ლავუნატი BID
LAVUNAT BID
ლავუნატი BID არის ანტიბიოტიკი და მუშაობს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი შეიცავს ორ განსხვავებულ წამალს, სახელწოდებით ამოქსიცილინ და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "პენიცილინები", რომელთა მუშაობა ზოგჯერ შეიძლება შეწყდეს (გახდეს არააქტიური). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (amoxicillin) + კლავულანატი (clavulanate)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
- მწარმოებელი
- ATABAY KIMYA SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041719
- რეგისტრირებულია
- 30 ივლისი 2024, მოქმედებს 30 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ATABAY KIMYA SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვივა ფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლავუნატი BID — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლავუნატი BID არის ანტიბიოტიკი და მუშაობს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი შეიცავს ორ განსხვავებულ წამალს, სახელწოდებით ამოქსიცილინ და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "პენიცილინები", რომელთა მუშაობა ზოგჯერ შეიძლება შეწყდეს (გახდეს არააქტიური). სხვა აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამას.
ლავუნატი BID გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- შუა ყურისა და სინუსების ინფექციები
- სასუნთქი გზების ინფექციები
- საშარდე გზების ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
40 კგ და მეტი წონის მოზრდილები და ბავშვები
ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ
უმაღლესი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები
6 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობა სასურველია ლავუნატი BID პერორალური სუსპენზიით ან პაკეტებით.
მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, როდესაც ლავუნატი BID-ის ტაბლეტებს აძლევთ 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს. ტაბლეტები არ არის შესაფერისი 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის.
თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შეიცვალოს. ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა სიძლიერის ან სხვა წამალი.
- თუ ღვიძლის პრობლემები გაქვთ, შეიძლება უფრო ხშირად გაიაროთ სისხლის ანალიზები, რათა შეამოწმოთ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.
როგორ მივიღოთ ლავუნატი BID ტაბლეტები
- მიიღეთ ჭამის დროს
- გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ერთი ჭიქა წყლით.
- გაანაწილეთ დოზები თანაბრად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
- არ მიიღოთ ლავუნატი BID, 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ კვლავ თავს ცუდად გრძნობთ, უნდა დაბრუნდეთ ექიმთან.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ლავუნატი BID ტაბლეტებს
თუ თქვენ მიიღებთ ლავუნატი BID-ის ჭარბი რაოდენობით, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს დიარეას (შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა ან დიარეა) ან კრუნჩხვები. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად. თან იქონიეთ წამლის კოლოფში ან ბოთლში, რათა აჩვენოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თქვენ არ უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან მალე, დაელოდეთ დაახლოებით 4 საათი შემდეგი დოზის მიღებამდე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღებას
გააგრძელეთ ლავუნატი BID-ის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თქვენ გჭირდებათ ყველა დოზა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ ზოგიერთი ბაქტერია გადარჩება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ინფექციის დაბრუნება.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინების ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში)
- თუ ოდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.
არ მიიღოთ ლავუნატი BID, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ლავუნატი BID ტაბლეტების მიღებამდე.
სიფრთხილის ზომები
ალერგიული რეაქციები ზოგჯერ შეიძლება მოხდეს დაგვიანებით.
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეწყვიტეთ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს თხევად დიარეას, როგორც წესი, სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე რჩევისთვის, თუ გაქვთ ეს სიმპტომები.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე
- დიარეა (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე
- რძიანა (კანდიდა - საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების საფუარული ინფექცია)
- შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას
თუ ეს გაწუხებთ, მიიღეთ ლავუნატი BID საკვებთან ერთად
- ღებინება.
- დიარეა (ბავშვებში)
არახშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე
- კანის გამონაყარი, ქავილი
- ძლიერი ქავილი გამონაყარით (ჭინჭრის ციება)
- საჭმლის მონელების დარღვევა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ანალიზში:
- ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე
- კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით და ჰგავს პატარა სამიზნეებს (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, მუქი რგოლით კიდეზე - მულტიფორმული ერითემის)
თუ რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ანალიზში:
- სისხლის შედედებაში ჩართული უჯრედების დაბალი რაოდენობა
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.
სიხშირე უცნობია
სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
- კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცლვით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის გავრცელებულ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- ფართოდ გავრცელებული კანის წითელი გამონაყარი, ჩირქის შემცველი პატარა ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
- წითელი, აქერცლვადი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით (ეგზანთემური პუსტულოზი).
- გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და არანორმალური სისხლის ტესტების შედეგებით (სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატების ჩათვლით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (DRESS))
- თავის ტვინის დამცავი გარსის ანთება (ასპტიკური მენინგიტი)
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი:
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში წარმოქმნილი ნივთიერების) მატებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის და თვალის სკლერების გაყვითლება.
- თირკმელში მილაკების ანთება
- სისხლის შედედების დროის გაზრდა
- ჰიპერაქტიურობა
- კრუნჩხვები (ადამიანებში, რომლებიც იღებენ ლავუნატი BID-ის მაღალ დოზებს ან რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები)
- შავი ენა, რომელიც გამოიყურება როგორც თმიანი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა იყენებდეთ სხვა პრეპარატებს. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია რეცეპტის გარეშე და მცენარეულ მედიკამენტებს.
თუ თქვენ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის დროს) ლავუნატი BID-თან ერთად, უფრო სავარაუდოა, რომ გქონდეთ კანის ალერგიული რეაქცია.
თუ თქვენ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენებაპოდაგრის დროს), თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ლავუნატი BID-ის დოზის კორექტირება.
თუ წამლები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედების შეჩერებას (როგორიცაა ვარფარინი) მიიღება ლავუნატი BID ტაბლეტებთან ერთად, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზები.
ლავუნატი BID-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედებაზე.
ლავუნატი BID-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს მიკოფენოლატის მოფეტილის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად) მუშაობაზე.
ეს წამალი შეიცავს 0,63 მმოლ (ან 24,632 მგ) კალიუმს თითო ტაბლეტზე. გასათვალისწინებელია თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის ან კალიუმის კონტროლირებადი დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმის ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლავუნატი BID-ს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები და სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენ დაკარგოტ ავტომობილის მართვის უნარი.
არ მართოთ ავტომობილი მექანიზმები, თუ თავს კარგად არ გრძნობთ.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
პირობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
ალერგიული რეაქციები:
- კანის გამონაყარი
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ან მეწამული ლაქების სახით კანზე, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის სხვა ნაწილებზე
- ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება
- შეშუპება, ზოგჯერ სახის ან ყელის (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
- კოლაფსი.
ჭარბი დოზა
შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. აღინიშნა ამოქსიცილინით კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას (იხ. ნაწილი 4.4).
კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას.
ცნობილია, რომ ამოქსიცილინი გროვდება შარდის ბუშტის კათეტერებში, უპირატესად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. უნდა მოხდეს გამავლობის რეგულარული შემოწმება (იხ. განყოფილება 4.4).
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები შეიძლება განიხილებოდეს სიმპტომურად, წყლის/ელექტროლიტური ბალანსის გათვალისწინებით.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოდევნილ იქნეს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი და კალიუმის კლავულანატი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს და 125 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტურ კალიუმის კლავულანატს.
- სხვა ინგრედიენტებია:
კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი 200, აპკიანი გარსისთვის; Opadry White (შეიცავს; მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას, პოლიეთილენგლიკოლს 4000, ტიტანის დიოქსიდს), მეთანოლს*, მეთილენქლორიდს*.
- ორთქლდება წარმოების დროს.
როგორ გამოიყურება ლავუნატი BID და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ალუ/ალუ ბლისტერებში 10 (2 X 5) ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს და 125 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტურ კალიუმის კლავუნატს
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Atabay Kimya San. ve Tic. A.S., Turkey
წარმოების ადგილი:
Atabay Kimya San. ve Tic. A.S., Turkey
ეს ჩანართი ბოლოს გადაიხედა 14.01.2024
შენახვის პირობები
36 თვე.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ლავუნატი BID ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალულ შეფუთვაში.
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-მდე.
- 5 კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ალუ/ალუ ბლისტერებში 10 (2 X 5) ტაბლეტი, რომლებიც შეიცავს 850მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს და 125 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტურ კალიუმის კლავულანატს.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა განკარგვისთვის
არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Atabay Kimya San. ve Tic. A.S., Turkey
წარმოების ადგილი:
Atabay Kimya San. ve Tic. A.S., Turkey
ფარმაკოლოგიური თვისებები
პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები; ათქ კოდი: J01CR02.
მოქმედების მექანიზმი
ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინის შემაკავშირებელ პროტეინებს, PBPs) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზაზე, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიის უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რასაც ჩვეულებრივ მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ბეტა-ლაქტამაზებით დეგრადაციისადმი და ამიტომ მარტო ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს ორგანიზმებს, რომლებიც წარმოქმნიან ამ ფერმენტებს.
კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამი, სტრუქტურულად დაკავშირებული პენიცილინებთან. ის ააქტიურებს ზოგიერთ ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტს, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. მარტო კლავულანის მჟავა არ ახდენს კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიულ ეფექტს.
PK/PD ურთიერთობა
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (T>MIC) ზემოთ დრო ითვლება ამოქსიცილინის ეფექტურობის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად.
რეზისტენტობის მექანიზმები
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას რეზისტენტობის ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს:
- ინაქტივაცია იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებიც თავად არ ინჰიბირდებიან კლავულანის მჟავით, B, C და D კლასის ჩათვლით.
- PBP-ების ცვლილება, რომლებიც ამცირებენ ანტიბაქტერიული აგენტის აფინურობას სამიზნეზე.
ბაქტერიების ან გადინების ტუმბოს მექანიზმების გაუვალობამ შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიების რეზისტენტობას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.
საკონტროლო წერტილები
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას MIC საკონტროლო წერტილები შეესაბამება ევროპის კომიტეტის ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების (EUCAST), ვერსია 8.1, ძალაშია 2018-05-15, მონაცემებს.
ორგანიზმი
MIC საკონტროლო წერტილი (მგ/ლ)
S ≤
R >
Haemophilus influenzae1
26
26
Moraxella catarrhalis1
16
16
Staphylococcus aureus2
შენიშვნა7,8
შენიშვნა7,8
Enterococcus1
46
86
Enterobacteriaceae1,4
86,9
86
Streptococcus pneumoniae3
შენიშვნა10,11,12
შენიშვნა10,11,12
Streptococcus groups A, B, C and G5
შენიშვნა13
შენიშვნა13
გრამ-დადებითი ანაერობები1
46
86
გრამ-უარყოფითი ანაერობები1
46
86
სახეობებთან არა-დაკავშირებული საკონტროლო წერტილები1
26
86
Coagulase-negative staphylococci2
- 25
- 25
1 საკონტროლო წერტილები ეფუძნება ინტრავენურ შეყვანას.
2 მოხსენებული მნიშვნელობები არის ოქსაცილინის კონცენტრაცია.
3 საკონტროლო მნიშვნელობები ცხრილში დაფუძნებულია ამპიცილინის საკონტროლო წერტილებზე.
4 რეზისტენტული რღვევის წერტილები R>8 მგ/ლ უზრუნველყოფს, რომ რეზისტენტობის მექანიზმის მქონე ყველა იზოლაცია იყოს რეზისტენტული.
5 ცხრილში საკონტროლო წერტილების მნიშვნელობები ეფუძნება ბენზილპენიცილინის საკონტროლო წერტილებს.
6 მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირდება 2 მგ/ლ.
7 სტაფილოკოკების უმეტესობა არის პენიცილინაზას მწარმოებელი, რაც მათ რეზისტენტულს ხდის ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. როდესაც სტაფილოკოკები ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარეა, ისინი შეიძლება დაფიქსირდეს, როგორც მგრძნობიარენი ზემოაღნიშნული აგენტების მიმართ. თუმცა, ორალური ფორმულირებების, განსაკუთრებით ფენოქსიმეთილპენიცილინის ეფექტურობა გაურკვეველია. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული, მაგრამ ცეფოქსიტინისადმი მგრძნობიარე იზოლატები მგრძნობიარეა β-ლაქტამაზას ინჰიბიტორების კომბინაციების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი), ნაფცილინის და მრავალი ცეფალოსპორინების მიმართ. ცეფტაროლინისა და ცეფტობიპროლის გარდა, ცეფოქსიტინ-რეზისტენტული იზოლატები მდგრადია ყველა ბეტა-ლაქტამური აგენტის მიმართ.
