პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კეტოტიფენი სოფარმა 1მგ ტაბლეტები

KETOTIFEN SOPHARMA 1mg tablets

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

კეტოტიფენი სოფარმა მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო). ის ბლოკავს ჰისტამინის და სხვა ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ალერგიის დროს. მხოლოდ კეტოტიფენის გამოყენება არ ახდენს გავლენას ასთმურ შეტევებზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოტიფენი (ketotifen)
ფორმა და შეფუთვა
1მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის
ATC კოდი
R06AX17
რეგისტრაციის ნომერი
რ-044666
რეგისტრირებულია
27 იანვარი 2026, მოქმედებს 27 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკეტოტიფენი სოფარმა 1მგ ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

კეტოტიფენი სოფარმა 1მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კეტოტიფენი სოფარმა მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო). ის ბლოკავს ჰისტამინის და სხვა ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ალერგიის დროს. მხოლოდ კეტოტიფენის გამოყენება არ ახდენს გავლენას ასთმურ შეტევებზე. ხანგრძლივი მკურნალობისას თავიდან აგაცილებთ შეტევების განვითარებას, ამცირებს მათ ხანგრძლივობას და სიძლიერეს, ზოგ შემთხვევაში სრულ გაქრობამდე.

გამოიყენება დამატებითი საშუალების სახით სუსტად გამოხატული ატოპიური (ალერგიული) ბრონქული ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას; ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას, ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება) ჩათვლით.

კეტოტიფენი სოფარმა არაეფექტურია ასთმური შეტევებისას.

  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის კეტოტიფენი სოფარმა გამოყენების დაწყებამდე

ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და ძუძუთი კვების პერიოდში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე კეტოტიფენ სოფარმას გამოყენებისას

  • ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ.
  • თუ იტარებთ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით და იწყებთ კეტოტიფენ სოფარმას მიღებას, არ უნდა შეწყვიტოთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უეცრად. მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
  • თუ პრეპარატით კეტოტიფენი სოფარმა მკურნალობის დროს გამოვლინდება ინფექცია, მისი მკურნალობა საჭიროა სპეციფიკური ანტიინფექციური თერაპიით.
  • კეტოტიფენი სოფარმა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მონაცემებით კრუნჩხვების შესახებ.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

  • კეტოტიფენი სოფარმას პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალი პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების (სისხლის უჯრედების გარკვეული სახეობა) რაოდენობის შექცევადი შემცირება;
  • კეტოტიფენ სოფარმას შეუძლია დამამშვიდებელი (სედაციური), საძილე და სხვა ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) სამკურნალო პრეპარატების ეფექტის გაძლიერება, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული მსგავსი კომბინაციების გამოყენება.

კეტოტიფენ სოფარმას მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება პრეპარატით კეტოტიფენი სოფარმა მკურნალობის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მისი დამთრგუნველი ზემოქმედების გაძლიერების გამო.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმა ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, კითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით ჭამის დროს.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს.

თუ ხართ მგრძნობიარე სამკურნალო პრეპარატის დამამშვიდებელი მოქმედებისადმი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, შეიძლება თუ არა მკურნალობის დასაწყისში თქვენთვის დანიშნული დოზის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 4 მგ-მდე - 2 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2-3 თვეზე ნაკლები.

არ შეიძლება მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა, არამედ თანდათანობით, 2-4 კვირის ფარგლებში.

თუ მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შესაძლოა თქვენ გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში საჭიროა ღებინების გამოწვევა.

კეტოტიფენ სოფარმას მიღების გამოტოვების შემთხვევაში

თუ თქვენ გამოტოვეთ აუცილებელი დოზა, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ თქვენ შეწყვითეთ კეტოტიფენ სოფარმას მიღება

არ შეწტვიტოთ და არ შეაჩეროთ კეტოტიფენ სოფარმათი მკურნალობა, თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმების გარეშე.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამთვლილია 6.1. პუნქტში.
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენს ბრონქიალური ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ.

  • კეტოტიფენით ხანგრძლივი მკურნალობის საწყის პერიოდში არ შეიძლება თერაპიის უეცარი შეწყვეტა სხვა ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებით, განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდებით. ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარება სტეროიდული დამოკიდებულის მქონე პაციენტებში.
  • თუ კეტოტიფენ სოფარმათი მკურნალობისას გაჩნდა ინფექცია, მისი მკურნალობა საჭიროა სპეციფიური ანტიინფექციური თერაპიით.
  • ძალიან იშვიათ შემთხვევებში კეტოტიფენით მკურნალობის დროს არის მონაცემები კრუნჩხვების განვითარების შესახებ. ვინაიდან კეტოტიფენი აქვეითებს კრუნჩხვის ზღურბლს, იგი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში კრუნჩხვების მქონე პაციენტებში.
  • ტაბლეტის შემადგებლობაში ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ გლუტენის კვალს და ითვლება უსაფრთხოდ ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის.
  • 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
  • კეტოტიფენის პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალი პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების რაოდენობის შექცევადი (თრომბოციტოპენია) შემცირება. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდირებულია თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი;
  • ატროპინის, ატროპინის მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატების და კეტოტიფენის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი, როგორიც არის შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
  • კეტოტიფენს შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი (სედაციური, საძილე) სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტის გაძლიერება.
  • მისმა ერთდროულმა გამოყენებამ სხვა ანტიჰისტამინურ სამკურნალო პრეპარატებთან შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტების ურთიერთგაძლიერება.
  • კეტოტიფენით მკურნალობისას თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც ის აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კეტოტიფენის დეპრესიულ ეფექტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული კეტოტიფენ სოფარმას მიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. შემდეგ თვეებში მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ძილიანობისა და რეაქციების შენელების შესაძლო განვითარების გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კეტოტიფენი სოფარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოტიფენი სოფარმას კომპონენტების შესახებ

დამხმარე ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. იგი შესაფერისია ადამიანებისთვის ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია). პაციენტებისთვის ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან) არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის მიღება.

გვერდითი მოვლენები

კეტოტიფენ სოფარმამ, ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ აღენიშნება.

ზოგიერთი ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:

მათი გამოვლენის ალბათობა ნაკლებია 10 000 მომხმრებლიდან 1-ზე.

  • გამონაყარი კანზე, კანის გაწითლება, ტუჩებზე ნახეთქები, კანზე, თვალებზე, პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნა, რასაც ახლავს ტემპერატურის მომატება, ცხელება, თავის ტკივილი, ხველა და ტკივილი მთელ სხეულში;
  • კანის და თვალების გაყვითლება, განავლის გაუფერულება, შარდის გამუქება (სიყვითლის, ჰეპატიტის ნიშნები).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში კეტოტიფენით მკურნალობის დროს არის შეტყობინებები კრუნჩხვების განვითარების შესახებ.

რომელიმე ამ ჩივილის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ეხება 1-დან 10-მდე 100 მომხმარებლიდან): აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, შფოთვა.

არახშირი (ეხება 1-დან 10-მდე 1 000 მომხმარებლიდან): თავბრუსხვევა, მოშარდვისას წვის შეგრძნება, შარდვის გახშირება (ცისტიტი), სიმშრალე პირში.

იშვიათი (ეხება 1-დან 10-მდე 10 000 მომხმარებლიდან): ძილიანობა, სხეულის მასის მომატება.

თუ ამ მოვლენებიდან რომელიმე არის განსაკუთრებით მძიმე, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ხდება სერიოზული ან შენიშნავთ სხვა გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ძილიანობა გამოხატულ სედაციამდე, დაბნეულობა და დეზორიენტაცია, ნისტაგმი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია, ხოლო ბავშვებში ჰიპერაგზნებადობა ან კრუნჩხვები, შექცევადი კომა.

მკურნალობა: საერთო ზომები პრეპარატის ჭარბი რაოდენობის ორგანიზმიდან გამოსადევნად (კუჭის ამორეცხვა). აქტივირებული ნახშირის მიღებას შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო ეფექტი. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და გულის აქტივობის კონტროლი. აგზნების პირობებში შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები ან ბენზოდიაზეპინები.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება: კეტოტიფენ ჰიდროფუმარატი, 1 მგ კეტოტიფენის ექვივალენტი.
  • დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200); კალციუმის ჰიდროფოსფატი; ხორბლის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი.

კეტოტიფენ სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კეტოტიფენი სოფარმა - მრგვალი, ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ნაზოლით და გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს, 7 მმ დიამეტრის, თეთრი ფერიდან თეთრამდე მონაცისფრო შეფერილობით, უსუნო.

10 ტაბლეტი პვქ ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 (სამი) წელი.

ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას ბლისტერებზე და მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში გადაგდება. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყოფს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის, ATC კოდი: R06AX17

კეტოტიფენი მიეკუთვნება ციკლოჰეპათიოფენონების ჯგუფს და აქვს გამოხატული ანტიჰისტამინური ეფექტი. ის მიეკუთვნება არაბრონქოდილატაციის ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მასტოციტებით ჰისტამინის და სხვა მედიატორების გამოყოფის დათრგუნვასთან, ჰისტამინის H1-რეცეპტორების ბლოკირებასთან და ფერმენტ ფოსფოდიესთერაზის ჩახშობასთან, რის შედეგადაც იზრდება პოხიერ უჯრედებში ციკლური ადენოზინის მონოფოსფატის დონე. თრგუნავს PAF (თრომბოციტების აქტივირების ფაქტორი) ეფექტებს. დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში, ეს არ ახშობს ასთმურ შეტევებს, არამედ ხელს უშლის მათ წარმოქმნას და იწვევს მათი ხანგრძლივობისა და ინტენსივობის შემცირებას, ამასთან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მთლიანად ქრება. დადებითად მოქმედებს ნახველის გამოყოფაზე.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა. იგი ხასიათდება თითქმის სრული შეწოვით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 50%-ს შეადგენს ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტის გამო. პლაზმის მაქსიმალური დონე მიიღწევა 2-4 საათში. წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა მინიმალური დღიური დოზის 2 მგ მიღების შემდეგ.

განაწილება. უკავშირდება პლაზმის პროტეინებს დაახლოებით 75%-ში. განაწილების მოცულობაა 2.7 ლ / კგ.

მეტაბოლიზმი. მიღებული დოზის დაახლოებით 60% მეტაბოლიზდება ღვიძლში 3 გზით: დემეთილირება, N-ჟანგვა, N-გლუკუროკონიუგაცია. მიიღება შემდეგი მეტაბოლიტები: კეტოტიფენი- N- გლუკურონიდი (ფარმაკოლოგიურად არააქტიური), ნორ- კეტოტიფენი (უცვლელი კეტოტიფენის მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედებით), კეტოტიფენის N- ოქსიდი და 10-ჰიდროქსი კეტოტიფენი (უცნობი ფარმაკოლოგიური მოქმედებით).

ბავშვებში მეტაბოლიზმი არ განსხვავდება მოზრდილებში არსებულისაგან, გარდა სწრაფი კლირენსისა. ამიტომ, 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა ყოველდღიური მოზრდილების დოზა.

გამოყოფა. იგი გამოიყოფა ბიფაზურად, მოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდით 3-დან 5 საათამდე და უფრო გრძელი პერიოდით - 21 საათი. ნივთიერების დაახლოებით 1% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით 48 საათის განმავლობაში, ხოლო მეტაბოლიტების სახით - 60-70%.

  • 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

კეტოტიფენი არის საშუალო ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება.

ვირთხებზე სუბქრონიკული (90 დღე) და ქრონიკული (180 დღე) ტოქსიკურობის გამოკვლევებში, ქცევისა და რეფლექსების ცვლილებები, ჰემატოლოგიური და პარაკლინიკური ტესტები, აგრეთვე ექსპერიმენტულ ცხოველებში შინაგანი ორგანოების ტოქსიკური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, კეტოტიფენს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული და მუტაგენური მოქმედება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

კეტოტიფენი სოფარმა 1 მგ ტაბლეტები

KETOTIFEN SOPHARMA 1 mg tablets

კეტოტიფენი (ketotifen)

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოთ მათ, დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
  • თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს, ან შენიშნავთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა და რისთვის გამოიყენებენ მას
  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის კეტოტიფენი სოფარმა გამოყენების დაწყებამდე
  • როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა და რისთვის გამოიყენებენ მას

კეტოტიფენი სოფარმა მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო). ის ბლოკავს ჰისტამინის და სხვა ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ალერგიის დროს. მხოლოდ კეტოტიფენის გამოყენება არ ახდენს გავლენას ასთმურ შეტევებზე. ხანგრძლივი მკურნალობისას თავიდან აგაცილებთ შეტევების განვითარებას, ამცირებს მათ ხანგრძლივობას და სიძლიერეს, ზოგ შემთხვევაში სრულ გაქრობამდე.

გამოიყენება დამატებითი საშუალების სახით სუსტად გამოხატული ატოპიური (ალერგიული) ბრონქული ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას; ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას, ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება) ჩათვლით.

კეტოტიფენი სოფარმა არაეფექტურია ასთმური შეტევებისას.

  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის კეტოტიფენი სოფარმა გამოყენების დაწყებამდე

ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და ძუძუთი კვების პერიოდში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე კეტოტიფენ სოფარმას გამოყენებისას

  • ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ.
  • თუ იტარებთ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით და იწყებთ კეტოტიფენ სოფარმას მიღებას, არ უნდა შეწყვიტოთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უეცრად. მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
  • თუ პრეპარატით კეტოტიფენი სოფარმა მკურნალობის დროს გამოვლინდება ინფექცია, მისი მკურნალობა საჭიროა სპეციფიკური ანტიინფექციური თერაპიით.
  • კეტოტიფენი სოფარმა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მონაცემებით კრუნჩხვების შესახებ.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

  • კეტოტიფენი სოფარმას პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალი პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების (სისხლის უჯრედების გარკვეული სახეობა) რაოდენობის შექცევადი შემცირება;
  • კეტოტიფენ სოფარმას შეუძლია დამამშვიდებელი (სედაციური), საძილე და სხვა ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) სამკურნალო პრეპარატების ეფექტის გაძლიერება, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული მსგავსი კომბინაციების გამოყენება.

კეტოტიფენ სოფარმას მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება პრეპარატით კეტოტიფენი სოფარმა მკურნალობის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მისი დამთრგუნველი ზემოქმედების გაძლიერების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული კეტოტიფენ სოფარმას მიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. შემდეგ თვეებში მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

ძილიანობისა და რეაქციების შენელების შესაძლო განვითარების გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ კეტოტიფენი სოფარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოტიფენი სოფარმას კომპონენტების შესახებ

დამხმარე ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. იგი შესაფერისია ადამიანებისთვის ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია). პაციენტებისთვის ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან) არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის მიღება.

  • როგორ გამოიყენება კეტოტიფენი სოფარმა

ყოველთვის მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმა ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, კითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით ჭამის დროს.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს.

თუ ხართ მგრძნობიარე სამკურნალო პრეპარატის დამამშვიდებელი მოქმედებისადმი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, შეიძლება თუ არა მკურნალობის დასაწყისში თქვენთვის დანიშნული დოზის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 4 მგ-მდე - 2 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2-3 თვეზე ნაკლები.

არ შეიძლება მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა, არამედ თანდათანობით, 2-4 კვირის ფარგლებში.

თუ მიიღეთ კეტოტიფენი სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შესაძლოა თქვენ გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში საჭიროა ღებინების გამოწვევა.

კეტოტიფენ სოფარმას მიღების გამოტოვების შემთხვევაში

თუ თქვენ გამოტოვეთ აუცილებელი დოზა, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ თქვენ შეწყვითეთ კეტოტიფენ სოფარმას მიღება

არ შეწტვიტოთ და არ შეაჩეროთ კეტოტიფენ სოფარმათი მკურნალობა, თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმების გარეშე.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

კეტოტიფენ სოფარმამ, ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ აღენიშნება.

ზოგიერთი ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:

მათი გამოვლენის ალბათობა ნაკლებია 10 000 მომხმრებლიდან 1-ზე.

  • გამონაყარი კანზე, კანის გაწითლება, ტუჩებზე ნახეთქები, კანზე, თვალებზე, პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნა, რასაც ახლავს ტემპერატურის მომატება, ცხელება, თავის ტკივილი, ხველა და ტკივილი მთელ სხეულში;
  • კანის და თვალების გაყვითლება, განავლის გაუფერულება, შარდის გამუქება (სიყვითლის, ჰეპატიტის ნიშნები).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში კეტოტიფენით მკურნალობის დროს არის შეტყობინებები კრუნჩხვების განვითარების შესახებ.

რომელიმე ამ ჩივილის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ეხება 1-დან 10-მდე 100 მომხმარებლიდან): აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, შფოთვა.

არახშირი (ეხება 1-დან 10-მდე 1 000 მომხმარებლიდან): თავბრუსხვევა, მოშარდვისას წვის შეგრძნება, შარდვის გახშირება (ცისტიტი), სიმშრალე პირში.

იშვიათი (ეხება 1-დან 10-მდე 10 000 მომხმარებლიდან): ძილიანობა, სხეულის მასის მომატება.

თუ ამ მოვლენებიდან რომელიმე არის განსაკუთრებით მძიმე, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ხდება სერიოზული ან შენიშნავთ სხვა გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

  • როგორ ინახება პრეპარატი კეტოტიფენი სოფარმა

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 (სამი) წელი.

ნუ გამოიყენებთ კეტოტიფენ სოფარმას ბლისტერებზე და მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში გადაგდება. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყოფს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს კეტოტიფენი სოფარმა

  • აქტიური ნივთიერება: კეტოტიფენ ჰიდროფუმარატი, 1 მგ კეტოტიფენის ექვივალენტი.
  • დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200); კალციუმის ჰიდროფოსფატი; ხორბლის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი.

კეტოტიფენ სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კეტოტიფენი სოფარმა - მრგვალი, ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ნაზოლით და გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს, 7 მმ დიამეტრის, თეთრი ფერიდან თეთრამდე მონაცისფრო შეფერილობით, უსუნო.

10 ტაბლეტი პვქ ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს გზატკეცილი ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ჩანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: აპრილი, 2025 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა