პრეპარატი კლარისკანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გადოტერის მჟავას და ეკუთვნის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც განეკუთვნება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარების დროს გამოყენებად კონტრასტულ ნივთიერებებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- gadoteric acid
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მმოლ/მლ 50მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი პოლიპროპილენის ბოთლი №10
- მწარმოებელი
- GE Healthcare AS, ნორვეგია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, პარამაგნიტური კონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08CA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046618
- რეგისტრირებულია
- 5 ნოემბერი 2026, მოქმედებს 5 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LV System Service Ltd (ლატვია)
- განმცხადებელი
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ლვ სისტემ სერვის"-ის წარმომადგენლობა (ლატვიის რესპუბლიკა) საქართველოს რესპუბლიკაში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლარისკანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი კლარისკანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გადოტერის მჟავას და ეკუთვნის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც განეკუთვნება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარების დროს გამოყენებად კონტრასტულ ნივთიერებებს.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი კლარისკანი
პრეპარატი კლარისკანი გამოიყენება იმ გამოსახულებების კონტრასტულობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც მიიღება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარების დროს.
ზრდასრულები და ბავშვები/მოზარდები 0-18 წლამდე: თავის ტვინის, ხერხემლის და მიმდებარე ქსოვილების ტრავმები (დაზიანებები).
ზრდასრულები და ბავშვები/მოზარდები 6 თვიდან 18 წლამდე: მთელი სხეულის მრტ, ტრავმების (დაზიანებების) მრტ-ს ჩათვლით.
ზრდასრულები: მრ-ანგიოგრაფია, არტერიების დაზიანებებისა ან შევიწროებების (სტენოზები) ჩათვლით, კორონარული არტერიების გარდა.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის გამოსაყენებლად.
როგორ მუშაობს პრეპარატი კლარისკანი
პრეპარატი კლარისკანი გამოიყენება გამოსახულების კონტრასტულობის გასაზრდელად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს გამოსახულებაზე ვიზუალიზაციის
გაუმჯობესების/საზღვრების სიმკვეთრის გაზრდის მიზნით. კონტრასტულობის გაზრდა გამოსახულებაზე სხეულის გარკვეულ ნაწილებს ექიმებისთვის უფრო ხილვადს ხდის.
მიღების წესი და დოზირება
სამკურნალო საშუალება კლარისკანი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ მრტ-ის გადოლინით კონრტასტირებით ჩატარებისა და მიღებული გამოსახულებების ინტერპრეტაციის კლინიკური გამოცდილება.
დოზები
გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს კონტრასტულობის საკმარის ზრდას დიაგნოსტიკური მიზნებისათვის. დოზა უნდა იქნას გამოთვლილი პაციენტის სხეულის მასის საფუძველზე და არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ დოზას სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე, რაც დეტალურად არის აღწერილი მოცემულ ნაწილში.
ზრდასრული პაციენტები
თავის ტვინის და ხერხემლის მრტ
რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე (ს.მ.), რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ ს.მ. თავის ტვინის სიმსივნეების მქონე პაციენტებში 0.2 მმოლ/კგ სხეულის მასაზე დამატებით შეყვანას, რაც შეესაბამება 0,4 მლ/კგ ს.მ., შეუძლია გააუმჯობესოს სიმსივნის ვიზუალიზაცია და საშუალებას იძლევა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება მიმდინარე თერაპიასთან დაკავშირებით.
მთელი სხეულის მრტ (მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, კუჭუქვეშა ჯირკვლის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ფილტვების, გულის, სარძევე ჯირკვლებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებები)
რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.1 მმოლ/კგ ს.მ., რაც შეესაბამება 0.2 მლ/კგ ს.მ. დიაგნოსტიკურად ადექვატური კონტრასტირების უზრუნველყოფისათვის.
ანგიოგრაფიისთვის: რეკომენდებული დოზა ინტრავენური ინექციისთვის შეადგენს 0.1 მმოლ/კგ ს.მ.,
რაც შეესაბამება 0.2 მლ/კგ ს.მ.-ს, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურად ადექვატურ კონტრასტირებას.
გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად, თუ შეუძლებელია მომატებული ვასკულარიზაციის ზონის მკაფიო გამოსახულების მიღება) შესაძლებელია სამკურნალო საშუალების 0,1 მმოლ/კგ ს.მ. დოზით განმეორებით შეყვანა, რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ ს.მ. მიუხედავად ამისა, თუ სავარაუდოა სამკურნალო საშუალება კლარისკანის ორი თანმიმდევრული დოზის შეყვანა ანგიოგრაფიის ჩატარებამდე, დოზა 0,05 მმოლ/კგ ს.მ. (რაც შეესაბამება 0,1 მლ/კგ ს.მ.) თითოეული ინექციის დროს შეიძლება იყოს საკმარისი იმ დანადგარიდან გამომდინარე, რომელიც გამოიყენება ვიზუალიზაციისათვის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს < 30 მლ/წთ/1.73 მ2) და პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რისკის/სარგებლის თანაფარდობის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ და თუ მრტ-ს კონტრასტული გაძლიერებით მიღებული ინორმაცია არის არსებითი და მისი მიღება მრტ-ს კონტრასტირების გარეშე ჩატარების შემთხვევაში შეუძლებელია (იხ. ნაწილი 4.4). სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მმოლ/კგ ს.მ.
გამოკვლევის დროს არ უნდა იქნას შეყვანილი სამკურნალო საშუალების ერთზე მეტი დოზა. განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ინტერვალი სამკურნალო საშუალება კლარისკანის შეყვანებს შორის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 დღეს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)
დოზის კორექცია საჭირო არ არის. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა (იხ. ნაწილი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზა იგივეა, როგორც ზრდასრული პაციენტებისათვის. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციული პერიოდის განმავლობაში (იხ. ზემოთ „თირკმელების ფუნქციის დარღვევა“).
ბავშვები (0-18 წლის ასაკამდე)
თავისა და ზურგის ტვინის მრტ, მთელი სხეულის მრტ:
სამკურნალო საშუალება კლარისკანის რეკომენდებული და მაქსიმალური დოზა შეადგენს 0,1 მმოლ/კგ ს.მ. არ შეიძლება იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალების ერთზე მეტი დოზა ერთ კვლევაში.
თირკმლის ფუნქციის უმწიფრობის გამო, სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენება 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ჩვილებში შესაძლებელია მხოლოდ შემთხვევის საგულდაგულო შეფასების შემდეგ და დოზით არაუმეტეს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე. არ უნდა იქნას გამოიყენებული სამკურნალო საშუალების ერთზე მეტი დოზა ერთ გამოკვლევაში. განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სამკურნალო საშუალება კლარისკანის შეყვანებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში მთელი სხეულის მრტ-სთვის არ არის რეკომენდებული.
ანგიოგრაფია: სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენება ანგიოგრაფიისთვის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან მონაცემები ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისია (იხ. ნაწილი 4.4).
გამოყენების წესი
ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის.
შეყვანის სიჩქარე: 3-5 მლ/წთ (უფრო მაღალი შეყვანის სიჩქარეები 120 მლ/წთ-მდე, ესე იგი 2 მლ/წმ, შეიძლება გამოყენებული იქნას ანგიოგრაფიული პროცედურებისთვის). ინსტრუქციები მომზადებისა და უტილიზაციის შესახებ იხილეთ ნაწილში 6.6.
კონტრასტული საშუალების სისხლძარღვშიდა შეყვანა უნდა ჩატარდეს, შეძლებისდაგვარად, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ არა ნაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმეტესი არასასურველი ეფექტები წარმოიქმნება ამ დროის განმავლობაში.
შეყვანის თავისებურებები 0-18 წლის ბავშვებში. პაციენტისთვის დანიშნული სამკურნალო საშუალების დოზიდან გამომდინარე, სასურველია გამოიყენებულ იქნას კლარისკანის ფლაკონები სამკურნალო საშუალების საჭირო მოცულობის შეყვანით ერთჯერადი შპრიცით, უფრო ზუსტი დოზირებისათვის.
ახალშობილებისა და ჩვილებისათვის საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ხელით.
გამოსახულების მიღება
მრტ კონტრასტით შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო საშუალების შეყვანისისთანავე. ოპტიმალური ვიზუალიზაცია: ინექციიდან 45 წუთის განმავლობაში. ოპტიმალური იმპულსური თანმიმდევრობები: T1-შეწონილი
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა გადოტერის მჟავას, მეგლუმინის ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ გადოლინიუმს.
სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალება კლარისკანი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ ინტრავენურად. ექსტრავაზაციის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ მოკლევადიან ადგილობრივ მკურნალობას.
სამკურნალო საშუალება კლარისკანი არ უნდა იქნას შეყვანილი სუბარაქნოიდული (ან ეპიდურული) ინექციის გზით.
უნდა იყოს ხელმისაწვდომი პროცედურის ნებისმიერი გართულების მოგვარების, ასევე კონტრასტულ სამკურნალო საშუალებაზე მძიმე რეაქციის გადაუდებელი მკურნალობის (მაგალითად, ჰიპერმგრძნობელობა, კრუნჩხვები) შესაბამისი საშუალებები.
მრტ-ს ჩატარების დროს უნდა იქნას დაცული საჭირო სიფრთხილის ზომები, ისეთები, როგორიცაა ისეთი პაციენტების გამორიცხვა, რომლებსაც აქვთ კარდიოსტიმულატორები, სისხლძარღვების კლიპსები, საინფუზიო ტუმბოები, ნერვული სტიმულატორები, კოხლეარული იმპლანტები ან ორგანიზმში მეტალის უცხო სხეულები, განსაკუთრებით თვალებში.
ჰიპერმგრძნობელობა
- შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში (იხ. ნაწილი 4.8). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს როგორც ალერგიული (სერიოზულ შემთხვევებში აღწერენ როგორც ანაფილაქსიურ რეაქციებს), ასევე არაალერგიული ხასიათის. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს დაუყოვნებელი ტიპის (შეყვანის შემდეგ 60 წუთზე ნაკლები) ან დაგვიანებული ტიპის (შეყვანიდან 7 დღემდე). ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას დაუყოვნებლად და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებები შეიძლება არ იყოს დამოკიდებული შეყვანილი ნივთიერების დოზაზე, შეიძლება გამოვლინდეს სამკურნალო საშუალების პირველი შეყვანის შემდეგ და ხშირი არაპროგნოზირებადია.
- ყოველთვის არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების რისკი შეყვანილი დოზისაგან დამოუკიდებლად.
- პაციენტები, რომლებსაც უკვე გამოუვლინდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მრტ-სათვის გადოლინიუმის შემცველ კონტრასტული სამკურნალო საშუალების წინა შეყვანაზე, წარმოადგენენ განმეორებითი რეაქციის წარმოქმნის მომატებული რისკის მქონე პაციენტებს იგივე სამკურნალო საშუალების ან, შესაძლოა, სხვა სამკურნალო საშუალების შემდგომი შეყვანის შემთხვევაში და ამიტომ შედიან მაღალი რისკის ჯგუფში.
- გადოტერის მჟავას შეყვანამ შესაძლოა გააუარესოს უკვე არსებული ასთმის სიმპტომები. პაციენტებში ბრონქული ასთმით, რომლის კონტროლი მედიკამენტოზურად ვერ ხერხდება, გადოტერის მჟავას შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
- როგორც ცნობილია, იოდირებული კონტრასტული საშუალებების გამოყენებისას, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, და განსაკუთრებით ბრონქული ასთმის არსებობის შემთხვევაში. ეს პაციენტები შეიძლება არამგრძნობიარენი აღმოჩნდნენ ჰიპერმგრძნობელობის ბეტა- აგონისტებით სტანდარტული მკურნალობის მიმართ.
- კონტრასტული საშუალების შეყვანის წინ უნდა იქნას დაზუსტებული, ჰქონდათ თუ არა პაციენტებს ანამნეზში ალერგია (მაგალითად, ალერგია თევზზე ან ზღვის პროდუქტებზე, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება), მგრძნობელობა კონტრასტული ნივთიერებების მიმართ ან ბრონქული ასთმა, რადგან კონტრასტულ საშუალებებზე არასასურველი რეაქციების მოხსენებული სიხშირე უფრო მაღალია ამ დაავადებების მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში შეიძლება განხილულ იქნას პრემედიკაციის შესაძლებლობა ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებებით და/ან გლუკოკორტიკოიდებით.
- დიაგნოსტიკური პროცედურის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონტრასტული საშუალების შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს სპეციფიკური თერაპია, რისთვისაც აუცილებელია ვენური წვდომის შენარჩუნება. სასწრაფო შემთხვევებში გადაუდებელი ღონისძიებების ჩასატარებლად
მომზადებული უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ადრენალინი და ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები), ენდოტრაქეალური მილი და რესპირატორი.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენებამდე რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოსავლენად.
პაციენტებისაგან თირკმლის მწვავე ან ქრონიკული მძიმე უკმარისობით (გფს <30 მლ/წთ/1.73 მ2) შემოვიდა შეტყობინებები ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) განვითარების შემთხვევების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთი გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენებასთან. პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ღვიძლის გადანერგვა იმყოფებიან განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ, რადგან აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მაღალია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების სიხშირე. სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენების შემდეგ ნსფ-ის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით და პაციენტებში ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციულ პერიოდში, სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მრტ-ის კონტრასტული გაძლიერებით ჩატარების დროს მიღებულ ინფორმაციას აქვს გადამწყვეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და მისი მიღება შეუძლებელია მრტ-ის კონტრასტირების გარეშე ჩატარების დროს.
სამკურნალო საშუალება კლარისკანის შეყვანის შემდეგ ჰემოდიალიზის სეანსის ჩატარებამ შესაძლოა დააჩქაროს სამკურნალო ნივთიერების გამოდევნა ორგანიზმიდან. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰემოდიალიზის ჩატარება ამცირებს ნეფროგენული სისტემური ფიბროზის განვითარების რისკს პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ვინაიდან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შესაძლებელია გადოტერის მჟავას თირკმლის კლირენსის შენელება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების გამოკვლევა თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებით.
ბავშვები
ახალშობილები და ჩვილები 1 წლამდე
თირკმელების ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო ახალშობილებში 4 კვირამდე და ჩვილებში 1 წლამდე, სამკურნალო საშუალება კლარისკანი ამისთანა პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული გულდასმითი შეფასების შემდეგ.
ახალშობილებში და ჩვილებში საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ხელით.
ცნს-ის დაავადებების მქონე პაციენტები
ისევე, როგორც გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია სამკურნალო საშუალების სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც მომატებული აქვთ კრუნჩხვითი მზადყოფნა.
უნდა იქნას მიღებული სიფრთხილის ზომები, მაგალითად, უნდა განხორციელებული იქნას პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია
მთელი აღჭურვილობისა და ყველა სამკურნალო საშუალებების მომზადება, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს კრუნჩხვების კუპირებისათვის.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები
გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალება კლარისკანი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელის გულდასმითი შეფასების შემდეგ, რადგან ამ კატეგორიის პაციენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეზღუდულია.
პაციენტის მომზადება
გულისრევისა და ღებინების წარმოქმნა ცნობილი გვერდითი მოვლენაა მრტ-სათვის კონტრასტული საშუალებების გამოყენების დროს. გამოკვლევის დაწყებამდე 2 საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ თავი საკვების მიღებისაგან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გადოტერის მჟავას ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი. სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ბეტა-ადრენობლოკატორების, ვაზოაქტიური სამკურნალო საშუალებების, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს არტერიული წნევის ცვალებადობის კომპენსაციის გულსისხლძარღვთა მექანიზმების ეფექტურობის დაქვეითებასთან. საკონტრასტო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა- ადრენობლოკატორებს (იხ. ნაწილი 4.4).
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურნალო საშუალება კლარისკანი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ კი ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს გადოტერის მჟავას გამოყენებას.
კლარისკანის გამოყენების შემდეგ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდეს თუ არ გაგრძელდეს ძუძუთი კვება უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმისა და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ. პრეპარატის ნებისმიერი ნარჩენი ნადგურდება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისა და მასთან მოპყრობის თაობაზე
ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოყენების წინ საინექციო ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ხილული ნაწილაკების გარეშე.
მზადდება შპრიცი ნემსით. შუშის ფლაკონებისათვის: მოხსენით პლასტიკის თავსახური. პოლიპროპილენის ფლაკონებისათვის: ხსნიან პლასტმასის ხრახნიან ხუფს ან პლასტიკურ თავსახურს. გაასუფთავეთ ფლაკონის საცობი სპირტში დასველებული ტამპონით და გახვრიტეთ საცობი ნემსით. ამოიღეთ საჭირო რაოდენობის სამკურნალო საშუალება და შეიყვანეთ ინტრავენურად.
გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატისა ან ნარჩენების ნებისმიერი რაოდენობა უნდა იქნას უტილიზირებული.
ფლაკონის ეტიკეტის მოსახევი თვითწებვადი აღრიცხვისთვის განკუთვნილი ნაწილი უნდა იქნას ჩაწებებული პაციენტის ბარათში, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამოყენებული გადოლინიუმის შემცველობის კონტრასტული ნივთიერების საიმედო კონტროლი. ასევე აუცილებელია სამკურნალო პრეპარატის შეყვანილი დოზის დაფიქსირება. თუ გამოიყენება პაციენტის ელექტრონული ბარათები, მაშინ აუცილებელია დაფიქსირდეს სამკურნალო საშუალების დასახელება, სერიის ნომერი და დოზა.
სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება
კლარისკანი
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სახიფათო სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თქვენთვის უსაფრთხოა. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სახიფათო სამუშაოებს შესრულების უნარზე. ყურადღებით გაეცანით ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულ ინფორმაციას. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ კლარისკანის გამოყენების ზეგავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე. თუმცა, თქვენ მხედველობაში უნდა იქონიოთ, რომ შესაძლოა თავბრუსხვევა (დაბალი არტერიული წნევის სიმპტომი) და გულისრევა სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს ან მექანიზმებთან მუშაობისას. თუ მრტ-დიაგნოსტიკის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, იკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია გადოტერის მჟავას გამოყენებასთან, ჩვეულებრივ მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობისაა და გააჩნიათ გარდამავალი ხასიათი. ყველაზე ხშიად აღინიშნებოდა სითბოს, სიცივის შეგრძნება და/ან ტკივილი ინექციის ადგილზე.
კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა თავის ტკივილი და პარესთეზიები (ძალიან ხშირი - 1/10- ზე მეტი), ხშირი რეაქციები იყო გულისრევა, ღებინება და კანისმიერი რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ერითემატოზული გამონაყარი და ქავილი (ხშირი: 1/100-ზე მეტი და 1/10-ზე ნაკლები).
რეგისტრაციის შემდგომ დაკვირვებებში ყველაზე ხშირი დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციები გადოტერის მჟავას შეყვანის შემდეგ არის გულისრევა, ღებინება, ქავილი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებში ყველაზე ხშირი რეგისტრირებული არის კანისმიერი რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს ლოკალიზებული, უფრო გავრცელებული ან გენერალიზირებული. ყველაზე ხშირი ეს რეაქციები ვითარდება დაუყოვნებლივ (ინექციის დროს ან ინექციის დაწყების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში), ზოგჯერ მათი გამოვლენა შეიძლება მოხდეს დაგვიანებით (ინექციის შემდეგ ერთი საათიდან რამოდენიმე დღემდე), ამ შემთხვევაშიც ისინი იჩენენ თავს კანისმიერი რეაქციების სახით.
დაუყოვნებლივ გამოვლენილი რეაქციები მოიცავენ ერთ ან რამოდენიმე სიმპტომს, რომლებიც ვითარდება ერთდროულად ან თანმიმდევრულად. ყველაზე ხშირი ეს არის კანისმიერი, სუნთქვითი ან გულ-სისხლძარღვთა რეაქციები. თითოეული სიმპტომი შეიძლება იყოს შოკის დასაწყისის მაუწყებელი, რომელსაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოსდევს ლეტალური შედეგი. ასევე იყო დარეგისტრირებული ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) ცალკეული შემთხვევები გადოტერის მჟავას გამოყენების შემდეგ, მათი უმეტესობა დარეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებსაც ამავროულად შუყვანეს გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებები (იხ. ნაწილი 4.4).
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში ორგანოთა სისტემების კლასების (ოსკ) და წარმიქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100- დან 1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან 1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია ( დადგენა შეუძლებელია არებული მონაცემებიდან გამომდინარე). წარმოდგენილი მონაცემები აღებულია კლინიკური გამოკვლევებიდან, ასეთების არსებობის შემთხვევაში ან 82 103 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული ობსერვაციული გამოკვლევებიდან.
ორგანოთა სისტემური კლასი
სიხშირე: არასასურველი რეაქციები
დარღვევების იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: აგზნებადობა, მოუსვენრობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი: პარესთეზიები, თავის ტკივილი იშვიათი: გემოს დარღვევა
ძალიან იშვიათი: კომა, კრუნჩხვები, გულის წასვლა, გულის წასვლის წინა მდგომარეობები, თავბრუსხვევა, პაროსმია,
ტრემორი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი, თვალის ჰიპერემია, ბუნდოვანი მხედველობა, მომატებული ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან იშვიათი: გულის გაჩერება, ბრადიკარდია,
ტაქიკარდია, არითმია, გულისცემის შეგრძნება
დარღვვები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: არტერიული წნევის დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება, ვაზოდილატაცია, კანის
სიფერმკრთალე
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და
შუასაყარის ორგანოების მხრივ
ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაჩერება, ფილტვების შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი, ხორხის შეშუპება, ქოშინი, ცხვირის დახშობა, ცემინება, ხველა, ყელის სიმშრალე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: გულისრევა, ღებინება
ძალიან იშვიათი: ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირი: ქავილი, ერითემა, გამონაყარი
იშვიათი: ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი
ძალიან იშვიათი: ეგზემა, ანგიონევროზული შეშუპება
სიხშირე უცნობია: ნეფროგენული სისტემური ფიბროზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და
შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი: კუნთოვანი კონტრაქტურები, კუნთების
სისუსტე, ტკივილი ზურგში
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
ხშირი: სიცხის, სიცივის შეგრძნება, ტკივილი ინექციის ადგილზე
ძალიან იშვიათი: შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ცხელება, შემცივნება, სახის შეშუპება, ასთენია, დისკომფორტი ინექციის ადგილზე, რეაქციები ინექციის ადგილზე, შეშუპება ინექციის ადგილზე, ექსტრავაზაცია ინექციის ადგილზე, ანთება ინექციის ადგილზე (ექსტრავაზაციის შემთხვევაში), ნეკროზი ინექციის ადგილზე (ექსტრავაზაციის შემთხვევაში), ზედაპირული ვენების ფლებიტი
ლაბორატორული და ინსტრუმენტული მონაცემები
ძალიან იშვიათი: სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება
შემდეგი არასასურველი რეაქციები იყო დარეგისტრირებული მრტ-ის სხვა ინტრავენური კონტრასტული საშუალებების გამოყენების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მათი განვითარება სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენების დროს.
ორგანოთა სისტემური კლასი
არასასურველი რეაქციები
დარღვევები სისხლისა და ლიმფური
სისტემის მხრივ
ჰემოლიზი
ფსიქიკური დარღვევები
ცნობიერების არევა
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
გარდამავალი სიბრმავე, ტკივილი თვალებში
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და
ლაბირინთული დარღვევები
ტინიტუსი, ყურის ტკივილი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
ასთმა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მხრივ
სიმშრალე პირში
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ბულოზური დერმატიტი
დარღვევები თირკმელებისა და
შარდგამომყოფი გზების მხრივ
შარდის შეუკავებლობა, თირკმლის მილაკების ნეკროზი,
თირკმლის მწვავე უკმარისობა
ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები
ელექტროკარდიოგრამაზე PR ინტერვალის გახანგრძლივება, რკინის კონცენტრაციის მატება სისხლში, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება სისხლში, ფერიტინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში, ღვიძლის ფუქციური სინჯის მაჩვენებლების გადახრა ნორმიდან
არასასურველი რეაქციები ბავშვებში
გადოტერის მჟავასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები ბავშვებში იშვიათად გვხვდება.
ასეთი მოვლენების პროგნოზირება ზრდასრულებისთვის მოსალოდნელის იდენტურია.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ:
მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოწოდება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო საშუალების „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია შეატყობინონ სამკურნალო საშუალებაზე ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ-სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შესახებ ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
ბელორუსის რესპუბლიკა
220037, მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი, 2ა
უს“ჯანდაცვის ექსპერტიზისა და გამოცდის ცენტრი“
ფარმაკოზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 (17)242-00-29; ფაქსი: +375 (17)242-00-29
ელ.ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა,
0051, ერევანი, კომიტასის გამზ.49/4,
დტსს “აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახ. წამლების ექსპერტიზისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრი“
ტელ: (+37460) 830073
http//www.pharm.am
ჭარბი დოზა
კლარისკანის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის მეშვეობით. ამისდამიუხედავად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰემოდიალიზი გამოდგება ნეფროგენული სისტემური ფიბროზის პროფილაქტიკისთვის (ნსფ).
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა გადოტერის მჟავა. 1 მლ ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის შეიცავს 279,3 მგ გადოტერის მჟავას (მეგლუმინ გადოტერატის სახით), რაც 0,5 მმოლ გადოტერის მჟავას ექვივალენტურია.
- დამხმარე ნივთიერებები - მეგლუმინი, ტეტრაქსეტანი (DOTA) და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება პრეპარატ კლარისკანი და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი კლარისკანი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.
პრეპარატი კლარისკანი წარმოდგენილია შემდეგი ტიპის შეფუთვებში:
შუშის ფლაკონები (ტიპი I, უფერული მინა) ტევადობით 10 მლ (5 მლ ან 10 მლ) და 20 მლ (15 მლ ან 20 მლ), დალუქული რეზინის საცობებით, შემოჭერილი ალუმინის ხუფით და დახურული ფერადი პლასტიკის თავსახურით. 10 მინის ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელსაც შიგნით აქვს ტიხარი დანაყოფებით ფლაკონების ჩასადებად.
პრეპარატის 50 მლ და 100 მლ პოლიპროპილენის ფლაკონებში, შესაბამისად 50 მლ და 100 მლ-ის მოცულობის, დალუქული რეზინის საცობით, პლასტიკური ხრახნიანი ხუფით, ზევიდან პლასტიკური თავსახურით და პირველი გახსნის რგოლით. პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყველა წარმოდგენილი დოზირება და შეფუთვა შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.
შენახვის პირობები
3 წელი
პრეპარატის გამოყენების დროს მისი ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა იქნა დემონსტრირებული 48 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნა შეყვანილი, გამოსაყენებლად გამზადებული პრეპარატის შენახვა და პირობების უზრუნველყოფა შეყვანამდე წარმოადგენს მომხმარებლის მოვალეობას, ზოგადად გამოყენების დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს ოთახის ტემპერატურის პირობებში, თუ გახსნა არ ხორციელდებოდა შემოწმებულ და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე რენტგენის მეორადი სხივებისაგან დაცულ ადგილზე.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
სამკურნალო საშუალება კლარისკანი წარმოდგენილია შემდეგი ტიპის შეფუთვით:
შუშის ფლაკონები (ტიპი I, უფერული მინა) 10 მლ ტევადობით (თითოეული 5 მლ ან 10 მლ) და 20 მლ (თითოეული 15 მლ ან 20 მლ), დახუფული რეზინის საცობებით, მოჭერილი ალუმინის თავსახურით და დახურული ფერადი პლასტიკის თავსახურით.
10 მინის ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელსაც აქვს ტიხარი ფლაკონების ჩასადები დანაყოფებით.
პრეპარატის 50 მლ და 100 მლ პოლიპროპილენის ფლაკონებში 50 მლ და 100 მლ მოცულობით შესაბამისად, დახუფული რეზინის საცობით, ხრახნიანი პლასტიკის ხუფით, ზევიდან პლასტიკური თავსახურით და პირველადი გახსნის რგოლით.
პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარამაგნიტური კონტრასტული საშუალება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის
ათქ კოდი: V08CA02
მოცემულ სამკურნალო საშუალებას არ გააჩნია სპეციფიკური ფარმაკოდინამიკური აქტივობა.
გადოტერის მჟავა წარმოადგენს პარამაგნიტური ნივთიერებას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის (მრტ). გაძლიერებულ კონტრასტ-ეფექტს უზრუნველყოფს გადოტერის მჟავა, რომელიც წარმოადგენს გადოლინიუმის იონურ კომპლექსს, რომელიც შედგება გადოლინიუმის ოქსიდისა და ტეტრაძმარმჟავას (DOTA) 1,4,7,10 ტეტრააზაციკლოდოდეკანი-N, N’,N’’,N’’’-საგან, მეგლუმინის მარილის სახით.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ გადოტერის მჟავა ძირითადად ნაწილდება ორგანიზმის უჯრედშორის სითხეში. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 18 ლიტრს, რაც დაახლოებით უჯრედშორისი სითხის მოცულობის ექვივალენტურია. გადოტერის მჟავა არ უკავშირდება ცილებს, კერძოდ, სისხლის პლაზმის ალბუმინს. გადოტერის მჟავა მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში და ნელა კვეთს პლაცენტურ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიტები არ იქნა აღმოჩენილი.
გამოყოფა
გადოტერის მჟავა სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით (89% 6 საათის შემდეგ, 95% 24 საათის შემდეგ) გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით. სამკურნალო საშუალების
უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ფეკალიებით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,6 საათს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების განსაკუთრებული მახასიათებლები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 5 საათამდე იზრდებოდა 30-დან 60 მლ-მდე/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში და დაახლოებით 14 საათამდე კრეატინინის კლირენსის 10-დან 30 მლ-მდე/წთ შემთხვევაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია (ფურცელ-ჩანართი)
კლარისკანი
კლარისკანი ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის 0,5 მმოლ/მლ
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს. ეს ასევე ეხება შესაძლო არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელ- ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
ამ ფურცელ- ჩანართში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი კლარისკანი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კლარისკანის გამოყენების წინ
- როგორ მივიღოთ პრეპარატი კლარისკანი
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- როგორ შევინახოთ კლარისკანი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი კლარისკანი და რისთვის გამოიყენება ის რას წარმოადგენს პრეპარატი კლარისკანი
პრეპარატი კლარისკანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გადოტერის მჟავას და ეკუთვნის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც განეკუთვნება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარების დროს გამოყენებად კონტრასტულ ნივთიერებებს.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი კლარისკანი
პრეპარატი კლარისკანი გამოიყენება იმ გამოსახულებების კონტრასტულობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც მიიღება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარების დროს.
ზრდასრულები და ბავშვები/მოზარდები 0-18 წლამდე: თავის ტვინის, ხერხემლის და მიმდებარე ქსოვილების ტრავმები (დაზიანებები).
ზრდასრულები და ბავშვები/მოზარდები 6 თვიდან 18 წლამდე: მთელი სხეულის მრტ, ტრავმების (დაზიანებების) მრტ-ს ჩათვლით.
ზრდასრულები: მრ-ანგიოგრაფია, არტერიების დაზიანებებისა ან შევიწროებების (სტენოზები) ჩათვლით, კორონარული არტერიების გარდა.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის გამოსაყენებლად.
როგორ მუშაობს პრეპარატი კლარისკანი
პრეპარატი კლარისკანი გამოიყენება გამოსახულების კონტრასტულობის გასაზრდელად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს გამოსახულებაზე ვიზუალიზაციის
გაუმჯობესების/საზღვრების სიმკვეთრის გაზრდის მიზნით. კონტრასტულობის გაზრდა გამოსახულებაზე სხეულის გარკვეულ ნაწილებს ექიმებისთვის უფრო ხილვადს ხდის.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კლარისკანის გამოყენებამდე პრეპარატ კლარისკანის გამოყენება აკრძალულია:
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია გადოტერის მჟავასა ან აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია გადოლინიუმის შემცველ სამკურნალო პრეპარატებზე ან სხვა კონტრასტულ საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება მრტ-ს ჩატარების დროს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
მრტ-ს ჩატარებამდე უნდა მოიხსნას ნებისმიერი მეტალის ნივთი, რომელიც შეიძლება იყოს სხეულზე.
სანამ დაიწყებთ პრეპარატ კლარისკანის გამოყენებას აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ შემდეგი უკუჩვენებები:
- თუ ადრე ჩატარებული გამოკვლევების დროს თქვენ გქონდათ რეაქცია კონტრასტულ საშუალებებზე
- თუ თქვენ გაქვთ ასთმა
- თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ ალერგია (მაგალითად, ალერგია ზღვის პროდუქტებზე, ალერგია ყვავილის მტვერზე, ჭინჭრის ციება)
- თუ თქვენ მკურნალობთ ბეტა-ბლოკატორებით (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
- თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ახლახანს გადაიტანეთ ან ახლო მომავალში ელოდებით ღვიძლის გადანერგვას
- თუ გქონდათ კრუნჩხვები ან ამჟამად მკურნალობთ ეპილეფსიას
- თუ თქვენ გაქვთ გულის სერიოზული დაავადებები
- თუ თქვენ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
- თუ თქვენ გაქვთ კარდიოსტიმულატორი, რკინის (ფერომაგნიტური) კლიფსები, იმპლანტი ან ინსულინის ტუმბო, ან ნებისმიერი შესაძლო ლითონის უცხო სხეული, განსაკუთრებით თვალებში. ასეთ შემთხვევებში მრტ არ ტარდება.
პრეპარატ კლარისკანის შეყვანის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ.
სერიოზული არასასურველი რეაქციების რისკი
ისევე, როგორც მრტ-ის ჩასატარებლად საჭირო ნებისმიერი კონტრასტული ნივთიერების შემთხვევაში, პრეპარატ კლარისკანის გამოყენების დროს არსებობს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ჩვეულებრივ, ისინი მსუბუქი და გარდამავალია, მაგრამ მათი წარმოქმნის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა არსებობს სიცოცხლისათვის საშიში არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი:
- შესაძლო სერიოზული არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებლივ ან პრეპარატის შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში
- არასასურველი რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას მრტ-ის ჩატარების შემდეგ 7 დღის განმავლობაში. არასასურველი რეაქციები უფრო სავარაუდოა, თუ თქვენ ადრე აღგენიშნებოდათ არასასურველი რეაქცია კონტრასტულ საშუალებაზე მრტ-ის ჩატარების დროს (იხ. ნაწილი 4 - შესაძლო არასასურველი რეაქციები)
- პრეპარატ კლარისკანის შეყვანის წინ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გქონდათ არასასურველი რეაქცია წარსულში. თქვენი ექიმი შეგიყვანთ პრეპარატ კლარისკანს მხოლოდ სარგებლის/რისკის შეფარდების გულდასმით შეფასების შემდეგ. პრეპარატ კლარისკანის შეყვანის დროს სადიაგნოსტიკო პროცედურის ჩატარების პერიოდში თქვენ უნდა იმყოფებოდეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სისხლის ანალიზი
მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა თქვენთვის შეყვანილი პრეპარატი კლარისკანი, შეიძლება თქვენ დაგინიშნონ სისხლის ანალიზი თირკმელების ფუნქციონორების დიაგნოსტირებისთვის, განსაკუთრებით თუ თქვენ ეკუთვნით 65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტების ჯგუფს.
ბავშვები და მოზარდები
ანგიოგრაფიის დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ახალშობილები და ჩვილები
თირკმლის ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო, პრეპარატ კლარისკანის გამოყენება 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ ჩატარებული გულდასმითი შეფასების შემდეგ.
მთელი სხეულის მრტ-ის ჩასატარებლად მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატ კლარისკანის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
კერძოდ, თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით გულის დაავადების ან მაღალი არტერიიული წნევის დროს ნებისმიერს აქ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან:
- ბეტა-ბლოკატორები (გულის დაავადების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები)
- ვაზოაქტიური სამკურნალო პრეპარატები, აგფ-ს ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები (ნივთიერებები, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს და აქვეითებენ არტერიულ წნევას, ისეთები, როგორიცაა მეტოპროლოლი, დოქსაზოზინი, რამიპრილი, ვალსარტანი)
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით ნებისმიერს აქ ნახსენებ სამკურნალო პრეპარატებიდან.
პრეპარატ კლარისკანის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
მრტ-ის ჩატარებისას კონტრასტული ნივთიერებების გამოყენების დროს შესაძლო არასასურველ რეაქციებს წარმოადგენენ გულისრევა და ღებინება. აკრძალულია საკვების მიღება გამოკვლევის ჩატარებამდე 2 საათით ადრე.
ორსულობა, ძუძუთი კვება
ორსულობა
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან შეიძლება დაორსულდეთ, რადგან პრეპარატი კლარისკანის გამოყენება ორსულობის დროს აკრძალულია, თუ ექიმი არ ჩათვლის ამას აუცილებლად.
ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთან კონსულტაციის შემდეგ, შეგიძლიათ თუ არა გააგრძელოთ ძუძუთი კვება ან ძუძუთი კვება უნდა იქნას შეწყვეტილი 24 საათის განმავლობაში პრეპარატ კლარისკანის შეყვანის შემდეგ.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სახიფათო სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თქვენთვის უსაფრთხოა. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სახიფათო სამუშაოებს შესრულების უნარზე. ყურადღებით გაეცანით ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულ ინფორმაციას. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ კლარისკანის გამოყენების ზეგავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე. თუმცა, თქვენ მხედველობაში უნდა იქონიოთ, რომ შესაძლოა თავბრუსხვევა (დაბალი არტერიული წნევის სიმპტომი) და გულისრევა სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს ან მექანიზმებთან მუშაობისას. თუ მრტ-დიაგნოსტიკის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, იკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
- როგორ მივიღოთ პრეპარატი კლარისკანი
პრეპარატი კლარისკანი შეჰყავთ ინტრავენურად. პროცედურა ტარდება საავადმყოფოში, კლინიკასა თუ კერძო სამედიცინო ცენტრში. პერსონალი ინფორმირებულია აუცილებელი სიფრთხილის ზომების შესახებ, რომლებიც საჭიროა გამოკვლევისთვის, და გართულებების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას.
გამოკვლევის განმავლობაში თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პროცედურის დროს შენარჩუნდება ვენური წვდომა პლასტიკური კათეტერის მეშვეობით, რათა ექიმმა შეძლოს სწრაფად აღმოგიჩინოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება რაიმე არასასურველი რეაქციების წარმოქმნის დროს. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში პრეპარატ კლარისკანის შეყვანა უნდა შეწყდეს.
დოზირება
მკურნალი ექიმი გამოთვლის დოზას და გააკონტროლებს პრეპარატის შეყვანას.
დოზირება განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებისთვის
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ კლარისკანის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმელების სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც ახლახან ჩაუტარდათ ან ახლო მომავალში დაგეგმილი აქვთ ღვიძლის გადანერგვა. თუ პრეპარატის გამოყენება მაინც აუცილებელია, გამოკვლევის დროს თქვენ უნდა შეგიყვანონ კლარისკანის მხოლოდ ერთი დოზა. აკრძალულია პრეპარატ კლარისკანის განმეორებით გამოყენება მანამდე, სანამ პირველი შეყვანიდან არ გავა მინიმუმ 7 დღე.
ახალშობილები, ჩვილები, ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი კლარისკანი უნდა იქნას გამოყენებული ამ პაციენტებში მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ შემთხვევის საგულდაგულო შეფასების შემდეგ. ბავშვებში გამოკვლევის განმავლობაში შეიძლება გაკეთდეს პრეპარატ კლარისკანის მხოლოდ ერთი დოზა. აკრძალულია პრეპარატ კლარისკანის განმეორებითი გამოყენება მანამ, სანამ შეყვანებს შორის არ გავა მინიმუმ 7 დღე.
მთელი სხეულის მრტ-ის ჩატარებისათვის 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ანგიოგრაფიის ჩასატარებლად მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და მეტი ასაკის)
თუ თქვენ მიეკუთვნებით 65 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტთა ჯგუფს, დოზის კორექცია საჭირო არ არის. უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს თირკმელების ფუნქციონირება.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი რაოდენობის პრეპარატი კლარისკანი, ვიდრე საჭიროა
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ მიიღეთ პრეპარატ კლარისკანის ჭარბი რაოდენობა ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღეს ბავშვებმა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილი ჰქონდეს დოზის გადაჭარბებას. პრეპარატ კლარისკანის შეყვანა ხდება მომზადებული პერსონალის მიერ საავადმყოფოში ან კლინიკაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატ კლარისკანის ორგანიზმიდან გამოყვანა შეიძლება ჰემოდიალიზის გზით (სისხლის გაწმენდა).
დამატებითი ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასა და მასთან მოპყრობის შესახებ არის იმ ნაწილში, რომელიც განკუთვნილია მედიცინის მუშაკებისთვის („სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისა და მასთან მოპყრობის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები „).
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველასთან.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან არასასურველი რეაქციების უმეტესობა მჟღავნდება დროის ამ მონაკვეთის განმავლობაში. ზოგიერთი არასასურველი რეაქციები პრეპარატ კლარისკანის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს რამოდენიმე შემდგომი დღის განმავლობაში.
არსებობს პრეპარატ კლარისკანზე ალერგიული რეაქციის მცირე რისკი (არახშირი). ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და, გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს შოკი (ძალიან იშვიათი შემთხვევა ალერგიული რეაქციისა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს). ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი შეიძლება წარმოადგენდეს შოკის მომასწავებელ პირველ ნიშნებს.
თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მედიცინის მუშაკს - შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
- სახის, პირის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით
- ხელების ან ფეხების შეშუპება
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია - სისუსტის შეგრძნება)
- სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მსტვინავი სუნთქვა
- ხველა
- ქავილი
- სურდო
- ცემინება ან თვალის გაღიზიანება
- წითელი ლაქები კანზე, ძლიერი ქავილი (ჭინჭრის ციება)
სხვა არასასურველი მოვლენები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციებიდან ნებისმიერი:
ძალიან ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
- თავის ტკივილი
- ჩხვლეტის შეგრძნება, ჩხვლეტა
ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან)
- სიცხის, სიცივის და/ან ტკივილის შეგრძნება ინექციის ადგილზე
- გულისრევა
- ღებინება
- სიწითლე, ქავილი და გამონაყარი
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 100 დან)
- ალერგიული რეაქციები
იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 1000-დან)
- გემოს დარღვევა
- ჭინჭრის ციება (წითელი ლაქები კანზე, ძლიერი ქავილი)
- მომატებული ოფლიანობა
ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10000- დან)
- მოუსვენრობა ან შფოთვა
- კომა, კრუნჩხვები, გონების დროებითი დაკარგვა (გულის წასვლა), სისუსტე, თავბრუსხვევა, ყნოსვის დაქვეითება, ტრემორი
- თვალების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (კონიუნქტივიტი), თვალების სიწითლე, ბუნდოვანი მხედველობა, ცრემლის მომატებული გამოყოფა, ქუთუთოების შეშუპება.
- გულის გაჩერება, არარეგულარული გულისცემა, სწრაფი ან ნელი გულისცემა, აჩქარებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება ან არტერიული წნევის მომატება, სისხლძარღვების გაფართოება ან მოდუნება (სისხლძარღვების დილატაცია), რაც იწვევს არტერიულ წნევის დაქვეითებას და შენელებულ გულისცემას, სიფერმკრთალე
- ქოშინი, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ყელში მოჭერის შეგრძნება, მსტვინავი სუნთქვა, ცხვირის გაჭედვა, ცემინება, ხველა, ყელის სიმშრალე
- ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ნერწყვის მომატებული გამოყოფა
- ეგზემა, სხვადასხვა კანისმიერი რეაქციები (მაგალითად, კანის სიწითლე)
- კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, წელის ტკივილი
- სისუსტე
- ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში
- ციებ-ცხელება ან კრუნჩხვები
- სახის შეშუპება
- შეშუპება ან რეაქცია, ან დისკომფორტი შეყვანის ადგილზე, სიწითლე და ტკივილი. თუ პრეპარატი კლარისკანი შემთხვევით იქნა შეყვანილი ვენის (სისხლძარღვის) გარეთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება ან ნეკროზი (ქსოვილის კვდომა) შეყვანის ადგილზე; იყო მონაცემები ვენაში თრომბის შესახებ ზედაპირული ვენის ანთებასთან ერთად.
- სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება.
უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე): ნეფროგენული სისტემური ფიბროზი.
ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს კანის საფარის გასქელებას და გამკვრივებას და ზემოქმედებას ახდენს რბილ ქსოვილებსა და შინაგან ორგანოებზე - შემთხვევების უმეტესობა დარეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებისთვისაც გადოტერის მჟავასთან ერთად შეჰყავდათ სხვა გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან რენტგენოლოგს, თუ თქვენ შეამჩნევთ კანის ფერის ან სისქის ცვლილებას თქვენი სხეულის ნებისმიერ უბანზე, რადგან ეს შეიძლება იყოს ზემოაღნიშნული დაავადების წარმოქმნის ნიშანი.
მრტ-ის ჩასატარებლად სხვა კონტრასტული საშუალებების გამოყენების დროს აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ჰემოლიზი (ერითროციტების დაშლა), გონების დაბინდვა, დროებითი სიბრმავე, თვალის ტკივილი, ხმაური ყურებში, ყურის ტკივილი, ასთმა, პირის სიმშრალე, ეგზემის ბუშტუკებიანი სტადია (ბულოზური დერმატიტი), შარდის შეუკავებლობა, თირკმლის დაზიანება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) - ცვლილებები გულის ფუნქცონირებაში, სისხლში რკინის ან ნაღვლის პიგმენტების კონცენტრაციის მომატება, გადახრები ღვიძლის სინჯების მაჩვენებლებში.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. შეტყობინებებით არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის თაობაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ ინახება კლარისკანი
შეინახეთ აღნიშნული პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, მეორადი რენტგენის სხივებისგან დაცულ ადგილზე. აკრძალულია აღნიშნული პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პროპილენის ფლაკონებისთვის:
პრეპარატის ვარგისობის ვადა გამოყენების დროს ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობის შენარჩუნების ჩათვლით შეადგენს 48 საათს ოთახის ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნა შეყვანილი, გამოყენებისათვის გამზადებული პრეპარატის შენახვა და მის შეყვანამდე პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს მომხმარებლის მოვალეობას. ჩვეულებრივ, დრო პრეპარატის გამოყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს ოთახის ტემპერატურის პირობებში, თუ გახსნა არ ყოფილა განხორციელებული შემოწმებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია პრეპარატ კლარისკანის შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა გადოტერის მჟავა. 1 მლ ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის შეიცავს 279,3 მგ გადოტერის მჟავას (მეგლუმინ გადოტერატის სახით), რაც 0,5 მმოლ გადოტერის მჟავას ექვივალენტურია.
- დამხმარე ნივთიერებები - მეგლუმინი, ტეტრაქსეტანი (DOTA) და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება პრეპარატ კლარისკანი და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი კლარისკანი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.
პრეპარატი კლარისკანი წარმოდგენილია შემდეგი ტიპის შეფუთვებში:
შუშის ფლაკონები (ტიპი I, უფერული მინა) ტევადობით 10 მლ (5 მლ ან 10 მლ) და 20 მლ (15 მლ ან 20 მლ), დალუქული რეზინის საცობებით, შემოჭერილი ალუმინის ხუფით და დახურული ფერადი პლასტიკის თავსახურით. 10 მინის ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელსაც შიგნით აქვს ტიხარი დანაყოფებით ფლაკონების ჩასადებად.
პრეპარატის 50 მლ და 100 მლ პოლიპროპილენის ფლაკონებში, შესაბამისად 50 მლ და 100 მლ-ის მოცულობის, დალუქული რეზინის საცობით, პლასტიკური ხრახნიანი ხუფით, ზევიდან პლასტიკური თავსახურით და პირველი გახსნის რგოლით. პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყველა წარმოდგენილი დოზირება და შეფუთვა შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
„ჯიი ჰელსკეა ას“ (Ge Healthcare AS)
ნიკოვეიენ 1 (Nycoveien 1), პოსტბოქს 4220 ნიდალენ (P.O. Box 4220 Nydalen)
NO-0401 ოსლო, ნორვეგია (NO-0401 OSLO, NORWAY)
მწარმოებელი
„ჯიი ჰელსკეა ას“ (Ge Healthcare AS) ნიკოვეიენი 1 (Nycoveien 1)
NO-0485 ოსლო, (NO-0485 Oslo), ნორვეგია(Norway)
ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობა
"LV System Service" (ლატვიის რესპუბლიკა) ბელორუსის რესპუბლიკაში 220075, ქ. მინსკი, ქ. ინჟინერნაია, 7-4, ტელ.: + 375 17 3748985
457200167647
სომხეთის ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
შპს „LV System Service”-ს წარმომადგენლობა სომხეთში, 0038, ქ. ერევანი, აბელიანის ქ. 6/4 ბიზნეს-ცენტრი „თი ჯი ეი“
ტელ: +374 91220841
e-mail: [email protected]
საქართველოს ტერიტირიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
შპს “LV System Service”-ს წარმომადგენლობა საქართველოში, 0160, საქართველო, თბილისი, გამრეკელის 19, ოფისი 307
ტელ: +995 32 2 242505
მობ: +995 599 925222
e-mail: [email protected]
ქვეყნებში შეიძლება იყვნენ დისტრიბუტორები, რომლებიც არ არიან მითითებულნი ამ ფურცელ- ჩანართში
457200179639
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მედიცინის მუშაკებისთვის:
დოზირება (ზრდასრულებში)
თავის ტვინის და ხერხემლის მრტ:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ სხეულის მასაზე. თავის ტვინის სიმსივნეების მქონე პაციენტებში დამატებითმა შეყვანამ 0,2 მმოლ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც შეესაბამება 0,4 მლ/კგ სხეულის მასაზე, შეიძლება გააუმჯობესოს სიმსივნის ვიზუალიზაცია და ჩასატარებელი თერაპიის თაობაზე სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.
მთელი სხეულის მრტ (მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ფილტვების, გულის, სარძევე ჯირკვლების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებები):
რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ სხეულის მასაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს დიაგნოსტიკურად ადეკვატური კონტრასტირება.
ანგიოგრაფია:
რეკომენდებული დოზა ინტრავენური ინექციისთვის შეადგენს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ სხეულის მასაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს დიაგნოსტიკურად ადექვატური კონტრასტირება.
გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად, თუ მომატებული ვასკულარიზაციის ზონის მკაფიო გამოსახულების მიღება შეუძლებელია), დასაშვებია სამკურნალო პრეპარატის განმეორებითი შეყვანა დოზით 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ სხეულის მასაზე. მიუხედავად ამისა, თუ პრეპარატ კლარისკანის თანმიმდევრული ორი დოზის შეყვანაა ნავარაუდები ანგიოგრაფიის ჩატარებამდე, დოზა 0,05 მმოლ/კგ სხეულის მასაზე (რაც შეესაბამება 0,1 მლ/კგ სხეულის მასაზე) თითოეულ ინექციაზე შეიძლება იყოს საკმარისი, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ ვიზუალიზაციის რა აღჭურვილობაა ხელმისაწვდომი.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ კლარისკანის გამოყენება თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს <30 მლ/წთ/1,73 მ2) და პაციენტებში ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციულ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რისკის/სარგებლის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ და იმ შემთხვევაში,თუ კონტრასტით გაძლიერებული მრტ-ს დახმარებით მიღებული ინფორმაცია არსებითია და მისი მიღება შეუძლებელია კონტრასტირების გარეშე ჩატარებული მრტ-სკანირების დროს. სამკურნალო პრეპარატ კლარისკანის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე. გამოკვლევის დროს არ უნდა იქნას შეყვანილი სამკურნალო პრეპარატის ერთზე მეტი დოზა. განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, პრეპარატ კლარისკანის შეყვანებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 7 დღეს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)
დოზის კორექცია საჭირო არ არის. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტების მოცემულ ჯგუფში სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზა იგივეა, რაც ზრდასრულ პაციენტებში. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციულ პერიოდის განმავლობაში (იხ. ნაწილი "თირკმელების ფუნქციის დარღვევა").
ბავშვები (0-18 წლის ასაკის)
თავის ტვინის და ხერხემლის მრტ, მთელი სხეულის მრტ:
სამკურნალო პრეპარატ კლარისკანის რეკომენდებული და მაქსიმალური დოზა შეადგენს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე. არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატის ერთზე მეტი დოზის გამოყენება ერთ კვლევაში.
მისი გამოყენება მთელი სხეულის მრტ-ს ჩასატარებლად 6 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
თირკმლის ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო, პრეპარატ კლარისკანის გამოყენება 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში შესაძლებელია მხოლოდ შემთხვევის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ და დოზით, რომელიც არ აღემატება 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე. არ შეიძლება სამკურნალო საშუალების ერთზე მეტი დოზის გამოყენება ერთ კვლევაში. განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ინტერვალი პრეპარატ კლარისკანის შეყვანებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 7 დღისა.
ანგიოგრაფია: პრეპარატ კლარისკანის გამოყენება ანგიოგრაფიის ჩასატარებლად 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნული ჯგუფის პაციენტებისათვის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი.
გამოყენების წესი
ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის.
შეყვანის სიჩქარე: 3-5 მლ/წთ (შეყვანის უფრო მაღალი სიჩქარეები 120 მლ/წთ-მდე, რომელიც შეესაბამება 2 მლ/წმ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ანგიოგრაფიული პროცედურებისთვის).
ამ სამკურნალო პრეპარატის მომზადებისა და უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციები იხილეთ ნაწილში „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისა და მასთან მოპყრობის შესახებ“.
ბავშვები (0-18 წლამდე)
პაციენტისთვის პრეპარატ კლარისკანის დანიშნული დოზიდან გამომდინარე, უმჯობესია პრეპარატ კლარისკანის გამოყენება საჭირო მოცულობის შეყვანით ერთჯერადი შპრიცის მეშვეობით უფრო ზუსტი დოზირების მიზნით.
ახალშობილებსა და ჩვილებისათვის პრეპარატის საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ხელით.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ კლარისკანის გამოყენებამდე რეკომენდებულია ყველა პაციენტმა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევები თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოსავლენად.
პაციენტებში თირკმლის მწვავე ან ქრონიკული მძიმე უკმარისობით (გფს <30 მლ/წთ/1,73 მ2) დაფიქსირდა ნეფროგენული სისტემური ფიბროზის განვითარების შემთხვევები (ნსფ), რომელიც დაკავშირებულია ზოგიერი სხვა გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებასთან. პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ღვიძლის გადანერგვა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვინაიდან თირკმლის მწვავე უკმარისობის წარმოქმნის სიხშირე მაღალია პაციენტების ამ ჯგუფში. პრეპარატ კლარისკანის გამოყენების შემდეგ ნსფ-ის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციულ პერიოდში სამკურნალო პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ და იმ შემთხვევაში, როცა კონტრასტით გაძლიერებული მრტ-ის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას გადამწყვეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გააჩნია და შეუძლებელია მისი მიღება კონტრასტირების გარეშე მრტ- სკანირების დროს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტების გამოკვლევა თირკმელების ფუნქციის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან გადოტერის მჟავას თირკმლის კლირენსი ხანდაზმულებში შეიძლება შემცირებული იყოს.
პრეპარატ კლარისკანის შეყვანიდან მოკლე დროში ჰემოდიალიზის სეანსის ჩატარებამ შეიძლება დააჩქაროს სამკურნალო საშუალების გამოყოფა ორგანიზმიდან. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჰემოდიალიზი ამცირებს ნსფ-ის წარმოქმნის რისკს პაციენტებში, რომლებიც არ არიან ჰემოდიალიზზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურნალო საშუალება კლარისკანი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ კი ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს გადოტერის მჟავას გამოყენებას.
კლარისკანის გამოყენების შემდეგ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდეს თუ არ გაგრძელდეს ძუძუთი კვება უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმისა და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ. პრეპარატის ნებისმიერი ნარჩენი ნადგურდება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისა და მასთან მოპყრობის თაობაზე
ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოყენების წინ საინექციო ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ხილული ნაწილაკების გარეშე.
მზადდება შპრიცი ნემსით. შუშის ფლაკონებისათვის: მოხსენით პლასტიკის თავსახური. პოლიპროპილენის ფლაკონებისათვის: ხსნიან პლასტმასის ხრახნიან ხუფს ან პლასტიკურ თავსახურს. გაასუფთავეთ ფლაკონის საცობი სპირტში დასველებული ტამპონით და გახვრიტეთ საცობი ნემსით. ამოიღეთ საჭირო რაოდენობის სამკურნალო საშუალება და შეიყვანეთ ინტრავენურად.
გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატისა ან ნარჩენების ნებისმიერი რაოდენობა უნდა იქნას უტილიზირებული.
ფლაკონის ეტიკეტის მოსახევი თვითწებვადი აღრიცხვისთვის განკუთვნილი ნაწილი უნდა იქნას ჩაწებებული პაციენტის ბარათში, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამოყენებული გადოლინიუმის შემცველობის კონტრასტული ნივთიერების საიმედო კონტროლი. ასევე აუცილებელია სამკურნალო პრეპარატის შეყვანილი დოზის დაფიქსირება. თუ გამოიყენება პაციენტის ელექტრონული ბარათები, მაშინ აუცილებელია დაფიქსირდეს სამკურნალო საშუალების დასახელება, სერიის ნომერი და დოზა.
სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება
კლარისკანი
- სამკურნალო საშუალების დასახელება
კლარისკანი 0,5 მმოლ/მლ, ხსნარი ინტრავენული შეყვანისათვის
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: გადოტერის მჟავა / gadoteric acid
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1 მლ ხსნარი ინტრავენური შეყვანისათვის შეიცავს 279,3 მგ გადოტერის მჟავას* (მეგლუმინის გადოტერატის სახით) 0,5 მმოლის ექვივალენტური
ტეტრაქსეტანი (DOTA) 202.46 მგ
გადოლინიუმის ოქსიდი 90,62 მგ
- გადოტერის მჟავა: გადოლინიუმისა და 1,4,7,10-ტეტრააზაციკლოდოდეკან-N,N’,N’’,N’’’- ტეტრაძმარმჟავას (DOTA) კომპლექსური ნაერთია))
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილიში 6.1
- წამლის ფორმა
ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის
გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ ყვითელი ხსნარი.
კონტრასტული ნივთიერების
კონცენტრაცია
279,3 მგ/მლ
ექვივალენტურია 0,5 მმოლ/მლ
ოსმოლარობა 37˚C-ზე
1350 მოსმ/კგ-1
სიბლანტე 20˚C-ზე
3,0 მპა·c
სიბლანტე 37˚C-ზე
2,1 მპა·c
pH-ის მაჩვენებელი
6,5-8,0
- კლინიკური მონაცემები
- 1 გამოყენების ჩვენებები
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის.
სამკურნალო საშუალება კლარისკანი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოსტიკური ინფორმაცია აუცილებელია და გაფართოებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) საშუალებით ვერ მიიღება.
კლარისკანი არის კონტრასტული საშუალება, რომელიც გამოიყენება კონტრასტულობის გასაძლიერებლად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარების დროს ვიზუალიზაციის გაუმჯობესების /გამოსახულებაზე საზღვრების უფრო მკვეთრად გამოხატვის მიზნით.
ზრდასრულები და ბავშვები (0-18 წლის ასაკამდე):
- თავის ტვინის, ხერხემლის და მიმდებარე ქსოვილების დაზიანებები
- მთელი სხეულის მრტ (იხ. ნაწილი 4.2)
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება მთელი სხეულის მრტ-ს ჩასატარებლად
6 თვემდე ასაკის ბავშვებში
მხოლოდ ზრდასრულები:
- არაკორონარული არტერიების დაზიანებები ან სტენოზები მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიისთვის.
- 2 მიღების წესი და დოზირება
სამკურნალო საშუალება კლარისკანი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ მრტ-ის გადოლინით კონრტასტირებით ჩატარებისა და მიღებული გამოსახულებების ინტერპრეტაციის კლინიკური გამოცდილება.
დოზები
გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს კონტრასტულობის საკმარის ზრდას დიაგნოსტიკური მიზნებისათვის. დოზა უნდა იქნას გამოთვლილი პაციენტის სხეულის მასის საფუძველზე და არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ დოზას სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე, რაც დეტალურად არის აღწერილი მოცემულ ნაწილში.
ზრდასრული პაციენტები
თავის ტვინის და ხერხემლის მრტ
რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე (ს.მ.), რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ ს.მ. თავის ტვინის სიმსივნეების მქონე პაციენტებში 0.2 მმოლ/კგ სხეულის მასაზე დამატებით შეყვანას, რაც შეესაბამება 0,4 მლ/კგ ს.მ., შეუძლია გააუმჯობესოს სიმსივნის ვიზუალიზაცია და საშუალებას იძლევა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება მიმდინარე თერაპიასთან დაკავშირებით.
მთელი სხეულის მრტ (მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, კუჭუქვეშა ჯირკვლის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ფილტვების, გულის, სარძევე ჯირკვლებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებები)
რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.1 მმოლ/კგ ს.მ., რაც შეესაბამება 0.2 მლ/კგ ს.მ. დიაგნოსტიკურად ადექვატური კონტრასტირების უზრუნველყოფისათვის.
ანგიოგრაფიისთვის: რეკომენდებული დოზა ინტრავენური ინექციისთვის შეადგენს 0.1 მმოლ/კგ ს.მ.,
რაც შეესაბამება 0.2 მლ/კგ ს.მ.-ს, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურად ადექვატურ კონტრასტირებას.
გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად, თუ შეუძლებელია მომატებული ვასკულარიზაციის ზონის მკაფიო გამოსახულების მიღება) შესაძლებელია სამკურნალო საშუალების 0,1 მმოლ/კგ ს.მ. დოზით განმეორებით შეყვანა, რაც შეესაბამება 0,2 მლ/კგ ს.მ. მიუხედავად ამისა, თუ სავარაუდოა სამკურნალო საშუალება კლარისკანის ორი თანმიმდევრული დოზის შეყვანა ანგიოგრაფიის ჩატარებამდე, დოზა 0,05 მმოლ/კგ ს.მ. (რაც შეესაბამება 0,1 მლ/კგ ს.მ.) თითოეული ინექციის დროს შეიძლება იყოს საკმარისი იმ დანადგარიდან გამომდინარე, რომელიც გამოიყენება ვიზუალიზაციისათვის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს < 30 მლ/წთ/1.73 მ2) და პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რისკის/სარგებლის თანაფარდობის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ და თუ მრტ-ს კონტრასტული გაძლიერებით მიღებული ინორმაცია არის არსებითი და მისი მიღება მრტ-ს კონტრასტირების გარეშე ჩატარების შემთხვევაში შეუძლებელია (იხ. ნაწილი 4.4). სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მმოლ/კგ ს.მ.
გამოკვლევის დროს არ უნდა იქნას შეყვანილი სამკურნალო საშუალების ერთზე მეტი დოზა. განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ინტერვალი სამკურნალო საშუალება კლარისკანის შეყვანებს შორის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 დღეს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლის და უფროსი ასაკის)
დოზის კორექცია საჭირო არ არის. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა (იხ. ნაწილი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზა იგივეა, როგორც ზრდასრული პაციენტებისათვის. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციული პერიოდის განმავლობაში (იხ. ზემოთ „თირკმელების ფუნქციის დარღვევა“).
ბავშვები (0-18 წლის ასაკამდე)
თავისა და ზურგის ტვინის მრტ, მთელი სხეულის მრტ:
სამკურნალო საშუალება კლარისკანის რეკომენდებული და მაქსიმალური დოზა შეადგენს 0,1 მმოლ/კგ ს.მ. არ შეიძლება იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალების ერთზე მეტი დოზა ერთ კვლევაში.
თირკმლის ფუნქციის უმწიფრობის გამო, სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენება 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ჩვილებში შესაძლებელია მხოლოდ შემთხვევის საგულდაგულო შეფასების შემდეგ და დოზით არაუმეტეს 0,1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე. არ უნდა იქნას გამოიყენებული სამკურნალო საშუალების ერთზე მეტი დოზა ერთ გამოკვლევაში. განმეორებითი გამოყენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სამკურნალო საშუალება კლარისკანის შეყვანებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში მთელი სხეულის მრტ-სთვის არ არის რეკომენდებული.
ანგიოგრაფია: სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენება ანგიოგრაფიისთვის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან მონაცემები ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისია (იხ. ნაწილი 4.4).
გამოყენების წესი
ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის.
შეყვანის სიჩქარე: 3-5 მლ/წთ (უფრო მაღალი შეყვანის სიჩქარეები 120 მლ/წთ-მდე, ესე იგი 2 მლ/წმ, შეიძლება გამოყენებული იქნას ანგიოგრაფიული პროცედურებისთვის). ინსტრუქციები მომზადებისა და უტილიზაციის შესახებ იხილეთ ნაწილში 6.6.
კონტრასტული საშუალების სისხლძარღვშიდა შეყვანა უნდა ჩატარდეს, შეძლებისდაგვარად, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ არა ნაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმეტესი არასასურველი ეფექტები წარმოიქმნება ამ დროის განმავლობაში.
შეყვანის თავისებურებები 0-18 წლის ბავშვებში. პაციენტისთვის დანიშნული სამკურნალო საშუალების დოზიდან გამომდინარე, სასურველია გამოიყენებულ იქნას კლარისკანის ფლაკონები სამკურნალო საშუალების საჭირო მოცულობის შეყვანით ერთჯერადი შპრიცით, უფრო ზუსტი დოზირებისათვის.
ახალშობილებისა და ჩვილებისათვის საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ხელით.
გამოსახულების მიღება
მრტ კონტრასტით შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო საშუალების შეყვანისისთანავე. ოპტიმალური ვიზუალიზაცია: ინექციიდან 45 წუთის განმავლობაში. ოპტიმალური იმპულსური თანმიმდევრობები: T1-შეწონილი
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა გადოტერის მჟავას, მეგლუმინის ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ გადოლინიუმს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალება კლარისკანი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ ინტრავენურად. ექსტრავაზაციის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ მოკლევადიან ადგილობრივ მკურნალობას.
სამკურნალო საშუალება კლარისკანი არ უნდა იქნას შეყვანილი სუბარაქნოიდული (ან ეპიდურული) ინექციის გზით.
უნდა იყოს ხელმისაწვდომი პროცედურის ნებისმიერი გართულების მოგვარების, ასევე კონტრასტულ სამკურნალო საშუალებაზე მძიმე რეაქციის გადაუდებელი მკურნალობის (მაგალითად, ჰიპერმგრძნობელობა, კრუნჩხვები) შესაბამისი საშუალებები.
მრტ-ს ჩატარების დროს უნდა იქნას დაცული საჭირო სიფრთხილის ზომები, ისეთები, როგორიცაა ისეთი პაციენტების გამორიცხვა, რომლებსაც აქვთ კარდიოსტიმულატორები, სისხლძარღვების კლიპსები, საინფუზიო ტუმბოები, ნერვული სტიმულატორები, კოხლეარული იმპლანტები ან ორგანიზმში მეტალის უცხო სხეულები, განსაკუთრებით თვალებში.
ჰიპერმგრძნობელობა
- შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში (იხ. ნაწილი 4.8). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს როგორც ალერგიული (სერიოზულ შემთხვევებში აღწერენ როგორც ანაფილაქსიურ რეაქციებს), ასევე არაალერგიული ხასიათის. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს დაუყოვნებელი ტიპის (შეყვანის შემდეგ 60 წუთზე ნაკლები) ან დაგვიანებული ტიპის (შეყვანიდან 7 დღემდე). ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას დაუყოვნებლად და გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებები შეიძლება არ იყოს დამოკიდებული შეყვანილი ნივთიერების დოზაზე, შეიძლება გამოვლინდეს სამკურნალო საშუალების პირველი შეყვანის შემდეგ და ხშირი არაპროგნოზირებადია.
- ყოველთვის არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების რისკი შეყვანილი დოზისაგან დამოუკიდებლად.
- პაციენტები, რომლებსაც უკვე გამოუვლინდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მრტ-სათვის გადოლინიუმის შემცველ კონტრასტული სამკურნალო საშუალების წინა შეყვანაზე, წარმოადგენენ განმეორებითი რეაქციის წარმოქმნის მომატებული რისკის მქონე პაციენტებს იგივე სამკურნალო საშუალების ან, შესაძლოა, სხვა სამკურნალო საშუალების შემდგომი შეყვანის შემთხვევაში და ამიტომ შედიან მაღალი რისკის ჯგუფში.
- გადოტერის მჟავას შეყვანამ შესაძლოა გააუარესოს უკვე არსებული ასთმის სიმპტომები. პაციენტებში ბრონქული ასთმით, რომლის კონტროლი მედიკამენტოზურად ვერ ხერხდება, გადოტერის მჟავას შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
- როგორც ცნობილია, იოდირებული კონტრასტული საშუალებების გამოყენებისას, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, და განსაკუთრებით ბრონქული ასთმის არსებობის შემთხვევაში. ეს პაციენტები შეიძლება არამგრძნობიარენი აღმოჩნდნენ ჰიპერმგრძნობელობის ბეტა- აგონისტებით სტანდარტული მკურნალობის მიმართ.
- კონტრასტული საშუალების შეყვანის წინ უნდა იქნას დაზუსტებული, ჰქონდათ თუ არა პაციენტებს ანამნეზში ალერგია (მაგალითად, ალერგია თევზზე ან ზღვის პროდუქტებზე, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება), მგრძნობელობა კონტრასტული ნივთიერებების მიმართ ან ბრონქული ასთმა, რადგან კონტრასტულ საშუალებებზე არასასურველი რეაქციების მოხსენებული სიხშირე უფრო მაღალია ამ დაავადებების მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში შეიძლება განხილულ იქნას პრემედიკაციის შესაძლებლობა ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებებით და/ან გლუკოკორტიკოიდებით.
- დიაგნოსტიკური პროცედურის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონტრასტული საშუალების შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს სპეციფიკური თერაპია, რისთვისაც აუცილებელია ვენური წვდომის შენარჩუნება. სასწრაფო შემთხვევებში გადაუდებელი ღონისძიებების ჩასატარებლად
მომზადებული უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ადრენალინი და ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები), ენდოტრაქეალური მილი და რესპირატორი.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენებამდე რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოსავლენად.
პაციენტებისაგან თირკმლის მწვავე ან ქრონიკული მძიმე უკმარისობით (გფს <30 მლ/წთ/1.73 მ2) შემოვიდა შეტყობინებები ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) განვითარების შემთხვევების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთი გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენებასთან. პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ღვიძლის გადანერგვა იმყოფებიან განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ, რადგან აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მაღალია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების სიხშირე. სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენების შემდეგ ნსფ-ის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით და პაციენტებში ღვიძლის გადანერგვის პერიოპერაციულ პერიოდში, სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მრტ-ის კონტრასტული გაძლიერებით ჩატარების დროს მიღებულ ინფორმაციას აქვს გადამწყვეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და მისი მიღება შეუძლებელია მრტ-ის კონტრასტირების გარეშე ჩატარების დროს.
სამკურნალო საშუალება კლარისკანის შეყვანის შემდეგ ჰემოდიალიზის სეანსის ჩატარებამ შესაძლოა დააჩქაროს სამკურნალო ნივთიერების გამოდევნა ორგანიზმიდან. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰემოდიალიზის ჩატარება ამცირებს ნეფროგენული სისტემური ფიბროზის განვითარების რისკს პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ვინაიდან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შესაძლებელია გადოტერის მჟავას თირკმლის კლირენსის შენელება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების გამოკვლევა თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებით.
ბავშვები
ახალშობილები და ჩვილები 1 წლამდე
თირკმელების ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო ახალშობილებში 4 კვირამდე და ჩვილებში 1 წლამდე, სამკურნალო საშუალება კლარისკანი ამისთანა პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული გულდასმითი შეფასების შემდეგ.
ახალშობილებში და ჩვილებში საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ხელით.
ცნს-ის დაავადებების მქონე პაციენტები
ისევე, როგორც გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია სამკურნალო საშუალების სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც მომატებული აქვთ კრუნჩხვითი მზადყოფნა.
უნდა იქნას მიღებული სიფრთხილის ზომები, მაგალითად, უნდა განხორციელებული იქნას პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია
მთელი აღჭურვილობისა და ყველა სამკურნალო საშუალებების მომზადება, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს კრუნჩხვების კუპირებისათვის.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები
გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალება კლარისკანი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელის გულდასმითი შეფასების შემდეგ, რადგან ამ კატეგორიის პაციენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეზღუდულია.
პაციენტის მომზადება
გულისრევისა და ღებინების წარმოქმნა ცნობილი გვერდითი მოვლენაა მრტ-სათვის კონტრასტული საშუალებების გამოყენების დროს. გამოკვლევის დაწყებამდე 2 საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ თავი საკვების მიღებისაგან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
გადოტერის მჟავას ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი. სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ბეტა-ადრენობლოკატორების, ვაზოაქტიური სამკურნალო საშუალებების, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს არტერიული წნევის ცვალებადობის კომპენსაციის გულსისხლძარღვთა მექანიზმების ეფექტურობის დაქვეითებასთან. საკონტრასტო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა- ადრენობლოკატორებს (იხ. ნაწილი 4.4).
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობა
ორსულ ქალებში გადოტერის მჟავას გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში არ იყო აღნიშნული სამკურნალო საშუალების პირდაპირი ან არაპირდაპირი არასასურველი ზემოქმედება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან (იხ. ნაწილი 5.3). სამკურნალო საშუალება კლარისკანი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს გადოტერის მჟავას გამოყენებას.
ძუძუთი კვება
კონტრასტული ნივთიერება, რომელიც შეიცავს გადოლინიუმს, მხოლოდ მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში (იხ. ნაწილი 5.3). სამკურნალო საშუალების კლინიკური დოზებით გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი მავნე ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე იმ სამკურნალო საშუალების რაოდენობის სიმცირისა, რომელიც გადადის დედის რძეში, და კუჭ-ნაწლავის აბსორბციის დაბალი დონის გამო.
გაგრძელდეს თუ არ გაგრძელდეს ძუძუთი კვება 24 საათის განმავლობაში კლარისკანის გამოყენების შემდეგ - უნდა იყოს გადაწყვეტილი მკურნალი ექიმისა და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ.
ფერტილობა
კლინიკური მონაცემები სამკურნალო საშუალების ფერტილობაზე გავლენის შესახებ არ არის.
- 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე სპეციალური კვლევები სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა. თუმცა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას ამბულატორიული პაციენტები უნდა მოერიდონ სატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას გულისრევის შესაძლო განვითარების გამო.
- 8 გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია გადოტერის მჟავას გამოყენებასთან, ჩვეულებრივ მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობისაა და გააჩნიათ გარდამავალი ხასიათი. ყველაზე ხშიად აღინიშნებოდა სითბოს, სიცივის შეგრძნება და/ან ტკივილი ინექციის ადგილზე.
კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა თავის ტკივილი და პარესთეზიები (ძალიან ხშირი - 1/10- ზე მეტი), ხშირი რეაქციები იყო გულისრევა, ღებინება და კანისმიერი რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ერითემატოზული გამონაყარი და ქავილი (ხშირი: 1/100-ზე მეტი და 1/10-ზე ნაკლები).
რეგისტრაციის შემდგომ დაკვირვებებში ყველაზე ხშირი დარეგისტრირებული არასასურველი რეაქციები გადოტერის მჟავას შეყვანის შემდეგ არის გულისრევა, ღებინება, ქავილი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებში ყველაზე ხშირი რეგისტრირებული არის კანისმიერი რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს ლოკალიზებული, უფრო გავრცელებული ან გენერალიზირებული. ყველაზე ხშირი ეს რეაქციები ვითარდება დაუყოვნებლივ (ინექციის დროს ან ინექციის დაწყების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში), ზოგჯერ მათი გამოვლენა შეიძლება მოხდეს დაგვიანებით (ინექციის შემდეგ ერთი საათიდან რამოდენიმე დღემდე), ამ შემთხვევაშიც ისინი იჩენენ თავს კანისმიერი რეაქციების სახით.
დაუყოვნებლივ გამოვლენილი რეაქციები მოიცავენ ერთ ან რამოდენიმე სიმპტომს, რომლებიც ვითარდება ერთდროულად ან თანმიმდევრულად. ყველაზე ხშირი ეს არის კანისმიერი, სუნთქვითი ან გულ-სისხლძარღვთა რეაქციები. თითოეული სიმპტომი შეიძლება იყოს შოკის დასაწყისის მაუწყებელი, რომელსაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოსდევს ლეტალური შედეგი. ასევე იყო დარეგისტრირებული ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) ცალკეული შემთხვევები გადოტერის მჟავას გამოყენების შემდეგ, მათი უმეტესობა დარეგისტრირებული იყო პაციენტებში, რომლებსაც ამავროულად შუყვანეს გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებები (იხ. ნაწილი 4.4).
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში ორგანოთა სისტემების კლასების (ოსკ) და წარმიქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100- დან 1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან 1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია ( დადგენა შეუძლებელია არებული მონაცემებიდან გამომდინარე). წარმოდგენილი მონაცემები აღებულია კლინიკური გამოკვლევებიდან, ასეთების არსებობის შემთხვევაში ან 82 103 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული ობსერვაციული გამოკვლევებიდან.
ორგანოთა სისტემური კლასი
სიხშირე: არასასურველი რეაქციები
დარღვევების იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: აგზნებადობა, მოუსვენრობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი: პარესთეზიები, თავის ტკივილი იშვიათი: გემოს დარღვევა
ძალიან იშვიათი: კომა, კრუნჩხვები, გულის წასვლა, გულის წასვლის წინა მდგომარეობები, თავბრუსხვევა, პაროსმია,
ტრემორი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი, თვალის ჰიპერემია, ბუნდოვანი მხედველობა, მომატებული ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან იშვიათი: გულის გაჩერება, ბრადიკარდია,
ტაქიკარდია, არითმია, გულისცემის შეგრძნება
დარღვვები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: არტერიული წნევის დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება, ვაზოდილატაცია, კანის
სიფერმკრთალე
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და
შუასაყარის ორგანოების მხრივ
ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაჩერება, ფილტვების შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი, ხორხის შეშუპება, ქოშინი, ცხვირის დახშობა, ცემინება, ხველა, ყელის სიმშრალე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: გულისრევა, ღებინება
ძალიან იშვიათი: ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირი: ქავილი, ერითემა, გამონაყარი
იშვიათი: ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი
ძალიან იშვიათი: ეგზემა, ანგიონევროზული შეშუპება
სიხშირე უცნობია: ნეფროგენული სისტემური ფიბროზი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და
შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი: კუნთოვანი კონტრაქტურები, კუნთების
სისუსტე, ტკივილი ზურგში
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
ხშირი: სიცხის, სიცივის შეგრძნება, ტკივილი ინექციის ადგილზე
ძალიან იშვიათი: შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ცხელება, შემცივნება, სახის შეშუპება, ასთენია, დისკომფორტი ინექციის ადგილზე, რეაქციები ინექციის ადგილზე, შეშუპება ინექციის ადგილზე, ექსტრავაზაცია ინექციის ადგილზე, ანთება ინექციის ადგილზე (ექსტრავაზაციის შემთხვევაში), ნეკროზი ინექციის ადგილზე (ექსტრავაზაციის შემთხვევაში), ზედაპირული ვენების ფლებიტი
ლაბორატორული და ინსტრუმენტული მონაცემები
ძალიან იშვიათი: სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება
შემდეგი არასასურველი რეაქციები იყო დარეგისტრირებული მრტ-ის სხვა ინტრავენური კონტრასტული საშუალებების გამოყენების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მათი განვითარება სამკურნალო საშუალება კლარისკანის გამოყენების დროს.
ორგანოთა სისტემური კლასი
არასასურველი რეაქციები
დარღვევები სისხლისა და ლიმფური
სისტემის მხრივ
ჰემოლიზი
ფსიქიკური დარღვევები
ცნობიერების არევა
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
გარდამავალი სიბრმავე, ტკივილი თვალებში
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და
ლაბირინთული დარღვევები
ტინიტუსი, ყურის ტკივილი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
ასთმა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მხრივ
სიმშრალე პირში
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ბულოზური დერმატიტი
დარღვევები თირკმელებისა და
შარდგამომყოფი გზების მხრივ
შარდის შეუკავებლობა, თირკმლის მილაკების ნეკროზი,
თირკმლის მწვავე უკმარისობა
ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები
ელექტროკარდიოგრამაზე PR ინტერვალის გახანგრძლივება, რკინის კონცენტრაციის მატება სისხლში, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება სისხლში, ფერიტინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში, ღვიძლის ფუქციური სინჯის მაჩვენებლების გადახრა ნორმიდან
არასასურველი რეაქციები ბავშვებში
გადოტერის მჟავასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები ბავშვებში იშვიათად გვხვდება.
ასეთი მოვლენების პროგნოზირება ზრდასრულებისთვის მოსალოდნელის იდენტურია.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ:
მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოწოდება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო საშუალების „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია შეატყობინონ სამკურნალო საშუალებაზე ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ-სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შესახებ ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
ბელორუსის რესპუბლიკა
220037, მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი, 2ა
უს“ჯანდაცვის ექსპერტიზისა და გამოცდის ცენტრი“
ფარმაკოზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 (17)242-00-29; ფაქსი: +375 (17)242-00-29
ელ.ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა,
0051, ერევანი, კომიტასის გამზ.49/4,
დტსს “აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახ. წამლების ექსპერტიზისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრი“
ტელ: (+37460) 830073
http//www.pharm.am
- 9 დოზის გადაჭარბება
კლარისკანის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის მეშვეობით. ამისდამიუხედავად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰემოდიალიზი გამოდგება ნეფროგენული სისტემური ფიბროზის პროფილაქტიკისთვის (ნსფ).
- ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარამაგნიტური კონტრასტული საშუალება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისათვის
ათქ კოდი: V08CA02
მოცემულ სამკურნალო საშუალებას არ გააჩნია სპეციფიკური ფარმაკოდინამიკური აქტივობა.
გადოტერის მჟავა წარმოადგენს პარამაგნიტური ნივთიერებას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის (მრტ). გაძლიერებულ კონტრასტ-ეფექტს უზრუნველყოფს გადოტერის მჟავა, რომელიც წარმოადგენს გადოლინიუმის იონურ კომპლექსს, რომელიც შედგება გადოლინიუმის ოქსიდისა და ტეტრაძმარმჟავას (DOTA) 1,4,7,10 ტეტრააზაციკლოდოდეკანი-N, N’,N’’,N’’’-საგან, მეგლუმინის მარილის სახით.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ გადოტერის მჟავა ძირითადად ნაწილდება ორგანიზმის უჯრედშორის სითხეში. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 18 ლიტრს, რაც დაახლოებით უჯრედშორისი სითხის მოცულობის ექვივალენტურია. გადოტერის მჟავა არ უკავშირდება ცილებს, კერძოდ, სისხლის პლაზმის ალბუმინს. გადოტერის მჟავა მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში და ნელა კვეთს პლაცენტურ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიტები არ იქნა აღმოჩენილი.
გამოყოფა
გადოტერის მჟავა სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით (89% 6 საათის შემდეგ, 95% 24 საათის შემდეგ) გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით. სამკურნალო საშუალების
უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ფეკალიებით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,6 საათს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების განსაკუთრებული მახასიათებლები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 5 საათამდე იზრდებოდა 30-დან 60 მლ-მდე/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში და დაახლოებით 14 საათამდე კრეატინინის კლირენსის 10-დან 30 მლ-მდე/წთ შემთხვევაში.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკური მონაცემები არ მიუთითებენ ადამიანისათვის განსაკუთრებულ საფრთხეზე, რომელიც უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობისა ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის ტრადიციულ კვლევებზეა დაფუძნებული.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა დედის რძეში გადოტერის მჟავას უმნიშვნელო სეკრეცია (დოზის 1%-ზე ნაკლები).
- ფარმაცევტული მონაცემები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
მეგლუმინი ტეტრაქსეტანი (DOTA) საინექციო წყალი
- 2 შეუთავსებლობა
რადგან არ ჩატარებულა თავსებადობის კვლევები, აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ შეიძლება იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
- 3 შენახვის ვადა
3 წელი
პრეპარატის გამოყენების დროს მისი ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა იქნა დემონსტრირებული 48 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნა შეყვანილი, გამოსაყენებლად გამზადებული პრეპარატის შენახვა და პირობების უზრუნველყოფა შეყვანამდე წარმოადგენს მომხმარებლის მოვალეობას, ზოგადად გამოყენების დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს ოთახის ტემპერატურის პირობებში, თუ გახსნა არ ხორციელდებოდა შემოწმებულ და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე რენტგენის მეორადი სხივებისაგან დაცულ ადგილზე.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
სამკურნალო საშუალება კლარისკანი წარმოდგენილია შემდეგი ტიპის შეფუთვით:
შუშის ფლაკონები (ტიპი I, უფერული მინა) 10 მლ ტევადობით (თითოეული 5 მლ ან 10 მლ) და 20 მლ (თითოეული 15 მლ ან 20 მლ), დახუფული რეზინის საცობებით, მოჭერილი ალუმინის თავსახურით და დახურული ფერადი პლასტიკის თავსახურით.
10 მინის ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელსაც აქვს ტიხარი ფლაკონების ჩასადები დანაყოფებით.
პრეპარატის 50 მლ და 100 მლ პოლიპროპილენის ფლაკონებში 50 მლ და 100 მლ მოცულობით შესაბამისად, დახუფული რეზინის საცობით, ხრახნიანი პლასტიკის ხუფით, ზევიდან პლასტიკური თავსახურით და პირველადი გახსნის რგოლით.
პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.
სპეციალური მითითებები სამკურნალო საშუალებასთან მოპყრობის შესახებ
ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე საინექციო ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს. უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ხილული ნაწილაკების გარეშე. მზადდება შპრიცი ნემსით. მინის ფლაკონებისათვის: აშორებენ პლასტიკის თავსახურს. პოლიპროპილენის ფლაკონებისთვის: აშორებენ პლასტიკის ხრახნიან ხუფს ან პლასტიკის თავსახურს. იწმინდება ფლაკონის საცობი სპირტში დასველებული ტამპონით და საცობი იხვრიტება ნემსით. ამოაქვთ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა და შეჰყავთ ინტრავენურად.
გამოუყენებელი კონტრასტული ნივთიერების დარჩენილი რაოდენობა ფლაკონებში, დამაკავშირებელი მილები, შეყვანის სისტემის ყველა ერთჯერადი კომპონენტი უნდა განადგურდეს გამოყენების შემდეგ.
ფლაკონის ეტიკეტის მოსაგლეჯი თვითწებვადი სააღრიცხვო ნაწილი უნდა იყოს ჩაწებებული პაციენტის ბარათში გამოყენებული კონტრასტული საშუალების საიმედო კონტროლის უზრუნველსაყოფად. ასევე აუცილებელია სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაფიქსირება. თუ გამოიყენება პაციენტების ელექტრონული ბარათები, მაშინ აუცილებელია დაფიქსირდეს სამკურნალო საშუალების დასახელება, სერიის ნომერი და დოზა.
კონტრასტული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა ან ნარჩენები უნდა იქნას უტილიზებული ადგილობრივი წესების შესაბამისად.
- 7 გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
„ჯიი ჰელსკეა ას“ (Ge Healthcare AS)
ნიკოვეიენ 1 (Nycoveien 1 ), პოსტბოქს 4220 ნიდალენ (P.O. Box 4220 Nydalen)
NO-0401 ოსლო, ნორვეგია (NO-0401 OSLO, NORWAY)
ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება მისამართზე:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობა
"LV System Service" (ლატვიის რესპუბლიკა) ბელორუსის რესპუბლიკაში 220075, ქ. მინსკი, ინჟინერნაიას ქ., 7-4, ტელ.: + 375 17 3748985
სომხეთის ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება მისამართზე:
შპს “ LV System Serviсe”-ს წარმომადგენლობა სომხეთში, 0038, ქ. ერევანი, აბელიანის ქუჩა 6/4 ბიზნეს-ცენტრი „თი ჯი ეი“
ტელ:+374 91220841
E-mail: [email protected]
საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება მისამართზე:
შპს “LV System Service”-ს წარმომადგენლობა საქართველოში, 0160, საქართველო, თბილისი, გამრეკელის 19, ოფისი 307
ტელ:+995 32 2 242505
მობ: +995 599 925222
E-mail: [email protected]
ქვეყნებში შეიძლება იყვნენ დისტრიბუტორები, რომლებიც არ არიან მითითებულნი სამკურნალო საშუალების ზოგად დახასიათებაში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



