დიოჰესპან მაქსი ზრდის ვენების დაძაბულობას და იცავს სისხლძარღვებს. აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს ლიმფური სისხლძარღვების პერისტალტიკისა (მობილობის) და ლიმფური ნაკადის გაზრდით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიოსმინი (diosmin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034555
- რეგისტრირებულია
- 2 მარტი 2022, მოქმედებს 2 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- -
დიოჰესპან მაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიოჰესპან მაქსი ზრდის ვენების დაძაბულობას და იცავს სისხლძარღვებს. აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს ლიმფური სისხლძარღვების პერისტალტიკისა (მობილობის) და ლიმფური ნაკადის გაზრდით. პრეპარატი ზეგავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე, წვრილი სისხლძარღვების გამტარობის, პერივასკულარული ანთებების და მიკროცირკულაციის სტაგნაციის შემცირებით. ის ასევე ამცირებს მცირე სისხლძარღვების გახეთქვის მიდრეკილებას.
პრეპარატის გამოყენების თერაპიული ჩვენებები:
ქრონიკული ვენური უკმარისობა (CVI) ქვედა კიდურებში (ვარიკოზული ვენები):
- მძიმე ფეხების შეგრძნება
- ფეხების ტკივილი
- ღამით კუნთების კრუნჩხვები
სიმპტომური მკურნალობა ანალურ ვარიკოზულ ვენებთან (ჰემოიროიდები) დაკავშირებული სიმპტომების გაძლიერების შემთხვევაში.
თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თავს უარესად გრძნობთ 7 დღის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
რეკომენდებული დოზა
1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს.
თუ ანალური ვარიკოზული ვენების სიმპტომები გაუარესდება: 3 ტაბლეტი დღეში 4 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 2 ტაბლეტი დღეში ზედიზედ 3 დღე, ჭამის დროს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გასაყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასაადვილებლად ყლაპვის გასამარტივებლად და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ დიოჰესპან მაქსს
უკუჩვენებები
:
- თუ ხართ ალერგიული დიოსმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში).
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს, თუ ანალური ვარიკოზული ვენების სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, მიუხედავად იმისა, რომ იღებთ პრეპარატს. ჰემოროიდებთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობა მოკლევადიანი უნდა იყოს.
დიოჰესპან მაქსი და სხვა მედიკამენტები
უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ დაფიქსირებულა.
დიოჰესპან მაქსი საკვებთან ერთად
პრეპარატი მიიღეთ ჭამის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. თუ დაორსულდებით მედიკამენტის მიღების დროს, უნდა ჰკითხოთ ექიმს, რომელიც არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა.
ძუძუთი კვება
იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები დიოჰესპან მაქსის შეღწევადობის შესახებ ქალის რძეში, დიოჰესპან მაქსი არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტის მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
დიოჰესპან მაქსი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 0,807 მგ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში.
პრეპარატუ შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 ტაბლეტში, ე.ი. მიიჩნევა, რომ ის არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები
იშვიათი (10 000 ადამიანიდან 1-დან 10-მდე):
- დიარეა,
- მონელების დარღვევა,
- გულისრევა,
- ღებინება,
- თავბრუსხვევა,
- თავის ტკივილი,
- სისუსტის გრძნობა,
- გამონაყარი (ქავილი, წითელი ამონაბურცები კანზე),
- ქავილი,
- ჭინჭრის ციება (ღია ვარდისფერი ბუშტუკები კანზე ქავილით).
პრეპარატის მიღების შეწყვეტა საჭირო არ არუს, თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი.
საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება
პრეპარატი დაშვების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, რომ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ:
სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოები და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის უწყების სამკრუნალო საშუალებების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს
ალ. იეროზოლიმსკიე 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
საიტი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ინფორმაცია მიეწოდოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
რეკომენდებულზე დიდი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავებისა და კუჭის დარღვევები, გულისრევა და ღებინება.
თუ თქვენ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ მედიკამენტს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დიოჰესპანის მაქსის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს მონაცემები მკურნალობის შეწყვეტის შედეგების შესახებ.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის დიოსმინი.
- 1 ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მიკრონიზებულ დიოსმინს.
- სხვა ინგრედიენტებია: პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკის ფხვნილი, უწყლო კოლოიდური სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
დიოჰესპან მაქსის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
დიოჰესპან მაქსი წარმოდგენილია ტაბლეტების ფორმით გასაყოფი ხაზით.
მუყაოს ყუთი შეიცავს 10, 20, 30 ან 60 ტაბლეტს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შეინახეთ ეს პრეპარატი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.
სერია - პარტიის ნომერი
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის
დიოჰესპან მაქსი, 1000 მგ, ტაბლეტები
Diosminum
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.
- თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან 7 დღის შემდეგ აღინიშნება გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
ამ ფურცელში
- რა არის დიოჰესპან მაქსი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დიოჰესპან მაქსის მიღებამდე
- როგორ მიიღება დიოჰესპან მაქსი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება დიოჰესპან მაქს
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის დიოჰესპან მაქსი და რისთვის გამოიყენება
დიოჰესპან მაქსი ზრდის ვენების დაძაბულობას და იცავს სისხლძარღვებს. აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს ლიმფური სისხლძარღვების პერისტალტიკისა (მობილობის) და ლიმფური ნაკადის გაზრდით. პრეპარატი ზეგავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე, წვრილი სისხლძარღვების გამტარობის, პერივასკულარული ანთებების და მიკროცირკულაციის სტაგნაციის შემცირებით. ის ასევე ამცირებს მცირე სისხლძარღვების გახეთქვის მიდრეკილებას.
პრეპარატის გამოყენების თერაპიული ჩვენებები:
ქრონიკული ვენური უკმარისობა (CVI) ქვედა კიდურებში (ვარიკოზული ვენები):
- მძიმე ფეხების შეგრძნება
- ფეხების ტკივილი
- ღამით კუნთების კრუნჩხვები
სიმპტომური მკურნალობა ანალურ ვარიკოზულ ვენებთან (ჰემოიროიდები) დაკავშირებული სიმპტომების გაძლიერების შემთხვევაში.
თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თავს უარესად გრძნობთ 7 დღის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ დიოჰესპან მაქსის მიღებამდე
არ მიიღოთ დიოჰესპან მაქსი::
- თუ ხართ ალერგიული დიოსმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 თავში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს, თუ ანალური ვარიკოზული ვენების სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, მიუხედავად იმისა, რომ იღებთ პრეპარატს. ჰემოროიდებთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობა მოკლევადიანი უნდა იყოს.
დიოჰესპან მაქსი და სხვა მედიკამენტები
უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ დაფიქსირებულა.
დიოჰესპან მაქსი საკვებთან ერთად
პრეპარატი მიიღეთ ჭამის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. თუ დაორსულდებით მედიკამენტის მიღების დროს, უნდა ჰკითხოთ ექიმს, რომელიც არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა.
ძუძუთი კვება
იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები დიოჰესპან მაქსის შეღწევადობის შესახებ ქალის რძეში, დიოჰესპან მაქსი არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
ამ მედიკამენტის მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
დიოჰესპან მაქსი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 0,807 მგ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში.
პრეპარატუ შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 ტაბლეტში, ე.ი. მიიჩნევა, რომ ის არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ მიიღება დიოჰესპან მაქს
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
რეკომენდებული დოზა
1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს.
თუ ანალური ვარიკოზული ვენების სიმპტომები გაუარესდება: 3 ტაბლეტი დღეში 4 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 2 ტაბლეტი დღეში ზედიზედ 3 დღე, ჭამის დროს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გასაყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასაადვილებლად ყლაპვის გასამარტივებლად და არა თანაბარ დოზებად დაყოფისთვის.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ დიოჰესპან მაქსს
დოზის გადაჭარბების გამო ამ მედიკამენტით ინტოქსიკაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
რეკომენდებულზე დიდი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავებისა და კუჭის დარღვევები, გულისრევა და ღებინება.
თუ თქვენ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ მედიკამენტს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დიოჰესპანის მაქსის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს მონაცემები მკურნალობის შეწყვეტის შედეგების შესახებ.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები
იშვიათი (10 000 ადამიანიდან 1-დან 10-მდე):
- დიარეა,
- მონელების დარღვევა,
- გულისრევა,
- ღებინება,
- თავბრუსხვევა,
- თავის ტკივილი,
- სისუსტის გრძნობა,
- გამონაყარი (ქავილი, წითელი ამონაბურცები კანზე),
- ქავილი,
- ჭინჭრის ციება (ღია ვარდისფერი ბუშტუკები კანზე ქავილით).
პრეპარატის მიღების შეწყვეტა საჭირო არ არუს, თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი.
საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება
პრეპარატი დაშვების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, რომ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ:
სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოები და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის უწყების სამკრუნალო საშუალებების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს
ალ. იეროზოლიმსკიე 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
საიტი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ინფორმაცია მიეწოდოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება დიოჰესპან მაქსი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შეინახეთ ეს პრეპარატი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.
სერია - პარტიის ნომერი
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დიოჰესპან მაქსი
- აქტიური ნივთიერება არის დიოსმინი.
- 1 ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მიკრონიზებულ დიოსმინს.
- სხვა ინგრედიენტებია: პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკის ფხვნილი, უწყლო კოლოიდური სილიკა, მაგნიუმის სტეარატი.
დიოჰესპან მაქსის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
დიოჰესპან მაქსი წარმოდგენილია ტაბლეტების ფორმით გასაყოფი ხაზით.
მუყაოს ყუთი შეიცავს 10, 20, 30 ან 60 ტაბლეტს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Aflofarm Farmacja Polska Sp. z oo
ულ. პატიზანსკა 133/151
95-200 პაბანისე
მწარმოებელი
Aflofarm Farmacja Polska Sp. z oo
ულ. შკოლნა 31
95-054 ქსავეროვი
ეს ფურცელი ბოლოს დამტკიცდა: 10.2020
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


