ეს პრეპარატი არის მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის. იოჰექსოლ აიმაქსი არის არაიონური რადიოკონტრასტული ნივთიერება, რომლის მიღებაც შესაძლებელია ინტრავენური (ინექცია ვენაში), შიდაარტერიული (ინექცია არტერიებში) ან სუბარაქნოიდალური (ინექცია ზურგის ტვინის არხში - ძვლოვანი არხი ხერხემლის სიგრძის კვეთაზე) ინექციების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იოჰექსოლ (iohexol)
- ფორმა და შეფუთვა
- 647მგ/მლ (300მგ იოდი/მლ) 100მლ ი.ვ., ინტრაარტერიული და ინტრათეკალური საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- Fresenius Kabi Austria GmbH (Graz), ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, წყალში ხსნადი, ნეფროტროპული, დაბალი ოსმოლარობის რენტგენოკონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023137
- რეგისტრირებულია
- 11 აგვისტო 2017, მოქმედებს 11 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მაიამედი“
- GMP
- -
იოჰექსოლ აიმაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი არის მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის. იოჰექსოლ აიმაქსი არის არაიონური რადიოკონტრასტული ნივთიერება, რომლის მიღებაც შესაძლებელია ინტრავენური (ინექცია ვენაში), შიდაარტერიული (ინექცია არტერიებში) ან სუბარაქნოიდალური (ინექცია ზურგის ტვინის არხში - ძვლოვანი არხი ხერხემლის სიგრძის კვეთაზე) ინექციების საშუალებით.
იოჰექსოლ აიმაქსი გამოიყენება ზრდასრულებსა და ბავშვებში, კარდიოანგიოგრაფიაში, არტერიოგრაფიაში, ფლებოგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში (CT). წელის, გულმკერდის და ყელის მიელოგრაფია, ბაზალური ცისტერნის კომპიუტერული ტომოგრაფია, სუბარაქნოიდული ინექციის შემდგომ. ართროგრაფიაში, ენდოსკოპურ რეტროგრადულ პანკრეატოგრაფიაში (ERP), ენდოსკოპურ რეტროგრადულ პანკრეატოქოლანგიოგრაფიაში (ERCP), უროგრაფიაში, ჰერნიოგრაფიაში, ჰისტეროსალფინგოგრაფიაში (HSG), სიალოგრაფიაში, კუჭნაწლავის ტრაქტის გამოკვლევასა და სხეულის ღრუების ვიზუალიზაციაში.
- რისი ცოდნა გჭირდებათ იოჰექსოლ აიმაქსის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
მიელოგრაფია
კონტრასტული საშუალების კონცენტრაცია და მოცულობა დიდწილად დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპზე. თუ ხელმისაწვდომი მოწყობილობა იძლევა გამოსახულების მიღების საშუალებას, ყველა საჭირო პროექციაში, პაციენტის მდებარეობის შეცვლის გარეშე და იძლევა მცირე დოზებით შეყვანის საშუალებას, ტელერენტგენოლოგიური კონტროლით, საკმარისი იქნება იოდის უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოყენება, თითოეულ კონკრეტულ ინტერვალში და უფრო დაბალი მოცულობებით.
უფრო მაღალი კონცენტრაციები ნაჩვენებია, თუ საჭიროა პაციენტის მდებარეობის შეცვლა მიელოგრაფიის დროს, რადგან კონტრასტული საშუალება უფრო სწრაფად იხსნება არეულობის შედეგად, რაც აუარესებს შეწოვას.
დოზირების შემდეგი რეკომენდაციები ჩამოყალიბებულია, როგორც ძირითადი სტანდარტები. ეჭვის შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ უფრო მაღალი კონცენტრაციები და არა - უფრო მაღალი მოცულობა.
მკერდისა და კისრის მიელოგრაფია:
8-დან 10 მლ-მდე იოჰექსოლ აიმაქსი 647 მგ/მლ, 300 მგ I/მლ-ის ექვივალენტი (არაუმეტეს 3 გ. იოდის შეყვანა სუბარაქნოიდულ სივრცეში).
შესაძლებელია უფრო მაღალი კონცენტრაციის გამოყენება, კონკრეტული საკითხების განსამარტავად, მაგრამ რეკომენდირებული არ არის ხსნარების გამოყენება 300 მგ I/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით, სუბარაქნოიდულ სივრცეში. ამ ადგილას, მისი მთლიანი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 3 გ იოდს (ე.ი., 10 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 300 მგ I/მლ-ს).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
რაც მეტს მოძრაობს პაციენტი და ხარჯავს ძალისხმევას, პრეპარატის მიღების შემდეგ, მით უფრო სწრაფად შეერევა კონტრასტული ნივთიერება ზურგის ტვინის სითხეს სხვა ადგილებზე, რომელთა გამოკვლევის ინტერესიც არ არსებობს. შედეგად, კონტრასტული სიმკვრივე ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მცირდება.
ანგიოგრაფია
შემდეგი ცხრილი მოიცავს შეთავაზებებს კონტრასტული საშუალების კონცენტრაციის შერჩევისთვის. დოზირება დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, გულის ფუნქციონალურ მდგომარეობასა და პაციენტის საერთო მდგომარეობაზე, კლინიკურ პრობლემაზე, გამოკვლევის ტექნიკასა და ხასიათზე და სისხლძარღვების გამოსაკვლევი მონაკვეთის მოცულობაზე.
იოდის კონცენტრაცია (მგI/მლ)*
თავის ტვინის ანგიოგრაფია
აორტის რკალის ანგიოგრაფია
მხრის რეტროგრადული ანგიოგრაფია
სელექტიური ანგიოგრაფია
300 (350)
300 (350)
300
მკერდის ანგიოგრაფია
მკერდის აორტოგრაფია
ანგიოკარდიოგრაფია
ზრდასრულები
ბავშვები
300/350
350
300/350
მუცლის ღრუს ანგიოგრაფია
მუცლის ღრუს ანგიოგრაფია
სისხლძარღვთა სელექტიური ვიზუალიზაცია
300/350
300 (350)
კიდურების ანგიოგრაფია
ზედა კიდური
არტერიოგრაფია
ვენოგრაფია
ქვედა კიდური
არტერიოგრაფია
მენჯის ვენოგრაფია - ფეხის ხედა ნაწილი
300
300
300
300
იოჰექსოლ აიმაქსი 647 მგ/მლ შეესაბამება 300 მგ I/მლ-ს; იოჰექსოლ აიმაქსი 755 მგ/მლ შეესაბამება 350 მგ I/მლ-ს.
ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია (DSA)
მსხვილი სისხლძარღვების, ფილტვის არტერიების, კისრის, თავის, თირკმელებისა და კიდურების არტერიების მაღალი კონტრასტული ჩვენებისთვის, ეს რეკომენდირებულია იონური კონტრასტული საშუალების შეყვანის გამოცდილებაზე დაყრდნობით, 647 მგ/მლ / 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსის ინტრავენური ბოლუსური ინექცია 30-დან 60 მლ-მდე (სითხის ნაკადის ინტენსიურობა: 8-12 მლ/წმ იდაყვის შუა ვენაში; 10-20 მლ/წმ ღრუ ვენაში). დროის პერიოდი, რომელშიც კონტრასტული მედია ვენის კედლებთან არის კავშირში, შეიძლება შემცირდეს 20-დან 40 მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის დაუყოვნებლივ შეყვანით, ბოლუსური ინექციის სახით. შიდაარტერიული ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია მოითხოვს იოდის უფრო დაბალ მოცულობებსა და დაბალ კონცენტრაციებს, ინტრავენურ ტექნიკასთან შედარებით.
რაც უფრო სელექტიურია ანგიოგრაფია, მით უფრო მცირე შეიძლება იყოს კონტრასტული საშუალების დოზა. ამრიგად, ეს მეთოდი რეკომენდირებულია პაციენტებში, რომელთაც თირკმლის უკმარისობა აწუხებთ. კონცენტრაციის სიდიდე, მოცულობა და ბოლუსის ნაკადი, სტანდარტულ ანგიოგრაფიაში, შეიძლება შემცირდეს ინტრაარტერიული ASD-ის დროს.
ინტრავენური უროგრაფია
რადგან იოჰექსოლ აიმაქსს მხოლოდ მინიმალური ოსმოდიურეტიკული ეფექტი აქვს, მიღებულია კონტრასტული საშუალების შარდის მაღალი კონცენტრაცია, რაც იწვევს მაღალ დონეებს, განსაკუთრებით, თირკმლის მენჯსა და თირკმლის თას-მენჯის სისტემაში.
ზრდასრულები
ზრდასრულ პაციენტებში, ნორმალური წონით, უნდა მოხდეს 647 მგ/მლ / 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსის დოზის მიღება არანაკლებ 50 მლ-ის ოდენობით.
დოზის გაზრდა შესაძლებელია, თუ საჭიროდ ჩაითვლება, სპეციალურ პირობებში.
ბავშვები
რადგან ბავშვების თირკმელების მოუმწიფებელ ნეფრონებს ფიზიოლოგიურად დაბალი კონცენტრაციის შესაძლებლობა აქვთ, საჭიროა კონტრასტული საშუალებების შედარებით მაღალი დოზები.
ძირითადად, საჭირო არ არის 1,2 გ იოდი/კგ სხეულის წონაზე მეტი, ახალშობილებში, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში - 0,5 გ იოდი/კგ-ზე მეტი დოზის მიღება.
ყველაზე შესაფერისი დრო გამოსახულების მისაღებად
647 მგ/მლ / 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსის დოზის 50 მლ-ის ოდენობით მიღებიდან 1-2 წუთში, თირკმლის პარენქიმის შესანიშნავი გამოსახულება მიიღება, 3-დან 5 წუთამდე პერიოდში, და თირკმლის თასისა და საშარდე გზების - 8-დან 15 წუთამდე პერიოდში, მიღების დაწყებიდან. დროის პირველი წერტილის არჩევა უნდა მოხდეს უფრო ახალგაზრდა პაციენტებისთვის, ხოლო უკანასკნელის - უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის.
ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, პირველი გამოსახულების გადაღება რეკომენდირებულია კონტრასტული საშუალების მიღებიდან 2-3 წუთის შემდეგ.
მცირე კონტრასტისთვის საჭიროა გამოსახულების მოგვიანებით გადაღება.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
თავის ქალის CT
იოჰექსოლ აიმაქსი ნაჩვენებია კონტრასტის გასაძლიერებლად თავის ქალის CT-ში, სიმსივნეებისა და მეტასტაზების დროს.
დოზა შეადგენს 1,0 მლ-ს, მაქსიმუმ 2,0 მლ/კგ სხეულის წონაზე, 647 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსისთვის და 1,0 მლ-ს 1,5 მლ/კგ სხეულის წონაზე, 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსისთვის; ის ჩვეულებრივ მიიღება ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის გზით, 2-6 წუთი.
გამოსახულების გარჩევის დაწყება (რეგისტრაცია)
წუთების რაოდენობა პრეპარატის მიღების დასრულებიდან
არტერიოვენოზური სისხლძარღვების დეფორმირება, ანევრიზმები და სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიური პროცესები
დაუყოვნებლივ და 5 წუთამდე პერიოდში
სისხლძარღვების სიმსივნე
5 წუთამდე ან ოდნავ მოგვიანებით
ნაკლებად ვასკულარიზირებული ადგილების დაზიანებები
10-დან 15 წუთამდე
დროში განსხვავებულობა იწვევს კონტრასტული საშუალების სისხლში პიკის მიღწევას, მიღებისთანავე, და იცვლება მაქსიმალური კონცენტრაციის დროები, შესაბამის პათოლოგიურად შეცვლილ ქსოვილებში.
რეკომენდირებულია 100 მლ-ის მიღება, ორ ეტაპად (50 მლ 3 წუთში, დანარჩენი - 7 წუთში), ნელი მოწყობილობით, რადგან ეს პროცედურა იწვევს შედარებით მუდმივ სისხლის დონეს, თუმცა, არა - მაქსიმალურად. გამოკვლევა იწყება მიღების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ.
მთელი სხეულის CT
მთელი სხეულის CT-ის შემთხვევაში, კონტრასტული საშუალების საჭირო დოზები და მიღების მასშტაბი დამოკიდებულია გამოსაკვლევ ორგანოებზე, პრობლემის დიაგნოზსა და, განსაკუთრებით, გამოკვლევის განსხვავებულ დროსა და გამოყენებული მოწყობილობის გამოსახულების რეკონსტრუქციაზე. ინფუზია უნდა გაკეთდეს ნელი მოწყობილობის გამოყენებისას, ხოლო ბოლუსური ინექცია გამოიყენება სწრაფი მოწყობილობის შემთხვევაში.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული იოჰექსოლზე ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტებზე (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ გაქვთ აქტიური ჰიპერთიროიდიზმი (თირეოიდული ჰორმონების ჭარბი გამომუშავება).
ორსულობისას ან მწვავე პელვიოპერიტონიტის (ქალის სასქესო ორგანოების ანთება) დროს, არ უნდა ჩაიტაროთ რაიმე ტიპს ჰისტეროსალფინგოგრაფია (რენტგენული გამოკვლევა).
სიფრთხილის ზომები
დაელაპარაკეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, იოჰექსოლ აიმაქსის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ იოჰექსოლ აიმაქსი:
ზოგადად, არაიონური მონომერული კონტრასტული საშუალებებისთვის:
თუ გაქვთ ალერგია, ასთმა ან გვერდითი რეაქცია იოდინირებულ კონტრასტულ საშუალებაზე, უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე. ასეთ შემთხვევაში, გამართლებულად ჩაითვლება კორტიკოსტეროიდების ან H1 და H2 ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტების პრემედიკაცია.
იოჰექსოლ აიმაქსის გამოყენებასთან დაკავშირებული მწვავე რეაქციები მინიმალურადაა მიჩნეული. თუმცა, იოდინირებულმა კონტრასტულმა საშუალებამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნებს.
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ადეკვატური ჰიდრაცია კონტრასტული საშუალების შეყვანამდე და მას შემდეგ. ეს ვრცელდება კონკრეტულად მრავლობითი კიბოს ან პლაზმის უჯრედების, შაქრიანი დიაბეტის, რენალური დისფუნქციის მქონე პაციენტებზე, ასევე, სკოლამდელი (1-დან 5 წლამდე), სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოხუცებზე. მცირეწლოვნები (1 წელს ქვემოთ) და განსაკუთრებით, ახალშობილები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან ელექტროლიტებისა და ჰემოდინამიკური დარღვევების მიმართ.
პრეპარატის მიღება ასევე დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს გულის სერიოზული დაავადებებისა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოდინამიკური ცვლილებები ან გულის რიტმის დარღვევა.
მწვავე ცერებრალური პათოლოგიის, სიმსივნის ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები უფრო მეტად მიდრეკილი არიან ინსულტისა და CVA - იფარქტისადმი და საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულები ასევე იმყოფებიან აპოპლექსიისა და ნერვულ სისტემაში რეაქციის მაღალი რისკის ქვეშ.
თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, კონტრასტული საშუალების მიღების შემდეგ, სპეციალური ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდათ თირკმლის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი, რადგან ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პარაპროტეინემიის (მიელომატოზი და ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია - პლაზმის უჯრედების კიბო) მქონე პაციენტები ასევე რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
ლაქტოაციდოზის (რძემჟავის დაგროვება სისხლში, რაც სისხლში მჟავიანობის გაზრდას იწვევს) თავიდან ასაცილებლად, უნდა განისაზღვროს შრატში კრეატინინის (მოლეკულა, რომელიც იძლევა თირკმლის ფუნქციის შეფასების საშუალებას) დონე, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მეტფორმინით, იოდინირებული კონტრასტული საშუალების ინტრავენურ ან შიდაარტერიულ შეყვანამდე. თუ შრატში კრეატინინის დონე/თირკმლის ფუნქცია ნორმალურია, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს კონტრასტული საშუალების მიღებისას და გაგრძელდეს მხოლოდ 48 საათის შემდეგ, ან როცა თირკმლის ფუნქცია/შრატში კრეატინინის დონე კვლავ ნორმაში ჩადგება. თუ შრატში კრეატინინის დონე/თირკმლის ფუნქცია ნორმაში არ არის, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს და კონტრასტული საშუალების მიღება 48 საათით შეყოვნდეს. მეტფორმინის მიღება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მაშინ, როცა თირკმლის ფუნქცია/შრატში კრეატინინის დონე დასტაბილურდება. გადაუდებელ შემთხვევებში, როცა თირკმლის ფუნქცია შეცვლილია ან უცნობია, ექიმებს უნდა ჰქონდეთ წვდომა კონტრასტული საშუალებით კვლევის რისკთან/სარგებელთან და მიიღონ შემდეგი უსაფრთხოების ზომები: მეტფორმინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, მოხდეს პაციენტის ჰიდრაცია, თვალყური ადევნოს თირკმლის ფუნქციას და ჩატარდეს პაციენტის უწყვეტი გამოკვლევა, ლაქტოციდოზის სიმპტომების აღმოსაჩენად.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის სერიოზული მოშლილობის მქონე პაციენტებში, რადგან მათში კონტრასტული საშუალებისგან გაწმენდა, შესაძლოა, სერიოზულად შეყოვნდეს. დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა შესაძლოა მიიღონ კონტრასტული საშუალება რადიოლოგიური გამოკვლევებისთვის.
კონტრასტული საშუალებების მიღებასა და დიალიზის პროცედურას შორის დროის ინტერვალის გათვალისწინება საჭირო არ არის.
იოდინირებული კონტრასტული საშუალების მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს მძიმე მიასთენიის (კუნთების დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების არანორმალურად სწრაფ დაღლილობას) სიმპტომები. ფეოქრომოციტომით (თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედების სიმსივნე) დაავადებული პაციენტები ექვემდებარებიან ინტერვენციულ პროცედურას იოდინირებული კონტრასტული საშუალებით, პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ალფა-ბლოკატორებით, ჰიპერტონიული კრიზის (სისხლის მაღალი წნევა) განვითარების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ჰიპერთირეოზით (ფარისებრი ჯირკვლის მოქმედების გაძლიერება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მადის მომატება, წონაში კლება ან ოფლიანობა) დაავადებულ პაციენტებში. მრავალკვანძოვანი ჩიყვის (დაავადება, როცა ფარისებრი ჯირკვალი დიდდება და კვანძებს წარმოქმნის) მქონე პაციენტები შეიძლება იყონ ჰიპერთიროიდიზმის განვითარების რისკის ქვეშ, იოდინირებული კონტრასტული საშუალების ინექციის შემდეგ. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტრანზიტორული ჰიპერთიროიდიზმის (დაბალაქტიური ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და წონაში მატება) შესაძლებლობა, დღენაკლულ ახალშობილებში, რომლებსაც კონტრასტული საშუალება გაუკეთდებათ.
კონტრასტული საშუალებით გამოწვეული სისხლჩაქცევა შეიძლება იშვიათად განვითარდეს და გამოიწვიოს ადგილობრივი ტკივილი და შეშუპება, რომელიც, ჩვეულებრივ, გართულებების გარეშე ლაგდება. თუმცა, შესაძლოა, განვითარდეს ანთება და ქსოვილის ნეკროზი (ქსოვილის კვდომა). სისხლჩაქცევის შემთხვევაში, რეკომენდირებულია დაზიანებული მონაკვეთის აწევა და გაგრილება, როგორც აპრობირებული საშუალება. შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული დეკომპრესია, კომპარტმენტ სინდრომის შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო პერიოდში მიგიღიათ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
იოდინირებული კონტრასტული საშუალების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დროებითი მოშლილობა, რამაც შეიძლება მოახდინოს ლაქტოაციდოზის პროვოცირება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მეტფორმინს (იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
შეყოვნებული რეაქციების ზრდა (გრიპისებრი სიმპტომები ან კანის რეაქცია) დაკავშირებულია თავდაპირველ მკურნალობასთან ინტერლეიკინი-2-ით.
ყველა იოდინირებულმა კონტრასტულმა საშუალებამ შეიძლება დააბრკოლოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლის ტესტები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია), რადგან ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის გამომუშავების შესაძლებლობა, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში შემცირდეს.
კონტრასტული საშუალების მაღალმა კონცენტრაციამ შრატსა და შარდში შეიძლება დააბრკოლოს ბილირუბინის, ცილებისა თუ არაორგანული ნივთიერებების (მაგ., რკინა, სპილენძი, კალციუმი და ფოსფატი) ლაბორატორიული ანალიზები. ამიტომ, ამ ნივთიერებების მიღება ანალიზის დღეს არ უნდა მოხდეს.
იოჰექსოლ აიმაქსი საკვებსა და სასმელთან
მუცლის ღრუს ანგიოგრაფიასა და უროგრაფიაში, საუკეთესო რადიოგრაფის მიღება შესაძლებელია მაშინ, როცა ნაწლავი ფეკალური მასებისა და გაზებისგან თავისუფალია. ამრიგად, გამოკვლევამდე 24 საათით ადრე, თავი უნდა შეიკავოთ მეტეორიზმის გამომწვევი საკვებისგან, კერძოდ, ბოსტნეულის, სალათების, ხილის, შავი ან ახლადგამომცხვარი პურისა და ყველანაირი ნედლი ბოსტნეულისგან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ გაქვთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს, თავიდან უნდა აიცილოთ რადიაციული ზემოქმედება; ნებისმიერი რადიოლოგიური გამოკვლევის, კონტრასტული საშუალებებითა თუ მათ გარეშე, სარგებელი შესაძლო რისკებს ყურადღებით უნდა შეადაროთ. ამრიგად, ეს პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობისას, თუ სარგებელი არ აჭარბებს რისკს და მას აუცილებლად არ მიიჩნევს ექიმი.
ლაქტაციის გაგრძელება შესაძლებელია ჩვეულებრივად, როცა დედა ჩაიტარებს რადიოლოგიურ გამოკვლევას, კონტრასტული საშუალების გამოყენებით.
მანქანის მართვა და მოწყობილობების გამოყენება
მანქანის ან მოწყობილობების მართვა არ არის რეკომენდებული 24 საათის განმავლობაში, ინტრატეკალური პროცედურის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ ემართება.
თუ, იოჰექსოლის მიღებისას, გაქვთ ალერგიული რეაქცია, როცა საავადმყოფოში ან კლინიკაში იმყოფებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ხრიალი, სუნთქვის გაძნელება ან დაძაბულობა ან ტკივილი მკერდის არეში
კანზე გამონაყარი, შეშუპება, ქავილი, ბუშტუკები კანზე და პირის ღრუში, ან ალერგიის სხვა სიმპტომები
სახის შეშუპება
თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (რაც გამოწვეულია სისხლის დაბალი წნევით)
კანის მწვავე რეაქციები, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყრის ჩათვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაც თავდაპირველად ჩნდება, როგორც მოწითალო ადგილები ან მრგვალი ლაქები, ხშირ შემთხვევაში, შუაში ბუშტუკებით.
დამატებითი სიმპტომები მოიცავს წყლულებს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტს (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ გამონაყარს კანზე ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს ფართო მონაკვეთზე გავრცელებულ ბუშტუკებსა და კანის აქერცვლაში. თუ იოჰექსოლის მოხმარების გამო სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი განგივითარდათ, ეს პრეპარატი აღარასოდეს უნდა მიიღოთ.
ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იოჰექსოლის მიღებიდან რამდენიმე საათში ან დღეში. თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საავადმყოფოდან ან კლინიკიდან თქვენი წასვლის შემდეგ, პირდაპირ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განგივითარდეთ, ჩამოთვლილია ქვემოთ; ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რატომ მიიღეთ იოჰექსოლი. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ ზუსტად არ იცით, როგორ მიიღეთ იოჰექსოლი.
ძირითადი
(ვრცელდება იოჰექსოლის ყველანაირ გამოყენებაზე)
გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 100-დან
სიცხის შეგრძნება
ნაკლებად გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 1 000-დან
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)
იშვიათი: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 10 000-დან
ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქციები
გულის რიტმის შენელება
თავის ტკივილი, ღებინება, ცხელება
ძალიან იშვიათი: ემართება 1-ზე ნაკლებ მომხმარებელს, 10 000-დან
მომენტალური ცვლილება გემოს შეგრძნებაში
სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა, კანკალი (ციება)
დიარეა, ტკივილი მუცლის არეში
უცნობი: სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია
ალერგიული რეაქცია, მძიმე ალერგიული რეაქციის ჩათვლით, რომელიც იწვევს შოკსა და კოლაფსს, სხვა სიმპტომებისთვის, იხილეთ ზემოთ მოცემული ალერგიული რეაქციები.
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და სისუსტე (ტკივილი)
არტერიასა ან ვენაში ინექციის შემდეგ

ტკივილი და დისკომფორტი

დიარეა
გულის რიტმის დარღვევა
თირკმლის პრობლემები
ხველება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი
თავბრუსხვევა

კრუნჩხვები, გონების დაბინდვა, შეგრძნებების დარღვევა (როგორიცაა, შეხება), კანკალი
ჰიპერემია
სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის სერიოზული გაძნელების ჩათვლით, ფილტვებში სითხის დაგროვების გამო
ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა (ენცეფალოპათია), მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვის, კომისა და გაშეშების („ძილიანობის მდგომარეობა“), მიოკარდის ინფარქტის ჩათვლით

კანის სერიოზული რეაქციები
დაბნეულობა, ორიენტაციის დაკარგვა
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა (სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე, რაც იწვევს სიმპტომების სახესხვაობას, როგორიცაა, მაგალითად, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, მოუსვენრობა), მოკლევადიანი დაბალაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლილობა, რომელიც, მოგვიანებით, კვლავ ნორმაში დგება. ჩვეულებრივ, სიმპტომები ხილული არ არის)
მოძრაობის გაძნელება რამდენიმე ხნით
მეტყველების მოშლილობები, აფაზიის (მეტყველების დაკარგვა), დიზართრიის (სიტყვების წარმოთქმის გაძნელება) ჩათვლით
ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაქვეითება
ტკივილი მკერდის არეში, გულის პრობლემები, გულის გაჩერების ჩათვლით
მოჭერა მკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება, პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) ანთების გაუარესება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც ჭამისას ძლიერდება.
ვენების ტკივილი და შეშუპება, სისხლის შედედება (თრომბოზი)
სახსრების ტკივილი, ინექციის ადგილის რეაქცია, ზურგის ტკივილი
ასთმური შეტევა
ფსორიაზის პროვოცირება
ხერხემალში ინექციის შემდეგ
ძალიან გავრცელებული: ემართება 1-ზე მეტ მომხმარებელს, 10-დან
თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ძლიერი და ხანგრძლივი)

გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება

მემბრანების ანთება, რომლებიც გარს ერტყმის თავის ტვინსა და ზურგის ტვინს

კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, დიარეა
ტკივილი მკლავებსა ან ფეხებში, ტკივილი კისრის არეში

თავის ტვინის პათოლოგიური ელექტრო აქტივობა ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევის დროს
მკვეთრი სინათლის აუტანლობა, კისრის გაშეშება
მოძრაობის გაძნელება რამდენიმე ხნით, დაბნეულობა
შეგრძნებების დარღვევა (როგორიცაა, შეხება), ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაქვეითება
მოჭერის შეგრძნება, კუნთების შეკუმშვა (სპაზმები), ინექციის ადგილის რეაქცია
ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა (ენცეფალოპათია), მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვის, კომისა და გაშეშების („ძილიანობის მდგომარეობა“) ჩათვლით
სხეულის ღრუებში (როგორიცაა, საშვილოსნო და საკვერცხის მილები, ნაღვლის ბუშტი და პანკრეასი ან თიაქარი) გამოყენების შემდეგ

ტკივილი მუცლის არეში

პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) ანთება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც ჭამისას ძლიერდება.
პანკრეასის ჯირკვლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერების არანორმალური რაოდენობა, რაც ლაბორატორიული გამოკვლევით დგინდება

ტკივილი
სახსრებში ინექციის შემდეგ

ტკივილი ინექციის ადგილზე

სახსრის ანთება
პერორალურად მიღების შემდეგ

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში:
ხანმოკლე დაბალაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ტრანზიტორული ჰიპერთიროიდიზმი) გამოვლინდა დღენაკლულ ახალშობილებში, ჩვილებსა და სხვა ბავშვებში, ომნიპაკის მიღების შემდეგ. დღენაკლული ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის ზემოქმედების მიმართ. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს ახალშობილებში მათი დაბადების პირველ კვირას, ორსულობისას დედის მიერ იოდინირებული კონტრასტული საშუალების მიღების შემდეგ. ფარისებრი ჯი რკვლის ფუნქციის ხელახალი შემოწმება რეკომენდირებულია 2-დან 6 კვირამდე ასაკში, განსაკუთრებით, დაბალწონიან ახალშობილებსა და დღენაკლულ ახალშობილებში.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი მოვლენების არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში მითითებული არ არის. ასევე შეგიძლიათ, გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობოთ უშუალოდ Infarmed, I.P.-ს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მეტად ინფორმირებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
INFRAMED, I.P.
წამლის სააგენტო
ლისაბონის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ბრაზილისს გამზირი 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 71 40
ფაქსი: 351 21 798 73 97
ინტერნეტ საიტის მისამართი: http://extranet.inframed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage
ელ-ფოსტა: [email protected]
ჭარბი დოზა
კლინიკურ გამოკვლევამდე არსებული მონაცემები მიუთითებს იოჰექსოლ აიმაქსის უსაფრთხოების მაღალ მარჟაზე და სტანდარტული ინტრავასკულარული გამოყენებისთვის მაღალი ფიქსირებული დოზა დადგენილი არ არის. სიმპტომატური დოზის გადაჭარბება არ აღინიშნება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, თუ პაციენტს არ მიუღია 2 000 მგ/კგ სხეულის წონაზე რაოდენობა დროის შეზღუდულ მონაკვეთში. პროცედურის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანია თირკმლის ამტანობისათვის კონტრასტული საშუალების მაღალი დოზების მიმართ (t1/2 ~ 2 საათი). დოზის შემთხვევითი გადაჭარბება ყველაზე ხშირად მოსდევს კომპლექსურ ანგიოგრაფიულ პროცედურებს, ბავშვებში, განსაკუთრებით, როცა უკეთდებათ მაღალი კონცენტრაციის კონტრასტული საშუალების მრავლობითი ინექციები.
მითითებები კონტრასტული საშუალებით გამოწვეული შემთხვევების მართვის შესახებ
კონტრასტული საშუალების მიღების დროს, გართულებების გაჩენისთანავე, სწრაფი მოქმედებისთვის, მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყველა პრეპარატისა და ინსტრუმენტის, ასევე, მისაღები ზომების გამოცდილების ქონა.
რეკომენდირებულია შემდეგი პროცედურები:
ხსნადი მაღალდოზიანი კორტიკოსტეროიდის ინტრავენური ინექცია, მაგ., ნატრიუმ 6 ალფა-მეთილპრედნიზოლონი ნატრიუმის ჰემისუქცინატი, შემდეგი დოზით:
ნებისმიერ შემთხვევაში, 500 მგ-ის (250 მგ 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის) დაუყოვნებელი ინექცია, 2-3 წუთის განმავლობაში. სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში, გაზარდეთ დოზა შემდეგი 3-5 წუთით, სანამ ის არ მიაღწევს 30 მგ-ს კგ სხეულის წონაზე (მაგ., სულ 2 000 მგ 70 კგ სხეულის წონიანი პაციენტისთვის).
რეკომენდირებულია კანულის ან კათეტერის ვენაში ჩატოვება, სისხლძარღვოვან სისტემასთან სწრაფი წვდომისთვის. ზოგიერთი ექიმი არჩევს წინა მოცულობის ჩანაცვლებას (იხილეთ: „სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შოკი (კოლაფსი)“), კორტიკოსტეროიდების მიღებამდე ან მის პარალელურად.
დამატებითი ჟანგბადი, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა.
მისაღები ზომები დამოკიდებულია ძირითადი სიმპტომების შემდგომ განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატის აღნიშნული დოზები ვრცელდება მხოლოდ ზრდასრულებზე და, ამრიგად, ბავშვებში ის ასაკის მიხედვით უნდა შემცირდეს.
სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შოკი (კოლაფსი):
დაუყოვნებლივ მოათავსეთ პაციენტი შოკსაწინააღმდეგო მდგომარეობაში (თავი ქვევით, ხელები და ფეხები აწეულ მდგომარეობაში). პრეპარატების ნელი ინტრავენური ინექცია, რომლებიც მოქმედებენ სისხლის მიმოქცევაზე, პერიფერიული ეფექტით. პლაზმის მოცულობის ჩანაცვლება ანალოგიურით.
ნორეფინეფრინის ინფუზია მგ 500 მლ სითხეში (მაგ., ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი), დოზის რეგულირებით, მიღებული ეფექტის შესაბამისად, დაახლოებით, 10-20 წვეთი წუთში. პულსისა და არტერიული წნევის უწყვეტი კონტროლი.
გულის გაჩერება (ასისტოლია):
გულის ძლიერი არაპირდაპირი მასაჟი, ინტენსიურობის სწრაფი შემცირებით, გულმკერდის კედელზე, მკერდის ძვლის შუაში. თუ ეს არ იმოქმედებს, დაუყოვნებლივ გულის დამატებითი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა (პირი პირზე, ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია, თუ შესაძლებელია, ენდოტრაქეალური ინტუბაცია). 0,5 მგ ინტრაკარდიალური ორციპრენალინი, კარდიოსტიმულატორი. გულის სპონტანური, მაგრამ სუსტი შეკუმშვების დაწყებისას, ხდება 0,5-1,0 გ (10%-იანი ხსნარის 50-დან 10 მლ-მდე) კალციუმის გლუკონატის ინტრავენური გზით შეყვანა. ყურადღებით იყავით კალციუმთან საგულე გლიკოზიდის თერაპიაში.
ვენტრიკულარული ფიბრილაცია:
გულის ექსტრათორაკალური მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა, დაუყოვნებლივ. დეფიბრილაცია კარდიოდეფიბრილატორის მეშვეობით; საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მანევრი. თუ ეს არ იმოქმედებს ან დეფიბრილატორი არ არის, ხდება 0,5 გ პროკაინამიდის შეყვანა ინტრაკარდიალური გზით.
ჰიპოქსემიური აციდოზის პროფილაქტიკისთვის, რომელიც ხშირად ხდება გულის გაჩერების ან ვენტრიკულარული ფიბრილაციის დროს, ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი მიიღება ინტრავენური გზით (მაგ., 8,4%-იანის (1 მეკვ / მლ) 50 მლ), 5-10 წუთში ერთხელ.
სისხლის PH-ის კონტროლი.
ფილტვების შეშუპება:
არაჰემორაგიული სისხლის გამოშვება სფიგმომანომეტრის მანჟეტით. ზრდასრულებში, შესაძლებელია ჰემორაგიული სისხლის გამოშვება. სწრაფად მოქმედი შარდმდენი საშუალება, ინტრავენური გზით, ზრდასრულებში, 40%-იანი გლუკოზის ხსნარის 100 მლ ინფუზია, ოსმოდიურეზის გამოსაწვევად.
თუ პაციენტს ტომოგრაფია ჯერ არ ჩატარებია, ჩაუტარეთ სწრაფი დათვალიერება სათანადო გლიკოზიდით (მაგ., ზრდასრულებში, 1/8-დან ¼ მგ-მდე სტროფანტინი ინტრავენურად (ყურადღებით იყავით მიტრალური სარქვლის სტენოზის მიმართ)). სუნთქვა ზეწოლის ქვეშ, მაგრამ არა - შოკში.
თავის ტვინის სიმპტომები:
მოუსვენრობის მდგომარეობაში, უნდა მოხდეს ტრანკვილიზატორის მიღება (მაგ., დიაზეპამის), კუნთში, ან ნელა, ინტრავენური გზით; მღელვარების სერიოზულ შემთხვევებში, დამამშვიდებლები, შესაძლებელია 50 მგ პრომეტაზინთან კომბინაციაში, კუნთში. ორგანული წარმოშობის ტვინის კონვულსიის დროს, მიიღება 0,2-0,4 გ (კუნთში) ფენობარბიტალი; სერიოზული კრუნჩხვისას (ეპილეფსია), ხანმოკლე ზემოქმედების ნარკოტიკული ნივთიერების ინტრავენური ინექცია.
ალერგიის სიმპტომები:
სერიოზული ჭინჭრის ციებისას, კორტიკოსტეროიდების გარდა, უნდა მოხდეს ანტიჰისტამინური საშუალებისა და შესაძლებელია, კალციუმის შემცველი პრეპარატის ნელი ინტრავენური მიღება (ყურადღებით იყავით კალციუმთან საგულე გლიკოზიდის თერაპიაში).
ასთმური შეტევის მოსახსნელად, ძალიან ნელა შეიყვანეთ ვენაში ამინოფილინის პრეპარატი და, საჭიროების შემთხვევაში, 0,5 მგ ორციპრენალინი, ასვე ძალიან ნელა, ინტრავენური გზით; თუ ყია შეშუპდება, ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ., 50 მგ პრომეტაზინი) ნელა შეიყვანეთ ინტრავენური გზით. ზედა სასუნთქი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ტრაქეოტომია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა იოჰექსოლი
სხვა ინგრედიენტებია: ტრომეტამოლი, ნატრიუმ კალციუმის ედეტატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
როგორია იოჰექსოლ აიმაქსი და პაკეტის შიგთავსი
იოჰექსოლ აიმაქსი არის საინექციო ხსნარი და ხელმისაწვდომია ორი კონცენტრაციით:
იოჰექსოლ აიმაქსი 647 მგ/მლ, საინექციო ხსნარი - ტიპი I მინის ფლაკონები, 50 მლ და 100 მლ
იოჰექსოლ აიმაქსი 755 მგ/მლ, საინექციო ხსნარი - ტიპი I მინის ფლაკონები, 50 მლ და 100 მლ
ამ პროდუქტის ფლაკონები ხელმისაწვდომია 10-ცალიანი შეფუთვით.
ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვის თვალისა და ხელისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ კონტეინერი გარეთა მუყაოს კოლოფში, სინათლისგან დასაცავად.
მოარიდეთ რენტგენის სხივებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე. ვადის ამოწურვის თარიღად მითითებული თვის ბოლო დღე ითვლება.
კონტრასტული საშუალების ხსნარი უნდა გადმოიღოთ შპრიცში ან საინფუზიო ბოთლში, რომელიც შეერთებულია მოწყობილობასთან, უშუალოდ ანალიზის აღების წინ.
კონტრასტული საშუალების ხსნარების შემცველი ფლაკონები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა.
აუცილებლად გადაღვარეთ კონტრასტული საშუალების ხსნარის ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო სანაგვე საშუალებების მეშვეობით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ასეთი ქმედებები საჭიროა გარემოს დაცვისთვის.
- პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
წამლის ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
იოჰექსოლი
Iohexol
იოჰექსოლ აიმაქსი 647 მგ/მლ, საინექციო ხსნარი
იოჰექსოლ აიმაქსი 755 მგ/მლ, საინექციო ხსნარი
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ანოტაცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ანოტაცია. შესაძლოა, მისი წაკითხვა ისევ დაგჭირდეთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შესაძლოა, მათ ზიანი მიაყენოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც ანოტაციაში მითითებული არ არის.
რა არის ამ ანოტაციაში
- რა არის იოჰექსოლ აიმაქსი და რისთვის გამოიყენება ის
- რისი ცოდნა გჭირდებათ იოჰექსოლ აიმაქსის მიღებამდე
- როგორ გამოიყენება იოჰექსოლ აიმაქსი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ იოჰექსოლ აიმაქსი
- პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის იოჰექსოლ აიმაქსი და რისთვის გამოიყენება ის
ეს პრეპარატი არის მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის. იოჰექსოლ აიმაქსი არის არაიონური რადიოკონტრასტული ნივთიერება, რომლის მიღებაც შესაძლებელია ინტრავენური (ინექცია ვენაში), შიდაარტერიული (ინექცია არტერიებში) ან სუბარაქნოიდალური (ინექცია ზურგის ტვინის არხში - ძვლოვანი არხი ხერხემლის სიგრძის კვეთაზე) ინექციების საშუალებით.
იოჰექსოლ აიმაქსი გამოიყენება ზრდასრულებსა და ბავშვებში, კარდიოანგიოგრაფიაში, არტერიოგრაფიაში, ფლებოგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში (CT). წელის, გულმკერდის და ყელის მიელოგრაფია, ბაზალური ცისტერნის კომპიუტერული ტომოგრაფია, სუბარაქნოიდული ინექციის შემდგომ. ართროგრაფიაში, ენდოსკოპურ რეტროგრადულ პანკრეატოგრაფიაში (ERP), ენდოსკოპურ რეტროგრადულ პანკრეატოქოლანგიოგრაფიაში (ERCP), უროგრაფიაში, ჰერნიოგრაფიაში, ჰისტეროსალფინგოგრაფიაში (HSG), სიალოგრაფიაში, კუჭნაწლავის ტრაქტის გამოკვლევასა და სხეულის ღრუების ვიზუალიზაციაში.
- რისი ცოდნა გჭირდებათ იოჰექსოლ აიმაქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ იოჰექსოლ აიმაქსი:
თუ ხართ ალერგიული იოჰექსოლზე ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტებზე (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ გაქვთ აქტიური ჰიპერთიროიდიზმი (თირეოიდული ჰორმონების ჭარბი გამომუშავება).
ორსულობისას ან მწვავე პელვიოპერიტონიტის (ქალის სასქესო ორგანოების ანთება) დროს, არ უნდა ჩაიტაროთ რაიმე ტიპს ჰისტეროსალფინგოგრაფია (რენტგენული გამოკვლევა).
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
დაელაპარაკეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, იოჰექსოლ აიმაქსის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ იოჰექსოლ აიმაქსი:
ზოგადად, არაიონური მონომერული კონტრასტული საშუალებებისთვის:
თუ გაქვთ ალერგია, ასთმა ან გვერდითი რეაქცია იოდინირებულ კონტრასტულ საშუალებაზე, უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე. ასეთ შემთხვევაში, გამართლებულად ჩაითვლება კორტიკოსტეროიდების ან H1 და H2 ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტების პრემედიკაცია.
იოჰექსოლ აიმაქსის გამოყენებასთან დაკავშირებული მწვავე რეაქციები მინიმალურადაა მიჩნეული. თუმცა, იოდინირებულმა კონტრასტულმა საშუალებამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნებს.
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ადეკვატური ჰიდრაცია კონტრასტული საშუალების შეყვანამდე და მას შემდეგ. ეს ვრცელდება კონკრეტულად მრავლობითი კიბოს ან პლაზმის უჯრედების, შაქრიანი დიაბეტის, რენალური დისფუნქციის მქონე პაციენტებზე, ასევე, სკოლამდელი (1-დან 5 წლამდე), სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოხუცებზე. მცირეწლოვნები (1 წელს ქვემოთ) და განსაკუთრებით, ახალშობილები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან ელექტროლიტებისა და ჰემოდინამიკური დარღვევების მიმართ.
პრეპარატის მიღება ასევე დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს გულის სერიოზული დაავადებებისა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოდინამიკური ცვლილებები ან გულის რიტმის დარღვევა.
მწვავე ცერებრალური პათოლოგიის, სიმსივნის ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები უფრო მეტად მიდრეკილი არიან ინსულტისა და CVA - იფარქტისადმი და საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულები ასევე იმყოფებიან აპოპლექსიისა და ნერვულ სისტემაში რეაქციის მაღალი რისკის ქვეშ.
თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, კონტრასტული საშუალების მიღების შემდეგ, სპეციალური ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდათ თირკმლის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი, რადგან ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პარაპროტეინემიის (მიელომატოზი და ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია - პლაზმის უჯრედების კიბო) მქონე პაციენტები ასევე რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
ლაქტოაციდოზის (რძემჟავის დაგროვება სისხლში, რაც სისხლში მჟავიანობის გაზრდას იწვევს) თავიდან ასაცილებლად, უნდა განისაზღვროს შრატში კრეატინინის (მოლეკულა, რომელიც იძლევა თირკმლის ფუნქციის შეფასების საშუალებას) დონე, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მეტფორმინით, იოდინირებული კონტრასტული საშუალების ინტრავენურ ან შიდაარტერიულ შეყვანამდე. თუ შრატში კრეატინინის დონე/თირკმლის ფუნქცია ნორმალურია, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს კონტრასტული საშუალების მიღებისას და გაგრძელდეს მხოლოდ 48 საათის შემდეგ, ან როცა თირკმლის ფუნქცია/შრატში კრეატინინის დონე კვლავ ნორმაში ჩადგება. თუ შრატში კრეატინინის დონე/თირკმლის ფუნქცია ნორმაში არ არის, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს და კონტრასტული საშუალების მიღება 48 საათით შეყოვნდეს. მეტფორმინის მიღება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მაშინ, როცა თირკმლის ფუნქცია/შრატში კრეატინინის დონე დასტაბილურდება. გადაუდებელ შემთხვევებში, როცა თირკმლის ფუნქცია შეცვლილია ან უცნობია, ექიმებს უნდა ჰქონდეთ წვდომა კონტრასტული საშუალებით კვლევის რისკთან/სარგებელთან და მიიღონ შემდეგი უსაფრთხოების ზომები: მეტფორმინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, მოხდეს პაციენტის ჰიდრაცია, თვალყური ადევნოს თირკმლის ფუნქციას და ჩატარდეს პაციენტის უწყვეტი გამოკვლევა, ლაქტოციდოზის სიმპტომების აღმოსაჩენად.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის სერიოზული მოშლილობის მქონე პაციენტებში, რადგან მათში კონტრასტული საშუალებისგან გაწმენდა, შესაძლოა, სერიოზულად შეყოვნდეს. დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა შესაძლოა მიიღონ კონტრასტული საშუალება რადიოლოგიური გამოკვლევებისთვის.
კონტრასტული საშუალებების მიღებასა და დიალიზის პროცედურას შორის დროის ინტერვალის გათვალისწინება საჭირო არ არის.
იოდინირებული კონტრასტული საშუალების მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს მძიმე მიასთენიის (კუნთების დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების არანორმალურად სწრაფ დაღლილობას) სიმპტომები. ფეოქრომოციტომით (თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედების სიმსივნე) დაავადებული პაციენტები ექვემდებარებიან ინტერვენციულ პროცედურას იოდინირებული კონტრასტული საშუალებით, პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ალფა-ბლოკატორებით, ჰიპერტონიული კრიზის (სისხლის მაღალი წნევა) განვითარების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ჰიპერთირეოზით (ფარისებრი ჯირკვლის მოქმედების გაძლიერება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მადის მომატება, წონაში კლება ან ოფლიანობა) დაავადებულ პაციენტებში. მრავალკვანძოვანი ჩიყვის (დაავადება, როცა ფარისებრი ჯირკვალი დიდდება და კვანძებს წარმოქმნის) მქონე პაციენტები შეიძლება იყონ ჰიპერთიროიდიზმის განვითარების რისკის ქვეშ, იოდინირებული კონტრასტული საშუალების ინექციის შემდეგ. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტრანზიტორული ჰიპერთიროიდიზმის (დაბალაქტიური ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და წონაში მატება) შესაძლებლობა, დღენაკლულ ახალშობილებში, რომლებსაც კონტრასტული საშუალება გაუკეთდებათ.
კონტრასტული საშუალებით გამოწვეული სისხლჩაქცევა შეიძლება იშვიათად განვითარდეს და გამოიწვიოს ადგილობრივი ტკივილი და შეშუპება, რომელიც, ჩვეულებრივ, გართულებების გარეშე ლაგდება. თუმცა, შესაძლოა, განვითარდეს ანთება და ქსოვილის ნეკროზი (ქსოვილის კვდომა). სისხლჩაქცევის შემთხვევაში, რეკომენდირებულია დაზიანებული მონაკვეთის აწევა და გაგრილება, როგორც აპრობირებული საშუალება. შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული დეკომპრესია, კომპარტმენტ სინდრომის შემთხვევაში.
სხვა პრეპარატები და იოჰექსოლ აიმაქსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო პერიოდში მიგიღიათ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
იოდინირებული კონტრასტული საშუალების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დროებითი მოშლილობა, რამაც შეიძლება მოახდინოს ლაქტოაციდოზის პროვოცირება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მეტფორმინს (იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
შეყოვნებული რეაქციების ზრდა (გრიპისებრი სიმპტომები ან კანის რეაქცია) დაკავშირებულია თავდაპირველ მკურნალობასთან ინტერლეიკინი-2-ით.
ყველა იოდინირებულმა კონტრასტულმა საშუალებამ შეიძლება დააბრკოლოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლის ტესტები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია), რადგან ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის გამომუშავების შესაძლებლობა, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში შემცირდეს.
კონტრასტული საშუალების მაღალმა კონცენტრაციამ შრატსა და შარდში შეიძლება დააბრკოლოს ბილირუბინის, ცილებისა თუ არაორგანული ნივთიერებების (მაგ., რკინა, სპილენძი, კალციუმი და ფოსფატი) ლაბორატორიული ანალიზები. ამიტომ, ამ ნივთიერებების მიღება ანალიზის დღეს არ უნდა მოხდეს.
იოჰექსოლ აიმაქსი საკვებსა და სასმელთან
მუცლის ღრუს ანგიოგრაფიასა და უროგრაფიაში, საუკეთესო რადიოგრაფის მიღება შესაძლებელია მაშინ, როცა ნაწლავი ფეკალური მასებისა და გაზებისგან თავისუფალია. ამრიგად, გამოკვლევამდე 24 საათით ადრე, თავი უნდა შეიკავოთ მეტეორიზმის გამომწვევი საკვებისგან, კერძოდ, ბოსტნეულის, სალათების, ხილის, შავი ან ახლადგამომცხვარი პურისა და ყველანაირი ნედლი ბოსტნეულისგან.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ გაქვთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს, თავიდან უნდა აიცილოთ რადიაციული ზემოქმედება; ნებისმიერი რადიოლოგიური გამოკვლევის, კონტრასტული საშუალებებითა თუ მათ გარეშე, სარგებელი შესაძლო რისკებს ყურადღებით უნდა შეადაროთ. ამრიგად, ეს პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობისას, თუ სარგებელი არ აჭარბებს რისკს და მას აუცილებლად არ მიიჩნევს ექიმი.
ლაქტაციის გაგრძელება შესაძლებელია ჩვეულებრივად, როცა დედა ჩაიტარებს რადიოლოგიურ გამოკვლევას, კონტრასტული საშუალების გამოყენებით.
მანქანის მართვა და მოწყობილობების გამოყენება
მანქანის ან მოწყობილობების მართვა არ არის რეკომენდებული 24 საათის განმავლობაში, ინტრატეკალური პროცედურის შემდეგ.
- როგორ გამოვიყენოთ იოჰექსოლ აიმაქსი
ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე გამოიყენეთ, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაფერის დოზას.
გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, როცა პაციენტი არის უზმო მდგომარეობაში, მაგრამ მიღებული აქვს სათანადო რაოდენობით წყალი.
გამოკვლევის წინა დღეს, ვახშმის მიღება უნდა მოხდეს საღამოს 6 სთ-მდე. გარდა ამისა, კარგი იქნება საფაღარათო საშუალების მიღება, გამოკვლევის წინა ღამეს.
თუმცა, ახალშობილები და მცირეწლოვნები არ არც ექვემდებარებიან საკვების ხანგრძლივი დროით მიუღებლობას და არც საფაღარათო საშუალების მიღებას, გამოკვლევის ჩატარებამდე.
იოჰექსოლ აიმაქსის მიღება ხდება ინტრავენური, შიდაარტერიული ან ინტრატეკალური გზით, ან სხეულის ღრუებში.
თუ მოიხმართ ნორმაზე მეტ იოჰექსოლ აიმაქსს
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა უნდა აღადგინოს ჰიდროელექტროლიტური ბალანსი. თვალ-ყური უნდა მიედევნოს თირკმლის ფუნქციას მომდევნო 3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ჰემოდიალიზის გამოყენება, ზედმეტი კონტრასტული საშუალებისგან გასასუფთავებლად. კონკრეტული ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ იოჰექსოლ აიმაქსის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ ემართება.
თუ, იოჰექსოლის მიღებისას, გაქვთ ალერგიული რეაქცია, როცა საავადმყოფოში ან კლინიკაში იმყოფებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ხრიალი, სუნთქვის გაძნელება ან დაძაბულობა ან ტკივილი მკერდის არეში
კანზე გამონაყარი, შეშუპება, ქავილი, ბუშტუკები კანზე და პირის ღრუში, ან ალერგიის სხვა სიმპტომები
სახის შეშუპება
თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (რაც გამოწვეულია სისხლის დაბალი წნევით)
კანის მწვავე რეაქციები, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყრის ჩათვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაც თავდაპირველად ჩნდება, როგორც მოწითალო ადგილები ან მრგვალი ლაქები, ხშირ შემთხვევაში, შუაში ბუშტუკებით.
დამატებითი სიმპტომები მოიცავს წყლულებს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტს (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ გამონაყარს კანზე ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს ფართო მონაკვეთზე გავრცელებულ ბუშტუკებსა და კანის აქერცვლაში. თუ იოჰექსოლის მოხმარების გამო სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი განგივითარდათ, ეს პრეპარატი აღარასოდეს უნდა მიიღოთ.
ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იოჰექსოლის მიღებიდან რამდენიმე საათში ან დღეში. თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საავადმყოფოდან ან კლინიკიდან თქვენი წასვლის შემდეგ, პირდაპირ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განგივითარდეთ, ჩამოთვლილია ქვემოთ; ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რატომ მიიღეთ იოჰექსოლი. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ ზუსტად არ იცით, როგორ მიიღეთ იოჰექსოლი.
ძირითადი
(ვრცელდება იოჰექსოლის ყველანაირ გამოყენებაზე)
გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 100-დან
სიცხის შეგრძნება
ნაკლებად გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 1 000-დან
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)
იშვიათი: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 10 000-დან
ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქციები
გულის რიტმის შენელება
თავის ტკივილი, ღებინება, ცხელება
ძალიან იშვიათი: ემართება 1-ზე ნაკლებ მომხმარებელს, 10 000-დან
მომენტალური ცვლილება გემოს შეგრძნებაში
სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა, კანკალი (ციება)
დიარეა, ტკივილი მუცლის არეში
უცნობი: სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია
ალერგიული რეაქცია, მძიმე ალერგიული რეაქციის ჩათვლით, რომელიც იწვევს შოკსა და კოლაფსს, სხვა სიმპტომებისთვის, იხილეთ ზემოთ მოცემული ალერგიული რეაქციები.
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და სისუსტე (ტკივილი)
არტერიასა ან ვენაში ინექციის შემდეგ
ნაკლებად გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 1 000-დან
ტკივილი და დისკომფორტი
იშვიათი: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 10 000-დან
დიარეა
გულის რიტმის დარღვევა
თირკმლის პრობლემები
ხველება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი
თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათი: ემართება 1-ზე ნაკლებ მომხმარებელს, 10 000-დან
კრუნჩხვები, გონების დაბინდვა, შეგრძნებების დარღვევა (როგორიცაა, შეხება), კანკალი
ჰიპერემია
სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის სერიოზული გაძნელების ჩათვლით, ფილტვებში სითხის დაგროვების გამო
ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა (ენცეფალოპათია), მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვის, კომისა და გაშეშების („ძილიანობის მდგომარეობა“), მიოკარდის ინფარქტის ჩათვლით
უცნობი: სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია
კანის სერიოზული რეაქციები
დაბნეულობა, ორიენტაციის დაკარგვა
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა (სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე, რაც იწვევს სიმპტომების სახესხვაობას, როგორიცაა, მაგალითად, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, მოუსვენრობა), მოკლევადიანი დაბალაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლილობა, რომელიც, მოგვიანებით, კვლავ ნორმაში დგება. ჩვეულებრივ, სიმპტომები ხილული არ არის)
მოძრაობის გაძნელება რამდენიმე ხნით
მეტყველების მოშლილობები, აფაზიის (მეტყველების დაკარგვა), დიზართრიის (სიტყვების წარმოთქმის გაძნელება) ჩათვლით
ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაქვეითება
ტკივილი მკერდის არეში, გულის პრობლემები, გულის გაჩერების ჩათვლით
მოჭერა მკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება, პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) ანთების გაუარესება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც ჭამისას ძლიერდება.
ვენების ტკივილი და შეშუპება, სისხლის შედედება (თრომბოზი)
სახსრების ტკივილი, ინექციის ადგილის რეაქცია, ზურგის ტკივილი
ასთმური შეტევა
ფსორიაზის პროვოცირება
ხერხემალში ინექციის შემდეგ
ძალიან გავრცელებული: ემართება 1-ზე მეტ მომხმარებელს, 10-დან
თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ძლიერი და ხანგრძლივი)
გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 100-დან
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება
ნაკლებად გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 1 000-დან
მემბრანების ანთება, რომლებიც გარს ერტყმის თავის ტვინსა და ზურგის ტვინს
იშვიათი: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 10 000-დან
კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, დიარეა
ტკივილი მკლავებსა ან ფეხებში, ტკივილი კისრის არეში
უცნობი: სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია
თავის ტვინის პათოლოგიური ელექტრო აქტივობა ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევის დროს
მკვეთრი სინათლის აუტანლობა, კისრის გაშეშება
მოძრაობის გაძნელება რამდენიმე ხნით, დაბნეულობა
შეგრძნებების დარღვევა (როგორიცაა, შეხება), ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაქვეითება
მოჭერის შეგრძნება, კუნთების შეკუმშვა (სპაზმები), ინექციის ადგილის რეაქცია
ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა (ენცეფალოპათია), მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვის, კომისა და გაშეშების („ძილიანობის მდგომარეობა“) ჩათვლით
სხეულის ღრუებში (როგორიცაა, საშვილოსნო და საკვერცხის მილები, ნაღვლის ბუშტი და პანკრეასი ან თიაქარი) გამოყენების შემდეგ
ძალიან გავრცელებული: ემართება 1-ზე მეტ მომხმარებელს, 10-დან
ტკივილი მუცლის არეში
გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 100-დან
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) ანთება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც ჭამისას ძლიერდება.
პანკრეასის ჯირკვლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერების არანორმალური რაოდენობა, რაც ლაბორატორიული გამოკვლევით დგინდება
უცნობი: სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია
ტკივილი
სახსრებში ინექციის შემდეგ
ძალიან გავრცელებული: ემართება 1-ზე მეტ მომხმარებელს, 10-დან
ტკივილი ინექციის ადგილზე
უცნობი: სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია
სახსრის ანთება
პერორალურად მიღების შემდეგ
ძალიან გავრცელებული: ემართება 1-ზე მეტ მომხმარებელს, 10-დან
დიარეა
გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 100-დან
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება
ნაკლებად გავრცელებული: ემართება 1-დან 10-მდე მომხმარებელს, 1 000-დან
ტკივილი მუცლის არეში
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში:
ხანმოკლე დაბალაქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ტრანზიტორული ჰიპერთიროიდიზმი) გამოვლინდა დღენაკლულ ახალშობილებში, ჩვილებსა და სხვა ბავშვებში, ომნიპაკის მიღების შემდეგ. დღენაკლული ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის ზემოქმედების მიმართ. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს ახალშობილებში მათი დაბადების პირველ კვირას, ორსულობისას დედის მიერ იოდინირებული კონტრასტული საშუალების მიღების შემდეგ. ფარისებრი ჯი რკვლის ფუნქციის ხელახალი შემოწმება რეკომენდირებულია 2-დან 6 კვირამდე ასაკში, განსაკუთრებით, დაბალწონიან ახალშობილებსა და დღენაკლულ ახალშობილებში.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი მოვლენების არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში მითითებული არ არის. ასევე შეგიძლიათ, გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობოთ უშუალოდ Infarmed, I.P.-ს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მეტად ინფორმირებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
INFRAMED, I.P.
წამლის სააგენტო
ლისაბონის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ბრაზილისს გამზირი 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 71 40
ფაქსი: 351 21 798 73 97
ინტერნეტ საიტის მისამართი: http://extranet.inframed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage
ელ-ფოსტა: [email protected]
- როგორ შევინახოთ იოჰექსოლ აიმაქსი
შეინახეთ პრეპარატი ბავშვის თვალისა და ხელისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ კონტეინერი გარეთა მუყაოს კოლოფში, სინათლისგან დასაცავად.
მოარიდეთ რენტგენის სხივებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე. ვადის ამოწურვის თარიღად მითითებული თვის ბოლო დღე ითვლება.
კონტრასტული საშუალების ხსნარი უნდა გადმოიღოთ შპრიცში ან საინფუზიო ბოთლში, რომელიც შეერთებულია მოწყობილობასთან, უშუალოდ ანალიზის აღების წინ.
კონტრასტული საშუალების ხსნარების შემცველი ფლაკონები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა.
აუცილებლად გადაღვარეთ კონტრასტული საშუალების ხსნარის ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო სანაგვე საშუალებების მეშვეობით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ასეთი ქმედებები საჭიროა გარემოს დაცვისთვის.
- პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იოჰექსოლ აიმაქსი
აქტიური ნივთიერებაა იოჰექსოლი
სხვა ინგრედიენტებია: ტრომეტამოლი, ნატრიუმ კალციუმის ედეტატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
როგორია იოჰექსოლ აიმაქსი და პაკეტის შიგთავსი
იოჰექსოლ აიმაქსი არის საინექციო ხსნარი და ხელმისაწვდომია ორი კონცენტრაციით:
იოჰექსოლ აიმაქსი 647 მგ/მლ, საინექციო ხსნარი - ტიპი I მინის ფლაკონები, 50 მლ და 100 მლ
იოჰექსოლ აიმაქსი 755 მგ/მლ, საინექციო ხსნარი - ტიპი I მინის ფლაკონები, 50 მლ და 100 მლ
ამ პროდუქტის ფლაკონები ხელმისაწვდომია 10-ცალიანი შეფუთვით.
ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
IMAX DIAGNOSTIC IMAGING LIMITED
Laughbeg, Rigaskiddy
Co. Cork ირლანდია
ფრეზენიუს კაბი ავსტრია გმბჰ (გრაცი)
ჰაფნერშტრაბე 36, A-8055 გრაცი, ავსტრია
ინფორმაცია მედიცინის მუშაკებისთვის
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მედიცინის მუშაკებისთვის:
სპეციალური უსაფრთხოების ზომები
იოდინირებულმა კონტრასტულმა საშუალებამ შესაძლოა მოახდინოს ანაფილაქტოიდური რეაქციის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებების პროვოცირება. ამიტომ, წინასწარ უნდა დაიგეგმოს მოქმედების მეთოდები, საჭირო პრეპარატებითა და მოწყობილობით, რომლებიც ხელმისაწვდომია დაუყოვნებელი მკურნალობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულ რეაქციას ექნება ადგილი. რეკომენდირებულია, ყოველთვის გამოიყენოთ მუდმივი კანულა ან კათეტერი, სწრაფი ინტრავენური წვდომისთვის, რენტგენის მთელი პროცედურის განმავლობაში.
არაიონურ კონტრასტულ საშუალებას უფრო ნაკლები ეფექტი აქვს ინ ვიტრო კოაგულაციაზე, ვიდრე - იონურ კონტრასტულ საშუალებას. ვასკულარული კათეტერიზაციის პროცედურის შესრულებისას, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ანგიოგრაფიულ ტექნიკას და კათეტერი ხშირად გაირეცხოს (მაგალითად, ჰეპარინიზირებული ხსნარით), პროცედურასთან დაკავშირებული თრომბოზისა და ემბოლიის თავიდან ასაცილებლად.
პრევენციული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:
მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიკაცია
ადეკვატური ჰიდრაციის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, ინტრავენური ინფუზიის შენარჩუნებით, პროცედურამდე, სანამ კონტრასტული საშუალება თირკმელების მეშვეობით არ გაიწმინდება.
თირკმელში დამატებითი დაჭიმულობის თავიდან აცილება, ნეფროტოქსიკური წამლების, პერორალური ქოლეცისტოგრაფიული ნივთიერებების, არტერიების მოჭერის, თირკმელების არტერიების ანგიოპლასტიკის ან სერიოზული ქირურგიული ჩარევის ფორმით, კონტრასტული საშუალების გაწმენდამდე.
კონტრასტული საშუალებით განმეორებითი გამოკვლევის გადადება, სანამ თირკმლის ფუნქცია გამოკვლევამდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება.
დაკვირვების დრო
პაციენტი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში, ბოლო ინექციის შემდეგ, რადგან სერიოზული რეაქციების უმრავლესობა ამ დროს ხდება. თუმცა, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დაგვიანებულ რეაქციებსაც.
ინტრატეკალური გზით მიღება: მიელოგრაფიის შემდეგ, პაციენტი უნდა დაწვეს და თავი და მკერდი აწეული ჰქონდეს 20°-ით, ერთი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, შესაძლებელია მისი ფრთხილად გადაადგილება, დაბლა დახრის გარეშე. მწოლიარე მდგომარეობაში დარჩენის შემთხვევაში, თავი და მკერდი აწეული უნდა იყოს პირველი 6 საათის განმავლობაში. პაციენტები, რომელთაც, სავარაუდოდ, კრუნჩხვის დაბალი ზღვარი აქვთ, ამ პერიოდის განმავლობაში, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ამბულატორიული პაციენტები სრულიად მარტო არ უნდა დარჩნენ, პირველი 24 საათის განმავლობაში.
გამოყენების რეჟიმი
ძირითადი პრინციპები
იოჰექსოლ აიმაქსის ხსნარი უნდა გადმოიღოთ შპრიცში ან საინფუზიო ბოთლში, რომელიც შეერთებულია მოწყობილობასთან, უშუალოდ ანალიზის აღების წინ. რეზინის საცობს მხოლოდ ერთხელ უნდა უჩხვლიტოთ. რეზინის საცობზე ჩხვლეტისა და კონტრასტული საშუალების ამოღებისთვის რეკომენდირებულია კანულის გამოყენება, გრძელი ჭრილით, რომლის მაქსიმალური დიამეტრია 18 G. კონტრასტული საშუალების კვლევაში გამოუყენებელი ნაწილი აუცილებლად უნდა გადაღვაროთ.
სითხისა და ელექტროლიტური მეტაბოლიზმის დარღვევების მკურნალობა წინასწარ უნდა მოხდეს. ეს რეკომენდაცია გამიზნულია კონკრეტულად იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დეჰიდრაციის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მღელვარების, მოუსვენრობისა და ტკივილის გამოხატული მდგომარეობა შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენების მიზეზი ან შესაძლოა გააძლიეროს კონტრასტულ საშუალებასთან დაკავშირებული რეაქციები. ამ მოვლენების აღკვეთა შესაძლებელია პაციენტის დამშვიდებით და შესაბამისი პრეპარატების გამოყენებით.
გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია 0,2 გ ფენობარბიტალ IM-ის ტრანკვილიზატორის სახით მიღება, განსაკუთრებულად ნერვიული პაციენტებისთვის. პროფილაქტიკური ეფექტი დაახლოებით 8-დან 12 საათამდე გრძელდება. წვრილი ნემსების გამოყენების შემთხვევაში, ადგილობრივი ანესთეზია საჭირო არ არის. თუ გამოიყენება ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, მას დიარეის საწინააღმდეგო ეფექტი არ ექნება.
სუბარაქნოიდული სივრცის, განსაკუთრებით ზედა მონაკვეთების ნებისმიერი გამოკვლევის შემდეგ, კონტრასტული საშუალების რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გადადინება უნდა მოხდეს წელის არეში, რაც მიიღწევა პაციენტის მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნით, რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ, პაციენტი უნდა იწვეს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; პირველი 6 საათი უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო საწოლის თავი აწეული უნდა იყოს 15°-ით.
პაციენტებში, რომელთა მღელვარების ზღვარიც შემცირებულია, აუცილებელია მკაცრი მეთვალყურეობა 8 საათის განმავლობაში.
თუ შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს კონტრასტული საშუალების ინტრავასკულარული მიღება, მწოლიარე პაციენტებში, რომლებიც მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩნენ მიღებიდან არანაკლებ 30 წუთისა, რადგან, გამოცდილების მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდში ხდება.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი კონტრასტული საშუალების მიმართ ამტანობა გაუმჯობესებულია.
მუცლის ღრუს ანგიოგრაფიასა და უროგრაფიაში, საუკეთესო რადიოგრაფის მიღება შესაძლებელია მაშინ, როცა ნაწლავი ფეკალური მასებისა და გაზებისგან თავისუფალია.
არაიონური კონტრასტული საშუალების მახასიათებლებს ძალიან დაბალი გავლენა აქვს ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციებზე. ამ ფაქტის გამო, არაიონურ კონტრასტულ საშუალებას უფრო ნაკლები ინ ვიტრო ანტიკოაგულაციური ეფექტი აქვს, ვიდრე - იონურ კონტრასტულ საშუალებას.
ამ მიზეზით, კონტაქტის დრო სისხლსა და კონტრასტულ საშუალებას შორის, შპრიცებსა და ზონდებში, უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, ანგიოგრაფიული ტექნიკა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩატარდეს და გამოყენებული კათეტერები ხშირად უნდა დასველდეს ფიზიოლოგიურ ხსნარში (რიგ შემთხვევებში, ჰეპარინის დამატებით), რათა რაც შეიძლება მეტად შემცირდეს ამ მეთოდთან დაკავშირებული თრომბოემბოლიის რისკი.
დოზირება და მიღების მეთოდი
დოზები უნდა დარეგულირდეს გავრცელების სფეროებში და შემდეგი მითითებების მიხედვით:
მიელოგრაფია
კონტრასტული საშუალების კონცენტრაცია და მოცულობა დიდწილად დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპზე. თუ ხელმისაწვდომი მოწყობილობა იძლევა გამოსახულების მიღების საშუალებას, ყველა საჭირო პროექციაში, პაციენტის მდებარეობის შეცვლის გარეშე და იძლევა მცირე დოზებით შეყვანის საშუალებას, ტელერენტგენოლოგიური კონტროლით, საკმარისი იქნება იოდის უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოყენება, თითოეულ კონკრეტულ ინტერვალში და უფრო დაბალი მოცულობებით.
უფრო მაღალი კონცენტრაციები ნაჩვენებია, თუ საჭიროა პაციენტის მდებარეობის შეცვლა მიელოგრაფიის დროს, რადგან კონტრასტული საშუალება უფრო სწრაფად იხსნება არეულობის შედეგად, რაც აუარესებს შეწოვას.
დოზირების შემდეგი რეკომენდაციები ჩამოყალიბებულია, როგორც ძირითადი სტანდარტები. ეჭვის შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ უფრო მაღალი კონცენტრაციები და არა - უფრო მაღალი მოცულობა.
მკერდისა და კისრის მიელოგრაფია:
8-დან 10 მლ-მდე იოჰექსოლ აიმაქსი 647 მგ/მლ, 300 მგ I/მლ-ის ექვივალენტი (არაუმეტეს 3 გ. იოდის შეყვანა სუბარაქნოიდულ სივრცეში).
შესაძლებელია უფრო მაღალი კონცენტრაციის გამოყენება, კონკრეტული საკითხების განსამარტავად, მაგრამ რეკომენდირებული არ არის ხსნარების გამოყენება 300 მგ I/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით, სუბარაქნოიდულ სივრცეში. ამ ადგილას, მისი მთლიანი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 3 გ იოდს (ე.ი., 10 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 300 მგ I/მლ-ს).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
რაც მეტს მოძრაობს პაციენტი და ხარჯავს ძალისხმევას, პრეპარატის მიღების შემდეგ, მით უფრო სწრაფად შეერევა კონტრასტული ნივთიერება ზურგის ტვინის სითხეს სხვა ადგილებზე, რომელთა გამოკვლევის ინტერესიც არ არსებობს. შედეგად, კონტრასტული სიმკვრივე ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მცირდება.
ანგიოგრაფია
შემდეგი ცხრილი მოიცავს შეთავაზებებს კონტრასტული საშუალების კონცენტრაციის შერჩევისთვის. დოზირება დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, გულის ფუნქციონალურ მდგომარეობასა და პაციენტის საერთო მდგომარეობაზე, კლინიკურ პრობლემაზე, გამოკვლევის ტექნიკასა და ხასიათზე და სისხლძარღვების გამოსაკვლევი მონაკვეთის მოცულობაზე.
იოდის კონცენტრაცია (მგI/მლ)*
თავის ტვინის ანგიოგრაფია
აორტის რკალის ანგიოგრაფია
მხრის რეტროგრადული ანგიოგრაფია
სელექტიური ანგიოგრაფია
300 (350)
300 (350)
300
მკერდის ანგიოგრაფია
მკერდის აორტოგრაფია
ანგიოკარდიოგრაფია
ზრდასრულები
ბავშვები
300/350
350
300/350
მუცლის ღრუს ანგიოგრაფია
მუცლის ღრუს ანგიოგრაფია
სისხლძარღვთა სელექტიური ვიზუალიზაცია
300/350
300 (350)
კიდურების ანგიოგრაფია
ზედა კიდური
არტერიოგრაფია
ვენოგრაფია
ქვედა კიდური
არტერიოგრაფია
მენჯის ვენოგრაფია - ფეხის ხედა ნაწილი
300
300
300
300
იოჰექსოლ აიმაქსი 647 მგ/მლ შეესაბამება 300 მგ I/მლ-ს; იოჰექსოლ აიმაქსი 755 მგ/მლ შეესაბამება 350 მგ I/მლ-ს.
ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია (DSA)
მსხვილი სისხლძარღვების, ფილტვის არტერიების, კისრის, თავის, თირკმელებისა და კიდურების არტერიების მაღალი კონტრასტული ჩვენებისთვის, ეს რეკომენდირებულია იონური კონტრასტული საშუალების შეყვანის გამოცდილებაზე დაყრდნობით, 647 მგ/მლ / 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსის ინტრავენური ბოლუსური ინექცია 30-დან 60 მლ-მდე (სითხის ნაკადის ინტენსიურობა: 8-12 მლ/წმ იდაყვის შუა ვენაში; 10-20 მლ/წმ ღრუ ვენაში). დროის პერიოდი, რომელშიც კონტრასტული მედია ვენის კედლებთან არის კავშირში, შეიძლება შემცირდეს 20-დან 40 მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის დაუყოვნებლივ შეყვანით, ბოლუსური ინექციის სახით. შიდაარტერიული ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია მოითხოვს იოდის უფრო დაბალ მოცულობებსა და დაბალ კონცენტრაციებს, ინტრავენურ ტექნიკასთან შედარებით.
რაც უფრო სელექტიურია ანგიოგრაფია, მით უფრო მცირე შეიძლება იყოს კონტრასტული საშუალების დოზა. ამრიგად, ეს მეთოდი რეკომენდირებულია პაციენტებში, რომელთაც თირკმლის უკმარისობა აწუხებთ. კონცენტრაციის სიდიდე, მოცულობა და ბოლუსის ნაკადი, სტანდარტულ ანგიოგრაფიაში, შეიძლება შემცირდეს ინტრაარტერიული ASD-ის დროს.
ინტრავენური უროგრაფია
რადგან იოჰექსოლ აიმაქსს მხოლოდ მინიმალური ოსმოდიურეტიკული ეფექტი აქვს, მიღებულია კონტრასტული საშუალების შარდის მაღალი კონცენტრაცია, რაც იწვევს მაღალ დონეებს, განსაკუთრებით, თირკმლის მენჯსა და თირკმლის თას-მენჯის სისტემაში.
ზრდასრულები
ზრდასრულ პაციენტებში, ნორმალური წონით, უნდა მოხდეს 647 მგ/მლ / 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსის დოზის მიღება არანაკლებ 50 მლ-ის ოდენობით.
დოზის გაზრდა შესაძლებელია, თუ საჭიროდ ჩაითვლება, სპეციალურ პირობებში.
ბავშვები
რადგან ბავშვების თირკმელების მოუმწიფებელ ნეფრონებს ფიზიოლოგიურად დაბალი კონცენტრაციის შესაძლებლობა აქვთ, საჭიროა კონტრასტული საშუალებების შედარებით მაღალი დოზები.
ძირითადად, საჭირო არ არის 1,2 გ იოდი/კგ სხეულის წონაზე მეტი, ახალშობილებში, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში - 0,5 გ იოდი/კგ-ზე მეტი დოზის მიღება.
ყველაზე შესაფერისი დრო გამოსახულების მისაღებად
647 მგ/მლ / 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსის დოზის 50 მლ-ის ოდენობით მიღებიდან 1-2 წუთში, თირკმლის პარენქიმის შესანიშნავი გამოსახულება მიიღება, 3-დან 5 წუთამდე პერიოდში, და თირკმლის თასისა და საშარდე გზების - 8-დან 15 წუთამდე პერიოდში, მიღების დაწყებიდან. დროის პირველი წერტილის არჩევა უნდა მოხდეს უფრო ახალგაზრდა პაციენტებისთვის, ხოლო უკანასკნელის - უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის.
ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, პირველი გამოსახულების გადაღება რეკომენდირებულია კონტრასტული საშუალების მიღებიდან 2-3 წუთის შემდეგ.
მცირე კონტრასტისთვის საჭიროა გამოსახულების მოგვიანებით გადაღება.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
თავის ქალის CT
იოჰექსოლ აიმაქსი ნაჩვენებია კონტრასტის გასაძლიერებლად თავის ქალის CT-ში, სიმსივნეებისა და მეტასტაზების დროს.
დოზა შეადგენს 1,0 მლ-ს, მაქსიმუმ 2,0 მლ/კგ სხეულის წონაზე, 647 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსისთვის და 1,0 მლ-ს 1,5 მლ/კგ სხეულის წონაზე, 755 მგ/მლ იოჰექსოლ აიმაქსისთვის; ის ჩვეულებრივ მიიღება ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის გზით, 2-6 წუთი.
გამოსახულების გარჩევის დაწყება (რეგისტრაცია)
წუთების რაოდენობა პრეპარატის მიღების დასრულებიდან
არტერიოვენოზური სისხლძარღვების დეფორმირება, ანევრიზმები და სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიური პროცესები
დაუყოვნებლივ და 5 წუთამდე პერიოდში
სისხლძარღვების სიმსივნე
5 წუთამდე ან ოდნავ მოგვიანებით
ნაკლებად ვასკულარიზირებული ადგილების დაზიანებები
10-დან 15 წუთამდე
დროში განსხვავებულობა იწვევს კონტრასტული საშუალების სისხლში პიკის მიღწევას, მიღებისთანავე, და იცვლება მაქსიმალური კონცენტრაციის დროები, შესაბამის პათოლოგიურად შეცვლილ ქსოვილებში.
რეკომენდირებულია 100 მლ-ის მიღება, ორ ეტაპად (50 მლ 3 წუთში, დანარჩენი - 7 წუთში), ნელი მოწყობილობით, რადგან ეს პროცედურა იწვევს შედარებით მუდმივ სისხლის დონეს, თუმცა, არა - მაქსიმალურად. გამოკვლევა იწყება მიღების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ.
მთელი სხეულის CT
მთელი სხეულის CT-ის შემთხვევაში, კონტრასტული საშუალების საჭირო დოზები და მიღების მასშტაბი დამოკიდებულია გამოსაკვლევ ორგანოებზე, პრობლემის დიაგნოზსა და, განსაკუთრებით, გამოკვლევის განსხვავებულ დროსა და გამოყენებული მოწყობილობის გამოსახულების რეკონსტრუქციაზე. ინფუზია უნდა გაკეთდეს ნელი მოწყობილობის გამოყენებისას, ხოლო ბოლუსური ინექცია გამოიყენება სწრაფი მოწყობილობის შემთხვევაში.
დოზის გადაჭარბება
კლინიკურ გამოკვლევამდე არსებული მონაცემები მიუთითებს იოჰექსოლ აიმაქსის უსაფრთხოების მაღალ მარჟაზე და სტანდარტული ინტრავასკულარული გამოყენებისთვის მაღალი ფიქსირებული დოზა დადგენილი არ არის. სიმპტომატური დოზის გადაჭარბება არ აღინიშნება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, თუ პაციენტს არ მიუღია 2 000 მგ/კგ სხეულის წონაზე რაოდენობა დროის შეზღუდულ მონაკვეთში. პროცედურის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანია თირკმლის ამტანობისათვის კონტრასტული საშუალების მაღალი დოზების მიმართ (t1/2 ~ 2 საათი). დოზის შემთხვევითი გადაჭარბება ყველაზე ხშირად მოსდევს კომპლექსურ ანგიოგრაფიულ პროცედურებს, ბავშვებში, განსაკუთრებით, როცა უკეთდებათ მაღალი კონცენტრაციის კონტრასტული საშუალების მრავლობითი ინექციები.
მითითებები კონტრასტული საშუალებით გამოწვეული შემთხვევების მართვის შესახებ
კონტრასტული საშუალების მიღების დროს, გართულებების გაჩენისთანავე, სწრაფი მოქმედებისთვის, მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყველა პრეპარატისა და ინსტრუმენტის, ასევე, მისაღები ზომების გამოცდილების ქონა.
რეკომენდირებულია შემდეგი პროცედურები:
ხსნადი მაღალდოზიანი კორტიკოსტეროიდის ინტრავენური ინექცია, მაგ., ნატრიუმ 6 ალფა-მეთილპრედნიზოლონი ნატრიუმის ჰემისუქცინატი, შემდეგი დოზით:
ნებისმიერ შემთხვევაში, 500 მგ-ის (250 მგ 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის) დაუყოვნებელი ინექცია, 2-3 წუთის განმავლობაში. სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში, გაზარდეთ დოზა შემდეგი 3-5 წუთით, სანამ ის არ მიაღწევს 30 მგ-ს კგ სხეულის წონაზე (მაგ., სულ 2 000 მგ 70 კგ სხეულის წონიანი პაციენტისთვის).
რეკომენდირებულია კანულის ან კათეტერის ვენაში ჩატოვება, სისხლძარღვოვან სისტემასთან სწრაფი წვდომისთვის. ზოგიერთი ექიმი არჩევს წინა მოცულობის ჩანაცვლებას (იხილეთ: „სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შოკი (კოლაფსი)“), კორტიკოსტეროიდების მიღებამდე ან მის პარალელურად.
დამატებითი ჟანგბადი, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა.
მისაღები ზომები დამოკიდებულია ძირითადი სიმპტომების შემდგომ განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატის აღნიშნული დოზები ვრცელდება მხოლოდ ზრდასრულებზე და, ამრიგად, ბავშვებში ის ასაკის მიხედვით უნდა შემცირდეს.
სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შოკი (კოლაფსი):
დაუყოვნებლივ მოათავსეთ პაციენტი შოკსაწინააღმდეგო მდგომარეობაში (თავი ქვევით, ხელები და ფეხები აწეულ მდგომარეობაში). პრეპარატების ნელი ინტრავენური ინექცია, რომლებიც მოქმედებენ სისხლის მიმოქცევაზე, პერიფერიული ეფექტით. პლაზმის მოცულობის ჩანაცვლება ანალოგიურით.
ნორეფინეფრინის ინფუზია მგ 500 მლ სითხეში (მაგ., ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი), დოზის რეგულირებით, მიღებული ეფექტის შესაბამისად, დაახლოებით, 10-20 წვეთი წუთში. პულსისა და არტერიული წნევის უწყვეტი კონტროლი.
გულის გაჩერება (ასისტოლია):
გულის ძლიერი არაპირდაპირი მასაჟი, ინტენსიურობის სწრაფი შემცირებით, გულმკერდის კედელზე, მკერდის ძვლის შუაში. თუ ეს არ იმოქმედებს, დაუყოვნებლივ გულის დამატებითი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა (პირი პირზე, ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია, თუ შესაძლებელია, ენდოტრაქეალური ინტუბაცია). 0,5 მგ ინტრაკარდიალური ორციპრენალინი, კარდიოსტიმულატორი. გულის სპონტანური, მაგრამ სუსტი შეკუმშვების დაწყებისას, ხდება 0,5-1,0 გ (10%-იანი ხსნარის 50-დან 10 მლ-მდე) კალციუმის გლუკონატის ინტრავენური გზით შეყვანა. ყურადღებით იყავით კალციუმთან საგულე გლიკოზიდის თერაპიაში.
ვენტრიკულარული ფიბრილაცია:
გულის ექსტრათორაკალური მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა, დაუყოვნებლივ. დეფიბრილაცია კარდიოდეფიბრილატორის მეშვეობით; საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მანევრი. თუ ეს არ იმოქმედებს ან დეფიბრილატორი არ არის, ხდება 0,5 გ პროკაინამიდის შეყვანა ინტრაკარდიალური გზით.
ჰიპოქსემიური აციდოზის პროფილაქტიკისთვის, რომელიც ხშირად ხდება გულის გაჩერების ან ვენტრიკულარული ფიბრილაციის დროს, ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი მიიღება ინტრავენური გზით (მაგ., 8,4%-იანის (1 მეკვ / მლ) 50 მლ), 5-10 წუთში ერთხელ.
სისხლის PH-ის კონტროლი.
ფილტვების შეშუპება:
არაჰემორაგიული სისხლის გამოშვება სფიგმომანომეტრის მანჟეტით. ზრდასრულებში, შესაძლებელია ჰემორაგიული სისხლის გამოშვება. სწრაფად მოქმედი შარდმდენი საშუალება, ინტრავენური გზით, ზრდასრულებში, 40%-იანი გლუკოზის ხსნარის 100 მლ ინფუზია, ოსმოდიურეზის გამოსაწვევად.
თუ პაციენტს ტომოგრაფია ჯერ არ ჩატარებია, ჩაუტარეთ სწრაფი დათვალიერება სათანადო გლიკოზიდით (მაგ., ზრდასრულებში, 1/8-დან ¼ მგ-მდე სტროფანტინი ინტრავენურად (ყურადღებით იყავით მიტრალური სარქვლის სტენოზის მიმართ)). სუნთქვა ზეწოლის ქვეშ, მაგრამ არა - შოკში.
თავის ტვინის სიმპტომები:
მოუსვენრობის მდგომარეობაში, უნდა მოხდეს ტრანკვილიზატორის მიღება (მაგ., დიაზეპამის), კუნთში, ან ნელა, ინტრავენური გზით; მღელვარების სერიოზულ შემთხვევებში, დამამშვიდებლები, შესაძლებელია 50 მგ პრომეტაზინთან კომბინაციაში, კუნთში. ორგანული წარმოშობის ტვინის კონვულსიის დროს, მიიღება 0,2-0,4 გ (კუნთში) ფენობარბიტალი; სერიოზული კრუნჩხვისას (ეპილეფსია), ხანმოკლე ზემოქმედების ნარკოტიკული ნივთიერების ინტრავენური ინექცია.
ალერგიის სიმპტომები:
სერიოზული ჭინჭრის ციებისას, კორტიკოსტეროიდების გარდა, უნდა მოხდეს ანტიჰისტამინური საშუალებისა და შესაძლებელია, კალციუმის შემცველი პრეპარატის ნელი ინტრავენური მიღება (ყურადღებით იყავით კალციუმთან საგულე გლიკოზიდის თერაპიაში).
ასთმური შეტევის მოსახსნელად, ძალიან ნელა შეიყვანეთ ვენაში ამინოფილინის პრეპარატი და, საჭიროების შემთხვევაში, 0,5 მგ ორციპრენალინი, ასვე ძალიან ნელა, ინტრავენური გზით; თუ ყია შეშუპდება, ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ., 50 მგ პრომეტაზინი) ნელა შეიყვანეთ ინტრავენური გზით. ზედა სასუნთქი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ტრაქეოტომია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.