მენი-დროპსი® შეიცავს აქტიურ ანტი-ალერგიულ სუბსტანციას. ჩვენებები: სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატური მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოტიფენი (ketotifen)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.25მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Cooper SA, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიურები, სხვა ანტიალერგიული საშუალებები
- ATC კოდი
- S01GX08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024781
- რეგისტრირებულია
- 26 მარტი 2018, მოქმედებს 26 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ ფარმა ოფთალმოლოჯი გეო“
- GMP
- -
მენი-დროპსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მენი-დროპსი® შეიცავს აქტიურ ანტი-ალერგიულ სუბსტანციას.
ჩვენებები: სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილების, ხანდაზმულებისა და ბავშვებისათვის (3 წლის ასაკის ზემოთ) არის: მენი-დროპსის® ერთი წვეთი კონიუნქტივალურ ტომარაში დღეში ორჯერ.
ხუფის მთლიანობის დარღვევამდე შემცველობა და წვერის ბოლო არის სტერილური. დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ კონტეინერის საწვეთურის ბოლოს შეხებას რაიმე ზედაპირთან.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მენი-დროპსი®, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ მენი-დროპსი®, თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) კეტოტიფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
(ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მენი-დროპსის® მიღებამდე ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
ზოგადი
მენი-დროპსის® თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით, რომელიც შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. ამიტომ, მენი-დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთება არ შეიძლება, თუ პაციენტს უკეთია ლინზები. წვეთების ჩაწვეთებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას ლინზები და ხელახლა გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ. კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველმა ყველა თვალის წვეთმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ გესაჭიროებათ მენი-დროპსთან® ერთად სხვა პრეპარატების გამოყენება, თითოეული პროდუქტის გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
შესაძლებელია, რომ მენი-დროპსის® თვალის წვეთებმა გააძლიერონ ანტიჰისტამინების მოქმედება და მოახდინონ ურთიერთქმედება ცენტრალურ ნერვული სისტემის ზოგიერთ დეპრესანტებთან. უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
მენი-დროპსის® მიღება საკვებთან და სასმელთან და ალკოჰოლთან
შესაძლებელია, რომ მენი-დროპსის® თვალის წვეთებმა გააძლიერონ ალკოჰოლის მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მენი-დროპსის® გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში კეტოტიფენის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას ორსულ ქალებში.
მიუხედავად იმისა, რომ კეტოტიფენი გადადის დედის რძეში, მენი-დროპსის® ოფთალმიური წვეთები გამოყენებამ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ბავშვზე თერაპიული დოზები გამო.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მენი-დროპსმა® შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან ძილიანობა. აღნიშნული მდგომარეობების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები, ვიდრე ეს სიმპტომები არ გავა.
მენი-დროპსი® შეიცავს დამხმარე საშუალებას ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. მენი-დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ და კვლავ შეგიძლიათ გაიკეთოთ 15 წუთის შემდეგ. ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის წლორიდი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მენი-დროპსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
მენი-დროპსის® თვალის წვეთების გამოყენებისას შეიძლება შენიშნოთ შემდეგი რეაქციები თვალების მიდამოში: წვა ან წერტილოვანი ზედაპირული დაზიანებები რქოვანას ზედაპირზე.
შემდეგი რეაქციები ვითარდება იშვიათად/არახშირად: ჩაწვეთების შემდეგ ტრანზიტორული მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, ქუთუთოს დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება, თვალის ტკივილი, ტკივილი კაშკაშა სინათლის შეხედვისას.
იშვიათი რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმის სხვა ნაწილებზე: თავის ტკივილი, ძილიანობა, კანზე გამონაყარი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, პირის სიმშრალე და ალერგიული რეაქცია.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი რეაქციების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტებისას, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ სახელმწიფო ინფორმირების სისტემის მეშვეობით
საბებრძნეთი
მედიკამენტების ეროვნული სააგენტო
მესოგეიონი 284
GR-15562 ქოლარგოსი, ათენი
ტელ: +30 21 32040380/337
ფაქსი: +30 21 06549585
ვებ-გვერდი: http://www.eof.gr
კვიპროსი
ჯანმდაცვის სამინისტროს
ფარმაცევტული სამსახური
CY-1475 ნიქოზია
ფაქსი: +357 22608649
ვებ-გვერდი: moh.gov.cy/phs
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
5 მლ ფლაკონის შემცველობის გადაყლაპვა შეესაბამება 1.25 მგ კეტოტიფენის მიღებას, რაც შეადგენს 3 წლის ასაკის ბავშვისთვის რეკომენდებული სადღეღამისო პერორალური დოზის 60%-ს. კლინიკური მონაცემებით ნაჩვენები არ არის მძიმე ნიშნები ან სიმპტომები 20 მგ-მდე კეტოტიფენის მიღების შემდეგ.
მოწამვლის ცენტრის ტელეფონი:2107793777
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება, წვეთები ჩაიწვეთეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმით გამოყენება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ კოლოფსა და ფლაკონზე EXP ნიშნის გასწვრივ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს. შეინახეთ 250C-მდე. გახსნიდან 4 კვირის შემდეგ ნებისმიერი ნარჩენი უნდა გადაიყაროს.
პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში არ შეიძლება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- მენი-დროპსის® გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
აქტიური სუბსტანცია არის კეტოტიფენის ჰიდროგენ ფუმარატი, რომელიც შეესაბამება კეტოტიფენს. ყოველი მილილიტრი შეიცავს 0.345 მგ კეტოტიფენის ფუმარატის დიჰიდრატს, რომელიც შეესაბამება 0.25 მგ კეტოტიფენს. ყოველი წვეთი შეიცავს 8.5 მიკროგრამ კეტოტიფენის ფუმარატის დიჰიდრატს.
სხვა დამხმარე საშუალებებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M, გასუფთავებული წყალი.
მენი-დროპსის® შეფუთვის შემცველობა
5 მლ პლასტმასის ფლაკონები საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი
მენი-დროპსი®
- 025% თვალის წვეთები ხსნარი
კეტოტიფენის ჰიდროგენ ფუმარატი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი. მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეინახეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ
წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში.
იხილეთ პუნქტი 4.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
- რა არის მენი-დროპსი® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მენი-დროპსის® გამოყენების დაწყებამდე
- როგორ გამოიყენება მენი-დროპსი®
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება მენი-დროპსი®
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის მენი-დროპსი® და რისთვის გამოიყენება
მენი-დროპსი® შეიცავს აქტიურ ანტი-ალერგიულ სუბსტანციას.
ჩვენებები: სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატური მკურნალობა.
- რა უნდა იცოდეთ მენი-დროპსის® გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ მენი-დროპსი®, თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) კეტოტიფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
(ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მენი-დროპსის® მიღებამდე ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
ზოგადი
მენი-დროპსის® თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით, რომელიც შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. ამიტომ, მენი-დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთება არ შეიძლება, თუ პაციენტს უკეთია ლინზები. წვეთების ჩაწვეთებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას ლინზები და ხელახლა გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ. კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველმა ყველა თვალის წვეთმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
სხვა პრეპარატები და მენი-დროპსი®
თუ გესაჭიროებათ მენი-დროპსთან® ერთად სხვა პრეპარატების გამოყენება, თითოეული პროდუქტის გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
შესაძლებელია, რომ მენი-დროპსის® თვალის წვეთებმა გააძლიერონ ანტიჰისტამინების მოქმედება და მოახდინონ ურთიერთქმედება ცენტრალურ ნერვული სისტემის ზოგიერთ დეპრესანტებთან. უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
მენი-დროპსის® მიღება საკვებთან და სასმელთან და ალკოჰოლთან
შესაძლებელია, რომ მენი-დროპსის® თვალის წვეთებმა გააძლიერონ ალკოჰოლის მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მენი-დროპსის® გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში კეტოტიფენის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას ორსულ ქალებში.
მიუხედავად იმისა, რომ კეტოტიფენი გადადის დედის რძეში, მენი-დროპსის® ოფთალმიური წვეთები გამოყენებამ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ბავშვზე თერაპიული დოზები გამო.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
მენი-დროპსმა® შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან ძილიანობა. აღნიშნული მდგომარეობების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები, ვიდრე ეს სიმპტომები არ გავა.
მენი-დროპსი® შეიცავს დამხმარე საშუალებას ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. მენი-დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ და კვლავ შეგიძლიათ გაიკეთოთ 15 წუთის შემდეგ. ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის წლორიდი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას.
- როგორ მიიღება მენი-დროპსი®
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილების, ხანდაზმულებისა და ბავშვებისათვის (3 წლის ასაკის ზემოთ) არის: მენი-დროპსის® ერთი წვეთი კონიუნქტივალურ ტომარაში დღეში ორჯერ.
ხუფის მთლიანობის დარღვევამდე შემცველობა და წვერის ბოლო არის სტერილური. დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ კონტეინერის საწვეთურის ბოლოს შეხებას რაიმე ზედაპირთან.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მენი-დროპსი®, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.
5 მლ ფლაკონის შემცველობის გადაყლაპვა შეესაბამება 1.25 მგ კეტოტიფენის მიღებას, რაც შეადგენს 3 წლის ასაკის ბავშვისთვის რეკომენდებული სადღეღამისო პერორალური დოზის 60%-ს. კლინიკური მონაცემებით ნაჩვენები არ არის მძიმე ნიშნები ან სიმპტომები 20 მგ-მდე კეტოტიფენის მიღების შემდეგ.
მოწამვლის ცენტრის ტელეფონი:2107793777
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება, წვეთები ჩაიწვეთეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმით გამოყენება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მენი-დროპსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
მენი-დროპსის® თვალის წვეთების გამოყენებისას შეიძლება შენიშნოთ შემდეგი რეაქციები თვალების მიდამოში: წვა ან წერტილოვანი ზედაპირული დაზიანებები რქოვანას ზედაპირზე.
შემდეგი რეაქციები ვითარდება იშვიათად/არახშირად: ჩაწვეთების შემდეგ ტრანზიტორული მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, ქუთუთოს დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება, თვალის ტკივილი, ტკივილი კაშკაშა სინათლის შეხედვისას.
იშვიათი რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმის სხვა ნაწილებზე: თავის ტკივილი, ძილიანობა, კანზე გამონაყარი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, პირის სიმშრალე და ალერგიული რეაქცია.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი რეაქციების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტებისას, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ სახელმწიფო ინფორმირების სისტემის მეშვეობით
საბებრძნეთი
მედიკამენტების ეროვნული სააგენტო
მესოგეიონი 284
GR-15562 ქოლარგოსი, ათენი
ტელ: +30 21 32040380/337
ფაქსი: +30 21 06549585
ვებ-გვერდი: http://www.eof.gr
კვიპროსი
ჯანმდაცვის სამინისტროს
ფარმაცევტული სამსახური
CY-1475 ნიქოზია
ფაქსი: +357 22608649
ვებ-გვერდი: moh.gov.cy/phs
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- როგორ ინახება მენი-დროპსი®
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ კოლოფსა და ფლაკონზე EXP ნიშნის გასწვრივ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს. შეინახეთ 250C-მდე. გახსნიდან 4 კვირის შემდეგ ნებისმიერი ნარჩენი უნდა გადაიყაროს.
პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში არ შეიძლება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- მენი-დროპსის® გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
აქტიური სუბსტანცია არის კეტოტიფენის ჰიდროგენ ფუმარატი, რომელიც შეესაბამება კეტოტიფენს. ყოველი მილილიტრი შეიცავს 0.345 მგ კეტოტიფენის ფუმარატის დიჰიდრატს, რომელიც შეესაბამება 0.25 მგ კეტოტიფენს. ყოველი წვეთი შეიცავს 8.5 მიკროგრამ კეტოტიფენის ფუმარატის დიჰიდრატს.
სხვა დამხმარე საშუალებებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M, გასუფთავებული წყალი.
მენი-დროპსის® შეფუთვის შემცველობა
5 მლ პლასტმასის ფლაკონები საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
PHARMEX S.A.,
132 კიფისო ავენიუ, 12131 პერისტერი, საბერძნეთი
ტელ: 210 51 99 200
ფაქსი: 210 51 44 279
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი: მენი-დროპსი® თვალი წვეთებია წარმოებულია
Cooper S.A., 64 არისტოვოლუ სტ., 11853 ათენი, საბერძნეთი
მოცემული ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს შესწორდა 1-10-2013
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




