- მოქმედი ნივთიერება
- მემანტინი (memantine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
- მწარმოებელი
- Laboratorios CASASCO S.A.I.C., არგენტინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, დემენციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- N06DX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038886
- რეგისტრირებულია
- 17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorios CASASCO S.A.I.C. (არგენტინა)
- განმცხადებელი
- შპს „ჰიპოკრატე“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კარიერი 10 — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
კარიერი უნდა დაინიშნოს ზრდადი დოზებით, მისი კორექცია უნდა მოხდეს საჭიროების, თერაპიული პასუხისა და ამტანობის მიხედვით, თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად. მკურნალობა უნდა მოხდეს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.
რეკომენდებული მკურნალობის სქემებია:
საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის დაავადება, საშუალო ან მძიმე ხარისხის ნეიროკოგნიტური დარღვევები:
დღიური დოზაა 20 მგ დღეში. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გამო ამ დოზის მიღწევა უნდა მოხდეს თანდათანობით, 5 მგ-ის მომატებით, 3 კვირის განმავლობაში შემდეგი სახით:
I კვირა: 5 მგ (10 მგ-ის 1/2 ტაბლეტი) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში
II კვირა: 1 ტაბლეტი 10 მგ ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
III კვირა: 10 მგ ერთნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
მე-4 კვირიდან: 1 ტაბლეტი 20 მგ ერთხელ დღეში.
კარიერი 20 მგ-ის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ დღეში, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, 17 საათამდე.
მემანტინი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.
უკუჩვენებები
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია აქტიური ნივთიერების, მემანტინის, ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები ჩათვლით.
კარიერი არ უნდა იქნას მიღებული სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა: ამანტადინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგადი ანესთეზიის ინდუცირებისათვის), დექსტრომეტორფანი (გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და NMDA-ს სხვა ანტაგონისტები.
თუ რაიმე მიზეზის გამო პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს კარიერს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგემვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში. მემანტინით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ბავშვებში გამოყენება
კარიერის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ხანდაზმულებში გამოყენება
კარიერი არის მედიკამენტი, რომელიც შემუშავებულია მოზრდილებსა და ხანდაზმულებში გამოსაყენებლად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენება
თირკმლის პრობლემის მქონე პაციენტებში ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას მისი მდგომარეობის მიხედვით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კარიერმა შეიძლება გავლენა იქონიოს რეაქციის უნარზე. მკურნალი ექიმი პაციენტს მიაწვდის ინფორმაციას, მისი დაავადების დროს შეიძლება თუ არა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
კარიერის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში შეცვალა ან გეგმავს შეცვალოს რადიკალურად კვების რაციონი (ჩვეულებრივი კვებიდან მკაცრ ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა) ან აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან ექიმმა შეიძლება მოახდინოს მედიკამენტის დოზის კორექცია. კარიერი მიიღება ერთხელ დღეში, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
კარიერის მიღების ჩვენებები
კარიერი გამოიყენება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის ტიპის დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ და ცენტრალური წარმოშობის კუნთების სპასტიურობის სამკურნალოდ.
კარიერის სწორად მიღება
კარიერის მიღების დავიწყებისას
კარიერის დოზის დავიწყებისას საჭიროა მოცდა და შემდეგი დოზის მიღება ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კარიერის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული
გვერდითი (არასასურველი) მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, კარიერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ზოგადი: ხშირი: გონების დაკარგვა. იშვიათი: ჰიპოთერმია, ალერგიული რეაქცია.
კარდიოვასკულარული სისტემა: ხშირი: გულის უკმარისობა; არახშირი: სტენოკარდია, ბრადიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოფლებიტი, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, გულის გაჩერება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ფილტვის ემბოლია, ფილტვის შეშუპება.
პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა: ხშირი: გარდამავალი იშემიური ინსულტი, ინსულტი, თავბრუსხვევა, ატაქსია, ჰიპოკინეზია. არახშირი: პარესთეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ჰიპერტონია, ტრემორი, აფაზია, ჰიპოესთეზია, კოორდინაციის დარღვევა, ჰემიპლაგია, ჰიპერკინეზია, უნებლიე კუნთოვანი შეკუმშვები, სტუპორი, თავის ტვინში ჰემორაგია, ნევრალგია, ფტოზი, ნეიროპათია.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: არახშირი: გასტროენტერიტი, დივერტიკულიტი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მელენა, საყლაპავის წყლული.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ხშირი: ანემია. არახშირი: ლეიკოპენია.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ხშირი: ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, წონის დაკლება. არახშირი: დეჰიდრატაცია, ჰიპონატრემია, შაქრიანი დიაბეტის გაუარესება.
ფსიქიკური დარღვევები: ხშირი: აგრესიულობა. არახშირი: ჰალუცინაციები, პიროვნული აშლილობა ემოციური არასტაბილურობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევები, ლიბიდოს გაზრდა, ფსიქოზი, ამნეზია, აპათია, პარანოიდული რეაქციები, აზროვნების დარღვევა, არანორმალური ტირილი, გაზრდილი მადა, პარანოია, ბოდვა, დეპერსონალიზაცია, ნევროზი, სუიციდის მცდელობა.
სასუნთქი სისტემა: ხშირი: პნევმონია. არახშირი: აპნოე, ასთმა, ჰემოპტიზი.
კანი და მისი დანამატები: ხშირი: კატარაქტა, კონიუქტივიტი. არახშირი: მაკულარული დეგენერაცია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი, ბლეფარიტი, მხედველობის დაბინდვა, რქოვანას შემღვრევა, გლაუკომა, კონიუქტივაში სისხლჩაქცევ, თვალის ტკივილი, ბადურაში სისხლჩაქცევა, ქსეროფთალმია, დიპლოპია, ცრემლდენის დარღვევა, მიოპია, ბადურას აშრევება.
საშარდე სისტემა: ხშირი: პოლაკიურია. იშვიათი: დიზურია, ჰემატურია, შარდის შეკავება.
ჭარბი დოზა
რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული ჰოსპიტალი: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694
ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160
ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.
"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.
“პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეავსოს ANMAT ვებგვერდზე არსებული ფორმა
http://anmat.gov.ar/farmacovigilancia/Notificar.asp ან დარეკოს ტელეფონის ნომერზე 0800-333-1234”
სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.
ტექნიკური დეპარტამენტი: დოქტ. ალეხანდრო დ. სანტარელი - ფარმაცევტი.
სამკურნალო მედიკამენტი ლიცენზირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. სერტიფიკატი #51.342
Laboratories CASASCO S.A.I.C. - Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina
ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც. - ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2018 წლის იანვარი.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები x 10 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: მემანტინის ჰიდროქლორიდი 10.00 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა, ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პროპილენგლიკოლი.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები x 20 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: მემანტინის ჰიდროქლორიდი 20.00 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E15, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ნატრიუმის საქარინი, ტიტანის დიოქსიდი, პოვიდონი K30.
რა არის კარიერი და მისი გამოყენება
კარიერი მიეკუთვნება დემენციის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. თავის ტვინი შეიცავს N–მეთილ–D–ასპარტატის (NMDA) რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ ნერვული სიგნალების გადაცემაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შესწავლასა და მეხსიერებაში. მემანტინი მოქმედებს ამ რეცეპტორებზე, აუმჯობესებს რა ნერვული სიგნალების გადაცემასა და მეხსიერებას.
კარიერის გამოყენებამდე
კარიერის მიღებამდე მნიშვნელოვანია, პაციენტმა წაიკითხოს ქვემოთ მოცემული თავები და ექიმს მიმართოს ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსიური გულყრები (კონვულსიები); თუ უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), თუ აღენიშნება გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევა.
თირკმლის უკმარისობის (თირკმლის პრობლემების) არსებობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში, მემანტინის დოზის კორექცია.
შენახვის პირობები
ინახება 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
კარიერი®
CARRIER®
მემანტინის ჰიდროქლორიდი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ინფორმაცია პაციენტისათვის
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია-
გაიცემა ექიმის რეცეპტით
წარმოებულია არგენტინაში
ეს ინფორმაცია განკუთვნილია პაციენტისათვის კარიერით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველთვის მედიკამენტის გამოყენებამდე, რადგან შეიძლება განახლდეს პრეპარატის შესახებ ინფორმაცია. მოცემული ინფორმაცია არ ანაცვლებს ექიმთან კონსულტაციას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები x 10 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: მემანტინის ჰიდროქლორიდი 10.00 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა, ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პროპილენგლიკოლი.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები x 20 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: მემანტინის ჰიდროქლორიდი 20.00 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E15, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ნატრიუმის საქარინი, ტიტანის დიოქსიდი, პოვიდონი K30.
რა არის კარიერი და მისი გამოყენება
კარიერი მიეკუთვნება დემენციის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. თავის ტვინი შეიცავს N–მეთილ–D–ასპარტატის (NMDA) რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ ნერვული სიგნალების გადაცემაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შესწავლასა და მეხსიერებაში. მემანტინი მოქმედებს ამ რეცეპტორებზე, აუმჯობესებს რა ნერვული სიგნალების გადაცემასა და მეხსიერებას.
კარიერის გამოყენებამდე
კარიერის მიღებამდე მნიშვნელოვანია, პაციენტმა წაიკითხოს ქვემოთ მოცემული თავები და ექიმს მიმართოს ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსიური გულყრები (კონვულსიები); თუ უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), თუ აღენიშნება გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევა.
თირკმლის უკმარისობის (თირკმლის პრობლემების) არსებობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში, მემანტინის დოზის კორექცია.
დაუშვებელია კარიერის გამოყენება
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია აქტიური ნივთიერების, მემანტინის, ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები კარიერის გამოყენებისას
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები ჩათვლით.
კარიერი არ უნდა იქნას მიღებული სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა: ამანტადინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგადი ანესთეზიის ინდუცირებისათვის), დექსტრომეტორფანი (გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და NMDA-ს სხვა ანტაგონისტები.
თუ რაიმე მიზეზის გამო პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს კარიერს.
როგორ გამოიყენება კარიერი?
კარიერი უნდა დაინიშნოს ზრდადი დოზებით, მისი კორექცია უნდა მოხდეს საჭიროების, თერაპიული პასუხისა და ამტანობის მიხედვით, თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად. მკურნალობა უნდა მოხდეს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.
რეკომენდებული მკურნალობის სქემებია:
საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის დაავადება, საშუალო ან მძიმე ხარისხის ნეიროკოგნიტური დარღვევები:
დღიური დოზაა 20 მგ დღეში. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გამო ამ დოზის მიღწევა უნდა მოხდეს თანდათანობით, 5 მგ-ის მომატებით, 3 კვირის განმავლობაში შემდეგი სახით:
I კვირა: 5 მგ (10 მგ-ის 1/2 ტაბლეტი) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში
II კვირა: 1 ტაბლეტი 10 მგ ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
III კვირა: 10 მგ ერთნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
მე-4 კვირიდან: 1 ტაბლეტი 20 მგ ერთხელ დღეში.
კარიერი 20 მგ-ის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ დღეში, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, 17 საათამდე.
მემანტინი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგემვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში. მემანტინით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ბავშვებში გამოყენება
კარიერის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ხანდაზმულებში გამოყენება
კარიერი არის მედიკამენტი, რომელიც შემუშავებულია მოზრდილებსა და ხანდაზმულებში გამოსაყენებლად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენება
თირკმლის პრობლემის მქონე პაციენტებში ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას მისი მდგომარეობის მიხედვით.
ავტომობილის მართვის უნარზე გავლენა
კარიერმა შეიძლება გავლენა იქონიოს რეაქციის უნარზე. მკურნალი ექიმი პაციენტს მიაწვდის ინფორმაციას, მისი დაავადების დროს შეიძლება თუ არა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
კარიერის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში შეცვალა ან გეგმავს შეცვალოს რადიკალურად კვების რაციონი (ჩვეულებრივი კვებიდან მკაცრ ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა) ან აღენიშნება თირკმლის პრობლემები, რადგან ექიმმა შეიძლება მოახდინოს მედიკამენტის დოზის კორექცია. კარიერი მიიღება ერთხელ დღეში, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
კარიერის მიღების ჩვენებები
კარიერი გამოიყენება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის ტიპის დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ და ცენტრალური წარმოშობის კუნთების სპასტიურობის სამკურნალოდ.
კარიერის სწორად მიღება
კარიერის მიღების დავიწყებისას
კარიერის დოზის დავიწყებისას საჭიროა მოცდა და შემდეგი დოზის მიღება ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კარიერის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული
გვერდითი (არასასურველი) მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, კარიერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ზოგადი: ხშირი: გონების დაკარგვა. იშვიათი: ჰიპოთერმია, ალერგიული რეაქცია.
კარდიოვასკულარული სისტემა: ხშირი: გულის უკმარისობა; არახშირი: სტენოკარდია, ბრადიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოფლებიტი, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, გულის გაჩერება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ფილტვის ემბოლია, ფილტვის შეშუპება.
პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა: ხშირი: გარდამავალი იშემიური ინსულტი, ინსულტი, თავბრუსხვევა, ატაქსია, ჰიპოკინეზია. არახშირი: პარესთეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ჰიპერტონია, ტრემორი, აფაზია, ჰიპოესთეზია, კოორდინაციის დარღვევა, ჰემიპლაგია, ჰიპერკინეზია, უნებლიე კუნთოვანი შეკუმშვები, სტუპორი, თავის ტვინში ჰემორაგია, ნევრალგია, ფტოზი, ნეიროპათია.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: არახშირი: გასტროენტერიტი, დივერტიკულიტი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მელენა, საყლაპავის წყლული.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ხშირი: ანემია. არახშირი: ლეიკოპენია.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ხშირი: ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, წონის დაკლება. არახშირი: დეჰიდრატაცია, ჰიპონატრემია, შაქრიანი დიაბეტის გაუარესება.
ფსიქიკური დარღვევები: ხშირი: აგრესიულობა. არახშირი: ჰალუცინაციები, პიროვნული აშლილობა ემოციური არასტაბილურობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევები, ლიბიდოს გაზრდა, ფსიქოზი, ამნეზია, აპათია, პარანოიდული რეაქციები, აზროვნების დარღვევა, არანორმალური ტირილი, გაზრდილი მადა, პარანოია, ბოდვა, დეპერსონალიზაცია, ნევროზი, სუიციდის მცდელობა.
სასუნთქი სისტემა: ხშირი: პნევმონია. არახშირი: აპნოე, ასთმა, ჰემოპტიზი.
კანი და მისი დანამატები: ხშირი: კატარაქტა, კონიუქტივიტი. არახშირი: მაკულარული დეგენერაცია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი, ბლეფარიტი, მხედველობის დაბინდვა, რქოვანას შემღვრევა, გლაუკომა, კონიუქტივაში სისხლჩაქცევ, თვალის ტკივილი, ბადურაში სისხლჩაქცევა, ქსეროფთალმია, დიპლოპია, ცრემლდენის დარღვევა, მიოპია, ბადურას აშრევება.
საშარდე სისტემა: ხშირი: პოლაკიურია. იშვიათი: დიზურია, ჰემატურია, შარდის შეკავება.
კარიერის შენახვის პირობები
ინახება 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
კარიერი 10 მგ: კონტეინერი 30 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
კარიერი 20 მგ: კონტეინერი 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
კარიერის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრებს:
რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული ჰოსპიტალი: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694
ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160
ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.
"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.
“პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეავსოს ANMAT ვებგვერდზე არსებული ფორმა
http://anmat.gov.ar/farmacovigilancia/Notificar.asp ან დარეკოს ტელეფონის ნომერზე 0800-333-1234”
სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.
ტექნიკური დეპარტამენტი: დოქტ. ალეხანდრო დ. სანტარელი - ფარმაცევტი.
სამკურნალო მედიკამენტი ლიცენზირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. სერტიფიკატი #51.342
Laboratories CASASCO S.A.I.C. - Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina
ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც. - ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2018 წლის იანვარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


