ციკლოლუქსი არის კონტრაქტული საშუალება, რომელიც შეიცავს გადოტერის მჟავას. განკუთვნილია მხოლოდ სადიაგნოსტიკო გამოყენებისათვის. ციკლოლუქსი გამოიყენება იმ სურათების კონტრასტის გაძლიერებისათვის, რომელსაც იღებენ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებით (MRI) გამოკვლევისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- gadoteric acid
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5მმოლი/მლ 20მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Sanochemia Pharmazeutika GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, პარამაგნიტური კონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08CA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044949
- რეგისტრირებულია
- 10 მარტი 2026, მოქმედებს 10 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს კომპანია მედინსერვი
ციკლოლუქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ციკლოლუქსი არის კონტრაქტული საშუალება, რომელიც შეიცავს გადოტერის მჟავას. განკუთვნილია მხოლოდ სადიაგნოსტიკო გამოყენებისათვის.
ციკლოლუქსი გამოიყენება იმ სურათების კონტრასტის გაძლიერებისათვის, რომელსაც იღებენ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებით (MRI) გამოკვლევისას. კონტრასტის გაძლიერება აუმჯობესებს გამოსახულებასა და ხაზოვნებას:
ზრდასრულები და პედიატრიული პოპულაცია (0-18 წელი)
ცენტრალური ნერვული სისტემის მრტ, მათ შორის თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და მომიჯნავე ქსოვილების დეფექტები (დაზიანებები);
მთლიანი სხეულის მრტ, მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასის, მენჯის, ფილტვის, გულის, გულ-მკერდისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფექტები (დაზიანებები);
ზრდასრული პოპულაცია:
მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, მათ შორის არტერიების დეფექტები (დაზიანებები) და შევიწროებები (სტენოზები), კორონარული არტერიების გარდა.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენებული უნდა იქნას ის მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს კონტრასტის საკმარის გაძლიერებას დიაგნოსტიკური მიზნებისათვის. დოზის გამოთვლა ხდება პაციენტის სხეულის წონის მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტში მოყვანილ, სხეულის მასის ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით რეკომენდებულ დოზას.
თავის ტვინისა და ზურგის ტვინის MRT: ნევროლოგიური გამოკვლევების დროს დოზა შეიძლება იცვლებოდეს სხეულის წონის მიხედვით 0,1-დან 0,3 მმოლამდე სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, შესაბამისად 0,2 – 0,6 მლ სხეულის წონის თითო კილოგრამზე. თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებთან 0,1 მმოლ/კგ დოზის შეყვანის შემდეგ 0,2 მმოლ/კგ დამატებით შეყვანამ შეიძლება გააუმჯობესოს სიმსივნის გამოსახულება და გააადვილოს ჩასატარებელი თერაპიის გადაწყვეტილება.
მთლიანი სხეულის MRT და ანგიოგრაფია: დიაგნოსტიკურად ადეკვატური კონტრასტის მისაღწევად ინტრავენური ინექციის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,1 მმოლ სხეულის წონის 1 კგ-ზე (ანუ 0,2 მლ/კგ სხეულის წონაზე).
ანგიოგრაფია: განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ., თუ ვერ მოხერხდა სისხლძარღვთა ვრცელი არეალის დამაკმაყოფილებელი გამოსახულება) შეიძლება იყოს გამართლებული მეორე ინექციის განმეორებითი შეყვანა 0,1 მმოლ/კგ ოდენობით, რაც შეესაბამება 0,2 მლ სხეულის წონის ერთ კილოგრამზე. თუმცა, თუ ციკლოლუქსის 2 ზედიზედ დოზა უნდა იქნას გამოყენებული ანგიოგრაფიის წინ, 0,05 მმოლ/კგ სხეულის მასის გამოყენება, რაც ექვივალენტურია 0,1 მლ/კგ სხეულის მასაზე თითოეული დოზისთვის, შეიძლება იყოს მომგებიანი, რაც დამოკიდებულია გამოსახულების ხელმისაწვდომ აღჭურვილობაზე.
პედიატრიული პოპულაცია: ტვინის და ხერხემლის/მთელი სხეულის MRT: ციკლოლუქსის რეკომენდებული და მაქსიმალური დოზაა 0.1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე. არ გამოიყენოთ ერთზე მეტი დოზა სკანირების დროს. 4 კვირის ასაკამდე ახალშობილებსა და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში თირკმელების განუვითარებელი ფუნქციის გამო, ამ პაციენტებთან მხოლოდ საგულდაგულო შეფასების შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული დოზა მაქსიმუმ 0,1 მმოლ/კგ ოდენობით. არ გამოიყენოთ ერთზე მეტი დოზა სკანირების დროს. განმეორებითი მიღების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ციკლოლუქსის ინექციები არ უნდა განმეორდეს, თუ ინექციებს შორის ინტერვალი მინიმუმ 7 დღეს არ შეადგენს.
ციკლოლუქსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ანგიოგრაფიისთვის, ამ ჩვენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: დოზების რეკომენდაციები ზრდასრულ პაციენტთათვის ვრცელდება ასევე თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის შეზღუდვის მქონე პაციენტებზე (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ≥ 30 მლ/წთ/1,73 მ2). ასევე იხ. ქვემოთ „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ზრდასრული პაციენტებისათვის დოზირების რეკომენდაციები გამოყენებადია ასევე ამ პაციენტებთან. აუცილებელია სიფრთხილე, განსაკუთრებით ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციული ფაზის შემთხვევაში.
ადმინისტრირების მეთოდი
ციკლოლუქსი ნაჩვენებია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისათვის. დაუშვებელია მისი ინტრათეკალური გზით გამოყენება. მკაცრად დაიცავით ინტრავენური ინექცია: ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი აუტანლობის რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის მოვლას. ინფუზიის სიჩქარე: 3 – 5 მლ/წთ. (ანგიოგრაფიული გამოკვლევების შემთხვევაში შეიძლება ინფუზიის უფრო მაღალი სიჩქარეების გამოყენება 120 მლ-მდე წუთში, ე.ი. 2 მლ/წ.).
ოპტიმალური ვიზუალიზაცია: ინექციიდან 45 წუთის განმავლობაში.
გამოსახულების ოპტიმალური თანმიმდევრობა: T1-შეწონილი.
კონტრასტული საშუალების ინტრავაზალური შეყვანა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე. გამოყენების შემდეგ პაციენტი მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ჩნდება ამ დროის განმავლობაში.
მოამზადეთ ნემსიანი შპრიცი. მოაცილეთ პლასტმასის თავსახური. სპირტით გაჟღენთილი ტამპონით საცობის გაწმენდის შემდეგ გახვრიტეთ საცობი ნემსით. ამოიღეთ გამოკვლევის ჩასატარებლად საჭირო ციკლოლუქსის საინექციო ხსნარის ოდენობა და შეიყვანეთ ინტრავენურად.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გამოყენების წინ საინექციო ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოსაყენებლად ვარგისია მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
პედიატრიული პოპულაცია
ციკლოლუქსის ოდენობიდან გამომდინარე, ბავშვისთვის სასურველია გამოიყენოთ ციკლოლუქსის ფლაკონები ერთჯერადი შპრიცით, რომლის მოცულობაც შეესაბამება ამ რაოდენობას, რათა დაცული იქნას შეყვანილი მოცულობის უკეთესი სიზუსტე. ახალშობილებში და ჩვილებში საჭირო დოზა უნდა შეიყვანოთ ხელით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ციკლოლუქსის გამოყენებამდე, რეკომენდებულია ყველა პაციენტის სკრინინგი თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით.
გადოლინიუმის შემცველი ზოგიერთი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს შეტყობინება ნეფროგენურ სისტემურ ფიბროზზე (NSF) მწვავე ან ქრონიკული ფორმის თირკმლის მძიმე უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30მლ/წთ/1,73მ2) დაავადებულ პაციენტებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც იტარებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციას, რადგან ამ ჯგუფში თირკმლის მწვავე უკმარისობით ავადობის სიხშირე არის ძალიან მაღალი. ვინაიდან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ციკლოლუქსის გამო გაჩნდეს ნეფროგენური სისტემური ფიბროზი, თირკმლის ფუნქციის მძიმე შეზღუდვით დაავადებულ პაციენტებთან და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ ფაზაში მყოფ პაციენტებთან მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელისა და რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ და მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო არის დიაგნოსტიკური ინფორმაცია, ხოლო კონტრასტული ნივთიერების გაძლიერების გარეშე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მისი მოპოვება არის შეუძლებელი. თუ არის საჭირო ციკლოლუქსის გამოყენება, დოზა არ უნდა აჭარბებდეს 0,1 მმოლ სხეულის წონის ერთ კილოგრამზე. სკანირების დროს არ არის მიზანშეწონილი ერთზე მეტი დოზის გამოყენება. ვინაიდან ხელთ არ გაგვაჩნია ინფორმაცია განმეორებითი გამოყენების შესახებ, ციკლოლუქსის ინექცია არ უნდა განმეორდეს, თუკი ინექციებს შორის ინტერვალი შეადგენს 7 დღეზე ნაკლებს.
ციკლოლუქსის გამოყენების შემდეგ ჰემოდიალიზის ჩატარება იქნებოდა სასარგებლო, რათა მოხდეს სხეულიდან ციკლოლუქსის გაყვანა. არ არსებობს იმის დადასტურება, რომ ჰემოდიალიზის დაწყება ნეფროგენური სისტემური ფიბროზის პრევენციისა ან მკურნალობის მიზნით არის მიზანშეწონილი პაციენტებთან, რომელთაც ჯერ არ ჩაუტარებიათ დიალიზი.
ხანდაზმულები
იმის გამო, რომ გადოტერის მჟავის რენალური კლირენსი ხანდაზმულებში შეიძლება იყოს გაუარესებული (დაქვეითებული), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ზევით ასაკის პაციენტთა შემოწმება თირკმლის ფუნქციის დარღვევის კუთხით.
ახალშობილები და ჩვილები
იხილეთ დოზირება და მიღების მეთოდი, პედიატრიული პოპულაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა გადოტერის მჟავას, მეგლუმინის ან გადოლინიუმის შემცველი ნებისმიერი სამკურნალო პროდუქტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ციკლოლუქსის გამოყენება არ შეიძლება,
თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერებაზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი)
თუ გაქვთ ალერგია გადოლინიუმის შემცველ პრეპარატებზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას გამოსაყენებელ სხვა კონტრასტული საშუალებების მსგავსად).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან რადიოლოგს, თუ თქვენ გეხებათ შემდეგი ჩამოთვლილთაგან:
კონტრასტული ნივთიერებით ჩატარებული გამოკვლევისას ადრე უკვე გქონდათ ალერგიული რეაქცია
გაწუხებთ ასთმა
გაქვთ ალერგიის ისტორია (როგორიცაა, ალერგია ზღვის პროდუქტებზე, ჭინჭრის ციება, თივის ცხელება)
მკურნალობთ ბეტა-ბლოკატორით (გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატი, მაგ., მეტოპროლოლი)
თქვენი თირკმელები არ მუშაობს სათანადოდ
ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ან მალე ჩაგიტარდებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია
გაწუხებთ გულის ან გულსისხლძარღვთა დაზიანებები
გქონიათ კრუნჩხვითი შეტევები ან დაავადებული ხართ ეპილეფსიით.
ყველა ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი ან რადიოლოგი შეაფასებს ციკლოლუქსის გამოყენების სარგებელს რისკთან მიმართებაში და გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა იგი. თუ დაგენიშნებათ ციკლოლუქსის გამოყენება, ექიმი ან რადიოლოგი მიიღებს საჭირო პრევენციულ ზომებს და საგულდაგულოდ გააკონტროლებს პრეპარატის ადმინისტრირებას.
ციკლოლუქსის გამოყენების გადაწყვეტილებამდე თქვენი ექიმი ან რადიოლოგი სავარაუდოდ ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს, რათა შეამოწმოს თირკმელების მუშაობა, განსაკუთრებით, თუ ხართ 65 წლის ან მეტი ასაკის.
ახალშობილები და ჩვილები
4 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში თირკმელების ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო, ციკლოლუქსი გამოიყენება მხოლოდ ექიმის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
გამოკვლევის წინ მოიხსენით ლითონის ყველა ნივთი, რომელსაც, შესაძლოა, ატარებთ. შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან რადიოლოგს, თუ გაქვთ გაკეთებული:
კარდიოსტიმულატორი
სისხლძარღვის მომჭერი
ინფუზური ტუმბო
ნერვის სტიმულატორი
კოქლეარული იმპლანტატი (შიდა ყურში ჩანერგილი იმპლანტატი)
ლითონის რაიმე სავარაუდო უცხო სხეულები, განსაკუთრებით თვალში.
ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლითონის ამ საგნებს შეუძლია სერიოზული პრობლემების გამოწვევა, იმიტომ რომ მრტ-აპარატები იყენებენ ძალიან ძლიერ მაგნიტურ ველებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან რადიოლოგს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ სხვა პრეპარატების გამოყენებას. განსაკუთრებით შეატყობინეთ ექიმს, რადიოლოგს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, ვაზოაქტიური სუბსტანციები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-II-რეცეპტორების ანტაგონისტები.
ციკლოლუქსი საკვებთან და სასმელთან ერთად
ციკლოლუქსისა და საკვები პროდუქტების თუ სასმელის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი. თუმცა, გაარკვიეთ ექიმთან, რადიოლოგთან ან ფარმაცევტთან, ხომ არ არის საჭირო გამოკვლევის წინ საკვებსა და სასმელზე უარის თქმა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ციკლოლუქსის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადოტერის მჟავის გამოყენება აუცილებელია ქალის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ძუძუთი კვების გაგრძელება ან შეწყვეტა ციკლოლუქსის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ექიმისა და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ.
რეკომენდაციები მოხმარების წესთან დაკავშირებით
დაკვირვებისათვის საჭირო, საინექციო ფლაკონებზე არსებული მოცილებადი ეტიკეტი უნდა მიაკრათ პაციენტი ანკეტას, რათა უზრუნველყოფილი იქნას გამოყენებული კონტრასტული, გადოლინიუმის შემცველი, ნივთიერების ზუსტი დოკუმენტირება. ასევე აუცილებელია გამოყენებული დოზის მითითება. თუ გამოიყენება პაციენტთა ელექტრონული ანკეტები, მათში დაფიქსირებული უნდა იქნას პრეპარატის დასახელება, სერია და დოზა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ციკლოლუქსის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუ გამოკვლევის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობთ, არ უნდა მართოთ მანქანა ან გამოიყენოთ მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეიძლება გააჩნდეს გვერდითი ეფექტები, რომელიც თავს ყველასთან არ იჩენს.
ადმინისტრირების შემდეგ, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ. გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ვლინდება დაუყოვნებლივ ან ზოგჯერ ოდნავ მოგვიანებით. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ციკლოლუქსის ინექციიდან შვიდი დღის განმავლობაში.
არსებობს მცირედი რისკი, რომ გქონდეთ ალერგიული რეაქცია ციკლოლუქსის მიმართ. ესეთი რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს შოკი (ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს). ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება იყოს შოკის პირველი ნიშნები. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, რადიოლოგს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს, თუ შეამჩნიეთ ამ ჩივილებიდან რომელიმე:
სახის, პირისა ან ყელის შეშუპება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება
ხელების ან ფეხების შეშუპება
თავბრუსხვევა (დაბალი წნევა)
სუნთქვის გაძნელება
სტვენითი სუნთქვა
ხველა
ქავილი
ცხვირიდან გამონადენი
ცემინება
თვალის გაღიზიანება
ჭინჭრის ციება
კანზე გამონაყარი
არახშირი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება შეეხოს 100-დან 1 ადამიანს)
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
- თავის ტკივილი
- უჩვეულო გემო პირში
- თავბრუსხვევა
- ძილიანობა (ძილი)
- ჩხვლეტის, სითბოს/წვის, სიცივის შეგრძნება და/ან ტკივილი
- დაბალი ან მაღალი წნევა
- გულისრევა (სისუსტე)
- კუჭის ტკივილი
- გამონაყარი
- სიცხის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება
- ასთენია (ენერგიის დაკარგვა; სისუსტე)
- ინექციის ადგილის დისკომფორტი, ინექციის ადგილის რეაქცია, ინექციის ადგილის სიცივე, ინექციის ადგილის შეშუპება, პროდუქტის დიფუზია სისხლძარღვების გარეთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება (სიწითლე და ადგილობრივი ტკივილი)
იშვიათი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს)
- შფოთვა, სისუსტე (თავბრუსხვევა და ცნობიერების დაკარგვის შეგრძნება)
- ქუთუთოების შეშუპება
- პალპიტაცია
- ცემინება
- ღებინება (გულისრევა)
- დიარეა
- ნერწყვის მომატებული სეკრეცია
- ჭინჭრის ციება, ქავილი, ოფლიანობა
- ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება შეეხოს 10 000-დან 1 ადამიანს)
- ანაფილაქსიური ან ანაფილაქსიურის მსგავსი რეაქციები (სერიოზული, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქცია)
- აჟიტირება
- კომა, კრუნჩხვები, სინკოპე (ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა), ყნოსვის დარღვევა (ხშირად უსიამოვნო სუნის აღქმა), ტრემორი
- კონიუნქტივიტი, თვალის სიწითლე, მხედველობის დაბინდვა, მომატებული ცრემლდენა
- გულის გაჩერება, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება, სიფერმკრთალე
- სუნთქვის გაჩერება, ფილტვის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ცხვირის გაჭედვა, ხველა, ყელის სიმშრალე, ყელის შეკუმშვა დახრჩობის შეგრძნებით, სუნთქვის სპაზმი, ყელის შეშუპება
- ეგზემა, კანის სიწითლე, ტუჩების შეშუპება და ლოკალიზაცია პირის ღრუში
- კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი
- სისუსტე, გულმკერდის არეში დისკომფორტი, ცხელება, სახის შეშუპება, პროდუქტის დიფუზია სისხლძარღვების გარეთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის კვდომა ინექციის ადგილზე, ვენების ანთება
- სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება
არსებობს ინფორმაცია ნეფროგენული სისტემური ფიბროზის შესახებ (რომელიც იწვევს კანის გამაგრებას და შეიძლება გავრცელდეს რბილ ქსოვილებსა და შინაგან ორგანოებზე), რაც თავს იჩენდა უმეტესად იმ პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ გადოტერის მჟავას გადოლინიუმის შემცველ სხვა კონტრასტულ საშუალებებთან ერთად. თუ მრტ-გამოკვლევის შემდგომი კვირების განმავლობაში სადმე სხეულზე აღმოაჩენთ ფერისა და/ან კანის ცვლილებებს, შეატყობინეთ რადიოლოგს, რომელმაც ჩაგიტარათ გამოკვლევა.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდით ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს რადიოლოგს, ფარმაცევტს, ექიმს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ V დანართში ჩამოთვლილი ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ჭარბი დოზა
გადოტერის მჟავას გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰემოდიალიზი შესაფერისია ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (NSF) პრევენციისთვის.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის გადოტერის მჟავა. საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 279,32 მგ გადოტერის მჟავას (მეგლუმინის მარილის სახით), რაც შეესაბამება 0,5 მმოლ გადოტერის მჟავას (მეგლუმინის მარილის სახით).
სხვა ინგრედიენტებია მეგლუმინი, 2,2'',2'',2''-(1,4,7,10-ტეტრააზაციკლოდოდეკანი-1,4,7,10-ტეტრილ) ტეტრაძმარმჟავა (DOTA) და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ციკლოლუქსი და შეფუთვის შიგთავსი
ციკლოლუქსი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო მოყვითალო შეფერილობამდე ხსნარს, რომელიც გამოიყენება ინტრავენური ინექციისათვის.
ციკლოლუქსის შეფუთვა შეიცავს ერთ ან ათ ფლაკონს, 10, 15 ან 20 მლ საინექციო ხსნარით.
შესაძლებელია ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
Sanochemia Pharmazeutika GmbH
Landegger Strase 7
2491 Neufeld an der Leitha, ავსტრია
ეს პრეპარატი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი სახელწოდებებით:
გერმანია:
Cyclolux 0.5 mmol/ml Injektionslosung
ავსტრია:
Cyclolux 0,5 mmol/ml
Injektionslosung im Einzeldosisbehaltnis
ბელგია:
Macroyclolux 0,5 mmol/ml oplossing voor injectie
ხორვატია:
Cyclolux 0,5 mmol/ml otopina za injekciju
კვიპროსი:
Macrocyclolux 0,5 mmol/ml ενέσιμο διάλυμα
ჩეხეთის რესპუბლიკა:
Cyclolux
ესტონეთი:
Cyclolux
საბერძნეთი:
Cyclolux 0,5 mmol ενέσιμο διάλυμα
ირლანდია:
Cyclolux 279.32 mg/ml solution for injection
იტალია:
Macrocylux
ლატვია:
Cyclolux 0,5 mmol/ml injekcinis tirpalas
ლიეტუვა:
Cyclolux
ნიდერლანდები:
Cyclolux 0,5 mmol/ml, oplossing voor injectie
პოლონეთი:
Cyclolux
პორტუგალია:
Cyclolux
უნგრეთი:
Cyclolux 0,5 mmol/ml oldatos injekcio, egyadagos
რუმინეთი:
Cyclolux 0,5 mmol/ml soluţie injectabilă
ესპანეთი:
Cyclolux 0,5 mmol/ml solucion inyectable EFG
სლოვაკეთის რესპუბლიკა:
Cyclolux 0,5 mmol/ml Injekčny roztok
სლოვენია:
Cyclolux 0,5 mmol/ml raztopina za injiciranje
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთი ირლანდია):
Cyclolux 0.5 mmol/ml solution for injection
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ანოტაციის გადახედვის უკანასკნელი თარიღია 05/2024.
- -------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის:
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა ოთახის ტემპერატურაზე 72 საათის განმავლობაში შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, მომხმარებელი პასუხისმგებელია შენახვის ვადასა და პირობებზე რომელიც ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8° C ტემპერატურაზე, თუკი გახსნა განხორციელდება კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე, აბრევიატურის შემდეგ "Exp". ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კონტრასტული საშუალება, პარამაგნიტური კონტრასტული საშუალება
ATC კოდი: V08 CA 02 (გადოტერის მჟავა).
Cyclolux არის პარამაგნიტური კონტრასტული საშუალება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის. კონტრასტის გამაძლიერებელი ეფექტი განპირობებულია გადოტერის მჟავით, რომელიც წარმოადგენს იონურ გადოლინიუმის კომპლექსს, რომელიც შედგება გადოლინიუმის ოქსიდისა და 2,2',2",2'"-(1,4,7,10-ტეტრააზაციკლოდოდეკან-1,4,7,10 ტეტრილ) ტეტრაძმარმჟავას (DOTA)გან და წარმოდგენილია მეგლუმინის მარილის სახით. პარამაგნიტური ეფექტი (რელაქსაცია) განისაზღვრება სპინ-ბადის რელაქსაციის დროზე (T1) დაახლოებით 3.4 მმოლ-1 ლწმ-1 და სპინ-სპინური რელაქსაციის დრო (T2) დაახლოებით 4.27 მმოლ-1 ლწმ-1 გავლენით.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინტრავენური შეყვანის შემდეგ გადოტერის მჟავა სწრაფად ნაწილდება უჯრედგარე სითხეებში. განაწილების მოცულობა დაახლოებით 18 1 იყო, რაც დაახლოებით უდრის უჯრედგარე სითხის მოცულობას. გადოტერის მჟავა არ უკავშირდება ცილებს, როგორიცაა შრატის ალბუმინი.
გადოტერის მჟავა სწრაფად გამოიყოფა (89% 6 საათის შემდეგ, 95% 24 საათის შემდეგ) უცვლელი სახით თირკმელებიდან გლომერულური ფილტრაციის გზით. განავლით გამოყოფა უმნიშვნელოა. მეტაბოლიტები არ გამოვლენილა. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1.6 საათს შეადგენს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 5 საათამდე კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში 30-დან 60 მლ/წთ-მდე და დაახლოებით 14 საათამდე კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში 10-დან 30 მლ/წთ-მდე.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გადოტერის მჟავას გამოყოფა შესაძლებელია დიალიზით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
Cyclolux® 0,5 მმოლ/მლ საინექციო ხსნარი
ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ციკლოლუქსი® 0,5 მმოლ/მლ
საინექციო ხსნარი
გადოტერის მჟავა
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ანოტაცია. შესაძლოა, მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან რადიოლოგს.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რადიოლოგს ან ფარმაცევტს. ეს ვრცელდება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებზეც, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ანოტაციაში. იხ. პუნქტი 4.
ანოტაციის შინაარსი:
რა არის ციკლოლუქსი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ციკლოლუქსის გამოყენებამდე
ციკლოლუქსის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ შევინახოთ ციკლოლუქსი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის ციკლოლუქსი და რისთვის გამოიყენება იგი
ციკლოლუქსი არის კონტრაქტული საშუალება, რომელიც შეიცავს გადოტერის მჟავას. განკუთვნილია მხოლოდ სადიაგნოსტიკო გამოყენებისათვის.
ციკლოლუქსი გამოიყენება იმ სურათების კონტრასტის გაძლიერებისათვის, რომელსაც იღებენ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებით (MRI) გამოკვლევისას. კონტრასტის გაძლიერება აუმჯობესებს გამოსახულებასა და ხაზოვნებას:
ზრდასრულები და პედიატრიული პოპულაცია (0-18 წელი)
ცენტრალური ნერვული სისტემის მრტ, მათ შორის თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და მომიჯნავე ქსოვილების დეფექტები (დაზიანებები);
მთლიანი სხეულის მრტ, მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასის, მენჯის, ფილტვის, გულის, გულ-მკერდისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფექტები (დაზიანებები);
ზრდასრული პოპულაცია:
მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, მათ შორის არტერიების დეფექტები (დაზიანებები) და შევიწროებები (სტენოზები), კორონარული არტერიების გარდა.
რა უნდა იცოდეთ ციკლოლუქსის გამოყენებამდე
ციკლოლუქსის გამოყენება არ შეიძლება,
თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერებაზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი)
თუ გაქვთ ალერგია გადოლინიუმის შემცველ პრეპარატებზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას გამოსაყენებელ სხვა კონტრასტული საშუალებების მსგავსად).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან რადიოლოგს, თუ თქვენ გეხებათ შემდეგი ჩამოთვლილთაგან:
კონტრასტული ნივთიერებით ჩატარებული გამოკვლევისას ადრე უკვე გქონდათ ალერგიული რეაქცია
გაწუხებთ ასთმა
გაქვთ ალერგიის ისტორია (როგორიცაა, ალერგია ზღვის პროდუქტებზე, ჭინჭრის ციება, თივის ცხელება)
მკურნალობთ ბეტა-ბლოკატორით (გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატი, მაგ., მეტოპროლოლი)
თქვენი თირკმელები არ მუშაობს სათანადოდ
ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ან მალე ჩაგიტარდებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია
გაწუხებთ გულის ან გულსისხლძარღვთა დაზიანებები
გქონიათ კრუნჩხვითი შეტევები ან დაავადებული ხართ ეპილეფსიით.
ყველა ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი ან რადიოლოგი შეაფასებს ციკლოლუქსის გამოყენების სარგებელს რისკთან მიმართებაში და გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა იგი. თუ დაგენიშნებათ ციკლოლუქსის გამოყენება, ექიმი ან რადიოლოგი მიიღებს საჭირო პრევენციულ ზომებს და საგულდაგულოდ გააკონტროლებს პრეპარატის ადმინისტრირებას.
ციკლოლუქსის გამოყენების გადაწყვეტილებამდე თქვენი ექიმი ან რადიოლოგი სავარაუდოდ ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს, რათა შეამოწმოს თირკმელების მუშაობა, განსაკუთრებით, თუ ხართ 65 წლის ან მეტი ასაკის.
ახალშობილები და ჩვილები
4 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში თირკმელების ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო, ციკლოლუქსი გამოიყენება მხოლოდ ექიმის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
გამოკვლევის წინ მოიხსენით ლითონის ყველა ნივთი, რომელსაც, შესაძლოა, ატარებთ. შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან რადიოლოგს, თუ გაქვთ გაკეთებული:
კარდიოსტიმულატორი
სისხლძარღვის მომჭერი
ინფუზური ტუმბო
ნერვის სტიმულატორი
კოქლეარული იმპლანტატი (შიდა ყურში ჩანერგილი იმპლანტატი)
ლითონის რაიმე სავარაუდო უცხო სხეულები, განსაკუთრებით თვალში.
ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლითონის ამ საგნებს შეუძლია სერიოზული პრობლემების გამოწვევა, იმიტომ რომ მრტ-აპარატები იყენებენ ძალიან ძლიერ მაგნიტურ ველებს.
სხვა წამლები და ციკლოლუქსი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან რადიოლოგს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ სხვა პრეპარატების გამოყენებას. განსაკუთრებით შეატყობინეთ ექიმს, რადიოლოგს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, ვაზოაქტიური სუბსტანციები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-II-რეცეპტორების ანტაგონისტები.
ციკლოლუქსი საკვებთან და სასმელთან ერთად
ციკლოლუქსისა და საკვები პროდუქტების თუ სასმელის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი. თუმცა, გაარკვიეთ ექიმთან, რადიოლოგთან ან ფარმაცევტთან, ხომ არ არის საჭირო გამოკვლევის წინ საკვებსა და სასმელზე უარის თქმა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან კვებავთ ძუძუთი, ან ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ ან დაორსულებას აპირებთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან რადიოლოგთან.
ორსულობა
გადოტერინის მჟავას შეუძლია პლაცენტის გავლა. არ არის ცნობილი, გავლენას ახდენს თუ არა ეს ბავშვზე.ორსულობის დროს ციკლოლუქსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
ძუძუთი კვების პერიოდი
თქვენი ექიმი ან რადიოლოგი განიხილავს თქვენთან, გააგრძელოთ ძუძუთი კვება, თუ შეწყვიტოთ ციკლოლუქსის გამოყენების შემდეგ 24 საათით.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ციკლოლუქსის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუ გამოკვლევის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობთ, არ უნდა მართოთ მანქანა ან გამოიყენოთ მექანიზმები.
ციკლოლუქსის გამოყენების წესი
ციკლოლუქსის ადმინისტრირება ხდება ინტრავენური ინექციით.
გამოკვლევის დროს თქვენ იმყოფებით ექიმის ან რადიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ნემსი რჩება თქვენს ვენაში; ეს საშუალებას აძლევს ექიმს ან რადიოლოგს, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაგიკეთოთ ინექცია შესაბამისი მედიკამენტებით. ალერგიული რეაქციიის განვითარების შემთხვევაში, ციკლოლუქსის გამოყენება წყდება.
ციკლოლუქსის შეყვანა შეიძლება ხელის ან ავტომატური ინჟექტორის საშუალებით. ახალშობილებსა და ბავშვებში პრეპარატის შეყვანა ხდება მხოლოდ ხელით.
პროცედურა ტარდება ჰოსპიტალში, კლინიკაში ან კერძო პრაქტიკის სივრცეში. სამედიცინო პერსონალმა იცის, თუ რა სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული გამოკვლევისას. ასევე, მათ იციან მოსალოდნელი სავარაუდო გართულებების შესახებ.
დოზირება
თქვენი ექიმი ან რადიოლოგი განსაზღვრავს თქვენს მიერ მისაღებ დოზას და გააკონტროლებს ინექციის პროცესს.
დოზირება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
ციკლოლუქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტებისათვის და იმ პირებისათვის, რომელთაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ ან მოკლე ხანში ჩაუტარდებათ ღვიძლის გადანერგვა. თუმცა, თუ გამოყენება აუცილებელია, უნდა მიიღოთ ციკლოლუქსის მხოლოდ ერთი დოზა სკანირების დროს, ხოლო მეორე სკანირება უნდა ჩაგიტარდეთ მინიმუმ 7 დღის შემდეგ.
ახალშობილები, ჩვილები, ბავშვები და მოზარდები
4 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში თირკმელების მოუმწიფებლობის გამო, Cyclolux გამოიყენება ამ პაციენტებში მხოლოდ ექიმის საგულდაგულო შემოწმების შემდეგ. ახალშობილებსა და ჩვილებს უნდა გაუკეთდეს ციკლოლუქსის მხოლოდ ერთი დოზა სკანირების დროს, ხოლო მეორე სკანირების ჩატარება შეიძლება მინიმუმ 7 დღის შემდეგ.
ანგიოგრაფიის მიზნით გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმულები
არ არის საჭირო დოზის კორექტირება, თუ ხართ 65 წლის ან მეტი ასაკის. შესაძლოა, გაკეთდეს სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს, თუ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი თირკმელები.
თუ მიიღეთ ციკლოლუქსის ჭარბი რაოდენობა
ნაკლებსავარაუდოა, რომ შეგიყვანონ ციკლოლუქსის ჭარბი დოზა. ციკლოლუქსის შეყვანა ტარდება კლინიკაში კვალიფიციური პერსონალის მიერ. თუ ნამდვილად მოხდა დოზის გადაჭარბება, ციკლოლუქსი შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის (სისხლის გაწმენდის) გზით.
დამატებითი ინფორმაცია ექიმისა ან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ციკლოლუქსის გამოყენების წესთან მიმართებაში განთავსებულია წინამდებარე ანოტაციის ბოლოს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან რადიოლოგს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეიძლება გააჩნდეს გვერდითი ეფექტები, რომელიც თავს ყველასთან არ იჩენს.
ადმინისტრირების შემდეგ, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ. გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ვლინდება დაუყოვნებლივ ან ზოგჯერ ოდნავ მოგვიანებით. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ციკლოლუქსის ინექციიდან შვიდი დღის განმავლობაში.
არსებობს მცირედი რისკი, რომ გქონდეთ ალერგიული რეაქცია ციკლოლუქსის მიმართ. ესეთი რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს შოკი (ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს). ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება იყოს შოკის პირველი ნიშნები. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, რადიოლოგს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს, თუ შეამჩნიეთ ამ ჩივილებიდან რომელიმე:
სახის, პირისა ან ყელის შეშუპება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება
ხელების ან ფეხების შეშუპება
თავბრუსხვევა (დაბალი წნევა)
სუნთქვის გაძნელება
სტვენითი სუნთქვა
ხველა
ქავილი
ცხვირიდან გამონადენი
ცემინება
თვალის გაღიზიანება
ჭინჭრის ციება
კანზე გამონაყარი
არახშირი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება შეეხოს 100-დან 1 ადამიანს)
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
- თავის ტკივილი
- უჩვეულო გემო პირში
- თავბრუსხვევა
- ძილიანობა (ძილი)
- ჩხვლეტის, სითბოს/წვის, სიცივის შეგრძნება და/ან ტკივილი
- დაბალი ან მაღალი წნევა
- გულისრევა (სისუსტე)
- კუჭის ტკივილი
- გამონაყარი
- სიცხის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება
- ასთენია (ენერგიის დაკარგვა; სისუსტე)
- ინექციის ადგილის დისკომფორტი, ინექციის ადგილის რეაქცია, ინექციის ადგილის სიცივე, ინექციის ადგილის შეშუპება, პროდუქტის დიფუზია სისხლძარღვების გარეთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება (სიწითლე და ადგილობრივი ტკივილი)
იშვიათი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს)
- შფოთვა, სისუსტე (თავბრუსხვევა და ცნობიერების დაკარგვის შეგრძნება)
- ქუთუთოების შეშუპება
- პალპიტაცია
- ცემინება
- ღებინება (გულისრევა)
- დიარეა
- ნერწყვის მომატებული სეკრეცია
- ჭინჭრის ციება, ქავილი, ოფლიანობა
- ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება შეეხოს 10 000-დან 1 ადამიანს)
- ანაფილაქსიური ან ანაფილაქსიურის მსგავსი რეაქციები (სერიოზული, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქცია)
- აჟიტირება
- კომა, კრუნჩხვები, სინკოპე (ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა), ყნოსვის დარღვევა (ხშირად უსიამოვნო სუნის აღქმა), ტრემორი
- კონიუნქტივიტი, თვალის სიწითლე, მხედველობის დაბინდვა, მომატებული ცრემლდენა
- გულის გაჩერება, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება, სიფერმკრთალე
- სუნთქვის გაჩერება, ფილტვის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ცხვირის გაჭედვა, ხველა, ყელის სიმშრალე, ყელის შეკუმშვა დახრჩობის შეგრძნებით, სუნთქვის სპაზმი, ყელის შეშუპება
- ეგზემა, კანის სიწითლე, ტუჩების შეშუპება და ლოკალიზაცია პირის ღრუში
- კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი
- სისუსტე, გულმკერდის არეში დისკომფორტი, ცხელება, სახის შეშუპება, პროდუქტის დიფუზია სისხლძარღვების გარეთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის კვდომა ინექციის ადგილზე, ვენების ანთება
- სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება
არსებობს ინფორმაცია ნეფროგენული სისტემური ფიბროზის შესახებ (რომელიც იწვევს კანის გამაგრებას და შეიძლება გავრცელდეს რბილ ქსოვილებსა და შინაგან ორგანოებზე), რაც თავს იჩენდა უმეტესად იმ პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ გადოტერის მჟავას გადოლინიუმის შემცველ სხვა კონტრასტულ საშუალებებთან ერთად. თუ მრტ-გამოკვლევის შემდგომი კვირების განმავლობაში სადმე სხეულზე აღმოაჩენთ ფერისა და/ან კანის ცვლილებებს, შეატყობინეთ რადიოლოგს, რომელმაც ჩაგიტარათ გამოკვლევა.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდით ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს რადიოლოგს, ფარმაცევტს, ექიმს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ V დანართში ჩამოთვლილი ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
როგორ შევინახოთ ციკლოლუქსი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა ოთახის ტემპერატურაზე 72 საათის განმავლობაში შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, მომხმარებელი პასუხისმგებელია შენახვის ვადასა და პირობებზე რომელიც ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8° C ტემპერატურაზე, თუკი გახსნა განხორციელდება კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე, აბრევიატურის შემდეგ "Exp". ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ციკლოლუქსი
აქტიური ნივთიერება არის გადოტერის მჟავა. საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 279,32 მგ გადოტერის მჟავას (მეგლუმინის მარილის სახით), რაც შეესაბამება 0,5 მმოლ გადოტერის მჟავას (მეგლუმინის მარილის სახით).
სხვა ინგრედიენტებია მეგლუმინი, 2,2'',2'',2''-(1,4,7,10-ტეტრააზაციკლოდოდეკანი-1,4,7,10-ტეტრილ) ტეტრაძმარმჟავა (DOTA) და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ციკლოლუქსი და შეფუთვის შიგთავსი
ციკლოლუქსი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო მოყვითალო შეფერილობამდე ხსნარს, რომელიც გამოიყენება ინტრავენური ინექციისათვის.
ციკლოლუქსის შეფუთვა შეიცავს ერთ ან ათ ფლაკონს, 10, 15 ან 20 მლ საინექციო ხსნარით.
შესაძლებელია ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
Sanochemia Pharmazeutika GmbH
Landegger Strase 7
2491 Neufeld an der Leitha, ავსტრია
ეს პრეპარატი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი სახელწოდებებით:
გერმანია:
Cyclolux 0.5 mmol/ml Injektionslosung
ავსტრია:
Cyclolux 0,5 mmol/ml
Injektionslosung im Einzeldosisbehaltnis
ბელგია:
Macroyclolux 0,5 mmol/ml oplossing voor injectie
ხორვატია:
Cyclolux 0,5 mmol/ml otopina za injekciju
კვიპროსი:
Macrocyclolux 0,5 mmol/ml ενέσιμο διάλυμα
ჩეხეთის რესპუბლიკა:
Cyclolux
ესტონეთი:
Cyclolux
საბერძნეთი:
Cyclolux 0,5 mmol ενέσιμο διάλυμα
ირლანდია:
Cyclolux 279.32 mg/ml solution for injection
იტალია:
Macrocylux
ლატვია:
Cyclolux 0,5 mmol/ml injekcinis tirpalas
ლიეტუვა:
Cyclolux
ნიდერლანდები:
Cyclolux 0,5 mmol/ml, oplossing voor injectie
პოლონეთი:
Cyclolux
პორტუგალია:
Cyclolux
უნგრეთი:
Cyclolux 0,5 mmol/ml oldatos injekcio, egyadagos
რუმინეთი:
Cyclolux 0,5 mmol/ml soluţie injectabilă
ესპანეთი:
Cyclolux 0,5 mmol/ml solucion inyectable EFG
სლოვაკეთის რესპუბლიკა:
Cyclolux 0,5 mmol/ml Injekčny roztok
სლოვენია:
Cyclolux 0,5 mmol/ml raztopina za injiciranje
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთი ირლანდია):
Cyclolux 0.5 mmol/ml solution for injection
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ანოტაციის გადახედვის უკანასკნელი თარიღია 05/2024.
- -------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის:
დოზირება
გამოყენებული უნდა იქნას ის მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს კონტრასტის საკმარის გაძლიერებას დიაგნოსტიკური მიზნებისათვის. დოზის გამოთვლა ხდება პაციენტის სხეულის წონის მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტში მოყვანილ, სხეულის მასის ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით რეკომენდებულ დოზას.
თავის ტვინისა და ზურგის ტვინის MRT: ნევროლოგიური გამოკვლევების დროს დოზა შეიძლება იცვლებოდეს სხეულის წონის მიხედვით 0,1-დან 0,3 მმოლამდე სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, შესაბამისად 0,2 – 0,6 მლ სხეულის წონის თითო კილოგრამზე. თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებთან 0,1 მმოლ/კგ დოზის შეყვანის შემდეგ 0,2 მმოლ/კგ დამატებით შეყვანამ შეიძლება გააუმჯობესოს სიმსივნის გამოსახულება და გააადვილოს ჩასატარებელი თერაპიის გადაწყვეტილება.
მთლიანი სხეულის MRT და ანგიოგრაფია: დიაგნოსტიკურად ადეკვატური კონტრასტის მისაღწევად ინტრავენური ინექციის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,1 მმოლ სხეულის წონის 1 კგ-ზე (ანუ 0,2 მლ/კგ სხეულის წონაზე).
ანგიოგრაფია: განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ., თუ ვერ მოხერხდა სისხლძარღვთა ვრცელი არეალის დამაკმაყოფილებელი გამოსახულება) შეიძლება იყოს გამართლებული მეორე ინექციის განმეორებითი შეყვანა 0,1 მმოლ/კგ ოდენობით, რაც შეესაბამება 0,2 მლ სხეულის წონის ერთ კილოგრამზე. თუმცა, თუ ციკლოლუქსის 2 ზედიზედ დოზა უნდა იქნას გამოყენებული ანგიოგრაფიის წინ, 0,05 მმოლ/კგ სხეულის მასის გამოყენება, რაც ექვივალენტურია 0,1 მლ/კგ სხეულის მასაზე თითოეული დოზისთვის, შეიძლება იყოს მომგებიანი, რაც დამოკიდებულია გამოსახულების ხელმისაწვდომ აღჭურვილობაზე.
პედიატრიული პოპულაცია: ტვინის და ხერხემლის/მთელი სხეულის MRT: ციკლოლუქსის რეკომენდებული და მაქსიმალური დოზაა 0.1 მმოლ/კგ სხეულის მასაზე. არ გამოიყენოთ ერთზე მეტი დოზა სკანირების დროს. 4 კვირის ასაკამდე ახალშობილებსა და 1 წლამდე ასაკის ჩვილებში თირკმელების განუვითარებელი ფუნქციის გამო, ამ პაციენტებთან მხოლოდ საგულდაგულო შეფასების შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული დოზა მაქსიმუმ 0,1 მმოლ/კგ ოდენობით. არ გამოიყენოთ ერთზე მეტი დოზა სკანირების დროს. განმეორებითი მიღების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ციკლოლუქსის ინექციები არ უნდა განმეორდეს, თუ ინექციებს შორის ინტერვალი მინიმუმ 7 დღეს არ შეადგენს.
ციკლოლუქსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ანგიოგრაფიისთვის, ამ ჩვენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: დოზების რეკომენდაციები ზრდასრულ პაციენტთათვის ვრცელდება ასევე თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის შეზღუდვის მქონე პაციენტებზე (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ≥ 30 მლ/წთ/1,73 მ2). ასევე იხ. ქვემოთ „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ზრდასრული პაციენტებისათვის დოზირების რეკომენდაციები გამოყენებადია ასევე ამ პაციენტებთან. აუცილებელია სიფრთხილე, განსაკუთრებით ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციული ფაზის შემთხვევაში.
ადმინისტრირების მეთოდი
ციკლოლუქსი ნაჩვენებია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისათვის. დაუშვებელია მისი ინტრათეკალური გზით გამოყენება. მკაცრად დაიცავით ინტრავენური ინექცია: ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი აუტანლობის რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის მოვლას. ინფუზიის სიჩქარე: 3 – 5 მლ/წთ. (ანგიოგრაფიული გამოკვლევების შემთხვევაში შეიძლება ინფუზიის უფრო მაღალი სიჩქარეების გამოყენება 120 მლ-მდე წუთში, ე.ი. 2 მლ/წ.).
ოპტიმალური ვიზუალიზაცია: ინექციიდან 45 წუთის განმავლობაში.
გამოსახულების ოპტიმალური თანმიმდევრობა: T1-შეწონილი.
კონტრასტული საშუალების ინტრავაზალური შეყვანა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე. გამოყენების შემდეგ პაციენტი მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ჩნდება ამ დროის განმავლობაში.
მოამზადეთ ნემსიანი შპრიცი. მოაცილეთ პლასტმასის თავსახური. სპირტით გაჟღენთილი ტამპონით საცობის გაწმენდის შემდეგ გახვრიტეთ საცობი ნემსით. ამოიღეთ გამოკვლევის ჩასატარებლად საჭირო ციკლოლუქსის საინექციო ხსნარის ოდენობა და შეიყვანეთ ინტრავენურად.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გამოყენების წინ საინექციო ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოსაყენებლად ვარგისია მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
პედიატრიული პოპულაცია
ციკლოლუქსის ოდენობიდან გამომდინარე, ბავშვისთვის სასურველია გამოიყენოთ ციკლოლუქსის ფლაკონები ერთჯერადი შპრიცით, რომლის მოცულობაც შეესაბამება ამ რაოდენობას, რათა დაცული იქნას შეყვანილი მოცულობის უკეთესი სიზუსტე. ახალშობილებში და ჩვილებში საჭირო დოზა უნდა შეიყვანოთ ხელით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ციკლოლუქსის გამოყენებამდე, რეკომენდებულია ყველა პაციენტის სკრინინგი თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით.
გადოლინიუმის შემცველი ზოგიერთი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს შეტყობინება ნეფროგენურ სისტემურ ფიბროზზე (NSF) მწვავე ან ქრონიკული ფორმის თირკმლის მძიმე უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30მლ/წთ/1,73მ2) დაავადებულ პაციენტებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც იტარებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციას, რადგან ამ ჯგუფში თირკმლის მწვავე უკმარისობით ავადობის სიხშირე არის ძალიან მაღალი. ვინაიდან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ციკლოლუქსის გამო გაჩნდეს ნეფროგენური სისტემური ფიბროზი, თირკმლის ფუნქციის მძიმე შეზღუდვით დაავადებულ პაციენტებთან და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ ფაზაში მყოფ პაციენტებთან მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელისა და რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ და მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო არის დიაგნოსტიკური ინფორმაცია, ხოლო კონტრასტული ნივთიერების გაძლიერების გარეშე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მისი მოპოვება არის შეუძლებელი. თუ არის საჭირო ციკლოლუქსის გამოყენება, დოზა არ უნდა აჭარბებდეს 0,1 მმოლ სხეულის წონის ერთ კილოგრამზე. სკანირების დროს არ არის მიზანშეწონილი ერთზე მეტი დოზის გამოყენება. ვინაიდან ხელთ არ გაგვაჩნია ინფორმაცია განმეორებითი გამოყენების შესახებ, ციკლოლუქსის ინექცია არ უნდა განმეორდეს, თუკი ინექციებს შორის ინტერვალი შეადგენს 7 დღეზე ნაკლებს.
ციკლოლუქსის გამოყენების შემდეგ ჰემოდიალიზის ჩატარება იქნებოდა სასარგებლო, რათა მოხდეს სხეულიდან ციკლოლუქსის გაყვანა. არ არსებობს იმის დადასტურება, რომ ჰემოდიალიზის დაწყება ნეფროგენური სისტემური ფიბროზის პრევენციისა ან მკურნალობის მიზნით არის მიზანშეწონილი პაციენტებთან, რომელთაც ჯერ არ ჩაუტარებიათ დიალიზი.
ხანდაზმულები
იმის გამო, რომ გადოტერის მჟავის რენალური კლირენსი ხანდაზმულებში შეიძლება იყოს გაუარესებული (დაქვეითებული), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ზევით ასაკის პაციენტთა შემოწმება თირკმლის ფუნქციის დარღვევის კუთხით.
ახალშობილები და ჩვილები
იხილეთ დოზირება და მიღების მეთოდი, პედიატრიული პოპულაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ციკლოლუქსის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადოტერის მჟავის გამოყენება აუცილებელია ქალის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ძუძუთი კვების გაგრძელება ან შეწყვეტა ციკლოლუქსის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ექიმისა და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ.
რეკომენდაციები მოხმარების წესთან დაკავშირებით
დაკვირვებისათვის საჭირო, საინექციო ფლაკონებზე არსებული მოცილებადი ეტიკეტი უნდა მიაკრათ პაციენტი ანკეტას, რათა უზრუნველყოფილი იქნას გამოყენებული კონტრასტული, გადოლინიუმის შემცველი, ნივთიერების ზუსტი დოკუმენტირება. ასევე აუცილებელია გამოყენებული დოზის მითითება. თუ გამოიყენება პაციენტთა ელექტრონული ანკეტები, მათში დაფიქსირებული უნდა იქნას პრეპარატის დასახელება, სერია და დოზა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


