პრეპარატი ფლებოდია® 600 ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში, შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობის სიმპტომები: სიმძიმის შეგრძნება, დაღლილობის შეგრძნება, ფეხებში დაჭიმულობის შეგრძნება, ტკივილი, რომელიც დღის ბოლოს ძლიერდება; შეშუპება; მწვავე და ქრონიკული ბუასილის სიმპტომები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიოსმინი (diosmin)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039127
- რეგისტრირებულია
- 21 სექტემბერი 2023, მოქმედებს 21 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- კომპანია „Laboratoire Innotech International“-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში, მაია მიქელაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლებოდია 600 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ფლებოდია® 600 ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში, შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ
ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობის სიმპტომები:
სიმძიმის შეგრძნება,
დაღლილობის შეგრძნება,
ფეხებში დაჭიმულობის შეგრძნება,
ტკივილი, რომელიც დღის ბოლოს ძლიერდება;
შეშუპება;
მწვავე და ქრონიკული ბუასილის სიმპტომები;
დამატებითი მკურნალობა მიკროცირკულაციის დარღვევისას;
თუ ვერ გრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ან თავს გრძნობთ უარესად, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მისაღებად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით.
თერაპიის ხანგრძლივობა
ქრონიკული ლიმფოვენური უკმარისობის დროს მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეადგენს 2 თვეს.
ქრონიკული ბუასილის დროს მკურნალობის კურსი 1-2 თვეა.
სიმპტომების განმეორებით გამოვლენისას, კურსის გამეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
მიკროცირკულაციის დარღვევების დამატებითი მკურნალობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიიღეთ პრეპარატი ფლებოდია® 600 საჭიროზე მეტი რაოდენობით
დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შესახებ აქამდე არანაირი შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფლებოდია® 600-ის მიღება
ერთი ან მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ჩვეულებისამებრ და რეკომენდებული დოზით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვეტთ პრეპარატ ფლებოდია® 600-ის მიღებას
პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ არ არსებობს აბსტინენციის სიმპტომების ან პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოვლინების მტკიცებულება. მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია დიოსმინზე ან მოცემული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ფლებოდია® 600-ის გამოყენების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბუასილის მკურნალობისას, ეს მედიკამენტი არ ცვლის ანუსის და სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების სპეციფიკურ მკურნალობას.
თუ თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ბუასილის სიმპტომები გაგრძელდა, უნდა გაიაროთ გამოკვლევა პროქტოლოგთან, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ მკურნალობას.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატები.
სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ეფექტები არ არის აღწერილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სიფრთხილის მიზნით, სასურველია, რომ პრეპარატი არ მიიღოთ ორსულობის დროს. ექიმის დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
დედის რძეში პრეპარატის შეღწევის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, მეძუძურ ქალებისათვის პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი ფლებოდია® 600 არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ფლებოდია® 600 შეიცავს ჟოლოსფერ საღებავს (პონსო 4R) (E 124), რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგია.
- პრეპარატ ფლებოდია® 600-ის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მოცემული ფურცელ-ჩანართის შესაბამისად ან თქვენი ექიმის დანიშნულებით. ეჭვის არსებობისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდირებული დოზა
ქრონიკული ლიმფოვენური უკმარისობის დროს - 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს.
მწვავე ბუასილის დროს პირველი 4 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად; შემდეგი 3 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ საკვებთან ერთად.
ქრონიკული ბუასილის დროს. მწვავე სიმპტომების კუპირების შემდეგ, რეკომენდებულია მედიკამენტის მიღების გაგრძელება, 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
მიკროცირკულაციის დარღვევების დამატებითი მკურნალობისთვის - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა ფლებოდია® 600 შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნებს, როგორიცაა სახის, ტუჩების და ენის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება). ზოგადად, სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციები იშვიათად იქნა აღინიშნული.
ფლებოდია® 600-ის მიღებისას ასევე შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ხშირად (შესაძლოა გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან)
ტკივილი მუცლის არეში (გასტრალგია);
არახშირად (შესაძლოა გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 100-დან)
მუცლის შებერილობა,
დიარეა,
სიმძიმის ან დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში (დისპეფსია),
გულისრევა.
ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება);
იშვიათად (შესაძლოა გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან)
ღებინება
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების თაობაზე
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას. გვერდითი მოვლენების შესახებ ეცნობებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს:
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
(როსზდრავნადზორი)
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, მე-4 კორპუსი, შენობა 1
ტელ.: +7 800 550 99 03 – ცხელი ხაზი
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
უს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“
220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2-ა
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242-00-29
ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
დსს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5
ტელ.: +374 (10) 20 05 05
+374 (96) 22 05 05 – ცხელი ხაზი
ფაქსი: +374 (10) 23 21 18
ელ. ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.am
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვის ქუჩა, შენობა 13
ტელ.: +7 (7172) 235 135
ელ. ფოსტა: [email protected]
http://www.ndda.kz
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი
720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ. 25,
ტელ.: 0800 800 26 26 – ცხელი ხაზი
ელ. ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.kg
- პრეპარატ ფლებოდია® 600-ის შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება თვის ბოლო დღე.
ინახევა არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ეს წამალი, როდესაც ის აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა გასტრალგია, შებერილობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა და ღებინება.
მკურნალობა
სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
პრეპარატი ფლებოდია® 600 შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს დიოსმინი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 600მგ დიოსმინს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა; გარსის შემადგენელი კომპონენტებია: სეპიფილმი® 002 (ჰიპრომელოზა (E 464), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლ 8 სტეარატი ტიპი 1), სეპისპერსი® AP 5523 ვარდისფერი (პროპილენგლიკოლი, ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟოლოსფერი საღებავი [Ponceau 4R] (E 124), რკინის შავი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172)), ოპაგლოს® 6000 (კარნაუბის ცვილი (E 903), ფუტკრის ცვილი (E 901), შელაკი (E 904), უწყლო ეთანოლი).
პრეპარატ ფლებოდია 600®-ის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ორმხრივამობურცული, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
15 ან 18 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერზე.
15 ტაბლეტიანი 1, 2, 4 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
18 ტაბლეტიანი 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
5 წელი
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 30OC ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ბუნება და შიგთავსი
15 ან 18 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად.
15 ტაბლეტიანი 1, 2, 4 ან 6 ბლისტერი პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
18 ტაბლეტიანი 1 ბლისტერი პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს მოწოდებული ბაზარზე.
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისა და წამლის სხვა მანიპულაციების დროს.
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები.
- სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
ლაბორატორია ინნოტერა
22, ავენიუ არისტიდ ბრიან, 94110 არკეი, საფრანგეთი
- 1. სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელის წარმომადგენელი
საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
რუსეთის ფედერაცია
შპს ინოტერა
115035, მოსკოვი, სადოვნიჩესკაიას სანაპირო, შენობა 71
ტელეფონი: +7 800 250 17 38
ელ. ფოსტა: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
„Laboratoire Innotech International“-ის (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
220007, მინსკი, ლევკოვას ქ. 43, ოფისი 313
ტელეფონი: +375 17 336 05 99
ფაქსი: +375 17 336 05 99
ელ. ფოსტა: [email protected]
სასომხეთის რესპუბლიკა
კარენ ჰარუტუნიანი, ინდივიდუალური მეწარმე
0019, ერევანი, პროშიანას ქ,. 2/1, ოფისი 14
ტელეფონი: +374 10 32 15 13 (შიდა 114)
ელ.ფოსტა: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
ლაბორატორია Innotech International S.A.S.-ის წარმომადგენლობა ყაზახეთის რესპუბლიკაში
050000, ალმატი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურ ალატაუს მიკრორაიონი, ასემტაუს ქ. 53A
ტელეფონი: +7 727 339 58 46
ელ. ფოსტა: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა
შპს „პრომო სერვისი“
720001, ბიშკეკი, ისანოვას ქ. 79, ოფისი 802
ტელეფონი: +996 555 979 039
ელ. ფოსტა: [email protected]
- სავაჭრო ავტორიზაციის ნომრები
- პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი
პირველი ავტორიზაციის თარიღი:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოპროტექტორები; კაპილარების სტაბილიზაციის აგენტები; ბიოფლავონოიდები.
ათქ კოდი: C05CA03
მოქმედების მექანიზმი
ვენოტონური და ვაზოპროტექტორული საშუალება, რომელიც იწვევს ვენების შევიწროებას, ზრდის სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და ამცირებს სისხლძარღვთა გამტარიანობას. აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ვენოტონური და ანგიოპროტექტორული ეფექტები დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.
ვენოტონური ეფექტი
ადრენალინის, ნორეპინეფრინის და სეროტონინის ვაზოკონსტრიქტორული მოქმედების გაძლიერება მკლავების ზედაპირულ ვენებში ან იზოლირებულ კანქვეშა ვენაში.
ვენური ტონუსის მომატება, შეფასებული ვენური ტევადობის პლეტიზმოგრაფიის გამოყენებით გაზომვით; ვენური შეგუბების შემცირება.
ვენოტონური ეფექტი დოზადამოკიდებულია.
საშუალო ვენური წნევის შემცირება (როგორც ზედაპირულ სისტემაში, ასევე ღრმა ვენებში), დადასტურებული დოპლერული ულტრაბგერითი თერაპიის გამოყენებით ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში.
სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მომატება ორთოსტატული ჰიპოტენზიის დროს ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
აქტივობა საფენექტომიის შემდეგ.
ანგიოპროტექტორული ეფექტი.
კაპილარული რეზისტენტობის დოზადამოკიდებული ზრდა.
- 2. ფარმაკოდინამიკური თვისებები
აბსორბცია
ფლებოდია 600-ის პერორალური მიღების შემდეგ, ნაწლავის ბაქტერიების მიერ დიოსმინი მეტაბოლიზდება დიოსმეტინამდე. დიოსმეტინი შეიწოვება და სისხლში გვხვდება კონიუგატების (გლუკურონიდები და სულფატები) სახით. დიოსმინის ძირითადი მეტაბოლიტია დიოსმეტინ-3-O-გლუკურონიდი.
პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ფლებოდია 600-ის მიღებიდან 12-15 საათის შემდეგ.
განაწილება
ცხოველებზე ჩატარებულმა ნახშირბად-14-ით მარკირებული დიოსმინის ფარმაკოკინეტიკის კვლევამ აჩვენა რადიოაქტიურობის უპირატესი განაწილება ღრუ ვენებსა და კანქვეშა ვენებში.
გამოყოფა
ცხოველებში 79% გამოიყოფა შარდთან ერთად, 11% განავალთან და 2.4% ნაღველთან ერთად, რაც ენტეროჰეპატური ციკლის ნიშნებით ხასიათდება.
ადამიანებში დიოსმეტინ-3-O-გლუკურონიდი გვხვდება შარდში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ფლებოდია® 600
600მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება: დიოსმინი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მთელ ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ფურცელ-ჩანართის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.
შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ან კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოგივლინდათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის მათაც, რაც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.
თუ მკურნალობის პერიოდში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
რას წარმოადგენს პრეპარატი ფლებოდია® 600 და რისთვის იყენებენ მას.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ფლებოდია® 600-ის გამოყენებამდე.
პრეპარატ ფლებოდია® 600-ის გამოყენება.
შესაძლო არასასურველი რეაქციები.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს პრეპარატი ფლებოდია® 600 და რისთვის იყენებენ მას
პრეპარატი ფლებოდია® 600 შეიცავს მოქმედ ნივთიერება დიოსმინს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს, ცნობილი სახელწოდებით „ანგიოპროტექტორები; კაპილარების სტაბილიზატორები; ბიოფლავონოიდები“.
დიოსმინი აუმჯობესებს ვენების ტონუსს, ამცირებს კაპილარების გამტარიანობას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობს ქვედა კიდურების ვენური დაავადებებისა და ბუასილის სხვა სიმპტომების შემცირებას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ფლებოდია® 600 ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში, შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ
ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობის სიმპტომები:
სიმძიმის შეგრძნება,
დაღლილობის შეგრძნება,
ფეხებში დაჭიმულობის შეგრძნება,
ტკივილი, რომელიც დღის ბოლოს ძლიერდება;
შეშუპება;
მწვავე და ქრონიკული ბუასილის სიმპტომები;
დამატებითი მკურნალობა მიკროცირკულაციის დარღვევისას;
თუ ვერ გრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ან თავს გრძნობთ უარესად, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ფლებოდია® 600-ის გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია დიოსმინზე ან მოცემული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 ნაწილში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ფლებოდია® 600-ის გამოყენების დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბუასილის მკურნალობისას, ეს მედიკამენტი არ ცვლის ანუსის და სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების სპეციფიკურ მკურნალობას.
თუ თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ბუასილის სიმპტომები გაგრძელდა, უნდა გაიაროთ გამოკვლევა პროქტოლოგთან, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ მკურნალობას.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ფლებოდია® 600
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატები.
სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ეფექტები არ არის აღწერილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სიფრთხილის მიზნით, სასურველია, რომ პრეპარატი არ მიიღოთ ორსულობის დროს. ექიმის დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
დედის რძეში პრეპარატის შეღწევის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, მეძუძურ ქალებისათვის პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი ფლებოდია® 600 არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ფლებოდია® 600 შეიცავს ჟოლოსფერ საღებავს (პონსო 4R) (E 124), რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგია.
- პრეპარატ ფლებოდია® 600-ის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მოცემული ფურცელ-ჩანართის შესაბამისად ან თქვენი ექიმის დანიშნულებით. ეჭვის არსებობისას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდირებული დოზა
ქრონიკული ლიმფოვენური უკმარისობის დროს - 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს.
მწვავე ბუასილის დროს პირველი 4 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ საკვებთან ერთად; შემდეგი 3 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ საკვებთან ერთად.
ქრონიკული ბუასილის დროს. მწვავე სიმპტომების კუპირების შემდეგ, რეკომენდებულია მედიკამენტის მიღების გაგრძელება, 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
მიკროცირკულაციის დარღვევების დამატებითი მკურნალობისთვის - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით.
თერაპიის ხანგრძლივობა
ქრონიკული ლიმფოვენური უკმარისობის დროს მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეადგენს 2 თვეს.
ქრონიკული ბუასილის დროს მკურნალობის კურსი 1-2 თვეა.
სიმპტომების განმეორებით გამოვლენისას, კურსის გამეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
მიკროცირკულაციის დარღვევების დამატებითი მკურნალობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიიღეთ პრეპარატი ფლებოდია® 600 საჭიროზე მეტი რაოდენობით
დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შესახებ აქამდე არანაირი შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფლებოდია® 600-ის მიღება
ერთი ან მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ჩვეულებისამებრ და რეკომენდებული დოზით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვეტთ პრეპარატ ფლებოდია® 600-ის მიღებას
პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ არ არსებობს აბსტინენციის სიმპტომების ან პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოვლინების მტკიცებულება. მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა ფლებოდია® 600 შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნებს, როგორიცაა სახის, ტუჩების და ენის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება). ზოგადად, სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციები იშვიათად იქნა აღინიშნული.
ფლებოდია® 600-ის მიღებისას ასევე შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ხშირად (შესაძლოა გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან)
ტკივილი მუცლის არეში (გასტრალგია);
არახშირად (შესაძლოა გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 100-დან)
მუცლის შებერილობა,
დიარეა,
სიმძიმის ან დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში (დისპეფსია),
გულისრევა.
ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება);
იშვიათად (შესაძლოა გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან)
ღებინება
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების თაობაზე
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების თაობაზე (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას. გვერდითი მოვლენების შესახებ ეცნობებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს:
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
(როსზდრავნადზორი)
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, მე-4 კორპუსი, შენობა 1
ტელ.: +7 800 550 99 03 – ცხელი ხაზი
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
უს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“
220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2-ა
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242-00-29
ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
დსს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5
ტელ.: +374 (10) 20 05 05
+374 (96) 22 05 05 – ცხელი ხაზი
ფაქსი: +374 (10) 23 21 18
ელ. ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.am
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ამანგელდი იმანოვის ქუჩა, შენობა 13
ტელ.: +7 (7172) 235 135
ელ. ფოსტა: [email protected]
http://www.ndda.kz
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი
720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ. 25,
ტელ.: 0800 800 26 26 – ცხელი ხაზი
ელ. ფოსტა: [email protected]
http://www.pharm.kg
- პრეპარატ ფლებოდია® 600-ის შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება თვის ბოლო დღე.
ინახევა არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ეს წამალი, როდესაც ის აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ფლებოდია® 600 შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს დიოსმინი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 600მგ დიოსმინს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა; გარსის შემადგენელი კომპონენტებია: სეპიფილმი® 002 (ჰიპრომელოზა (E 464), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლ 8 სტეარატი ტიპი 1), სეპისპერსი® AP 5523 ვარდისფერი (პროპილენგლიკოლი, ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟოლოსფერი საღებავი [Ponceau 4R] (E 124), რკინის შავი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172)), ოპაგლოს® 6000 (კარნაუბის ცვილი (E 903), ფუტკრის ცვილი (E 901), შელაკი (E 904), უწყლო ეთანოლი).
პრეპარატ ფლებოდია 600®-ის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ორმხრივამობურცული, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
15 ან 18 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერზე.
15 ტაბლეტიანი 1, 2, 4 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
18 ტაბლეტიანი 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ლაბორატორიი ინნოტერა
22, ავენიუ არისტიდ ბრიან, 94110 არკეი, საფრანგეთი
მწარმოებელი
ინნოტერა შუზი
რიუ რენე შანტერო, შუზი-სიურ-სის, ვალუარ-სიურ-სის, 41150, საფრანგეთი
ხარისხის კონტროლის გამშვები
ინნოტერა შუზი
რიუ რენე შანტერო, შუზი-სიურ-სის, ვალუარ-სიურ-სის, 41150, საფრანგეთი
პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის, ასევე პრეტენზიის არსებობისას, უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთის ფედერაცია
შპს „ინნოტექი“
115035 ქ.მოსკოვი, სადოვნიჩესკაიას სანაპირო, შენობა 71
ტელ.: +7 800 250 17 38
ელ. ფოსტა: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
„Laboratoire Innotech International“-ის (საფრანგეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
220007, ქ.მინსკი, ლევკოვას ქ., 43, ოფისი 313
ტელ.: +375 17 336 05 99
ფაქსი: +375 17 336 05 99
ელ. ფოსტა: [email protected]
სომხეთის რესპუბლიკა
ინდივიდუალური მეწარმე კარენ ჰარუთიანიანი
0019, ქ. ერევანი, პროშიანის ქუჩა 2/1, ოფისი 14
ტელ.: +374 10 32-15-13 (შიდა 114)
ელ. ფოსტა: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
ლაბორატორია „Innotek International S.A.S.“-ის წარმომადგენლობა
ყაზახეთის რესპუბლიკაში
050000 , ქ.ალმატი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურ ალატაუს მიკრორაიონი,
ასემტაუს ქუჩა, შენობა 53A
ტელეფონი: +7 727 339 58 46
ელ. ფოსტა: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა
შპს „პრომო სერვისი“
720001, გ. ბიშკეკი, ისანოვას ქ. 79, ოფისი 802
ტელ.: +996 555 979 039
ელ. ფოსტა: [email protected]
ფურცელ-ჩანართი გადახედილია
ინფორმაციის სხვა წყაროები
ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე:
http://eec.eaeunion.org/
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


