პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კლავომედი

Clavomed

რეცეპტით875მგ + 125მგინსტრუქცია ქართულადეგვიპტე
რისთვის გამოიყენება

კლავომედი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: - მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი); - მწვავე შუა ოტიტი; - ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი); - არაჰოსპიტალური პნევმონია; - ცისტიტი; - პიელონეფრიტი; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
875მგ + 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 ქარვისფერ მინის ფლაკონში
მწარმოებელი
„E.I.P.I.Co“, ეგვიპტე
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043026
რეგისტრირებულია
25 მარტი 2025, მოქმედებს 25 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE LIMITED (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლავომედი და სხვა წამალი ერთად

კლავომედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლავომედი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, ფლეგმონა, ცხოველების ნაკბენები, მძიმე დენტალური აბსცესი გავრცობადი ფლეგმონით;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ, ოსტეომიელიტი.

აუცილებელია გათვალისწინება ინფორმაციისა, რომელიც მოცემულია ანტიბაქტერიული საშუალებების ჯეროვანი გამოყენების სახელმძღვანელოებში.

მიღების წესი და დოზირება

დოზები მითითებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციისთვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დოზების მითითება ხდება თითოეული კომპონენტისთვის ცალ-ცალკე.

კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  • ინფექციების სავარაუდო გამომწვევები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ;
  • ინფექციის სიმძიმის ხარისხი და ლოკალიზაცია;
  • პაციენტის ასაკი, სხეულის წონა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა (იხ. ქვევით).

საჭიროებისას, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის სხვა წამლის ფორმების გამოყენების შესახებ, მაგალითად, რომლებიც შეიცავს ამოქსიცილინის უფრო მაღალ დოზებს და/ან ამოქსიცილინს და კლავულანის მჟავას სხვა შეფარდებით.

მოზრდილებისა და ბავშვებისთვის სხეულის წონით 40 კგ და მეტი საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 1750 მგ ამოქსიცილინს/250 მგ კლავულანის მჟავას (მიღების ჯერადობა დღე-ღამეში ორჯერ) და 2625 მგ ამოქსიცილინს/375 მგ კლავულანის მჟავას (მიღების ჯერადობა დღე-ღამეში სამჯერ) პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად (იხ. ქვევით). 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000-2800 მგ ამოქსიცილინს/143-400 მგ კლავულანის მჟავას პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად (იხ. ქვევით). უფრო მაღალი სადღეღამისო დოზით ამოქსიცილინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევებში, რეკომენდებულია პრეპარატის სხვა წამლის ფორმების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული საჭიროების გარეშე კლავულანის მჟავას მაღალი დოზების მიღება.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის გათვალისწინებით. ზოგიერთი ინფექციის დროს (მაგალითად, ოსტეომიელიტი) თერაპია უნდა ჩატარდეს დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხელახალი შეფასების გარეშე 14 დღეზე მეტხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით 40 კგ და მეტი

რეკომენდებული სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებისთვის) შეადგენს 875 მგ/125 მგ ორჯერ დღე-ღამეში.

რეკომენდებული მაღალი დოზა (განსაკუთრებით ისეთი ჩვენებებისთვის, როგორებიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების ინფექციები) შეადგენს 875 მგ/125 მგ სამჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ტაბლეტების ფორმით და შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ/3,6 მგ/კგ-დან 45 მგ/6,4 მგ/კგ-მდე, გაყოფილი ორ მიღებად.

ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ (როგორებიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები) რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეიძლება შეადგენდეს 70 მგ/10 მგ/კგ-მდე, გაყოფილი ორ მიღებად.

ვინაიდან ტაბლეტის გაყოფა არ შეიძლება, ტაბლეტების ფორმით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში 25 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ერთჯერადი მიღებისას ტაბლეტების ფორმით (875 მგ/125 მგ) ბავშვები 25-40 კგ სხეულის წონით იღებენ კომპონენტების შემდეგ დოზებს:

სხეულის წონა (კგ)

40

35

30

25

რეკომენდებული ერთჯერადი დოზა (მგ/კგ) (იხ. ზევით)

ამოქსიცილინი (მგ/კგ) ერთჯერადი მიღებისას (1 ტაბლეტი)

21,9

25,0

29,2

35,0

12,5-22,5 (35,0-მდე)

კლავულანის მჟავა (მგ/კგ) ერთჯერადი მიღებისას (1 ტაბლეტი)

3,1

3,6

4,2

5,0

1,8-3,2 (5,0-მდე)

ბავშვებში 25 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით პრეპარატის გამოყენება სასურველია შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების (კომპონენტების შეფარდება 7:1) შესახებ 2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზით 45 მგ/6,4 მგ/კგ-ზე მეტი.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების (კომპონენტების შეფარდება 7:1) შესახებ 2 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში; არ არის არანაირი რეკომენდაცია პრეპარატის დოზირების (კომპონენტების შეფარდება 7:1) შესახებ პაციენტთა ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

ხანდაზმული პაციენტები

პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით (Clcr) პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე ნაკლები Clcr ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება შეფარდებით 7:1 რეკომენდებული არ არის; არ არსებობს რეკომენდაციები დოზირების რეჟიმის კორექციის შესახებ ასეთი პაციენტებისთვის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით; ასეთ პაციენტებში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.

თერაპიის დაწყება შეიძლება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ვენაში შეყვანით (იხ. პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესაბამისი ინსტრუქცია) და შემდეგ გადასვლა პერორალური გამოყენების წამლის ფორმებით მკურნალობაზე.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, პენიცილინების ჯგუფის ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელი ტიპის მძიმე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსია), დაკავშირებული სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მაგალითად ცეფალოსპორინების, კარბაპენემების ან მონობაქტამების გამოყენებასთან ანამნეზში;
  • სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენებასთან ანამნეზში.

სიფრთხილის ზომები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის ანამნეზის შეგროვება პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ჰიპერმგრძნობელობის მანამდე გამოვლენილ რეაქციებთან მიმართებაში.

პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ პენიცილინების ჯგუფის სამკურნალო საშუალებებით, რეგისტრირდებოდა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (ანაფილაქტოიდური და კანისმიერი მძიმე რეაქციების ჩათვლით). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს კოუნისის სინდრომამდე (ალერგიულ მწვავე კორონარულ სინდრომამდე), სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში არენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პენიცილინებზე, და პაციენტებში ატოპიით.

იყო შეტყობინებები წამლისმიერი ენტეროკოლიტის სინდრომის შესახებ ძირითადად ბავშვებში, რომლებიც ღებულობდენ ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას. ამ ალერგიული რეაქციის წამყვანი სიმპტომია განმეორებადი ღებინება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, კანისმიერი ალერგიული რეაქციების ან რესპირაციული სიმპტომების გარეშე. დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს მუცლის არეში, დიარეას, ჰიპოტენზიას ან ლეიკოციტოზს ნეიტროფილიით. აღინიშნებოდა მძიმე შემთხვევები, შოკის განვითარების ჩათვლით. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, საჭიროა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი ალტერნატიული თერაპიის დაწყება.

თუ დადგინდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმით(-ებით), განხილული უნდა იქნას ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიიდან ამოქსიცილინით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი ოფიციალური გზამკვლევების შესაბამისად.

პრეპარატი არ არის განკუთვნილი იმ შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ინფექციის სავარაუდო გამომწვევებს გააჩნია რეზისტენტობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რომელიც არ არის განპირობებული კლავულანის მჟავას მიერ ინჰიბირებადი β-ლაქტამაზებით. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პენიცილინის მიმართ მდგრადი Streptococcus pneumoniae-ის შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

პაციენტებს, რომლებსაც თერაპია უტარდებათ პრეპარატის მაღალი დოზებით, ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა მორბილიფორმული გამონაყარი.

ალოპურინოლის და ამოქსიცილინის ერთად გამოყენებისას კანის მხრივ ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

პრეპარატით თერაპიის დასაწყისში განვითარებული გენერალიზებული ერითემა პუსტულებით, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის სიმპტომი. ამ არასასურველი რეაქციის განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს, იგი ასევე წარმოადგენს უკუჩვენებას ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენებისთვის.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ნიშნებით ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ღვიძლის მხრივ არასასურველი რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატით ხანგრძლივ თერაპიასთან, ისინი ვლინდებოდა უპირატესად მამრობითი სქესის პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები ძალიან იშვიათად რეგისტრირდებოდა ბავშვებში. პაციენტთა ყველა პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, აღინიშნება თერაპიის დროს ან დასრულებიდან დროის მცირე მონაკვეთში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. არასასურველი რეაქციები ღვიძლის მხრივ ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლის მხრივ ასევე შესაძლოა განვითარდეს მძიმე რეაქციები; ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ლეტალური შედეგების შესახებ, ამ დროს პაციენტებს ძირითადად ჰქონდათ მძიმე თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად უტარდებოდათ თერაპია პრეპარატებით, რომლებიც ცნობილია თავისი ტოქსიკური მოქმედებით ღვიძლზე.

პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, ამოქსიცილინის ჩათვლით, იყო შეტყობინებები ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევების შესახებ, რომლის სიმძიმის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს (მსუბუქი ფორმიდან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე). ამიტომ ნებისმიერი ანტიბიოტიკის გამოყენების დროს ან მის შემდეგ პაციენტებში დიარეის განვითარებისას განხილული უნდა იქნას საკითხი ასეთი დიაგნოზის დადგენის შესახებ. ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევაში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს; ასევე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ამ დაავადების სათანადო მკურნალობა. მსგავს შემთხვევებში ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი სამკურნალო საშულებების გამოყენება უკუნაჩვენებია.

პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის და სისხლმბადი ორგანოების რეგულარული მონიტორინგი.

არსებობს შეტყობინებები, რომ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, იზრდებოდა პროთრომბინის დროის მაჩვენებლები. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის და ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი მეთვალყურეობა პაციენტებზე, ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზების კორექცია სისხლის შედედების სისტემაზე ზეგავლენის სათანადო დონის შესანარჩუნებლად.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს დარღვევების ხარისხის შესაბამისად.

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები კრისტალურიის განვითარების შესახებ, ძირითადად ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზებით გამოყენებისას, კრისტალურიის წარმოქმნის რისკის შემცირების მიზნით, პაციენტებისთვის რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, ასევე ასეთ პაციენტებში დიურეზი უნდა შენარჩუნდეს სათანადო დონეზე. შარდის ბუშტის კათეტერების მქონე პაციენტებში აუცილებელია კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

თუ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს აუცილებელი ხდება შარდში გლუკოზის არსებობის კვლევის ჩატარება, გამოყენებული უნდა იქნას ფერმენტაციული გლუკოზოოქსიდაზური მეთოდები, ვინაიდან არსებობს ცრუდადებითი შედეგების მიღების რისკი არაფერმენტაციული მეთოდების გამოყენებისას.

პრეპარატში კლავულანის მჟავას არსებობასთან დაკავშირებით, მისი გამოყენების ფონზე შეიძლება აღინიშნოს IgG და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება ერითროციტების მემბრანებზე, რის შედეგადაც შეიძლება მიღებული იქნას კუმბსის სინჯების ცრუუარყოფითი შედეგები.

არსებობს შეტყობინებები კვლევების ცრუდადებითი შედეგების შესახებ იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციების არსებობაზე პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით (შემდგომში მათ არ დაუდგინდათ Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციები). დარეგისტრირებულია ჯვარედინი რეაქციები პოლისაქარიდებს შორის, რომლებიც არ წარმოადგენს Aspergillus ჯიშის სოკოების კომპონენტებს, და პოლიფურანოზებს შორის იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით. ამიტომ თუ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, ზემოხსენებულ კვლევებში აღინიშნება დადებითი შედეგები, მათი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით და დადასტურდეს დიაგნოსტიკური მეთოდებით.

დამხმარე ნივთიერებები

კლავომედის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

კლავომედის ერთი ტაბლეტი შეიცავს 24 მგ კალიუმს, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით ან მათში, ვინც იცავს დიეტას კალიუმის კონტროლირებადი მოხმარებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში, ამავდროულად მათი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობების მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ ამოქსიცილინით აცენოკუმაროლის ან ვარფარინის მიღების ფონზე. ასეთი კომბინაციების გამოყენების აუცილებლობისას უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინის დროის ან სნთ-ის მაჩვენებლები ამოქსიცილინით თერაპიის დასაწყისში ან მისი შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

მეთოტრექსატი

პენიცილინებმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც პოტენციურად ტოქსიკურობის მატებას იწვევს.

პრობენეციდი

არ არის რეკომენდებული ამოქსიცილინის ერთდროული გამოყენება პრობენეციდთან. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკებში. პრობენეციდის და ამოქსიცილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის კონცენტრაციის მდგრადი და ხანგრძლივი მატება.

მიკოფენოლატის მოფეტილი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას მიკოფენოლატის მოფეტილით, სამკურნალო საშუალების მორიგი დოზის შეყვანამდე აღინიშნებოდა მისი აქტიური მეტაბოლიტის, მიკოფენოლის მჟავას კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 50%-ით. ამ ცვლილებებს შეუძლია სათანადოდ გამოხატონ მიკოფენოლის მჟავას სისტემური ზემოქმედების საერთო დონის ცვლილებები. ამიტომ, როგორც წესი, მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის კორექცია საჭირო არ არის ტრანსპლანტატის ფუნქციის დარღვევების კლინიკური ნიშნების არქონისას. მიკოფენოლატის მოფეტილის და კლავომედის ერთად გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, მათ შორის კლავომედით მკურნალობის დასრულების შემდეგ დროის მოკლე შუალედის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაცია არ ახდენს პირდაპირ ან ირიბ ნეგატიურ ზეგავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. შეზღუდული მონაცემები ქალების მიერ ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენების შესახებ მოწმობს, რომ განვითარების თანდაყოლილი მანკების გამოვლენის რისკი არ იზრდება. ერთ კლინიკურ კვლევაში ქალებში სანაყოფე გარსების ვადამდელი მშობიარობამდელი გახევით (ნაადრევი მშობიარობა) დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მაღალ რისკთან. კლავომედის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში არ შეიძლება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ექიმი თვლის, რომ პრეპარატის მიღება უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში კლავულანის მჟავას ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს). ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს შეიძლება აღენიშნოს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, ამის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს ლაქტაციის შეწყვეტა; ასევე გასათვალისწინებელია სენსიბილიზაციის რისკი. კლავომედის გამოყენება ქალებში ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას არასასურველი რეაქციები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია დიარეა, ღებინება და გულისრევა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვლინდებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენებისას, ჩამოთვლილია ქვევით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი; სიხშირე უცნობია - რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია; სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი (შექცევადი ხასიათი გააჩნია), ჰემოლიზური ანემია, სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის მაჩვენებლების გაზრდა*.

იმუნური სისტემის მხრივ**: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი, ალერგიული ვასკულიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; სიხშირე უცნობია - ჰიპერაქტივობა (შექცევადი ხასიათი აქვს), კრუნჩხვები*, ასეპტიკური მენინგიტი.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - კოუნისის სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დიარეა; ხშირად - გულისრევა*, ღებინება; არახშირად - დისპეფსია; სიხშირე უცნობია - ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით, შავი „თმიანი“ ენა, ენტეროკოლიტის სინდრომი, რომელიც ინდუცირებულია სამკურნალო პრეპარატით, მწვავე პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და/ან ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება სისხლში^; სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი^^, ქოლესტაზური სიყვითლე^^.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ&: არახშირად - გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - მულტიფორმული ერითემა; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი*, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), სიმეტრიული წამლისმიერი ინტერტრიგინოზული და ფლექსოლარული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი), IgA დამოკიდებული ხაზოვანი დერმატოზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (თირკმელების მწვავე დაზიანების ჩათვლით) &&.

  • იხილეთ „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.
  • * იხილეთ „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.

# ღებინება ყველაზე ხშირად აღინიშნება მაღალი დოზების შიგნით მიღებისას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას.

^ ასტ-ს და/ან ალტ-ს დონის ზომიერი გაზრდა აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ β-ლაქტამური ანტიბიოტიკებით; მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

^^ არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა სხვა პენიცილინების ან ცეფალოსპორინების გამოყენების დროს.

& კანის მხრივ ნებისმიერი რეაქციის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

&& იხ. თავი „დოზის გადაჭარბება“.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები და ნიშნები

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მხრივ. აღწერილია ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას.

პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს იღებენ მაღალი დოზებით, ან პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

არსებობს შეტყობინებები ამოქსიცილინის პრეციპიტატების დალექვის შესახებ შარდის ბუშტის კათეტერში, ძირითადად სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ვენაში შეყვანის შემდეგ; საჭიროა შარდის კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

მკურნალობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გათვალისწინებით. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ამოქსიცილინი (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) 875 მგ,

კლავულანის მჟავა (მიკროკრისტალური ცელულოზით განზავებული კალიუმის კლავულანატის სახით (3:2)) 125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, აბუსალათინის ზეთი.

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, რომლებიც დაფარულია თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით, გრავირებით „E1EM“ ცალ მხარეს და გამყოფი ნაზოლით მეორე მხარეს.

გამყოფი ნაზოლი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად მისი გადაყლაპვის გაიოლების მიზნით; არ არის განკუთვნილი ტაბლეტის დოზებად დაყოფისათვის.

შენახვის პირობები

2 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ყვითელი შუშის ფლაკონში, რომელიც დალუქულია პირველი გახსნის კონტროლის მქონე თეთრი ალუმინის თავსახურით და შეიცავს გამშრობს სილიკაგელის ფუძეზე.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. β-ლაქტამური ანტიბიოტიკები, პენიცილინები. პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან. ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი ნახევრადსინთეზური პენიცილინია (β-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ასევე ცნობილია, როგორც პენიცილინშემაკავშირებელი ცილები), რომლებიც მონაწილეობენ ბაქტერიებში პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზის პროცესში (პეპტიდოგლიკანი ბაქტერიის უჯრედის კედლის მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია). პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის გათხელებას, რის შედეგადაც, როგორც წესი, ხდება ბაქტერიის უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.

ამოქსიცილინი იშლება β-ლაქტამაზების ზემოქმედებით, რომლებიც სინთეზირდება რეზისტენტული ბაქტერიების მიერ, ამიტომ ამ ფერმენტების მასინთეზირებელი მიკროორგანიზმების მიმართ ცალკე ამოქსიცილინი აქტიური არ არის.

კლავულანის მჟავა β-ლაქტამია, რომელიც თავისი სტრუქტურით პენიცილინების მსგავსია. კლავულანის მჟავა აინჰიბირებს ზოგიერთ β-ლაქტამაზას, რაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივირებას. ცალკე კლავულანის მჟავას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული მოქმედება.

ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის

ითვლება, რომ ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი არის დრო, რომლის განმავლობაშიც სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (მმკ).

რეზისტენტობის მექანიზმები

არსებობს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმი:

ინაქტივირება β-ლაქტამაზებით, რომლებსაც კლავულანის მჟავა არ აინჰიბირებს, B, C და D კლასების β-ლაქტამაზების ჩათვლით;

პენიცილინშემაკავშირებელი ცილების მოდიფიცირება, რის შედეგადაც მცირდება ანტიბაქტერიული საშუალების აფინურობა მოქმედების სამიზნეს მიმართ.

ბაქტერიის კედლის გამტარობის ან ეფლუქსური ტუმბოების მუშაობის ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს ან ხელი შეუწყოს რეზისტენტობის განვითარებას, განსაკუთრებით გრამუარყოფით მიკროორგანიზმებში.

ზღვრული კონცენტრაციები

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპის კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციისთვის დადგენილია მმკ-ის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები:

მიკროორგანიზმი

მმკ-ის ზღვრული მნიშვნელობები (მგ/მლ)

მგრძნობიარე მიკროორგანიზმი

რეზისტენტული მიკროორგანიზმი

Haemophilus influenzae

≤ 0.0011

> 21

Moraxella catarrhalis

≤ 11

> 11

Staphylococcus spp.

იხ. შენიშვნა 2a, 3a, 3b, 4

იხ. შენიშვნა 2a, 3a, 3b, 4

Enterococcus spp.7

≤ 4 1.5

> 81.5

A, B, C, G 2b,8 ჯგუფის სტრეპტოკოკები, 8(ჩვენებები, გარდა მენინგიტისა)

იხ. შენიშვნა 2b

იხ. შენიშვნა 2b

Streptococcus pneumoniae8

≤ 0.5 1.6

> 1 1.6

Enterobacteriaceae (საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს)

≤ 321

> 321

გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიები

≤ 41

> 81

გრამდადებითი ანაერობული ბაქტერიები (გარდა Clostridioides difficile-სი)

≤ 41

> 81

ზღვრული მნიშვნელობები ბაქტერიების ტიპის მიუხედავად

≤ 21

> 81

Viridans 8 ჯგუფის სტრეპტოკოკები

იხ. შენიშვნა 2a, 9

იხ. შენიშვნა 2a, 9

Pasteurella multocida

≤ 11

> 11

Burkholderia pseudomallei

≤ 0.0011

> 81

1 მგრძნობელობის გასაზღვრის მიზნით, კლავულანის მჟავა გამოიყენებოდა ფიქსირებული კონცენტრაციით 2 მგ/ლ.

2ა ცხრილში მოცემული ზღვრული მნიშვნელობები ეფუძნება ბენზილპენიცილინის ზღვრულ მნიშვნელობებს. მგრძნობელობა განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

2ბ A, B, C, G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მათი მგრძნობელობის საფუძველზე (ჩვენებები, გარდა მენინგიტისა), B ჯგუფის სტრეპტოკოკების ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ მგრძნობელობის გარდა.

3ა სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. ყოველი ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ მგრძნობელობას ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ, შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის მიმართ, ცეფოქსიტინის მიმართ კი - მგრძნობელობას, მგრძნობიარენი არიან β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინის, კლოქსაცილინის, დიკლოქსაცილინის და ფლუკლოქსაცილინის) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მისაღები პრეპარატების დანიშვნის შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფექციის კერაში პრეპარატის ჯეროვანი კონცენტრაციის მიღწევის შესაძლებლობა. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ცეფოქსიტინის მიმართ, რეზისტენტულნი არიან ყველა პენიცილინის მიმართ.

3ბ კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. ყოველი ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. ამჟამად არ არსებობს რაიმე სანდო მეთოდი, რომელიც კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკების მიერ პენიცილინაზას გამომუშავების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს, თუმცა მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ცეფოქსიტინის გამოყენების მეშვეობით.

4 ამპიცილინისადმი მგრძნობიარე S. saprophyticus ბაქტერიებს არ გააჩნიათ mecA გენი და მგრძნობიარენი არიან ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე).

5 მგრძნობელობა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე) შეიძლება განისაზღვროს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა არა გვხვდება ხშირად E. faecalis-თან (უცილებელია დადასტურება მიკ-ის საფუძველზე), მაგრამ ხშირია E. faecium-თან.

6 სკრინინგი 1-მკგ ოქსაცილინის დისკის გამოყენებით ან კვლევა ბენზილპენიცილინის მიკ-ის დასადგენად უნდა იქნას გამოყენებული β-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმების გამოსარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ სკრინინგის შედეგი უარყოფითია (ოქსაცილინის დისკის ირგვლივ ზრდის დათრგუნვის ზონის დიამეტრი ≥ 20 მმ ან ბენზილპენიცილინის მიკ ≤ 0.06 მგ/ლ), მიკროორგანიზმები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა β-ლაქტამური პრეპარატის მიმართ, რომლებისთვისაც დადგენილია კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები შემდგომი კვლევების ჩატარების აუცილებლობის გარეშე.

7 ენტეროკოკებისთვის ამინოპენიცილინის ზღვრული მნიშვნელობები დადგენილია ინტრავენური შეყვანისთვის. პერორალური მიღებისთვის დადგენილი მნიშვნელობები ვრცელდება მხოლოდ შარდგამომყოფი გზების ინფექციებზე.

8 β-ლაქტამაზების ინჰიბიტორის დამატება არ უზრუნველყოფს რაიმე დამატებით კლინიკურ უპირატესობას.

9 β-ლაქტამების მიმართ Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკების რეზისტენტობის სკრინინგისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული ბენზილპენიცილინი (მიკ ან დიფუზიის მეთოდი დისკის გამოყენებით). იზოლატები სკრინინგის უარყოფითი შედეგებით შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ β-ლაქტამური პრეპარატების მიმართ, რომლებისთვისაც დადგენილია კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები. იზოლატები სკრინინგის დადებითი შედეგებით უნდა იქნას შემოწმებული მგრძნობელობაზე ცალკეული პრეპარატების მიმართ. ბენზილპენიცილინის (მიკ ≤ 0,25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის უარყოფითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის (მიკ > 0.25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის დადებითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში დროის გარკვეულ პერიოდში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, თუნდაც ინფექციების ზოგიერთი სახეობებისას, გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების შტამების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, ეჭვს იწვევს, საჭიროა კონსულტაციის გავლა შესაბამის სპეციალისტთან.

მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis, Gardnerella vaginalis, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები)*, კოაგულაზოუარყოფითი სტაფილოკოკები (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae#, Streptococcus pyogenes და სხვა β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, Streptococcus viridans ჯგუფი;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Capnocytophaga spp., Eikenella corrodens, Haemophilus influenzae**, Moraxella catarrhalis, Pasteurella multocida;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis, Fusobacterium nucleatum, Prevotella spp.

მიკროორგანიზმების შტამები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს შეძენილი რეზისტენტობა (თერაპიის ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს):

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium##;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Escherichia coli, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris.

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამები:

  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter sp., Citrobacter freundii, Enterobacter sp., Legionella pneumophila, Morganella morganii, Providencia spp., Pseudomonas sp., Serratia sp., Stenotrophomonas maltophilia;
  • სხვა მიკროორგანიზმები - Chlamydophila pneumoniae, Chlamydophila psittaci, Coxiella burnetti, Mycoplasma pneumoniae.
  • სტაფილოკოკების ყველა მეტიცილინ-რეზისტენტული შტამი რეზისტენტულია ამოქსიცილინი /კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.

# Streptococcus pneumoniae შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას, რომლებსაც რეზისტენტობა გააჩნია პენიცილინის მიმართ, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება.

  • * ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შტამებს აღენიშნა სუსტი მგრძნობელობა 10%-ზე მეტი სიხშირით.

## ბუნებრივი ზომიერი რეზისტენტობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმების არქონისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოცირდება წყალხსნარში pH-ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობისას. პერორალურად მიღებისას ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მათი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70% შეადგენს. ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას კონცენტრაციების პროფილები სისხლის პლაზმაში ერთმანეთის მსგავსია, მათი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 1 საათში.

ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემების თანახმად ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის უზმოზე მიღებისას (ტაბლეტები, 875 მგ/125 მგ დღე-ღამეში ორჯერ) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები შეადგენდა:

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობები (± სტანდარტული გადახრა)

აქტიური ნივთიერება

დოზა

(მგ)

Cmax*

(მკგ/მლ)

Tmax**

(საათები)

AUC(0-24სთ)^ (მკგ·სთ/მლ)

T1/2^^ (საათები)

ამოქსიცილინი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (875 მგ/125 მგ)

875

11,64 ± 2,78

1,5 (1,0-2,5)

53,52 ± 12,31

1,19 ± 0,21

კლავულანის მჟავა

125

2,18 ± 0,99

1,25 (1,0-2,0)

10,16 ± 3,04

0,96 ± 0,12

  • Cmax - მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
  • * Tmax - დრო Cmax მიღწევამდე; მედიანა (დიაპაზონი).

^ AUC - ფართი „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ.

^^ Т1/2 - ნახევარგამოყოფის პერიოდი.

სისხლის შრატში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კონცენტრაციები, რომლებიც აღინიშნება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიღებისას, ისეთივეა, როგორიც რეგისტრირდება ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ცალ-ცალკე პერორალურად მიღებისას ეკვივალენტური დოზებით.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება კლავულანის მჟავას საერთო რაოდენობის დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში არსებული ამოქსიცილინის საერთო რაოდენობის დაახლოებით 18%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ ამოქსიცილინისთვის და დაახლოებით 0,2 ლ/კგ კლავულანის მჟავასთვის.

ვენაში შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა ვლინდება ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიურ და პერიტონეულ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქოვან გამონაყოფში. ამოქსიცილინი არ აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში საკმარისი რაოდენობით.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქსოვილებში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას მნიშვნელოვანი დაგროვება არ ხდება. პენიცილინების ჯგუფის უმეტესი პრეპარატის მსგავსად, ამოქსიცილინი შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად, კლავულანის მჟავას კვალი ასევე შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში.

დადგენილია, რომ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინის საწყისი შეყვანილი დოზის დაახლოებით 10-25% გამოიყოფა შარდთან ერთად არააქტიური პენიცილის მჟავას ფორმით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, ასევე ნახშირბადის დიოქსიდის ფორმით ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად.

გამოყოფა

ამოქსიცილინი ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა, კლავულანის მჟავას გამოყოფის პროცესში მონაწილეობს თირკმელები და სხვა ორგანოები.

ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ დაახლოებით 1 საათს შეადგენს, საერთო კლირენსი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ტაბლეტების ფორმით (250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ) ერთჯერადი მიღებიდან 6 საათში ამოქსილინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის დაახლოებით 40-65% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, ამოქსიცილინის შეყვანილი დოზის 50-85% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის 27-60% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავას უმეტესი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში.

პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ამოქსიცილინის გამოყოფის სიჩქარე მცირდება, ამ დროს კლავულანის მჟავას გამოყოფის სიჩქარე არ მცირდება.

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მსგავსია ასეთისა უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. ბავშვებში (დღენაკლული ახალშობილების ჩათვლით), რომლებსაც თერაპია უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში, სამკურნალო საშუალებების გამოყოფის უზრუნველსაყოფი თირკმლისმიერი მექანიზმების ჩამოუყალიბებლობის გამო, პაციენტთა ამ კატეგორიაში დოზის შერჩევა ფრთხილად უნდა მოხდეს, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგი.

სქესი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში დადგენილია, რომ სქესი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის საერთო კლირენსი (სისხლის შრატი) მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად; ამ დროს აღინიშნება ამოქსიცილინის კლირენსის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება, ვიდრე კლავულანის მჟავას კლირენსისა, ვინაიდან ამოქსიცილინის უმეტესი ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ აცილებული იქნას ორგანიზმში ამოქსიცილინის მნიშვნელოვანი დაგროვება და სისხლში კლავულანის მჟავას კონცენტრაცია სათანადო დონეზე შენარჩუნდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ამავდროულად აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

კლავომედი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კლავომედი, Clavomed

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა

Amoxicilin + Clavulanic acid

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ამოქსიცილინი (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) 875 მგ,

კლავულანის მჟავა (მიკროკრისტალური ცელულოზით განზავებული კალიუმის კლავულანატის სახით (3:2)) 125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, აბუსალათინის ზეთი.

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, რომლებიც დაფარულია თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით, გრავირებით „E1EM“ ცალ მხარეს და გამყოფი ნაზოლით მეორე მხარეს.

გამყოფი ნაზოლი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად მისი გადაყლაპვის გაიოლების მიზნით; არ არის განკუთვნილი ტაბლეტის დოზებად დაყოფისათვის.

გამოყენების ჩვენებები

კლავომედი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ჯეროვნად დადასტურებული დიაგნოზი);
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, ფლეგმონა, ცხოველების ნაკბენები, მძიმე დენტალური აბსცესი გავრცობადი ფლეგმონით;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ, ოსტეომიელიტი.

აუცილებელია გათვალისწინება ინფორმაციისა, რომელიც მოცემულია ანტიბაქტერიული საშუალებების ჯეროვანი გამოყენების სახელმძღვანელოებში.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

დოზები მითითებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციისთვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დოზების მითითება ხდება თითოეული კომპონენტისთვის ცალ-ცალკე.

კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  • ინფექციების სავარაუდო გამომწვევები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ;
  • ინფექციის სიმძიმის ხარისხი და ლოკალიზაცია;
  • პაციენტის ასაკი, სხეულის წონა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა (იხ. ქვევით).

საჭიროებისას, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის სხვა წამლის ფორმების გამოყენების შესახებ, მაგალითად, რომლებიც შეიცავს ამოქსიცილინის უფრო მაღალ დოზებს და/ან ამოქსიცილინს და კლავულანის მჟავას სხვა შეფარდებით.

მოზრდილებისა და ბავშვებისთვის სხეულის წონით 40 კგ და მეტი საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 1750 მგ ამოქსიცილინს/250 მგ კლავულანის მჟავას (მიღების ჯერადობა დღე-ღამეში ორჯერ) და 2625 მგ ამოქსიცილინს/375 მგ კლავულანის მჟავას (მიღების ჯერადობა დღე-ღამეში სამჯერ) პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად (იხ. ქვევით). 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1000-2800 მგ ამოქსიცილინს/143-400 მგ კლავულანის მჟავას პრეპარატის გამოყენებისას შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად (იხ. ქვევით). უფრო მაღალი სადღეღამისო დოზით ამოქსიცილინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევებში, რეკომენდებულია პრეპარატის სხვა წამლის ფორმების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული საჭიროების გარეშე კლავულანის მჟავას მაღალი დოზების მიღება.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის გათვალისწინებით. ზოგიერთი ინფექციის დროს (მაგალითად, ოსტეომიელიტი) თერაპია უნდა ჩატარდეს დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხელახალი შეფასების გარეშე 14 დღეზე მეტხანს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით 40 კგ და მეტი

რეკომენდებული სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებისთვის) შეადგენს 875 მგ/125 მგ ორჯერ დღე-ღამეში.

რეკომენდებული მაღალი დოზა (განსაკუთრებით ისეთი ჩვენებებისთვის, როგორებიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების ინფექციები) შეადგენს 875 მგ/125 მგ სამჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ტაბლეტების ფორმით და შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ/3,6 მგ/კგ-დან 45 მგ/6,4 მგ/კგ-მდე, გაყოფილი ორ მიღებად.

ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ (როგორებიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები) რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეიძლება შეადგენდეს 70 მგ/10 მგ/კგ-მდე, გაყოფილი ორ მიღებად.

ვინაიდან ტაბლეტის გაყოფა არ შეიძლება, ტაბლეტების ფორმით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში 25 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ერთჯერადი მიღებისას ტაბლეტების ფორმით (875 მგ/125 მგ) ბავშვები 25-40 კგ სხეულის წონით იღებენ კომპონენტების შემდეგ დოზებს:

სხეულის წონა (კგ)

40

35

30

25

რეკომენდებული ერთჯერადი დოზა (მგ/კგ) (იხ. ზევით)

ამოქსიცილინი (მგ/კგ) ერთჯერადი მიღებისას (1 ტაბლეტი)

21,9

25,0

29,2

35,0

12,5-22,5 (35,0-მდე)

კლავულანის მჟავა (მგ/კგ) ერთჯერადი მიღებისას (1 ტაბლეტი)

3,1

3,6

4,2

5,0

1,8-3,2 (5,0-მდე)

ბავშვებში 25 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით პრეპარატის გამოყენება სასურველია შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების (კომპონენტების შეფარდება 7:1) შესახებ 2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზით 45 მგ/6,4 მგ/კგ-ზე მეტი.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების (კომპონენტების შეფარდება 7:1) შესახებ 2 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში; არ არის არანაირი რეკომენდაცია პრეპარატის დოზირების (კომპონენტების შეფარდება 7:1) შესახებ პაციენტთა ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

ხანდაზმული პაციენტები

პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით (Clcr) პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე ნაკლები Clcr ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება შეფარდებით 7:1 რეკომენდებული არ არის; არ არსებობს რეკომენდაციები დოზირების რეჟიმის კორექციის შესახებ ასეთი პაციენტებისთვის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით; ასეთ პაციენტებში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.

თერაპიის დაწყება შეიძლება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ვენაში შეყვანით (იხ. პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესაბამისი ინსტრუქცია) და შემდეგ გადასვლა პერორალური გამოყენების წამლის ფორმებით მკურნალობაზე.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, პენიცილინების ჯგუფის ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელი ტიპის მძიმე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსია), დაკავშირებული სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების, მაგალითად ცეფალოსპორინების, კარბაპენემების ან მონობაქტამების გამოყენებასთან ანამნეზში;
  • სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენებასთან ანამნეზში.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის ანამნეზის შეგროვება პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ჰიპერმგრძნობელობის მანამდე გამოვლენილ რეაქციებთან მიმართებაში.

პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ პენიცილინების ჯგუფის სამკურნალო საშუალებებით, რეგისტრირდებოდა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (ანაფილაქტოიდური და კანისმიერი მძიმე რეაქციების ჩათვლით). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს კოუნისის სინდრომამდე (ალერგიულ მწვავე კორონარულ სინდრომამდე), სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში არენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პენიცილინებზე, და პაციენტებში ატოპიით.

იყო შეტყობინებები წამლისმიერი ენტეროკოლიტის სინდრომის შესახებ ძირითადად ბავშვებში, რომლებიც ღებულობდენ ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას. ამ ალერგიული რეაქციის წამყვანი სიმპტომია განმეორებადი ღებინება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, კანისმიერი ალერგიული რეაქციების ან რესპირაციული სიმპტომების გარეშე. დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს მუცლის არეში, დიარეას, ჰიპოტენზიას ან ლეიკოციტოზს ნეიტროფილიით. აღინიშნებოდა მძიმე შემთხვევები, შოკის განვითარების ჩათვლით. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, საჭიროა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი ალტერნატიული თერაპიის დაწყება.

თუ დადგინდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმით(-ებით), განხილული უნდა იქნას ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპიიდან ამოქსიცილინით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი ოფიციალური გზამკვლევების შესაბამისად.

პრეპარატი არ არის განკუთვნილი იმ შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ინფექციის სავარაუდო გამომწვევებს გააჩნია რეზისტენტობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რომელიც არ არის განპირობებული კლავულანის მჟავას მიერ ინჰიბირებადი β-ლაქტამაზებით. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პენიცილინის მიმართ მდგრადი Streptococcus pneumoniae-ის შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

პაციენტებს, რომლებსაც თერაპია უტარდებათ პრეპარატის მაღალი დოზებით, ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა მორბილიფორმული გამონაყარი.

ალოპურინოლის და ამოქსიცილინის ერთად გამოყენებისას კანის მხრივ ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

პრეპარატით თერაპიის დასაწყისში განვითარებული გენერალიზებული ერითემა პუსტულებით, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის სიმპტომი. ამ არასასურველი რეაქციის განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს, იგი ასევე წარმოადგენს უკუჩვენებას ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენებისთვის.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ნიშნებით ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ღვიძლის მხრივ არასასურველი რეაქციები შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატით ხანგრძლივ თერაპიასთან, ისინი ვლინდებოდა უპირატესად მამრობითი სქესის პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები ძალიან იშვიათად რეგისტრირდებოდა ბავშვებში. პაციენტთა ყველა პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, აღინიშნება თერაპიის დროს ან დასრულებიდან დროის მცირე მონაკვეთში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. არასასურველი რეაქციები ღვიძლის მხრივ ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლის მხრივ ასევე შესაძლოა განვითარდეს მძიმე რეაქციები; ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ლეტალური შედეგების შესახებ, ამ დროს პაციენტებს ძირითადად ჰქონდათ მძიმე თანმხლები დაავადებები ან იმავდროულად უტარდებოდათ თერაპია პრეპარატებით, რომლებიც ცნობილია თავისი ტოქსიკური მოქმედებით ღვიძლზე.

პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას, ამოქსიცილინის ჩათვლით, იყო შეტყობინებები ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევების შესახებ, რომლის სიმძიმის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს (მსუბუქი ფორმიდან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე). ამიტომ ნებისმიერი ანტიბიოტიკის გამოყენების დროს ან მის შემდეგ პაციენტებში დიარეის განვითარებისას განხილული უნდა იქნას საკითხი ასეთი დიაგნოზის დადგენის შესახებ. ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტის წარმოქმნის შემთხვევაში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს; ასევე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ამ დაავადების სათანადო მკურნალობა. მსგავს შემთხვევებში ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი სამკურნალო საშულებების გამოყენება უკუნაჩვენებია.

პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის და სისხლმბადი ორგანოების რეგულარული მონიტორინგი.

არსებობს შეტყობინებები, რომ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, იზრდებოდა პროთრომბინის დროის მაჩვენებლები. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის და ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი მეთვალყურეობა პაციენტებზე, ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზების კორექცია სისხლის შედედების სისტემაზე ზეგავლენის სათანადო დონის შესანარჩუნებლად.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს დარღვევების ხარისხის შესაბამისად.

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები კრისტალურიის განვითარების შესახებ, ძირითადად ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზებით გამოყენებისას, კრისტალურიის წარმოქმნის რისკის შემცირების მიზნით, პაციენტებისთვის რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, ასევე ასეთ პაციენტებში დიურეზი უნდა შენარჩუნდეს სათანადო დონეზე. შარდის ბუშტის კათეტერების მქონე პაციენტებში აუცილებელია კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

თუ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს აუცილებელი ხდება შარდში გლუკოზის არსებობის კვლევის ჩატარება, გამოყენებული უნდა იქნას ფერმენტაციული გლუკოზოოქსიდაზური მეთოდები, ვინაიდან არსებობს ცრუდადებითი შედეგების მიღების რისკი არაფერმენტაციული მეთოდების გამოყენებისას.

პრეპარატში კლავულანის მჟავას არსებობასთან დაკავშირებით, მისი გამოყენების ფონზე შეიძლება აღინიშნოს IgG და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება ერითროციტების მემბრანებზე, რის შედეგადაც შეიძლება მიღებული იქნას კუმბსის სინჯების ცრუუარყოფითი შედეგები.

არსებობს შეტყობინებები კვლევების ცრუდადებითი შედეგების შესახებ იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციების არსებობაზე პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით (შემდგომში მათ არ დაუდგინდათ Aspergillus ჯიშის სოკოებით გამოწვეული ინფექციები). დარეგისტრირებულია ჯვარედინი რეაქციები პოლისაქარიდებს შორის, რომლებიც არ წარმოადგენს Aspergillus ჯიშის სოკოების კომპონენტებს, და პოლიფურანოზებს შორის იმუნოფერმენტული ანალიზის ჩატარებისას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus-ის გამოყენებით. ამიტომ თუ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით, ზემოხსენებულ კვლევებში აღინიშნება დადებითი შედეგები, მათი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით და დადასტურდეს დიაგნოსტიკური მეთოდებით.

დამხმარე ნივთიერებები

კლავომედის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

კლავომედის ერთი ტაბლეტი შეიცავს 24 მგ კალიუმს, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით ან მათში, ვინც იცავს დიეტას კალიუმის კონტროლირებადი მოხმარებით.

შეუთავსებლობა

მისადაგებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პერორალური ანტიკოაგულანტები

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში, ამავდროულად მათი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობების მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ ამოქსიცილინით აცენოკუმაროლის ან ვარფარინის მიღების ფონზე. ასეთი კომბინაციების გამოყენების აუცილებლობისას უნდა გაკონტროლდეს პროთრომბინის დროის ან სნთ-ის მაჩვენებლები ამოქსიცილინით თერაპიის დასაწყისში ან მისი შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

მეთოტრექსატი

პენიცილინებმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც პოტენციურად ტოქსიკურობის მატებას იწვევს.

პრობენეციდი

არ არის რეკომენდებული ამოქსიცილინის ერთდროული გამოყენება პრობენეციდთან. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკებში. პრობენეციდის და ამოქსიცილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის კონცენტრაციის მდგრადი და ხანგრძლივი მატება.

მიკოფენოლატის მოფეტილი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას მიკოფენოლატის მოფეტილით, სამკურნალო საშუალების მორიგი დოზის შეყვანამდე აღინიშნებოდა მისი აქტიური მეტაბოლიტის, მიკოფენოლის მჟავას კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 50%-ით. ამ ცვლილებებს შეუძლია სათანადოდ გამოხატონ მიკოფენოლის მჟავას სისტემური ზემოქმედების საერთო დონის ცვლილებები. ამიტომ, როგორც წესი, მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის კორექცია საჭირო არ არის ტრანსპლანტატის ფუნქციის დარღვევების კლინიკური ნიშნების არქონისას. მიკოფენოლატის მოფეტილის და კლავომედის ერთად გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, მათ შორის კლავომედით მკურნალობის დასრულების შემდეგ დროის მოკლე შუალედის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაცია არ ახდენს პირდაპირ ან ირიბ ნეგატიურ ზეგავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. შეზღუდული მონაცემები ქალების მიერ ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენების შესახებ მოწმობს, რომ განვითარების თანდაყოლილი მანკების გამოვლენის რისკი არ იზრდება. ერთ კლინიკურ კვლევაში ქალებში სანაყოფე გარსების ვადამდელი მშობიარობამდელი გახევით (ნაადრევი მშობიარობა) დადგინდა, რომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მაღალ რისკთან. კლავომედის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში არ შეიძლება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ექიმი თვლის, რომ პრეპარატის მიღება უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში კლავულანის მჟავას ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს). ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს შეიძლება აღენიშნოს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, ამის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს ლაქტაციის შეწყვეტა; ასევე გასათვალისწინებელია სენსიბილიზაციის რისკი. კლავომედის გამოყენება ქალებში ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას არასასურველი რეაქციები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია დიარეა, ღებინება და გულისრევა.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვლინდებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენებისას, ჩამოთვლილია ქვევით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი; სიხშირე უცნობია - რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია; სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი (შექცევადი ხასიათი გააჩნია), ჰემოლიზური ანემია, სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის მაჩვენებლების გაზრდა*.

იმუნური სისტემის მხრივ**: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი, ალერგიული ვასკულიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; სიხშირე უცნობია - ჰიპერაქტივობა (შექცევადი ხასიათი აქვს), კრუნჩხვები*, ასეპტიკური მენინგიტი.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - კოუნისის სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დიარეა; ხშირად - გულისრევა*, ღებინება; არახშირად - დისპეფსია; სიხშირე უცნობია - ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით, შავი „თმიანი“ ენა, ენტეროკოლიტის სინდრომი, რომელიც ინდუცირებულია სამკურნალო პრეპარატით, მწვავე პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და/ან ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება სისხლში^; სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი^^, ქოლესტაზური სიყვითლე^^.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ&: არახშირად - გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად - მულტიფორმული ერითემა; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი*, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), სიმეტრიული წამლისმიერი ინტერტრიგინოზული და ფლექსოლარული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი), IgA დამოკიდებული ხაზოვანი დერმატოზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (თირკმელების მწვავე დაზიანების ჩათვლით) &&.

  • იხილეთ „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.
  • * იხილეთ „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს“.

# ღებინება ყველაზე ხშირად აღინიშნება მაღალი დოზების შიგნით მიღებისას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას.

^ ასტ-ს და/ან ალტ-ს დონის ზომიერი გაზრდა აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ β-ლაქტამური ანტიბიოტიკებით; მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

^^ არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა სხვა პენიცილინების ან ცეფალოსპორინების გამოყენების დროს.

& კანის მხრივ ნებისმიერი რეაქციის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

&& იხ. თავი „დოზის გადაჭარბება“.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები და ნიშნები

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მხრივ. აღწერილია ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას.

პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს იღებენ მაღალი დოზებით, ან პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება განუვითარდეთ კრუნჩხვები.

არსებობს შეტყობინებები ამოქსიცილინის პრეციპიტატების დალექვის შესახებ შარდის ბუშტის კათეტერში, ძირითადად სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ვენაში შეყვანის შემდეგ; საჭიროა შარდის კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

მკურნალობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გათვალისწინებით. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. β-ლაქტამური ანტიბიოტიკები, პენიცილინები. პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან. ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი ნახევრადსინთეზური პენიცილინია (β-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ასევე ცნობილია, როგორც პენიცილინშემაკავშირებელი ცილები), რომლებიც მონაწილეობენ ბაქტერიებში პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზის პროცესში (პეპტიდოგლიკანი ბაქტერიის უჯრედის კედლის მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია). პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის გათხელებას, რის შედეგადაც, როგორც წესი, ხდება ბაქტერიის უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.

ამოქსიცილინი იშლება β-ლაქტამაზების ზემოქმედებით, რომლებიც სინთეზირდება რეზისტენტული ბაქტერიების მიერ, ამიტომ ამ ფერმენტების მასინთეზირებელი მიკროორგანიზმების მიმართ ცალკე ამოქსიცილინი აქტიური არ არის.

კლავულანის მჟავა β-ლაქტამია, რომელიც თავისი სტრუქტურით პენიცილინების მსგავსია. კლავულანის მჟავა აინჰიბირებს ზოგიერთ β-ლაქტამაზას, რაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივირებას. ცალკე კლავულანის მჟავას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული მოქმედება.

ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის

ითვლება, რომ ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი არის დრო, რომლის განმავლობაშიც სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (მმკ).

რეზისტენტობის მექანიზმები

არსებობს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმი:

ინაქტივირება β-ლაქტამაზებით, რომლებსაც კლავულანის მჟავა არ აინჰიბირებს, B, C და D კლასების β-ლაქტამაზების ჩათვლით;

პენიცილინშემაკავშირებელი ცილების მოდიფიცირება, რის შედეგადაც მცირდება ანტიბაქტერიული საშუალების აფინურობა მოქმედების სამიზნეს მიმართ.

ბაქტერიის კედლის გამტარობის ან ეფლუქსური ტუმბოების მუშაობის ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს ან ხელი შეუწყოს რეზისტენტობის განვითარებას, განსაკუთრებით გრამუარყოფით მიკროორგანიზმებში.

ზღვრული კონცენტრაციები

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპის კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციისთვის დადგენილია მმკ-ის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები:

მიკროორგანიზმი

მმკ-ის ზღვრული მნიშვნელობები (მგ/მლ)

მგრძნობიარე მიკროორგანიზმი

რეზისტენტული მიკროორგანიზმი

Haemophilus influenzae

≤ 0.0011

> 21

Moraxella catarrhalis

≤ 11

> 11

Staphylococcus spp.

იხ. შენიშვნა 2a, 3a, 3b, 4

იხ. შენიშვნა 2a, 3a, 3b, 4

Enterococcus spp.7

≤ 4 1.5

> 81.5

A, B, C, G 2b,8 ჯგუფის სტრეპტოკოკები, 8(ჩვენებები, გარდა მენინგიტისა)

იხ. შენიშვნა 2b

იხ. შენიშვნა 2b

Streptococcus pneumoniae8

≤ 0.5 1.6

> 1 1.6

Enterobacteriaceae (საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს)

≤ 321

> 321

გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიები

≤ 41

> 81

გრამდადებითი ანაერობული ბაქტერიები (გარდა Clostridioides difficile-სი)

≤ 41

> 81

ზღვრული მნიშვნელობები ბაქტერიების ტიპის მიუხედავად

≤ 21

> 81

Viridans 8 ჯგუფის სტრეპტოკოკები

იხ. შენიშვნა 2a, 9

იხ. შენიშვნა 2a, 9

Pasteurella multocida

≤ 11

> 11

Burkholderia pseudomallei

≤ 0.0011

> 81

1 მგრძნობელობის გასაზღვრის მიზნით, კლავულანის მჟავა გამოიყენებოდა ფიქსირებული კონცენტრაციით 2 მგ/ლ.

2ა ცხრილში მოცემული ზღვრული მნიშვნელობები ეფუძნება ბენზილპენიცილინის ზღვრულ მნიშვნელობებს. მგრძნობელობა განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

2ბ A, B, C, G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მათი მგრძნობელობის საფუძველზე (ჩვენებები, გარდა მენინგიტისა), B ჯგუფის სტრეპტოკოკების ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ მგრძნობელობის გარდა.

3ა სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. ყოველი ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ მგრძნობელობას ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ, შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის მიმართ, ცეფოქსიტინის მიმართ კი - მგრძნობელობას, მგრძნობიარენი არიან β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინის, კლოქსაცილინის, დიკლოქსაცილინის და ფლუკლოქსაცილინის) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მისაღები პრეპარატების დანიშვნის შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფექციის კერაში პრეპარატის ჯეროვანი კონცენტრაციის მიღწევის შესაძლებლობა. სტაფილოკოკები, რომლებიც კვლევების ფარგლებში ავლენენ რეზისტენტობას ცეფოქსიტინის მიმართ, რეზისტენტულნი არიან ყველა პენიცილინის მიმართ.

3ბ კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეტიცილინის მიმართ. ყოველი ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. ამჟამად არ არსებობს რაიმე სანდო მეთოდი, რომელიც კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკების მიერ პენიცილინაზას გამომუშავების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს, თუმცა მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ცეფოქსიტინის გამოყენების მეშვეობით.

4 ამპიცილინისადმი მგრძნობიარე S. saprophyticus ბაქტერიებს არ გააჩნიათ mecA გენი და მგრძნობიარენი არიან ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე).

5 მგრძნობელობა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან კომბინაციაში ან მის გარეშე) შეიძლება განისაზღვროს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა არა გვხვდება ხშირად E. faecalis-თან (უცილებელია დადასტურება მიკ-ის საფუძველზე), მაგრამ ხშირია E. faecium-თან.

6 სკრინინგი 1-მკგ ოქსაცილინის დისკის გამოყენებით ან კვლევა ბენზილპენიცილინის მიკ-ის დასადგენად უნდა იქნას გამოყენებული β-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმების გამოსარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ სკრინინგის შედეგი უარყოფითია (ოქსაცილინის დისკის ირგვლივ ზრდის დათრგუნვის ზონის დიამეტრი ≥ 20 მმ ან ბენზილპენიცილინის მიკ ≤ 0.06 მგ/ლ), მიკროორგანიზმები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა β-ლაქტამური პრეპარატის მიმართ, რომლებისთვისაც დადგენილია კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები შემდგომი კვლევების ჩატარების აუცილებლობის გარეშე.

7 ენტეროკოკებისთვის ამინოპენიცილინის ზღვრული მნიშვნელობები დადგენილია ინტრავენური შეყვანისთვის. პერორალური მიღებისთვის დადგენილი მნიშვნელობები ვრცელდება მხოლოდ შარდგამომყოფი გზების ინფექციებზე.

8 β-ლაქტამაზების ინჰიბიტორის დამატება არ უზრუნველყოფს რაიმე დამატებით კლინიკურ უპირატესობას.

9 β-ლაქტამების მიმართ Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკების რეზისტენტობის სკრინინგისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული ბენზილპენიცილინი (მიკ ან დიფუზიის მეთოდი დისკის გამოყენებით). იზოლატები სკრინინგის უარყოფითი შედეგებით შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ β-ლაქტამური პრეპარატების მიმართ, რომლებისთვისაც დადგენილია კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები. იზოლატები სკრინინგის დადებითი შედეგებით უნდა იქნას შემოწმებული მგრძნობელობაზე ცალკეული პრეპარატების მიმართ. ბენზილპენიცილინის (მიკ ≤ 0,25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის უარყოფითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის (მიკ > 0.25 მგ/ლ) მიმართ რეზისტენტობის სკრინინგის დადებითი შედეგების მქონე იზოლატებისთვის მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში დროის გარკვეულ პერიოდში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, თუნდაც ინფექციების ზოგიერთი სახეობებისას, გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების შტამების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, ეჭვს იწვევს, საჭიროა კონსულტაციის გავლა შესაბამის სპეციალისტთან.

მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis, Gardnerella vaginalis, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები)*, კოაგულაზოუარყოფითი სტაფილოკოკები (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae#, Streptococcus pyogenes და სხვა β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, Streptococcus viridans ჯგუფი;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Capnocytophaga spp., Eikenella corrodens, Haemophilus influenzae**, Moraxella catarrhalis, Pasteurella multocida;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis, Fusobacterium nucleatum, Prevotella spp.

მიკროორგანიზმების შტამები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს შეძენილი რეზისტენტობა (თერაპიის ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდეს):

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium##;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Escherichia coli, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris.

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამები:

  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter sp., Citrobacter freundii, Enterobacter sp., Legionella pneumophila, Morganella morganii, Providencia spp., Pseudomonas sp., Serratia sp., Stenotrophomonas maltophilia;
  • სხვა მიკროორგანიზმები - Chlamydophila pneumoniae, Chlamydophila psittaci, Coxiella burnetti, Mycoplasma pneumoniae.
  • სტაფილოკოკების ყველა მეტიცილინ-რეზისტენტული შტამი რეზისტენტულია ამოქსიცილინი /კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.

# Streptococcus pneumoniae შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას, რომლებსაც რეზისტენტობა გააჩნია პენიცილინის მიმართ, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება.

  • * ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შტამებს აღენიშნა სუსტი მგრძნობელობა 10%-ზე მეტი სიხშირით.

## ბუნებრივი ზომიერი რეზისტენტობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმების არქონისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოცირდება წყალხსნარში pH-ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობისას. პერორალურად მიღებისას ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მათი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70% შეადგენს. ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას კონცენტრაციების პროფილები სისხლის პლაზმაში ერთმანეთის მსგავსია, მათი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 1 საათში.

ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემების თანახმად ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის უზმოზე მიღებისას (ტაბლეტები, 875 მგ/125 მგ დღე-ღამეში ორჯერ) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები შეადგენდა:

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობები (± სტანდარტული გადახრა)

აქტიური ნივთიერება

დოზა

(მგ)

Cmax*

(მკგ/მლ)

Tmax**

(საათები)

AUC(0-24სთ)^ (მკგ·სთ/მლ)

T1/2^^ (საათები)

ამოქსიცილინი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (875 მგ/125 მგ)

875

11,64 ± 2,78

1,5 (1,0-2,5)

53,52 ± 12,31

1,19 ± 0,21

კლავულანის მჟავა

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (875 მგ/125 მგ)

125

2,18 ± 0,99

1,25 (1,0-2,0)

10,16 ± 3,04

0,96 ± 0,12

  • Cmax - მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
  • * Tmax - დრო Cmax მიღწევამდე; მედიანა (დიაპაზონი).

^ AUC - ფართი „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ.

^^ Т1/2 - ნახევარგამოყოფის პერიოდი.

სისხლის შრატში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კონცენტრაციები, რომლებიც აღინიშნება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის მიღებისას, ისეთივეა, როგორიც რეგისტრირდება ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ცალ-ცალკე პერორალურად მიღებისას ეკვივალენტური დოზებით.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება კლავულანის მჟავას საერთო რაოდენობის დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში არსებული ამოქსიცილინის საერთო რაოდენობის დაახლოებით 18%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ ამოქსიცილინისთვის და დაახლოებით 0,2 ლ/კგ კლავულანის მჟავასთვის.

ვენაში შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა ვლინდება ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიურ და პერიტონეულ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქოვან გამონაყოფში. ამოქსიცილინი არ აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში საკმარისი რაოდენობით.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქსოვილებში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას მნიშვნელოვანი დაგროვება არ ხდება. პენიცილინების ჯგუფის უმეტესი პრეპარატის მსგავსად, ამოქსიცილინი შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად, კლავულანის მჟავას კვალი ასევე შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში.

დადგენილია, რომ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინის საწყისი შეყვანილი დოზის დაახლოებით 10-25% გამოიყოფა შარდთან ერთად არააქტიური პენიცილის მჟავას ფორმით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, ასევე ნახშირბადის დიოქსიდის ფორმით ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად.

გამოყოფა

ამოქსიცილინი ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა, კლავულანის მჟავას გამოყოფის პროცესში მონაწილეობს თირკმელები და სხვა ორგანოები.

ჯანმრთელ მოხალისეებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ დაახლოებით 1 საათს შეადგენს, საერთო კლირენსი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ტაბლეტების ფორმით (250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ) ერთჯერადი მიღებიდან 6 საათში ამოქსილინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის დაახლოებით 40-65% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, ამოქსიცილინის შეყვანილი დოზის 50-85% და კლავულანის მჟავას შეყვანილი დოზის 27-60% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავას უმეტესი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში.

პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ამოქსიცილინის გამოყოფის სიჩქარე მცირდება, ამ დროს კლავულანის მჟავას გამოყოფის სიჩქარე არ მცირდება.

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მსგავსია ასეთისა უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. ბავშვებში (დღენაკლული ახალშობილების ჩათვლით), რომლებსაც თერაპია უტარდებათ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციით სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში, სამკურნალო საშუალებების გამოყოფის უზრუნველსაყოფი თირკმლისმიერი მექანიზმების ჩამოუყალიბებლობის გამო, პაციენტთა ამ კატეგორიაში დოზის შერჩევა ფრთხილად უნდა მოხდეს, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგი.

სქესი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის პერორალური მიღებისას ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში დადგენილია, რომ სქესი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის საერთო კლირენსი (სისხლის შრატი) მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად; ამ დროს აღინიშნება ამოქსიცილინის კლირენსის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება, ვიდრე კლავულანის მჟავას კლირენსისა, ვინაიდან ამოქსიცილინის უმეტესი ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ აცილებული იქნას ორგანიზმში ამოქსიცილინის მნიშვნელოვანი დაგროვება და სისხლში კლავულანის მჟავას კონცენტრაცია სათანადო დონეზე შენარჩუნდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ამავდროულად აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ყვითელი შუშის ფლაკონში, რომელიც დალუქულია პირველი გახსნის კონტროლის მქონე თეთრი ალუმინის თავსახურით და შეიცავს გამშრობს სილიკაგელის ფუძეზე.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია

„ვორლდ მედიცინ ლიმიტედი“, დიდი ბრიტანეთი

(„WORLD MEDICINE LIMITED“, GREAT BRITAIN )

მწარმოებელი

"ე.ი.პ.ი.კო.", ეგვიპტე

(თენს ოფ რამადან სითი, პირველი სამრეწველო ზონა B1, საფოსტო ყუთი: 149 ტენს).

"E.I.P.I.Co.",

(Tens of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა