ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კლავიციდი

Clavicid

რეცეპტით875მგ+125მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

კლავიციდი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.4 და 5.1): - მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ადეკვატურად დიაგნოსტირებული); - მწვავე შუა ოტიტი; - ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (შესაბამისად დიაგნოსტირებული); - არაჰოსპიტალური პნევმონია; - ცისტიტი; - პიელონეფრიტი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (amoxicillin) + clavulanate
ფორმა და შეფუთვა
875მგ+125მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №16 (2X8)
მწარმოებელი
Laboratorios Atral, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045167
რეგისტრირებულია
3 აპრილი 2026, მოქმედებს 20 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorios Atral, S.A. (პორტუგალია)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლავიციდი და სხვა წამალი ერთად

კლავიციდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლავიციდი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.4 და 5.1):

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ადეკვატურად დიაგნოსტირებული);
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (შესაბამისად დიაგნოსტირებული);
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, კბილის მწვავე აბსცესი ცელულიტის გავრცელებით;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ ოსტეომიელიტი.

გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

დოზები მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას შემცველობის მიხედვით, გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც დოზები მითითებულია ცალკეული კომპონენტის მიხედვით.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კლავიციდის ის დოზა რომელიც შეირჩევა კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ:

  • სავარაუდო პათოგენები და მათი შესაძლო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ (იხ. თავი 4.4),
  • ინფექციის სიმწვავე და ადგილი,
  • პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ.

საჭიროებისას უნდა განხილული იქნას (იხ. თავი 4.4 და 5.1) ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ალტერნატიული სამკურნალო ფორმების გამოყენება (მაგ., რომლებიც უზრუნველყოფენ ამოქსიცილინის უფრო მაღალ დოზებს და/ან ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას სხვადასხვა თანაფარდობას).

მოზრდილებში და ≥ 40 კგ ბავშვებში, კლავიციდის სამკურნალო ფორმა უზრუნველყოფს მთლიან სადღეღამისო დოზას 1750 მგ ამოქსიცილინი/250 მგ კლავულანის მჟავა ორჯერ დღეში და 2625 მგ ამოქსიცილინი/375 მგ კლავულანის მჟავა სამჯერ დღეში დოზით, როდესაც მიიღება ქვემოთ რეკომენდებული წესით. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის, კლავიციდის სამკურნალო ფორმა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დღიურ დოზას 1000-2800 მგ ამოქსიცილინი/143-400 მგ კლავულანის მჟავა, ქვემოთ რეკომენდირებული გამოყენებისას. თუ ითვლება, რომ საჭიროა ამოქსიცილინის უფრო მაღალი სადღეღამისო დოზა, რეკომენდებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას სხვა პრეპარატის შერჩევა, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავულანის მჟავას ზედმეტად მაღალი დღიური დოზების მიღება (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.1).

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პაციენტის რეაქციის მიხედვით. გარკვეული სახის ინფექცია (მაგ., ოსტეომიელიტი) საჭიროებს ხანგრძლივი დროით მკურნალობას. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტი ხნით მდგომარეობის შემოწმების გარეშე (იხილეთ თავი 4.4 ხანგრძლივი თერაპიის შესახებ).

მოზრდილები და ≥ 40 კგ ბავშვები

რეკომენდებული დოზები:

  • სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებისთვის): 875 მგ/125 მგ ორჯერ დღეში;
  • უფრო მაღალი დოზა (განსაკუთრებით ინფექციების დროს, როგორიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და საშარდე გზების ინფექციები): 875 მგ/125 მგ სამჯერ დღეში.

ბავშვები < 40 კგ

ბავშვების მკურნალობა შესაძლებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ტაბლეტებით ან სუსპენზიებით. 6 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის სასურველია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას სუსპენზიით მკურნალობა.

რეკომენდებული დოზები:

  • 25 მგ/3,6 მგ/კგ/დღეში დოზიდან 45 მგ/6,4 მგ/კგ/დღეში დოზამდე ორი გაყოფილი დოზის სახით.
  • ზოგიერთი ინფექციისთვის (როგორიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები) შეიძლება განხილული იყოს 70 მგ/10 მგ/კგ/-მდე დოზა, დღეში ორი გაყოფილი დოზის სახით.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები კლავიციდი 7:1 სამკურნალო ფორმების დღეში 45 მგ/6.4 მგ/კგ-ზე მაღალი დოზების შესახებ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები კლავიციდი 7:1 სამკურნალო ფორმების 2 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის. ამიტომ ამ პოპულაციაში დოზირების რეკომენდაციები არ არსებობს.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა

დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით (CrCl).

პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით, კლავიციდის სამკურნალო ფორმების გამოყენება ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით არ არის რეკომენდებული, რადგან დოზის კორექტირების რეკომენდაციები არ არსებობს.

ღვიძლის უკმარისობა

საჭიროა დოზირება სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).

გამოყენების წესი

კლავიციდი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დაწყებამდე კუჭ-ნაწლავის შესაძლო აუტანლობის მინიმუმამდე დასაყვანად და ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის შეწოვის ოპტიმიზაციის მიზნით.

მკურნალობა შეიძლება დაიწყოს პარენტერალურად, ინტრავენური ფორმის SmPC-ის მიხედვით და გაგრძელდეს პერორალური პრეპარატებით.

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების, რომელიმე პენიცილინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ანამნეზი (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალების მიმართ (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი).

სიყვითლის/ღვიძლის უკმარისობა ანამნეზში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის გამო (იხ. თავი 4.8).

სიფრთხილის ზომები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე დეტალურად უნდა მოხდეს პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის წინა შემთხვევების გამოკვლევა (იხ. თავი 4.3 და 4.8).

მწვავე და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქტოიდური) რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ამგვარი რეაქციების გამოვლინება მეტად სავარაუდოა ანამნეზში პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე და ატოპიურ ინდივიდებში. თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით თერაპია უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული მკურნალობა.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე ორგანიზმ(ებ)ით, მაშინ გასათვალისწინებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავიდან ამოქსიცილინზე გადასვლა ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

კლავიციდის ეს ფორმა არ არის შესაფერისი გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს გააჩნიათ რეზისტენტობა იმ ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ, რომელთა მედიაცია არ ხდება კლავულანის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზებით. ეს წამლის ფორმა არ უნდა იქნას გამოყენებული პენიცილინის მიმართ რეზისტენტული S. pneumoniae-ს სამკურნალოდ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები (იხ. 4.8).

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას გამოყენება არ უნდა მოხდეს თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოზზე, ვინაიდან ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ ამ მდგომარეობასთან ასოცირდება მორბილიფორმული გამონაყარის გაჩენა.

ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობისას შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.

მკურნალობის დასაწყისში პუსტულების წარმოქმნასთან დაკავშირებული ციებ-ცხელებით გენერალიზებული ერითემის განვითარება შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის (AGEP) სიმპტომი (იხ. თავი 4.8). ასეთი რეაქცია მოითხოვს კლავიციდით მკურნალობის შეწყვეტას და წარმოადგენს ამოქსიცილინის ნებისმიერი შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. თავი 4.2, 4.3 და 4.8).

ღვიძლის მხრივ მოვლენები დაფიქსირდა უმეტესად მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში და შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივ მკურნალობას. ეს მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ბავშვებში. ყველა ჯგუფის პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები როგორც წესი ვლინდება მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან მალევე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. ჩვეულებრივ ეს მოვლენები შექცევადია.

ღვიძლის მხრივ მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია სიკვდილი. ეს თითქმის ყოველთვის გამოვლენილია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმდევი დაავადება ან იღებენ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც ასევე ახდენს გავლენას ღვიძლის ფუნქციაზე (იხ. თავი 4.8).

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი გამოვლენილია თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებისას ამოქსიცილინის ჩათვლით და შეიძლება იყოს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე (იხ. თავი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, კლავიციდის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციები და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ შემთხვევაში პერესტალტიკის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია.

ხანგრძლივი თერაპიის დროს მიზანშეწონილია ორგანოთა სისტემების ფუნქციების პერიოდული შეფასება, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და ჰემატოპოეზის ფუნქციები.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას. ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად (იხ. თავი 4.5 და 4.8).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს უკმარისობის ხარისხის შესაბამისად (იხ. თავი 4.2).

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კრისტალურია, უმეტესწილად პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდებულია შენარჩუნდეს სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის გამოყოფა, ამოქსიცილინთან ასოცირებული კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი, უნდა მოხდეს გამტარიანობის რეგულარული კონტროლი (იხ. თავი 4.9).

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს, შარდში გლუკოზის დონის შეფასების აუცილებლობისას, საჭიროა ფერმენტული გლუკოზაოქსიდაზას მეთოდებით სარგებლობა, რადგან არაფერმენტული მეთოდები ზოგჯერ იძლევა ცრუ დადებით შედეგებს.

კლავულანის მჟავას არსებობამ კლავიციდში შეიძლება გამოიწვიოს IgG-ისა და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება წითელი უჯრედების მემბრანების მიერ, რამაც შეიძლება განაპირობოს კუმბსის სინჯის ცრუ დადებითი შედეგები.

აღინიშნებოდა Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას, რომლებთანაც შემდგომში დადგენილი იქნა Aspergillus მიერ გამოწვეული ინფექციების არარსებობა. აღინიშნებოდა ჯვარედინი რეაქციები არაასპერგილოზურ პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის საშუალებით. ამიტომ, პაციენტებში რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას, ანალიზების დადებითი შედეგები ინტერპრეტირებული უნდა იქნას სიფრთხილით და დასტურდებოდეს სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ორალური ანტიკოაგულანტები

ორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, მათი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაციის გარეშე. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გაზრდილი შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და დანიშნული აქვთ ამოქსიცილინის კურსი. თუ საჭიროა პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება (იხ. თავი 4.4 და 4.8).

მეტოტრექსატი

პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდი

პრობენეციდის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას. პრობენეციდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონეების მომატება და გახანგრძლივება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს უშუალო ან ირიბი უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ორსულებზე, ემბრიონი/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. თავი 5.3). ადამიანებში ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ცალკეული კვლევის მიხედვით სანაყოფე გარსის ვადამდე ადრე გასკდომის მქონე ქალებში გამოვლენილია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში ნეკროზული ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. საჭიროა ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების თავიდან აცილება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.

ლაქტაცია

ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლებელია დიარეისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექცია, რის გამოც ძუძუთი კვება შეიძლება შეწყდეს. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლი/რისკის შეფასების შემდეგ.

  • 7. გავლენა სატრნასპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ არის ჩატარებული. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე (იხ. თავი 4.8).

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები (ADRs) არის დიარეა, გულისრევა და ღებინება.

კლავიციდთან დაკავშირებული კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, დახარისხებული MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით, მითითებულია ქვემოთ.

არასასურველი ეფექტების წარმოქმნის კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი ტერმინოლოგია:

  • ძალიან ხშირი (≥1/10)
  • ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)
  • არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე)
  • იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე)
  • ძალიან იშვიათი (<1/10,000)
  • უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები:

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი

ხშირი

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

არ არის ცნობილი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით)

იშვიათი

თრომბოციტოპენია

იშვიათი

შექცევადი აგრანულოციტოზი

არ არის ცნობილი

ჰემოლიზური ანემია

არ არის ცნობილი

სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება1

არ არის ცნობილი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ10;

ანგიონევროზული შეშუპება

არ არის ცნობილი

ანაფილაქსია

არ არის ცნობილი

შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი

არ არის ცნობილი

ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი

არ არის ცნობილი

ნერვული სისტემის დარღვევები:

თავბრუსხვევა

არახშირი

თავის ტკივილი

არახშირი

შექცევადი ჰიპერაქტიურობა

არ არის ცნობილი

კრუნჩხვები2

არ არის ცნობილი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:

დიარეა

ხშირი

გულისრევა3

ხშირი

ღებინება

ხშირი

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა

არახშირი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი4

არ არის ცნობილი

შავი თმიანი ენა

არ არის ცნობილი

ჰეპატობილიარული დარღვევები4

AST და/ან ALT-ს მომატება5

არახშირი

ჰეპატიტი6

არ არის ცნობილი

ქოლესტაზური სიყვითლე6

არ არის ცნობილი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ7:

გამონაყარი კანზე

არახშირი

ქავილი

არახშირი

ჭინჭრის ციება

არახშირი

მულტიფორმული ერითემა

იშვიათი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

არ არის ცნობილი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

არ არის ცნობილი

ბულოზური ექსფოლიაციური-დერმატიტი

არ არის ცნობილი

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP)9

არ არის ცნობილი

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

არ არის ცნობილი

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

ინტერსტიციული ნეფრიტი

არ არის ცნობილი

კრისტალურია8

არ არის ცნობილი

1 იხილეთ თავი 4.4

2 იხილეთ თავი 4.4

3 გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია უფრო მაღალ პერორალურ დოზებთან. თუ აშკარად გამოხატულია რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ისინი შეიძლება შემცირდეს კლავიციდის მიღებით ჭამის დაწყების დროს.

4 ფსევდომემბრანული კოლიტისა და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით (იხ. თავი 4.4).

5 AST და/ან ALT-ის ზომიერი მატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ლაქტამების ჯგუფის ანტიბიოტიკებით, მაგრამ ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.

6 ეს მოვლენები აღინიშნა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენებისას (იხ. თავი 4.4).

7 თუ აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის დერმატიტის რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. თავი 4.4).

8 იხილეთ თავი 4.9

9 იხილეთ თავი 4.3

10 იხილეთ თავი 4.4

ჭარბი დოზა

შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რომელიც ზოგ შემთხვევაში იწვევს თირკმელების უკმარისობას (იხ. თავი 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები.

ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი (იხ. თავი 4.4).

ინტოქსიკაციის მკურნალობა

გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყალ/ელექტროლიტური ბალანსზე დაკვირვებით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოყოფილ იქნას სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის გზით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით; ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (რომელსაც ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების უჯრედის პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიების უჯრედული კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რაც ჩვეულბრივ იწვევს უჯრედის ლიზისს და ნეკროზს.

ამოქსიცილინი მიდრეკილია დეგრადაცისკენ რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების ქვეშ და ამიტომ მხოლოდ ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ შეიცავს ორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ამ ფერმენტებს.

კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამი, სტრუქტურულად დაკავშირებული პენიცილინებთან. ის ააქტიურებს ზოგიერთ ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტს, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. ცალკე კლავულანის მჟავა არ ახდენს კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიულ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) ურთიერთობა

მინიმალური დამთრგუნველ კონცენტრაციაზე უფრო მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნების დრო (T>MIC) ითვლება ამოქსიცილინის ეფექტურობის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად.

რეზისტენტულობის მექანიზმები

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტულობის ორ ძირითად მექანიზმს წარმოადგენს:

  • ინაქტივაცია იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებიც თავად არ ინგიბირდებიან კლავულანის მჟავით, B, C და D კლასის ჩათვლით.
  • პენიცილინშემაკავშირებელი ცილების (PBP) ცვლილება, რომლებიც იწვევს სამიზნის მიმართ ანტიბაქტერიული აგენტის აფინურობის დაქვეითებას.

ბაქტერიების შეუღწევადობამ ან ეფლუქსური ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიების რეზისტენტულობას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.

საკონტროლო წერტილები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მნიშვნელობები ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიხედვით არის შემდეგი:

ორგანიზმი

მგრძნობელობის ზღვრული კონცენტრაციები (მკგ/მლ)1

მგრძნობიარე

შუალედური2

რეზისტენტული

Haemophilus influenzae1

≤ 1

-

> 1

Moraxella catarrhalis1

≤ 1

-

> 1

Staphylococcus aureus2

≤ 2

-

> 2

კოაგულაზა-უარყოფითი Staphylococcus 2

≤ 0,25

> 0,25

Enterococcus1

≤ 4

8

> 8

Streptococcus A, B, C, G5

≤ 0,25

-

> 0,25

Streptococcus pneumoniae3

≤ 0,5

1-2

> 2

ენტერობაქტერიები1,4

-

-

> 8

გრამუარყოფითი ანაერობები 1

≤ 4

8

> 8

გრამდადებითი ანაერობები 1

≤ 4

8

> 8

საკონტროლო წერტილები რომელიც არ არის დაკავშირებული სახეობებთან

≤ 2

4-8

> 8

1 მითითებული მნიშვნელობები არის ამოქსიცილინის კონცენტრაციისთვის. მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირებულია 2 მგ/ლ-ზე.

2 მითითებული მნიშვნელობები წარმოადგენს ოქსაცილინის კონცენტრაციას.

3 ზღვრული კონცენტრაციის მნიშვნელობები ცხრილში ეფუძნება ამპიცილინის ზღვრულ კონცენტრაციებს.

4 რეზისტენტული ზღვრული კონცენტრაცია R>8 მგ/ლ უზრუნველყოფს, რომ რეზისტენტობის მექანიზმების მქონე ყველა იზოლატის რეზისტენტობა იყოს მითითებული.

5 ზღვრული კონცენტრაციის მნიშვნელობები ცხრილში ეფუძნება ბენზილპენიცილინის ზღვრულ კონცენტრაციებს.

რეზისტენტულობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროში, ცალკეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტულობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სამკურნალოდ. საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა ექსპერტის რჩევის მიღება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პრეპარატის სარგებლიანობა საეჭვოა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს.

ზოგადად მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis

Gardnerella vaginalis

Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე)

Streptococcus agalactiae

Streptococcus pneumoniae1

Streptococcus pyogenes და სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები

Streptococcus viridans ჯგუფი

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Haemophilus influenzae2

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides fragilis

Fusobacterium nucleatum

Prevotella spp.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტულობა შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecium $

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Escherichia coli

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

არსებითად რეზისტენტული ორგანიზმები

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter sp.

Citrobacter freundii

Enterobacter sp.

Legionella pneumophila

Morganella morganii

Providencia spp.

Pseudomonas sp.

Serratia sp.

Stenotrophomonas maltophilia

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydophila pneumoniae

Chlamydophila psittaci

Coxiella burnetti

Mycoplasma pneumoniae

$ ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში.

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ

1Streptococcus pneumoniae-ის, რომლებიც რეზისტენტულია პენიცილინის მიმართ, მკურნალობა არ უნდა მოხდეს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის ამ სამკურნალო ფორმით (იხ. თავი 4.2 და 4.4).

2 შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მაღალი სიხშირით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად იხსნება წყალხსნარში ფიზიოლოგიური pH-ის შემთხვევაში. პერორალური მიღებისას ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას აბსორბცია ოპტიმიზირებულია ჭამის დასაწყისში მიღებისას. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია. ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია და პიკური პლაზმური კონცენტრაციის დრო (Tmax) თითოეულ შემთხვევაში დაახლოებით ერთი საათია.

ფარმაკოკინეტიკური შედეგები კვლევისთვის, რომელშიც ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (875 მგ/125 მგ ტაბლეტები დღეში ორჯერ) გამოყენებული იყო უზმოზე ჯანმრთელ მოხალისეთა ჯგუფებში, წარმოდგენილია ქვემოთ.

საშუალო (± SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

გამოყენებული აქტიური

ნივთიერება(ები).

დოზა

(მგ)

Cmax (მკგ/მლ)

Tmax*

(სთ)

AUC(0-24h) (მკგ.სთ/მლ)

T1/2

(სთ)

ამოქსიცილინი

Amx/AC 875 მგ/125 მგ

875

  • 64
  • 78
  • 50

(1.0-2.5)

  • 52
  • 31
  • 19
  • 21

კლავულანის მჟავა

Amx/AC 875 მგ/125 მგ

125

  • 18
  • 99
  • 25

(1.0-2.0)

  • 16
  • 04
  • 96
  • 12

Amx – ამოქსიცილინი, AC – კლავულანის მჟავა, * - მედიანა (დიაპაზონი)

ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით მიღწეული კონცენტრაციები მსგავსია ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას.

განაწილება

პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას.

განაწილების მოჩვენებითი მოცულობა არის დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ ამოქსიცილინის და დაახლოებით 0.2 ლ/კგ კლავულანის მჟავისთვის.

ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში.

ამოქსიცილინი სათანადოდ არ ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხეში.

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას ქსოვილებში პრეპარატების კომპონენტების მნიშვნელოვანი შეკავების მტკიცებულება მიღებული არ არის რომელიმე კომპონენტისთვის. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გამოყოფილ იქნას დედის რძეში. კლავულანის მჟავას გარკვეული რაოდენობის კვალი ასევე შეიძლება გამოიყოს დედის რძეში (იხ. თავი 4.6).

ნაჩვენებია, რომ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა კვეთენ პლაცენტარულ ბარიერს (იხ. თავი 4.6).

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდთან ერთად არააქტიური პენიცილოის მჟავის ფორმით საწყისი დოზის 10-დან 25%-მდე ექვივალენტური ოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა შარდით და განავლით, ასევე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.

ელიმინაცია

ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითადი გზას წარმოადგენს თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავისთვის ეს ხდება როგორც თირკმელებით, ასევე თირკმლის გარე მექანიზმებით.

ჯანმრთელ სუბიექტებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს და საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ტაბლეტების ერთჯერადად მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ 24 სთ-ის განმავლობაში შარდთან ერთად ამოქსიცილინის გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს, ხოლო კლავულანის მჟავის - 27-60%-ს. კლავულანის მჟავას შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.

პრობენეციდის ერთდროული გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ექსკრეციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით ექსკრეციას (იხ. თავი 4.5).

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებში და ჯანმრთელ პირებში მსგავსია. ძალიან პატარა ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში) სიცოცხლის პირველ კვირაში შეყვანის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორჯერ გამოყენებას, ელიმინაციის თირკმლის გზის უმწიფრობის გამო. იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებში მეტად მოსწალოდნელია თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, დოზის შერჩევა საჭიროა სიფრთხილით და შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ, სქესს მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს არც ამოქსიცილინის და არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლის უკმარისობა

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას საერთო კლირენსი შრატში მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად. პრეპარატის კლირენსის შემცირება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავისთვის, რადგან ამოქსიცილინის უფრო მაღალი წილი გამოიყოფა თირკმლებით. ამდენად, თირკმლის უკმარისობის დროს დოზებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი რომ არ მოხდეს ამოქსიცილინის არასათანადო დაგროვება კლავულანის მჟავის ადექვატური დონის შენარჩუნებისას (იხ. თავი 4.2).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირება უნდა მოხდეს სიფრთხილით და საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი რეგულარული ინტერვალებით.

  • 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არაკლინიკური მონაცემებით არ არის გამოვლენილი განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, გენოტოქსიურობისა და რეპროდუქციისთვის ტოქსიკურობის კვლევებზე დაყრდნობით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით ძაღლებზე ჩატარებულმა განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა კუჭის გაღიზიანება, ღებინება და ენის ფერის შეცვლა.

კლავიციდის ან მისი კომპონენტების კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბირთვი:

სილიციუმი, კოლოიდური უწყლო

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი

მაგნიუმის სტეარატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

პოვიდონი

გარსი:

ცელულოზას აცეტატ ფტალატი

ჰიპრომელოზა

ტიტანის დიოქსიდი (E171)

მაკროგოლი 400

მაკროგოლი 6000

  • 2. შეუთავსებლობები

არ აღინიშნება

  • 3. ვარგისობის ვადა

2 წელი

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.

  • 5. კონტეინერის ტიპი და შიგთავსი

შემოგარსული ტაბლეტები შეფუთულია გაუმჭვირვალე ალუ-ოპა/ალუ/პვქ ბლისტერებში, ხელმისაწვდომია შეფუთვაში 8, 12, 16, 20 და 100 ერთეულით.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

  • 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სახის დამუშავებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Laboratórios Atral, S.A.

რუა და ესტაკაო N. 1 და 1 A,

კასტანეირა დო რიბატეიო, 2600 – 726, პორტუგალია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომრები
  • თავდაპირველი ავტორიზაციის/ხელახალი ავტორიზაციის თარიღი
  • ტექსტის გადახედვის თარიღი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

  • სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება

კლავიციდი

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატის სახით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ თავი 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი).

თეთრი, მოგრძო ტაბლეტი შუა ხაზით.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

კლავიციდი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.4 და 5.1):

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ადეკვატურად დიაგნოსტირებული);
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (შესაბამისად დიაგნოსტირებული);
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, კბილის მწვავე აბსცესი ცელულიტის გავრცელებით;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ ოსტეომიელიტი.

გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

  • 2. დოზირება და მიღების წესი

დოზირება

დოზები მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას შემცველობის მიხედვით, გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც დოზები მითითებულია ცალკეული კომპონენტის მიხედვით.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კლავიციდის ის დოზა რომელიც შეირჩევა კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ:

  • სავარაუდო პათოგენები და მათი შესაძლო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ (იხ. თავი 4.4),
  • ინფექციის სიმწვავე და ადგილი,
  • პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ.

საჭიროებისას უნდა განხილული იქნას (იხ. თავი 4.4 და 5.1) ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ალტერნატიული სამკურნალო ფორმების გამოყენება (მაგ., რომლებიც უზრუნველყოფენ ამოქსიცილინის უფრო მაღალ დოზებს და/ან ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას სხვადასხვა თანაფარდობას).

მოზრდილებში და ≥ 40 კგ ბავშვებში, კლავიციდის სამკურნალო ფორმა უზრუნველყოფს მთლიან სადღეღამისო დოზას 1750 მგ ამოქსიცილინი/250 მგ კლავულანის მჟავა ორჯერ დღეში და 2625 მგ ამოქსიცილინი/375 მგ კლავულანის მჟავა სამჯერ დღეში დოზით, როდესაც მიიღება ქვემოთ რეკომენდებული წესით. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის, კლავიციდის სამკურნალო ფორმა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დღიურ დოზას 1000-2800 მგ ამოქსიცილინი/143-400 მგ კლავულანის მჟავა, ქვემოთ რეკომენდირებული გამოყენებისას. თუ ითვლება, რომ საჭიროა ამოქსიცილინის უფრო მაღალი სადღეღამისო დოზა, რეკომენდებულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას სხვა პრეპარატის შერჩევა, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავულანის მჟავას ზედმეტად მაღალი დღიური დოზების მიღება (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.1).

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პაციენტის რეაქციის მიხედვით. გარკვეული სახის ინფექცია (მაგ., ოსტეომიელიტი) საჭიროებს ხანგრძლივი დროით მკურნალობას. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტი ხნით მდგომარეობის შემოწმების გარეშე (იხილეთ თავი 4.4 ხანგრძლივი თერაპიის შესახებ).

მოზრდილები და ≥ 40 კგ ბავშვები

რეკომენდებული დოზები:

  • სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებისთვის): 875 მგ/125 მგ ორჯერ დღეში;
  • უფრო მაღალი დოზა (განსაკუთრებით ინფექციების დროს, როგორიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და საშარდე გზების ინფექციები): 875 მგ/125 მგ სამჯერ დღეში.

ბავშვები < 40 კგ

ბავშვების მკურნალობა შესაძლებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ტაბლეტებით ან სუსპენზიებით. 6 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის სასურველია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას სუსპენზიით მკურნალობა.

რეკომენდებული დოზები:

  • 25 მგ/3,6 მგ/კგ/დღეში დოზიდან 45 მგ/6,4 მგ/კგ/დღეში დოზამდე ორი გაყოფილი დოზის სახით.
  • ზოგიერთი ინფექციისთვის (როგორიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები) შეიძლება განხილული იყოს 70 მგ/10 მგ/კგ/-მდე დოზა, დღეში ორი გაყოფილი დოზის სახით.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები კლავიციდი 7:1 სამკურნალო ფორმების დღეში 45 მგ/6.4 მგ/კგ-ზე მაღალი დოზების შესახებ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები კლავიციდი 7:1 სამკურნალო ფორმების 2 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის. ამიტომ ამ პოპულაციაში დოზირების რეკომენდაციები არ არსებობს.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა

დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით (CrCl).

პაციენტებში 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით, კლავიციდის სამკურნალო ფორმების გამოყენება ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას 7:1 თანაფარდობით არ არის რეკომენდებული, რადგან დოზის კორექტირების რეკომენდაციები არ არსებობს.

ღვიძლის უკმარისობა

საჭიროა დოზირება სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).

გამოყენების წესი

კლავიციდი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დაწყებამდე კუჭ-ნაწლავის შესაძლო აუტანლობის მინიმუმამდე დასაყვანად და ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის შეწოვის ოპტიმიზაციის მიზნით.

მკურნალობა შეიძლება დაიწყოს პარენტერალურად, ინტრავენური ფორმის SmPC-ის მიხედვით და გაგრძელდეს პერორალური პრეპარატებით.

  • 3. უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების, რომელიმე პენიცილინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ანამნეზი (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალების მიმართ (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი).

სიყვითლის/ღვიძლის უკმარისობა ანამნეზში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის გამო (იხ. თავი 4.8).

  • 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე დეტალურად უნდა მოხდეს პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის წინა შემთხვევების გამოკვლევა (იხ. თავი 4.3 და 4.8).

მწვავე და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქტოიდური) რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ამგვარი რეაქციების გამოვლინება მეტად სავარაუდოა ანამნეზში პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე და ატოპიურ ინდივიდებში. თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით თერაპია უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული მკურნალობა.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე ორგანიზმ(ებ)ით, მაშინ გასათვალისწინებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავიდან ამოქსიცილინზე გადასვლა ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

კლავიციდის ეს ფორმა არ არის შესაფერისი გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს გააჩნიათ რეზისტენტობა იმ ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ, რომელთა მედიაცია არ ხდება კლავულანის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზებით. ეს წამლის ფორმა არ უნდა იქნას გამოყენებული პენიცილინის მიმართ რეზისტენტული S. pneumoniae-ს სამკურნალოდ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები (იხ. 4.8).

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას გამოყენება არ უნდა მოხდეს თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოზზე, ვინაიდან ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ ამ მდგომარეობასთან ასოცირდება მორბილიფორმული გამონაყარის გაჩენა.

ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობისას შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.

მკურნალობის დასაწყისში პუსტულების წარმოქმნასთან დაკავშირებული ციებ-ცხელებით გენერალიზებული ერითემის განვითარება შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის (AGEP) სიმპტომი (იხ. თავი 4.8). ასეთი რეაქცია მოითხოვს კლავიციდით მკურნალობის შეწყვეტას და წარმოადგენს ამოქსიცილინის ნებისმიერი შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. თავი 4.2, 4.3 და 4.8).

ღვიძლის მხრივ მოვლენები დაფიქსირდა უმეტესად მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში და შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივ მკურნალობას. ეს მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ბავშვებში. ყველა ჯგუფის პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები როგორც წესი ვლინდება მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან მალევე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. ჩვეულებრივ ეს მოვლენები შექცევადია.

ღვიძლის მხრივ მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია სიკვდილი. ეს თითქმის ყოველთვის გამოვლენილია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმდევი დაავადება ან იღებენ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც ასევე ახდენს გავლენას ღვიძლის ფუნქციაზე (იხ. თავი 4.8).

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი გამოვლენილია თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებისას ამოქსიცილინის ჩათვლით და შეიძლება იყოს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე (იხ. თავი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, კლავიციდის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციები და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ შემთხვევაში პერესტალტიკის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია.

ხანგრძლივი თერაპიის დროს მიზანშეწონილია ორგანოთა სისტემების ფუნქციების პერიოდული შეფასება, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და ჰემატოპოეზის ფუნქციები.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას. ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად (იხ. თავი 4.5 და 4.8).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს უკმარისობის ხარისხის შესაბამისად (იხ. თავი 4.2).

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კრისტალურია, უმეტესწილად პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდებულია შენარჩუნდეს სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის გამოყოფა, ამოქსიცილინთან ასოცირებული კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი, უნდა მოხდეს გამტარიანობის რეგულარული კონტროლი (იხ. თავი 4.9).

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს, შარდში გლუკოზის დონის შეფასების აუცილებლობისას, საჭიროა ფერმენტული გლუკოზაოქსიდაზას მეთოდებით სარგებლობა, რადგან არაფერმენტული მეთოდები ზოგჯერ იძლევა ცრუ დადებით შედეგებს.

კლავულანის მჟავას არსებობამ კლავიციდში შეიძლება გამოიწვიოს IgG-ისა და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება წითელი უჯრედების მემბრანების მიერ, რამაც შეიძლება განაპირობოს კუმბსის სინჯის ცრუ დადებითი შედეგები.

აღინიშნებოდა Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას, რომლებთანაც შემდგომში დადგენილი იქნა Aspergillus მიერ გამოწვეული ინფექციების არარსებობა. აღინიშნებოდა ჯვარედინი რეაქციები არაასპერგილოზურ პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის საშუალებით. ამიტომ, პაციენტებში რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას, ანალიზების დადებითი შედეგები ინტერპრეტირებული უნდა იქნას სიფრთხილით და დასტურდებოდეს სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

  • 5. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ორალური ანტიკოაგულანტები

ორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, მათი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაციის გარეშე. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გაზრდილი შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და დანიშნული აქვთ ამოქსიცილინის კურსი. თუ საჭიროა პრეპარატების ერთობლივი გამოყენება, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა გულდასმით უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება (იხ. თავი 4.4 და 4.8).

მეტოტრექსატი

პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდი

პრობენეციდის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას. პრობენეციდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონეების მომატება და გახანგრძლივება.

  • 6. ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს უშუალო ან ირიბი უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ორსულებზე, ემბრიონი/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. თავი 5.3). ადამიანებში ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ცალკეული კვლევის მიხედვით სანაყოფე გარსის ვადამდე ადრე გასკდომის მქონე ქალებში გამოვლენილია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში ნეკროზული ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. საჭიროა ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების თავიდან აცილება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.

ლაქტაცია

ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლებელია დიარეისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექცია, რის გამოც ძუძუთი კვება შეიძლება შეწყდეს. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლი/რისკის შეფასების შემდეგ.

  • 7. გავლენა სატრნასპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ არის ჩატარებული. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე (იხ. თავი 4.8).

  • 8. გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები (ADRs) არის დიარეა, გულისრევა და ღებინება.

კლავიციდთან დაკავშირებული კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, დახარისხებული MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით, მითითებულია ქვემოთ.

არასასურველი ეფექტების წარმოქმნის კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი ტერმინოლოგია:

  • ძალიან ხშირი (≥1/10)
  • ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)
  • არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე)
  • იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე)
  • ძალიან იშვიათი (<1/10,000)
  • უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები:

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი

ხშირი

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

არ არის ცნობილი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით)

იშვიათი

თრომბოციტოპენია

იშვიათი

შექცევადი აგრანულოციტოზი

არ არის ცნობილი

ჰემოლიზური ანემია

არ არის ცნობილი

სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება1

არ არის ცნობილი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ10;

ანგიონევროზული შეშუპება

არ არის ცნობილი

ანაფილაქსია

არ არის ცნობილი

შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი

არ არის ცნობილი

ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი

არ არის ცნობილი

ნერვული სისტემის დარღვევები:

თავბრუსხვევა

არახშირი

თავის ტკივილი

არახშირი

შექცევადი ჰიპერაქტიურობა

არ არის ცნობილი

კრუნჩხვები2

არ არის ცნობილი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:

დიარეა

ხშირი

გულისრევა3

ხშირი

ღებინება

ხშირი

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა

არახშირი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი4

არ არის ცნობილი

შავი თმიანი ენა

არ არის ცნობილი

ჰეპატობილიარული დარღვევები4

AST და/ან ALT-ს მომატება5

არახშირი

ჰეპატიტი6

არ არის ცნობილი

ქოლესტაზური სიყვითლე6

არ არის ცნობილი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ7:

გამონაყარი კანზე

არახშირი

ქავილი

არახშირი

ჭინჭრის ციება

არახშირი

მულტიფორმული ერითემა

იშვიათი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

არ არის ცნობილი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

არ არის ცნობილი

ბულოზური ექსფოლიაციური-დერმატიტი

არ არის ცნობილი

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP)9

არ არის ცნობილი

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

არ არის ცნობილი

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

ინტერსტიციული ნეფრიტი

არ არის ცნობილი

კრისტალურია8

არ არის ცნობილი

1 იხილეთ თავი 4.4

2 იხილეთ თავი 4.4

3 გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია უფრო მაღალ პერორალურ დოზებთან. თუ აშკარად გამოხატულია რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ისინი შეიძლება შემცირდეს კლავიციდის მიღებით ჭამის დაწყების დროს.

4 ფსევდომემბრანული კოლიტისა და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით (იხ. თავი 4.4).

5 AST და/ან ALT-ის ზომიერი მატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ლაქტამების ჯგუფის ანტიბიოტიკებით, მაგრამ ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.

6 ეს მოვლენები აღინიშნა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენებისას (იხ. თავი 4.4).

7 თუ აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის დერმატიტის რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. თავი 4.4).

8 იხილეთ თავი 4.9

9 იხილეთ თავი 4.3

10 იხილეთ თავი 4.4

  • 9. ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ნიშნები

შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რომელიც ზოგ შემთხვევაში იწვევს თირკმელების უკმარისობას (იხ. თავი 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები.

ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი (იხ. თავი 4.4).

ინტოქსიკაციის მკურნალობა

გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყალ/ელექტროლიტური ბალანსზე დაკვირვებით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოყოფილ იქნას სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის გზით.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით; ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (რომელსაც ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების უჯრედის პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიების უჯრედული კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რაც ჩვეულბრივ იწვევს უჯრედის ლიზისს და ნეკროზს.

ამოქსიცილინი მიდრეკილია დეგრადაცისკენ რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების ქვეშ და ამიტომ მხოლოდ ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ შეიცავს ორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ამ ფერმენტებს.

კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამი, სტრუქტურულად დაკავშირებული პენიცილინებთან. ის ააქტიურებს ზოგიერთ ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტს, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. ცალკე კლავულანის მჟავა არ ახდენს კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიულ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) ურთიერთობა

მინიმალური დამთრგუნველ კონცენტრაციაზე უფრო მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნების დრო (T>MIC) ითვლება ამოქსიცილინის ეფექტურობის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად.

რეზისტენტულობის მექანიზმები

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტულობის ორ ძირითად მექანიზმს წარმოადგენს:

  • ინაქტივაცია იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებიც თავად არ ინგიბირდებიან კლავულანის მჟავით, B, C და D კლასის ჩათვლით.
  • პენიცილინშემაკავშირებელი ცილების (PBP) ცვლილება, რომლებიც იწვევს სამიზნის მიმართ ანტიბაქტერიული აგენტის აფინურობის დაქვეითებას.

ბაქტერიების შეუღწევადობამ ან ეფლუქსური ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიების რეზისტენტულობას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.

საკონტროლო წერტილები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მნიშვნელობები ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიხედვით არის შემდეგი:

ორგანიზმი

მგრძნობელობის ზღვრული კონცენტრაციები (მკგ/მლ)1

მგრძნობიარე

შუალედური2

რეზისტენტული

Haemophilus influenzae1

≤ 1

-

> 1

Moraxella catarrhalis1

≤ 1

-

> 1

Staphylococcus aureus2

≤ 2

-

> 2

კოაგულაზა-უარყოფითი Staphylococcus 2

≤ 0,25

> 0,25

Enterococcus1

≤ 4

8

> 8

Streptococcus A, B, C, G5

≤ 0,25

-

> 0,25

Streptococcus pneumoniae3

≤ 0,5

1-2

> 2

ენტერობაქტერიები1,4

-

-

> 8

გრამუარყოფითი ანაერობები 1

≤ 4

8

> 8

გრამდადებითი ანაერობები 1

≤ 4

8

> 8

საკონტროლო წერტილები რომელიც არ არის დაკავშირებული სახეობებთან

≤ 2

4-8

> 8

1 მითითებული მნიშვნელობები არის ამოქსიცილინის კონცენტრაციისთვის. მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირებულია 2 მგ/ლ-ზე.

2 მითითებული მნიშვნელობები წარმოადგენს ოქსაცილინის კონცენტრაციას.

3 ზღვრული კონცენტრაციის მნიშვნელობები ცხრილში ეფუძნება ამპიცილინის ზღვრულ კონცენტრაციებს.

4 რეზისტენტული ზღვრული კონცენტრაცია R>8 მგ/ლ უზრუნველყოფს, რომ რეზისტენტობის მექანიზმების მქონე ყველა იზოლატის რეზისტენტობა იყოს მითითებული.

5 ზღვრული კონცენტრაციის მნიშვნელობები ცხრილში ეფუძნება ბენზილპენიცილინის ზღვრულ კონცენტრაციებს.

რეზისტენტულობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროში, ცალკეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტულობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სამკურნალოდ. საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა ექსპერტის რჩევის მიღება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ პრეპარატის სარგებლიანობა საეჭვოა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს.

ზოგადად მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis

Gardnerella vaginalis

Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე)

Streptococcus agalactiae

Streptococcus pneumoniae1

Streptococcus pyogenes და სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები

Streptococcus viridans ჯგუფი

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Haemophilus influenzae2

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides fragilis

Fusobacterium nucleatum

Prevotella spp.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტულობა შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecium $

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Escherichia coli

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

არსებითად რეზისტენტული ორგანიზმები

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter sp.

Citrobacter freundii

Enterobacter sp.

Legionella pneumophila

Morganella morganii

Providencia spp.

Pseudomonas sp.

Serratia sp.

Stenotrophomonas maltophilia

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydophila pneumoniae

Chlamydophila psittaci

Coxiella burnetti

Mycoplasma pneumoniae

$ ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში.

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ

1Streptococcus pneumoniae-ის, რომლებიც რეზისტენტულია პენიცილინის მიმართ, მკურნალობა არ უნდა მოხდეს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის ამ სამკურნალო ფორმით (იხ. თავი 4.2 და 4.4).

2 შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მაღალი სიხშირით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად იხსნება წყალხსნარში ფიზიოლოგიური pH-ის შემთხვევაში. პერორალური მიღებისას ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას აბსორბცია ოპტიმიზირებულია ჭამის დასაწყისში მიღებისას. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია. ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია და პიკური პლაზმური კონცენტრაციის დრო (Tmax) თითოეულ შემთხვევაში დაახლოებით ერთი საათია.

ფარმაკოკინეტიკური შედეგები კვლევისთვის, რომელშიც ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (875 მგ/125 მგ ტაბლეტები დღეში ორჯერ) გამოყენებული იყო უზმოზე ჯანმრთელ მოხალისეთა ჯგუფებში, წარმოდგენილია ქვემოთ.

საშუალო (± SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

გამოყენებული აქტიური

ნივთიერება(ები).

დოზა

(მგ)

Cmax (მკგ/მლ)

Tmax*

(სთ)

AUC(0-24h) (მკგ.სთ/მლ)

T1/2

(სთ)

ამოქსიცილინი

Amx/AC 875 მგ/125 მგ

875

  • 64
  • 78
  • 50

(1.0-2.5)

  • 52
  • 31
  • 19
  • 21

კლავულანის მჟავა

Amx/AC 875 მგ/125 მგ

125

  • 18
  • 99
  • 25

(1.0-2.0)

  • 16
  • 04
  • 96
  • 12

Amx – ამოქსიცილინი, AC – კლავულანის მჟავა, * - მედიანა (დიაპაზონი)

ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით მიღწეული კონცენტრაციები მსგავსია ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას.

განაწილება

პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას.

განაწილების მოჩვენებითი მოცულობა არის დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ ამოქსიცილინის და დაახლოებით 0.2 ლ/კგ კლავულანის მჟავისთვის.

ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში.

ამოქსიცილინი სათანადოდ არ ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხეში.

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას ქსოვილებში პრეპარატების კომპონენტების მნიშვნელოვანი შეკავების მტკიცებულება მიღებული არ არის რომელიმე კომპონენტისთვის. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გამოყოფილ იქნას დედის რძეში. კლავულანის მჟავას გარკვეული რაოდენობის კვალი ასევე შეიძლება გამოიყოს დედის რძეში (იხ. თავი 4.6).

ნაჩვენებია, რომ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა კვეთენ პლაცენტარულ ბარიერს (იხ. თავი 4.6).

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდთან ერთად არააქტიური პენიცილოის მჟავის ფორმით საწყისი დოზის 10-დან 25%-მდე ექვივალენტური ოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა შარდით და განავლით, ასევე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.

ელიმინაცია

ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითადი გზას წარმოადგენს თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავისთვის ეს ხდება როგორც თირკმელებით, ასევე თირკმლის გარე მექანიზმებით.

ჯანმრთელ სუბიექტებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს და საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ტაბლეტების ერთჯერადად მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ 24 სთ-ის განმავლობაში შარდთან ერთად ამოქსიცილინის გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს, ხოლო კლავულანის მჟავის - 27-60%-ს. კლავულანის მჟავას შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.

პრობენეციდის ერთდროული გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ექსკრეციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით ექსკრეციას (იხ. თავი 4.5).

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებში და ჯანმრთელ პირებში მსგავსია. ძალიან პატარა ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში) სიცოცხლის პირველ კვირაში შეყვანის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორჯერ გამოყენებას, ელიმინაციის თირკმლის გზის უმწიფრობის გამო. იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებში მეტად მოსწალოდნელია თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, დოზის შერჩევა საჭიროა სიფრთხილით და შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ, სქესს მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს არც ამოქსიცილინის და არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლის უკმარისობა

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას საერთო კლირენსი შრატში მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად. პრეპარატის კლირენსის შემცირება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავისთვის, რადგან ამოქსიცილინის უფრო მაღალი წილი გამოიყოფა თირკმლებით. ამდენად, თირკმლის უკმარისობის დროს დოზებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი რომ არ მოხდეს ამოქსიცილინის არასათანადო დაგროვება კლავულანის მჟავის ადექვატური დონის შენარჩუნებისას (იხ. თავი 4.2).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირება უნდა მოხდეს სიფრთხილით და საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი რეგულარული ინტერვალებით.

  • 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არაკლინიკური მონაცემებით არ არის გამოვლენილი განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, გენოტოქსიურობისა და რეპროდუქციისთვის ტოქსიკურობის კვლევებზე დაყრდნობით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავით ძაღლებზე ჩატარებულმა განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა კუჭის გაღიზიანება, ღებინება და ენის ფერის შეცვლა.

კლავიციდის ან მისი კომპონენტების კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბირთვი:

სილიციუმი, კოლოიდური უწყლო

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი

მაგნიუმის სტეარატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

პოვიდონი

გარსი:

ცელულოზას აცეტატ ფტალატი

ჰიპრომელოზა

ტიტანის დიოქსიდი (E171)

მაკროგოლი 400

მაკროგოლი 6000

  • 2. შეუთავსებლობები

არ აღინიშნება

  • 3. ვარგისობის ვადა

2 წელი

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.

  • 5. კონტეინერის ტიპი და შიგთავსი

შემოგარსული ტაბლეტები შეფუთულია გაუმჭვირვალე ალუ-ოპა/ალუ/პვქ ბლისტერებში, ხელმისაწვდომია შეფუთვაში 8, 12, 16, 20 და 100 ერთეულით.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

  • 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სახის დამუშავებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Laboratórios Atral, S.A.

რუა და ესტაკაო N. 1 და 1 A,

კასტანეირა დო რიბატეიო, 2600 – 726, პორტუგალია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომრები
  • თავდაპირველი ავტორიზაციის/ხელახალი ავტორიზაციის თარიღი
  • ტექსტის გადახედვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა