კეტოტიფენი
KETOTIFEN
ბრონქული ასთმის, განსაკუთრებით ატოპიური ასთმის, პროფილაქტიკური მკურნალობა. ალერგიული მდგომარეობების, მათ შორის ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტის, სიმპტომური მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოტიფენი (ketotifen)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/5მლ 100მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები
- ATC კოდი
- R06AX17
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038841
- რეგისტრირებულია
- 15 აგვისტო 2023, მოქმედებს 15 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კეტოტიფენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბრონქული ასთმის, განსაკუთრებით ატოპიური ასთმის, პროფილაქტიკური მკურნალობა.
ალერგიული მდგომარეობების, მათ შორის ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტის, სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
6 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის ინიშნება სიროფი ერთჯერადი დოზით 0,25 მლ (კეტოტიფენის 0,05 მგ) 1 კგ სხეულის მასაზე; მიღების ჯერადობა - 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს). საჭირო დოზა იზომება დოზირების კოვზით.
მაგალითად, 10 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვს შეიძლება მიეცეს 2,5 მლ (დოზირების კოვზის ნიშნულის მიხედვით) სიროფი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს საკვების მიღებების დროს).
3 წლიდან ბავშვებისთვის ინიშნება 5 მლ/1 მგ კეტოტიფენის (1 დოზირების კოვზი) სიროფი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს, ჭამის დროს).
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით, მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ, ამიტომ მკურნალობის კურსი უნდა იყოს ხანგრძლივი (2-3 თვიდან). პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, 2-4 კვირის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს ასთმის სიმპტომების რეციდივი.
ბავშვები.
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კეტოტიფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
კეტოტიფენისა და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული (შექცევადი თრომბოციტოპენიის რისკი) მანამ, სანამ ეს მოვლენა არ იქნება საკმარისად შესწავლილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები. ატროპინი (ატროპინის მსგავსი მოქმედების საშუალებები): იზრდება ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი, როგორიცაა შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
სედატიური ძილისმომგვრელი საშუალებები: კეტოტიფენმა შეიძლება გააძლიეროს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ცნს).
ანტიჰისტამინური საშუალებები: შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტის ურთიერთგაძლიერება.
ეთანოლი: აძლიერებს კეტოტიფენის დეპრესიულ ეფექტს ცნს-ზე.
პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები: შეიძლება გამოიწვიოს უკუ თრომბოციტოპენია.
კეტოტიფენის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბეტა-ადრენომიმეტიკური პრეპარატების, კორტიკოსტეროიდების და მეთილქსანტინის საჭიროება.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბრონქული ასთმის შეტევის გადაუდებელი მკურნალობისთვის.
პრეპარატის მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა სისტემატური გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
პრეპარატ კეტოტიფენით მკურნალობის დასაწყისში ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები, მკვეთრად არ უნდა მოიხსნას თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლების სტრესზე ნორმალური რეაქციის დაბრუნების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1 წლამდე.
სედატიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად პირველ დღეებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია დაიწყოს ნახევარი დოზით.
პრეპარატ კეტოტიფენის მიღებისას გლუკოკორტიკოსტეროიდების და ბრონქოლიტიკების საჭიროება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში შეიძლება შემცირდეს.
ინტერკურენტული ინფექციის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სპეციფიური ანტიინფექციური თერაპია.
კეტოტიფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კრუნჩხვებისადმი მიდრეკილ ადამიანებში (მაგალითად, ეპილეფსიით ანამნეზში), რადგან პრეპარატმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღურბლი.
კეტოტიფენით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რადგან ის აძლიერებს კეტოტიფენის დეპრესიულ ეფექტს ცნს-ზე.
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით, მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ, ამიტომ მკურნალობის კურსი უნდა იყოს ხანგრძლივი (2-3 თვიდან). მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, 2-4 კვირის განმავლობაში და ამ პერიოდში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასთმის სიმპტომების რეციდივს.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული კეტოტიფენის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღების დროს აუცილებელია პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების დონის კონტროლი (შესაძლებელია ტრანზიტრული თრომბოციტოპენია).
ნახშირწყლების ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებმა (მაგალითად, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით), შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატის შემადგენლობაში არის ნახშირწყლები (სიროფი შეიცავს 0,06 გ ნახშირწყლებს 1 მლ-ზე). სიროფი შეიცავს მალტიტს (ჰიდრატირებული გლუკოზის სიროფი) თხევად მდგომარეობაში. იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
სიროფის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის (კარიესის განვითარება).
კეტოტიფენის გამოყენების გამოცდილება მოწმობს, რომ ხანდაზმული ასაკის პირებისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები საჭირო არ არის.
კლინიკური დაკვირვებები შეესაბამება ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებს და მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებში ოპტიმალური შედეგის მისაღებად შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის უფრო მაღალი დოზა სხეულის წონის თითო კილოგრამზე, ვიდრე მოზრდილებში. ასეთი მაღალ დოზებს ბავშვებს ისევე იტანენ, როგორც მინიმალურ დოზებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კეტოტიფენს არ გააჩნია ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული მოქმედება ცხოველებზე. ორსულობის დროს კეტოტიფენი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოყენებისთვის. ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრში ის უნდა დაინიშნოს მხოლოდ პირდაპირი ჩვენებების არსებობის მკაცრი შეფასების შემდეგ და იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობიდან მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
კეტოტიფენი გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მკურნალობის დასაწყისში პრეპარატ კეტოტიფენს შეუძლია შეანელოს რეაქციების სიჩქარე, რაც მოითხოვს ავადმყოფის მხრიდან სიფრთხილეს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გვერდითი მოვლენები
თერაპიული დოზების გამოყენებისას გვერდითი რეაქციები, ჩვეულებრივ, მსუბუქია, როგორც წესი, ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და სპონტანურად ქრება მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ინფექციები და ინვაზიები: ცისტიტი.
იმუნური სისტემა: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და სხვა მძიმე რეაქციები კანის მხრიდან.
მეტაბოლიზმის დარღვევები: აღინიშნება სხეულის წონის ზრდა, რომელიც განპირობებულია მადის მომატებით.
ფსიქიური დარღვევები: იშვიათად აღინიშნება ცნს-ის სტიმულაციის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აგზნება, გაღიზიანებადობა, უძილობა, შფოთვა (უფრო ხშირია ბავშვებში).
ნერვული სისტემა: სედატიური ეფექტი (ძილიანობის ჩათვლით), თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური დარღვევები.
ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი.
შარდგამომყოფი სისტემა: დიზურია.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: თრომბოციტოპენია.
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე და თავბრუსხვევა მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ქრება სპონტანურად მკურნალობის მიმდინარეობისას. იშვიათად აღინიშნება ცნს-ის სტიმულაციის სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა აგზნება, გაღიზიანებადობა, უძილობა და მოუსვენრობა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები. შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი სედატიური მოქმედებით (მათ შორის ძლიერი ძილიანობით), მოდუნებით, გონების აღრევით, დეზორიენტირებით, ნისტაგმით, თავის ტკივილით, ტაქიკარდიით, ბრადიკარდიით, არითმიით, სუნთქვითი ცენტრის დათრგუნვით, არტერიული ჰიპოტენზიით, კომატოზური მდგომარეობით; შესაძლოა ცნს-ის სტიმულაციის სიმპტომების გამოვლენა (განსაკუთრებით ბავშვებში): მომატებული გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები.
მკურნალობა. ტარდება სიმპტომატური თერაპია: კუჭის ამორეცხვა (თუ პრეპარატი ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული), აქტივირებული ნახშირის გამოყენება.
აუცილებლობის შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობის კონტროლის ჩატარება, აგზნების ან კრუნჩხვების შემთხვევაში ინიშნება ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები ან ბენზოდიაზეპინები.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: კეტოტიფენის ჰიდროფუმარატი;
5 მლ სიროფი შეიცავს 1 მგ კეტოტიფენის ჰიდროფუმარატს (კეტოტიფენსა და 100% მშრალი ნივთიერებაზე გადათვლით);
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E 211), თხევადი მალტიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰედროფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ფუმარინის მჟავა, გლიცერინი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ბანანის არომატი, გაწმენდილი წყალი.
სამკურნალო ფორმა. სიროფი.
ძირითადი ფიზიკო- ქიმიური თვისებები: უფერო ან ოდნავ მოყვითალო გამჭვირვალე ბლანტი სითხე სპეციფიკური სუნით.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა. 100 მლ ბოთლებში და ქილებში დოზირების კოვზთან ერთად შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის.
ათქ კოდი R06A X17.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
კეტოტიფენი ახდენს მემბრანომასტაბილიზირებელ, ალერგიის საწინააღმდეგო,ჰისტამინ საწინააღმდეგო მოქმედებას. კეტოტიფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პოხიერი უჯრედებისა და ბაზოფილების (ჰისტამინის, ლეიკოტრიენების) მიერ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გათავისუფლების დათრგუნვით, ციტოკინებით ეოზინოფილური გრანულოციტების სენსიბილიზაციის ჩახშობით, ანთებით კერაში მათი მიგრაციის ბლოკირებით. პრეპარატი აფერხებს სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობის განვითარებას, რომელიც განპირობებულია თრომბოციტების გააქტიურებით თრომბოციტების გამააქტიურებელი ფაქტორის (თგფ) ან ალერგენების ზემოქმედების მიერ. პრეპარატი აინჰიბირებს ფოსფოდიესტერაზას, ზრდის cAMP-ის დონეს უჯრედებში. კეტოტიფენი იწვევს H1 ჰისტამინის რეცეპტორების არაკონკურენტულ ბლოკადას. ეფექტურად აფერხებს ბრონქოსპაზმს, ამცირებს კორტიკოსტეროიდების, ბრონქოდილატატორების გამოყენების აუცილებლობას. მას არ გააჩნია ბრონქოლიზური მოქმედება.
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვითარდება ნელა, 1-2 თვის განმავლობაში. ფარმაკოკინეტიკა.
შინაგანად მიღებისას კეტოტიფენი შეიწოვება თითქმის მთლიანად. კეტოტიფენის მთავარი მეტაბოლიტი N-გლუკურონიდი პრაქტიკულად არატოქსიკურია. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 75%. ორგანიზმიდან კეტოტიფენის გამოყვანა ატარებს ორფაზიან ხასიათს: პირველი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს, მეორე - 21 საათს. პრეპარატის 60-70% გამოიყოფა თირკმელებით და 20-30% - ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით, პრეპარატის 10% გამოიყოფა უცვლელი სახით. 48 საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებული ერთჯერადი დოზის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კეტოტიფენი
(KETOTIFEN)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: კეტოტიფენის ჰიდროფუმარატი;
5 მლ სიროფი შეიცავს 1 მგ კეტოტიფენის ჰიდროფუმარატს (კეტოტიფენსა და 100% მშრალი ნივთიერებაზე გადათვლით);
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E 211), თხევადი მალტიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰედროფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ფუმარინის მჟავა, გლიცერინი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ბანანის არომატი, გაწმენდილი წყალი.
სამკურნალო ფორმა. სიროფი.
ძირითადი ფიზიკო- ქიმიური თვისებები: უფერო ან ოდნავ მოყვითალო გამჭვირვალე ბლანტი სითხე სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის.
ათქ კოდი R06A X17.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
კეტოტიფენი ახდენს მემბრანომასტაბილიზირებელ, ალერგიის საწინააღმდეგო,ჰისტამინ საწინააღმდეგო მოქმედებას. კეტოტიფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პოხიერი უჯრედებისა და ბაზოფილების (ჰისტამინის, ლეიკოტრიენების) მიერ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გათავისუფლების დათრგუნვით, ციტოკინებით ეოზინოფილური გრანულოციტების სენსიბილიზაციის ჩახშობით, ანთებით კერაში მათი მიგრაციის ბლოკირებით. პრეპარატი აფერხებს სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობის განვითარებას, რომელიც განპირობებულია თრომბოციტების გააქტიურებით თრომბოციტების გამააქტიურებელი ფაქტორის (თგფ) ან ალერგენების ზემოქმედების მიერ. პრეპარატი აინჰიბირებს ფოსფოდიესტერაზას, ზრდის cAMP-ის დონეს უჯრედებში. კეტოტიფენი იწვევს H1 ჰისტამინის რეცეპტორების არაკონკურენტულ ბლოკადას. ეფექტურად აფერხებს ბრონქოსპაზმს, ამცირებს კორტიკოსტეროიდების, ბრონქოდილატატორების გამოყენების აუცილებლობას. მას არ გააჩნია ბრონქოლიზური მოქმედება.
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვითარდება ნელა, 1-2 თვის განმავლობაში. ფარმაკოკინეტიკა.
შინაგანად მიღებისას კეტოტიფენი შეიწოვება თითქმის მთლიანად. კეტოტიფენის მთავარი მეტაბოლიტი N-გლუკურონიდი პრაქტიკულად არატოქსიკურია. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 75%. ორგანიზმიდან კეტოტიფენის გამოყვანა ატარებს ორფაზიან ხასიათს: პირველი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს, მეორე - 21 საათს. პრეპარატის 60-70% გამოიყოფა თირკმელებით და 20-30% - ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით, პრეპარატის 10% გამოიყოფა უცვლელი სახით. 48 საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებული ერთჯერადი დოზის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა შარდით.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ბრონქული ასთმის, განსაკუთრებით ატოპიური ასთმის, პროფილაქტიკური მკურნალობა.
ალერგიული მდგომარეობების, მათ შორის ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტის, სიმპტომური მკურნალობა.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა კეტოტიფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
კეტოტიფენისა და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული (შექცევადი თრომბოციტოპენიის რისკი) მანამ, სანამ ეს მოვლენა არ იქნება საკმარისად შესწავლილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები. ატროპინი (ატროპინის მსგავსი მოქმედების საშუალებები): იზრდება ისეთი გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი, როგორიცაა შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
სედატიური ძილისმომგვრელი საშუალებები: კეტოტიფენმა შეიძლება გააძლიეროს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ცნს).
ანტიჰისტამინური საშუალებები: შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტის ურთიერთგაძლიერება.
ეთანოლი: აძლიერებს კეტოტიფენის დეპრესიულ ეფექტს ცნს-ზე.
პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები: შეიძლება გამოიწვიოს უკუ თრომბოციტოპენია.
კეტოტიფენის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბეტა-ადრენომიმეტიკური პრეპარატების, კორტიკოსტეროიდების და მეთილქსანტინის საჭიროება.
გამოყენების თავისებურებები.
პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბრონქული ასთმის შეტევის გადაუდებელი მკურნალობისთვის.
პრეპარატის მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა სისტემატური გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
პრეპარატ კეტოტიფენით მკურნალობის დასაწყისში ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები, მკვეთრად არ უნდა მოიხსნას თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლების სტრესზე ნორმალური რეაქციის დაბრუნების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1 წლამდე.
სედატიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად პირველ დღეებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია დაიწყოს ნახევარი დოზით.
პრეპარატ კეტოტიფენის მიღებისას გლუკოკორტიკოსტეროიდების და ბრონქოლიტიკების საჭიროება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში შეიძლება შემცირდეს.
ინტერკურენტული ინფექციის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სპეციფიური ანტიინფექციური თერაპია.
კეტოტიფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კრუნჩხვებისადმი მიდრეკილ ადამიანებში (მაგალითად, ეპილეფსიით ანამნეზში), რადგან პრეპარატმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღურბლი.
კეტოტიფენით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რადგან ის აძლიერებს კეტოტიფენის დეპრესიულ ეფექტს ცნს-ზე.
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით, მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ, ამიტომ მკურნალობის კურსი უნდა იყოს ხანგრძლივი (2-3 თვიდან). მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, 2-4 კვირის განმავლობაში და ამ პერიოდში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასთმის სიმპტომების რეციდივს.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული კეტოტიფენის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღების დროს აუცილებელია პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების დონის კონტროლი (შესაძლებელია ტრანზიტრული თრომბოციტოპენია).
ნახშირწყლების ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებმა (მაგალითად, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით), შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატის შემადგენლობაში არის ნახშირწყლები (სიროფი შეიცავს 0,06 გ ნახშირწყლებს 1 მლ-ზე). სიროფი შეიცავს მალტიტს (ჰიდრატირებული გლუკოზის სიროფი) თხევად მდგომარეობაში. იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
სიროფის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის (კარიესის განვითარება).
კეტოტიფენის გამოყენების გამოცდილება მოწმობს, რომ ხანდაზმული ასაკის პირებისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები საჭირო არ არის.
კლინიკური დაკვირვებები შეესაბამება ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებს და მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებში ოპტიმალური შედეგის მისაღებად შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის უფრო მაღალი დოზა სხეულის წონის თითო კილოგრამზე, ვიდრე მოზრდილებში. ასეთი მაღალ დოზებს ბავშვებს ისევე იტანენ, როგორც მინიმალურ დოზებს.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
კეტოტიფენს არ გააჩნია ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული მოქმედება ცხოველებზე. ორსულობის დროს კეტოტიფენი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოყენებისთვის. ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრში ის უნდა დაინიშნოს მხოლოდ პირდაპირი ჩვენებების არსებობის მკაცრი შეფასების შემდეგ და იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობიდან მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
კეტოტიფენი გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მკურნალობის დასაწყისში პრეპარატ კეტოტიფენს შეუძლია შეანელოს რეაქციების სიჩქარე, რაც მოითხოვს ავადმყოფის მხრიდან სიფრთხილეს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზა.
6 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის ინიშნება სიროფი ერთჯერადი დოზით 0,25 მლ (კეტოტიფენის 0,05 მგ) 1 კგ სხეულის მასაზე; მიღების ჯერადობა - 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს). საჭირო დოზა იზომება დოზირების კოვზით.
მაგალითად, 10 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვს შეიძლება მიეცეს 2,5 მლ (დოზირების კოვზის ნიშნულის მიხედვით) სიროფი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს საკვების მიღებების დროს).
3 წლიდან ბავშვებისთვის ინიშნება 5 მლ/1 მგ კეტოტიფენის (1 დოზირების კოვზი) სიროფი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს, ჭამის დროს).
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით, მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ, ამიტომ მკურნალობის კურსი უნდა იყოს ხანგრძლივი (2-3 თვიდან). პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, 2-4 კვირის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს ასთმის სიმპტომების რეციდივი.
ბავშვები.
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები. შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი სედატიური მოქმედებით (მათ შორის ძლიერი ძილიანობით), მოდუნებით, გონების აღრევით, დეზორიენტირებით, ნისტაგმით, თავის ტკივილით, ტაქიკარდიით, ბრადიკარდიით, არითმიით, სუნთქვითი ცენტრის დათრგუნვით, არტერიული ჰიპოტენზიით, კომატოზური მდგომარეობით; შესაძლოა ცნს-ის სტიმულაციის სიმპტომების გამოვლენა (განსაკუთრებით ბავშვებში): მომატებული გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები.
მკურნალობა. ტარდება სიმპტომატური თერაპია: კუჭის ამორეცხვა (თუ პრეპარატი ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული), აქტივირებული ნახშირის გამოყენება.
აუცილებლობის შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობის კონტროლის ჩატარება, აგზნების ან კრუნჩხვების შემთხვევაში ინიშნება ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები ან ბენზოდიაზეპინები.
გვერდითი რეაქციები .
თერაპიული დოზების გამოყენებისას გვერდითი რეაქციები, ჩვეულებრივ, მსუბუქია, როგორც წესი, ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და სპონტანურად ქრება მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ინფექციები და ინვაზიები: ცისტიტი.
იმუნური სისტემა: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და სხვა მძიმე რეაქციები კანის მხრიდან.
მეტაბოლიზმის დარღვევები: აღინიშნება სხეულის წონის ზრდა, რომელიც განპირობებულია მადის მომატებით.
ფსიქიური დარღვევები: იშვიათად აღინიშნება ცნს-ის სტიმულაციის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აგზნება, გაღიზიანებადობა, უძილობა, შფოთვა (უფრო ხშირია ბავშვებში).
ნერვული სისტემა: სედატიური ეფექტი (ძილიანობის ჩათვლით), თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური დარღვევები.
ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი.
შარდგამომყოფი სისტემა: დიზურია.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: თრომბოციტოპენია.
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე და თავბრუსხვევა მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ქრება სპონტანურად მკურნალობის მიმდინარეობისას. იშვიათად აღინიშნება ცნს-ის სტიმულაციის სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა აგზნება, გაღიზიანებადობა, უძილობა და მოუსვენრობა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ვარგისობის ვადა . 3 წელი.
შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა. 100 მლ ბოთლებში და ქილებში დოზირების კოვზთან ერთად შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი.
საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ- ფარმაცევტული ქარხანა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობა გახორციელების მისამართი. უკრაინა, 03134, კიევი, ქ. მირა, 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 30/07/2021.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
