აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის. დოტაგრაფი წარმოადგენს კონტრასტულ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია გამოსახულების კონტრასტულობის გასაზრდელად უკეთესი ვიზუალიზაციის/დიფერენციაციისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- gadoteric acid
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5მმოლი/მლ 20მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- Sanochemia Pharmazeutika GmbH (Strasse 33) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sanochemia Pharmazeutika GmbH (Strasse 7)(ავსტრია)), ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, პარამაგნიტური კონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08CA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038947
- რეგისტრირებულია
- 24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bayer AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოტაგრაფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის.
დოტაგრაფი წარმოადგენს კონტრასტულ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია გამოსახულების კონტრასტულობის გასაზრდელად უკეთესი ვიზუალიზაციის/დიფერენციაციისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დროს.
პრეპარატი დოტაგრაფი ნაჩვენებია:
მოზრდილებისა და ბავშვებისთვის (0-18 წლამდე)
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დროს, ტვინის, ზურგის ტვინის და მიმდებარე ქსოვილების დაზიანებების ჩათვლით;
მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას, მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, მცირე მენჯის, ფილტვების, გულის, სარძევე ჯირკვლის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანების დროს.
მოზრდილებს
მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის (მრა) დროს, არაკორონარული არტერიების დაზიანებების ან სტენოზების ჩათვლით.
სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი უნდა გამოიყენოს მხოლოდ დიაგნოსტიკური ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, თუ მრტ შეუძლებელია კონტრასტის გაძლიერების გარეშე.
მიღების წესი და დოზირება
უნდა გამოიყენოს დიაგნოსტიკური მიზნებისათვის საკმარისი ყველაზე პატარა დოზა. დოზა უნდა გამოითვალოს პაციენტის სხეულის მასის მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ მნიშვნელობებს სხეულის მასის კგ-ზე, რომელიც მითითებულია სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის ამ ნაწილში.
თავის და ზურგის ტვინის მრტ
ნევროლოგიური გამოკვლევისთვის დოზა შეიძლება ვარირებდეს 0,1-დან 0,3 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე, რაც შეესაბამება 0,2-0,6 მლ/სხეულის მასის კგ-ზე. თავის ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტებში 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე დოზის შეყვანის შემდეგ, დამატებითი დოზა 0,2 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე შეიძლება გააუმჯობესოს სიმსივნის მახასიათებლების განსაზღვრა და გაადვილოს თერაპიული გადაწყვეტილებების მიღება.
მთელი სხეულის მრტ და ანგიოგრაფია
რეკომენდებული დოზა ინტრავენური ინექციისთვის შეადგენს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე (ანუ 0,2 მლ/სხეულის მასის კგ-ზე) დიაგნოზის დადგენისათვის საკმარისი ვიზუალიზაციის უზრუნველსაყოფად.
ანგიოგრაფია: გამონაკლის შემთხვევებში (მაგ., ფართო სისხლძარღვთა არის დამაკმაყოფილებელი გამოსახულების მიღების შეუძლებლობა) შეიძლება გამართლებული იყოს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე ოდენობის მეორე თანმიმდევრული ინექციის შეყვანა, რაც უდრის 0,2 მლ/სხეულის მასის კგ-ზე. თუმცა, თუ ანგიოგრაფიის წინ ივარაუდება სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის 2 თანმიმდევრული დოზის გამოყენება, მაშინ ვიზუალიზაციისათვის არსებული მოწყობილობის მიხედვით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თითოეულ შემთხვევაში 0,05 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე შეყვანა, რაც ექვივალენტურია 0,1 მლ/სხეულის მასის კგ-ზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ზრდასრული პაციენტებისთვის მოცემული დოზა ვრცელდება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებზე (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე ≥ 30 მლ/წთ/1,73 მ2).
სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის გამოყენება შეიძლება თირკმელების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2) და პერიოპერაციულ პერიოდში მყოფ პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განხორციელებისას მხოლოდ სარგებელი/რისკის და კონტრასტული გაძლიერების თანაფარდობის შეფასების შემდეგ (იხ. კარი 4.4). ამ შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე. ერთი გამოკვლევისათვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთი დოზა. ვინაიდან არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის განმეორებით გამოყენების შესახებ, სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ინექციის გაკეთება შეიძლება, თუ ინექციებს შორის ინტერვალი შეადგენს მინიმუმ 7 დღეს.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი ასაკის)
დოზის კორექცია საჭირო არ არის. აუცილებელია სიფრთხილე ხანდაზმული პაციენტების გამოკვლევისას (იხ. კარი 4.4).
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ზრდასრული პაციენტებისთვის მოცემული დოზა ასევე ვრცელდება ამ ჯგუფის პაციენტებზე. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციული პერიოდის შემთხვევაში (იხ. ზემოთ «გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში»).
გამოყენება ბავშვებში
თავის და ზურგის ტვინის მრტ/მთელი სხეულის მრტ: სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის რეკომენდებული და მაქსიმალური დოზაა 0.1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე. სკანირების დროს საჭირო არ არის ერთზე მეტი დოზის გამოყენება.
4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ჩვილებში თირკმელების განუვითარებელი ფუნქციის გამო, სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი ამ პაციენტებში უნდა გამოიყენოს მხოლოდ ყველა ფაქტორის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე.
არ გამოიყენოთ ერთზე მეტი დოზა სკანირების დროს. განმეორებითი მიღების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ინექციები არ უნდა განმეორდეს, თუ ინექციებს შორის ინტერვალი 7 დღეზე ნაკლებია.
პრეპარატი დოტაგრაფი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების ანგიოგრაფიისთვის ამ ჯგუფში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
გამოყენების მეთოდი
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. შეყვანის სიჩქარე: 3-5 მლ/წთ. (ანგიოგრაფიული პროცედურებისთვის დასაშვებია შეყვანის უფრო მაღალი სიჩქარე 120 მლ/წთ.-მდე, ანუ 2 მლ/წმ.-ში)..
ვიზუალიზაციის ოპტიმალური დრო: ინექციის შემდეგ 45 წუთის განმავლობაში.
ვიზუალიზაციის ოპტიმალური თანმიმდევრობა: T1-შეწონილი.
პაციენტისთვის კონტრასტული საშუალების ინტრავენური შეყვანა, შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. შეყვანის შემდეგ, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან როგორც კონტრასტული საშუალებების გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, უმეტესი არასასურველი მოვლენები ამ დროის განმავლობაში წარმოიქმნება.
საჭიროა ნემსიანი შპრიცის მომზადება. პლასტმასის თავსახურის მოხსნა. საცობის გაწმენდა სპირტში დასველებული ბამბით, შემდეგ საცობის გახვრეტა ნემსით. ამოიღება პრეპარატის ის რაოდენობა, რაც საჭიროა გამოკვლევისთვის და ხდება მისი ინტრავენური შეყვანა.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი ხსნარის გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გამოყენებამდე აუცილებელია საინექციო ხსნარის ვიზუალური შემოწმება.
უნდა გამოიყენოს მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ხილული ნაწილაკების გარეშე.
ბავშვები
ბავშვისთვის შესაყვანი სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ოდენობიდან გამომდინარე, სასურველი სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ფლაკონების გამოყენება ერთჯერადი შპრიცით, რომლის მოცულობა ადაპტირებულია ამ რაოდენობისთვის, საჭირო მოცულობის უფრო ზუსტად შეყვანისთვის.
ახალშობილებისა და ჩვილებისთვის აუცილებელია დოზის ხელით შეყვანა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა გადოტერის მჟავის, მეგლუმინის ან გადოლინიუმის შემცველი ნებისმიერი პრეპარატის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ინტრათეკულურად შეყვანა. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და მხოლოდ ინტრავენურად პრეპარატის შეყვანა: ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი აუტანლობის რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ ჩვეულებრივ ლოკალურ მკურნალობას.
მრტ გამოკვლევის დროს საჭიროა ზოგადად მიღებული სიფრთხილის ზომების გამოყენება, როგორიცაა კარდიოსტიმულატორების, სისხლძარღვთა ფერომაგნიტური კლიფსების, საინფუზიო ტუმბოების, ნეიროსტიმულატორების, კოხლეარული იმპლანტების მქონე პაციენტების ან ისეთი პაციენტების გამორიცხვა, ვის მიმართაც არსებობს ეჭვი სხეულში უცხო ლითონის ობიექტების არსებობაზე, განსაკუთრებით თვალებში.
ჰიპერმგრძნობელობა
როგორც გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში (იხ. კარი «4.8»). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს ალერგიული (სერიოზულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები) ან არაალერგიული. ისინი შეიძლება იყოს მყისიერი (60 წუთზე ნაკლები) ან დაგვიანებული (7 დღემდე). ანაფილაქსიური რეაქციები ხდება დაუყოვნებლივ და შეიძლება სასიკვდილოც იყოს. ისინი არ არიან დოზაზე დამოკიდებული, შეიძლება წარმოქმნას პრეპარატის პირველივე დოზის შემდეგაც კი და ხშირად არაპროგნოზირებადია.
შეყვანილი დოზის მიუხედავად, ყოველთვის არსებობს ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკი.
პაციენტებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ რეაქცია მრტ-სთვის გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერების წინა შეყვანის დროს, იმყოფებიან ახალი რეაქციის გაზრდილი რისკის ქვეშ იმავე ან, შესაძლოა, სხვა პრეპარატების შემდგომი შეყვანის დროს და ამიტომ მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.
გადოტერის მჟავის მიღებამ შეიძლება გააუარესოს არსებული ასთმის სიმპტომები. ასთმის მქონე პაციენტების შემთხვევაში, რომლებშიც ასთმის მკურნალობა ოპტიმიზირებული არ არის, გადოტერის მჟავის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას რისკებისა და სარგებლის თანაფარდობის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
როგორც ცნობილია იოდის შემცველი კონტრასტული ნოვთიერებების გამოყენების გამოცდილებიდან, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის არსებობისას. ეს პაციენტები შეიძლება რეზისტენტული იყვნენ ბეტა-აგონისტებით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სტანდარტული მკურნალობის მიმართ.
ნებისმიერი კონტრასტული საშუალების შეყვანამდე პაციენტს უნდა ჰკითხონ ანამნეზში ალერგიის არსებობის თაობაზე (მაგალითად, ზღვის პროდუქტების ალერგია, თივის ცხელება, ჭინჭრის ციება), კონტრასტული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობა და ბრონქული ასთმა, რადგან ამ მახასიათებლების მქონე პაციენტებში კონტრასტულ ნივთიერებებზე არასასურველი რეაქციების სიხშირის შესახებ შეტყობინება უფრო მაღალია და აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპარატებით და/ან გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაციის შესაძლებლობის გათვალისწინება.
გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ექიმის ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გაჩენის შემთხვევაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და (საჭიროების შემთხვევაში) დაინიშნოს სპეციფიური თერაპია. ამრიგად, ვენური წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მთელი გამოკვლევის განმავლობაში. სასწრაფო დახმარების ღონისძიებების დაუყოვნებლივ დასაწყებად მზად უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ადრენალინი და ანტიჰისტამინური პრეპარატები), ენდოტრაქეალური მილი და რესპირატორი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის შეყვანამდე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა თირკმლის დისფუნქციის არსებობაზე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების გზით.
არსებობს ინფორმაცია ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) განვითარების შემთხვევების შესახებ გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანასთან დაკავშირებით თირკმლის მწვავე ან ქრონიკული მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2). პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფში შედიან, ვინაიდან ამ ჯგუფში თირკმლის მწვავე უკმარისობის წარმოქმნის სიხშირე მაღალია.
ვინაიდან არსებობს იმის ალბათობა, რომ სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის შეყვანის შედეგად შეიძლება განვითარდეს ნსფ, ის უნდა გამოიყენოს მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ პერიოდში მყოფი პაციენტების გამოკვლევისას, თუ სადიაგნოსტიკო ინფორმაცია აუცილებელია და ვერ მიიღება უკონტრასტო მრტ-ს მეშვებით.
ჰემოდიალიზი გადოტერის მჟავის შეყვანიდან მალევე შეიძლება სასარგებლო იყოს ორგანიზმიდან გადოტერის მჟავის გამოდევნისთვის. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ჰემოდიალიზის დაწყების სასარგებლოდ ნსფ-ს პროფილაქტიკისა ან მკურნალობისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ ჰემოდიალიზი.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ვინაიდან ხანდაზმულ ადამიანებში გადოქსეტის მჟავის თირკმლის კლირენსი შეიძლება დარღვეული იყოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების გამოკვლევა თირკმლის ფუნქციის დარღვევის დასადგენად.
ბავშვები
ახალშობილები და ჩვილები
4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ჩვილებში თირკმელების განუვითარებელი ფუნქციის გამო, სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი ამ პაციენტებში უნდა გამოიყენოს მხოლოდ ყველა ფაქტორის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების გამოკვლევისას, სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ, რადგან ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია.
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
როგორც გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული ნივთიერებების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კრუნჩხვის დაბალი ზღურბლის მქონე პაციენტების გამოკვლევისას. აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება, მაგალითად პაციენტის მდგომარეობის ზედმიწევნითი მონიტორინგი. კრუნჩხვების დროს დახმარების გასაწევად საჭირო ყველა მოწყობილობა და სამკურნალო პრეპარატები წინასწარ უნდა მომზადდეს გამოსაყენებლად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი. წამლის ურთიერთქმედების სპეციალური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
გასათვალისწინებელი თანმხლები პრეპარატები
ბეტა-ბლოკატორები, ვაზოაქტიური ნივთიერებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები: ეს სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა კომპენსაციის მექანიზმების ეფექტურობას არტერიული წნევის დარღვევისას. გადოლინიუმის კომპლექსების შეყვანამდე აუცილებელია ექიმ-რენტგენოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი ჩამოთვლილ პრეპარატებს იღებს, ხოლო რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო მოწყობილობა წინასწარ უნდა მომზადდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსულ ქალებში გადოტერის მჟავის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედების არსებობა რეპროდუქციულ ფუნქციაზე. გადოტერინის მჟავა ნელა აღწევს პლაცენტაში. სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი არ უნდა გამოიყენოს ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს გადოტერის მჟავის გამოყენებას.
ძუძუთი კვების პერიოდი
გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. კლინიკურ დოზებში ბავშვზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის რძეში მცირე რაოდენობით მოხვედრილი და ნაწლავებიდან აბსორბციის ძალიან დაბალი ხარისხის გამო.
ძუძუთი კვების გაგრძელება ან შეწყვეტა სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ექიმის და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენასთან დაკავშირებთ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატი შეყავთ ამბულატორიულ პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვისას უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ შეიძლება პერიოდულად აღენიშნებოდეთ გულისრევა.
გვერდითი მოვლენები
გადოტერის მჟავის გამოყენებასთან დაკავშირებულ არასასურველ რეაქციებს, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობა გააჩნია და ისინი ხანმოკლეა. შეყვანის ადგილზე რეაქციები, გულისრევა და თავის ტკივილი ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციებია.
კლინიკური კვლევების დროს ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: გულისრევა, თავის ტკივილი, რეაქციები ინექციის ადგილზე, სიცივის შეგრძნება, ჰიპოტენზია, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცხელების შეგრძნება, წვის შეგრძნება, გამონაყარი, ასთენია, გემოს შეგრძნების დარღვევა და ჰიპერტენზია. წარმოქმნის სიხშირე – იშვიათად (≥1/1000-დან <1/100-მდე).
პოსტსარეგისტრაციო დაკვირვების შედეგების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები გადოტერის მჟავის შეყვანის შემდეგ არის გულისრევა, ღებინება, ქავილი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებიდან ყველაზე ხშირად აღინიშნება კანის რეაქციები: ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული და განზოგადებული.
ეს რეაქციები ყველაზე ხშირად ხდება დაუყოვნებლივ (ინექციის დროს ან ინექციიდან ერთი საათის განმავლობაში) ან ზოგჯერ დაგვიანებით (ინექციიდან ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე), რაც გამოიხატება კანის რეაქციების სახით. დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მოიცავს რეაქციას ან რამდენიმე რეაქციას, რომლებიც წარმოიქმნება ერთდროულად ან თანმიმდევრულად, ყველაზე ხშირად ეს არის დარღვევები კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სახსრების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ნებისმიერი რეაქცია შეიძლება იყოს საწყისი შოკის მომასწავებელი ნიშანი და, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იყოს ფატალური.
გადოტერის მჟავის გამოყენებისას დაფიქსირდა ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (NSF) ცალკეული შემთხვევები, რომელთა უმეტესობას ადგილი ჰქონდა პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად გაუკეთდა გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებების ინექცია (იხ. ნაწილი 4.4).
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები სოკ-ის (სისტემურ-ორგანოთა კლასის) მიხედვით. გაჩენის სიხშირე: ძალიან ხშირად (> 1/10); ხშირად (>1/100 – <1/10); არახშირად (> 1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). წარმოდგენილი მონაცემები აღებულია კლინიკური კვლევებიდან 2822 პაციენტის მონაწილეობით, თუ ასეთი არსებობდა, ან პოსტსარეჰისტრაციო კვლევებიდან 185,500 პაციენტის მონაწილეობით.
სისტემურ-ორგანოთა კლასი
არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევების სიხშირე
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
არახშირად: მომატებული მგრძნობელობა
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია
ფსიქიკური დარღვევები
იშვიათად: შფოთვა
ძალიან იშვიათად: აჟიტირება
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
არახშირად: თავის ტკივილი, გემოს შეგრძნების დარღვევა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია (წვის შეგრძნების ჩათვლით).
იშვიათად: გულწასულობის ზღვარზე ყოფნის მდგომარეობა
ძალიან იშვიათად: კომა, კრუნჩხვები, გულწასულობა, ტრემორი, პაროსმია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
იშვიათად: ქუთუთოების შეშუპება
ძალიან იშვიათად: კონიუნქტივიტი, ჰიპერემია, მხედველობის გაუარესება, ცრემლდენის გაძლიერება
დარღვევები გულის მხრიდან
იშვიათად: გახშირებული გულისცემა
ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, გულის გაჩერება, არითმია, ბრადიკარდია
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან
არახშირად: ჰიპოტონია, ჰიპერტონია
ძალიან იშვიათად: ფერმკრთალობა, ვაზოდილატაცია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრიდან
იშვიათად: ცემინება
ძალიან იშვიათად: ხველა, ქოშინი, ცხვირის გაჭედილობა, სუნთქვის გაჩერება, ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი, ხახის შეშუპება, ყელის სიმშრალე, ფილტვების შეშუპება
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
არახშირად: გულისრევა, მუცლის ტკივილი
იშვიათად: ღებინება, დიარეა, ჰიპერსალივაცია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან
არახშირად: გამონაყარი
იშვიათად: ჭინჭრის ციება, ქავილი, ჰიპერჰიდროზი
ძალიან იშვიათად: ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, ეგზემა
უცნობია: ნეფროგენული სისტემური ფიბროზი
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
ძალიან იშვიათად: კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილზე
იშვიათად: ცხელების შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, ასთენია, რეაქციები ინექციის ადგილზე (ექსტრავაზაცია, ტკივილი, დისკომფორტი, შეშუპება, ანთება, სიცივე)
იშვიათად: ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება
ძალიან იშვიათად: სისუსტე, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ჰიპერთერმია, სახის შეშუპება, ინექციის ადგილის ნეკროზი (ექსტრავაზაციის დროს), ზედაპირული ფლებიტი
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგები
ძალიან იშვიათად: ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება
მრტ-ს დროს სხვა ინტრავენური კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:
სისტემურ-ორგანოთა კლასი
არასასურველი რეაქცია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან
ჰემოლიზი
ფსიქიკური დარღვევები
დაბნეულობა

გარდამავალი სიბრმავე, თვალის ტკივილი
დარღვევები სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრიდან
ყურებში შუილი, ყურის ტკივილი

ასთმა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
პირს სიმშრალე

ბულოზური დერმატიტი
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრიდან
შარდის შეუკავებლობა, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა

ეკგ-ზე PR-ინტერვალის გახანგრძლივება, სისხლში რკინის მომატებული შემცველობა, სისხლში ბილირუბინის მომატებული დონე, შრატის ფერიტინის მომატებული დონე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
არასასურველი რეაქციები ბავშვებში
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილია კლინიკურ და პოსტსარეგისტრაციო კვლევებში. გადოტერის მჟავის უსაფრთხოების პროფილს არ აქვს სპეციფიკური განსხვავება მოზრდილებსა და ბავშვებს შორის. არასასურველი რეაქციების უმეტესობა არის კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის «სარგებელი-რისკის» თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციებისა და არაეფექტურობის თაობაზე შეტყობინების ეროვნული სისტემების მეშვეობით.
ჭარბი დოზა
გადოტერის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით. თუმცა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰემოდიალიზს შეუძლია თავიდან აიცილოს ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) განვითარება.
შემადგენლობა
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 279,32 მგ გადოტერის მჟავას (მეგლუმინის მარილის სახით), რაც 0,5 მმოლის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია 6.1 კარში.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
გამჭვირვალე სითხე, უფერულიდან ყვითელ ფერამდე.
კონტრასტული ნივთიერების კონცენტრაცია
279,32 მგ/მლ
0,5 მმოლ/მლ
ოსმოლარობა 37°C ტემპერატურაზე
1,35 ოსმ/კგ H2O
სიბლანტე 37°C ტემპერატურაზე
1,8 მპა∙წმ.
рН
6,5 – 8,0
შენახვის პირობები
3 წელი.
ოთახის ტემპერატურაზე ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა შენარჩუნებულია 72 საათის განმავლობაში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა გამოიყენოს დაუყოვნებლივ. თუ ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, პასუხისმგებლობა გახსნის შემდეგ მისი შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს. როგორც წესი, შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, ისეთი შემთხვეების გარდა, როდესაც ხსნარის გახსნა ხორციელდებოდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შინაარსი
20 მლ ბრომობუტილის კაუჩუკის საცობით დალუქულ II ტიპის უფერო მინის ფლაკონში, რომელიც მოჭერილია ალუმინის თალფაქით გადასახსნელი პოლიპროპილენის თავსახურით. 10 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარამაგნიტური კონტრასტული ნივთიერებები.
ათქ კოდი: V08CA02 (გადოტერის მჟავა)
დატოგრაფი არის პარამაგნიტური კონტრასტული პრეპარატი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის. კონტრასტის გაძლიერება განპირობებულია გადოტერის მჟავით, რომელიც წარმოადგენს გადოლინიუმის ოქსიდისა და 1,4,7,10-ტეტრააზაციკლოდოდეკან-1,4,7,10-ტეტრაძმარმჟავისგან (DOTA) შემდგარ გადოლინიუმის იონურ კომპლექსს და წარმოდგენილია მეგლუმინის მარილის სახით.
პარამაგნიტური ეფექტი (რელაქსიურობა) განისაზღვრება სპინ-ცხაურის რელაქსაციის დროზე (T1) დაახლოებით 3.4 მმოლ-1 ლ წმ.-1 და სპინ-სპინის რელაქსაციის დროზე (T2) დაახლოებით 4.27 მმოლ-1 ლ წმ-1 . გავლენის მოხდენის მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ გადოტერის მჟავა სწრაფად ნაწილდება უჯრედგარე სივრცეში. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 18 ლიტრს, რაც დაახლოებით უდრის უჯრედგარე სითხის მოცულობას. გადოტერის მჟავა არ უკავშირდება ცილებს, როგორიცაა შრატის ალბუმინი.
გამოდევნა
გადოტერის მჟავა სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან (89% – 6 საათის შემდეგ, 95% – 24 საათის შემდეგ) უცვლელი სახით თირკმელების მეშვეობით გლომერულური ფილტრაციის გზით. ფეკალური მასებთან ერთად გამოდევნა უმნიშვნელოა. მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ იქნა. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,6 საათს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 5 საათამდე კრეატინინის კლირენსის დროს 30-დან 60 მლ/წთ-მდე და დაახლოებით 14 საათამდე კრეატინინის კლირენსის დრი=თვის 10-დან 30 მლ/წთ-მდე.
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში დემონსტრირებულ იქნა, რომ გადოტერის მჟავის გამოდევნა შესაძლებელია დიალიზის მეშვეობით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დოტაგრაფი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
დოტაგრაფი, 0,5 მმოლ/მლ ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 279,32 მგ გადოტერის მჟავას (მეგლუმინის მარილის სახით), რაც 0,5 მმოლის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია 6.1 კარში.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
გამჭვირვალე სითხე, უფერულიდან ყვითელ ფერამდე.
კონტრასტული ნივთიერების კონცენტრაცია
279,32 მგ/მლ
0,5 მმოლ/მლ
ოსმოლარობა 37°C ტემპერატურაზე
1,35 ოსმ/კგ H2O
სიბლანტე 37°C ტემპერატურაზე
1,8 მპა∙წმ.
рН
6,5 – 8,0
კლინიკური მონაცემები
გამოყენების ჩვენებები
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის.
დოტაგრაფი წარმოადგენს კონტრასტულ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია გამოსახულების კონტრასტულობის გასაზრდელად უკეთესი ვიზუალიზაციის/დიფერენციაციისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დროს.
პრეპარატი დოტაგრაფი ნაჩვენებია:
მოზრდილებისა და ბავშვებისთვის (0-18 წლამდე)
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დროს, ტვინის, ზურგის ტვინის და მიმდებარე ქსოვილების დაზიანებების ჩათვლით;
მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას, მათ შორის ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, მცირე მენჯის, ფილტვების, გულის, სარძევე ჯირკვლის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანების დროს.
მოზრდილებს
მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის (მრა) დროს, არაკორონარული არტერიების დაზიანებების ან სტენოზების ჩათვლით.
სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი უნდა გამოიყენოს მხოლოდ დიაგნოსტიკური ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, თუ მრტ შეუძლებელია კონტრასტის გაძლიერების გარეშე.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
დოზირების რეჟიმი
უნდა გამოიყენოს დიაგნოსტიკური მიზნებისათვის საკმარისი ყველაზე პატარა დოზა. დოზა უნდა გამოითვალოს პაციენტის სხეულის მასის მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ მნიშვნელობებს სხეულის მასის კგ-ზე, რომელიც მითითებულია სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის ამ ნაწილში.
თავის და ზურგის ტვინის მრტ
ნევროლოგიური გამოკვლევისთვის დოზა შეიძლება ვარირებდეს 0,1-დან 0,3 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე, რაც შეესაბამება 0,2-0,6 მლ/სხეულის მასის კგ-ზე. თავის ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტებში 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე დოზის შეყვანის შემდეგ, დამატებითი დოზა 0,2 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე შეიძლება გააუმჯობესოს სიმსივნის მახასიათებლების განსაზღვრა და გაადვილოს თერაპიული გადაწყვეტილებების მიღება.
მთელი სხეულის მრტ და ანგიოგრაფია
რეკომენდებული დოზა ინტრავენური ინექციისთვის შეადგენს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე (ანუ 0,2 მლ/სხეულის მასის კგ-ზე) დიაგნოზის დადგენისათვის საკმარისი ვიზუალიზაციის უზრუნველსაყოფად.
ანგიოგრაფია: გამონაკლის შემთხვევებში (მაგ., ფართო სისხლძარღვთა არის დამაკმაყოფილებელი გამოსახულების მიღების შეუძლებლობა) შეიძლება გამართლებული იყოს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე ოდენობის მეორე თანმიმდევრული ინექციის შეყვანა, რაც უდრის 0,2 მლ/სხეულის მასის კგ-ზე. თუმცა, თუ ანგიოგრაფიის წინ ივარაუდება სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის 2 თანმიმდევრული დოზის გამოყენება, მაშინ ვიზუალიზაციისათვის არსებული მოწყობილობის მიხედვით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თითოეულ შემთხვევაში 0,05 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე შეყვანა, რაც ექვივალენტურია 0,1 მლ/სხეულის მასის კგ-ზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ზრდასრული პაციენტებისთვის მოცემული დოზა ვრცელდება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებზე (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე ≥ 30 მლ/წთ/1,73 მ2).
სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის გამოყენება შეიძლება თირკმელების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2) და პერიოპერაციულ პერიოდში მყოფ პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განხორციელებისას მხოლოდ სარგებელი/რისკის და კონტრასტული გაძლიერების თანაფარდობის შეფასების შემდეგ (იხ. კარი 4.4). ამ შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე. ერთი გამოკვლევისათვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთი დოზა. ვინაიდან არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის განმეორებით გამოყენების შესახებ, სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ინექციის გაკეთება შეიძლება, თუ ინექციებს შორის ინტერვალი შეადგენს მინიმუმ 7 დღეს.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი ასაკის)
დოზის კორექცია საჭირო არ არის. აუცილებელია სიფრთხილე ხანდაზმული პაციენტების გამოკვლევისას (იხ. კარი 4.4).
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ზრდასრული პაციენტებისთვის მოცემული დოზა ასევე ვრცელდება ამ ჯგუფის პაციენტებზე. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციული პერიოდის შემთხვევაში (იხ. ზემოთ «გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში»).
გამოყენება ბავშვებში
თავის და ზურგის ტვინის მრტ/მთელი სხეულის მრტ: სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის რეკომენდებული და მაქსიმალური დოზაა 0.1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე. სკანირების დროს საჭირო არ არის ერთზე მეტი დოზის გამოყენება.
4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ჩვილებში თირკმელების განუვითარებელი ფუნქციის გამო, სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი ამ პაციენტებში უნდა გამოიყენოს მხოლოდ ყველა ფაქტორის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მმოლ/სხეულის მასის კგ-ზე.
არ გამოიყენოთ ერთზე მეტი დოზა სკანირების დროს. განმეორებითი მიღების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ინექციები არ უნდა განმეორდეს, თუ ინექციებს შორის ინტერვალი 7 დღეზე ნაკლებია.
პრეპარატი დოტაგრაფი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების ანგიოგრაფიისთვის ამ ჯგუფში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
გამოყენების მეთოდი
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. შეყვანის სიჩქარე: 3-5 მლ/წთ. (ანგიოგრაფიული პროცედურებისთვის დასაშვებია შეყვანის უფრო მაღალი სიჩქარე 120 მლ/წთ.-მდე, ანუ 2 მლ/წმ.-ში)..
ვიზუალიზაციის ოპტიმალური დრო: ინექციის შემდეგ 45 წუთის განმავლობაში.
ვიზუალიზაციის ოპტიმალური თანმიმდევრობა: T1-შეწონილი.
პაციენტისთვის კონტრასტული საშუალების ინტრავენური შეყვანა, შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. შეყვანის შემდეგ, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან როგორც კონტრასტული საშუალებების გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, უმეტესი არასასურველი მოვლენები ამ დროის განმავლობაში წარმოიქმნება.
საჭიროა ნემსიანი შპრიცის მომზადება. პლასტმასის თავსახურის მოხსნა. საცობის გაწმენდა სპირტში დასველებული ბამბით, შემდეგ საცობის გახვრეტა ნემსით. ამოიღება პრეპარატის ის რაოდენობა, რაც საჭიროა გამოკვლევისთვის და ხდება მისი ინტრავენური შეყვანა.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი ხსნარის გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გამოყენებამდე აუცილებელია საინექციო ხსნარის ვიზუალური შემოწმება.
უნდა გამოიყენოს მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები ხილული ნაწილაკების გარეშე.
ბავშვები
ბავშვისთვის შესაყვანი სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ოდენობიდან გამომდინარე, სასურველი სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ფლაკონების გამოყენება ერთჯერადი შპრიცით, რომლის მოცულობა ადაპტირებულია ამ რაოდენობისთვის, საჭირო მოცულობის უფრო ზუსტად შეყვანისთვის.
ახალშობილებისა და ჩვილებისთვის აუცილებელია დოზის ხელით შეყვანა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა გადოტერის მჟავის, მეგლუმინის ან გადოლინიუმის შემცველი ნებისმიერი პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის ინტრათეკულურად შეყვანა. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და მხოლოდ ინტრავენურად პრეპარატის შეყვანა: ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი აუტანლობის რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ ჩვეულებრივ ლოკალურ მკურნალობას.
მრტ გამოკვლევის დროს საჭიროა ზოგადად მიღებული სიფრთხილის ზომების გამოყენება, როგორიცაა კარდიოსტიმულატორების, სისხლძარღვთა ფერომაგნიტური კლიფსების, საინფუზიო ტუმბოების, ნეიროსტიმულატორების, კოხლეარული იმპლანტების მქონე პაციენტების ან ისეთი პაციენტების გამორიცხვა, ვის მიმართაც არსებობს ეჭვი სხეულში უცხო ლითონის ობიექტების არსებობაზე, განსაკუთრებით თვალებში.
ჰიპერმგრძნობელობა
როგორც გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში (იხ. კარი «4.8»). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს ალერგიული (სერიოზულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები) ან არაალერგიული. ისინი შეიძლება იყოს მყისიერი (60 წუთზე ნაკლები) ან დაგვიანებული (7 დღემდე). ანაფილაქსიური რეაქციები ხდება დაუყოვნებლივ და შეიძლება სასიკვდილოც იყოს. ისინი არ არიან დოზაზე დამოკიდებული, შეიძლება წარმოქმნას პრეპარატის პირველივე დოზის შემდეგაც კი და ხშირად არაპროგნოზირებადია.
შეყვანილი დოზის მიუხედავად, ყოველთვის არსებობს ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკი.
პაციენტებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ რეაქცია მრტ-სთვის გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერების წინა შეყვანის დროს, იმყოფებიან ახალი რეაქციის გაზრდილი რისკის ქვეშ იმავე ან, შესაძლოა, სხვა პრეპარატების შემდგომი შეყვანის დროს და ამიტომ მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.
გადოტერის მჟავის მიღებამ შეიძლება გააუარესოს არსებული ასთმის სიმპტომები. ასთმის მქონე პაციენტების შემთხვევაში, რომლებშიც ასთმის მკურნალობა ოპტიმიზირებული არ არის, გადოტერის მჟავის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას რისკებისა და სარგებლის თანაფარდობის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
როგორც ცნობილია იოდის შემცველი კონტრასტული ნოვთიერებების გამოყენების გამოცდილებიდან, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის არსებობისას. ეს პაციენტები შეიძლება რეზისტენტული იყვნენ ბეტა-აგონისტებით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სტანდარტული მკურნალობის მიმართ.
ნებისმიერი კონტრასტული საშუალების შეყვანამდე პაციენტს უნდა ჰკითხონ ანამნეზში ალერგიის არსებობის თაობაზე (მაგალითად, ზღვის პროდუქტების ალერგია, თივის ცხელება, ჭინჭრის ციება), კონტრასტული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობა და ბრონქული ასთმა, რადგან ამ მახასიათებლების მქონე პაციენტებში კონტრასტულ ნივთიერებებზე არასასურველი რეაქციების სიხშირის შესახებ შეტყობინება უფრო მაღალია და აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპარატებით და/ან გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაციის შესაძლებლობის გათვალისწინება.
გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ექიმის ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გაჩენის შემთხვევაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და (საჭიროების შემთხვევაში) დაინიშნოს სპეციფიური თერაპია. ამრიგად, ვენური წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მთელი გამოკვლევის განმავლობაში. სასწრაფო დახმარების ღონისძიებების დაუყოვნებლივ დასაწყებად მზად უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ადრენალინი და ანტიჰისტამინური პრეპარატები), ენდოტრაქეალური მილი და რესპირატორი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის შეყვანამდე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა თირკმლის დისფუნქციის არსებობაზე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების გზით.
არსებობს ინფორმაცია ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) განვითარების შემთხვევების შესახებ გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანასთან დაკავშირებით თირკმლის მწვავე ან ქრონიკული მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1,73 მ2). პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფში შედიან, ვინაიდან ამ ჯგუფში თირკმლის მწვავე უკმარისობის წარმოქმნის სიხშირე მაღალია.
ვინაიდან არსებობს იმის ალბათობა, რომ სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის შეყვანის შედეგად შეიძლება განვითარდეს ნსფ, ის უნდა გამოიყენოს მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პერიოპერაციულ პერიოდში მყოფი პაციენტების გამოკვლევისას, თუ სადიაგნოსტიკო ინფორმაცია აუცილებელია და ვერ მიიღება უკონტრასტო მრტ-ს მეშვებით.
ჰემოდიალიზი გადოტერის მჟავის შეყვანიდან მალევე შეიძლება სასარგებლო იყოს ორგანიზმიდან გადოტერის მჟავის გამოდევნისთვის. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ჰემოდიალიზის დაწყების სასარგებლოდ ნსფ-ს პროფილაქტიკისა ან მკურნალობისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ ჰემოდიალიზი.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ვინაიდან ხანდაზმულ ადამიანებში გადოქსეტის მჟავის თირკმლის კლირენსი შეიძლება დარღვეული იყოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების გამოკვლევა თირკმლის ფუნქციის დარღვევის დასადგენად.
ბავშვები
ახალშობილები და ჩვილები
4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში და 1 წლამდე ჩვილებში თირკმელების განუვითარებელი ფუნქციის გამო, სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი ამ პაციენტებში უნდა გამოიყენოს მხოლოდ ყველა ფაქტორის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების გამოკვლევისას, სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ, რადგან ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია.
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
როგორც გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული ნივთიერებების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კრუნჩხვის დაბალი ზღურბლის მქონე პაციენტების გამოკვლევისას. აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება, მაგალითად პაციენტის მდგომარეობის ზედმიწევნითი მონიტორინგი. კრუნჩხვების დროს დახმარების გასაწევად საჭირო ყველა მოწყობილობა და სამკურნალო პრეპარატები წინასწარ უნდა მომზადდეს გამოსაყენებლად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი. წამლის ურთიერთქმედების სპეციალური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
გასათვალისწინებელი თანმხლები პრეპარატები
ბეტა-ბლოკატორები, ვაზოაქტიური ნივთიერებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები: ეს სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა კომპენსაციის მექანიზმების ეფექტურობას არტერიული წნევის დარღვევისას. გადოლინიუმის კომპლექსების შეყვანამდე აუცილებელია ექიმ-რენტგენოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი ჩამოთვლილ პრეპარატებს იღებს, ხოლო რეანიმაციული ღონისძიებებისათვის საჭირო მოწყობილობა წინასწარ უნდა მომზადდეს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
მონაცემები ორსულ ქალებში გადოტერის მჟავის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედების არსებობა რეპროდუქციულ ფუნქციაზე. გადოტერინის მჟავა ნელა აღწევს პლაცენტაში. სამკურნალო პრეპარატი დოტაგრაფი არ უნდა გამოიყენოს ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს გადოტერის მჟავის გამოყენებას.
ძუძუთი კვების პერიოდი
გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. კლინიკურ დოზებში ბავშვზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის რძეში მცირე რაოდენობით მოხვედრილი და ნაწლავებიდან აბსორბციის ძალიან დაბალი ხარისხის გამო.
ძუძუთი კვების გაგრძელება ან შეწყვეტა სამკურნალო პრეპარატ დოტაგრაფის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ექიმის და მეძუძური დედის შეხედულებისამებრ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენასთან დაკავშირებთ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატი შეყავთ ამბულატორიულ პირობებში, სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვისას უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ შეიძლება პერიოდულად აღენიშნებოდეთ გულისრევა.
არასასურველი რეაქციები
გადოტერის მჟავის გამოყენებასთან დაკავშირებულ არასასურველ რეაქციებს, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობა გააჩნია და ისინი ხანმოკლეა. შეყვანის ადგილზე რეაქციები, გულისრევა და თავის ტკივილი ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციებია.
კლინიკური კვლევების დროს ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: გულისრევა, თავის ტკივილი, რეაქციები ინექციის ადგილზე, სიცივის შეგრძნება, ჰიპოტენზია, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცხელების შეგრძნება, წვის შეგრძნება, გამონაყარი, ასთენია, გემოს შეგრძნების დარღვევა და ჰიპერტენზია. წარმოქმნის სიხშირე – იშვიათად (≥1/1000-დან <1/100-მდე).
პოსტსარეგისტრაციო დაკვირვების შედეგების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები გადოტერის მჟავის შეყვანის შემდეგ არის გულისრევა, ღებინება, ქავილი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებიდან ყველაზე ხშირად აღინიშნება კანის რეაქციები: ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული და განზოგადებული.
ეს რეაქციები ყველაზე ხშირად ხდება დაუყოვნებლივ (ინექციის დროს ან ინექციიდან ერთი საათის განმავლობაში) ან ზოგჯერ დაგვიანებით (ინექციიდან ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე), რაც გამოიხატება კანის რეაქციების სახით. დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მოიცავს რეაქციას ან რამდენიმე რეაქციას, რომლებიც წარმოიქმნება ერთდროულად ან თანმიმდევრულად, ყველაზე ხშირად ეს არის დარღვევები კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სახსრების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ნებისმიერი რეაქცია შეიძლება იყოს საწყისი შოკის მომასწავებელი ნიშანი და, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იყოს ფატალური.
გადოტერის მჟავის გამოყენებისას დაფიქსირდა ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (NSF) ცალკეული შემთხვევები, რომელთა უმეტესობას ადგილი ჰქონდა პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად გაუკეთდა გადოლინიუმის შემცველი სხვა კონტრასტული საშუალებების ინექცია (იხ. ნაწილი 4.4).
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები სოკ-ის (სისტემურ-ორგანოთა კლასის) მიხედვით. გაჩენის სიხშირე: ძალიან ხშირად (> 1/10); ხშირად (>1/100 – <1/10); არახშირად (> 1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). წარმოდგენილი მონაცემები აღებულია კლინიკური კვლევებიდან 2822 პაციენტის მონაწილეობით, თუ ასეთი არსებობდა, ან პოსტსარეჰისტრაციო კვლევებიდან 185,500 პაციენტის მონაწილეობით.
სისტემურ-ორგანოთა კლასი
არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევების სიხშირე
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
არახშირად: მომატებული მგრძნობელობა
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია
ფსიქიკური დარღვევები
იშვიათად: შფოთვა
ძალიან იშვიათად: აჟიტირება
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
არახშირად: თავის ტკივილი, გემოს შეგრძნების დარღვევა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია (წვის შეგრძნების ჩათვლით).
იშვიათად: გულწასულობის ზღვარზე ყოფნის მდგომარეობა
ძალიან იშვიათად: კომა, კრუნჩხვები, გულწასულობა, ტრემორი, პაროსმია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
იშვიათად: ქუთუთოების შეშუპება
ძალიან იშვიათად: კონიუნქტივიტი, ჰიპერემია, მხედველობის გაუარესება, ცრემლდენის გაძლიერება
დარღვევები გულის მხრიდან
იშვიათად: გახშირებული გულისცემა
ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, გულის გაჩერება, არითმია, ბრადიკარდია
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან
არახშირად: ჰიპოტონია, ჰიპერტონია
ძალიან იშვიათად: ფერმკრთალობა, ვაზოდილატაცია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრიდან
იშვიათად: ცემინება
ძალიან იშვიათად: ხველა, ქოშინი, ცხვირის გაჭედილობა, სუნთქვის გაჩერება, ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი, ხახის შეშუპება, ყელის სიმშრალე, ფილტვების შეშუპება
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
არახშირად: გულისრევა, მუცლის ტკივილი
იშვიათად: ღებინება, დიარეა, ჰიპერსალივაცია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან
არახშირად: გამონაყარი
იშვიათად: ჭინჭრის ციება, ქავილი, ჰიპერჰიდროზი
ძალიან იშვიათად: ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, ეგზემა
უცნობია: ნეფროგენული სისტემური ფიბროზი
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
ძალიან იშვიათად: კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილზე
იშვიათად: ცხელების შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, ასთენია, რეაქციები ინექციის ადგილზე (ექსტრავაზაცია, ტკივილი, დისკომფორტი, შეშუპება, ანთება, სიცივე)
იშვიათად: ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება
ძალიან იშვიათად: სისუსტე, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ჰიპერთერმია, სახის შეშუპება, ინექციის ადგილის ნეკროზი (ექსტრავაზაციის დროს), ზედაპირული ფლებიტი
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგები
ძალიან იშვიათად: ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება
მრტ-ს დროს სხვა ინტრავენური კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:
სისტემურ-ორგანოთა კლასი
არასასურველი რეაქცია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან
ჰემოლიზი
ფსიქიკური დარღვევები
დაბნეულობა
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
გარდამავალი სიბრმავე, თვალის ტკივილი
დარღვევები სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრიდან
ყურებში შუილი, ყურის ტკივილი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრიდან
ასთმა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
პირს სიმშრალე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან
ბულოზური დერმატიტი
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრიდან
შარდის შეუკავებლობა, თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგები
ეკგ-ზე PR-ინტერვალის გახანგრძლივება, სისხლში რკინის მომატებული შემცველობა, სისხლში ბილირუბინის მომატებული დონე, შრატის ფერიტინის მომატებული დონე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
არასასურველი რეაქციები ბავშვებში
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილია კლინიკურ და პოსტსარეგისტრაციო კვლევებში. გადოტერის მჟავის უსაფრთხოების პროფილს არ აქვს სპეციფიკური განსხვავება მოზრდილებსა და ბავშვებს შორის. არასასურველი რეაქციების უმეტესობა არის კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის «სარგებელი-რისკის» თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციებისა და არაეფექტურობის თაობაზე შეტყობინების ეროვნული სისტემების მეშვეობით.
დოზის გადაჭარბება
გადოტერის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით. თუმცა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰემოდიალიზს შეუძლია თავიდან აიცილოს ნეფროგენული სისტემური ფიბროზის (ნსფ) განვითარება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარამაგნიტური კონტრასტული ნივთიერებები.
ათქ კოდი: V08CA02 (გადოტერის მჟავა)
დატოგრაფი არის პარამაგნიტური კონტრასტული პრეპარატი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის. კონტრასტის გაძლიერება განპირობებულია გადოტერის მჟავით, რომელიც წარმოადგენს გადოლინიუმის ოქსიდისა და 1,4,7,10-ტეტრააზაციკლოდოდეკან-1,4,7,10-ტეტრაძმარმჟავისგან (DOTA) შემდგარ გადოლინიუმის იონურ კომპლექსს და წარმოდგენილია მეგლუმინის მარილის სახით.
პარამაგნიტური ეფექტი (რელაქსიურობა) განისაზღვრება სპინ-ცხაურის რელაქსაციის დროზე (T1) დაახლოებით 3.4 მმოლ-1 ლ წმ.-1 და სპინ-სპინის რელაქსაციის დროზე (T2) დაახლოებით 4.27 მმოლ-1 ლ წმ-1 . გავლენის მოხდენის მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ გადოტერის მჟავა სწრაფად ნაწილდება უჯრედგარე სივრცეში. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 18 ლიტრს, რაც დაახლოებით უდრის უჯრედგარე სითხის მოცულობას. გადოტერის მჟავა არ უკავშირდება ცილებს, როგორიცაა შრატის ალბუმინი.
გამოდევნა
გადოტერის მჟავა სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან (89% – 6 საათის შემდეგ, 95% – 24 საათის შემდეგ) უცვლელი სახით თირკმელების მეშვეობით გლომერულური ფილტრაციის გზით. ფეკალური მასებთან ერთად გამოდევნა უმნიშვნელოა. მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ იქნა. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,6 საათს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 5 საათამდე კრეატინინის კლირენსის დროს 30-დან 60 მლ/წთ-მდე და დაახლოებით 14 საათამდე კრეატინინის კლირენსის დრი=თვის 10-დან 30 მლ/წთ-მდე.
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში დემონსტრირებულ იქნა, რომ გადოტერის მჟავის გამოდევნა შესაძლებელია დიალიზის მეშვეობით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
შემდეგი ტრადიციული პრეკლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს ადამიანისათვის სპეციფიკური საშიშროების არარსებობაზე: უსაფრთხოების ფარმაკოლოგიური კვლევები, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევები და გენოტოქსიკურობის კვლევები, რეპროდუქციული ფუნქციისათვის ტოქსიკურობის კვლევები.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გადოტერის მჟავის უმნიშვნელო (შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები) სეკრეცია დედის რძეში.
ფარმაცევტული თვისებები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მეგლუმინი, 1,4,7,10-ტეტრააზაციკლოდოდეკან-1,4,7,10-ტეტრაძმარმჟავა (DOTA), საინექციო წყალი.
შეუთავსებლობა
იმის გამო, რომ თავსებადობის კვლევები არ ჩატარებულა, რეკომენდებული არ არის ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ოთახის ტემპერატურაზე ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა შენარჩუნებულია 72 საათის განმავლობაში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა გამოიყენოს დაუყოვნებლივ. თუ ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, პასუხისმგებლობა გახსნის შემდეგ მისი შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს. როგორც წესი, შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, ისეთი შემთხვეების გარდა, როდესაც ხსნარის გახსნა ხორციელდებოდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შინაარსი
20 მლ ბრომობუტილის კაუჩუკის საცობით დალუქულ II ტიპის უფერო მინის ფლაკონში, რომელიც მოჭერილია ალუმინის თალფაქით გადასახსნელი პოლიპროპილენის თავსახურით. 10 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალლეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია
Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany
მწარმოებელი
ზანოხემია ფარმაცოიტიკა გმბჰ, ავსტრია
2491 ნოიფელდ-ან-დერ-ლაიტა, ლანდეგერ შტრასე 7, ავსტრია
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი
მომხმარებელთა პრეტენზიები გააგზავნეთ მისამართზე:
220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი 57, სადგომი 54
ტელ.: +375 17 239 -54-20
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.