8 ამპიცილინისადმი მგრძნობიარე S. saprophyticus არის mecA-უარყოფითი და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის გარეშე ან მასთან ერთად).
9 ველური ტიპის Enterobacteriaceae კლასიფიცირდება, როგორც მგრძნობიარე ამინოპენიცილინების მიმართ. ზოგიერთ ქვეყანას ურჩევნია E. coli-ს და P. mirabilis-ის ველური ტიპის იზოლატების კატეგორიზაციას შუალედური. როდესაც ეს ასეა, გამოიყენეთ MIC საკონტროლო წერტილი S ≤ 0,5 მგ/ლ და შესაბამისი ზონის დიამეტრის წყვეტის წერტილი S ≥ 50 მმ.
10 ბენზილპენიცილინის გარდა პენიცილინების საკონტროლო წერტილები ეხება მხოლოდ არამენინგიტის იზოლატორებს. ბენზილპენიცილინის მიმართ სრულად მგრძნობიარე იზოლატები (MIC ≤0,06 მგ/ლ და/ან მგრძნობიარე ამოქსიცილინის დისკის სკრინინგით, იხილეთ შენიშვნა C) შეიძლება მოხსენებული იყოს მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ, რომელთა კლინიკური წყვეტის წერტილები ჩამოთვლილია (მათ შორის, "შენიშვნა").
11 იზოლირებისთვის, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ამპიცილინის შუალედი, მოერიდეთ პერორალურ მკურნალობას ამპიცილინის, ამოქსიცილინის ან ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავით.
12 მგრძნობელობა გამოტანილია ამპიცილინის MIC-დან
13 სტრეპტოკოკის A, B, C და G ჯგუფების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ დასკვნა ხდება ბენზილპენიცილინის მგრძნობელობის მიხედვით, გარდა ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინების B ჯგუფის სტრეპტოკოკებისთვის.
შენიშვნა C: ოქსაცილინის დისკის ეკრანის ინტერპრეტაციისთვის, განსაზღვრეთ MIC და ინტერპრეტაცია კლინიკური წყვეტის წერტილების მიხედვით. ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის გარეშე და მასთან ერთად) მგრძნობელობის დასკვნა ამპიცილინის MIC-დან და ოქსაცილინის არამგრძნობიარე იზოლატორებისთვის, ყოველთვის განსაზღვრეთ ბენზილპენიცილინის MIC.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიძიოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ აგენტის სარგებლობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციაში საეჭვოა.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecalis
Gardnerella vaginalis
Staphylococcus aureus (methicillin-susceptible)£
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae1
Streptococcus pyogenes and other beta-haemolytic streptococci
Streptococcus viridans group
აერობული გრამuaryofiTi მიკროორგანიზმები
Capnocytophaga spp.
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae2
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacteroides fragilis
Fusobacterium nucleatum
Prevotella spp.
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა
Aerobic Gram-positive micro-organisms
Enterococcus faecium $
Aerobic Gram-negative micro-organisms
Escherichia coli
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
არსებითად რეზისტენტული ორგანიზმები
Aerobic Gram-negative micro-organisms
Acinetobacter sp.
Citrobacter freundii
Enterobacter sp.
Legionella pneumophila
Morganella morganii
Providencia spp.
Pseudomonas sp.
Serratia sp.
Stenotrophomonas maltophilia
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Coxiella burnetti
Mycoplasma pneumoniae
$ ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა წინააღმდეგობის შეძენილი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში.
£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ
1 Streptococcus pneumoniae, რომლებიც რეზისტენტულია პენიცილინის მიმართ, არ უნდა ჩატარდეს მკურნალობა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ამ პრეზენტაციით (იხ. განყოფილებები 4.2 და 4.4).
2 შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მაღალი სიხშირით.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოცირდება წყალხსნარში ფიზიოლოგიური pH-ის დროს. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა დაახლოებით 70% ბიოშეღწევადია. ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დრო (Tmax) თითოეულ შემთხვევაში დაახლოებით ერთი საათია.
ფარმაკოკინეტიკური შედეგები კვლევისთვის, რომელშიც ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (875 მგ/125 მგ ტაბლეტები დღეში ორჯერ) შეყვანილი იყო უზმოზე ჯანმრთელ მოხალისეთა ჯგუფებში, წარმოდგენილია ქვემოთ.
საშუალო (± SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
შეყვანილი აქტიური ნივთიერება(ები)
დოზა
Cmax
Tmax *
AUC (0-24h)
T 1/2
(მგ)
(µგ/მლ)
(სთ)
((µგ.სთ/მლ)
(სთ)
ამოქსიცილინი
AMX/CA
875/125 მგ
875
- 64 ± 2.78
- 5 (1.0-2.5)
- 52 ± 12.31
- 19 ± 0.21
კლიავულანის მჟავა
AMX/CA
875 მგ/125 მგ
125
- 18 ± 0.99
- 25 (1.0-2.0)
- 16 ± 3.04
- 96 ± 0.12
AMX – ამოქსიცილინი, CA – კლავულანის მჟავა
- მედიანა (დიაპაზონი)
ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავით მიღწეული კონცენტრაციები მსგავსია ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას.
განაწილება
პლაზმის მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და პლაზმის მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას. განაწილების აშკარა მოცულობა არის დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ ამოქსიცილინისთვის და დაახლოებით 0,2 ლ/კგ კლავულანის მჟავისთვის.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილში, კანში, ცხიმში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში. ამოქსიცილინი სათანადოდ არ ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხეში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან არ არსებობს მტკიცებულება წამლისგან მიღებული მასალის ქსოვილით მნიშვნელოვანი შეკავების შესახებ, რომელიმე კომპონენტისთვის. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში. კლავულანის მჟავას კვალის სახით რაოდენობა ასევე შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში (იხ. ნაწილი 4.6).
ნაჩვენებია, რომ ორივე, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა კვეთენ პლაცენტურ ბარიერს (იხ. ნაწილი 4.6).
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილინის მჟავის სახით საწყისი დოზის 10-25%-მდე, ექვივალენტური რაოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანებში და გამოიყოფა შარდითა და განავლით და ნახშირორჟანგის სახით ამოსულ ჰაერში.
გამოყოფა
ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითადი გზაა თირკმელებით გამოყოფა, ხოლო კლავულანის მჟავისთვის - როგორც თირკმელებით, ისე არათირკმლისმიერი მექანიზმებით.
ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას აქვს საშუალო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ერთი საათი და საშუალო საერთო კლირენსი დაახლოებით 25 ლ/სთ ჯანმრთელ სუბიექტებში. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-დან 70%-მდე და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-დან 65%-მდე გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში ლავუუნატი BID 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ერთჯერადი ტაბლეტების მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ შარდის გამოყოფა ამოქსიცილინის 50-85%-ს შეადგენს, ხოლო კლავულანის მჟავას 27-60%-ს შორის 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავას შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.
პრობენეციდის ერთდროული გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ექსკრეციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით ექსკრეციას (იხ. პუნქტი 4.5).
ასაკი
ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მსგავსია ბავშვებში დაახლოებით 3 თვიდან 2 წლამდე და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (მათ შორის დღენაკლული ახალშობილებისთვის) სიცოცხლის პირველ კვირაში შეყვანის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორჯერ მიღებას, თირკმლის ელიმინაციის გზის მოუმწიფებლობის გამო. იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევაში და შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
სქესი
ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ, სქესი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას არც ამოქსიცილინის და არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკაზე.
თირკმლის უკმარისობა
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მთლიანი შრატის კლირენსი მცირდება პროპორციულად თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით. წამლის კლირენსის შემცირება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინის მიმართ, ვიდრე კლავულანის მჟავისთვის, რადგან ამოქსიცილინის უფრო მაღალი წილი გამოიყოფა თირკმლის გზით. ამდენად, თირკმლის უკმარისობის დროს დოზებმა უნდა აღკვეთოს ამოქსიცილინის არასათანადო დაგროვება კლავულანის მჟავის ადექვატური დონის შენარჩუნებისას (იხ. ნაწილი 4.2).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგის რეგულარული ინტერვალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: პაციენტის ინფორმაცია
ლავუნატი BID
875 მგ ამოქსიცილინი/125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
(ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა)
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის ლავუნატი BID ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღებამდე
- როგორ მივიღოთ ლავუნატი BID ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ ლავუნატი BID ტაბლეტები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ლავუნატი BID ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება
ლავუნატი BID არის ანტიბიოტიკი და მუშაობს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი შეიცავს ორ განსხვავებულ წამალს, სახელწოდებით ამოქსიცილინ და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "პენიცილინები", რომელთა მუშაობა ზოგჯერ შეიძლება შეწყდეს (გახდეს არააქტიური). სხვა აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამას.
ლავუნატი BID გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- შუა ყურისა და სინუსების ინფექციები
- სასუნთქი გზების ინფექციები
- საშარდე გზების ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
- რა უნდა იცოდეთ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ლავუნატი BID:
- თუ ხართ ალერგიული ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინების ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში)
- თუ ოდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.
არ მიიღოთ ლავუნატი BID, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ლავუნატი BID ტაბლეტების მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლავუნატი BID ტაბლეტების მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი
- მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებზე
- რეგულარულად არ ღებულობთ წყალს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, ამ ტაბლეტების მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ბაქტერიის ტიპი, რომელიც იწვევს თქვენს ინფექციას. შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგინიშნოთ ლავუნატი BID-ის განსხვავებული დოზა ან სხვა წამალი.
პირობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:
ლავუნატი BID-ს შეუძლია გააუარესოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები (განმუხტვები) და მსხვილი ნაწლავის ანთება. ლავუნატი BID-ის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, რათა შეამციროთ რაიმე პრობლემის რისკი. იხილეთ „პირობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“ მე-4 ნაწილში.
სისხლის და შარდის ტესტები:
თუ თქვენ იტარებთ სისხლის ანალიზს (როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების სტატუსის ტესტები ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები) ან შარდის ტესტებს (გლუკოზაზე), აცნობეთ ექიმს ან ექთანს, რომ იღებთ ლავუნატი BID -ს . ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ლავუნატი BID-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ ტიპის ტესტების შედეგებზე.
სხვა მედიკამენტები და ლავუნატი BID ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა იყენებდეთ სხვა პრეპარატებს. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია რეცეპტის გარეშე და მცენარეულ მედიკამენტებს.
თუ თქვენ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის დროს) ლავუნატი BID-თან ერთად, უფრო სავარაუდოა, რომ გქონდეთ კანის ალერგიული რეაქცია.
თუ თქვენ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენებაპოდაგრის დროს), თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ლავუნატი BID-ის დოზის კორექტირება.
თუ წამლები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედების შეჩერებას (როგორიცაა ვარფარინი) მიიღება ლავუნატი BID ტაბლეტებთან ერთად, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზები.
ლავუნატი BID-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედებაზე.
ლავუნატი BID-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს მიკოფენოლატის მოფეტილის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად) მუშაობაზე.
ეს წამალი შეიცავს 0,63 მმოლ (ან 24,632 მგ) კალიუმს თითო ტაბლეტზე. გასათვალისწინებელია თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის ან კალიუმის კონტროლირებადი დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმის ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა
ლავუნატი BID-ს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები და სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენ დაკარგოტ ავტომობილის მართვის უნარი.
არ მართოთ ავტომობილი მექანიზმები, თუ თავს კარგად არ გრძნობთ.
- როგორ მივიღოთ ლავუნატი BID ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
40 კგ და მეტი წონის მოზრდილები და ბავშვები
ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ
უმაღლესი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები
6 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობა სასურველია ლავუნატი BID პერორალური სუსპენზიით ან პაკეტებით.
მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, როდესაც ლავუნატი BID-ის ტაბლეტებს აძლევთ 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს. ტაბლეტები არ არის შესაფერისი 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის.
თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შეიცვალოს. ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა სიძლიერის ან სხვა წამალი.
- თუ ღვიძლის პრობლემები გაქვთ, შეიძლება უფრო ხშირად გაიაროთ სისხლის ანალიზები, რათა შეამოწმოთ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.
როგორ მივიღოთ ლავუნატი BID ტაბლეტები
- მიიღეთ ჭამის დროს
- გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ერთი ჭიქა წყლით.
- გაანაწილეთ დოზები თანაბრად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
- არ მიიღოთ ლავუნატი BID, 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ კვლავ თავს ცუდად გრძნობთ, უნდა დაბრუნდეთ ექიმთან.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ლავუნატი BID ტაბლეტებს
თუ თქვენ მიიღებთ ლავუნატი BID-ის ჭარბი რაოდენობით, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს დიარეას (შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა ან დიარეა) ან კრუნჩხვები. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად. თან იქონიეთ წამლის კოლოფში ან ბოთლში, რათა აჩვენოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თქვენ არ უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან მალე, დაელოდეთ დაახლოებით 4 საათი შემდეგი დოზის მიღებამდე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღებას
გააგრძელეთ ლავუნატი BID-ის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თქვენ გჭირდებათ ყველა დოზა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ ზოგიერთი ბაქტერია გადარჩება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ინფექციის დაბრუნება.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
პირობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
ალერგიული რეაქციები:
- კანის გამონაყარი
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ან მეწამული ლაქების სახით კანზე, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის სხვა ნაწილებზე
- ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება
- შეშუპება, ზოგჯერ სახის ან ყელის (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
- კოლაფსი.
გაფრთხილება: ალერგიული რეაქციები ზოგჯერ შეიძლება მოხდეს დაგვიანებით.
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეწყვიტეთ ლავუნატი BID ტაბლეტების მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს თხევად დიარეას, როგორც წესი, სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე რჩევისთვის, თუ გაქვთ ეს სიმპტომები.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე
- დიარეა (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე
- რძიანა (კანდიდა - საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების საფუარული ინფექცია)
- შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას
თუ ეს გაწუხებთ, მიიღეთ ლავუნატი BID საკვებთან ერთად
- ღებინება.
- დიარეა (ბავშვებში)
არახშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე
- კანის გამონაყარი, ქავილი
- ძლიერი ქავილი გამონაყარით (ჭინჭრის ციება)
- საჭმლის მონელების დარღვევა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ანალიზში:
- ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე
- კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით და ჰგავს პატარა სამიზნეებს (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, მუქი რგოლით კიდეზე - მულტიფორმული ერითემის)
თუ რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ანალიზში:
- სისხლის შედედებაში ჩართული უჯრედების დაბალი რაოდენობა
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.
სიხშირე უცნობია
სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
- კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცლვით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის გავრცელებულ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- ფართოდ გავრცელებული კანის წითელი გამონაყარი, ჩირქის შემცველი პატარა ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
- წითელი, აქერცლვადი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით (ეგზანთემური პუსტულოზი).
- გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და არანორმალური სისხლის ტესტების შედეგებით (სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატების ჩათვლით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (DRESS))
- თავის ტვინის დამცავი გარსის ანთება (ასპტიკური მენინგიტი)
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი:
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში წარმოქმნილი ნივთიერების) მატებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის და თვალის სკლერების გაყვითლება.
- თირკმელში მილაკების ანთება
- სისხლის შედედების დროის გაზრდა
- ჰიპერაქტიურობა
- კრუნჩხვები (ადამიანებში, რომლებიც იღებენ ლავუნატი BID-ის მაღალ დოზებს ან რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები)
- შავი ენა, რომელიც გამოიყურება როგორც თმიანი
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ან შარდის ტესტებში:
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება
- სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია)
- კრისტალები შარდში.
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ შეინახოთ ლავუნატი BID ტაბლეტები
შეინახეთ ლავუნატი BID ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-მდე.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლავუნატი BID ტაბლეტები:
- აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი და კალიუმის კლავულანატი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს და 125 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტურ კალიუმის კლავულანატს.
- სხვა ინგრედიენტებია:
კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი 200, აპკიანი გარსისთვის; Opadry White (შეიცავს; მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას, პოლიეთილენგლიკოლს 4000, ტიტანის დიოქსიდს), მეთანოლს*, მეთილენქლორიდს*.
- ორთქლდება წარმოების დროს.
როგორ გამოიყურება ლავუნატი BID და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ალუ/ალუ ბლისტერებში 10 (2 X 5) ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს და 125 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტურ კალიუმის კლავუნატს
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Atabay Kimya San. ve Tic. A.S., Turkey
წარმოების ადგილი:
Atabay Kimya San. ve Tic. A.S., Turkey
ეს ჩანართი ბოლოს გადაიხედა 14.01.2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


