პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

თრომბოვარიქსი

ThromboVARIX®

ურეცეპტოდ1000მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

თრომბოვარიქსის მოქმედების მექანიზმი თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება დიოსმინი ასტაბილურებს კაპილარულ სისხლძარღვებს. თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება გავლენას ახდენს ვენების ფუნქციონირებაზე და იცავს ვენებს; ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების რეზისტენტობას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიოსმინი (diosmin)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
MEDITOP Gyógyszeripari Kft., უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
ATC კოდი
C05CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-040354
რეგისტრირებულია
29 თებერვალი 2024, მოქმედებს 9 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებათრომბოვარიქსი და სხვა წამალი ერთად

თრომბოვარიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თრომბოვარიქსის მოქმედების მექანიზმი

თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება დიოსმინი ასტაბილურებს კაპილარულ სისხლძარღვებს. თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება გავლენას ახდენს ვენების ფუნქციონირებაზე და იცავს ვენებს; ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების რეზისტენტობას. თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება ამცირებს შეშუპების წარმოქმნას და ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სისხლძარღვებზე.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებში შემდეგი მდგომარეობებისას:

რეკომენდებულია ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა დაძაბულობა, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, კუნთების ტკივილი და სპაზმები წვივის არეში.

გამოიყენება ბუასილის სიმპტომური მკურნალობისთვის, თუ აღინიშნება ბუასილის სიმპტომების გაუარესება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის:

ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში, მიიღება დილით ჭამის დროს.

თუ დაავადების სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს. თუმცა, თუ ექიმმა გითხრათ, რომ არ გჭირდებათ სხვა მიზნობრივი მკურნალობა, შეგიძლიათ მიიღოთ თრომბოვარიქსი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ბუასილის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (დილა, შუადღე და საღამო, 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ყოველ ჯერზე) 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ორჯერ დღეში (დილით და საღამოს, 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ყოველ ჯერზე) კიდევ 3 დღის განმავლობაში, მიიღება ჭამის დროს.

თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს. თრომბოვარიქსით თვითმკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე - თუ სიმპტომები არ გაქრება ამ დროის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობისას საუკეთესო ეფექტი მიიღწევა ცხოვრების წესის ადეკვატური ზომების დახმარებით. არ არის რეკომენდებული მზის აბაზანების მიღება, ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან ჭარბი წონა. სეირნობამ და შესაბამისმა კომპრესიულმა წინდებმა შეიძლება გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:

თრომბოვარიქსის 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მონაცემთა ნაკლებობის გამო.

სპეციალური პოპულაცია

დოზირების კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. არსებული მონაცემების საფუძველზე, არ არის დადგენილი კონკრეტული რისკი პაციენტების ამ ჯგუფებისთვის.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ თრომბოვარიქსს

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული დიოსმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

თრომბოვარიქსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი შემდეგ ჯგუფებში/ მდგომარეობებისას; ამიტომ, მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის:

  • ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები,
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები,
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.

ბავშვები და მოზარდები

თრომბოვარიქსის 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მონაცემთა ნაკლებობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია, თავი აარიდოთ პრეპარატის გამოყენებას ორსულობის დროს.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თრომბოვარიქსი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

თრომბოვარიქსი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):

შეუძლოდ ყოფნა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):

მსხვილი ნაწლავის ანთება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უსიამოვნო შეგრძნება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

სახის, ტუჩების ან ქუთუთოების ცალკეული შეშუპება (შეშუპება), რომელიც დაკავშირებულია ალერგიულ რეაქციებთან; განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს კვინკეს შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის სწრაფად შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება);

მუცლის ტკივილი.

ანგარიში გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნა პირდაპირ INFARMED I.P-ს ქვემოთ მითითებულ მისამართზე. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უმჯობესია) ან შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:

მედიკამენტების რისკის მართვის განყოფილება

Parque da Saude de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

სამედიცინო ხაზი“ 800222444 (უფასო)

ელ.ფოსტა: [email protected]

ჭარბი დოზა

თუ დაგავიწყდათ თრომბოვარიქსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა 1000 მგ მიკრონიზირებული დიოსმინი თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.
  • სხვა ინგრედიენტებია პოლი(ვინილის სპირტი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, უწყლო, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II 85 F82874 ყვითელი (პოლი(ვინილის სპირტი), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)).

თრომბოვარიქსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

მოგრძო, ყვითელი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სიგრძეა 19,2 მმ, სიგანე 9,2 მმ, სიმაღლე 7,8 მმ. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის გატეხვის შედეგად ზემოქმედებული ზედაპირი არის ნაცრისფერი-მოყვითალო ან კრემისფერი, მარმარილოს მსგავსად დამუშავებული თეთრით.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გაადვილების მიზნით გატეხვის გასაადვილებლად და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.

30, 60, 90, 120 ან 180 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია გამჭვირვალე, უფერო, პვქ/პვდქ/ალ ბლისტერებზე და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში სინესტისაგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მოიცავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

თრომბოვარიქსი 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დიოსმინი

პრეპარატის გამოყენებმადე ყურადღებით გაეცანით მთელ ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.

  • შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.
  • თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
  • თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია

  • რა არის თრომბოვარიქსი და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა იცოდეთ თრომბოვარიქსის მიღებამდე.
  • როგორ მიიღება თრომბოვარიქსი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • თრომბოვარიქსის შენახვის წესი.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის თრომბოვარიქსი და რისთვის გამოიყენება

თრომბოვარიქსის მოქმედების მექანიზმი

თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება დიოსმინი ასტაბილურებს კაპილარულ სისხლძარღვებს. თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება გავლენას ახდენს ვენების ფუნქციონირებაზე და იცავს ვენებს; ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების რეზისტენტობას. თრომბოვარიქსის აქტიური ნივთიერება ამცირებს შეშუპების წარმოქმნას და ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სისხლძარღვებზე.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებში შემდეგი მდგომარეობებისას:

რეკომენდებულია ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა დაძაბულობა, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, კუნთების ტკივილი და სპაზმები წვივის არეში.

გამოიყენება ბუასილის სიმპტომური მკურნალობისთვის, თუ აღინიშნება ბუასილის სიმპტომების გაუარესება.

  • რა უნდა იცოდეთ თრომბოვარიქსის მიღებამდე

არ მიიღოთ თრომბოვარიქსი

თუ ხართ ალერგიული დიოსმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თრომბოვარიქსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი შემდეგ ჯგუფებში/ მდგომარეობებისას; ამიტომ, მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის:

  • ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები,
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები,
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.

ბავშვები და მოზარდები

თრომბოვარიქსის 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მონაცემთა ნაკლებობის გამო.

სხვა მედიკამენტები და თრომბოვარიქსი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრევენციული ღონისძიების სახით, სასურველია, თავი აარიდოთ პრეპარატის გამოყენებას ორსულობის დროს.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა

თრომბოვარიქსი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

თრომბოვარიქსი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მივიღოთ თრომბოვარიქსი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის:

ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში, მიიღება დილით ჭამის დროს.

თუ დაავადების სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს. თუმცა, თუ ექიმმა გითხრათ, რომ არ გჭირდებათ სხვა მიზნობრივი მკურნალობა, შეგიძლიათ მიიღოთ თრომბოვარიქსი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ბუასილის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (დილა, შუადღე და საღამო, 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ყოველ ჯერზე) 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ორჯერ დღეში (დილით და საღამოს, 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ყოველ ჯერზე) კიდევ 3 დღის განმავლობაში, მიიღება ჭამის დროს.

თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს. თრომბოვარიქსით თვითმკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე - თუ სიმპტომები არ გაქრება ამ დროის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობისას საუკეთესო ეფექტი მიიღწევა ცხოვრების წესის ადეკვატური ზომების დახმარებით. არ არის რეკომენდებული მზის აბაზანების მიღება, ხანგრძლივად ფეხზე დგომა ან ჭარბი წონა. სეირნობამ და შესაბამისმა კომპრესიულმა წინდებმა შეიძლება გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:

თრომბოვარიქსის 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მონაცემთა ნაკლებობის გამო.

სპეციალური პოპულაცია

დოზირების კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. არსებული მონაცემების საფუძველზე, არ არის დადგენილი კონკრეტული რისკი პაციენტების ამ ჯგუფებისთვის.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ თრომბოვარიქსს

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

თუ დაგავიწყდათ თრომბოვარიქსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):

შეუძლოდ ყოფნა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):

მსხვილი ნაწლავის ანთება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უსიამოვნო შეგრძნება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

სახის, ტუჩების ან ქუთუთოების ცალკეული შეშუპება (შეშუპება), რომელიც დაკავშირებულია ალერგიულ რეაქციებთან; განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს კვინკეს შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის სწრაფად შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება);

მუცლის ტკივილი.

ანგარიში გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნა პირდაპირ INFARMED I.P-ს ქვემოთ მითითებულ მისამართზე. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უმჯობესია) ან შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:

მედიკამენტების რისკის მართვის განყოფილება

Parque da Saude de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

სამედიცინო ხაზი“ 800222444 (უფასო)

ელ.ფოსტა: [email protected]

  • თრომბოვარიქსის შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში სინესტისაგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მოიცავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს თრომბოვარიქსი

  • აქტიური ნივთიერებაა 1000 მგ მიკრონიზირებული დიოსმინი თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.
  • სხვა ინგრედიენტებია პოლი(ვინილის სპირტი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, უწყლო, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II 85 F82874 ყვითელი (პოლი(ვინილის სპირტი), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)).

თრომბოვარიქსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

მოგრძო, ყვითელი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სიგრძეა 19,2 მმ, სიგანე 9,2 მმ, სიმაღლე 7,8 მმ. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის გატეხვის შედეგად ზემოქმედებული ზედაპირი არის ნაცრისფერი-მოყვითალო ან კრემისფერი, მარმარილოს მსგავსად დამუშავებული თეთრით.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გაადვილების მიზნით გატეხვის გასაადვილებლად და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.

30, 60, 90, 120 ან 180 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია გამჭვირვალე, უფერო, პვქ/პვდქ/ალ ბლისტერებზე და მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

bene farmacêutica, lda.

Av. D. João II, Ed. Atlantis Nº44C - 1º

1990-095 ლისაბონი

პორტუგალია

ტელ.: 211 914 455

მწარმოებელი

MEDITOP Gyógyszeripari Kft.

2097 Pilisborosjenő

Ady Endre u. 1.

ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია EEA-ს წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:

უნგრეთი: დინოსოლი 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ავსტრია: დიოსმინ კერი 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

პორტუგალია: თრომბოვარიქსი

ეს გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა: 12/2022

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა