კარბოპლატინი აკორდი
Carboplatin Accord
კარბოპლატინი აკორდი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო პრეპარატია. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას ქიმიოთერაპიას უწოდებენ. კარბოპლატინი აკორდი გამოიყენება ფილტვის და საკვერცხის ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარბოპლატინი (carboplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ/60მლ (10მგ/მლ) 60მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039761
- რეგისტრირებულია
- 19 დეკემბერი 2023, მოქმედებს 19 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კარბოპლატინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კარბოპლატინი აკორდი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო პრეპარატია. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას ქიმიოთერაპიას უწოდებენ.
კარბოპლატინი აკორდი გამოიყენება ფილტვის და საკვერცხის ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტი კეთდება ინტრავენური (წვეთოვანი) ინფუზიის სახით 15-60 წუთის განმავლობაში.
დოზა:
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კარბოპლატინის შესაბამის დოზას და მისი გაკეთების სიხშირეს.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, სიმაღლესა და წონაზე და თირკმლის ფუნქციაზე. მკურნალი ექიმი თირკმლის ფუნქციას განსაზღვრავს სისხლის ან შარდის ანალიზის მიხედვით.
კარბოპლატინის ყოველი დოზის მიღების შემდეგ პაციენტს რეგულარულად უნდა გაუკეთდეს სისხლის ანალიზები. პაციენტი ასევე გამოკვლეულ უნდა იქნას ნერვის დაზიანების და სმენის დაკარგვის შესახებ. კარბოპლატინის დოზა ჩვეულებრივ კეთდება 4 კვირაში ერთხელ.
კარბოპლატინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტი კეთდება ჰოსპიტალში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ არ არის მოსალოდნელი ზედმეტი ან ნაკლების დოზის მიღება. თუმცა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
კარბოპლატინი აკორდით მკურნალობის შეწყვეტა
პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია კარბოპლატინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა პლატინის შემცველი სხვა რომელიმე მსგავსი პრეპარატის მიმართ;
თუ პაციენტს თირკმლის მძიმე დაავადება აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზის საშუალებით);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლმდენი სიმსივნე;
თუ პაციენტი გეგმავს ყვითელი ცხელების ვაქცინის გაკეთებას ან გაკეთებული აქვს უახლეს წარსულში.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომები
კარბოპლატინი აკორდის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია:
თუ პაციენტი არის ან შესაძლოა იყოს ორსულად;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მსუბუქი დაავადება, მკურნალი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს პაციენტს;
თუ პაციენტი ხანდაზმულია (65 წელზე მეტი ასაკისაა);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა ცისპლატინით ან მსგავსი ანტისიმსივნური მედიკამენტით, რადგან კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნებები ან სმენის ან მხედველობის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა რეგულარული გამოკვლევა ექიმის მიერ;
თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, მენტალური დარღვევები, კონვულსიები და მხედველობის დარღვევები - მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე;
თუ პაციენტს აღენიშნება უკიდურესი დაღლილობა, ქოშინი ერითოციტების დაქვეითებასთან ერთად (ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან კომბინაციაში ან მის გარეშე, უჩვეულო სისხლდენა (თრომბოციტოპენია) და თირკმელების დაავადება შარდის რაოდენობის შემცირებით ან ანურიით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები);
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება (ტემპერატურა 38ºC ან უფრო მაღალი) ან შემცივნება, რაც შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე. შეიძლება განვითარდეს სისხლის ინფექცია.
კარბოპლატინით მკურნალობის დროს პაციენტს გაუკეთდება მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო გართულების - სიმსივნის ლიზისის სინდრომის - განვითარების შესაძლებლობის შემცირებას, რომელიც გამოწვეულია სისხლის ბიოქიმიური დარღვევებით, რასაც თავის მხრივ იწვევს კიბოს უჯრედების დაშლის შედეგად სისხლის ნაკადში მოხვედრილი ნივთიერებები.
კარბობლატინი აკორდი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, როგორიცაა მაგალითად:
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სისხლის უჯრედების რაოდენობას კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას: შეიძლება საჭირო გახდეს კარბოპლატინის დოზის და თერაპიის სიხშირის ცვლილება;
ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, ამინოგლიკოზიდები, ვანკომიცინი ან კაპრეომიცინი, კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაზარდოს თირკმლის დისფუნქციის ან სმენის დაზიანების რისკი;
ზოგიერთმა შარდმდენმა (დიურეტიკმა) კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაზარდოს თირკმლის ან სმენის პრობლემების რისკი;
ცოცხალი ან ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინები (ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა, იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია კარბოპლატინი აკორდის გამოყენება”);
ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი, კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების უფრო ხშირი მონიტორინგი;
ფენიტოინის და ფოსფენიტოინის (გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გულყრების სამკურნალოდ) კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს გულყრების რისკი;
სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას (მაგ.: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
კარბოპლატინი აკორდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ურთიერთქმედება კარბოპლატინსა და ალკოჰოლს შორის გამოვლენილი არ არის. მიუხედავად ამისა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან კარბოპლატინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლის უნარზე გადაამუშაოს ალკოჰოლი.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
თანდაყოლილი ანომალიების შესაძლებლობის გამო შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები კარბოპლატინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კარბოპლატინი დედის რძეში. ამიტომ, კარბოპლატინით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
რეპროდუქციული უნარი
რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა, რომლებიც მკურნალობენ ამ მედიკამენტით, თავი უნდა შეიკავონ მამობისაგან მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შეუქცევადი უნაყოფობის განვითარების რისკის გამო, მკურნალობის დაწყებამდე მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესაძლებლობის შესახებ.
კარბოპლატინით მკურნალობამ შეიძლება დროებით ან მუდმივად დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი მამაკაცებსა და ქალებში.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაცეინტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქვეითებენ ამ უნარებს, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაქვეითება ან მხედველობის ან სმენის პრობლემები.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები, სისხლდენა, ან ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები/ანაფილაქსია): უეცრად განვითარებული კანის გამონაყარი ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გულისწასვლის შეგრძნება;
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის მწვავე უკმარისობით), შარდის გამოყოფის შემცირება ან სისხლის არსებობა შარდში;
კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან მხედველობის პრობლემები, არარეგულარული გულისცემა, თირკმლის უკმარისობა ან სისხლის ანალიზის პათოლოგიური ცვლილებები (სიმსივნის ლიზისის სინდრომი, რაც შეიძლება გამოიწვეული იყოს კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლით) (იხ. პარაგრაფი 2);
ინსულტი (სახის, ხელების ან ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს);
სისხლძარღვების დახშობა (ემბოლია ან ვენოოკლუზიური დაავადება), ფეხის და/ან ხელის შეშუპება ან მტკივნეულობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენაა და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისუსტე, ქოშინი და კანის სიფერმკრთალე, რაც გამოწვეულია ანემიით (მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეითდება ერითროციტების რაოდენობა);
გულისრევა და ღებინება;
მუცლის ტკივილი და სპაზმები
ანალიზებში შეიძლება გამოვლინდეს:
ერითროოციტების და ლეიკოციტების, ასევე თრომბოციტების, რაოდენობის ცვლილებები (მიელოსუპრესია);
შარდოვანას კონცეტრაციის მომატება სისხლში;
ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის დონის დაქვეითება სისხლში;
კრეატინინს კლირენსის შემცირება;
ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებები.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ფაღარათი ან ყაბზობა;
კანზე გამონაყარი და/ან ქავილი;
ყურებში ხმაურის შეგრძნება ან სმენის პრობლემები;
თმის ცვენა;
გრიპის მსგავსი სიმპტომები;
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება ან ყელის ტკივილი;
მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები, რომლებიც მოიცავს უეცრად განვითარებულ ხმაურიან სუნთქვას ან მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპებას, სახის წამოწითელბას, დაბალ სისხლის წნევას, აჩქარებულ გულისცემას, ჭინჭრის ციებას, ქოშინს, თავბრუსხვევას და ანაფილაქსიურ შოკს;
ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;
მყესების რეფლექსების შესუსტება;
გემოს ცვლილება ან დაკარგვა;
მხედველობის დროებითი გაუარესება ან მხედველობის დარღვევები;
გულის დაავადებები;
მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება ან ხმაურით სუნთქვა;
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების დაავადების ჯგუფი, როცა ხდება ფილტვის ქსოვილის ანთება);
ტუჩების ტკივილი ან პირის წყლულები (ლორწოვანი გარსის დაავადება);
ძვლების, სახსრების, კუნთების ან ირგვლივ მდებარე სტრუქტურების ტკივილი ან დისკომფორტი (ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები);
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან შარდვის პრობლემები;
უკიდურესი დაღლილობა/სისუსტე (ასთენია).
ანალიზებში შეიძლება გამოვლინდეს:
სისხლში ბილირუბინის და კრეატინინის დონის ცვლილება;
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის განვითარება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მხედველობის გარდამავალი დაკარგვა;
ცუდად ყოფნის შეგრძნება მაღალი ტემპერატურით, რაც გამოწვეულია ლეიკოციტების დაბალი რაოდენობით (ფებრილური ნეიტროპენია).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ფილტვებში ნაწიბურების განვითარება, რაც იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას და/ან ხველას (ფილტვების ფიბროზი).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
კარბოპლატინით გამოწვეული ავთვისებიანი სიმსივნეები (მეორეული კიბო);
პირის სიმშრალე, დაღლილობა და თავის ტკივილი ორგანიზმიდან წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (დეჰიდრატაცია);
მადის დაქვეითება, ანორექსია;
ღვიძლის მძიმე პრობლემები, ღვიძლის უჯრედების დაზიანება ან სიკვდილი;
გულის უკმარისობა;
სისხლის წნევის ცვლილებები (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია);
კანის პათოლოგიები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა) და ქავილი;
ინექციის ადგილის შეშუპება ან ტკივილი;
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, მენტალური დარღვევები, გულყრები და მხედველობის დარღვევები - მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე. ეს სიმპტომები წარმოადგენს უკანა შექცევადი ლეიკოენცელოპათიის სინდრომს, იშვიათ ნევროლოგიურ დარღვევას;
პანკრეასის ანთება;
პირის ღრუს ტკივილი ან ანთება (პირის ღრუს მუკოზიტი);
ფილტვების ინფექცია;
თავის ტვინის დარღვევები (ენცეფალოპათია);
ანემია, გამოწვეული ერითროციტების პათოლოგიური დაშლით (ჰემოლიზური ანემია).
კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს, სისხლის, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშებს ამ დარღვევების გამოსაკვლევად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპრტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკი 181C,
02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301
ფაქსი: 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
კარბოპლატინი აკორდი შეიცავს
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა კარბოპლატინი.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის ერთი მლ შეიცავს 10 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 15 მლ ფლაკონი შეიცავს 150 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 45 მლ ფლაკონი შეიცავს 450 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 60 მლ ფლაკონი შეიცავს 600 მგ კარბოპლატინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი.
კარბოპლატინი აკორდის ფორმა და შეფუთვა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამსადებლად
კარბოპლატინი აკორდი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
5 მლ, 15 მლ, 45 მლ ან 60 მლ კონცენტრატი ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია I ტიპის ქარვისფერ, მინის ფლაკონში ტევადობით 5 მლ, 15 მლ, 50 მლ ან 100 მლ, შესაბამისად.
ფლაკონები თავდახურულია ნაცრისფერი, ქლორბუტილის რეზინის საცობით ან ნაცრისფერი, სილიკონით დაფარული ქლორბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის ლუქით.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შესაძლოა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გახსნის წინ
ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
განზავების შემდეგ:
გამოყენებისას: ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენები იქნა ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში და 2-8C ტემპერატურაზე 30 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განზავების შემდეგ პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი. შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ინსტრუქციები პრეპარატის მომზადების, გამოყენების და მისი ნარჩენების განადგურების შესახებ
ინსტრუქცია კარბოპლატინი აკორდის მომზადების შესახებ
სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მსგავსად, კარბოპლატინის მოხმარებისას და მომზადებისას საჭიროა სიფრთხილე.
კარბოპლატინთან მუშაობის დროს საჭიროა შემდეგი პროცედურების დაცვა:
საჭიროა პერსონალის მომზადება პროდუქტის განზავებისა და შეყვანის სათანადო ტექნიკასთან დაკავშირებით.
კარბოპლატინი უნდა მომზადდეს მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული საშუალებების უსაფრთხო გამოყენების გამოცდილება. კარბოპლატინი აკორდთან მომუშავე პერსონალმა უნდა ატაროს დამცავი ტანსაცმელი, მათ შორის დამცავი სათვალეები, ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანები და ნიღბები.
შპრიცის მოსამზადებლად გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური ადგილი (სასურველია ლამინარული ნაკადების სისტემით), რომლის სამუშაო ზედაპირი დაფარული იქნება ერთჯერადი, აბსორბენტი ქაღალდით, რომლის უკანა მხარე პლასტიკურია.
განზავების, შეყვანისა და გასუფთავების დროს გამოყენებული ყველა მასალა (მათ შორის ხელთათმანები) უნდა მოთავსდეს მაღალი რისკის მქონე ნარჩენებისთვის განკუთვნილ ჩანთაში, რომელიც ექვემდებარება მაღალ ტემპერატურაზე დაწვას.
პრეპარატის დაღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში, მისი დამუშავება უნდა მოხდეს განზავებული ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (ქლორის შემცველობა 1%), უმჯობესია ჯერ გაჟღენთვის გზით და შემდეგ წყლის გავლებით. ყველა დაბინძურებული და გასაწმენდი მასალა უნდა მოთავსდეს მაღალი რისკის მქონე ნარჩენებისთვის განკუთვნილ ჩანთებში, რომელიც ექვემდებარება მაღალ ტემპერატურაზე დაწვას. მედიკამენტის კანზე ან თვალში შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობა წყლით, საპნითა და წყლით, ან ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით გულდასმით ჩამობანა. დაუშვებელია კანის გახეხვა ჯაგრისის გამოყენებით. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ხელთათმანების გახდის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
გამოყენების წინ პროდუქტი უნდა განზავდეს. პრეპარატი შეიძლება განზავდეს გლუკოზის ან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, ისე, რომ მისმა კონცენტრაციამ მიაღწიოს 0,5 მგ/მლ-ს (500 მიკროგრამი/მლ).
ნარჩენი მასალის განადგურება
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. კარბოპლატინთან კონტაქტში მყოფი ყველა მასალა, ასევე მისი მომზადებისა და შეყვანის დროს გამოყენებული მასალები უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური აგენტების ნარჩენების მართვის შესახებ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
კარბოპლატინი აკორდი, 10 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
კარბოპლატინი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, დაუშვებელია მისი სხვა პირებისთვის მიცემა. ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კარბოპლატინი აკორდი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კარბოპლატინი აკორდის გამოყენებამდე;
კარბოპლატინი აკორდის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
კარბოპლატინი აკორდის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს კარბოპლატინი აკორდი და მისი გამოყენება
კარბოპლატინი აკორდი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო პრეპარატია. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას ქიმიოთერაპიას უწოდებენ.
კარბოპლატინი აკორდი გამოიყენება ფილტვის და საკვერცხის ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კარბოპლატინი აკორდის გამოყენებამდე
დაუშვებელია კარბოპლატინი აკორდის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია კარბოპლატინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა პლატინის შემცველი სხვა რომელიმე მსგავსი პრეპარატის მიმართ;
თუ პაციენტს თირკმლის მძიმე დაავადება აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზის საშუალებით);
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლმდენი სიმსივნე;
თუ პაციენტი გეგმავს ყვითელი ცხელების ვაქცინის გაკეთებას ან გაკეთებული აქვს უახლეს წარსულში.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კარბოპლატინი აკორდის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია:
თუ პაციენტი არის ან შესაძლოა იყოს ორსულად;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მსუბუქი დაავადება, მკურნალი ექიმი უფრო ხშირად შეამოწმებს პაციენტს;
თუ პაციენტი ხანდაზმულია (65 წელზე მეტი ასაკისაა);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა ცისპლატინით ან მსგავსი ანტისიმსივნური მედიკამენტით, რადგან კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნებები ან სმენის ან მხედველობის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა რეგულარული გამოკვლევა ექიმის მიერ;
თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, მენტალური დარღვევები, კონვულსიები და მხედველობის დარღვევები - მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე;
თუ პაციენტს აღენიშნება უკიდურესი დაღლილობა, ქოშინი ერითოციტების დაქვეითებასთან ერთად (ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან კომბინაციაში ან მის გარეშე, უჩვეულო სისხლდენა (თრომბოციტოპენია) და თირკმელების დაავადება შარდის რაოდენობის შემცირებით ან ანურიით (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები);
თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება (ტემპერატურა 38ºC ან უფრო მაღალი) ან შემცივნება, რაც შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე. შეიძლება განვითარდეს სისხლის ინფექცია.
კარბოპლატინით მკურნალობის დროს პაციენტს გაუკეთდება მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო გართულების - სიმსივნის ლიზისის სინდრომის - განვითარების შესაძლებლობის შემცირებას, რომელიც გამოწვეულია სისხლის ბიოქიმიური დარღვევებით, რასაც თავის მხრივ იწვევს კიბოს უჯრედების დაშლის შედეგად სისხლის ნაკადში მოხვედრილი ნივთიერებები.
კარბობლატინი აკორდი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, როგორიცაა მაგალითად:
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სისხლის უჯრედების რაოდენობას კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას: შეიძლება საჭირო გახდეს კარბოპლატინის დოზის და თერაპიის სიხშირის ცვლილება;
ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, ამინოგლიკოზიდები, ვანკომიცინი ან კაპრეომიცინი, კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაზარდოს თირკმლის დისფუნქციის ან სმენის დაზიანების რისკი;
ზოგიერთმა შარდმდენმა (დიურეტიკმა) კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაზარდოს თირკმლის ან სმენის პრობლემების რისკი;
ცოცხალი ან ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინები (ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა, იხ. პარაგრაფი 2 “დაუშვებელია კარბოპლატინი აკორდის გამოყენება”);
ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი, კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების უფრო ხშირი მონიტორინგი;
ფენიტოინის და ფოსფენიტოინის (გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გულყრების სამკურნალოდ) კარბოპლატინთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს გულყრების რისკი;
სხვა მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას (მაგ.: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
კარბოპლატინი აკორდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ურთიერთქმედება კარბოპლატინსა და ალკოჰოლს შორის გამოვლენილი არ არის. მიუხედავად ამისა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან კარბოპლატინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლის უნარზე გადაამუშაოს ალკოჰოლი.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
თანდაყოლილი ანომალიების შესაძლებლობის გამო შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები კარბოპლატინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კარბოპლატინი დედის რძეში. ამიტომ, კარბოპლატინით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
რეპროდუქციული უნარი
რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა, რომლებიც მკურნალობენ ამ მედიკამენტით, თავი უნდა შეიკავონ მამობისაგან მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შეუქცევადი უნაყოფობის განვითარების რისკის გამო, მკურნალობის დაწყებამდე მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესაძლებლობის შესახებ.
კარბოპლატინით მკურნალობამ შეიძლება დროებით ან მუდმივად დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი მამაკაცებსა და ქალებში.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაცეინტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქვეითებენ ამ უნარებს, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაქვეითება ან მხედველობის ან სმენის პრობლემები.
კარბოპლატინი აკორდის გამოყენების წესი
მედიკამენტი კეთდება ინტრავენური (წვეთოვანი) ინფუზიის სახით 15-60 წუთის განმავლობაში.
დოზა:
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კარბოპლატინის შესაბამის დოზას და მისი გაკეთების სიხშირეს.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, სიმაღლესა და წონაზე და თირკმლის ფუნქციაზე. მკურნალი ექიმი თირკმლის ფუნქციას განსაზღვრავს სისხლის ან შარდის ანალიზის მიხედვით.
კარბოპლატინის ყოველი დოზის მიღების შემდეგ პაციენტს რეგულარულად უნდა გაუკეთდეს სისხლის ანალიზები. პაციენტი ასევე გამოკვლეულ უნდა იქნას ნერვის დაზიანების და სმენის დაკარგვის შესახებ. კარბოპლატინის დოზა ჩვეულებრივ კეთდება 4 კვირაში ერთხელ.
კარბოპლატინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტი კეთდება ჰოსპიტალში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ არ არის მოსალოდნელი ზედმეტი ან ნაკლების დოზის მიღება. თუმცა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
კარბოპლატინი აკორდით მკურნალობის შეწყვეტა
პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები, სისხლდენა, ან ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები/ანაფილაქსია): უეცრად განვითარებული კანის გამონაყარი ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გულისწასვლის შეგრძნება;
ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის მწვავე უკმარისობით), შარდის გამოყოფის შემცირება ან სისხლის არსებობა შარდში;
კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან მხედველობის პრობლემები, არარეგულარული გულისცემა, თირკმლის უკმარისობა ან სისხლის ანალიზის პათოლოგიური ცვლილებები (სიმსივნის ლიზისის სინდრომი, რაც შეიძლება გამოიწვეული იყოს კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლით) (იხ. პარაგრაფი 2);
ინსულტი (სახის, ხელების ან ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს);
სისხლძარღვების დახშობა (ემბოლია ან ვენოოკლუზიური დაავადება), ფეხის და/ან ხელის შეშუპება ან მტკივნეულობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენაა და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სისუსტე, ქოშინი და კანის სიფერმკრთალე, რაც გამოწვეულია ანემიით (მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეითდება ერითროციტების რაოდენობა);
გულისრევა და ღებინება;
მუცლის ტკივილი და სპაზმები
ანალიზებში შეიძლება გამოვლინდეს:
ერითროოციტების და ლეიკოციტების, ასევე თრომბოციტების, რაოდენობის ცვლილებები (მიელოსუპრესია);
შარდოვანას კონცეტრაციის მომატება სისხლში;
ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის დონის დაქვეითება სისხლში;
კრეატინინს კლირენსის შემცირება;
ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებები.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ფაღარათი ან ყაბზობა;
კანზე გამონაყარი და/ან ქავილი;
ყურებში ხმაურის შეგრძნება ან სმენის პრობლემები;
თმის ცვენა;
გრიპის მსგავსი სიმპტომები;
ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება ან ყელის ტკივილი;
მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები, რომლებიც მოიცავს უეცრად განვითარებულ ხმაურიან სუნთქვას ან მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპებას, სახის წამოწითელბას, დაბალ სისხლის წნევას, აჩქარებულ გულისცემას, ჭინჭრის ციებას, ქოშინს, თავბრუსხვევას და ანაფილაქსიურ შოკს;
ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;
მყესების რეფლექსების შესუსტება;
გემოს ცვლილება ან დაკარგვა;
მხედველობის დროებითი გაუარესება ან მხედველობის დარღვევები;
გულის დაავადებები;
მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება ან ხმაურით სუნთქვა;
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების დაავადების ჯგუფი, როცა ხდება ფილტვის ქსოვილის ანთება);
ტუჩების ტკივილი ან პირის წყლულები (ლორწოვანი გარსის დაავადება);
ძვლების, სახსრების, კუნთების ან ირგვლივ მდებარე სტრუქტურების ტკივილი ან დისკომფორტი (ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები);
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან შარდვის პრობლემები;
უკიდურესი დაღლილობა/სისუსტე (ასთენია).
ანალიზებში შეიძლება გამოვლინდეს:
სისხლში ბილირუბინის და კრეატინინის დონის ცვლილება;
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის განვითარება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მხედველობის გარდამავალი დაკარგვა;
ცუდად ყოფნის შეგრძნება მაღალი ტემპერატურით, რაც გამოწვეულია ლეიკოციტების დაბალი რაოდენობით (ფებრილური ნეიტროპენია).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ფილტვებში ნაწიბურების განვითარება, რაც იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას და/ან ხველას (ფილტვების ფიბროზი).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
კარბოპლატინით გამოწვეული ავთვისებიანი სიმსივნეები (მეორეული კიბო);
პირის სიმშრალე, დაღლილობა და თავის ტკივილი ორგანიზმიდან წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (დეჰიდრატაცია);
მადის დაქვეითება, ანორექსია;
ღვიძლის მძიმე პრობლემები, ღვიძლის უჯრედების დაზიანება ან სიკვდილი;
გულის უკმარისობა;
სისხლის წნევის ცვლილებები (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია);
კანის პათოლოგიები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა) და ქავილი;
ინექციის ადგილის შეშუპება ან ტკივილი;
სიმპტომების ჯგუფი, როგორიცაა თავის ტკივილი, მენტალური დარღვევები, გულყრები და მხედველობის დარღვევები - მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე. ეს სიმპტომები წარმოადგენს უკანა შექცევადი ლეიკოენცელოპათიის სინდრომს, იშვიათ ნევროლოგიურ დარღვევას;
პანკრეასის ანთება;
პირის ღრუს ტკივილი ან ანთება (პირის ღრუს მუკოზიტი);
ფილტვების ინფექცია;
თავის ტვინის დარღვევები (ენცეფალოპათია);
ანემია, გამოწვეული ერითროციტების პათოლოგიური დაშლით (ჰემოლიზური ანემია).
კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს, სისხლის, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშებს ამ დარღვევების გამოსაკვლევად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპრტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკი 181C,
02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301
ფაქსი: 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
კარბოპლატინი აკორდის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
გამოყენებისას: მომზადების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენები იქნა ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში და 2-8C-ზე 30 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომზადებული ხსნარის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი. ხსნარის შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
კარბოპლატინი აკორდი შეიცავს
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა კარბოპლატინი.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის ერთი მლ შეიცავს 10 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 15 მლ ფლაკონი შეიცავს 150 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 45 მლ ფლაკონი შეიცავს 450 მგ კარბოპლატინს.
თითოეული 60 მლ ფლაკონი შეიცავს 600 მგ კარბოპლატინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი.
კარბოპლატინი აკორდის ფორმა და შეფუთვა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამსადებლად
კარბოპლატინი აკორდი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
5 მლ, 15 მლ, 45 მლ ან 60 მლ კონცენტრატი ხსნარის მოსამზადებლად მოთავსებულია I ტიპის ქარვისფერ, მინის ფლაკონში ტევადობით 5 მლ, 15 მლ, 50 მლ ან 100 მლ, შესაბამისად.
ფლაკონები თავდახურულია ნაცრისფერი, ქლორბუტილის რეზინის საცობით ან ნაცრისფერი, სილიკონით დაფარული ქლორბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის ლუქით.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შესაძლოა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o.
ul. Taśmowa 7
02-677 Warszawa
Tel: + 48 22 577 28 00
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.
ულ. ტასმოვა 7
02-377 ვარშავა
ტელ.: +48 22 577 28 00
მწარმოებელი/იმპორტიორი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o.
ul. Lutomierska 50
95-200 Pabianice
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.
ულ. ლუტომიერსკა 50
95-200 პაბიანიცე
ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:
ავსტრია
Carboplatin Accord 10 mg/ml Konzentrat zur Herstellung
einer Infusionslösung
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბელგია
Carboplatin Accord Healthcare 10 mg/ml concentre pour solution de perfusion/concentraat voor oplossing voor infusie/ Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
კარბოპლატინი აკორდი ჰელსქეა 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ჩეხეთი
Carboplatin Accord 10 mg/ml koncentrát pro pripravu infuzního roztok
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დანია
Carboplatin Accord 10 mg/ml koncentrat til infusionsvaeske, oplosning
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ესტონეთი
Carboplatin Accord 10 mg/ml infusioonilahuse kontsentraat
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ფინეთი
Carboplatin Accord 10 mg/ml infuusiokonsentraatti, liuosta varten/ koncentrat till infusionsvatska, losning
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ესპანეთი
Carboplatin Accord 10 mg/ml concentrado para solución para perfusion EFG
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG
ნიდერლანდები
Carboplatin Accord 10 mg/ml concentraat voor oplossing voor infusie
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ირლანდია
Carboplatin 10 mg/ml Concentrate for Solution for Infusion
კარბოპლატინი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლიეტუვა
Carboplatin Accord 10 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლატვია
Carboplatin Accord 10 mg/ml koncentrāts infūziju šķīduma pagatavošanai
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გერმანია
Carboplatin Accord 10 mg/ml Konzentrat zur Herstellung eines Infusionslösung
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ნორვეგია
Carboplatin Accord 10 mg/ml konsentrat til infusjonsvaeske
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პოლონეთი
Carboplatin Accord
კარბოპლატინი აკორდი
პორტუგალია
Carboplatin Accord 10 mg/ml concentrado para solucao paaperfusao
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
სლოვაკეთის რესპუბლიკა
Carboplatin Accord 10 mg/ml infúzny koncentrá
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
შვედეთი
Carboplatin Accord 10 mg/ml koncentrat till infusionsvätska, lösning
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გაერთიანებული სამეფო
Carboplatin hydrochloride 10 mg/ml Concentrate for Solution for Infusion
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
იტალია
Carboplatino AHCL 10 mg/ml Concentrato per soluzione per infusion
კარბოპლატინი AHCL10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
უნგრეთი
Carboplatin Accord 10 mg/ml koncentrátum oldatos infúzióhoz
კარბოპლატინი აკორდი 10 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი: 2022 წლის მარტი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისათვის:
გამოყენების ინსტრუქცია-ციტოტოქსიკური მედიკამენტი
კარბოპლატინის რეკომენდებული დოზა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე, კრეატინინის კლირენსი > 60 მლ/წთ, არანამკურნალები მოზრდილი პაციენტებისათვის შეადგენს 400 მგ/მ2-ს. კეთდება ერთჯერადი ხანმოკლე ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც გრძელდება 15-60 წუთის განმავლობაში. ალტერნატიულად, ქვემოთ მოცემული კალვერტის ფორმულით შესაძლებელია დოზის განსაზღვრა:
დოზა (მგ) = სამიზნე მრუდქვეშა ფართობი (AUC) (მგ/მლ x წთ) x [გლომერულური ფილტრაცია (გფრ) მლ/წთ + 25]

სამიზნე AUC
დაგეგმილი ქიმიოთერაპია
პაციენტის მკურნალობის სტატუსი
5 - 7 მგ/მლ x წთ
კარბოპლატინით მონოთერაპია
წარსულში არანამკურნალები
4 - 6 მგ/მლ x წთ
კარბოპლატინით მონოთერაპია
წარსულში ნამკურნალები
4 - 6 მგ/მლ x წთ
კარბოპლატინი + ციკლოფოსფამიდი
წარსულში არანამკურნალები
შენიშვნა: კალვერტის ფორმულით კარბოპლატინის ჯამური დოზა გამოითვლება მგ-ში, ნაცვლად მგ/მ2-ისა.
მკურნალობა არ უნდა გამეორდეს კარბოპლატინით მკურნალობის წინა კურსიდან ოთხ კვირაზე ნაკლებ დროში და/ან სანამ სისხლში ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება არაუმცირეს 2,000 უჯრედი/მ3 და თრომბოციტების რაოდენობა არაუმცირეს 100,000 უჯრედი/მმ3.
რეკომენდებულია საწყისი დოზის 20-25%-ით შემცირება რისკფაქტორების მქონე პაციენტებში, როგორიცაა წარსულში ჩატარებული მიელოსუპრესიული მკურნალობა და პაციენტის გაუარესებული ზოგადი მდგომარეობა (ECOG-ზუბროდის ქულათა სისტემით 2-4 ან კარნოფსკის ქულათა სისტემით < 80).
დოზის შემდგომი კორექციისთვის რეკომენდებულია კარბოპლატინით მკურნალობის საწყისი კურსების დროს სისხლის უჯრედების რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის განსაზღვრა ყოველკვირეული სისხლის ანალიზით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში კარბოპლატინის დოზა უნდა შემცირდეს (კალვერტის ფორმულის მიხედვით) და ჰემაგლობინის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის და თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
მიელოსუპრესიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან პაციენტები კრეატინინის კლირენსის 60 მლ/წთ-ზე დაბალი მაჩვენებლებით.
მძიმე ლეიკოპენიის, ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის განვითარების სიხშირე დაახლოებით 25% იყო დოზირების შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებისას:
კომბინირებული მკურნალობა
კარბოპლატინის ოპტიმალური გამოყენება სხვა მიელოსუპრესიულ საშუალებებთან ერთად საჭიროებს დოზის კორექციას მკურნალობის რეჟიმისა და სქემის მიხედვით.
ბავშვები და მოზარდები
კარბოპლატინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. ბავშვებში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, დოზირების შესახებ სპეციფიკური რეკომენდაციების გაცემა არ არის შესაძლებელი.
ხანდაზმულები:
65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში საჭიროა კარბოპლატინის დოზის კორექცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად მკურნალობის დასაწყისში და შემდგომი თერაპიული კურსების დროს.
გახსნა და განზავება:
ინფუზიის წინ პრეპარატი უნდა განზავდეს გლუკოზის 5%-იან ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში ისე, რომ პრეპარატის კონცენტრაცია იყოს არაუმცირეს 0,5 მგ/მლ.
მიღების მეთოდი:
კარბოპლატინი აკორდის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრავენურად.
ფარმაცევტული შეუთავსებლობა
კარბოპლატინი რეაქციაში შედის ალუმინთან, შავი ნალექის წარმოქმნით. კარბოპლატინის მომზადების ან შეყვანის დროს დაუშვებელია ალუმინის შემცველი ნემსების, შპრიცების, კათეტერების ან ინტრავენური საინფუზიო ნაკრების გამოყენება, რომლებიც შეიძლება შეხებაში მოხვდენენ მედიკამენტთან. ნალექის წარმოქმნამ შეიძლება გამოიწვიოს ანტისიმსივნური აქტივობის დაქვეითება.
შენახვის ვადა და პირობები
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გახსნის წინ
ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. ფლაკონი ინახება კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
განზავების შემდეგ:
გამოყენებისას: ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენები იქნა ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში და 2-8C ტემპერატურაზე 30 საათის განმავლობაში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განზავების შემდეგ პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი. შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ინსტრუქციები პრეპარატის მომზადების, გამოყენების და მისი ნარჩენების განადგურების შესახებ
ინსტრუქცია კარბოპლატინი აკორდის მომზადების შესახებ
სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მსგავსად, კარბოპლატინის მოხმარებისას და მომზადებისას საჭიროა სიფრთხილე.
კარბოპლატინთან მუშაობის დროს საჭიროა შემდეგი პროცედურების დაცვა:
საჭიროა პერსონალის მომზადება პროდუქტის განზავებისა და შეყვანის სათანადო ტექნიკასთან დაკავშირებით.
კარბოპლატინი უნდა მომზადდეს მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული საშუალებების უსაფრთხო გამოყენების გამოცდილება. კარბოპლატინი აკორდთან მომუშავე პერსონალმა უნდა ატაროს დამცავი ტანსაცმელი, მათ შორის დამცავი სათვალეები, ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანები და ნიღბები.
შპრიცის მოსამზადებლად გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური ადგილი (სასურველია ლამინარული ნაკადების სისტემით), რომლის სამუშაო ზედაპირი დაფარული იქნება ერთჯერადი, აბსორბენტი ქაღალდით, რომლის უკანა მხარე პლასტიკურია.
განზავების, შეყვანისა და გასუფთავების დროს გამოყენებული ყველა მასალა (მათ შორის ხელთათმანები) უნდა მოთავსდეს მაღალი რისკის მქონე ნარჩენებისთვის განკუთვნილ ჩანთაში, რომელიც ექვემდებარება მაღალ ტემპერატურაზე დაწვას.
პრეპარატის დაღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში, მისი დამუშავება უნდა მოხდეს განზავებული ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (ქლორის შემცველობა 1%), უმჯობესია ჯერ გაჟღენთვის გზით და შემდეგ წყლის გავლებით. ყველა დაბინძურებული და გასაწმენდი მასალა უნდა მოთავსდეს მაღალი რისკის მქონე ნარჩენებისთვის განკუთვნილ ჩანთებში, რომელიც ექვემდებარება მაღალ ტემპერატურაზე დაწვას. მედიკამენტის კანზე ან თვალში შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობა წყლით, საპნითა და წყლით, ან ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით გულდასმით ჩამობანა. დაუშვებელია კანის გახეხვა ჯაგრისის გამოყენებით. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ხელთათმანების გახდის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
გამოყენების წინ პროდუქტი უნდა განზავდეს. პრეპარატი შეიძლება განზავდეს გლუკოზის ან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, ისე, რომ მისმა კონცენტრაციამ მიაღწიოს 0,5 მგ/მლ-ს (500 მიკროგრამი/მლ).
ნარჩენი მასალის განადგურება
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. კარბოპლატინთან კონტაქტში მყოფი ყველა მასალა, ასევე მისი მომზადებისა და შეყვანის დროს გამოყენებული მასალები უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური აგენტების ნარჩენების მართვის შესახებ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.