19-ის გენეტიკურად განპირობებული დაქვეითებული აქტივობით)

იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობა უკავშირდება კლოპიდოგრელის ანტიაგრეგანტული მოქმედების შემცირებას. უფრო მაღალი დოზების (600 მგ დამტვირთავი დოზა, შემდეგ 150 მგ ერთხელ დღე-ღამეში ყოველდღე) გამოყენების რეჟიმი ზრდის კლოპიდოგრელის ანტიაგრეგანტულ მოქმედებას იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“ პუნქტი „ფარმაკოგენეტიკა“). იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტებში შეიძლება განხილული იქნას კლოპიდოგრელის უფრო მაღალი დოზების გამოყენების საკითხი. დოზირების ზუსტი რეჟიმი პაციენტების ამ პოპულაციაში არ არის დადგენილი კლინიკური შედეგების განმსაზღვრელ კლინიკურ კვლევებში.

დოზის გამოტოვება

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვება:

დანიშნული დროიდან 12 საათის განმავლობაში: პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ დოზა, შემდეგი დოზა კი მიიღონ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს;

დანიშნული დროიდან 12 საათის გასვლის შემდეგ: პაციენტებმა უნდა მიიღონ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დანიშნულ დროს და არ უნდა მიიღონ ორმაგი დოზა.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დამტვირთავი დოზის შესახებ ინფორმაცია იხილეთ პარაგრაფში „განსაკუთრებული მითითება“.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ბავშვები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

მწვავე სისხლდენა, მაგალითად, სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი და გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი“).

18 წლამდე ბავშვთა ასაკი (გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის).

სიფრთხილით

ღვიძლის ზომიერი უკმარისობის დროს, როდესაც შესაძლებელია მიდრეკილება სისხლდენისადმი (გამოყენების შეზღუდული კლინიკური გამოცდილება);

თირკმელების უკმარისობის დროს (გამოყენების შეზღუდული კლინიკური გამოცდილება);

ისეთი დაავადებების დროს, როდესაც არსებობს მიდრეკილება სისხლდენების განვითარებისადმი (ძირითადად, კუჭ-ნაწლავიდან ან თვალში), და განსაკუთრებით, ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლია დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი (როგორიცაა ასმ და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს));

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი: ტრავმის, ქირურგიული ჩარევის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების გამო, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასმ-ს, ჰეპარინს, ვარფარინს, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორებს, აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციურ ინჰიბიტორებს, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომელთა გამოყენება დაკავშირებულია სისხლდენების განვითარების რისკთან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ იჰიბიტორებს (სუსი) (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „განსაკუთრებული მითითება“);

იზოფერმენტ CYP2C8-ის სუბსტრატებთან (რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი) ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“);

პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“ პუნქტი „ფარმაკოგენეტიკა“, პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“, „განსაკუთრებული მითითებები“);

სხვა თიენოპირიდინებზე (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) ალერგიული და ჰემატოლოგიური რეაქციების ანამნეზის დროს (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული და ჰემატოლოგიური რეაქციები, იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“);

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ახლახანს განვითარებული დროებითი დარღვევის ან იშემიური ინსულტის დროს (ასმ-სთან კომბინაციაში, იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).

სიფრთხილის ზომები

სისხლდენები და ჰემატოლოგიური დარღვევები

სისხლდენებისა და სისხლის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“) მკურნალობის პერიოდში სისხლდენის განვითარებაზე მანიშნებელი კლინიკური სიმპტომების განვითარებისას, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი, განისაზღვროს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო, თრომბოციტების რაოდენობა, თრომბოციტების ფუნქციური აქტივობის მაჩვენებლები და ჩატარდეს სხვა საჭირო ანალიზები.

ისევე, როგორც სხვა ანტითრომბოციტული საშუალებები, კლოპიდოგრელი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტრავმებით, ქირურგიული ჩარევებით ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობებით გამოწვეული სისხლდენების განვითარების მომატებული რისკი, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასმ-ს, აასს-ს (მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორებს), ჰეპარინს, გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერებს, სუსი-ს და იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრ ინდუქტორებს. სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკის გამო სამმაგი ანტითრომბოციტული თერაპია (კლოპიდოგრელი+ასმ+დიპირიდამოლი), რომელიც გამოიყენება ინსულტის მეორადი პროფილაქტიკისთვის, არ არის რეკომენდებილი არაკარდიოემბოლური მწვავე იშემიური ინსულტის ან ტიშ-ის მქონე პაციენტებისთვის.

კლოპიდოგრელით მკურნალობისას, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში ან/და ინვაზიური კარდიოლოგიური პროცედურების/ქირურგიული ჩარევების შემდეგ, საჭიროა მკაცრი დაკვირვება სისხლდენის, მათ შორის ფარული სისხლდენის, ნიშნების გამორიცხვის თვალსაზრისით. კლოპიდოგრელის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენების ინტენსივობა (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

კლოპიდოგრელის ვარფარინთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენის რისკი, ამიტომ კლოპიდოგრელისა და ვარფარინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

გეგმიური ქირურგიული ოპერაციის დროს, როდესაც არ არის ანტითრომბოციტული ეფექტის აუცილებლობა, ოპერაციამდე 7 დღით ადრე კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს.

კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს და სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება სისხლდენების (განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან და თვალში) განვითარების გამომწვევი დაავადებების მქონე პაციენტებში. პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი (როგორიცაა ასმ, აასს), სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება კლოპიდოგრელთან კომბინაციაში.

საჭიროა პაციენტის ინფორმირება, რომ კლოპიდოგრელის (ცალკე ან ასმ-სთან კომბინაციაში) მიღებისას სისხლდენის გასაჩერებლად შეიძლება უფრო მეტი დრო იყოს საჭირო, და რომ უჩვეულო (ლოკალიზაციით ან ხანგრძლივობით) სისხლდენის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს. ნებისმიერი გეგმიური ოპერაციის წინ და ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღების დაწყებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს (მათ შორის სტომატოლოგს) კლოპიდოგრელის მიღების შესახებ.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ST სეგმენტის მომატების გარეშე მწვავე კორონარული სინდრომით რეკომენდებული არ არის კლოპიდოგრელის დანიშვნა 600 მგ დამტვირთავი დოზით, რადგან არასაკმარისია მონაცემების კლოპიდოგრელის მოქმედების შესახებ და ამ ჯგუფის პაციენტებში მომატებულია სისხლდენის განვითარების რისკი.

თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (თთპ)

კლოპიდოგრელის გამოყენების შემდეგ (ზოგჯერ ხანმოკლე დროის განმავლობაშიც კი) აღინიშნა თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტოპენია და მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემია ნევროლოგიური აშლილობების, თირკმელების ფუნქციის დარღვევის და ცხელების თანხლებით. თთპ წარმოადგენს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რომელიც მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას, პლაზმაფერეზის ჩათვლით.

შეძენილი ჰემოფილია

კლოპიდოგრელის მიღებისას რეგისტრირებულია შეძენილი ჰემოფილიის განვითარების შემთხვევები. აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის დადასტურებული იზოლირებული გაზრდის შემთხვევაში სისხლდენის განვითარების თანხლებით ან მის გარეშე, განიხილება შეძენილი ჰემოფილიის განვითარების რისკის საკითხი. შეძენილი ჰემოფილიის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, მათი მკურნალობა უნდა განხორციელდეს ამ დაავადების სპეციალისტების მიერ, კლოპიდოგრელის მიღება კი უნდა შეწყდეს.

ახლახანს გადატანილი იშემიური ინსულტი

თერაპიის დაწყება

პაციენტებში მწვავე მცირე იშემიური ინსულტით ან ტიშ-ის საშუალო ან მაღალი რისკით ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის (კლოპიდოგრელი და ასმ) დაწყება საჭიროა დაავადების სიმპტომების დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათში.

არ არის მონაცემები ხანმოკლე ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შესახებ პაციენტებში მწვავე მცირე იშემიური ინსულტის ან საშუალო ან მაღალი რისკის ტიშ-ის შემდეგ ინტრაკრანიალური (არატრავმული) სისხლჩაქცევით ანამნეზში.

პაციენტებში არამცირე იშემიური ინსულტით მონოთერაპია კლოპიდოგრელით უნდა დაიწყოს დაავადების დაწყებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ.

პაციენტები არამცირე იშემიური ინსულტით (NIHSS >4)

მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის დანიშვნა.

პაციენტები, რომლებმაც ახლახანს გადაიტანეს მცირე იშემიური ინსულტი ან საშუალო ან მაღალი რისკის ტიშ, რომლებისთვისაც ნაჩვენებია ან დაგეგმილია ჩარევა

არ არის მონაცემები, რომლებიც მოწმობს ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარების სასარგებლოდ პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია მკურნალობა კაროტიდული ენდარტერექტომიით ან სისხლძარღვშიდა თრომბექტომიით, ან პაციენტებში, რომლებისთვისაც იგეგმება თრომბოლიზისის ან ანტიკოაგულანტებით თერაპიის ჩატარება. ასეთ პაციენტებში ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარება რეკომენდებული არ არის.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ფუნქციური აქტივობა

პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით კლოპიდოგრელის რეკომენდებული დოზების მიღებისას წარმოიქმნება კლოპიდოგრელის უფრო ნაკლები აქტიური მეტაბოლიტი და უფრო სუსტადაა გამოხატული მისი ანტიაგრეგანტული მოქმედება, რასთან დაკავშირებითაც კლოპიდოგრელის ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზების მიღებისას მწვავე კორონარული სინდრომის და პერკუტანული კორონარული ჩარევისას შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა გართულებების შემთხვევების უფრო მაღალი სიხშირე, ვიდრე პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის ნორმალური აქტივობით.

მოსალოდნელია, რომ იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობის ინდუქტორების გამოყენება შეიძლება იწვევდეს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდას და სისხლდენის განვითარების რისკის მომატებას. სიფრთხილის ზომის სახით იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრი ინდუქტორების და კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხელმისაწვდომია CYP2C19-ის გენოტიპის განმსაზღვრელი ტესტები, რომელთა გამოყენება შეიძლება თერაპიის სტრატეგიის არჩევისთვის. პაციენტებში CYP2C19-ის დაბალი აქტივობით განიხილება კლოპიდოგრელის უფრო მაღალი დოზების გამოყენების საკითხი (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“ პუნქტი „ფარმაკოგენეტიკა“, პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).

ჯვარედინი ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციები თიენოპირიდინებს შორის

უნდა შეგროვდეს სხვა თიენოპირიდინებზე (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) ადრე არსებული ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციების ანამნეზი, რადგან ცნობილია ჯვარედინი ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციების შესახებ თიენოპირიდინებს შორის (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“). თიენოპირიდინებს შეუძლია გამოიწვიოს ზომიერი და მძიმე ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება) ან ჰემატოლოგიური რეაქციები (როგორიცაა თრომბოციტოპენია და ნეიტროპენია). პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციები თიენოპირიდინების ჯგუფის ერთ-ერთ პრეპარატზე, შეიძლება არსებობდეს თიენოპირიდინების ჯგუფის სხვა პრეპარატზე მსგავსი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი. რეკომენდებულია ჯვარედინი ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციების მონიტორინგი.

თირკმელების უკმარისობა

თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ამ ჯგუფის პაციენტებში კლოპიდოგრელი გამოიყენება სიფრთხილით.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც შეიძლება მიდრეკილი იყვნენ ჰემორაგიული დიათეზის განვითარების მიმართ, კლოპიდოგრელის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ამ ჯგუფის პაციენტებში კლოპიდოგრელი გამოიყენება სიფრთხილით.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი პლავიქსი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

პრეპარატი პლავიქსი® შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის აშლილობა და დიარეა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სისხლდენის განვითარების რისკთან ასოცირებული სამკურნალო საშუალებები

არსებობს სისხლდენების განვითარების მომატებული რისკი კლოპიდოგრელთან მათი პოტენციური ადიტიური ეფექტის გამო. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი)

კლოპიდოგრელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“). მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამეში 75 მგ კლოპიდოგრელის მიღება არ ცვლიდა ვარფარინის (იზოფერმენტ CYP2C9-ის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკას ან სნთ-ს ვარფარინით ხანგრძლივ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში, კლოპიდოგრელის ერთდროულად მიღება ზრდის სისხლდენის რისკს სისხლის შედედებაზე მისი დამოუკიდებელი დამატებითი ეფექტის გამო. ამიტომ, ვარფარინისა და კლოპიდოგრელის ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერები

კლოპიდოგრელსა და გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერებს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების რისკის გამო მათი ერთდროულად გამოყენება საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებშიც მაღალია სისხლდენის განვითარების რისკი (ტრავმებისა და ქირურგიული ჩარევების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს) (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ)

ასმ არ ცვლის კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელ მოქმედებას თრომბოციტების ადფ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე, მაგრამ კლოპიდოგრელი აძლიერებს ასმ-ს გავლენას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. თუმცა, კლოპიდოგრელის ერთდროულად მიღება დღეში ორჯერ 500 მგ ასმ-სთან ერთი დღე-ღემის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ ზრდიდა სისხლდენის დროს, რასაც იწვევს კლოპიდოგრელის მიღება. კლოპიდოგრელისა და ასმ-ს ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან მათ შორის შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“). მიუხედავად ამისა, კლინიკურ კვლევებში პაციენტები იღებდნენ კლოპიდოგრელისა და ასმ-ს (75-325 მგ ერთხელ დღე-ღამეში) კომბინაციას 1 წლამდე პერიოდში.

ჰეპარინი

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის მონაცემებით კლოპიდოგრელის მიღებისას არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის შეცვლა და მისი ანტიკოაგულანტური მოქმედება არ იცვლებოდა. ჰეპარინის ერთდროულად გამოყენება არ ცვლიდა კლოპიდოგრელის ანტიაგრეგანტულ მოქმედებას. კლოპიდოგრელსა და ჰეპარინს შორის შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენების განვითარების რისკი. ერთდროულად გამოყენებისას უნდა დაიცვათ სიფრთხილის ზომები (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

თრომბოლიზური საშუალებები

კლოპიდოგრელის, ფიბრინსპეციფიკური ან ფიბრინარასპეციფიკური თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოება შეისწავლეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ანალოგიური იყო თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის ასმ-სთან თანმხლები გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულისა (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში კლოპიდოგრელისა და ნაპროქსენის თანმხლები მიღება ზრდიდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენების შემთხვევებს. თუმცა, ვინაიდან კლოპიდოგრელის სხვა აასს-თან ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული, დღეისათვის უცნობია, იზრდება თუ არა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი კლოპიდოგრელის სხვა აასს-თან ერთად მიღებისას. ამიტომ, აასს-ის, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორების, კლოპიდოგრელთად ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი)

სუსი გავლენას ახდენს თრომბოციტების აქტივაციაზე და ზრდის სისხლდენების განვითარების რისკს, ამიტომ ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინდუქტორები

რადგან კლოპიდოგრელი მის აქტიურ მეტაბოლიტამდე მეტაბოლიზდება ნაწილობრივ იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით, მოსალოდნელია, რომ ამ იზოფერმენტის ინდუქტორების გამოყენება შესაძლოა იწვევდეს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდას.

რიფამპიცინი, წარმოადგენს რა იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრ ინდუქტორს, კლოპიდოგრელთან ერთდროულად გამოყენებისას იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის როგორც გაზრდას, ასევე თრომბოციტების ინჰიბირებას, რამაც შეიძლება გაზარდის სისხლდენის განვითარების რისკი. სიფრთხილის ზომის სახით არ არის რეკომენდებული იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრი ინდუქტორების და კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენება (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინჰიბიტორები

რადგან კლოპიდოგრელი მისი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნამდე ნაწილობრივ მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით, ამ იზოფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნა. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი. სიფრთხილის ზომის სახით საჭიროა თავიდან იქნას აცილებული კლოპიდოგრელისა და იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრი ან ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება. იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრ და ზომიერ ინჰიბიტორებს წარმოადგენს ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოსკარბაზეპინი, ქლორამფენიკოლი.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

კლოპიდოგრელის ომეპრაზოლთან 80 მგ დოზით (ერთდროულად ან 12 საათიანი ინტერვალით ორი პრეპარატის მიღებებს შორის) ერთდროულად მიღება დამტვირთავი დოზის მიღებისას 45%-ით და შემანარჩუნებელი დოზის მიღებისას 40%-ით ამცირებს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციას. შემცირება გამოწვეული იყო თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების შემცირებასთან 39%-ით დამტვირთავი დოზის მიღებისას და 21%-ით შემანარჩუნებელი დოზის მიღებისას. ვარაუდობენ, რომ ეზომეპრაზოლი ანალოგიურ ურთიერთქმედებაშია კლოპიდოგრელთან.

ამ ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებების კლინიკურ შედეგებზე დაკვირვებებისა და კლინიკური კვლევების მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების განვითარების თვალსაზრისით. სიფრთხილის ზომის სახით კლოპიდოგრელის ომეპრაზოლთან ან ეზომეპრაზოლთან ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის მიღებისას პანტოპრაზოლთან ან ლანსოპრაზოლთან ერთად აღინიშნა მეტაბოლიტის ექსპოზიციის ნაკლებად გამოხატული შემცირება.

ერთხელ დღე-ღამეში 80 მგ დოზით პანტოპრაზოლის ერთდროულად მიღებისას კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია შემცირდა 20%-ით დამტვირთავი დოზის მიღებისას და 14%-ით - შემანარჩუნებელი დოზის მიღებისას. ამას თან ახლდა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო დონის შესაბამისად 15%-ით და 11%-ით შემცირება. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ კლოპიდოგრელი და პანტოპრაზოლი შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად.

ჩატარდა რიგი კლინიკური კვლევა კლოპიდოგრელთან და სხვა თანმხლებ სამკურნალო საშუალებებთან შესაძლო ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესწავლის მიზნით, რომლებმაც აჩვენეს, რომ:

კლოპიდოგრელის ატენოლოლთან ან/და ნიფედიპინთან ერთდროულად გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა;

ფენობარბიტალისა და ესტროგენების ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკაზე;

დიგოქსინის და თეოფილინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლებოდა კლოპიდოგრელთან მათი ერთდროულად გამოყენებისას;

არ არის იმის მტკიცებულება, რომ კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერები ან ანტაციდები, ხელს უშლის კლოპიდოგრელის ანტითრომბოციტულ აქტივობას; ანტაციდური საშუალებები არ ამცირებს კლოპიდოგრელის აბსორბციას;

ფენიტოინი და ტოლბუტამიდი უსაფრთხოდ გამოიყენება კლოპიდოგრელთან ერთად (კვლევა CAPRIE). ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლოპიდოგრელი შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე, როგორიცაა ფენიტოინი და ტოლბუტამიდი, ასევე აასს, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 იზოფერმენტ CYP2C9-ის საშუალებით;

აგფ ინჰიბიტორები, დიურეზულები, ბეტა-ადრენობლოკერები, „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკერები, ჰიპოლიპიდემიური საშუალებები, კორონარული ვაზოდილატატორები, ჰიპოგლიკემიური საშუალებები (მ.შ. ინსულინი), ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია და გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერები: კლინიკურ კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

იზოფერმენტ CYP2C8-ის სუბსტრატები

ნაჩვენებია, რომ კლოპიდოგრელმა გაზარდა რეპაგლინიდის სისტემური ექსპოზიცია ჯანმრთელ მოხალისეებში. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდის სისტემური ექსპოზიციის გაზრდა წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C8-ის ინჰიბირების შედეგს კლოპიდოგრელის გლუკურონიდული მეტაბოლიტის მიერ. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა კლოპიდოგრელისა და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C8-ის საშუალებით (მაგალითად, რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი) მათი პლაზმური კონცენტრაციების გაზრდის რისკის გამო (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილით“).

ოპიოიდური აგონისტები

როგორც P2Y12-ის სხვა პერორალური ინჰიბიტორების შემთხვევაში, ოპიოიდური აგონისტების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ან შემციროს კლოპიდოგრელის აბსორბცია, სავარაუდოდ, კუჭის მოქმედების შენელების გამო. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. განიხილება პარენტერალური ანტიაგრეგანტული პრეპარატის დანიშვნის საკითხი მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მორფინის ან სხვა ოპიოიდური აგონისტების ერთდროულად მიღებას.

როზუვასტატინი

ნაჩვენებია, რომ კლოპიდოგრელი ზრდის როზუვასტატინის ექსპოზიციას 2-ჯერ (AUC) და 1.3-ჯერ (Cmax) კლოპიდოგრელის 300 მგ დოზით მიღების შემდეგ და 1.4-ჯერ (AUC) Cmax მაჩვენებელზე გავლენის გარეშე კლოპიდოგრელის 75 მგ დოზით განმეორებითი მიღების შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის გამოვლენილი პირდაპირი თუ არაპირდაპირი არასასიკეთო გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ყოველთვის არ გვაძლევს ადამიანში რეაქციის პროგნოზის საშუალებას, და ორსულების მიერ კლოპიდოგრელის მიღების კონტროლირებული კლინიკური კვლევების არარსებობის გამო, ორსულობის პერიოდში სიფრთხილის ზომის სახით კლოპიდოგრელის მიღება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ექიმი თვლის, რომ მისი მიღება აბსოლუტურად აუცილებელია.

ძუძუთი კვების პერიოდი

ვირთაგვებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ კლოპიდოგრელი ან/და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა რძეში.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა კლოპიდოგრელი დედის რძეში ადამიანებში. ვინაიდან ბევრი სამკურნალო საშუალება გამოიყოფა დედის რძეში და არსებობს პოტენციური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ დედისთვის მისი გამოყენების აუცილებლობის გათვალისწინებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი პლავიქსი® არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილის მართვის ან პოტენციურად სახიფათო სხვა საქმიანობის შესასრულებლად საჭირო უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

კლოპიდოგრელის უსაფრთხოება შეისწავლეს 44 000-ზე მეტ პაციენტში, მათ შორის 12 000-ზე მეტ პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ერთი წლის ან მეტი დროის განმავლობაში. კვლევაში CAPRIE დღე-ღამეში 75 მგ დოზით კლოპიდოგრელის ასატანობა ზოგადად შესაბამისობაში იყო დღე-ღამეში 325 მგ დოზით ასმ-ს ასატანობასთან, მიუხედავად პაციენტების ასაკის, სქესისა და რასობრივი კუნთვნილებისა. ქვემოთ ჩამოთვლილია კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა ხუთ ფართო კლინიკურ კვლევაში: CAPRIE, CURE, CLARITY, COMMIT და ACTIVE-A.

სისხლდენა ყველაზე ხშირი რეაქციაა, რომელიც რეგისტრირებულია როგორც კლინიკურ კვლევებში, ასევე პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში. სისხლდენები ყველაზე ხშირად დაფიქსირდა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.

კლინიკურ კვლევაში CAPRIE ყველა სისხლდენის საერთო სიხშირე კლოპიდოგრელის ჯგუფსა და ასმ-ს მიღების ჯგუფში, შეადგენდა 9.3%-ს. მძიმე სისხლდენების სიხშირე კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენებისას იყო მსგავსი: შესაბამისად, 1.4% და 1.6%.

ზოგადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელის და ასმ-ს მიღების ჯგუფებში შეადგენდა შესაბამისად, 2.0%-ს და 2.7%-ს.

სხვა ლოკალიზაციის სისხლდენების საერთო სიხშირე იყო უფრო მაღალი კლოპიდოგრელის მიღებისას ასმ-ს მიღებასთან შედარებით (შესაბამისად, 7.3%, 6.5%-ის წინააღმდეგ).

თუმცა, კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენებისას მძიმე სისხლდენების საერთო სიხშირე მსგავსი იყო (შესაბამისად, 0.6% ან 0.4%). ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი სისხლდენები: პურპურა/სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან. უფრო იშვიათია შეტყობინებები ჰემატომების, ჰემატურიის ან თვალში (ძირითადად, კონიუნქტივალური) სისხლჩაქცევების განვითარების შესახებ.

კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენებისას ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევების სიხშირე მსგავსი იყო (შესაბამისად, 0.4% ან 0.5%).

კლინიკურ კვლევაში CURE პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელი+ასმ-ს, პლაცებო+ასმ-ს მიღებასთან შედარებით, აღინიშნა მნიშვნელოვანი სისხლდენების (3.7%, 2.7%-თან შედარებით), და მცირე სისხლდენების (5.1%, 2.4%-თან შედარებით) განვითარების შემთხვევების გახშირება. ძირითადად, მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების ადგილს წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (კნტ) და არტერიების პუნქციის ადგილები.

სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენების განვითარების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელი+ასმ-ს, პლაცებო+ასმ-ს მიმღებ პაციენტებთან შედარებით, სარწმუნოდ არ განსხვავდებოდა (შესაბამისად, 2.2% და 1.8%), ფატალური სისხლდენების განვითარების სიხშირე ერთნაირი იყო (0.2% თერაპიის ორივე ჯგუფში).

მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე, რომლებიც არ ემუქრებოდა სიცოცხლეს, სარწმუნოდ უფრო მაღალი იყო კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში, პლაცებო+ასმ-ს ჯგუფთან შედარებით (შესაბამისად, 1.6% და 1%), თუმცა ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევების განვითარების სიხშირე იყო ერთნაირი (0.1% თერაპიის ორივე ჯგუფში).

მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში დამოკიდებული იყო ასმ-ს დოზაზე ისევე, როგორც მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში.

პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს თერაპია კლოპიდოგრელი+ასმ-ით აორტოკორონარულ შუნტირებამდე 5 დღით ადრე, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების შემთხვევების გახშირება ჩარევიდან 7 დღის განმავლობაში. აორტოკორონარულ შუნტირებამდე ხუთი დღის განმავლობაში ჩატარებული ანტითრომბოციტული თერაპიის შემთხვევაში ამ მოვლენების სიხშირე ჩარევის შემდეგ შეადგენდა 9.6%-ს (კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში) და 6.3% (პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში).

კლინიკურ კვლევაში CLARITY მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ორივე ჯგუფში (კლოპიდოგრელი+ასმ და პლაცებო+ასმ) მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში (1.3%, 1.1%-ის წინააღმდეგ კლოპიდოგრელი+ასმ ჯგუფში და პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში, შესაბამისად). ის ერთნაირი იყო პაციენტების ქვეჯგუფებში, რომლებიც განაწილებული იყო საწყისი მახასიათებლებისა და ფიბრინოლიზური თერაპიის ან ჰეპარინოთერაპიის სახეობების მიხედვით.

ფატალური სისხლდენების (0.8%, 0.6%-ის წინააღმდეგ) და ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევების (0.5%, 0.7%-ის წინააღმდეგ) განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელი+ასმ-ს და პლაცებო+ასმ-ს მიღებისას, შესაბამისად, დაბალი და მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში.

კლინიკურ კვლევაში COMMIT არაცერებრული მნიშვნელოვანი სისხლდენების ან ცერებრული სისხლდენების საერთო სიხშირე იყო დაბალი და ერთნაირი (0.6% კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში და 0.5% პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში).

კლინიკურ კვლევაში ACTIVE-A მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში (6.7%, 4.3%-ის წინააღმდეგ, შესაბამისად). მნიშვნელოვანი სისხლდენები ძირითადად არ იყო ინტრაკრანიალური ორივე ჯგუფში (5.3%, 3.5%-ის წინააღმდეგ), ძირითადად იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (3.5%, 1.8%-ის წინააღმდეგ). კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევები უფრო ხშირი იყო პლაცებო+ასმ-ს ჯგუფთან შედარებით (1.4%, 0.8%-ის წინააღმდეგ, შესაბამისად). მკურნალობის ამ ჯგუფებს შორის ფატალური სისხლდენებისა (1.1%, 0.7%-ის წინააღმდეგ) და ჰემორაგიული ინსულტის (0.8%, 0.6%-ის წინააღმდეგ) განვითარების სიხშირის თვალსაზრისით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნა.

არასასურველი რეაქციების შეჯამება ცხრილის სახით

არასასურველი რეაქციები, რომლებიც განვითარდა კლინიკური კვლევების დროს ან წარმოდგენილია სპონტანური შეტყობინებების სახით, მოცემულია შემდეგ ცხრილში. მათი სიხშირე განისაზღვრება შემდეგი პირობითი აღმნიშვნელების გამოყენებით: ხშირად (≥1/100-<1/10); არახშირად (≥1/1000-<1/100); იშვიათად (≥1/10,000-<1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). თითოეული სისტემის ორგანოთა კლასში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

სისტემის ორგანოთა კლასი

ხშირად

არახშირად

იშვიათად

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია*

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია ლეიკოპენია ეოზინოფილია

ნეიტროპენია, მძიმე ნეიტროპენიის ჩათვლით

თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა

აპლასტიური ანემია

პანციტოპენია აგრანულოციტოზი

მძიმე თრომბოციტოპენია

შეძენილი ჰემოფილია

აგრანულოციტოპენია

ანემია

დარღვევები გულის მხრივ

კუნისის სინდრომი (ვაზოსპასტიური ალერგიული სტენოკარდია / მიოკარდიუმის ალერგიული ინფარქტი), გამოწვეული კლოპიდოგრელზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით*

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქტოიდური რეაქციები

შრატისმიერი დაავადება

ჯვარედინი ალერგიული და ჰემატოლოგიური რეაქციები სხვა თიენოპირიდინებთან (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი)* (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი (შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით, HLA DRA4 სეროტიპის მქონე პაციენტებში)*

ფსიქიკის დარღვევები

ცნობიერების არევა

ჰალუცინაციები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა (ზოგიერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

პარესთეზია

გემოს დარღვევა

აგევზია

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

სისხლჩაქცევა თვალში (კონიუნქტივალური, თვალის ქსოვილებსა და ბადურაში)

დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰემატომა

სერიოზული სისხლდენების შემთხვევები

სისხლდენა საოპერაციო ჭრილობიდან

ვასკულიტი

არტერიული ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ცხვირიდან სისხლდენა

სისხლდენა სასუნთქი სისტემიდან (სისხლი ნახველში, ფილტვიდან სისხლდენა)

ბრონქოსპაზმი ინტერსტიციული პნევმონია

ეოზინოფილური პნევმონია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

დიარეა

მუცლის ტკივილი

დისპეფსია

კუჭის წყლული

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გასტრიტი გულისრევა ღებინება

ყაბზობა მეტეორიზმი

რეტროპერიტონეალური სისხლდენა

კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონეალური სისხლდენა ლეტალური შედეგით

პანკრეატიტი

კოლიტი (წყლულოვანი ან ლიმფოციტური კოლიტის ჩათვლით)

სტომატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის მწვავე უკმარისობა

ჰეპატიტი (არაინფექციური)

ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

სისხლჩაქცევები

კანზე გამონაყარი

კანის ქავილი

სისხლჩაქცევა კანში (პურპურა)

ბულოზური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP))

ანგიონევროზული შეშუპება

პრეპარატით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი)

ერითემატოზური გამონაყარი

ექსფოლიაციური გამონაყარი

ჭინჭრის ციება

ეგზემა

ბრტყელი ლიქენი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

გინეკომასტია

დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ჩონჩხ-კუნთოვანი სისხლდენა (ჰემართროზი)

ართრიტი

ართრალგია

მიალგია

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

ჰემატურია

გლომერულონეფრიტი

სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

სისხლდენა ჩხვლეტის ადგილზე

ცხელება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები

სისხლდენის დროის გახანგრძლივება

ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ნეიტროპენია

კვლევაში CAPRIE, მძიმე ნეიტროპენია (<0.45•109/ლ) აღინიშნა 4 პაციენტში (0.04%) კლოპიდოგრელით მკურნალობის ჯგუფში და 2 პაციენტში (0.02%) ასმ-ს მიღების ჯგუფში.

კლოპიდოგრელის ჯგუფში 9599 პაციენტიდან ორს საერთოდ არ აღენიშნა ნეიტროფილები პერიფერიულ სისხლში, რაც არცერთს არ აღენიშნა 9586 პაციენტიდან ასმ-ს მიღების ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რომ მიელოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი კლოპიდოგრელის მიღებისას საკმაოდ დაბალია, იმ შემთხვევაში, თუ კლოპიდოგრელის მიღებისას პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის მომატება ან ინფექციის სხვა ნიშნები, მას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა შესაძლო ნეიტროპენიის თვალსაზრისით.

აპლასტიური ანემია

კლოპიდოგრელით მკურნალობისას დაფიქსირდა აპლასტიური ანემიის განვითარების ერთი შემთხვევა.

თრომბოციტოპენია

მძიმე თრობოციტოპენიის (<80•109/ლ) განვითარების სიხშირე შეადგენდა 0.2%-ს კლოპიდოგრელით მკურნალობის ჯგუფში და 0.1%-ს ასმ-ს მიღების ჯგუფში, რეგისტრირებულია თრომბოციტების რიცხვის <30•109/ლ შემცირების ძალიან იშვიათი შემთხვევები. კვლევებში CURE და CLARITY აღინიშნა თრომბოციტოპენიის ან ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მსგავსი რაოდენობა მკურნალობის ორივე ჯგუფში.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

კლოპიდოგრელის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და შემდგომი გართულებები სისხლდენის განვითარების სახით. მკურნალობა

სისხლდენის გამოვლენისას საჭიროა შესაბამისი თერაპია. კლოპიდოგრელის ანტიდოტი არაა დადგენილი. თუ საჭიროა სისხლდენის გახანგრძლივებული დროის სწრაფი კორექცია, რეკომენდებულია თრომბოციტული მასის გადასხმა.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: ბირთვი: მოქმედი ნივთიერება: კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატი* - 97.875 მგ (კლოპიდოგრელზე გაანგარიშებით - 75.0 მგ);

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მაკროგოლი-6000, ცელულოზა მიკროკრისტალური (მცირე წყლის შემცველობით, 90 მკმ), ჰიპროლოზა დაბალჩანაცვლებული, აბუსალათინის ზეთი ჰიდროგენიზირებული; გარსი: ვარდისფერი საღებავი**, კარნაუბის ცვილი.

  • - მოქმედი ნივთიერება (კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატი) სამკურნალწამლო ფორმაში წარმოდგენილია Form II-ის სახით.
  • * - ვარდისფერი საღებავი შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს (E171), გლიცეროლის ტრიაცეტატს (ტრიაცეტინს), საღებავს რკინის წითელ ოქსიდს (E172). შეიძლება გამოყენებული იქნას იდენტური შემადგენლობის ოპადრაი® 32K14834 ტიპი II.

აღწერა: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული, ვარდისფერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით „75“ ერთ მხარეს და „1171“ მეორე მხარეს.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

იურიდიული პირი, რომელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა

სანოფი უინზროპ ინდასთრი, საფრანგეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები; ანტიაგრეგანტები, ჰეპარინის გარდა.

ათქ კოდი: B01AC04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლოპიდოგრელი არის პროწამალი, რომლის ერთ-ერთი აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორს. თრომბოციტების აგრეგაციის დამთრგუნველი აქტიური მეტაბოლიტის წარმოსაქმნელად კლოპიდოგრელმა უნდა განიცადოს მეტაბოლიზმი ციტოქრომ P450 სისტემის (CYP450) იზოფერმენტების საშუალებით. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი შერჩევითად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) შეკავშირებას თრომბოციტების P2Y12 რეცეპტორთან და GPIIb/IIIa კომპლექსის შემდგომ ადფ-განპირობებულ აქტივაციას, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. შეუქცევადი შეკავშირების გამო, თრომბოციტები არ ექვემდებარება ადფ-ის სტიმულაციას მათი სიცოცხლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 7-10 დღის), ხოლო თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება თრომბოციტების განახლების სიჩქარის შესაბამისად.

თრომბოციტების ადფ-ისგან განსხვავებული აგონისტებით გამოწვეული აგრეგაციის დათრგუნვა ასევე ხდება ადფ-ის საშუალებით გამოთავისუფლებული თრომბოციტების გაძლიერებული აქტივაციის დაბლოკვის ხარჯზე.

ვინაიდან აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტების საშუალებით, რომელთაგან ზოგიერთ შეიძლება გამოირჩეოდეს პოლიმორფიზმით ან მათი ინჰიბირება მიმდინარეობდეს სხვა პრეპარატებით, შეიძლება ყველა პაციენტში არ მოხდეს თრომბოციტების აგრეგაციის ადეკვატური ინჰიბირება.

ყოველდღიურად ერთხელ დღე-ღამეში 75 მგ დოზით კლოპიდოგრელის მიღებისას პირველივე დღიდან აღინიშნება თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის მნიშვნელოვანი დათრგუნვა, რომელიც თანდათანობით იზრდება და შემდეგ, მიღებიდან მე-3-7 დღეების ინტერვალში, აღწევს მუდმივ დონეს (სტაბილური მდგომარეობის მიღწევისას). სტაბილურ მდგომარეობაში თრომბოციტების აგრეგაცია საშუალოდ 40-60%-ით ითრგუნება. კლოპიდოგრელის მიღების შეწყვეტის შემდეგ თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით უბრუნდება საწყის დონეს, საშუალოდ 5 დღის განმავლობაში.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა 7 ორმაგად ბრმა კვლევაში 100 000-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით: კვლევა CAPRIE, კლოპიდოგრელის შედარება ასმ-სთან, ასევე კვლევები CURE, CLARITY, COMMIT, CHANCE, POINT და ACTIVE-A, რომლებშიც შეადარეს კლოპიდოგრელი და პლაცებო; ორივე პრეპარატი ინიშნებოდა ასმ-სთან და სხვა სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში.

მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტი, ახლახანს გადატანილი ინსულტი და პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადება

კვლევაში CAPRIE ჩართული იყო 19 185 პაციენტი ათეროთრომბოზით, რომელიც გამოვლინდა მიოკარდიუმის ახლახანს (<35 დღე) გადატანილი ინფარქტის, ახლახანს (7 დღიდან 6 თვემდე) გადატანილი იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების დადგენილი დაავადების სახით. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს დღიური დოზით 75 მგ, ან ასმ-ს დღიური დოზით 325 მგ, და დარჩნენ დაკვირვების ქვეშ 1-3 წლის განმავლობაში. პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, უმრავლესობა იღებდა ასმ-ს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. კლოპიდოგრელი მნიშვნელოვნად ამცირებდა ახალი იშემიური მოვლენების სიხშირეს (კომბინირებული საბოლოო წერტილი - მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი და სისხლძარღვოვანი დაავადებით გამოწვეული სიკვდილი), ასმ-სთან შედარებით. სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის, როგორც მეორადი საბოლოო წერტილის, ანალიზმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები კლოპიდოგრელსა (5.8%) და ასმ-ს (6.0%) შორის.

მდგომარეობის თვისობრივი შეფასების (მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი და პერიფერიული არტერიების დაავადება) გამოყენებით ქვეჯგუფების ანალიზისას თერაპიის საუკეთესო ეფექტი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც კვლევაში ჩართული იყვნენ პერიფერიული არტერიების დაავადების მიზეზით (განსაკუთრებით, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტით), და უფრო სუსტი ეფექტი (რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდება ასმ-ისგან) - პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი. პაციენტებში, რომლებიც კვლევაში ჩართული იყვნენ მხოლოდ მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტის საფუძველზე, კლოპიდოგრელის ჯგუფში შედეგი რიცხობრივად უფრო ცუდი იყო, თუმცა სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა ასმ-ისგან. გარდა ამისა, ასაკის მიხედვით ქვეჯგუფების ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელის სასიკეთო ეფექტი უფრო ნაკლებად გამოხატული იყო, ვიდრე <75 წლის ასაკის პაციენტებში.

მწვავე კორონარული სინდრომი

კვლევაში CURE ჩართული იყო 12 562 პაციენტი, რომელმაც გადაიტანა მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე), რომლებსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოუვლინდათ ტკივილი გულ-მკერდის არეში ან იშემიის სიმპტომები. კვლევაში ჩასართავად პაციენტებს უნდა ჰქონოდათ ან ისეთი ცვლილებები ეკგ-ზე, რომლებიც მიუთითებს ახალ იშემიურ მოვლენებზე, ან კარდიოფერმენტების მომატებული დონე, ან ტროპონინი I-ის ან T-ს დონე, რომელიც სულ მცირე 2-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ კლოპიდოგრელით მკურნალობის (დამტვირთავი დოზა 300 მგ, შემდეგ 75 მგ/დღე-ღამეში, N=6 259) ან პლაცებოს (N=6 303) ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ კომბინაციაში ასმ-სთან (75-325 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ან სხვა სტანდარტულ პრეპარატებთან. პაციენტებს უტარდებოდათ მკურნალობა ერთ წლამდე პერიოდში. კვლევაში CURE 823 პაციენტი (6.6%) იღებდა თანმხლებ თერაპიას GPIIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტებით. ჰეპარინი შეიყვანებოდა 90%-ზე მეტ პაციენტში. ჰეპარინით თანმხლები თერაპია არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას სისხლდენების განვითარების ფარდობით სიხშირეზე კლოპიდოგრელისა და პლაცებოს მიღებისას.

პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰქონდათ პირველადი საბოლოო წერტილი (სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი), შეადგენდა 582-ს (9.3%) კლოპიდოგრელის ჯგუფში და 719-ს (11.4%) პლაცებოს ჯგუფში, ხოლო ფარდობითი რისკი კლოპიდოგრელის ჯგუფში შემცირდა 20%-ით (ფარდობითი რისკის შემცირება 17%-ით პაციენტების სტანდარტული მკურნალობისას, და 29%-ით სტენტით ან მის გარეშე პერკუტანული ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკის შესრულებისას და 10%-ით აკშ-ისას). 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ კლოპიდოგრელი + ასმ-ს ჯგუფში აღნიშნული უპირატესობა აღარ გაიზარდა, მაშინ, როდესაც სისხლდენის რისკი შენარჩუნდა.

კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილის (სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან რეფრაქტერული იშემია) მქონე პაციენტების რაოდენობა შეადგენდა 1035 ადამიანს (16.5%) კლოპიდოგრელის ჯგუფში, და 1187 (18.8%) პლაცებოს ჯგუფში. გავლენა არასტაბილური სტენოკარდიის გამო ხელახალი ჰოსპიტალიზაციების სიხშირეზე არ აღინიშნა.

კლოპიდოგრელის გამოყენებისას აღნიშნული დადებითი ეფექტები არ შეიცვალა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატების (როგორიცაა ჰეპარინი/დაბალმოლეკულური ჰეპარინი, GPIIb/IIIa ანტაგონისტები, ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები, ბეტა-ბლოკერები და აგფ ინჰიბიტორები) ხანმოკლე ან ხანგრძლივი გამოყენებისას. კლოპიდოგრელის ეფექტიანობა არ იყო დამოკიდებული ასმ-ს დოზაზე (75-325 მგ ერთხელ დღე-ღამეში).

ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა 2 რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებულ ორმაგად ბრმა კვლევაში CLARITY და COMMIT.

კვლევაში CLARITY მონაწილეობდა 3491 პაციენტი, რომელიც შემოიყვანეს სტაციონარში ST სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 12 საათის განმავლობაში და რომლებშიც ნაჩვენები იყო თრომბოლიზური თერაპია. პაციენტები იღებდნენ კლოპიდოგრელს (დამტვირთავი დოზა 300 მგ, შემდეგ 75 მგ/დღე-ღამეში, n=1752) ან პლაცებოს (n=1739), ორივე ასმ-სთან კომბინაციაში (150-დან 325 მგ-მდე დამტვირთავი დოზის სახით, შემდეგ 75-დან 162 მგ-მდე დღე-ღამეში), ფიბრინოლიზურ პრეპარატს და, საჭიროების შემთხვევაში, ჰეპარინს. პაციენტები იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ 30 დღის განმავლობაში. პირველადი საბოლოო წერტილი იყო კორონარული არტერიის ინფარქტის გამომწვევი ოკლუზია ანგიოგრამაზე გაწერის წინ, სიკვდილი ან მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტი კორონაროგრაფიის ჩატარებამდე. იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც არ ჩაიტარეს ანგიოგრაფია, პირველადი საბოლოო წერტილი იყო სიკვდილი ან მიოკარდიუმის ინფარქტის განმეორება მე-8 დღისთვის ან საავადმყოფოდან გაწერისას.

პაციენტების თხუთმეტმა პროცენტმა (15.0%) კლოპიდოგრელის ჯგუფში და 21,7%-მა პლაცებოს ჯგუფში მიაღწიეს პირველად საბოლოო წერტილს, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ შემცირებას 6.7%-ით და შემცირების 36%-იან სხვაობას კლოპიდოგრელის სასარგებლოდ. ეს ძირითადად, განპირობებულია კორონარული არტერიის ინფარქტის გამომწვევი ოკლუზიის შემცირებით. ეს უპირატესობა უცვლელად შენარჩუნდა პაციენტების ასაკის და სქესის, ინფარქტის ლოკალიზაციის ან გამოყენებული ფიბრინოლიზური საშუალების ან ჰეპარინის ტიპის წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფებში.

2x2 ფაქტორული დიზაინის კვლევა COMMIT მოიცავდა 45 852 პაციენტს, რომლებიც გამოცხადდნენ მიოკარდიუმის შესაძლო ინფარქტის სიმპტომების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში, რაც დადასტურდა ანომალიებით ეკგ-ზე (ანუ ST სეგმენტის მომატებით, ST სეგმენტის შემცირებით ან ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადით). პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს (75 მგ/დღე-ღამეში, n=22 961) ან პლაცებოს (n=22 891) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში (162 მგ/დღე-ღამეში), 28 დღის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე. კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილები იყო სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით და განმეორებითი ინფარქტის, ინსულტის შემთხვევა ან სიკვდილი. პოპულაცია მოიცავდა 27.8% ქალს, 58.4% ≥60 წლის ასაკის პაციენტს (26% ≥70 წელი) და 54.5% პაციენტს, რომელიც იღებდა ფიბრინოლიზურ საშუალებებს.

კლოპიდოგრელი მნიშვნელოვნად ამცირებდა ნებისმიერი მიზეზით განვითარებული სიკვდილის ფარდობით რისკს 7%-ით, ხოლო განმეორებითი ინფარქტის, ინსულტის ან სიკვდილის კომბინაციის ფარდობით რისკს 9%-ით, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ შემცირებას, შესაბამისად, 0.5%-ით და 0.9%-ით. ეს სარგებელი მუდმივი იყო პაციენტებში სხვადასხვა ასაკის, სქესის ჯგუფებში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ან არ იღებდნენ ფიბრინოლიზურ საშუალებებს, და დაფიქსირდა უკვე 24 საათის შემდეგ.

P2Y12 რეცეპტორების ინჰიბიტორების დეესკალაცია მწვავე კორონარული სინდრომის თერაპიაში

P2Y12 რეცეპტორების მძლავრი ინჰიბიტორებით თერაპიიდან კლოპიდოგრელის და ასმ-ის კომბინაციაზე გადასვლა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ შეისწავლეს მკვლევარის მიერ ინიცირებულ ორ რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში (TOPIC და TROPICAL-ACS).

რანდომიზებულ ღია კლინიკურ კვლევაში TOPIC მონაწილეობდნენ პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და რომლებსაც ჩაუტარდათ პერკუტანული კორონარული ჩარევა. პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ასმ-ს და P2Y12 რეცეპტორების ერთ-ერთ უფრო მძლავრ ინჰიბიტორს და რომლებსაც არ განუვითარდათ არასასურველი მოვლენები ერთი თვის განმავლობაში ან გადაყვანილი იყვნენ ასმ-ს და კლოპიდოგრელის ფიქსირებულ კომბინაციაზე (ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის დეესკალაცია) ან გააგრძელეს მანამდე დანიშნული პრეპარატების მიღება (უცვლელი ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია).

მოვლენები, რომლებიც გათვალისწინებული იყო კომბინირებულ პირველად საბოლოო წერტილში (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებით გამოწვეული სიკვდილი, ინსულტი, გადაუდებელი რევასკულარიზაცია და BARC-ის (სისხლდენის აკადემიური კვლევის კონსორციუმი) შკალით ≥2 სისხლდენა ან უფრო მძიმე სისხლდენა), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანიდან 1 წლის შემდეგ, დარეგისტრირდა 322-დან 43 პაციენტში (13.4%) დეესკალირებული ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის ჯგუფში და 323-დან 85 პაციენტში (26.3%) უცვლელი ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის ჯგუფში (p<0.01).

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ძირითადად განპირობებული იყო სისხლდენის ნაკლები შემთხვევებით, მათ შორის სისხლდენები, რომლებიც BARC-ის შკალით 2-ზე მეტია ან ტოლია (4% დეესკალაციის ჯგუფში და 14.9% უცვლელი ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის ჯგუფში), ამასთან არ აღინიშნა მნიშვნელოვანი სხვაობები იშემიური გართულებების სიხშირეში (p=0.36).

რანდომიზებულ ღია კლინიკურ კვლევაში TROPICAL-ACS ჩართული იყო 2610 პაციენტი ბიომარკერების ანალიზით დადასტურებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით პერკუტანული კორონარული ჩარევის შემდეგ. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ პრასუგრელის (დღეები 0-14) ან პრასუგრელის (დღეები 0-7) მისაღებად, შემდეგ კლოპიდოგრელის (დღეები 8-14) ასმ-ს კომბინაციაში მისაღებად.

მე-14 დღეს შეფასდა თრომბოციტების ფუნქცია. პაციენტები მხოლოდ პრასუგრელით თერაპიის პირველ ჯგუფში აგრძელებდნენ პრასუგრელის მიღებას 11.5 თვის განმავლობაში.

თერაპიის შეცვლის ჯგუფში პაციენტებს ჩაუტარდათ თრომბოციტების მაღალი რეაქტიულობის (HPR) ანალიზი. თუ HPR შეადგენდა ≥46 ერთეულს, პაციენტები ისევ გადავიდნენ პრასუგრელით თერაპიაზე, რომელსაც იღებდნენ 11.5 თვის განმავლობაში. თუ HPR იყო <46 ერთეული, პაციენტები აგრძელებდნენ კლოპიდოგრელის მიღებას დოზით 75 მგ/დღე-ღამეში 11.5 თვის განმავლობაში. ამიტომ, თერაპიის მართვადი შეცვლის ჯგუფში პაციენტები იღებდნენ ან პრასუგრელს (40%) ან კლოპიდოგრელს (60%). ყველა პაციენტი იღებდა ასმ-ს, მათ აკვირდებოდნენ ერთი წლის განმავლობაში.

პირველადი საბოლოო წერტილი ითვალისწინებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიზეზით სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან BARC-ის შკალით ≥2 ტიპის სისხლდენის ან უფრო მძიმე სისხლდენის კომბინაციას. კვლევამ აჩვენა, რომ პირველადი საბოლოო წერტილის non inferiority კრიტერიუმის მიხედვით ჯგუფებს შორის სხვაობა არ აღინიშნება. თერაპიის მართვადი შეცვლა არ იწვევდა იშემიური გართულებების განვითარების რისკის გაზრდას (2.5% დეესკალაციის ჯგუფში და 3.2% საკონტროლო ჯგუფში), ასევე BARC-ის შკალით ≥2 ტიპის სისხლდენის გახშირების რისკის გაზრდას.

ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია მწვავე მცირე იშემიური ინსულტის ან საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის დროს

მწვავე მცირე იშემიური ინსულტის ან საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის პროფილაქტიკის მიზნით კლოპიდოგრელსა და ასმ-ს კომბინაციაში ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპია შეფასდა ორი რანდომიზებული კვლევის მიმდინარეობისას: CHANCE და POINT - კლინიკური უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შედეგების მიხედვით მონაცემების მიღებით.

კვლევა CHANCE (კლოპიდოგრელის გამოყენება ინვალიდიზაციის გარეშე ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში)

ამ რანდომიზებულ ორმაგად ბრმა მულტიცენტრულ პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო მწვავე ტიშ-ის (შეფასება ABCD2 >4) ან მწვავე მცირე ინსულტის (NIHSS <3) მქონე 5170 პაციენტმა ჩინეთიდან. ორივე ჯგუფში პაციენტებმა პირველ დღეს მიიღეს ასმ-ს დოზა ღია რეჟიში (დოზის ოდენობა მერყეობდა 75-300 მგ-ის დიაპაზონში, დოზას ადგენდა მკურნალი ექიმი). პაციენტები, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ კლოპიდოგრელისა და ასმ-ს მიღების ჯგუფებში, იღებდნენ დამტვირთავ დოზას 300 მგ-ს პირველ დღეს, შემდეგ იღებდნენ კლოპიდოგრელს დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში მე-2 დღიდან 90 დღის ჩათვლით და ასმ-ს დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში მე-2 დღიდან 21 დღის ჩათვლით. პაციენტები, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ ასმ-ს გამოყენების ჯგუფში, იღებდნენ კლოპიდოგრელის პლაცებო-ვერსიას პირველი დღიდან 90-ე დღის ჩათვლით და ასმ-ს დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში მე-2 დღიდან 90 დღის ჩათვლით.

ეფექტიანობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ინსულტის (იშემიური ან ჰემორაგიული) ახალი შემთხვევა მწვავე მცირე იშემიური ინსულტიდან ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევიდან 90 დღის შემდეგ. ასეთი შემთხვევები დარეგისტრირდა 212 პაციენტში (8.2%) კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენების ჯგუფში, 303 (11.7%) პაციენტთან შედარებით ასმ-ს გამოყენების ჯგუფში. იშემიური ინსულტის შემთხვევები აღინიშნა 204 პაციენტში (7.9%) კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენების ჯგუფში, 295 (11.4%) პაციენტთან შედარებით ასმ-ს გამოყენების ჯგუფში. ჰემორაგიული ინსულტი აღენიშნა 8 პაციენტს კვლევის ორივე ჯგუფში (0,3% თითოეულ ჯგუფში). ზომიერად მძიმე ან მძიმე სისხლჩაქცევა აღენიშნა 7 პაციენტს (0.3%) კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენების ჯგუფში და 8 პაციენტს (0.3%) ასმ-ს გამოყენების ჯგუფში. სისხლდენების განვითარების სიხშირე შეადგენდა 2.3%-ს კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენების ჯგუფში, 1.6%-თან შედარებით ასმ-ს გამოყენების ჯგუფში.

POINT (თრომბოციტებზე ორიენტირებული ინჰიბირება პაციენტებში ტიშ-ის და მცირე იშემიური ინსულტის ახალი შემთხვევებით)

ამ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4881 პაციენტმა სხვადასხვა ქვეყნებიდან მწვავე ტიშ-ით (ABCD2 ქულა ≥4) ან მწვავე მცირე ინსულტით (NIHSS ≤3). ორივე ჯგუფის ყველა პაციენტმა მიიღო ასმ-ს დოზა ღია რეჟიმში 1 დღიდან 90 დღემდე პერიოდში (დოზის ოდენობა მერყეობდა 50-325 მგ-ის დიაპაზონში, დოზას ადგენდა მკურნალი ექიმი). პაციენტებმა, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ კლოპიდოგრელის ჯგუფში, კლოპიდოგრელი მიიღეს დამტვირთავი დოზით 600 მგ პირველ დღეს, შემდეგ მიიღეს კლოპიდოგრელი დოზით 75მგ ერთხელ დღე-ღამეში მე-2 დღიდან 90 დღის ჩათვლით. პაციენტებმა, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ პლაცებოს მიღების ჯგუფში, მიიღეს კლოპიდოგრელის პლაცებო-ვერსია პირველი დღიდან 90-ე დღის ჩათვლით.

ეფექტიანობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო მასიური იშემიური გართულებების კომბინაცია (იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ლეტალური შედეგი იშემიური სისხლძარღვოვანი გართულების შედეგად) 90-ე დღეს. ასეთი შემთხვევები დარეგისტრირდა 121 პაციენტში (5.0%) კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენების ჯგუფში, 160 პაციენტთან შედარებით (6.5%) მხოლოდ ასმ-ს მიღების ჯგუფში. იშემიური ინსულტი, რომელიც წარმოადგენს მეორად საბოლოო წერტილს, აღინიშნა 112 პაციენტში (4.6%), რომელიც იღებდა კლოპიდოგრელს და ასმ-ს, 160 პაციენტთან შედარებით ასმ-ს მიღების ჯგუფში (6.5%). მნიშვნელოვანი სისხლდენა, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების შეფასების პირველად საბოლოო წერტილს, დაფიქსირდა 2432 პაციენტიდან 23-ში (0.9%), რომელიც იღებდა კლოპიდოგრელს და ასმ-ს, და 2449-დან 10 პაციენტში, რომელიც იღებდა ასმ-ს (0.4%). უმნიშვნელო სისხლჩაქცევა დაფიქსირდა 40 პაციენტში (1.6%), რომელიც იღებდა კლოპიდოგრელს და ასმ-ს, და 13 პაციენტში, რომელიც იღებდა ასმ-ს (0.5%).

პრეპარატების მოქმედების პერიოდის ანალიზი CHANCE და POINT კვლევების ფარგლებში

21 დღის შემდეგ ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის გაგრძელების სარგებელი არ ყოფილა. ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელების კლინიკური სარგებელი ნაჩვენები არ არის. პრეპარატების მოქმედების პერიოდში მასიური იშემიური გართულებებისა და მასიური სისხლჩაქცევების შემთხვევების მკურნალობის ჯგუფებს შორის განაწილების მიზანს წარმოადგენდა ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის მოქმედების ხანმოკლე პერიოდის გავლენის ანალიზი.

წინაგულების ფიბრილაცია

კლინიკური კვლევის ACTIVE-A მიმდინარეობისას ნაჩვენებია, რომ წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლემსაც ჰქონდათ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, მაგრამ არ შეეძლოთ არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მიღება, კლოპიდოგრელი ასმ-სთან კომბინაციიაში (მხოლოდ ასმ-ს მიღებასთან შედარებით) ამცირებდა ერთად აღებული ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის გარეშე სისტემური თრომბოემბოლიის ან სისხლძარღვოვანი დაავადების შედეგად სიკვდილის სიხშირეს, მეტწილად ინსულტის განვითარების რისკის შემცირების ხარჯზე.

ასმ-სთან კომბინაციაში კლოპიდოგრელის მიღების ეფექტიანობა ადრე გამოვლინდა და შენარჩუნდა 5 წლამდე. მსხვილი სისხლძარღვების მხრივ გართულებების რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს ასმ-სთან კომბინაციაში, აღინიშნა ძირითადად ინსულტების შემთხვევების მეტად შემცირების ხარჯზე. ნებისმიერი სიმძიმის ინსულტის განვითარების რისკი კლოპიდოგრელის და ასმ-ს მიღებისას მცირდებოდა, ასევე აღინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების შემთხვევების შემცირების ტენდენცია კლოპიდოგრელისა და ასმ-ს კომბინაციის მიღების ჯგუფში, მაგრამ არ აღინიშნა განსხვავება ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვის გარეშე თრომბოემბოლიის ან სისხლძარღვოვანი დაავადებით სიკვდილის შემთხვევების სიხშირეში. გარდა ამისა, ასმ-სთან კომბინაციაში კლოპიდოგრელის მიღება ამცირებდა გულ-სისხლძარღვთა მიზეზით ჰოსპიტალიზაციის დღეების საერთო რაოდენობას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

75 მგ დღეში ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ, კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება.

უცვლელი კლოპიდოგრელის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში (დაახლოებით 2.2-2.5 ნგ/მლ 75 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ. თირკმელების საშუალებით კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების ექსკრეციის მონაცემების საფუძველზე მისი შეწოვა დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

განაწილება

in vitro კლოპიდოგრელი და სისხლში მოცირკულირე მისი ძირითადი არააქტიური მეტაბოლიტი შექცევადად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (შესაბამისად, 98% და 94%-ით), და ეს კავშირი უჯერია 100 მგ/მლ კონცენტრაციამდე.

მეტაბოლიზმი

კლოპიდოგრელი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. in vitro და in vivo კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ორი გზის მიხედვით: ერთი ესტერაზების საშუალებით და იწვევს კლოპიდოგრელის ჰიდროლიზს კარბოქსილის მჟავას არააქტიურ წარმოებულში (მოცირკულირე მეტაბოლიტების 85%); მეორე - ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტების საშუალებით.

კლოპიდოგრელი პირველად მეტაბოლიზდება 2-ოქსო-კლოპიდოგრელამდე, რომელიც წარმოადგენს შუალედურ მეტაბოლიტს. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შემდგომი მეტაბოლიზმი იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის - კლოპიდოგრელის თიოლური წარმოებულის - წარმოქმნას. in vitro …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პლავიქსი®

სარეგისტრაციო ნომერი: ЛП-№(000307)-(РГ-RU).

სავაჭრო დასახელება: პლავიქსი®.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოპიდოგრელი.

სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: ბირთვი: მოქმედი ნივთიერება: კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატი* - 97.875 მგ (კლოპიდოგრელზე გაანგარიშებით - 75.0 მგ);

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მაკროგოლი-6000, ცელულოზა მიკროკრისტალური (მცირე წყლის შემცველობით, 90 მკმ), ჰიპროლოზა დაბალჩანაცვლებული, აბუსალათინის ზეთი ჰიდროგენიზირებული; გარსი: ვარდისფერი საღებავი**, კარნაუბის ცვილი.

  • - მოქმედი ნივთიერება (კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატი) სამკურნალწამლო ფორმაში წარმოდგენილია Form II-ის სახით.
  • * - ვარდისფერი საღებავი შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს (E171), გლიცეროლის ტრიაცეტატს (ტრიაცეტინს), საღებავს რკინის წითელ ოქსიდს (E172). შეიძლება გამოყენებული იქნას იდენტური შემადგენლობის ოპადრაი® 32K14834 ტიპი II.

აღწერა: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული, ვარდისფერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით „75“ ერთ მხარეს და „1171“ მეორე მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები; ანტიაგრეგანტები, ჰეპარინის გარდა.

კლოპიდოგრელი პირველად მეტაბოლიზდება 2-ოქსო-კლოპიდოგრელამდე, რომელიც წარმოადგენს შუალედურ მეტაბოლიტს. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შემდგომი მეტაბოლიზმი იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის - კლოპიდოგრელის თიოლური წარმოებულის - წარმოქმნას. in vitro ეს აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება ძირითადად იზოფერმნეტ CYP2C19-ით, მაგრამ მის წარმოქმნაში ასევე მონაწილეობს ზოგიერთი სხვა იზოფერმენტი, მათ შორის CYP1A2, CYP2B6 და CYP3A4. კლოპიდოგრელის აქტიური თიოლური მეტაბოლიტი, რომელიც იზოლირებულია in vitro კვლევებში, სწრაფად და შეუქცევადად უერთდება თრომბოციტების რეცეპტორებს, რითაც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის Cmax ორჯერ მაღალია 300 მგ კლოპიდოგრელის ერთჯერადი დამტვირთავი დოზის შემდეგ, ვიდრე 75 მგ შემანარჩუნებელი დოზის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ. Cmax მიიღწევა დაახლოებით 30-60 წუთის განმავლობაში.

გამოყოფა

ადამიანის მიერ 14C-მონიშნული კლოპიდოგრელის პერორალურად მიღებიდან 120 საათის განმავლობაში რადიოაქტიურობის დაახლოებით 50% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით და დაახლოებით 46% განავალში. 75 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, კლოპიდოგრელის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 6 საათს. სისხლში მოცირკულირე მისი ძირითადი არააქტიური მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს კლოპიდოგრელის ერთჯერადი და განმეორებითი მიღებიდან.

ფარმაკოგენეტიკა

იზოფერმენტ CYP2C19 საშუალებით წარმოიქმნება როგორც აქტიური მეტაბოლიტი, ასევე შუალედური მეტაბოლიტი - 2-ოქსო-კლოპიდოგრელი. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა და ანტიაგრეგანტული მოქმედება, რომლებიც გაზომილია ex vivo თრომბოციტების აგრეგაციის ანალიზით, განსხვავდება იზოფერმენტ CYP2C19 გენოტიპის მიხედვით. გენის CYP2C19*1 ალელი შეესაბამება სრულად ფუნქციურ მეტაბოლიზმს, ხოლო გენების CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები არაფუნქციურია. გენების CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები წარმოადგენენ მეტაბოლიზმის შემცირების მიზეზს კავკასიელი რასის (85%) და აზიური პოპულაციის (99%) წარმომადგენლების უმრავლესობაში. სხვა ალელები, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლიზმის არარსებობასთან ან დაქვეითებასთან, ნაკლებად ხშირია და მოიცავს გენების CYP2C19*4, *5, *6, *7 და *8-ს ალელებს. იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტებს უნდა ჰქონდეს ფუნქციის დაკარგვის გენის ორი ალელი, როგორც ეს აღწერილია ზემოთ. ფენოტიპების გამოქვეყნებული სიხშირეები იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტებში არის დაახლოებით 2% კავკასიელებისთვის, 4% ნეგროიდული რასის პაციენტებისთვის და 14% აზიური პოპულაციის წარმომადგენლებისთვის. არსებობს სპეციალური ტესტები პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19 გენოტიპის დასადგენად.

ჯვარედინმა კვლევამ (40 მოხალისეში) იზოფერმენტ CYP2C19-ის ძალიან მაღალი, მაღალი, შუალედური და დაბალი აქტივობის მქონე მოხალისეების მონაწილეობით არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციასა და თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო მნიშვნელობებში იზოფერმენტ CYP2C19-ის ძალიან მაღალი, მაღალი და შუალედური აქტივობის მქონე მოხალისეებში. იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე მოხალისეებში აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია 63-71%-ით შემცირდა იზოფერმენტ CYP2C19-ის მაღალი აქტივობის მქონე მოხალისეებთან შედარებით.

300 მგ დამტვირთავი დოზით/75 მგ შემანარჩუნებელი დოზით (300 მგ/75 მგ) მკურნალობის სქემის გამოყენებისას იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე მოხალისეებში ანტითრომბოციტული მოქმედება მცირდებოდა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო მნიშვნელობაბით 24% (24 საათში) და 37% (კვლევის მე-5 დღეს), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მნიშვნელობებთან შედარებით, რომლებიც შეადგენდა 39%-ს (24 საათში) და 58%-ს (კვლევის მე-5 დღეს) იზოფერმენტ CYP2C19-ის მაღალი აქტივობის მქონე მოხალისეებში და 37%-ს (24 საათში) და 60%-ს (კვლევის მე-5 დღეს) იზოფერმენტ CYP2C19-ის შუალედური აქტივობის მქონე მოხალისეებში.

როდესაც იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე მოხალისეები იღებდნენ პრეპარატს მკურნალობის სქემით 600 მგ დამტვირთავი დოზა/150 მგ შემანარჩუნებელი დოზა (600 მგ/150 მგ), აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე 300 მგ/75 მგ მკურნალობის სქემის მიღებისას. გარდა ამისა, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება შეადგენდა 32%-ს (24 სათში) და 61%-ს (კვლევის მე-5 დღეს), რაც უფრო მაღალი იყო იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე მოხალისეებში აღნიშნულ მაჩვენებელზე, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას 300 მგ/75 მგ სქემით, და მსგავსი იყო CYP2C19-მეტაბოლიზმის უფრო მაღალი ინტენსივობის მქონე პაციენტების ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებლისა, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას 300 მგ/75 მგ სქემით. თუმცა, კლინიკური შედეგების გათვალისწინებით ჩატარებულ კვლევებში კლოპიდოგრელის დიზირების რეჟიმი ამ ჯგუფის პაციენტებისთვის (იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტები) ჯერ დადგენილი არ არის.

ამ კვლევის შედეგების ანალოგიურად ექვსი კვლევის მეტაანალიზმა, რომელშიც შევიდა სტაბილური მდგომარეობის მქონე 335 მოხალისეს მონაცემები, რომელიც იღებდა კლოპიდოგრელს, დადგინდა, რომ იზოფერმენტ CYP2C19-ის მაღალი აქტივობის მქონე მოხალისეებთან შედარებით, აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია შემცირდა 28%-ით იზოფერმენტ CYP2C19-ის შუალედური აქტივობის მქონე მოხალისეებში და 72%-ით იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე მოხალისეებში, მაშინ, როდესაც თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება შემცირებული იყო თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების სხვაობით შესაბამისად, 5.9% და 21.4%.

CYP2C19 გენოტიპის ზეგავლენა პაციენტების კლინიკურ შედეგებზე კლოპიდოგრელის მიღებისას არ შეფასებულა პერსპექტიულ, რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევებში. თუმცა, დღეისათვის არსებობს რამდენიმე რეტროსპექტული ანალიზი. შედეგები გენოტიპების მიხედვით მიღებულია შემდეგი კლინიკური კვლევებიდან: CURE, CHARISMA, CLARITY TIMI 28, TRITON-TIMI 38 და ACTIVE-A, ასევე რამდენიმე გამოქვეყნებული კოჰორტული კვლევიდან.

კვლევაში TRITON-TIMI 38 და 3 კოჰორტულ კვლევაში (Collet, Sibbing, Giusti) პაციენტთა კომბინირებულ ჯგუფებში, რომელთაც ქონდათ იზოფერმენტ CYP2C19-ის შუალედური ან დაბალი აქტივობა, აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა გართულებების (სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი) ან სტენტის თრომბოზის უფრო მაღალი სიხშირე, იზოფერმენტ CYP2C19-ის მაღალი აქტივობის მქონე პაციენტებთან შედარებით.

კვლევაში CHARISMA და ერთ კოჰორტულ კვლევაში (Simon) გულ-სისხლძარღვთა გართულებების შემთხვევების გახშირება აღინიშნა მხოლოდ იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტებში (მათი შედარებისას იზოფერმენტ CYP2C19-ის მაღალი აქტივობის მქონე პაციენტებთან).

კვლევებში CURE, CLARITY, ACTIVE-A და ერთ-ერთ კოჰორტულ კვლევაში (Trenk) არ აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა გართულებების შემთხვევების გახშირება CYP2C19-ის მეტაბოლიზმის ინტენსივობის მიხედვით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში არ არის შესწავლილი.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

75 წელზე უფროს მოხალისეებში, ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით, არ არის დაფიქსირებული განსხვავება თრომბოციტების აგრეგაციისა და სისხლდენის დროის მაჩვენებლებში. დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

18 წლამდე ბავშვთა ასაკი

კლინიკური მონაცემები არ არის.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

დღე-ღამეში 75 მგ დოზით კლოპიდოგრელის მრავალჯერადი მიღებისას თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი (კკ) 5 მლ/წთ-15 მლ/წთ) თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის ინჰიბირება უფრო დაბალი იყო (25%-ით), ჯანმრთელ მოხალისეებში აღნიშნულ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა სისხლდენის დროის გახანგრძლივების მაჩვენებელი მსგავსი იყო დღე-ღამეში 75 მგ დოზით კლოპიდოგრელის მიმღებ ჯანმრთელ მოხალისეებში აღნიშნული მაჩვენებლისა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის ინჰიბირების ხარისხი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა 75 მგ დღიური დოზით კლოპიდოგრელის ყოველდღიური მიღების შემდეგ 10 დღის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. სისხლდენის საშუალო დრო ასევე მსგავსია ორივე ჯგუფში.

რასობრივი კუთვნილება

იზოფერმენტ CYP2C19-ის გენების ალელების გავრცელება, რაც განაპირობებს ამ იზოფერმენტის შუალედურ ან დაბალ აქტივობას, განსხვავდება სხვადასხვა რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლებში. შეზღუდულია აზიური პოპულაციის წარმომადგენლებში მათ გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ლიტერატურული მონაცემები, რაც არ გვაძლევს საშუალებას შეფასდეს ამ ჯგუფში იზოფერმენტ CYP2C19-ის გენოტიპირების მნიშვნელობა იშემიური გართულებების განვითარებისთვის.

გამოყენების ჩვენება

ათეროთრომბოზული გართულებების მეორადი პროფილაქტიკა:

მოზრდილ პაციენტებში მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტის (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ხანგრძლივობით), ახლახანს გადატანილი იშემიური ინსულტის (7 დღიდან 6 თვემდე ხანგრძლივობით) შემდეგ ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებისას.

მოზრდილ პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით:

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე), მათ შორის პაციენტები, რომლებმაც უნდა მიიღონ მედიკამენტური მკურნალობა, და პაციენტები, რომლებისთვისაც ნაჩვენებია პერკუტანული კორონარული ჩარევა (სტენტირებით ან სტენტირების გარეშე) ან აორტოკორონარული შუნტირება (აკშ).

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის მომატებით, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც იღებენ მედიკამენტურ მკურნალობას, მათ შორის თრომბოლიზურ თერაპიას.

ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით (მოციმციმე არითმიით)

მოზრდილ პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით (მოციმციმე არითმიით), რომლებსაც აქვთ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, არ შეუძლიათ K ვიტამინის ანტაგონისტების მიღება და აქვთ სისხლდენების განვითარების დაბალი რისკი, კლოპიდოგრელი აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში ნაჩვენებია ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლური მოვლენების, მათ შორის ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

მოზრდილ პაციენტებში საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის ან მცირე იშემიური ინსულტის დროს (ასმ-სთან კომბინაციაში)

კლოპიდოგრელი ასმ-სთან კომბინაციაში ნაჩვენებია:

მოზრდილი პაციენტებისთვის საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის (შეფასება ABCD2 შკალით >4) ან მცირე იშემიური ინსულტის (NIHSS** <3) დროს, ტრანზიტორული იშემიური შეტევის ან იშემიური ინსულტის შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში.

  • ტიშ-ის შემდეგ ადრეული ინსულტის რისკის შეფასების შკალა საფუძვლად იღებს შემდეგ პარამეტრებს: ასაკი, არტერიული წნევა, კლინიკური სიმპტომები, ტიშ-ის ხანგრძლივობა და შაქრიანი დიაბეტი.
  • * ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის შკალა.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

მწვავე სისხლდენა, მაგალითად, სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი და გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი“).

18 წლამდე ბავშვთა ასაკი (გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის).

სიფრთხილით

ღვიძლის ზომიერი უკმარისობის დროს, როდესაც შესაძლებელია მიდრეკილება სისხლდენისადმი (გამოყენების შეზღუდული კლინიკური გამოცდილება);

თირკმელების უკმარისობის დროს (გამოყენების შეზღუდული კლინიკური გამოცდილება);

ისეთი დაავადებების დროს, როდესაც არსებობს მიდრეკილება სისხლდენების განვითარებისადმი (ძირითადად, კუჭ-ნაწლავიდან ან თვალში), და განსაკუთრებით, ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლია დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი (როგორიცაა ასმ და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს));

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი: ტრავმის, ქირურგიული ჩარევის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების გამო, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასმ-ს, ჰეპარინს, ვარფარინს, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორებს, აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციურ ინჰიბიტორებს, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომელთა გამოყენება დაკავშირებულია სისხლდენების განვითარების რისკთან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ იჰიბიტორებს (სუსი) (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „განსაკუთრებული მითითება“);

იზოფერმენტ CYP2C8-ის სუბსტრატებთან (რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი) ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“);

პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“ პუნქტი „ფარმაკოგენეტიკა“, პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“, „განსაკუთრებული მითითებები“);

სხვა თიენოპირიდინებზე (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) ალერგიული და ჰემატოლოგიური რეაქციების ანამნეზის დროს (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული და ჰემატოლოგიური რეაქციები, იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“);

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ახლახანს განვითარებული დროებითი დარღვევის ან იშემიური ინსულტის დროს (ასმ-სთან კომბინაციაში, იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“).

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა

ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის გამოვლენილი პირდაპირი თუ არაპირდაპირი არასასიკეთო გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ყოველთვის არ გვაძლევს ადამიანში რეაქციის პროგნოზის საშუალებას, და ორსულების მიერ კლოპიდოგრელის მიღების კონტროლირებული კლინიკური კვლევების არარსებობის გამო, ორსულობის პერიოდში სიფრთხილის ზომის სახით კლოპიდოგრელის მიღება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ექიმი თვლის, რომ მისი მიღება აბსოლუტურად აუცილებელია.

ძუძუთი კვების პერიოდი

ვირთაგვებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ კლოპიდოგრელი ან/და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა რძეში.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა კლოპიდოგრელი დედის რძეში ადამიანებში. ვინაიდან ბევრი სამკურნალო საშუალება გამოიყოფა დედის რძეში და არსებობს პოტენციური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ დედისთვის მისი გამოყენების აუცილებლობის გათვალისწინებით.

გამოყენების წესი და დოზები

პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტი, ახლახანს გადატანილი ინსულტი და პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადება

რეკომენდებული დოზაა 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში.

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე)

კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყება საჭიროა 300 მგ ან 600 მგ დამტვირთავი დოზის ერთჯერადი მიღებით. 600 მგ დამტვირთავი დოზა შეიძლება დაენიშნოთ 75 წლამდე ასაკის პაციენტებს, როდესაც იგეგმება პერკუტანული კორონარული ჩარევა. კლოპიდოგრელით მკურნალობის გაგრძელება შეიძლება დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში 75-325 მგ დოზით ასმ-სთან კომბინაციაში. ვინაიდან ასმ-ს უფრო მაღალი დოზები დაკავშირებული იყო სისხლდენის უფრო მაღალ რისკთან, რეკომენდებულია, რომ ასმ-ს დოზა არ აღემატებოდეს 100 მგ-ს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ოფიციალურად დადგენილი არ არის. კლინიკური კვლევების მონაცემები ადასტურებს 12 თვემდე მკურნალობის ხანგრძლივობის შესაძლებლობას; მკურნალობის მაქსიმალური ეფექტიანობა აღინიშნა 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის მომატებით

კლოპიდოგრელი ინიშნება დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 300 მგ დამტვირთავი დოზით ან დამტვირთავი დოზის გარეშე ასმ-სთან კომბინაციაში, ასევე თრომბოლიზურ პრეპარატებთან ერთად ან მათ გარეშე.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მისი დამტვირთავი დოზის გარეშე. კომბინირებული თერაპიის დაწყება საჭიროა რაც შეიძლება ადრე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ და ის უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ოთხი კვირა.

წინაგულების ფიბრილაცია

კლოპიდოგრელი უნდა მიიღოთ სადღეღამისო დოზით, რომელიც შეადგენს 75 მგ.

კლოპიდოგრელთან კომბინაციაში ასმ მიიღება დოზით 75-100 მგ ყოველდღე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).

მოზრდილი პაციენტები საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის ან მცირე იშემიური ინსულტის დროს

მოზრდილ პაციენტებში საშუალო ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის (შეფასება ABCD2* შკალით >4) ან მცირე იშემიური ინსულტის (NIHSS** <3) დროს ინიშნება კლოპიდოგრელის 300 მგ დამტვირთავი დოზა, რის შემდეგაც ინიშნება კლოპიდოგრელი დოზით 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში და ასმ (75-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში). კლოპიდოგრელისა და ასმ-ს მიღების დაწყება საჭიროა მოვლენის განვითარებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ინიშნება ერთი ანტიაგრეგანტული საშუალება.

ფარმაკოგენეტიკა (პაციენტები იზოფერმენტ CYP2C19-ის გენეტიკურად განპირობებული დაქვეითებული აქტივობით)

იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობა უკავშირდება კლოპიდოგრელის ანტიაგრეგანტული მოქმედების შემცირებას. უფრო მაღალი დოზების (600 მგ დამტვირთავი დოზა, შემდეგ 150 მგ ერთხელ დღე-ღამეში ყოველდღე) გამოყენების რეჟიმი ზრდის კლოპიდოგრელის ანტიაგრეგანტულ მოქმედებას იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“ პუნქტი „ფარმაკოგენეტიკა“). იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე პაციენტებში შეიძლება განხილული იქნას კლოპიდოგრელის უფრო მაღალი დოზების გამოყენების საკითხი. დოზირების ზუსტი რეჟიმი პაციენტების ამ პოპულაციაში არ არის დადგენილი კლინიკური შედეგების განმსაზღვრელ კლინიკურ კვლევებში.

დოზის გამოტოვება

პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვება:

დანიშნული დროიდან 12 საათის განმავლობაში: პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ დოზა, შემდეგი დოზა კი მიიღონ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს;

დანიშნული დროიდან 12 საათის გასვლის შემდეგ: პაციენტებმა უნდა მიიღონ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დანიშნულ დროს და არ უნდა მიიღონ ორმაგი დოზა.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დამტვირთავი დოზის შესახებ ინფორმაცია იხილეთ პარაგრაფში „განსაკუთრებული მითითება“.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

ბავშვები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

გვერდითი მოქმედება

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

კლოპიდოგრელის უსაფრთხოება შეისწავლეს 44 000-ზე მეტ პაციენტში, მათ შორის 12 000-ზე მეტ პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ერთი წლის ან მეტი დროის განმავლობაში. კვლევაში CAPRIE დღე-ღამეში 75 მგ დოზით კლოპიდოგრელის ასატანობა ზოგადად შესაბამისობაში იყო დღე-ღამეში 325 მგ დოზით ასმ-ს ასატანობასთან, მიუხედავად პაციენტების ასაკის, სქესისა და რასობრივი კუნთვნილებისა. ქვემოთ ჩამოთვლილია კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა ხუთ ფართო კლინიკურ კვლევაში: CAPRIE, CURE, CLARITY, COMMIT და ACTIVE-A.

სისხლდენა ყველაზე ხშირი რეაქციაა, რომელიც რეგისტრირებულია როგორც კლინიკურ კვლევებში, ასევე პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში. სისხლდენები ყველაზე ხშირად დაფიქსირდა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.

კლინიკურ კვლევაში CAPRIE ყველა სისხლდენის საერთო სიხშირე კლოპიდოგრელის ჯგუფსა და ასმ-ს მიღების ჯგუფში, შეადგენდა 9.3%-ს. მძიმე სისხლდენების სიხშირე კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენებისას იყო მსგავსი: შესაბამისად, 1.4% და 1.6%.

ზოგადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელის და ასმ-ს მიღების ჯგუფებში შეადგენდა შესაბამისად, 2.0%-ს და 2.7%-ს.

სხვა ლოკალიზაციის სისხლდენების საერთო სიხშირე იყო უფრო მაღალი კლოპიდოგრელის მიღებისას ასმ-ს მიღებასთან შედარებით (შესაბამისად, 7.3%, 6.5%-ის წინააღმდეგ).

თუმცა, კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენებისას მძიმე სისხლდენების საერთო სიხშირე მსგავსი იყო (შესაბამისად, 0.6% ან 0.4%). ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი სისხლდენები: პურპურა/სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან. უფრო იშვიათია შეტყობინებები ჰემატომების, ჰემატურიის ან თვალში (ძირითადად, კონიუნქტივალური) სისხლჩაქცევების განვითარების შესახებ.

კლოპიდოგრელისა და ასმ-ს გამოყენებისას ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევების სიხშირე მსგავსი იყო (შესაბამისად, 0.4% ან 0.5%).

კლინიკურ კვლევაში CURE პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელი+ასმ-ს, პლაცებო+ასმ-ს მიღებასთან შედარებით, აღინიშნა მნიშვნელოვანი სისხლდენების (3.7%, 2.7%-თან შედარებით), და მცირე სისხლდენების (5.1%, 2.4%-თან შედარებით) განვითარების შემთხვევების გახშირება. ძირითადად, მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების ადგილს წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (კნტ) და არტერიების პუნქციის ადგილები.

სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენების განვითარების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელი+ასმ-ს, პლაცებო+ასმ-ს მიმღებ პაციენტებთან შედარებით, სარწმუნოდ არ განსხვავდებოდა (შესაბამისად, 2.2% და 1.8%), ფატალური სისხლდენების განვითარების სიხშირე ერთნაირი იყო (0.2% თერაპიის ორივე ჯგუფში).

მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე, რომლებიც არ ემუქრებოდა სიცოცხლეს, სარწმუნოდ უფრო მაღალი იყო კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში, პლაცებო+ასმ-ს ჯგუფთან შედარებით (შესაბამისად, 1.6% და 1%), თუმცა ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევების განვითარების სიხშირე იყო ერთნაირი (0.1% თერაპიის ორივე ჯგუფში).

მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში დამოკიდებული იყო ასმ-ს დოზაზე ისევე, როგორც მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში.

პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს თერაპია კლოპიდოგრელი+ასმ-ით აორტოკორონარულ შუნტირებამდე 5 დღით ადრე, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების შემთხვევების გახშირება ჩარევიდან 7 დღის განმავლობაში. აორტოკორონარულ შუნტირებამდე ხუთი დღის განმავლობაში ჩატარებული ანტითრომბოციტული თერაპიის შემთხვევაში ამ მოვლენების სიხშირე ჩარევის შემდეგ შეადგენდა 9.6%-ს (კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში) და 6.3% (პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში).

კლინიკურ კვლევაში CLARITY მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ორივე ჯგუფში (კლოპიდოგრელი+ასმ და პლაცებო+ასმ) მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში (1.3%, 1.1%-ის წინააღმდეგ კლოპიდოგრელი+ასმ ჯგუფში და პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში, შესაბამისად). ის ერთნაირი იყო პაციენტების ქვეჯგუფებში, რომლებიც განაწილებული იყო საწყისი მახასიათებლებისა და ფიბრინოლიზური თერაპიის ან ჰეპარინოთერაპიის სახეობების მიხედვით.

ფატალური სისხლდენების (0.8%, 0.6%-ის წინააღმდეგ) და ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევების (0.5%, 0.7%-ის წინააღმდეგ) განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელი+ასმ-ს და პლაცებო+ასმ-ს მიღებისას, შესაბამისად, დაბალი და მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში.

კლინიკურ კვლევაში COMMIT არაცერებრული მნიშვნელოვანი სისხლდენების ან ცერებრული სისხლდენების საერთო სიხშირე იყო დაბალი და ერთნაირი (0.6% კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში და 0.5% პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში).

კლინიკურ კვლევაში ACTIVE-A მნიშვნელოვანი სისხლდენების განვითარების სიხშირე კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებო+ასმ-ს ჯგუფში (6.7%, 4.3%-ის წინააღმდეგ, შესაბამისად). მნიშვნელოვანი სისხლდენები ძირითადად არ იყო ინტრაკრანიალური ორივე ჯგუფში (5.3%, 3.5%-ის წინააღმდეგ), ძირითადად იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (3.5%, 1.8%-ის წინააღმდეგ). კლოპიდოგრელი+ასმ-ს ჯგუფში ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევები უფრო ხშირი იყო პლაცებო+ასმ-ს ჯგუფთან შედარებით (1.4%, 0.8%-ის წინააღმდეგ, შესაბამისად). მკურნალობის ამ ჯგუფებს შორის ფატალური სისხლდენებისა (1.1%, 0.7%-ის წინააღმდეგ) და ჰემორაგიული ინსულტის (0.8%, 0.6%-ის წინააღმდეგ) განვითარების სიხშირის თვალსაზრისით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნა.

არასასურველი რეაქციების შეჯამება ცხრილის სახით

არასასურველი რეაქციები, რომლებიც განვითარდა კლინიკური კვლევების დროს ან წარმოდგენილია სპონტანური შეტყობინებების სახით, მოცემულია შემდეგ ცხრილში. მათი სიხშირე განისაზღვრება შემდეგი პირობითი აღმნიშვნელების გამოყენებით: ხშირად (≥1/100-<1/10); არახშირად (≥1/1000-<1/100); იშვიათად (≥1/10,000-<1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). თითოეული სისტემის ორგანოთა კლასში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

სისტემის ორგანოთა კლასი

ხშირად

არახშირად

იშვიათად

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია*

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია ლეიკოპენია ეოზინოფილია

ნეიტროპენია, მძიმე ნეიტროპენიის ჩათვლით

თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა

აპლასტიური ანემია

პანციტოპენია აგრანულოციტოზი

მძიმე თრომბოციტოპენია

შეძენილი ჰემოფილია

აგრანულოციტოპენია

ანემია

დარღვევები გულის მხრივ

კუნისის სინდრომი (ვაზოსპასტიური ალერგიული სტენოკარდია / მიოკარდიუმის ალერგიული ინფარქტი), გამოწვეული კლოპიდოგრელზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით*

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქტოიდური რეაქციები

შრატისმიერი დაავადება

ჯვარედინი ალერგიული და ჰემატოლოგიური რეაქციები სხვა თიენოპირიდინებთან (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი)* (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)

ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი (შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით, HLA DRA4 სეროტიპის მქონე პაციენტებში)*

ფსიქიკის დარღვევები

ცნობიერების არევა

ჰალუცინაციები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა (ზოგიერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

პარესთეზია

გემოს დარღვევა

აგევზია

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

სისხლჩაქცევა თვალში (კონიუნქტივალური, თვალის ქსოვილებსა და ბადურაში)

დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰემატომა

სერიოზული სისხლდენების შემთხვევები

სისხლდენა საოპერაციო ჭრილობიდან

ვასკულიტი

არტერიული ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ცხვირიდან სისხლდენა

სისხლდენა სასუნთქი სისტემიდან (სისხლი ნახველში, ფილტვიდან სისხლდენა)

ბრონქოსპაზმი ინტერსტიციული პნევმონია

ეოზინოფილური პნევმონია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

დიარეა

მუცლის ტკივილი

დისპეფსია

კუჭის წყლული

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გასტრიტი გულისრევა ღებინება

ყაბზობა მეტეორიზმი

რეტროპერიტონეალური სისხლდენა

კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონეალური სისხლდენა ლეტალური შედეგით

პანკრეატიტი

კოლიტი (წყლულოვანი ან ლიმფოციტური კოლიტის ჩათვლით)

სტომატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის მწვავე უკმარისობა

ჰეპატიტი (არაინფექციური)

ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

სისხლჩაქცევები

კანზე გამონაყარი

კანის ქავილი

სისხლჩაქცევა კანში (პურპურა)

ბულოზური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP))

ანგიონევროზული შეშუპება

პრეპარატით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი)

ერითემატოზური გამონაყარი

ექსფოლიაციური გამონაყარი

ჭინჭრის ციება

ეგზემა

ბრტყელი ლიქენი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

გინეკომასტია

დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ჩონჩხ-კუნთოვანი სისხლდენა (ჰემართროზი)

ართრიტი

ართრალგია

მიალგია

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

ჰემატურია

გლომერულონეფრიტი

სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

სისხლდენა ჩხვლეტის ადგილზე

ცხელება

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები

სისხლდენის დროის გახანგრძლივება

ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ნეიტროპენია

კვლევაში CAPRIE, მძიმე ნეიტროპენია (<0.45•109/ლ) აღინიშნა 4 პაციენტში (0.04%) კლოპიდოგრელით მკურნალობის ჯგუფში და 2 პაციენტში (0.02%) ასმ-ს მიღების ჯგუფში.

კლოპიდოგრელის ჯგუფში 9599 პაციენტიდან ორს საერთოდ არ აღენიშნა ნეიტროფილები პერიფერიულ სისხლში, რაც არცერთს არ აღენიშნა 9586 პაციენტიდან ასმ-ს მიღების ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რომ მიელოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი კლოპიდოგრელის მიღებისას საკმაოდ დაბალია, იმ შემთხვევაში, თუ კლოპიდოგრელის მიღებისას პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის მომატება ან ინფექციის სხვა ნიშნები, მას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა შესაძლო ნეიტროპენიის თვალსაზრისით.

აპლასტიური ანემია

კლოპიდოგრელით მკურნალობისას დაფიქსირდა აპლასტიური ანემიის განვითარების ერთი შემთხვევა.

თრომბოციტოპენია

მძიმე თრობოციტოპენიის (<80•109/ლ) განვითარების სიხშირე შეადგენდა 0.2%-ს კლოპიდოგრელით მკურნალობის ჯგუფში და 0.1%-ს ასმ-ს მიღების ჯგუფში, რეგისტრირებულია თრომბოციტების რიცხვის <30•109/ლ შემცირების ძალიან იშვიათი შემთხვევები. კვლევებში CURE და CLARITY აღინიშნა თრომბოციტოპენიის ან ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მსგავსი რაოდენობა მკურნალობის ორივე ჯგუფში.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

კლოპიდოგრელის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და შემდგომი გართულებები სისხლდენის განვითარების სახით. მკურნალობა

სისხლდენის გამოვლენისას საჭიროა შესაბამისი თერაპია. კლოპიდოგრელის ანტიდოტი არაა დადგენილი. თუ საჭიროა სისხლდენის გახანგრძლივებული დროის სწრაფი კორექცია, რეკომენდებულია თრომბოციტული მასის გადასხმა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სისხლდენის განვითარების რისკთან ასოცირებული სამკურნალო საშუალებები

არსებობს სისხლდენების განვითარების მომატებული რისკი კლოპიდოგრელთან მათი პოტენციური ადიტიური ეფექტის გამო. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი)

კლოპიდოგრელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“). მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამეში 75 მგ კლოპიდოგრელის მიღება არ ცვლიდა ვარფარინის (იზოფერმენტ CYP2C9-ის სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკას ან სნთ-ს ვარფარინით ხანგრძლივ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში, კლოპიდოგრელის ერთდროულად მიღება ზრდის სისხლდენის რისკს სისხლის შედედებაზე მისი დამოუკიდებელი დამატებითი ეფექტის გამო. ამიტომ, ვარფარინისა და კლოპიდოგრელის ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერები

კლოპიდოგრელსა და გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერებს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების რისკის გამო მათი ერთდროულად გამოყენება საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებშიც მაღალია სისხლდენის განვითარების რისკი (ტრავმებისა და ქირურგიული ჩარევების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს) (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ)

ასმ არ ცვლის კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელ მოქმედებას თრომბოციტების ადფ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე, მაგრამ კლოპიდოგრელი აძლიერებს ასმ-ს გავლენას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. თუმცა, კლოპიდოგრელის ერთდროულად მიღება დღეში ორჯერ 500 მგ ასმ-სთან ერთი დღე-ღემის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ ზრდიდა სისხლდენის დროს, რასაც იწვევს კლოპიდოგრელის მიღება. კლოპიდოგრელისა და ასმ-ს ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან მათ შორის შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“). მიუხედავად ამისა, კლინიკურ კვლევებში პაციენტები იღებდნენ კლოპიდოგრელისა და ასმ-ს (75-325 მგ ერთხელ დღე-ღამეში) კომბინაციას 1 წლამდე პერიოდში.

ჰეპარინი

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევის მონაცემებით კლოპიდოგრელის მიღებისას არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის შეცვლა და მისი ანტიკოაგულანტური მოქმედება არ იცვლებოდა. ჰეპარინის ერთდროულად გამოყენება არ ცვლიდა კლოპიდოგრელის ანტიაგრეგანტულ მოქმედებას. კლოპიდოგრელსა და ჰეპარინს შორის შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენების განვითარების რისკი. ერთდროულად გამოყენებისას უნდა დაიცვათ სიფრთხილის ზომები (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

თრომბოლიზური საშუალებები

კლოპიდოგრელის, ფიბრინსპეციფიკური ან ფიბრინარასპეციფიკური თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოება შეისწავლეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ანალოგიური იყო თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის ასმ-სთან თანმხლები გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულისა (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში კლოპიდოგრელისა და ნაპროქსენის თანმხლები მიღება ზრდიდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენების შემთხვევებს. თუმცა, ვინაიდან კლოპიდოგრელის სხვა აასს-თან ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული, დღეისათვის უცნობია, იზრდება თუ არა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი კლოპიდოგრელის სხვა აასს-თან ერთად მიღებისას. ამიტომ, აასს-ის, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორების, კლოპიდოგრელთად ერთდროულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი)

სუსი გავლენას ახდენს თრომბოციტების აქტივაციაზე და ზრდის სისხლდენების განვითარების რისკს, ამიტომ ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინდუქტორები

რადგან კლოპიდოგრელი მის აქტიურ მეტაბოლიტამდე მეტაბოლიზდება ნაწილობრივ იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით, მოსალოდნელია, რომ ამ იზოფერმენტის ინდუქტორების გამოყენება შესაძლოა იწვევდეს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდას.

რიფამპიცინი, წარმოადგენს რა იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრ ინდუქტორს, კლოპიდოგრელთან ერთდროულად გამოყენებისას იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის როგორც გაზრდას, ასევე თრომბოციტების ინჰიბირებას, რამაც შეიძლება გაზარდის სისხლდენის განვითარების რისკი. სიფრთხილის ზომის სახით არ არის რეკომენდებული იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრი ინდუქტორების და კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენება (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება“).

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინჰიბიტორები

რადგან კლოპიდოგრელი მისი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნამდე ნაწილობრივ მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ის საშუალებით, ამ იზოფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნა. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი. სიფრთხილის ზომის სახით საჭიროა თავიდან იქნას აცილებული კლოპიდოგრელისა და იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრი ან ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება. იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრ და ზომიერ ინჰიბიტორებს წარმოადგენს ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოსკარბაზეპინი, ქლორამფენიკოლი.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

კლოპიდოგრელის ომეპრაზოლთან 80 მგ დოზით (ერთდროულად ან 12 საათიანი ინტერვალით ორი პრეპარატის მიღებებს შორის) ერთდროულად მიღება დამტვირთავი დოზის მიღებისას 45%-ით და შემანარჩუნებელი დოზის მიღებისას 40%-ით ამცირებს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციას. შემცირება გამოწვეული იყო თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების შემცირებასთან 39%-ით დამტვირთავი დოზის მიღებისას და 21%-ით შემანარჩუნებელი დოზის მიღებისას. ვარაუდობენ, რომ ეზომეპრაზოლი ანალოგიურ ურთიერთქმედებაშია კლოპიდოგრელთან.

ამ ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებების კლინიკურ შედეგებზე დაკვირვებებისა და კლინიკური კვლევების მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების განვითარების თვალსაზრისით. სიფრთხილის ზომის სახით კლოპიდოგრელის ომეპრაზოლთან ან ეზომეპრაზოლთან ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის მიღებისას პანტოპრაზოლთან ან ლანსოპრაზოლთან ერთად აღინიშნა მეტაბოლიტის ექსპოზიციის ნაკლებად გამოხატული შემცირება.

ერთხელ დღე-ღამეში 80 მგ დოზით პანტოპრაზოლის ერთდროულად მიღებისას კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია შემცირდა 20%-ით დამტვირთავი დოზის მიღებისას და 14%-ით - შემანარჩუნებელი დოზის მიღებისას. ამას თან ახლდა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო დონის შესაბამისად 15%-ით და 11%-ით შემცირება. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ კლოპიდოგრელი და პანტოპრაზოლი შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად.

ჩატარდა რიგი კლინიკური კვლევა კლოპიდოგრელთან და სხვა თანმხლებ სამკურნალო საშუალებებთან შესაძლო ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესწავლის მიზნით, რომლებმაც აჩვენეს, რომ:

კლოპიდოგრელის ატენოლოლთან ან/და ნიფედიპინთან ერთდროულად გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა;

ფენობარბიტალისა და ესტროგენების ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკაზე;

დიგოქსინის და თეოფილინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლებოდა კლოპიდოგრელთან მათი ერთდროულად გამოყენებისას;

არ არის იმის მტკიცებულება, რომ კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერები ან ანტაციდები, ხელს უშლის კლოპიდოგრელის ანტითრომბოციტულ აქტივობას; ანტაციდური საშუალებები არ ამცირებს კლოპიდოგრელის აბსორბციას;

ფენიტოინი და ტოლბუტამიდი უსაფრთხოდ გამოიყენება კლოპიდოგრელთან ერთად (კვლევა CAPRIE). ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლოპიდოგრელი შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე, როგორიცაა ფენიტოინი და ტოლბუტამიდი, ასევე აასს, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 იზოფერმენტ CYP2C9-ის საშუალებით;

აგფ ინჰიბიტორები, დიურეზულები, ბეტა-ადრენობლოკერები, „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკერები, ჰიპოლიპიდემიური საშუალებები, კორონარული ვაზოდილატატორები, ჰიპოგლიკემიური საშუალებები (მ.შ. ინსულინი), ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია და გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერები: კლინიკურ კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

იზოფერმენტ CYP2C8-ის სუბსტრატები

ნაჩვენებია, რომ კლოპიდოგრელმა გაზარდა რეპაგლინიდის სისტემური ექსპოზიცია ჯანმრთელ მოხალისეებში. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რეპაგლინიდის სისტემური ექსპოზიციის გაზრდა წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C8-ის ინჰიბირების შედეგს კლოპიდოგრელის გლუკურონიდული მეტაბოლიტის მიერ. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა კლოპიდოგრელისა და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C8-ის საშუალებით (მაგალითად, რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი) მათი პლაზმური კონცენტრაციების გაზრდის რისკის გამო (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილით“).

ოპიოიდური აგონისტები

როგორც P2Y12-ის სხვა პერორალური ინჰიბიტორების შემთხვევაში, ოპიოიდური აგონისტების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ან შემციროს კლოპიდოგრელის აბსორბცია, სავარაუდოდ, კუჭის მოქმედების შენელების გამო. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. განიხილება პარენტერალური ანტიაგრეგანტული პრეპარატის დანიშვნის საკითხი მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მორფინის ან სხვა ოპიოიდური აგონისტების ერთდროულად მიღებას.

როზუვასტატინი

ნაჩვენებია, რომ კლოპიდოგრელი ზრდის როზუვასტატინის ექსპოზიციას 2-ჯერ (AUC) და 1.3-ჯერ (Cmax) კლოპიდოგრელის 300 მგ დოზით მიღების შემდეგ და 1.4-ჯერ (AUC) Cmax მაჩვენებელზე გავლენის გარეშე კლოპიდოგრელის 75 მგ დოზით განმეორებითი მიღების შემდეგ.

განსაკუთრებული მითითება

სისხლდენები და ჰემატოლოგიური დარღვევები

სისხლდენებისა და სისხლის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“) მკურნალობის პერიოდში სისხლდენის განვითარებაზე მანიშნებელი კლინიკური სიმპტომების განვითარებისას, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი, განისაზღვროს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო, თრომბოციტების რაოდენობა, თრომბოციტების ფუნქციური აქტივობის მაჩვენებლები და ჩატარდეს სხვა საჭირო ანალიზები.

ისევე, როგორც სხვა ანტითრომბოციტული საშუალებები, კლოპიდოგრელი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტრავმებით, ქირურგიული ჩარევებით ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობებით გამოწვეული სისხლდენების განვითარების მომატებული რისკი, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასმ-ს, აასს-ს (მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორებს), ჰეპარინს, გლიკოპროტეინი IIb/IIIa ბლოკერებს, სუსი-ს და იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრ ინდუქტორებს. სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკის გამო სამმაგი ანტითრომბოციტული თერაპია (კლოპიდოგრელი+ასმ+დიპირიდამოლი), რომელიც გამოიყენება ინსულტის მეორადი პროფილაქტიკისთვის, არ არის რეკომენდებილი არაკარდიოემბოლური მწვავე იშემიური ინსულტის ან ტიშ-ის მქონე პაციენტებისთვის.

კლოპიდოგრელით მკურნალობისას, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში ან/და ინვაზიური კარდიოლოგიური პროცედურების/ქირურგიული ჩარევების შემდეგ, საჭიროა მკაცრი დაკვირვება სისხლდენის, მათ შორის ფარული სისხლდენის, ნიშნების გამორიცხვის თვალსაზრისით. კლოპიდოგრელის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენების ინტენსივობა (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

კლოპიდოგრელის ვარფარინთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენის რისკი, ამიტომ კლოპიდოგრელისა და ვარფარინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

გეგმიური ქირურგიული ოპერაციის დროს, როდესაც არ არის ანტითრომბოციტული ეფექტის აუცილებლობა, ოპერაციამდე 7 დღით ადრე კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს.

კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს და სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება სისხლდენების (განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან და თვალში) განვითარების გამომწვევი დაავადებების მქონე პაციენტებში. პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი (როგორიცაა ასმ, აასს), სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება კლოპიდოგრელთან კომბინაციაში.

საჭიროა პაციენტის ინფორმირება, რომ კლოპიდოგრელის (ცალკე ან ასმ-სთან კომბინაციაში) მიღებისას სისხლდენის გასაჩერებლად შეიძლება უფრო მეტი დრო იყოს საჭირო, და რომ უჩვეულო (ლოკალიზაციით ან ხანგრძლივობით) სისხლდენის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს. ნებისმიერი გეგმიური ოპერაციის წინ და ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღების დაწყებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს (მათ შორის სტომატოლოგს) კლოპიდოგრელის მიღების შესახებ.

75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ST სეგმენტის მომატების გარეშე მწვავე კორონარული სინდრომით რეკომენდებული არ არის კლოპიდოგრელის დანიშვნა 600 მგ დამტვირთავი დოზით, რადგან არასაკმარისია მონაცემების კლოპიდოგრელის მოქმედების შესახებ და ამ ჯგუფის პაციენტებში მომატებულია სისხლდენის განვითარების რისკი.

თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (თთპ)

კლოპიდოგრელის გამოყენების შემდეგ (ზოგჯერ ხანმოკლე დროის განმავლობაშიც კი) აღინიშნა თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტოპენია და მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემია ნევროლოგიური აშლილობების, თირკმელების ფუნქციის დარღვევის და ცხელების თანხლებით. თთპ წარმოადგენს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რომელიც მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას, პლაზმაფერეზის ჩათვლით.

შეძენილი ჰემოფილია

კლოპიდოგრელის მიღებისას რეგისტრირებულია შეძენილი ჰემოფილიის განვითარების შემთხვევები. აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის დადასტურებული იზოლირებული გაზრდის შემთხვევაში სისხლდენის განვითარების თანხლებით ან მის გარეშე, განიხილება შეძენილი ჰემოფილიის განვითარების რისკის საკითხი. შეძენილი ჰემოფილიის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, მათი მკურნალობა უნდა განხორციელდეს ამ დაავადების სპეციალისტების მიერ, კლოპიდოგრელის მიღება კი უნდა შეწყდეს.

ახლახანს გადატანილი იშემიური ინსულტი

თერაპიის დაწყება

პაციენტებში მწვავე მცირე იშემიური ინსულტით ან ტიშ-ის საშუალო ან მაღალი რისკით ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის (კლოპიდოგრელი და ასმ) დაწყება საჭიროა დაავადების სიმპტომების დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათში.

არ არის მონაცემები ხანმოკლე ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შესახებ პაციენტებში მწვავე მცირე იშემიური ინსულტის ან საშუალო ან მაღალი რისკის ტიშ-ის შემდეგ ინტრაკრანიალური (არატრავმული) სისხლჩაქცევით ანამნეზში.

პაციენტებში არამცირე იშემიური ინსულტით მონოთერაპია კლოპიდოგრელით უნდა დაიწყოს დაავადების დაწყებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ.

პაციენტები არამცირე იშემიური ინსულტით (NIHSS >4)

მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის დანიშვნა.

პაციენტები, რომლებმაც ახლახანს გადაიტანეს მცირე იშემიური ინსულტი ან საშუალო ან მაღალი რისკის ტიშ, რომლებისთვისაც ნაჩვენებია ან დაგეგმილია ჩარევა

არ არის მონაცემები, რომლებიც მოწმობს ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარების სასარგებლოდ პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია მკურნალობა კაროტიდული ენდარტერექტომიით ან სისხლძარღვშიდა თრომბექტომიით, ან პაციენტებში, რომლებისთვისაც იგეგმება თრომბოლიზისის ან ანტიკოაგულანტებით თერაპიის ჩატარება. ასეთ პაციენტებში ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარება რეკომენდებული არ არის.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ფუნქციური აქტივობა

პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით კლოპიდოგრელის რეკომენდებული დოზების მიღებისას წარმოიქმნება კლოპიდოგრელის უფრო ნაკლები აქტიური მეტაბოლიტი და უფრო სუსტადაა გამოხატული მისი ანტიაგრეგანტული მოქმედება, რასთან დაკავშირებითაც კლოპიდოგრელის ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზების მიღებისას მწვავე კორონარული სინდრომის და პერკუტანული კორონარული ჩარევისას შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა გართულებების შემთხვევების უფრო მაღალი სიხშირე, ვიდრე პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის ნორმალური აქტივობით.

მოსალოდნელია, რომ იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობის ინდუქტორების გამოყენება შეიძლება იწვევდეს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდას და სისხლდენის განვითარების რისკის მომატებას. სიფრთხილის ზომის სახით იზოფერმენტ CYP2C19-ის მძლავრი ინდუქტორების და კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხელმისაწვდომია CYP2C19-ის გენოტიპის განმსაზღვრელი ტესტები, რომელთა გამოყენება შეიძლება თერაპიის სტრატეგიის არჩევისთვის. პაციენტებში CYP2C19-ის დაბალი აქტივობით განიხილება კლოპიდოგრელის უფრო მაღალი დოზების გამოყენების საკითხი (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოლოგიური თვისებები“ პუნქტი „ფარმაკოგენეტიკა“, პარაგრაფი „გამოყენების წესი და დოზები“).

ჯვარედინი ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციები თიენოპირიდინებს შორის

უნდა შეგროვდეს სხვა თიენოპირიდინებზე (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) ადრე არსებული ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციების ანამნეზი, რადგან ცნობილია ჯვარედინი ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციების შესახებ თიენოპირიდინებს შორის (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“). თიენოპირიდინებს შეუძლია გამოიწვიოს ზომიერი და მძიმე ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება) ან ჰემატოლოგიური რეაქციები (როგორიცაა თრომბოციტოპენია და ნეიტროპენია). პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციები თიენოპირიდინების ჯგუფის ერთ-ერთ პრეპარატზე, შეიძლება არსებობდეს თიენოპირიდინების ჯგუფის სხვა პრეპარატზე მსგავსი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი. რეკომენდებულია ჯვარედინი ალერგიული ან/და ჰემატოლოგიური რეაქციების მონიტორინგი.

თირკმელების უკმარისობა

თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ამ ჯგუფის პაციენტებში კლოპიდოგრელი გამოიყენება სიფრთხილით.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც შეიძლება მიდრეკილი იყვნენ ჰემორაგიული დიათეზის განვითარების მიმართ, კლოპიდოგრელის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ამ ჯგუფის პაციენტებში კლოპიდოგრელი გამოიყენება სიფრთხილით.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი პლავიქსი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

პრეპარატი პლავიქსი® შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის აშლილობა და დიარეა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი პლავიქსი® არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილის მართვის ან პოტენციურად სახიფათო სხვა საქმიანობის შესასრულებლად საჭირო უნარზე.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 75 მგ.

7, 10 ან 14 ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ან პა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

1, 2 ან 3 ბლისტერი თითოში 7 ან 14 ტაბლეტით; 1, 2, 3 ან 10 ბლისტერი თითოში 10 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგოსობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

იურიდიული პირი, რომელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა

სანოფი უინზროპ ინდასთრი, საფრანგეთი.

მწარმოებელი

მზა სამკურნალწამლო ფორმის მწარმოებელი

  • სანოფი უინზროპ ინდასთრი, საფრანგეთი

Sanofi Winthrop Industrie, France.

1 rue de la Vierge, Ambares et Lagrave, 33565 Carbon Blank Cedex, საფრანგეთი.

  • სანოფი ს.რ.ლ., იტალია.

Sanofi S.r.l., Italy.

S.S. 17 km 22, 67019 Scoppito (AQ), იტალია.

პირველადი შეფუთვა/მეორეული შეფუთვა/ხარისხის კონტროლის გამშვები

სანოფი უინზროპ ინდასთრი, საფრანგეთი

Sanofi Winthrop Industrie, France.

1 rue de la Vierge, Ambares et Lagrave, 33565 Carbon Blank Cedex, საფრანგეთი.

მომხმარებელთა პრეტენზიები გააგზავნეთ მისამართზე:

მომხმარებელთა ნებისმიერი პრეტენზია უნდა გაეგზავნის სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა

სს „სანოფი რუსეთი“

125375, ქ. მოსკოვი, ტვერის ქუჩა, სახლი 22

ტელეფონი: +7 (495) 721-14-00.

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

შპს „სვიქსბიოფარმა“

მისამართი: 220004 მინსკი, დიმიტროვის ქუჩა, სახლი 5, ოფისი 5/40

ტელეფონი: +375 (17) 329-0770

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა „Swixx Biopharma (სვიქს ბიოფარმა)“

მისამართი: 050012, ქ. ალმათი, ჟამბილის ქუჩა, სახლი 100

ტელეფონი: +7 (727) 339 17 90

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

916041

170x210 TC

2059

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა