პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კონტრასტული საშუალებები

კატექსოლი P

Catexol P

რეცეპტით755მგ/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კატექსოლi P 350 შეფუთულია ევროპული ფარმაკოპეის I ტიპის, უფერო, გამძლე ბოროსილიკატური შუშის ბოთლებში. ბოთლის მოცულობაა 1x50 მლ, 1x100 მლ და 1x200 მლ. შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე. ეს პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერება იოჰექსოლს და იგი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იოჰექსოლ (iohexol)
ფორმა და შეფუთვა
755მგ/მლ (350მგ იოდი/მლ) 100მლ ინტრაარტერიული, ინტრაკავიტალური და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Aroma Ilac San.Ltd.Sti., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კონტრასტული საშუალებები, წყალში ხსნადი, ნეფროტროპული, დაბალი ოსმოლარობის რენტგენოკონტრასტული საშუალებები
ATC კოდი
V08AB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044234
რეგისტრირებულია
28 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 28 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Polifarma Ilac san. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკატექსოლი P და სხვა წამალი ერთად

კატექსოლი P — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კატექსოლi P 350 შეფუთულია ევროპული ფარმაკოპეის I ტიპის, უფერო, გამძლე ბოროსილიკატური შუშის ბოთლებში. ბოთლის მოცულობაა 1x50 მლ, 1x100 მლ და 1x200 მლ. შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

ეს პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერება იოჰექსოლს და იგი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის.

იგი გამოიყენება მხოლოდ დაავადების დიაგნოსტირებისთვის და არა თერაპიული მიზნებისთვის.

კატექსოლი P არის „კონტრასტული ნივთიერება“. ის გამოიყენება რენტგენის გადაღებამდე, რათა ექიმის მიერ გადაღებული სურათი იყოს უფრო მკაფიო.

ინექციის შეყვანის შემდეგ, ის ეხმარება ექიმს განასხვავოს თქვენი სხეულის ზოგიერთი ორგანოს ნორმალური ან პათოლოგიური გარეგნობა და ფორმა.

მისი გამოყენება შესაძლებელია საშარდე სისტემის, ხერხემლის ან სისხლძარღვების (მათ შორის გულის სისხლძარღვების) რენტგენოგრაფიისთვის.

ეს წამალი შეიძლება დაგენიშნოთ თავის ან სხეულის სკანირებამდე ან მის დროს „კომპიუტერული ტომოგრაფიის“ გამოყენებით. სკანირების ამ ტიპის დროს გამოიყენება რენტგენის სხივები.

მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლების, კუჭისა და ნაწლავების, ან სხეულის ღრუების, მაგალითად, სახსრების, საშვილოსნოს და საკვერცხის მილების, შესამოწმებლად.

თქვენი ექიმი აგიხსნით, თქვენი სხეულის რომელი ნაწილის სკანირება იქნება საჭირო.

კატექსოლი P-ის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

კატექსოლი P-ის შეყვანა ყოველთვის უნდა მოხდეს სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური პირის მიერ.

კატექსოლი P-ის გამოყენება ყოველთვის ხდება საავადმყოფოში ან კლინიკაში.

სამედიცინო პერსონალი გეტყვით ყველაფერს, რაც მისი უსაფრთხო გამოყენებისთვის არის საჭირო.

ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:

თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის საუკეთესო დოზას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ერთჯერადი ინექცია ან შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაყლაპვა.

კატექსოლი P-ის შეყვანის შემდეგ:

უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე (პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის ხელშესაწყობად);

დარჩეთ იმ ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაგიკეთდათ სკანირება ან რენტგენი, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში;

დარჩეთ კლინიკაში ან საავადმყოფოში ერთი საათის განმავლობაში.

თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს დაყოვნებული რეაქციებიც.

თუ ამ დროის განმავლობაში რაიმე გვერდითი მოვლენა გამოგივლინდებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს (იხ. მე-4 პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

ზემოთ მოცემული რჩევები ეხება ყველა პაციენტს, რომელსაც მიღებული აქვს კატექსოლი P.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოყენების წესი:

კატექსოლი P-ს მიღება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. მისი მიღების წესები მიცემულია ქვემოთ:

ინექცია არტერიაში ან ვენაში:

კატექსოლი P ყველაზე ხშირად შეჰყავთ მკლავის ან ფეხის ვენაში. ზოგჯერ ის შეჰყავთ თხელი პლასტმასის მილის (კათეტერის) მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ მკლავის ან საზარდულის არტერიაშია ჩადგმული.

ინექცია ხერხემალში:

კატექსოლი P-ის შეყვანა ხდება ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში ხერხემლის არხის ვიზუალიზაციისთვის. თუ ჩაგიტარდათ ეს პროცედურა, თქვენ უნდა:

დაისვენოთ, წამოწეული თავითა და სხეულით 1 საათის განმავლობაში ან 6 საათის განმავლობაში, თუ წოლითი რეჟიმი გაქვთ.

სიარულის დროს გმართებთ სიფრთხილე და 6 საათის განმავლობაში მოერიდეთ დახრას.

თუ ამბულატორიული პაციენტი ხართ ან გაქვთ კრუნჩხვები ანამნეზში, კატექსოლი P-ის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში მარტო არ უნდა დარჩეთ.

ზემოთ მოცემული რეკომენდაციები მოქმედია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კატექსოლი P შეჰყავთ ხერხემალში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოყენება სხეულის ღრუებსა ან სახსრებში:

სხეულის ღრუები შეიძლება იყოს სახსრები, საშვილოსნო და საკვერცხის მილები. პრეპარატის შეყვანის წესი და ადგილი განსხვავებულია.

პერორალური გამოყენება:

საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის გამოკვლევისთვის, კატექსოლი P ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად. ამ გამოკვლევებისთვის კატექსოლი P შეიძლება განზავდეს წყლით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დაუნიშნავს პაციენტს ყველაზე შესაფერის დოზას.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.

უკუჩვენებები

თუ

გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის მძიმე პრობლემები;

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა იოჰექსოლის ან კატექსოლი P-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გამოიყენეთ კატექსოლი P სიფრთხილით, თუ:

რომელიმე პრეპარატმა, სახელწოდებით კატექსოლი P-ის მსგავსი კონტრასტული საშუალებები, ადრე გამოიწვია თქვენში ალერგია (ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილიდან ერთს ან რამდენიმეს: ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობა ან ტკივილი გულმკერდის არეში, გამონაყარი კანზე, ბუშტუკები, ლაქები ქავილით, წყლიანი ბუშტუკები კანზე და პირის ღრუში, თვალების სიწითლე/ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის გამო);

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

ოდესმე გქონიათ ალერგია;

გაქვთ ასთმა;

გაქვთ დიაბეტი;

გაქვთ თავის ტვინის რაიმე დაავადება (მაგალითად, სიმსივნეები, თავის ტვინის შეშუპება ან ანთება, ან ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სისხლძარღვებზე, მათ შორის სისხლის თრომბები ან სისხლდენა);

გაქვთ ან ანამნეზში გქონიათ გულის ან სისხლძარღვების მძიმე დაავადება, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, სისხლის თრომბები, ინსულტი და არარეგულარული გულისცემა (არითმია);

გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ღვიძლისა და თირკმლის პრობლემები.

გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება „მიასთენია“ (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების ძლიერ სისუსტეს);

გაქვთ „ფეოქრომოციტომა“ (მუდმივი მაღალი არტერიული წნევა ან მაღალი არტერიული წნევის შეტევები, რაც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნით);

გაქვთ „ჰომოცისტინურია“ (მდგომარეობა, რომლის დროსაც შარდში ამინომჟავა ცისტეინის გამოყოფა იზრდება);

გაქვთ სისხლის ან ძვლის ტვინის რაიმე პრობლემა;

გაქვთ იმუნური სისტემის რაიმე დაავადება;

ოდესმე ყოფილხართ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული;

გაქვთ ეპილეფსია;

მომდევნო კვირების განმავლობაში უნდა ჩაგიტატდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა;

გაქვთ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (ფილტვების არტერიებში მაღალი არტერიული წნევა);

გაქვთ პარაპროტეინემია (სისხლში პათოლოგიური ცილის ჭარბი რაოდენობა);

თუ იმავე დღეს უნდა ჩააბაროთ სისხლის ან შარდის ანალიზები.

პროცედურის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე დარღვევა თავის ტვინის მხრივ, რომელსაც ეწოდება „ენცეფალოპათია“. თუ შეამჩნევთ, რომ გაქვთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართის „4. შესაძლო გვერდით მოვლენებში“ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი და სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

კატექსოლი P-ს გამოყენების შემდეგ ბავშვებსა და მოზრდილებში შეიძლება აღინიშნოს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები. ჩვილებზე შეიძლება იმოქმედოს ამ მედიკამენტმა საშვილოსნოში ყოფნის დროს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა კატექსოლი P-ს შეყვანამდე და/ან მის შემდეგ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ, კატექსოლი P-ის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე კატექსოლი P-ის მიღებამდე და მის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავლობითი მიელომის (სისხლის თეთრი უჯრედების დაავადება), დიაბეტის, თირკმლის პრობლემების და ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს, ბავშვებსა და ხანდაზმულებს.

ბავშვები და მოზარდები

აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე კატექსოლი P-ის მიღებამდე და მის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს. პრეპარატებიб რომლებსაც შეუძლიათ თირკმელების დაზიანება, არ უნდა იქნას მიღებული კატექსოლი P-სთან ერთად.

კატექსოლი P ჩვილის ორგანიზმიდან შეიძლება უფრო ნელა გამოიდევნოს, ვიდრე ზრდასრულის.

ჩვილები (1 წლამდე ასაკის) და განსაკუთრებით ახალშობილები მგრძნობიარენი არიან გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ცვლილებების მიმართ (მარილებისა და მინერალების ბალანსი) და სისხლის მიმოქცევის ცვლილებების მიმართ (გულისკენ მიმავალი სისხლის მიმოქცევა).

მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები წარსულში გეხებათ.

კატექსოლი P-ის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ეფექტი ცნობილი არ არის.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის/თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ამ პაციენტებში დოზის კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.

თუ გრძნობთ, რომ კატექსოლი P-ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი კატექსოლი P

კატექსოლი P-ის შეყვანა ხდება სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო პერსონალის მიერ.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს წყლის ან ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა და სხვა მკურნალობის ჩატარება.

ამ პრეპარატს არ აქვს სპეციალური ანტიდოტი.

თუ გამოიყენეთ კატექსოლი P-ის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კატექსოლი P-ის მიღება:

კატექსოლი P-ის შეყვანა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

შესაძლო ეფექტები კატექსოლი P-ის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ კატექსოლი P-ის მიღების შემდეგ რაიმე პრობლემა გამოგივლინდათ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ მეტფორმინის შემცველ ნებისმიერ პრეპარატს, თუ ცოტა ხნის წინ იღებდით ან ამჟამად იღებთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები, ან თუ იღებთ ან შეიძლება მიიღოთ ბეტა-ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი), ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს სისხლძარღვებზე, თუ იღებთ აგფ ფერმენტის ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინის ანტაგონისტებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები) ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ინტერლეიკინ-2-ს ან ინტერფერონებს (იმუნური სისტემის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები) ან ანტიდეპრესანტებს (ფსიქიკური აშლილობების, როგორიცაა დეპრესია, სამკურნალო პრეპარატები), კატექსოლი P-ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. ვინაიდან, ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს კატექსოლი P-ის მოქმედებაზე.

ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ სუნთქვის გაძნელების რისკი, რაც კატექსოლი P-ის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკია და შეიძლება ურთიერთქმედებდეს მძიმე ალერგიული რეაქციების მკურნალობასთან.

ლაბორატორიული ტესტები

თუ სკრინინგის დღეს ლაბორატორიული ანალიზებისთვის სისხლის ან შარდის ნიმუშის აღებას დაგინიშნავენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, რომ მიღებული გაქვთ კატექსოლი P. კატექსოლი P-მ შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე.

თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, თქვენი ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგინიშნავთ ამ პრეპარატის გამოყენებას, თუ თვლის, რომ სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის. ორსულობის დროს აუცილებელია მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ რადიაცია. თუ ორსულობის დროს დედას ენიშნება კატექსოლი P, რეკომენდებულია ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი. (იხ. „გამოიყენეთ კატექსოლი P სიფრთხილით“ თუ).

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

ძუძუთი კვება შეიძლება ჩვეულებრივ გაგრძელდეს კატექსოლი P-ით გამოკვლევის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ

24 საათის განმავლობაში, თუ მისი შეყვანა მოხდა ხერხემალში,

ერთი საათის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში.

არ მართოთ და არ გამოიყენოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები. ვინაიდან, შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა ან რეაქციის სხვა ნიშნები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კატექსოლი P-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ მლ-ში, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კატექსოლი P-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაცინტებში.

ალერგიული რეაქციები:

თუ საავადმყოფოში ან კლინიკაში ყოფნის დროს, სადაც მოხდა კატექსოლი P-ის შეყვანა, განგივითარდებათ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

ხიხინს, სუნთქვის გაძნელებას ან შებოჭილობას ან ტკივილს გულმკერდის არეში;

გამონაყარს კანზე, კვანძებს, ქავილს, ბუშტუკებს კანზე და პირის ღრუში ან სხვა ალერგიულ სიმპტომებს;

სახის შეშუპებას;

თავბრუსხვევას ან სისუსტის შეგრძნებას (გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით).

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს კატექსოლი P-ის შეყვანიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა განვითარდება საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

კატექსოლი P-ის მიღების შემდეგ ხშირია შარდის გამოყოფის ხანმოკლე შემცირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოგივლინდეთ, ჩამოთვლილია ქვემოთ; ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ან რატომ მიიღეთ კატექსოლი P. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღეთ კატექსოლი P, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.

ხშირი: 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტში. არახშირი: 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

იშვიათი: 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში. უცნობი: არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია.

ზოგადი (ვრცელდება ყველა პაციენტზე, რომელმაც მიიღო კატექსოლი P)

ხშირი:

სიცხის შეგრძნება.

არახშირი:

გულისრევა;

პათოლოგიური/მომატებული ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, თავბრუსხვევა/სისუსტე;

თავის ტკივილი.

იშვიათი:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები (შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი);

გულისცემის შენელება;

ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ცხელება.

ძალიან იშვიათი

გემოების შეგრძნების ხანმოკლე ცვლილება;

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, კანკალი (შემცივნება);

დიარეა;

ალერგიული რეაქცია, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შოკს და კოლაფსს (სხვა ნიშნებისთვის იხ. ზემოთ „ალერგიული რეაქციები“)

უცნობი:

სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და მგრძნობელობა (ტკივილი).

არტერიაში ან ვენაში ინექციის შემდეგ:

ხშირი:

სუნთქვის სიხშირის ხანმოკლე ცვლილებები, სუნთქვის პრობლემები.

არახშირი:

ტკივილი და დისკომფორტი;

თირკმლის მწვავე დაზიანება.

იშვიათი:

დიარეა;

არარეგულარული გულისცემა, მათ შორის გახშირებული და შენელებული გულისცემა;

ხველა, სუნთქვის გაჩერება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი;

თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე;

კაშკაშა სინათლის აუტანლობა;

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება;

გამონაყარი კანზე და ქავილი, კანის სიწითლე;

მხედველობის გაუარესება (მათ შორის გაორებული ხედვა, დაბინდული მხედველობა).

ძალიან იშვიათი:

კრუნჩხვები, დაბნეულობა, შეგრძნებების დარღვევა (მაგალითად, შეხება), ტრემორი;

ალები;

სუნთქვის გაძნელება;

მიოკარდიუმის ინფარქტი;

ტკივილი გულმკერდის არეში;

უცნობი:

მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის მძიმე გამონაყარი, წყლიანი ბუშტუკები და კანის აქერცვლა;

დაბნეულობა, როცა არ იცით სად იმყოფებით, გრძნობთ აგზნებადობას, მოუსვენრობას და შფოთვას;

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა (სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, შფოთვა), ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის ხანმოკლე შემცირება (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება).

გარკვეული დროის განმავლობაში გადაადგილების გაძნელება

სიბრმავე ხანმოკლე დროით (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის დაკარგვა ხანმოკლე დროით;

გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, გულის არტერიების სპაზმი და ციანოზი (კანის ლურჯი-იისფერი შეფერილობა ჟანგბადის დეფიციტის გამო)

შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება (მათ შორის ფილტვების შეშუპება, სასუნთქი გზების სპაზმი);

პანკრეასის (კუჭის უკან მდებარე ორგანო) არსებული ანთების გაუარესება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც უარესდება საკვების მიღებისას;

ვენების ტკივილი და შეშუპება, სისხლის თრომბების წარმოქმნა;

სახსრების ტკივილი, რეაქცია ინექციის ადგილზე, ზურგის ტკივილი;

ფსორიაზის გამწვავება (ფსორიაზი);

მეტყველების დარღვევები, მათ შორის სიტყვების წარმოთქმისა და ლაპარაკის შეუძლებლობა;

ასთმის შეტევა;

იოდიზმი (ორგანიზმში იოდის სიჭარბე. ეს იწვევს სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას და ტკივილს);

ხანმოკლე დარღვევები თავის ტვინის მხრივ (ენცეფალოპათია). გონების დაკარგვა, კომა და ძილიანობა, მათ შორის დაბნეულობა, ჰალუცინაციები, მხედველობის გაძნელება, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, სხეულის ერთ მხარეს მოძრაობის გართულება, მეტყველების პრობლემები და მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა;

თრომბოციტოპენია (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მცირდება. ამ შემთხვევაში, სისხლს არ შეუძლია ნორმალურად შედედება);

სისხლში კრეატინინის დონის მომატება.

ხერხემალში ინექციის შემდეგ:

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ძლიერი და გახანგრძლივებული).

ხშირი

გულისრევა, ღებინება.

არახშირი

თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანების ანთება.

იშვიათი

კრუნჩხვითი გულყრები, თავბრუსხვევა, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, კისრის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მხედველობის გაუარესება (მათ შორის ორმაგი ხედვა, ბუნდოვანი მხედველობა).

უცნობი

აგზნებადობის შეგრძნება;

შფოთვითი მდგომარეობა;

თავის ტვინში პათოლოგიური ელექტრული აქტივობის გამოვლენა ელექტროენცეფალოგრაფიის ტესტში;

კაშკაშა სინათლის აუტანლობა, კისრის რიგიდობა;

გარკვეული დროის განმავლობაში გადაადგილების შეუძლებლობა, დაბნეულობის შეგრძნება;

შეგრძნებების დარღვევა (მაგალითად შეხება), სიბრმავე ხანმოკლე დროით (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის დაკარგვა ხანმოკლე დროით;

კრუნჩხვები (რომელიც გრძნელდება ხუთ წუთზე მეტხანს);

ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების შეკუმშვა, რეაქციები ინექციის ადგილზე;

ხანმოკლე დარღვევა თავის ტვინის მხრივ (ენცეფალოპათია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ბოდვები, მხედველობის გართულებები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, მოძრაობის გართულება სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების პრობლემები და გონების დაკარგვა (მათ შორის მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა), კომა, ძილიანობა და რეტროგრადული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა);

მეტყველების დარღვევები, მათ შორის სიტყვების წარმოთქმის და ლაპარაკის შეუძლებლობა.

სხეულის ღრუებში გამოყენების შემდეგ

(მაგალითად, საშვილოსნოში, საკვერცხის მილებში, შარდის ბუშტში, პანკრეასსა და თიაქარში)

ძალიან ხშირი:

ტკივილი კუჭის არეში.

ხშირი:

პანკრეასის ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) (შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება);

პანკრეასის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ნივთიერების პათოლოგიური რაოდენობა, რომელიც ლაბორატორიული გამოკვლევით ვლინდება.

უცნობი:

ტკივილი.

სახსრებში ინექციის შემდეგ:

ძალიან ხშირი:

ტკივილი ინექციის ადგილზე.

უცნობი:

სახსრის ანთება.

პერორალური გამოყენების შემდეგ

ძალიან ხშირი:

დიარეა.

ხშირი:

გულისრევა, ღებინება.

არახშირი:

ტკივილი კუჭის არეში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ გამოვლინდებათ გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ არ არის აღწერილი, აცნობოთ თქვენა ექიმს.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში:

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა აღინიშნა დღენაკლულებში, ახალშობილებში და სხვა ბავშვებში კატექსოლი P-ის მიღების შემდეგ. ეს მდგომარეობა დროებითია და მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ჩვეულებრივ, სიმპტომები არ შეინიშნება. დღენაკლული ჩვილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის ზემოქმედების მიმართ.

ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში, რომლის დედამაც განმეორებით მიიღო კატექსოლი P, აღწერილია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე, დროებითი დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს იოჰექსოლის მაღალ უსაფრთხოების ზღვარზე და რუტინული ინტრავასკულარული გამოყენებისთვის არ არის დადგენილი ფიქსირებული ზედა დოზის დონე. სიმპტომური დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, თუ პაციენტმა არ მიიღო 2000 მგ.ი/კგ სხეულის წონაზე მეტი დოზა შეზღუდული დროის განმავლობაში. კონტრასტული საშუალებების მაღალი დოზების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პროცედურის ხანგრძლივობა (t½ ~ 2 საათი) თირკმლის ტოლერანტობისთვის. შემთხვევითი დოზის გადაჭარბება, სავარაუდოდ, ბავშვებში რთული ანგიოგრაფიული პროცედურების შემდეგ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კეთდება მაღალი კონცენტრაციის კონტრასტული საშუალების მრავალჯერადი ინექციები.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნებისმიერი წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი უნდა გამოსწორდეს. თირკმლის ფუნქცია უნდა გაკონტროლდეს მომდევნო 3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, ჭარბი კონტრასტული საშუალების გამოსადევნად შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

თითოეული მლ შეიცავს 755 მგ იოჰექსოლს, რაც 350 მგ იოდის ექვივალენტურია.

იოჰექსოლი არის არაიონური, მონომერული, წყალში ხსნადი რენტგენის კონტრასტული საშუალება, რომელიც შეიცავს იოდის სამ ატომს.

კატექსოლ P 350 მგ.ი/მლ-ის ოსმოლარობისა და სიბლანტის მაჩვენებლები შემდეგია:

კონცენტრაცია

ოსმოლარობა* ოსმ/კგ H2O

37°C

სიბლანტე (მპა.წმ)

20°C

37°C

350 მგ.ი/მლ

  • 78
  • 3
  • 6
  • მეთოდი: ორთქლის წნევის ოსმომეტრია

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კალციუმის ედეტატი 0.1 მგ/მლ

ელექტროლიტების კონცენტრაცია (ლიტრზე)

ნატრიუმი: 0.53 მეკვ = 0.53 მმოლ

კალციუმი: 0.54 მეკვ = 0.27 მმოლ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი

კატექსოლ P არის სუფთა, უფერო ან ღია ყვითელი ფერის, სტერილური წყალხსნარი.

შენახვის პირობები

შეინახეთ კატექსოლი P ორიგინალი შეფუთვით და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ყველა პარენტერალური პროდუქტის მსგავსად, კატექსოლი P-ს ვიზუალურად შემოწმებაა საჭირო. გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ფლაკონში ნალექის არსებობა და ფერის შეცვლა, ასევე შეფუთვის დაუზიანებლობა.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. შეინახეთ გარე შეფუთვის კოლოფში. დაიცავით მეორადი რენტგენის სხივებისგან.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გამოყენება. გამოუყენებელი დოზები უნდა გადაიყაროს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:

პოლიფარმა ილაჯ სანაი ვე ტიკ. ა.შ.

(POLİFARMA İLAÇ SANAYİ VE TİC. A.Ş.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი

ტელ: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 675 14 05

ელ. ფოსტა: [email protected]

საწარმოო მოედანი

არომა ილაჯ სანაი ლტდ შტი.

(AROMA İLAÇ SANAYİ LTD. ŞTİ.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, სართული 2, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი

ტელ: +90 282 675 10 06

ფაქსი:+90 675 14 05

ელ. ფოსტა: [email protected].

წინამდებარე პაციენტის ფურცელი-ჩანართი დამტკიცდა: 06/03/2024

ფარმაკოლოგიური თვისებები

რენტგენის კონტრასტული საშუალება

ათქ: V08AB02

ჯანმრთელ მოხალისეებში იოჰექსოლის ინტრავენური ინექციის შემდეგ გამოკვლეული ჰემოდინამიკური, კლინიკურ-ქიმიური და კოაგულაციური პარამეტრების უმეტესობისთვის ინექციამდელი მაჩვენებლებიდან მნიშვნელოვანი გადახრა არ დაფიქსირებულა. ლაბორატორიულ პარამეტრებში დაფიქსირებული რამდენიმე ცვლილება უმნიშვნელო იყო და კლინიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა:

ინტრავენური შეყვანისთვის.

განაწილება:

იოჰექსოლის ცილებთან შეკავშირება ძალიან დაბალია (2%-ზე ნაკლები) და მას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. მისი უგულებელყოფა შესაძლებელია.

ბიოგარდაქმნა:

ბიოგარდაქმნის მტკიცებულება არ არსებობს. მეტაბოლიტები არ არის აღმოჩენილი.

გამოყოფა:

ინტრავენურად შეყვანილი იოჰექსოლის თითქმის 100% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს.

ხაზოვანება/არახაზოვანება:

ინტრავენურად შეყვანილი კატექსოლი P ავლენს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი

კატექსოლი P 350მგი/მლ ი.ა. და ი.ვ. ინექციისთვის

მისი შეყვანა ხდება ინტრაარტერიულად (არტერიაში), ინტრავენურად (ვენაში) და სხეულის ღრუებში.

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითოეული მლ შეიცავს 755 მგ იოჰექსოლს, რომელიც არის 350 მგ იოდის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: ტრომეტამოლი, ნატრიუმის კალციუმის ედეტატი, მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს საციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.

აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს კატექსოლი P და რისთვის გამოიყენება

კატექსოლი P-ის გამოყენებამდე

როგორ უნდა გამოიყენოთ კატექსოლი P

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კატექსოლი P-ის შენახვის პირობები

რას წარმოადგენს კატექსოლი P და რისთვის გამოიყენება

კატექსოლi P 350 შეფუთულია ევროპული ფარმაკოპეის I ტიპის, უფერო, გამძლე ბოროსილიკატური შუშის ბოთლებში. ბოთლის მოცულობაა 1x50 მლ, 1x100 მლ და 1x200 მლ. შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

ეს პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერება იოჰექსოლს და იგი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის.

იგი გამოიყენება მხოლოდ დაავადების დიაგნოსტირებისთვის და არა თერაპიული მიზნებისთვის.

კატექსოლი P არის „კონტრასტული ნივთიერება“. ის გამოიყენება რენტგენის გადაღებამდე, რათა ექიმის მიერ გადაღებული სურათი იყოს უფრო მკაფიო.

ინექციის შეყვანის შემდეგ, ის ეხმარება ექიმს განასხვავოს თქვენი სხეულის ზოგიერთი ორგანოს ნორმალური ან პათოლოგიური გარეგნობა და ფორმა.

მისი გამოყენება შესაძლებელია საშარდე სისტემის, ხერხემლის ან სისხლძარღვების (მათ შორის გულის სისხლძარღვების) რენტგენოგრაფიისთვის.

ეს წამალი შეიძლება დაგენიშნოთ თავის ან სხეულის სკანირებამდე ან მის დროს „კომპიუტერული ტომოგრაფიის“ გამოყენებით. სკანირების ამ ტიპის დროს გამოიყენება რენტგენის სხივები.

მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლების, კუჭისა და ნაწლავების, ან სხეულის ღრუების, მაგალითად, სახსრების, საშვილოსნოს და საკვერცხის მილების, შესამოწმებლად.

თქვენი ექიმი აგიხსნით, თქვენი სხეულის რომელი ნაწილის სკანირება იქნება საჭირო.

კატექსოლი P-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კატექსოლი P შემდეგ შემთხვევებში:

თუ

გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის მძიმე პრობლემები;

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა იოჰექსოლის ან კატექსოლი P-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გამოიყენეთ კატექსოლი P სიფრთხილით, თუ:

რომელიმე პრეპარატმა, სახელწოდებით კატექსოლი P-ის მსგავსი კონტრასტული საშუალებები, ადრე გამოიწვია თქვენში ალერგია (ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილიდან ერთს ან რამდენიმეს: ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობა ან ტკივილი გულმკერდის არეში, გამონაყარი კანზე, ბუშტუკები, ლაქები ქავილით, წყლიანი ბუშტუკები კანზე და პირის ღრუში, თვალების სიწითლე/ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის გამო);

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

ოდესმე გქონიათ ალერგია;

გაქვთ ასთმა;

გაქვთ დიაბეტი;

გაქვთ თავის ტვინის რაიმე დაავადება (მაგალითად, სიმსივნეები, თავის ტვინის შეშუპება ან ანთება, ან ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სისხლძარღვებზე, მათ შორის სისხლის თრომბები ან სისხლდენა);

გაქვთ ან ანამნეზში გქონიათ გულის ან სისხლძარღვების მძიმე დაავადება, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, სისხლის თრომბები, ინსულტი და არარეგულარული გულისცემა (არითმია);

გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ღვიძლისა და თირკმლის პრობლემები.

გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება „მიასთენია“ (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების ძლიერ სისუსტეს);

გაქვთ „ფეოქრომოციტომა“ (მუდმივი მაღალი არტერიული წნევა ან მაღალი არტერიული წნევის შეტევები, რაც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნით);

გაქვთ „ჰომოცისტინურია“ (მდგომარეობა, რომლის დროსაც შარდში ამინომჟავა ცისტეინის გამოყოფა იზრდება);

გაქვთ სისხლის ან ძვლის ტვინის რაიმე პრობლემა;

გაქვთ იმუნური სისტემის რაიმე დაავადება;

ოდესმე ყოფილხართ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული;

გაქვთ ეპილეფსია;

მომდევნო კვირების განმავლობაში უნდა ჩაგიტატდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა;

გაქვთ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (ფილტვების არტერიებში მაღალი არტერიული წნევა);

გაქვთ პარაპროტეინემია (სისხლში პათოლოგიური ცილის ჭარბი რაოდენობა);

თუ იმავე დღეს უნდა ჩააბაროთ სისხლის ან შარდის ანალიზები.

პროცედურის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე დარღვევა თავის ტვინის მხრივ, რომელსაც ეწოდება „ენცეფალოპათია“. თუ შეამჩნევთ, რომ გაქვთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართის „4. შესაძლო გვერდით მოვლენებში“ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი და სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

კატექსოლი P-ს გამოყენების შემდეგ ბავშვებსა და მოზრდილებში შეიძლება აღინიშნოს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები. ჩვილებზე შეიძლება იმოქმედოს ამ მედიკამენტმა საშვილოსნოში ყოფნის დროს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა კატექსოლი P-ს შეყვანამდე და/ან მის შემდეგ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ, კატექსოლი P-ის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე კატექსოლი P-ის მიღებამდე და მის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავლობითი მიელომის (სისხლის თეთრი უჯრედების დაავადება), დიაბეტის, თირკმლის პრობლემების და ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს, ბავშვებსა და ხანდაზმულებს.

ბავშვები და მოზარდები

აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე კატექსოლი P-ის მიღებამდე და მის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს. პრეპარატებიб რომლებსაც შეუძლიათ თირკმელების დაზიანება, არ უნდა იქნას მიღებული კატექსოლი P-სთან ერთად.

კატექსოლი P ჩვილის ორგანიზმიდან შეიძლება უფრო ნელა გამოიდევნოს, ვიდრე ზრდასრულის.

ჩვილები (1 წლამდე ასაკის) და განსაკუთრებით ახალშობილები მგრძნობიარენი არიან გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ცვლილებების მიმართ (მარილებისა და მინერალების ბალანსი) და სისხლის მიმოქცევის ცვლილებების მიმართ (გულისკენ მიმავალი სისხლის მიმოქცევა).

მიმართოთ თქვენს ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები წარსულში გეხებათ.

კატექსოლი P-ის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ეფექტი ცნობილი არ არის.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, თქვენი ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგინიშნავთ ამ პრეპარატის გამოყენებას, თუ თვლის, რომ სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე პოტენციური რისკი თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის. ორსულობის დროს აუცილებელია მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ რადიაცია. თუ ორსულობის დროს დედას ენიშნება კატექსოლი P, რეკომენდებულია ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი. (იხ. „გამოიყენეთ კატექსოლი P სიფრთხილით“ თუ).

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვება შეიძლება ჩვეულებრივ გაგრძელდეს კატექსოლი P-ით გამოკვლევის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

თუ

24 საათის განმავლობაში, თუ მისი შეყვანა მოხდა ხერხემალში,

ერთი საათის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში.

არ მართოთ და არ გამოიყენოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები. ვინაიდან, შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა ან რეაქციის სხვა ნიშნები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კატექსოლი P-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ მლ-ში, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ მეტფორმინის შემცველ ნებისმიერ პრეპარატს, თუ ცოტა ხნის წინ იღებდით ან ამჟამად იღებთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები, ან თუ იღებთ ან შეიძლება მიიღოთ ბეტა-ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი), ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს სისხლძარღვებზე, თუ იღებთ აგფ ფერმენტის ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინის ანტაგონისტებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები) ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ინტერლეიკინ-2-ს ან ინტერფერონებს (იმუნური სისტემის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები) ან ანტიდეპრესანტებს (ფსიქიკური აშლილობების, როგორიცაა დეპრესია, სამკურნალო პრეპარატები), კატექსოლი P-ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. ვინაიდან, ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს კატექსოლი P-ის მოქმედებაზე.

ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ სუნთქვის გაძნელების რისკი, რაც კატექსოლი P-ის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკია და შეიძლება ურთიერთქმედებდეს მძიმე ალერგიული რეაქციების მკურნალობასთან.

ლაბორატორიული ტესტები

თუ სკრინინგის დღეს ლაბორატორიული ანალიზებისთვის სისხლის ან შარდის ნიმუშის აღებას დაგინიშნავენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, რომ მიღებული გაქვთ კატექსოლი P. კატექსოლი P-მ შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე.

თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ კატექსოლი P

კატექსოლი P-ის შეყვანა ყოველთვის უნდა მოხდეს სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური პირის მიერ.

კატექსოლი P-ის გამოყენება ყოველთვის ხდება საავადმყოფოში ან კლინიკაში.

სამედიცინო პერსონალი გეტყვით ყველაფერს, რაც მისი უსაფრთხო გამოყენებისთვის არის საჭირო.

ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:

თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის საუკეთესო დოზას. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ერთჯერადი ინექცია ან შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაყლაპვა.

კატექსოლი P-ის შეყვანის შემდეგ:

უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე (პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნის ხელშესაწყობად);

დარჩეთ იმ ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაგიკეთდათ სკანირება ან რენტგენი, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში;

დარჩეთ კლინიკაში ან საავადმყოფოში ერთი საათის განმავლობაში.

თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს დაყოვნებული რეაქციებიც.

თუ ამ დროის განმავლობაში რაიმე გვერდითი მოვლენა გამოგივლინდებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს (იხ. მე-4 პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

ზემოთ მოცემული რჩევები ეხება ყველა პაციენტს, რომელსაც მიღებული აქვს კატექსოლი P.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოყენების წესი:

კატექსოლი P-ს მიღება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. მისი მიღების წესები მიცემულია ქვემოთ:

ინექცია არტერიაში ან ვენაში:

კატექსოლი P ყველაზე ხშირად შეჰყავთ მკლავის ან ფეხის ვენაში. ზოგჯერ ის შეჰყავთ თხელი პლასტმასის მილის (კათეტერის) მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ მკლავის ან საზარდულის არტერიაშია ჩადგმული.

ინექცია ხერხემალში:

კატექსოლი P-ის შეყვანა ხდება ზურგის ტვინის გარშემო სივრცეში ხერხემლის არხის ვიზუალიზაციისთვის. თუ ჩაგიტარდათ ეს პროცედურა, თქვენ უნდა:

დაისვენოთ, წამოწეული თავითა და სხეულით 1 საათის განმავლობაში ან 6 საათის განმავლობაში, თუ წოლითი რეჟიმი გაქვთ.

სიარულის დროს გმართებთ სიფრთხილე და 6 საათის განმავლობაში მოერიდეთ დახრას.

თუ ამბულატორიული პაციენტი ხართ ან გაქვთ კრუნჩხვები ანამნეზში, კატექსოლი P-ის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში მარტო არ უნდა დარჩეთ.

ზემოთ მოცემული რეკომენდაციები მოქმედია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კატექსოლი P შეჰყავთ ხერხემალში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოყენება სხეულის ღრუებსა ან სახსრებში:

სხეულის ღრუები შეიძლება იყოს სახსრები, საშვილოსნო და საკვერცხის მილები. პრეპარატის შეყვანის წესი და ადგილი განსხვავებულია.

პერორალური გამოყენება:

საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის გამოკვლევისთვის, კატექსოლი P ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად. ამ გამოკვლევებისთვის კატექსოლი P შეიძლება განზავდეს წყლით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დაუნიშნავს პაციენტს ყველაზე შესაფერის დოზას.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

ღვიძლის/თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ამ პაციენტებში დოზის კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.

თუ გრძნობთ, რომ კატექსოლი P-ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი კატექსოლი P

კატექსოლი P-ის შეყვანა ხდება სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო პერსონალის მიერ.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს წყლის ან ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა და სხვა მკურნალობის ჩატარება.

ამ პრეპარატს არ აქვს სპეციალური ანტიდოტი.

თუ გამოიყენეთ კატექსოლი P-ის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კატექსოლი P-ის მიღება:

კატექსოლი P-ის შეყვანა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

შესაძლო ეფექტები კატექსოლი P-ის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ კატექსოლი P-ის მიღების შემდეგ რაიმე პრობლემა გამოგივლინდათ.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კატექსოლი P-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაცინტებში.

ალერგიული რეაქციები:

თუ საავადმყოფოში ან კლინიკაში ყოფნის დროს, სადაც მოხდა კატექსოლი P-ის შეყვანა, განგივითარდებათ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

ხიხინს, სუნთქვის გაძნელებას ან შებოჭილობას ან ტკივილს გულმკერდის არეში;

გამონაყარს კანზე, კვანძებს, ქავილს, ბუშტუკებს კანზე და პირის ღრუში ან სხვა ალერგიულ სიმპტომებს;

სახის შეშუპებას;

თავბრუსხვევას ან სისუსტის შეგრძნებას (გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით).

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს კატექსოლი P-ის შეყვანიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა განვითარდება საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

კატექსოლი P-ის მიღების შემდეგ ხშირია შარდის გამოყოფის ხანმოკლე შემცირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოგივლინდეთ, ჩამოთვლილია ქვემოთ; ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ან რატომ მიიღეთ კატექსოლი P. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღეთ კატექსოლი P, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.

ხშირი: 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტში. არახშირი: 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

იშვიათი: 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში. უცნობი: არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია.

ზოგადი (ვრცელდება ყველა პაციენტზე, რომელმაც მიიღო კატექსოლი P)

ხშირი:

სიცხის შეგრძნება.

არახშირი:

გულისრევა;

პათოლოგიური/მომატებული ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, თავბრუსხვევა/სისუსტე;

თავის ტკივილი.

იშვიათი:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები (შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი);

გულისცემის შენელება;

ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ცხელება.

ძალიან იშვიათი

გემოების შეგრძნების ხანმოკლე ცვლილება;

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, კანკალი (შემცივნება);

დიარეა;

ალერგიული რეაქცია, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შოკს და კოლაფსს (სხვა ნიშნებისთვის იხ. ზემოთ „ალერგიული რეაქციები“)

უცნობი:

სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და მგრძნობელობა (ტკივილი).

არტერიაში ან ვენაში ინექციის შემდეგ:

ხშირი:

სუნთქვის სიხშირის ხანმოკლე ცვლილებები, სუნთქვის პრობლემები.

არახშირი:

ტკივილი და დისკომფორტი;

თირკმლის მწვავე დაზიანება.

იშვიათი:

დიარეა;

არარეგულარული გულისცემა, მათ შორის გახშირებული და შენელებული გულისცემა;

ხველა, სუნთქვის გაჩერება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი;

თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე;

კაშკაშა სინათლის აუტანლობა;

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება;

გამონაყარი კანზე და ქავილი, კანის სიწითლე;

მხედველობის გაუარესება (მათ შორის გაორებული ხედვა, დაბინდული მხედველობა).

ძალიან იშვიათი:

კრუნჩხვები, დაბნეულობა, შეგრძნებების დარღვევა (მაგალითად, შეხება), ტრემორი;

ალები;

სუნთქვის გაძნელება;

მიოკარდიუმის ინფარქტი;

ტკივილი გულმკერდის არეში;

უცნობი:

მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის მძიმე გამონაყარი, წყლიანი ბუშტუკები და კანის აქერცვლა;

დაბნეულობა, როცა არ იცით სად იმყოფებით, გრძნობთ აგზნებადობას, მოუსვენრობას და შფოთვას;

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა (სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, შფოთვა), ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის ხანმოკლე შემცირება (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება).

გარკვეული დროის განმავლობაში გადაადგილების გაძნელება

სიბრმავე ხანმოკლე დროით (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის დაკარგვა ხანმოკლე დროით;

გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, გულის არტერიების სპაზმი და ციანოზი (კანის ლურჯი-იისფერი შეფერილობა ჟანგბადის დეფიციტის გამო)

შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება (მათ შორის ფილტვების შეშუპება, სასუნთქი გზების სპაზმი);

პანკრეასის (კუჭის უკან მდებარე ორგანო) არსებული ანთების გაუარესება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც უარესდება საკვების მიღებისას;

ვენების ტკივილი და შეშუპება, სისხლის თრომბების წარმოქმნა;

სახსრების ტკივილი, რეაქცია ინექციის ადგილზე, ზურგის ტკივილი;

ფსორიაზის გამწვავება (ფსორიაზი);

მეტყველების დარღვევები, მათ შორის სიტყვების წარმოთქმისა და ლაპარაკის შეუძლებლობა;

ასთმის შეტევა;

იოდიზმი (ორგანიზმში იოდის სიჭარბე. ეს იწვევს სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას და ტკივილს);

ხანმოკლე დარღვევები თავის ტვინის მხრივ (ენცეფალოპათია). გონების დაკარგვა, კომა და ძილიანობა, მათ შორის დაბნეულობა, ჰალუცინაციები, მხედველობის გაძნელება, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, სხეულის ერთ მხარეს მოძრაობის გართულება, მეტყველების პრობლემები და მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა;

თრომბოციტოპენია (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მცირდება. ამ შემთხვევაში, სისხლს არ შეუძლია ნორმალურად შედედება);

სისხლში კრეატინინის დონის მომატება.

ხერხემალში ინექციის შემდეგ:

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ძლიერი და გახანგრძლივებული).

ხშირი

გულისრევა, ღებინება.

არახშირი

თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანების ანთება.

იშვიათი

კრუნჩხვითი გულყრები, თავბრუსხვევა, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, კისრის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მხედველობის გაუარესება (მათ შორის ორმაგი ხედვა, ბუნდოვანი მხედველობა).

უცნობი

აგზნებადობის შეგრძნება;

შფოთვითი მდგომარეობა;

თავის ტვინში პათოლოგიური ელექტრული აქტივობის გამოვლენა ელექტროენცეფალოგრაფიის ტესტში;

კაშკაშა სინათლის აუტანლობა, კისრის რიგიდობა;

გარკვეული დროის განმავლობაში გადაადგილების შეუძლებლობა, დაბნეულობის შეგრძნება;

შეგრძნებების დარღვევა (მაგალითად შეხება), სიბრმავე ხანმოკლე დროით (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის დაკარგვა ხანმოკლე დროით;

კრუნჩხვები (რომელიც გრძნელდება ხუთ წუთზე მეტხანს);

ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების შეკუმშვა, რეაქციები ინექციის ადგილზე;

ხანმოკლე დარღვევა თავის ტვინის მხრივ (ენცეფალოპათია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ბოდვები, მხედველობის გართულებები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, მოძრაობის გართულება სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების პრობლემები და გონების დაკარგვა (მათ შორის მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა), კომა, ძილიანობა და რეტროგრადული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა);

მეტყველების დარღვევები, მათ შორის სიტყვების წარმოთქმის და ლაპარაკის შეუძლებლობა.

სხეულის ღრუებში გამოყენების შემდეგ

(მაგალითად, საშვილოსნოში, საკვერცხის მილებში, შარდის ბუშტში, პანკრეასსა და თიაქარში)

ძალიან ხშირი:

ტკივილი კუჭის არეში.

ხშირი:

პანკრეასის ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) (შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება);

პანკრეასის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ნივთიერების პათოლოგიური რაოდენობა, რომელიც ლაბორატორიული გამოკვლევით ვლინდება.

უცნობი:

ტკივილი.

სახსრებში ინექციის შემდეგ:

ძალიან ხშირი:

ტკივილი ინექციის ადგილზე.

უცნობი:

სახსრის ანთება.

პერორალური გამოყენების შემდეგ

ძალიან ხშირი:

დიარეა.

ხშირი:

გულისრევა, ღებინება.

არახშირი:

ტკივილი კუჭის არეში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ გამოვლინდებათ გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ არ არის აღწერილი, აცნობოთ თქვენა ექიმს.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში:

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა აღინიშნა დღენაკლულებში, ახალშობილებში და სხვა ბავშვებში კატექსოლი P-ის მიღების შემდეგ. ეს მდგომარეობა დროებითია და მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ჩვეულებრივ, სიმპტომები არ შეინიშნება. დღენაკლული ჩვილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის ზემოქმედების მიმართ.

ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში, რომლის დედამაც განმეორებით მიიღო კატექსოლი P, აღწერილია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე, დროებითი დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • კატექსოლი P-ის შენახვის პირობები

შეინახეთ კატექსოლი P ორიგინალი შეფუთვით და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ყველა პარენტერალური პროდუქტის მსგავსად, კატექსოლი P-ს ვიზუალურად შემოწმებაა საჭირო. გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ფლაკონში ნალექის არსებობა და ფერის შეცვლა, ასევე შეფუთვის დაუზიანებლობა.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. შეინახეთ გარე შეფუთვის კოლოფში. დაიცავით მეორადი რენტგენის სხივებისგან.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გამოყენება. გამოუყენებელი დოზები უნდა გადაიყაროს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:

პოლიფარმა ილაჯ სანაი ვე ტიკ. ა.შ.

(POLİFARMA İLAÇ SANAYİ VE TİC. A.Ş.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი

ტელ: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 675 14 05

ელ. ფოსტა: [email protected]

საწარმოო მოედანი

არომა ილაჯ სანაი ლტდ შტი.

(AROMA İLAÇ SANAYİ LTD. ŞTİ.)

ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, სართული 2, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი

ტელ: +90 282 675 10 06

ფაქსი:+90 675 14 05

ელ. ფოსტა: [email protected].

წინამდებარე პაციენტის ფურცელი-ჩანართი დამტკიცდა: 06/03/2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა