ომნიპაკი® შეიცავს მოქმედ ნივთიერება იოჰექსოლს. მოცემული სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის (მხოლოდ დაავადების გამოსავლენად და არა სამკურნალოდ). ომნიპაკი® არის "კონტრასტული ნივთიერება “. ომნიპაკი® მიიღება რენტგენის წინ იმისათვის, რომ სურათი უფრო მკვეთრი გამოვიდეს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იოჰექსოლ (iohexol)
- ფორმა და შეფუთვა
- 350მგ იოდი/მლ 100მლ კონტრასტული ი.ვ., ინტრაარტერიული, ინტრათეკალური და ინტრაკავიტალური საინექციო ხსნარი პოლიპროპილენის ბოთლი №10
- მწარმოებელი
- GE Healthcare Ireland Limited, ირლანდია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, წყალში ხსნადი, ნეფროტროპული, დაბალი ოსმოლარობის რენტგენოკონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036905
- რეგისტრირებულია
- 22 ნოემბერი 2022, მოქმედებს 22 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LV System Service Ltd (ლატვია)
- განმცხადებელი
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ლვ სისტემ სერვის"-ის წარმომადგენლობა (ლატვიის რესპუბლიკა) საქართველოს რესპუბლიკაში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ომნიპაკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ომნიპაკი® შეიცავს მოქმედ ნივთიერება იოჰექსოლს. მოცემული სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის (მხოლოდ დაავადების გამოსავლენად და არა სამკურნალოდ). ომნიპაკი® არის "კონტრასტული ნივთიერება “. ომნიპაკი® მიიღება რენტგენის წინ იმისათვის, რომ სურათი უფრო მკვეთრი გამოვიდეს.
პრეპარატის ინექცია დაეხმარება თქვენს მკურნალ ექიმს განსაზღვროს შინაგანი ორგანოების ანომალიები ფორმისა და გარეგნული იერის მიხედვით.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია შარდგამომყოფი სისტემის, ხერხემლის ან სისხლძარღვების, მათ შორის გულის სისხლძარღვების რენტგენისთვის.
თქვენ შეიძლება შეგიყვანონ პრეპარატი კომპიუტერული ტომოგრაფიის (KT) მეშვეობით თავის ან სხეულის სკანირების წინ ან მის დროს. ამ ტიპის სკანირების დროს გამოიყენება რენტგენის სხივები.
პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სანერწყვე ჯირკვლების, კუჭისა და ნაწლავების ან სხეულის სხვა ღრუების, როგორიცაა სახსრები, საშვილოსნო და საკვერცხეების მილები, გამოსაკვლევად.
თქვენი მკურნალი ექიმი აგიხსნით თქვენი სხეულის რომელი ნაწილის სკანირება მოხდება.
მიღების წესი და დოზირება
დოზა მერყეობს კვლევის ტიპის, პაციენტის ასაკის, სხეულის მასის, გულის განდევნის, საერთო მდგომარეობის და გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით. ჩვეულებრივ გამოიყენება იოდის იგივე კონცენტრაცია და მოცულობა, როგორც ამჟამად გამოიყენება ნებისმიერი სხვა იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებისათვის. სათანადო ჰიდრატაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამოყენებამდე და მის შემდეგ, ისევე როგორც სხვა კონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევაში. პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური, ინტრაარტერიული, ინტრათეკალური და ინტრაკავიტარული შეყვანისათვის.
საორიენტაციო დოზირების რეჟიმები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1)
თირეოტოქსიკოზი
სიფრთხილის ზომები
თქვენ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ომნიპაკი®, თუ:
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) იოჰექსოლზე (ომნიპაკის® მოქმედი ნივთიერება ) ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის სერიოზული პრობლემები.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ომნიპაკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან მედდასთან:
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ომნიპაკის® მსგავსი პრეპარატის მიმართ, რომელსაც „კონტრასტული ნივთიერება “ეწოდება (ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთს ან ერთდროულად რამოდენიმეს: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობა ან ტკივილი გულმკერდის არეში, კანზე გამონაყარი, გამაგრებები, ლაქები, რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე და პირში, თვალების სიწითლე/ ქავილი,ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები, სახის შეშუპება, ან დაბალი წნევით გამოწვეული თავბრუსხვევა ან გულის წასვლა);
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
თუ ოდესმე გქონიათ ნებისმიერი ალერგია;
თუ გაქვთ ასთმა;
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ გაქვთ თავის ტვინის დაავადებები, მაგალითად, სიმსივნე, შეშუპება ან თავის ტვინის ანთება ან თავის ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა, მათ შორის სისხლის შედედება ან სისხლდენა;
თუ გაქვთ ან გქონდათ გულის მძიმე დაავადებები (გულის ან სისხლძარღვევების დაზიანებები), მათ შორის სისხლის მაღალი წნევა, თრომბების წარმოქმნა, ინსულტი და არარეგულარული გულისცემა (არითმია);
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები;
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება <<მიასთენია გრავის>> (მდგომარეობა, რომელიც კუნთების ძლიერ სისუსტეს იწვევს);
თუ გაქვთ <<ფეოქრომოციტომა >> (არტერიული წნევის მუდმივი მატება ან მაღალი წნევის შეტევები თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნის გამო);
თუ გაქვთ <<ჰომოცისტინურია>> (მდგომარეობა ამინომჟავა ცისტეინის გაზრდილი ექსკრეციით შარდში);
თუ გაქვთ სისხლთან ან ძვლის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები;
თუ გაქვთ იმუნური სისტემის დაავადება;
თუ ოდესმე ყოფილხართ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული;
თუ გაქვთ ეპილეფსია;
თუ მომდევნო რამოდენიმე კვირაში თქვენ ჩაგიტარდებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა;
თუ გაქვთ ფილტვის ჰიპერტენზია (მაღალი წნევა ფილტვების არტერიებში);
თუ გაქვთ პარაპროტეინემია (სისხლში ანორმალური ცილის ჭარბი რაოდენობა);
თუ იმავე დღეს აპირებთ სისხლის ან შარდის სინჯების ჩაბარებას.
ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ტვინის მოკლევადიანი აშლილობა, რომელსაც ეწოდება ენცეფალოპათია. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნიშანს და სიმპტომს, რომელიც აღწერილია მე-4-ე ნაწილში.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება აღინიშნოს ომნიპაკის® შეყვანის შემდეგ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ორსულობის დროს ჩვილები შესაძლოა დედის მეშვეობითაც დაექვემდებარონ პრეპარატის ზემოქმედებას. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტების ჩატარება ომნიპაკის® მიღებამდე და/ან შემდეგ.
თუ არა ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ომნიპაკის® მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. აუცილებლად მიიღეთ ბევრი სითხე პრეპარატ ომნიპაკის® მიღებამდე და მიღების შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებს (ლეიკოციტების დაავადება), დიაბეტის, თირკმელების პრობლემების, ცუდი ზოგადი მდგომარეობის მქონე პაციენტებს, ბავშვებსა და ასაკოვან პაციენტებს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატ ომნიპაკის® მიღებამდე და მიღების შემდეგ აუცილებლად დალიეთ ბევრი სითხე . ეს განსაკუთრებით ეხება ჩვილებს და მცირეწლოვან ბავშვებს. პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ თირკმელების დაზიანება, არ უნდა იქნას მიღებული პრეპარატ ომნიპაკთან® ერთად.
ომნიპაკი® შეიძლება გამოიყოფოდეს ჩვილის ორგანიზმიდან უფრო ნელა, ვიდრე ზრდასრული ორგანიზმიდან.
ჩვილებს (1 წლამდე) და განსაკუთრებით ახალშობილებს ახასიათებთ გარკვეული ცვლილებები ლაბორატორიულ ტესტებსა (მარილებისა და მინერალების ბალანსი) და სისხლის მიმოქცევის პროცესის მონაცემებში (გულში სისხლის ნაკადი).
სხვა სამკურნალო პრეპარატები და ომნიპაკი®
აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ მეტფორმინის შემცველ რაიმე პრეპარატს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, ან თუ იყენებთ ბეტა-ბლოკატორებს, ვაზოაქტიური ნივთიერებებს, აგფ-ს ფერმენტების ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინის ანტაგონისტებს (წამლები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ) ან ცოტა ხნის წინ მკურნალობდით ინტერლეიკინ-2-ით ან ინტერფერონებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ), ანტიდეპრესანტებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია). ეს გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ომნიპაკის® მოქმედებაზე.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ სუნთქვის გაძნელების რისკი და ხელი შეუშალონ მძიმე ალერგიული რეაქციების მკურნალობას.
ლაბორატორიული ტესტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მედდას, რომ მიიღეთ ომნიპაკი®, თუ გთხოვენ სისხლის ან შარდის ნიმუშის ჩაბარებას ნებისმიერი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის იმავე დღეს, როდესაც იყო ჩატარებული სკანირება, რადგან ომნიპაკმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ტრანზიტორული დარღვევა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარების პროვოცირება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინის იღებენ (იხ. პუნქტი 4.4).
პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ინტერლეიკინ-2 და ინტერფერონები, როცა გამოკვლევის პროცედურამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩებოდა, იზრდებოდა დაგვიანებული რეაქციების განვითარების რისკი (ერითემა, გრიპის მსგავსი სიმპტომები ან კანისმიერი რეაქციები).
ზოგიერთი ნეიროლეპტიკების ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კრუნჩხვის ზღვარი და ამით გაზარდოს კრუნჩხვების რისკი, რომელიც დაკავშირებულია კონტრასტული საშუალების შეყვანასთან.
ბეტა-ბლოკერების გამოყენებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ზღვარი, და აგრეთვე ჰიპერმგრძნობელობის მკურნალობის დროს მიგვიყვანოს ბეტა-აგონისტების უფრო მაღალი დოზების გამოყენების აუცილებლობასთან.
ბეტა-ბლოკატორებს, ვაზოაქტიური ნივთიერებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ შეამცირონ გულ-სისხლძარღვთა კომპენსაციის მექანიზმების ეფექტურობა არტერიული წნევის ცვლილებების დროს.
ყველა იოდის შემცველმა კონტრასტულმა საშუალებამ შეიძლება დაამახინჯოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტები, რითაც ფარისებრი ჯირკვლის იოდის დამაკავშირებელი ფუნქცია შეიძლება დაქვეითდეს რამდენიმე კვირამდე.
სისხლის შრატში ან შარდში კონტრასტული საშუალების მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება დაამახინჯოს ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები ბილირუბინზე, ცილებზე ან არაორგანულ სუბსტანციებზე (მაგალითად, რკინა, სპილენძი, კალციუმი და ფოსფატი). შესაბამისად, ეს მაჩვენებლები არ უნდა განისაზღვროს კვლევის დღეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. თქვენი ექიმი გამოიყენებს მოცემულ პრეპარატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენების სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. თუ ომნიპაკი® დანიშნული ჰქონდა დედას ორსულობის დროს, რეკომენდებულია ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ომნიპაკით® ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ომნიპაკმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ დაჯდეთ საჭესთან და არ მართოთ მექანიზმები:
24 საათის განმავლობაში, თუ თქვენ ომნიპაკი® ხერხემალში გაგიკეთეს
ყველა სხვა შემთხვევაში, ერთი საათის განმავლობაში
ეს გამოწვეულია იმით, რომ ომნიპაკმა® შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სხვა დაგვიანებული რეაქციები.
ომნიპაკი შეიცავს ნატრიუმის კალციუმის ედეტატს
ომნიპაკი® შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მლ-ზე, ანუ "პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს".
- პრეპარატ ომნიპაკის® გამოყენება
ომნიპაკის® შეყვანას ყოველთვის ახორციელებს სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოში ან კლინიკაში. თქვენ მოგაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ.
თქვენი მკურნალი ექიმი დაადგენს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
ერთ ინექციას, ან შეიძლება გთხოვონ მისი გადაყლაპვა.
ომნიპაკის® მიღების შემდეგ გთხოვენ:
მიიღოთ ბევრი სითხე (პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსაყვანად);
დარჩეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმ ადგილის მახლობლად, სადაც გაიკეთეთ სკანირება ან გადაგიღეს რენტგენი;
თუ ამ დროის განმავლობაში თქვენ რაიმე არასასურველი რეაქცია გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს (იხილეთ ნაწილი 4 "შესაძლო არასასურველი რეაქციები").
ზემოაღნიშნული რეკომენდაციები ვრცელდება ყველა პაციენტზე, ვინც მიიღო ომნიპაკს®. თუ დარწმუნებული არა ხართ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტში, მიმართეთ ექიმს. ომნიპაკი® შეიძლება იქნას მიღებული სხვადასხვა გზით, იმის აღწერა, თუ ჩვეულებრივ როგორ აძლევენ მას, მოცემულია ქვემოთ:
ინექცია არტერიაში ან ვენაში
ომნიპაკი® ყველაზე ხშირად შეჰყავთ ხელის ან ფეხის ვენაში. ზოგჯერ ის შეჰყავთ წვრილი პლასტმასის მილით (კათეტერით), რომელიც ჩადგმულია არტერიაში, ჩვეულებრივ მკლავში ან საზარდულში.
ინექცია ხერხემალში
ომნიპაკი® იქნება შეყვანილი ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში, რათა თქვენი ხერხემლის არხის დანახვა გახდეს შესაძლებელი. ომნიპაკის® შეყვანისას ხერხემალში, მოგეთხოვებათ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების შესრულება:
უნდა დაისვენოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თავი და მკერდი 20 გრადუსით უნდა იყოს აწეული ერთი ან ექვსი საათის განმავლობაში, თუ ხართ საწოლში;
ამის შემდეგ ფრთხილად უნდა იაროთ და ექვსი საათის განმავლობაში არ დაიხაროთ;
არ დარჩეთ მარტო პრეპარატ ომნიპაკის® მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, თუ თქვენ იმყოფებით ამბულატორიულ პირობებში და ოდესმე გქონიათ კრუნჩხვები.
ზემოაღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, თუ თქვენ გაგიკეთდათ პრეპარატ ომნიპაკის® ინექცია ხერხემალში. თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტში, მიმართეთ ექიმს.
სხეულის ღრუებში ან სახსრებში გამოყენება
სხეულის ღრუებად შეიძლება დავასახელოთ სახსრები, საშვილოსნო და საშვილოსნოს მილები. პრეპარატ ომნიპაკის® გამოყენების ადგილი და მეთოდი შეიძლება ვარირებდეს.
შინაგანი გამოყენება
საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის გამოსაკვლევად ომნიპაკი®, ჩვეულებრივ, ინიშნება შინაგანად.
ამ შემთხვევაში ომნიპაკი® შეიძლება განზავდეს წყლით.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ომნიპაკმაც® შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არა აქვს.
ალერგიული რეაქციები
თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია საავადმყოფოში ან კლინიკაში ყოფნისას, სადაც იღებდით ომნიპაკს®, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:
ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა, შებოჭილობა ან ტკივილი გულმკერდის არეში
გამონაყარი კანზე, მუწუკები, ლაქები, რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე და პირში, თვალების სიწითლე/ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები
სახის შეშუპება
თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (დაბალი არტერიული წნევის გამო)
ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ომნიპაკის® მიღებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ რომელიმე ამ არასასურველი რეაქციაებიდან აღმოგაჩნდათ საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
შარდის გამომუშავების მოკლევადიანი შემცირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო პრეპარატ ომნიპაკის® მიღების შემდეგ ხშირი რეაქციაა.
ამან შეიძლება თირკმელების დაზიანება გამოიწვიოს.
სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ. მათი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა მიზეზით მიიღეთ ომნიპაკი®. თუ თქვენ არ იცით, რა გზით შეგიყვანეს ომნიპაკი®, ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ზოგადი (ეხება ომნიპაკის® გამოყენების ყველა მეთოდს):
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
ცხელება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
მომატებული/ანორმალური ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, თავბრუსხვევა/გულის წასვლა
თავის ტკივილი
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი)
ნელი გულისცემა
მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
გემოს შეგრძნებების მყისიერი ცვლილება
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, კანკალი (შეციება)
დიარეა
ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შოკს და კოლაფსს, სხვა ნიშნები იხილეთ ზემოთ პუნქტში „ალერგიული რეაქციები“.
სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და მგრძნობელობის მომატება (ტკივილი).
არტერიაში ან ვენაში ინექციის შემდეგ

სუნთქვის სიხშირის მოკლევადიანი ცვლილებები, რესპირატორული პრობლემები
არახშირი (შეიძლება გაბვითარდეს 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
ტკივილი და დისკომფორტი
თირკმელების მწვავე დაზიანება

არარეგულარული გულისცემა, მათ შორის გახშირებული ან შენელებული გულისცემა
ხველა, სუნთქვის გაჩერება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი
თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე
კაშკაშა სინათლის აუტანლობა
ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
კანზე გამონაყარი და ქავილი, კანის სიწითლე
მხედველობის დაქვეითება (მათ შორის გაორება თვალებში, არამკვეთრი მხედველობა)

კრუნჩხვები (გულყრა), ცნობიერების დაბინდვა, ინსულტი, გრძნობის დარღვევა (მაგალითად, შეხების), კანკალი
გამორეცხვა
სუნთქვის გაძნელება
მიოკარდიუმის ინფარქტი
ტკივილი გულმეკრდის არეში
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები და კანის აქერცვლა
დაბნეულობის, დეზორიენტაციის, აგზნების, მოუსვენრობის ან შფოთვის გრძნობა
ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა (სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა, რომელიც იწვევს სხვადასხვა სიმპტომებს, როგორიცაა აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, შფოთვა), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე უკმარისობა (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, რომელიც მოგვიანებით უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას)
გადაადგილების სირთულეები გარკვეული დროის განმავლობაში
ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), ხანმოკლე სმენის დაკარგვა
გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, გულის არტერიების სპაზმი და ციანოზი (კანის ფერი ლურჯიდან იისფრამდე ჟანგბადის ნაკლებობის გამო)
მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ფილტვების შეშუპება, სასუნთქი გზების სპაზმი
კუჭქვეშა ჯირკვლის (კუჭის უკან მდებარე ორგანო) ანთების გამწვავება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს, რაც ძლიერდება ჭამის დროს
ვენების ტკივილი და შეშუპება, თრომბების წარმოქმნა (თრომბოზი)
სახსრების ტკივილი, ინექციის ადგილის ტკივილი, ზურგის ტკივილი
ფსორიაზის გამწვავება
მეტყველების დარღვევები, მათ შორის აფაზია (მეტყველების უუნარობა), დიზართრია (სიტყვების წარმოთქმის გაძნელება)
ასთმის შეტევა
იოდიზმი (ორგანიზმში იოდის გადაჭარბებული რაოდენობა), რომელიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას და მგრძნობელობის მატებას
ტვინის მოკლევადიანი დარღვევები (ენცეფალოპათია), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, მხედველობის პრობლემები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, სხეულის ერთი ნაწილის მოძრაობის დაკარგვა, მეტყველების პრობლემები და გონების დაკარგვა, მათ შორის მოკლევადიანი გონების დაკარგვა, კომა და სტუპორი („ძილის მდგომარეობა“)
თრომბოციტოპენია (მდგომარეობა, რომლის დროსაც თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, რის გამოც არ ხდება სისხლის სათანადოდ შედედება)
სისხლის კრეატინინის მომატება
ხერხემალში შეყვანის შემდეგ
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 და მეტ ადამიანში):
თავის ტკივილი (შეიძლება იყოს მძიმე და გახანგრძლივებული)

შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ღებინება

თავისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული გარსების ანთება

კრუნჩხვები (გულყრა), თავბრუსხვევა, ტკივილი მკლავებში ან ფეხებში, კისრის ტკივილი, ზურგის ტკივილი

აღელვება
შფოთვის შეგრძნება
თავის ტვინის არანორმალური ელექტრული აქტივობა გამოკვლევის, ე.წ ელექტროენცეფალოგრაფიის დროს
კაშკაშა სინათლის აუტანლობა, კისრის შებოჭილობა
გარკვეული დროის განმავლობაში გადაადგილების გაძნელება, დაბნეულობის განცდა
გრძნობების დაქვეითება (მაგალითად, შეხება), ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაკარგვა
გულყრა (გრძელდება ხუთ წუთზე მეტ ხანს)
ჩხვლეტა, კუნთების შეკუმშვები (სპაზმები), რეაქცია შეყვანის ადგილზე
თავის ტვინის მოკლევადიანი დარღვევები (ენცეფალოპათია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, მხედველობის პრობლემები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის უნარის დაკარგვა, მოძრაობის უნარის დაკარგვა სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების პრობლემები და ცნობიერების დაკარგვა, მათ შორის მეხსიერების მოკლევადიანი დაქვეითება, კომა, სტუპორი ("ძილიანობა") და რეტროგრადული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა)
მეტყველების დარღვევები, მათ შორის აფაზია (მეტყველების უუნარობა), დიზართრია (სიტყვების წარმოთქმასთან დაკავშირებული სირთულეები)
სხეულის ღრუებში გამოყენების შემდეგ (როგორიცაა საშვილოსნო და საშვილოსნოს მილები, ნაღვლის ბუშტი და კუჭქვეშა ჯირკვალი ან თიაქარი)
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ან მეტ ადამიანში):
ტკივილი მუცლის არეში

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)
კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ წარმოებული ნივთიერების ანომალური რაოდენობა ლაბორატორიული კვლევის მონაცემებში

ტკივილი
სახსრებში ინექციის შემდეგ

ტკივილი ინექციის ადგილზე

სახსრების ანთება
პერორალური მიღების შემდეგ

თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ამ სიაში ჩამოთვლილი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
დამატებითი არასასურველი რეაქციები ბავშვებში და მოზარდებში
დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოკლევადიანი დარღვევები, რომლებიც მოგვიანებით უბრუნდება ნორმას (გარდამავალი ჰიპოთირეოზი), დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებში და სხვა ბავშვებში ომნიპაკის® მიღების შემდეგ. როგორც წესი, არანაირი სიმპტომები არ შეინიშნება. დღენაკლული ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის მოქმედების მიმართ
დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოკლევადიანი დარღვევა, რომელიც მოგვიანებით უბრუნდება ნორმას (გარდამავალი ჰიპოთირეოზი), დღენაკლულ ახალშობილში, რომელიც ძუძუთ კვებაზე იმყოფებოდა. მეძუძურმა დედამ არაერთხელ მიიღი ომნიპაკი®.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, მათ შორის ისეთი რეაქციების,, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი რეაქცია, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების თაობაზე.
- პრეპარატ ომნიპაკის® შენახვა
როგორც ყველა პარენტერალური პრეპარატის შემთხვევაში, ომნიპაკი® გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მექანიკური ნაწილაკების არსებობის, ფერის დაკარგვაზე და კონტეინერის მთლიანობაზე (იხილეთ ნაწილი 6).
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე <<Годен до>>-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისა და მეორადი რენტგენის სხივებისაგან დაცულ ადგილზე.
პოლიპროპილენის ფლაკონებისთვის დასაშვებია შენახვა 37°C ტემპერატურაზე, 1 თვის განმავლობაში გამოყენებამდე.
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოიყენეთ შეფუთვის გახსნისთანავე. არ გადააგდოთ (ჩაასხათ) პრეპარატი კანალიზაციაში. გაარკვიეთ აფთიაქის თანამშრომელთან როგორ მოიშოროთ თავიდან პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები საშუალებას მოგვცემს დავიცვათ გარემო.
ჭარბი დოზა
პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს ომნიპაკი®-ს უსაფრთხოების მაღალ ზღურბლზე, ფიქსირებული მაქსიმალური დოზა არ არის დადგენილი ჩვეულებრივი ინტრავასკულარული გამოყენებისთვის. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბების სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა, თუ პაციენტმა შეზღუდული დროის განმავლობაში არ მიიღო პრეპარატის ჭარბი რაოდენობა 2000 მგ იოდი/კგ სხეულის მასაზე. თირკმლის ამტანუნარიანობისთვის კონტრასტული საშუალების მაღალი დოზების მიმართ პროცედურის ხანგრძლივობას დიდი მნიშვნელობა აქვს (t½~ 2 საათი). ბავშვებში რთული ანგიოგრაფიული პროცედურების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემთხვევითი გადაჭარბება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება მაღალი კონცენტრაციის მქონე კონტრასტული საშუალების მრავალჯერადი ინექცია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, წყლის ან ელექტროლიტური დისბალანსი უნდა დაკორექტირდეს. თირკმელების ფუნქციის კონტროლი უნდა მოხდეს მომდევნო 3 დღის განმავლობაში. თუ საჭიროება მოითხოვს კონტრასტული საშუალების მოცილებას, შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰემოდიალიზი. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
პრეპარატი ომნიპაკი ® შეიცავს:
აქტიური ნივთიერება იოჰექსოლია.
ომნიპაკი ® 240 მგ იოდი/მლ შეიცავს იოჰექსოლს 518 მგ/მლ
ომნიპაკი ® 300 მგ იოდი/მლ შეიცავს იოჰექსოლს 647 მგ/მლ
ომნიპაკი ® 350 მგ იოდი/მლ შეიცავს იოჰექსოლს 755 მგ/მლ
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) - ტრომეტამოლი, ნატრიუმის კალციუმის ედეტატი, მარილმჟავა (5M ხსნარი pH 6.8-7.6-მდე) და საინექციო წყალი.
როგორი გამოიყურება ომნიპაკი ® და შეფუთვის შიგთავსი
ომნიპაკი ® წარმოადგენს საინექციო ხსნარს.
ომნიპაკი ® არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
240 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
20 მლ უფერო მინის ბოთლში (Eur. Pharm., ტიპი I), დალუქული რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით, ზემოდან დახურულია ტკაცუნა პლასტმასის თავსახურით.
20 მლ-იანი 25 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
300 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
50 ან 100 მლ პოლიპროპილენ PPM R021-ის ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობით და დახურული ხრახნიანი პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილი ქვევით განლაგებული რგოლით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს და ზემოდან რგოლით შემამჭიდროებელი შუასადებბის მოსახსნელად ან დახურული ტკაცუნა პლასტმასის სახურავით.
50 მლ და 100 მლ-იან ფლაკონს აქვს ეტიკეტი, რომლის ქვედა ნაწილი გამოიყენება ფლაკონის ჩამოსაკიდელად.
პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
350 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
50, 100, 200 ან 500 მლ PPM R021 პოლიპროპილენის ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობით და დახურული ხრახნიანი პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილი ქვედა რგოლით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს, და აგრეთვე აღჭურვილი ზემოდან რგოლით შესამჭიდროებელი შუასადების მოსახსნელად ან დახურული ტკაცუნა პლასტმასის სახურავით.
50 მლ, 100 მლ, 200 მლ და 500 მლ მოცულობის ფლაკონებს აქვთ ეტიკეტი, რომლის ქვედა ნაწილი გამოიყენება ფლაკონის ჩამოსაკიდებლად.

ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
სარეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ჯიი ჰელსქეა ას, ნორვეგია (ДжиИ Хэлскеа АС, Норвегия)
ს/ყ 4220, ნიდალენი 0401, ოსლო, ნორვეგია (а/я 4220б Нидален 0401, Осло, Норвегия)
შენახვის პირობები
3 წელი.
პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს გახსნისთანავე.
პრეპარატის ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი უნდა უტილიზდეს.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება სინათლისა და მეორადი რენტგენის სხივებისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
პოლიპროპილენის ფლაკონებისთვის დასაშვებია შენახვა 37C ტემპერატურაზე 1 თვის განმავლობაში გამოყენებამდე.
- 5. პირველადი შეფუთვის სახე და შიგთავსი
საინექციო ხსნარი 240 მგ იოდი/მლ, 300 მგ იოდი/მლ და 350 მგ იოდი/მლ.
240 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
20 მლ უფერო მინის ბოთლში (ევრ. ფარმ., ტიპი I), დალუქული რეზინის საცობით და მოჭერილი ალუმინის თავსახურით, ზემოდან დახურულია ტკაცუნა პლასტმასის თავსახურით.
20 მლ-იანი 25 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
300 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
50 ან 100 მლ პოლიპროპილენ PPM R021-ისგან დამზადებულ ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობით და დახურული ხრახნიანი პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილი ქვევით მდებარე რგოლით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს, ზემოდან კი რგოლით, რომელიც განკუთვნილია შემამჭიდროვებელი შუასადების მოსაცილებლად ან დახურულია ტკაცუნა პლასტმასის სახურავით.
50 მლ და 100 მლ-ის მოცულობის ფლაკონს აქვს ეტიკეტი, რომლის ქვედა ნაწილი გამოიყენება ფლაკონის ჩამოსაკიდებლად.
პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
350 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
50, 100, 200 ან 500 მლ პოლიპროპილენ PPM R021-ის ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობით და დახურული ხრახნიანი პოლიპროპილენის სახურავით, ქვევით მდებარე რგოლით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს, ზემოდან კი რგოლით შემამჭიდროვებელი შუასადების მოსაცილებლად ან დახურული ტკაცუნა პლასტმასის სახურავით.
50 მლ, 100 მლ, 200 მლ და 500 მლ-იან ფლაკონებს აქვს ეტიკეტი, რომლის ქვედა ნაწილი გამოიყენება ფლაკონის დასაკიდებლად.
პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების გასანადგურებლად და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან.
როგორც ყველა პარენტერალურად მისაღები პრეპარატის შემთხვევაში, გამოყენების წინ ომნიპაკი® ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უხსნადი ნაწილაკების არარსებობის, ფერის შეცვლის და შეფუთვის მთლიანობის თაობაზე.
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, ის შპრიცში უნდა გადაიტანოთ ზუსტად გამოყენების წინ. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; პრეპარატის ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობის შემდგომი გამოყენება დაუშვებელია და უნდა უტილიზდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
დამატებითი მითითებები ავტომატური სამედიცინო შპრიცის / შპრიცი- ტუმბოს გამოყენების შესახებ
კონტრასტული ნივთიერების შემცველი 500 მლ მოცულობის ფლაკონებისთვის გამოიყენება მხოლოდ ავტომატური სამედიცინო შპრიცი/შპრიც- ტუმბო, რომელიც დამტკიცებულია ამ მოცულობისთვის. გამოიყენება ერთჯერადი ჩხვლეტის პროცედურა.
კათეტერი, რომელიც გამოდის ავტომატური სამედიცინო შპრიციდან/შპრიცი- ტუმბოდან პაციენტამდე, უნდა შეიცვალოს ყოველი პაციენტის შემდეგ. ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობის კონტრასტული ნივთიერება, რომელიც დარჩება ფლაკონში და ყველა დამაკავშირებელ მილში ,უნდა განადგურდეს დღის ბოლომდე. თუ მოსახერხებელი იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო პატარა ზომის ფლაკონები. აუცილებელია დაიცვათ ავტომატური სამედიცინო შპრიცის/შპრიცის ტუმბოს მწარმოებელის ინსტრუქციები.
უტილიზაციის ინსტრუქციები
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ნარჩენი, რომელიც მკურნალობის დამთავრების შემდეგ გამოუყენებელი დარჩა ან ვარგისობის ვადა გაუვიდა, უნდა დაბრუნდეს ორიგინალ შეფუთვაში მიწოდების ადგილზე (მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან) სათანადო უტილიზაციისათვის.
- 7. გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენტგენოკონტრასტული იოდის შემცველი ნივთიერებები.
ათქ კოდი: V08AB02.
ჯანმრთელ მოხალისეებში იოჰექსოლის ინტრავენური შეყვანის შემდეგ ჰემოდინამიკური, კლინიკურ-ქიმიური და კოაგულაციური პარამეტრების უმეტესობისთვის მნიშვნელოვანი გადახრები ინექციამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით არ დაფიქსირებულა. ზოგიერთი ცვლილებები, რომლებიც შეინიშნებოდა ლაბორატორიულ მონაცემებში, იყო უმნიშვნელო და განიხილებოდა, როგორც კლინიკურად უმნიშვნელო.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინტრავენურად შეყვანილი იოჰექსოლის თითქმის 100 პროცენტი გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში 24 საათის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დაახლოებით 2 საათია.
არცერთი მეტაბოლიტი არ იქნა აღმოჩენილი.
ომნიპაკის® ცილებთან შეკავშირება იმდენად დაბალია (2%-ზე ნაკლები), რომ მას არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა და, შესაბამისად, შეიძლება უგულებელყოფილ იქნას.
- 3. პრეკლინიკური მონაცემები
იოჰექსოლს აქვს ძალიან დაბალი მწვავე ინტრავენური ტოქსიკურობა თაგვებსა და ვირთხებში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იოჰექსოლს აქვს ცილებთან ძალიან დაბალი შეკავშირების უნარი და კარგად აიტანება თირკმელებით. გულ-სისხლძარღვთა ტოქსიურობა და ნეიროტოქსიკურობა დაბალია. ნაჩვენებია, რომ ჰისტამინის გამოყოფის უნარი და ანტიკოაგულანტული აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე იონური კონტრასტული საშუალებების შემთხვევაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ომნიპაკი ®
(იოჰექსოლი),
240 მგ იოდი/მლ, 300 მგ იოდი/მლ, 350 მგ იოდი/მლ
საინექციო ხსნარი
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შეიძლება მისი წაკითხვა კიდევ ერთხელ დაგჭირდეთ.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან მედდას.
პრეპარატი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი დაავადებების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ომნიპაკი® და რისთვის გამოიყენება.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ომნიპაკის® გამოყენებამდე.
- პრეპარატ ომნიპაკის® გამოყენება.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
- პრეპარატ ომნიპაკის® შენახვა.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს პრეპარატი ომნიპაკი® და რისთვის გამოიყენება
ომნიპაკი® შეიცავს მოქმედ ნივთიერება იოჰექსოლს. მოცემული სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის (მხოლოდ დაავადების გამოსავლენად და არა სამკურნალოდ). ომნიპაკი® არის "კონტრასტული ნივთიერება “. ომნიპაკი® მიიღება რენტგენის წინ იმისათვის, რომ სურათი უფრო მკვეთრი გამოვიდეს.
პრეპარატის ინექცია დაეხმარება თქვენს მკურნალ ექიმს განსაზღვროს შინაგანი ორგანოების ანომალიები ფორმისა და გარეგნული იერის მიხედვით.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია შარდგამომყოფი სისტემის, ხერხემლის ან სისხლძარღვების, მათ შორის გულის სისხლძარღვების რენტგენისთვის.
თქვენ შეიძლება შეგიყვანონ პრეპარატი კომპიუტერული ტომოგრაფიის (KT) მეშვეობით თავის ან სხეულის სკანირების წინ ან მის დროს. ამ ტიპის სკანირების დროს გამოიყენება რენტგენის სხივები.
პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სანერწყვე ჯირკვლების, კუჭისა და ნაწლავების ან სხეულის სხვა ღრუების, როგორიცაა სახსრები, საშვილოსნო და საკვერცხეების მილები, გამოსაკვლევად.
თქვენი მკურნალი ექიმი აგიხსნით თქვენი სხეულის რომელი ნაწილის სკანირება მოხდება.
- რა უნდა იცოდეთ ომნიპაკის® გამოყენებამდე
თქვენ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ომნიპაკი®, თუ:
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) იოჰექსოლზე (ომნიპაკის® მოქმედი ნივთიერება ) ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის სერიოზული პრობლემები.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ომნიპაკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან მედდასთან:
თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ომნიპაკის® მსგავსი პრეპარატის მიმართ, რომელსაც „კონტრასტული ნივთიერება “ეწოდება (ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთს ან ერთდროულად რამოდენიმეს: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობა ან ტკივილი გულმკერდის არეში, კანზე გამონაყარი, გამაგრებები, ლაქები, რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე და პირში, თვალების სიწითლე/ ქავილი,ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები, სახის შეშუპება, ან დაბალი წნევით გამოწვეული თავბრუსხვევა ან გულის წასვლა);
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
თუ ოდესმე გქონიათ ნებისმიერი ალერგია;
თუ გაქვთ ასთმა;
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ გაქვთ თავის ტვინის დაავადებები, მაგალითად, სიმსივნე, შეშუპება ან თავის ტვინის ანთება ან თავის ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა, მათ შორის სისხლის შედედება ან სისხლდენა;
თუ გაქვთ ან გქონდათ გულის მძიმე დაავადებები (გულის ან სისხლძარღვევების დაზიანებები), მათ შორის სისხლის მაღალი წნევა, თრომბების წარმოქმნა, ინსულტი და არარეგულარული გულისცემა (არითმია);
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები;
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება <<მიასთენია გრავის>> (მდგომარეობა, რომელიც კუნთების ძლიერ სისუსტეს იწვევს);
თუ გაქვთ <<ფეოქრომოციტომა >> (არტერიული წნევის მუდმივი მატება ან მაღალი წნევის შეტევები თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნის გამო);
თუ გაქვთ <<ჰომოცისტინურია>> (მდგომარეობა ამინომჟავა ცისტეინის გაზრდილი ექსკრეციით შარდში);
თუ გაქვთ სისხლთან ან ძვლის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები;
თუ გაქვთ იმუნური სისტემის დაავადება;
თუ ოდესმე ყოფილხართ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული;
თუ გაქვთ ეპილეფსია;
თუ მომდევნო რამოდენიმე კვირაში თქვენ ჩაგიტარდებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა;
თუ გაქვთ ფილტვის ჰიპერტენზია (მაღალი წნევა ფილტვების არტერიებში);
თუ გაქვთ პარაპროტეინემია (სისხლში ანორმალური ცილის ჭარბი რაოდენობა);
თუ იმავე დღეს აპირებთ სისხლის ან შარდის სინჯების ჩაბარებას.
ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ტვინის მოკლევადიანი აშლილობა, რომელსაც ეწოდება ენცეფალოპათია. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნიშანს და სიმპტომს, რომელიც აღწერილია მე-4-ე ნაწილში.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება აღინიშნოს ომნიპაკის® შეყვანის შემდეგ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ორსულობის დროს ჩვილები შესაძლოა დედის მეშვეობითაც დაექვემდებარონ პრეპარატის ზემოქმედებას. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტების ჩატარება ომნიპაკის® მიღებამდე და/ან შემდეგ.
თუ არა ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ომნიპაკის® მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. აუცილებლად მიიღეთ ბევრი სითხე პრეპარატ ომნიპაკის® მიღებამდე და მიღების შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებს (ლეიკოციტების დაავადება), დიაბეტის, თირკმელების პრობლემების, ცუდი ზოგადი მდგომარეობის მქონე პაციენტებს, ბავშვებსა და ასაკოვან პაციენტებს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატ ომნიპაკის® მიღებამდე და მიღების შემდეგ აუცილებლად დალიეთ ბევრი სითხე . ეს განსაკუთრებით ეხება ჩვილებს და მცირეწლოვან ბავშვებს. პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ თირკმელების დაზიანება, არ უნდა იქნას მიღებული პრეპარატ ომნიპაკთან® ერთად.
ომნიპაკი® შეიძლება გამოიყოფოდეს ჩვილის ორგანიზმიდან უფრო ნელა, ვიდრე ზრდასრული ორგანიზმიდან.
ჩვილებს (1 წლამდე) და განსაკუთრებით ახალშობილებს ახასიათებთ გარკვეული ცვლილებები ლაბორატორიულ ტესტებსა (მარილებისა და მინერალების ბალანსი) და სისხლის მიმოქცევის პროცესის მონაცემებში (გულში სისხლის ნაკადი).
სხვა სამკურნალო პრეპარატები და ომნიპაკი®
აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ მეტფორმინის შემცველ რაიმე პრეპარატს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, ან თუ იყენებთ ბეტა-ბლოკატორებს, ვაზოაქტიური ნივთიერებებს, აგფ-ს ფერმენტების ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინის ანტაგონისტებს (წამლები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ) ან ცოტა ხნის წინ მკურნალობდით ინტერლეიკინ-2-ით ან ინტერფერონებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ), ანტიდეპრესანტებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია). ეს გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ომნიპაკის® მოქმედებაზე.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ სუნთქვის გაძნელების რისკი და ხელი შეუშალონ მძიმე ალერგიული რეაქციების მკურნალობას.
ლაბორატორიული ტესტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მედდას, რომ მიიღეთ ომნიპაკი®, თუ გთხოვენ სისხლის ან შარდის ნიმუშის ჩაბარებას ნებისმიერი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის იმავე დღეს, როდესაც იყო ჩატარებული სკანირება, რადგან ომნიპაკმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. თქვენი ექიმი გამოიყენებს მოცემულ პრეპარატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენების სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. თუ ომნიპაკი® დანიშნული ჰქონდა დედას ორსულობის დროს, რეკომენდებულია ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ომნიპაკით® ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ომნიპაკმა® შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ დაჯდეთ საჭესთან და არ მართოთ მექანიზმები:
24 საათის განმავლობაში, თუ თქვენ ომნიპაკი® ხერხემალში გაგიკეთეს
ყველა სხვა შემთხვევაში, ერთი საათის განმავლობაში
ეს გამოწვეულია იმით, რომ ომნიპაკმა® შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სხვა დაგვიანებული რეაქციები.
ომნიპაკი შეიცავს ნატრიუმის კალციუმის ედეტატს
ომნიპაკი® შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მლ-ზე, ანუ "პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს".
- პრეპარატ ომნიპაკის® გამოყენება
ომნიპაკის® შეყვანას ყოველთვის ახორციელებს სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოში ან კლინიკაში. თქვენ მოგაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ.
თქვენი მკურნალი ექიმი დაადგენს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
ერთ ინექციას, ან შეიძლება გთხოვონ მისი გადაყლაპვა.
ომნიპაკის® მიღების შემდეგ გთხოვენ:
მიიღოთ ბევრი სითხე (პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსაყვანად);
დარჩეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმ ადგილის მახლობლად, სადაც გაიკეთეთ სკანირება ან გადაგიღეს რენტგენი;
თუ ამ დროის განმავლობაში თქვენ რაიმე არასასურველი რეაქცია გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს (იხილეთ ნაწილი 4 "შესაძლო არასასურველი რეაქციები").
ზემოაღნიშნული რეკომენდაციები ვრცელდება ყველა პაციენტზე, ვინც მიიღო ომნიპაკს®. თუ დარწმუნებული არა ხართ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტში, მიმართეთ ექიმს. ომნიპაკი® შეიძლება იქნას მიღებული სხვადასხვა გზით, იმის აღწერა, თუ ჩვეულებრივ როგორ აძლევენ მას, მოცემულია ქვემოთ:
ინექცია არტერიაში ან ვენაში
ომნიპაკი® ყველაზე ხშირად შეჰყავთ ხელის ან ფეხის ვენაში. ზოგჯერ ის შეჰყავთ წვრილი პლასტმასის მილით (კათეტერით), რომელიც ჩადგმულია არტერიაში, ჩვეულებრივ მკლავში ან საზარდულში.
ინექცია ხერხემალში
ომნიპაკი® იქნება შეყვანილი ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში, რათა თქვენი ხერხემლის არხის დანახვა გახდეს შესაძლებელი. ომნიპაკის® შეყვანისას ხერხემალში, მოგეთხოვებათ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების შესრულება:
უნდა დაისვენოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თავი და მკერდი 20 გრადუსით უნდა იყოს აწეული ერთი ან ექვსი საათის განმავლობაში, თუ ხართ საწოლში;
ამის შემდეგ ფრთხილად უნდა იაროთ და ექვსი საათის განმავლობაში არ დაიხაროთ;
არ დარჩეთ მარტო პრეპარატ ომნიპაკის® მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, თუ თქვენ იმყოფებით ამბულატორიულ პირობებში და ოდესმე გქონიათ კრუნჩხვები.
ზემოაღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, თუ თქვენ გაგიკეთდათ პრეპარატ ომნიპაკის® ინექცია ხერხემალში. თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტში, მიმართეთ ექიმს.
სხეულის ღრუებში ან სახსრებში გამოყენება
სხეულის ღრუებად შეიძლება დავასახელოთ სახსრები, საშვილოსნო და საშვილოსნოს მილები. პრეპარატ ომნიპაკის® გამოყენების ადგილი და მეთოდი შეიძლება ვარირებდეს.
შინაგანი გამოყენება
საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის გამოსაკვლევად ომნიპაკი®, ჩვეულებრივ, ინიშნება შინაგანად.
ამ შემთხვევაში ომნიპაკი® შეიძლება განზავდეს წყლით.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ომნიპაკმაც® შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არა აქვს.
ალერგიული რეაქციები
თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია საავადმყოფოში ან კლინიკაში ყოფნისას, სადაც იღებდით ომნიპაკს®, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:
ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა, შებოჭილობა ან ტკივილი გულმკერდის არეში
გამონაყარი კანზე, მუწუკები, ლაქები, რომლებიც გექავებათ, ბუშტუკები კანზე და პირში, თვალების სიწითლე/ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები
სახის შეშუპება
თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (დაბალი არტერიული წნევის გამო)
ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ომნიპაკის® მიღებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ რომელიმე ამ არასასურველი რეაქციაებიდან აღმოგაჩნდათ საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
შარდის გამომუშავების მოკლევადიანი შემცირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო პრეპარატ ომნიპაკის® მიღების შემდეგ ხშირი რეაქციაა.
ამან შეიძლება თირკმელების დაზიანება გამოიწვიოს.
სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ. მათი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა მიზეზით მიიღეთ ომნიპაკი®. თუ თქვენ არ იცით, რა გზით შეგიყვანეს ომნიპაკი®, ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ზოგადი (ეხება ომნიპაკის® გამოყენების ყველა მეთოდს):
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
ცხელება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
მომატებული/ანორმალური ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, თავბრუსხვევა/გულის წასვლა
თავის ტკივილი
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი)
ნელი გულისცემა
მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
გემოს შეგრძნებების მყისიერი ცვლილება
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, კანკალი (შეციება)
დიარეა
ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შოკს და კოლაფსს, სხვა ნიშნები იხილეთ ზემოთ პუნქტში „ალერგიული რეაქციები“.
სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და მგრძნობელობის მომატება (ტკივილი).
არტერიაში ან ვენაში ინექციის შემდეგ
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
სუნთქვის სიხშირის მოკლევადიანი ცვლილებები, რესპირატორული პრობლემები
არახშირი (შეიძლება გაბვითარდეს 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
ტკივილი და დისკომფორტი
თირკმელების მწვავე დაზიანება
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
დიარეა
არარეგულარული გულისცემა, მათ შორის გახშირებული ან შენელებული გულისცემა
ხველა, სუნთქვის გაჩერება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი
თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე
კაშკაშა სინათლის აუტანლობა
ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
კანზე გამონაყარი და ქავილი, კანის სიწითლე
მხედველობის დაქვეითება (მათ შორის გაორება თვალებში, არამკვეთრი მხედველობა)
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
კრუნჩხვები (გულყრა), ცნობიერების დაბინდვა, ინსულტი, გრძნობის დარღვევა (მაგალითად, შეხების), კანკალი
გამორეცხვა
სუნთქვის გაძნელება
მიოკარდიუმის ინფარქტი
ტკივილი გულმეკრდის არეში
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები და კანის აქერცვლა
დაბნეულობის, დეზორიენტაციის, აგზნების, მოუსვენრობის ან შფოთვის გრძნობა
ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა (სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა, რომელიც იწვევს სხვადასხვა სიმპტომებს, როგორიცაა აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, შფოთვა), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე უკმარისობა (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, რომელიც მოგვიანებით უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას)
გადაადგილების სირთულეები გარკვეული დროის განმავლობაში
ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), ხანმოკლე სმენის დაკარგვა
გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, გულის არტერიების სპაზმი და ციანოზი (კანის ფერი ლურჯიდან იისფრამდე ჟანგბადის ნაკლებობის გამო)
მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ფილტვების შეშუპება, სასუნთქი გზების სპაზმი
კუჭქვეშა ჯირკვლის (კუჭის უკან მდებარე ორგანო) ანთების გამწვავება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს, რაც ძლიერდება ჭამის დროს
ვენების ტკივილი და შეშუპება, თრომბების წარმოქმნა (თრომბოზი)
სახსრების ტკივილი, ინექციის ადგილის ტკივილი, ზურგის ტკივილი
ფსორიაზის გამწვავება
მეტყველების დარღვევები, მათ შორის აფაზია (მეტყველების უუნარობა), დიზართრია (სიტყვების წარმოთქმის გაძნელება)
ასთმის შეტევა
იოდიზმი (ორგანიზმში იოდის გადაჭარბებული რაოდენობა), რომელიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას და მგრძნობელობის მატებას
ტვინის მოკლევადიანი დარღვევები (ენცეფალოპათია), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, მხედველობის პრობლემები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, სხეულის ერთი ნაწილის მოძრაობის დაკარგვა, მეტყველების პრობლემები და გონების დაკარგვა, მათ შორის მოკლევადიანი გონების დაკარგვა, კომა და სტუპორი („ძილის მდგომარეობა“)
თრომბოციტოპენია (მდგომარეობა, რომლის დროსაც თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, რის გამოც არ ხდება სისხლის სათანადოდ შედედება)
სისხლის კრეატინინის მომატება
ხერხემალში შეყვანის შემდეგ
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 და მეტ ადამიანში):
თავის ტკივილი (შეიძლება იყოს მძიმე და გახანგრძლივებული)
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ღებინება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
თავისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული გარსების ანთება
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
კრუნჩხვები (გულყრა), თავბრუსხვევა, ტკივილი მკლავებში ან ფეხებში, კისრის ტკივილი, ზურგის ტკივილი
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
აღელვება
შფოთვის შეგრძნება
თავის ტვინის არანორმალური ელექტრული აქტივობა გამოკვლევის, ე.წ ელექტროენცეფალოგრაფიის დროს
კაშკაშა სინათლის აუტანლობა, კისრის შებოჭილობა
გარკვეული დროის განმავლობაში გადაადგილების გაძნელება, დაბნეულობის განცდა
გრძნობების დაქვეითება (მაგალითად, შეხება), ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაკარგვა
გულყრა (გრძელდება ხუთ წუთზე მეტ ხანს)
ჩხვლეტა, კუნთების შეკუმშვები (სპაზმები), რეაქცია შეყვანის ადგილზე
თავის ტვინის მოკლევადიანი დარღვევები (ენცეფალოპათია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, მხედველობის პრობლემები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის უნარის დაკარგვა, მოძრაობის უნარის დაკარგვა სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების პრობლემები და ცნობიერების დაკარგვა, მათ შორის მეხსიერების მოკლევადიანი დაქვეითება, კომა, სტუპორი ("ძილიანობა") და რეტროგრადული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა)
მეტყველების დარღვევები, მათ შორის აფაზია (მეტყველების უუნარობა), დიზართრია (სიტყვების წარმოთქმასთან დაკავშირებული სირთულეები)
სხეულის ღრუებში გამოყენების შემდეგ (როგორიცაა საშვილოსნო და საშვილოსნოს მილები, ნაღვლის ბუშტი და კუჭქვეშა ჯირკვალი ან თიაქარი)
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ან მეტ ადამიანში):
ტკივილი მუცლის არეში
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)
კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ წარმოებული ნივთიერების ანომალური რაოდენობა ლაბორატორიული კვლევის მონაცემებში
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
ტკივილი
სახსრებში ინექციის შემდეგ
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ან მეტ ადამიანში):
ტკივილი ინექციის ადგილზე
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შემთხვევის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სახსრების ანთება
პერორალური მიღების შემდეგ
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ან მეტ ადამიანში):
დიარეა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ღებინება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
ტკივილი მუცლის არეში
თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შეამჩნევთ რაიმე არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ამ სიაში ჩამოთვლილი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
დამატებითი არასასურველი რეაქციები ბავშვებში და მოზარდებში
დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოკლევადიანი დარღვევები, რომლებიც მოგვიანებით უბრუნდება ნორმას (გარდამავალი ჰიპოთირეოზი), დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებში და სხვა ბავშვებში ომნიპაკის® მიღების შემდეგ. როგორც წესი, არანაირი სიმპტომები არ შეინიშნება. დღენაკლული ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის მოქმედების მიმართ
დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოკლევადიანი დარღვევა, რომელიც მოგვიანებით უბრუნდება ნორმას (გარდამავალი ჰიპოთირეოზი), დღენაკლულ ახალშობილში, რომელიც ძუძუთ კვებაზე იმყოფებოდა. მეძუძურმა დედამ არაერთხელ მიიღი ომნიპაკი®.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, მათ შორის ისეთი რეაქციების,, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი რეაქცია, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების თაობაზე.
- პრეპარატ ომნიპაკის® შენახვა
როგორც ყველა პარენტერალური პრეპარატის შემთხვევაში, ომნიპაკი® გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მექანიკური ნაწილაკების არსებობის, ფერის დაკარგვაზე და კონტეინერის მთლიანობაზე (იხილეთ ნაწილი 6).
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე <<Годен до>>-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისა და მეორადი რენტგენის სხივებისაგან დაცულ ადგილზე.
პოლიპროპილენის ფლაკონებისთვის დასაშვებია შენახვა 37°C ტემპერატურაზე, 1 თვის განმავლობაში გამოყენებამდე.
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოიყენეთ შეფუთვის გახსნისთანავე. არ გადააგდოთ (ჩაასხათ) პრეპარატი კანალიზაციაში. გაარკვიეთ აფთიაქის თანამშრომელთან როგორ მოიშოროთ თავიდან პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები საშუალებას მოგვცემს დავიცვათ გარემო.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ომნიპაკი ® შეიცავს:
აქტიური ნივთიერება იოჰექსოლია.
ომნიპაკი ® 240 მგ იოდი/მლ შეიცავს იოჰექსოლს 518 მგ/მლ
ომნიპაკი ® 300 მგ იოდი/მლ შეიცავს იოჰექსოლს 647 მგ/მლ
ომნიპაკი ® 350 მგ იოდი/მლ შეიცავს იოჰექსოლს 755 მგ/მლ
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) - ტრომეტამოლი, ნატრიუმის კალციუმის ედეტატი, მარილმჟავა (5M ხსნარი pH 6.8-7.6-მდე) და საინექციო წყალი.
როგორი გამოიყურება ომნიპაკი ® და შეფუთვის შიგთავსი
ომნიპაკი ® წარმოადგენს საინექციო ხსნარს.
ომნიპაკი ® არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
240 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
20 მლ უფერო მინის ბოთლში (Eur. Pharm., ტიპი I), დალუქული რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით, ზემოდან დახურულია ტკაცუნა პლასტმასის თავსახურით.
20 მლ-იანი 25 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
300 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
50 ან 100 მლ პოლიპროპილენ PPM R021-ის ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობით და დახურული ხრახნიანი პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილი ქვევით განლაგებული რგოლით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს და ზემოდან რგოლით შემამჭიდროებელი შუასადებბის მოსახსნელად ან დახურული ტკაცუნა პლასტმასის სახურავით.
50 მლ და 100 მლ-იან ფლაკონს აქვს ეტიკეტი, რომლის ქვედა ნაწილი გამოიყენება ფლაკონის ჩამოსაკიდელად.
პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
350 მგ იოდი/მლ დოზირებისთვის
50, 100, 200 ან 500 მლ PPM R021 პოლიპროპილენის ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობით და დახურული ხრახნიანი პოლიპროპილენის სახურავით, აღჭურვილი ქვედა რგოლით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს, და აგრეთვე აღჭურვილი ზემოდან რგოლით შესამჭიდროებელი შუასადების მოსახსნელად ან დახურული ტკაცუნა პლასტმასის სახურავით.
50 მლ, 100 მლ, 200 მლ და 500 მლ მოცულობის ფლაკონებს აქვთ ეტიკეტი, რომლის ქვედა ნაწილი გამოიყენება ფლაკონის ჩამოსაკიდებლად.
პოლიპროპილენის 10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყველა წარმოდგენილი დოზა და შეფუთვა შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
სარეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ჯიი ჰელსქეა ას, ნორვეგია (ДжиИ Хэлскеа АС, Норвегия)
ს/ყ 4220, ნიდალენი 0401, ოსლო, ნორვეგია (а/я 4220б Нидален 0401, Осло, Норвегия)
მწარმოებელი
ჯიი ჰელსკეა ირლანდია ლიმიტედ, ირლანდია(ДжиИ Хэлскеа Ирландия Лимитед, Ирландия)
იდა ბიზნეს პარკი, კარიქტოჰილი, კო.კორკ. ირლანდია (ИДА Бизнес Парк, Каррмгтохилл, Ко. Корк. Ирландия)
ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
შპს „ LV System Service“-ს წარმომადგენლობა ბელორუსის რესპუბლიკაში, 220 075, ქ. მინსკი, ინჟენერნაია-ს ქუჩა, 7- 4, კაბინეტი 8,
ტელ. /ფაქსი: +375 17 326-48-21
ელ. ფოსტა: [email protected]
სომხეთის ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
შპს "LV System Service"-ს წარმომადგენლობა სომხეთში, 0038 ქ. ერევანი, აბელიანის ქუჩა 6/4 ბიზნეს ცენტრი „თი ჯი ეი“
ტელ: +374 91220841
ელფოსტა: [email protected]
საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
შპს „ LV System Service „-ის წარმომადგენლობა საქართველოში, 0160, საქართველო, თბილისი, გამრეკელის 19, ოფისი 307
ტელ: +995 32 2 242505
მობ: +995 599 925222
ელ. ფოსტა: [email protected]
ქვეყნებს შეიძლება ჰყავდეთ დისტრიბუტორები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ განთავსებულია უს <<ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზისა და გამოცდების ცენტრი>>-ს ვებ-გვერდზე. “: www.rceth.by.
<----------------------------------------------------------------------------------------------------------------->
(მოხევის ადგილი)
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო მუშაკებისთვის
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.