პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის

ზოვირაქსი

Zovirax

ურეცეპტოდ5%ინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ზოვირაქსი განკუთვნილია ტუჩების და სახის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Herpes simplex-ის ვირუსით (მორეციდივე ლაბიალური ჰერპესი). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აციკლოვირი (aciclovir)
ფორმა და შეფუთვა
5% (100მგ/2გ) 2გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Glaxo Operations UK Limited (trading as Glaxo Wellcome Operations), დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული დერმატოლოგიური საშუალებები, ანტივირუსული საშუალებები
ATC კოდი
D06BB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044411
რეგისტრირებულია
2 დეკემბერი 2025, მოქმედებს 11 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Haleon UK Trading Limited (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზოვირაქსი და სხვა წამალი ერთად

ზოვირაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზოვირაქსი განკუთვნილია ტუჩების და სახის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Herpes simplex-ის ვირუსით (მორეციდივე ლაბიალური ჰერპესი).

გამოყენება დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში:

დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის და ნებისმიერი ინფექციის მკურნალობამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით):

პრეპარატის დატანება რეკომენდებულია 5–ჯერ დღეში (დაახლოებით ყოველ 4 სთ-ში), ღამის დროის გამოკლებით.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება ადრე, უმჯობესია დაავადების პირევლივე ნიშნების გამოვლენისას (პროდრომალურ პერიოდში ან კანის გაწითლებისას). თუმცა მკურნალობის დაწყება შესაძლებელია უფრო გვიან სტადიაზეც (პაპულის ან ვეზიკულის არსებობა). მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 4 დღეზე ნაკლები. შეხორცების არარსებობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება 10 დღემდე გაგრძელდეს. დაავადების სიმპტომების 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და ინფექციის გადაცემის პრევენციის მიზნით, საჭიროა ხელის დაბანა პრეპარატის დატანამდე და დატანების შემდეგ, არ გაიხეხოთ კანის დაზიანებული მონაკვეთი და არ შეეხოთ მას პირსახოცით.

ბავშვები. ადეკვატური მონაცემების არარსებობის გამო 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

მიუხედავად იმისა, რომ აციკლოვირი ძირითადად თირკმლებით გამოიყოფა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა. ამიტომ, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის ან ზოვირაქსის კრემის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

კრემის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ტუჩების და სახის კანის ჰერპესის დროს. კრემის წასმა რეკომენდებული არ არის პირის ღრუს ან თვალის ლორწოვან გარსზე, ასევე არ გამოიყენება გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

მოერიდეთ თვალებში შემთხვევით მოხვედრას.

ტუჩების გამოხატული ჰერპესის დროს რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

პირებმა, რომლებსაც აქვთ ტუჩის ჰერპესი (განსაკუთრებით ღია დაზიანების არსებობისას), აუცილებლად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები რათა არ დაუშვან სხვა ადამიანების დაინფიცირება (მაგ., ხელის დაბანა პრეპარატის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ, იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

პრეპრატი შეიცავს ცეტილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიც არის კონტაქტური დერმატიტი; იგი ასევე შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

პროდუქტი შეიცავს 3.75 მგ ნატრიუმის ლაურილსულფატს თითოეულ სადღეღამისო დოზაში, რაც 7.5 მგ/გ-ს შეესაბამება. ნატრიუმის ლაურილსულფატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგალითად, წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება) ან გააძლიეროს სხვა პრეპარატებით გამოწვეული კანის რეაქციები იმავე ადგილას გამოყენებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ პოტენციურ რისკს. თუმცა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია.

ორსულობის პოსტრეგისტრაციულ რეესტრში დაფიქსირდა ორსულობის გამოსავლის მონაცემები ქალებში, რომლებიც გამოიყენებდნენ აციკლოვირს სხვადასხვა სამკურნალო ფორმებით. რეესტრის მონაცემების ანალიზით არ გამოვლენილა თანდაყოლილი დეფექტების რიცხვის გაზრდა ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს, საერთო პოპულაცასთან შედარებით, გამოიყენებდნენ აციკლოვირს. გამოვლენილი თანდაყოლილი დეფექტები არ გამოირჩეოდნენ ერთგვაროვნებით ან კანონზომიერებით, რაც გამოიწვევდა ვარაუდს მათი წარმოშობის საერთო მიზეზის შესახებ. აციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ძალიან დაბალია.

ლაქტაცია.

ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში აციკლოვირის გამოყენების შეზღუდული მონაცემები აჩვენებს, რომ აციკლოვირის სისტემური გამოყენების ფორმებით დანიშვნისას სამკურნალო საშუალება გადადის დედის რძეში. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის მიერ მიღებული დოზა ძალიან მცირეა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კრემის სახით აციკლოვირის გამოყენებისას ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები მითითებულია არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციის შემდეგი სისტემის გამოყენებით სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი ≥ 1/10, ხშირი ≥ 1/100 - 1/10, არც ისე ხშირი ≥ 1/1000 - <1/100, იშვიათი ≥ 1/10 000 - <1/1000, ძალიან იშვიათი <1/10000.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

არც ისე ხშირად:

ტრანზიტორული წვა ან ჩხვლეტა კრემის გამოყენების შემდეგ;

კანის სიმშრალე ან აქერცვლა;

ქავილი.

იშვიათად:

ერითემა;

კონტაქტური დერმატიტი დატანების ადგილას, რომელიც უფრო ხშირად დაკავშირებულია რეაქციებთან დამხმარე ნივთიერებების და არა აციკლოვირის მიმართ.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად:

დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, კვინკეს შეშუპება.

ჭარბი დოზა

შემთხვევით კრემის გადაყლაპვისას ან 2 გ მასის მქონე ზოვირაქსის კრემის მთლიანი შეფუთვის, ადგილობრივი გამოყენებისას, რომელიც 100 გ აციკლოვირის შეიცავს, არასასურველი მოქმედება არ გამოვლენილა მინიმალური სისტემური ექსპოზიციის გამო.

ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება - აციკლოვირი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები - პოლოქსამერი 407, ცეტოსტეარილის სპირტი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, დიმეთიკონი 20, პროპილენგლიკოლი, არლაცელი 165, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, მარცვლების და კოშტების, უცხო მინარევების და დაყოფის ნიშნების გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების ანტივირუსული საშუალება. აციკლოვირი.

ათქ კოდი: D06BB03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ სამკურნალო საშუალებას. in vitro ექსპერიმენტულ კვლევებში იგი ავლენს აქტივობის 1 და 2 ტიპის მარტივი ჰერპესის (herpes simplex) ვირუსის მიმართ. ტოქსიკურობა პატრონის უჯრედების მიმართ (ადამიანის უჯრედები) დაბალია. ჰერპესის ვირუსით ინფიცირებულ უჯრედში მოხვედრისას აციკლოვირი ფოსფორილირდება და გარდაიქმნება აქტიურ ფორმად - აციკლოვირის ტრიფოსფატად. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია HSV-კოდირებული თიმიდინკინაზას არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ინჰიბიტორი და სუბსტრატი ჰერპეს-სპეციფიკური დნმ-პოლიმერაზასთვის, რაც ხელს უშლის შემდოგმში ვირუსული დნმ-ის წარმოქმნას და არ მოქმედებს ჩვეულებრივ უჯრედულ პროცესებზე.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აციკლოვირის კრემის მრავალჯერადი, ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია მინიმალურია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ზოვირაქსი

Zovirax

სავაჭრო დასახელება: ზოვირაქსი / Zovirax

მოქმედი ნივთიერება (INN): აციკლოვირი

სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების კრემი 5%

შემადგენლობა (2 გ შეფუთვისთვის):

აქტიური ნივთიერება - აციკლოვირი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები - პოლოქსამერი 407, ცეტოსტეარილის სპირტი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, დიმეთიკონი 20, პროპილენგლიკოლი, არლაცელი 165, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, მარცვლების და კოშტების, უცხო მინარევების და დაყოფის ნიშნების გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების ანტივირუსული საშუალება. აციკლოვირი.

ათქ კოდი: D06BB03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ სამკურნალო საშუალებას. in vitro ექსპერიმენტულ კვლევებში იგი ავლენს აქტივობის 1 და 2 ტიპის მარტივი ჰერპესის (herpes simplex) ვირუსის მიმართ. ტოქსიკურობა პატრონის უჯრედების მიმართ (ადამიანის უჯრედები) დაბალია. ჰერპესის ვირუსით ინფიცირებულ უჯრედში მოხვედრისას აციკლოვირი ფოსფორილირდება და გარდაიქმნება აქტიურ ფორმად - აციკლოვირის ტრიფოსფატად. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია HSV-კოდირებული თიმიდინკინაზას არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ინჰიბიტორი და სუბსტრატი ჰერპეს-სპეციფიკური დნმ-პოლიმერაზასთვის, რაც ხელს უშლის შემდოგმში ვირუსული დნმ-ის წარმოქმნას და არ მოქმედებს ჩვეულებრივ უჯრედულ პროცესებზე.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აციკლოვირის კრემის მრავალჯერადი, ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია მინიმალურია.

გამოყენების ჩვენებები

ზოვირაქსი განკუთვნილია ტუჩების და სახის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Herpes simplex-ის ვირუსით (მორეციდივე ლაბიალური ჰერპესი).

გამოყენება დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში:

დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის და ნებისმიერი ინფექციის მკურნალობამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით):

პრეპარატის დატანება რეკომენდებულია 5–ჯერ დღეში (დაახლოებით ყოველ 4 სთ-ში), ღამის დროის გამოკლებით.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება ადრე, უმჯობესია დაავადების პირევლივე ნიშნების გამოვლენისას (პროდრომალურ პერიოდში ან კანის გაწითლებისას). თუმცა მკურნალობის დაწყება შესაძლებელია უფრო გვიან სტადიაზეც (პაპულის ან ვეზიკულის არსებობა). მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 4 დღეზე ნაკლები. შეხორცების არარსებობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება 10 დღემდე გაგრძელდეს. დაავადების სიმპტომების 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და ინფექციის გადაცემის პრევენციის მიზნით, საჭიროა ხელის დაბანა პრეპარატის დატანამდე და დატანების შემდეგ, არ გაიხეხოთ კანის დაზიანებული მონაკვეთი და არ შეეხოთ მას პირსახოცით.

ბავშვები. ადეკვატური მონაცემების არარსებობის გამო 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

მიუხედავად იმისა, რომ აციკლოვირი ძირითადად თირკმლებით გამოიყოფა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა. ამიტომ, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“).

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციები მითითებულია არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციის შემდეგი სისტემის გამოყენებით სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი ≥ 1/10, ხშირი ≥ 1/100 - 1/10, არც ისე ხშირი ≥ 1/1000 - <1/100, იშვიათი ≥ 1/10 000 - <1/1000, ძალიან იშვიათი <1/10000.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

არც ისე ხშირად:

ტრანზიტორული წვა ან ჩხვლეტა კრემის გამოყენების შემდეგ;

კანის სიმშრალე ან აქერცვლა;

ქავილი.

იშვიათად:

ერითემა;

კონტაქტური დერმატიტი დატანების ადგილას, რომელიც უფრო ხშირად დაკავშირებულია რეაქციებთან დამხმარე ნივთიერებების და არა აციკლოვირის მიმართ.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად:

დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, კვინკეს შეშუპება.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის ან ზოვირაქსის კრემის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

კრემის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ტუჩების და სახის კანის ჰერპესის დროს. კრემის წასმა რეკომენდებული არ არის პირის ღრუს ან თვალის ლორწოვან გარსზე, ასევე არ გამოიყენება გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

მოერიდეთ თვალებში შემთხვევით მოხვედრას.

ტუჩების გამოხატული ჰერპესის დროს რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

პირებმა, რომლებსაც აქვთ ტუჩის ჰერპესი (განსაკუთრებით ღია დაზიანების არსებობისას), აუცილებლად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები რათა არ დაუშვან სხვა ადამიანების დაინფიცირება (მაგ., ხელის დაბანა პრეპარატის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ, იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება“).

პრეპრატი შეიცავს ცეტილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიც არის კონტაქტური დერმატიტი; იგი ასევე შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

პროდუქტი შეიცავს 3.75 მგ ნატრიუმის ლაურილსულფატს თითოეულ სადღეღამისო დოზაში, რაც 7.5 მგ/გ-ს შეესაბამება. ნატრიუმის ლაურილსულფატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგალითად, წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება) ან გააძლიეროს სხვა პრეპარატებით გამოწვეული კანის რეაქციები იმავე ადგილას გამოყენებისას.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა.

გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ პოტენციურ რისკს. თუმცა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია.

ორსულობის პოსტრეგისტრაციულ რეესტრში დაფიქსირდა ორსულობის გამოსავლის მონაცემები ქალებში, რომლებიც გამოიყენებდნენ აციკლოვირს სხვადასხვა სამკურნალო ფორმებით. რეესტრის მონაცემების ანალიზით არ გამოვლენილა თანდაყოლილი დეფექტების რიცხვის გაზრდა ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს, საერთო პოპულაცასთან შედარებით, გამოიყენებდნენ აციკლოვირს. გამოვლენილი თანდაყოლილი დეფექტები არ გამოირჩეოდნენ ერთგვაროვნებით ან კანონზომიერებით, რაც გამოიწვევდა ვარაუდს მათი წარმოშობის საერთო მიზეზის შესახებ. აციკლოვირის სისტემური ექსპოზიცია ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ძალიან დაბალია.

ლაქტაცია.

ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში აციკლოვირის გამოყენების შეზღუდული მონაცემები აჩვენებს, რომ აციკლოვირის სისტემური გამოყენების ფორმებით დანიშვნისას სამკურნალო საშუალება გადადის დედის რძეში. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის მიერ მიღებული დოზა ძალიან მცირეა.

ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კრემის სახით აციკლოვირის გამოყენებისას ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა.

ჭარბი დოზირება

შემთხვევით კრემის გადაყლაპვისას ან 2 გ მასის მქონე ზოვირაქსის კრემის მთლიანი შეფუთვის, ადგილობრივი გამოყენებისას, რომელიც 100 გ აციკლოვირის შეიცავს, არასასურველი მოქმედება არ გამოვლენილა მინიმალური სისტემური ექსპოზიციის გამო.

ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

გამოშვების ფორმა

გარეგანი გამოყენების კრემი 5%. 2 გ პრეპარატი ალუმინის ტუბში, ხრახნიანი თავსახურით. ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ჰელეონ UK ტრეიდინგ ლიმიტედ, ზე ჰაიტს, ვეიბრიჯი, სურეი, КТ13 0NY, დიდი ბრიტანეთი

Haleon UK Trading Limited, The Heights, Weybridge, Surrey, KT13 0NY, United Kingdom.

მწარმოებელი

გლაქსო ოპერეიშნს UK ლიმიტედ, სავაჭრო დასახელება გლაქსო ველკომ ოპერეიშნს, ჰარმირ როუდ, ბარნარდ კასლ, DL12 8DT, დიდი ბრიტანეთი

Glaxo Operations UK LTD trading as Glaxo Wellcome Operations, Harmire Road, Barnard Castle, DL12 8DT, United Kingdom.

პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით: [email protected].

ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება ელექტრონული ფოსტით: [email protected].

ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხთან დაკავშირებით:

შპს „ნოვოტეკი“

ქ. ტაშკენტი, იუნუსაბადის რაიონი, ქ. ნიაზბეკ იული 2.

ტელ: +99878 120 60 36

სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის ან გამოიყენება ლიცენზიით Haleon-ის კომპანიების ჯგუფის მიერ. ©2024 Haleon-ის კომპანიების ჯგუფი ან მათი ლიცენზიარი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა