ზოვირაქსი
ZOVIRAX
ZOVIRAX -ი არის ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი, ჰერპეს სიმპლექსის (HSV) I და II ტიპის და Varicella zoster ვირუსების წინააღმდეგ. ZOVIRAX-ი შეიცავს აციკლოვირს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და ხელმისაწვდომია 2 გ და 10 გ ალუმინის მილის შეფუთვაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აციკლოვირი (aciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 5% 2გ კრემი ალუმინის ტუბი №1
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ანტივირუსული საშუალებები
- ATC კოდი
- D06BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0299
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ზოვირაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ZOVIRAX -ი არის ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი, ჰერპეს სიმპლექსის (HSV) I და II ტიპის და Varicella zoster ვირუსების წინააღმდეგ.
ZOVIRAX-ი შეიცავს აციკლოვირს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და ხელმისაწვდომია 2 გ და 10 გ ალუმინის მილის შეფუთვაში.
ZOVIRAX-ი გამოიყენება საწყისი და მორეციდივე სასქესო ჰერპესის და ლაბიალის ჰერპესის, მათ შორის ჰერპეს სიმპლექსის კანის ინფექციების (ჰერპესის) სამკურნალოდ.
ZOVIRAX -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
მიღების წესი და დოზირება
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს ZOVIRAX-ის გამოყენების შესახებ.
მიიღეთ ზოვირაქსი 5-ჯერ დღეში დაახლოებით 4 საათის ინტერვალით, ღამის დოზის გამოტოვებით.
გამოიყენეთ ZOVIRAX-ი ინფექციით დაზიანებულ ადგილზე რაც შეიძლება ადრე სიმპტომების გაცენიდან ან (სიწითლის ან თუ გრძნობთ დაავადების დაწყებას). თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა მოგვიანებითი სიმპტომებით (შეშუპება ან სითხით სავსე ბუშტუკები).
ლაბიალის ჰერპესისთვის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 4 დღის განმავლობაში და მინიმუმ 5 დღის განმავლობაში გენიტალური ჰერპესისთვის. თუ არ არის გაუმჯობესება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე.
მიღების გზა და მეთოდები:
წაისვით ZOVIRAX-ის მცირე რაოდენობა დაზიანებულ ადგილზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
მიღება ბავშვებში: მონაცემები არ მოიპოვება
მიღებახანდაზმულებში: მონაცემები არ მოიპოვება
სპეციალური მიღების შემთხვევები: მონაცემები არ მოიპოვება
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ZOVIRAX-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი ZOVIRAX-ი მიიღეთ:
არ არის მოსალოდნელი რაიმე გვერდითი ეფექტები. თუმცა, კუჭ-ნაწლავის (გულისრევა და ღებინება) და ნევროლოგიური (თავის ტკივილი და დაბნეულობა) ეფექტები განვითარდა, როდესაც აციკლოვირის განმეორებითი დოზები პერორალურად რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევით იქნა მიღებული. აციკლოვირის მოცილება შესაძლებელია ჰემოდიალიზით (მკურნალობა სისხლის გაწმენდისათვის).
თუ საჭიროზე მეტი ZOVIRAX -ი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ZOVIRAX-ის მიღება:
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ZOVIRAX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო ეფექტები:
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ZOVIRAX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ ZOVIRAX-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, კანის ქავილი ან ჭინჭრის ციება
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება
უკუჩვენებები
თუ:
ZOVIRAX -ის გამოყენებისას თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ადგილობრივი ტკივილი ან შეშუპება), შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ ალერგიული ხართ აციკლოვირის, ვალაციკლოვირის (ანტივირუსული წამლის სახეობა), პროპილენ გლიკოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ.
ZOVIRAX -ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
ზოვირაქსის გამოყენება ისეთ ადგილებში, როგორიცაა პირი, თვალები ან საშო არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ის შემთხვევით არ მოხვდეს თვალში.
ზოვირაქსის პერორალურად მიღების ფორმები უნდა განიხილებოდეს, თუ გაქვთ მძიმე იმუნოდეფიციტი (მაგ. შიდსის დაავადება ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია).
თუ გაქვთ ამ ტიპის დაავადება, ნებისმიერი ინფექციის სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
ZOVIRAX-ში შემავალ ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ZOVIRAX-ი თავისი განსაკუთრებული შემადგენლობის გამო არ უნდა განზავდეს ან გამოიყენებოდეს სხვა პრეპარატების გასაზავებლად.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
ZOVIRAX -ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დაუშვებელია
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მათ შორის, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე; თუ თქვენ იღებთ რაიმე მედიკამენტს ან
იყენებდით მას ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მის გამოყენებას, აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
ზოვირაქსი არ უნდა შეურიოთ სხვა კრემებსა და მალამოებს.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტო მედიკამენტს
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, მიმართეთ ექიმს.
ZOVIRAX -ი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

როდესაც ZOVIRAX -ის კრემის ფორმა გამოიყენება ძუძუთი კვების დროს რაოდენობა, რომელიც გადავა რძიდან ბავშვზე უმნიშვნელოა.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ZOVIRAX -ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო.
ZOVIRAX-ში შემავალ ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ყოველთვის დაიბანეთ ხელები კრემის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
ZOVIRAX-ი არ უნდა შეურიოთ სხვა კრემებსა და მალამოებს.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიანხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
არაშირი გვერდითი მოვლენები:
დროებითი წვა ან ჩხვლეტა კანზე
კანის უმნიშვნელო გამოშრობა და აქერცვლა
ქავილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
სიწითლე
კონტაქტური დერმატიტი (კანის დაავადების ტიპი)
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვაგვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
როგორ შეინახოთ ZOVIRAX-ი?
შეინახეთ ZOVIRAX ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ შედოთ მაცივარში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ZOVIRAX შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
სს. „გლაქსოსმითჰქლინე ილაჩლარი თიჯ.“ (GlaxoSmithKline ilaçları San. Ve Tic. A.Ş.)
ლევენთ / სტამბული
წარმოების ადგილი:
სს. „ფარმაქთივ ილაჩ სან. ვე თიჯ.“ (Pharmactive ilaç San. Ve Tic. A.Ş.) ქაფაქლი, თექირდაღ
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 16 / 11 / 2017 წელს.
1501551R02
შენახვის პირობები
შეინახეთ ზოვირაქსი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში. ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შედოთ მაცივარში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ზოვირაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! იგი უნდა გადასცეთ გარემოსა დაურბანიზაციის სამინისტროს მიერ დაქვემდებარებულ საკოლექციო სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş., Levent, İstanbul
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ZOVIRAX %5 მალამო
გამოიყენება გარეგანად.
აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 გრ. მალამო %5 a/a 50 მგ აციკლოვირს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, პოლოქსამერი 407, არლასელი 165, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, დიმეტიკონი, სუფთა წყალი.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არმისცეთ სხვას;
მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
რა არის ZOVIRAX-ი და რისთვის გამოიყენება?
ZOVIRAX -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
როგორ უნდა მიიღოთ ZOVIRAX-ი?
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
როგორ შეინახოთ ZOVIRAX-ი?
რა არის ZOVIRAX-ი და რისთვის გამოიყენება?
ZOVIRAX -ი არის ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი, ჰერპეს სიმპლექსის (HSV) I და II ტიპის და Varicella zoster ვირუსების წინააღმდეგ.
ZOVIRAX-ი შეიცავს აციკლოვირს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და ხელმისაწვდომია 2 გ და 10 გ ალუმინის მილის შეფუთვაში.
ZOVIRAX-ი გამოიყენება საწყისი და მორეციდივე სასქესო ჰერპესის და ლაბიალის ჰერპესის, მათ შორის ჰერპეს სიმპლექსის კანის ინფექციების (ჰერპესის) სამკურნალოდ.
ZOVIRAX -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
არ გამოიყენოთ ZOVIRAX-ი ქვევით მოცემულ შემთხვევებში:
თუ:
ZOVIRAX -ის გამოყენებისას თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ადგილობრივი ტკივილი ან შეშუპება), შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ ალერგიული ხართ აციკლოვირის, ვალაციკლოვირის (ანტივირუსული წამლის სახეობა), პროპილენ გლიკოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ.
ZOVIRAX -ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
ზოვირაქსის გამოყენება ისეთ ადგილებში, როგორიცაა პირი, თვალები ან საშო არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ის შემთხვევით არ მოხვდეს თვალში.
ზოვირაქსის პერორალურად მიღების ფორმები უნდა განიხილებოდეს, თუ გაქვთ მძიმე იმუნოდეფიციტი (მაგ. შიდსის დაავადება ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია).
თუ გაქვთ ამ ტიპის დაავადება, ნებისმიერი ინფექციის სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
ZOVIRAX-ში შემავალ ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ZOVIRAX-ი თავისი განსაკუთრებული შემადგენლობის გამო არ უნდა განზავდეს ან გამოიყენებოდეს სხვა პრეპარატების გასაზავებლად.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
ZOVIRAX -ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დაუშვებელია
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, მიმართეთ ექიმს.
ZOVIRAX -ი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როდესაც ZOVIRAX -ის კრემის ფორმა გამოიყენება ძუძუთი კვების დროს რაოდენობა, რომელიც გადავა რძიდან ბავშვზე უმნიშვნელოა.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
ავტომობილის მართვის ანდა მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედებაზე მონაცემები არ მოიპოვება.
ZOVIRAX -ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო.
ZOVIRAX-ში შემავალ ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ყოველთვის დაიბანეთ ხელები კრემის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
ZOVIRAX-ი არ უნდა შეურიოთ სხვა კრემებსა და მალამოებს.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ უნდა მიიღოთ ZOVIRAX -ი?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს ZOVIRAX-ის გამოყენების შესახებ.
მიიღეთ ზოვირაქსი 5-ჯერ დღეში დაახლოებით 4 საათის ინტერვალით, ღამის დოზის გამოტოვებით.
გამოიყენეთ ZOVIRAX-ი ინფექციით დაზიანებულ ადგილზე რაც შეიძლება ადრე სიმპტომების გაცენიდან ან (სიწითლის ან თუ გრძნობთ დაავადების დაწყებას). თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა მოგვიანებითი სიმპტომებით (შეშუპება ან სითხით სავსე ბუშტუკები).
ლაბიალის ჰერპესისთვის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 4 დღის განმავლობაში და მინიმუმ 5 დღის განმავლობაში გენიტალური ჰერპესისთვის. თუ არ არის გაუმჯობესება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე.
მიღების გზა და მეთოდები:
წაისვით ZOVIRAX-ის მცირე რაოდენობა დაზიანებულ ადგილზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
მიღება ბავშვებში: მონაცემები არ მოიპოვება
მიღებახანდაზმულებში: მონაცემები არ მოიპოვება
სპეციალური მიღების შემთხვევები: მონაცემები არ მოიპოვება
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ZOVIRAX-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი ZOVIRAX-ი მიიღეთ:
არ არის მოსალოდნელი რაიმე გვერდითი ეფექტები. თუმცა, კუჭ-ნაწლავის (გულისრევა და ღებინება) და ნევროლოგიური (თავის ტკივილი და დაბნეულობა) ეფექტები განვითარდა, როდესაც აციკლოვირის განმეორებითი დოზები პერორალურად რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევით იქნა მიღებული. აციკლოვირის მოცილება შესაძლებელია ჰემოდიალიზით (მკურნალობა სისხლის გაწმენდისათვის).
თუ საჭიროზე მეტი ZOVIRAX -ი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ZOVIRAX-ის მიღება:
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ZOVIRAX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო ეფექტები:
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ZOVIRAX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ ZOVIRAX-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, კანის ქავილი ან ჭინჭრის ციება
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:
ძალიანხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
არაშირი გვერდითი მოვლენები:
დროებითი წვა ან ჩხვლეტა კანზე
კანის უმნიშვნელო გამოშრობა და აქერცვლა
ქავილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
სიწითლე
კონტაქტური დერმატიტი (კანის დაავადების ტიპი)
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვაგვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
როგორ შეინახოთ ZOVIRAX-ი?
შეინახეთ ZOVIRAX ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ შედოთ მაცივარში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ZOVIRAX შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
სს. „გლაქსოსმითჰქლინე ილაჩლარი თიჯ.“ (GlaxoSmithKline ilaçları San. Ve Tic. A.Ş.)
ლევენთ / სტამბული
წარმოების ადგილი:
სს. „ფარმაქთივ ილაჩ სან. ვე თიჯ.“ (Pharmactive ilaç San. Ve Tic. A.Ş.) ქაფაქლი, თექირდაღ
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 16 / 11 / 2017 წელს.
1501551R02
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.