პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კლავომედი

Clavomed

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადეგვიპტე
რისთვის გამოიყენება

კლავომედი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: - მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი); - მწვავე შუა ოტიტი; - ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი); - არაჰოსპიტალური პნევმონია; - ცისტიტი; - პიელონეფრიტი; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 156.25მგ/5მლ (125მგ + 31,25მგ)/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
E.I.P.I.Co, ეგვიპტე
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043747
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE LIMITED (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლავომედი და სხვა წამალი ერთად

კლავომედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლავომედი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, ფლეგმონა (კანქვეშა ქსოვილის ანთება), ცხოველების ნაკბენები, მძიმე დენტალური აბსცესი გავრცობადი ფლეგმონით;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ, ოსტეომიელიტი.

აუცილებელია გათვალისწინება ინფორმაციისა, რომელიც მოცემულია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების სახელმძღვანელოებში.

მიღების წესი და დოზირება

დოზები მითითებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემულია დოზები თითოეული კომპონენტისათვის ცალ-ცალკე.

დოზის შერჩევისას კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  • ინფექციის სავარაუდო გამომწვევები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ;
  • ინფექციის სირთულის ხარისხი და ლოკალიზაცია;
  • პაციენტის ასაკი, სხეულის მასა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა (იხ. ქვემოთ).

საჭიროებისას უნდა განიხილოს პრეპარატის სხვა წამლის ფორმების გამოყენება, მაგალითად, ამოქსიცილინის უფრო მაღალი დოზების შემცველობით და/ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის სხვა თანაფარდობით.

მოზრდილებში და ბავშვებში სხეულის წონით 40 კგ და მეტი საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 1500 მგ ამოქსიცილინს/375 მგ კლავულანის მჟავას პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების (იხ. ქვემოთ) თანახმად. ბავშვებში 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2400 მგ ამოქსიცილინს/600 მგ კლავულანის მჟავას პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების (იხ. ქვემოთ) თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამოქსიცილინის უფრო მაღალი სადღეღამისო დოზით გამოყენების აუცილებლობა, რეკომენდებულია პრეპარატის სხვა წამლის ფორმის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ კლავულანის მჟავის მაღალი დოზების გამოყენება საჭიროების გარეშე.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის მკურნალობის მიმართ პასუხის შესაბამისად. ზოგიერთი ინფექციისას (მაგალითად, ოსტეომიელიტი) აუცილებელია თერაპიის ჩატარება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მიზანშეწონილი არ არის პრეპარატის გამოყენება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის განმეორებითი შეფასების გარეშე.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით 40 კგ და მეტი: დოზა შეადგენს 500 მგ/125 მგ სამჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით: სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ/5 მგ/კგ-დან 60 მგ/15 მგ/კგ-მდე, გაყოფილი სამ მიღებად.

ბავშვებში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ტაბლეტური ფორმით ან შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით. 6 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, პენიცილინების ჯგუფის ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელი ტიპის მძიმე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსია), დაკავშირებული სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მაგალითად ცეფალოსპორინების, კარბაპენემების ან მონობაქტამების გამოყენებასთან ანამნეზში;
  • სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენებასთან ანამნეზში.

სიფრთხილის ზომები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის ანამნეზის შეგროვება პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ჰიპერმგრძნობელობის მანამდე გამოვლენილ რეაქციებთან მიმართებაში.

პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ პენიცილინების ჯგუფის სამკურნალო საშუალებებით, რეგისტრირდებოდა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (ანაფილაქტოიდური და კანისმიერი მძიმე რეაქციების ჩათვლით). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს კოუნისის სინდრომამდე (ალერგიულ მწვავე კორონარულ სინდრომამდე), სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი მაღალია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში არენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პენიცილინებზე, და პაციენტებში ატოპიით.

იყო შეტყობინებები წამლისმიერი ენტეროკოლიტის სინდრომის შესახებ ძირითადად ბავშვებში, რომლებიც ღებულობდენ ამოქსიცილინს, ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას. ამ ალერგიული რეაქციის წამყვანი სიმპტომია განმეორებადი ღებინება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, კანისმიერი ალერგიული რეაქციების ან რესპირაციული სიმპტომების გარეშე. დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს მუცლის არეში, დიარეას, ჰიპოტენზიას ან ლეიკოციტოზს ნეიტროფილიით. აღინიშნებოდა მძიმე შემთხვევები, შოკის განვითარების ჩათვლით. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, საჭიროა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი ალტერნატიული თერაპიის დაწყება.

თუ დადგინდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმით(-ებით), განხილული უნდა იქნას ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიიდან ამოქსიცილინით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი ოფიციალური გზამკვლევების შესაბამისად.

პრეპარატი არ არის განკუთვნილი იმ შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ინფექციის სავარაუდო გამომწვევებს გააჩნია დაბალი მგრძნობელობა ან რეზისტენტობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რომელიც არ არის განპირობებული კლავულანის მჟავას მიერ ინჰიბირებადი β-ლაქტამაზებით. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პენიცილინის მიმართ მდგრადი Streptococcus pneumoniae-ის შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

პაციენტებს, რომლებსაც თერაპია უტარდებათ პრეპარატის მაღალი დოზებით, ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა მორბილიფორმული გამონაყარი.

ალოპურინოლის და ამოქსიცილინის ერთად გამოყენებისას კანის მხრივ ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

პრეპარატით თერაპიის დასაწყისში განვითარებული გენერალიზებული ერითემა პუსტულებით, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის სიმპტომი. ამ არასასურველი რეაქციის განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს, იგი ასევე წარმოადგენს უკუჩვენებას ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენებისთვის.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ნიშნებით ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ღვიძლის მხრივ არასასურველი რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატით ხანგრძლივ თერაპიასთან, ისინი ვლინდებოდა უპირატესად მამრობითი სქესის პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები ძალიან იშვიათად რეგისტრირდებოდა ბავშვებში. პაციენტთა ყველა პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, აღინიშნება თერაპიის დროს ან დასრულებიდან დროის მცირე მონაკვეთში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. არასასურველი რეაქციები ღვიძლის მხრივ ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლის მხრივ ასევე შესაძლოა განვითარდეს მძიმე რეაქციები; ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ლეტალური შედეგების შესახებ, ამ დროს პაციენტებს ძირითადად ჰქონდათ მძიმე თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად უტარდებოდათ თერაპია პრეპარატებით, რომლებიც ცნობილია თავისი ტოქსიკური მოქმედებით ღვიძლზე.

პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, ამოქსიცილინის ჩათვლით, იყო შეტყობინებები ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევების შესახებ, რომლის სიმძიმის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს (მსუბუქი ფორმიდან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე). ამიტომ ნებისმიერი ანტიბიოტიკის გამოყენების დროს ან მის შემდეგ პაციენტებში დიარეის განვითარებისას განხილული უნდა იქნას საკითხი ასეთი დიაგნოზის დადგენის შესახებ. ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევაში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს; ასევე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ამ დაავადების სათანადო მკურნალობა. მსგავს შემთხვევებში ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი სამკურნალო საშულებების გამოყენება უკუნაჩვენებია.

პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის და სისხლმბადი ორგანოების რეგულარული მონიტორინგი.

არსებობს შეტყობინებები, რომ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, იზრდებოდა პროთრომბინის დროის მაჩვენებლები. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის და ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი მეთვალყურეობა პაციენტებზე, ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზების კორექცია სისხლის შედედების სისტემაზე ზეგავლენის სათანადო დონის შესანარჩუნებლად.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს დარღვევების ხარისხის შესაბამისად.

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები კრისტალურიის განვითარების შესახებ, ძირითადად ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზებით გამოყენებისას, კრისტალურიის წარმოქმნის რისკის შემცირების მიზნით, პაციენტებისთვის რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, ასევე ასეთ პაციენტებში დიურეზი უნდა შენარჩუნდეს სათანადო დონეზე. შარდის ბუშტის კათეტერების მქონე პაციენტებში აუცილებელია კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

თუ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს აუცილებელი ხდება შარდში გლუკოზის არსებობის კვლევის ჩატარება, გამოყენებული უნდა იქნას ფერმენტაციული გლუკოზოოქსიდაზური მეთოდები, ვინაიდან არსებობს ცრუდადებითი შედეგების მიღების რისკი არაფერმენტაციული მეთოდების გამოყენებისას.

პრეპარატში კლავულანის მჟავას არსებობასთან დაკავშირებით, მისი გამოყენების ფონზე შეიძლება აღინიშნოს IgG და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება ერითროციტების მემბრანებზე, რის შედეგადაც შეიძლება მიღებული იქნას კუმბსის სინჯების ცრუუარყოფითი შედეგები.

არსებობს შეტყობინებები კვლევების ცრუდადებითი შედეგების შესახებ იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციების არსებობაზე პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით (შემდგომში მათ არ დაუდგინდათ Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციები). დარეგისტრირებულია ჯვარედინი რეაქციები პოლისაქარიდებს შორის, რომლებიც არ წარმოადგენს Aspergillus ჯიშის სოკოების კომპონენტებს, და პოლიფურანოზებს შორის იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით. ამიტომ თუ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, ზემოხსენებულ კვლევებში აღინიშნება დადებითი შედეგები, მათი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით და დადასტურდეს დიაგნოსტიკური მეთოდებით.

დამხმარე ნივთიერებები

კლავომედი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში, ე.ი. პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს“.

კლავომედი 125 მგ/31,25 მგ და 250 მგ/62,5 მგ შეიცავს 6,13 მგ და 12,25 მგ კალიუმს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში შესაბამისად, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით ან მათში, ვინც კალიუმის მოხმარებას შესაბამისი დიეტით აკონტროლებს.

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მალტოდექსტრინს (გლუკოზას). გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში, ამავდროულად მათი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობების მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ ამოქსიცილინით აცენოკუმაროლის ან ვარფარინის მიღების ფონზე. ასეთი კომბინაციების გამოყენების აუცილებლობისას უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინის დროის ან სნთ-ის მაჩვენებლები ამოქსიცილინით თერაპიის დასაწყისში ან მისი შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

მეთოტრექსატი

პენიცილინებმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც პოტენციურად ტოქსიკურობის მატებას იწვევს.

პრობენეციდი

არ არის რეკომენდებული ამოქსიცილინის ერთდროული გამოყენება პრობენეციდთან. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკებში. პრობენეციდის და ამოქსიცილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის კონცენტრაციის მდგრადი და ხანგრძლივი მატება.

მიკოფენოლატის მოფეტილი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას მიკოფენოლატის მოფეტილით, სამკურნალო საშუალების მორიგი დოზის შეყვანამდე აღინიშნებოდა მისი აქტიური მეტაბოლიტის, მიკოფენოლის მჟავას კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 50%-ით. ამ ცვლილებებს შეუძლია სათანადოდ გამოხატონ მიკოფენოლის მჟავას სისტემური ზემოქმედების საერთო დონის ცვლილებები. ამიტომ, როგორც წესი, მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის კორექცია საჭირო არ არის ტრანსპლანტატის ფუნქციის დარღვევების კლინიკური ნიშნების არქონისას. მიკოფენოლატის მოფეტილის და კლავომედის ერთად გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, მათ შორის კლავომედით მკურნალობის დასრულების შემდეგ დროის მოკლე შუალედის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაცია არ ახდენს რაიმე სახის პირდაპირ ან ირიბ ნეგატიურ ზეგავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. შეზღუდული მონაცემები ქალების მიერ ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენების შესახებ მოწმობს, რომ განვითარების თანდაყოლილი მანკების გამოვლენის რისკი არ იზრდება. ერთ კლინიკურ კვლევაში ქალებში სანაყოფე გარსების ვადამდელი მშობიარობამდელი გახევით (ნაადრევი მშობიარობა) დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მაღალ რისკთან. კლავომედის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში არ შეიძლება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ექიმი თვლის, რომ პრეპარატის მიღება უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში კლავულანის მჟავას ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს). ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს შეიძლება აღენიშნოს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, ამის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს ლაქტაციის შეწყვეტა; ასევე გასათვალისწინებელია სენსიბილიზაციის რისკი. კლავომედის გამოყენება ქალებში ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას არასასურველი რეაქციები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია დიარეა, ღებინება და გულისრევა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვლინდებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვევით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი; სიხშირე უცნობია - არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია; სიხშირე უცნობია - შექცევადი აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის მაჩვენებლების გაზრდა*.

იმუნური სისტემის მხრივ**: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი, ალერგიული ვასკულიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; სიხშირე უცნობია - შექცევადი ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები*, ასეპტიური მენინგიტი.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - კოუნისის სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, გულისრევა*, ღებინება; არახშირად - დისპეფსია; სიხშირე უცნობია - ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით, შავი „თმიანი“ ენა, კბილების ფერის ცვლილება##, ენტეროკოლიტის სინდრომი, რომელიც ინდუცირებულია სამკურნალო პრეპარატით, მწვავე პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და/ან ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება სისხლში^; სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი^^, ქოლესტაზური სიყვითლე^^.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ&: არახშირად - გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - მულტიფორმული ერითემა; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი*, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), სიმეტრიული წამლისმიერი ინტერტრიგინოზული და ფლექსოლარული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი), IgA დამოკიდებული ხაზოვანი დერმატოზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (თირკმელების მწვავე დაზიანების ჩათვლით) &&.

  • იხილეთ „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.
  • * იხილეთ „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.

# ღებინება ყველაზე ხშირად აღინიშნება პრეპარატის მაღალი დოზების შიგნით მიღებისას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას.

## კბილების ფერის ზედაპირული ცვლილება ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში; პირის ღრუს გულმოდგინე მოვლამ შესაძლოა შეამციროს კბილების ფერის ცვლილებების გამოვლენა (როგორც წესი, ის ქრება კბილების გახეხვისას).

^ ასტ-ს და/ან ალტ-ს დონის ზომიერი გაზრდა აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ β-ლაქტამური ანტიბიოტიკებით; მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

^^ არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა სხვა პენიცილინების ან ცეფალოსპორინების გამოყენების დროს.

& კანის მხრივ ნებისმიერი რეაქციის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

&& იხ. თავი „დოზის გადაჭარბება“.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მხრივ. აღწერილია ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას.

პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს იღებენ მაღალი დოზებით, ან პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

არსებობს შეტყობინებები ამოქსიცილინის პრეციპიტატების დალექვის შესახებ შარდის ბუშტის კათეტერში, ძირითადად სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ვენაში შეყვანის შემდეგ; საჭიროა შარდის კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

მკურნალობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გათვალისწინებით. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

შემადგენლობა

მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

კლავომედი 125 მგ/31,25 მგ/5 მლ

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი 143,50 მგ

რაც ექვივალეტურია ამოქსიცილინის შემცველობის 125,00 მგ

კალიუმის კლავულანატი სილიციუმის დიოქსიდთან (Syloid®) (1:1) 74,45 მგ

რაც ექვივალენტურია კლავულანის მჟავის შემცველობის 31,25 მგ

კლავომედი 250 მგ/62,5 მგ/5 მლ

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი 287,00 მგ

რაც ექვივალეტურია ამოქსიცილინის შემცველობის 250,00 მგ

კალიუმის კლავულანატი სილიციუმის დიოქსიდთან (Syloid®) (1:1) 148,89 მგ

რაც ექვივალენტურია კლავულანის მჟავის შემცველობის 62,50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ქსანტანის გუმფისი, ქარვის მჟავა, სუკრალოზა, არომატიზატორი „ფორთოხალი“, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ყვითელი სანსეტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.

წამლის ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი ფორთოხლის სუნით.

შენახვის პირობები

2 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მზა სუსპენზია ინახება არაუმეტეს 10°С ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 7 დღის განმავლობაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად (80 მლ მზა სუსპენზია) კონცენტრაციით ამოქსიცილინის 125 მგ, კლავულანის მჟავის 31,25 მგ/5 მლ ან ამოქსიცილინის 250 მგ, კლავულანის მჟავას 62,5 მგ/5 მლ მოსამზადებლად მუქი შუშის ფლაკონში პლასტმასის სახრახნი თავსახურით, აღჭურვილი ჰერმეტის საფენით, პირველი გახსნის კონტროლით და ბავშვებისგან დაცვის ფუნქციით.

1 ფლაკონი 15 მლ პლასტმასის ჭიქით და გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. β-ლაქტამური ანტიბიოტიკები, პენიცილინები. პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან. ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი ნახევრადსინთეზური პენიცილინია (β-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ასევე ცნობილია, როგორც პენიცილინშემაკავშირებელი ცილები), რომლებიც მონაწილეობენ ბაქტერიებში პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზის პროცესში (პეპტიდოგლიკანი ბაქტერიის უჯრედის კედლის მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია). პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის გათხელებას, რის შედეგადაც, როგორც წესი, ხდება ბაქტერიის უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.

ამოქსიცილინი იშლება β-ლაქტამაზების ზემოქმედებით, რომლებიც სინთეზირდება რეზისტენტული ბაქტერიების მიერ, ამიტომ ამ ფერმენტების მასინთეზირებელი მიკროორგანიზმების მიმართ ცალკე ამოქსიცილინი აქტიური არ არის.

კლავულანის მჟავა β-ლაქტამია, რომელიც თავისი სტრუქტურით პენიცილინების მსგავსია. კლავულანის მჟავა აინჰიბირებს ზოგიერთ β-ლაქტამაზას, რაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივირებას. ცალკე კლავულანის მჟავას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული მოქმედება.

ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის

ითვლება, რომ ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი არის დრო, რომლის განმავლობაშიც სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (მმკ).

რეზისტენტობის მექანიზმები

არსებობს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმი:

ინაქტივირება β-ლაქტამაზებით, რომლებსაც კლავულანის მჟავა არ აინჰიბირებს, B, C და D კლასების β-ლაქტამაზების ჩათვლით;

პენიცილინშემაკავშირებელი ცილების მოდიფიცირება, რის შედეგადაც მცირდება ანტიბაქტერიული საშუალების აფინურობა მოქმედების სამიზნეს მიმართ.

ბაქტერიის კედლის გამტარობის ან ეფლუქსური ტუმბოების მუშაობის ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს ან ხელი შეუწყოს რეზისტენტობის განვითარებას, განსაკუთრებით გრამუარყოფით მიკროორგანიზმებში.

ზღვრული კონცენტრაციები

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპის კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციისთვის დადგენილია მმკ-ის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები (ვერსია 12):

მიკროორგანიზმი

მმკ-ის ზღვრული მნიშვნელობები (მგ/მლ)

მგრძნობიარე მიკროორგანიზმი (≤)

რეზისტენტული მიკროორგანიზმი (>)

Enterobacteriaceae (საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს)

321

321

Staphylococcus spp.

იხ. შენიშვნა2,3,4

იხ. შენიშვნა2,3,4

Enterococcus spp.5

41,6

81,6

A, B, C, G7 ჯგუფის სტრეპტოკოკები,

იხ. შენიშვნა8

იხ. შენიშვნა8

Streptococcus pneumoniae7

0,51

11

Viridans7 ჯგუფის სტრეპტოკოკები

იხ. შენიშვნა9,10

იხ. შენიშვნა9,10

Haemophilus influenzae

0,0011

21

Moraxella catarrhalis

11

11

Pasteurella multocida

11

11

Burkholderia pseudomallei

0,0011

81

ზღვრული მნიშვნელობები ბაქტერიების ტიპის მიუხედავად

21

81

1 მგრძნობელობის გასაზღვრის მიზნით, კლავულანის მჟავა გამოიყენებოდა ფიქსირებული კონცენტრაციით 2 მგ/ლ.

2 სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. თითოეული ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ მგრძნობელობას ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ, შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის მიმართ, ცეფოქსიტინის მიმართ კი - მგრძნობელობას, მგრძნობიარენი არიან β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინის, კლოქსაცილინის, დიკლოქსაცილინის და ფლუკლოქსაცილინის) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მისაღები პრეპარატების დანიშვნის შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფექციის კერაში პრეპარატის ჯეროვანი კონცენტრაციის მიღწევის შესაძლებლობა. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ცეფოქსიტინის მიმართ, რეზისტენტულნი არიან ყველა პენიცილინის მიმართ.

3 სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. თითოეული ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. ამჟამად არ არსებობს რაიმე სანდო მეთოდი, რომელიც სტაფილოკოკების მიერ პენიცილინაზას გამომუშავების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს, თუმცა მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ცეფოქსიტინის გამოყენების მეშვეობით.

4 ამპიცილინისადმი მგრძნობიარე S. saprophyticus ბაქტერიებს არ გააჩნიათ mecA გენი და მგრძნობიარენი არიან ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე).

5 ენტეროკოკებისთვის ამინოპენიცილინის ზღვრული მნიშვნელობები დადგენილია ინტრავენური შეყვანისთვის. პერორალური მიღებისთვის დადგენილი მნიშვნელობები ვრცელდება მხოლოდ შარდგამომყოფი გზების ინფექციებზე.

6 მგრძნობელობა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე) შეიძლება განისაზღვროს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა არა გვხვდება ხშირად E. faecalis-თან (უცილებელია დადასტურება მმკ-ის საფუძველზე), მაგრამ ხშირია E. faecium-თან.

7 β-ლაქტამაზების ინჰიბიტორის დამატება არ უზრუნველყოფს რაიმე დამატებით კლინიკურ უპირატესობას.

8 A, B, C, G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მათი მგრძნობელობის საფუძველზე (ჩვენებები, გარდა მენინგიტისა), B ჯგუფის სტრეპტოკოკების ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ მგრძნობელობის გარდა.

9 β-ლაქტამების მიმართ Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკების რეზისტენტობის სკრინინგისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული ბენზილპენიცილინი (მმკ ან დიფუზიის მეთოდი დისკის გამოყენებით). იზოლატები სკრინინგის უარყოფითი შედეგებით შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ β-ლაქტამური პრეპარატების მიმართ, რომლებისთვისაც დადგენილია კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები (მათ შორის აღნიშვნით იხ. შენიშვნა). იზოლატები სკრინინგის დადებითი შედეგებით უნდა იქნას შემოწმებული მგრძნობელობაზე ცალკეული პრეპარატების მიმართ.

10 ბენზილპენიცილინის (დისკის ირგვლივ ზრდის დათრგუნვის ზონის დიამეტრი ≥ 18 მმ ან მმკ ≤ 0,25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის უარყოფითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის (მიკ > 0.25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის დადებითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის (დისკის ირგვლივ ზრდის დათრგუნვის ზონის დიამეტრი < 18 მმ ან მმკ > 0,25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის დადებითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში დროის გარკვეულ პერიოდში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, თუნდაც ინფექციების ზოგიერთი სახეობებისას, გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების შტამების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, ეჭვს იწვევს, საჭიროა კონსულტაციის გავლა შესაბამის სპეციალისტთან.

მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis, Gardnerella vaginalis, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები)*, კოაგულაზოუარყოფითი სტაფილოკოკები (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae#, Streptococcus pyogenes და სხვა β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, Streptococcus viridans ჯგუფი;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Capnocytophaga spp., Eikenella corrodens, Haemophilus influenzae**, Moraxella catarrhalis, Pasteurella multocida;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis, Fusobacterium nucleatum, Prevotella spp.

მიკროორგანიზმების შტამები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს შეძენილი რეზისტენტობა:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium##;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Escherichia coli, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris.

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამები:

  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter sp., Citrobacter freundii, Enterobacter sp., Legionella pneumophila, Morganella morganii, Providencia spp., Pseudomonas sp., Serratia sp., Stenotrophomonas maltophilia;
  • სხვა მიკროორგანიზმები - Chlamydophila pneumoniae, Chlamydophila psittaci, Coxiella burnetti, Mycoplasma pneumoniae.
  • სტაფილოკოკების ყველა მეტიცილინ-რეზისტენტული შტამი რეზისტენტულია ამოქსიცილინი /კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.

# Streptococcus pneumoniae შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას, რომლებსაც რეზისტენტობა გააჩნია პენიცილინის მიმართ, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება.

  • * ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შტამებს აღენიშნა სუსტი მგრძნობელობა 10%-ზე მეტი სიხშირით.

## ბუნებრივი ზომიერი რეზისტენტობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმების არქონისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოცირდება წყალხსნარში pH-ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობისას. პერორალურად მიღებისას ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მათი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70% შეადგენს. ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას კონცენტრაციების პროფილები სისხლის პლაზმაში ერთმანეთის მსგავსია, მათი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 1 საათში.

ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემების თანახმად ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის უზმოზე მიღებისას (ტაბლეტები, 500 მგ/125 მგ დღე-ღამეში სამჯერ) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები შეადგენდა:

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობები (± სტანდარტული გადახრა)

აქტიური ნივთიერება

დოზა

(მგ)

Cmax*

(მკგ/მლ)

Tmax**

(საათები)

AUC(0-24სთ)^ (მკგ·სთ/მლ)

T1/2^^ (საათები)

ამოქსიცილინი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (500 მგ/125 მგ)

500

7,19 ± 2,26

1,5 (1,0-2,5)

53,50 ± 8,87

1,15 ± 0,20

კლავულანის მჟავა

125

2,40 ± 0,83

1,5 (1,0-2,0)

15,72 ± 3,86

0,98 ± 0,12

  • Cmax - მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
  • * Tmax - დრო Cmax მიღწევამდე; მედიანა (დიაპაზონი).

^ AUC - ფართი „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ.

^^ Т1/2 - ნახევარგამოყოფის პერიოდი.

სისხლის შრატში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კონცენტრაციები, რომლებიც აღინიშნება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიღებისას, ისეთივეა, როგორიც რეგისტრირდება ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ცალ-ცალკე პერორალურად მიღებისას ეკვივალენტური დოზებით.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება კლავულანის მჟავას საერთო რაოდენობის დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში არსებული ამოქსიცილინის საერთო რაოდენობის დაახლოებით 18%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ ამოქსიცილინისთვის და დაახლოებით 0,2 ლ/კგ კლავულანის მჟავასთვის.

ვენაში შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა ვლინდება ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიურ და პერიტონეულ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქოვან გამონაყოფში. ამოქსიცილინი არ აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში საკმარისი რაოდენობით.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქსოვილებში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას მნიშვნელოვანი დაგროვება არ ხდება. პენიცილინების ჯგუფის უმეტესი პრეპარატის მსგავსად, ამოქსიცილინი შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად, კლავულანის მჟავას კვალი ასევე შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში.

დადგენილია, რომ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინის საწყისი შეყვანილი დოზის დაახლოებით 10-25% გამოიყოფა შარდთან ერთად არააქტიური პენიცილის მჟავას ფორმით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, ასევე ნახშირბადის დიოქსიდის ფორმით ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად.

გამოყოფა

ამოქსიცილინი ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა, კლავულანის მჟავას გამოყოფის პროცესში მონაწილეობს თირკმელები და სხვა ორგანოები.

ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ დაახლოებით 1 საათს შეადგენს, საერთო კლირენსი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ტაბლეტების ფორმით (250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ) ერთჯერადი მიღებიდან 6 საათში ამოქსილინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის დაახლოებით 40-65% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, ამოქსიცილინის შეყვანილი დოზის 50-85% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის 27-60% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავას უმეტესი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში.

პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ამოქსიცილინის გამოყოფის სიჩქარე მცირდება, ამ დროს კლავულანის მჟავას გამოყოფის სიჩქარე არ მცირდება.

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში იგივეა, რაც უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში), რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციას სიცოცხლის პირველი კვირების განმავლობაში, თირკმელებში არსებული გამოყოფის განმსაზღვრელი მექანიზმების უმწიფრობის გამო, პრეპარატის მიღების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ორჯერადს დღე-ღამეში. ვინაიდან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არსებობს თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დიდი რისკი, ასეთ პაციენტებში დოზის შერჩევა საჭიროა სიფრთხილით, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

სქესი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში დადგენილია, რომ სქესი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის საერთო კლირენსი (სისხლის შრატი) მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად; ამ დროს აღინიშნება ამოქსიცილინის კლირენსის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება, ვიდრე კლავულანის მჟავას კლირენსისა, ვინაიდან ამოქსიცილინის უმეტესი ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ აცილებული იქნას ორგანიზმში ამოქსიცილინის მნიშვნელოვანი დაგროვება და სისხლში კლავულანის მჟავას კონცენტრაცია სათანადო დონეზე შენარჩუნდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ამავდროულად აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კლავომედი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კლავომედი, Clavomed

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა

Amoxicilin + Clavulanic acid

შემადგენლობა

მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

კლავომედი 125 მგ/31,25 მგ/5 მლ

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი 143,50 მგ

რაც ექვივალეტურია ამოქსიცილინის შემცველობის 125,00 მგ

კალიუმის კლავულანატი სილიციუმის დიოქსიდთან (Syloid®) (1:1) 74,45 მგ

რაც ექვივალენტურია კლავულანის მჟავის შემცველობის 31,25 მგ

კლავომედი 250 მგ/62,5 მგ/5 მლ

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი 287,00 მგ

რაც ექვივალეტურია ამოქსიცილინის შემცველობის 250,00 მგ

კალიუმის კლავულანატი სილიციუმის დიოქსიდთან (Syloid®) (1:1) 148,89 მგ

რაც ექვივალენტურია კლავულანის მჟავის შემცველობის 62,50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ქსანტანის გუმფისი, ქარვის მჟავა, სუკრალოზა, არომატიზატორი „ფორთოხალი“, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ყვითელი სანსეტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.

წამლის ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი ფორთოხლის სუნით.

გამოყენების ჩვენებები

კლავომედი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, ფლეგმონა (კანქვეშა ქსოვილის ანთება), ცხოველების ნაკბენები, მძიმე დენტალური აბსცესი გავრცობადი ფლეგმონით;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ, ოსტეომიელიტი.

აუცილებელია გათვალისწინება ინფორმაციისა, რომელიც მოცემულია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების სახელმძღვანელოებში.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

დოზები მითითებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემულია დოზები თითოეული კომპონენტისათვის ცალ-ცალკე.

დოზის შერჩევისას კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  • ინფექციის სავარაუდო გამომწვევები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ;
  • ინფექციის სირთულის ხარისხი და ლოკალიზაცია;
  • პაციენტის ასაკი, სხეულის მასა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა (იხ. ქვემოთ).

საჭიროებისას უნდა განიხილოს პრეპარატის სხვა წამლის ფორმების გამოყენება, მაგალითად, ამოქსიცილინის უფრო მაღალი დოზების შემცველობით და/ან ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის სხვა თანაფარდობით.

მოზრდილებში და ბავშვებში სხეულის წონით 40 კგ და მეტი საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 1500 მგ ამოქსიცილინს/375 მგ კლავულანის მჟავას პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების (იხ. ქვემოთ) თანახმად. ბავშვებში 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2400 მგ ამოქსიცილინს/600 მგ კლავულანის მჟავას პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების (იხ. ქვემოთ) თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამოქსიცილინის უფრო მაღალი სადღეღამისო დოზით გამოყენების აუცილებლობა, რეკომენდებულია პრეპარატის სხვა წამლის ფორმის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ კლავულანის მჟავის მაღალი დოზების გამოყენება საჭიროების გარეშე.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის მკურნალობის მიმართ პასუხის შესაბამისად. ზოგიერთი ინფექციისას (მაგალითად, ოსტეომიელიტი) აუცილებელია თერაპიის ჩატარება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მიზანშეწონილი არ არის პრეპარატის გამოყენება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის განმეორებითი შეფასების გარეშე.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით 40 კგ და მეტი: დოზა შეადგენს 500 მგ/125 მგ სამჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით: სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ/5 მგ/კგ-დან 60 მგ/15 მგ/კგ-მდე, გაყოფილი სამ მიღებად.

ბავშვებში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ტაბლეტური ფორმით ან შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით. 6 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით.

კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ (კომპონენტების თანაფარდობა 4:1) 40 მგ/10 მგ/კგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ მოიპოვება.

ხანდაზმული პაციენტები

არ არის საჭირო დოზის კორექცია.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით (Clcr) 30 მლ/წთ-ზე მეტი არ არის საჭირო პრეპარატის დოზის კორექცია.

პრეპარატის დოზის კორექცია აუცილებელია ამოქსიცილინის მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გათვალისწინებით.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით 40 კგ და მეტი

Clcr 10-30 მლ/წთ

500 მგ/125 მგ ორჯერ დღე-ღამეში

Clcr ნაკლები 10 მლ/წთ

500 მგ/125 მგ ერთხელ დღე-ღამეში

ჰემოდიალიზი

500 მგ/125 მგ ყოველ 24 საათში; ჰემოდიალიზის ჩატარებისას პროცერუდის დროს და მისი დასრულების შემდეგ დამატებით შეიყვანება 500 მგ/125მგ (სისხლის შრატში ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავის კონცენტრაციების შემცირების გამო)

ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით

Clcr 10-30 მლ/წთ

15 მგ/3,75 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში (მაქსიმალური დოზა 500 მგ/125 მგ ორჯერ დღე-ღამეში)

Clcr ნაკლები 10 მლ/წთ

15 მგ/3,75 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში (მაქსიმალური დოზა 500 მგ/125 მგ)

ჰემოდიალიზი

15 მგ/3,75 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში; ჰემოდიალიზის პროცერუდის ჩატარებამდე და მისი დასრულების შემდეგ შეიყვანება 15 მგ/3,75 მგ/კგ (სისხლის შრატში ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავის კონცენტრაციების სათანადო დონეზე შენარჩუნების მიზნით)

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით; ასეთ პაციენტებში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პრეპარატი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.

შესაძლებელია თერაპიის დაწყება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციის ვენაში შეყვანის გზით (იხ. სამკურნალო საშუალების გამოყენების შესაბამისი ინსტრუქცია) და შემდგომში გადასვლა პერორალური გამოყენების წამლის ფორმით მკურნალობაზე.

სუსპენზიის მომზადებამდე უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის ფლაკონის თავსახური დაზიანებული. აუცილებელია თავდაპირველად ფხვნილის შემცველი ფლაკონის შენჯღრევა და შემდეგ მისი შიგთავსისათვის 74 მლ ან 69 მლ ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყლის დამატება (კლავომედი 125 მგ/31,25 მგ და კლავომედი 250 მგ/62,5 მგ შესაბამისად; მიღებული სუსპენზიის მოცულობა შეადგენს 80 მლ), შემდეგ უნდა დაახუროთ ფლაკონს თავსახური, გადმოაბრუნოთ ის და ინტენსიურად შეანჯღრიოთ.

ალტერნატიული ვარიანტი – ფხვნილის შემცველი ფლაკონი შეანჯღრიეთ, შემდეგ დაუმატეთ მის შიგთავსს ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი ფლაკონზე არსებულ ნიშნულზე ოდნავ ქვედა დონემდე, შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური, გადმოაბრუნეთ და ინტენსიურად შეანჯღრიეთ, ამის შემდეგ შეავსეთ ფლაკონში წყალი ზუსტად ნიშნულამდე, ისევ დაახურეთ ფლაკონს თავსახური, გადმოაბრუნეთ და ინტენსიურად შეანჯღრიეთ.

აუცილებელია ფლაკონში არსებული სუსპენზიის შენჯღრევა ყოველი გამოყენების წინ.

პრეპარატის დოზირებისათვის უნდა გამოვიყენოთ პლასტმასის გრადუირებული ჭიქა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, პენიცილინების ჯგუფის ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელი ტიპის მძიმე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსია), დაკავშირებული სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მაგალითად ცეფალოსპორინების, კარბაპენემების ან მონობაქტამების გამოყენებასთან ანამნეზში;
  • სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენებასთან ანამნეზში.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის ანამნეზის შეგროვება პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ჰიპერმგრძნობელობის მანამდე გამოვლენილ რეაქციებთან მიმართებაში.

პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ პენიცილინების ჯგუფის სამკურნალო საშუალებებით, რეგისტრირდებოდა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (ანაფილაქტოიდური და კანისმიერი მძიმე რეაქციების ჩათვლით). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს კოუნისის სინდრომამდე (ალერგიულ მწვავე კორონარულ სინდრომამდე), სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი მაღალია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში არენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პენიცილინებზე, და პაციენტებში ატოპიით.

იყო შეტყობინებები წამლისმიერი ენტეროკოლიტის სინდრომის შესახებ ძირითადად ბავშვებში, რომლებიც ღებულობდენ ამოქსიცილინს, ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას. ამ ალერგიული რეაქციის წამყვანი სიმპტომია განმეორებადი ღებინება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, კანისმიერი ალერგიული რეაქციების ან რესპირაციული სიმპტომების გარეშე. დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს მუცლის არეში, დიარეას, ჰიპოტენზიას ან ლეიკოციტოზს ნეიტროფილიით. აღინიშნებოდა მძიმე შემთხვევები, შოკის განვითარების ჩათვლით. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, საჭიროა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი ალტერნატიული თერაპიის დაწყება.

თუ დადგინდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმით(-ებით), განხილული უნდა იქნას ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიიდან ამოქსიცილინით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი ოფიციალური გზამკვლევების შესაბამისად.

პრეპარატი არ არის განკუთვნილი იმ შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ინფექციის სავარაუდო გამომწვევებს გააჩნია დაბალი მგრძნობელობა ან რეზისტენტობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რომელიც არ არის განპირობებული კლავულანის მჟავას მიერ ინჰიბირებადი β-ლაქტამაზებით. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პენიცილინის მიმართ მდგრადი Streptococcus pneumoniae-ის შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

პაციენტებს, რომლებსაც თერაპია უტარდებათ პრეპარატის მაღალი დოზებით, ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა მორბილიფორმული გამონაყარი.

ალოპურინოლის და ამოქსიცილინის ერთად გამოყენებისას კანის მხრივ ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

პრეპარატით თერაპიის დასაწყისში განვითარებული გენერალიზებული ერითემა პუსტულებით, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის სიმპტომი. ამ არასასურველი რეაქციის განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს, იგი ასევე წარმოადგენს უკუჩვენებას ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენებისთვის.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ნიშნებით ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ღვიძლის მხრივ არასასურველი რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატით ხანგრძლივ თერაპიასთან, ისინი ვლინდებოდა უპირატესად მამრობითი სქესის პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები ძალიან იშვიათად რეგისტრირდებოდა ბავშვებში. პაციენტთა ყველა პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, აღინიშნება თერაპიის დროს ან დასრულებიდან დროის მცირე მონაკვეთში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. არასასურველი რეაქციები ღვიძლის მხრივ ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლის მხრივ ასევე შესაძლოა განვითარდეს მძიმე რეაქციები; ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ლეტალური შედეგების შესახებ, ამ დროს პაციენტებს ძირითადად ჰქონდათ მძიმე თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად უტარდებოდათ თერაპია პრეპარატებით, რომლებიც ცნობილია თავისი ტოქსიკური მოქმედებით ღვიძლზე.

პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, ამოქსიცილინის ჩათვლით, იყო შეტყობინებები ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევების შესახებ, რომლის სიმძიმის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს (მსუბუქი ფორმიდან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე). ამიტომ ნებისმიერი ანტიბიოტიკის გამოყენების დროს ან მის შემდეგ პაციენტებში დიარეის განვითარებისას განხილული უნდა იქნას საკითხი ასეთი დიაგნოზის დადგენის შესახებ. ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევაში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს; ასევე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ამ დაავადების სათანადო მკურნალობა. მსგავს შემთხვევებში ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი სამკურნალო საშულებების გამოყენება უკუნაჩვენებია.

პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის და სისხლმბადი ორგანოების რეგულარული მონიტორინგი.

არსებობს შეტყობინებები, რომ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, იზრდებოდა პროთრომბინის დროის მაჩვენებლები. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის და ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი მეთვალყურეობა პაციენტებზე, ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზების კორექცია სისხლის შედედების სისტემაზე ზეგავლენის სათანადო დონის შესანარჩუნებლად.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს დარღვევების ხარისხის შესაბამისად.

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები კრისტალურიის განვითარების შესახებ, ძირითადად ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზებით გამოყენებისას, კრისტალურიის წარმოქმნის რისკის შემცირების მიზნით, პაციენტებისთვის რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, ასევე ასეთ პაციენტებში დიურეზი უნდა შენარჩუნდეს სათანადო დონეზე. შარდის ბუშტის კათეტერების მქონე პაციენტებში აუცილებელია კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

თუ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს აუცილებელი ხდება შარდში გლუკოზის არსებობის კვლევის ჩატარება, გამოყენებული უნდა იქნას ფერმენტაციული გლუკოზოოქსიდაზური მეთოდები, ვინაიდან არსებობს ცრუდადებითი შედეგების მიღების რისკი არაფერმენტაციული მეთოდების გამოყენებისას.

პრეპარატში კლავულანის მჟავას არსებობასთან დაკავშირებით, მისი გამოყენების ფონზე შეიძლება აღინიშნოს IgG და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება ერითროციტების მემბრანებზე, რის შედეგადაც შეიძლება მიღებული იქნას კუმბსის სინჯების ცრუუარყოფითი შედეგები.

არსებობს შეტყობინებები კვლევების ცრუდადებითი შედეგების შესახებ იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციების არსებობაზე პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით (შემდგომში მათ არ დაუდგინდათ Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციები). დარეგისტრირებულია ჯვარედინი რეაქციები პოლისაქარიდებს შორის, რომლებიც არ წარმოადგენს Aspergillus ჯიშის სოკოების კომპონენტებს, და პოლიფურანოზებს შორის იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით. ამიტომ თუ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, ზემოხსენებულ კვლევებში აღინიშნება დადებითი შედეგები, მათი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით და დადასტურდეს დიაგნოსტიკური მეთოდებით.

დამხმარე ნივთიერებები

კლავომედი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში, ე.ი. პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს“.

კლავომედი 125 მგ/31,25 მგ და 250 მგ/62,5 მგ შეიცავს 6,13 მგ და 12,25 მგ კალიუმს მომზადებული სუსპენზიის 5 მლ-ში შესაბამისად, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით ან მათში, ვინც კალიუმის მოხმარებას შესაბამისი დიეტით აკონტროლებს.

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მალტოდექსტრინს (გლუკოზას). გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ.

შეუთავსებლობა

მისადაგებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პერორალური ანტიკოაგულანტები

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში, ამავდროულად მათი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობების მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ ამოქსიცილინით აცენოკუმაროლის ან ვარფარინის მიღების ფონზე. ასეთი კომბინაციების გამოყენების აუცილებლობისას უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინის დროის ან სნთ-ის მაჩვენებლები ამოქსიცილინით თერაპიის დასაწყისში ან მისი შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

მეთოტრექსატი

პენიცილინებმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც პოტენციურად ტოქსიკურობის მატებას იწვევს.

პრობენეციდი

არ არის რეკომენდებული ამოქსიცილინის ერთდროული გამოყენება პრობენეციდთან. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკებში. პრობენეციდის და ამოქსიცილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის კონცენტრაციის მდგრადი და ხანგრძლივი მატება.

მიკოფენოლატის მოფეტილი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას მიკოფენოლატის მოფეტილით, სამკურნალო საშუალების მორიგი დოზის შეყვანამდე აღინიშნებოდა მისი აქტიური მეტაბოლიტის, მიკოფენოლის მჟავას კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 50%-ით. ამ ცვლილებებს შეუძლია სათანადოდ გამოხატონ მიკოფენოლის მჟავას სისტემური ზემოქმედების საერთო დონის ცვლილებები. ამიტომ, როგორც წესი, მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის კორექცია საჭირო არ არის ტრანსპლანტატის ფუნქციის დარღვევების კლინიკური ნიშნების არქონისას. მიკოფენოლატის მოფეტილის და კლავომედის ერთად გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, მათ შორის კლავომედით მკურნალობის დასრულების შემდეგ დროის მოკლე შუალედის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაცია არ ახდენს რაიმე სახის პირდაპირ ან ირიბ ნეგატიურ ზეგავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. შეზღუდული მონაცემები ქალების მიერ ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენების შესახებ მოწმობს, რომ განვითარების თანდაყოლილი მანკების გამოვლენის რისკი არ იზრდება. ერთ კლინიკურ კვლევაში ქალებში სანაყოფე გარსების ვადამდელი მშობიარობამდელი გახევით (ნაადრევი მშობიარობა) დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მაღალ რისკთან. კლავომედის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში არ შეიძლება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ექიმი თვლის, რომ პრეპარატის მიღება უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში კლავულანის მჟავას ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს). ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს შეიძლება აღენიშნოს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, ამის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს ლაქტაციის შეწყვეტა; ასევე გასათვალისწინებელია სენსიბილიზაციის რისკი. კლავომედის გამოყენება ქალებში ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას არასასურველი რეაქციები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია დიარეა, ღებინება და გულისრევა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვლინდებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვევით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი; სიხშირე უცნობია - არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია; სიხშირე უცნობია - შექცევადი აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის მაჩვენებლების გაზრდა*.

იმუნური სისტემის მხრივ**: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი, ალერგიული ვასკულიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; სიხშირე უცნობია - შექცევადი ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები*, ასეპტიური მენინგიტი.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - კოუნისის სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, გულისრევა*, ღებინება; არახშირად - დისპეფსია; სიხშირე უცნობია - ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით, შავი „თმიანი“ ენა, კბილების ფერის ცვლილება##, ენტეროკოლიტის სინდრომი, რომელიც ინდუცირებულია სამკურნალო პრეპარატით, მწვავე პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და/ან ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება სისხლში^; სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი^^, ქოლესტაზური სიყვითლე^^.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ&: არახშირად - გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - მულტიფორმული ერითემა; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი*, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), სიმეტრიული წამლისმიერი ინტერტრიგინოზული და ფლექსოლარული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი), IgA დამოკიდებული ხაზოვანი დერმატოზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (თირკმელების მწვავე დაზიანების ჩათვლით) &&.

  • იხილეთ „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.
  • * იხილეთ „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.

# ღებინება ყველაზე ხშირად აღინიშნება პრეპარატის მაღალი დოზების შიგნით მიღებისას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას.

## კბილების ფერის ზედაპირული ცვლილება ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში; პირის ღრუს გულმოდგინე მოვლამ შესაძლოა შეამციროს კბილების ფერის ცვლილებების გამოვლენა (როგორც წესი, ის ქრება კბილების გახეხვისას).

^ ასტ-ს და/ან ალტ-ს დონის ზომიერი გაზრდა აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ β-ლაქტამური ანტიბიოტიკებით; მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

^^ არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა სხვა პენიცილინების ან ცეფალოსპორინების გამოყენების დროს.

& კანის მხრივ ნებისმიერი რეაქციის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

&& იხ. თავი „დოზის გადაჭარბება“.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მხრივ. აღწერილია ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას.

პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს იღებენ მაღალი დოზებით, ან პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

არსებობს შეტყობინებები ამოქსიცილინის პრეციპიტატების დალექვის შესახებ შარდის ბუშტის კათეტერში, ძირითადად სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ვენაში შეყვანის შემდეგ; საჭიროა შარდის კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

მკურნალობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გათვალისწინებით. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. β-ლაქტამური ანტიბიოტიკები, პენიცილინები. პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან. ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი ნახევრადსინთეზური პენიცილინია (β-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ასევე ცნობილია, როგორც პენიცილინშემაკავშირებელი ცილები), რომლებიც მონაწილეობენ ბაქტერიებში პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზის პროცესში (პეპტიდოგლიკანი ბაქტერიის უჯრედის კედლის მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია). პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის გათხელებას, რის შედეგადაც, როგორც წესი, ხდება ბაქტერიის უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.

ამოქსიცილინი იშლება β-ლაქტამაზების ზემოქმედებით, რომლებიც სინთეზირდება რეზისტენტული ბაქტერიების მიერ, ამიტომ ამ ფერმენტების მასინთეზირებელი მიკროორგანიზმების მიმართ ცალკე ამოქსიცილინი აქტიური არ არის.

კლავულანის მჟავა β-ლაქტამია, რომელიც თავისი სტრუქტურით პენიცილინების მსგავსია. კლავულანის მჟავა აინჰიბირებს ზოგიერთ β-ლაქტამაზას, რაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივირებას. ცალკე კლავულანის მჟავას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული მოქმედება.

ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის

ითვლება, რომ ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი არის დრო, რომლის განმავლობაშიც სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (მმკ).

რეზისტენტობის მექანიზმები

არსებობს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმი:

ინაქტივირება β-ლაქტამაზებით, რომლებსაც კლავულანის მჟავა არ აინჰიბირებს, B, C და D კლასების β-ლაქტამაზების ჩათვლით;

პენიცილინშემაკავშირებელი ცილების მოდიფიცირება, რის შედეგადაც მცირდება ანტიბაქტერიული საშუალების აფინურობა მოქმედების სამიზნეს მიმართ.

ბაქტერიის კედლის გამტარობის ან ეფლუქსური ტუმბოების მუშაობის ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს ან ხელი შეუწყოს რეზისტენტობის განვითარებას, განსაკუთრებით გრამუარყოფით მიკროორგანიზმებში.

ზღვრული კონცენტრაციები

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპის კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციისთვის დადგენილია მმკ-ის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები (ვერსია 12):

მიკროორგანიზმი

მმკ-ის ზღვრული მნიშვნელობები (მგ/მლ)

მგრძნობიარე მიკროორგანიზმი (≤)

რეზისტენტული მიკროორგანიზმი (>)

Enterobacteriaceae (საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს)

321

321

Staphylococcus spp.

იხ. შენიშვნა2,3,4

იხ. შენიშვნა2,3,4

Enterococcus spp.5

41,6

81,6

A, B, C, G7 ჯგუფის სტრეპტოკოკები,

იხ. შენიშვნა8

იხ. შენიშვნა8

Streptococcus pneumoniae7

0,51

11

Viridans7 ჯგუფის სტრეპტოკოკები

იხ. შენიშვნა9,10

იხ. შენიშვნა9,10

Haemophilus influenzae

0,0011

21

Moraxella catarrhalis

11

11

Pasteurella multocida

11

11

Burkholderia pseudomallei

0,0011

81

ზღვრული მნიშვნელობები ბაქტერიების ტიპის მიუხედავად

21

81

1 მგრძნობელობის გასაზღვრის მიზნით, კლავულანის მჟავა გამოიყენებოდა ფიქსირებული კონცენტრაციით 2 მგ/ლ.

2 სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. თითოეული ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ მგრძნობელობას ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ, შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის მიმართ, ცეფოქსიტინის მიმართ კი - მგრძნობელობას, მგრძნობიარენი არიან β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინის, კლოქსაცილინის, დიკლოქსაცილინის და ფლუკლოქსაცილინის) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მისაღები პრეპარატების დანიშვნის შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფექციის კერაში პრეპარატის ჯეროვანი კონცენტრაციის მიღწევის შესაძლებლობა. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ცეფოქსიტინის მიმართ, რეზისტენტულნი არიან ყველა პენიცილინის მიმართ.

3 სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. თითოეული ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. ამჟამად არ არსებობს რაიმე სანდო მეთოდი, რომელიც სტაფილოკოკების მიერ პენიცილინაზას გამომუშავების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს, თუმცა მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ცეფოქსიტინის გამოყენების მეშვეობით.

4 ამპიცილინისადმი მგრძნობიარე S. saprophyticus ბაქტერიებს არ გააჩნიათ mecA გენი და მგრძნობიარენი არიან ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე).

5 ენტეროკოკებისთვის ამინოპენიცილინის ზღვრული მნიშვნელობები დადგენილია ინტრავენური შეყვანისთვის. პერორალური მიღებისთვის დადგენილი მნიშვნელობები ვრცელდება მხოლოდ შარდგამომყოფი გზების ინფექციებზე.

6 მგრძნობელობა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე) შეიძლება განისაზღვროს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა არა გვხვდება ხშირად E. faecalis-თან (უცილებელია დადასტურება მმკ-ის საფუძველზე), მაგრამ ხშირია E. faecium-თან.

7 β-ლაქტამაზების ინჰიბიტორის დამატება არ უზრუნველყოფს რაიმე დამატებით კლინიკურ უპირატესობას.

8 A, B, C, G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მათი მგრძნობელობის საფუძველზე (ჩვენებები, გარდა მენინგიტისა), B ჯგუფის სტრეპტოკოკების ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ მგრძნობელობის გარდა.

9 β-ლაქტამების მიმართ Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკების რეზისტენტობის სკრინინგისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული ბენზილპენიცილინი (მმკ ან დიფუზიის მეთოდი დისკის გამოყენებით). იზოლატები სკრინინგის უარყოფითი შედეგებით შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ β-ლაქტამური პრეპარატების მიმართ, რომლებისთვისაც დადგენილია კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები (მათ შორის აღნიშვნით იხ. შენიშვნა). იზოლატები სკრინინგის დადებითი შედეგებით უნდა იქნას შემოწმებული მგრძნობელობაზე ცალკეული პრეპარატების მიმართ.

10 ბენზილპენიცილინის (დისკის ირგვლივ ზრდის დათრგუნვის ზონის დიამეტრი ≥ 18 მმ ან მმკ ≤ 0,25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის უარყოფითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის (მიკ > 0.25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის დადებითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის (დისკის ირგვლივ ზრდის დათრგუნვის ზონის დიამეტრი < 18 მმ ან მმკ > 0,25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის დადებითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში დროის გარკვეულ პერიოდში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, თუნდაც ინფექციების ზოგიერთი სახეობებისას, გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების შტამების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, ეჭვს იწვევს, საჭიროა კონსულტაციის გავლა შესაბამის სპეციალისტთან.

მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis, Gardnerella vaginalis, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები)*, კოაგულაზოუარყოფითი სტაფილოკოკები (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae#, Streptococcus pyogenes და სხვა β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, Streptococcus viridans ჯგუფი;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Capnocytophaga spp., Eikenella corrodens, Haemophilus influenzae**, Moraxella catarrhalis, Pasteurella multocida;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis, Fusobacterium nucleatum, Prevotella spp.

მიკროორგანიზმების შტამები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს შეძენილი რეზისტენტობა:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium##;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Escherichia coli, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris.

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამები:

  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter sp., Citrobacter freundii, Enterobacter sp., Legionella pneumophila, Morganella morganii, Providencia spp., Pseudomonas sp., Serratia sp., Stenotrophomonas maltophilia;
  • სხვა მიკროორგანიზმები - Chlamydophila pneumoniae, Chlamydophila psittaci, Coxiella burnetti, Mycoplasma pneumoniae.
  • სტაფილოკოკების ყველა მეტიცილინ-რეზისტენტული შტამი რეზისტენტულია ამოქსიცილინი /კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.

# Streptococcus pneumoniae შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას, რომლებსაც რეზისტენტობა გააჩნია პენიცილინის მიმართ, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება.

  • * ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შტამებს აღენიშნა სუსტი მგრძნობელობა 10%-ზე მეტი სიხშირით.

## ბუნებრივი ზომიერი რეზისტენტობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმების არქონისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოცირდება წყალხსნარში pH-ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობისას. პერორალურად მიღებისას ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მათი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70% შეადგენს. ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას კონცენტრაციების პროფილები სისხლის პლაზმაში ერთმანეთის მსგავსია, მათი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 1 საათში.

ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემების თანახმად ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის უზმოზე მიღებისას (ტაბლეტები, 500 მგ/125 მგ დღე-ღამეში სამჯერ) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები შეადგენდა:

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობები (± სტანდარტული გადახრა)

აქტიური ნივთიერება

დოზა

(მგ)

Cmax*

(მკგ/მლ)

Tmax**

(საათები)

AUC(0-24სთ)^ (მკგ·სთ/მლ)

T1/2^^ (საათები)

ამოქსიცილინი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (500 მგ/125 მგ)

500

7,19 ± 2,26

1,5 (1,0-2,5)

53,50 ± 8,87

1,15 ± 0,20

კლავულანის მჟავა

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (500 მგ/125 მგ)

125

2,40 ± 0,83

1,5 (1,0-2,0)

15,72 ± 3,86

0,98 ± 0,12

  • Cmax - მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
  • * Tmax - დრო Cmax მიღწევამდე; მედიანა (დიაპაზონი).

^ AUC - ფართი „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ.

^^ Т1/2 - ნახევარგამოყოფის პერიოდი.

სისხლის შრატში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კონცენტრაციები, რომლებიც აღინიშნება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიღებისას, ისეთივეა, როგორიც რეგისტრირდება ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ცალ-ცალკე პერორალურად მიღებისას ეკვივალენტური დოზებით.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება კლავულანის მჟავას საერთო რაოდენობის დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში არსებული ამოქსიცილინის საერთო რაოდენობის დაახლოებით 18%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ ამოქსიცილინისთვის და დაახლოებით 0,2 ლ/კგ კლავულანის მჟავასთვის.

ვენაში შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა ვლინდება ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიურ და პერიტონეულ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქოვან გამონაყოფში. ამოქსიცილინი არ აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში საკმარისი რაოდენობით.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქსოვილებში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას მნიშვნელოვანი დაგროვება არ ხდება. პენიცილინების ჯგუფის უმეტესი პრეპარატის მსგავსად, ამოქსიცილინი შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად, კლავულანის მჟავას კვალი ასევე შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში.

დადგენილია, რომ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინის საწყისი შეყვანილი დოზის დაახლოებით 10-25% გამოიყოფა შარდთან ერთად არააქტიური პენიცილის მჟავას ფორმით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, ასევე ნახშირბადის დიოქსიდის ფორმით ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად.

გამოყოფა

ამოქსიცილინი ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა, კლავულანის მჟავას გამოყოფის პროცესში მონაწილეობს თირკმელები და სხვა ორგანოები.

ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ დაახლოებით 1 საათს შეადგენს, საერთო კლირენსი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ტაბლეტების ფორმით (250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ) ერთჯერადი მიღებიდან 6 საათში ამოქსილინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის დაახლოებით 40-65% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, ამოქსიცილინის შეყვანილი დოზის 50-85% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის 27-60% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავას უმეტესი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში.

პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ამოქსიცილინის გამოყოფის სიჩქარე მცირდება, ამ დროს კლავულანის მჟავას გამოყოფის სიჩქარე არ მცირდება.

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში იგივეა, რაც უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში), რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის კომბინაციას სიცოცხლის პირველი კვირების განმავლობაში, თირკმელებში არსებული გამოყოფის განმსაზღვრელი მექანიზმების უმწიფრობის გამო, პრეპარატის მიღების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ორჯერადს დღე-ღამეში. ვინაიდან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არსებობს თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დიდი რისკი, ასეთ პაციენტებში დოზის შერჩევა საჭიროა სიფრთხილით, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

სქესი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში დადგენილია, რომ სქესი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის საერთო კლირენსი (სისხლის შრატი) მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად; ამ დროს აღინიშნება ამოქსიცილინის კლირენსის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება, ვიდრე კლავულანის მჟავას კლირენსისა, ვინაიდან ამოქსიცილინის უმეტესი ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ აცილებული იქნას ორგანიზმში ამოქსიცილინის მნიშვნელოვანი დაგროვება და სისხლში კლავულანის მჟავას კონცენტრაცია სათანადო დონეზე შენარჩუნდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ამავდროულად აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მზა სუსპენზია ინახება არაუმეტეს 10°С ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 7 დღის განმავლობაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად (80 მლ მზა სუსპენზია) კონცენტრაციით ამოქსიცილინის 125 მგ, კლავულანის მჟავის 31,25 მგ/5 მლ ან ამოქსიცილინის 250 მგ, კლავულანის მჟავას 62,5 მგ/5 მლ მოსამზადებლად მუქი შუშის ფლაკონში პლასტმასის სახრახნი თავსახურით, აღჭურვილი ჰერმეტის საფენით, პირველი გახსნის კონტროლით და ბავშვებისგან დაცვის ფუნქციით.

1 ფლაკონი 15 მლ პლასტმასის ჭიქით და გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი

სავაჭრო ნიშნის და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია

„ვორლდ მედიცინ ლიმიტედი“, დიდი ბრიტანეთი

(„WORLD MEDICINE LIMITED“, GREAT BRITAIN )

მწარმოებელი

"ე.ი.პ.ი.კო.", ეგვიპტე

(თენს ოვ რამადან სითი, პირველი სამრეწველო ზონა B1, საფოსტო ყუთი: 149 ტენს).

"E.I.P.I.Co.",

(Tens of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა