პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კლარითრომიცინი ბიოგარანი 500მგ

CLARITHROMYCINE BIOGARAN® 500mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
მოქმედი ნივთიერება
კლარითრომიცინი (clarithromycin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მწარმოებელი
Bluepharma Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
ATC კოდი
J01FA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-044773
რეგისტრირებულია
11 თებერვალი 2026, მოქმედებს 11 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაკლარითრომიცინი ბიოგარანი 500მგ და სხვა წამალი ერთად

კლარითრომიცინი ბიოგარანი 500მგ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

შემოგარსული ტაბლეტი?

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა

გაიდლაინის მიხედვით მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზაა 1000 მგ დღეში გაყოფილი ორ დოზად. ეს დამოკიდებულია ჩვენებებზე, ინფექციის ადგილმდებარეობაზე, პათოგენზე და პაციენტის წონაზე.

გასტროდუოდენალური (პეპტიური) წყლულოვანი დაავადების დროს, მიღების სქემა შემდეგია:

  • 1 ტაბლეტი დილით და საღამოს სხვა ანტიბიოტიკთან და წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატთან ერთად 7 დღის განმავლობაში, რასაც დამატებით მოჰყვება წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობა 3-დან 5 კვირამდე. დოზის კორექტირება შესაძლებელია თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.

თუ ფიქრობთ, რომ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექინ]მს ან ფარმაცევტს.

პერორალური გამოყენების

მიღების წესი

მიიღება პერორალური გზით. გადაყლაპეთ ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ეფექტურობის მისაღწევად, ანტიბიოტიკი უნდა იქნას გამოყენებული რეგულარულად, დანიშნული დოზებით და ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით.

ცხელების ან სხვა ნებისმიერი სიმპტომის გაქრობა არ ნიშნავს, რომ სრულად განკურნებას. დაღლილობის ნებისმიერი შეგრძნება გამოწვეულია არა ანტიბიოტიკებით, არამედ თავად ინფექციით. მკურნალობის შემცირება ან შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეგრძნებაზე და შეანელებს გამოჯანმრთელებას.

თუ მიიღეთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის საჭირო დოზაზე მეტი

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის მიღება

გამოტოვებული დოზის შესავსებად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-ში 1-დან 10-მდე მეტ ადამიანს):

  • უძილობა;
  • გემოს დარღვევა (დისგევზია), თავის ტკივილი;
  • დიარეა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), გულისრევა, კუჭის ტკივილი;
  • ღვიძლის ფუნქციის ანომალიური ტესტები;
  • გამონაყარი კანზე, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-ში 1-დან 10-მდე მეტ ადამიანს):

  • მიკროსკოპული სოკოთი (კანდიდოზი) გამოწვეული მდგომარეობა, ვაგინალური ინფექცია;
  • სისხლში თეთრი უჯრედების არასაკმარისი რაოდენობა (ლეიკოპენია);
  • სისხლში გარკვეული ლეიკოციტების (ნეიტროფილების) შემცირება (ნეიტროპენია);
  • სისხლში გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ჭარბი რაოდენობა (ეოზინოფილია);
  • ალერგია;
  • მადის დაკარგვა (ანორექსია) ან შემცირება;
  • შფოთვა;
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანკალი;
  • თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი (ტინიტუსი);
  • ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის გახშირება;
  • კუჭის ანთება (გასტრიტი), პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), ენის ანთება (გლოსიტი), მუცლის შებერილობა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, გაზები ს დაგროვება (მეტეორიზმი);
  • ნაღვლის სეკრეციის შემცირება (ქოლესტაზი), ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT, AST, GGT);
  • ქავილი, ჭინჭრის ციება;
  • დისკომფორტი, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება;
  • სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება სისხლში.

გაურკვეველი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):

  • ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი), კანის ინფექცია (ერიზიპელა);
  • ზოგიერთი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი), თრომბოციტების (სისხლის შედედებისთვის მნიშვნელოვანი სისხლის ელემენტების) შემცირება (თრომბოციტოპენია);
  • ალერგიული რეაქცია, ანგიოედემა;
  • ფსიქიკური დარღვევები, დაბნეულობა, რეალობის აღქმის დაკარგვა (დეპერსონალიზაცია), დეპრესია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კოშმარები, მანიაკალური სინდრომი;
  • კრუნჩხვა, გემოს დაკარგვა (აგევზია), ყნოსვის დარღვევა (პაროსმია), ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია), პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება);
  • სიყრუე;
  • გულის რითმის სერიოზული დარღვევა ((torsades de pointe) (ტორსადეს დე პოინტე)), გულის რიტმის აჩქარება (პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
  • პარკუჭოვანი ფიბრილაცია;
  • ჰემორაგია;
  • პანკრეასის მწვავე დაავადება (მწვავე პანკრეატიტი), ენის ფერის შეცვლა, კბილების ფერის შეცვლა;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის უკმარისობა), სიყვითლე (ჰეპატოცელულარული სიყვითლე);
  • კანის აშრევება შეიძლება სწრაფად და ძალიან სერიოზულად გავრცელდეს მთელ სხეულზე (სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი), DRESS სინდრომი (გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ჭარბი რაოდენობა, რაც დაკავშირებულია კანის გამონაყართან და მულტისისტემურ (მრავალორგანულ) დაზიანებასთან). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ კანის მწვავე რეაქცია: ქერცლიანი წითელი გამონაყარი კანქვეშ წარმონაქმნით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი);
  • აკნე;
  • მიოპათია;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა), თირკმელების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი), INR-ის მომატება (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება), პროთრომბინის დონის მომატება, შარდის უჩვეულო შეფერილობა.

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement.social-sante.gov.fr/

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

სიფრთხილის ზომები

კლარითრომიცინი ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს შესაძლო რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი), მიოპათიის (კუნთების დაზიანება), განსაკუთრებით რაბდომიოლიზის (კუნთოვანი უჯრედების დაშლა) განვითარების რისკის გამო. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ სხვა სტატინებს (ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტები), შესაძლოა საჭირო გახდეს დანიშნულების კორექტირება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

  • ღვიძლის დაავადება (ღვიძლის უკმარისობა). ექიმი ხელახლა შეაფასებს დანიშნულებას და შესაძლოა, შეცვალოს მკურნალობა;
  • თირკმლის დაავადება (თირკმლის უკმარისობა). შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება;
  • QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულის დაავადება, სისხლში კალიუმის დაბალი დონე ან სხვა პრეპარატების მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს;
  • დიარეა კლარითრომიცინი ბიოგარან®-ით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ის მძიმე, მუდმივი ან სისხლიანია (ფსევდომემბრანული კოლიტის რისკი);
  • კლარითრომიცინი ბიოგარანი® და პერორალური ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებელი სამკურნალო პრეპარატები) ერთდროული მიღება, როგორიცაა ვარფარინი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი, ედოქსაბანი (იხილეთ რუბრიკა “სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი“).

კლარითრომიცინის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული პრეპარატებთან:

  • ტამსულოზინი (გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, ლისურიდი და პერგოლიდი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ან დედის რძის გამოყოფის შესაჩერებლად გამოყენებული მედიკამენტები);
  • დიზოპირამიდი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);
  • ებასტინი (ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს);
  • ფეზოტეროდინი (შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატი);
  • ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • იმუნოსუპრესანტები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი);
  • ირინოტეკანი, ერიბულინი, ბოსუტინიბი, რეგორაფენიბი, იბრუტინიბი (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი);
  • ლუმეფანტრინი (მალარიით გამოწვეული ტკივილის სამკურნალო პრეპარატი);
  • ოქსიკოდონი (ძლიერი ტკივილის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი);
  • ტოლტეროდინი (საშარდე გზების დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);
  • ბედაქილინი (ტუბერკულოზის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი);
  • ფიდაქსომიცინი (ანტიბიოტიკი);
  • სიმეპრევირი ( ც ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • რიოციგუატი (ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ზოგიერთ შემთხვევებში გამოყენებული პრეპარატი).

(იხილეთ რუბრიკა “სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი“).

კანის მწვავე ან ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, კლარითრომიცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ეს პრეპარატი არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • ალფუზოზინი (პროსტატის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • დაპოქსეტინი (ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • დრონედარონი (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი, მეთილერგომეტრინი, მეთიზერგიდი (შაკიკის სამკურნალო საშუალება);
  • ავანაფილი (იმპოტენციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ივაბრადინი (სტენოკარდიის საწინააღმდეგო პრეპარატი);
  • ეპლერენონი (გულის უკმარისობის ზოგიერთი შემთხვევის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • მიზოლასტინი (ანტიჰისტამინი, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს);
  • პიმოზიდი (ნეიროლეპტიკი გარკვეული ქცევითი დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატი);
  • კვეტიაპინი (შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • რანოლაზინი (სტენოკარდიის სიმპტომების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი);
  • ტიკაგრელორი (გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად გამოყენებული პრეპარატი);
  • ლომიტაპიდი (პრეპარატი, რომელიც ინიშნება გენეტიკური დაავადების სამკურნალოდ სისხლში ქოლესტერინის დონის მატებისას);
  • დომპერიდონი (გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი).

(იხილეთ რუბრიკა „სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი“).

ეს პრეპარატი ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში ერთად:

  • ტამსულოზინი (გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, პერგოლიდი და ლიზურიდი (პარკინსონის დაავადების დროს ან დედის რძის გამოყოფის შესაჩერებლად გამოყენებული პრეპარატი);
  • დიზოპირამიდი, ქინიდინი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);
  • ებასტინი (ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს);
  • ფესოტეროდინი (შარდის შეუკავებლობის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი);
  • ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი);
  • ირინოტეკანი, ერიბულინი, ბოსუტინიბი, რეგორაფენიბი, იბრუტინიბი (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • ლუმეფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ოქსიკოდონი (ნაწლავების ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ტოლტეროდინი (საშარდე გზების დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);
  • ბედაქილინი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ფიდაქსომიცინი (ანტიბიოტიკი);
  • სიმეპრევირი (C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • რიოციგუატი (გარკვეული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს გამოყენებული პრეპარატი);
  • მიდაზოლამი პერორალურად (კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);

(იხილეთ რუბრიკა „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის:

  • პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან ედოქსაბანი (სისხლის გასათხელებელი პრეპარატი) (იხილეთ რუბრიკა „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).

ასევე მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს სახელწოდებით:

  • ჰიდროქსიქლოროქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან მალარიის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის). ამ პრეპარატების კლარითრომიცინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის ან გულზე მოქმედი სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი;
  • კორტიკოსტეროიდები, რომლებიც მიიღება პერორალურად, ინექციის ან ინჰალაციის გზით (გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასათრგუნად, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მისი გაგრძელების საჭიროება.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება, როგორც წესი, შესაძლებელია, მაგრამ თუ ახალშობილს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები განუვითარდება, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან პრეპარატის მიღება.

პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

კლარითრომიცინის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევის, გულისრევის, დაბნეულობის და დეზორიენტაციის რისკი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ავტომობილის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე.

შემადგენლობა

  • რა არის კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?

ნერვული სისტემა

ფარმაკოთერაპიული კატეგორია - ATC (ათქ) კოდი: J01FA09

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ეს პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული გარკვეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ასევე ინიშნება კუჭის წყლულის (თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის) სამკურნალოდ.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის გამოყენებამდე?

არასოდეს მიიღოთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი

  • თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების, მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია რუბრიკა 6-ში.
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გულის რიტმის სერიოზული დარღვევები;
  • პრეპარატთან კომბინაციაში:
  • კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ალფუზოზინი (პროსტატის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);

  • ცისაპრიდი (გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი);
  • ასტემიზოლი (ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ტერფენადინი (ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);

  • თუ გაქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი;
  • თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ქონდა QT ინტერვალის გახანგრძლივება ან გულის რიტმის დარღვევა (გულმკერდის კრუნჩხვები (ტორსადები)) (იხილეთ რუბრიკა „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
  • სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის ანომალიურად მაღალი დონის შემთხვევაში (ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია);
  • თუ გაქვთ როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია რჩევისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

შემოგარსული ტაბლეტი?

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ

შემოგარსული ტაბლეტი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:

შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პრეპარატი პირადად თქვენთვისაა დანიშნული. ნუ მისცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ გამოგივლინდებათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?

  • რა არის კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის გამოყენებამდე?
  • როგორ გამოიყენება კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი?
  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
  • როგორ შევინახოთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი?
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?

ნერვული სისტემა

ფარმაკოთერაპიული კატეგორია - ATC (ათქ) კოდი: J01FA09

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ეს პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული გარკვეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ასევე ინიშნება კუჭის წყლულის (თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის) სამკურნალოდ.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის გამოყენებამდე?

არასოდეს მიიღოთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი

  • თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების, მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია რუბრიკა 6-ში.
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გულის რიტმის სერიოზული დარღვევები;
  • პრეპარატთან კომბინაციაში:
  • კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ალფუზოზინი (პროსტატის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • დაპოქსეტინი (ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ავანაფილი (იმპოტენციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • დრონედარონი (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი, მეთილერგომეტრინი, მეთიზერგიდი (შაკიკის სამკურნალო საშუალება);
  • ივაბრადინი (სტენოკარდიის საწინააღმდეგო პრეპარატი);
  • ეპლერენონი (გულის უკმარისობის ზოგიერთი შემთხვევის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • მიზოლასტინი (ანტიჰისტამინი, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს);
  • პიმოზიდი (ნეიროლეპტიკი გარკვეული ქცევითი დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატი);
  • კვეტიაპინი (შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • რანოლაზინი (სტენოკარდიის სიმპტომების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი);
  • ცისაპრიდი (გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი);
  • ასტემიზოლი (ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ტერფენადინი (ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ტიკაგრელორი (გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად გამოყენებული პრეპარატი);
  • ლომიტაპიდი (პრეპარატი, რომელიც ინიშნება გენეტიკური დაავადების სამკურნალოდ სისხლში ქოლესტერინის დონის მატებისას);
  • დომპერიდონი (გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი).

(იხილეთ რუბრიკა „სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი“).

  • თუ გაქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი;
  • თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ქონდა QT ინტერვალის გახანგრძლივება ან გულის რიტმის დარღვევა (გულმკერდის კრუნჩხვები (ტორსადები)) (იხილეთ რუბრიკა „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
  • სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის ანომალიურად მაღალი დონის შემთხვევაში (ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია);
  • თუ გაქვთ როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია რჩევისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

კლარითრომიცინი ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს შესაძლო რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი), მიოპათიის (კუნთების დაზიანება), განსაკუთრებით რაბდომიოლიზის (კუნთოვანი უჯრედების დაშლა) განვითარების რისკის გამო. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ სხვა სტატინებს (ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტები), შესაძლოა საჭირო გახდეს დანიშნულების კორექტირება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

  • ღვიძლის დაავადება (ღვიძლის უკმარისობა). ექიმი ხელახლა შეაფასებს დანიშნულებას და შესაძლოა, შეცვალოს მკურნალობა;
  • თირკმლის დაავადება (თირკმლის უკმარისობა). შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება;
  • QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულის დაავადება, სისხლში კალიუმის დაბალი დონე ან სხვა პრეპარატების მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს;
  • დიარეა კლარითრომიცინი ბიოგარან®-ით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ის მძიმე, მუდმივი ან სისხლიანია (ფსევდომემბრანული კოლიტის რისკი);
  • კლარითრომიცინი ბიოგარანი® და პერორალური ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებელი სამკურნალო პრეპარატები) ერთდროული მიღება, როგორიცაა ვარფარინი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი, ედოქსაბანი (იხილეთ რუბრიკა “სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი“).

კლარითრომიცინის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული პრეპარატებთან:

  • ტამსულოზინი (გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, ლისურიდი და პერგოლიდი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ან დედის რძის გამოყოფის შესაჩერებლად გამოყენებული მედიკამენტები);
  • დიზოპირამიდი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);
  • ებასტინი (ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს);
  • ფეზოტეროდინი (შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატი);
  • ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • იმუნოსუპრესანტები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი);
  • ირინოტეკანი, ერიბულინი, ბოსუტინიბი, რეგორაფენიბი, იბრუტინიბი (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი);
  • ლუმეფანტრინი (მალარიით გამოწვეული ტკივილის სამკურნალო პრეპარატი);
  • ოქსიკოდონი (ძლიერი ტკივილის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი);
  • ტოლტეროდინი (საშარდე გზების დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);
  • ბედაქილინი (ტუბერკულოზის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი);
  • ფიდაქსომიცინი (ანტიბიოტიკი);
  • სიმეპრევირი ( ც ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • რიოციგუატი (ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ზოგიერთ შემთხვევებში გამოყენებული პრეპარატი).

(იხილეთ რუბრიკა “სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი“).

კანის მწვავე ან ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, კლარითრომიცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობა.

სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ეს პრეპარატი არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • ალფუზოზინი (პროსტატის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • დაპოქსეტინი (ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • დრონედარონი (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი, მეთილერგომეტრინი, მეთიზერგიდი (შაკიკის სამკურნალო საშუალება);
  • ავანაფილი (იმპოტენციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ივაბრადინი (სტენოკარდიის საწინააღმდეგო პრეპარატი);
  • ეპლერენონი (გულის უკმარისობის ზოგიერთი შემთხვევის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • მიზოლასტინი (ანტიჰისტამინი, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს);
  • პიმოზიდი (ნეიროლეპტიკი გარკვეული ქცევითი დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატი);
  • კვეტიაპინი (შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • რანოლაზინი (სტენოკარდიის სიმპტომების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი);
  • ტიკაგრელორი (გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად გამოყენებული პრეპარატი);
  • ლომიტაპიდი (პრეპარატი, რომელიც ინიშნება გენეტიკური დაავადების სამკურნალოდ სისხლში ქოლესტერინის დონის მატებისას);
  • დომპერიდონი (გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი).

(იხილეთ რუბრიკა „სხვა პრეპარატები და კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი“).

ეს პრეპარატი ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში ერთად:

  • ტამსულოზინი (გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, პერგოლიდი და ლიზურიდი (პარკინსონის დაავადების დროს ან დედის რძის გამოყოფის შესაჩერებლად გამოყენებული პრეპარატი);
  • დიზოპირამიდი, ქინიდინი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);
  • ებასტინი (ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს);
  • ფესოტეროდინი (შარდის შეუკავებლობის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატი);
  • ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი);
  • ირინოტეკანი, ერიბულინი, ბოსუტინიბი, რეგორაფენიბი, იბრუტინიბი (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • ლუმეფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ოქსიკოდონი (ნაწლავების ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ტოლტეროდინი (საშარდე გზების დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);
  • ბედაქილინი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • ფიდაქსომიცინი (ანტიბიოტიკი);
  • სიმეპრევირი (C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);
  • რიოციგუატი (გარკვეული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს გამოყენებული პრეპარატი);
  • მიდაზოლამი პერორალურად (კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი);

(იხილეთ რუბრიკა „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის:

  • პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან ედოქსაბანი (სისხლის გასათხელებელი პრეპარატი) (იხილეთ რუბრიკა „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).

ასევე მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს სახელწოდებით:

  • ჰიდროქსიქლოროქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან მალარიის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის). ამ პრეპარატების კლარითრომიცინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის ან გულზე მოქმედი სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი;
  • კორტიკოსტეროიდები, რომლებიც მიიღება პერორალურად, ინექციის ან ინჰალაციის გზით (გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასათრგუნად, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მისი გაგრძელების საჭიროება.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება, როგორც წესი, შესაძლებელია, მაგრამ თუ ახალშობილს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები განუვითარდება, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან პრეპარატის მიღება.

პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

კლარითრომიცინის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევის, გულისრევის, დაბნეულობის და დეზორიენტაციის რისკი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ავტომობილის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე.

  • როგორ გამოიყენება კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი?

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა

გაიდლაინის მიხედვით მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზაა 1000 მგ დღეში გაყოფილი ორ დოზად. ეს დამოკიდებულია ჩვენებებზე, ინფექციის ადგილმდებარეობაზე, პათოგენზე და პაციენტის წონაზე.

გასტროდუოდენალური (პეპტიური) წყლულოვანი დაავადების დროს, მიღების სქემა შემდეგია:

  • 1 ტაბლეტი დილით და საღამოს სხვა ანტიბიოტიკთან და წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატთან ერთად 7 დღის განმავლობაში, რასაც დამატებით მოჰყვება წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობა 3-დან 5 კვირამდე. დოზის კორექტირება შესაძლებელია თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.

თუ ფიქრობთ, რომ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექინ]მს ან ფარმაცევტს.

პერორალური გამოყენების

მიღების წესი

მიიღება პერორალური გზით. გადაყლაპეთ ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ეფექტურობის მისაღწევად, ანტიბიოტიკი უნდა იქნას გამოყენებული რეგულარულად, დანიშნული დოზებით და ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით.

ცხელების ან სხვა ნებისმიერი სიმპტომის გაქრობა არ ნიშნავს, რომ სრულად განკურნებას. დაღლილობის ნებისმიერი შეგრძნება გამოწვეულია არა ანტიბიოტიკებით, არამედ თავად ინფექციით. მკურნალობის შემცირება ან შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეგრძნებაზე და შეანელებს გამოჯანმრთელებას.

თუ მიიღეთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის საჭირო დოზაზე მეტი

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტის მიღება

გამოტოვებული დოზის შესავსებად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-ში 1-დან 10-მდე მეტ ადამიანს):

  • უძილობა;
  • გემოს დარღვევა (დისგევზია), თავის ტკივილი;
  • დიარეა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), გულისრევა, კუჭის ტკივილი;
  • ღვიძლის ფუნქციის ანომალიური ტესტები;
  • გამონაყარი კანზე, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-ში 1-დან 10-მდე მეტ ადამიანს):

  • მიკროსკოპული სოკოთი (კანდიდოზი) გამოწვეული მდგომარეობა, ვაგინალური ინფექცია;
  • სისხლში თეთრი უჯრედების არასაკმარისი რაოდენობა (ლეიკოპენია);
  • სისხლში გარკვეული ლეიკოციტების (ნეიტროფილების) შემცირება (ნეიტროპენია);
  • სისხლში გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ჭარბი რაოდენობა (ეოზინოფილია);
  • ალერგია;
  • მადის დაკარგვა (ანორექსია) ან შემცირება;
  • შფოთვა;
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანკალი;
  • თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი (ტინიტუსი);
  • ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის გახშირება;
  • კუჭის ანთება (გასტრიტი), პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), ენის ანთება (გლოსიტი), მუცლის შებერილობა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, გაზები ს დაგროვება (მეტეორიზმი);
  • ნაღვლის სეკრეციის შემცირება (ქოლესტაზი), ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT, AST, GGT);
  • ქავილი, ჭინჭრის ციება;
  • დისკომფორტი, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება;
  • სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება სისხლში.

გაურკვეველი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):

  • ნაწლავის ანთება (ფსევდომემბრანული კოლიტი), კანის ინფექცია (ერიზიპელა);
  • ზოგიერთი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი), თრომბოციტების (სისხლის შედედებისთვის მნიშვნელოვანი სისხლის ელემენტების) შემცირება (თრომბოციტოპენია);
  • ალერგიული რეაქცია, ანგიოედემა;
  • ფსიქიკური დარღვევები, დაბნეულობა, რეალობის აღქმის დაკარგვა (დეპერსონალიზაცია), დეპრესია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კოშმარები, მანიაკალური სინდრომი;
  • კრუნჩხვა, გემოს დაკარგვა (აგევზია), ყნოსვის დარღვევა (პაროსმია), ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია), პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება);
  • სიყრუე;
  • გულის რითმის სერიოზული დარღვევა ((torsades de pointe) (ტორსადეს დე პოინტე)), გულის რიტმის აჩქარება (პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
  • პარკუჭოვანი ფიბრილაცია;
  • ჰემორაგია;
  • პანკრეასის მწვავე დაავადება (მწვავე პანკრეატიტი), ენის ფერის შეცვლა, კბილების ფერის შეცვლა;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის უკმარისობა), სიყვითლე (ჰეპატოცელულარული სიყვითლე);
  • კანის აშრევება შეიძლება სწრაფად და ძალიან სერიოზულად გავრცელდეს მთელ სხეულზე (სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი), DRESS სინდრომი (გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ჭარბი რაოდენობა, რაც დაკავშირებულია კანის გამონაყართან და მულტისისტემურ (მრავალორგანულ) დაზიანებასთან). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ კანის მწვავე რეაქცია: ქერცლიანი წითელი გამონაყარი კანქვეშ წარმონაქმნით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი);
  • აკნე;
  • მიოპათია;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა), თირკმელების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი), INR-ის მომატება (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება), პროთრომბინის დონის მომატება, შარდის უჩვეულო შეფერილობა.

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement.social-sante.gov.fr/

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

  • როგორ შევინახოთ კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი?

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი

კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერებაა:

კლარითრომიცინი -------------------------------------------------------- 500 მგ.

შემოგარსული ტაბლეტისთვის

  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, წინასწარ ჟელატინიზებული სახამებელი, ჰიპრომელოზა, უწყლო კოლოიდური ცილიუმი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი.

რა არის კლარითრომიცინი ბიოგარანი® 500 მგ. შემოგარსული ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა

სილდენაფილ ბიოგარან®-ის შემოგარსული ტაბლეტი

შემოგარსული ტაბლეტი.

ყუთი 10 და 14 ტაბლეტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/ოპერატორი

ბიოგარანის ლაბორატორია

შარლ დე გოლის ბულვარი 15

92707 კოლომბი სედექსი

მწარმოებელი

ბლუფარმა

საო მარტინო დო ბისპო

3040 – 086 კოიმბრა

პორტუგალია

პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2024 წლის მარტი

დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.

ჯანდაცვის განათლების საბჭო

რა უნდა იცოდე ანტიბიოტიკებზე?

ანტიბიოტიკები ეფექტურია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი არაეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს ანტიბიოტიკი, რადგან ის განსაკუთრებულად თქვენი შემთხვევისა და თქვენი მიმდინარე დაავადებისთვისაა შესაფერისი. ბაქტერიებს აქვთ გადარჩენის ან გამრავლების უნარი ანტიბიოტიკის მოქმედების მიუხედავად. ამ ფენომენს რეზისტენტობა ეწოდება. ეს ზოგიერთ ანტიბიოტიკურ მკურნალობას არაეფექტურს ხდის.

რეზისტენტობა იზრდება ანტიბიოტიკების არასწორი ან არასათანადო გამოყენებით.

თუ არ დაიცავთ მითითებას, რისკავთ ხელი შეუწყოთ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებას და შესაბამისად, გამოჯანმრთელების შეფერხებას ან თუნდაც მედიკამენტის არაეფექტურობას:

  • მისაღები დოზა;
  • მიღებს მომენტი
  • და მკურნალობის ხანგრძლივობა

შესაბამისად, ამ პრეპარატის ეფექტურობის შესანარჩუნებლად

1- მიიღეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული წესით.

2- მკაცრად დაიცავით დანიშნულება.

3- არ მიიღოთ ანტიბიოტიკები დანიშნულების გარეშე, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ერთი შეხედვით მსგავს დაავადებასთან გაქვთ საქმე.

4- არასოდეს მისცეთ თქვენი ანტიბიოტიკი სხვა ადამიანებს, შესაძლებელის ის მისი ავადმყოფობისთვის შესაფერისი არ იყოს.

5- მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყველა გახსნილი ყუთი დაუბრუნეთ ფარმაცევტს პრეპარატის სწორი და სათანადო განადგურებისთვის.

ბიოგარანი

შარლ დე გოლის ბულვარი 15

92707 კოლომბი სედექსი

405 113 598 RCS ნანტერი

804116315

ბიოგარანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა